Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დედების კლუბი


Posted by: Perseus12 21 Jun 2019, 10:23
წინა თემის ბმული https://forum.ge/?act=ST&f=97&t=35085845&st=1485#entry54845703
user posted image
Let kids be kids!

Posted by: NiniaG 21 Jun 2019, 12:32
Perseus12
მეც ვიფიქრე მოვუმზადებთქო, მაგრამ იმდენად ცოტა გამოვიდა, რც ღირს წვალებად, ან მე ვერ გავაკეთე ვითომ სწორად?
1 ლიტრი რძიდან რა რაოდენობის ხაჭო უნდა გამოვიდეს დაახლოებით?

Posted by: Perseus12 21 Jun 2019, 12:45
NiniaG
რად უნდა 1 ლიტრი, დაახლოებით 300 გრამი მიმყავს ადუღებამდე, ვუმატებ მაწოს ასაჭრელად, მიღებულ მასას ვუმატებ მაწონს შესათხელებლად, ვურევ სხვადასხვა ხილს, უშაქრო ორცხობილას, ან თაფლს.

Posted by: NiniaG 21 Jun 2019, 14:26
Perseus12
კალცით გავაკეთე და ძალიან ცოტა გამომივიდა, აბა ვცდი მაწონით smile.gif
უშაქრო ორცხობილა რომელ ფირმას აქვს? რაც მე მაგას ვეძებ sad.gif

Posted by: pearlgirl 21 Jun 2019, 14:44
NiniaG
QUOTE
უშაქრო ორცხობილა რომელ ფირმას აქვს? რ

სემპერს.

Posted by: NiniaG 21 Jun 2019, 14:59
pearlgirl
კი, გამახსენდა სემპერი, სხვებთან შედარებით ძვირი ღირს smile.gif
მადლობა გოგოებო :*

Posted by: Perseus12 21 Jun 2019, 15:01
NiniaG
ჰაინცსაც.............................

Posted by: pearlgirl 21 Jun 2019, 17:25
https://www.facebook.com/Mrcheveli1/photos/a.163104820503948/1355085431305875/?type=3&theater
ბათუმში და ზოგადად აჭარაში მცხოვრებთათვის ვდებ, თუ ვინმე ხართ.

Posted by: მზე 21 Jun 2019, 23:13
pearlgirl
Perseus12
მოკლედ დღეს აღმოვაჩინე რომ მჭირდება რეზინის სანდლებიც :|
იმის მერე რაც იმდენი ქნა რომ დაისველა ერთადერთი სანდლები :დ სანამ გაშრა მერე ფეხშიშველა იყო და ისევ რო იტყაპუნა ტყლაპოებში აუსრიალდა 2-ჯერ ფეხი მარა ოდნავ.
ჰოდა ალბათ ჯობს ვუყიდე

პერლ შენ რო დადე ისეთები ვერ ვნახე sad.gif
ეს ორი ვარიანტი ვიპოვე მაგრამ მარტო ამათ თუ გამოვწერ ორივე კი ადის ყველაფრიანად 60 ლარზე biggrin.gif ცოტა არ იყოს მენანება biggrin.gif

ჰოდა, თქვენი აზრი მაინტერესებს რაა biggrin.gif
როგორც ყოველთვის user.gif

https://www.zulily.com/p/blue-yellow-monster-summer-cut-out-sandal-381988-73465158.html?pos=6&fromEvent=381988
https://www.limango-outlet.de/primigi/halbsandalen-in-rosa-2-7427701 (ამის წითელი ვარიანტიც იყო რო ვნახე უკვე დარეზერვებული, ისეთი ლამაზი იყო რომ იმაზე შეიძლება არც დამნანებოდა, ნუ მინიმუმ ასე ძაან :დდ)

Posted by: NiniaG 22 Jun 2019, 10:48
მზე
QUOTE
https://www.zulily.com/p/blue-yellow-monste...romEvent=381988
https://www.limango-outlet.de/primigi/halbs...-rosa-2-7427701

რა ლამაზებია, მართალია ის წითელი უფრო მკვეთრი და ეფექტურიც იქნებოდა smile.gif

ჩემი ჯერ ისევ ზარმაცობს, გაბრაზებული ვარ და არაფერსაც არ ვუყიდი sad.gif

Posted by: მზე 23 Jun 2019, 12:55
NiniaG
კარგი რა ხო იცი არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. მთავარია ნორმას არ გასცდეს (მგონი 18 თვემდე გავლა არის ნორმა, ზუსტად არ ვიცი)
მესმის შეიძლება გული გწყდება, ნია მაგალითად გემრიელად გამართულად 8 თვის ბოლომდე, თითქმის 9 თვემდე ვერ ჯდებოდა და კი მეც მინდოდა რომ დამჯდარიყო წესიერად მაგრამ მთავარია ნორმალურად ვითარდებოდეს.
დე დღეს გაივლის თუ 1 თვეში მაგაზე არ იფიქრო.

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 10:10
მზე
ორივე ძაან კარგია. ერთ-ერთი გამოწერე შენც კიდე ორი რათ გინდა?

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 10:13
მზე
ორივე კარგიაsmile.gif მე იგორები გამოვუწერე კატოს 6პმ-დან და სალომესთვის ხვალ რომ ჩამერიცხება ხელფასი, ხვალ ვიზამ. ორი არ გჭირდება.
* * *
ხალხო, ვულევუს ფასდაკლების ბარათები არ გინდათ?მ 30 % აკლდება, 31 ივლისამდე აქვს ვადა და გაჩუქებთ.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 10:41
pearlgirl
Perseus12
არა არა ორივე არ მინდა, ერთ მინდა, ვერ დავწერე ეტყობა კარგად biggrin.gif
ანუ მარტო ამათ თუ გამოვწერში ვიგულისხმე რომ 60-60 ლარი ღირს რა დაახლოებით ორივე (ცალ-ცალკე) ($18 და 17 ევრო თავის ჩამოტანის ფულიანად კი გამოდის 60 ლარამდე :/)
შიპინგის გამო მარტო თუ გამოვწერ უფრო ძვირი ღირს-თქო biggrin.gif

ვახ აზრის გადმოცემა მიჭირს რა biggrin.gif vis.gif

6პმ-ზეც ვეძებე და ნიას ზომა არ არის sad.gif

22 ზომა აქვს ნიას და ანუ toddler 6 უნდა თუ 7 :/ 6-ს უწერია 21 და 7-ს - 22-23 :| ასაკიც 2წელი-4წელი :|
ჯეოქსის 21 ზომა ბოტასი დაუპატარავდა არადა :| და ეს ბიომექანიქსის 22 ზომა აი კაკრაზ ცოტათი დიდი აქვს
იმ ღია ვარდისფერზე მეტად ეს მონსტრიკიანი მომწონს biggrin.gif

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 11:02
მზე
მოკლედ მე სიმართლე გითხრა არ დამჭირვებია და არც ეხლა არ მჭირდება დიდად ასეთი სანდლები. დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ რავი smile.gifP უმაგისობაც შეიძლება smile.gif

Posted by: ნათია.0702 24 Jun 2019, 11:08
Perseus12
მე ვიჩუქებ. სასაჩუქრე ვაუჩერი მაქვს და ალბათ იმოქმედებს.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 11:23
pearlgirl
აი ასეთ დროს რო ფეხშიშველი არ იყოს მაგიტო მინდა biggrin.gif
ამ გუბეში 2ჯერ აუსრიალდა, კი შეიმაგრა თავი მარა smile.gif)
***

ანუ ეხლა აქვს 1 სანდალი რომელიც სულ აცვია და კიდე ის ბიო პინგვინი რო გამოვწერე
და ერთი დახურული ფეხსაცმელი

მაინც ზედმეტია შენი აზრით? rolleyes.gif

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 11:24
მზე
QUOTE
22 ზომა აქვს ნიას და ანუ toddler 6 უნდა თუ 7

სალომეს 23 აქვს და 7 ზომას ვუწერ, ანუ 6. მე ზღვაზე დამყავს ესენი ყოველ წელს და იქ უმაგისობა ვერ წარმომიდგენია, წყალშიც მაგით შედიან, ქვიშაც ცხელი როა, მოკლედ არც იხდიან, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, თორემ დეფაქტოში ნაყიდმა მაზოლი გაუჩნა, ეგენი ორივე ნაღდად კარგი იქნება. ხვალ გამოვწერ მე, უფრო პრიმიჯის თუ ისევ იქნა, თუ გინდა შემომიამხანაგდი, რავიცი თამამად ვერ გეუბნები იმ გაუქმების მერე rolleyes.gif
* * *
ნათია.0702
QUOTE
მე ვიჩუქებ. სასაჩუქრე ვაუჩერი მაქვს და ალბათ იმოქმედებს.

წესით უნდა იმოქმედოს, თუ გინდა მაინც გადაამოწმე და წაიღე smile.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 11:35
Perseus12
არ გრცხვენია biggrin.gif <3
ის სანდლები დაბრუნდა მერე ასე რომ შემეძლო ისევ გამოწერა <3

ზღვაზე წაყვანას წელს არ ვაპირებ, ეზოსთვის მინდა rolleyes.gif წუწაობა მოსწონს ძაან biggrin.gif

პრიმიჯის 22 ზომა ვიღაცას უკვე დარეზერვებული აქვს და სხვა ზომებს სოლდ აუთი უწერია :/

თუ გინდა ზულილიზე შემომიამხანაგდი, დღეს გამოვწერ და ხვალ ჩამირიცხე შენ ^^
5 საათში მთავრდება უბრალოდ აქცია

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 11:39
მზე
სხვა რაღაცაც მინდა და ბარემ იქიდან მერჩია. წუწაობისთვის იდეალურია, კერძო სახლი როცა გაქვს, მე ვფიქრობ უნდა გქონდეს ეგეც.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 12:02
Perseus12
ოკეიი <3 მადლობა.
უი ამასობაში ის პრიმიჯი არ გაიყიდა და ისევ არის 22 ზომა
მარა ეს ზულილი უფრო მომწონს და ჯანდაბას გამოვწერ rolleyes.gif

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 12:07
მზე
მე ის ყვითელი მომწონს მანდ ძაან კვატიანი, წინაზეც კვატიანი გვქონდა პრენატალის smile.gif თან ნია-ნუას კვატიანი მაგრად მოუხდებაsmile.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 12:15
Perseus12
QUOTE
მე ის ყვითელი მომწონს მანდ ძაან კვატიანი, წინაზეც კვატიანი გვქონდა პრენატალის  თან ნია-ნუას კვატიანი მაგრად მოუხდება

აუ შემამჩნიე რო მიჭირს გადაწყვეტილების მიღება ხო biggrin.gif
აუ მიხარია რო მოგწონს ეგეც. მაგაზე შევჯერდები, ეგ ჩავაგდე ბოლოს კალათაში biggrin.gif
ეხლა ვიწერ და ალბათ ხვალ დილამდე მექნება კიდე ფრი შიპინგი იფ ენისინგ bis.gif
მარა $5 მახსოვდა და $7 ყოფილა, მარა იყოს რა smile.gif))

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 12:25
მზე
მაგათი შიფინგი ძაან არ მიყვარს რა, რაც მეტი გიგდია კალათაში მით მეტს გიწერს. თუ ერთზე მეტის გამოწერა გინდა, ერთი გამოწერე ჯერ და მეორე უკვე უფასო შიფინგით გამოწერე, ჯამურად ნაკლები მოუწევს.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 12:28
გამოვწერე.

* * *

გოგოებო, საერთო სუფრიდან კი ჭამს (უფრო სწორად არ ჭამსsmile.gif)) ეხლა ბავშვი, მაგრამ მაინც ჯანსაღად ხო?
ანუ ზეთში შემწვარი შეიძლება ჰო? ნუ, რა თქმა უნდა, რო არ ცურავდეს ზეთში, მაგრამ მინიმალურად რა
მაგალითად, ყიყლიყო? ან შემწვარი კვერცხი, ან კატლეტი?

ცხარეც არაა რეკომენდირებული ხო? ანუ საერთოდ არ უნდა ვუქნა წიწაკა?
მარილი და შაქარიც არა.

ხაჭაპური შეჭამა bis.gif
ჟოლოც შეჭამა bis.gif
გარგარი ერთხელ ჭამა და იმის მერე აღარ sad.gif არც ბალი sad.gif
ალუბლის და სმაროძინას იმედი მაქვს ეხლა biggrin.gif

მეტი ახალი ვერაფერი გავასინჯე ჯერ. რაღაც თხლად და მწვანედ გადიოდა და დავანებე თავი.
სამაგიეროდ მე შევუჭამე ნორდიკის შვრიის ფაფა და ძაანაც მომეწონა biggrin.gif

* * *
Perseus12
QUOTE
მაგათი შიფინგი ძაან არ მიყვარს რა, რაც მეტი გიგდია კალათაში მით მეტს გიწერს. თუ ერთზე მეტის გამოწერა გინდა, ერთი გამოწერე ჯერ და მეორე უკვე უფასო შიფინგით გამოწერე, ჯამურად ნაკლები მოუწევს.

ვააა ეს არ ვიცოდი. რა უნამუსობაა biggrin.gif
მაინც მხოლოდ ეს გამოვწერე და იქნებ მერე საღამოს ვნახო ჩემთვის რაიმე იაფად.
სულ მენანება საკუთარ თავზე დახარჯვა რაsmile.gif))

Posted by: fleurs 24 Jun 2019, 12:34
მზე
შეიძლება უკვე შემწვარი დიდი გოგო გყავს უკვე smile.gif

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 12:36
მზე
QUOTE
ანუ ზეთში შემწვარი შეიძლება ჰო? ნუ, რა თქმა უნდა, რო არ ცურავდეს ზეთში, მაგრამ მინიმალურად რა
მაგალითად, ყიყლიყო? ან შემწვარი კვერცხი, ან კატლეტი?

კი კი კი შეგიძლიააა!

QUOTE
ალუბლის და სმაროძინას იმედი მაქვს ეხლა 

მოცვი გაასინჯე აბა.

QUOTE
სამაგიეროდ მე შევუჭამე ნორდიკის შვრიის ფაფა და ძაანაც მომეწონა

ვგიიჟდები მე! biggrin.gif მე სულ ვჭამ ფაფებს დილაობით, ჩემი უჯიშო შვილი კიდე არა sad.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 14:21
fleurs
QUOTE
შეიძლება უკვე შემწვარი დიდი გოგო გყავს უკვე

კააარგი. გაგაცნობთ სიახლეებს biggrin.gif
შენი ამბები მოგვიყევი, რაღაც დაიკარგე ^_^

pearlgirl
QUOTE
კი კი კი შეგიძლიააა!

bis.gif კაარგიი, მომავალ კვირაში შედეგებს შეგატყობინებ biggrin.gif

QUOTE
მოცვი გაასინჯე აბა.

ვაა ვცდი აბაა. რატო არ გამახსენდა, მადლობა იდეისთვის.

QUOTE
ვგიიჟდები მე!  მე სულ ვჭამ ფაფებს დილაობით, ჩემი უჯიშო შვილი კიდე არა

მეც ვატყობ მაგ გზას დავადგები, გემიერილი, ამრტივი, ჯანსაღი biggrin.gif მეტი რა მოეთხოვება biggrin.gif biggrin.gif
ისე ფაფები რომ უყვართ ეგ უფრო გამონაკლისია ვიდრე პირიქით biggrin.gif ასე რომ მთლად უცნაური არ არის biggrin.gif

Posted by: justmenina 24 Jun 2019, 14:36
მზე

ზულილის ძალიან საყვარელია smile.gif მეორე ვერ ვნახე, არ გამიხსნა sad.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 14:42
justmenina
საბოლოოდ ეს კვატები გამოვწერე biggrin.gif: https://www.zulily.com/p/yellow-ducky-summer-vi-cut-out-sandal-381988-73465149.html?search_pos=72&search_page=1&fromSearch=true

მეორე ღია ვარდისფერი იყო, პრიმიჯის, გამჭვირვალე, jelly sandals-ს რომ ეძახიან აი მასეთი. გათავებულა sad.gif

* * *
pearlgirl
აუ სულ დამავიწყდა, ელენე როგორაა? გადააგორეთ ჩუტყვავილა?

Posted by: justmenina 24 Jun 2019, 14:44
ვაიმე რა საყვარლობებია smile.gif მშვიდობაში 2kiss.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 14:46
justmenina
გაიხარე, დიდი მადლობა ^_______^ 2kiss.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 24 Jun 2019, 15:10
Perseus12
QUOTE
მაგათი შიფინგი ძაან არ მიყვარს რა, რაც მეტი გიგდია კალათაში მით მეტს გიწერს. თუ ერთზე მეტის გამოწერა გინდა, ერთი გამოწერე ჯერ და მეორე უკვე უფასო შიფინგით გამოწერე, ჯამურად ნაკლები მოუწევს.

უუფ ეს როგორ არ ვიცოდი :|

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 15:37
მზე
ხვალ მიმყავს ძაგანიასთან, რო არ უნახია ორივეს ეჭვი გვაქვს, ჩუტყვავილა არის თუ არა. ორი ისე დაუჩირქდა რო გასკდა საკმაოდ ჩირქი გადმოუვიდა და მაგან დამაეჭვა. დღეს 8 დღეა იდეაში და არ აქვს ახალი არაფერი, დანარჩენი რამოდენიმე რო გასკდა ჩვეულებრივად და ორი კიდე დაჩირქდა ეგაა თუ არა ხვალ უნდა გავარკვიოთ.

Posted by: Perseus12 24 Jun 2019, 15:46
pearlgirl
კარგია რომ მიდიხართ, მეც ვფიქრობდი წინა დღეებში თქვენს მაგ ამბებზე და კიდე ერთი სული მაქვს როდის დადებ რევიუს გაგოშიძის კონსულტაციის შესახებ smile.gif
მერე ლიმანგოზე ნახე ჯიოზეპოს ჩექმა, 7 ევრო ღირს და 26 ზომაა. მე გამოვუწერე ეგ კატოს ცოტა მეტად, ხოდა დღეს გამოვიტანე და ბევრად კარგია ვიდრე ფოტოზე. თან ახლა აქვს 28 და 29 არ იყო, მაინც გამოვწერეsmile.gif

Posted by: მზე 24 Jun 2019, 15:48
pearlgirl
უი ჩირქი არც მე მახსოვს. ვაა კაია რო მიდიხართ. დაწერე რას გეტყვის.

უი გაგოშიძესთან გყავდა? ძალიან დავინტერესდი biggrin.gif

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 16:17
მზე
არა ეხლა 29 ში ვართ ჩაწერილები და ვერ მივდივართ sad.gif იმდენი ხარჯი მაქვს მაგის 260 ლარისთვის არ მცხელა sad.gif მაგრამ ვაპირებ სექტემბერში.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 16:34
pearlgirl
აუ 260 ლარი რამხელა თანხაა ისე sad.gif
მარა გაგოშიძეა რა. ღირს.
მეც მინდა მიყვანა რო გაიზრდება, ეხლა რა აზრი აქვს.

უი ისე მივაღწიე და შენ რო მირჩიე წიგნი positive parenting-ზე რებეკა ვიღაცის დაწერილი, იმას ვკითხულობ და მომწონს ^____^

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 16:42
მზე
უი რა კარგია smile.gif

QUOTE
აუ 260 ლარი რამხელა თანხაა ისე

თან ეხლა საგანგაშო არაფერია ისეთი და მაგიტომაც უფრო გადავდე. ენის ბორძიკი იცი როგორაა ხან აქვს ხან არა, და ეგ 99 არის ასაკობრივი და უფრო გრძელვადაში უნდა დააკვირდე ხოდა მირჩევნია სექტემბერში.
ხო პატარას როცა საეჭვო რამე არაა, აზრი არ აქვს, 4 წლის ზევით სკოლამდელ ასაკში მე ვთვლი ძალიანაც ღირს შეფასება ბავშვის მაგ მხრივ.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 24 Jun 2019, 16:56
pearlgirl

1 ვიზიტი ღირს 260 ლარი? თუ რამე კურსი?

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 16:59
mCvanE_shteFsEli_
იცი როგორ არის? ჯერ მშობელი მიდის მარტო ვიზიტზე სადაც თამარი და მშობელის გასაუბრებაა მხოლოდ. მერე ცალკე მიგყავს ბავშვი და იქ ბავშვს გაესაუბრებიან, ეთამაშებიან ტესტს აკეთებენ, მერე სადღაც ერთი კვირა 10 დღის მერე თამარი და აჯამებს ამ ორივე ვიზიტს და დასკვნას წერს და რეკომენდაციებსაც.

Posted by: მზე 24 Jun 2019, 17:14
pearlgirl
ადრე ჯორჯიან მამსში გალანძღეს ეგ ცენტრი რო ასეთი ფასებიაო ისა ესა და ჩემს დაქალს ჩავუგდე (ჰო მანდ მუშაობს გაგოშიძესთან)
და ასე მითხრა ყველას რო გაგოშიძესთან უნდა იმიტომააო არადა ფიზიკურად არ შეუძლიაო და მასთან ეგ გასაუბრება 100 ლარი ღირსო როცა სხვა ნერიოფსიქოლოგებთან 50-იო.
მერე ტესტს (აი ბავშვს რო აფასებენ) გაგოშიძე უკვე აღარ ატარებს, დიდი ენერგია უნდა მაგას ძაანო და მაგას მაინც ეს გოგოები ატარებენ და მაგიტოო
მარა მაინც ძვირია რაა

ჰო ენის ბორძიკი ბევრს აქვს. მეც მქონდა პატარა რო ვიყავი. ნამდვლად ჯობს დაკვირვებებით შეიარაღებული მიხვიდე biggrin.gif
მაგალითად მე რო ვიღლებოდი ან ვბრაზდებოდი ან რაღაცის ჩქარა თქმა მინდოდა მაშინ უფრო ხშირად მემართებოდა, თუმცა ისეც მქონდა ხოლმე ლაპარაკში უბრალოდ ბევრად იშვიათად.
მაშინ დედაჩემს უთხრეს გონებრივი განვითარება წინ უსწრებს ენისასო და რო ვერ გადმოცემს მაგიტომ აქვსო.

Posted by: pearlgirl 24 Jun 2019, 17:37
მზე
QUOTE
და ასე მითხრა ყველას რო გაგოშიძესთან უნდა იმიტომააო არადა ფიზიკურად არ შეუძლიაო და მასთან ეგ გასაუბრება 100 ლარი ღირსო როცა სხვა ნერიოფსიქოლოგებთან 50-იო.
მერე ტესტს (აი ბავშვს რო აფასებენ) გაგოშიძე უკვე აღარ ატარებს, დიდი ენერგია უნდა მაგას ძაანო და მაგას მაინც ეს გოგოები ატარებენ და მაგიტოო
მარა მაინც ძვირია რაა

კი მეც ეგრე ვიცი.

QUOTE
მაგალითად მე რო ვიღლებოდი ან ვბრაზდებოდი ან რაღაცის ჩქარა თქმა მინდოდა მაშინ უფრო ხშირად მემართებოდა,

აი ელენესაც ეგრე აქვს ხოლმე ზუსტად. ამ ბოლო დროს, უკვე თითქმის აღარ, ხოდა მაგიტომ მირჩევნია დავაკვირდე კიდე. შენ მერე მალევე გაგიარა სკოლამდელ ასაკში?
* * *
Perseus12
QUOTE
7 ევრო ღირს და 26 ზომაა

სად აბა ვერ ვნახე, მარა რათ მინდა რა მაინც ვერ გამოვწერ.
მაარ მანახე აბა როგორები ა

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 24 Jun 2019, 18:32
pearlgirl
სავარაუდოდ ესენია
https://www.limango-outlet.de/gioseppo/leder-stiefeletten-ranchera-in-dunkelbraun-2-5870518?q=gioseppo&sort=popularity

Posted by: მზე 24 Jun 2019, 18:32
pearlgirl
არა, ჩემთვის მალე არ გაუვლია sad.gif კარგა ხანი მქონდა sad.gif სკოლაშიც. მარა ბევრად უკეთესი მდგომარეობა მქონდა მერე ნელ-ნელა. უბრალოდ, ნერვიულობაზე დამრჩა. სხვა დროს ვერავინ ხვდებოდა. ნუ ვინც არ იცოდა და არ მაკვირდებოდა.
სადღაც თინეიჯერობის მერე გამიარა სრულებით.
მაგრამ არ ინერვიულო, მე მაგ ასაკში გაუმჯობესება არ მქონია ამიტომ არ ვარ კარგი მაგალითი biggrin.gif უბრალოდ, ხშირია და არაა სანერვიულო თქო, პრინციპში რაც ისედაც იცი biggrin.gif

Posted by: fleurs 25 Jun 2019, 00:49
მზე
შემოვირბენ დაგხედავთ და გავრბივარ smile.gif) ოქტომბრამდე დაკავებული ვარ,მერე ალბათ უფრო ნაკლებათ. უფროს შვილს ჩემოდნებს ვუმზადებთ ავსტრალიაში მიდის კვირას ერთი წლით. ნაბოლარა ქალბატონი აგვისტოში ძლივს მოვახვედრეთ საზაფხულო გასართობ ცენტრში და სექტემბრიდან ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ მოხვდა იმ სკოლაში (თქვენებურად ბაღი ფრანგულად კი სკოლა smile.gif)) ) სადაც გვინდოდა. ველოდები ჩუტყვავილის მობრძანევას smile.gif ბაღში ყველამ მოილია ჩემი ქაბატოს გარდა , ისე მესამე წელია ველოდები,მაგრამ არ ჩანს. წლევანდელი წელი ისე ჩავიარეთ სურდოც არ გვქონია smile.gif

Posted by: pearlgirl 25 Jun 2019, 15:14
მზე
არაა პრობლემა ჩემთვის, არ ვხედავ პრობლემად, მე ერთადერთი თანატოლებმა არ დასცინონ რაღაც ეტაპზე იმას ვფიქრობ.
ჩუტყვავილას რაც შეეხება როგორც ვეჭვობდით არ აღმოჩნდა ეგ, კანის ბაქტერიული ინფექციაა, სტაფილოკოკური, როზმელმაც გაუარა უკვე. სწორად დამინიშნა თაკომ ჰიდროკორტიზონი და ეხლა სხვა ანტიბიოტიკის მალამოს ვუსვამ.

Posted by: Lemon Curd 25 Jun 2019, 16:50
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან - ფაღარათი აქვს ბავშვს (წლინახევრის), გუშინწინ და გუშინ უფრო მსუბუქად ჰქონდა, დღეს მოუხშირდა. ხილს ვაბრალებდით (მოცვი ჭამა და ვერ მოინელა) მაგრამ დღეს უფრო მოემატა და ბოდიში დეტალებისთვის, ლორწოვანიც იყო.
ენტეროჯერმინა და სმეკტას მეტი არ მიგვიცია არაფერი, ეხლა ისევ ვცდილოვ და ჯერ ვერ დავუკავშირდი პედიატრს მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს - ეს ორი წამალი საკმარისია?
რძის პროდუქტი ყველის გარდა შევუზღუდეთ, არც ხილი მიგვიცია. სადილი ქილის მივეცი + ფაფა და წიწიბურა.
ძილის წინ ფორმულა.
მირჩიეთ რა რას ვაკეთებ არასწორა ან რა გავაკეთო.
ელექტროლიტს არ სვამს :/

Posted by: ნათია.0702 25 Jun 2019, 16:55
Perseus12
გავარკვიე და მოქმედებს სასაჩუქრეზე ფასდაკლების ბარათიო. მითხარი ეხლა როგორ ვიჩუქო შენგან smile.gif

Posted by: Perseus12 25 Jun 2019, 16:59
ნათია.0702
თავისუფლებაზე ვმუშაობ, მუხიანში ვცხოვრობ, გააჩნია სად გირჩევნიაsmile.gif

Posted by: ნათია.0702 25 Jun 2019, 17:39
Perseus12
მოგწერე პირადში

Posted by: tamu_tamuna 25 Jun 2019, 22:11
პრივეტ გოგოებო.
გამელატე ბ6 მიგიციათ ვინმეს ? ნიკას დაუნიშნეს. ექიმები შემოვიარეთ რომარ ლაპარაკობს მაგის გამო

Posted by: Perseus12 26 Jun 2019, 10:24
tamu_tamuna
როდის იყო რომელიმე ვიტამინი ლაპრაკს აწყებინებდა? რა გითხრეს, რა ზემოქმედება აქვსო? ,,ადაპტაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში: -გაფანტულობა და კონცენტრაციის დარღვევა სასკოლო ასაკში
-ადაპტაციის ნაკლებობა ან დაქვეითება სოციალურ, ოჯახის და სკოლის პირობებში" ესაა ჩვენება ბავშვებში დასანიშნად და მე პირადად, ნამეტანი მეზედმეტება, დაჟე ამ ჩივლილების დროსაც არ მივცემდი.

Posted by: takotatuli1989 26 Jun 2019, 11:20
გოგოებო, ცემში ვისაც დაგისვენიათ, ბავშვის წაყვანა მინდა კვების გარეშე და ხომ ვერ მირჩევდით რომელიმე სახლ-სასტუმროს? თეთრი სახლი ამომიგდო ფბ-მ და თითქოს მომეწონა

თუ იცით კარგი ეზოთი ასევე სადგერში ან ლიკანში სახლი

Posted by: მზე 26 Jun 2019, 11:23
fleurs
ვაა ავსტრალია კარგიაა. სასწავლებლად მიდის? თუ სამუშაოდ?
ვაა რა ყოჩაღი გოგოა პატარა ქალბატონი <3

შენი ბაღი რას შვება? გაგვანებივრე მერე პატარა ქალბატონისა და ბაღის ფოტოებით რო მოიცლი biggrin.gif
* * *
pearlgirl
არ იქნება პრობლემა ასე მგონია. ძლიერი გოგო გყავს და თან მგონი ძაანაც არ აქვს რასაც ამბობ.

კი დაუცინიათ ჩემთვის მაგრამ ძააალიან იშვიათად და აქეთ ვახურებდი ხოლმე თავზე. biggrin.gif

ერთხელ ჩამრჩა მარტო ძალიან ცუდად.
ბიოლოგიის მასწავლებელი ძალიან მკაცრი ქალი გვყავდა და არ წერდა პროსტა ნიშნებს. ჩემს კლასელს აყოლებდა სამიანს და დედამისი მიუვარდა, ჩემი თანდასწრებით უთხრა ამ ენაბლუს უწერ ხუთიანს და ჩემს შვილს სამსო?!
ძალიან მეწყინა მახსოვს biggrin.gif არადა არ ვიყავი ენაბლუ :@ თუმცა, მალე დავიკიდე ეგეც ძაან. უბრალოდ, დღემდე მახსოვს მეექვსე კლასის ეს ისტორია :|
* * *
tamu_tamuna
ჩემი ბიძაშვილის შვილი 3 წლის რო ხდებოდა და კიდე არ ლაპარაკობდა მიიყვანეს ნევროლოგთან და იმან დაუნიშნა რაღაც წამალი მაგრამ ზუსტად რა არ ვიცი :შ
ამ თემაზე საუბარს ძალიან ერიდებიან და მეც მხოლოდ რასაც თვითონ იტყვიან ის ვიცი ხოლმე :/
3 თვე სვა ეს წამლები მოკლედ და მერე ლოგოპედთან დაუნიშნა ვიზიტები.
შედეგი აქვსო. ლექსებს ამბობსო ასე ამბობენ მაგრამ ნუ არ მინახია კარგა ხანია.
შენ ვისთან გყავდა?
* * *
pearlgirl
უი, ყოჩაღ თაკოს. რა კარგია ბავშვი რომ კარგ ხელში გყავს რაsmile.gif

Posted by: Perseus12 26 Jun 2019, 11:39
takotatuli1989
მე როზას საოჯახო სასტუმროში დავდიოდი რამდენიმე წელი, საკმაოდ ნორმალურია.

Posted by: pearlgirl 26 Jun 2019, 11:46
მზე
QUOTE
დედამისი მიუვარდა, ჩემი თანდასწრებით უთხრა ამ ენაბლუს უწერ ხუთიანს და ჩემს შვილს სამსო

sleep.gif
აი ეგეთ რამეებზე უბრალოდ ატომური ბომბი ვხდები განა მარტო საკუთარ შვილზე? საკმარისია ჩემმა ყურებმა მსგავსი მოისმინოს ვინმეზე.
თაკო კი კარგია, შეიძლებოდა წინა კვირაშივე მიმეყვანა და მეთქი ჩუტყვავილაზე რათ უნდა ექიმთან გაქანებათქო, მერე რო დაჩირქდა სურათები რო ჩავუგდე ვაიბერში მანდ იეჭვა და სწორად წარმართა.
ხო კარგი გოგოა.

QUOTE
ძლიერი გოგო გყავს და თან მგონი ძაანაც არ აქვს რასაც ამბობ.

გოგო არა აი როგორ გითხრა, რაღაც მომენტში თავიდან რო დაიწყო ძაან ცუდად მომხვდა მეთქი ეს რა არის, და ეხლა აი ზოგჯერ ძირითადად როცა საჩქაროდ უნდა რაიმეს თქმა, როცა ემოციურად აღელვებულია, როცა არ უსმენენ როცა თან ფიქრობს თან უნდა რო გაახმოვანოს ნაფიქრალი მაშინ შვრება ოღონდ მაგ დროს არ არის დაძაბული, რო-რო-რო, აი აი აი, სე-სე-სე სესილი (იმიტო რო ხედავს რო არ უსმენს მაგალითად).
აი როცა მარტო თამაშობს მაგალითად როლურ თამაშებს თოჯინებით, ერთმანეთში ხო ალაპარაკებს, მაშინ არ შვრება ეგრე არასდროს smile.gif

Posted by: Perseus12 26 Jun 2019, 11:59
pearlgirl
ჩემები არ თამაშობენ და ძაან გული მტკივა, საერთოდ არ თამაშობენ, არც როლურს და არც სხვას, არ იციან თამაში, მაგათი თამაშია, წუწაობა, ჭიდაობა და მისთანანი....sad.gif არადა მე 16 წლამდე თოჯინა ვერ გამაგდებინეს.

Posted by: pearlgirl 26 Jun 2019, 12:07
Perseus12
QUOTE
მე 16 წლამდე თოჯინა ვერ გამაგდებინეს.

ცვეტში 13 წლის გავხდი და დაიბადა ჩემი ძმისშვილი, თოჯინა ჩავანაცვლე ჩემი ძმისშვილით.

გოგო ეგენი ორნი რო არიან ეტყობა მაგიტო?
აბა ელენეს ყველა სათამაშო ათვისებული აქვს, თოჯინის სახლში პატარა ზომის თოჯინებს ათამაშებს, დიდი ზომისებს ისე, პლუშის ძაღლი ყავს სახელად გაფი, თავისი კუთხე აქვს იქ ზის ეს ძაღლი წინ უდევს ჯამით მძივის ბისერების საჭმელი. biggrin.gif გიჟია biggrin.gif

ეხლა დაიწყო გამოგონება რაღაცეების აი იგონებს ამბებს და გვაბოლებს ჩვენ. biggrin.gif

Posted by: Perseus12 26 Jun 2019, 12:29
pearlgirl
არა მგონია, აი დიდ ხანს ვერ კონცენტრირდება სათამაშოზე კატო, სალომე უფრო კი, უბრალოდ ის არ აცდის, კატო არის ცვეულებრივი ქარბორბალა, არ შეუძლია მშვიდად რამე აკეთოს, შესაბამისად თამაშიც ეგეთივე იცის. თოჯინას ზედ არ შეხედავს, უფრო აინტერესებს მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, ვთქვათ სამართავი მანქანა, სამართავი კატერი, თვითმფრინავი, მერე უნდა ამ ყველაფრის დაშლა და ნახვა შიგნით რა ხდება. ზღაპრებიც კიდია, ურჩევნია ჩემი მოგონილი სისულელეები, ამას წინათ წითელქუდა გადავაკეთე და სე აღფრთოვანდა მეორე ღამესაც მთხოვდფა, მაგრამ ვის ახსოვდა წინა ღამის ნახევრად ძილში მონაბოდიალები :დ

Posted by: justmenina 26 Jun 2019, 13:22
დედიკოებო ესეთი თუ გქონიათ და როგორ გამოიყენეთ? სასეირნო ეტლის შემდეგ ამის ყიდვას რამდენად მირჩევთ. წლის და სამი თვისაა yes.gif

https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/cangaroo-%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-ride-on-car-with-pushbar-and-canopy-panda-red/

Posted by: მზე 26 Jun 2019, 13:42
justmenina
ნიას აქვს ველო ეტლი და ძალიან მოწონს. დაჟე იწევს ხოლმე რო ჩასვა და აკატაო, კალიასკაზე ეგეთი არაფერი მახსოვს biggrin.gif
* * *
pearlgirl
ჰო საშინელი საქციელი იყო. დედაჩემმა ცივილური პონტი დაიჭირა და უბრალოდ 12 კლასის ჩათვლით არ გაუცია ხმა იმ ქალისთვის biggrin.gif

QUOTE
გაახმოვანოს ნაფიქრალი მაშინ შვრება ოღონდ მაგ დროს არ არის დაძაბული, რო-რო-რო, აი აი აი, სე-სე-სე სესილი (იმიტო რო ხედავს რო არ უსმენს მაგალითად).

ეს მემგონი არც გადის ენის ბორძიკში. ალბათ თან ფიქრობს და თან ლაპაკობს და დროს იგებს ამითი rolleyes.gif

მემგონი არაა სანერვიულო რა, რასასც აღწერ. თან როგორაა იცი, აი შენ ამჩნევ, თვითონ და სხვები შეიძლება ასე ვერც ამჩნევდნენ. გაუვლის ნელ-ნელა rolleyes.gif
დედაჩემს მაშინ ფსიქოლოგმა რეკომენდაცია მისცა რო ლექსები და სიმღერები არ ასწავლო, კიდე უფრო არ გადაუტვირთო გონებაო.
ეხლა არ ვიცი როგორი მიდგომაა.

Posted by: pearlgirl 26 Jun 2019, 14:27
მზე
QUOTE
დედაჩემს მაშინ ფსიქოლოგმა რეკომენდაცია მისცა რო ლექსები და სიმღერები არ ასწავლო,

ეგრეა სწორია.

Posted by: SRB100 26 Jun 2019, 15:15
გოგოებო, გუშინ მყავდა ირაკლისთან, ქცევის დარღვევა დაუდგინა და შემოდგომაზე ფსიქოლოგს შეგახვედრებთო.
ძლივს გასინჯა, არც ყურში ჩაახედა, არც ყელში, ვერც ავწონეთ და ვერც გავზომეთ. კაბინეტში სათამაშოები დაინახა და გადაეკეტა, მივარდა ირაკლის ხელი მოკიდა და კუბიკები, კუბიკები მინდაო ეუბნებოდა biggrin.gif
სანამ მიგვიღებდა, დაკეტილ კარებზე გაბრაზდა, პაციენტები ჰყავდა და აიკლო იქაურობა არ დააცადა საუბარი, სანამ კარი არ გააღეს.

რამდენადაც განვითარებული ბავშვია, იმდენად პრეტენზიულია, არ მოქმედებს მასთან ყურადღების გადატანის მეთოდი, თუ ბრაზობს შეიძლება გიკბინოს, გიჩქმიტოს, დაგარტყას. შეურაცხადი ხდება მოკლედ.
არადა ნათქვამი არ გვაქვს რაღაცა რომ იმეორებს, თავისით მოაქვს წიგნები რომ წავუკითხოთ, წლის და ცხრა თვისაა და კუპლეტიან ლექსს/სიმღერას თავისუფლად ყვება/მღერის.
მიზანმიმართულად არ ვასწავლით, მაგრამ ისრუტავს ყველაფერს. გოგოებმა იციან აქ ვინც მყავს ფბ-ზე, ჩვეულებრივი გატლეკილია.
ხოდა ეს ქცევის დარღვევა, ჭირვეულობა ხომ არ შეიძლება კავშირში იყოს მის გონებრივ გადაღლასთან? ყოველდღე ჩამყავს ეზოში, ვცდილობ ბოლომდე დახარჯოს ენერგია.
იქაც არ ერიდება სხვა ბავშვებს, მორცხვი საერთოდ არაა. სხვის სათამაშოს ისე აიღებს არც მოერიდება, ეფერება სხვა ბავშვებს, მოკლედ არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა.

ხოდა მგონია, რომ პრობლემები შემექმნება მომავალში მის ხასიათთან დაკავშირებით, აშკარად ხშირად აქვს ტანტრუმები და სჭირდება მის ხასიათს მართვა :/

Posted by: TinANNO 26 Jun 2019, 17:52
გოგოებო ვეძებ ზაფხულში დასასველებლად კარგ ადგილს ბავშვისთვის, ბაკურიანში ან ცემში შესაძლებელია სხვა ვარიანტის განხილვაც.
საოჯახო ტიპის სასტუმრო ან სახლი , მნიშვნელოვანია ჰქონდეს კარგი ეზო რომ 2 წლის ბავშვი კარგად გაერთოს.
მსგავსი ვნახე ცემში ერთერთი სასტუმრო "ჯულიეტა" თუმცა ადგილი საერთოდ აღარ არის აგვისტოს თვეში:\

საშუალო ფასები, ძალიან ძვირს ვერ გადავიხდი.
გთხოვთ თუ იცით ასეთი ადგილი დამიწეროთ, ან სადაც დაგყავთ ბავშვები და კმაყოფილი ხართ

Posted by: pearlgirl 26 Jun 2019, 20:23
user posted image პლაჟი არ ვიცი და მშვენიერებია ეზოში

Posted by: მზე 27 Jun 2019, 00:51
pearlgirl
ეეე რა მაგარიაა
ასე მალე ჩამოვიდა? biggrin.gif თუ ადრე გამოწერე?
ჩემი ბიო პინგვინები ჯერ არც კი დაუშიპავთ ://


* * *
pearlgirl
QUOTE
ეხლა დაიწყო გამოგონება რაღაცეების აი იგონებს ამბებს და გვაბოლებს ჩვენ

აუ რამე კონკრეტული მოგვიყევი რა biggrin.gif

Perseus12
QUOTE
წითელქუდა გადავაკეთე და სე აღფრთოვანდა მეორე ღამესაც მთხოვდფა, მაგრამ ვის ახსოვდა წინა ღამის ნახევრად ძილში მონაბოდიალები :დ

ვახ biggrin.gif
* * *
SRB100
არ ინერვიულო. რამე ლიტერატურა წაიკითხე ამაზე და მედგრად დაუდექი biggrin.gif ვისთან გაგიშვა ფსიქოლოგთან?

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 08:13
მზე
მალე ჩამოვიდა. 17 ივნისს შევუკვეთე და გუშინ ჩამოვიდა. ხო ძაან საყვარლებია ისეთი რბილებია და სურნელი აქვს თან ძალიან კარგი. გაგიჟდა ისე მოეწონა ტთვითონ. სამაგიეროდ მეორე კაპას სანდლები დამიწუნა არ ჩავიცვამო :/ მომიწევს გაყიდვა.
* * *
მზე
ფანტაზიორობს და ძალიან ოსტატურად გატყუებს რაღაცეებს. აი გუშინ მაგალითად საღამოს ვბანდი და გულმკერდზე აქვს დიდი ნაჩხაპნი მეთქი ეს რა არის? ესო ბაღში ტასომ მომჩხაპნაო, თოჯინას მართმევდა და მე ზრდილობიანად ვუთხარი ცოტა ხანი მექნება და მერე მოგცემო და გაბრაზდაო და მომჩხაპნაო, მერე სხვა ბავშვებსაც მოჩხაპნაო. მასწავლებელი გაუბრაზდა და ჯგუფიდან გააგდოო. მეთქი ელენე რეებს მიყვები?
მერე დედაჩემმა კაცო, ბაღიდან რო მოვედი, გადავაავლეო და არ ჰქონია ეგ ნაჩხაპნიო, ბაღის მერე ეზოში იყო და ეზოში ეტყობა რამეზე გაიჩხაპნა და არ ახსოვს smile.gif)))
ასე თხზავს ამბებს და გვაბოლებს smile.gif))

აი გუშინ ისე გააპროტესტა არ ჩავიცვამო და ეხლა დამირეკა დედაჩემმა შენ რო გასაყიდად გადააწყეო, მშვენივრად ჩაიცვა და მაგით წავიდა ბაღშიო facepalm.gif
პროსტა ამ ბოლო დროს ჯვარს გვაცვამს. არადა დილით ვუთხარი სხვას ვაჩუქებთქო, და კიო კაცოო აჩუქეო lol.gif
* * *
user posted image

გასაყიდად გადავუღე ფოტო და ამან გადაიფიქრა smile.gif) რას ერჩოდა ამ დროს ისეთი კომფორტული სანდლებია

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 10:27
pearlgirl
მშვიდობაში, ძაან საყვარლებია, განსაკუთრებით ვარდისფრები. აუ კურსი სად გაფრინდა, რა გვეშველება ა? თან მარტო ეგ ხომ არაა, 200 გრამიანიკარაქი აქამდე ღირდა 7 ლარი (სანტინოსი 82%-იანი, მე ხომ ქართულს მოვიხმარ) ახლა ალბატ გახდება 10.TinANNO
მე მესამედ მიმყავს სურამში და გეტყვი რატომ. ჩვეულებრივი სახლია, გადაკეთებული საოჯახო სასტუმროდ, ერთ საერთულიანა და ძალიან მხიბლავს, რომ კიბეებზე არ დაიწყებენ სირბილს. ყველა ოთახს აქვს თავისი ყველაფერი, დაახლოებით 5 ოთახია, ამიტომ ბავშვების რაოდენობაც ზომიერია და არა აურაცხელი, ინფექციების რისკი ნაკლებია და ისედაც, უფრო შეკრულები არიან და კარგად თამაშობენ. არის ულამაზესი ეზო, ეზოში საქანელები, არის ვერანდა, რაც მშობლებისთვის იდეალური წვიმიან ამინდში. ოთახიდან და აივნიდან ხედავ ამ ბავშვებს, ანუ შეგიძლია შენ აკეთო შენი საქმე და უყურო, კვებით არაა, კვებით მე ვერ დავდივარ, 3 შვილის პირობებში ძალიან ვიწეწები და თანაც ესენი ყველაფერს არ ჭამენ და მირჩევნია მე ვაკეთო, მე რა დედაჩემმა, ისიც მიმყავს ხოლმე, თან მეხმარება, თან ჰაერს ვუცვლი,. იქვეა სურამის ცნობილი ტყე, სადაც ცალკე გასართობებია, განსაკუთრებით უყვართ ცხენით სეირნობა. სიმართლე გითხრა ჰაერით მე მირჩევნია მაღალი მთა, ცემი, ბაკურიანი, მანგლისი და ა.შ. იქ უფრო სხვა კლიმატია აშკარად, მაგრამ ჩემი მოთხოვნების და პირობების შეასმამისობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ისევ სურამი მერჩია. უბრალოდ მე სადაც მივდივარ ხოლმე, იმას აღარ აქვს თავისუფალი ოთახები.

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 10:32
Perseus12

QUOTE
აუ კურსი სად გაფრინდა

გამანებე თავი, აფთიაქში შედი პროსტა რა სიძვირეა sleep.gif

რა გვეშველება ყველაფერი ძვირდება და ხელფასები კიდე დგა ჯორივით lol.gif

TinANNO
ცემში მე სადაც დავდივარ თუ გინდა იმათ ლინსკ მოგცემ.

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 10:39
pearlgirl
ხელფასებიდან საპენსიოს გვიქვითავენ. ეგ სქემა დაწერა ვოლფ სტრიტის ქართველმა აქციონერმა, რომელსაც ძაან დიდი ფული გადაუხადეს ქოცებმა და ისე დაწერილი, რომ ჩვენ მაგით ვერ ვხეირობთ საბოლოო ჯამში.

Posted by: SRB100 27 Jun 2019, 10:48
pearlgirl
გთხოვ, მე დამილინკე ცემი smile.gif მადლობა

Posted by: TinANNO 27 Jun 2019, 10:51
pearlgirl
QUOTE
ცემში მე სადაც დავდივარ თუ გინდა იმათ ლინსკ მოგცემ.

მინდა კი smile.gif))
მადლობა <3

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 10:53
SRB100
TinANNO
https://www.facebook.com/%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-459257840877598/


Posted by: SRB100 27 Jun 2019, 11:16
pearlgirl
მადლობა, მივწერე ეხლა 5-20 აგვისტოს პერიოდზე 2kiss.gif

Posted by: fleurs 27 Jun 2019, 11:26
მზე
ნეტავ მე ვიცოდე რისთვის მიდის .უფრო სამოგზაუროდ ,მერე არ ვიცი რა დაარტყამს თავში.აქ ჟანდარმერიაში მუშაობდა და 5 წლიან კონტრაქტს აძლევდნენ,მაგრამ გადაწყვიტა 25 წლამდე იგულაოს smile.gif მერე ხელახლა გავივლი კონკურს ჟანდარმერიაშიო. მუშაობა მაინც მოუწევს სიდნეიში ცხოვრება ხომ უნდა. ერთ 6 თვეში ალბათ ჩავალთ სტუმრად მაგასთან .მამამის აქვს ვიზა, ეხლა მეც მოვითხოვ ტურისტულწბს ადვილად იძლევიან. ინეტით დავარეგისტრირეთ და 8 წთ უკვე მეუღლეს ვიზა ქონდა. ჩემი გოგო უკვე დიდია 3.5 წლისაა

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 11:30
fleurs
რა უცხო გარეგნობა აქვს, როგორ გაზრდილა love.gif
რა კარგია კაცო, ავსტრალიაში ახალი გამოცდილებები, მრავალფეროვნება საჭიროა მაგის ასაკში. მე მივესალმები ეგეთ გადაწყვეტილებებს.

Posted by: fleurs 27 Jun 2019, 12:18
pearlgirl
რომ ჩამოვა ინგლუსური მაინც ეცოდინება ,მაგრამ ხომ იცი მშობლები smile.gif ისე რომ მიდგა საქმე წასვლაზე ამერიკაშიც შეეძლო წასვლა მაგრამ ავსტრალია არჩია და მერე იაპონია უნდა. ეს პატარა კი გაიზარდა და მარტო მე მეჯიუტება. ზოგჯერ ბაღში კალგოტკა,შორტი და ზემოდან კაბა გადაცმულები მივდივართ.აგვისტოში 3 დღით ზღვაზე მიდიან .არ ვატანდი,მაგრამ არ შეიძლებაო აქედანვე ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებასო და ვერ გადამუწყვეტუა რა ვქნა .უფროს შვილს ამგვანებენ

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 12:21
fleurs
აუუ რამხელა შვილი გყავს smile.gif <3 და რა კარგია ესეც smile.gif


Posted by: fleurs 27 Jun 2019, 12:27
pearlgirl
მადლობა დღეს შვილების სურათების გამოფენა მაქვს smile.gif

Posted by: მზე 27 Jun 2019, 12:46
fleurs
აუ მე ვერ მოვასწარიიიი sad.gif(((
* * *
pearlgirl
ვაიმე რა მავნებელი :დდდ
რა მოუგონია :დდდდ მასწავლებელმა გააგოდ :დდდ
მარა ეს ჩემი ფავორიტია :დდდ

QUOTE
მე ზრდილობიანად ვუთხარი ცოტა ხანი მექნება და მერე მოგცემო

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ზრდილობიანად :დდ

QUOTE
ეხლა დამირეკა დედაჩემმა შენ რო გასაყიდად გადააწყეო, მშვენივრად ჩაიცვა და მაგით წავიდა ბაღშიო

lol.gif


Posted by: Tamara1988 27 Jun 2019, 12:50
წლის და 4თვის ბავშვი წყალს რამდენს უნდა სვავდეს დაახლოებით? 1.5 იდან 2ლიტრამდე ადის ჩემი შვილი. ვიცი კარგია, მიხარია მაგრამ ხანდახან შიშები მიპყრობს, რამდენჯერმე მიხსენეს შაქარი გადაუმოწმეო, ამდენ წყალს რომ სვავსო.

Posted by: მზე 27 Jun 2019, 12:50
fleurs
აუ რამხელა შვილი გყოლიააა

იაპონია ჩემი ოცნებაა მესმის მისი biggrin.gif

უი ამრტოს გაშვება რა რთულიაა ასეთი პატარის. სხვები უშვებენ?

Posted by: fleurs 27 Jun 2019, 12:51
მზე
მოასწარი smile.gif

.......................

Posted by: მზე 27 Jun 2019, 12:53
Tamara1988
ეხლა ხო ცხელა. ზამთარშიც მაგდენს სვამდა?
მარტო წყალზე არაა.
ნატკენები საშუალოზე ბეევრად ნელა ურჩება? წონაში დაიკლო?

ნია მაგდენს არ სვამს მარა 1 ლიტრამდე უეჭველი ადის 1 დღეში, შეიძლება მეტიც.

გადაუმოწმე ისე სიმშვიდისთვის რო მიიყვან შემდეგში. ანალიზატორით ძაან მარტივად იზამთ.
* * *
fleurs
ვაი რა დიდი გოგოააა <3 მართლა ძალიან უცxო გარეგნობა აქვს <3
რა თვალ-წარბი აქვს <3

Posted by: fleurs 27 Jun 2019, 13:00
მზე
კი 20 ბავშვამდე მიდის. თუ წამოიტირა ან რამეო დაგირეკავთო ან თქვენ ჩამოხვალთო და ან ჩვენ ჩამოგიტვანთო. შემთხვევა არ ყოფილაო რომ ბავშვს არ მოწონებოდესო და უკან ჩამოგვეყვანოსი.პირიქით ყველა უფრო კარგად იქცევაო ვიდრე ადგილზეო.ერთ მასწავლებელს 3 ბავშვი ყავს მიბარებული და ზღვის პერიმეტრი სადაც ბავშვები არიან შეღობილუა და მაშველებიც ყავთ დამატებით აყვანილი

Posted by: Tamara1988 27 Jun 2019, 13:08
მზე
კი ეხლა დაიწყო რაც დაცხა.მაისში 1ლიტრამდე ადიოდა ნაკლებად სცხელოდა. ზამთარში ამდენს ნამდვილად არ სვავდა. ჩემი დაკვირვებით ნატკენებიც მალე უშუშდება.და წონაც შენარჩუნებული აქვს. არც იმატებს არც იკლებს.
მაინც გადავამოწმებ რომ დავმშვიდდე. მადლობაა დიდი 2kiss.gif love.gif

Posted by: მზე 27 Jun 2019, 13:13
Tamara1988
ჰოდა, აბა არ გქონია სანერვიულო. 2kiss.gif

fleurs
ვაბშე სხვა ლეველზე ხართ რაა. რა მაგარიაsmile.gif

Posted by: justmenina 27 Jun 2019, 13:30
მზე

ველო ეტლი ვუყიდე დღეს. smile.gif ძინავს და ერთი სული მაქვს ნახოს.
* * *
fleurs

რა ლამაზი გოგო გყავს smile.gif ბედნიერი იყოს მუდამ love.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 27 Jun 2019, 13:47
fleurs

აუუ რა მაგარია, გაუშვი აუცილებლად!!

Posted by: pearlgirl 27 Jun 2019, 14:01
მზე
QUOTE
ზრდილობიანად :დდ

კი იმიტო რო იცის ჩემი რეაქცია უზრდელობაზე და მაგიტო ხაზგასმით აღნიშნა ეგ biggrin.gif
აფერისტობაც განვითარების ეტაპია biggrin.gif
მზე
QUOTE
ვაბშე სხვა ლეველზე ხართ რაა.
აი კიი!
fleurs

Posted by: TinANNO 27 Jun 2019, 14:47
Perseus12
QUOTE
TinANNO
მე მესამედ მიმყავს სურამში და გეტყვი რატომ. ჩვეულებრივი სახლია, გადაკეთებული საოჯახო სასტუმროდ, ერთ საერთულიანა და ძალიან მხიბლავს, რომ კიბეებზე არ დაიწყებენ სირბილს. ყველა ოთახს აქვს თავისი ყველაფერი, დაახლოებით 5 ოთახია, ამიტომ ბავშვების რაოდენობაც ზომიერია და არა აურაცხელი, ინფექციების რისკი ნაკლებია და ისედაც, უფრო შეკრულები არიან და კარგად თამაშობენ. არის ულამაზესი ეზო, ეზოში საქანელები, არის ვერანდა, რაც მშობლებისთვის იდეალური წვიმიან ამინდში. ოთახიდან და აივნიდან ხედავ ამ ბავშვებს, ანუ შეგიძლია შენ აკეთო შენი საქმე და უყურო, კვებით არაა, კვებით მე ვერ დავდივარ, 3 შვილის პირობებში ძალიან ვიწეწები და თანაც ესენი ყველაფერს არ ჭამენ და მირჩევნია მე ვაკეთო, მე რა დედაჩემმა, ისიც მიმყავს ხოლმე, თან მეხმარება, თან ჰაერს ვუცვლი,. იქვეა სურამის ცნობილი ტყე, სადაც ცალკე გასართობებია, განსაკუთრებით უყვართ ცხენით სეირნობა. სიმართლე გითხრა ჰაერით მე მირჩევნია მაღალი მთა, ცემი, ბაკურიანი, მანგლისი და ა.შ. იქ უფრო სხვა კლიმატია აშკარად, მაგრამ ჩემი მოთხოვნების და პირობების შეასმამისობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ისევ სურამი მერჩია. უბრალოდ მე სადაც მივდივარ ხოლმე, იმას აღარ აქვს თავისუფალი ოთახები.


ცემში რაც ვნახე ძირითადად კვებით არის კი, ჩემიც პრეტენზიული მჭამელია და მაინც ცალკე მომიწევს გაკეთება, გამოდის ტყუილად უნდა გადავიხადო ეს თანხა.
ამიტომ მასეთი მირჩევნია, სურამზე არ მიფიქრია დამიწერე მაინც ეგეც,
ვეღარ გავიგე სად სჯობს წავიყვანო აგვისტო მაქვს თავისუფალი იქამდე ვერა :/
ისეთი მინდა თან რომ რამე რომ დამჭირდეს ახლოს იყოს ყველაფერი (მაღაზია, აფთიაქი)
რძეს და მაწონს ხომ ვერ მოიმარაგებ, სოფლის რძეს და მაწონს არ ვაჭმევ და არც შეჭამს ასე მგონია.

Posted by: fleurs 27 Jun 2019, 14:47
justmenina
მეღსი


ჩემსას მოაქვს ამბები ბაღიდან.თან ყურში მეჩურჩულება არავინ გაიგონოსო სეკრეტიაო smile.gif ამასწინათ მიყვება ვირჟინის ბავშვი ყავს მუცელშიო და ვიფიქრე ფანტაზიორობს თქო ,რადგან მუცელი არ ეტყიბა ჯერ იმ გოგოს და რომ ვიკითხე მასწავლებლებს სიცილი აუტყდათ .მართალი უთქვამს ჩემს გოგოს და სეკრეტი არ შევუნახე smile.gif

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 14:58
TinANNO
სადაც მე დავდივარ, პირდაპირ არის მაღაზია, მეორე ოდნავ გვერდზე, მინუსი ისაა, რომ არ არის აფთიაქი, მაგრამ პირველადი დახმარების რაც შეიძლება დაგჭირდეს,მ აგას წაიღებ. ხო კიდე მინუსი ისაა, რომ ხორცს სურამში ვერ იყიდი, ხაშურში უნდა ჩახვიდე, მაგრამ მე თავიდან მიმაყვს გამზადებული გაყინული და მერე ვიქენდებზე, ჩემი ქმარი მაშველებს, დაჯე ქათამს ვერ იშოვი დასაკლავად. სამაგიეროდ ორგანულ ხილს ყიდიან, თავის ეზოებიდან, სულ შეუწამლავს, ველურად გაზრდილს. სოფლის რძეს და მაწონს იქ ვერ იშოვი მთლად მარტივად, ერთ ქალს აქვს, ხოდა მეც ისედაც მაღაზიისას ვაჭმევ და არ გამჭირვებია. ცემში ბოლოს 1 თვით ვიყავ და კუჭმა დამისტუკა მაგათი კვების გამო, იყენებენ ახალციხიდან საბითუმოდ ნაყიდ ცხიმს, როგორც ჩანს დაბალ ხარისხიანია და გამიღიზანა კუჭ-ნაწლავი. 2 კვირით ასატანია.

Posted by: TinANNO 27 Jun 2019, 15:07
Perseus12
უკვე არ აქვს ადგილები მანდ თუ იცი ?
საკონტაქტოს თუ მომცემ დავეკონტაქტები და გადავწვეტ რამეს.

ბაკურიანში არავინ იცით მსგავსი ?

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 15:21
TinANNO
არ აქვს, მე რომ დავურეკე მარო შენი ოთახია დარჩენილიო და ის მე დავჯავშნე, მაგრამ კითხე სხვა ხომ არ აქირავებს, მანდ ყველაფერი ქირავდება, უბრალოდ ყველას თავის კლიენტი ყავს და ადრეულად იჯავშნება ხოლმე. მოგიპიემებ ნომერს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 27 Jun 2019, 15:24
Perseus12

შეკვეთილის ამბებიც დაწერე რა, მახსოვს რომ შარშან იყავით და სად გაჩერდით და რამდენად კმაყოფილი იყავი აღარ მახსოვს :|

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 15:36
mCvanE_shteFsEli_
წელსაც მინდა, საოჯახო სასტუმროა, კარგი დიასახლისით, თავისი ეზო აქვს. მე ჩემით ვაკეთებდი, აქედან მქონდა წაღებული გაყინულები და ეგ მაგრად მშველოდა, კმაყოფილი ვიყავი, ივლისში რაშიც გადავიხადე 80, 50 თუ 60 გადავიხადე სექტემბერში, ხოდა სექტემბრის ზღას ვერ შავადრი ივლისისას, ისეტი კარგი იყო, წელსაც სექეტმბერში ვაპირებ. საუბარია 3 ადგილიან ნოერზე. კვებითაც შეიძლებოდა, ოღონდ კაცი დღე სამჯერადი ჯდებოდა 30 ლარი, შეიძლებოდა, მხოლოდ სადილი, ან უბრალოდ შეკვეთა რამის, მოკლედ ყველანაირი ვარიანტი შეიძლებოდა. სასტუმრო დავითი შეკვეთილში.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 27 Jun 2019, 15:39
Perseus12
ვერაფრით გადავწყვიტე რომელ კურორტზე წავიყვანო :| უმანქანოდ ვიქნებით მე და დედა და ეგ მაფიქრებს ცოტა, ბათუმთან სიახლოვე ხომ არ ჯობიათქო, თან ქვიშის პლაჟიც მინდოდა

Posted by: Perseus12 27 Jun 2019, 15:42
mCvanE_shteFsEli_
ჰოო, უმანქანოდ მარტო სურამში დავდივარ, მანგლისშიც კი მანქანით ვიყავი, ზღვაზე მითუმეტეს, ხან ციცინათელაი გადავდიოდით, ხან არენას პარკში, ხან ბათუმში და ასე გაგვყავდა დრო, მე დიდად ზღვა რომ არ მიყვარს, ვერ ვჩერდები მარტო პლიაჟზე, ამ ბავშვებსაც ბეზრდებათ, როდემდე უნდა ითამაშონ ქვიშაში.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 27 Jun 2019, 15:45
Perseus12

აი ზუსტად მეც მასე ვარ, თან ჩემებს ძაან მალევე წყინდებათ ყველაფერი და არამგონია ამიტომ შეკვეთილითაც დიდი ხნით მოიხლიბნონ :| ბათუმში უფრო გავართობდი მაგ მხრივ მაგრამ იქ ზღვა და პლაჟი უფრო მაფიქრებს

Posted by: NiniaG 27 Jun 2019, 16:07
justmenina
ჩემს გოგოს ძალიან მოსწონს, მეც smile.gif))

Posted by: sichiko 28 Jun 2019, 08:09
მოგესალმებით გოგოებოsmile.gif იმედია გამიხსენებთsmile.gif ზუსტად იმ თემის საკითხავად შემოვედი , რაც განხილვაში ყოფილაsmile.gif ბორჯომში ვინც ისვენებთ ხოლმე საოჯახო სასტუმროს ან სახლს ხომ ვერ მირჩევთ? ერთმა დღეში 180 ლ მითხრაsmile.gif) ყოველ წელს დავდიოდი თუმცა მეგობრის სახლში რომელმაც გაყიდაsad.gif და ასეთი ფასებია თუ მე ვეგონე ძან ფულიანი smile.gif)

Posted by: NiniaG 28 Jun 2019, 09:25
sichiko
დილა მშვიდობისა! <3 სად ხარ დაკარგული? საქართველოში ხარ?
ბორჯომში არ ვიცი სამწუხაროდ sad.gif ბაკურიანში მყავდა ბავშვი მგზავრებში და სასტიკად არ მომეწონა, მეორედ იქ აღარ წავიყვან sad.gif

Posted by: takotatuli1989 28 Jun 2019, 10:37
sichiko
გოგო მე ვნახე სადგერში 40-50 ლარად აქვთ ოთახები გააჩნია რამდენ კაციანია კვების გარეშე. ეზოც მომეწონა ბავშვის გასართობებია ბატუტი, საქანელები, სასრიალო და აუზსაც დავდგავ სანამ ჩამოხვალთო და მე 6-17 ივლისი დავჯავშნე თუ გაინტერესებს ჩაგიგდებ ლინკს

Posted by: sichiko 28 Jun 2019, 10:46
NiniaG

რავიცი მე ისეთი ამბები მაქვს ვერც მოვიცალე აქტიურობისთვის , ერთი ტკიპა ზედ მკიდია და მეორე მუცელში ბრძანდება smile.gif))

კიი საქართველოში ვარ.


takotatuli1989


აუ კიი ჩამიგდე რა გადავხედო.

Posted by: NiniaG 28 Jun 2019, 10:55
sichiko
ვაახ, რა კარგია smile.gif გილოცავ! :*

Posted by: Perseus12 28 Jun 2019, 10:56
sichiko
ვაჰ, აი რაღაც თუ არ არსებობს, 2 დღეა შენზე ვფიქრობდი, სხვათაშორის წუნაზეც, იქნებ ეგეც გამოჩნდეს, მიხარია შენი კარგი ამბები smile.gif

Posted by: NiniaG 28 Jun 2019, 10:57
Perseus12
და მაშუშა სად არის? დაიკარგნენ გოგონები smile.gif

Posted by: მზე 28 Jun 2019, 10:58
justmenina
ვაა მშვიდობაშიი <3
მოეწონაა? <3

sichiko
ეე როგორ ხარ? <3 ვაა რა მაგარი ახალი ამბავია. გილოცავ ^___^
როდის ელოდები? რატომ ჩამოხვედით?
* * *
Perseus12
წუნა ფბ-ზე მყავს. კარგადაა, ვეტყვი შემოიჭყიტოს ^____^

მაშუშა მართლა სად გაქრა

Posted by: pearlgirl 28 Jun 2019, 11:18
sichiko
QUOTE
ერთი ტკიპა ზედ მკიდია და მეორე მუცელში ბრძანდება

QUOTE
საქართველოში ვარ.

ვა ვა რა კაი ამბები გქონია smile.gif
სულ დაბრუნდით თუ დროებით ხართ?

Posted by: takotatuli1989 28 Jun 2019, 11:33
sichiko
ვაა ყოჩაღ შენ! რა მაგარი ამბავი გქონიაა <3

მე რატო ვარ ასეთი მშიშარააა biggrin.gif ლამისაა რკინის ტრუსიკით ვიარო ისე მეშინია მეორე ბავშვის გაჩენის smile.gif)

Posted by: მზე 28 Jun 2019, 11:45
takotatuli1989
QUOTE
ლამისაა რკინის ტრუსიკით ვიარო ისე მეშინია მეორე ბავშვის გაჩენის

ჩემი ქმარია მასე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NiniaG 28 Jun 2019, 11:50
takotatuli1989
მზე
რახანია მასე ვარ biggrin.gif biggrin.gif sad.gif

Posted by: sichiko 28 Jun 2019, 11:52
NiniaG
Perseus12
მზე
pearlgirl
takotatuli1989

მადლობა გოგოებო :*

მეც არ ვგეგმავდი მეორეს და აქაც ვამბობდი საერთოდ არ გავაჩენ თქო, მაგრამ
გაგვეპარა და მოხდა ასე .. მთავარია ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის და რაც მთავარია ჯანმრთელია smile.gif

პ.ს ჩამოვედით დასასვენებლად და ახლობლების სანახავად, ცოტას დავისვენებ ისეთი ტკიპა მყავს, აგვისტომდე აქეთ ვართ მე და დანიელი მხოლოდ.

რაც ჩამოვედით ჩემი შვილი ვერ დალაგდა, არ ჭამს, გულისრევები ქოდნა ჯერ თავიდან , ახლა კუჭი აქვს აშლილი, ენტეროლი მივეცი , კიდევ რა შეიძლება დავალევინო?.. ხშირად არ გადის და არც ძალიან თხლად არა.

Posted by: Perseus12 28 Jun 2019, 12:13
sichiko
წყალმა ხომ არ უქნა, თუ ბოთლისას აძლევ, საზღვარგარეთიდან ჩამოსულს ბევრს ემართება ონკანის წყალზე ეგრე.
* * *
NiniaG
QUOTE
და მაშუშა სად არის?


მზე
QUOTE
მაშუშა მართლა სად გაქრა


აზრზე არ ვარ, ბოლოს ფბ-ს ერთ-ერთ ჯგუფში მოვკარი თვალი, რაღაც იკითხა.

Posted by: Utopian 28 Jun 2019, 13:00
NiniaG
QUOTE
ბაკურიანში მყავდა ბავშვი მგზავრებში და სასტიკად არ მომეწონა, მეორედ იქ აღარ წავიყვან

აუ შეგიძლია მითხრა რა არ მოგეწონა? ივლისის ბოლოს ვგეგმავდი. ჩემს ქმარს აქვს სამსახურიდან ფასდაკლება და ვიფიქრე გამოვიყენებდი. ზუსტად ამ დღეებში ვგეგმავდით დაჯავშნას


sichiko
გილოცავ :* ვფიქრობდი რას შვება-თქო ))



QUOTE
ბოლოს ფბ-ს ერთ-ერთ ჯგუფში მოვკარი თვალი, რაღაც იკითხა.

ვაა მაშუშამ ვინაობა გაამხილა? :დ




ჩემ შვილს კუჭში შეკრულობები დაეწყო მგონი vis.gif წინა კვირას უკვე გავუკეთე მიკრო ოყნა და კიდევ შეიძლება ნეტა? კვებით ვცდილობ დახმარებას, მაგრამ ძაან იტანჯება

Posted by: fleurs 28 Jun 2019, 13:22
sichiko
რა კარგი ამბები გვქონია. გილოცავ

Posted by: justmenina 28 Jun 2019, 13:28
მზე

ძალიან smile.gif ისეთი ემოცია გამოხატა ამატირა. smile.gif

Posted by: sichiko 28 Jun 2019, 13:39
Perseus12

არა ხო, მაგის რომ
მეშინდოდა მაგიტომ ვაძლევ ბოთლის წყალს. გუშინწინ კურდღლის ხორცი ვაჭამე, უზამდა ეგ? :/

fleurs

Utopian

მადლობა :*

Posted by: Perseus12 28 Jun 2019, 14:13
Utopian
არა, მაგრამ არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების smile.gif

Posted by: NiniaG 28 Jun 2019, 15:45
Utopian
ჩვენ მეოთხე სართულზე ვიყავით, მეოთხე კორპუსში, კიბეები აქვს ძალიან მაღალი, ასასვლელად დამღლელია, ვიწრო, ბნელი დერეფანი, არა ლიფტი, ეტლს ქვემოთ ფოიეში ვტოვებდით, მე დედაჩემთან მყავდა დატოვებული და დღეში ერთხელს მეტად ვერ ახერხებდა გაყვანას გარეთ sad.gif ზემოთ სართულზე რომ იყვნეენ და პირდაპირ ურტყამდა ოთახს და აივანს ტყიდან მობერილი ჰავა მაინც კარგი იყო sad.gif

სასტუმროს ნომერი კი იყო კარგი, ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა sad.gif

არ მომეწონა ასევე ის რომ მოშორებულია ტყიდან, ისეთი ადგილები არ არის ირგვლივ ახლოში რომ გახვიდე პლედით და ისიამოვნო sad.gif

მოკლედ მგზავრები ბაკურიანში არის პირველი სასტუმრო კომპლექსი და სხვა ახალმა სასტუმროებმა ის მინუსები გამოასწორეს რაც მგზავრებს აქვთ

QUOTE
ჩემ შვილს კუჭში შეკრულობები დაეწყო მგონი  წინა კვირას უკვე გავუკეთე მიკრო ოყნა და კიდევ შეიძლება ნეტა? კვებით ვცდილობ დახმარებას, მაგრამ ძაან იტანჯება

ბაკურიანიდან რაც ჩამოვედით მას მერე დაეწყო შეკრულობა, მანამდე 1,1 წლამდე არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა. ყოველდღიურად მოქმედებს კუჭში, მაგრამ ბოდიში და შარიკებივით ყრის კურკლებს :დდ და რომ ცდილობს ქნას ტირის მაგ დროს sad.gif კვება რომ ვუთხარი ექიმს იდეალურად იკვებება ვერაფერს დაგიმატებო sad.gif ოყნით დაეხმარეო, მაგრამ არ მინდა ხშირად ვიხმარო ეს ოყნაც და ამიტო დამინიშნა ლინექსი და კრეონი. ასევე მე არ ვაჭმევდი ბანანს ბავშვს და ექიმმა აჭამეო, ეგ არბილებს ფეკალიებსო smile.gif მოკლედ ლინექსმა იმოქმედა თუ ბანანმა არ ვიცი, ისე ძალიანაც აღარ უჭირს და შარიკებიც smile.gif)) აღარ ცვივა smile.gif

Posted by: wuna 29 Jun 2019, 14:14
აქაოდა მიკითხესო მზემ მითხრა ჰოდა გამოვცხადდი
მახსოვხართ ყველანი მაგრამ დრო საერთოდ არ მაქვს რომ შემოვიხედო.
თქვენ როგორ ხართ აბა? პატარები როგორ გყვანან. იმედი მაქვს ყველანი კარგად და ჯანმრთელად ხართ და არაფერი გიჭირთ.

ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს მეც და ჩემს ბაჭყატიკოს. მეორეს არ ველოდები (გადამიცდა კია მარა ტესტმა არაო და მეც იმედიანად ვარ)
კოტიკო არაფერს იძახის სამაგიეროდ კარგად მაგებინებს რა უნდა. ძაან გამამაძაღლებული და გაცელქებულია.
მარა ისეთი გრაფიკით ვმუშაობ მარტო დაძინებულს ვხედავ ლამის sad.gif მინიმუმ12 საათი არ ვარ ხოლმე სახლში. დღესაც 11ზე გამოვედი და ღამე 12სკენ მივალ.
user posted image

აი ასეთი კაცი დადგა კოსტაია!

Posted by: NiniaG 29 Jun 2019, 14:48
wuna
რა კაია რომ გამოჩნდი :*
რა კაი ბიჭია, ლამაზი და საყვარელი <3
ცუდია მასეთი გადატვირთული გრაფიკი, მაგრამ სხვა გზა რომ არ არის რა უნდა ქნა sad.gif

ე.ი. რომ ვაკვირდები ახლანდელი ბავშვები კაი ზარმაცები არიან smile.gif))

Posted by: fleurs 29 Jun 2019, 15:02
wuna
რა კაი ვინმეა, ჩასაკბეჩი smile.gif

Posted by: justmenina 29 Jun 2019, 15:26
wuna

მომენატრა შენი ბიჭი smile.gif რა ლამაზია.უსაყვარლესიაა
2kiss.gif ჩამიკოცნე გემრიელად.

Posted by: NiniaG 29 Jun 2019, 17:38
გოგოებო, ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი შესაწვავად არ გამოვიყენო ხო? შესაწვავად რომელ ზეთს იყენებთ?

Posted by: iratta_26 29 Jun 2019, 17:40
დედიკოებო კბილებმა მაქსიმუმ რამდენი დღე იცის სიცხე? 4 კბილი ამოდის ერთად, საჭმელიც არ უჭამია დღეს.

Posted by: Utopian 29 Jun 2019, 21:33
NiniaG
დიდი მადლობა :* :*

Posted by: wuna 30 Jun 2019, 00:51
NiniaG
fleurs
justmenina
madloba gogoebo!
mixaria rom tqvenc kargad xart
tqveni baoebi rogor arian
justme chvenebi tolebi arian sheni idzaxis rames?
es dzaan stranni tipia. zarmaci. tashs ar ukravs tviton me makvrevinebs shen daukario. marto manqanebze gijdeba da atrialebs borblebs. atraqcionebze kataobs mushtaidshi. saerto sufras jer ver mivusvi
anu sinjavs ragaceebs mara or lukmas da vse
wyali tu unda magebinebs an video tu unda rk chavurtk an gadavurto. movfxano an rame ijers chems xels da maketebinebs sajiro kodzraobas.
uf kide bevr rames aketebs amra ver vixseneb axla..

Posted by: ნათია.0702 30 Jun 2019, 08:33
გოგოებო მინდა შევინახო ალუბალი ცოცხლად საყინულეში და როგორ ხდება ანუ უნდა გვარეცხო კურკაც გამოვაცალო თუ როგორ ვინც ყინავთ გამანათლეთ.

Posted by: wuna 30 Jun 2019, 20:35
ნათია.0702
ki zustad mase. chven vinaxavt xolme da mere alublis perogs aketebs zamtarshi chemi dedamtili

Posted by: Tess 30 Jun 2019, 21:13
ნათია.0702
გარეცხავ, ცოტა ხანს წყალშიც დატოვე რომ მატლი თუ ყავს ამოვიდეს, მერე კურკას გამოაცლი, მერე დაფაზე ვაწყობ რომ ორთმანეთს არ მიეკრას და ვყინავ. უკვე რომ გაიყინება გადამაქვს პარკში ადგილის ეკონომიისთვის.

Posted by: ნათია.0702 30 Jun 2019, 22:30
Tess
wuna
მალინას როგორ შვრებით? ზოგან წერია გარეცხეთო ზოგან არაო.

Posted by: wuna 1 Jul 2019, 00:13
ნათია.0702
garecxils. ogond vacdi ro sheshres xolme. zogadad svelis gayinva ar sheidzleba. da mere chveulebrivad viyenebt chaishi an kompotistvis
* * *
a ho da ici rashi vinaxav nayinebis did konteinerebshi da dz praqtikulia.. shemoawyve ertmanetze da adgils ar ikavebs bevrs

Posted by: justmenina 1 Jul 2019, 10:42
wuna
კი ტოლები არიან.ერთი დღის ბაიები

2kiss.gif
დედა,მამა,ბაბუა,ბებია,გოგო,ჭიტა და" აჩიტა" lol.gif ეს აჩიტა ბაჩიტა მოვიფიქრეთ და ბედნიერი იმეორებს. lol.gif მომე ისწავლა ოღონდ ხან გარკვევით ამბობს მომეო,ხან მამე და ეგეთებს რა. ამ ასაკის იყო ჩემი მეზობელი ლექსები იცოდა.დედა დაიწყებდა ის ამთავრებდა ხოლმე.ინდივიდულურია.ჩვენები ზარმაცობენ smile.gif
მანქანები,მოტოციკლეტები და ეგეთები აღარ თქვა.ეზოში რომ ჩავდივართ ყველა მანქანის საბურავს სინჯავს სათითაოდ.ერთს მოტოციკლეტი ყავს და ვერ ვაშორებ ხოლმე.

Posted by: მზე 1 Jul 2019, 11:16
wuna
რა საყვარელიააა <3

* * *

გოგოებო, ნია-ნუას მოწონს კბენა, ჩქმეტა, ფხაჭნა.
ვეუბნები რომ ასე არ შეიძლება, ვიღებ მოწყენილ სახეს, ვეუბნები რო მტკივა და არ ვუცინი.
მარა მაინც ეცინება sad.gif ხელი მივიდე მტკივა თქო და მაგაზე ძაან გაეცინა. მერე კიდე რო მომპორჭყნა ხელი თვითონ მიმადებინა და ისევ გაიცინა sad.gif
რა გავაკეთო? sad.gif
ანუ აგრესიით არ შვება, უბრალოდ მოწონს :|

Posted by: justmenina 1 Jul 2019, 13:07
მზემოწყ

ჩემმა იცის თამაშით დარტყმა და კვდება სიცილით. აგრესიით არც ეს აკეთებს. კბენას გადაეჩვია თითქმის. მაგ დროს მოწყენილ სახეზე ესეც იცინის. პატარები არიან ალბათ მაგისთვის რომ აღიქვან? მეც მაინტერესებს smile.gif

Posted by: NiniaG 1 Jul 2019, 14:47
მზე
ცხვირი, თვალი, ყური და ა.შ. სად არისო გაჩვენებს?

მე ხალები მაქვს ბლომად და დიდი, ხოდა მაგაზე მფხაჭნის sad.gif ასევე ჩემი ხელის გულიდან თითქოს რაღაცას იღებს (სამი თითით) და იდებს პირში თითებს.
ბიძაშვილის ქორწილში ვართ, 12 საათამდე იყო ჩვენთან ერთად უპრობლემოდ, არც უტირია, არც იძინია, არც უწვალებივართ, ყველა უცინის, ყოჩაღ ამ პატარასო, ესეც ყველას უცინის, ერთი მასავით პატარა გოგო იყო კიდევ, მოუყვანეს, ითამაშებსო და ამან კიდე გაუშალა და თხლიშა სახეში :დდდ სასწაულად შემარცხვინა რა sad.gif

Posted by: მზე 1 Jul 2019, 15:30
NiniaG
QUOTE
ცხვირი, თვალი, ყური და ა.შ. სად არისო გაჩვენებს?

ცხვირი კი. თვალი და ყური არა.
ყური იცოდა და დაავიწყდა biggrin.gif

აუ ჩემს ერთ ხალსაც მაგრად ეჩალიჩება biggrin.gif და ეხლა სახლში ლიფი არ მაცვია მცხელა და აუ თუ ჩამხედა ან გადამიწია ძუძუ ამბობს და თავზე მწიწკნის
ძააააან მტკივნეულია :| ლიფი თუ მაცვია და გაახსენდა რო იქ კაი მოსაწიწკნია ბრაზდება biggrin.gif
იმედია გადაუვლის მალე :|

QUOTE
სასწაულად შემარცხვინა რა

კაი ამას როგორ ამბობ biggrin.gif
ზედმეტად, ბევრს თხოვ : )

QUOTE
12 საათამდე იყო ჩვენთან ერთად უპრობლემოდ

ვაა ყოჩაღ

Posted by: NiniaG 1 Jul 2019, 16:19
მზე
ცხვირს და თვალს მაჩვენებს თოჯინაზე, ჩემზეც, თავისთავზე ნაკლებად :დდ

იცის შენმა ძუძუს გემო :დდ

მართლა შემრცხვა :დ
მაიმუნი გოგოა :დ

Posted by: TinANNO 2 Jul 2019, 10:09
გოგოებო, კარგი ფსიქოლოგი ხომ არ იცით ვისთანაც სისტემატიურად ივლი დიდების, ბავშვისთვის არ მინდა .

Posted by: pearlgirl 2 Jul 2019, 10:14
TinANNO
კი მე ვიცი.
თუ გინდა პმ ში მოგწერ ნომერს.

Posted by: TinANNO 2 Jul 2019, 10:20
pearlgirl
მინდა <3

--------------------

Posted by: ნათია.0702 2 Jul 2019, 12:15
pearlgirl
მეც მომწერე რა მეც მინდა ფსიქოლოგი.

Posted by: მზე 3 Jul 2019, 15:09
Perseus12
In Transit To Zulily
Estimated shipping date: Jul 5, 2019

ჩვენმა კვატიკოებმა უფრო ადრე დაშიპვა არ ისურვეს ეტყობა biggrin.gif

Posted by: pearlgirl 3 Jul 2019, 15:17
6პმს 7 ივლისამდე ფრი შიფინგი აქვს, თუ რამე იქაც კარგი ფასები აქვს ხოლმე საბავშვო ფეხსაცმელებს. კონვერსი გამოვუწერე ელენეს გუშინწინ.

Posted by: Perseus12 3 Jul 2019, 16:58
მზე
არ მეჩქარება, 1 სექტემბრიდან დავჯავშნე შეკვეთილი smile.gif შენ ჩაგირიცხე მაგის ფული?

აქვე ჩავანამიოკებ, ზალანდოდან სალომს დამოვუწერე სუპერფითისუნიქორნის ჩუსტები ბაღისთვის, 9.90 ევროდ, ზალანდოს სულ ფრი შიფინგი აქვს, მაქს ზომაა 26.

Posted by: მზე 3 Jul 2019, 17:12
Perseus12
QUOTE
შენ ჩაგირიცხე მაგის ფული?

კიკი

pearlgirl
Perseus12
აუ საიდან მიაგნებთ ხოლმე ამ იაფობებს რა biggrin.gif

ეხლა დაიწყება გერმანიაში ფასდაკლებები ხო?

Posted by: Perseus12 3 Jul 2019, 17:15
მზე
ხო, აწი დაიწყება ზაფხულისებზე, თებერვლალშია ზამთრისებზე. იაფობებზე გამახსენდა, ამაზონიდან გამოვუწერე კატოს საუქონის ბოტასები 12 დოლარად, მართალია იქს-ვაიდ აწერია, მაგრამ რევიუებში წერენ რომ არაა განიერიო და ვნახოთ, საშემოდგომოდ მინდოდა. გაზაფხულზე გამოწერილი დაუპატარავდა. ჰოდა მშვენერი ბრენდია, კარგად უძლებს აქტიურ გამოყენებას, პუმას აჯობა.

Posted by: justmenina 3 Jul 2019, 17:18
დედიკოებო ტყვიაზე ანალიზი გაუკეთეთ თქვენს პატარებს.პედიატრმა დამირეკა აქციაა ეხლაო და ვფიქრობ გავუკეთო თუ არა.
* * *
უფრო იცით რა მაინტერესებს? რა ასაკიდან არის საჭირო ანალიზის ჩატარება?

Posted by: მზე 3 Jul 2019, 17:44
justmenina
მე გავუკეთე 1 თვის წინ. მრჩეველში 87 ლარად

Perseus12
აუ ჩემთვისაც მინდა რაღაცეების ყიდვა. რა წყალივით მიდის ეს ფული რაა.
შენი აზრით შემოდგომისთვის რამდენი ფეხსაცმელი უნდა ნიას?
ეხლა ჯერჯერობით აქვს ერთი ბიომექანიქსის ბოტასების (შენ რო გამოუწერე, ზამშეა)
კიდე ვფიქრობ ბათინკები თუ შემხვდება იაფად ის ვიყიდო რო არ შესცივდეს-თქო.
და ის 24 ზომა ბოტები. იქნებ ნასკზე და ცოტა დიდ ფეხზე გაქაჩოს biggrin.gif:D
კიდე უნდა?

ნუ ზამთარში თუ წავიყვან სადმე თოვლში კი დასჭირდება თოვლის ფეხსაცმელი მარა ეგ ჯერ შორი პერსპექტივაა biggrin.gif
* * *
Perseus12
ტარიფი:
1KG = 6.75 EUR

ჩემს დას აქვს კამექსზე, რადგან მე მოვიწვიე და მაგნიტით ეგ ფასიაოო
აწი ჩემი დის ანგარიშით გამოვწერ biggrin.gif
* * *
justmenina
მე რო ვკითხე კანკიას ასე მითხრა რომ შეგიძლიათ გაუკეთოთ, ცუდი არ იქნება და ინფორმატიული იქნება, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მკურნალობა არ არსებობს თუ ძალიან მაღალი შემცველობა არ აღმოაჩნდაო
თუმცა, თუ ოდნავ მომატებული იქნება შეიძლება გარემო შეუცვალოთ, თქვენც გაიკეთოთო და ა.შ.

Posted by: justmenina 3 Jul 2019, 18:09
მზე

გაიხარე.დიდი მადლობა 2kiss.gif ხომ კარგი პასუხი გქონდათ თქვენ?

Posted by: pearlgirl 3 Jul 2019, 18:25
Perseus12
გოგო ეგ სუფერფიტის ჰაუზშუშე მეც ვნახე და ზამთარში 27 ექნება ამას sad.gif

Posted by: მზე 3 Jul 2019, 18:29
მზე
კიი, ნორმის ფარგლებში იყო. ძალიან გამიხარდა. რაც დაიბადა ქალაქიდან არ გავსულვართ და მაგის უფრო მეშინოდა, თორე სათამაშოებს კი ვყიდულბ ხარისხიანს და სახლშიც არ გვაქვს კედლები/იატაკი შეღებილი ცუდი საღებავებით

Posted by: pearlgirl 3 Jul 2019, 18:30
user posted image
კონვერსს მე ძაან კარგად ვახმარ ამას ყოველთვის, ჩემ თავზეც მიყვარს და ზამთრის გარდა ყველა სეზონზე ვხმარობთ.

Posted by: მზე 3 Jul 2019, 18:31
pearlgirl
აუ რა ლამაზებია და რა კარგი ფასიაააა ^_______^

Posted by: rocobarocco 3 Jul 2019, 18:50
გამარჯიბა დედიკოებო, ვინმეს დოსტინექსი თუ დაგილევიათ რძის გასაშრობად?
როგორ ინიშნება, რა დოზით ხომ არ იცით? თუ ინდივიდუალურია და ანალიზი ჭირდება რამე წინასწარ?

Posted by: google1 3 Jul 2019, 19:05
rocobarocco
მე დავლიე, მამოლოგმა დამინიშნა. 2 აბი ჯამში, ორი დღე, დილასაღამოს ნახევარი აბი.
დავურეკე და ვთხოვე მისვლის გარეშე ერჩია, ბავშვს ვერ ვტოვებდი.
მე ფაქტკურად არაფერი აღარ მქონდა, რატომ გინდა დალიო?

Posted by: rocobarocco 3 Jul 2019, 20:07
google1
ძაან ცოტა მაქვს და ჯობია დაველოდო გაშრეს თავისით?

Posted by: Perseus12 3 Jul 2019, 21:34
მზე
მოჩექმო გინდა რამე თოვლიანი და ცივი ამინდებისთვის, მეტი არაფერი, მაგასაც ჩავუსაფრდები აწი და მოგართმწვ ლანგრით ბმულს smile.gif ის ბიომექანიქსები ისეთი უნივერსალურია, ბოტასის მაგივრობასაც გაგიწევს. ზამშე ცოტა რთულუ მოსავლელია, მაგით ეზოში სათამაშოდ არ გაიყვანო, სტუმრად ატარე smile.gif))
pearlgirl კი ვიცი და აღარ გითხარი ამიტომ smile.gif

Posted by: google1 3 Jul 2019, 21:51
rocobarocco
აა არა, მაინც ჯობია მამოლოგს ჰკითხო. თითქმის არაფერი მქონდა და დამინიშნა. მასტოპათია მქონდა და ცისტები, რამე არ ჩამრჩენოდა შემეშინდა.
იქნებ ბავშვების გამოყვანამდე მოგეცადა, რომ მოწოვენ, შეიძლება მოგემატოს.

Posted by: rocobarocco 3 Jul 2019, 22:11
google1
ეგრე ვიზამ, მადლობა ❤

Posted by: მზე 3 Jul 2019, 23:06
Perseus12
QUOTE
, მაგასაც ჩავუსაფრდები აწი და მოგართმწვ ლანგრით ბმულს

რა ოქრო ხარ love.gif

QUOTE
ზამშე ცოტა რთულუ მოსავლელია, მაგით ეზოში სათამაშოდ არ გაიყვანო, სტუმრად ატარე ))

ანუ კიდე ერთი ბოტასი უნდა ვიყიდო? rolleyes.gif
* * *
ერთი ს=ეს ვიპოვე 30 ევროდ. 23 ზომა,
კარგად ექნება ზამთარში? ეხლა აცვია 22 rolleyes.gif
https://www.zalando.de/veja-esplar-mid-velcro-sneaker-high-vj216d00b-k12.html?size=23

უფ რო ვათარგმნინე ინგლისურად: We recommend one size bigger. biggrin.gif

Posted by: Perseus12 4 Jul 2019, 00:16
მზე
არა კაცო, არაფერი უყიდო, ეყოფა. მერე თოვლების სეზონისთვის ერთი თბილი ჩექმა-მეთქი smile.gif

Posted by: მზე 4 Jul 2019, 00:45
Perseus12
აა ჰოო დავიბენი არ გაიყვანოო არადა სათხლაშუნოდ ვუყიდე biggrin.gif თუ ძაან გადაუარა რამე გასაპრანჭსაც გამოვუწერ

მადლობა <3

ვფიქრობ ის ჩუსწიკები მეც ხო არ ვუყიდო. კი უმეტესად ფეხშიშველაა მაგრამ ჩვენი სახლი ცივია რა, შარშან 2 ნასკი + პოლზუნკა და ფეხი მაინც ცივი ქონდა.
მარა ნუ ფაქტია არ გაცივებულა biggrin.gif არც მჯერა რო ცივდებიან ფეხშიშველა სიარულით, უბრალოდ გაყინული ფეხი ხო არაკომფორტულია :|

ნუ ისიცაა 10 ევრო რო არ ღრდეს არ ვუყიდდი ჩუსტს მარა იყოს რა - პონტში

Posted by: pearlgirl 4 Jul 2019, 09:15
Perseus12
ელენესთვის სასექტმებროდ მინდა ადიდას ორიჯინალის GAZELLE მოდელი, სადმე თუ მოკარი თვალი ძაან იაფად დაწერე რა გთხოვ.
https://www.zalando.de/adidas-originals-gazelle-sneaker-low-collegiate-burgundyfootwear-white-ad116d0d8-g11.html?selectedsizes=26,26.5
ან ეს CAMPUS https://www.zalando.de/adidas-originals-campus-sneaker-low-light-pinkfootwear-white-ad116d0jw-j11.html?selectedsizes=26,26.5
აუ ისე მომწონს
help.gif

Posted by: Perseus12 4 Jul 2019, 13:32
pearlgirl
გავითვალისწინებsmile.gif
მზე
სახლში მთელი ზამთარი არ ეცვათ, მე მიყვარს რო აცვიათ მაგალითად, რეიტუზი ხო ესვრება რომ დადიან იატაკზე, მერ იმ ფეხებით ადიან დივანზე, რომელზეც გადასაფარებელი არ მაქვს და არც ეხსნება, ვუფრთხილდები, შედარებით ახალია, ჰოდა იატაკი ამათ ხელში ვერა ისეთი სუფთა, ჩემი ქმარიც შემობლაყუნდება ქუჩიდან, სე რომ არათუ გაიხდის,ა რც იწმენდს, მე თუ დამინახა მაშინ კი, ჰოდა ამდენი რეცხვითაც ილანძღება რეიტუზები, თან მე სულ კარგი ხარისხის ჩუსტებს ვყიდულობ, არაფერი შავდება თუ აცვიათ. ფეხშიშველა სიარულის დიდი უპირატესობა არის როცა ზედაპირი რელიეფურია, იატაკზე ის სიკეთე დიდად არ აქვს, მაგრამ არც შავდება რა. მე წმინდა პრაქტიკულობის თვალსაზრისით მირჩევნია ეცვათ და შენ შენი სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტე, ეს კონკრეტული ბაღისთვის ვუყიდე.

Posted by: pearlgirl 4 Jul 2019, 17:11
https://www.amazon.com/adidas-Gazelle-2-CF-Toddler/dp/B076VV6YHY/ref=pd_sbs_309_26?_encoding=UTF8&pd_rd_i=B076VV6YHY&pd_rd_r=0cbe8446-9e5d-11e9-b4a7-9b94a0a2c8b2&pd_rd_w=rMvmN&pd_rd_wg=sol87&pf_rd_p=588939de-d3f8-42f1-a3d8-d556eae5797d&pf_rd_r=VJ1HG7K4XSXM2WTXKVVZ&refRID=VJ1HG7K4XSXM2WTXKVVZ
23 ზომა ამ ფასად ეს ნაჩუქარია

Posted by: cvanca 5 Jul 2019, 11:21
გამარჯობათ, 3 დღით მივდივართ ბათუმში, 8 თვისაა ჩემი პატარა და მიმყავს. ხომ არ იცით რაზე უნდა ვიფრთხილო, რას მივაქციო ყურადღება? ან ამხელა გზაზე რამდენად მიზანშეწონილია ასეთი პატარას წაყვანა? ზღვაში არ ჩაიყვანოო და აქაური წყალი არ დაალევინოო, ბათუმიდან კი შემომითვალეს smile.gif

Posted by: Perseus12 5 Jul 2019, 12:39
ბაღიდან დამირეკეს, საბუთები მოიტანეო, მათ შორის ცნობა რომ ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა, მესიამოვნა smile.gif კატოზე სექტემბერში მივიტანე და ახლა ასე ნაადრევად რა იყო, არ ვიცი.

Posted by: მზე 5 Jul 2019, 13:32
cvanca
QUOTE
ან ამხელა გზაზე რამდენად მიზანშეწონილია ასეთი პატარას წაყვანა?

რა თქმა უნდა ჯობია არ წაიყვანო, თუ შესაძლებელია

Posted by: north 6 Jul 2019, 00:36
cvanca
მე წამიყვანე 5 თვის, მატარებლით. 3 დღე ვიყავით. წყალში არ ჩამიყვანია. ბევრი ვისეირნეთ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. წაღებული მქონდა საბავშვო ფასები სემპერის წყალში რომ იხსნება და ქილის ბოსტნეული. კაფეში ადუღებული წყალი უპრობლემოდ მოჰქონდათ და იქვე ვაჭმევდი დღის განმავლობაში.

Posted by: Tess 6 Jul 2019, 12:42
გოგოებო მოგესალმებით, სანდო ინფო ხომ არ გაქვთ ლაქტაციის პერიოდში ლაზერით ეპილაციაზე. ვერ ვხვდები რატო არ უნდა შეიძლებოდეს. ძალიან მინდა ფეხები გავაგრძელო და რამდენინე წყარო ვნახე სადაც წერენ რომ თავის შეკავება ჯობია

Posted by: მზე 6 Jul 2019, 19:00
Tess
მე რამდენადაც ვიცი სანდო ინფორმაცია და ხანგრძლივი კვლევები რომ არ არსებობს მაგიტომ ურჩევენ თავის შეკავებას.

Perseus12
მადლობა ასეთI დეტალური ახსნისთვის.
ეხლა ის სანდლები ხანდახან სახლშიც აცვია ხოლმე და მაგიტომ ვიფიქრე იქნებ მეყიდა თქო.

Posted by: Tess 6 Jul 2019, 21:55
მზე
მადლობა .




.

Posted by: მზე 7 Jul 2019, 11:05
Perseus12
გადავწყვიტე ყიდვა და 15 ევრომდე გაძვირებულა sad.gif

Posted by: SRB100 8 Jul 2019, 12:34
გოგოებო, დუფალაკი რამდენი მგ უნდა დავალევინო დღეში წლინახევრის ბავშვს? ხომ არ გახსოვთ დოზები?


Posted by: Perseus12 8 Jul 2019, 13:00
მზე
და ეს ჩემი ჩუსტი რომ სხვა ქალაქში წაუღიათ? ლაივ ჩათი აქვს ზალანდოს, მივწერე და გავარკვევთო, ლიმანგოსთან შედარებით ფანტასტიური სერვისია, ნუ ლიმანგო აოუთლეთია და ალბათ მაგიტომ.

Posted by: მზე 8 Jul 2019, 15:02
Perseus12
ჰო ალბათ.
მეც მივწერე ამას წინათ. ლიფებზე რო გკითხე ხო გახსოვს. მანდაც მოვნახე და 8.10 და 9 ევროდ იყო და ლიმანგოზე იაფი კი გამოდიოდა ფრი შიპინგის პონტში და აქედან გამოვწერ-თქო
მივუთითე ამერიკის მისამართი :| და თურმე შეცვლა არ შეიძლება გაუქმების გარეშე.
მეთქი ეხლა ამას თუ რამდნეიმე დღე უნდა ფულის დასაბრუნებლად კარგადაა ჩემი საქმე თქო :| გაუქმებას დასჭირდა 5 წუთი, მაშინვე მოხსნეს ბლოკი თანხას და ეგრევე დაბრუნდა ჩემი ნაყიდი 2 ლიფი (ბოლო ერთეულები იყო ორივე) და გამოვწერე ბედნიერად ხელახლა bis.gif

Posted by: Utopian 8 Jul 2019, 16:44
SRB100
1.5 წლის მყავს და 5მლ მითხრა ექიმმა. თუ არ უშველის 2მლ შემიძლია დავუმატო

Posted by: mariami2525 8 Jul 2019, 19:50
გამარჯობა გოგოებო,ბაუნსერზე ინფორმაცია მომაწოდეთ ვისაც შეხება გქონიათ...გამომადგება ბავშვისთვის?ტყუილად რომ არ ვიყიდო

Posted by: მზე 8 Jul 2019, 21:57
mariami2525
ყველა ინდივიდუალურია მარა მგონი გამოგადგება. მე ისეთი მქონდა რომელიც არ ირწეოდა და გამოვიყენე მშვენივრად.
გაითვალისწინე რომ მაგაში ძილი დიდ ხანს არ შეიძლება, არც უმეთვალყურეოდ დატოვება.

სხვა რა გაინტერესებს? biggrin.gif

Posted by: mariami2525 8 Jul 2019, 22:25
მზე
ორი ბავშვი მყავს ჯერ ინკუპატორში არიან მაგრამ უკვე ვხვდები მაგათ ხასიათს biggrin.gif როცა შიათ ერთდროულად იწყებენ ტირილს და ერთს სანამ ვაჭმევ მეორე გაერთობა ბაუნსერშითქო ვიფიქრე...და ესეიგი გამომადგება და ერთს ვიყიდი..და დდიხანს რატო არ შეიძლებ? და დიდი ხანი მაინც რამდენია ერთი საათი?

Posted by: nature 8 Jul 2019, 22:30
გამარჯობათ დედებო smile.gif დღეს შემოგიერთდით პირველად. ყუპები მყავს გოგონა და ბიჭი. საკვებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. frisolac golds ჭამს ბიჭი. ირგებს კარგად, კუჭმოქმედებაც კარგი აქვს, მაგრამ მითხრეს რომ დიდი არაფერი საკვებია frisolaci. მიქეს სემპერი. საერთოდ ვერ ვერკვევი იქნებ დამაკვალიანოთ შევუცვალო რამე სხვა უკეთესი საკვებით? თუ იყოს რასაც ჭამს? გოგოს კუჭმოქმედების პრობლემა აქვს და ფრისოლაკი შევუცვალე ნუტრილაკ კეისარ ბიფით. ჯერ კერობით დიდი შეღავათი არ დამინახია. რას მირჩევთ ვინც ერკვევით?

Posted by: NiniaG 8 Jul 2019, 23:10
mariami2525
ბაუნსერი არის საოცრება, ჩვენსას მუსიკებიც აქვს და ირწევა კიდეც და მართლა ძალიან გამომადგა, განსაკუთრებით დამატებითი კვება რომ მივეცი, არასდროს ჩამისვია ბავშვი ბალიშებს შორის დივანზე და ა.შ. მანდ ვაჭმევდი და გადასარევი მოსახმარია, დიდხანს არ ვსვამდი ოღონდ, მე მეცოდებოდა smile.gif)) 6 თვის მერე აღარ ჩამისვამს, იმდენად აქტიური გახდა მეშინოდა არ გადმოხტესთქო smile.gif)

nature
ჩემი დღემდე სიმილაკს ჭამს, კუჭის მოქმედება აქვს იდეალური, ანოტაციაც რომ წაიკითხო სიმილაკის მოგეწონება smile.gif ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ დანიშნულებით.
სემპერის რძე არ ვიცი და 4 თვიდან სემპერის ფაფებს ჭამს და ვფიქრობ მაგაშიც სწორი არჩევანი გავაკეთე wink.gif

Posted by: ნათია.0702 8 Jul 2019, 23:45
nature
ჩემი ფავორიტია სემპერის და ჰიპის ფაფები და ჰიპის რძე.... 5 თბიდან ჰიპის რძეს სვამდა ჩემი და სემპერის და ჰიპის ფაფებს შიგადა შიგ ჰეინცის ფაფებსაც. ეხლა დიდია არცერთს აღარ იღებს მარა ჩვენ კმაყოფილი ვიყავით მაგ ფირმებით.

Posted by: nature 9 Jul 2019, 00:06
NiniaG
ნათია.0702
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: მზე 9 Jul 2019, 10:07
mariami2525
არა რა ერთი საათიbiggrin.gif
დიდი ხანია მთელი დღე, 3-4 საათი. 1 საათი რა პრობლემაა.
მარა მშიერი ბავშვი ბაუნსერში გაერთობა თქო რო გითხრა მოგატყუებ biggrin.gif თუ შია, მეეჭვება რამემ გაართის, მაქსიმუმ ვინმეს რო ყავდეს ხელში და აწეთ-იქით ატაროს და რაღაცეები აყურებინოს rolleyes.gif

nature
მე სემპერის რძეს ვაჭმევ biggrin.gif რავი აბა. ფაფებს და სადილებს მაგისას ვაჭმევდი და ბარემ ეგ გავასინჯე.

Posted by: mariami2525 9 Jul 2019, 10:30
NiniaG
მზე
მადლობა გოგოებო <3 ვიყიდი ერთს მაინც მემგონი გამომადგება

Posted by: ლუქსუს 9 Jul 2019, 13:01
nature
დაუტოვე რასაც ჭამს და ირგებს ჩემი რჩევა იქნება. ევროპული ბრენდია მე როგორც ვიცი და რა პრობლემაა

Posted by: nature 9 Jul 2019, 13:26
ლუქსუს
ფრისოლაკზე ვკითხულობ მცენარეული ცხიმებიო ანოტაციაში და არ უწერია კონკრეტულად რომელი და მეშინია პალმის ზეთს არ შეიცავდეს. ნუტრილაკს უწერია მზესუმზირა ქოქოსი სოიო. მაგიტო ვფიქრობ ფრისოლაკზე უკეთესიც იქნებათქო
* * *
mariami2525
მე მაქვს მარიამ ოღონდ რწევის ფუნქვია არა ვიბრაციის ფუნქცია აქვს. გაზებზე გაყვანაში ეხმარებაო რო გამოვწერე პროდუქციის აღწერაში ეწერა და რავიცი რო ჩავსვავ და ჩავურთავ კი იტრუნებიან. და ალბათ შველის ან სიამოვნებთ არ ვიცი. ტყუილი ფულის ყრა ნამდბილად არ გამოგივა. 2 ბავშვის პატრონი ხარ ორივე აგიტირდეს ცოტა ხანი გააჩუმებ მაგით. მე კარგად ვხმარობ

Posted by: მზე 9 Jul 2019, 13:39
nature
პალმის ზეთი უსიტყვოდ ცუდი არ არის.

Posted by: nature 9 Jul 2019, 13:49
მზე
კუჭ-ნაწლავისთვის ცუდიაო მითხრეს.

Posted by: iratta_26 9 Jul 2019, 14:09
nature
nature
ჩემებს ორივეს ქონდა მონელების პრობლება და ფრისო ვომი იყო იდეალური ამათთვის. რამოდენიმე ვსინჯე მანამდე და არცერთი არ მოერგო ამათ.

Posted by: Fallen Angie 9 Jul 2019, 14:44
nature
პალმის ზეთი არ არის უპირობოდ ცუდი. პალმის ზეთი არის ერთადერთი პროდუქტი დედამიწაზე, რომელიც შეიცავს იმავე ნივთიერებას (არ მახსოვს სახელი), რომელსაც დედის რძე. ამიტომ ხელოვნური საკვები რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს დედის რძის ფორმულასთან იყენებენ პალმის ზეთს.
პალმის ზეთის მავნებლობა დამოკიდებულია მის დამუშავებაზე, შესაბამისად, სანდო ბრენდის საკვები უნდა უყიდო.
* * *
nature
და ზოგადად ნუ ენდობი ხოლმე ასე "რასაც გეტყვიან" ყველაფერს.
გადაქექე ინტერნეტი, გადაამოწმე სანდო წყაროები, განვითარებული ქვეყნების პედიატრიული ასოციაციის რეკომენდაციები და გექნება ყოველთვის ახალი და სანდო ინფორმაცია. მასე იმდენ რამეს გეტყვიან ინკუბატორში მოგიწევს ბავშვის გაზრდა lol.gif

Posted by: nature 9 Jul 2019, 16:23
Fallen Angie
QUOTE
გადაქექე ინტერნეტი, გადაამოწმე სანდო წყაროები, განვითარებული ქვეყნების პედიატრიული ასოციაციის რეკომენდაციები

მე არ ვიცი ენები და ვეკითხები და ვუსმენ მათ ვინც იცის და ქექავს ნეტს. აქაც იმიტომ ვპოსტავ რომ ვინც იცის რომელის სანდო ბრენდი იმან მიპასუხოს. თუ არადა უნდა მოვუსმინო აფთიაქში ფარმაცევტს სხვა რა გზაა biggrin.gif პედიატრი დისტრიბუტორის შეტანილ სარეკლამო ბუკლეტის მიხედვით მინიშნავს და რა ვქნა?

Posted by: cvanca 9 Jul 2019, 16:36
nature
პედიატრის რეკომენდაციით ჩვენ არ გამოვიყენეთ ვიბრაციის ფუნქცია. ჩვილის ტვინი არ არის მყარი და მოერიდეთო.

Posted by: nature 9 Jul 2019, 16:43
cvanca
უი. ნჯღრევა რო არ შეილება კი ვიცოდი მარა ეგ არ მიფიქრია. ძაან მსუბუქი ვიბრაცია აქვს. მაინც არ შეიკება ნეტა? აბა რწევის ფუნქცია ჩემსას არ აქვს sad.gif

Posted by: Fallen Angie 9 Jul 2019, 16:48
nature
ჰუჰ, აქაურობაც იმისთვისაა რომ იკითხო. ჩვენ არ გვეზარება sa.gif
ზოგადი რჩევა იყო, რომ ყველა აზრი რაც ვრცელდება სწორი არაა. პალმის ზეთზე ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხეს, მერე რომ მოვქექე ასე აღმოჩნდა, რომ პირიქით, აუცილებელია, ოღონდ სწორად უნდა იყოს დამუშავებული და ამის გარანტია სანდო ბრენდია, ევროპული წარმოების, სადაც უფრო მკაცრად კონტროლდება ბავშვთა კვების სტანდარტები.

Posted by: ლუქსუს 9 Jul 2019, 17:37
nature
რთულია გაიგო, რომელია უკეთესი.. ფასის მიხედვით მსჯელობაც არ იქნება ალბათ სწორი.. ჯერ რომ მიცემული არ გქონდეს და ახლა აძლევდე, აარჩევდი სხვას უფრო გულდადებული რომ იყო(ის მაინც ვერ გეცოდინება ზუსტად, რომ უკეთესია) ახლა აძლევ უკვე ერთ-ერთ ევროპულ ბრენდს, რომელიც ბავშვმაც კარგად მიიღო და გააგრძელო უნდა, შეცვლის მიზეზი არ გაქვს, პალმის ზეთზე სისულელეა რასაც ამბობენ ანუ იყენებენ ბავშვის საკვებში რაღაც დოზით და სახით

Posted by: nature 9 Jul 2019, 17:56
Fallen Angie
user posted image
რავიცი აქაც გამახილებულია ყურადღება რომ არ შეიცავს პალმის და რაფისი ზეთს.

სემპერი საუკეთესოა შვედურია ბიო პროდუქტიაო და ამ ზეთებსაც შეიცავს და ემულგატორსაც თურმე, ეხლა ვნახე ანოტაცია.
http://www.vidal.ge/baby-care/bifidus1
ემულგატორებზეც წაკითხული მაქვს რომ არაა კაი, მოკლედ არ ვიცი, მარა გოგო კუჭში ვერ გადის და უნდა შევუცვალო სხვა გზა არაა. მედიკამენტები არ შველის და მეცოდება 4 დღის უჭში გაუსვლელმა ძალიან ცოტა ქნა და ეხლა ისევ 3 დღეა არ გასულა, გაზების შლანგიც ვცადე არც იმან იმოქმედა. ფრისოვომის ანოტაცია წავიკითხე და რავიცი ისე წერია წესით უნდა გაიყანოს კუჭში biggrin.gif

Posted by: მზე 9 Jul 2019, 18:11
nature
QUOTE
რავიცი აქაც გამახილებულია ყურადღება რომ არ შეიცავს პალმის და რაფისი ზეთს.

ვინის ფაფებსაც მაგაზე აქვს აქცენტი არადა შაქრითაა სავსე. რაც ძალიან ცუდია

Posted by: nature 9 Jul 2019, 18:46
მზე
ხო არა? მე ჯერ 3 კვირისა მყავს და ეხლა ვცდილობ გავერკვე.
https://www.mshoblebi.ge/rchevebi/9448-rogor-shevarchioth-tslamde-asakis-bavshvtha-kveba-ras-gvirchevs-profesori-inga-mamuchishvili.html
აი პალმის ზეთზე აქ წერია
აღსანიშნავია, რომ პალმის ზეთის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, რაფინირებული და ტექნიკური. წითელი და რაფინირებული პალმის ზეთი ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება, თუმცა მისი წარმოება და გადამუშავება ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ, მწარმოებლები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით იყენებენ ჩვეულებრივ პალმის ზეთს.

Posted by: მზე 9 Jul 2019, 19:08
nature
ნუ მე არ ვთვლი რომ მავნებლური შემცველობითაა სემპერში. შენი გადასაწყვეტია, თუ ასე გადარდებს, გადადი ნუტრილაკზე. მშვენიერი ფირმააsmile.gif

Posted by: mariami2525 9 Jul 2019, 19:14
nature
კი ვიყიდი მაშინ ერთს იმედია ეყოფათ biggrin.gif გამყიდა ყველაფერის ორ-ორის ყიდვამ biggrin.gif

Posted by: fleurs 9 Jul 2019, 19:42
nature
პალმის ზეთზე არ ინერვიულო, ყველაფერში მაგას აძლევენ. 80% პეჩენიებში პალმის ზეთია მიცემული და კი ცხოვრობენ ეს ევროპელები 100 წლამდე smile.gif))

Posted by: nature 9 Jul 2019, 19:47
მზე
ნუტრილაკზე ძაან სიმილაკი მომეწონა ანოტაციით, თან დღენაკლი და მცირეწონიანი ბავშვებისთვის ცალკე კვება აქვს და ჩემები არიან მასე smile.gif
მარა ეხლა ვაჭამე ბიჭს ნუტრილაკი რაგან თავისი გაუთავდა და შადრევანვით ამოიღო, ზნაჩიტ ვერა. იყოს ისევ ფრისოზე ჩემი ბიჭი, უცებ გადამაწყვეტინა biggrin.gif

Posted by: google1 9 Jul 2019, 22:45
nature
ნუტრილაკი რუსული არაა?
რამდენიმე ექიმისგან მახსოვს, რუსულის გარდა რაც გინდა აჭამეო. მიზეზი ზუსტად არ ვიცი.
ნუტრილონი ევროპულია.
სიმილაკი ძვირია და კარგი, მეც ვაჭმევდი, უცებ აკრიფა წონა.

Posted by: NiniaG 9 Jul 2019, 23:58
nature
სიმილაკი ნეოშურით დაიწყო ჩემმა დღენაკლულმა გოგომ, გარდა იმისა რომ წონა მალე აკრიბა, კუჭის მოქმედება, გემოგლობინი ყოველთვის კარგი ჰქონდა. ანოტაცია კი წაგიკითხავს და ნახავდი რამდენ რამეს აწესრიგებს.
ძვირია ნამდვილად, მაგრამ თუ დიდ წონიან შეფუთვას იყიდი ძალიან მომგებიანია, პატარის ყიდვა არ ღირს, უფრო ძვირი ჯდება

Posted by: მზე 10 Jul 2019, 00:12
nature
უი თუ რუსულია მაშინ არ გინდა,ბოდიში. შეიძლება ნუტრილონში ამერია როგორც გუგლმა თქვა. ევროპული უნდა აჭამო ხო. ნუტრიბენი როა მაგის რძე მეგონა, ძაან ავიჭერი ეტყობა sad.gif

ფრისო სადაურია?
მეც ერთადერთი ეგ მირჩია ჩემმა პედოატრმა რომ ევეოპულიბიყიდეო.

Posted by: google1 10 Jul 2019, 01:07
მზე
QUOTE
ფრისო სადაურია?
მეც ერთადერთი ეგ მირჩია ჩემმა პედოატრმა რომ ევეოპულიბიყიდეო

ნიდერლანდები, ძალიან კარგია. ბევრია კმაყოფილი, ჩემი ახლა ანტიალერგიულ ვარიანტს ჭამს, უპრობლემოდ.3

Posted by: Fallen Angie 10 Jul 2019, 09:34
nature
ეგ სარეკლამო ტექსტი ზუსტად მაგიტომაა დაწერილი, რომ ამ გავრცელებულ აზრს მოერგოს და უი რა მაგარიაო ვიფიქროთ.
მოკლედ რავიცი, მე არ ჩავთვლიდი პალმის ზეთს გადამწყვეტ ფაქტორად. სარეკლამო ტექსტევის მიხედვით რა თქმა უნდა სწორ არჩევანს ვერ გააკეთებ ))))
ყველა ერთმანეთზე უკეთესია მასე ))

Posted by: Perseus12 10 Jul 2019, 11:30
Fallen Angie
QUOTE
ეგ სარეკლამო ტექსტი ზუსტად მაგიტომაა დაწერილი, რომ ამ გავრცელებულ აზრს მოერგოს და უი რა მაგარიაო ვიფიქროთ.
მოკლედ რავიცი, მე არ ჩავთვლიდი პალმის ზეთს გადამწყვეტ ფაქტორად. სარეკლამო ტექსტევის მიხედვით რა თქმა უნდა სწორ არჩევანს ვერ გააკეთებ ))))
ყველა ერთმანეთზე უკეთესია მასე ))

ვადასტურებ და პირადად ჩემთვის, ეს რომელსაც აწერია, უკვე დიდ კითხვის ნიშანს მიჩენს ხარისხთან დაკავშირებით და არ ვყიდულობ.

Posted by: მზე 10 Jul 2019, 12:34
Perseus12
როგორც იქნა ჩამოვიდა ნია-ნუას ბიო პინგვინები და ძაააან კარგია. ზუსტად აქვს და თვითონ გაგიჟდა ისე მოეწონა biggrin.gif

Posted by: pearlgirl 10 Jul 2019, 12:37
მზე
გილოცავ bis.gif კაია რო მოერგება და მოსწონს ერთდროულად smile.gif

Posted by: მზე 10 Jul 2019, 12:39
NiniaG
აი ყვითლები იაფად. 23 ზომაა ყველაზე პატარა. ელენეს არ ვიცი რა ზომა აქვს.
https://www.limango-outlet.de/ticket-to-heaven/gummistiefel-in-gelb-2-7437977
* * *
pearlgirl
მადლობააა <3 <3
აუ ხოოოო. ძაან მოეწონა. დაინახა და ბაჩი ბაჩი დაიწყო. აიღო მოატარა ოთახი მერე მოვიდა, მომცა, ფეხი აწია და ჩა მითხრა :დდ
ძაან გამიხარდა bis.gif

ჩემთვისაც მქონდა სანდლები გამოწერილი, ძლივს გავიმეტე და მე პატარა მომივიდა და გადაფარა ეს სევდა ნია-ნუას კისკისმა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NiniaG 10 Jul 2019, 13:35
მზე
რა კაი გოგო ხარ რომ გახსოვარ smile.gif) მადლობა <3
ელენე 19 ზომას იცმევს :დ :დ

QUOTE
გადაფარა ეს სევდა ნია-ნუას კისკისმა

მართლაც რომ მასეა ყველაფერში :დდ მშვიდობაში მოიხმაროს ნია-ნუამ ბაჩები <3

Posted by: nature 10 Jul 2019, 13:55
NiniaG
google1
ეხლა წავიკითხე სამწუხაროდ sad.gif

უკვე ვიყიდე ფრისოვომი. რახან ფროსოსლაკს ისედაც ჭამენ ვიფიქრე იგივე ფირმის საკვებსაც მიიღებენთქო.

google1
მართალი ხარ. რუსული რო იყო რო ვიყიდე მერე ვნახე. გოგო ცოტა ცოტას იღებდა და ნორმააო და ბიჭს ეო მივეცი შადრევანივით ამოიღო და პედიატრს რო ვუთხარი დაემთხვაო კიდე მიეცი sad.gif sad.gif

სამწუხაროდ დამყავს პოლიკლინიკის პედიატრთან და აშკარად ფინანსური ინტერესები აქვს თორე რანაირად არაუშავს არ ვიცი.

ჩემით ვუყიდე ფრისოვომი. აფთიაქში კი მითხრეს პედიატრის გარეშე ნუ შეუცვლი შენითო მარა პედიატრს თუ ვკითხე რა? ბავშვი ვერ ირგებს და დაემთხვაო მეუბნება.

მაგ სიმილაკს ნეტა ყველა დღენაკლული და მცირეწონიანი ირგებს?

Posted by: მზე 10 Jul 2019, 14:22
NiniaG
QUOTE
ელენე 19 ზომას იცმევს :დ :დ

უი პაწუკი biggrin.gif

Posted by: Utopian 10 Jul 2019, 14:28
გოგოებო, ზღვის სანდლები ხო არ გეგულებათ სადმე იაფად? წყალში ჩასაცმელი. ბიჭის 22-23 ზომა
ლიმანგოსა და ზულილის გარდა სად შეიძლება ჩავუსაფრდე? : ))
აქ თუ შეიძლება ბაზრობაზე ან სადმე ყიდვა მთლად უკეთესი


მზე
გილოცავ ^^
ჩემსასაც განსაკუთრებით ახალი ფეხსაცმელი მოსწონს. მთელი დღე ფეხებზე იყურება ხოლმე და ისე დადის :დ


Posted by: მზე 10 Jul 2019, 14:43
Utopian
მადლობა <3
ხოო ზუსტად ეგრე biggrin.gif რა საყვარლები არიან ხოლმე biggrin.gif

ზალანდოზეც შეგიძლია ნახო. ამაზონზეც, 6პმ-ზეც.

აი ეს მომეწონა 23 ზომა და ფასიც კაია მგონი: https://www.zalando.de/igor-bicolor-riemensandalette-navy-ig216g001-k11.html
პროსტა წინ თითები რო უჩანს რავიცი


აი კროკსიც: https://www.limango-outlet.de/crocs/crocs-baya-kids-in-dunkelblau-2-3103080

Posted by: Perseus12 10 Jul 2019, 15:02
მზე
სქუიდ ლონდონის რაღაცეები იყო, ბოტები, ქოლგები საწვიმრები, წვიმის დროს, ანუ წყლის ზემოქმედებაზე ფერებს იცვლის ნახატები, კარგ ფასად იყო ძაან, უბრალოდ ჩვენს გვაქვს ეგ ყველაფერი და აღარ ვუყიდე.
მშვიდობაში ზიზიები smile.gif

Posted by: მზე 10 Jul 2019, 15:58
Perseus12
ჰო ვნახე. ძალიან მომეწონა. როდესმე გამოვუწერ biggrin.gif
ეხლა შარვალი მინდა მარტო.

მადლობა ^_^ მშვენიერი ყოფილა ეს ბიო პინგვინი. ძაან კმაყოფილი ვარ.

Posted by: Perseus12 10 Jul 2019, 17:05
საუკონის რაღაც ბოტასი გამოვწერე ამაზონიდან 12 დოლარად, ხოდა იყო იქს ვაიდ, ზოგადად მაგათ დაბალი ფასი აქვთ ხოლმე ხშირად, პირველად გამოვწერე დასატესტად, ვნახო ერთი მართლა განიერია თუ გამოდგება, საუქონი ძალიან გამძლე გამოგდა და სულ ვათვალიერებ, არც ფეხს უოფლიანებს, დღეს უნდა გამოვიტანო და გაგიზიარებთ ინფოს სიგანესთან დაკავშირებით, იმედია მთლად კალოშებივით არ ექნება :დ


Posted by: pearlgirl 10 Jul 2019, 17:10
Perseus12
ამაზონიდან ვაიდ ნიუბალანსი ხო გამოვუწერე, ვაიდი კი არა ის, ჩვეულებრივი სიგანე ქონდა დაჟე ვიწრო უფრო, ნეტა ვაიდ ყოფილიყო biggrin.gif

Posted by: Perseus12 10 Jul 2019, 17:14
pearlgirl
ხო, მახსოვდა და მაგანაც შემაგულიანა, მაგრამ ეს იქს ვაიდ არის :დ რევიუებშიც არაფერი ვაიდ არ არისო და ვნახოთ აბა smile.gif
* * *
სულ ოდნავ არის თავისუფალი სტილის მოდელი, განიერს ვერ ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე, ვერც შევიტანდი ეჭვს. ოღონდ ამაზონის და მწარმოებლის ჩართი არ ემთხვევა. ამაზონის მიხედვით, 11 არის 28.5, ამას აწერია 28 და რეალურად 28-ს გავს. მე მინდოდა 28.5, მაგრამ ფართე კალაპოტის წყალობით კარგად აქვს, კმაყოფილი ვარ, თუმცა ამაზონს ვაპირებ გავუტრაკო ერთიანი ცხრილი რომ უდევთ, მიაწერონ სსდმე მწარმოებლის ზომებიც.

Posted by: nature 10 Jul 2019, 22:31
ლაქტაციის დროს ბადრიჯანი და საზამთრო თუ შეილება?

Posted by: Utopian 10 Jul 2019, 22:42
მზე
მადლობა <3


nature
ყველაფერი შეგიძლია ჭამო
https://www.facebook.com/pediatrician.blog/photos/a.456960744741593/684105265360472/?type=3&theater

Posted by: nature 10 Jul 2019, 22:49
Utopian
გავეცანი ინფოს biggrin.gif მადლობა
* * *
ლუქსუს
QUOTE
ჯერ რომ მიცემული არ გქონდეს და ახლა აძლევდე, აარჩევდი სხვას უფრო გულდადებული რომ იყო(ის მაინც ვერ გეცოდინება ზუსტად, რომ უკეთესია) ახლა აძლევ უკვე ერთ-ერთ ევროპულ ბრენდს, რომელიც ბავშვმაც კარგად მიიღო და გააგრძელო უნდა, შეცვლის მიზეზი არ გაქვს,

მართალია, ძაან ძნელი ყოფილა საკვების შეცვლა, ისეთი შეშინებული შევცქერი ყველა ჭამის მერე როგორ შეირგებს და მოინელებს.

დღეს კUჭში გავიდა ჩემი გოგო და არ ვიცი კოლიპრევის წვეთების დამსახურებაა, ფრისოვომის თუ უბრალოდ დაემთხვა, შევხედავ ხვალ და ზეგ.

ვინც ფრისო ვომს აჭმევთ საწოვარა გამოცვალეთ ალბათ ხო? რამდენ წვეთიანი ვუიდო? ბრაუნის და ავენტის ბოთლები მაქვს, ავენტს ორწვეთიანი საწოვარა უკეთია, ბრაუნს არ ვიცი, მაგრამ არცერთში არ გაოდა ფრისოვომის საკვები, მერე კამპოლის ბოთლის სოსკა გავჭერი დანით გავაფართვე და ძალიან მომივიდა და ძაან იწვალა ჭამის დროს, ამაღამაც მოუწევს წვალება და იქნებ ხვალ ვიყიდო, თუ ვინმე აჭმევდის ფრისოვომს დამაკვალიანეთ
* * *
google1
QUOTE
სიმილაკი ძვირია და კარგი, მეც ვაჭმევდი, უცებ აკრიფა წონა

2950 ია გოგო, როგორ მინდა მეც წონის უცებ აკრიფვა, ბიჭი 3300 მყავს, გოგოზე ვდარდობ

Posted by: Dark_Sky 11 Jul 2019, 14:55
გოგოებო როგორ ხართ? რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ თქვენი აზრი გამიზაროთ.
ჩემი გოგო 1.1 არის და არ ამბობს არც ერთ სიტყვას, არც მიზანმიმართულს და არც ისე, ისე იცის რაღაცეები, ცხვირი პირი თავი დაა აშ, გამარჯობაზე ხელს გიწვდის დამშვიდობებაა, ცეკვა კოცნა და აშ მარა ექიმა 1 სიტყვას მაინც უნდა ამბობდესო, ტელეფონს საერთოდ არ ვაძლევ, ტელევიზორს იშვიათად და მაინც ვერ მივხვდი რაგავაკეთო?

ასევე მაინტერესებს 1 წლიდან რომელ ფაფებს აჭმევთ? ჩემი მომზადებლი წიწიბურა ბრინჯი სულ სახეში მაფურთხა sad.gif 1 წლიდან რომააქვს სემპერს ფაფები მაგას აჭმევთ ვინმე?

ასევე თაფლი რაასაკიდან გაასინჯეთ
* * *
Utopian
როგორ არის შენი პატარა, რძის პროდუქტი გაასინჯე? აუ მე გავასინჯე რძიანი ფაფები და რავიცი ისეთი არაფერი რეაქცია ქონია 2 კვირაა ჭამს და მაწონი ვაჭამე გუშინ 3-4 კოვზი და აღებია ცოტა, ექიმმა არუნდა მიგეცაო გადაირია, არადა ბავშვს ყელში ამოუვიდა ეს ერთი და იგივე

Posted by: მზე 11 Jul 2019, 15:10
Dark_Sky
QUOTE
1 წლიდან რომააქვს სემპერს ფაფები მაგას აჭმევთ ვინმე?

1 წლიდან 1 ფაფა აქვს და კი გავასინჯე მოწონს ძაან.
ნორდიკი გაასინჯე? ვერ ვიტყვი რო ნიას არ მოეწონა მარა არც გადარეულა biggrin.gif უბრალოდ რძეში არ გამიკეთებია, მხოლოდ წყალზე rolleyes.gif

თაფლი არ მიმიცია. კანკიას ასისტენტმა მითხრა, რომ ზოგ რეკომენდაციაში 2 წელი წერია და ჯობს თავი შეიკავოო.
არ მახსოვს გადავამოწმე თუ არა კანკიასთან, მგონი კი, და არ მიმიცია ჯერ

ელაპარაკები ხოლმე? სულ უნდა ელაპარაკო და ეცადო გიპასუხოს. კითხვები დაუსვა და ა.შ.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 11 Jul 2019, 16:01
Dark_Sky
ხმას არ იღებს საერთოდ თუ თავის ენაზეა?
მგონი პატარა ჯერ ძაან.

ნიკა ეხლა 1,10-ის არის და რავიცი ჰაჰა 5-10 სიტყვას ამბობდეს ესეც ბოლო დროს დაიწყო, არცერთ პედიატრს საგანგაშოდ არ მიაჩნია ეს და რა გასაკვირია რომ 1,1-ს ვერ ლაპარაკობდეს რავიცი

Posted by: Tess 11 Jul 2019, 16:02
Dark_Sky
თაფლი ალერგიულია და 3 წლამდეც არ ურჩევენ ხშირად.
ფაფებიდან შენით კომზადებული თუ გინდა რომ მიირთვას ნორდიკი ცადე, მზა ფაფები სემპერიც კარგია, ჰიპიც. ალბათ კიდეა სხვა კარგი ფირმებიც.
მეტყველებას რაც შეეხება, არსებობს სპეციალური ცხრილები რა ასაკში მინიმუმ რას უნდა აკეთებდეს. მაგალითად ლიმბახში გვაძლევდნენ მსგავს ცხრილს და ვაკვირდებოდი. მეტი კომუნიკაცია პირველ რიგში. მუდმოვად ელაპარაკეთ და ეთამაშეთ პატარას.

Posted by: pearlgirl 11 Jul 2019, 17:10
Tess
Dark_Sky
QUOTE
თაფლი ალერგიულია და 3 წლამდეც არ ურჩევენ ხშირად.

QUOTE
თაფლი არ მიმიცია. კანკიას ასისტენტმა მითხრა, რომ ზოგ რეკომენდაციაში 2 წელი წერია და ჯობს თავი შეიკავოო.
არ მახსოვს გადავამოწმე თუ არა კანკიასთან, მგონი კი, და არ მიმიცია ჯერ

მზე
ალერგიულობის გამო თაფლზე 3 წლამდე ნამდვილად ნუ შეიკავებთ თავს. თაფლს 1 წლამდე ბოტულიზმის გამო არ ვაძლევთ. 1 წლის ზემოთ როგორც წესი ბოტულიზმის საფრთხე აღარ ემუქრება აღნიშნული ასაკის ბავშვს. ალერგიულია კი ბატონო მაგრამ გასინჯებას არაფერი უდგას წინ, ცოტ-ცოტა გაასინჯეთ დააკვირდით 2-3-4 დღე და თუ ალერგია არ გამოუვლინდა შეგიძლია მისცეთ ხოლმე.

* * *
Perseus12
Perseus12
QUOTE
თუმცა ამაზონს ვაპირებ გავუტრაკო ერთიანი ცხრილი რომ უდევთ, მიაწერონ სსდმე მწარმოებლის ზომებიც.

ხოო ამაზონზე ეგ მტანჯავს ხოლმე მეც.
კარგია რომ მაინც მოერგო, მშვიდობაში გაცვითოს. )

Posted by: მზე 11 Jul 2019, 17:23
pearlgirl
ალერგიულობის არა, ბოტულიზმის გამოო. ზოგან წერია 2-მდეო. არადა თავიდან კვების რეკომენდაციებში ეწერა რძე და თაფლი წლამდე არაო, ეგეც გავახსენე და კიო ბევრგან ერთI ერტია, მაგრამ რადგან ამ ბოლოს 2-იც გამოჩნდა მოდი იყოსო.
ჰოდა, სად მეჩქარება თქო რავი rolleyes.gif
არც მომიძებნია ზუსტად სად რა გაიდლაინში წერია 2
* * *
Perseus12
მშვიდობაში <3
აუ ეგ ზომების პრობლემა სერიოზულია sad.gif
ლიმანგოდან ხო გამოვიწერე სანდლები ჩემთვის და გამოვწერე 40. ნუ 41-ებიც კი მქონია მაგრამ სულ რამდენიმე, ისე სტანდარტულად მაქვს 40 და უმრავლესობა ფეხსაცმელები მაქვს კარგად.
ჩემს დას აქვს 38 და იმას მოერგო :|
ისე კი უნდა მიმხვდარიყავი, 44 ზომამდე რო ადიოდა ქალის ფეხსაცმელი რომ რაღაცაში იყო საქმე rolleyes.gif

Posted by: Dark_Sky 11 Jul 2019, 17:36
მზე
უი მარტო 1? მეგონა მე ვერ ვიპოვე, ნორდიკი არ ა ჯერ. რასთან ერთად უკეთებ ხოლმე?

ლაპარაკით სულ ველაპარაკები დაბადებიდან. მოდი წყალი დავლიოთ ფეხი ჩავიცვათ და აშ. ამბობდა დადა( დედა) მაგრამ მიზანმიმართულად არა გაიმეორეო რომ ეტყოდი მაშინ მაგრამ მიატოვა. mCvanE_shteFsEli_
ხმას იღებს კიარა ტატანით შეგვაწუხა თავის ენაზე. რომ ვუმღერი ტავის ენაზე მყვება და მღერის, მისამღერს სხვა ინტონაციით ))) 1 წლის და 1 თვის არის. ადრე ზოგჯერ ტელევიზორს ვურთავდი ხოლმე რამდენიმე წუთით მაგას ვაბრალებ რავიცი sad.gif ანუ 1 სიტყვას უნდა ამბობდესო

Tess
მადლობა ვნახავ აბა, რეკომენდაციებს ჩვენი ექიმიც გვაძლევს დასტებით მაგრამ მაგაზე არაფერი ეწერა
pearlgirl
მეც ვიცოდი 1 წლამდე არ შეიძლება, ცოტას მოვიცდი და გავასინჯებ.



Posted by: მზე 11 Jul 2019, 18:30
Dark_Sky
ანუ უშაულოდ 12 თვიდან რომაა მხოლოდ 1-ია თორე 4, 5, 6, 10 თვიდან აქვს კიდე ფაფები და იმათაც ვაჭმევ (ნუ 4-დან ურძეოებია და მაგათ არ ჭამს biggrin.gif)
აი აქაა სრული ასორტიმენტი: http://www.semper-info.ru/products/porridges/

Posted by: Neno_ 11 Jul 2019, 19:24
ვაიმე, არც აჩემი ამბობს არც ერთ სიტყვას გააზრებულად, 1.1 ია ესეც. მარტო დედას ამბობს, ყველას დედას გვეძახის და აი ეხლახანს ისწავლა - დშ - ხშირად ვამბობ დშ დშ ს და გაიმეორა, ამას ამბობს მარტო შეგნებულად. ძირს დავარდნაზე და ბრახუნზე ))
დანარჩენი ნოუპ!. ხო, არც დადის ჯერ დამოუკიდებლად facepalm.gif

ისე, ვატყობ რომ გონიერია და სიყვარულის კუნწულა და არ ვნერვიულობ დიდად. იმედია, დღე დღეზე გაივლის.

პრივეტები, რავა ხართ აბა?

Posted by: ნათია.0702 11 Jul 2019, 19:59
Dark_Sky
ჩემი მაგ ასაკში მამას ამბობდა მხოლოდ. ჩემი ბიძაშვილის ბავშვი 1.5 არის ეხლაც არაფერს ამბობს თავისი ენა აქვს. მგონი ჯერ სანერვიულო არაფერი გაქვს, ინდივიდუალურია. რა გინდა მაგ ასაკში რომ იცის თავი ყური დამშვიდობება და ა.შ. მშვენიერია.
ჩემი ეხლა არის 1.5 ის და ვაჭმევ ყველფერს თითქმის ნუ თავისთვის მომზადებულს. წლიდან ჭამს უკვე ნორდიკის ფაფება, დილით შვრიას რძით მომზადებულს. ჩემსას ძაან არ უყვარს ტკბილი, თაფლი ერღხელ გავასინჯე არ მოეწონა გამომიყო ენა.

Posted by: Dark_Sky 11 Jul 2019, 20:41
მზე
ვაიმე ეხლაც გამაგიჟა პირს არ აკარებს არადა როგორი მჭამელი იყო ეგ ნორდიკი სემპერი და ცალკე ტკბილი ბრინჯი გარგარით ვაშლით ეხლა გავაკეთე სამივე არც ერთი ჭამა. გადავხედავ მაგ საიტს ტენქს <3
Neno_
მამას ესეს იძახის გაუაზრებლად და ეგ ქხ იცის ამან. ეხლა გაიარა 2 კვირა დაკუნტრუშებს მარა ქამარი მაქვს მობმული მაინც


ნათია.0702
კი იცის ეგენი, დაკვირვებული ვარ მე თუ რამეს ვასწავლი არაფრად მაგდებს. უცხო თუ ასწავლის ითვისებს. ქალაქიდან გავიყვანე თუარა გ ხალხებში ბევრი რამე ისწავლა ))

Posted by: Fallen Angie 11 Jul 2019, 22:45
Dark_Sky
ნია 1,5 წლისაა და ახლა დაიწყო ლაპარაკის მცდელობა. სიტყვებს ამბობს ცალკეულს და სულ რამდენიმეს, მაგრამ პედიატრმაც, აქ გოგოებმაც მითხრეს, რომ არაა საგანგაშო. ისე ესმის ყველაფერი და თავის ენაზე ტრაკანებს გაუჩერებლად.
თაფლს 1 წლიდან აქტიურად ვჭამთ, ძალიან უყვარს და ყოველდღე მიირთმევს კარაქიან პურთან ერთად.
მამას ამბობს, დედას, რვა ამოიემა და ბრაააა ასე ყვირის )))) მამას და დედას რო გითხრაა გვეძახისთქო არა, რაღაც მომენტებშჯ წამოიყვირებს, რამდენჯერმე მიმართა მამამისს )))) და ნიკას თქმას ცდილობს, ძმას ეძახის, იმაზე ჭკუა ეკეთება და ხან აკინ-ს ამბობს ხან კაკას )))))
* * *
Dark_Sky
უი ხო, ფაფებს ვაძლევ Heinz-ს, სპეციალური ხაზია 1 წლიდან. მუყაოს კოლოფებში არაა, პარკივით შეფუტთვაშია, Любопышка ქვია მგონი, ბევრნაირია და ძალიან მოწონს ნიას. სხვადასხვანაირა ვყიდულობ და ვუნაცვლებ ხოლმე.

Posted by: Utopian 12 Jul 2019, 00:16
Dark_Sky
აპრილში გავუკეთე ანალიზი და არაფერზე არ აღმოაჩნდა ალერგია. დავაწყებინე იმავე დღიდან რძის პროდუქტი და არის მშვენივრად.
იქნებ არ მოეწონა და იმიტომ აერია გული?

Posted by: Neno_ 12 Jul 2019, 02:18
.... 2kiss.gif

Posted by: pearlgirl 12 Jul 2019, 09:13
Neno_
დიდება შენს გამოჩენას. bis.gif


Posted by: Perseus12 12 Jul 2019, 11:23
მზე
QUOTE
ლიმანგოდან ხო გამოვიწერე სანდლები ჩემთვის და გამოვწერე 40. ნუ 41-ებიც კი მქონია მაგრამ სულ რამდენიმე, ისე სტანდარტულად მაქვს 40 და უმრავლესობა ფეხსაცმელები მაქვს კარგად.
ჩემს დას აქვს 38 და იმას მოერგო :|
ისე კი უნდა მიმხვდარიყავი, 44 ზომამდე რო ადიოდა ქალის ფეხსაცმელი რომ რაღაცაში იყო საქმე

ვაიმე, რა კრეტინიზმია, რომელი ფირმაა, ვიცოდეთ მაინც. ხოდა ადექი ახლა მაგათაც გაუტრაკე, დუ ბისთ შვაინ-თქო!
pearlgirl
მზე
მადლობები.

მე ხვალ სურამში ჰერი-ჰერი.

Posted by: მზე 12 Jul 2019, 11:59
Perseus12
QUOTE
მე ხვალ სურამში ჰერი-ჰერი.

ვაიმე რა ბედნიერებააა <3 ბედნიერი დასვენება bis.gif
სახლი გაქვს თუ ქირაობ?

QUOTE
ვაიმე, რა კრეტინიზმია, რომელი ფირმაა, ვიცოდეთ მაინც. ხოდა ადექი ახლა მაგათაც გაუტრაკე, დუ ბისთ შვაინ-თქო!

ANTICA CALZOLERIA
კონკრეტულად ეს მოდელი ოღონდ ლურჯი biggrin.gif https://www.limango-outlet.de/antica-calzoleria/leder-sandalen-in-schwarz-2-7394827
ისე ძააან კარგი ხარისხია, ჩემი და ჭკუაზე არაა biggrin.gif
ხვალ დაბადების დღე აქვს და საჩუქარში გავურასხოდე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Perseus12 12 Jul 2019, 12:18
მზე
QUOTE
ხვალ დაბადების დღე აქვს და საჩუქარში გავურასხოდე 

რა მერკანტილობაა შენი მხრიდან :დ:დ:დ

არა, არსად არ მაქვს სახლი, სოფელი მე არ მაქვს და არაფერი, 5 თაობა ასფალტზე გაზრდილი წინაპრები მყავს. მესამე ზაფხულია რაც ამათთან ვქირაობ სურამში. უფრო სწორად ზინდისში, სურამის თავზეა, ფიჭვნარში.

Posted by: pearlgirl 12 Jul 2019, 12:23
Perseus12
აბა ბედნიერი დასვენება smile.gif
მე 27 ში მივდივარ და ძალით დავიდივარ სამსახურში უკვე ისე მინდა გავაღწიო აქაურობიდან. :/

Posted by: მზე 12 Jul 2019, 12:26
Perseus12
QUOTE
რა მერკანტილობაა შენი მხრიდან :დ:დ:დ

ახლა ისეთი დრო დადგა rolleyes.gif biggrin.gif

QUOTE
უფრო სწორად ზინდისში, სურამის თავზეა, ფიჭვნარში.

ვაა რა მაგარია. ბედნიერი დასვენება <3
ფოტოებით გაგვანებივრე ხოლმე biggrin.gif <3

Posted by: Perseus12 12 Jul 2019, 12:32
pearlgirl
დიდ იმედებს ვამყარებ საკუთარ თავზე რომ იქ კარგი დედა ვიქნები, 3 კვირაზე მეტია პერიოდი მაქვს და აი ნერვები ისე მაქვს, ყველაფერზე შემიძლია ვიღნავლო და ვიჩხუბო. მოგწერ ხოლმე და შენ დამატრენინგე :დ
მზე ნეტა არ დამეზაროს ეგ, ძალიან უხალისოდ ვარ...

Posted by: pearlgirl 12 Jul 2019, 12:36
Perseus12
QUOTE
მოგწერ ხოლმე და შენ დამატრენინგე :დ

როცა გინდა მე როგორც დიდი ნერვების პატრონი ამ ბოლო დროს.
ელენესთან ყოველ საღამოს ჩემი ტექსტები იწყება ამ წინადადებით: ელენე! ეს არის ჩემი ნერვების გამოცდა! გაფრთხილებ!
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Perseus12 12 Jul 2019, 12:45
pearlgirl
ხო, აი თეორიულად რომ იცი ეს ერთია და საჭირო მომენტში რომ ვინმე შემოგიძახებს, ეს სულ სხვა საქმეა <3 მეორე სუნთქვა გეხსნება.

Posted by: ლუქსუს 12 Jul 2019, 14:27
გოგოებო, ნატურინო ზომა-ზომაზე მიდის? აეარ მახსოვს.. ჯეოქსს დახურულს 25-ს ვაცმევ და ღია სანდლები 26 შევუკვეთო ნატურინო?

Neno_
გაგვანებივრე შენი პოსტებით, გვაკლია
.. ხანდახან სასოწარკვეთილს ისევ მიბრუნდება სასოი biggrin.gif

Posted by: NiniaG 12 Jul 2019, 18:05
Dark_Sky
1,2-ის არის ჩემი, არც ეს საუბრობს გააზრებულად, დედა-დადა-მამა-ბაბა-მნია-მნია და მპუა-მპუა (ძაღლს ეძახის) ძირითადი ლექსიკური მარაგი ეს არის :დ
ამ კვირაში ექიმტან მყავდა და რომ დაიწყო თავის ენაზე ტიკტიკი, ექიმმა ამას ლაპარაკიც დაუწყიაო :დ
ჭამით, სიცხეებია და აღარც ჩემი ჭამს, მაქსიმუმ 5 -10 კოვზი ფაფა, სუფი რომ ჭამოს, მაგრამ არ ვაძალებ
სამაგიეროდ არ წყინდება მაწონი+ხაჭო+ხილის ჭამა :დ უყვარს ყველი, ექიმმა საკმარისიაო

აქვთ ეგეთი უჭმელობის პერიოდი, თან ზაფხულია
რომ ვაკვირდები ჩვენს ირგვლივ 1,8 თვემდე პატარები ბევრი მყავს და ყველამ 1,4 თვის მერე დაიწყო სიარული და საუბარითაც ტიკტიკებენ მათ ენაზე
ამიტო აღარ ვჯავრობ, მთავარია ჯანმრთელად იყოს და სხვას ყველაფერს ეშველება <3

Posted by: iratta_26 12 Jul 2019, 18:32
Neno_
როგორ ხარ? გუშინ ვფქრობდი შენზე. გულზე ექო გადაუღე განმეორებით?

Posted by: gogochka 12 Jul 2019, 22:45
როგორ ხართ გოგოებო :* მე ძველი ფორუმელი ვარ,ზოგს გიცნობთ,ზოგს არა,ადრე წეროებში ვიყავი,მერე მომავლებში,დედებშიც ვაქტიურობდი ,დრო არ მქონდა რო აქტიურად შემოვსულიყავი smile.gif

მოკლედ გოგოებო მაინტერესებს ვინმეს ხომ არ გქონიათ მეორე ორსულობა(გარე)
მე გავბედნიერდი მაგით და წკიპზე გადავრჩი,მაინტერესებს მერე მესამე ორსულობა როდის დადგა და ღრუში განვითარდა თუ არა sad.gif

Posted by: Neno_ 13 Jul 2019, 00:52
მადლობა გოგოებო, კიდევ გახსოვართ 2kiss.gif

უფ, როგორ ვარ და გლახათ ვარ biggrin.gif

ნუ, არ ვიცი რა, განერვიულებული რობოტი, კი წინააღმდეგობრივი აღწერაა, მარა ეგა ვარ და ჰა! თამარი არის გაგიჟებული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უკვე მეც ვგიჟდები ვატყობ :/
დღე ერთია და ამის გაბმით ბღავილი ბოლო ხმაზე მუდმივია. აი ყველაფერზე ღრიალებს, ჩაცმაზე გახდაზე გასვლაზე მოსვლაზე ჭამაზე ძილზე ნუ არ ვიცი რა. ბედნიერების განცდა მაქვს დაკარგული, რა ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეგრე ვარ რა (ბიჭი კარგი ადამიანია ჯერ ჯერობით, იოს ვეძახით და ისე შევეჩვიე, სხვა სახელი ვეღარ წარმომიდგენია, ხან იოსებსაც კი, ბუნებრივად თან!). ეს უსასრულო რუტინა ცალკე, გვირაბის ბოლოს სინათლე სართოდ არ ჩანს. ლამაზი და კარგი ქვეყანაა, მარა მე ვერ ავეწყობი აქ, გამორიცხულია, იმდენად ყველაფერი სპეციფიკურია და ამათ ცხოვრებაზე მორგებული. ჩვენს და სხვა ევროპის ქვეყნებთან შედარებით რაღაც რადიკალურად განსხვავებული უცნაური კუნძულია..
მოკლედ, რაღა გავაგრძელო და ვნებდები და ვბრუნდები სამშობლოში და იმედია, არ ვინანებ. კარგად ავწონ დავწონე, გრძელ და მოკლე პერიოდებში გავთვალე, გავისიგრძეგანე და ეგრე ვარჩიე, თუ მინდა რომ დავრჩე ჯანმრთელ ქალად და საშუალო დედად user.gif
That's my sad, pathetic story...

iratta_26
არა, ჯერ არ მიმიყვანია, ეხლახანს გახდა 1 ის და რომ ჩამივალთ შემოდგომაზე მივაცუნცულებ..




Posted by: ლუქსუს 13 Jul 2019, 19:10
Neno_
ვაა, ყოჩაღ რომ კიდევ აღარ აწვალე შენი თავი და მაინც დროულად მიგიღია დაბრუნების გადაწყვეტილება <3 ჯერ ის რომ არ ყოფილა "შენი" ქალაქი, მარა მეორე საკითხია რომელი ქალაქი იქნებოდა "შენი" ორი პატარა ბავშვით ახალი ცხოვრების დასაწყებად?! - მე აქ მიჭირს და შანსი არაა შენს ადგილზე ვერაფერს მოვახერხებდი. თამარს ასაკიც კრიტიკული აქვს და თან არც მოეწონებოდა საქართველოს ხმაურიანი ყოველდღიურობის მერე უცხო გარემო. მოკლედ წარმატებები ახალ გეგმებში! Du schaffst es!

Posted by: ketushaaa 13 Jul 2019, 22:44
გოგოებო გამარჯობა. ძიძების სააგენტოებთან ხომ არ გქონიათ შეხება? რომელიმეს ხომ ვერ მირჩევდით? მადლობა

Posted by: Anin 14 Jul 2019, 04:00
მოვედი მეც გადატანჯული დედა, ჩემი 2 წლის შვილი ისე მაგიჟებს რომ ვკარგად საღად აზროვნების უნარს და ვგიჟდები მგონი. მთელი დღე ისე აუტანლად კივის რომ უკვე გაუსაძლისია. ვერც ფსიქოლოგი ვერც თერაპიები ვერაფერი ვერ გვეხმარება. იმათთან ისე კარგად იქცევა ის 1 საათი ვერც კი წარმოიდგენენ რა აუტანელია სახლში, მოკლედ უცზოებთან სულ კარგად იქცევა და მგონი მე დამიბრიყვა? ნეტა ყველა ბავშვი ასეთია? აღარ ვიცი რა ვიფიქრო sad.gif

Neno_
ჩვენ მგონი ერთ ბედ ქვეშ ვართ, მეც დავნებდი და ვბრუნდები სამშობლოში, იმედია არ ვინანებ.
ძაიან მერთულა ორი პატარა ბავშვით საზღვარგარეთ, თანაც ასეთი ბავშვებით მე რომ მყავს. კატასტროფა რა პირდაპირ. ისეთი წივილკივილი გადის ჩემი ბინიდან მეშინია ხანდახან მეზობლემბა არ იჩივლონ და არ ჩამომართვან ბავშვი. ერთხელ კი დამადგა პოლიცია

Posted by: Neno_ 14 Jul 2019, 14:53
Anin
შე საწყალო! მეც ეგრე ვარ. სხვებთან ჩემიც კარგად იქცევა.. ეტყობა ერთი სენია..

ლუქსუს
კი ეგრეა, დროზე გააკეთო გასაკეთებელი ჯობია, ვიდრე გააჭიანურო და მერე მაინც გასაკეთებელი გაგიხდეს, ოღონდ უფრო მეტი ზარალით... წარმოუდგენლად მიმაჩნია რა ეს ყველაფერი. ელემენტარულად წლები გავა ისე, რომ მე ეზოდან გარეთ ვერ გავალ ტრუსიკის საყიდლადაც კი, სხვა რამე გრანდიოზულზე ლაპარაკი შეუძლებელია, როგორიცაა გასაუბრებებზე სიარული, სამსახურის დაწყებაზე ლაპარაკი ზედმეტია ასე შემდეგი ბევრი წელი, უბრალოდ არაა რა ეგ ვარიანტი.. იმიტომ, რომ მე ვერ ვცვლი ვერაფერს და თავისით კიდე აბა როგორ შეიცვლება და ბოლოს შემრჩება, იიი ევროპაში ცხოვრობ და შენ რა გიჭირს, მეტი რა გინდა biggrin.gif

ხოდა, ხო ვიცი ჩემი თავის ამბავი, ვერ გადავხარშავ ამ სიტუაციას, უბრალოდ არ ღირს, არავინ არ დარჩება მოგებული, პირველ რიგში ბავშვები..სწორი მიმართულებით მანდაც მშვ3ნივრად იზრდებიან ბავშვები და არაფერსაც არ აკლდებიან, მეც მანდ გავიზარდე და მშვენივრად ვიყავი ამ ბოლო დრომდე )))

Posted by: Tak 14 Jul 2019, 18:11
გოგოებო, გამარჯობა

მე და ჩემი მეგობრები ვეძებთ ინფორმაციას გარკვეულ ე.წ. "წრეებთან" დაკავშირებით

თუ რომელიმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვაკვალიანოთ - სად ისწავლება, რა ოფციებია,
ან თუ რომელიმე ადგილით/მასწავლებლით ხართ კონკრეტულად კმაყოფილი... მოკლედ ნებისმიერი ინფო იქნება
მისწრება : )) დიდი მადლობა წინასარ 2kiss.gif

ესე იგი;

1. ბრეიქდანსი
2. ჰიპჰოპი
3. პინგპონგი
4. ჩოგბურთი
5. რაიმე სტუდია თუ არსებობს სადაც სიმღერა-ხატვის კომბინაციაა ერთად
6. ჭადრაკი
7. კალათბურთი

კიდევ ერთხელ მადლობა chups.gif





love.gif chups.gif chups.gif

Posted by: Dark_Sky 15 Jul 2019, 21:40
Fallen Angie
აუ შენი ისეთი საყვარელი ბუთქუნაა როგორია ეხლა ნეტა, აუ მე მესიჯიც მომივიდა 1 სიტყვასაც თუარამბობს ექიმს მიმართეო, მოკლეთ ჩემი შვილის კვებამ და წონაში მატებამ ყველამ დაგვანერვოზა, გამხდარია ძალიან და არაჯანსაღად გამოიყურება, უკვე დიდი ხანია 200-350 გრამს იმატებს არადა ბევრს ჭამს თუმცა კალორიულს ცხიმიანს და შაქრიანს ვერა რძის აუტანლობის გამო, ეხლა დავაწყებინე და ექიმმა შეეშვიო არადა ისე მოეწონა ეს რძიანი ფაფები, ნესტლესაც ქონია ეგ ფაფები მარა არმომწონს ეს ნესტლე.
Utopian
კიდევ განვმეორდები აქ დავწერე რრამდენჯერმე, კულუმბეგოვმა მაგ ანალიზში ეგ არ ჩAნსო 30% მხოლოდო მარა რატო გამაკეთებია მაინც ვერ მივხვდი და როცა მივალ უნდა ვკითხო ერთი, რამდენჯერმე ამოაღებია ცოტ ცოტა ამან რაც რძიანი მივეცი არც გამოუყრია და არც კუჭში აუშლია და არვიცი საერთოდ შევაწყვეტინო თუ რავქნა, ძან ვწვალობ ამ დიეტების გამო

NiniaG
კი მთავარია ჯანმრთეი იყოს მაგაზე დიდათ არც ვნერვულობ, ყველი ჩვენც ყველას ისე გვიყვარს გული მწყდება რომ ვერ ვაძლევ, 1 ხელ ვცადე და ცოტა მგონი ბევრი მომივიდა პირველ ჯერზე და ამოიღო ცოტა საჭმელი არადა ძან ნოყიერია პიურეში ფაფაში და. აშ
* * *
Anin
აუ რთUლია ძალიან ვიცი მარტო რომ ხარ უცხო ქვეყანაში, აღარ მახსოვს რომელ ქვეყანაში ხარ მაგრამ გირჩევდი დარჩე და ცოტაც გაუძლო, ჩAჯდები კალაპოტში, მე ლამისაა გავიქცე აქედან აუტანელია უკვე ბევრი რამ აქ

ბაღში დადის? ბევრ დიდ დროს სახლში ატარებთ ალბათ ხომ? იქნებ ეგ მოქმედებს? ენერგიას ვერ ხარჯავს? რატომ უნდა კიოდეს აპროტესტებს რამეს?

Posted by: Anin 16 Jul 2019, 07:21
Dark_Sky
კანადაში ვარ. ჩამოსვლა უკვე გადაწყვეტილია, თუ რამე უკან დაბრუნებაც შეიძლება ყოველთვის. ცოტა რთულად არის ჩვენთან საქმე, მეორეც მყავს 6 თვის მოსავლელი და ორივეს აქვთ რაღაც რაღაც პრობლემები, მოკლედ მანდ უკეთ გავუმკლავდები და მივხედავ, თანაც დამხმარებიან. ამ ეტაპზე ასე ჯობია.
მართალი ხარ ვერ ხარჯავს ენერგიას, ბაღმაც არ გაამართლა ვერ იტანდა და შევეშვი.
კონკრეტულად რას გულისხობ აუტანელში? სახარბიელო სიტუაცია რომ არაა საქართველოში ვიცი მაგრამ მაინც საინტერესოა..

Posted by: Fallen Angie 16 Jul 2019, 12:44
Dark_Sky
ახლც ისევ ისეთია როგორიც იყო ))) უფრო ცელქია და უფრო საშინელებებს აკეთებს უბრალოდ. 2 წლამდე არააო სანერვიულო თუ ესმის რაღაცებს რომ ელაპრაკებიო და რავიცი აბ, მემგონი ზედმეტადაც არ უნდა ჩავიციკლოთ. წონაზე კიდევ შემიძლი დაგამშვიდო რო ბიძაჩემის ორივე ბავშვი გამსლეული იყო, ეგეთი ტანი აქვთ რა, აი რაც არ უნდა ეჭმიათ მაინც ეგრე იყვნენ. იქნებ მართლა ნუ აგებულება აქვს ბავშვს ეგეთი, რაღაცას ხო იმატებს და ესეიგი ყოფნის საჭმელი.

აჰათ ესეც ქალი ლოყა ))) თუ მოგენატრათ

user posted image

Posted by: მზე 16 Jul 2019, 12:53
Fallen Angie
ვაიმე რა საყვარელია ეს ვინააა <3 <3 <3

Posted by: Dark_Sky 16 Jul 2019, 15:29
Anin
თუ უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლია მაშინ ნამდვილად სჯობს ჩამოხვიდე, ძალიან რთულია 2 პატრასთან მე 1 მყავს და აი მთელი ჩემი ცხოვრება სულ ამისთვის მაქვს დათმობილი, როცა ძინავს მერე ჩემი თავი smile.gif) ბაღის ასაკამდე ალბათ ასე იქნება და ბევრი აღარ დამრჩა გავუძლებთ როგორმე )))

აუტანელს იმას ვგულისხმობ რომ ყველა სფეროში თაღლითობა, ნებისმიერ რამეში პრობლემას წააწყდები ნუ თუ უპრეტენზო ხარ და შეგიძლია რომ დაიკიდო ტყუილები მაშინ უპრობლემოდ იცხოვრებ, გაუმართავია ყველა სისტება, ეკოლოგიაზე აღარაფერს ვამბობ


Fallen Angie
აუ ეს რა ტიკნაა ნახეთ, ნეტა ვიცონობდე როგორ დავჩქმეტდი მაგ მსუქანა ნაკეცებში <3

ჩემიც ძალიან მოძრავია, სხმარტალა. ერთი უკან გახედვა და აღარ ჩანს სად გაძვრა უნდა ეძებო )))

Posted by: Fallen Angie 16 Jul 2019, 18:36
მზე
ვინაა და ყველაზე აუტანელი ბავშვი )))) მახევარ საათში სულს ამოგხდის )))

Dark_Sky
ვაიმე ხო აი წამში ქრება და მარტო უყვარს თან ყოფნა. შექანდება ოთახში, შევყვებით და ეგრევე სხვა ითახში გარბის. ორ ითახში ვნაწილდებით, მარა მესამეცაა და მესამე ადამიანი გვჭირდება )))) თან დაძვრება ყველაფერზე, თაროებზე, კარადებზე, მაგიდებზე, ამიტომ ვერ მოადუნებ ყურადღებას წამით :|

Posted by: Cruel Intentions 16 Jul 2019, 21:05
გოგოებო გთხოვთ, დამაკვალიანოთ ვისაც ბუნებრივ კვებაზე გყავთ ბავშვი. ბევრისგან მსმენია, სამშობიაროში ახალშობილს ხელოვნურსაც აჭმევენ რომ ეყოს. მე კი რასაც ვკითხულობ წერია, რომ ხსენიც საკმარისია პირველი 3 დღე, 1,5-2 საათში ერთხელ უნდა აჭამო და წამოვა უფრო და უფრო მეტიო. არ ვიცი რომელია სწორი, ვინმეს გიცდიათ დაბადებიდანვე მხოლოდ ძუძუზე დატოვება? თუ აუცილებელია ფორმულაც რომ მშიერი არ დარჩეს?

Posted by: Fallen Angie 16 Jul 2019, 21:23
Cruel Intentions
ჩემმა წვეთი არ გაიკარა ხელოვნური, მშვენივრად ყოფნიდა ხსენიც. ინდივიდუალურია ალბათ, თუ მაინც და მაინც ძალიან მოშივდა ის ორი დღე არაუშავს რო აჭამონ ხელოვნურიც, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან არ დამჭირვებია არც ერთ ბავშვზე. აი უმშვიდესი იყო ორივე სამშობიაროში, ხმას არ იღებდნენ, რო ჩაისვრიდნენ წამოიკნავლებდნენ და ეგ იყო. მეც დავპანიკდი ერთი დაპანიკება, აზმუვლდა და მეთქი შია ბავშვს, ჯერ რძე არ მქონდა და ხელოვნური რო მიცეს გადმოაფურთხა ეგრევე და ჩასვრილი აღმოჩნდა )))

Posted by: NiniaG 16 Jul 2019, 22:16
Fallen Angie
აუ რა სასწაული გყავს <3 როგორი ფუმფულაა <3

გოგოებო, ყოველ დღე კვერცხის მიცემა 14 თვის ბავშვისთვის შეიძლება? მწყერის კვერცხს ვიყენებ ისევ და 2 კვერცხით ვუკეთებ ყიყლიყოს, ერთ ნაჭერ პურს ვჭრი ჩხირებად sad.gif ძალიან მოუკლო ჭამას და ოღონდ რაიმე ჭამოს ამ პრინციპით მივუდექი უკვე sad.gif

კიდევ რა მაინტერესებს, დამოუკიდებლად არ დადის, დაშინებულია sad.gif ჩქარი სიარული იცის და მერე კოჩავს
* * *
ურეკში მიმყავს და თუ ეგეც არ წაგვადგა დავახმარო მასაჟებიც?

Posted by: luckygirl15 16 Jul 2019, 23:46
კითხვა მაქვს ასეთი, რომლით უფრო მარტივია ჩვილის გაზრდა და რატომ? ხელოვნურით თუ ბუნებრივი კვებით? შერეული გამოცდილი მაქვს, არის ტანჯვა.

Posted by: fleurs 17 Jul 2019, 00:55

Fallen Angie
საყვარელი გოგუშკა ისევ ისეთია როგორიც იყო .ჩაკოცნე ჩვენს მაგივრადაც

Posted by: Cruel Intentions 17 Jul 2019, 01:25
Fallen Angie

დიდი მადლობა, იმედი გამიჩნდა რომ მეც ეგრე შევძლებ ❤️


Posted by: takotatuli1989 17 Jul 2019, 01:43
Cruel Intentions
მე საკეისრო გავიკეთე და ხსენი წვეთებად მქონდა. მე-5 დღემდე რას ჭამდა ვერ გეტყვი. თუმცა გამოწურვით იმდენი არ გამოდის რამდენსაც ბავშვი წოვს. ავენტის ბოთლით მივეცი ნიუბორნის თავით პირველად სამშობიაროში დამატება ახლობლებმა რო დამაპანიკეს მშიერი გყავს ბავშვიო სად გაქ რძეო ეგ რას ეყოფაო და ა.შ. ჭამა დამატება და ამოიღო მაშინვე. ეს ავენტი იმიტო ავარჩიე რო რთულად საწოვი თავი აქ და ძუძუ ურჩევნიათ ბავშვებს რო ბოთლზე არ შეჯდეს. მოკლეთ არაფერი აღარ მიმიცია სულ ბუნებრივზე იყო, 3 საათში ერთხელ ვაჭმევდი. უფრო მოკლე შუალედში პირს არ მიღებდა უბრალოდ და მაინც კარგად მქონდა რძე. 1.1 წელი ვაჭამე. ნუ ჩემი შვილი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომელიც სოსკას არ იკარებს და არც ბოთლიდან ჭამს დედის რძეს, ხელოვნურზე არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, სახლიდან რო გავდიოდი ბავშვის გარეშე, წამზომი ჩართული მქონდა რასაც ქვია. მეგონა რო ძაან არაკომფორტული იყო და ბავშვისთვის მსხვერპლს ვიღებდი და იმ დედების მშურდა რომლებიც თერმოსებით მოძრაობდნენ. მარა დღეს მასე აღარ ვფიქრობ. მეორე თუ მეყოლება და რძე მექნება იმასაც ბუნებრივზე გავზრდი.

Posted by: Jane_L 17 Jul 2019, 15:56
luckygirl15

ბუნებრივად.

თუ სიმარტივეზეა, იმაზე მარტივი რა არის, როდესაც მზა რძე პირდაპირ მკერდში გაქვთ, თან ზუსტად იმ ვიტამინებით გაჯერებული რაც ბავშვს სჭირდება, ღამე მის მოსამზადებლად ცალკე არ დგებით. არსად დადიხართ ბოთლებით , თერმოსებით და ფხვნილებით.

ვინაიდან, სიმარტივეზე დაისვა კითხვა ბუნებრივი კვების სარგებლიანობაზე აღარაფერს დავწერ, ისედაც სიტყვა გვეუბნება რა ჯობია- ბუნებრივი თუ ხელოვნური smile.gif


Posted by: luckygirl15 17 Jul 2019, 19:32
Jane_L
სარგებლობა ძუძუსი რომ ჯობია მაგას რა თქმა უნდა, უბრალოდ ვის როგორ ეიოლებათქო.

Posted by: მზე 17 Jul 2019, 23:30
luckygirl15
მე ბუნებრივი უფრო მეიოლებოდა. ღამე ადგომა მესიკვდილებოდა სანამ შერეულზე იყო. თან პარარელურად რო ტიროდა სანამ გამზადდებოდა. ძუძუს მისცემ ეგრევე ჩუმდება.
მართალია ბავშვის გარეშე 6 თვის მანძილზე ალბათ სულ 10 ჯერაც არ ვიქნები გასული სახლიდან და ისიც ცაიტნოტში, მაგრამ მთ₾იანობაშ პროცესიც ძალიან მსიამოვნებდა. ნებისმიერ მომენტში აწყნარებდა, ძილის წინ მივცემდი ძუძუს და ადვილად იძინებდა. რავი.
თავი მსხვერპლი არ მეგონა ღამეში 3-4ჯერ რო ვაჭმევდი 1 წლამდე და არც ის რომ სულ ბავშვთან ვიყავი.

Posted by: Cruel Intentions 18 Jul 2019, 00:42
takotatuli1989

მეც ავენტი მაქვს ნაყიდი, რამე რომ იყოს მაგით მივცემ. გამოწველაც თუ დამჭირდა, რა ვიცი. ისე ინდივიდუალურია ეგ ამბები, იმედი თუ მექნება რომ ყველაფერი ისე წავა როგორც მინდა. მაქსიმალურად ვეცდები სულ ბუნებრივზე მყავდეს. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის

Posted by: cvanca 19 Jul 2019, 12:23
ჩემი ბიჭი სიარულს იწყებს და კარგი ხარისხის ფეხსაცმელი სად ვუყიდო, ნორმალურ ფასად?

Posted by: მზე 19 Jul 2019, 12:25
cvanca
გამოწერე ლიმანგოდან
ისე ეხლა ბიომექანიქსზე 50% ფასდაკლებაა ლაქი სტეპში. სადღაც 90 ლარი გამდოის და კარგი ფასია.
გარვალინზეც არის ფასდაკლება მგონი ესპაჩოშია. (ბიომექანიქსი უკეთესია მგონი)
ჯეოქსში/ბატაში ნახე თუ იქნა ფასდაკლებული.

Posted by: pearlgirl 19 Jul 2019, 12:25
cvanca
ლაქი სთეფში, თუმცა არაა იაფი.
და ისე გამოწერით ვსულდგმულობთ აქ თითქმის ყველა smile.gif

Posted by: cvanca 19 Jul 2019, 12:39
მზე
pearlgirl
მადლობა, შევივლი ლაქი სთეფში smile.gif ეხლა აქ ვუყიდი რადგან მეჩქარება და შემდეგში გამოვიწერ smile.gif

Posted by: ლუქსუს 19 Jul 2019, 14:30
cvanca
როგორც მახსოვს შენი ბიჭი ჩემი გოგოს ტოლია ანუ 9 თვემდე და ჯერ ადრე არაა? rolleyes.gif შედარებით ფასდაკლებები აქვს ეკოს და ჯეოქსს და ნახე icr-ზე

Posted by: cvanca 19 Jul 2019, 15:09
ლუქსუს
კი 9 თვისაა. ხოხვისას დივანზე ან საწოლზე ხელის მოჭიდებით დგება და მის გასწვრივ ასე გადაადგილდება. მეც მგონია, რომ ჯერ ადრეა. მე 10 თვისას დამიწყია სიარული და რავიცი შეიძლება მგავს rolleyes.gif

Posted by: ლუქსუს 19 Jul 2019, 15:23
cvanca
ცოტა დიდი უყიდე მაშინ, 100 ლარი და მეტი უნდა მისცე და პატარა რომ არ ქონდეს მართლა ფეხს რომ აიდგამს..ან აცადე კიდევ ორი კვირა და მიხვდები უფრო..

Posted by: cvanca 19 Jul 2019, 15:28
ლუქსუს
იცი რა მაინტერესებს სადილზე რას მიირთმევს შენი გოგო? ანდრიას ვერ მოვაწონე ვერც წვნიანი, ვერც ხორცით და ვერც ისე, ვერც ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. კიდევ რა ფორმით და რა შეიძლება მივცე? ასეთი კვების გამო ჰემოგლობინი უდაბლესი აქვს და რკინას სვამს.
თუმცა საერთო სუფრიდან გემრიელად მიირთვა, ჩაქაფული, საქონლის ხინკალი (ხორცი), ბლინჩიკის გული facepalm.gif

Posted by: ლუქსუს 19 Jul 2019, 15:37
cvanca
მასე თუ ჭამს ცოტა დიდურად რომ გაუკეთო და აჭამო? ძუძუს ან ხელოვნურს ხომ იღებს? ჩემიც არ ჭამს კარგად არც ფაფას და არც ბოსტნეულს, ორივეს ცოტა-ცოტას, მარა ხელოვნურს ვაყოლებინებ და ხილს ჭამს კიდევ

Posted by: cvanca 19 Jul 2019, 15:42
ლუქსუს
ძუძუს ჭამს, ხელოვნურს არ სვამს. ეხლა ველინგი ვცადე 2 დღეა, პეჩენიას ვუფშხვნი და ძილის წინ ამას ვაჭმევ, ცოტა კი ვწუწაობთ, კარგად არ სქელდება, მაგრამ არ ვჩივი მაგას. ხილს ცოცხლად აჭმევ ხო? ამას ხილფაფები მოსწონს, ცოცხლად ხილი არც ისე.

Posted by: ლუქსუს 19 Jul 2019, 15:45
cvanca
კი, ატამი და გარგარი მოსწონს. ჩემიც 6 თვემდე ძუძუს ბავშვი იყო, უჭირთ ძუძუს ბავშვებს მყარზე გადასვლა

Posted by: Super_Mamiko 19 Jul 2019, 19:27
მეგობრებო, ჩემი პატარა სიარულს იწყებს და ფეხსაცმელი მინდა ვუყიდო. რამდენად მიზანშეწონილია ორთოპედიული? თუ ეს მხოლოდ მაშინაა საჭირო, როცა პრობლემა არსებობს? იქნებ არც შეიძლება, როცა არ ჭირდება?

Posted by: Perseus12 19 Jul 2019, 21:17
Super_Mamiko
ლაქო სთეფშია ახლა ფასდაკლება ბიომექანიქსებზე, მიიყვანეთ, მოაზომეთ და ისე smile.gif

Posted by: sichiko 20 Jul 2019, 00:45
გოგოებო როგორ ხართ?
ხვალ რომელ კარგ პედიატრთან შევძლებ ბავშვის მიყვანას? რიგშიც რომ არ ვიდგე დიდხანს და კარგად ნახოს რა სჭირს ბავშვს და მომცეს სწორი დანიშნულება. ასევე მახსოვს წედით კარგი პედიატრია სახლშიც მოდისო ხვალ მუშაობს? და რამდენ ხანში მოვა გამოძახებიდან?

Posted by: Anin 21 Jul 2019, 01:08
sichiko
გილოცავ ორსულობას, რა მაგარია ამბავია <3
რჩებით თბილისში თუ ბრუნდებით?

Posted by: sichiko 21 Jul 2019, 04:21
Anin

მადლობა <3
მალე მივდივარ უკვე:/


ვის გყავდათ ბავშვი 39-40 სიცხით და რამდენი დღე ქონდა? ლამის გადავხტე ფანჯრიდან უკვე ისევ ვარ((

Posted by: Lemon Curd 21 Jul 2019, 12:49
sichiko
გამარჯობა, მე მყავდა მრჩეველის პედიატრი თაკო, სახლშიც მოდიან. აგიტვირთავ ეხლავე ნომრებს

user posted image

Posted by: mariami2525 21 Jul 2019, 19:58
გამარჯობა გოგოებო,ბაუნსერა ბავშვი ეჩვევა?მერე სულ მომთხოვს ჩაჯდომას?

Posted by: north 21 Jul 2019, 20:41
sichiko
ეხლა ჰქონდა ჩემსას. 3 დღე. მთავარია სიცხის დამწევს ექვემდებარებოდეს და ბავშვი მივარდნილი არ იყოს. მაქსიმალურად ბევრჯერ შესთავაზა წყალი. პამადოლი და იბუპროფენი შეიძლება ერთმანეთთან ახლო დროში მისცე, თუ ერთმა არ უშველა პლუს თბილ წყალში ჩასმა, სანამ წამალი იმოქმედებს.

ოღონდ ეს სამი თვის ზემოთ. იქამდე აუცილებლად ექიმი და საავადმყოფოში გადაყვანა ესეთ მაღალ სიცხეზე

Posted by: Dark_Sky 22 Jul 2019, 00:42
sichiko
აუ ბევრი იყო გარშემოგეთ სიცხეებით, მხოლოდ სიცხე და სხვა არაფერი, 2-3 დღეში გადის.


ესეინი ეს რა მაგარი ფაფები ქონია ნორდიკს, მეც მშვენივრად გეახლეით რომ დარჩება ჩემ გოგოს, მოსწონს ძალიან

Posted by: personaji 22 Jul 2019, 01:43
დედიკოებო გამარჯობა. მე მამა ვარ და მოკლედ თქვენ გამოცდილება გექნებათ ამიტომ ვწერ აქ.
1.9 წლისაა ბავშვი. ხრუტუნებს ცხვირში და ვერ სუნთქავს, ხვრინავს. მივიყვანე ექიმთან და ერთმა რაღაც დასალევი წვეთები დაუნიშნა რამაც არ უშველა. მეორესთან მივიყვანე ზღვის წყალი და რაღაც სპრეია ეგენი გამოუწერა. მაგას ვასხამ მაგრამ არ შველის მაინც. რისი ბრალი იქნება. ან ვის მირჩევთ ვისთან მივიყვანო?

Posted by: sichiko 22 Jul 2019, 07:00
Lemon Curd


დამავიწყდა რომ იმ დღეს იყო შაბათი და მუშაობდა მიქელაძე, მოკლედ ყელისგან აქვს სიცხეები, მომცა დანიშნულება მაგრამ ეს სიცხე აქვს 40 მდე და დამწევი მოქმედებს ორ საათში, გავგიჟდე ლამის(((

კვირას გამოვიძახე გლობალმედის სასწრაფო პედიატი და მომიშალეს ნერვები ანალიზი გავუკეთე სისხლის და როე ქონდა 48 , გადავამოწმე და მერე 36 იო, და ვირუსულ ფონზეა ასეატი მაღალი საშიში არ არის ამ ეტაპზეო.
გადაყვანილიც მყავდა და გადასხმაც გავუკეთე, იმდენი ბავშვი წევს რაღაც ვირუსით რომელსაც ღებინება ახლავს თან, ამიტომ არ დავტოვე მეც ხომ ორსულად ვარ და არ მინდა ამდენ ვირუსიანში იყოს ისიც და მეც...( მეტი აღარ ვიცი რა გავაკეთო, ამხელა სიცხე რა უბედურებაა((..

. Dark_Sky
north

ისე ვნერვიულობ ამხელა სიცხე არასოდეს ქონია 3 დღეში თუ გადის ხვალ გამოდის მეოთხე დღე და ღმერთივით ველოდები გათენებას უკვე.. წუხელ ისევ ქონდა 39 ის მაღლა...:/

Posted by: nature 22 Jul 2019, 08:09
გოგოებო კარგი პედიატრი მირჩიეთ ვარკეთილი ორთაჭალა ისნის მიმდებარედ. ბავშვმა ჭამას მოუკლო ძალიან დასუსტდა. 1 თვის მყავს. რის ბრალი შეილება იყოს?

Posted by: ლუქსუს 22 Jul 2019, 08:20
სიცხის, მარა მაგ ასაკში საყურადსაღებოა..ცოტას რამდენს ჭამს? თუ ერთ ჭამაზე ცოტას ჭამს, ხშირად რომ მისცე და ცოტა-ცოტა? რას აძლევ?

პ.ს. მაქეთ მხარეს არ ვიცი პედიატრები სამწუხაროდ. ისე, გირჩევდი ირაკლი რცხილაძე, ირაკლი ბეგოიძე, ცოტნე ბესელია

Posted by: annaninio 22 Jul 2019, 11:01
nature
ვარკეთილის ევექსში კარგი პედიატრები არიან,თუ ჯერ არ გყავს აღრიცხვაზე . კერძო პედიატრიც ვიცი, დაყავს ჩემს მეგობარს, ისანშია, ძალიან კმაყოფილია. თუ დაინტერესდები გვარს დავაზუსტებ.

Posted by: personaji 22 Jul 2019, 11:30
დედიკოებო გამარჯობა. მე მამა ვარ და მოკლედ თქვენ გამოცდილება გექნებათ ამიტომ ვწერ აქ.
1.9 წლისაა ბავშვი. ხრუტუნებს ცხვირში და ვერ სუნთქავს, ხვრინავს. მივიყვანე ექიმთან და ერთმა რაღაც დასალევი წვეთები დაუნიშნა რამაც არ უშველა. მეორესთან მივიყვანე ზღვის წყალი და რაღაც სპრეია ეგენი გამოუწერა. მაგას ვასხამ მაგრამ არ შველის მაინც. რისი ბრალი იქნება. ან ვის მირჩევთ ვისთან მივიყვანო?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Jul 2019, 12:20
personaji

ვირუსის ან გაციების მერე დაეწყო?
ფიზიოლოგიური ხსნარით ან აქვამარისით რომ ურეცხავთ დროებითაც არ აძლებს შვებას? ხშირად სიმშრალის გამო ემართებათ ხოლმე და ხშირი გამორეცხვა ფიზიოლოგიურით ეხმარება. ასევე ოთახის ხშირი განიავება, დატენიანება.

Posted by: personaji 22 Jul 2019, 12:48
mCvanE_shteFsEli_
არ დავკვირვებივარ რის მერე დაეწყო. თითქოს ლორწოვანი აქვს ცხვირში და მერე საყლაპავ მილში ჩამოსდის ძილისას. ძილის წინ ვასხავ ხოლმე აქვამარისს და მერე 15 წუთში ის მეორე სპრეი, მაგრამ არ შველის მაინც. ოთახში ამ ზაფხულში სულ ღიაა ფანჯარა. ეხლა ბორჯომში ვართ 3 დღეა. 1 კვირით წამოვიყვანე იქნებ რამე უშველოს თქო მარა ისევ ისე ხვრინავს.

Posted by: narkozeli 22 Jul 2019, 15:01
გოგოებო, ძიძას რამდენი უნდა შევთავაზო 9დან 7მდე რომ იყოს და მხოლოდ ბავშვის საქმეები ევალებოდეს?

Posted by: მზე 22 Jul 2019, 15:06
narkozeli
მგონი უბნებსაც აქვს მნიშვნელობა smile.gif ვაშლიჯვარი/დიღმის ტერიტორიაზე 550 ვუთხარი 10-7 სთ-ებზე და ეცოტავა, სააგენტოში მითხრესბ8ბსაათიან გრაფიკზეა ეგ და 9-ზე უკვე 600-იაო.

როგორც შეუთანხმდები რა

Posted by: narkozeli 22 Jul 2019, 15:27
მზე

ჯორჯიან მამსში და რამდენიმე ჯგუფში რაც დავსერჩე სულ აზრთა სხვადასხვაობაა.

მე 600 ლარის გადახდას ვფიქრობ უფრო, უბანი პლეხანოვი

Posted by: nature 22 Jul 2019, 15:30
annaninio
აღრიცხვაზე ვარ უკვე მარა გადატანა შეილება როგორც მითხრეს.
ბავშვმა ჭამას რომ მოუკლო რისი ბრალი შეილება იყოს? 1 თვისაა ვაევდი 90 მლ და 60 ზე ჩამოვია ხან 30 ხან 80

Posted by: Fallen Angie 22 Jul 2019, 15:34
nature
სიცხე აწუხებთ ხოლმე და არ არიან მადაზე. ჩემიც ჭირვეულობს ამ ბოლო დროს ჭამაზე, შარშან ზაფხულშიც ასე იყო. თუ, რა თქმა უნდა, ავად არაა. სიცხე ხო არ აქვს?

Posted by: მზე 22 Jul 2019, 15:35
narkozeli
QUOTE
ჯორჯიან მამსში და რამდენიმე ჯგუფში რაც დავსერჩე სულ აზრთა სხვადასხვაობაა.

მანდ ყველაფერზე ეგრეა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 22 Jul 2019, 15:36
narkozeli
მე ეგრე მყავს ნახევარ კვირაზე, ორშაბათი-სამშაბათი და ოთხშაბათს შუადღემდე და 300 ლარს ვუხდი. ვაპირებ სრულზე აყვანას ცოტა ხანსი ალბათ და 600 ლარს ვვარაუდობ შევთავაზო.

Posted by: narkozeli 22 Jul 2019, 15:38
მზე

აუ ზოგი რა არარეალურ ფასს წერს :|


Fallen Angie
QUOTE
მე ეგრე მყავს ნახევარ კვირაზე, ორშაბათი-სამშაბათი და ოთხშაბათს შუადღემდე და 300 ლარს ვუხდი. ვაპირებ სრულზე აყვანას ცოტა ხანსი ალბათ და 600 ლარს ვვარაუდობ შევთავაზო.


ხო, იმედია არც ცოტაა და არც ბევრი. mo.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Jul 2019, 15:38
narkozeli

ჩემი ძიძაა 9:30-დან 19:30-მდე, 600 ლარს ვუხდით.

Posted by: cvanca 22 Jul 2019, 17:59
narkozeli
პლეხანოვზე 9 დან შვიდამდე ვუხდი 600 ლარს. ევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა. სანამ ამ ქალბატონს ვიპოვიდი 3 გავესაუბრე და 500 რომ შევთავაზე უარი მითხრეს, მერე ეს ისე მომეწონა პირდაპირ 600 ვუთხარი და დამთანხმდა. ბავშვის ასაკსაც გააჩნია.

Posted by: luckygirl15 22 Jul 2019, 19:06
nature
საჭმელს უცვლიან ხოლმე ამ დროს, შეიძლება აღარ მოსწონს ეგ

Posted by: Neno_ 22 Jul 2019, 19:45
გოგოებო, ორი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაეოთ, თუ იცით?

1. წყალგაუმტარი (ჩაფსმას რომ გაუძლოს) ეგეთი ორკაციანი თეთრეული თუ შეგხვედრიათ სადმე ქალაქში?

2. მაგნიტოფონივით რამე მინდა ვიქონიო, აუდიო რომ ჰქონდეს მარტო და უსბ- ით ფუნქციონირებდეს და ეგეთი რამე არსებობს ბაზარზე? ან თქვენ რას ხმარობთ? მუსიკა და ცეკვა უყვარს ძალიან და ეკრანს არ ვურთავ, არადა მინდა ხოლმე მუსიკის ჩართვა/სმენა..

Posted by: Lemon Curd 22 Jul 2019, 23:11
Neno_
გამარჯობა, პირველი არ ვიცი და მეორეზე გეტყვი - ეს რომ იყიდო? მე ამაზონიდან გამოვწერე, გადასარევად ერთობა. ბლუთუსით ჩართავ ტელეფინიდან https://eu.jbl.com
* * *
sichiko
აუუ საწყალი ბავშვი, როგორ არ მთავრდება ეს ვირუსები რა არც ერთ სეზონზე. იმედია ხვალ უკვე კარგად იქნება

narkozeli
სტატისტიკისთვის - 08:30-19:00 ორშაბათი-პარასკევი, 10-15 შაბათი, მხოლოდ ბავშვის მოვლა და კვება, ტერიტორია საბურთალო და 650

Posted by: Neno_ 23 Jul 2019, 00:30
Lemon Curd
აბა ამაზონის ლინკიც ჩამიგდე რა. რაღაც ეგეთი მინდა, ოღონდ ბლუთუზთან ერთად ბარემ უსბ იც რომ ჰქონდეს, საერთოდ რომნარ საგვჭირდეს ტელეფონი biggrin.gif

Posted by: narkozeli 23 Jul 2019, 00:35
mCvanE_shteFsEli_
cvanca

მადლობა გოგოებო, დაახლოებით ჩამოვყალიბდი ))

Posted by: cvanca 23 Jul 2019, 00:54
9 თვის ბავშვთან კოღოების საწინააღმდეგოდ რა გამოვიყენო?

Posted by: sichiko 23 Jul 2019, 01:02
Lemon Curd

მეც მაგის იმედი მაქვს :/

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 01:04
Neno_
Bluetooth დინამიკი მაქვს მაგ ამბისთვის. ტელეფონიც შეგიძლია დაუკავშირო და ფლეშკაც უერთდება

Posted by: Neno_ 23 Jul 2019, 01:52
Fallen Angie
ვაფშე ვერ ვერკვევი გაჯეტებში, პენსიონერი ბებოს უნარ ჩვევები მაქვს და ესე იგი მარტო დინამიკებია საკმარისი? სად იყიდე, რა მიეცი? biggrin.gif

რამე მარტივი მინდა რა, მანქანის მაგნიტოფონის პონტში, პატარა, კომპაქტური, პროსტა მუსიკას უკრავდეს biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 02:47
Neno_
შენ თბილისში ხარ? დოლიძეზე ვიყიდე აგერ სახლთან ))) 80 ლარი მივათხლიშე, უფრო იაფიანებიც იყო.
ამაზონზე გიპოვი რამეს თუ გამოწერა გინდა. ეგეთია, სადაც ფინდა დააგდებ და უკრავს )))
* * *
Neno_
მაგალითად ეს, ან რამე მსგავსი რაც მოგეწონება. USB input უნდა ქონდეს

user posted image


Posted by: ნათია.0702 23 Jul 2019, 09:47
გიგოებო როგორ ხართ. თქვენი რჩევა მჭირდება. მოკლედ ბინა გვაქვს ორი საძინებლით, ერთი ბავშვისთვის განკუთვნილი, მარიამი 1.5 წლისაა ჯერ ჩვენს ოთახში იძინებს. ბავშვის საძინებელი მაქვს ცარიელი. ეხლა ცოტა ფინანსები გაგვიჩნდა და გადავწყვიტეთ ავეჯი შევუკვეთოთ, ანუ ვაპირებდი ორი ცალი ერთ საწოლიანი ლოგინი ტუმბოებით და კარადა. სტუმარიც რომ მოვიდეს დავაწვენ თქო (აქ იგულისხმება ჩემები რო ჩამოდიან ბათუმიდან). ხოდა ზოგი მეუბნება ეგ სასტუმრო ოთახი გამოდისო, ბავშვს უნდა ბავშვურიო. მოკლედ დავიბენი. ბავშვური საწოლი კიდე მგონია რომ მოკლე ვადითაა 7-8 წლისას აღარ მოუნდება ეს პრინცესული თუ რაღაც საწოლები როა. მოკლედ აღარ ვიცი. მირჩიეთ როგორ ჯობია.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 23 Jul 2019, 10:02
Neno_

1. ლილოში იყიდება 70 ლარი ღირს smile.gif 1 საწოლიანი 40 ლარი, წინა ვიქენდზე ვიყიდე

2. ჩვენ ეს გვაქვს https://www.amazon.com/Ultimate-Ears-Bluetooth-Waterproof-Shockproof/dp/B014M8ZO8S/ref=sr_1_3?keywords=ue+boom+2&qid=1563861666&s=gateway&sr=8-3

ძალიან კარგია, ეხლა ვფიქორბ ჩემ გასართობადდ ეს ხომ არ ვიყიდოთქო
https://www.amazon.com/Echo-Dot/dp/B07FZ8S74R/ref=sr_1_1?keywords=echo+dot&qid=1563861718&s=gateway&sr=8-1
25$ ღირდა წინა დღეებში, გაუძვირებიათ

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 14:00
mCvanE_shteFsEli_
მაგის რივიუები წავიკითხე, მეორესი. არ აქვს კარგი ხმაო მუსიკის მოსმენისას. მაგას ჯობია jbl ან რამე სხვა ფირმა იყიდო, იგივე ფასად უკეთესი ხმა ექნება. ეს გუგლის ალექსასთვის არის შექმნილი, მაშინ უფრო ძვირია ი ახალი თაობის მოდელი ჯნდა იყიდო და ძაან კაი ხმა აქვს

Posted by: Lemon Curd 23 Jul 2019, 14:00
Neno_
აი ეს მაქვს მაგრამ ბლექფრაიდიზე ვიყიდე და ნაკლები ღირდა
https://www.amazon.com/JBL-Waterproof-Portable-Bluetooth-Speaker/dp/B07QJ6Z8PF/ref=mp_s_a_1_1?keywords=jbl%2Bflip%2B4&qid=1563875833&s=gateway&sprefix=jbl&sr=8-1&th=1&psc=1

ამაზონს აქვს თავისი და ეგენი ნახე აბა.

იცი რა ტელეფონზე კი არის მაფრამ ტელეფონს სადმე შორს შემოდებ და ვსო სულ ვერ დაინახავს ბავშვი. ფლეშკასაც გამოიყენებ ამაზე.
ნეტა ეს რიგორია, ფასი ძაან კარგია
https://www.amazon.com/Sony-Bluetooth-Compact-Portable-Speaker/dp/B07R253L22/ref=mp_s_a_1_1?keywords=bluetooth+speakers&qid=1563876083&s=gateway&sprefix=blueyooth&sr=8-1b]sichiko[/b]
როგორ გყავს დღეს? დაუწია სიცხემ?

Posted by: Neno_ 23 Jul 2019, 14:04
Fallen Angie
ზუსტად ეგ მინდა და მაგ ფასიანი. გაიხარე, ვსო, გადაწყდა biggrin.gif მადლ9ბა დიდი!

!mCvanE_shteFsEli_
შენები ძვირიანებია ))
მადლობა, მთავარია მივხვი რაც მჭირვებია, ბლუთუზ ლაუდსპიკერი უსბ საფორთით და მასე ავარჩევ ვარიანტებს ))

ლილოსაც ვესტუმრები. კი აღარ აფსამს თამარი, მარა ერთხელ ხდება ფათერაკი და ეს იმდენს ფსამს, მთელი მატრასების გადაყრა მომიწევს და გავგიჟდები..
* * *
Lemon Curd
100 დოლარი ძალიან ძვირია five little monkeys მოსასმენად biggrin.gif
* * *
Fallen Angie
აუ, აბა წამით ამას შეხედე, რამე ფარჩაკი არ შემომეყიდოს. ამაზონს ჩოისიო და რევიუებიც კაი აქვს და ხო წავა ჩემი მიზნებისთვუს?
https://www.amazon.co.uk/gp/aw/d/B074XBHBJ5/ref=psdcmw_617419011_t1_B074QJ1XVV

Posted by: Lemon Curd 23 Jul 2019, 14:44
Neno_
არა ხო 100 ბევრია და მეც დამენანებოდა

აბა ესეც ნახე 15$ იო და ცოტა შეფასება კი აქვს მაგრამ კარგები, თან სონია მაინც

https://www.amazon.com/Sony-Bluetooth-Compact-Portable-Speaker/dp/B07R253L22/ref=mp_s_a_1_1?keywords=bluetooth+speakers&qid=1563876083&s=gateway&sprefix=blueyooth&sr=8-1b

შენც მოგეწონება და მოუსმენ ისე, კარგი საუნდი თუ ექბება

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 15:08
Neno_
მაგ ბოლო ვარიანტში ფლეშკიდან ვერ წააკითხებ. ტელეფონში რო პატარა ბარათები იდება მეხსიერების მაქედან კითხულობს. უსბ აქვს დასატენად მარტოო
* * *
Neno_
ვაბშე აქ თუ ხარ გაიარე ვაგზალზე, ყრია ტონა, წახვალ მუსიკიანი ფლეშკით და აარჩევ რასაც გინდა. ფერი გინდა, ხმა გინდა, ყველაფერს შეამოწმებ.

Lemon Curd
ჯბლ ძაან კაი ხარისხია, ცოტა ძვირია მარა ღირს. ძალიან მინდა მეც და უნდა გამოვკრა ერთი ხელი, იქნებ რაღაც მომენტში კაი ფასდაკლება გამოხტეს.

Posted by: Neno_ 23 Jul 2019, 15:33
Fallen Angie
ვაიმე კიდე კაი მითხარი, რატომღაც უსბ რომ წავიკითხე, მეთქი წასაკითხადაც აქვს თქო facepalm.gif

ვაგზალიც იდეაა, მითუმეტეს თუ იაფიანი ჩინური უნდა ვიყიდო ამაზონიდან, რაღა სხვაობა იქნება biggrin.gif

Lemon Curd
მადლობა, უკ ს ამაზონზე ვეძებ დღეს, პარასკევამდე მოსაღწევად დღეს უნდა გამოვწერო, მერე მოვდივარ და ამარიკიდან მერე გამოვიწერ თუ ვერ შევარჩიე რამე 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 23 Jul 2019, 17:37
Fallen Angie
აუ კი, დაუდარაჯდი, ეს ეხლა ყველაზე იაფიანი გამივწერე მე, თან ბლექფრაიდის სეილი იყო და მგონი 60 დოლარამდე გამოვიდა. ხოდა ამ უბრალოობის მიუხედავად, ისეთი მსუყე საუნდი აქვს. მანამდე დიდი ძველი გამაძლიერებლები მქონდა და იმასთან შედარება არაა, ეს წკლიპურტი ისეთ ხმას გამოსცემს. თან ხო "ფეთქავს" კიდეც, უფ მიყვარს ძალიან.

Neno_
აა მეგონა აქედან ეძებდი ))

Posted by: nature 23 Jul 2019, 17:51
გოგოებო ბავშვს თვალი ეცრემლება და ეწირპლება. მასწავლეს ძველი მეთოდი პენიცილინის ჩაწვეთება და საშიში ხომ არაა?

Posted by: TinANNO 23 Jul 2019, 18:21
გოგოებო მედიკამენტების სია დადეთ დასასვენებლად რა რომ წავალთ რა უნდა წაბიღოთ თუ გაქვთ შენახული, შარშანდელი დამეკარგა sad.gif

Posted by: sichiko 23 Jul 2019, 18:34
Lemon Curd


დაუწია და აქვს დაბალი ახლა 35.5 - 35.7 და პლიუს ამას დააყარა ტანზე მკერდთან და ზურგზე, ახლა ძინავს დავხედე და სახეზეც დაყრილი აქვს წინწკლებად რას უნდა ნიშნავდეს? ან დაბალი სიცხის დეოს რა მოვიმოქმედო? sad.gif

პ.ს არ ვარ თბილისში.
* * *
nature

არაფერი ჩააწვეთოთ ექიმის გარეშე. რა ხნის არის? ფიზიოლოგიურით უწმინდეთ მარლით, მე მითხრა ექიმმა ბამბით არა, რასგან ბუსუსები შეიძლება თვალში მოხვდესო.

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 18:49
Neno_
ხო მეც ეგრე ჩავედი აგერ მაღაზიაში და ყველა გავტესტე, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა ავიღე.
* * *
Lemon Curd
აუ ძაან მინდა sad.gif მე ძაან ვაშლისტი ვარ და ეფლის ისე მომწონს მაკანკალებს )))) პროსტა ვერ მივათხლიშავ 300 დოლარს და ჯბლ ვიცი რო ძაან ხარისხიანია.

Posted by: მზე 23 Jul 2019, 18:56
TinANNO
წეღან დავსერჩე მეც:

წამლების სია
1. ფენისტილი კოღოს ნაკბენზე წასასმელად.
2. სიცხის დამწევი პანადოლი / იბუპროფენი
3. ელექტროლიტები დიარეის დროს /დუფალაკი ან რაიმე მსგავსი შეკრულობისთვის.
4. ფიზიოლოგიური ხსნარი.
5. დექსამეტაზონი 1მლ/4მგ ამპულა ალერგიის დროს და კლარიტინი 5მლ. ასევე ერიუსის სიროფიც შეიძლება.
6. ბინტი ბამბა ბეტადინი ჭრილობაზე.
7. ოტიპაქსი 2-4 წვეთი ყურში ჩასაწვეთებლად ყურის ტკვილის დროს. (თუ გამონადენი არ არის)
8. შპრიცები ნემსით.
9. კოღოებისგან და სხვა მწერებისგან დასაცავი სპრეი ანტისოლი.


ასევე დავამატებდი ენტეროვირუსისთვის, აქედან რომელიმეს მაინც, ენტეროსგელი, ენტეროჯერმინა, ენტეროლი, ულტრაბიოტიკი, ლაქტოჯი, სმექტა და სახელი დამავიწყდა, პაკეტშია და უნდა გამოწუწნო

^^ ესაა რაც ვიპოვე

Posted by: Lemon Curd 23 Jul 2019, 22:04
sichiko
გამიგია რომ იცის მაღალი სიცხეების და ვირუსის მერე, წინწკლები ზოგადად ნასიცხმაც ხო იცის... ნეტა ექიმი რას გირჩევს? მგობია რომ უბრალოდ ვირუსის შედეგია და წამალი აღარ უნდა დაჭირდეს მაგას. როგირ გაწვალდა პატარა :/

Fallen Angie
ეუფ 300 ძნელი მისათხლეშია მართლაც, თან ჩვენი მყარი ვალუტის გათვალისწიმრბით

Posted by: mariami2525 23 Jul 2019, 22:33
Neno_
მინისოში ვიყიდე და ძალია კარგია ბლუთუსით უკავშირდება და ხმა კარგი აქვს

Posted by: Dark_Sky 23 Jul 2019, 23:01
ნათია.0702
მეც რემონტის პროცეში ვარ და არვაპირებ ვარსკვლავებიანი შპალერების და მსგავსების გაკვრას იგივეს ვაპირებ ბავშვის ოთახში ან ჩვეს საწოლს გავიტნ და ჩვნთვის სხვას ვიყიდი ან 2 საწოლს დავდგამ. გაფორმებები სხვა რამეებითაც შეიძლება, სათამაშოები თეთრეული ნათურები და აშ. რასაც მარტივად გადააკეთებ

sichiko
გაგვაგებნე როგორ იქნება
* * *
მზე
მეც მაგ სიით ვმოძრაობ smile.gif))

Posted by: ნათია.0702 23 Jul 2019, 23:28
Dark_Sky
არა შპალერი და მისთანები ჩვეულებრივი გა აკეთე მეც. უბრალოდ ამ საწოლების თემამ ამრია. მაინცდამაინც ეს კონკიას ეტლიანი და ელზას მახატიანი საწოლი რო არ ედგას რა დაშავდება

Posted by: Neno_ 23 Jul 2019, 23:46
mariami2525
ანუ ფლეშკით არ უკრავს, ხო?
უფლეშკოდ არ მაწყობს smile.gif

Posted by: Fallen Angie 23 Jul 2019, 23:48
Lemon Curd
არა, შანსი აქვს ნოლი რო ეგ ვიყიდო ))) ზედმეტი ფრონწკობაა, 300 დოლრა ბინის ქირაში ვიხდი და ახლა მაგ ფასიანი დინამიკი თუ არ გამოვჭიმე ))))

Posted by: sichiko 23 Jul 2019, 23:52
Lemon Curd

36 აქვს ახლა, უხასიათოდ არ არის, ჭამს, თამაშობს. როგორც წავიკითხე 36-36.8 არის ნორმ ტემპერატურა იღლიაში. თუმცა აშკარად გრილი მეჩვენება მანამდე მსგავსი არ შემიმჩნევია, მეც წავიკითხე მაღალი სიცხეების მერე იცისო, თან იმდენი დამწევი აქვს დალეული ამ დღეების მანძილზეsad.gif ახლა ანტიბიოტიკს ვაძლევ და შესაძლოა ეგრც იყოს მიზეზი, აღარ ვიცი, ზოგჯერ ვფიქრობ ზედმეტად ხო არ ვპანიკდები თქო.

Dark_Sky

დავწერ კი, როგორ არის შენი გოგო? მოაგვარეთ პრობლემა?

Posted by: mariami2525 24 Jul 2019, 01:26
Neno_
კი აქვს ფლეშკის შესაერთებელი და აუქსისაც და მგონი უკრავს biggrin.gif რო არ გეკითხათ არც ვიცოდი ეხლა დავხედე biggrin.gif
* * *
user posted imageuser posted image აი ესეთია
* * *
user posted imageuser posted image აი ესეთია
* * *
Neno_
კი აქვს ფლეშკის შესაერთებელი და აუქსისაც და მგონი უკრავს biggrin.gif რო არ გეკითხათ არც ვიცოდი ეხლა დავხედე biggrin.gif

Posted by: Tak 24 Jul 2019, 10:08
QUOTE (Tak @ 14 Jul 2019, 18:11 )
გოგოებო, გამარჯობა

მე და ჩემი მეგობრები ვეძებთ ინფორმაციას გარკვეულ ე.წ. "წრეებთან" დაკავშირებით

თუ რომელიმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვაკვალიანოთ - სად ისწავლება, რა ოფციებია,
ან თუ რომელიმე ადგილით/მასწავლებლით ხართ კონკრეტულად კმაყოფილი... მოკლედ ნებისმიერი ინფო იქნება
მისწრება : )) დიდი მადლობა წინასარ 2kiss.gif

ესე იგი;

1. ბრეიქდანსი
2. ჰიპჰოპი
3. პინგპონგი
4. ჩოგბურთი
5. რაიმე სტუდია თუ არსებობს სადაც სიმღერა-ხატვის კომბინაციაა ერთად
6. ჭადრაკი
7. კალათბურთი

კიდევ ერთხელ მადლობა chups.gif





love.gif chups.gif chups.gif

თუ ვინმეს მოგინდეთ დახმარება კვლავ მჭირდება smile.gif

Posted by: TinANNO 24 Jul 2019, 10:26
მზე
მადლობა smile.gif







--------------------------------------------------

Posted by: Neno_ 24 Jul 2019, 21:42
mariami2525
მშვენიერია! შევუვლი მაშასადამე მინისოს 2kiss.gif

ანუ დიდი ხანია გაქვს და ძლებს ხო ნორმალურად, კმაყოფილი ხარ ))

Posted by: mariami2525 24 Jul 2019, 21:44
Neno_
კი მე მომწონს ძალიან ხმაც ნორმალური აქვს ფასთან სEდარებით...ფასდაკლება იყო სა სადღაც 65 ლარი მივეცი...რო გამოწერო მძიმეა საკმაოდ და წონაც ბევრი მოგიწევს..ღირს აქ ყიდვა მოკლედ

Posted by: Neno_ 24 Jul 2019, 21:46
mariami2525
ხო, მეც მასე მოვიფიქრე. რომ ჩამოვალ შევუვლი მ8ნისოსაც და ავარჩევ. უღრმესი მადლობა! 2kiss.gif

Posted by: nature 25 Jul 2019, 00:20
მაია ხერხეულიძე და ეკა უბერი მიქეს. ვინმეს გქონიათ ამ პედიატრებთან შეხება?

Posted by: mariami2525 25 Jul 2019, 00:27
QUOTE (nature @ 25 Jul 2019, 00:20 )
მაია ხერხეულიძე და ეკა უბერი მიქეს. ვინმეს გქონიათ ამ პედიატრებთან შეხება?

უბერი არის ძაან დონე biggrin.gif მთელი ელიტის შვილები მაგასთან დადიან..და ძალიან ცნობილია

Posted by: nature 25 Jul 2019, 05:46
ხო ეგ მგონი ძველი განთქმული პედიატრი რომ იყო ვაკეში უბერი (სახელი აღარ მახსოვს. კაცია) იმისი შვილია და მამამისის გამოც ეგეც განთქმულია ალბათ. ხერხეულიძეზე არაფერი გსმენია? ჟვანიაშია ეგეცო და ნეტმა იაშვილი ამომიგდო

Posted by: ნათია.0702 25 Jul 2019, 08:17
nature
ჟვანიაშია მამა შვილი უბერი და ვაკეში ჟორდანიაშიც. მე ვაჯეში მყავდა რადგან ჟვანიაში ჩაწერით არ იყო. ეკასთან ვიყავით და რავიცი ხაან ბორმალური შთაბეჭდილებით წამოვედი ყურადღებიანია

Posted by: november777 25 Jul 2019, 09:59
nature
QUOTE
ხერხეულიძეზე

ხერხეულიძესთან მყავდა 4 წლის წინ, რამოდენიმეჯერ მოგვიწია ვიზიტი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
თუმცა ნუგზარ უბერი მგონი საუკეთესოა smile.gif

Posted by: google1 25 Jul 2019, 10:55
nature
მე დამყავს მიქელაძესთან და ხერხეულიძესთან, ორივე მომწონს. მაიასთან უფრო გეგმიურ ვიზიტებზე დავდივართ, ძალიან დეტალურად და დაკვირვებით უმოწმებს ყველაფერს და განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს სწორ კვებას. უკვე დამატებითზე თავისი ხელით გიწერს მენიუს, რა როგორ მოამზადო და ა შ, რაც ძალიან დამეხმარა. ალერგიულია და ჩემით არაფერი მიმიცია, მაიას დანიშნულებას მივყვებით და მშვენივრად ირგებს ყველაფერს.

Posted by: მზე 26 Jul 2019, 11:19
გოგოებო ნიას არ აქვს მონელების პრობლემა.
როგორ ფიქრობთ მაინც აუცილებელია რომ უგლუტენო სპეციალურად საბავშვო ვერმიშელი ვაჭამო?
სხვა რისთვისაა ეს გლუტენი ცუდი?
მგონი ალერგიაც არ აქვს იმიტომ რომ ჩვეულებრივ თონის პურს ჭამს მშვენივრად

Posted by: ნათია.0702 26 Jul 2019, 13:10
მზე
არც გამიგია ეგეთი ვერმიშელი. მე ვყიდულობ იტალიური როა კოლოფებში ლუჯი ფერის სახელი არ მახსოვს. კი ირგებს კარგად smile.gif

Posted by: მზე 26 Jul 2019, 13:13
ნათია.0702
ჰო ეგ მიყვარს მეც. ძააან კარგებია.
რავი რა ჩემმა დედამთილმა უგლუტენოო biggrin.gif რად უდნა უგლუტენო თუ არ აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა ვერ მივხვდი rolleyes.gif

Posted by: takotatuli1989 26 Jul 2019, 13:56
მოკლეთ ბავშვი მყავდა დასასვენებლად და იმავე სასტუმროში იყო 2 წლის და 2 თვის ბავშვიც რომლის კვება იყო ასეთი, დილას 6-7 პეჩენია, მერე კარტოფილი, მერე ჩაი და პეჩენია, ქათმის ბარკალი, მერე ისევ პეჩენია და ძილის წინ ჩაი და პეჩენია. ღამე იღვიძებდა და ჭამდა ფორმულას. მოკლეთ ამ ბავშვს სულ პეჩენია ეჭირა ხელში და ამ ჩემ შვილსაც აძლევდა და ესეც მაშინვე იტაცებდახოლმე პირში. ზუსტად ორ დღეში დაიწყო გულის არევა ყველანაირ ფაფაზე გარდა წიწიბურისა და პეჩენია მინდაო იმ ბავშვზე მითითებდა smile.gif). ხოდა კარგად ვაშიმშილე 1-2 დღე და დაიწყო ისევ ჭამა. შაქარს არ ვაძლევ მარა 2 კვირაა უმარილო სუპს, ბორშს ან ბულიონს აღარ ჭამს და სულ ცოტას ჩამატება მიწევს. იოგურტსაც უკვე პეჩენიით ჭამს და ხილფაფასაც და დღეში გამოსდის 3 იუბილეინის პეჩენია ჯამში სხვა საკვებთან ერთად და ძალიან ბევრი ხო არაა? წლის და 9 თვის ხდება.

Posted by: sichiko 26 Jul 2019, 14:30
გამოკეთდა ჩემი შვილი smile.gif)


მირჩიეთ კარგი მამოლოგი, ჩემ დას აქვს კვანძები და გვჭირდება თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც დანაზე არ იყურება ეგრევე :/

Posted by: an_u_ka 26 Jul 2019, 17:10
გამარჯობა ჩემ გოგოს აქვს ახალშობილთა აკნე და არაფერი არ უნდაო თავს იგიჟებენ ექიმები თქვენ ხომ არ გაქვთ რამე გამოცდილება? ველედას ან მუსტელას დასაბანი გელით ვბან და ყველა ჭამის შემდეგ წყლით ვბან სახეს და შემდეგ მუსტელას ფიზიობებეთი ვუწმენდ

Posted by: pearlgirl 26 Jul 2019, 17:22
an_u_ka
QUOTE
თავს იგიჟებენ ექიმები

არაფერი არ უნდა და იმიტომ smile.gif თავისით გადაუვლის, რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს და ცუდად გამოიყურებოდეს აკნე smile.gif

Posted by: takotatuli1989 26 Jul 2019, 17:24
an_u_ka
მე ტოპიკრემს ვუსვამდი მარა ერთხელ წავუსვი სულ ოდნავ გიდროკორტიზონი და დაუწყნარა სახე. ექიმთან შეთანხმებით ვქენი რა თქმა უნდა. ისე ჰორმონალურია გიდროკორტიზონის მაზი და ხშირად ხმარება არ შეიძლება.

Posted by: an_u_ka 26 Jul 2019, 19:00
pearlgirl
takotatuli1989
მადლობაsmile.gif იმედია მალე გადაუვლის თორე მე დამემართა ამასობაში ნევროზი smile.gif

Posted by: Tess 26 Jul 2019, 20:28
an_u_ka
ზუსტად ეხლა ვჩიოდი გვერდზე თემაში. დათასაც აქვს და ვღელავ რამით ხომ არ უნდა დახმარება. იქნებ მერევა და ახალშობილთა აკნე არ არის.
მეც ვბან სახეს ბიოლაინით და ყველა ჭამის მერე წყლით, მაგრამ განსაკუთრებით ნიკაპზე აქვს.
უფროს შვილზე ასე მიტხრეს ზუსტად არაფერი უნდაო და აულაგდა თავისით.

Posted by: NiniaG 26 Jul 2019, 21:12
user posted image
გოგოებო ამდაგვარად შევნიშნე ჩემსას მარცხენა ფეხზე, მასაჟებით გამოუსწორდება მდგომარეობა?

Posted by: Lemon Curd 26 Jul 2019, 22:22
NiniaG
მეც მაინტერესებს ეს საკიტხი, ბავშვს ჯერ არა მაგრამ მე მაქვს მსგავსად და დედაჩემსაც, და მგონია რომ ბავშვსაც ექნება ასეთქო, სულ მავიწყდება ექიმისთვის კითხვა რა ასაკიდან არის საყურადღებო ეს საკითხი.
რა ხნისაა შენი?

ზოგადად ასე მსმენია, რომ 8 წლამდე აწორი მიდგომებით ფეხის პრობლემები სწორდებაო. იმედია ვინც გამოცდილია უკეთ გიპასუხებს.


sichiko
QUOTE
გამოკეთდა ჩემი შვილი )

გილოცავ, რა კარგია!
გოგიტა ძაგნიძე ვიცი მე მხოლოდ


მზე
თავიდან ჰეინცის ვერმიშელს ვაძლევდით სუპში, ცალკეც მომიხარშავს მაგრამ მასე არ ჭამდა. ამ ბოლო დროს (წლინახწვრისაა) ბარილას ვაძლევ ჩვეულებრივ და რავიცი არ შემიმჩნევია რამე

Posted by: sichiko 27 Jul 2019, 01:05
Lemon Curd
მადლობა smile.gif

ადრე ვიკითხე და მირჩიეს მახსოვს ქალი, თუმცა არ ვიცი როგორ მოვძებნო ძველი პოსტი sad.gif გოგიტასთან თავად გქონია შეხება? აი ძალიან კარგიმინდა რომ არ დააპანიკოს და კარგად გაგვარკვიოს სიტუაციაში რა და როგორ სჭირს.
* * *
Tess
an_u_ka


არაფერი არ უნდა აკნეს, ჩემსასაც ქონდა ცხვირზე, საოცარი თეთრი წერტილები , გადაუარა თავისით, არაფერი არ უნდაო და არც წამისვამს. მით უმეტეს ხელით არ სცადოთ მოშორება.

Posted by: Fallen Angie 27 Jul 2019, 02:01
მზე
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს გლუტენს, რატომ უნდა "გამოაცალო", თუ მართლა ბავშვს არ აქვს პრობლემა და ინელებს ჩვეულებრივად.
გლუტენს ზოგი მწარმოებელი ბოროტად იყენებს და დიდი რაოდენობით უშვება რაღაც პრიდუქტებს და ამიტომ არ ითვლება კარგად იქ, სადაც არ უნდა იყოს. ისე ძეხვებსაც და ხორცის პროდუქტებსაც უმატებენ, რომ იყოს შეკრული, თორე დაიშლება ფაფასავით. მოკლედ ზომიერებაშია საქმე და ვერმიშელს ისედაც აქვს ბუნებრივად, ცომისგან კეთდება.

Posted by: nature 27 Jul 2019, 03:06
google1
QUOTE
მაიასთან უფრო გეგმიურ ვიზიტებზე დავდივართ,

სად მუშაობს? აღრიცხვაზე გყავს მაიასთან? სახელმწიფო დაზღვევა მოქმედებს?

Posted by: magi_ 27 Jul 2019, 04:50
გოგოებო გამარჯობა ჩემი პატარა სულ რამდენიმე დღისაა მყავს ხელოვნურზე ჯერ ჯერობით. კუჭში არ გასულა ერთ დღეზე მეტია როგორ მივეხმარო. სელიას ხელოვნურს ჭამს.

Posted by: NiniaG 27 Jul 2019, 08:48
Lemon Curd
15 თვის არის, ურეკში მყავს ახლა და სწორედ იქ შევნიშნე, მანამდე არ ვიყავი ასეთი დაკვირვებული. ტერფის თაღი არის გამოსაყვანი და იმედია მასაჟებით მივაღწევთ შედეგს sad.gif

Posted by: Lemon Curd 27 Jul 2019, 14:04
NiniaG
აბა რა, ძალიან პატარაა და უველაფერი გამოსწორებადია დარწმუნებული ვარ.
შეიძლება არასწორად ვიცი და უნდა დავაზუსტო, მაგრამ რატიმღაც მახსოვს ეგ თაღი ცოტა მერე გაჩნდება? აუცილებლად უნდა ვიკითხო შემდეგ ვიზიტზე მეც პედიატრთან და თუ საჭიროა მივიყვანო ორთოპედთან.
ვისთან ფიქრობ მიყვანას?

sichiko
ჩემი ახლობლები არიან ძაგნიძესთან და აქებენ, მეც რომ დამჭირდა ადრე, გავიკითხე და ეგ მირჩიეს, მერე აღარ მივედი უბრალოდ, ეწოსკოპისტით შემოვიფარგლე.
ქალებიდან ექოსკოპისტი ვიცი მხოლოდ სოფო მახარაძე, მე მასთნ დავდივარ.

Posted by: NiniaG 27 Jul 2019, 17:04
Lemon Curd
ჯორჯიან მამსში რასაც ვკითხულობ ცნობადი ექიმები ამბობენ ეგ არაფერიაო და მერე ხშირ შემთხვევაში ცუდი შედეგები აქვთ ბავშვებს, ქუთაისში ვარ დროებით და მანდ არის რობაქიძე, კარგი ორთოპედია, სასიამოვნო და იმ იშვიათთა შორის არის ჩემთვის, ვისაც ექიმობა უხდება smile.gif)))
მივიყვან იმ კვირაში ალბათ და ვანახებ, ვნახოთ რას მეტყვის smile.gif

Posted by: sichiko 27 Jul 2019, 23:46
Lemon Curd


მადლობა. აი ხო მახარაძე, ეგ ექოსკოპისტი ყოფილა ე.ი მამოლოგი მეგონა.

Posted by: google1 28 Jul 2019, 00:39
nature
ხერხეულიძე ჟვანიას კლინიკაშია, აღრიცხვაზე მგონი არსად მყავს, რადგან კერძო დაზღვევით მივდივართ ყველგან. ჟვანიაში წესით სახელმწიფო დაზღვევა უნდა მოქმედებდეს,თუმცა რადგან არ დამჭირვებია, ზუსტად ვერ გეუბნები.

Posted by: Cruel Intentions 28 Jul 2019, 07:32
გოგოებო მიშველეთ რა სანამ გავგიჟდი sad.gif
3 დღისაც არაა ბავშვი, ძლივს, წვალებით მივაჩვიე ძუძუს წოვას. მე რომ ვიმოწმებ და ექთნებიც (საწველითაც ვცადეთ) წვეთი არ გამოდის ხსენის. ბავშვი კი რაღაცას წოვს 2 საათში ერთხელ 20-20 წუთი თითო მხარეს. ჭირვეულობს ზოგჯერ არც უნდა და ძალით ვტენი რომ ამუშავდეს სადინრები. პამპერსებსაც სვრის და არ ვიცი რით, აშკარად არაფერი მაქვს. გუშინ ორჯერ მივაცემინე ხელოვნურიც, გიჟივით სვამდა დამშეული. აღარ ვიცი რა უნდა ვქნა, ორივე ვაჭამო ხოლმე რძე სანამ მექნება? პედიატრს გაჭედილი აქვს ბუნებრივ კვებაზე და აქ არ ასმევენ ხელოვნურს თუ თავი არ დააკალი ყოველ ჯერზე. სახლში მიმყავს დღეს და ვცდილობ გეგმა შევადგინო რა ვქნა. გქონიათ ვინმეს ესეთი გამოცდილება?

magi_

მარ, კარგია სელია? ირგებს ბავშვი?

Posted by: cvanca 28 Jul 2019, 11:17
Cruel Intentions
ნუ ნერვიულობ ასე,თავიდან შერეულზე გყავდეს და ნელნელა,წოვაში მოგივა რძე. მე 2.5 თვის მერე მომივიდა ისე,რომ ჰყოფნიდა. მანამდე შერეულზე იყო. მიახმარე ველედას,ან ჰიპის რძის მომყვანი. მე ველედა უფრო მომწონდა.

Posted by: ნათია.0702 28 Jul 2019, 12:57
Cruel Intentions
თუ საკეისრო გაქვს გაკეთებული ცოტა იგვიანებს რძე კარგად მოსვლას. მეც თავიდან არ მქონდა 3 თუ 4 დღე მერე წამომივიდა ხსენი მარაცმაინც ვაწოვებდი იმ ცარიელ ძუძუსაც და მერე ვაძლევდი ხელოვნურს. სადღაც 10 დღე ორივეზე იყო, მერე მე მასაჟისტიც დამჭირდა მკერდის კარგად დამიმასაჟა და სადინარებიც გახსნა და მოკლედ სრული 4 თვე მხოლოდ ძუძუზე იყო. ძუძუს ყველაზე მეტად ნერვიულობა და სტრესი არ უხდება. დამშვიდდი რასაც ყვები ბუნებრივია და მალე დაგილაგდება. ველედას ჩაი კაია მეც ვსვამდი მაგას. ეცადე დამშვიდდე. ჯერ აწოვე ძუძუ და მერე მიეცი ხელოვნური და ამასობაში მოვა რძეც.

Posted by: Cruel Intentions 28 Jul 2019, 13:17
ნათია.0702
cvanca

მადლობა რჩევისთვის. ფიზიოლოგიური მშობიარობა იყო და ყველას უკვირს წვეთი რომ არ მომდის უკვე მესამე დღეა. აქ გადამრიეს გამორიცხულია ხელოვნური დაუმატონ, ისტერიკა მეწყება უკვე მაგ თემაზე. სახლში მივალთ დღეს და ეგრევე მივცემ ხელოვნურსაც. პედიატრს ველოდები გაწერის წინ, შეხედოს მაინც და მშვიდად შევურევ რძე სანამ მექნება. ძალიან მინდა ბუნებრივი გამოვიდეს და სულ ვაწოვებ. იმედი მომეცა რომ შევძლებ ❤️

Posted by: magi_ 28 Jul 2019, 16:02
Cruel Intentions
აუ სოფ მე ხსენი მაქვს მაგრამ ექთნების გადამკიდე ბავშვი ხელოვურს მივაჩვიე, მეც თავი რომ არ მქონდა ვერ ვიყოჩაღე. გუშინ მასაჟისტი მყავდა რა შედარებაა უკეთ მომდოს მკერდიც გაიზარდა მაგრამ ეს არ წოვს, ეგ კი არა წეღან გამოვიწველე და რომ მივეცი მაფურთXა სულ((( გული მისკდება...

სელიას რაც შეეხება კარგად ირგებს კუჭშიც გავიდა უკვე 2 ჯერ.

Posted by: Anii9871 28 Jul 2019, 20:46
ალბათ სწორ ადგილას ვპოსტავ.შვილად აყვანის მსურველი თუ ვინმე ხართ, გამომეხმაურეთ.მინდა ბავშვი გაიზარდოს ნორმალურ გარემოში და ჰქონდეს ნორმალური ფსიქიკა.მაქვს მიზეზი ამას რატომ ვწერ,ამიტომ იმედი მაქვს კრიტიკოსების იქით გამოჩნდება ისეთი ადამიანი,ვინც იშვილებს თოთოს.

Posted by: Fallen Angie 29 Jul 2019, 11:41
Cruel Intentions
დაზღნარდი!!!
ბავშვი ტირის? ვერ აჩერებთ? არც ჩასვრილია არაფერი და ტირის?
თუ თვითონ არ ბზუის "უმიზეზოდ" ესეიგი არ შია. რძე მქონდა ტონა, ხსენის მერე, მარა საწველით და ხელით ვერაფრით ვიწველიდი 30 გრამზე მეტს, არადა ბავშვი მთლი დღე სკდებოდა იმდენს ჭამდა. ამიტომ წვეთი რო არ გამოდის არ ნიშნავს ეგ რომ ბავშვი დამშეულია და ვერ ჭამს.
ძალიან ნუ ჩაიციკლები მაგ თემაზე, მით უმეტეს კუჭის მოქმედება აქვს, ესეიგი ჭამს. ცარიელ ძუძუს 20 წუთი არ ჩაიდებს, რო შია და ვერ იღებს რაც უნდა უარესად ჭირვეულობს მერე ბავშვი და აგდებს ძუძუს და ჭამის პროცესში ტირის.

Posted by: iratta_26 30 Jul 2019, 12:04
NiniaG
რობაქიძესთან დამყავდა მე ორივე და კმაყოფილი ვარ.

Posted by: sichiko 30 Jul 2019, 12:16
გოგოებო ურეკში სასტუმრო აუზით მირჩიეთ რა , მანდ მაინც ვიჭყუმპალავებ თუ ზღვაზე ვერ გავედი )

Posted by: medichi 30 Jul 2019, 16:02
გამარჯობა გოგოებო

ჩემი პატარა წლის და 5 თვის არის, ვერ იტანს მგზავრობას. თქვენც თუ გქონიათ ეს პრობლემა და წამალს რას აძლევდით ???


Posted by: Perseus12 30 Jul 2019, 19:13
medichi
ნორმოსტოპი. დრამინა 2 წლიდან ინიშნება.

Posted by: anuki198889 31 Jul 2019, 13:08
გოგოებოო წლი ნახევრის ბავშვი რომ ექვსი საათისკენ კივილით იღვიძებს და ვერ ვამშვიდეფ ნორმალურია? ორი კვირაა რაც დაიწყო უაზრო ისტერიკა გაღვიძებისას. ზოგჯერ ამის სიცილი მაღვიძებს. გუშინ მაგალითად თვალებ დახუჭული იცინოდა. მნამ სუნთქვა გაახშირა და მივხდი იღვიძებდა,ველოდი დაიწყებს ეხლა კივილს თქო მაგრამ უცებ სიცილი დაიწყო. სიზმარში ზედავს რაღაცეებს და რა ვუშველოო? ადრე მყავდა ნერვოპათოლოგთან საოცარი წამლები გამოუწერა და არ მივეცი. ატარაქსი ფენიბუტი sad.gif მაგრამ იქნებ ჭირდებოდა და ასე იმიტომ გართულდა თქო.

Posted by: cvanca 31 Jul 2019, 15:54
ბორჯომის გარშემო, სადგერი, ცემი, წაღვერი და ა.შ. ხომ არ გაქვთ კონტაქტები სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროების კმაყოფილი რომ იყოთ და გაუწიოთ რეკომენდაცია?

Posted by: teklikie 31 Jul 2019, 20:52
როგორ უნდა მივხვდე რომ საჭმელი აღარ მოწონს და უმადობა არაა?? 3 თვისა. დაიბადა ღორმუცელა. სამშობიაროშივე 60 გრამს ჭამდა.2 თვის არ იყო 5 კოვზით ვუკეთებდი ჰიპს უკვე ცლიდა ბოლომდე ხან 10 გრამს ტოვებდა. დაიდო ბარკლები. მერე მოგვიწია აცრა 2 თვეზე და იქიდან დაიწყო უმადობა მარა რომ ვფიქრდები ცოტა ადრეც ჰქონდა ნიშნები. ანუ 160 გრამის მაივრად ჩამოვედით უცებ 100 ზე. ნამატი 1 თვიანი ამ.უმადობის მერე 700 გ. ავტყდი არ მოწონს თქო და ჰუმანა პლატინზე გქდავიყვანე. იგივე ხდება ახლაც. ღამის 12 ზე ჭამს ძილში ბოლომდე. შემდეგი დილის 6ზე უწევს მარა 60 გრამს ჭამს მარტო არადა 6 საათის მშიერია. შემდეგი დილის 10 ის ნახევქარზე და ჭამს 70 ან 80. მერე 1 ზე შეიძლება ბოლომდე ჭამოს. საღამოაკენ ისევ უკლებს. სოცხეს ვერ ვაბრალებ გრილ ადგილას ვართ 2 თვეა უკვე. ეს უმადობაა თუ ჰუმანაც არ მოწნს და სხვა ვცადო? ნამატი 700 გრამი ჰქონდა მაინც წინა თვეს.

Posted by: Fallen Angie 31 Jul 2019, 21:38
anuki198889
ესირება ბავშვს რაღაცები, მაგაზე როგორ იმოქმედებ? ამასაც ესიზმრება ხოლმე, ხან იცინის,
ხან ბზუის, ეგრევ წამომხტარა კივილით. წყლის ბოთლს ვაძლევ ხოლმე და ეგრევე ითიშება ეს.

Posted by: anuki198889 31 Jul 2019, 22:59
Fallen Angie
წყლის ბოთლს რომ ვაძლევ უარესად ღრიალებს. ყოველ დღე ესიზმრებაა? და ნორმალურია ასე სულ კივილ წივილით გაღვიძებები?

Posted by: Fallen Angie 1 Aug 2019, 00:17
anuki198889
QUOTE
წყლის ბოთლს რომ ვაძლევ უარესად ღრიალებს. ყოველ დღე ესიზმრებაა? და ნორმალურია ასე სულ კივილ წივილით გაღვიძებები?

სიზმრები კი ყოველდღე ესიზმრება. ისე, მე მაქვს მაგალითად ეგეთი ძილი, ბავშვი კი არა თითქმის ყოველ ღამე მე მეღვიძება წიოკით, ხან რა მელანდება ხან რა biggrin.gif ბავშვობიდან ეგრე ვყოფილვარ. ხან ვლაპარაკობ, ხან დავდივარ და ა.შ.
ნუ ადამიანის თავისებურებაა, ზოგი საერთოდ არ ნახულობს სიზმრებს.
ჩემი საკუთარი მაგალითიდან გეტყვი, იქნებ გამოგადგეს. უფრო მეტად ასე მეღვიძება როცა ძალიან ვიღლები და გათიშულს მეძინება. მერე ვბოდავ ან ვლაპარაკობ ან ვკივი, ანუ რაც სიზმარში ხდება ზედმეტად რეალურად აღვიქვამ და რომ მეღვიძება ისევ იქ მგონია თავი და რამდენიმე წამი მელანდება იქაური რაღაცეები, ანუ არც ვიცი როგორ ავხსნა.
ამიტომ აბა სცადე და იქნებ უფრო ადრე დააძინო, ძალიან ხო არ იღლება? ძილის წინ მშვიდი გარემო უნდა, ნაზი თამაშობებით, ცოტა ჩაბნელებულში. არ ვიცი, ექიმი რას გეტყვის, მაგრამ ჩემი აზრით ამის გამო ბავშვის წამლებით გაჭყეპვა არ ღირს, სხვანაირადაც შეიძლება დარეგულირება.

Posted by: Lemon Curd 1 Aug 2019, 10:24
anuki198889
ამ ზაფხულს დაიწყო ჩემმაც (წლინახევრისაა) პერიოდულად 6 საათზე გაღვიძება გულამოსკვნილი ტირილით, დგას ფეხზე და გამწარებული ტირის სანამ ამოიყვან საწოლიდან. გადმომყავს ჩემთან და წყნარდება, ეძინება ისე რომ თვალებს ძლივს ახელს მაგრამ აღარ იძინებს მაინც.
მოვდივარ მერე სამსახურში ზომბივით sad.gif
და ეს მეორდება კვირების განმავლობაში.

ჩვენთან დავაწვინე მაგრამ მაინც უთენია გაიღვიძა და სულ ტყაპატყუპით გაგვაღვიძა ჩვენც ))))

ღამით 10-ისთვის ვაწვენ და 11-ისთვის მაქსიმუმ ძინავს ხოლმე, ხან უფრო ადრეც.

საღამოს მაინც თავისით იძინებდა და ეს რამდენიმე დღეა ეგეც აკრძალა.
არც-ერთი-წუთი-საკუთარი-თავისთვის - ეს პერიოდი მაქვს smile.gif)

Posted by: Tamara1988 1 Aug 2019, 17:11
გოგოებო წლის და 5თვის ბავშვს 4კბილი აქვს და ძაან ცოტა ხომ არაა?შეიძლება რაიმე დარღვევა იყოს?

Posted by: sichiko 2 Aug 2019, 04:06
teklikie

როცა კბილი აწუხებთ მაშინაც იციან ჭამაზე უარის თქმა. ან სცადეთ საკვების შეცვლა და დააკვირდით.
* * *
Lemon Curd
Fallen Angie
anuki198889


ჩემიც ტირის ხოლმე ძილში, ყოველდღე არა, მაგრამ ნუ ტირის, ამასწინათ დედაო ისე იყვირა გული გამისკდა. გადაბმულადაც უტირია თვალდახუჭულს , მგონი ყველა შვება ეგრე, რავიცი არ მიმიქცევია ყურადღება.

Posted by: Lemon Curd 2 Aug 2019, 10:24
sichiko
მეც ვფიქრობ, რომ დროებითია, ემოციების ამბავია და გაუვლით. უბრალოდ მშობლები ვართ ცუდ დღეში )) ამ დილით 4 საათზე აღრიალდა. გადმოვაწვინე და ტირილი შეწყვიტა ეგრევე, მაგრამ დიდხანს ტრიალებდა, ათასნაირად მიმბეგვა ))) თვალები დახუჭული ქონდა. ბოლოს ოდესღაც დამშვიდდა და დაიძინა, მაგრამ ისევ უთენია გაიღვიძა.
ეჰ რა ფუფუნებაში ვცხოვრობდი, 10-დან დილის 8-მდე რომ ეძინა ))

Posted by: ოჩოპინტრე8 2 Aug 2019, 12:10
Cruel Intentions
არ ინერვიულოო, ეგრე მქონდა ზუსტად, ბავშვი აშკარად წოვდა და მე ჩემით წვეთი ვერ გამომყავდა, თუ ასველებს პამპერს და კუჭის მოქმედებ აქვს, ესეიგი ჭამს smile.gif აუცილებლად მიეცი ორივე ძუძუ ხშირად, ნელნელა რძეც წამოვა და შენც დაინახავ smile.gif

Posted by: NiniaG 2 Aug 2019, 13:52
iratta_26
მეც ისე მომეწონა მაგ კაცი smile.gif
3 წლამდე ყალიბდებაო ტერფიო როგორც ვკითხულობ, მაგრამ მასაჟებს გავუკეთებ, დაშინებულია სიარულზეც და მაგაზეც წაგვადგება მასაჟები smile.gif


Tamara1988
1,3-ს არის ჩემი და 5 კბილი აქვს, რავიცი, არ ვნერვიულობ <3


Posted by: ნათია.0702 2 Aug 2019, 21:06
გოგოებოო SOS....კარგი დერმატოლოგი ვინ იცით მირჩიეთ რა. რაღაც გამომივიდა იღლიაში წითლად მტკივნეული წვრილი თეთრი წერტილებით და ევექსში დერმატოლოგმა მითხრა მწვავე ინფექციური დერმატიტო. მინდა გადავამოწმო. მომწერეთ რა

Posted by: Fallen Angie 3 Aug 2019, 01:22
ნათია.0702
ალეკო კაციტაძე არის ყველაზე კარგი. ეგზემა მომირჩინა ისეთი რო რავიცი, იმედი მქონდა გადაწურული. ნომერს მოგცემ თუ გინდა. მიცკევიჩზეა

Posted by: sichiko 3 Aug 2019, 02:22
Lemon Curd

მალევე წყვეტს ჩემი ტირილს, ძილს რაც შეეხება არ ვუჩივი, 11-12 ზე იძინებს ღამე და ძინავს დილის 11- მდე ბედნიერად, ხან 12-მდეც smile.gif)

Posted by: Fallen Angie 3 Aug 2019, 03:34
sichiko
აუ ამასაც ეგრე ეძინა ხოლმე 11-მდე, რაც გამოზაფხულდა 9-ზე იღვიძებს. ისე მეშლება ნერვები ))))) მემგონი ადრე რო თენდება მაგის ბრალია, ძაან სქელი ფარდები ხო არ დავკიდოთქო ვფიქრობ.

Posted by: Lemon Curd 3 Aug 2019, 09:18
sichiko
Fallen Angie
აუუ რას მიკეთებთ smile.gif) ამან დღეს 8-ის წუთებზე გაიღვიძა და ზეიმი მაქვს.

აუ უცებ ხომ ვერ მირჩევთ - ბაქტერიოფაგში მიმაქვს ამის ანალიზი, აქამდე მანდ არ ჩამიბარებია და ზუსტად რომელში ან სად უნდა მივიდე? გოთუაზე რომ არის ეგ ვიცი მაგრამ გამიგია რომ რამდენიმეა ეგ ბაქტერიოფაგი და სადმე სხვაგან არ მოვხვდე

Posted by: Fallen Angie 3 Aug 2019, 09:45
Lemon Curd
მივასრისავ იქვე ეგრე ადრე რო ადგეს )))) რო იღვიძებს თავში ტელეფონს მირტყამს და ეგრე მაღვიძებს ))))))


ბაქტერიოფაგის ამბები არ ვიცი sad.gif არ ვყოფილვარ არასდროს

Posted by: ნათია.0702 3 Aug 2019, 09:52
Fallen Angie
მომე რა ნომერი. ნეტა დღეს თუ იქნება

Posted by: Fallen Angie 3 Aug 2019, 10:55
ნათია.0702
დღეს არ ვიცი sad.gif დაურეკე მაინც 599502018

Posted by: ნათია.0702 3 Aug 2019, 11:21
Fallen Angie
ხოო არაა დღეს. ორშაბათიდან ჩავეწერები

Posted by: NiniaG 3 Aug 2019, 11:51
sichiko
Fallen Angie
აუუუ, როგორ მინდა ეგეთ ძილს მიეჩვიოს :დდდ
9 საათის მერე იძინებს, ნუ 9-დან 10-მდე და დილით 7 საათზე ღვიძავს, 8-ზე თუ გაიღვიძებს იშვიათად ზეიმი მაქვს სახლში sad.gif

Posted by: Lemon Curd 3 Aug 2019, 14:05
Fallen Angie
თან არც შაბათი იცის, არც კვირა )))

ჰაჰა პატარა მონსტრიკები, ეს ყვირილს იწყებს საწოლიდან ადე ადე ადეეე დეეედააა, თავზარდაცემულს მაღვიძებს

Posted by: Fallen Angie 3 Aug 2019, 19:56
ნათია.0702
კი, მიდი აუცილებლად. სხვა დერმატოლოგებს არ ვცნობ, მართლა ძაან კარგია.

NiniaG
Lemon Curd
ვაიმე აი ეგრე ადრე რამდენჯერმე გაიღვიძა და ადამიანს არ ვგავდი :| რანაირად არსებობთ? ))))))

Lemon Curd
რამხელაა შენი? ეს კიდე არ ლაპარაკობს sad.gif იმედია ამოიდგამს მალე ენას

Posted by: NiniaG 3 Aug 2019, 22:09
Fallen Angie
მიუხედავად იმისა რომ 99 % ბავშვთან ერთად ვიძინებ, მაინც სულ გამოუძინებელი ვარ sad.gif
ვარსებობ კი? smile.gif))) ამას წინათ ტვინის მკვებავი წამალი ვიყიდე, იქნებ როგორმე რამოდენიმე კანონი წავიკითხოთქო და იმის დალევაც მავიწყდება sad.gif

Posted by: cvanca 4 Aug 2019, 01:21
ვინმემ ხომ.არ იცით,ან გამოცდილება ხომ არ გქონიათ, რას ნიშნავს,ჩემი ბიჭი, 9 თვის,სახეში ან თავზე ნერვიულად ირტყავს ხელებს. გაბრაზების დროს ხელებს იკბენს, საწოლსაც ჩააჭირა კბილები, გაოგნებული ვუყურებდი. ეხლა დასასვენებლად ვართ და რომ ჩამ9ვალთვაჩვენებ პედიატრს. მანამდე თქვენ გკითხავთ ვინმეს ხომ არ ჰქონია ეს შემთხვევა

Posted by: Fallen Angie 4 Aug 2019, 02:07
NiniaG
სელენიუმი დალიე, არ აქვს ქიმიური შემადგენლობა, წელიწადში ერთხელ 2-3 თვიანი კურსი უნდა ჩაიტარო.
აი ქრონიკულად დაღლილი ვიყავი, რამდენიც არ უნდა მეძინა მაინც დაღლილი ვიღვიძებდი, ძალა არ მქონდა არაფრის :| ამას ვსვამ 2 თვეა და იმდენი ენერგია მაქვს რავი, ბევრად უკეთ ვარ. ვიღლები, მაგრამ ადეკვატურად, დასვენებაც მყოფნის და ძილიც.
აქ არ იყიდო ოღონდ, უძვირესი ღირს. ამაზონიდან გამოიწერ 10 დოლარად, რაშიც აქ 100 ლარი უნდა მისცე.

Posted by: Lemon Curd 4 Aug 2019, 13:30
Fallen Angie

1.7 თვის ხდება. სიტყვებს და ჩვენს სახელებს ამბობს, ზოგს მიმსგავსებულად, ზოგს - თავის მოგონილ სიტყვას. ორ სიტყვას გადაბმულად მარტო მაშინ, თუ მოგმართავს და რაღაც უნდა, მაგალითად დედა კალიი ))).
ამას ისეთი ენაწყლიანი ძიძა ყავს, სულ ელაპარაკება და ამეორებინებს რაღაცეებს, მგონი მაგან აალაპარაკა smile.gif ანუ საგნებზე უთითებს, სახელწოდებებს ეუბნება და პრინციპში ჩვენც მასე, გასართობად უფრო. შენი რამხელაა? დაიწყებს აბა რას იზამს, ჯერ მარაგს აგროვებს ალბათ პატარა.

აუ არ ვიცი რანაირად ვარ, ამ დილით 5 საათზე გაიღვიძა, აჩრდილებივით ვართ. გადმოვაწვენ და არის ძილღვიძილში, ჩახუტებით ერთ წამს გეხუტება, მერე ისევ იწყებს ხვანცალს. გახტება, გაწვება თავზე, თმებს გწიწკნის, რაღაც მომენტში გადავარდა კიდეც ლოგინიდან. ეხლა ჩემი თავი მეცოდება რომ ვყვები ))) თან ეძინება და ბოლომდე არ იღვიძებს, ანუ საწოლიდან არ გადადის, აქ დახტის. მე კი ვსარგებლობ და ვჯუჯგნი ამის ხორცებს მაგ დროს, მაგრამ ძაან დამღლელია ჯამში.
ეხლა დაიძინა მაგრამ როგორია ამ დროს დაიძინო შენც. კიდევ კარჰი სულ ასე არაა და ბედნიერი პერიოდებიც გვაქვს ხოლმე, 8-მდე როცა ძიმავს.

ომეგა3 გამოვიწერე მე და ველოდები ეხლა, ბ კომპლექსით. სელენიუმი არ ვიცოდი, დავგუგლო აბა

* * *
გოგოებო, საზამთრო როდიდან შეიძლება მივცე ბავშვს? ვერ ვყიდულობ შიშით )) აგვისტოა და მგონი საშიში აღარაა, უბრალოდ ბავშვისთვის რამდებად რეკომენდირებულია თუ იცით

Posted by: ნათია.0702 4 Aug 2019, 15:40
Fallen Angie
სელენიუმით დავინტერესდი შეგიძლია დადო ფოტო? დავგუგლე მწვანე აფთიაქს აქვს 250 აბიანი 69 ლარად.
* * *
Lemon Curd
ჩემი არის წლინახევრის ჯერ არ მიმიცია. რატო მაქვს შიში საზამთროზე არ ვიცი ორსულობაშიც კი არ ვჭამე. ყველაფერ ხილს ჭამს მარწყვიც კი მივეცი მაგრამ აი საზამთროზე ვატორმუზებ და მეც არ ვიცი რატო.
* * *
Lemon Curd
ომეგა სამიც სხვადასვა ყოფილა. ეგეც მაინტერესებს. ისეთი გამოფიტული ვარ ამ სამსახურით და სახლიტ გადაღლილი და ველოდები შვებულებას ძალების მოსაკრებად და პლუს მინდა იმუნიტეტსაც წავეშველო რამე პრეპარატებით

Posted by: Fallen Angie 4 Aug 2019, 16:44
Lemon Curd
ტოლები ყოფილან, ეს წლის და 8 თვის ხდება რამდენიმე დღეში და ხმას არ იღებს ))))
თავის ენაზე ტრაკანებს და ვსიო.
დილის გაღვიძებაზე ჩვენც ეგრე ცოტა ხანი ლოგინში ვხვანცალებთ )))) ძაან ძნელია ეგრევე წამოხტე


ნათია.0702
გადავუღებ მე რომელიც მაქვს და გაჩვენებ. ენდოკრინოლოგმა გამომიწერა მე, აქ რაც იყიდება ყველაზე კარგი არის სელენიუმ 200-ო, ამერიკულიაო.
მეთქი თუ ამერიკულია მამაჩემს გამოვაგზავნინებ ბარამ იქიდანთქო და მაგ ბრენდის იქ საერთოდ არ არსებობს და მიყიდა სხვა. ეს სელენიუმ 200 ღირს 1 აბი 1 ლარი, ანუ 3 თვეში 90 ლარის მჭირდებოდა და იმან 100 ცალიანი მიყიდა 7$-ად. 250 ცალიანი 12$ ღირს, მაგრამ არ მჭირდება მაგდენი.


საზთრო გავასინჯე იმ დღეს, მშვიდობიანას ჩაიარა )))
* * *
ნათია.0702

user posted image

აი ეს მაქვს მე

Posted by: Lemon Curd 5 Aug 2019, 09:50
Fallen Angie
აი მასე რომ ლაპარაკობდა თავის ენაზე, ძალიან მალე დაიწყო მერე სიტყვებიც.
ვაა არ ვიცოდი სელენიუმი, რა კარგი დანამატი ყოფილა.

ნათია.0702
აგიტვირთავ ეხლა ფოტოს, ფოლიუმსაც შეიცავს თურმე, აღარ მახსივდა.
იღონდ ჯერ არ დამიწყია და შედეგი არ ვიცი smile.gif) გამოხმაურებები კარგი აქვს
user posted image

საზამთროზე მეც რაღაცნაირად შეშინებული ვარ, ორსულობის დროს ექიმმა დამაშინა და საერთოდ არ მიჭამია. მარწყვი მეც მივეცი, სხვა ყველაფერს ჭამს რავი. თუ დაინახავს და ძალიან გაგიჟდება მივცემ ცოტას ))

Posted by: nature 5 Aug 2019, 10:51
Cruel Intentions
QUOTE
3 დღისაც არაა ბავშვი, ძლივს, წვალებით მივაჩვიე ძუძუს წოვას. მე რომ ვიმოწმებ და ექთნებიც (საწველითაც ვცადეთ) წვეთი არ გამოდის ხსენის. ბავშვი კი რაღაცას წოვს 2 საათში ერთხელ 20-20 წუთი თითო მხარეს. ჭირვეულობს ზოგჯერ არც უნდა და ძალით ვტენი რომ ამუშავდეს სადინრები. პამპერსებსაც სვრის და არ ვიცი რით, აშკარად არაფერი მაქვს.

ძალიან დაგვიანებული პასუხია, მაგრამ ძუძუში არაფერი იყოს და 20 წუთი წოვდეს ბავშვი უხმოდ გამორიცხულია, თუმცა პირველ მეორე დღეს შეილება, რადგან გაძლიერებული წოვის რეფლექსი აქვს ახალშობილს. ისე რომ მიხვდე რძე გამოდის თუ არა წოვის დროს უნდა მოუსმინო ბავშვს და ყლაპვის ხმა თუ გაიგე ესეიგი მოდის რძე.

ეხლა როგორ ხარ? როგორაა რძის საქმე? smile.gif

Posted by: Fallen Angie 5 Aug 2019, 14:52
Lemon Curd
QUOTE
აი მასე რომ ლაპარაკობდა თავის ენაზე, ძალიან მალე დაიწყო მერე სიტყვებიც.

ველოდები, ერთი სული მაქვს biggrin.gif ძაღლს ეჩხუბება ძაან აქტიურად თავის ენაზე lol.gif
გადიო წამოცდა გუშინ lol.gif ხოდა მემგონი მალე ამოიდგამს

QUOTE
ვაა არ ვიცოდი სელენიუმი, რა კარგი დანამატი ყოფილა.

მეც არ ვიცოდი, მე ფარისებრის პრობლემა მაქვს თან და აი ჩვეულებრივი ჩვარივით ვიყავი და ენდოკრინოლოგმა აუცილებლად უნდა დალიოო, წელიწადში ერთი კურსი ჩაიტარე ხოლმეო. თან ფარისებრი ისედაც აგდებს, თან ბავშვი, თან სამსახური და დალენჩებული ვიყავი.

* * *
QUOTE
საზამთროზე მეც რაღაცნაირად შეშინებული ვარ, ორსულობის დროს ექიმმა დამაშინა და საერთოდ არ მიჭამია. მარწყვი მეც მივეცი, სხვა ყველაფერს ჭამს რავი. თუ დაინახავს და ძალიან გაგიჟდება მივცემ ცოტას ))

აუ საზამთროს იმდენს ვჭამდი ორსულობისას კისრიდან მეწყებოდა მუცელი lol.gif

Posted by: takotatuli1989 6 Aug 2019, 11:59
cvanca
დასერჩე ბავშვის ტანტრუმი
* * *
Lemon Curd
ხოდა დღეს ჩემი თანამშრომელი მიყვება წლინახევრის ბავშვი ყავს კომბლეს ყვება, ფისუნია კატას სრულად ყვება, დედა გავისეირნოთო მეუბნებაო, აქ დაჯექიო, ყველა მეზობლის სახელი იცისო, თავის სახელს და გვარს ამბობსო. ჩემი გოგო წლის და 9 თვისაა და 3 დღეა თათოს მეძაცის და ბედნიერი ვარ. ოჯახის წევრების სახელები იცის და თვითონ ანიტა ქვია და რა გქვიათქო რო ვეკითხები ტაო მეუბნება. თვლა უსწავლებია ეხლა ძიძას რო ვეუბნები ერთი, მეუბნება ორი, მერე სამი- ოთხიო და ეგაა ... ის არის, ეს არის, იქ არის, აქ არის, არ არის. ის, ეს, ამაეებსაც იძახის. შენ აიღეო რო უნდა გითხრას - მე მეო ანუ შენ და მე ერევა. ცხოველებს ახმოვანებს მარა სახელებს ვერ იძახის, კვერცხს წიპა წიპას ეძახის. სიარული ხო იცითქო გუშინ ვკითხე და ვიციო მიპასუხა მარა მერე აღარ გაიმეორა. თუთიყუშივით უცებ გაიმეორებსხოლმე რაღაცეებს მარა ლაპარაკს არ ვეძახი ამას მე და შემოდგომაზე ვაჩვენებ მაინც ფსიქოლოგს.

ვერ იტანს ფისუნია კატას ან ენძელა და იას რო ვუყვები ხვდება რო მინდა გამიმეოროს ბოლო სიტყვები და არა არაო წინასწარ ყვირის biggrin.gif ზოგადად ყველა ლექსი ბეზრდება რამდენჯერმე თუ ვეტყვი. ეხლა ერთადერთი რა ლექსიც მოწონს არის მაყვალა მრევლიშვილის ბუქნა-ბუქნა და სიმღერა ,,მოწყენილი მგელი ვარ" smile.gif)

Posted by: NiniaG 7 Aug 2019, 11:07
Fallen Angie
მადლობაა, წავიკითხე ანოტაცია და ძალიან მომეწონა, სავარაუდოდ საქართველოში ვიყიდი sad.gif

გოგოებო, ვისაც გოგოები გყავთ კითხვა მაქვს, ანუსის თავზე წანაზარდივით რომ აქვს ბავშვს ეგ რა არის? არ მქონია შეხება და არ ვიცი, ვერ ვხვდები უნდა ჰქონდეს თუ არა sad.gif ფოტოსაც დავდებ თვალსაჩინოებისთვის თუ საჭირო იქნება

Posted by: Lemon Curd 7 Aug 2019, 11:31
Fallen Angie
Fallen Angie
აუ ესეც მთელი დღე სათამაშო ტელეფონზე ებჟუტურება ხან ვის, ხან ვის, თავის აფრიკულ ენაზე ))) სადღაც ანბანის ბოლოშია გასული და ძირითადად თანხმოვნებიან "სიტყვებს" ამბობს ))

takotatuli1989
კაი რაა, ზღაპარს რანაირად ყვება, გავოცდი. გამორიცხული არაფერია ისე, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ახვადასხვა მიმართულებით მეტად განვითარებული..
ამას ზღაპრები არ აიმტერესებს, მაგრამ წიგნებით შეიძლება დიდხანს გაართო, თითს ადებს ვთქვათ ჩიტს და ხმამაღლა ამბობს. მერე უნდა რომ ჩვენ დავადოთ თითი და ვუთხრათ რას რა ქვია, ვსო სულ ეგაა წიგნებთან ურთიერთობა. რომ ვუკითხავ ხელიდან მგლიჯავს )) ნოდარ დუმბაძის ლექსები მოვუტანე და არც მაგაზე გაგიჟდა, მოკლედ ნარატივი არ აინტერესებს, მთავარია ნახატები იყოს )))

აუ ძალიან აუტანლად საყვარლები კი არიან ♡

Posted by: Fallen Angie 7 Aug 2019, 11:44
Lemon Curd
QUOTE
აუ ესეც მთელი დღე სათამაშო ტელეფონზე ებჟუტურება ხან ვის, ხან ვის, თავის აფრიკულ ენაზე ))) სადღაც ანბანის ბოლოშია გასული და ძირითადად თანხმოვნებიან "სიტყვებს" ამბობს ))

lol.gif აუ ტელეფონიიი, ეგ საერთოდ საოცრებაა lol.gif რუსულად პასუხობს "დადააა" და ისე ირტყავს ამ ტელეფონს ყურზე რო მგონია ერთხელ რამეს იტკენს lol.gif
მეორე ხელს პარჭყავს, თან დადის და ესეც ხო ლაყა-ლაყა მისი ფრაზაა, რა თქმა უნდა, რბილი ლ-თი lol.gif

აი საერთოდ ნუ გიკვირს ზღაპრები მაგ ასაკში, უფროსი 1 წლის უკვე ამბობდა რამდენიმე სიტყვას და წლინახევრის იმენა გატლეკილი იყო.

Posted by: Lemon Curd 7 Aug 2019, 11:59
Fallen Angie
ვაიმე ლაყა-ლაყა ))) რბილი ლ არ მითხრა, ეს ამბობს ტილო-ს სასწაულად ))) ძიძა ეძახის მაგიდის საწმენდს და აითვისა. დაუვლის მერე ამ "ტილოთი" მთელ სახლს და მოაკრიალებს, საბოლოოდ რა თქმა უნდა გადასაგდებია ))

არ იწერ ხოლმე სიტყვებს? მენანება დასავიწყებლად და ტელეფონში ვიწერ, მერე სადმე გდავწერთქო

Posted by: Fallen Angie 7 Aug 2019, 12:08
Lemon Curd
QUOTE
ვაიმე ლაყა-ლაყა ))) რბილი ლ არ მითხრა, ეს ამბობს ტილო-ს სასწაულად ))) ძიძა ეძახის მაგიდის საწმენდს და აითვისა. დაუვლის მერე ამ "ტილოთი" მთელ სახლს და მოაკრიალებს, საბოლოოდ რა თქმა უნდა გადასაგდებია ))

ტილ'ოოო lol.gif წარმომიდგენია ზუსტად როგორ ამბობს lol.gif

QUOTE
არ იწერ ხოლმე სიტყვებს? მენანება დასავიწყებლად და ტელეფონში ვიწერ, მერე სადმე გდავწერთქო

ჯერ არ ამბობს არაფერს და რა ჩავიწერო lol.gif ვიდეოები გვაქვს ტონა ამ თავისი ტრაკანის biggrin.gif
უფროსი იგონებდა საოცარ რაღაცეებს, ლომიც და ვეფხვიც იყო ლ'ეფხვი lol.gif სურათებიანი წიგნი გვქონდა ცხოველებით და ხელს ვუდებდი რო ეთქვა, რას რა ერქვა. ვადებ არწივს და აშკარად ვერ იხსენებს, ნუ მივეხმარე არწ- ვეუბნები და გაებადრა სახე "არწონი" lol.gif

საოცარი პროცესია, აი ძალიან მიყვარს <3

უი გუშინ საოცრება უქნია, ძიძა 6-ზე მიდის ხოლმე და სადღაც ნახევარი საათი მამამისთან არის ხოლმე მარტო და ნუ ეს ვერ იტანს რაღაც საშინელებს რო შვება, თაროებზე დაძვრება, მაცივარში იქექება, წიგნებს ხევს, მე მიშვებული მყავს ბავშვია და გაერთოსთქო.ხოდა ყველაზე საყვარელი ადგილი არის აბაზანა ამისი, ოდნავ ყურადღებას მოვადუნებთ თუ არა იქ მიდის, ოღონდ აი ისე ჩუმად რო ვერც გაიგებ ჩქამს, არადა ჭრიალებს აბაზანის კარი, მაგრამ არ ვიცი როგორ ახერხებს, აი ძაან ჩუმად აღებს და მოხურავს ხოლმე, რომ უცბად ვერ მივხვდეთ სადაა lol.gif ხოდა მივდივარ სახლში და აშკარად რაღაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი ისეთი სახე აქვს მამამისს lol.gif შეპარულა აბაზანაში და ზედ გადმოუქცევია დიდი ვედროთი წყალი lol.gif თან რო მიუსწრებ უცბად აკეთებს მერე რაღაც საშინელებას რო მოასწროს, ამან რო შეუსწრო ხელებს ატყაპუნებდა შიგნითო და რო დაინახა მამამისი სასწრაფოდ მიმართა რადიკალურ ზომებს და ზედ გადაისხა lol.gif

Posted by: Lemon Curd 7 Aug 2019, 14:46
Fallen Angie
ლ'ეფხვი და არწონი )))) საიდან იგონებენ უბრალოდ.

აი ლაყა-ლაყას თუნდაც)) მე ისე წამში მავიწყდება თუ არ ჩავიწერე. ვიდეოს ვერ ვიღებ თითქმის, ჩუმდება ეგრევე.

ვაიმეე ბევრი ვიცინე ))) ეგ აბაზანის სცენა სასწაული იქნებოდა. აუ ხო ეგ მაგარი იციან რომ წაასწრებ და აჩქარებული ტემპით ასრულებს ბოროტმოქმ3დებას )))

Posted by: Cruel Intentions 7 Aug 2019, 15:59
nature

მაგ ამბების მერე მარიზიც მყავდა, რძე არ მოდიოდა საერთოდ, დაგროვილი იყო ცოტა და ვერ გამოდიოდა, ბავშვი კი არა თვითონ ძლივს მოერია. მაგის მერე გაუმჯობესდა მდგომარეობა, მატებაც დაიწყო ოღონდ უკვე 12 დღისაა და ჯერ კიდევ ძუძუს მერე ხელოვნურის დამატება მიწევს. არ ყოფნის ისევ. ვნახოთ როგორ მომემატება, ყოველი ჭამა ჯერ ჩემი რძით იწყება. ხან 5 წუთი წოვს თითოს და ხან 15 მაგრამ ნერვები ეშლება თვითონაც, სოსკასავით წოვაზე გადადის ხოლმე 5-7 წუთში. მთავარია დაეწია თავის დაბადების წონას და ეხლა უნდა აკრიფოს წესით სწრაფად ❤️

Posted by: Utopian 8 Aug 2019, 12:50
Fallen Angie
კიდევ კარგი შემოვიხედე და სელენიუმზე ვნახე შენი პოსტი
დღესვე გამოვწერ თორე მკვდრებივით ვართ მე და ჩემი ქმარი
მშობიარობის შემდეგ კარტანი დამინიშნა ექიმმა და მაშინ კარგად მოვიხოდე, მაგრამ ახლა აღარ მიშველა
მაგის იმედიღა მაქვს

ლაქტაციის დროს შეიძლება ნეტა?
ვერ ვანებებინებ, ისე უყვარს მეცოდება
თან ახლა რძე მინდა ისწავლა და ისე საყვარლად ამბობს... :დ

Posted by: ReBelDiNaAa 8 Aug 2019, 13:02
გოგოებოო გამარჯობა.
ცხვირის წვეთი მქონდა ადრე მუქი წითელი ფერის იყო მახსოვს.თეთრ პატარა შეფუთვაში.ვერაფრით ვერ ვიხსენებ სახელს.
უშრობდა ცხვირს მალევე
იქნებ დამეხმაროთ??

Posted by: NiniaG 8 Aug 2019, 13:47
გოგოებო, ამ მოვლენასთან არ გქონიათ ხო ალბათ შეხება? sad.gif
ვისაც გოგოები გყავთ კითხვა მაქვს, ანუსის თავზე წანაზარდივით რომ აქვს ბავშვს ეგ რა არის? არ მქონია შეხება და არ ვიცი, ვერ ვხვდები უნდა ჰქონდეს თუ არა sad.gif ფოტოსაც დავდებ თვალსაჩინოებისთვის თუ საჭირო იქნება

Posted by: Salomea2018 8 Aug 2019, 18:09
გამარჯობა გამოცდილო დედებო. შეგიძლიათ მირჩიოთ ყველაზე გემრიელი ფორმულა რომელია? 3 თვისაა დაბვე რვ8გებ უმადობა ჭირს თუ რა ხდება, არ ჭამს კარგად.

Posted by: nature 8 Aug 2019, 23:50
გოგოებო ორი თვის არაა ჯერ ჩემი ბიჭი და ძალიან ბევრს ჭამს ასე მგონია, 120 მლ ჭამს და ნორმაა ვიცი მაგრამ არ ყოფნის და ხშირ შემთხვევაში ვუმატებ 30 გრამს და მაინც კიდევ საჭმელს ეძებს და ტირის, თან აღებინებს, ძალიან ბევრს არ იღებს მაგრამ რასაც ამატებს ალბათ იმას უკან იღებს. როგორ მოვიქცე ვაჭამო ყველა ჭამა 150 ? და ამ 150 ის მერეც რომ კიდე თითებს იჭამს რას ნიშნავს ეგ?
* * *
Salomea2018
ვის რა პრობლემა აქვს არა? biggrin.gif მე ვჩივი ბევრს ჭამსთქო biggrin.gif
ისე საკვებზეც არის ალბათ მაგრამ ჩემი გოგო ცოტას რო ჭამდა დღეს ახალი საწოვარა ვუყიდე და მაგის დამსახურებაა თუ მოშიებული რომ იყო ა ვიცი 120 გრამი კი შეჭამა როცა 90 ჭამს ხოლმე. ისე რომ არც შეუსვენია რამის. წინა საწოვარებზე სულ სვენებ სვენებით ჭამდა. ლატექსი ვუყიდე წაკვეთილი. იქნება საწოვარა შეგეცვალა შენც?

user posted image

ეს ვუყიდე დღეს. აფთიაქში დამარიგეს თუ აქამდე სილიკონის საწოვარათი აჭმევდი ეხლაც სილიკონის უყიდეო არ შეუცვალოო შეილეა არ მოეწონოსო, მაგრამ ზუსტად რომ წოვის პრობლემა მქონდა მე და მაგიტომ ვიფიქრე ლატექსიც მეცადა და გაამართლა. არადა დაბადებიდან ამ დრომდე ლატექსი არც საწოვარა მქონია და არც მატყუარა

Posted by: Fallen Angie 9 Aug 2019, 00:14
Utopian
ლაქტაციის დროს არ ვიცი, დაგუგლე აბა.
ან ნებისმიერი აქაური სელენიუმის ანოტაცია მოძებნე, პსპ-ს და რაღაც საიტებს უდევთ.

ესეიგი ეს ხო 6 თვემდე ძუძუზე ეკიდა, გრამი არ უჭამია სხვა არაფერი. მქონდა დიდი დეპრესია ახლა სამსახურში რო გავალ რა ეშველებათქო, მაგრად დაიკიდა )))) არადა უფროსი ძლივს გადავაჩვიე. მერე ღამე ჭამდა მარტო, იმასაც ჭამა არ ერქვა, ორი წვეთი და ტრიალდებოდა, მეთქი ეგეც ჩვევაა და მაინც ვინერვიულე ღამე არ გაჭდოსთქო და შენც არ მომიკვდე ))))) აი ძალიან მკიდია ბავშვია

Posted by: sichiko 9 Aug 2019, 06:19
გოგოებო წამლები ვიყიდე წამოსვლის წინ, ჩამოწერილი მქონდა და ჩემ დას გავატანე რაც უნდა ეყიდა, იქ ისე ჩადეს არც შევხედეო და რომ ჩამოვედი დავათვალიერე ფაგიო არის ასეთ შეფუთვაში, რა მოვუხერხო ამას როგორ ვიხმარო? :/ და იგივე სპრეი ფაგიოა? თავი რომ მოვხსნა მთლიანად რამდენი ხანი გაძლებს? და მაცივარში უნდა შენახვა? თან მთლიანი ყუთი მაქვს ესეთი. user posted image

Posted by: rock in rose 9 Aug 2019, 10:03
გოგოებო გამარჯობათ, მკერდის მასაჟისტი დალის ნომერი ხომ არ იცით?
ძალიან მჭირდება

Posted by: takotatuli1989 9 Aug 2019, 11:06
rock in rose
571064466 ნოემბერში ეს ქონდა ასე მიწერია

Posted by: Lemon Curd 9 Aug 2019, 11:32
ბავშვი ბაკურიანში მიმყავს და წამლებიდან რას მირჩევთ რომ წავიღო?
და კიდე საკვებზე მინდა რჩევა გთხოვოთ - სადილებზე რა ვქნა, 1.7 თვისაა და ქილის რომ წავუღო, ათი დღე რამე უჭირს? შიგადაშიგ ისედაც ვაჭმევ ხოლმე მაგრამ გადაბმულად ამდენ ხანს არ მიმიცია... თუ გაყინული წავუღო პორციულად ხორცი+ბოსტნეულები და იქ გავუკეთო ხოლმე? არადა თუხთუხი ძაან არ მინდა )) თუ საერთოდ გავამზადო, დავაფასოვო და იქ გავუდნო? გაგიკეთებიათ მასე?

sichiko
ძველი ფაგიოს ფლაკონი თუ გაქვს, შესაშხურებლით, იმაში გადაასხი შპრიცის მეშვეობით. თუ არა - ერთი ცალი იქმებ იყიდო და გამოგადგება ეგენიც მარაგად. მე აფთიაქში მასწავლეს ორსულობსი დროს smile.gif

Posted by: Salomea2018 9 Aug 2019, 13:43
QUOTE (nature @ 8 Aug 2019, 23:50 )
გოგოებო ორი თვის არაა ჯერ ჩემი ბიჭი და ძალიან ბევრს ჭამს ასე მგონია, 120 მლ ჭამს და ნორმაა ვიცი მაგრამ არ ყოფნის და ხშირ შემთხვევაში ვუმატებ 30 გრამს და მაინც კიდევ საჭმელს ეძებს და ტირის, თან აღებინებს, ძალიან ბევრს არ იღებს მაგრამ რასაც ამატებს ალბათ იმას უკან იღებს. როგორ მოვიქცე ვაჭამო ყველა ჭამა 150 ? და ამ 150 ის მერეც რომ კიდე თითებს იჭამს რას ნიშნავს ეგ?
* * *
Salomea2018
ვის რა პრობლემა აქვს არა? biggrin.gif მე ვჩივი ბევრს ჭამსთქო biggrin.gif
ისე საკვებზეც არის ალბათ მაგრამ ჩემი გოგო ცოტას რო ჭამდა დღეს ახალი საწოვარა ვუყიდე და მაგის დამსახურებაა თუ მოშიებული რომ იყო ა ვიცი 120 გრამი კი შეჭამა როცა 90 ჭამს ხოლმე. ისე რომ არც შეუსვენია რამის. წინა საწოვარებზე სულ სვენებ სვენებით ჭამდა. ლატექსი ვუყიდე წაკვეთილი. იქნება საწოვარა შეგეცვალა შენც?

user posted image

ეს ვუყიდე დღეს. აფთიაქში დამარიგეს თუ აქამდე სილიკონის საწოვარათი აჭმევდი ეხლაც სილიკონის უყიდეო არ შეუცვალოო შეილეა არ მოეწონოსო, მაგრამ ზუსტად რომ წოვის პრობლემა მქონდა მე და მაგიტომ ვიფიქრე ლატექსიც მეცადა და გაამართლა. არადა დაბადებიდან ამ დრომდე ლატექსი არც საწოვარა მქონია და არც მატყუარა

ბოთლების და საწოვარების კოლექცია მაწვს, ყველა ფორმის ზომის ფასის და რავიცი. არ უნდა არ ჭამს, უნდა და სულმოუთქმელად ცლის. საწოვარის პრობლემა რომ იყოს, ლოგიკურად ამ დროსაც ვე რუმდა დაცალოს

Posted by: Utopian 9 Aug 2019, 13:48
Fallen Angie
წუხელ უნდა გამომეწერა და რომ წავიკითხე იმდენი გვერდითი ეფექტი ჰქონდა წავედი დავიძინე sleep.gif


Lemon Curd
QUOTE
თუ საერთოდ გავამზადო, დავაფასოვო და იქ გავუდნო? გაგიკეთებიათ მასე?

მე ასე გავაკეთე წინა კვირას სოფელში რომ მყავდა. სტუმრად ვიყავით და იქ არ იყო ყიდვის საშუალება. ხვალაც ზღვაზე მიმყავს და აქედან უნდა წავიღო გაყინული კატლეტი და გუფთა.
თუ უყვარს ქილის და დაანაყრებს რა უჭირს. მე პაუჩები მიმაქვს. სხვას აღარ ჭამს მზას არაფერს


Posted by: Lemon Curd 9 Aug 2019, 14:24
Utopian
უყვარს კი, უბრალოდ 10 დღე გადაბმულად მაინც ქილის მიცემის პერაპექტივა არ მომეწონა. არ ვიცი, კი არ ვერჩი არაფერს ქილისას, უბრალოდ ხო პატარა ასაკიდანაა და ეს 1.7 წლისაა და "მეცოტავება" შემადგენლობა. სემპერის რომ არის დიდი ასაკისთვის ეგ არ მოსწონს.

კატლეტს იქ შეწვავ თუ ბარემ შემწვარს გაყინავ?

Posted by: tamu_tamuna 9 Aug 2019, 15:27
პრუვეტ გოგოებო. 3 ბორბლიანი ველოსიპედის ტარებას მიახლოებით რა ასაკიდან შეძლებს ბავშვი?

Posted by: sichiko 9 Aug 2019, 15:43
Lemon Curd


არა ძველი ფაგიო არ მაქვს, ესეც პირველად ვიყიდე, აქ ყელის შესასხურებელი არასოდეს გამოუწერეს და იქიდან წამოვიღებ თქო. შპრიცსაც ვერ ვყიდულობ რეცეპტის გარეშე, გუშინ სიცხის დამწევის შპრიცით ამოვიღე და შევასხურე ეგრე .


კიდევ ერთი , მინდოდა კბილის გელი კალგელი , მეორესთვის თადარიგი დავიჭირე( აქ ეგეც არ გამომიწერა პედიატრმა ) და კალგელის ნაცვლად ჩაუდია ეს და თუ გიხმარიათ ვინმეს, ეფექტურია? მე კალგელი ვიხმარე კარგად დანიელზე. user posted image

Posted by: NiniaG 9 Aug 2019, 16:06
Lemon Curd
ბაკურიანში 1 წლის იყო რომ მყავდა და გაყინული წავუღე თევზი/ხორცი, ასევე ყველაფერს ადგილზე ვუკეთებდი (ასაკის გამო)
1,3 წლის მყავდა ურეკში და მანდაც ვუკეთებდი ყველაფერს sad.gif

ქილის საჭმელის მიღებას თუ გადაწყვეტ, ბაკურიანში საკმაოდ კარგად არის მომარაგებული აფთიაქები და არც დაგჭირდება აქედან წაღება.

sichiko
სულ მასეთ ფორმაში ვიყენებ ფაგიოს, შესასხურებელი თუ იყო არც ვიცოდი smile.gif))

Posted by: Utopian 9 Aug 2019, 16:44
Lemon Curd
უმ, შეზავებულ ფარშს ვყინავ და იქ ვუწვავ

Posted by: nature 9 Aug 2019, 17:43
ბავშვი ვისაც გყავთ დაზღვეული თანდაყოლილ დაავადებებზე ოპერაციას სადაზღვეო აფინანსებს თუ იცით?

Posted by: Lemon Curd 9 Aug 2019, 17:44
Utopian
აა გასაგებია, მადლობა
* * *
NiniaG
დიდი მადლობა, ვიფიქრე და ისევ ქილის გადავწყვიტე, გავედი შესვენებაზე და მოვზიდე, მაგრამ კარგია იქაც თუ არის, მშვიდად ვიქნები მაშინ.

Posted by: rock in rose 9 Aug 2019, 20:05
takotatuli1989

დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Fallen Angie 10 Aug 2019, 09:14
მოკლედ ნიამ ვირუსი აიკიდა რაღაც. მე-3 დღეა მაღალი სიცხეები აქვს, პირველ დღეს ძლივს ვუგდებდით, გუშინ კიდე არაუშავდა. ხოდა გამოვიძახე ექიმი დაზღვევის სახლში, ვინც დადის ხოლმე შვებულებაში ყოფილა და გამოუშვეს სხვა :| ესეიგი არ ვიცი ექიმი კი არა მემგონი პროსტა ქუჩიდან მოვიდა ვიღაც :| ბავშვს ყელში ძლივს ჩახედა, წამლები მე გამოვწერე ფაქტიურად, ფაგიო რამდენი ჩავასხა-მეთქი და რავიცი შეხედავო რა :| ხოდა მოკლედ ოდნავ წითელია ყელიო, არადა 39 აქვს სიცხე ბავშვს და ვერ ვუგდებ, მაქსიმუმ 38-მდე ჩამოვწიოთ. ეს უფრო კბილების ბრალი იქნებაო.
მოკლედ გუშინ გავკოჭეთ და მამამისმა ჩახედა და ჩირქი აქვს ყელში. ისეთი გაცოფებული ვარ, დავტანჯე ბავშვი, დროულად მაინც დავუწყებდი ანტიბიოტიკს.

Posted by: Marikela2018 11 Aug 2019, 00:47
sichiko

პედიატრმა დამარიგა ადრე - თავი კი არ მოხსნა, შპრიცი ჩაარჭვე რეზინის თავსახურში და ისე ამოიღე და გაათბე ოთახის ტემპერატურაზე ან ხელით, მთლიანი ფლაკონი რომ არ გაათბო. მაცივარში ინახება და, შესაბამისად, გათბობა გჭირდება გამოყენებამდე.

Posted by: ლუქსუს 11 Aug 2019, 06:25
Fallen Angie
როგორაა ბავშვი?

გოგოებო წითელ ყელზე და ყელის ტკივილზე ეფექტური რაა წლამდე ბავშვისთვის, 9 თვისაა

Posted by: Tess 11 Aug 2019, 06:44
nature
თანაყოლილზე არაფერს აფინანსებენ. გულის კვლევაზეც კი უარი მითხრეს, ფორმა 100ში თანდაყოლილის კოდი აქვს მინიჭებული ეექიმსო. რომ ჩავალ.უნდა ვიჩხუბო მაგ საკითხზე

Posted by: sichiko 11 Aug 2019, 06:57
QUOTE (NiniaG @ 9 Aug 2019, 16:06 )


sichiko
სულ მასეთ ფორმაში ვიყენებ ფაგიოს, შესასხურებელი თუ იყო არც ვიცოდი smile.gif))

როგორ იყენებ? როგორ ასხურებ ანუ, გახსნილს როგორ ინახავ?
* * *
Marikela2018

ახლა ვნახე ფაგიოზე, შპრიცი არ მაქვს:/ ვერც ვიყიდი ეგრე მგონი, უნდა ვიკითხო:/ მოვხსენი თავი და სიცხის დამწევის შპრიცს ვხმარობ. მაცივარში არ მაქ. ე. ი მანდ შევინახავ. მადლობა.
* * *
nature

არ აფინანსებს არაფერს თანდაყოლილს, ნუ ჯიპიაი ეგრეა სხვა არ ვიცი, დაიბადა და სიყვითლე ქონდა ესო თანდაყოლილია არ აფინანსებსო, გულზე -თანდაყოლილია არ აფინანსებსო, რისთვის ვიხდიდით 80 ლარს დღემდე არ ვიცი .
* * *
Fallen Angie

ეგეთი ვირუსი შეეყარა ბორჯომში დანის, ანტიბიოტიკი დასჭირდა ჩირქიანი ქონდა ყელი, სიცხე 40 მდე ასდიოდა, არაფერი უკლებდა ლამის გავგიჟდი.

როგორ არის ლოყა ბავშვი?( თუ შემორჩა ძველებური ლოყა :*)

Posted by: cvanca 11 Aug 2019, 10:05
ლუქსუს
ტანტუმ ვერდე გვქონდა 3 თვისას დანიშნული

Posted by: Fallen Angie 11 Aug 2019, 14:34
ლუქსუს
დღეს ბევრად უკეთაა, ყლაპვა უჭირს ისევ, მაგრამ ნუ არ დაბზუის მთელი დღე და სიცხეც წამლის გარეშე 37.5 აქვს, მგონი გადავლახეთ კრიტიკული პერიოდი.

ფაგიო ძალიან კარგია, აი ტანტუმ ვერდეც გირჩიეს, ნიასთან არ დამჭირვებია და უფროსისთვის ხშირად გამომიყენებია პატარა როცა იყო.

sichiko
აი ჩვენც ეგრე ვიყავით 4 დღე sad.gif საშინელებაა, ანტიბიოტიკი დავიწყეთ, დავურეკე ჩვენ პედიატრს და აზიმაკი დაიწყეთ თუ ჩირქიაო. ნერწყვს ვერ ყლაპავს და უშვებს გარეთ და დააყარა ტუჩების გარშემო, 3 ბუშტივით გამონაყარი აქვს, მერე მაგაზე გამოვიძახე სასწრაფო პედიატრი, არაფერიაო.
ასეთი საწყალი არასდროს ყოფილა, ღამე იღვიძებს, ჩხავის, წყალი უნდა და რო ყლაპავს უარესად ტირის, მოკლედ საშინელი დღეეები გამოვიარეთ რა.
რამდენ დღეში გაუარა შენსას?

Posted by: sichiko 11 Aug 2019, 17:34
Fallen Angie

გამონაყართან ერთად ქონდა ეგ ვირუსი, ოღონდ ბუშტივით არა, უფრო ჭინჭრის ციებასავით აყრიდა, მეორე დღესვე ჩავიყვანე მიქელაძესთან,მითხრა ამ ვირუსს გამონაყარიც ახლავს თანო, 5 დღე ქონდა სიცხე და მაგრამ ყელი სიცხის მერეც ტკიოდა და წითელი ქონდა. არაფერს ჭამდა, ისე კარგად იყო მოპუტკუნებული და ისევ დაიკლო sad.gif

Posted by: Fallen Angie 11 Aug 2019, 17:50
sichiko
ძალით ვაჭმევ, მარტო ფაფებს და იოგურტს, სხვას ვერაფერს ჭამს. რამეს უსვამდი გამონაყარზე? ვფიქრობ ახლა ხო არ წავუსვა რამე. ამას აშკარად დორბლი რო გადმოსდის მაგისგან აქვს, ის ნერწყვიც ხო გამოტენილია ბაქტერიებით, ინფექცია აქვს ყელში და ვფიქრობ მაგისგან დააყარა. ზილიონკა რო წავუსვა რა უჭირს ვითომ? ან დავურეკავ პედიატრს.

Posted by: sichiko 11 Aug 2019, 18:09

* * *
Fallen Angie

კი მე ვუსვამდი სინაფლანს , ალერგია მეგონა თავიდან და მიქელაძემ რომ მითხრა ალერგია არ არისო ამას. user posted image


ეგეც მხოლოდ ფაფას თუ შეჭამდა დილით ისიც სიცხეები რომ ქონდა არ ჭამდა :/ და ჰუმანას იოგურტს ორ ცალს

Posted by: Cruel Intentions 11 Aug 2019, 18:41
გოგოებო ქავთარაძის ევექსში ხომ არ იცით კარგი პედიატრი? მიქელაძესთან დამყავს, მაგრამ კითხვები როცა მაქვს, დასარეკი მაქვს სასწრაფო საქმეზე ან რუტინულად წასაყვანია აცრებზე და შემოწმებაზე, მირჩევნია ნაკლებად რიგებიანი ექიმი გვყავდეს. მანდ ვაპირებ აღრიცხვაზე და აცრებზე ტარებას და იმიტომ მაინტერესებს კონკრეტულად ეგ კლინიკა

Posted by: Guda_Guda 11 Aug 2019, 18:58
სალამი

შეიძლება ახალშობილისთვის გარდაცვლილი ადამიანის სახელის დარქმევა?

Posted by: Fallen Angie 11 Aug 2019, 21:16
sichiko
ვიყიდი ჰიდროკორტიზონს დღესვე, ძაან გაუწითლდა.
აი მეც ჰუნანას იოგურტს და ფაფას, მართლა ძალით ვასხამ, მაგრამ შია თან აშკარად, ამიტომ ვაჭმევ ძალით და მერე მშვიდდება.
რა საშინელებაა ეს ყელი რა, ადამიანს აღარ ვგავარ ისე მეცოდება ასე რო ტკივა და ვერაფერს ვშველი sad.gif

Posted by: sichiko 11 Aug 2019, 21:55
Fallen Angie

უფ საშინელებაა:/ მალე გამოჯანმრთელდეს :*

Posted by: amoeka 12 Aug 2019, 14:39
გოგოებო 7 წლის ბიჭისთვის მირჩიეთ კარგი ნევროპათოლოგი

Posted by: ნათია.0702 12 Aug 2019, 20:21
Guda_Guda
მე მქვია ბებიაჩემის სახელი, როცა დამარქვეს დამარქვეს გარდაცვლილი იყო. ბევრი ვიცი ირგვლივ ეგეთი, მითუმეტეს აჭარაში ეგ ძაან პოპულარული ამბავია smile.gif
* * *
amoeka
ციციშვილში გოჩა ჩიკვაიძე. მე ძაან მომწონს

Posted by: Guda_Guda 13 Aug 2019, 10:27
ნათია.0702
ერთმა მამაოს ვკითხე და არ შეიძლებაო,ვეღარ გავიგე რა

Posted by: NiniaG 13 Aug 2019, 13:02
Guda_Guda
ნათია.0702
თუ სახელი მომწონს, რატომაც არა, იმ გარდაცვლილზე სულ არ ვიფიქრებდი smile.gif

ჩემს მეუღლეს ფანატიკურად უყვარდა დედა, მთელი ცხოვრება მას შეწირა რასაც ჰქვია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ყველაფერს აკეთებდა, სახლიც კი გავყიდეთ საბოლოოდ, მაგრამ სამაგიეროდ დედამისი მეორე შვილზე იყო თანგადაყოლილი, რომელსაც ციტრამონიც არ ჰქონდა ნაყიდი დედისთვის, ჩემს ქმარს ართმევდა და მეორეს ატენიდა sad.gif ხოდა ჩემი გოგო რომ დაიბადა (დედამთილის გარდაცვალებიდან, ისიც ნაადრევად) გვითხრეს დეიდებმა ჩვენ გვეგონა დედაშენის სახელს დაარქმევდიო facepalm.gif sad.gif

Posted by: Perseus12 13 Aug 2019, 15:26
Guda_Guda
რაც გაგიხარდება ის დაარქვი, არც სასულიერო და არც საჯარო პირს არ ეკითხება ეგ. მეტისმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებაა იფიქრო, რომ არ შეძლება გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელის დარქმევა.

Posted by: nature 13 Aug 2019, 16:16
Tess
sichiko
კაია რო ვიკითხე მადლობა გოგოებო
Cruel Intentions
QUOTE
გოგოებო ქავთარაძის ევექსში ხომ არ იცით კარგი პედიატრი?
ცოტნე ბესელიას აქებენ ძალიან, ტერიტორიულად რო მაწყობდეს აუცილებლად მაგასთან ვივლიდი
* * *
Guda_Guda
იცი რა? არ უნდა იფიქრო იმ გარდაცვლილზე, წმიდანის სახელი უნდა დაარქვადა წმიდანის საპატივცემულად და მას შეავედრო შენი შვილი და ის წმიდანი იქნება მისი მფარველი.

Posted by: *Artless* 13 Aug 2019, 21:32
QUOTE (Anii9871 @ 28 Jul 2019, 20:46 )
ალბათ სწორ ადგილას ვპოსტავ.შვილად აყვანის მსურველი თუ ვინმე ხართ, გამომეხმაურეთ.მინდა ბავშვი გაიზარდოს ნორმალურ გარემოში და ჰქონდეს ნორმალური ფსიქიკა.მაქვს მიზეზი ამას რატომ ვწერ,ამიტომ იმედი მაქვს კრიტიკოსების იქით გამოჩნდება ისეთი ადამიანი,ვინც იშვილებს თოთოს.


გამარჯობა, ანი.

არ ვიცი, როდის შეხვალ ექაუნთში.
იქნებ ჯერ აღარც აპირებ.
ამიტომ...

შეტყობინება მოგწერე და როცა მოახერხებ, მიპასუხე რა.

Posted by: Guda_Guda 13 Aug 2019, 21:39
მადლობა გოგონებო საინტერესო პასუხებისთვის

Posted by: nature 13 Aug 2019, 23:35
გოგოებო ხელოვნურ რძეს მომზადებიდან 1 საათი აქვს ვადა. ხანდახან არ ჭამენ და 1 საათს 10 მაქსიმუმ 15 წუთი ვაცილებ ხოლმე და თუ ვინმემ იცით მკაცრად უნდა დავიცვა ეგ 1 საათი თუ შეილება რამოდენიმე წუთის გადაცილება?

Posted by: sichiko 14 Aug 2019, 07:53
Fallen Angie

როგორ არის პატარა?


————

გთხოვთ მირჩიოთ პლანშეტი, რომელიც მუშაობს სიმ ბარათზე, ნორმალური ან სულაც კარგი მონაცემებით. რომელი ფირმის გაქვთ და რომლითაც ზეკმაყოფილი ხართ ..

Perseus12


როგორ ხარ? როგორ არიან შენი გოგონები ^_^


Guda_Guda


კაცო მასე ყველა სახელი ვიღაცას ერქვა, რომელიც გარდაცვლილია( ლოგიკურად) ხოდა რატომაც არა smile.gif


nature

ჯობს გაუმზადო ცოტა და დაუმატო თუ მოითხოვენ, ვიდრე დააყოვნო იმაზე დიდხანს რაც რეკომენდირებულია.

Posted by: ლუქსუს 14 Aug 2019, 09:37
nature
ერთი საათიც ბევრია, მაქს ნახ. საათი

Posted by: Perseus12 14 Aug 2019, 09:48
sichiko
კარგად, სურამში ვიყავით ერთი თვე, მე ჩამოვედი, პატარები მამას ყავს ახლა ქვიშხეთში, უფროსი კი თავის მამამ წაიყვანა შეკვეთილში კონცერტზე და გუშინ შემხვევით ტვ-ში ვნახე :დ მარტო ვარ და ხან ვალაგებ, ხან გოგოები მყავს და ასე smile.gif შენ როგორ ხარ?

Posted by: Fallen Angie 14 Aug 2019, 10:03
sichiko
უკეთესად არის, რა შედარებაა. ოღონდ ისევ ჭიდაობით ჭამს და მსუქანი ბარკლები ჩამოუდნა sad.gif

აუ პლანშეტზე რავიცი, მე ძაან ეფლის მოყვარული ვარ და აიფედი იდეალურია <3 მე რაც მაქვს და ვიცი ეგაა, თუმცა ძვირი ღირს და ვიცი რომ სხვა ბრენდებიც არის არანაკლებ კარგი და უფრო იაფი. სამსუნგსაც კარგი პლანშეტები აქვს, ლენოვო არ იყიდო. ზოგადად სუსტი ბრენდია.

Posted by: luckygirl15 14 Aug 2019, 18:47
nature
თუ კი პირდაუკარებელია და არ უჭამია საერთოდ შეიძლება. ზოგი გამზადებულ ფორმულას ინახავს მაცივარში და მერე ათბობს. თუკი ყუთს აწერია ვადა რამდენი ხანი შეიძLება გააჩერო მაშინ პრობლემა არაა.

Posted by: sichiko 14 Aug 2019, 19:17
Perseus12


კარგია smile.gif) მეც მოვიარე ყველაფერი სანამ ვიყავი მანდ , მაგრამ არ მეყო თვენახევარი:/ ვიბერები და ვარ 7 ის გავხდები ერთ კვირაში.
* * *
Fallen Angie


ხოო ავადმყოგ
ფობაზე რომ ხდებიან მაგას ვერ ვიტან sad.gif ეს ყელი ძალიან ვერაგია არასოდეს რჩებაsad.gif ჩემსას დღეს ჩავხედე და ისეთი წითელი აქვს და დაწინწკლული ყელი რაღაცნაირად, მომეჩვენა თითქოს ცხელიც იყო ვუზომავ ამ სიცხეს არ აქვს, უკვე დავნერვოზდი მგონიsad.gif(

———
მირჩევნია ღირდეს ცოტა ძვირი და იყოს კარგი, მეუღლეს უნდა ვაჩუქო დაბ დღისთვის smile.gif არასოდეს მქონია და აზრზე არ ვარ პლანშეტებში რა ხდება, სულ მაკმაყოფილებდა ჩემი აიფონები :დ სამსუნგზეც გამიგია კი კარგიაო.

Posted by: Fallen Angie 14 Aug 2019, 21:29
sichiko
მაშინ აიფედი ერთმნიშვნელოვნად. მოკლედ არ ჩაიციკლო მაინც და მაინც ბოლო წლის მოდელებზე, ჯობს 2 წლის წინანდელი მოდელი იყიდო და უფრო დიდი ეკრანით. აიფედ მინი მე მაგალითად მეპატარავება, ეარები არის კარგი, პრო ძალიან ძვირია. ძალიან კომფორტული რამეა ზოგადად პლანშეტი, მეც სულ ტელეფონით ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ აი წიგნს ტელეფონში ვერ წაიკითხავ მაგალითად, პლანშეტში სულ ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ფაილებზეც იმუშავებ რო რამე.
უი ხო, ერთი ის გაითვალისწინე, რომ აიფედებს, თუნდაც სიმი ედებოდეს, ტელეფონის ფუნქცია არ აქვს, ანუ დარეკვის. ანდროიდებს აქვს.

Posted by: Guda_Guda 15 Aug 2019, 01:03
sichiko
QUOTE
კაცო მასე ყველა სახელი ვიღაცას ერქვა, რომელიც გარდაცვლილია( ლოგიკურად) ხოდა რატომაც არა 


მე ვამბობ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელის დარქმევას

Posted by: მზე 15 Aug 2019, 09:35
Fallen Angie
QUOTE
ლენოვო არ იყიდო. ზოგადად სუსტი ბრენდია.

არა ხარ მართალი smile.gif)) მონაცემებია მთავარი და ლენოვოც მშვენიერია

Posted by: Fallen Angie 15 Aug 2019, 10:56
მზე
სამსახურში გვაქვს ლენოვოს ტექნიკა ბევრი ძალიან და სულ პრობლემები აქვს, რაც მაგალითად ჰპ-ის არასდროს ჰქონია. ანუ, შეიძლება ვიყიდოთ ერთი რამე და გაგვიმართლოს და მშვენივრად იმუშაოს, მაგრამ ამ ბევრიდან გამომდინარე ვიცი რო გაპრობლემების რისკიც მაღალია.

Posted by: მზე 15 Aug 2019, 13:35
Fallen Angie
რავი მგონი არასწორად უყურებ.
ასე ფირმით ვერ გაარკვევ, გააჩნია რა ფასიანს და რა მონაცემებით ყიდულობ.

მე მქონდა სამსახურში ლენოვო და ეხლა ჰპ მაქვს და ლენოვო მირჩევნია (უბრალოდ უეკთესი კლავიატურის გამო :დდ)
თორემ პრობლემები არც ერთს არ ქონია
უნიში ლეპტოპები რომ მისცეს ბავშვებს განვადებით ჰპ იყო და არაფრად არ ვარგოდა, მაგრამ იმავე წარმატებით ჩემს ქმარს უმაგრესი ჰპ ქონდა (რომელიც დაძველდა და ეხლა აღარ ვარგა) და მე მაქვს უმაგრესი ლენოვო.

მოკლედ ასე ცალსახად თქმა, იმჰო, არასწორია

Posted by: Fallen Angie 15 Aug 2019, 15:22
მზე
ხოდა მაგას ვამბობ, 1-2 ცალით ვერ მიხვდები. 100 ცალ ლენოვოსა და სიტყვაზე 100 ცალს სამსუნგს შორის, როლებსაც იგივე მონაცემები აქვს, ის უფრო პრობლემატურია მაგას ვგულისხმობ.
ფასიც შესაბამისია, ერთი და იგივე ფასად ლენოვოს უფრო კარგი მონაცემებით იყიდი ვიდრე სამსუნგს, მაგალითად.

Posted by: მზე 15 Aug 2019, 16:48
Fallen Angie
კიი მაგაში გეთანხმები

ნია როგორ გყავს? love.gif

Posted by: Fallen Angie 15 Aug 2019, 17:08
მზე
ვაიმე ძლივს განოიხედა თვალებში. სტომატოლოგთან წავათრიე გუშინ და იმის მერე უკთესადაა, ჭამა გემრიელად როგორც იქნა.

ეგ მეორე ქალისმაგვარი არსება რას შვება? გყავდა სადმე ?

Posted by: მზე 15 Aug 2019, 17:32
Fallen Angie
აუ რა კარგია <3 ლოყები ხო ისევ ფუმფულა აქვს? <3

კიი, ეხლაც სოფელშია ბებიასთან და 2 დღეში ერთხელ ჩემი მშობლები ჩადიან და მე და ჩემი ქმარი იქიდან დავდივართ და მოკლედ გავწყდით წელში biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 15 Aug 2019, 17:35
მზე
გახდა ცოტა, ვერ ჭამდა ეს ერთი კვირა წესიერად. გუშინ აფთიაქში ძაან დამცინეს ოღონდ, ეფერებიან ფუნჩულა და რაღაცებს ეძახიან, ვაიმე იცით ახლა გამხდარია-მეთქი და დაწვნენ სიცილოთ ))))))

აუ რა კაია ჰაერზე როა, არაუშავს წელში გაწყდომას, ამათ გარშემო ბრუნავს ახლა დედამიწა, ჩვენ ვის ვაინტერესებთ )))))
* * *
ასე გამოიყურება გამხდარი ბავშვი ))))) ავადმყოფობისგან გამსლეული ))
არადა მართლა გაცდა, მე ხო ვიცი sad.gif



user posted image

Posted by: მზე 15 Aug 2019, 18:00
Fallen Angie
ვაიმე რა ჩასაკბეჩი პატარა ადამიანია <3

შენ გყავდა სადმე?

Posted by: Fallen Angie 15 Aug 2019, 18:03
მზე
კიკეთში ავდივართ ხოლმე, ისე კაპიტალირად წელს ვერა sad.gif

Posted by: ნათია.0702 15 Aug 2019, 22:30
Fallen Angie
რა საყვარელი გოგოშკაა. ❤ სიგამხდრის რა გითხრა smile.gif ძაან გოგოა რა smile.gif

Posted by: sichiko 15 Aug 2019, 23:32
Fallen Angie
მზე
მე ხომ გონზე არ ვარ პლანშეტებში და პირდაპირ მოდელი დამიწრრეთ რომ ადვილად ვიპოვო smile.gif
რომ არ ირეკება ეგეთს არაუშავს ანუ ინტერნეტი რომ გამოიყენოს მაგიტომ უნდა ნომერი.


Fallen Angie


ისევ ისეთი ლოყა ბავშვია , სადაა გამხდარი smile.gif))

სტომატოლოგთან რატომ გყავდა?

Posted by: Fallen Angie 16 Aug 2019, 03:28
ნათია.0702
ფოტოებში ინაზება, არ იმჩნევს რო თზაა ჩვეულებრივი )))

sichiko
ტუჩებზე რო გამოაყარა შიგნითაც წითელი ქონდა პირი და დაუმუშავა, ეგრევ გამოიხედა თვალებეი, დღეს გადაგვჭამა, ყველაფერი ცოხნა რაც იპოვა სახლში ))))

მოკლედ აი ნახე, ძაან კაი ფასია.
ნებისმიერი iPad, გარდა iPad Mini-სა, მაგას ძაან პატარა ეკრანი აქვს. შენ გინდა wifi+cellular მოდელი. რო ჩამოშლი იქ აქვს. საორიენტაციოდ გიგდებ ამაზონის ფოტოს. რავი თუ გინდა ჩამიგდე რო შეარჩევ, შევხედავ რო ყველაფერი რუგზეა ))))
ანდროიდს თუ გადაწყვეტ პროსტა მართლა არ ვიცი, ანუ მონაცემებს კი გრტყვი კაია თუ არა, მაგრამ სამსუნგის გარდა რომელია კაი არ ვიცი sad.gif user posted image

Posted by: *Artless* 16 Aug 2019, 09:44
QUOTE (Fallen Angie @ 15 Aug 2019, 17:35 )
მზე
გახდა ცოტა, ვერ ჭამდა ეს ერთი კვირა წესიერად. გუშინ აფთიაქში ძაან დამცინეს ოღონდ, ეფერებიან ფუნჩულა და რაღაცებს ეძახიან, ვაიმე იცით ახლა გამხდარია-მეთქი და დაწვნენ სიცილოთ ))))))

აუ რა კაია ჰაერზე როა, არაუშავს წელში გაწყდომას, ამათ გარშემო ბრუნავს ახლა დედამიწა, ჩვენ ვის ვაინტერესებთ )))))
* * *
ასე გამოიყურება გამხდარი ბავშვი ))))) ავადმყოფობისგან გამსლეული ))
არადა მართლა გაცდა, მე ხო ვიცი sad.gif



user posted image

უაიმე love.gif love.gif love.gif

ძალიან კარგი ვინმე გყავს.

ნეტა ჩემი როდის გახდება ამხელა. love.gif

Posted by: Fallen Angie 16 Aug 2019, 10:43
*Artless*
აი ისე მალე გაივლის დრო რო ვერც მიხვდები, სულ ის შეგრძნება მაქვს, უი ამხელა როდის გახდა-მეთქი, ასე მგონია გუშინ იყო ნამცეცისხელა ))))) მენატრება უკვე ძაან პატარა

Posted by: makarena 16 Aug 2019, 11:04
დედებო მოგესალმებით, ახალბედა დედა ვარ. 11 დღისაა ჩემი პატარა და ძუძუ არ ჩაიდო. ჭამს ბოთლიდან გამოწველილს.

ეხლა მაქვს ასეთი კითხვა, დავუშვათ ბავშვთან ერთად გავედი გარეთ სასეირნოდ, როგორ უნდა შევინახო გამოწველილი რძე რომ არ გაფუჭდეს, მოგეხსენებათ 23-25 გრადუსში 4 საათი ძლებს, მაგრამ იქნებ 28 გრადუსია გარეთ. როგორ შევინახო გამოწველილი რძე რომ გარეთ ბავშვს ვაჭამო?

თუ ვინმეს გქონდათ მსგავსი გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ?

Fallen Angie
რა საყვარელი ვინმე გყავს love.gif ადრე მახსოვს ლაბრადორების თემიდან, ლაბრადორი გყავს, თუ ასეა სახლში გყავს? პატარა ბავშვთან ერთად ხო არ გაგიჭირდა?

მე მყავს შავი ლაბრადორი 11 თვის და მაისიდან მოყოლებული კატასტროფულად ცვივა ბეწვი. ეხლაც ცვივა, არ უჩერდება. როგორ უვლიდი რომ ბავშვი და ძაღლი ერთად იყვნენ ისე რო ბავშვთან ბეწვი არ მოხვედრილიყო? ამისი ბეწვი მთელ სახლშია და ვერაფერით ვერ ვერევით.

Posted by: მზე 16 Aug 2019, 11:37
sichiko
მეც არასდროს არ მქონია პლანშეტი ასე რომ ასე რჩევა გამიჭირდება biggrin.gif
ფასის მიხედვით გაფილტრე ბესთბაიზე და მონაცემები შეადარე

makarena
ეცადე იქნებ ძუძუ ჩაიდოს ასე გაწვალდები მგონი

Posted by: makarena 16 Aug 2019, 12:03
მზე
ძაან ვწვალობ, ყოველდღე ვთავაზობ ძუძუს, მაგრამ არ იდებს, გავაგრძელებ შეთავაზებას კიდე ერთი 10 დღე, მერე აზრი აქვს, 1 თვის ბავშვი რაღას ჩაიდებს.

ღამე მიჭირს განსაკუთრებით, 3ჯერ მაინც ვიწველი ღამეში და უფრო ვათენებ ვიდრე, ძუძუ რო ჩაედო

Posted by: Fallen Angie 16 Aug 2019, 12:39
makarena
მადლობა <3
კი გვყავს ცუგაც, 4 წლისაა უკვე. ნუ ვწვალობ როგორ არა, ამასახ ძალიან ცვივა ბეწვი. მტვერსაარუტთან ვმეგობრობთ ძალიან მჭიდროდ ))))
აუ ბუნებას აქვს საჭმელი ძაღლის taste of the wild ორაგულის, მაგას ვაჭმევდი და ბეწვს ვერ იპოვიდი სახლში, წარმოუდგენლად ჟღერს მარა მართლა ეგრე იყო, პროსტა ძვირია საკმაოდ და ვერ გავქაჩე sad.gif ხოდა ასე რა ვწმენდთ ყოველდღე სხვა რა გზაა.
მთავარია აცრილი გყავდეს, ჭიებზე და რწყილებზე დამუშავებული. ზღაპარია რო ბავშვთან ბეწვი არ მოხვდეს, მაგრამ არაუშავს, თუ მაინც და მაინც არ ყლაპა. ზოგადად ძაღლთან გაზრდილ ბავშვს უფრო კარგი იმუნიტეტი აქვს. დანარჩენი რავი, დიდია უკვე ძაღლი და დადინჯებულია, მაგხელა რო იყო ყურაზე იდგა სულ დაცანცარებდა, სადღაც 2 წლიდან მშვიდდებიან, დევს თავისთვის.

Posted by: Cruel Intentions 16 Aug 2019, 13:13
makarena

გოგო მე გადმოვდივარ დღეს ჩემებთან და ჩემი ალისა ხო აქაა, სპარსული კატა ზაფხულში წარმოიდგინე. კი მყავდა გადაპარსული მაგრამ გაეზარდა. ეხლა სანამ მოვიყვან ბავშვს, იატაკები მტვერსასრუტით და მერე სველი ტილოთი გავწმინდეთ. მაგრამ გამორიცხულია ოთახში შესვლას ვერ ავუკრძალავ, ჯობია მიეჩვიოს ბავშვიც, ალერგიულიც აღარ იქნება

Posted by: *Artless* 16 Aug 2019, 17:18
Fallen Angie
QUOTE
სულ ის შეგრძნება მაქვს, უი ამხელა როდის გახდა-მეთქი, ასე მგონია გუშინ იყო ნამცეცისხელა

მეც ასე ვარ.
თითქოს გუშინ იყო ნამცეცა. არადა შეხედავ, 4 თვის დიდი ბიჭია უკვე. biggrin.gif

QUOTE
მენატრება უკვე ძაან პატარა

ხოო?
მე კიდევ მინდა, მალე ისე გაიზარდოს, რომ ზუსტად გაგვაგებინოს თავისი სურვილები. biggrin.gif
არ მომწონს მარჩიელობა "ნეტა ამის გამო ხომ არ აკეთებს ამას" და ბლაბლაბლა.

კიდევ, სიარულის დაწყების დროც მინდა, რომ მალე მოუვიდეს. <3





Posted by: Fallen Angie 16 Aug 2019, 17:57
*Artless*
ჩვენც ეგრე ერთი სული გვქონდა როდის გაივლიდა, ახლა პატარა გვენატრება და ასე ))))
ვართ ფოტოების თვალიერებაში მუდმივად )))
ღამე რო დაიძინებს და ვითომ დასვენებას ვაპირებთ ისევ ამის ფოტოებს ჩავუჯდებით ხოლმე ))))

Posted by: *Artless* 16 Aug 2019, 18:11
Fallen Angie
biggrin.gif biggrin.gif
შეიძლება ჩვენც ასე დაგვემართოს.
სხვებისგანაც გამიგია მსგავსი რამ.

Posted by: sichiko 16 Aug 2019, 23:26
Fallen Angie


აბა ამ მოდელს ვნახავ და 32 გბ ცოტა ხომ არ არის ?:/ ჩემ ქმარს თამაშები უყვარს თუ დრო აქვს შანსს არ უშვებს :დ ანუ ტევადობა საკმარისი იქნება ნეტა? თან რაღაც დებილობებს თამაშობს ქენდი ქრაშივით და რაღაც ჯეტეასავით :დ


მზე


აი მონაცემების გონზე არ ვარ :/
* * *
Fallen Angie


აბა ამ მოდელს ვნახავ და 32 გბ ცოტა ხომ არ არის ?:/ ჩემ ქმარს თამაშები უყვარს თუ დრო აქვს შანსს არ უშვებს :დ ანუ ტევადობა საკმარისი იქნება ნეტა? თან რაღაც დებილობებს თამაშობს ქენდი ქრაშივით და რაღაც ჯეტეასავით :დ


მზე


აი მონაცემების გონზე არ ვარ :/

Posted by: Fallen Angie 16 Aug 2019, 23:55
sichiko
ჩამიგდე კოდე თუ შეარჩევ რამეს მოგეხმარები. არა ცოტა არ არის, საკმარისია სავსებით. არის 64 გბ-ანი ვერსიებიც თუ მაინც და მაინც, მე 32-ანი მაქვს და რავი ვერ ვავსებ. ტელეფონი რამდენიანი აქვს? მაგის მიხევით განსაზღვრე. Facebook-ზე დამამატე თუ გინდა ან აქვე ჩააგდე პირადში

Posted by: sichiko 17 Aug 2019, 06:44
Fallen Angie


როგორ დაგამატო მომწერე.

Posted by: NiniaG 17 Aug 2019, 16:29
sichiko
32 გბ აქვს ჩემს ტელეფონს მეხსიერება და მუდმივად ტევადობის დეფიციტი მაქვს sad.gif
64 კარგი იქნება

Posted by: Elikuda 17 Aug 2019, 17:02


გოგონებო,ჩემი საქმე არის ესე...დავდივარ გაგუაში ბ.ტყეშელაშვილთან,რომელუც თვითონ არ ესწრება მშობიარობას და თანაც მკმდევნო 2 კვირა შვებულებაშია,რომ დაბრუნდება უკვე დიფი გოგოები ვიქნებით მთელი 35 კვირის და დაველოდო და მიდი რეკომენდაციით ავიყვანო ექიმი,თუ დაგვისნებული იქნება უკვე და ვიმოქმედო მანამ? ისე გაგუას აყვსნას ვფიქრობ,პირველი მშობიარობაა,აბსოლიტურად ყველანსირი გართულების გარეშე მოვედით აქამდე და ჩემი ერთადერთი სურვილია მოვიდეს და დამეხმაროს და ხო არ გქონიათ შემთხვევა რომ გსმენიათ ან არ მისულა,ან რსმე ესე... სწორად გამიგეთ,ემოციებში ვარ 


Posted by: makarena 17 Aug 2019, 20:39
Fალლენ Aნგიე
არაა ცანცარა, მიუხედავად იმისა რომ 11 თვისაა. ძაან დამჯერია. ყველაფერში გვიგონებს. ეზოში საბელის გარეშე ვასეირნებთ. ყველა ბრძანება ესმის.
ვიცი ეგ საჭმელი, მოვუტანე ერთხელ, როიალ კანინზე მყავდა 7 თვე, მერე თვითონ აკრძალა. მობეზრდა ეტყობა. ვუყიდე ეგ კანადური საჭმელი და პირი არ დაადო. ეხლა ადვანსზეა, ერთი მეშოკი შეჭამა და ეგეც მობეზრდა. ვუყიდეთ თრუ ინსტინქტი და იმას ჭამს ეხლა. აი ძაან ცუდი მჭამელია, რო დაცხა ვეხვეწებით რო რამე ჭამოს, მაგრად გახდა. ბეწვი ტონა ცვივა.

[ბ]ჩრუელ Iნტენტიონს[/ბ]
აუ გოგო ხო ვიცი, ჩვენც ეგრე მივალაგეთ მაგრამ ბავშვს და ცხოველს ვერ დაუყოფ ზონებს სახლში ისე რომ იზოლაციაში მოაქციო, ხოდა აი ყველა გვეობნება რომ გავაჩუქოთ sad.gif

Posted by: Fallen Angie 17 Aug 2019, 23:13
makarena
აუ ამასაც ქონდა ეგეთი პერიოდი ერთ ზაფხულს, არადა ღორია ყველაფერს ჭამს და ეგრე აი წლამდე რო იყო ზაფხულში აღარ ჭამდა, კაკალ-კაკალ ვაჭმევდით ხელით, ოღონდ ეჭამა :|
მარტო იმის გამო, რომ ბეწვი ცვივა მე არ გავაჩუქებდი. ეგეთი რჩევები იციან იცოცხლე, მაგრამ თუ ძაღლი მოვლილი გეყოლება არაფერია საშიში. უფროსიც ეგრე ძაღლების გარემოცვაში გაიზარდა, ესეც ძაღლთან ერთად არის და რავიცი მე სტერილურად გაზრდილი ბავშვები ამათზე მეტს ავადმყოფობენ.
უბრალოდ შენ თუ გაქაჩავ მაგაშია საქმე, ხო არ მოგატყუებ, რთული იქნება შენთვის უბრალოდ. მე მაგალითად ჩემი ძაღლი მეცოდება, გარდა იმისა რო ბევრად მერ ენერგიას ვხარჯავ რომ სუფთად იყოს ბავშვის პონტში ყველაფერი, ძაღლიც მოწყენილია. ფიზიკურად აღარ გვაქვს დრო ძაღლისთვის. ადრე ვასეირნებდით ბევრს, იპოდრომზე დავათრევდით, ენერგიას ხარჯავდა, ახლა ზის კუკუსავით სახლში. ჩვენ ორნი ვართ მარტო ბავშვთან, დამხმარე არავინაა, თუნდაც რო ბებიამ წაიყვანოს ბავშვი ან დაიტოვოს, ძიძა როცაა ჩვენ ვმუშაობთ იმ დროს და მოკლედ ცოტა უყურადღებოდაა ცუგა. ეგ მაწუხებს მარტო, თორემ საშიში და ბავშვის გამო გაშვება და ბეწვები საშიშია დაივიწყე, ეგ არის ზღაპარი. დროულად აცერი, ჭიაზე და რწყილებზე დაამუშავე და ეგაა

Posted by: makarena 18 Aug 2019, 20:18
Fallen Angie
გეთანხმები მაგაში, ჭიებზე ყოველთვე ვამუშავებთ.

ვაიმე დროის კუთხით არ თქვა. უკვე მიგდებული გვყავს, სულ რო ვეთამაშებოდით ეს 2 კვირაა ვის სცალია მაგისთვის და საწყლად წევს და გვიყურებს user.gif

Posted by: nature 18 Aug 2019, 23:16
luckygirl15
ყუთს აწერია ვადა გამზადებული საკვები ინახება 1 საათი და საათი და 10 წუთი როა გასული გამზადებიდან და ჭამს გამოვუცვალო საკვები? თუ შეიძლება ჭამა? ანუ მკაცრად დავუცვა ყუთზე მითითებული დრო?

Posted by: Cruel Intentions 18 Aug 2019, 23:25
makarena

ვაიმე რა უნდა გააჩუქოთ რას ამბობ, რა სისულელეა. იზოლაციაშიც არ უნდა იყოს, პირიქით ნელნელა მიეჩვევიან ერთმანეთს. ჩემი აზრით ძაან დადებითი ამბავია ბავშვი და ძაღლი ერთად რომ გაიზრდებიან და საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თან ლაბრადორზეა საუბარი, ყველაზე ოჯახის და ბავშვების მოყვარულ ჯიშზე. ბუმბულები, ბეწვები მტვერი სულ იქნება გარშემო და ძაღლმა რა დააშავა. მე როგორც კი მოვიყვანე აქ, ეგრევე კატას გავაცანი. დასუნა ალისამ, მოუარა ერთი ორჯერ და იმის მერე დიდი ინტერესით აკვირდება :დ ბეწვიც სცვივა მაგრამ არაუშავს, პირში არ უდევს ეს კატა და ცოტა ბეწვმა იტრიალოს სახლში : ))))))))))

Posted by: sichiko 19 Aug 2019, 07:34
QUOTE (NiniaG @ 17 Aug 2019, 16:29 )
sichiko
32 გბ აქვს ჩემს ტელეფონს მეხსიერება და მუდმივად ტევადობის დეფიციტი მაქვს sad.gif
64 კარგი იქნება

ხოდა 128 იანს ვერ გადაავსებს მგონი ვერასოდეს smile.gif)

მე 10 000 ზე მეტი ფოტო მაქვს ტელში და რად მინდა კაციშვილმა არ იცის :/ ბავშვს რომ დაეჭირებოდეს და ყველას წამიშლიდრს აღარ ვინაღვლებ უფრო ვიდრე ჩდმით რომ წავშალო:/ მენანება ყველა ფოტო და ვიდეო და არცერთს არ ვშლი ;(

Posted by: მზე 19 Aug 2019, 11:08
sichiko
QUOTE
ხოდა 128 იანს ვერ გადაავსებს მგონი ვერასოდეს )

მე 128-იანი ტელეფონი გადავავსე (y) biggrin.gif

Posted by: SRB100 19 Aug 2019, 11:17
გოგოებო არათემატური კითხვა უნდა დავსვა, იქნებ იცოდეთ ვინმე კარგი სპეციალისტი და მირჩიოთ.
მჭირდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, ლაპარასკოპიით ვაპირებ, ხომ არ მირჩევდით ვინმეს?

პროვაიდერი კლინიკები მაქვს:

გიდმედი
ხიჩინაშილი
მედულა
ტატიშვილი
თოდუა

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 19 Aug 2019, 11:28
SRB100
დესპებში იკითხე, ხშირად ურჩევიათ კარგი სპეციალისტი smile.gif

Posted by: TinANNO 19 Aug 2019, 15:14
გოგოებო კარგი გინეკოლოგი მირჩიეთ რა შაბათსაც რომ მუშაობდეს.

გუშინ გავიგე რომ მეორეს ველოდები smile.gif

Posted by: მზე 19 Aug 2019, 16:54
TinANNO
გილოცავ ^____^

Posted by: TinANNO 19 Aug 2019, 18:18
მზე
მადლობა <3


------------------------

Posted by: sichiko 19 Aug 2019, 19:18
მზე

ყოჩაღ შენ :დ
64 იანი ტელ აქვს და ვერ გადაავსო მგონი ვერ მოერევაsmile.gif

დღეს ველოდები უნდა მოიტანონ პლანშეტი და ერთი სული მაქვს როდის მოვა რომ საღამოს დახვდეს smile.gif)

TinANNO
გილოცავ ^_^
მე დავდიოდი მაჭავარიანთან, კურაციოშია, ძალიან კმაყოფილი ვარ, ზედმეტი ანალიზები , წამლები რავი მსგავსი არაფერი დაუნიშნავს, იდეალურად წაიყვანა ჩემი ორსულობა. მანამდე დავდიოდი ქეთი შანიძესთან და კიდე მანამდე მეორე როა ასევე ცნობილი იგივე ჩაჩავაში :/ ვერ ვიხსენებ სახელს. მოკლედ გადავედი მაჭავარიანთან და ძალიან ბედნიერი ვიყავი ასობით ანალიზის ჩამონათვალს რომ არ მატანდა ლაბორატორიაში ყველა ვიზიტზე smile.gif

Posted by: NiniaG 19 Aug 2019, 20:09
sichiko
ე.ი. სულ მინდა რაღაც განსაკუთრებული გავუკეთო იუბილეზე ჩემს მეუღლეს და ვერა და ვერ მოვახერხე sad.gif ხოდაა გაისად მე ვიცი და ჩემმა ქალობამ
* * *
გოგოებო პატარას სამშობიაროში უცრიან ბეცეჟეს მხოლოდ? ც ჰეპატიტზე ავცრათო და ეგ რამე ახალია? აუცილებელია? მე არ მქონია სამშობიაროში შვილის ყოლის ბედნიერება და არ ვიცი აცრების ამბები

Posted by: Lemon Curd 19 Aug 2019, 21:52
NiniaG
კი სამშობიაროში აცრეს ბცჟ, ასევე ბ ჰეპატიტზე. ც-ზე აცრა არ გამიგია, იქნებ სხვამ მოგწეროს.
ესაა აცრების კალენდარი, კი გეცოდინება
user posted image

Posted by: NiniaG 19 Aug 2019, 22:20
Lemon Curd
კი, კი მადლობა smile.gif
ცე გამიკვირდა, შეიძლება ჰეპატიტიო რომ გაიგონა ცესთან გააიგივა ეგრევე smile.gif))

Posted by: sichiko 19 Aug 2019, 22:22
QUOTE (NiniaG @ 19 Aug 2019, 20:09 )
sichiko
ე.ი. სულ მინდა რაღაც განსაკუთრებული გავუკეთო იუბილეზე ჩემს მეუღლეს და ვერა და ვერ მოვახერხე sad.gif ხოდაა გაისად მე ვიცი და ჩემმა ქალობამ

მე ძალიან მიყვარს სიურპრიზებს რომ ვუწყობ, დავუპატიჟე მეგობრები და არაფრის თავი არ მაქ უბრალოდ სადმე ქართულში წავიდეთ ხინკალი ვჭამოთ თქო და რომ მივედით ყველა იქ დახვდაsmile.gif

Posted by: მზე 19 Aug 2019, 22:48
NiniaG
ბე ჰეპატიტზე არ აუცრიათ ნია. მხოლოდ ბეცეჟეზე
ცე-ზე არ ვიცი, მაგრამ ა ჰეპატიტზე არსებობს აცრა. ამერიკაში არის კალენდარში, ჩვენთან - არა

Posted by: Perseus12 20 Aug 2019, 15:50
NiniaG
ცე არა, პირველივე დღეს რამდენიმე საათში უდნა გაუკეთდეს ბ ჰეპატიტი და გაწერამდე გაუკეთებენ ბცჟ-ს.
მზე
QUOTE
ბე ჰეპატიტზე არ აუცრიათ ნია. მხოლოდ ბეცეჟეზე

დარწმუნებული ხარ? პირველ 5 საათში უკეთებენ მაგას. და თუ არ გაუეკთეს, არ გითხრეს რატომ?

Posted by: Nina_N 20 Aug 2019, 16:06
გოგოებო გამარჯობა,

ბავშვს ძუძუს უნდა დავანებებინო თავი, ნებისმიერი თქვენი რჩევა გამომადგება.

Posted by: მზე 20 Aug 2019, 17:02
Perseus12
QUOTE
დარწმუნებული ხარ? პირველ 5 საათში უკეთებენ მაგას. და თუ არ გაუეკთეს, არ გითხრეს რატომ?

კი. ჩუტყვავილას რისკი რომ იყო მაგიტომ არ აცრეს.
მერე იმუნოლოგსაც და კანკიასაც ვკითხე და არაუშავსო. დამატებითი აცრაც არ არის საჭიროო.

Nina_N
ეხლა რა გრაფიკით აჭმევ?

Posted by: Perseus12 20 Aug 2019, 17:22
მზე
რატომ იყო ჩუტყვავილას რისკი? ენივეი, ეგ კონკრეტული შემთხვევა იყო, თორემ ისე იცრებიან.

Posted by: მზე 20 Aug 2019, 17:32
Perseus12
QUOTE
რატომ იყო ჩუტყვავილას რისკი?

მე მქონდა მშობიარობისას ჩუტყვავილა biggrin.gif რა გჭირს biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ენივეი, ეგ კონკრეტული შემთხვევა იყო, თორემ ისე იცრებიან.

კი yes.gif
უბრალოდ ჩემი შემთხვევა მოვყევი, რომ არ აცრაც შეიძლება. შეიძლება სხვანაირად გამომივიდა უნებლიედ rolleyes.gif


Posted by: NiniaG 20 Aug 2019, 17:55
sichiko
მეც მიყვარს, მაგრამ საათი, საფულე, ქამარი და მსგავსებში ფულის გადაყრა არ მინდა, რაც აქვს საკმაოდ ძვირიანები და რომც მომკლა იმხელა ფასიანს არ ვუყიდი მე :დ მაგას მირჩევნია რაიმე ოქროს ნივთი შევუძინო, ეგ კიდევ ძვირი ღირს ძალიან და ასე ვარ, მოუნდომებლად (ამ ბოლო დროს ძვირფას ლითონებზე ჩავიციკლე :დ )
მზე
Perseus12
კი გოგოებო, ბეა, ჰეპატიტიო რომ გაიგონა ეგრევე ცე მოუვიდა აზრად smile.gif

ახლა რაც შეეხება ჩემს გოგოს და მის აცრებს, არ აქვს ბეცეჟე აცრილი, არ აქვს როტას აცრა, არც წლის აცრა sad.gif სულ რაღაც მიზეზი გვქონდა და ვერ ავცერით sad.gif მხოლოდ 4 თვეზე აქვს აცრილი დიფტერია+ტეტანუსი და ა.შ.
წლის და წელიწადნახევრის აცრა ერთად შეიძლება? თუ ავცრა ამ შემოდგომაზე 1 წლის აცრა? წელიწადნახევრამდე 4 თვე აქვს დარჩენილი

Posted by: მზე 20 Aug 2019, 18:27
NiniaG
რატო გინდა ერთად? აცერი 1 წლის აცრა რაც მალე უკეთესი

Posted by: luckygirl15 20 Aug 2019, 19:12

NiniaG
ბევრი აცრა ერთად არ გინდა, დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის. ყველაფერი გაუკეტე რაც გამოტოვებული გაქვს მაგრამ პერიოდულად, რაღაც დროის შუალედით. 2 თვეზე და 4 თვეზე ერთი დაიგივე კომპონენტები კეთდება და მაგატ შორის შუალედი უნდა იყოს 2 თვე მაგალიტად. ანუ ეგ შუალედები მაინც უნდა დაიცვა.

Posted by: NiniaG 20 Aug 2019, 21:23
მზე
ვფიქრობ პარასკევ დღეს გავუკეთო, შაბათი - კვირა სახლში ვიქნები და უფრო მეტ დროს დავუთმობ, ამ შვებულებების გადამკიდე სექტემბრის შუა რიცხვებამდე თავისუფალი შაბათი არ მაქვს sad.gif
luckygirl15
გასაგებია, მადლობა smile.gif ავცრი 1 წლისას უმოკლეს დროში, როტა 3 თვეზე რომ არის აღარ კეთდება სხვა თვეებშიო და ბეცეჟეს გასაკეთებლად სპეციალური პუნქტები იხსნებაო რამოდენიმე ადგილას და ველოდებით მაგის გახსნას

Posted by: მზე 21 Aug 2019, 00:06
NiniaG
1 წლის აცრის რეაქცია 5-9დღეში (თუ რაღაც ეგრე, გეტყვის ზუსტად) არის. ნუ იმ დღეს კი იყო გაღიზიანებული, მაგრამ ერთი ალიაქოთი თემა არაა.
მეც პარასკევს გავუკეთე, ეგ დღე ავიღე შვებულებადა შაბათ-კვირას ვიყავი მასთან მაგრამ არანაირი რეაქცია არ ქონია.
თავიდან ცოტა იწკმუტუნა, დაიძინა და დამშვიდდა და ვსო, ეგ იყო.

მერე რეაქციაც არ ქონია (წითელაა ვაქცინამ იცის გამოყრა და სიცხე, მსუბუქ ფორმებში უბრალოდ რამდენიმე დღის მერე)

Posted by: Neno_ 21 Aug 2019, 12:50
ლუქსუს
რა ქენი, იშოვე ძიძა? სად, როგორ, როგორი?

მეც ისევ ვეძებ ძიძას facepalm.gif

ახალგაზრდას, გონიერს, კეთილს!

უშვილოს ან მოზრდილ შვილებიანს :ორნაქმარევი-უშვილო:

თუ ვინმე იცით, გამოუშვით!

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 21 Aug 2019, 19:02
Neno_
ჩამოხვედით? მოყევი რა რამე ბალღებზე jump.gif

Posted by: sichiko 22 Aug 2019, 09:06
NiniaG

საათი ვაჩუქე შარშან, სათვალე წელს, საფულეც შარშან, ქამარს მოვიტოვებ მომავალი წლისთვის , მშვენიერი იდეაა :დ ოქრო მე არ მიყვარს და ჩემ ქმარს მით უმეტეს რად უნდა :დ ეს პლანშეტი მეორე საჩუქარი იყო სათვალის მერე :დ ბედნიერია ისეთი რომ რავიცი :დ

Posted by: takotatuli1989 22 Aug 2019, 10:27
Neno_
გოგო მე მყავს ძაან მაგარი ძიძა, ბინას ვყიდი და დედამთილთან მომიწევს გადასვლა სხვა ქალაქში. თუ გავყიდე მალე ჩემსას გამოგიგზავნი სიამოვნებით. მთელი დღე ეთამაშება ბავშვს, ყირაზე არიან რასაც ქვია, ძალიან ყურადღებიანია, კაი საჭმელებს უკეთებს და არ თვითნებობს. მოკლეთ ბავშვი და ზოგადად ბავშვები უყვარს ძალიან. შვილი ყავს 21 წლის. 500 ლარს ვუხდი სამუშაო დღეებში 9 დან 7 მდე. ვარკეთილში ცხოვრობს და ძაან შორს ვერ ივლის ალბათ არ ვიცი.

Posted by: ReBelDiNaAa 22 Aug 2019, 10:54
Uceb mirchieet ingalatori romeli pirmis viyido da sad???pasic icodet iqneb

Posted by: მზე 22 Aug 2019, 11:12
ReBelDiNaAa
ომრონის იყიდე. ავერსში დედების ბარათით რაღაც მცირე პროცენტი აკლდება. სხვაგან მგონი არ აკლდება არაფერი.
სხვადასხვანაირია და იქვე აგარჩევინებენ.
საოჯახო მაინც გინდა იმჰო.

მე ყველაზე უხმო რომელიცაა და ძილშიც რო შეიძლება ის ავიღე, თორე არ ჩერდებოდა ეს ჩემი ბარტყი biggrin.gif აუცილებელი არაა ეგ თან 370 ლარი მივათხლიშე.
საოჯახო მგონი 150 ლარი ღირს.
აი ფბ-ზე გვერდიც აქვთ და ძალიან კეთილგანწყობილნი და კონტაქტურნი არიან მესინჯერში: https://www.facebook.com/omrongeorgia/

აი მე პირველი როა U-22 ეგ მაქვს: https://www.facebook.com/omrongeorgia/photos/a.695475390558360/936079433164620/?type=3&theater

ასევე გოგოები აქებენ მიკროლაიფს: https://www.facebook.com/microlifemirco/
მე არ მქონია და ამიტომ შედარება გამიჭირდება. მაგრამ მიკროლაიფის წნევის აპარატიც მქონია და ომრონისაც და ომრინი 9ჯერ უკეთესია. და ზოგადად ფირმა ომრონი მგონი უკეთესია და ამიტომ გადავწყვიტე ომრონი.

Posted by: Neno_ 22 Aug 2019, 11:29
takotatuli1989
აუცილებლად მომწერე, თუ გაათავისუფლე. ოქტომბრამდეც შემიძლია მოცდა. დიდი მადლობა. ტერიტორიულად სად ცხოვრობს ისე? მთლად გლდანიდან ვარკეთილში არ მინდა რომ დადიოდეს ))
უი დაგიწერია, ვარკეთილი მაწყობს კაკარაზ. თავად რამდენი წლისაა?

როგორ იშოვე ისე? ნაცნობობით ალბათ?

mCvanE_shteFsEli_
2kiss.gif
ჩამოვედით კი და ძააალიან კარგად ვართ, ამევისუნთქე ცოტა )))
სოფელში ვართ ეხლა.
ბავშვები არიან გამაიმუნებულები. თამარი ძალიან დიდური და გონიერია უკვე, ისეთებს ამბობს, დიდი ადამიანი მგონია ხან )) მარა, შიგადაშიგ აქვს მოფრენები სიჯიუტის და ჭყიპინის მარა ჯამში ძალიან კარგი ბავშვი დგება, ვატყობ biggrin.gif :დედა ენაცვალოს:

უბრალოდ, დიდი ყურადღება სჭირდება, ლაპარაკი, კონტაქტი. ეხლა წიგნების კითხვა დაამუღამა და შეგვჭამა ყველა წამიკითხე-წამიკითხეთი, ეს რა ყოფილა facepalm.gif ისე მომწყინდა ეს ერთიდაიგივე ლექს ზღაპრები, ვიშლები ჭკუიდან )))

ხო, მართლა, ძალიან მინდა კარგი ლისტი სკოლამდელი ასაკის წიგნებისა, როგორ გამახარებთ თუ ჩამომიწერთ, ვერ წარმოიდგენთ. იმ დღეს ბიბლუსში ვიყავი და სულ ავიბენი, ვერ ავარჩიე ვერაფერი ნოდარ დუმბაძის გარდა და კონკრეტული სიით რომ მივიდე, კარგი იქნებოდა.

ბიჭი სიცოცხლე და სიყვარული არსებაა, ასეთი საყვარელი მეორე არავის არ ეყოლება, ვიცი რა givi.gif
რაღაცნაირია რა, თბილი ტკბილი დათვის ბელი, თან ჩუმჩუმა ეშმაკიც და სასაცილო. დაბოდიალობს და ღუღუნებს. ვაჟიშვილის კულტობას მაბრალებენ ბოროტი გარემოცვა, მარა მიიიყვარს და რია ვქნა chups.gif biggrin.gif

პ.ს. სულ ესეთ კაი განწყობაზე კი არ ვარ, ხან მაგიჟებენ და მინდა დავნაყო ორივე ))

მზე
ჩავაბარე CFA , რას წარმოვიდგენდი, ჩემზე ვარესად თუ სხვები დაწერდნენ biggrin.gif bis.gif

Posted by: NiniaG 22 Aug 2019, 11:33
მზე
4 თვის აცრა ისე კარგად გადაიტანა, რომ რავიცი. იმედი მაქვს ამ აცრებსაც ყოველგვარი გართულებების გარეშე გადავიტანთ <3

sichiko
QUOTE
ოქრო მე არ მიყვარს და ჩემ ქმარს მით უმეტეს რად უნდა

მეც მასე ვარ :დდ სანამ გავყვებოდი თავს ვიკლავდი ოქრო რად მინდა საჩუქრადთქო და რაც გავთხოვდი მას მერე :დდდ როცა რაღაც ღირებული მინდა ეგრევე ეგ მომდის აზრად, ისე კი არც მე ვიკეთებ და არც მეუღლეა ოქროს გამკეთებელი :დდდ

QUOTE
ბედნიერია ისეთი რომ რავიცი :დ

კი ვიცი რაც გააბედნიერებს, მაგრამ მობილურში როგორ გადავყარო 2000-3000 ლარები sad.gif

მე მინდოდა პრაღაში დავპატიჟებ, მის დაბადების დღეს იქ გავატარებთქო და ბავშვის გარეშე არსად წავალო sad.gif ჯერ ადრეა ბავშვის საწანწალოდ :დდ

Posted by: takotatuli1989 22 Aug 2019, 11:33
Neno_
ვარკეთილში ცხოვრობს კაკრაას. აი ჩემ გოგომდე ვინც ყავდა, დღემდე ის ბავშვი ამ ქალის გარეშე ვერ ძლებს. თუ არ წაიყვანა შაბათს ან კვირას თავისთან ურეკავს და ეწუწუნება. ეს ჩემი კიდე ძაან მოწებებულია ჩემზე მარა ძაან უყვარს მაინც. სახლში რო მივდივარ მაჩვენებს როგორ თამაშობენხოლმე. ერთხელ ვრეკავდი არ მიპასუხა გული გამისკდა ავაგზავნე მეზობელი, ისე თამაშობდნენ რას გაიგებდა ზარსო. რო გაიღვიძა ბავშვმა ხმის აწევა დაავიწყდა და ყირაზე რო გადადიოდნენ ვერ გაიგეს. მოკლეთ გაშვება რო ძაან მენანება ეგეთი ქალია. შაქარს, მარილს არ ვაჭმევ ჩემსას არც პურს საჭმელთან ერთად და კი გაუკვირდა მარა მიჯერებს, ყოველ დღე ახალ ახალს უმზადებს არასდროს დაზარებია, იატაკას წმენდს, ბავშვის სარეცხი, უთო, გასეირნება ყოველ დღე თუ ქარი და უბედურება არაა არ ეზარება. ქმარი ყავს კიდე უსაყვარლესი ერთხელ სიცხე ქონდა ბავშვს და 3 ჯერ დარეკა იმ კაცმა როგორ არისო.

Posted by: Neno_ 22 Aug 2019, 11:37
takotatuli1989
უფ რა კარგია კარგი ძიძა ))
მოკლედ, გგულშემატკივრობ ბინის მალე გაყიდვაში givi.gif

Posted by: მზე 22 Aug 2019, 12:53
Neno_
QUOTE
ჩავაბარე CFA , რას წარმოვიდგენდი, ჩემზე ვარესად თუ სხვები დაწერდნენ

ვაიმეეეე რა მაგარი ხაააარ
გილოცააავ
აი ყოჩაღ bis.gif

როგორ აღნიშნე ? biggrin.gif
* * *
Neno_
QUOTE
პ.ს. სულ ესეთ კაი განწყობაზე კი არ ვარ, ხან მაგიჟებენ და მინდა დავნაყო ორივე ))

მოგვენატრე რა biggrin.gif biggrin.gif

NiniaG
QUOTE
4 თვის აცრა ისე კარგად გადაიტანა, რომ რავიცი. იმედი მაქვს ამ აცრებსაც ყოველგვარი გართულებების გარეშე გადავიტანთ <3

არ ინერვიულო <3

Posted by: Perseus12 22 Aug 2019, 13:04
ReBelDiNaAa
ომრონი, მიკროლაიფი, ახლებია გამოსული, უხმო.

Posted by: Neno_ 22 Aug 2019, 13:10
მზე
QUOTE
როგორ აღნიშნე ?

არანაირად ))
გადაბარებისგან დაზოგილი ფულით ქვაფენილი უნდა დავიგო სოფელში და აი ეგრე უნდა აღვნიშნო biggrin.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Aug 2019, 15:44
Neno_

3 წლის შემდეგ აშკარად საგრძნობლად ეცვლებათ ხასიათი უკეთესობისკენ, ჩვენც ცოტა დავმშვიდდით smile.gif

ჩვენ მგონი ბიჭებშიც დავემთხვიეთ.. ჩემიც ზუსტად დათვის ბელია, ისეთი ტკბილი, ფუნჩულაა და თვალებრიალაა რო რავიცი love.gif love.gif

და აი ერთმანეთზე როცა ზრუნავენ ეხუტებიან ან აი პეჩენიის პატარა ნაგლეჯს რომ შუაზე იყოფენ ხოლმე აიი სიტყვებით აუღწერელი ემოციებით ვივსები.

ეხლა ციცქნასაც ვუშვებ ბაღში, ერთად ივლიან. ამათთან შერეული ჯგუფია და შესაბამისად ერთად იქნება ორივე და ძაან მახარებს, იმედია ადვილად გაივლის ადაპტაციას

Posted by: Perseus12 22 Aug 2019, 16:38
mCvanE_shteFsEli_
QUOTE
შესაბამისად ერთად იქნება ორივე და ძაან მახარებს

მე ეგ არ მირჩია ფსიქოლოგმა, მიზეზი კი ის არის, რომ ძალაუნებურად უფროსებს უწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღება უმცროს დედმამიშვილზე, არავინ დაჩაგროს, გამოექომაგოს და ა.შ. როგორც წესი არ გაამართლა ამ პრაქტიკამო და უმცროსისთვისაც უკეთესია, რომ დაუმოუკიდებლად და მისიანის აგრეშე გაიაროს ადაპტაცია ახალ გარემოსთან, არ განუვითარდეს მიჯაჭვულობა და ა.შ. თავიდან მეც შენსავით ვფიქრობდი, როცა სალომეს ბაღის ასაკი მოუვიდა, მაგრამ მერე ბავშვთა ფსიქოლოგებმა და მშობლებმა, ვისაც იგივე გამოუცდია, გადამაფიქრებინეს და მეც რომ დავფიქრდი, ცალ-ცალკე ვამჯობინე.

Posted by: ლუქსუს 23 Aug 2019, 02:31
Neno_
შენ ის ტიპი ჩანხარ, საქართველოა შენი ადგილი :* ცოტა მოთმინება და მშვენივრად აეწყობი აქ..ძიძა ვიპოვე, მარა ერთ კვირაში მოვა, ნაცნობის ნაცნობია, ვნახოთ რა გამოგვივა.. რთულია ძიძობანა, მარა უძიძობაც, აქამდე "წვალებით" მოვედი - ხან დედა, ხან დედამთილი, ხან შვებულება..ერთი სული მაქვს, წამოიზარდნონ, არადა რა კაი ასაკი აქვთ,. რა საყვარლები არიან >3

Posted by: sichiko 23 Aug 2019, 02:40
QUOTE (NiniaG @ 22 Aug 2019, 11:33 )


მე მინდოდა პრაღაში დავპატიჟებ, მის დაბადების დღეს იქ გავატარებთქო და ბავშვის გარეშე არსად წავალო sad.gif ჯერ ადრეა ბავშვის საწანწალოდ :დდ

რა ხნისაა ბავშვი? მახსოვს თითქოს ტოლები გვყავს, ვენ რასაც დავდივართ დანიელთან ერთად რა ვიცი რა smile.gif)
* * *
QUOTE (mCvanE_shteFsEli_ @ 22 Aug 2019, 15:44 )


და აი ერთმანეთზე როცა ზრუნავენ ეხუტებიან ან აი პეჩენიის პატარა ნაგლეჯს რომ შუაზე იყოფენ ხოლმე აიი სიტყვებით აუღწერელი ემოციებით ვივსები.

დავდნი smile.gif)))))))

მეც ისე ველოდები მაგ მომენტს რაღაც საყვარლობებს რომ გააკეთებენ ერთად ჩემები :დ

Posted by: მზე 23 Aug 2019, 10:50
sichiko
აუ იცი რა მიკვირს, როგორ ახერხებ? biggrin.gif
აი თU ჩაისვარა ხო ვერ ბან, წმენდ?
აი ეს ნაწილი მკლავს biggrin.gif

Posted by: Neno_ 23 Aug 2019, 12:00
გოგოებო, ვინმეს ხომ არ გქონიათ ეს წიგნი ან ინფო ხომ არ გაქვთ.
ნორმალური იქნება ნეტა?

http://www.readersland.ge/product/20337-50-princesis-zrapari-jadoqrobis-siyvarulis-satavgadasavlo-ambebi-gamomcemlobisgan-palitra-l

Posted by: მზე 23 Aug 2019, 14:23
Neno_
აუ მე ვნახე ეს ბიბლუსში, ძალიან კარგი გამოცემაა. ცოტა მძიმეა biggrin.gif მაგრამ კარგია yes.gif

ნიასთვის ჯერ ადრეა, რბილი ცარცის ფურცლებია და დაჭმუჭნის, დახევს, დედას უტირებს biggrin.gif და ამიტომ არ მიყიდია, თორე ვიყიდდი.
ამავე სერიის ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებიც აქვთ და ისიც ძაააააან მომეწონა

Posted by: ReBelDiNaAa 23 Aug 2019, 14:38
QUOTE (მზე @ 22 Aug 2019, 11:12 )
ReBelDiNaAa
ომრონის იყიდე. ავერსში დედების ბარათით რაღაც მცირე პროცენტი აკლდება. სხვაგან მგონი არ აკლდება არაფერი.
სხვადასხვანაირია და იქვე აგარჩევინებენ.
საოჯახო მაინც გინდა იმჰო.


Omroni viyide mini 112 lari miveci psps shi
Xoda bolo wvetebi ro rcheba sadgac 1 dan 0.5 gramamde imas vegar igebs bolomde da agar gamodis haeri da egre unda neta?

Posted by: NiniaG 23 Aug 2019, 14:50
sichiko
QUOTE
რა ხნისაა ბავშვი?

1 წლის და 2 თვის იყო მამამისის დაბადების დღისთვის. ახლა 1,4-ის არის
არ მაქვს არც ამის წაყვანის პრობლემა სადმე, სად არ დავდივართ, ოღონდ საქართველოში smile.gif))) მაგრამ ფრენის ეშინია მამას :დ :დ biggrin.gif


მზე
QUOTE
აი თU ჩაისვარა ხო ვერ ბან, წმენდ?

კი, მე ან სველი სალფეთქით ან პილიონკა (ჩითის ხო მგონი ) მაქვს დაჭრილი 4 ნაწილად smile.gif))) წყლით ვასველებ და მასე ვწმენდ
თუმცა როგორც წესი გზაში მსგავს მაიმუნობებს არ აკეთებს :დდდ ხელს მიწყობს მაგ მხრივ

Posted by: მზე 23 Aug 2019, 15:04
ReBelDiNaAa
რავი არ ვიცი :შ ჩემი მგონი ბოლომდე შვება რამდენადაც დავაკვირდი მარა ბოლოს მხოლოდ ჰაერს კი უშვებს თუ ცარიელია.

NiniaG
QUOTE
კი, მე ან სველი სალფეთქით ან პილიონკა (ჩითის ხო მგონი ) მაქვს დაჭრილი 4 ნაწილად ))) წყლით ვასველებ და მასე ვწმენდ

ამას ვერ ვშვები რა.
ნია დღეში 2-ჯერ, ხან 3-ჯერ მაინც გადის კუჭში და როდის რას იზამს smile.gif))
სოფელში რომ წაივყვანეთ პირველად უნდა ემგზავრა საათ-ნახევარი და 20 წუთი იყო დარჩენილი რო ქნა. ნუ იყო ის 20 წუთი ჩაკუკული biggrin.gif

Posted by: ReBelDiNaAa 23 Aug 2019, 15:39
Gogoebo spazmur xvelaze deqsas ingalatorshi asxamen tu pirdapir asmeven?ise davibeni eqimic ar mpasuxobs da shemaxsenet uceb.pulmikortma ar ushvela

Posted by: NiniaG 23 Aug 2019, 15:40
მზე
QUOTE
ამას ვერ ვშვები რა.

რატოოომ? ვერ იხერხებ თუ უბრალოდ ასე გზაში გამოუცვალო არ გინდა? (უწყლობის გამო)
QUOTE
ნუ იყო ის 20 წუთი ჩაკუკული

ჩაკუკული და შესაბამისად ჩაკუკული ბავშვივით ხო? :დდდ

რავიცი, ჩემი ვერ გაძლებდა ვერაფრით, ერთჯერადი კილიონკის დასაფენები რომ არის, (80 თეთრი ღირდა ადრე აფთიაქში) აი მაგას დავაძრობდი და მანქანის უკან სავარძელზე გამოვუცვლიდი.

ჩემი დილით ილევს ისე მაგ საქმეებს, ნუ იშვიათი გამონაკლისიც მოსულა smile.gif

Posted by: მზე 23 Aug 2019, 16:34
NiniaG
QUOTE
რატოოომ? ვერ იხერხებ თუ უბრალოდ ასე გზაში გამოუცვალო არ გინდა? (უწყლობის გამო)

რავი ისეთ მდგომარეობაშია ხოლმე ( biggrin.gif ) კააარგად თუ არ დავბანე მგონია რომ გაწმენდა არ უშველის :| თან როცა ვაცმევ მაშინაც კი არ ჩერდება და ასე ჩასვრილმა კონტრიალი რო მომინდომოს biggrin.gif ალბათ 1 შეკვრას ერთ ჯერზე დავხარჯავდი თან biggrin.gif
მოკლედ, ჩემი პრობლემაა მგონი biggrin.gif

QUOTE
ჩაკუკული და შესაბამისად ჩაკუკული ბავშვივით ხო? :დდდ

კი biggrin.gif

აუ რავი ისეთი გაღიზიანებული იყო უკვე მგზავრობით რომ კიდე გამოცვლას ვერაფრით ვერ გავბედავდი. ეგ კი არადა რო მივედით, ცოტა ხანი კიდე ვაცადე სანამ კარგად არ დამშვიდდა biggrin.gif
მგონი ცუდი დედა ვარ biggrin.gif:D

Posted by: Neno_ 23 Aug 2019, 16:53
მზე
გაიხარე, ვაყიდინებ მაშინ ჩემს ძმას და ანდერსენსაც შევიძენ მერე, სამ წლამდე ადრეა ნამდვილად. აი ეხლა დაიწყო თამარმა მოსმენა ისტორიების/ ზღაპრების.. 2 წლიდან უფრო მოკლე ლექსები მოსწონდა..

ბავშვით მგზავრობაზე კიდე მე მგონი მართლა დედაზეა დამოკიდებული. მეც არ შემიძლია ბავშვებით მგზავ4ობა. საშინლად ვისტრესები და მირჩევნია სულ არ წავიდე ხოლმე. ამიტომაც ძალიან ცოტაჯერ მყავს თუნდაც პარკში ან გასართობ ადგილებშიც კი წაყვანილი, უბანში სეირნობით შემოვიფარგლებით ხოლმე.. ეხლა უკვე დავუწყებ თამარს შაბათობით მოზარდთა თეატრებში ტარებას. ვიცი მოეწონება და მეც აღარ მივსიკვდილდები smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 23 Aug 2019, 16:54
Perseus12


ცალცალკე ბაღში მიიყვანე საერთოდ? თუ სხვადასვხა ჯგუფში? ასაკში როგორი სხვაობა აქვთ გამახსენე რა
აუფ, არადა როგორი კარგად დაგეგმილი მქონდა ყველაფერი facepalm.gif

* * *
ძაან კაი ფასდაკლებებია ლიმანგოს საიტზე ზამთრის ფეხსაცმელზე, ასე რომ გირჩევთ wink.gif

Posted by: sichiko 23 Aug 2019, 21:46
მზე

დაფიცება შემიძლია რომ თითზე ჩამოსათვლელად თუ მყავს გამოწმენდილი )))) ყველგან დამაქვს პატარა პირსახოცი, ყველგან არის ბავშვის გამოსაცვლელი დაფა, მარკეტებშიც კი, ვბან ჩვეულებრივად. თუ მივდივართ სხვა შტატში და არის სამი საათის გზა მაგალითად მაშინ ვწმენდ და რომ ვაჩერებთ იქ ვბან, ასე მგონია ეს სველი ხელსახოცი დაუწვავს კანს, ისედაც არ მიყვარს მაგის გამოყენება, ბევრი ხომ ხელებს იწმინდავს არაფრით არ შემიძლია, ბოთლით დავდივარ სულ.
* * *
QUOTE (NiniaG @ 23 Aug 2019, 14:50 )
მაგრამ ფრენის ეშინია მამას :დ :დ biggrin.gif


——-
თუმცა როგორც წესი გზაში მსგავს მაიმუნობებს არ აკეთებს :დდდ ხელს მიწყობს მაგ მხრივ

ხოო ფრენის შიში სხვა საკითხია მაშინ .




—-

აუ ჩემი შვილიც არ სკეთებს მსგავსებს :დ. ბევრჯერ პამპერსი საერთოდ დამვიწყნია და ისე გამიყვანია, აქ ცალობით არ იყიდება არსად , ვთქვათ რომ შეირბინო და იყიდო, თუმცა არაფერი უქნია :დ
* * *
mCvanE_shteFsEli_
პერსუსმა რაც დაწერა პასუხისმგებლობას იღებენო, ვეთანხმები რადგან უკვე ჩემი ტოლებისგან გამიგია, ვისაც პატარა და ძმა ყავთ რომ მშობლებმა ეგრევე დიდებად აღიქვეს უფროსები და “მიაბარეს” ასე ვთქვათ პატარები და ცუდად ახსოვთ ეგ პერიოდი.

Posted by: NiniaG 23 Aug 2019, 22:49
sichiko
ჩვენთან მთლად ეგეთი კომფორტიც არ გვაქვს კი იცი smile.gif))
QUOTE
ბევრჯერ პამპერსი საერთოდ დამვიწყნია და ისე გამიყვანია

მე კიდევ ზრდილობის გამო ვდებ ჩანთაში პამპერსს smile.gif)))

გოგოებო, ჯერ ადრეა, მაგრამ თოვლში ჩასაცმელ კომბინიზონებს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებს სად ყიდულობთ?

Posted by: Perseus12 24 Aug 2019, 00:11
mCvanE_shteFsEli_
ერთ ბაღში, 2 წელი და 2 თვე. აუ ლიმანგოზე ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ნახე ფასები? ტოპ ბრენდები გამოვწერე 2 წლის მარაგი 3,4,5,6 ევროებად თან ფრი შიფინგი მქონდა მაშინ.

Posted by: sichiko 24 Aug 2019, 09:36
გოგოებო მეორე საკეისრო პირველთან რომ შეადაროთ როგორი იყო? უფრო რთული, იგივე თუ უფრო მარტივი? ავნერვიულდი რაღაც ნაადრევად მგონი, თან უფრო იმიტომ რომ ახლა დამხმარე არ მეყოლება და მარტო ვიქნები. პირველზე ხომ წელში მოხრილი დავდიოდი კაი ხანი და ახლა ეგ პოზა არ გამომადგება :/

Posted by: Fallen Angie 24 Aug 2019, 10:28
sichiko
მე კი დიდი შუალედი მქონდა, მაგრამ როგორც მახსოვს მეორეზე უფრო მარტივად გამოვძვერი და დიდი ალბათობით იმიტომ, რომ უფრო მეტს ვმოძრაობდი. მაშინ ათასი ვიღაც მეხმარებოდა მეც და ახლა პირველივე დღიდან მარტო ვიყავით. აი პირველი რამდენიმე დღე, მაქსიმუმ 1 კვირა უფრო გამიჭირდა, ამ ბევრი მოძრაობის გამო, მაგრამ მერე მალე გამოვკეთდი. წელში ქამარმა გამშალა თორე კი ვიყავი ოთხად მოკეცილი ))) ზოგადად ყველა ექიმის რეკომენდაცია ეგაა ზუსტად, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა იმოძრაო და შენ კი მოგიწევს მოძრაობა, სხვა რა გზაა )) ტკივილი ძაან თუ მაწუხებდა იბუპროფენს ვსვამდი და მშველოდა, ანუ არ მქონია რაღაც სასწაული ტკივილები

Posted by: NiniaG 24 Aug 2019, 10:54
sichiko
QUOTE
გოგოებო მეორე საკეისრო პირველთან რომ შეადაროთ როგორი იყო? უფრო რთული, იგივე თუ უფრო მარტივი?

ეგ მეც მაინტერესებს, ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ აუცილებლად უნდა შევემზადო მეორესთვის smile.gif)
Fallen Angie
QUOTE
პირველი რამდენიმე დღე, მაქსიმუმ 1 კვირა უფრო გამიჭირდა

თავიდან ბავშვი სახლში არ მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისე არ დამღლიდა ბავშვის მოვლა რაც მე სახლში საქმე ვაკეთე sad.gif

გოგოებო, ჩემს დას შეეძინა ბიჭი, 54 სმ და 4,200 კგ, ჩემი შვილი ამ პარამეტრების იყო ზუსტად სამი თვის რომ გახდა, ხოდა ახლა ვუყურებ პატარას (გოლიათს) და ვფიქრობ, რა ციცქნა იქნებოდა ჩემი შვილი მასთან შედარებით, მაგრამ მაინც არ მგონია რომ პატარა იყო biggrin.gif biggrin.gif აღარ მახსოვს იყო თუ არა ასე ციცქნა biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 24 Aug 2019, 11:03
NiniaG
სახლის საქმეებს მართლა მეტი ენერგია უნდა ვიდრე 3 დღის ბავშვს. რავი ჩემი კი იდო გუდასავით, მერე აიშვა და გაცხოველდა ))))

ნია გაჩნდა 3,200 და მართლა მინიატურული იყო, იმდენად პატარა სახე და ნაკვთები ქონდა რო აი ვერ აღვწერ. სურათებში არ ჩანს და ისე იყო ჩვეულებრივი ქინძისთავი )))) 4,200 კაი გოჭმაჭი იქნება <3

Posted by: NiniaG 24 Aug 2019, 11:10
Fallen Angie
QUOTE
ნია გაჩნდა 3,200 და მართლა მინიატურული იყო

ჩემი მართლა მინიატურული გოგო 2,100 :დდ

QUOTE
4,200 კაი გოჭმაჭი იქნება <3

კი, ბურთია ჩვეულებრივი :დდ

Posted by: Fallen Angie 24 Aug 2019, 11:22
NiniaG
ვაიმეე, ეგ საერთოდ ნამცეცა იქნებოდა <3 დაგავიწყდა ალბათ )))

Posted by: NiniaG 24 Aug 2019, 14:21
Fallen Angie
QUOTE
ვაიმეე, ეგ საერთოდ ნამცეცა იქნებოდა <3 დაგავიწყდა ალბათ )))

რა პატარა არისთქო მაშინაც ვიძახდი, მაგრამ ასე პატარაც აღარ მეგონა smile.gif))))

Posted by: ნათია.0702 24 Aug 2019, 22:47
გოგოებო როგორ ხართ? ჩემი გოგო წლინახევრისაა, 1 კვირაა რაც ბათუმში ვართ, ბავშვს ვეღარ ვცნობ, მოგვეწება მე და მამამისს არავისთან რჩება, ჭამს ჭირვეულად, სულ გარეთ უნდა, კივის ბოლო ხმაზე უბანს აზანზარებს, მაუგლივით სულ ტიტველი ფეხებით უნდა სიარული. ჩემი მშვიდი მომყოლო და წყნარი ბავშვი ერთაბაშად შეიცვალა. გქონიათ მსგავსი შემთხვევა რომელიმეს? ნეტა ისევ ისეთი გახდება რომ დავბრუნდებით თბილისში.
* * *
ზღვის დანახვაც არ უნდა კივილს იწყებს, მარა წყნარი მშვიდი და ლურჯი ზღვა არც გვეღირსა ისეთი ამინდები იყო დღემდე. არადა წყალი მაგრად უყვარს.

Posted by: luckygirl15 25 Aug 2019, 00:52
QUOTE (sichiko @ 24 Aug 2019, 09:36 )
გოგოებო მეორე საკეისრო პირველთან რომ შეადაროთ როგორი იყო? უფრო რთული, იგივე თუ უფრო მარტივი? ავნერვიულდი რაღაც ნაადრევად მგონი, თან უფრო იმიტომ რომ ახლა დამხმარე არ მეყოლება და მარტო ვიქნები. პირველზე ხომ წელში მოხრილი დავდიოდი კაი ხანი და ახლა ეგ პოზა არ გამომადგება :/

ყოველი შემდეგი საკეისრო უფრო რთულია წინასთან შედარებით. თუ დამხმარე არ გყავს მით უმეტეს იგრძნობა.

Posted by: ლუქსუს 25 Aug 2019, 01:05
luckygirl15
არ არის მასე, ინდივიდუალურია.. მე არც პირველი გამიჭირდა და არც მეორე

Posted by: sichiko 25 Aug 2019, 03:24
Fallen Angie

ხო მოძრაობა კი მომიწევს ვინ დამსვამს ეგრე, თან ეს ეჭვიანობის სცენები თუ დაიწყო დანიელმა ხომ საერთოდ ალბათ გავგიჯდები :/

წელის ქამარი პირველზეც მეკეთა მაგრამ მეშინოდა მეტკინება თქო დავდიოდი ოთხით

* * *
luckygirl15


ძალიან დამამშვიდეsmile.gif)


ლუქსუს


აი რომ ვფიქრობ გაჭირვებით მეც არ გამიჭირდა, ტკივილით ხომ საერთოდ არ მტკიოდა მეორე დღიდანვე, მაგრამ მეგონა თუ გამართულად ვივლიდი მეტკინებიდა, ფსიქოლოგიური მომენტი უფრო მქონდა .

Posted by: Neno_ 25 Aug 2019, 08:45
ჩემი გამოცდილებითაც მეორე უფრო რთული იყო. ანუ საშვილოსნოს შეკუმშვის ტკივილები ბევრად უუფრო მწვავე იყო 5 დღის მანძილზე..
იქვე მითხრეს, ეგრე იცისო, ყოველ მომდევნოზე უფრო მტკივნეულად იკუმშებაო.. ეგ კი არა, ფიზიოლოგიურზეც ეგრე ყოფილა, მერე გავიგე..

შემდეგ უკვე, რეაბილიტაციის პერიოდი ისეთივე როგორც პირველი, ან უფრო მარტივიც დაჟე..
საერთო დასკვნა კი ისაა, რომ მიყოლებული ბავშვების მარტო გაზრდაა ძალიან რთული. გაჩენის ფორმა მეორეხარისხოვანია და სულ რამდენიმე დღეა აქტუალური biggrin.gif

Posted by: Utopian 25 Aug 2019, 14:13
ნათია.0702
ჩემი იყო ზუსტად ეგრე ზღვაზე. ფაქტობრივად მშიერი იყო და ჩვენ გარდა არავის ეკარებოდა. ( პატარა გოგოების გარდა :დ).
გარეთ იყო 24 სთ.
წყალში ძალიან გაერთო და ისედაც, ეგეთი ბედნიერი არსად ყოფილა

რომ ჩამოვედით ჭამაც დაიწყო და სხვებთანაც მიდის ))

Posted by: ლუქსუს 25 Aug 2019, 15:57
Neno_
აბაა biggrin.gif მარტო საკეისრო რომ იყოს 5 გავაჩენდი, მერე იწყება რაც იწყება biggrin.gif

Posted by: QISA 25 Aug 2019, 17:50
გოგოებო mmr აცრის შემდეგ როგორ იყვნენ თქვენი პატარები?
6-7. დღეს სიცხე ჰქონდა, ეხლა 11 დღეა, ჭირვეულობს, ძილში ტირის, ცოტა წითლად დააყარა, კიდევ რას ველოდო და რამდენი ხანი?
* * *
და კიდევ: სხვა ბავშვებს ხომ არ გადაედებათ?

Posted by: sichiko 25 Aug 2019, 20:43
Neno_

5 დღე რა ამბავია:/ 1 დღე მტკიოდა ისიც ინტენსიურში ვიყავი და ფეხზე დავაყენე ყველა( საერთოდ მე ტკივილს ვერ ვითმენ) სამჯერ გავაკეთებინე გამაყუჩებელი, სანამ მორფი არ გამიკეთეს არ დავმშვიდდი. სხვები იყვნენ გაყურსულები, მხოლოდ მე ვბუინობდი.

Posted by: ნათია.0702 25 Aug 2019, 22:53
Utopian
დამამშვიდე smile.gif

Posted by: luckygirl15 25 Aug 2019, 23:47
QUOTE (ლუქსუს @ 25 Aug 2019, 01:05 )
luckygirl15
არ არის მასე, ინდივიდუალურია.. მე არც პირველი გამიჭირდა და არც მეორე

კი, ინდივიდუალურია, მაგრამ მომხმარის გარეშე თუ არ გაგიჭირდა მაშინ ყოჩაღ შენ, smile.gif იმდენი ,მიხვრა მოხვრა რაც ახალშობილს ჭირდება და პლუს კიდევ სხვა ბავშვი , პლუს ამას სახლის საქმე და სადილი საკუთარ თავს სხვა თუ არაფერი გაჭირვებაა უკვე smile.gif)))) თუ კი წამოწოლილი ხარ და გემსახურებიან , ნო პრობლემ.smile.gif))

Posted by: Utopian 25 Aug 2019, 23:53
მარტო მე მტკიოდა მინ. 2 კვირა?? sleep.gif (დისკომფორტის გარეშე მგონი 2 თვის მერე გავიარე)
არადა ისეთი მაგარი განწყობით შევედი ბლოკში... პოსტები მქონდა წაკითხული 2 სთ-ში დავქროდიო


Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 10:00
დილა მშვიდობისა გოგოებო, ჭრილობაზე რა მაზი უნდა წავუსვა ბავშვს? არც არის ჭრილობა, გაფხაჭნილი აქვს კანი და ფუფხები აქვს გაკეთებული.

Posted by: Perseus12 26 Aug 2019, 10:13
NiniaG
თუ უკვე ფუფხები გაიკეთა ძველი დაზიანებაა ესე იგი და არც არაფრის წასმა და დაკვრა არ უნდა, ახალზე ბეტადინი.

Posted by: მზე 26 Aug 2019, 10:34
Perseus12
აუ ზამთრის თბილი ფეხსაცმელი ყველა 25-დან რო იწყება რა ვქნა ? biggrin.gif
23-24-იც გამოჩნდება?
ეხლა 22 აქვს ზუსტად

Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 10:49
Perseus12
კი, ბეტადინი წავუსვით დაზიანებისთანავე smile.gif

Posted by: Perseus12 26 Aug 2019, 11:20
მზე
ყველა არ იწყება კაცო,
https://www.limango.de/shop/detail/7624321?q=geox&category=kinder&size=23&sort=price-asc
https://www.amazon.de/Richter-Kinderschuhe-M%C3%A4dchen-Freestyle-Schneestiefel/dp/B07195BHWX/ref=sr_1_2?keywords=richter%2Bstiefel%2B23&qid=1566803672&s=gateway&sr=8-2&th=1&psc=1
https://www.amazon.de/Richter-Kinderschuhe-Freestyle-Schneestiefel-Atlantic/dp/B079PXYHHP/ref=sr_1_3?keywords=richter%2Bstiefel%2B23&qid=1566803732&s=gateway&sr=8-3&th=1&psc=1
https://www.amazon.de/Richter-Kinderschuhe-Freestyle-Schneestiefel-Atlantic/dp/B079PXYHHP/ref=sr_1_3?keywords=richter%2Bstiefel%2B23&qid=1566803732&s=gateway&sr=8-3&th=1&psc=1

Posted by: s@likun@ 26 Aug 2019, 13:10
ჩემი საკეისრო ისეთი მარტივი იყო და შემდეგი ამბავიც 100 ჯერ გავიკეთებდი და 100 გავაჩენდი ყველა რო ვიცოდე ასეთი კარგი მეყოლება biggrin.gif

გოგოებო რა მაინტერესებს ვინც იცით სამი თვე იქნება თითქმის გასული საკეისროს მერე და ზღვა და მზე ხო შეიძლება ??


Posted by: takotatuli1989 26 Aug 2019, 13:55
Perseus12
ჯეოქსს ძირზე რო ნასვრეტები აქვს ზამთარში თოვლში ფეხი არ დაუსველდება ბავშვს? ზემოდან წყალგამძლეაო აწერია მარა ძირი? ხომ არ იცი?

Posted by: Perseus12 26 Aug 2019, 14:00
takotatuli1989
არ დაუსველდება.

Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 14:05
user posted imageuser posted imageuser posted image

ეს მომწონს, კარტერსის გვერდიდან და ღირს გამოწერა?

Posted by: Perseus12 26 Aug 2019, 14:24
NiniaG
კარტერსზე 6$ ღირს შიდა შიფინგი. აქამდე წონის მიხედვით.

Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 14:34
Perseus12
26 $ ღირს ეს 50%-ნი ფასდაკლებით და + 6 $ ხო?
არადა, ჩემსას ისეთი ფეხი აქვს თუ ადგილზე არ გავასინჯე ფეხსაცმელი ვერ ვყიდულობ sad.gif
მგონი აქვე მაღაზიებში მოვძებნო რამე სჯობს sad.gif

Posted by: Perseus12 26 Aug 2019, 14:38
NiniaG
თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებს, მე ამას არ ვუყიდდი.

Posted by: Utopian 26 Aug 2019, 14:53
NiniaG
ეკოს აქვს ქარვასლაში აუთლეტ მაღაზია. 130 ლარად ვუყიდე ამ ზაფხულს ზამთრის უმაგრესი ყველაფრის გამძლე ფეხსაცმელი/ბათინკი :დ მოზომების გარეშე თუ გეეჭვება შეგიძლია შეიარო თუ არის რამე დარჩენილი. ჯეოქსის აუთლეტიც არის გვერძე

ლიმანგოზე ვუტრიალე რიხტერს, მაგრამ აქ ვერ ვნახე რიხტერის ვერაფერი რომ მომესინჯებინა და დავიკიდე

გამოწერილმა ასიქსებმა გვასიამოვნა სამაგიეროდ ისე... ♥ ბოტასზე უფრო ვხვდები სიგრძე სიგანეს : )))



Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 14:54
Perseus12
ხო რა თქმა უნდა, მაგიტომაც დავდე smile.gif
მე პირველად უნდა ვუყიდო, მანამდე არ მქონია გამოცდილება smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 26 Aug 2019, 16:24
Utopian
QUOTE
ლიმანგოზე ვუტრიალე რიხტერს, მაგრამ აქ ვერ ვნახე რიხტერის ვერაფერი რომ მომესინჯებინა და დავიკიდე

lucky step-ში აქვს რიხტერები, თუ დაგჭირდა სამომავლოდ იქ შეგიძლია მოაზომო wink.gif

Posted by: Utopian 26 Aug 2019, 16:31
mCvanE_shteFsEli_
კი, ვიცი. ვიყავი და რიხტერის არაფერი არ ჰქონდათ იმ პერიოდში.
ახლა კი აქვთ ისევ smile.gif

Posted by: მზე 26 Aug 2019, 18:02
Perseus12
ვააა მადლობა.
არადა გავფილტრე ზომით და რატომღაც არ ამომიგდო ლიმანგომ :|

კაი ფასია ეს?
ჯერ ხო არ მეჩქარება გამოწერა? biggrin.gif ალბათ სადღაც ნოემბერში რომ მქონდეს, ჰო?

ალბათ, 23 ზომა დამჭირდება ჰო? თუ მოვაზომო ჯერ აქ ჯეოქსში ან ლაქი სტეპში?

Posted by: luckygirl15 26 Aug 2019, 19:08
QUOTE (NiniaG @ 26 Aug 2019, 14:05 )
user posted imageuser posted imageuser posted image

ეს მომწონს, კარტერსის გვერდიდან და ღირს გამოწერა?

კარტერსის ფეხსაცმელები არ ვარგა.

Posted by: NiniaG 26 Aug 2019, 22:45
luckygirl15
მადლობა , გავითვალისწინებ smile.gif
Utopian
შევივლი და ვნახავ რამეს იმედია smile.gif მადლობა

Posted by: sichiko 26 Aug 2019, 23:48


აუ ასეთ მაღალყელიან ფეხსაცმელს ადვილად ჩავაცმევ ნეტა ჩემ შვილს? რაღაც მგონია მოუხერხებელი იქნება თქო ჩასაცმელად. არადა თოვლში ხომ უნდა

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 00:02
მზე
აქაურ ფასებთან მიმართებაში ნორმ ფასებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ტოპ ბრენდები გამოვწერე 5 ევროებად, მაშინ ძვირია
* * *
მზე
რიხტერების აქცია დაიწყო დღეს ლიმანგოზე და 30 ევროდ არის თქვენი ზომები.

Posted by: takotatuli1989 27 Aug 2019, 10:14

მოკლეთ ჩემ გოგოს აქვს 22/23 ზომა ფეხი, ანუ ბიომექანიკის ბასანოჩკი 23 ზომა აქვს კარგად წინ რო ცოტა ადგილი რჩება ისე, ამ დროს ოკოშკოშის რაღაც გასაპრანჭი ფეხცაცმელი 22 ზომაც იგივენაირად აქვს, ადიდასის ბოტასიც 22 ზომა კარგად აქვს. ვერ გავიგე ეხლა რა ზომა ვუყიდო ზამთრისთვის. შემოდგომის ფეხცაცმელში არ მინდა ფულის გადაყრა, მგონია უცებ აცივდება და მაგ პერიოდს ვფიქრობ ბოტასით გაატარებს და ვარჩევ ეხლა ზამთრის ბათინკებს, ძაან მომწონს წყალგამძლეები როა მარა ძაან თბილი მგონია, ბაკურიანში კი გამოადგება მარა არ მგონია დიდხანს გავჩერდე მასეთ თოვლში, აქაც რო გამოადგეს მასეთი მინდა და რა გამოცდილება გაქვთ ჯეოქსის ან რიხტერის ზამთრის წყალგამძლე თბილი ბათინკები თბილისისთვის ძალიან ცხელია? ისიც ვერ გადავწყვიტე 23 გამოვწერო თუ 24

Posted by: მზე 27 Aug 2019, 10:55
Perseus12
ღმერთო რა ოპერატიული ხარ biggrin.gif <3

აუ გეხვეწები მითხარი რა რომელი ტიპის ჯობია რომ ვუყიდო ანუ რომელი უფრო გამოსადეგი იქნება. biggrin.gif rolleyes.gif
ეხლა მარტო ის ბიომექანიქსების ბოტასები აქვს შენ რომ გამომაწერინე საშემოდგომოდ

https://www.limango.de/shop/detail/7624320?size=23&campaign=44735
https://www.limango.de/shop/detail/7529722?size=23&campaign=44720
https://www.limango.de/shop/detail/7529700?size=23&campaign=44720
https://www.limango.de/shop/detail/7529713?size=23&campaign=44720

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 11:04
მზე
ბოლო გამორიცხე, იმ თასმებს დაუწყებს შეხსნას და თამაშს, ყველაზე ნეიტრალური და სადა არის ნაცრისფერი, ყველანაირი ფერის შარვალ-ქურთუკი მოუხდება და თანაც ფასითაც ყველას სჯობს, ჰოდა მე მაგას გამოვწერდი smile.gif

Posted by: მზე 27 Aug 2019, 11:26
Perseus12
მადლიი <3 ეხლა 0.01 ცენტით უნდა დავამრგვალო ის 5 ევრო რო გამოვიყენო :დდ
კაი თასმებიანები გამოირიცხა biggrin.gif ეხლა მამასაც უნდა მოეწონოს და ეგაა biggrin.gif

1 წყვილი ფეხსაცმელი ეყოფა?
ზამთარში იმ ბიომექანიქსებში შესცივდება უკვე ალბათ :|

თოვლის ბათინკები კიდე ცალკეა ხო?

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 11:42
მზე
ტრუსებია 2.49 ღირს და ეგ დაამატე, ან რამე ქუდი. თოვლისთვის ქალაქში ეყოფა და ბაკურიანის სეზონი რომ მოვა, მე გათხოვებ სამოს რაც ეცვა 22/23 ზომაა, არ ღირს ახლის ყიდვა 1 კვირისთვის, თან მეორე წელს არ გამოადგება. აღარაა ტრუსები:/

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 27 Aug 2019, 11:57
მზე
ანის ჰქონდა წინა ზამთარს რიხტერიც და ჯეოქსიც, ჯეოქსი უფრო კარგა იხმარა. ფეხს უფრო ადვილად დგამდა, რიხტერზე ცოტა პადიომში უჭირდა. და ჯეოქსი რა სიმაღლეც არის უფრო პრაქტიკულიამ, მაღლები უფრო მოუქნელია შარვალზე.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 12:04
mCvanE_shteFsEli_
ანუ შენ ამას უწევ რეკომენდაციას როგორც მივხვდი? biggrin.gif
https://www.limango.de/shop/detail/7624320

Perseus12
არაუშავს ვიპოვი რამეს ^___^ ჯერ მაინც ვერ მოიცალა ჩემმა ქმარმა რო დამიეფრუვოს biggrin.gif

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 12:11
მზე
აუ დამიეფრუვოს კი არა, ჩემს ქმარს ლიმანგოდან გამოვუწერე ბევრი რაღაც, სულ არ მინახებია და ძაანაც მოეწონა, მეტი საქმე არ მაქვს ბავშვების ზმანები ვუთანხმო rolleyes.gif ხო სხვათაშორის ზოგ მოდელს რიხრტერისას ენა კარგად არ გადმოსდის. აუ რიხტერი არადა ნატურინო რომ ვაყიდინე მეგობარს ბათუმში, ისეთი ყელი აქვს ნახევრამდე ვერ ჩადგა ფეხი, მიდევს ტყუილად. თან მივწერე, ხალხს არ მოუბრუნებია-მეთქიდ ა არაო, არავის დაუბრუნებიაო.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 12:27
Perseus12
რავი, კი არ აქვს პრობლემა მარა მე მიხარია როცა ისეთ რამეს ვარჩევთ ორივეს რო მოგვწონს biggrin.gif
მისთვის კიდე მე ვერ ვყიდულობ sad.gif რამდენი რამე ავარჩიე და ვანახე არაფერი მოეწონა. მგონი კაცის ტანსაცმელებში სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. ფეხსაცმელებში ხო საერტოდ biggrin.gif
ჰოდა მაქშინ ჯეოქსს ვუყიდი :| შენც ხო ადრე ჯეოქსი მითხარი, ეგ გვქონდაო?
ისე 15 ევრო შეგიძლია გაჩითო თუ მოიწვევ მეგობარს ლიმანგოზე. იმ მეგობარს პირველ შეკვეთაზე 15 ევროს აკლებს (მინ 40 ევროს შემთხვევაში ოღონდ) და ის რო შეუკვეთავს მერე შენ გჩუქნის 10-ს.
ჰოდა, ჩემი ქმარი მოვიწვიე და ამ ჯეოქსსაც 30 ევროდ გამოვწერ ეგრე თუ 0.01 ცენტიან რამეს დავამატებ biggrin.gif (+5 ევრო შიპინგი biggrin.gif)

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 12:29
მზე
ვცადე ეგ ადრე და გამიუქმეს 2 დღეში, მაშინ სხვადასხვა მისამართები უნდა იყოს.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 12:33
Perseus12
QUOTE
ე გათხოვებ სამოს რაც ეცვა 22/23 ზომაა, არ ღირს ახლის ყიდვა 1 კვირისთვის, თან მეორე წელს არ გამოადგება.

ვაა მადლობა love.gif love.gif

ეს მოეწონა ყველაზე მეტად და მგონი ნაკლებად პრაქტიკულია არა? biggrin.gif https://www.limango.de/shop/detail/7529685?size=23&campaign=44720

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 12:35
მზე
აქ დადებულ ლიმანგოს ბმულებს არ მიხსნის :/ https://www.zalando.de/friboo-snowbootwinterstiefel-dark-blue-f5713k006-k12.html ეს ეცვა სამოს.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 12:49
Perseus12
მშვენიერ ვიდზეა ^__^ კარგად იხმარეთ ხო?

მმ აი ესაა. ვიდზე მეც ძაან მომწონს biggrin.gif
user posted image

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 12:50
მზე
კი მშვენივრად, აუ ვიცი ესენი, ზაფხულში 15 ევროდ იდო გერმანულ ამაზონზე.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 12:53
Perseus12
ეხლა 30 ღირს sad.gif

მე მგონია რო ისინი ჯობია პრაქტიკულობის პონტში და ვცდები? მერე თუ გაიაფდება გასაპრანჭად ვუყიდი :|

Posted by: Guda_Guda 27 Aug 2019, 12:57
გასაფერადებელი სურათების ლინკები შეგიძლიათ დადოთ, ბავშვისთვის მინდა 3 წლისაა

Posted by: Perseus12 27 Aug 2019, 12:59
მზე
კი, ისინი ჯობს მოსავლელად, გადაუსვი სველი ნაჭერი და მზადაა, ზამშე და ეს ფერი პრეტენზიულია, ჰოდა წარმოიდგინე როგორ ამოიგანგლება ტალახებში.

Posted by: მზე 27 Aug 2019, 13:03
Perseus12
ჰო მეც მასე მგონია. თან ეს პრეტენზიული ფერიცაა სად ვუხამო ყველაფერი :|

Posted by: sichiko 27 Aug 2019, 18:07
Guda_Guda

ბევრნაირი აქვს მელისას ასეთებიც და სხვანაირებიც, ლინკი არ ვიცი მე მაღაზიაში ვუყიდე , მაგრამ ამაზონზე ნახე.

user posted image
* * *
QUOTE (Perseus12 @ 27 Aug 2019, 12:11 )
მზე
აუ დამიეფრუვოს კი არა, ჩემს ქმარს ლიმანგოდან გამოვუწერე ბევრი რაღაც, სულ არ მინახებია და ძაანაც მოეწონა, მეტი საქმე არ მაქვს ბავშვების ზმანები ვუთანხმო

ზუსტად ეგრე ვარ , რასაც ვყიდულობ თავისთვის ყველაფერი მოსწონს ყოველთვის, ბავშვის საყიდლებზეც ერთად დავდივართ, თუმცა თვითონ ცალკე დადის , იყიდე და დამიძახე რომ მორჩებიო :დ

Posted by: Guda_Guda 27 Aug 2019, 19:39
sichiko
ანუ მე რა მინდა იცი? გასაფერადებელი სურათები რომ ამოვბეჭდო ეგეთი საიტი მინდა, ფანქრები კი გვაქვს

Posted by: sichiko 28 Aug 2019, 09:33
Guda_Guda

აა, უი მაგდენი არ ვიცი, ჯერ ახლა დავიწყე ამეების ყიდვა , მაქამდე არ მივსულვარsmile.gif))

Posted by: Guda_Guda 28 Aug 2019, 15:49
sichiko
ოკ

--------

Posted by: luckygirl15 28 Aug 2019, 18:31
დედიკოებო,ჩვილი ბავშვისთვის swaddle blanket, ან საძილე ტომრებს რომელიმეს ხმარობთ ვინმე? მაინტერესებს ხომ არ გაქვთ რამე კვლევა , რამდენად მოქმედებს ბავშვზე ფსიქოლოგიურად ასეთი შებოჭვა? ხელებს რომ ვერ ამოძრავებს ანუ. მახსოვს აკვანშI გაზრდაზე ამბობდნენ მსგავს რამეს ძალიან ადრე, შედარებას რომ აკეთებდნენ და აქაც იგივენაირად არის შეკრული ფაქტიურად. ძალიან კარგად ვხმარობ, თუ არ შევკარი ამაში ისე არ იძინებს ღამე ფაქტიურად და სამომავლო შედეგები მაინტერესებს. ნახევარი მსოფლოი რომ ამას ხმარობს კი ვიცი მაგრამ ქართველები ტრადიციულ საბნებში ზრდიან მაინც ბავშვს. თქვენ რას აფარებდით, ან აფარებთ ჩვილებს?user posted image

Posted by: makarena 28 Aug 2019, 19:54
გამარჯობა გოგოებო, გადავედით ხელოვნურ კვებაზე. ბავშვი არის 22 დღის. წყალი უნდა მივცე თუ 1 თვემდე არ უნდა?

Posted by: Guda_Guda 28 Aug 2019, 22:07
luckygirl15
როგორ ეგუება? რაღაცნაირად მგონია რომ ცოდვაა მაგაში

Posted by: მზე 28 Aug 2019, 22:21
Neno_
რა ქენი მოგიტანეს ის წიგნი? მოგეწონა? biggrin.gif

* * *
luckygirl15
მე არ მიხმარია ეგ შესაფუთი თუ რაც ქვია.
ძუძუზე ვაძინებდი. ან ჩახუტებული.
საძილე ტომრებსაც გააჩნია, ყველა ბავშვი ვერ გუობს, ზოგს მოსწონს. ჩემმა მეგობარმა სამივე ბავშვზე გამოიყენა და ჩემსაზე მგონია რო არ გამომადგებოდა, რადგან ამას საბნის გადახდა მოსწონს. სპეციალურად იქნევდა ხოლმე ფეხებს რო გადაეძრო და ვფიქრობ რომ გააღიზიანებდა. მოკლედ, უნივერსალური პასუხი აქაც არ არსებობს biggrin.gif მარა ალბათ მაინც მიჩვევაზეა რავი

ისე მაგ ადიალებს მაქსიმუმ თვე-ნახევარი თუ გამოიყენებ როგორც ვიცი. მერე აღარ უნდა გაკოჭვა.

Posted by: luckygirl15 28 Aug 2019, 23:20
QUOTE (Guda_Guda @ 28 Aug 2019, 22:07 )
luckygirl15
როგორ ეგუება? რაღაცნაირად მგონია რომ ცოდვაა მაგაში

პირველი დღიდანვე მასე შევფუთე და შეეგუა. ახლა 2 თვისაა და მაგის გარეშე არ იძინებს. რო ჩავსვამ ერთი ორჯერ მხრებს კი დაგრიხავს ხოლმე მაგრამ ალბათ ხვდება რომ ძილის დროა, ჩერდება და იძინებს.
* * *
makarena
არ არის აუცილებელი ასე პატარაზე მიცემა. 1 თვის მერე მიეცი.





Posted by: sichiko 29 Aug 2019, 00:00
makarena

თუ შესთავაზებ და დალევს უნდა მისცე.

luckygirl15


მე საერთოდ ვერ ვიტანდი თურმე გადაფარებას, ზუსტად ეგრეა ჩემი შვილიც, არასოდეს იფარებს. თოთო რო იყო ბუდეში მეწვინა, და იყო თბილად. ( ზამთრის ბავშვია) მეორესაც ზამთარში ველოდები და ისევ ბუდის შეძენას ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოვიყენე პირველზე. ამ შესაფუთ რაღაცაში ვიფიქრებდი რომ არაკომფორტულად იქნებოდა, თუმცა მიჩვევაზეა არ ვიცი.

Posted by: Guda_Guda 29 Aug 2019, 01:31
და რატომ უნდა შეფუთოთ? მიეცით პატარას თავისუფლება smile.gif

Posted by: მზე 29 Aug 2019, 07:10
Perseus12
ლიმანგოს ღმერთმა მეც გადმომხედა და ფრი შიპინგით გამოვწერე biggrin.gif არ მჯერა biggrin.gif

* * *

ვა დღეს რაღაც სხვანაირია საიტი. აუთლეტი რატო აღარაა ცალკე spy.gif

Posted by: Chica 29 Aug 2019, 09:24
makarena

1 თვის გახდა ჩემი გუშინ და სამი დღეა წყალს ვასმევ რაც ხელოვნურზე გადავიყვანე შეკრულია კუჭში და იქნებ ცოტა მიეხმაროს, თან ძალიან მოსწონს smile.gif) 50 გრამამდე დღეში როგორც პედიატრმა მითხრა
* * *

Posted by: Perseus12 29 Aug 2019, 10:43
მზე
არის აუთლეთიც კაცო, გილოცავsmile.gif
* * *
მზე
ახლა აღარც ჩემთანაა :/

Posted by: Neno_ 29 Aug 2019, 17:16
მზე
ჯერ არ მინახავს. სოფელში ვარ და ჩემს ძმას ვაყიდინე. ასე 1 კვირაში გავიგებ რა მოხელე-ნაჩალნიკია biggrin.gif

Posted by: მზე 29 Aug 2019, 19:07
Perseus12
რა უქნეს spy.gif
ფასები დატოვონ და ჯანდაბას გადავიტან რო გააერთიანეს biggrin.gif


* * *
Neno_
კარგი, მითხარი მერე biggrin.gif

Posted by: QISA 29 Aug 2019, 21:32
makarena
სრულად ხელოვნურზე გავზარდე, და ექიმმა წყალი 6 თვემდე არ სჭირდებაო, ისედაც სულ წყალიაო ეგ და თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვაო.
მერე როცა მივეცი კაი ხანი არ სვავდა, დამატებითი კვების დაწყებისას დაიწყო დალევა, ეხლა 1 წლისაა და სვავს კარგად.

Posted by: მზე 29 Aug 2019, 23:58
გოგოებო, როგორ უმკლავდებით ფსიქიკურად ამდენ რამეს? ამ ბოლო დროს ჩემს თავს ვატყობ რომ უფრო ადვილად ვღიზიანდები, რაც ძალიან მღლის და მერე კიდე უფრო ვღიზიანდები. sad.gif
თან თითქოს არაფერი არ მაქვს საწუწუნო მაგრამ მაინც ესე ვარ. პატარ-პატარა წვრილმანები და დაღლილობა შვება მგონი. რა მოვუხერხო ჩემს თავს არ ვიცი.
ვფიქრობ რამე დამამშვიდებელი დავლიო. ყოფილხართ ვინმე ესე? არც კი ვიცი ვის ვკითხო, სად ვიწუწუნო.

თან სულ ესე არ ვარ, მეორე დღეს კარგ ხასიათზე დავდგები და ჩემს თავზე ვბრაზდები ასე რო ვიყავი. რავი რა.

Posted by: makarena 30 Aug 2019, 02:35
Chica
sichiko
luckygirl15
QISA
მადლობა გოგოებო, გავივლი მეც კონსულტაციას პედიატრთან

Posted by: takotatuli1989 30 Aug 2019, 10:11
მზე
მუშაობ? ორ გარემოში ყოფნა შველის, მარტო სახლში ბავშვთან ძნელია ძალიან

Posted by: Takobako 30 Aug 2019, 10:15
გოგოებო გამრეკელზე რომ ბავშვთა პოლიკლინიკაა, რომელ პედიატრს გაუწევთ რეკომენდაციას ახალშობილის აღრიცხვაზე ასაყვანად?

ტერიტორიულად ეგ გვაწყობს აღრიცხვისთვის, სახლთან ყველაზე ახლოს ეგაა.

მადლობა

Posted by: *Artless* 30 Aug 2019, 10:26
მზე
განსაკუთრებით ღამღამობით გემართება ასე? :დ ბავშვი როცა არ/ვერ იძინებს ან მალ-მალე იღვიძებს?

Posted by: pearlgirl 30 Aug 2019, 10:42
მზე
QUOTE
გოგოებო, როგორ უმკლავდებით ფსიქიკურად ამდენ რამეს?

QUOTE
ადვილად ვღიზიანდები,

დედობის ტიპიური ნიშნებია biggrin.gif
რავი ადამიანები ვართ, მთავარია ბავშვზე არ გადაიტანო ხოლმე გამუდმებით. ზოგჯერ არა უშავს ბავშვზეც თუ გადაიტან მაილდ ფორმებში biggrin.gif ისიც ხო უნდა მიხვდეს რომ რობოტი კი არა ადამიანი ხარ biggrin.gif
მე დამაშვიდებელს არ მიმართავ, უბრალოდ გამოვდივარ ხოლმე ჩემით რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. smile.gif

Posted by: ლუქსუს 30 Aug 2019, 11:47
მზე
მსგავსი მომენტები ყველას გვაქვს, გზა უკეთგახდომის შენ უნდა იპოვო, ქმარიც თუ დაგეხმარება მთლად უკეთესი

Posted by: nature 30 Aug 2019, 11:48
ვინმე ელექტრო საქანელას (ბაუნსერს) ხომ არ გაყიდით? კაბელიანი მინდა ოღონდ,

Posted by: Neno_ 30 Aug 2019, 12:03
nature
ჩემი მამიდაშვილი ყიდის და საღამოს გაგიგებ ზუსტად დეტალებს და სურათებს..
კაბელიანი არ ვიცი რას ნისნავს ოღონდ smile.gif

Posted by: NiniaG 30 Aug 2019, 14:49
მზე
ეჰ, რახანია მასე ვარ, ოღონდ ყველაზე მეტად ჩემს ქმართან მაქვს დიდი გული smile.gif თან არ მინდა ისიც გავაღიზიანო და თან ვფიქრობ, აბა მარტო მე რატომ უნდა ვიყო ასეთქო smile.gif))))
წუწუნით არ ვწუწუნებ, თითქოს ჩავიკეტე და ეგეც ცუდად მოქმედებს ( ჩემი თანამშრომლები ყველაფერზე წუწუნებენ და ყველაფერი კარგად აქვთ :დ )
პრეპარატების მიშველება არ მინდა, მიმაგდეს და გამთიშავს ვიცი, თან არც იმისთვის ვბრძოლობ რომ შევცვალო ჩემი თავი sad.gif
მაგრამ მე ამ ყველაფერს ვაბრალებ პირად პრობლემას, მე და მეუღლე სხვადასხვა ქალაქებში ვმუშაობთ, მხოლოდ შაბათი-კვირა-ორშაბათი ვართ ოჯახი ერთად sad.gif ამან ძალიან დამღალა და გამანერვიულა sad.gif

Posted by: Chica 30 Aug 2019, 15:32
გოგოებო ფრისო გოლდი 1 და ფრისოლაკი გოლდი 1 ერთი და იგივეა? ფრისოლაკს ვაჭმევდი და აღარ არის აფთიაქებში და იგივეაო, არადა დაემთხვა თუ რა არის არ ვიცი როგორც შევუცვალე მის მერეეშეკრულობა აქვს 1 თვის არის

Posted by: მზე 30 Aug 2019, 17:52
აუ ძალიან დიდი მადლობა გოგოებო რო გამომეხმაურეთ sad.gif ცოტა მრცხვენია ხოლმე სახლში წუწუნი და ვერ ვამბობ. ერთი დედაჩემთან მარა მისი დაგრუზვაც არ მინდა ხოლმე :/

takotatuli1989
QUOTE
მუშაობ? ორ გარემოში ყოფნა შველის, მარტო სახლში ბავშვთან ძნელია ძალიან

კიი ვმუშაობ კიდე კაი. ეგ მართალია, ძალიან მშველის ნამდვილად. უბრალოდ, მერე სხვა პრობლემა მაქვს. როცა სამსახურში არ ვარ თითქმის სულ რო ბავშვთან ვარ, საკუთარი თავისთვის ნორმალურად რო არ გაქვს დრო sad.gif აი რავი რა. თან პრეტენზია მაქვს რომ მინდა კარგი დედა ვიყო და თან ისეთ რამეებს ვებღაუჭები ეხლა, შარშან საერთოდ რო არ მაინტერესებდა ბავშვის პონტში. ამიტომ მგონია რომ გადაღლის ბრალია რა sad.gif(

*Artless*
QUOTE
განსაკუთრებით ღამღამობით გემართება ასე? :დ ბავშვი როცა არ/ვერ იძინებს ან მალ-მალე იღვიძებს?

საღამოობით უფრო ან როცა ჭუჭყურებს. გუშინ მაგალითად წაიქცა და ნიკაპი დაარტყა. აშკარად ძაან ეტკინა და მას მერე ისეთ ცუდ ხასიათზე იყო ყველაფერზე წუხილს იწყებდა და აი ქანცი გამწდა. ასეთ დღეებში მიჭირს ყველაზე მეტად. კარგ ხასიათზე როცაა მაშინ გული მტკივა ამაზე როგორ ვბრაზდები თქო :შ

pearlgirl
QUOTE
მთავარია ბავშვზე არ გადაიტანო ხოლმე გამუდმებით

ჰო აი ბავშვს არ ვეჩხუბები მარა ისეთი ხალისთ რომ ვერ ვეთამაშები მერე იღუშება თვითონაც და უფრო ბრაზდება და მერე მე უფრო ვღიზიანდები და ჩაკეტილი წრეა.
რაღაც უნდა მოვახერხო რაა.

QUOTE
დედობის ტიპიური ნიშნებია

ანუ ჯერ არ ვგიჟდები biggrin.gif

ლუქსუს
QUOTE
გზა უკეთგახდომის შენ უნდა იპოვო, ქმარიც თუ დაგეხმარება მთლად უკეთესი

აი ეხლა სვანეთში წამოვედით დასასვენებლად ბავშვის გარეშე. იმედია გამოვცოცხლდები და ახალი შემართებით ჩავალ.
აუ ქმარი ძაან მეხმარება მაგრამ მგონი ისევ ჩემშია პრობლემა. ვცდილობ ხოლმე რომ არ ვაჩვენო რომ ესე ვარ ან რავი თU შეამჩნევს უფრო ვბრაზდები.
საშინელი ფიქრები მიპყრობს ხოლმე რომ ვის რათ უნდა ეგეთი ცოლი რომელიც ყველაფერზე ჩხუბობს, სულ მოღუშულია და ხო ხვდები. მოკლედ, აი ვერ დავამუღამე ეგრე რო ვარ როგორ გამოვიდე მაგ მდგომარეობიდან. თან ვაცნობიერებ რომ არაციონალურად ვიქცევი და ვფიქრობ და უარესია მაგრამ გზას ვერ ვპოულობ.

ისე ჭამა მშველის ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

NiniaG
აუ მე კიდე პირიქით ვარ biggrin.gif არ მინდა ჩემი სისუსტე გამოვავლინო :დდ

აუ ძაან მესმის შენი, ეგ რა რთულია sad.gif( იქნებ რამენაირად მოახერხოთ რომ არ იყოს ეგრე ან შაბათ_კვირაზე კონცენტრირდე. აუ რავი რა, არ ვიცი რა გითხრა sad.gif
ჰო, წუწუნი შველის მართლა. ვინმე გინდა რო რო გული მოიოხო.
ეხლა ვალერიანს ვსვამ ხოლმე თუ ვერ ვიძინებ თორე გამოუძინებელზე ვაბშე შეუძლებელია რომ დამელაპარაკო. არადა, რა მჭირს ვერ ვხვდები. მეძინება ხოლმე და დავწვები და ვარ ბუსავით :|
* * *

მოკლედ მადლობა გოგოებო, მართლა დამეხმარეთ. დღეს ისედაც ბევრად უკეთ ვარ, ნიას მშვენივრად ეძინა, მეც გამოვიძინე, დილას კარგ ხასიათზე იყო და ყოველ მხრივ ვინანე ჩემი გუშIნდელი მდგომარეობა მაგრამ აი უკვე მერამდენედ. ეხლა ჩავალ სვანეთიდან და შეიძLება ისევ ისე გამოვიდეს sad.gif ვნახოთ რა. იმედია მიშველის დასვენება.

* * *

Takobako
მზია ჩარექიშვილი (მედკაპიტალში ამბობ ხო?)

Posted by: Lemon Curd 30 Aug 2019, 18:50
მზე
აი ეხლა შენს ნაწერს რომ ვკითხულობ მგონია მე ვწერ. იგივე შეგრძნებები მაქვს. შვებულებამ ცოტა მიშველა ისე, შენც გიშველის

Posted by: Guda_Guda 30 Aug 2019, 20:25
ზღვა არის თუ არა მარგებელი ბავშვისათვის?

Posted by: sichiko 30 Aug 2019, 21:15
მზე


ისეთი გაღიზიანებული ვიყავი ყველაფერზე მივადგებოდი და ვეჩხუბებოდი ჩემ ქმარს, არადა არასოდეს არაფერს მიშავებს, პირიქით, მყვება ზედ. ბავშვი ეს მეორე ირსულობა ,ლამის ჭკუიდან გადავედი,მიშველა საქართველოში წასვლამ, ისეთი ბუნჩულა ჩამოვედი რომ რავი. დამშვიდებული დაწყნარებული ვარ, მგონი მშობიარობამდე გასტანს ეს განწყობა, მერე არ ვიცი როგორ იქნება.. დასვენება გიშველის.
* * *
Guda_Guda

გააჩნია რამდენისაა და მარგებელი რა მხრივ? ჩემ შვილს ისე უყვარს წყალი ყველაფერი მარგებელია მისთვის :დ თუმცა წელს არც ზღვაში ჩამიყვანია და არც ოკეანეში, აუზებით ვიფარგლებით.

Posted by: Lemon Curd 30 Aug 2019, 23:01
აუ ერთი უხერხული კითხვა მაქვს და თუ გყავთ ამ ასაკის ბიჭი ან რაიმე გამოცდილება გაქვთ, იქნებ მირჩიოთ: 10 წლის ბიჭმა მეზობელ გოგოს (მასზე 2 წლიტ პატარას) აჩვენა სასქესო ორგანო და სთხოვა შეხებოდა, აქ არ დავწერ და უფრო ცუდი რაღაც თხოვა. ასევე მეორე სხვა ბავშვთან ქონდა რაღაც მსგავსი ინციდენტი, რაც მაფიქრებინებს რომ არ იტყუებიან და არ იგინებენ ეს ბავშვები და რაღაც მართლა იყო.
მე მგონია, რომ გარკვეული დოზით ინტერესი და ლტოლვა შეიძლება ჰქონდეს მოზარდს ამ ასაკში, მაგრამ ეს ქცევა არაჯანმრთელი და საყურადღებო მეჩვენება. არ ვიცი, ჩემი უახლოესი ადამიანის შვილზეა საუბარი, მან თავად არ იცის და ახლა უნდა ვუთხრათ, ალბათ უნდა ვურჩიოთ რომ ფსიქოლოგსაც მიმართოს, არა? ვაინე არ ვიცი გული გამისკდა რომ გავიგე, ამ პატარა ოგგოებსაც უბდათ ეხლა ალბათ დახმარება არა?

Posted by: NiniaG 31 Aug 2019, 13:58
Lemon Curd
ვაიი sad.gif რთული თემაა sad.gif
ჩემს სამეზობლოში იყო ასეთი შემთხვევა - და - ძმას (თქმაც რომ მეუხერხულეება) შორის, ალბათ 5-7 წლის იქნებოდნენ ან უფრო პატარები sad.gif ჩემი ძმაა და მერე რა უჭირსო sad.gif არ მახსოვს მშობლებს უთხრეს თუ არა მეზობლებმა, ან თუ ეტყოდნენ ზუსტად ვიცი გაიცინებდნენ და ენაცვალოს დედამო იტყოდნენ sad.gif 30 წლის წინ ძაან ბნელოდა მაგ მხრივ sad.gif

Posted by: mariami2525 31 Aug 2019, 14:01
გამარჯობა გოგოებო,ტყუპები ჭამენ 120გრამს 3 საათში ერთხელ და ღამე ერთ 4 საათიან შუალედს აკეთებენ...შეიძლება 3.5საათში ვაჭამო ხოლმე?აშკარად აღარ შიათ სამ საათში ერთხელ...სანამ წონა მცორე ქონდათ ნახევარი საათით ადრე უკვე ჭამა უნდოდათ და ეხლა წონის მატებასთან ერთად აღარ ითხოვენ საჭმელს სამ საათში ერთხელ

Posted by: მზე 31 Aug 2019, 17:29
mariami2525
კი შეგიძლია. რა ხნის არიან?
ისე არ დაუგვიანო თორე ისეთ შარს მოგდებენ იფ biggrin.gif

* * *
Lemon Curd
QUOTE
აი ეხლა შენს ნაწერს რომ ვკითხულობ მგონია მე ვწერ. იგივე შეგრძნებები მაქვს. შვებულებამ ცოტა მიშველა ისე, შენც გიშველის

აუ ძალიან მამხნევებს ის ფაქტი რომ მარტო ვარ. დიდი მადლობა <3

sichiko
დიდი მადლობა <3

* * *
აი დღეს ვეუბნებოდი დედაჩემს 1 დღეა რაც ჩამოვედი და უკვე ასე მგონია მთელი თვეა ვისვენებ თქო. იმედია თბილისშიც გამყვება. თან თქვენზეც თU ასე იმოქმედა.
ჩემს თავზეც უფრო ვიმუშავებ. ხანდახან თუ მომივლის ისევ დავპოსტავ, რო ვწერდი რაღაცნაირად მომეშვა იმ ღამესsmile.gif)
მადლობა გოგოებო

Posted by: Guda_Guda 31 Aug 2019, 18:22
sichiko
3 წლისაა,წყალი ჩემსასაც უყვარს,დღეში მინიმუმ სამჯერ ბანაობს

Posted by: QISA 31 Aug 2019, 18:26
mariami2525
რამდენის არიან?
ჩემი 4 თვიდან თვითონ გადავიდა ჯერ 4.5. ბოლოს 6 საათიან შუალედზე,
ღამის 12 ზე ვაჭმევდი, მერე რომელზეც იღვიძებდა მაშინ.

Posted by: mariami2525 31 Aug 2019, 18:31
მზე
QISA
3თვისები არიან...და რეჟიმი ხო უნდათ თუ არა?ანუ მე მკაცრად 3საათში ერთხელ ვაჭმევ...თუ არ იტირეს სიტყვაზე არ ვაჭამო 3.5 საათზე ნაკლებ დროში?ანუ თუ სიტყვაზე ხან 3 საათში მოშივდათ ხან 3.5ში ეგრე შეიძლება?

Posted by: Guda_Guda 31 Aug 2019, 18:33
გოგონებო 8 თვის ფეხმძიმე ვარ, რაღაც კისერში გამომაყარა და მექავება, ალერგია იქნება?

Posted by: ლუქსუს 31 Aug 2019, 18:39
mariami2525
მკაცრად 3 საათში ერთხელ ჭამა არაა საჭირო, როგორც შიათ ისე, ხან უფრო ადრე ან გვიან რა პრობლემაა

Posted by: Fallen Angie 31 Aug 2019, 19:45
მზე
ყველას გვაქვს ეგეთი მომენტები. აი რამდენიმე თვის წინ მქონდა ეგეთი პერიოდი, ისეთი გაღიზიანებილი ვიყავი ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, მერე მოვთოკე თავი და გამოვედი ცოტა მდგომარეობიდან.
მეც შენსავით სამსახური-სახლი რეჟიმი მაქვს, ძალიან იღლები ადამიანი მაგ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი საოცრად სახალისო ვინმეა, იღლები რა, სხვა თუ არაფერი სულ მოძრაობ, დასდევ, ერთხელ აჭმე მვ და უკვე მეორედ ჭამოს დროა და ასე ))))
როგორც ყველა, ჩვენც მერე ერთმანეთს ვჭამთ, მე და ჩემი ქმარი. მარა ნუ ზოგადად იმდენად შემაწუხებელია ჩემთვის დაძაბულობა სახლში, რომ უფრო მაგას გამოვყავარ ალბათ ეგეთი პერიოდებიდან. აი რაც არ უნდა ხდებოდეს და როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს არ შემიძლია ეს კონფლიქტური სიტუაციები და ზოგადად ნეგატიური აურა, საშინლად მთრგუნავს, მერე ვერაფერს ვაგვარებ და ამიტომ რაღაცნაირად შემიძლია კარგ ხასიათზე ყოფნა მაგ დროს.
ისე მარტო გოგოებს არ გვჭირს ))) ჩემ ქმარსაც ქონდა ეგ პერიოდი რამდენიმე კვირის წინ. აი დაჯუჯღუნებდა უაზროდ მთელი დღეები, თვითონაც რო ვერ ამჩნევა და კოპებშეკრული დადის. დილის გაღვიძება იწყებოდა ამოხვნეშით.
აი ისეთი შემაწუხებელია, ისეთი, ადამიანის მაგ მდგომარეობაში ყურება, რომ ბოლოს ძაან გავჭედე სა მეთქი ან რამეს იზამ და მოხვალ ცოტა ხასიათზე და ან მე ასე ვერ ვიცხოვრებთქო, თავიდან იუარა გეჩვენება არაფერი მჭირსო და მერე მოვიდა გონს ))) რამდენიმე დღეში მოვიდა ძველებურ ხასიათზე, ალბათ მიხვდა რო ძაან მსტრესავდა.
ხოდა შენ იმაზე კი ნუ იფიქრებ ვის რას ვუნდივარ ასეთიო, უბრალოდ იმ განწყობით იყავი, რომ პირველ რიგში შენ იქმნი ყველაზე დიდ დისკომფორტს და შენ ქმარსაც არ აძლევ ამით საშუალებას რო მოგეხმაროს მდგმარეობიდან გამოსვლაში. ძაან რთულია მაგ დროს სითბო და ყურადღება გამოხატო ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ არ იცი უბრალოდ როგორ მიუდგე რა.

Posted by: NiniaG 31 Aug 2019, 21:46
მზე
Fallen Angie
ანუ ეგ მდგომარეობა ძალიან ბუნებრივი ყოფილა smile.gif
ჩემმა დაქალმა რომ მომიყვა მისი პირადი, ნუ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, ჩემი ქმარი ასე მეუბნებაო მასთან ერთად ვტიროდი ისე შემეცოდა smile.gif)) არადა რომ გავბრაზდები ჩემს ქმარს სულ ეგრე ვესაუბრები რომ დავფიქრდი sad.gif

Posted by: sichiko 31 Aug 2019, 23:21
Fallen Angie

ზუსტად ეგეთი პერიოდები აქვს ჩემ ქმარსაც, რაღაცაზე ჩაიციკლება და მთელი კვირა შეუძლია მაგაზე იოხროს, ან ჯიბრში ჩაგიდგება და მაგალითად ვიტყვი თავი მტკივა, მეც მტკივა, მუცელი მტკივა, მაგასაც ტკივა, ფეხი აგტკივდა? ტკივა, აი სულ ერთია რასაც ვიტყვი აწუხებს გველაფერი და აი ისე ვღიზიანდები მაგაზე მინდა ნაკუწებად ვაქციო :დ ანუ კი არ შედის ჩემ მდგომარეობაში , ამით იმას უსვამს ხაზს რომ
მერე რა რომ
მტკივა მაგასაც ტკივა და ჩემსავით ხომ არ წუწუნებს . არადა ისეთი წუწუნაა 37 ქონდა სიცხე ამ ბოლოს და ლოგინად ჩავარდა :დ

Posted by: Fallen Angie 31 Aug 2019, 23:49
sichiko
აუუუუ, ზუსტად!!! ეგ იმენა ჩვევა აქვს, შანსი არაა რამეზე ვთქვა რო მაწუხებს და უცბად გამომხედავს, აუ ისე მეც ამტკივდა დღეს ))))) უკვე მეცინება და რო ვეუბნები რო რამე მტკივა ეგრევე ვაყოლებ, ვიცი რო შენც ))) მემგონი ერთგვარი მხარდაჭერაა, რო მარტო ჩვენ არ ვარტ ცუდად მ, არაფა ხანდახან გინდა ადამიანს რო მარტო შენ იყო ცუდად და საწყალობელი.
სიცხეს ნუ მახსენებ :| 37-ზე სერიოზული გლოვა გვაქვს, ქათმის ბულიონის გამოძალვით და მომაკვდავი სახით. ეგ კაცების სენიაო ამბობენ ))))

ამ ყველაფერს არაუშავს და აი მოჟამულ მხვნეშარ სახეზე სრული ისტერიკა მემართება. დაჟე ბოლოს მემგონი მე და ნია მოგბეზრდით და იმიტო ხარ ასეთქო და ატეხა ყაყანი ამაზე ))) მარა გაჭრა )))

Posted by: Lemon Curd 1 Sep 2019, 00:47
sichiko
Fallen Angie
არანორმალურივით გამეცინა ეხლა, ისე ვმწარდები თანაგრძნობის მაგივრად სიტყვის დამთავრებას რომ არ მაცდის და მეც მტკივა/დაღლილი ვარ/უძინარი ვარ ტექსტს მეუბნება ))))) მაშინვე მრისხანე მზერას აწყდება )))))

რა სასაცილოა ისე, რომ გგონია რომ მარტო შენ გაწუხებს რაღაც, და ზუსტად იდენტურ განცდებს აღმოაჩენ სხვა შენს სიტუაციაში მყოფ ადამიანებში, თითქის გეშვება იმიტომ რომ მარტო მე თუ არ მჭირს და სხვასაც ჭირს, ე.ი. ნორმალურია და გაივლის ჩემთანაც..
მეორე აბზაცში ქმარს არ ვგულისხმობდი, დავაკონკრეტებ )))

NiniaG
აუ რა ცუდია sad.gif მაგრამ ეგ კიდე პატარა ასაკია, ასე მგონია ვერ ხვდებიან, ეს 10 წელი აღარაა ისეთი პატარა და უკვე უფრო საშინელ რამეში გადადის, + ტრავმა ხო მიადგა სხვა ბავშვს ფსიქიკური sad.gif უფ რა ვუცი ძაან ფაქიზი თრმაა რა

Posted by: Fallen Angie 1 Sep 2019, 01:46
Lemon Curd
აუ მეც ძაან მართობს ასეთი ამბები, სხვაგანაც რო ზუსტად იგივე ხდება )))) თან როცა ძალიან სერიოზულ თემას არ ეხება და ჩავლილზე გეცინება. იმ წუთას მეც ვცოფდები ხოლმე და ახლა თან რო წარმოვიდგინე რო თქვენგანაც ეს ამბავია ძაან მეცინება ))))))

Posted by: sichiko 1 Sep 2019, 06:56
Fallen Angie
Lemon Curd


ჰაჰა რა საინტერესოა კაცები როგორ ერთნაირები არიან ბევრ შემთხვევაში გ :დ

Posted by: ნათია.0702 1 Sep 2019, 10:39
მზე
ისეთ თემას მიადექი ჩემთან და ბევრთან ძაან ახლოს როა. ზუსტად ეგრე ვარ, სამსახური სახლი, ფუზიკურადაც არ ვარ მთლად ჯანმრთელი და დასვენების დღეებში არავინ დამხმარე და აი ძაან გადაქანცულ გადაღლილ გაღიზიანებული ვარ. 2 კვირა შვებულებას ველოდებოდი ჩამოვედი ჩემებთან ბათუმში და ხვალ მივდივარ ზე გადაღლილი, ჩემს შვილს ზღვის დანახვაც არ უნდა, ვერ გავექანე მის გარეშე ძაან მომეწეპა არავისთან არ მიდის. ეს ნათესავების წასვლა მოსვლა მინახულებებმაც გადამღალა. თან ვცდილობ არ ვიწუწუნო და ეს უარესად მხდის, ქმარი მყავს ძაან უნდა მოიდომო რომ გამოიყვანო მწყობიდან და ეს მისი სიმშვიდეც ნერვებს მიშლის, მოკლედ ყველასთან პრობლემა მაქსვ და ვხვდები რომ ჩემშია პრობლემა. ვაპირებ ფსიქოლოგთან წასვლას, თან ძაან მალე ვიღლები. დავიწყე ვამელანის დალევა ძილის წინ. და ყველა რომ მეკითხება ეხლა მეორეს არ აპირებ? ბარემ ერთად გაზრდი, პატარა არ ხარ მოასწარი. რა გამოლევს ბრძენ კეთილისმსურველებს. მოკლედ ასე მგონია არ მეშველება sad.gif ქმრისგანაც უყურადღებობას ვგრძნობ რომ ვეუბნები გეჩვენებაო, ან ძაან მობეზრდა ეს ჩემი ხასიათი მოკლედ ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას და თავ და მჭირდება მშველელი და უნდა წავიდე ფსიქოლოგთან.

Posted by: zikata7 1 Sep 2019, 11:53
მოგესალმებით დედიკოებოო .. აქ პირველად ვპოსტავ 13 წლის მერე ინვიტროთი ვარ 10 კვირის, მაგრამ უცბად დამეწყო დენა აღმომაჩნდა 35მმიანი ჰემატომა
. რამდენად საშიშია? ემბრიონი გულისცემა კარგად არის ყველაფერი .. ვწევარ გამონადენი ყავისფერი მაქვს ახლაც.. რას სვამდით როგორ იყავით ასეთი შემთხვევა ვისაც გქონიათ გთხოვთ დაწერეთ

Posted by: ნათია.0702 1 Sep 2019, 12:15
zikata7
მე 8 კვირის ვიყავი რომ მქონდა გამონადენი. ჰემატომა არ მქონია. 3 დღე მქონდა ყავისფერი გამონადენი რაღაც ნემსი დამინიშნა აღარ მახსოვს სახელი და მერე ჩვეულებრივად ვიყავი. ყავისფერი როგორც ვიცი საშიში არაა.
* * *
მთავარია მართო ემოცია და არ შეშინდე. ექიმს მიენდე. სხვებისგან მსმენია ორსულობის დროს ჰრმატომა და არ ქონიათ პტობლემა.

Posted by: Lemon Curd 1 Sep 2019, 12:28
zikata7
გამარჯობა. პირველ რიგში, არ ინერვიულო და ექიმის მითითებები არ დაარღვიო. გეტყვი ჩემს შემთხვევას - მეც ინვიტრო, ენდომეტრიოზი და ლაპარასკოპია მანამდე. პირველ ტრიმესტრში მქონდა ორჯერ სასწაული სისხლდენა. იყო დიდი ჰემატომები, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. მთავარია, იწვე და წამლები ყველაფერი გაიკეთო რაც დაგინიშნა ექიმმა + იმედია სწორი მკურნალობა აქვს დანიშნული ექიმს.
ყავისფერი როცა ხდება უკვე აღარაა საშიში, მაგრამ მაინც მაგ დროსაც არ უნდა გადაუხვიო მითითებებს. ყველაფერი კარგად იქნება, ბევრს ჰქონდა ორსულობის დროს ჰემატომები და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
წამლებს რაც შეეხება, მახსივს რომ ალისფერის შემთხვევაში დიცინონი უნდა გამეკეთებინა სასწრაფოდ. ასევე არ უნდა შემეწყვიტა ფრაქსიპარინი (ვიკეთებდი ანუ მაგ დროსაც), გაორმაგებული მქონდა პროგესტერონის დოზაც.


Fallen Angie
sichiko
არადა მაგათ თვალში ჩვენც ხო "ერთნაირები" ვართ )))

Posted by: zikata7 1 Sep 2019, 17:01
Lemon Curd

ნათია.0702

მადლობა გამოხმაურებისთვის... იმედი მომეცა გაიხარეთ... მუცელი მქაჩავს ყრუდ მტკივა .. ნეტა იცი..

Posted by: Fallen Angie 1 Sep 2019, 18:52
Lemon Curd
ამათი ფორუმი წარმოიდგინე )))

zikata7
მეც მქონდა ჰემატომა, არ მახსოვს იღონდ ზომაში რამდენი იყო. ცოტა ყავისფერი გამონადენიც, უტროჟესტანის სანთლები დამინიშნა როგორც მახსოვს და მგონი დიცინონიც. ბიულეტენი გამიხსნა რო არ მევლო სამსახურში და სახლში ვიყავი, სულ არ ვიწექი, მაგრამ ძირითადად მოსვენებულ მდგომარეობაში იყავიო. გაიწოვა მერე ის ჰემატომა.

Posted by: sichiko 1 Sep 2019, 19:13
zikata7

მეც მქონდა 8 კვირის ვიყავი, ერთ კვირაში გადავიმოწმე და გაწოვილი იყო.
მთავარია დამშვიდდე, და იწვეsmile.gif მე ვერ ვიწექი თან ბავშვი ზედ მეკიდა და მაინც ყველაფერმა კარგად ჩაიარა

Posted by: nopiahopi 1 Sep 2019, 21:58
დედიკოებო, ვინმეს სადმე ხომ არ გეგულებათ მაღაზია,სადაც ახლა ვიყიდი ბავშვის თოვლის კომბინოზონს? 6-7
წელზე.. რაღაც მეორადებიაო წერეთელზე (ადრე მითხრა ვიღაცამ ბავშვის ახალი ტანსაცმელებიაო,მაგრამ სადაა არ ვიცი და ვერც ვიხსენებ ვინ იყო,რომ ზუსტი კოსამართი ვკითხო) და იქ ხომ არ იქნება? facepalm.gif თან სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: Dark_Sky 2 Sep 2019, 01:53
მზე
აი შენსავით გამხდარი რომ ვიყო და ჭამა მშველოდეს საერტოდ არ ვიქნები ცუდ ხასიათზე არასოდეს )))) ახალი ფოტოები ვნახე სვანეტის და კარგად დაგიკლია )))
* * *
sichiko
აი ჩემ ქმარს კიდე რაზეც არუნდა ვეწუწუნო მტკივა ესა ისა, გეჩვენებაო იძახის :@ იმდღეს ხელი გავიკაწრე და უნდა ავიცრათქო და არ გამიჩერა მანქანა ტაშკენტზე ისე გავბრაზდი :დ მთელი გზა დრამებს ვდგამდი როგორ დარჩა ჩემი შვილი უდედოდ. იმედია მართლა არ შმეყარა ტეტანუსი

Posted by: NiniaG 2 Sep 2019, 10:27
Dark_Sky
QUOTE
შენსავით გამხდარი რომ ვიყო და ჭამა მშველოდეს საერტოდ არ ვიქნები ცუდ ხასიათზე არასოდეს )

აუ წონა რა გამახსენე smile.gif)) ეგ ცალკე სადეპრესიო თემაა ჩემთვის sad.gif ბოლოს როდის ვიყიდე ტანსაცმელი აღარ მახსოვს, იმდენად არ მსიამოვნებს ამჟამინდელი ზომის ყიდვა sad.gif :დდ

Posted by: takotatuli1989 2 Sep 2019, 10:44
zikata7
პირველ რიგში არ ინერვიულო, საკმაოდ დიდი ვადის ხარ და არ მგონია ჰემატომამ რაიმე პრობლემა შექმნას. მშვიდად იყავი და არ დაიტვირთო, ექიმის დანიშნულებას მიყევი. სიმშვიდისთვის ეხო გადაამოწმე 1 კვირაში რო ნახო გაწოვისკენ მიდის თუ არა ჰემატომა

Posted by: zikata7 2 Sep 2019, 12:14
Fallen Angie

sichiko
რამდენ მილიმეტრიანი გქონდა ესე მალე რომ გაიწოვააა .. ნეტა ჩემიც აღარიყოს.. გამონადენი გქონდაა?
takotatuli1989

მადლობა გოგოებოოო ხვალ მაქვს ვიზიტიიი და ერთისული მაქვს გავიგოო.. მცირე ყავისფერი გამობადენი ეს დღეები სულ მაქვს ალბათ იწოვებაა ხოო..

Posted by: Dark_Sky 2 Sep 2019, 13:47
NiniaG
მეც ეგრე ვიყავი კარგა ხანს მაგრამ მერე უშოპინგოდ მოვიწყინე და დავიწყე რაღაცეების ყიდვა, რავქნა ყველაფერს ვერ ვყიდულობ რაც მომწონს მაგრამ კაბები ვიყიდე ამ ზაფხულზე იმდენი რომ ავინაზღაურე )))

Posted by: NiniaG 2 Sep 2019, 14:23
Dark_Sky
აუუ, არ ვიცი რა sad.gif ვიტყვი ახლა ვიშოპინგებ და მერე გადავიფიქრებ sad.gif წონის გამო. არადა 3 კილოს ვებრძვი, მაგრამ ჭამასაც ვერ ვთმობ smile.gif))))

Posted by: SRB100 2 Sep 2019, 14:52
ესეთი პრობლემა მაქვს, დედაჩემის გარდაცვალების მერე ჩემს დასთან ვართ გადასულები იმიტომ, რომ პატარაა და ჩემთან არ გადმოდის (აქამდე დედამთილთან და მამამთილთან ერთად ვცხოვრობდით და იქ გადმოსვლა არ უნდა და ერიდება).
ეს ერთი წელი ჩემი დედამთილი დადიოდა, არ მუშაობს და დილით მოდიოდა, საღამოს მიდიოდა. დილით მოსვლა ტრანსპორტის გამო ძალიან უჭირდა და ძირითადად ტაქსით მოდიოდა ხოლმე.
ეხლა მერიდება ისევ შეწუხება, თვითონ თავს იგიჟებს არ მიიყვანოთ ბაღშიო, პატარაა ჯერ და იყოს ჩემთანო, მაგრამ არ მინდა ზედმეტად დავავალდებულო.
რაც შეკვეთილიდან ჩამოვედით იქით მყავს და კვირაში ორჯერ ვრჩები ჩემს დასთან, მაგრამ ესეც არ გამოვა იმიტომ რომ შიშები აქვს და ნუ პატარაა მარტო დატოვებისთვის.
ჩვენც ორ ბინას შორის მომთაბარე ცხოვრებით ძალიან დავიღალეთ. თან როცა ღამე ჩემთან არაა ძალიან მიჭირს. ამიტომ გადავწყვიტე ბაღში მივიყვანო, ძალიან არ მინდა, მაგრამ ძიძას მირჩევნია.

რას მირჩევთ ორი წელი ძალიან პატარაა ბაღისთვის? კერძო ბაღ ,,family''-ს თუ გაუწევთ რეკომენდაციას? ტერიტორიულად ყველაზე მეტად ეგ მაწყობს.
ძალიან კონტაქტური და კომუნიკაბელურია, კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება ბავშვებთან ზუსტად ვიცი.
პრობლემა ის არის, რომ თავისი ხელით ვერ ჭამს. პამპერსი აცვია ისევ. ლაპარაკობს, ყველაფერს გააგებინებს მასწავლებელს. ამის გამო საჯაროში ვერ მივიყვან და კერძო ამიტომ გადავწყვიტე.

იქნებ თქვენც მირჩიოთ რა და როგორ ჯობია.


Posted by: ლუქსუს 2 Sep 2019, 15:24
SRB100
მე ისევ დედამთილს დავიტოვებდი თუ ასე თუ ისე წარმატებით უზრუნველყოფს ბავშვის ჯანსაღ გარემოს. თუმცა ბავშვსაც გააჩნია, ზოგი მზადაა 2 წლის ასაკში ბაღისთვის, ჩემი ნამდვილად არ იყო.. ისე ჩემი აზრით პამპერსიანი და სოსკიანი ბავშვი არ არის მზად ბაღისთვის, ჩემსას ორივე ქონდა მაგ ასაკში

Posted by: SRB100 2 Sep 2019, 16:12
ლუქსუს
მზადაა იმ მხრივ, რომ ძალიან კონტაქტურია, არ იცის უცხოობა, არ არის მორიდებული.
ბავშვებს რომ ხედავს მირბის, ეთამაშება, ცდილობს სათამაშოები ათხოვოს, დაელაპარაკოს, მოეფეროს.
მგონია, რომ ბაღი ძალიან მოეწონება.

თუმცა, მეც პატარა მგონია, იმ მხრივ, რომ ვერ ჭამს თავისით, სოსკასაც წოვს და პამპერსიც უკეთია.
და არა მგონია, რაც არ უნდა მაგარი ბაღი იყოს, თან გადაყვეს ვინმე და ბებიასავით იზრუნოს.


Posted by: ლუქსუს 2 Sep 2019, 16:25
SRB100
კი ზუსტად მასეა, გაცილებით მეტი ყურადღება ჭირდება სოსკიანს, პამპერსიანს და დამოუკიდებლად ვერმჭამელს, მე თუ ჩემი შვილით განვსაზღვრავ ცოდო იყო მაგ ასაკში ბაღში, მარა ზოგი იმდენად "მომთხოვნია" და თან პატარა "უყურადღებობებს" კარგად იტანს მაშინ რა ვიცი, მალე გამოიწრთობა ალბათ ბაღის გარემოში. ისიც საკითხავია შენ რამდენად ხარ მზად იმისთვის რომ ცოტა "აწვალო"

Posted by: Fallen Angie 2 Sep 2019, 17:14
zikata7
გაიწოვება, აბა რას იზამს. არ ინერვიულო, მეც ძალიან შემეშინდა თავიდან ჰემატომის გაგონებაზე, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს და კარგად მთავრდება ყველაფერი. გამონადენიც მემგონი ნიშნავს, რომ იცლება ის ჰემატომა.

SRB100
მე ვფიქრობ პატარაა, დროებითია ეს ყველაფერი, ისე წამოიზრდება და გახდება ბაღის ასაკის ვერც გაიგებთ და რავიცი ცოტა ხანი მე შენ ადგილას გავიჭირვებდი და მაინც ბებიასთან დავტოვებდი, თან თუ მზად არის ბებიაც და უნდა.
თან მართლა ეგრეა, კერძო ბაღებშიც რო გითხრა ვინმე შინაურივით მოუვლის-მეთქი მოგატყუებ. იქაც ბევრი ბავშვია მაინც და არ დაისტრესოს თან პატარა. მომავალ წლამდე მაინც გაიჭირვო იქნებ როგორმე, რაც კერძო ბაღში უნდა იხადო ბებია გაანებივრე ტაქსებით და ეგაა )))
თან ისე ეხალისებათ ხო იცი ბებიებს, მერე ბაღი, სკოლა და კი აღარ იქნება ამდენი დრო პატარას მოსაჯუჯღნად )))

Posted by: sichiko 2 Sep 2019, 20:15
Dark_Sky

აუ გამეცინა, მე ვარ ეგრე, როცა ამბობს რამე
მტკივაო იგონებ თქო , იმიტომ რომ ძალიან იცის ყველაფერზე თავის მომკვდარუნება, 37 სიცხეზე რომ ადამიანი კვდება რანაირად დავიჯერო რომ მართლა რამე აწუხებს :დ
* * *
zikata7

არ მქონდა გამონადენი და მითხრეს კი რომ თუ გექნა არ შეგეშინდესო, წამალი არ დაუნიშნავთ , ისე ვინერვიულე გემატომაო სულ არ მიკითხავს რამდენი მმ იყო :/ 1 კვირაში კიარა 10 დღეში გადავიმოწმე ბოდიში.
——-
სამაგიეროდ ახლა საქართველოში მომახსენეს 4 ცალი მიომა გაქო(4!) და აქ მეუბნებიან რომ არ მაქვს საერთოდ არანაირი მიომა. ადრეც ხომ მიომით გამომიშვეს და მაშინაც ეგრე მითხრეს ახლა ისევ. მოკლედ ძალიან უნდათ რომ მქონდეს და ეს მიომა არ მეკარება :დ
* * *
QUOTE (NiniaG @ 2 Sep 2019, 14:23 )
Dark_Sky
აუუ, არ ვიცი რა sad.gif ვიტყვი ახლა ვიშოპინგებ და მერე გადავიფიქრებ sad.gif წონის გამო. არადა 3 კილოს ვებრძვი, მაგრამ ჭამასაც ვერ ვთმობ smile.gif))))

სამი კილო რანაირად გეტყობა ეგრე ძალიან რომ ვერ ყიდულობ . მე არ მჭირს ეგეთი რამე, ორსულობის დროსაც კი ვყიდულობ კარგად :დ ერთ სარაფანში არ შემიძლია 9 თვის გატარება . 7 კილო მოვიმატე და ორი თვე დამრჩა, კვირაში ნახ კილო კაი ნამატიაო ექიმმა, ხოდა ახლა წესით კიდე 4 კგ უნდა მოვიმატო : )))

Posted by: NiniaG 2 Sep 2019, 21:17
sichiko
QUOTE
სამი კილო რანაირად გეტყობა ეგრე

ამ სამი კილოს მოკლებით ვუბრუნდები ორსულობამდელ წონას, იქამდე 5 კილო მქონდა მომატებული
* * *
მაგრამ ამდენის დაგდებას რომ ვერ გავქაჩავ კი ვხვდები sad.gif
მუცელი ვერა და ვერ მოვიშორე, რაც მიქმნის დისკომფორტს sad.gif

გოგოებო, ჩემი გოგო ძალიან დაეჩვია გარეთ ყოფნას, თამაშს, სეირნობას, ხოდა აწი რომ აცივდება როგორ შემოვიტყუო ბავშვი სახლში?

Posted by: sichiko 2 Sep 2019, 23:43
QUOTE (NiniaG @ 2 Sep 2019, 21:17 )
sichiko
[
მუცელი ვერა და ვერ მოვიშორე, რაც მიქმნის დისკომფორტს sad.gif


მუცელს რაც შეხება წინასწარ მქონდა დაგეგმილი რომ ტოპებით უნდა მეცლო ზაფხულში და აი როგორ ველოდებოდი, მაგრამ
ნურას უკაცრავად გავიბერე ისევ :დ

Posted by: Fallen Angie 3 Sep 2019, 00:08
sichiko
შენ წონაზე აკრძალული გაქვს კრინტის ამოღება ))))) რანაირად ხარ ასეთ ფორმაში ჩემამდე არ დადის ))))

Posted by: NiniaG 3 Sep 2019, 08:01
sichiko
სამაგიეროდ გაისად ზაფხულს ივლი ტოპებით smile.gif))) მითუმეტეს თუ ფორმაში ჩადგომა არ გიჭირს smile.gif)

Posted by: sichiko 3 Sep 2019, 08:59
Fallen Angie

აუ მადლობა :* ჩემ ქმარს ყველა დაწოლის წინ ტვინს ვუჭამ მსუქანი ვარ? -ის ძახილით :დ

ისეთი ტოქსიკოზი მქონდა 5 თვე ვერაფერს ვჭამდი :/ ეგ 7 კილო რანაირად მოვიმატე კი მიკვირს )))

NiniaG

გაისად ვითომ მუცელს ჩავაყენებ ფორმაში? მეეჭვება რაღაც sad.gif მეორე ზაფხულს კი აუცილებლად მოვახერხებ : ))

Posted by: Fallen Angie 3 Sep 2019, 09:55
sichiko
QUOTE
ჩემ ქმარს ყველა დაწოლის წინ ტვინს ვუჭამ მსუქანი ვარ? -ის ძახილით :დ

facepalm.gif facepalm.gif ნამუსიც კაი საქონელია ხო იცი lol.gif

მაგ წონას სამშობიაროში დატოვებ ეგრევე biggrin.gif მე რო გამოვედი 10 კილო იქვე დავტოვე. მერე ვერ დავიკელი თორე ეგ იცოცხლე lol.gif

Posted by: NiniaG 3 Sep 2019, 10:03
sichiko
ვარჯიშობდი? დარბაზში ვერ დავდივარ ბავშვის გამო და სახლში მეზარება ვარჯიში, 1-2-ჯერ ჰულაჰუპი დავატრიალე და მაგასაც შევეშვი sad.gif

Fallen Angie
QUOTE
წონას სამშობიაროში დატოვებ

მე არც მაგაში მქონია ბედი smile.gif))) 5 კილომდე დავტოვე სამშობიაროში, 14 კილომდე მქონდა მატება ორსულობისას

Posted by: Fallen Angie 3 Sep 2019, 10:21
NiniaG
მე ორსულობამდე მქონდა ძალიან ბევრი მომატებული, ორსულობისას 11 მოვიმატე მარტო.
ვერ ვაგდებ ამ წონას ვერაფრით, არადა წამლებს ვსვამ, მაგრამ მაინც ჰორმონები რო არაა წესრიგში ალბათ მაგიტომ მიჭირს. არადა ისე მაწუხებს და ისე მიშლის ნერვებს რო რავიცი :| ტანსაცმელს მართლა არ ვყიდულობ, სარკეში რო ვიყურები ნერვები მედღლიზება.
3 კილოზე საერთოდ არ ვიდარდებდი, დამიჯერე შენ იცი თორე 3 კილოს სხვა ვერავინ ამჩნევს და არაფერი არაა.

Posted by: Jane_L 3 Sep 2019, 11:20
დედებო smile.gif)) გამარჯობა.

ბავშვის დაბადების დღის ცენტრებში, ყველაზე კარგი გამოცდილება სად გქონდათ?

სადაც ვართ ნამყოფი, სტანდარტულად ერთნაირი და უინტერესოა ხოლმე.

თან განსხვავებულს ვეძებ თან უსაფრთხოს და ვერ ჩამოვყალიბდი smile.gif

laserland (ყოფილი delta star) ვინმეს გიცდიათ?

Posted by: Dark_Sky 3 Sep 2019, 11:33
მაგ ბოლო კილორვის დაკლება ჭირს მაგრამ 3 კილოზე რა ამომაღებიებს ხმას. 8 კილო მაქვს დასაკლები და ჩემ საოცნებო წონამდე 10 ))))

Posted by: NiniaG 3 Sep 2019, 12:07
Fallen Angie
QUOTE
ტანსაცმელს მართლა არ ვყიდულობ

არც მე და დღეს სამსახურის გზაზე გადავწყვიტე რასაც არ ვიცმევ ყველაფერი გადავყარო, იქნება მივხვდე რომ საყიდელი მაქვს უეჭველი, თუნდაც დიდი ზომის ტანსაცმელი smile.gif))
QUOTE
დამიჯერე შენ იცი თორე 3 კილოს სხვა ვერავინ ამჩნევს და არაფერი არაა

სამსახურში მეუბნებიან არ გინდა დაკლებაო, ახლა ხარ კარგადო smile.gif))) მაგრამ თვითონ უფრო დიდები არიან და უნდათ მეც მსუქანი ვიყო smile.gif)))))))))

Dark_Sky
QUOTE
მაგ ბოლო კილორვის დაკლება ჭირს

თან რა ძალიან, 1 კილოს მოვიკლებ და იმ ერტი კილოს ირგვლივ ვტრიალებ ერთ თვემდე და მერე შემინარჩნდება sad.gif
QUOTE
ჩემ საოცნებო წონამდე 10

ჩემს ჩვეულ წონამდე მაქვს დასაკლები 7-8 კილო, მაგრამ მაგდენს რომ ვეღარ დავიკლებ ვხვდები sad.gif

Posted by: Dark_Sky 3 Sep 2019, 14:21
NiniaG
არამც და არამც ))) მაგ აზრს ნუ შეეგუები, სტუდენტობისას ვიყავი58 და აუცილებლად დავდგები მაგ წონაზე. 2 წელი მაინც უნდა მშობიარობის შემდეგ ჰორმონებს და მერე მარტივია, ზოგი მალევე იკლებს. მთავარია არ დანებდე. ეხლა რომ ჩავალ თბილისში როგორც იქნა მივალ სავარჯიშოდ

Posted by: NiniaG 3 Sep 2019, 14:40
Dark_Sky
52-54 ამ წონაში ვმერყეობდი, ახლა 60 ვარ sad.gif
ვარჯიში დამხატავდა smile.gif)) ბავშვი რომ დაიწყებს ბაჯბაჯს, მერე აუცილებლად წავიყვან ბავშვსაც, ისიც გაერთობა
* * *
გოგოებო 1,4 თვის არის ჩემი გოგო, არაფრით არ დადის sad.gif არადა 2 თვის წინ სულ ვიდეოები ვუღეთ მის "first step"-ებს. ეშინია, რაღაცას მაინც უნდა შეეხოს ხელით თორე ისე გაჯორდება ნაბიჯს არ დგამს sad.gif რამ შეაშინა არ ვიცი, ვფიქრობ ახლა მასაჟები გავუკეთო, იქნებ დაეხმაროს სიმაგრეში, შიშის დაძლევაში.

Posted by: Fallen Angie 3 Sep 2019, 17:37
Jane_L
QUOTE
laserland (ყოფილი delta star) ვინმეს გიცდიათ?

ბოლო ორი მანდ გადავუხადე ჩემსას. ძალიან კმაყოფილები იყვნენ, წამყვანი ყავთ ძალიან კარგი <3
ერთობიან, დაქრიან, ცეკვავენ, 7დ კინო აქვთ და კიდე ქაუნთერს თუ რაღაცას ათამაშენენ lol.gif
ნუ ცოტა ბიჭურია, ამათ კლასში 19 ბავშვიდან 15 ბიჭია და ის 4 გოგოც აყოლიებული ყავთ, ამათზე გიჟები არიან )))))

Posted by: *Artless* 3 Sep 2019, 19:30
მეც ცოტა მოვიმატე ორსულობისას. პირველ თვეებში დაახ. 5 კილო დავიკელი. 47-48 კგ ვიყავი.
60 კგ-მდე ავედი. 59 და რაღაც ვიყავი ბოლო დღეებში. 5 კგ სამშობიაროში დავტოვე.
ახლა 55 კგ-მდე ვარ. 2-3 კგ-ს დაკლება არ მეწყინებოდა. biggrin.gif მაგრამ დიეტობანას ნაღდად არ ვაპირებ. თავისით მინდა, რომ მოხდეს. :დ

Posted by: sichiko 3 Sep 2019, 22:10
QUOTE (Fallen Angie @ 3 Sep 2019, 09:55 )
sichiko


მაგ წონას სამშობიაროში დატოვებ ეგრევე biggrin.gif მე რო გამოვედი 10 კილო იქვე დავტოვე

5 დავტოვე პირველზე და მერე ძუძუზე სანამ მყავდა 4 კგ მყარად მესხა ზედ, თუმცა კი დავიკელი მალევე ნერვიულობის ფონზე ..


Posted by: nopiahopi 3 Sep 2019, 22:43
Jane_L
QUOTE
ბავშვის დაბადების დღის ცენტრებში, ყველაზე კარგი გამოცდილება სად გქონდათ?

სადაც ვართ ნამყოფი, სტანდარტულად ერთნაირი და უინტერესოა ხოლმე.

თან განსხვავებულს ვეძებ თან უსაფრთხოს და ვერ ჩამოვყალიბდი


თუ სეზონი უწყობს ხელს, ღია ცის ქვეშ ვარიანტებს არ განიხილავ? არის ანიმატორები გამოძახებით ნებისმიერ ადგილას. მე შარშან მყავდა კუს ტბაზე, თვითონვე შემომთავაზეს ადგილი,გააფორმეს კიდეც,პუფები,ჰამაკები გააბეს,საჭმელად მაგიდა სკამებიც იმათზე იყო. აი ესენი იყვნენ:

https://www.facebook.com/childreneventsgroup/

ნუ მე შენობაში გასართობ ცენტრს გარეთ მირჩევნია, ამიტომ გიზიარებ გამოცდილებას smile.gif

Posted by: Jane_L 3 Sep 2019, 22:59
Fallen Angie

აი ეგ მაგიქრებს, ჩემი პატარაა 5 წ და ბევრი პატარა გოგო გვეყოლება, ალბათ ყველა ვერ ჩაერთვება, მადლობა დიდი გამოხმაურებისთვის

...
nopiahopi

კიი განვიხილავდი და გული მწყდებოდა რომ მე არ მქონდა კერძო სივრცე ღია ცის ქვეშ სადაც ანიმატორებს გამოვიძახებდი, ეგრე თუ შემეძლო არც მეგონა. მადლობა, დიდი

Posted by: sichiko 3 Sep 2019, 23:18
QUOTE (NiniaG @ 3 Sep 2019, 10:03 )
sichiko
ვარჯიშობდი? დარბაზში ვერ დავდივარ ბავშვის გამო და სახლში მეზარება ვარჯიში, 1-2-ჯერ ჰულაჰუპი დავატრიალე და მაგასაც შევეშვი sad.gif


არა, არ მივარჯიშია, მე საერთოდ ტკბილის მოყვარული არ ვარ, პურსაც არ ვჭამ და ეგრე ხდება რა თავისით.

თუმცა შენი სამი კილო არაფერი იქნება დარწმუნებული ვარ, ჩემი წონა 65 ია და 68 კილოს ისე ჩავყლაპავ რომ ვერაცინ შემატყობს მომატებას :დ

Posted by: pearlgirl 4 Sep 2019, 09:12
Jane_L
QUOTE
თან განსხვავებულს ვეძებ თან უსაფრთხოს და ვერ ჩამოვყალიბდი

თუ ესეთი გინდა აბა ამ გოგოს დაეკონტაქტე https://www.facebook.com/mai.li.399
smile.gif

Posted by: Neno_ 4 Sep 2019, 09:32
Perseus12
pearlgirl

გოგოებო, რითი ართობთ/ანვითარებთ 3 + წლის ბავშვებს? რამე შაბათ კვირის წრეები ან რამე არსებობს? არაფერი არ ვიცი საერთოდ, ან რა არის რეკომენდებული ამ ასაკში.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვატარებ შაბათობით, 28 სექტემბრიდან არის დადგმები და სხვა არაფერი მომდის თავში საერთოდ.

მენტალური არითმეტიკა ვიცი და ეგ 5 წლიდანაა, როგორც მახსოვს.

მუსიკასთან კავშირში არის რამე საინტერესო ნეტა ამ ასაკისთვის?

სპორტზეც 5 წლიდან ვფიქრობ რამეს ავურჩევ ადგილობრივად, მარა 3 დან 5 წლამდე რითი შეიძლება წავიგდოთ წინ განვითარების საქმე თამაშ თამაშით და გართობით?

Posted by: pearlgirl 4 Sep 2019, 09:46
Neno_
ხო მე დამყავს სპექტაკლებზე, მოზარდმაყურებელში ძირითადად.

დანარჩენი თამაში ეზოში და სახლში. ფლეიდეითები მეგობრებთან და ეგაა.

არის ხატვის და ძერწვის წრეები სადაც ნუ 5+ ბავშვებს იღებენ ძირითადად. პატარა მკითხველთა კლუბიც არის ეგეც 5 წლიდან არის.
ბალეტზე შეიძლება კიდე დაყავთ აქტიურად ამ ასაკის ბავშვები. ნუ ჩემ შვილს არ უნდა ბალეტზე სიარული. ტანვარჯიში ადრეა.
მოკლედ ესეა.

Posted by: Neno_ 4 Sep 2019, 10:57
pearlgirl
ხო, ნუ მოკლედ, 5 წლამდე დიდი არჩევანი არ გვაქვს..

ისე, ნეტა მუსიკაზე (რომელიმე ინსტრუმენტზე) შეყვანას რამე აზრი აქვს, როცა ოჯახში არანაირი ნიჭი არ მოიპოვება? biggrin.gif ან როგორ უნდა გავიგო რომ აინტერესებს თუ შეხება სულ არ აქვს თავის გარემოში?

Posted by: pearlgirl 4 Sep 2019, 11:02
Neno_
QUOTE
ან როგორ უნდა გავიგო რომ აინტერესებს თუ შეხება სულ არ აქვს თავის გარემოში?

რავი სათამაშო პიანინო თუ აქვს მაგალითად და ხშირად თამაშობს პინანინოთი, ამ სულ თუ მღერის და კარგად, თუმცა 4 წლის ასაკში პიანინოს დაკვრაზე სიარული ადრეა, ეგეთი დისციპლინირებული სწავლება ადრეა მაგ ასაკზე, და სიმღერის წრეზე კიდე შეიძლება. სამაგისოდ ბასტიბუბუც გამოდგება სიტყვაზე, მაგრამ მანდ მერე ფულს გახარჯინებენ, სიმღერის ჩაწერა, კლიპი და რა ღაცეები biggrin.gif
მატრაკვეცობა მოკლედ, თუმცა ზოგ ბავშვს ბასტიბუბუს მონაცემენი აქვს და რატომაც არა თუ უყვარს ტაშფანდური შეიძლება იაროს სტუდიაში.

Posted by: anuta 4 Sep 2019, 17:35
გოგოებო 2,8 გოგონა რამდენი უნდა იყოს სიმაღლეში? და რა შეიძლება რომ მივცე ზრდისთვის. დაბალი არარის 91 ია მაგრამ მაინც. კვებაზეც მივიღებ რეკომენდაციებს. საზღვარგარეთ ვართ ბაღში მეუბნებიან რომ კარგად ჭამს მოიმატა კიდევ წონაში მაგრამ საღამოს რძის გარდა არაფერს სვავს.

Posted by: zikata7 4 Sep 2019, 19:27
მოგესალმებით.. გოგოებო ჰემატომა აღარ დაგვხვდაა მაგრამ 10.5 კვირის ვარ და საშვილოსნოს ყელის ზომა 27მმ დამიწერა.. ძაან დაპატარავებულია???? გთხოვთ მომწეროთ რააამე ეშველებააა?

Posted by: anuki198889 4 Sep 2019, 23:05
zikata7
ვისთან იყავიი? გადაამოწმე აუცილებლად ვაგინალურად. ზენოდან ნახა 27 იყო და ვაგინალურად არ გითხრა დათვალიერება? ექიმს აჩვენე რაა. კარგია გემატომა თუ გაიწოვა ძალიან გამიხარდა. მაგრამ 27 ვიცი რომ დამოკლებულია ყელი
მაგ ვადაზე 35 დან ზევით მქონდა ორივე ორსულობაზე.

Posted by: Fallen Angie 5 Sep 2019, 10:34
გოგოებო, აბა რას ფიქრობთ.
ნიას ძაან უყვარს თაფლი, ყოველდღე მიირთმევდა ხოლმე. ამ ყოველდღიური ჭამის ფონზე ლოყებზე დააყარა, დაეხორკლა და ცოტა უწითლდებოდა და აღარ ვაძლევ 2 თვეა. ალერგია აქვს როგორც ჩანს.
კვირაში 1-2ჯერ რო ვაჭამო ხოლმე რა უჭირს? თუ საერთოდ არ უნდა მივცე?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 5 Sep 2019, 11:09
Neno_

მე რაც გამიგია რომ ამ ასაკის ბავშვები დაყავთ ძირითადად არის ბალეტი, ტანვარჯიში, ცურვა და სიმღერა.
იმის იქით რამე წრეები მეეჭვება იყოს.
ინსტრუმენტები მგონი ძაან ადრეა, ჩვენ გვაქვს ბლომად და მოსმენა უყვართ, კლავიშებზეც ატყაპუნებენ მაგრამ მუსიკის გაკვეთილზე გამჩერებელი ნამდვიალდ არ მგონია.

Posted by: sichiko 5 Sep 2019, 18:12
Fallen Angie

მე ვაძლევ ფაფაში ერთ ჩაის კოვზს, რეაქცია არ აქვს, აბა მიეცი და დააკვირდი, შეიძლება ყოველდღე რომ აძლევდი მაგიტომ მისცა რეაქცია.

Posted by: nopiahopi 5 Sep 2019, 20:21
QUOTE
მოკლედ, 5 წლამდე დიდი არჩევანი არ გვაქვს..

Neno_

4 წლიდან შესაძლებელია ცურვა, ტანვარჯიში, ფიგურული სრიალი.. ჩემს უფრო სპორტული აქტივობები იზიდავს და ესენი გამოვცადეთ, შემოქმედებითი ნიშა (ცეკვა -სიმღერა- ხელოვნება) ჯერ არ გვიცდია smile.gif))))))

Posted by: Fallen Angie 5 Sep 2019, 22:52
sichiko
ეს გიჟდება კარაქიან პურთან ერთად. მეც ვფიქრობ ძალიან ხშირად რომ ვაძლევდი მაგიტომ დააყარა, პროსტა მაინტერესებს რა მიდგომაა ალერგიაზე ასეთ დროს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდა , თუ შეიძლება იშვიათად.

Posted by: pearlgirl 6 Sep 2019, 09:52
Fallen Angie
QUOTE
პროსტა მაინტერესებს რა მიდგომაა ალერგიაზე ასეთ დროს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდა , თუ შეიძლება იშვიათად.

ცოტა ხანი უნდა ამოიღო და რაღაც პერიოდის მერე ცოტა მისცე ისევ და დააკვირდე. ეგეთი მიდგომაა.
* * *
nopiahopi
Neno_
QUOTE
ფიგურული სრიალი..

კი ზამთრის პერიოდში დაყავს ბევრს ფიგურულზე თბილისში. უბრალოდ როგორც ვიცი ძაან ერთი ამბავია. ჩემს მეზობელს დილის 9 სთზე დაყავდა ზოგჯერ, ისეთი გადატვირთულია.

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 10:20
pearlgirl
QUOTE
კი ზამთრის პერიოდში დაყავს ბევრს ფიგურულზე თბილისში. უბრალოდ როგორც ვიცი ძაან ერთი ამბავია. ჩემს მეზობელს დილის 9 სთზე დაყავდა ზოგჯერ, ისეთი გადატვირთულია.


მეც ეგრე დამყავდა (ოღონდ აპრილში შევიყვანე), იმიტომ რომ სხვა ვარიანტი არ მქონდა სამსახურის გადამკიდე. 9ზე მიმყავდა ფიგურულზე, მერე ბაღში 10ზე ვტოვებდი, მერე მივდიოდი სამსახურში. ახლაც ვიწყებთ, 16-ში იწყება, მაგრამ რახან სკოლა ექნება, სხვა დრო უნდა ავირჩიო. სასარგებლო სპორტია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბრონხების პრობლემა აქვს, ყველა კმაყოფილია.
მე ვწვალობდი, თორე ეს ისედაც ადრე იღვიძებს თავისით და არ მიწევდა გაღვიძება smile.gif))

ცურვითაც ძალიან კმაყოფილი იყო ბავშვი, ზამთარში განსაკუთრებით, იმიტომ რომ არავის დაყავდა ჩემ გარდა და პრაქტიკულად ინდივიდუალური გაკვეთილები გამოსდიოდა biggrin.gif მარტო იყო აუზში ხოლმე smile.gif) რატომ ეშინიათ ცურვის მერე ზამთარში გაციების არ ვიცი. კარგად თუ გაამშრალებ ბავშვს, არაფერი მოუვა.

და გული მწყდება რომ ერთ-ერთის არჩევა მიწევს, ორივეს ძალიან რთულია, როცა მუშაობ, გინდ ერთ და მითუმეტეს 2 წრეზე ტარება. სიამოვნებით ივლიდა ყველაფერზე, ყველაფერი მოსწონს.


Posted by: pearlgirl 6 Sep 2019, 10:32
nopiahopi
QUOTE
სასარგებლო სპორტია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბრონხების პრობლემა აქვს,

ხო, ელენეს კი არ აქვს ხოლმე არაფერი უბრალო ვირუსების გარდა, მაგრამ ნუ გაკაჟებაა ყველა ვარიანტში ბავშვის.
მე მინდა შევთავაზო წელს ელენეს ყინულზე სრიალი ელზას პრონტში იქნებ დამთანხმდეს biggrin.gif 4.6 წლისაა უკვე და კარგი იქნება.
რა უნდა ვქნა რო ვატარო? ანუ უნდა დავრეკო სადმე და მერე მივიდე თუ პირდაპირ მივაჭრა და ჩავწერო ბავშვი? რამდენია გადასახადი?
QUOTE
რატომ ეშინიათ ცურვის მერე ზამთარში გაციების არ ვიცი. კარგად თუ გაამშრალებ ბავშვს, არაფერი მოუვა.

რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 10:42
pearlgirl
QUOTE
ხო, ელენეს კი არ აქვს ხოლმე არაფერი უბრალო ვირუსების გარდა, მაგრამ ნუ გაკაჟებაა ყველა ვარიანტში ბავშვის.
მე მინდა შევთავაზო წელს ელენეს ყინულზე სრიალი ელზას პრონტში იქნებ დამთანხმდეს  4.6 წლისაა უკვე და კარგი იქნება.
რა უნდა ვქნა რო ვატარო? ანუ უნდა დავრეკო სადმე და მერე მივიდე თუ პირდაპირ მივაჭრა და ჩავწერო ბავშვი? რამდენია გადასახადი?
QUOTE


ჩემიც ეგრეა, მაგრამ ზამთრის კურორტებზე ვერ დამყავდა და ამიტომ ვარჩიე მეტარებინა ფიგურულზე.
80 ლარი ღირს კვირაში 3ჯერ, 60 ლარი კვირაში ორჯერ, მაგრამ მარტო შაბათ-კვირასაა კვირაში 2 გაკვეთილი.
ამ ორშაბათს ან სამშაბათს ეცოდინებათ უკვე ჯგუფების და გაკვეთილების ზუსტი ცხრილი და შეგიძლია მიხვიდე და აარჩიო სასურველი დრო. ჯერ თავიდან რამდნიმე ინდივიდუალური გაკვეთილი დაჭირდება (მაქსიმუმ 4-5, თითოს ფასია 15 ლარი), რომ დგომა ისწავლოს, და მერე ჩასვამენ ჯგუფში.
ციგურებს რაც შეეხება, იქვე ქირავდება (3 ლარი) ღირს. თავიდან უქირავებ, რომ ნახო, მოეწონება, არ მოეწონება ბავშვს. მერე თუ გადაწყვეტთ სიარულს, ჯობია უყიდო.
ტელ: 2386500 მაგათი ნომერია, გიპასუხებენ ნებისმიერ შეკითხვაზე smile.gif

თუ კიდევ რამე გაინტერესებს, აქ ვარ, მკითხე biggrin.gif

Posted by: pearlgirl 6 Sep 2019, 11:07
nopiahopi
შენ გაიხარე. სადაა ზუსტად ეგ დარბაზი?
QUOTE
80 ლარი ღირს კვირაში 3ჯერ, 60 ლარი კვირაში ორჯერ, მაგრამ მარტო შაბათ-კვირასაა კვირაში 2 გაკვეთილი.

თვეში 80 ლარი თუ კვირაში 80 ლარი?

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 11:14
pearlgirl
QUOTE
თვეში 80 ლარი თუ კვირაში 80 ლარი?

თვეში
ანუ კვირაში 3 ჯერ თუ გინდა ტარება (სამუშაო დღეებში მხოლოდ) 80 ლარი თვეში, და თუ კვირაში 2 გაკვეთილიანი ჯგუფი გინდა (მხოლოდ შაბათ-კვირას არის ეგ) - 60 ლარი თვეში.

უი, დამავიწყდა კიდევ მეთქვა, ამ თვიურ გადასახადებს (80 ლარს ან 60 ლარს), სურვილის შემთხვევაში ემატება კიდევ 20 ლარი (ქორეოგრაფია თუ ტანვარჯიში). ამით აქამდე არ ვინტერესდებოდი, იმიტომ რომ დრო არ მქონდა ბაღის გამო და ახლა უნდა გავარკვიო ზუსტად რა შედის და თუ ტანვარჯიშივითაა, შევიყვან მაგაზეც, თუ მოინდომებს , რა თქმა უნდა. ერთ მისვლაზე მიყოლებითააო გაკვეთილები, ანუ, ვთქვათ, რომ მიიყვან, ჯერ ყინულზე შევა და მერე დარბაზში (ამ ქორეოგრაფიაზე) ან პირიქით.

დარბაზი არის სპორტის სასახლესთან ახლოს. სპორტის სასახლის წინ რომ არის ავტობუსების გაჩერება, იმას გაცდები თუ არა, ერთი მარჯვნივ შესახვევი ზედ შუქნიშანთანაა, მანდ არ შეხვალ და შემდეგ შესახვევში შეხვალ (იქვეა) და გაუყვები გზას, სანამ არ მიადგები ფიგურული სრიალის ფედერაციას.

Posted by: pearlgirl 6 Sep 2019, 11:20
nopiahopi
მოკლედ მე ვატარებ თუ ელენესგანაც ოქეის მივიღებ.
მადლობა 2kiss.gif
ა და ისე იქვე უყურებ შენც ხო სურვილის შემთხვევაში?

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 11:26
pearlgirl
QUOTE
ა და ისე იქვე უყურებ შენც ხო სურვილის შემთხვევაში?

არა, შიგნით არ შეგიშვებენ, მოსაცდელში მონიტორია და იქიდან უყურებ .

QUOTE
თუ ელენესგანაც ოქეის მივიღებ.

აი ინდივიდუალურ გაკვეთილებზე შეატყობ ბავშვის განწყობას და თუ მოეწონება, ჩასვამ ჯგუფშიც smile.gif

Posted by: Perseus12 6 Sep 2019, 12:03
pearlgirl
ყინულზე მე მკითხე, აღარ აქვთ კვირაში 2 დღე კვირის დღეებში, მარტო ვიქენდეზე დს ეგ კი 60 ღირს, სამუშაო დღეებში 3-ჯერ არის და 80.

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 12:16
Perseus12
QUOTE
აღარ აქვთ კვირაში 2 დღე კვირის დღეებში, მარტო ვიქენდეზე დს ეგ კი 60 ღირს, სამუშაო დღეებში 3-ჯერ არის და 80.

ადრე იყო კვირაში ორი დღე სამუშაო დღეებში? მე გაზაფხულზე მითხრეს მხოლოდ შაბათ-კვირას არის კვირაში ორდღიანი 60 ლარიანი ჯგუფებიო.

მიგყავს წელსაც რომელიმე ? smile.gif

Posted by: Neno_ 6 Sep 2019, 12:22
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის..

აუ, გაფიქრებული არ მაქვს და ფბ უკვე მთავაზობსო ჩემზეა რა biggrin.gif

აი ეს დამიშეარდა იმ დღეს, ზუსტად ისაა რაც მკნდოდა და თან 3 წლიდან (წაიკითხეთ აღწერა).. ოღონდ ფასს არ იკითხავთ? თვეში 250 ლარიო rolleyes.gif
შვეიცარიაში გადავედით და ჯერ არ ვიცი თუ მე ავცდი რეალობას?

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2314426162107769&id=1578507885699604

პ.ს. ეგ ყინულის მოედანი 3 წლიდანააო ასე თქვით?
* * *
იმ დღეს წავიკითხე kindergarten is too late ეგეთი წიგნია ბავშვის აღზრდაზე, ოღონდ მთლიანი ვერსია ვერც ვიპოვე უფასოდ და მოკლე შინაარსი წავიკითხე. ძალიან ბევრ რამეში ემთხვევა ჩემი და ავტორის შეხედულებები და ისიც უწერია, 3 წლამდე აბსოლუტურად ყველაფრის სწავლა შეუძლია ბავშვს ადვილად და სრულყოფილადო (მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ჰქონდა თან გამახვილებული) და მეთქი არიქა, ბარემ ვიოლინო მოვასწრო თქო, ავცანცარდი givi.gif ეხლა ცოტა გადამიარა აღტყინებამ და დავუბრუნდი ყოფით რეალობას user.gif

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 12:29
Neno_
QUOTE
პ.ს. ეგ ყინულის მოედანი 3 წლიდანააო ასე თქვით?

ჯგუფური 4 წლიდანაა და ინდივიდუალური არ ვიცი ნამდვილად sad.gif

Posted by: Neno_ 6 Sep 2019, 12:31
nopiahopi
არა უშავს, 1 წელიც დავიცდით, გავცდით ისედაც უკვე 3 წელს და აწი სულერთიაო givi.gif

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 12:34
Neno_
QUOTE
გავცდით ისედაც უკვე 3 წელს და აწი სულერთიაო

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: justmenina 6 Sep 2019, 14:08
დედიკოებო smile.gif პირველ კლასში მიდის მეგობრის გოგონა და მინდა რამე დასამახსოვრებელი საჩუქარი გავუკეთო.ყურები აქვს გახვრეტილი,მაგრამ ძალიან ქალური საყურეები უკეთია ( არ მომწონს) lol.gif თუ იცით სადა ოქროს საყურეებს პატარა გოგონასთვის სად ვიყიდი უფრო და დაახლოებით რა ფასში? smile.gif

Posted by: pearlgirl 6 Sep 2019, 14:53
Perseus12
QUOTE
მარტო ვიქენდეზე დს ეგ კი 60 ღირს,

ეგ მაწყობს ისედაც.
რავი თუ ინება ქალბატონმა ვატარებ.

Posted by: nopiahopi 6 Sep 2019, 15:32
pearlgirl
QUOTE
ეგ მაწყობს ისედაც.
რავი თუ ინება ქალბატონმა ვატარებ.

როგორც წესი, ეგ ჯგუფები ივსება ყველაზე სწრაფად და გაითვალისწინე, თადარიგი რომ დაიჭირო..

Posted by: Perseus12 6 Sep 2019, 17:46
nopiahopi
კი იყო, ჩემი უფროსი 16 წლისაა, ეგ რომ დამყავდა, ასე იყო.pearlgirl 15 სექტემბრიდან იწყება და სარეგისტრაციოშ მიდი მანამდე.

* * *
Neno_
4-დან იღებენ ყინულზე. ნაცნობობით მივაღებიმე მე კატო წლის.

Posted by: sichiko 6 Sep 2019, 22:25
justmenina
ოქროს ბირჟაზე, უამრავია და ძალიან ლამაზებიც smile.gif

Posted by: justmenina 6 Sep 2019, 22:56
sichiko

მადლობა დიდი smile.gif
2kiss.gif ბიჭი ხომ კარგად გყავს?

Posted by: merkantil 7 Sep 2019, 13:05
Nენო_
ისევ თბილისშI ხართ?
ჩემი აზრით, ოთხ წლამდე არაფერზე არ უნდა ატარო. ბაღში ხომ დადის? იქ ვითარდება, პლუს სახლშI სწავლობს...
მუსიკაზე მე 4 წლის შEვიყვანე, ოღOნდ მხოლოდ მღEროდნენ და რითმზე ავარჯიშEბდნენ, ფეხების ბაკუნით, ტაშIთ, კაკუნით, ბრახუნით. სმენა მანდ განუვითარდა. ინსტრუმენტი კი 7 წლიდან დაიწო.
2-3 წლის ბავშევისთVისაც იყო, მაგრამ მხოლოდ მშIბლებთAნ ერთAდ და მანდ ცანცარის თAვი არ მქონდა biggrin.gif

Posted by: Utopian 7 Sep 2019, 14:16
გოგოებო გამარჯობა,
ჰალოთერაპიაზე რა აზრის ხართ?
არ გამიტაროთ რა, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ))
ჯანმრთელი ბავშვია, 2-ჯერ მსუბუქად გაცივდა მხოლოდ (ისიც ზუსტად ვიცოდი რომ გაცივდებიდა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა), მაგრამ მინდა კიდევ უფრო ჯანმრთელი იყოს :დდ





Posted by: ukrainka 7 Sep 2019, 15:27
სალამი გოგოებო, მყავს 4 თვის პაწაწუნ და დავიწყეთ ჰუმანას ირძეო წიწიბურის ფაფა, თუ ბინმე აჭმევთ ამ ფაფას შემეხმიანეთ რა რაღაცეები მაინტერესებს

Posted by: Neno_ 7 Sep 2019, 15:46
merkantil
ვაიი, ეს ვინ მოსულა! გოგო, მოყევი რა 2 სიტყვით რა ხდება შენსკენ ახალი და კარგი ან ძველი და ცუდი biggrin.gifისევ შვეიცარიაში ხართ ხომ თქვენ? მუშაობ შენ, მახსოვს დაიწყე მუშაობა..

ჩვენ კი თბილისში ვართ და კაი ხანი არსად წასვლას არ ვაპირებთ. აქ უნდა დავიწყო მე მუშაობა და მოღვაწეობა, იმედია კარგად ვიქნებით უევროპოდ biggrin.gif


მუსიკაზე აღარ ვიფიქრებ მაშინ მინ 4 წლამდე და მერეც არა მგონია ნიჭიერი იყოს, მშობლებს სპილომ დაგვაბიჯა ყურზე.. არადა, როგორ მიყვარს მუსიკალურად ნიჭიერი ბავშვები love.gif
დედაჩემსაც უყვარდა ეტყობა და ძალისძალად მატარა 3 წელი. რამფერც შენ ჩინური არ იცი, ისე მე ვერ ვისწავლე და შევიყვარე დაკვრა givi.gif ეხლახანსღა გააჩუქეს ის ჯღინკი პიანინო..

პ.ს. გოგოებო, ვინც ჰაგისს ახმართ ბავშვებს, ულტრა კომფორტზე ფასდაკლებაა კარფურში (ისთ ფოინთში ყოველშემთხვევაში), 24 ლარი ღირს

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2019, 16:28
მოგესალმებით : )
ერთი რაღაც მაინტერესებს და უკეთეს ადგილას სად უნდა ვიკითხო.
შესაბამისი ასაკის ბავშვების მშობლებს გეცოდინებათ ქართული ანიმაციური მუსიკალური რგოლების გმირი ჟირაფი ჟოზე.

და ვის შვილსაც ძაან უყვარს ზემოთხსენებული ჟირაფი ჟოზე, დიდია ალბათობა, რომ სათამაშოებიც ქონდეთ.

ხო და რატო გავაკეთე ამხელა შესავალი : D ხო არ იცით ჟირაფი ჟოზეს სათამაშოები რო იყიდებოდეს სადმე?

Posted by: keti11111 7 Sep 2019, 17:21
გოგოებო, ბავშვებისთვის რომელ სარეცხ ფხვნილს იყენებთ?

Posted by: anuki198889 7 Sep 2019, 18:37
Neno_
რამდენ ცალიანია 24 ლარად? ადრე ვახმარდი ძალიან გასუქდა წლისამ და ვეღარ ვახმარე რადგან 6 ზომა არ ქონდათ. ლიბეროზე გადავედით 6 ზომაზე და ახლა საღეჭი კბილების ამოსვლის დროს ისევ დაიკლო ძალიან დიდი აქვს 6 ზომა. დავუბრუნდეთ უნდა ისევ 5 ზომა ჰაგისს ყველას გვერჩივნა.

Posted by: Perseus12 7 Sep 2019, 22:28
Utopian სიაფანდობაა, კორპუსის ოთახში გაკეთებული ჰალითერაპია არ გაიშვას.
Frankens†einარჩილ მარშანია თუ იცი, იმის ძმის გაკეთებულია ეგ ჟოზე და იკითხავდი პირდაპირ.

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2019, 23:09
Perseus12
QUOTE
რჩილ მარშანია თუ იცი, იმის ძმის გაკეთებულია ეგ ჟოზე და იკითხავდი პირდაპირ.

არ ვიცი, მაგრამ ჟოზეს ფბ-გვერდზე მივწერე და დეკემბრიდან იქნება სათამაშოები გაყიდვაშიო : (

მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: sichiko 8 Sep 2019, 00:04
QUOTE (justmenina @ 6 Sep 2019, 22:56 )
sichiko

მადლობა დიდი smile.gif
2kiss.gif ბიჭი ხომ კარგად გყავს?

კი, კი კარგად, მადლობა :*
გაიზარდა საუბარს ცდილობს და უფრო გვაგიჟებს : )))

* * *
Frankens†ein


თუ ასე ძალიან გინდა შემიძლია ვიკითხო ხომ არ აქვთ სადმე ერთი ცალი შემორჩენილი.

Posted by: Frankens†ein 8 Sep 2019, 07:31
QUOTE (sichiko @ 8 Sep 2019, 00:04 )

Frankens†ein


თუ ასე ძალიან გინდა შემიძლია ვიკითხო ხომ არ აქვთ სადმე ერთი ცალი შემორჩენილი.

აუ კი.
ეხლა პარასკევს მივფრინავ ბავშვთან შტატებში.
ძალიან უყვარს ჟოზე და წიგნები მიმაქვს.
სათამაშოები გაუხარდება ძაან.

Posted by: Neno_ 8 Sep 2019, 07:55
anuki198889
4 ზომა 66 ცალიანია smile.gif

Posted by: Utopian 8 Sep 2019, 15:33
Perseus12
გაიხარე. დავიკიდებ ^^





Posted by: pearlgirl 9 Sep 2019, 09:49
merkantil
QUOTE
ჩემი აზრით, ოთხ წლამდე არაფერზე არ უნდა ატარო.

მეც მაგ აზრზე ვარ ისე.
აი გუშინ შევთავაზე ჩემსას 4.6 წლისაა ყინულზე სრიალზე რომ იაროთქო ან ცურვაზეთქო და ისეთი დამკივლა არ მინდაო biggrin.gif
უინტერესო ბავშვი არაა არანაირად, პირიქით. უბრალოდ სახლში და ეზოში თამაში ძალაინ უყვარს და სულ თამაშობს და ეს ყველაზე მნიშნელოვანი აქტივობაა ამ ასაკში.
ნუ ესეიგი ჯერჯერობით ასე გავაგრძელებთ, 5 წლის რო გახდება ალბათ უკვე გამოიკვეთება მისი ინტერესები, ვნახოთ დაველოდები.

Posted by: Jane_L 9 Sep 2019, 10:01
ფუტკრის რძის კურსი თუ ჩაგიტარებიათ ვინმეს ბავშვისთვის, იმუნიტეტის ასამაღლებლად?

ვაპირებ და ჯერ-ჯერობით მხოლოდ კარგი მესმის, აქაც ხომ არ გქონიათ ვინმეს გამოცდილება?

Posted by: pearlgirl 9 Sep 2019, 11:05
მზე
შენ ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რომელი წიგნი გაქვს ბავშვის მოვლის და ამაზონზე არის რომ გამოვიწერო? საჩუქრად მოვიზრებ და დამილინკე რა თუ იცი, მგონი შენ ქინდლი ვერსია გაქვს მარა მაინც smile.gif

Posted by: narkozeli 9 Sep 2019, 11:12
გოგოებო. ძიძას ასეთი პირობით შევუთანხმდი, თავიდან მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა გავიდე ხოლმე დღისით და ამიტომ რამდენიმე თვე დილაადრიან არ დავიბარე, 11ზე მოდი და 7ისთვის გაგიშვებთქო ვუთხარი, მარა რომ გავალ მეორე სამსახურში უკვე 10-ის ნახევრიდან 7მდე მოუწევს მოსვლა. ორშაბათი-პარასკევი და 600 ლარი.
როგორ ფიქრობთ ცოტაა? რამდენიმე თვეში 11ის ნაცვლად 10ის ნახევრისთვის რომ უნდა მოვიდეს, ხომ არ გამიპროტესტებს და მომთხოვს ფასის მომატებას?

არადა თითქოს გარკვევით ვუთხარი რომ ამ საათნახევარს ამ ეტაპზე ფაქტიურად ვჩუქნი რამდენიმე თვე. მარა თან გულში ხინჯად მაქვს.

Posted by: Perseus12 9 Sep 2019, 11:24
narkozeli
არა, მშვენიერია.

Posted by: Neno_ 9 Sep 2019, 11:37
narkozeli
რა გზით იშოვე ძიძა?



პ.ს. კაი პირობებია. შეგიძლია პირველ დღეს ფურცელზე ამოუბეჭდო პირობები, კონტრაქტის ფორმით და საინფორმაციოდ გადაეცი. მკაფიოდ დაუწერე ეგ პირობაც, ბოლდად biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Sep 2019, 11:48
Perseus12

მადლობა


Neno_
QUOTE
რა გზით იშოვე ძიძა?


ახლობლის რეკომენდაციით, სექტემბრის დასაწყისში გათავისუფლა,ჩემი სეხნია ბავშვი გაზარდა და ვინც გაზარდა იმან სულ ტირილ-ტირილით ჩამაბარა, სკოლამდე ზრდიდა ბავშვს. 2 თვიდან ზრდიდა ამ ბავშვს.

მარა სანამ ამ ბავშვის დედას გავესაუბრებოდი,რეალურად თანამშრომელმა მირჩია ეს ქალი, ჩემი ნათესავიაო და მაგარი ქალიაო, ეს გოგო კაი ტიპია და ტყუილად საკუთარ დასაც არ გაუწევს რეკომენდაციას ვიცი. ანუ ორმაგი რეკომედაციითაა რა და იმედია გამიმართლებს mo.gif
პირველივე დღეებიდან მომყავს იმიტომ რომ 1 თვეში გავდივარ მე ლექციებზე :შ


Posted by: Neno_ 9 Sep 2019, 12:00
narkozeli
რა კარგია smile.gif

მე ვერ ვშოულობ როგორიც მინდა ისეთს, მარა იმედს არ ვკარგავ help.gif

აუ, რა რთულია 1 თვის ცქნაფოს დატოვება, იცი? მარა მარტო ლექციებისთვის არა უშავს. მე 1.4 წლის იქნება რომ დავტოვებ ამ მეორეს და მაინც კიდე მენანება. ისე მალე იზრდებიან, წამებში..დამხმარე და დღეში რამდენიმე თავისუფალი საათია იდეალურია და ყველასთვის სასიკეთო. მე სამსახურში დილიდან საღამომდე გასვლას ვგულისხმობ user.gif

Posted by: მზე 9 Sep 2019, 12:14
QUOTE (pearlgirl @ 9 Sep 2019, 11:05 )
მზე
შენ ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რომელი წიგნი გაქვს ბავშვის მოვლის და ამაზონზე არის რომ გამოვიწერო? საჩუქრად მოვიზრებ და  დამილინკე რა თუ იცი, მგონი შენ ქინდლი ვერსია გაქვს მარა მაინც smile.gif

კიი, არის.
აი ეს მაქვს: https://www.amazon.com/Your-Babys-First-Year-Fourth/dp/0812988450/ref=sr_1_3?keywords=your+baby%27s+first+year&qid=1568016692&s=gateway&sr=8-3
და ესეც: https://www.amazon.com/Caring-Your-Baby-Young-Child/dp/0553393820/ref=sr_1_6?keywords=your+baby%27s+first+year&qid=1568016692&s=gateway&sr=8-6

მე რამდენადაც შევატყვე ეს მეორე სრულად მოიცავს პირველსაც. დიდად ბევრი დამატება არ აქვს ოღონდ ამ მეორეს. healthychildren.org-ზე რო სტატიებია ისინია ოდნავ უფრო ვრცლად რამდენიმე რაც ვნახე.
ისე პირველი ძაან მომეწონა, ვუწევ რეკომენდაციას yes.gif
* * *
mariami2525
QUOTE
3თვისები არიან...და რეჟიმი ხო უნდათ თუ არა?ანუ მე მკაცრად 3საათში ერთხელ ვაჭმევ...თუ არ იტირეს სიტყვაზე არ ვაჭამო 3.5 საათზე ნაკლებ დროში?ანუ თუ სიტყვაზე ხან 3 საათში მოშივდათ ხან 3.5ში ეგრე შეიძლება?

კაი დროს კი გპასუხობ, მაგრამ მგონი მასეთი აუცილებელი არაა მკაცრად 3 საათში ერთხელ ჭამა და რეჟიმი.

NiniaG
QUOTE
ანუ ეგ მდგომარეობა ძალიან ბუნებრივი ყოფილა

ჰოო sad.gif რაღაც უნდა ვქნათ და არ ავყვეთ. დასვენებამ მართლა მიშველა ისე. პერიოდულად უნდა დავისვენო ხოლმე აშკარად. ასწორებს biggrin.gif

ნათია.0702
QUOTE
ისეთ თემას მიადექი ჩემთან და ბევრთან ძაან ახლოს როა. ზუსტად ეგრე ვარ, სამსახური სახლი, ფუზიკურადაც არ ვარ მთლად ჯანმრთელი და დასვენების დღეებში არავინ დამხმარე და აი ძაან გადაქანცულ გადაღლილ გაღიზიანებული ვარ. 2 კვირა შვებულებას ველოდებოდი ჩამოვედი ჩემებთან ბათუმში და ხვალ მივდივარ ზე გადაღლილი, ჩემს შვილს ზღვის დანახვაც არ უნდა, ვერ გავექანე მის გარეშე ძაან მომეწეპა არავისთან არ მიდის. ეს ნათესავების წასვლა მოსვლა მინახულებებმაც გადამღალა. თან ვცდილობ არ ვიწუწუნო და ეს უარესად მხდის, ქმარი მყავს ძაან უნდა მოიდომო რომ გამოიყვანო მწყობიდან და ეს მისი სიმშვიდეც ნერვებს მიშლის, მოკლედ ყველასთან პრობლემა მაქსვ და ვხვდები რომ ჩემშია პრობლემა. ვაპირებ ფსიქოლოგთან წასვლას, თან ძაან მალე ვიღლები. დავიწყე ვამელანის დალევა ძილის წინ. და ყველა რომ მეკითხება ეხლა მეორეს არ აპირებ? ბარემ ერთად გაზრდი, პატარა არ ხარ მოასწარი. რა გამოლევს ბრძენ კეთილისმსურველებს. მოკლედ ასე მგონია არ მეშველება  ქმრისგანაც უყურადღებობას ვგრძნობ რომ ვეუბნები გეჩვენებაო, ან ძაან მობეზრდა ეს ჩემი ხასიათი მოკლედ ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას და თავ და მჭირდება მშველელი და უნდა წავიდე ფსიქოლოგთან.

აუ წარმომიდგენია sad.gif კი, ფსიქოლოგი დაგეხმარება. მეც ვფიქრობდი სიარულს. ორჯერ, სერიოზულად. ეხლა ცოტა მოვიხოდე და ისევ გადავდე. მოკლედ, კარგია რომ ვაღიარებთ ჩვენს პრობლემებს რა. ეგ უკვე პირველი ნაბიჯია. გადაწყვიტე უკვე ვისთან ივლი?

Dark_Sky
QUOTE
აი შენსავით გამხდარი რომ ვიყო და ჭამა მშველოდეს საერტოდ არ ვიქნები ცუდ ხასიათზე არასოდეს )))) ახალი ფოტოები ვნახე სვანეტის და კარგად დაგიკლია )))

ვაა მადლობა biggrin.gif შენც მშვენივრად გამოიყურები რა გინდა yes.gif
* * *
narkozeli
მშვენიერი ფასია. კიდე ჩამოუგდე სიტყვა და გაუმეორე რადგან გული გეთანაღრება და გაურკვევლობაც აღარ იქნება

Posted by: pearlgirl 9 Sep 2019, 14:18
მზე
QUOTE
აი ეს მაქვს: https://www.amazon.com/Your-Babys-First-Yea...=gateway&sr=8-3

მძიმეა წიგნი? ანუ ტრანსპორტირება რა დამიჯდება ნეტა?

Posted by: მზე 9 Sep 2019, 14:32
pearlgirl
მე ქინდლ ვერსია მაქვს.

mass market paperback წესით ძალიან მსუბუქი იქნება. თხელყდიანი პატარა წიგნები როა ის ფორმატია.
აი განსხვავება რო ნახო paperback-სა და mass market paperback-ს შორის: https://www.quora.com/Whats-the-difference-between-Paperback-and-Mass-Market-Paperback

Shipping Weight: 12 ounces <-- ანუ 400 გრამამდე.

Posted by: cvanca 9 Sep 2019, 16:14
მოკლედ, ჩემი 10 თვის ბიჭმა იცოდა ხელის დაქნევა დამშვიდობებისას, კოცნის გაგზავნა და ასეთი მარტივი რაღაცეები. ყველაფერი დაავიწყდა, ტაშის დაკვრის გარდა, და აღუ-ების თქმა დაიწყო. მაინტერესებს იციან ბავშვებმა ასეთი რაღაცეები, თუ გავაგრძელო ნერვიულობა და მივმართო ნერვოპათოლოგს? საქმე ისაა რომ ძილის დროს საწოლიდან გადმოვარდა, არც უტირია და არაფერი, გააგრძელა ძილი. პედიატრმაც გაუსინჯა რეფლექსები და ყველაფერი რიგზეაო. ვნერვიულობს თავის დარტყმის ბრალი არ იყოს sad.gif

Posted by: narkozeli 9 Sep 2019, 16:19
Neno_

დაახლოებით ვხვდები რა რთულიცაა user.gif თავიდან გავგიჟდები ალბათ და მერე ნელ-ნელა შევეჩვევითქო თავს ვიიმედებ, თან თავიდან რამდენიმე საათით რომ გავალ იქნებ არ იყოს ტრაგედია user.gif



მზე
QUOTE

მშვენიერი ფასია. კიდე ჩამოუგდე სიტყვა და გაუმეორე რადგან გული გეთანაღრება და გაურკვევლობაც აღარ იქნება


მარტო ამის გამო დარეკვა მერიდება, აწი უნდა მოვიდეს პირდაპირ როცა გავაჩენ მარა მერე იქნებ მოიტანოს კიდევ სიტყვამ))

Posted by: cvanca 9 Sep 2019, 16:28
narkozeli
მეც იგივე პირობებით მყავს. თავიდან გვიან ვიბარებდი და ადრე ვუშვებდი. ვუთხარი, რომ სანამ 1 წლის გახდებოდა შეღავათი მაქვს 1 საათი სამსახურში და ამ პერიოდში შეუძლია გვიან მოვიდეს და ადრე წავიდეს. ჩვეულებრივად ადეკვატურად გაიგო და არ გვაქვს არანაირი გაუგებრობა.

Posted by: takotatuli1989 9 Sep 2019, 16:49
Neno_
გოგო მგონი მალე გაიყიდება ეს ჩემი სახლი იმდენი კლიენტი მოდის და ოქტომბრიდან გამოგიშვებ ჩემ ძიძას smile.gif ნახე მანამდე თუ გაინტერესებს. მე პირადად ორი ხელით ვუწევ რეკომენდაციას. ზუსტად ვიცი რო ბავშვზეა სულ ორიენტირებული, უყვარს ბავშვი და სიამოვნებას იღებს ბავშვთან ყოფნით. არადა პირველად რო დავინახე ცოტა უჟმური მეჩვენა მარა მაგარი ქალია. მეცოდება ასე რო უნდა დავტოვო ეხლა და სინდისი მაწუხებს. არადა ვიღაცას უნდოდა და მე არ გავუშვი მჭირდებითქო და მერე გამომიხტა ბინის მბავი. მოკლეთ თუ აქტიურად ეძებ ნახე ჩემი ლიაკოც.

Posted by: Lemon Curd 9 Sep 2019, 17:09
narkozeli
მეც მასე მყავდა სანამ ბავშვი 1 წლის გახდა, ამის მერე 1 საათით ადრე დაიწყო მოსვლა. წესით არ ექნება პრობლემა, მაგრამ შენს ადგილზე ჩემი სიმშვიდისთვის მე მაინც დავურეკავდი და ვეტყოდი, ხომ იქნება მისაღები ასეთი გრაფიკი იგივე პირობებითთქო.
ჩემი აზრით თანხაც ნორმალური ანაზღაურებაა, მაგალითისთვის: ჩემთან 08:30-19:00 კვირის დღეები და შაბათს 10:00-15:00, 4 კვირა ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში (მეტიც გამოუვიდა, ჩვენც 5 გამოგვივიდა და მასაც), კვირა და უქმეები დასვენება, ვუხდით 650. დიდი სიამოვნებით მოვუმატებდი 50-საც მაგრამ ვეღარ გავქაჩე :/
მოკლედ, მისაღები პირობები გაქვს, არ იდარდო.
უბრალოდ თუ ორშაბათი-პარასკევი მუშაობ, შაბათიც დაგჭირდება, ჩემი გამოცდილებით მასეა... თუ დამტოვებელი გყავს მაშინ არა ცხადია.

Posted by: nature 9 Sep 2019, 20:28
დედებო საცრემლე არხი თუ ვინმეს შვილს ჰქონდა გასახსნელი დამაკვალიანეთ თავისით გაეხსნათ თუ ნემსით? მასაჟებს თუ უკეთებდით და თუ ქონდათ შედეგი. თუ ნემსით გაუხსენით რა ასაკზე ჯობია?

Posted by: NiniaG 9 Sep 2019, 20:54
takotatuli1989
QUOTE
მგონი მალე გაიყიდება ეს ჩემი სახლი

მე როგორც ბინის მაძიებელი smile.gif)) სად ყიდი ბინას? ფართი?
ჩემი ბინა განცხადების დადებიდან მეორე დღეს გაიყიდა smile.gif)) ადვილად გავყიდეთ, სამაგიეროდ ახალ ბინას მეხუთე თვეა ვეძებთ sad.gif

Posted by: მზე 9 Sep 2019, 21:26
გოგოებო, ნორდიკი ვერ მოვაწონე. ისევ სემპერს ჭამდა ამდენი ხანი. რამდენიმე დღეა ამასაც აღარ ჭამს sad.gif რა გავაკეთო? sad.gif

Posted by: Fallen Angie 9 Sep 2019, 22:49
მზე
ჰაინცის ფაფებია ძალიან გემრიელი, любопышка ქვია. არ გიცდია?
ბევრნაირია თან და სხვადასხვას ვყიდულობ ხოლმე და ძაან უყვარს.
* * *
narkozeli
წინასწარ აუცილებლად კიდევ ერთხელ უთხარი, რომ რამდენიმე თვეში უფრო ადრე მოუწევს ხოლმე მოსვლა. მე ეგრე საერთოდ არ მიფიქრია გაფრთხილება, სამსახურში 1 წლამდე 1 საათით ადრე მიშვებდნენ და მერე 1 წლის რო გახდა რო ვუთხარი უფრო დიდხანს უნდა დარჩეთქო მომატება მთხოვა. ნახევარ საათზე იყო თან ლაპარაკი და რატომღაც არ მომაფიქრდა წინასწარ მეთქვა.

Posted by: Tess 9 Sep 2019, 23:06
narkozeli
ნორმალური პირობაა.
8:30-20:00 მყავს 650-ად.
ასევე ყოველი მე-2 შაბათიც.

Posted by: Fallen Angie 10 Sep 2019, 00:11
nature
მე არ მქონია შეხება, მაგრამ ბევრი გამოხმაურება მაქვს წაკითხული, რაღაც ჰგუფში იყო დიდი განხილვა და მოკლედ უმეტესობა წერდა, რომ მასაჟებით მიაღწიეს შედეგს. არ მახსოვს რა ასაკზე იყო საუბარი, წლინახევრამდე თუ წლამდე ამბობდნენ მასაჟებით შესაძლებელია გახსნაო.

Posted by: cvanca 10 Sep 2019, 01:26
nature
მე როგორც ვიცი წლამდე ხდება, თავისითაც გაიხსნება მაგრამ მასაჟებსაც ახმარენ. არის ინტერნეტში თითის ნაზი მოძრაობით როგორ უნდა გაუკეთო მასაჟი. მრჩეველსაც უდევს ფეისბუქგვერდზე. ნემსს არ უწევემ რეკომენდაციას, რადგან ჩვენთან იმ ზომის ნემსით არ აკეთებენ გახსნას, რითიც უნდა კეთდებოდეს.

Posted by: sichiko 10 Sep 2019, 03:21
QUOTE (Frankens†ein @ 8 Sep 2019, 07:31 )
QUOTE (sichiko @ 8 Sep 2019, 00:04 )

Frankens†ein


თუ ასე ძალიან გინდა შემიძლია ვიკითხო ხომ არ აქვთ სადმე ერთი ცალი შემორჩენილი.

აუ კი.
ეხლა პარასკევს მივფრინავ ბავშვთან შტატებში.
ძალიან უყვარს ჟოზე და წიგნები მიმაქვს.
სათამაშოები გაუხარდება ძაან.

ახლა მივწერე და როგორც კი მომწერს გაგაგებინებ.

პ.ს რა ხნის არის ბავშვი? ჩემმა შვილმა რადგან არ უყურებს არც ისიც ჟოზე რა არის და არც ჟირაფებზე ქონდა დიდად რეაქცია, მაგრამ შენსას თუ უყვარს წაიყვანე Six Flags ში და წესით აღფრთოვანდება ცოცხლად რომ შეეხება : ))
* * *
QUOTE (nature @ 9 Sep 2019, 20:28 )
დედებო საცრემლე არხი თუ ვინმეს შვილს ჰქონდა გასახსნელი დამაკვალიანეთ თავისით გაეხსნათ თუ ნემსით? მასაჟებს თუ უკეთებდით და თუ ქონდათ შედეგი. თუ ნემსით გაუხსენით რა ასაკზე ჯობია?

ჩემსას ქონდა გასახსნელი, მაგრამ არ სჭირდება წლამდეო მიქელაძემ და მასაჟებს მაკეთებინებდა, თავიდან ტობრექსიც დანიშნა, ( ეწირპლებოდა თან) ცალ თვალზე ქონდა, მასაჟებს ვუკეთებდი დღეში რამოდენიმეჯერ, გაუვლიდა პერიოდულად, მერე ისევ დაეწყებოდა, აქ რომ ჩამოვიყვანე აქაც იგივე მითხრა პედიატრმა წლამდე არაფერი უნდაო, თუმცა მაინც გამგზავნა ოფთალმოლოგთან , იმანაც ეგრე და მოკლედ წლის და ერთის იყო საბოლოოდ რომ გაუარა.

Posted by: nature 10 Sep 2019, 07:52
sichiko
cvanca
Fallen Angie
ძალიან დიდი მადლობა. 3 თვისაა ჩემი და ეწირპლება და ეკა უბერმა თავისით გაეხსნება წლამდეო. მასაჟებიც მასწავლა. თუ არ გაეხსნა მეთქი და მაშინ ნემსი ნარკოზითო. ძალიან გამიკვირდა ნარკოზით გახსნა არ გამიგია. ახლობელმა ჩემ ორივე შვილს ნემსით გავუხსენიო ერთს 2 თვისას მეორეს 4 თვისასო და 4 თვეზე ძალიან დავიგვიანეო. რაც მალე გაუხსნი უკეთესიაო. მარა პედიატრმა რომ უარი მითხრა გადავამოწმე აქაც. ესეიგი წლამდე დაველოდო. არადა ძალიან ბევრი მეჩვენება 1 წელი.

sichiko გარეთ როგორ გაგყავდა? როცა გამყავს თან ბამბები მიმაქ რომ მოვწმინდო ისე მალ მალე უდგება ბლანტი ცრემლი

Posted by: Frankens†ein 10 Sep 2019, 09:06
sichiko
QUOTE
ახლა მივწერე და როგორც კი მომწერს გაგაგებინებ.

მადლობა

QUOTE
რა ხნის არის ბავშვი?

4 წლის

Posted by: pearlgirl 10 Sep 2019, 09:10
მზე
QUOTE
გოგოებო, ნორდიკი ვერ მოვაწონე. ისევ სემპერს ჭამდა ამდენი ხანი. რამდენიმე დღეა ამასაც აღარ ჭამს

ეხლა რამდენისაა?
ელენე სადღაც 2.6 წლამდე სემპერის ფაფებს ჭამდა, ნორდიკი 1 წლიდან რო გავასინჯე და მერეც ვთავაზობდი ხოლმე და არ მოწონდა, დღემდე არ ჭამს smile.gif 4.6 წლისაა აგერ.
ნორდიკის ხუთი მარცვალი და წიწიბურა კარაქით ცადე აბა.

Posted by: მზე 10 Sep 2019, 10:39
Fallen Angie
არა, სხვა არ მიცდია არც ერთი. იცი რა დაიწყო, უბრალოდ არც კი სინჯავს. ანუ განა ის რო გასინჯა და აღარ მოწონს.
არა, არა იძახის და ვერც ვასინჯებ :|

pearlgirl
წლის და 5 თვისაა ეხლა.
აი კარაქით არ მიცდია. ვცდი აბა.
ეგ ორი ავურიო ერთმანეთში?

უბრალოდ, ეხლა არც სინჯავს ეგრევე უარს ამბობს. ცოტა ხანი ხო არ დავანებო თავი თქო ვფიქრობ :შ არ ჯობია?
უბრალოდ ფაფის ნაცვლად რა მივცე ვერ ვხვდები sad.gif

Posted by: anuki198889 10 Sep 2019, 10:52
მზე
ჩემსას მოწონს 5 მარცვალი და 4 მარცვალი კარაქში სულ ოდნავ მარილში მომზადებული. ზემოდან ყველს ვუხეხავ ან ხაჭოს ვუგდეფ. 1.7 თვის ხდება.წლისას რომ გავასინჯე არ შეჭამა. ცოტა მსხვილია და პირს აღარ აღებდა მერე. შემდეგ ქართული ბაიას ფირმა ვსინჯე ძალიან წვრილად არის დაღერღილი და იმას ვუმზადებდი გაგიჟდა ისე მოეწონა. სიმინდის წიწიბურას და ღერღილის ღომივით ვუკეთებდი კარაქში. სიმინდის უფრო მოწონს. ახლა ისევ დავუწყე რაც გაიზარდა ნორდიკი და იმასაც ჭამს. რამეთი მოატყუა გააღებინე პირი და ერთი ორი გაასინჯე ეგება მოეწონოს უნდა. ამასაც ქონდა გაჭედვები გადაკეტავდა პირს და არ სინჯავდა. უცებ მულტიკს ჩავრთავდი გავასინჯებდი და მერე ვუთიშავდი smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: narkozeli 10 Sep 2019, 11:05
Fallen Angie
QUOTE
წინასწარ აუცილებლად კიდევ ერთხელ უთხარი, რომ რამდენიმე თვეში უფრო ადრე მოუწევს ხოლმე მოსვლა. მე ეგრე საერთოდ არ მიფიქრია გაფრთხილება, სამსახურში 1 წლამდე 1 საათით ადრე მიშვებდნენ და მერე 1 წლის რო გახდა რო ვუთხარი უფრო დიდხანს უნდა დარჩეთქო მომატება მთხოვა. ნახევარ საათზე იყო თან ლაპარაკი და რატომღაც არ მომაფიქრდა წინასწარ მეთქვა.


მეც აშკარად შემეშალა რომ არ დავუკონკრეტე მაგრამ რადგან გვყავს შუაში ახლობელი, იმასთანაც ვაპირებ თქმას რომ უთხრას კიდევ ერთხელ.
იდეაში ვუთხარი რომ ასე ვთქვათ თავიდან რამდენიმე თვე "ვჩუქნი" ამ საათ ნახევარს.



Tess
QUOTE
ნორმალური პირობაა.
8:30-20:00 მყავს 650-ად.
ასევე ყოველი მე-2 შაბათიც.


შენც კარგი გრაფიკი და ანაზღაურება შეგითავაზებია. ახლა ვხვდები რომ ჩემიც სრულიად ნორმალურია
* * *
cvanca
QUOTE
მეც იგივე პირობებით მყავს. თავიდან გვიან ვიბარებდი და ადრე ვუშვებდი. ვუთხარი, რომ სანამ 1 წლის გახდებოდა შეღავათი მაქვს 1 საათი სამსახურში და ამ პერიოდში შეუძლია გვიან მოვიდეს და ადრე წავიდეს. ჩვეულებრივად ადეკვატურად გაიგო და არ გვაქვს არანაირი გაუგებრობა.


ძალიან კარგი,მეც ვიმედოვნებ ადეკვატურად შეხვდება mo.gif

Posted by: Lemon Curd 10 Sep 2019, 11:28
მზე
ნორდიკი რამდენჯერმე ვცადე მეც და ამაოდ sad.gif მერე მომიტანეს მოხალული მჭადის ფქვილი და იმით გავუკეთეთ ფაფა, არც მაგას დააკარა პირი. არც პიურეს ჭამს. გავანებე თავი, რა ვუყო.

მზა ფაფებიდან სემპერს, ჰიპპს და ჰუმანას ვაჭმევდი, მერე ამოიძულა და აღარა აღებდა პირს სადღაც შენი ბაიას პერიოდში მგონი. მოვუტანე ჰაინცის ფაფები და მაგის ჭამა ისევ დაიწყო, უბრალოდ გუშინ მაგალითად ლიუბოპიშკა გავუხსენით და არ ჭამა :/ ანუ ერთგვაროვანი თუ არაა არ ჭამს. იქნ3ბ შენიც მასეა? ანუ ეხლა ჭამს ჰაინცის ჩვეულებრივ ფაფებს, ნორმ. გემო აქვს უბრალოდ ცოტა ტკბილია. არჩევანიც დიდი აქვთ.

უი აი წიწიბურა დაგიწერეს გოგოებმა და კარგი აზრია, კიდე ვცადე მოხალული ვერმიშელი და ეგეც მოეწონა. აი ბარილას რომ აქვს წვრილი ვერმიშელი ეგ, ხო იცი, ცოტას რომ მოხალავ ოდნავ ზეთში ან კარაქში, მერე მდუღარეს დაასხამ ისე რომ დაფაროს, თავსახურს დაახურავ და 5 წუთში რომ დაშრება მზადაა.

Posted by: pearlgirl 10 Sep 2019, 11:31
მზე
QUOTE
უბრალოდ, ეხლა არც სინჯავს ეგრევე უარს ამბობს. ცოტა ხანი ხო არ დავანებო თავი თქო ვფიქრობ :შ არ ჯობია?
უბრალოდ ფაფის ნაცვლად რა მივცე ვერ ვხვდები

სემპერი ალბათ მობეზრდა.
ნორდიკს თუ არ გასინჯავს ეხლა ცოტა ხანი შეეშვი რამოდენიმე დღე.
QUOTE
უბრალოდ ფაფის ნაცვლად რა მივცე ვერ ვხვდები

წიწიბურას არ შეჭამს? ჩვეულებრივად მოხარშული ცოტა კარაქით?
QUOTE
აი კარაქით არ მიცდია. ვცდი აბა.
ეგ ორი ავურიო ერთმანეთში?

არა არ აურიო/ მაგალითად წიწიბურას ფაფა წყალზე გააკეთე და მერე პატარა კარაქი დაუმატე.
ანუ შეიძლება რძით არ ჭამს.

Posted by: cvanca 10 Sep 2019, 12:30
ხიზილალას აჭმევდით/აჭმევთ წლამდე ბავშვს? რა რაოდენობით შეიძლება ჭამოს დღეში? როგორ ვაჭამო, ვთქვათ ერთ დღეს ხორცს რომ შეჭეამს, მეორე დღეს ხორცის ნაცვლად შეიძლება ხიზილალა? თირკმელებს ხომ არ დაუტვირთავს? და რომელი ხიზილალა და თევზს ენდობით?

Posted by: Perseus12 10 Sep 2019, 12:35
cvanca
მაღაზიაში ნაყიდი ხიზილალა საერთოდ არაა სასარგებლო. აქვს ფერის შემანარჩუნებლები, კონსერვანტები და იმ სარგებელს რაც წესით უნდა ჰქონდეს აშკარად უსარგებლობა აჭარბებს.

Posted by: takotatuli1989 10 Sep 2019, 12:39
მზე
ნორდიკი ჩემმაც არ ჭამა, მარა ჩვეულებრივ წიწიბურას, ვერმიშელს (ბარილას) ნთქავს რასაც ქვია, შვრიას ისევ ჰიპისას ვაჭმევ წლის და 10 თვისაა. წიწიბურას წიპ წიპს ეძახის და ძაან უყვარს. ეს რძიან ფაფებს არანაირს არ ჭამს და მაინტერესებს ჭადის ფქვილს რო უხალავენ ხოლმე ბავშვებს და მერე ფაფას უკეთებენ ეგ რამდენად მიზანშეწონილი ან უსაფრთხოა ბავშვისთვის ხო არ იცით?

Posted by: Fallen Angie 10 Sep 2019, 13:01
მზე
QUOTE
არა, სხვა არ მიცდია არც ერთი. იცი რა დაიწყო, უბრალოდ არც კი სინჯავს. ანუ განა ის რო გასინჯა და აღარ მოწონს.
არა, არა იძახის და ვერც ვასინჯებ :|

ამანაც იცის ხოლმე ასე გაჯიუტება, არადა შეიძლება მის საყვარელ რამეს ვთავაზობდე, მაგრამ ვერ ხვდება biggrin.gif
ძალით მოვუსვამ ხოლმე პირზე და რო ტლიკავს ხვდება რო კაი რამეა და მერე აღებს პირს.

narkozeli
QUOTE
მეც აშკარად შემეშალა რომ არ დავუკონკრეტე მაგრამ რადგან გვყავს შუაში ახლობელი, იმასთანაც ვაპირებ თქმას რომ უთხრას კიდევ ერთხელ.
იდეაში ვუთხარი რომ ასე ვთქვათ თავიდან რამდენიმე თვე "ვჩუქნი" ამ საათ ნახევარს.

რომ მოვა პირველ დღეს უთხარი, არაა მოსარიდებელი, შუამავლისგან გადაცემას ჯობს ალბათ biggrin.gif
ანუ კი გითხარით, მაგრამ მაინც ვიფიქრე ცუდად ხო არ აგიხსენით-თქო და თავიდან მოუყევი.

Posted by: NiniaG 10 Sep 2019, 13:16
Fallen Angie
QUOTE
ძალით მოვუსვამ ხოლმე პირზე და რო ტლიკავს ხვდება რო კაი რამეა და მერე აღებს პირს

ჩემიც ეგრეა და რომ მინდა ტუჩზე დავუმიზნო კოვზი, ძლივს ვაღწევ საწადელს smile.gif)))
მზე
სემპერის მერე ბაია, ნორდიკი და ახლა მილინ პარასი ვცადეთ
არ ჭამს 2-3 კოვზი შეიძლება ჭამოს, მაგრამ ექიმმა მაგდენს თუ ჭამს ეგეც საკმარისიაო smile.gif)))
კარაქს აჭმევ შენსას? თუ კი რომელს?

მე ვფიქრობდი რომ აცივდება მერე გავასინჯებ კარაქსთქო smile.gif))

Posted by: narkozeli 10 Sep 2019, 13:20
Fallen Angie

მადლობა baby.gif

Posted by: cvanca 10 Sep 2019, 13:45
Perseus12
სანდო სად ვუყიდო? rolleyes.gif

Posted by: Perseus12 10 Sep 2019, 15:18
cvanca
მე მხოლოდ ერთი ტიპი ვიცი, ალასკადან ჩამოაქვთ, ცოცხალი ხიზილალაა, არა დაფასოვებული, წონით, თუმცა პირადად მე არ მიყიდია, მაგრამ ერთინაცნობი ყიდულობს, ისეთ გოგოა, ყველაფერს რომ ჯანსაღს აძლევს ბავშვებს, ამიტომ მე ცალკე გამოძიება არ მიწარმოებია რანაირი და როგორ, ბრმად ნდობის ფუფუნებით ვისარგებლე, ჰოდა ასეთები სხვებიც იქნებიან, ზოგსაც აზერბაიჯანიდან ჩამოაქვს. მე არასდროს მიმიცია და არც მენერვიულება მაგ თემაზე smile.gif

Posted by: cvanca 10 Sep 2019, 15:26
Perseus12
სანდო თევზი ვერ გავარკვიე სად ვიყიდო და ვიფიქრე ხიზილალას ვაჭმევ თქო. თუ იცი სად შეიძლება ვიყიდო ან ერთი ან მეორე, მომწერე პლიზ 2kiss.gif

Posted by: Perseus12 10 Sep 2019, 16:09
cvanca
593178120 ვერიკო -ამ ქალს ჰქონდა ხიზილალა, ახლა არ ვცი, შეგიძლიათ დაურეკოთ იკითხოთ. ხოლო თევსს, ნორვეგიულ ორაგულს ვყიდულობ გუდვილში, გაუყინავს,გაყინული კარგავს სასარგებლო თვისებებს.

Posted by: sichiko 10 Sep 2019, 17:25
Frankens†ein


მეგონა გამოშვებული იყო და ახალი პარტიის გამოშვებამდე მარაგი ამოიწურა და თურმე ჯერ არც გამოუშვიათ .. ასე რომ შეუძლებელია შოვნა სამწუხაროდ.. შემდეგ ვიზიტზე დაგხვდებათ საქართველოში smile.gif

4 წლის დიდია უკვე , წაიყვანე ნიუ ჯერსიში თუ ახლოს ხართ ნიუ იორკთან .



* * *
QUOTE (nature @ 10 Sep 2019, 07:52 )
არადა ძალიან ბევრი მეჩვენება 1 წელი.

sichiko გარეთ როგორ გაგყავდა? როცა გამყავს თან ბამბები მიმაქ რომ მოვწმინდო ისე მალ მალე უდგება ბლანტი ცრემლი

რატომ გეჩვენება ბევრი? სულ არ ექნება ჩემსას თავიდან არ ქონია, მერე დაეწყო ორი თვიდან დაახლოებით , მე არ მინდოდა მაგ არხის გახსნით ზედმეტად დამესტრესა ბავშვი, ამიტომ დაველოდე თავისით გახსნას.

გარეთაც ჩვეულებრივად გამყავდა, ბამბა არა მარლა იხმარე, იყიდება დაჭრილი მარლები, ბამბას რადგან ბუსუსები აქვს მიქელაძემ არაო და ხომ იცი ცხვირის მიმართულებით უნდა უწმინდო.

ტობრექსზე კითხე აბა.
* * *
QUOTE (anuki198889 @ 10 Sep 2019, 10:52 )
მზე
სიმინდის წიწიბურას და ღერღილის ღომივით ვუკეთებდი კარაქში. სიმინდის უფრო მოწონს.

სიმინდს როგორ? ღერღილს უკეთებ ფაფასავით მასწავლე რა. მე ვაძლევ შვრიას, წიწიბურას და კვირაში ერთხელ ბრინჯს , მინდა სხვა სახეობაც ვაჭამო რომ არ მოიბეზროს. შვრია ძალიან მოსწონს თუმცა წავიკითხე ყოველდღე მიცემა კალცს აცლისო და პედიატრისთვის დამავიწყდა მეკითხა.

ეგ კიარა მივახტი გუშინ დაფეთებული ვიდეო ვნახე ორი წლის ბავშვს 4 სტადიის სიმსივნე რომ აქვს და ანალიზები გამოკვლევები მინდა ყველაფრის თქო. უკვე დავნერვოზდი ძალიან მენერვიულება დეპრესია მაქვსsad.gif ისიც ვიფიქრე გავაუქმებ ფბს რომ არ ვნახო მსგავსები თქო..

Posted by: Frankens†ein 10 Sep 2019, 17:59
sichiko
მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: Fallen Angie 10 Sep 2019, 18:34
sichiko
სიმინდს მე ვუკეთებდი ხოლმე უფროსს და ძაან უყვარდა. სიმინდის ფქვილი მოხალული ჯობიაო, მაშინ ეგრე ვიცოდი, ახლა არ ვიცი ))))
სიმინდის ფქვილს ვასხამდი წყალს და ვხარშავდი კარგად, ცოტა დიდი დრო ინდა. ფქვილის სუნი აღარ უნდა ქონდეს, მაგით მიხვდები რომ მზადაა. მერე უკვე ვუმატებდი რძეს, ანუ მე ასე ვაკეთებ ფაფებს, წყალზე და მერე ვამატებ რძეს. რო წამოდუღდება გადმოიღებ და ჩააგდებ კარაქს. მარილსაც ვუკეთებდი მე

Posted by: anuki198889 10 Sep 2019, 19:21
sichiko
ბაიას აქვს სიმინდის ფქვილი და შწნ უნდა მოუმზადო. მოხალულია ძალიან წვრილად დაფქვული ფქვილივით. რომ გახსნი საოცარი სუნი აქვს მოხალულის. ისე უყვარს ჩემსას სულ ეგ რომ ჭამოს არ მოიბეზრებს. 200 გრამ ცივ წყალში ან რძეში 2 სუფრის კოვზი ყოფნის. ხშირი მორევით დაბალ ცეცხლზე ვხარშავ და რომ გასქელდება სულ დაბალზე ვტოვებ 15 წუთი. რომ ჩაშუშდეს კარგად. გამორთვამდე 2 წუთით ადრე კარაქს ვაგდებ და მერე თეფშზე ხაჭოს ვუგდეფ 2 ჩაის კოვზს. ცოტა მარილიც.
სულ ორ პორციას ვაკეთებ რომ მას არ შევუჭამო lol.gif

Posted by: sichiko 10 Sep 2019, 19:50
Fallen Angie


კი მეც წყლით ვხარშავ ჯერ და მერე ვუმატებ რძეს. თუმცა აი ერთგვაროვანი მასის ფაფას არ ჭამს უკვე. დაღერღილი სიმინდიო რომ ეწერა დავინტერესდი. ჯერ ხომ ძლივს გადმოვიყვანე ჩვეულებრივ შვრიის ფანტელზე, 1.6 ის იყო ჯერ კიდევ ნაყიდ ფაფებს ჭამდა,
არადა წლიდან ვცადე პირველად და პირი არ დააკარა


anuki198889

ბაიას შვრია ვიყიდე ახლა რომ ვიყავი და არ ჭამა რადგან ფანტელი არ იყო, გადავედი ისევ ნორდიკზე.

* * *
Frankens†ein


არაფრის.

Posted by: Fallen Angie 10 Sep 2019, 23:26
sichiko
ნია ჯერ ისევ ნაყიდებზეა, დილას ჭამს ფაფას მარტო და აი მართლა ვერ ვიჩალიჩებ დილას ფაფებს sad.gif
ჰაინცის არის ფანტეკები ყრია შიგნით, ზოგში ბურთულები და საღეჭია.
სიმინდის ფაფა თუ გინდა ხილი შეგიძლია მერე გაუკეთო, ჩირსაც უშვებიან, ბოლოსკენ ფანტელები ჩააყარო, მოკლედ შეგიძლია გაამრავალფეროვნო შენით. მიუსლისნაირი რაღაც გამოვა

Posted by: sichiko 11 Sep 2019, 08:09
Fallen Angie

ხო ადვილი იყო წყლის დასხმა და ფაფის გამზადება, მაგრამ არ ჭამს უკვე მასეთებს.

აუ დილით რომ ადგება ეგრევე შია იძახის და გაციებას არ ელოდება ტირის :დ ამიტომ გაციების მეთოდი დავამუღამე საყინულეში ვდებ და მალე ცივდება, თორემ სანამ ფუუ, ფუუ -თი გავაციებ გადამდგამს. რაც ღამე რძეს გადავაჩვიე ასეა დილით გამგელებული, სამაგიერდოს დილის ფაფის მერე შეუძლია მთელი დღე იშიმშილოს :/

მანის ფაფა თუ მიგიცია?

Posted by: Fallen Angie 11 Sep 2019, 09:06
sichiko
დილას ესეც ყველაზე გემრიელად ჭამს. ნუ "ალადიკებს" თუ ვუკეთებ შუადღეს ამის კისკისი მთელ ეზოს ესმის ისე უხარია, მარა ზოგადად დილის ჭამა უყვარს ამასაც ))

მანი არ მიმიცია სხვათა შორის, რაც წავიკითხე დიდად აუცილებელი არააო, თან ასუქებსო და ხშირად არ შეიძლებაო და დავიკიდე რა

Posted by: ლუქსუს 11 Sep 2019, 12:58
გოგოებო, დღესდღეობით ძლიერი ფსიქოთერაპევტი ვინ გვყავს? ზრდასრულისთვის მინდა თან არაქართველია

Posted by: Chica 11 Sep 2019, 16:33
შეკრულობაზე რა ვუშველო ბავშვს იქნებ მითხრათ 40 დღის არის ხელვნურ კვებაზეა ლაციდოფილი დაუნიშნა პედიატრმა და დუფალაკი, დუფალაკი რამოდენიმე დღე მივედი მუცელი ძალიან სტკივდებოდა და ლაციდოფილი არაფერს არ შველის. რეუკოლსაც ვასმევ, მთელი ღამე ვათენებთ, გაზებიც აწუხებს sad.gif(

Posted by: sichiko 11 Sep 2019, 17:28
Fallen Angie


ალადიკები ამასაც უყვარს თაფლთან ერთად.
გასუქება არ მინდა პურსაც არ ვაჭმევ , უბრალოდ მინდა ფაფები გავუმრავალფეროვნო :/


Chica


რატომ შეუწყვიტე დუფალაკი? დუფალაკისგან სტკივდებოდა მუცელი? მეტსილს ვაძლევდი აირებისთვის.

Posted by: google1 11 Sep 2019, 17:35
Chica
ჩემსას მხოლოდ საკვების შეცვლამ უშველა. სიმილაკზე ძალიან შეიკრა და კვებაგამოშცებით ჯერ სემპერის ბიფიდუსი დაგვინიშნა ექიმმა. არ უშველა, ჩემით გადავიყვანე ჰიპზე,რადგან სამშობიაროში ჰიპს ჭამდა და მშცენივრად იყო, ეგრევე უშცელა. მალე რძის ალერგია დაემართა და ფრისო პეპ აც-ზეა, მას მერე არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
ჰკითხე ექიმს საკვების შეცვლაზე, თუ წამლები არ შველის. ჰუმანაზე წერდა ბევრი შეკრულობა დამართაო, მე არ მიმიცია.

Posted by: nature 11 Sep 2019, 20:21
Chica
იგივე პრობლემა ქონდა ჩემსას. 3 პედიატრი მოვიარე. ერთმა საკვები შუცვალა ბიფიდუსი დამინიშნა ბიფიდო ბაქტერიები სჭირდება ნაწლავებსო და ორმა მედიკამენტები. ვერაფერმა უშველა. ბოლოს მივედი ეკა უბერთან საკვები შემიცვალა და 24 საათში მივიღე შედეგი.

Posted by: tamu_tamuna 11 Sep 2019, 20:39
70 ლარი. ამერიკაში ნაყიდი ზარას ფეხსაცმელი. უხმარი 21 ზომა

Posted by: tamu_tamuna 11 Sep 2019, 20:41
ესეც ტიმბერლენდის ფეხსაცმელი
19.5 ზომა ფასი 80 ლარი. უხმარი

Posted by: sichiko 11 Sep 2019, 21:10
Fallen Angie


ალადიკები ამასაც უყვარს თაფლთან ერთად.
გასუქება არ მინდა პურსაც არ ვაჭმევ , უბრალოდ მინდა ფაფები გავუმრავალფეროვნო :/


Chica


რატომ შეუწყვიტე დუფალაკი? დუფალაკისგან სტკივდებოდა მუცელი? მეტსილს ვაძლევდი აირებისთვის.

Posted by: Chica 11 Sep 2019, 21:31
sichiko
კი სტკივდებოდა მუცელი sad.gif(

nature

ეკა უბერი ვიცი კი, ორშაბათს მაია ხეხეულიძესთან უნდა მივიდე და თუ ვერ უშველა მერე ეკასთან მივიყვან
მადლობა


Posted by: sichiko 12 Sep 2019, 00:43
Chica

დუფალაკი ჩემსას დიდად არ შველოდა, თუმცა მუცელს არ ატკიებდა. მე მიქელაძემ შემიცვალა ფრისო გოლდს ვაძლევდი და ვომი მიმაცემინა. დაულაგდა ნელ-ნელა.

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 01:52
sichiko
პურზე ენდოკრინოლოგმა მითხრა კარგია და აუცილებელიც კი არისო. კარაქიან პურს ჭამს ეს ძაან გემრიელად, ყველით.
საჭმელთან ერთად მიყოლებას ცალკე ჭამოს ჯობიაო. აი ხორცთან პურის მიყოლება არ ყოფილა კარგი, მაგალითად.
ხილები უქენი ფაფებს, ჩირები, შვრიის ფანტელები აურიე ერთგვაროვანი მასის ფაფებში. დიდი არჩევანი არცაა ფაფების, მანი, სიმინდი, შვრია, წიწიბურა.
მე სადილში ვიჭედები, კარტოფილი, ქათამი, სტაფილო, ბულგარულის პიურეს ჭამს. უნდა ხოლმე სხვა რამეები, ვაჭმევ და მალე ბეზრსება, რამდენიმე ლუკმაში აღარ ჭამს :|

Posted by: Chica 12 Sep 2019, 07:22
google1

sichiko

ფრისო ფოლდს ვაძლევ და დღეში ორჯერ ფრისო ვომს, საკვები არ შემაცვლევინა პედიატრმა
მოვიცადოთო და მე მგონი ნევროზი დამემარათა საეროდ არ სძინავს ღამე
* * *
ხომ არ იცით რა განსხვავებაა ესპუმიზან L სა და ესპუმიზან ბეიბის შორის?
ბებინოსი, ნორმოკიდი, დიალაკი არ შველის, ესპუმიზან L თითქოს უფრო
მოქმედებდა, მეუღლეს დავაბარე და ესპუმიზან ბეიბი მომიტანა

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 11:04
Chica
მე ექიმმა მითხრა ესპუმოზანი ბეიბი უკეთესიაო და საკმაოდ ძვირიცაა. საჭნლის მომნელებელიც არის და კარგად მოქმედებს აირებზეო. ჩვეულებრივმა ესპუმიზანმა შეკრა ძალიან ჩემი შვილი და ზოგადად სიმეთიკონის ჯგუფის ყველა კრავდა. რომელიმე მცენარეც რომ იყო გარეული ანისული კამა და მსგავსები უფრო კარგად მოქმედებდა ამის კუჭზე.
* * *
QUOTE
მე მგონი ნევროზი დამემარათა საეროდ არ სძინავს ღამე

sad.gif მასე ვარ დანერვოზებული 1.7 არის და დღესაც არ სძინავს. თავიდან აირები აწუხებდა 4 5 თვემდე. მერე კბილების ჭირვეულობა აგიჟებდა. ახლა საღეჭი კბილები აგიჟებს და მალე მეც გამაგიჟებს. უკვე ხასიათში და ზნეში გაუჯდა ეს უძილობა ტირილი ტირილი და ტირილი. ოდესმე თუ დასრულდება აღარ მგონია sad.gif

Posted by: ნათია.0702 12 Sep 2019, 15:56
Fallen Angie
sichiko
როგორ აკეთებთ ალადიკებს გოგოებო?

ჩემსას ისე უყავრს პური სახლში რომ შევდივართ პუიი პუიი იძახის ანუ უნდა ვივიდეთ სახლში პურით და ეგ აბესნიერებს smile.gif
* * *
გოგოებო წლინახევრის აცრა ფასიანი გაუკეთეთ? აქამდე უფასოები გავუკეთეთ ეხლა მეუბნებიან ფასინი ჯობიაო.

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 16:21
ნათია.0702
1 კვერცხი + 5-6 ჩ/კ შაწარი უნდა ათქვიფო
მერე ნახევარ ქილა მაწონში უშვები 1/4 ჩ/კ სოდას და ათქვეფ კვერცხთან ერთად და დაუმატ 4 სავსე სუფრის კოვზ ფქვილს. საშუალო სისქის მასა უნდა გამოვიდეს, ისე რო კოვზიდან ისხმებიდეს
გააჩერებ 10-15 წუთი და გახურებულ ტაფაზე ასხამ, მე სუფრის კოვზებით ვასხამ, პირველ ამოტრიალებამდე წვავ თავდახურულ ტაფაზე, მერე მოხდი თავს.
ზეთი არ დაიშურო, საშუალო ან დავალ ცეცხლზე შეწვი, თორემ მაღალზე მალე იბრაწება გარედან და შიგნით ვერ ასწრებს გამოცხობას. დაბალზე რამდეჯერმე ვატრიალებ ხოლმე რო კარგი ოქროსფერი გამოვიდეს.

აცრა უფასო გავუკეთე, არაფერი გართულება არ ჰქონია. მინდოდა ფასიანი მარა ვერ მოვიგდე იმ დროს ფული და დაგვიანებაც არ მინდოდა და გავუკეთე უფასო. ვინც ცრიდა იმან წესიერად ვერც ამიხსნა რა განსხვავება იყო ფასიანსა და უფასოს შორის, ფასიანში დაშლილია ვირუსის უჯრედებიო და ეს რაზე მოქმედებს ვეღარ თქვა. სავარაუდოდ ნაკლები შანსია გვერდითი მოვლენების

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 16:35
Fallen Angie
აუ მე ცილიანად ვაკეთებდი. smile.gif 5 ცალს ჭამს ერთ ჭამაზე ოღონდ შაქრიანს არა. მარილით მოწონს უფრო.

ფეხზე გაუკეთეს თუ ხელზე? მე გადავდე აგვისტოს 15 გახდა 1.6 და ზაფხული სიცხეები რადგანაც იყო გადავდე. სექტემბრის ბოლოსკენ ავცრი და იმედია არ დაშავდება დიდად არაფერი.

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 16:38
anuki198889
ვაიმე რა კვეცხის გული, რატო დავწერე ნეტა ასე ))))
მთლიანი კვერცხი კაცო, ცილიანად )) მოიცა ჩავასწორო.
ვაიმე ესეც სრული საღორეა, 5 ცალს ჭამს და ალბათ კიდე რო მივცე კიდე შეჭამს.

მკლავზე გაუკეთეს და პირში ჩააწვეთეს

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 16:43
Fallen Angie
აუ რა კარგია ერთ მკლავზე თუ კეთდება. ორივე ხელ ფეხზე რომ არის მაშინ ვტირი მეც მასთან ერთად. ერთი ტირილი არ აქვს დასრულებული უცებ მეორე და დაიტანჯა ბავშვი რაა. აქამდე ქონია ისე სიცხე ან სიწითლე სხვა აცრებზე? ამას ყველა აცრაზე ქონდა გარდა 4 თვისაზე. ის 4 თვის აცრა მარტო ერთ ფეხზე გაუკეთდა და მაგიტო მგონია. ორივეზე რაც გაუკეთდა ყველაზე რეაქცია ქონდა.

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 17:18
anuki198889
1 წლის აცრაზე ჰქონდა რეაქცია მარტო, ისიც 7 დღის მერე. პედიატრმა თქვა 7 დღეში აქტიურდება ვირუსიო და ზუსტად მაგ დროს დაემთხვა, მაგრამ მსუბუქად გადავიარეთ

Posted by: Lemon Curd 12 Sep 2019, 17:51
ესეიგი რაღაცაზე რომ ფიქრობ, მერე აქ შემოიხედავ და აქაც იგივე თემაზე გხვდება ))) სულ ასე ხდება

anuki198889
მეც დავუგვიანე წლინახევრის, ეხლა ვუკეთებ (1.8 თვისაა), ხან ავად იყო, ხან ვერ მოვიცალეთ. ფასიანზე შევუტანხმდი, ევექსში დამყავს ლალი ფირცხალაიშვილთან, მგონი 132 მითხრეს.

ვიღაცისგან მაქვს გაგებული ან აქ წავიკითხე უფასომ რეაქცია მისცაო და რავი აბა sad.gif უფრო მაგას მოვ3რიდე თორემ არც ე.წ. უფასო იქნება ალბათ ცუდი. შეიძლება ფასიანმაც მისცეს მასე რეაქცია, ვერ გამორიცხავ მაგრამ მაინც ვიფიქრე ნაკლები რისკიათქო

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 18:39
Lemon Curd
რა თქმა უნდა ფასიანი ჯობია, მეც მაგიტომ მინდოდა. თან შემჭამეს პოლიკლინიკიდან, კვირაში 2-ჯერ მირეკავდნენ აცრა უწევს რატო არ მოდიხართო და მივქანდი მეც.
ფასიანი უფრო კარგად არის დამუშავებული როგორც მივხვდი და შესაბამისად რეაქციების რისკიც ნაკლებია.

Posted by: torckiko 12 Sep 2019, 19:44
სალამიიი, ფეტვის ფაფა საბავშვო თუ აქვს რომელიმე ფირმას?

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 20:13
torckiko
ბაიას აქვს. სხვაზე არ მინახია. ჩვენც ახლა გავსინჯეთ და მოგვეწონა ძალიან.

Posted by: torckiko 12 Sep 2019, 20:19
QUOTE (anuki198889 @ 12 Sep 2019, 20:13 )

ბაიას აქვს. სხვაზე არ მინახია. ჩვენც ახლა გავსინჯეთ და მოგვეწონა ძალიან.

მადლობააა, ნორდიკსაც აქვს ზოგადად და ეხლა დეფიციტშია. ისე ბაიას სხვა ფაფებიც კარგია?

Posted by: ნათია.0702 12 Sep 2019, 20:50
Fallen Angie
მადლობა რეცეპტისთვის გავუკეთებ აბა გადაირევა ალბათ ისე უყვას პურინეგეც მოეწონება.

აცრაზე ხვალ მიმყავს იბნის პოლიკლინიკაში და თუ იქნება მანდ ფასიანი ფასიანს გავუკეთებ და თუარადა უფასოს. წლისაზე ჩემსასაც ქონდა რეაქცია სიცხეც და გამონაყარიც.
* * *
anuki198889
ბაია აფთიაქში იყიდება?

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 21:28
ნათია.0702
კი აუცილებლად მოეწონება, ეს რო ხედავს კეთების პროცესს ეგრევე თავის სკამში ხტება და ელოდება )))) თან კისკისებს ))))

Posted by: sichiko 12 Sep 2019, 22:37
Fallen Angie

არაფრის არევა არ უყვარს, მაწონში ერთხელ პეჩენიას ავურევ თქო და გული აირია.

სადილში ძალიან მრავალფეროვანი ვარ რომ ჭამდეს. ზოგჯერ ერთ ჯამ წვნიანს საათი ვაჭმევ შუალედში გაცხელებაც კი უწევს :დ
* * *
ნათია.0702


ერთი კვერცხით ვუკეთებ მეც, მაწვნით და იოგურტითაც, და ქოქოსის ფანტელს ვურევ. სოდას ვუშვები და ვანილსაც. ზეთს არ ვუშვები იღონდ ისე ვწვავ ტაფაზე უზეთოდ.

ქოქოსს იმიტომ ვურევ რომ მზა ფქვილი იყიდება ალადიკების და ის მაღაზია ჩემგან საკმაოდ შორია ის მოეწონა , ქოქოსით იყო და მასე ვუმზადებ მას მერე.
* * *
anuki198889
Fallen Angie


აი ყოჩაღ თქვენებს, 5 ცალს რომ ჭამენ როგორი სიდიდისაა ეგ ალადები? ჩემი ერთს რომ ჭამს ძალინ ბედნიერი ვარ. შაქარს არ ვუშვები რადგან თაფლით ჭამს და აი ერთზე თუ ნახევარი დაიმატა მგონია ერთი კვება მიიღო :დ


Fallen Angie

პურს არ ვჭამ მე თვითონ წლებია, მგონია ზედმეტად აფუებს და ამიტომ არ ვაძლევ, ხაჭაპურს ჭამს, კექსს, ლობიანს, ისევე როგორც მე :დ

* * *
QUOTE (Fallen Angie @ 12 Sep 2019, 21:28 )
ნათია.0702
კი აუცილებლად მოეწონება, ეს რო ხედავს კეთების პროცესს ეგრევე თავის სკამში ხტება და ელოდება )))) თან კისკისებს ))))

ვაიმე საყვარელიი, აი ფაფაზე იქცევა ეგრე ჩემი , ისე ვოცნებობ ყველა ჭამაზე ეგრე იყოს :/

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2019, 22:56
sichiko
ნუ დიდები არაა, ერთი სუფრის კოვზი რო დაასხა, დიდი ჩაის ჭიქის ძირი წარმოიდგინე დაახლოებით დიამეტრი ))) რა მაგრად ავხსენი )))))
სგუშონკით გავასინჯე და საერთოდ შეირყა, სამი საათი მერე პირს აწკლაპუნებდა ))) ანუ ალადიკებს როცა ვაკეთებ ესაა ერთი ჭამა, ისკლიცება და 4 საათი და მეტიც არ შივდება.
მე ძალიანაც არ ვზღუდავ შაქარს, ნუ პრინციპში მარტო ალდიკებს ვუშვები და მგონი ძაან არ ვაშავებ.

მეც უნდა ავიკრძალო პური, ძალიან მასუქებს ცომეული ზოგადად და ძალიან მიყვარს არადა :|
მაგ ყველაფერს თუ ჭამს აღარცაა აუცილებელი პური, იღებს რაც საჭიროა ორგანიზმი.
გუფთა უნდა ვცადო ერთი. იქნებ მოეწონოს. კატლეტი მოეწონა, მაგრამ რამდენიმე ლუკმის მერე აღარ ჭამა, თამაში დაუწყო. შემწვარ კარტოფილზეც იგივე ქნა :|


Posted by: nature 12 Sep 2019, 23:21
anuki198889
QUOTE
ზოგადად სიმეთიკონის ჯგუფის ყველა კრავდა

ნამდვილად იცი რომ სიმეთიკონი იწვევს შეკრულობას? იქნებ მაგის გამო იყო კუჭში შეკრული ჩემი გოგო? მერე პეპი აცეზე აღარ ვაძლევდი გაზების წამალს და მგონია რომ საკვებმა უშველა? ესეიგი მაგ წამალს რომ აღარ ვაძლევდი მაგან უშველა გამოდის?

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 23:47
sichiko
სავსე სუფრის კოვზით ვასხამ ტაფაზე და საშუალო სიდიდის ალადია. არც დაცემული ცოტა ფუმფულები. პირველად რომ შეჭამა 4 ცალი მთელი ღამე მეშინოდა ვცავდი კუჭი არ აეშალოს თქო ბევრ ზეთში შემწვარი რადგან იყო. ტკბილს ესეც ვერ შეჭამს მაგდენს. მე მარილიანი მიყვარს ხაჭაპურივით გემო დაყვება და მასაც ეგ ვაჭამე მოეწონა ძალიან. ნათია.0702
კიი აფთიაქშიც არის ავერსში. ჯიპისის არ ქონდა. კარფურში და დიდ ქსელურ მარკეტებში ბევრი სახეობაა უფრო.
torckiko
ხო ნორდიკმა ძალიან შეამცირა სახეობები რაა. ძალიან სუფთაა ბაიას ფხვნილები.ქართულია მაგრამ ჩვენ მოგვწონს. სიმინდი აქვს კიდე გემრიელი ძალიან და ეგ ფეტვი. არ მომყოლია ჯერ არაფერი შიგ. ნორდიკის ბრინჯი ვიყიდე კუჭი ქონდა აშლილი და ექიმმა ცოტა ხანი ბრინჯზე გყავდესო. ძალიან ბინძური ფანტელი იყო. ყოველ კოვზზე შავი რაღაცა ეგდო ზედ. თან ბრინჯი რომ ძალიან თეთრია ცუდად ჩანდა.


* * *
nature
ჩემსას რომ სიმეთიკონი კუჭში კრავდა ნამდვილად ვიცი sad.gif ბობოტიკი მეტსილი კუპლატონი ამ სამივეზე და კიდე არ მახსოვს რასაც ვასმევდი ყველაზე შეკრულობა ემართებოდა. მერე გადავიყვანე კოლისპასის სიროპზე და იმაზე შედარებით დაულაგდა ისე აღარ ქონდა შეკრულობა. სეთიკონის ჯგუფისას უმეტესს ანოტაციაში უწერია უკუჩვენებად ნაწლავთა გაუვალობაო, ბობოტიკს მეტსილს. ესპუმიზან ბეიბიზეც არ ქონია შეკრულობა.

Posted by: Utopian 13 Sep 2019, 19:39
ნათია.0702
პენტაქსინით (ფრანგული, 5 კომპონენტიანი) ავცერი წინა კვირას. მკლავში გაუკეთა და მარტივად გადაიტანა

Posted by: sichiko 13 Sep 2019, 21:06
Fallen Angie

გუფთა გვქონდა ჩვენ გუშინ მენიუში, დღეს ჯერ კიდევ ვფიქრობ რა გავუკეთო კვერცხის დღე აქვს მაგრამ რატომღაც მოიგონა რომ კვერცხი არ უნდა, მოხარშული არ მიცდია კაი ხანია და იქნებ ეგ ჭამოს ვცდი დღეს. კატლეტი უყვარს ტყემალთან გიჟდება, თან ტყემალი ჩამოტანილი მაქვს და ისედაც ტლიკავს :დ


anuki198889

მარილიანი ალადები არ მიცდია, წარმოვიდგინე მასეთს ყველი მოუხდებოდა . მე ვაკეთებ ბლინებს ყველით კამათი და ქინძით, და მერე არაჟანში გადავახვევ ძან კაია : ))

Posted by: ნათია.0702 13 Sep 2019, 22:08
გავუკეთე დღეს აცრა. ჩვენ კლინიაში არ ქონდათ ფასიანი და ექიმმაც არაა დიდი სხვაობაო და გავუკეთე უფასო. ეხლა რაღაც ისე ვგრძნობ თავს მეტა ფასიანი ხოარ გამეკეთებია თქო. ტკივა აშკარად ხელი. კომპრესები გავუკეთე ფიზიოლოგიურის პლასტირიც დავაკარი. სიცხე არ აქვს.
ვისაც უფასო გაქვთ გაკეთებული როგორ გადაიტანეს და როდის შეილება მისცეს სიცხე
თან ზეგ მეგობრები პიკნიკზე მიდიან და ნეტა წავიდეთ თუარა მაგასაც ვფიქრობ ავიჭერი რაღაც რა.
* * *
წლინახევრის აცრაზე ვამბობ. ................

Posted by: Fallen Angie 13 Sep 2019, 23:53
ნათია.0702
წადი კაცო, ზეგ თან. არ ჰქონია არავითარი რეაქცია ჩემსას. ხელი ქონდა წითელი ცოტა ხანი, პლასტირი სულ ეკრას და არ უნდა მეტი არაფერი. სამი დღის მერე დავეჭვდი მე რაღაც ვერ იყო თითქოს ომახიანად და პედიატრმა მაგ აცრისგან მე-4 დღეს არ არსებობს რამე რეაქცია ქონდესო. პირველ დღეს ექნებოდა სიცხე თუ რამეო.
აი წლისაზე პირიქით იყო, 7 დღის მერე და ეს ეგრევე ექნებოდაო. ამიტომ არ ინერვიულო

Posted by: nature 14 Sep 2019, 04:33
sichiko
ფრისო ვომი ჩემით მივეცი ასე სანაცნობოში მოვიკითხე და შეკრულობას შველისო. კვირაზე მეტ ხანს ვაჭმევდი ალბათ 2 კვირაც
მარა შედეგი მე ვერ მივიღე ფრისო ვომით

Chica დაწერე აბა მაია ხერხეულიძე როგორ მოგეწონება

* * *
sichiko
ტობრექსს ვაწვეთებდი. იმ მომენტში როცა ვაწვეთებდი შველოდა. მერე ისევ დაეწყო. მერე ისევ ჩავაწვეთე მაიმც არ უშველა. ცხვირის მიმართულებით ვწმენდ კი. ბუსუსები სველ ბამბას არ აქვს მარა მაინც გადავალ მარლაზე. უფრო.კარგადაც გაწმენს ვიდრე ბამბა.

Posted by: NiniaG 14 Sep 2019, 08:56
დილა მშვიდობისა გოგოებო :* ამ დილით დავფიქრობდი smile.gif)) და უნდა გკითხოთ, ვინც უშვებთ ბავშვებს ბებია-ბაბუასთან ზაფხულობით სოფლებში, სხვა ქალაქებში, მთელი სამი თვე smile.gif)) მაგ სამი თვის ხელფასს ძიძას უხდით?

Posted by: sichiko 14 Sep 2019, 21:26
nature

ხო ხშირი ჩაწვეთებაც არ შეიძლება . გაუვლის თავისით ეგ ახლა გეჩქარება თორემ ჯობია თავისით გაუაროს ვიდრე აწვალო ბავშვი მაგ გახსნით. თან როგორც ვიცი ზოგს ერთხელ გახსნაც არ შველის და მოკლედ შარია რა.


NiniaG

ეგრე სამი თვით არა , მაგრამ 1 თვით მიყავს სურამში ჩემ
დაქალს და უხდის კი.

Posted by: ნათია.0702 14 Sep 2019, 22:16
გოგოებო კარგი ყბასახის ქირურგი იცით მირჩიოთ? დღეს მივედი რიგითთან და ტონა წამალი გამომიწერე პლიუს ფიზიოთერაპია და ცოტა დავიგრუზე არ მგონია ასე ცუდად მქონდეს საქმე smile.gif

Posted by: მზე 15 Sep 2019, 15:34
pearlgirl
QUOTE
წიწიბურას არ შეჭამს? ჩვეულებრივად მოხარშული ცოტა კარაქით?

რამდენიმე კოვზი ჭამა. ჩემი აზრით, მიღწევაა biggrin.gif
ცოტა კარაქი რამდენია ისე? user.gif

დღეს ცოტა კატლეტიც ჭამა bis.gif

QUOTE
არა არ აურიო/ მაგალითად წიწიბურას ფაფა წყალზე გააკეთე და მერე პატარა კარაქი დაუმატე.
ანუ შეიძლება რძით არ ჭამს.

ვიყიდე და ვნახოთ აბა. აუ რაოდნეობას როგორ ხვდები რამდენი უნდა ჩაყარო? measuring cups გაქვს? გავუკეთე ერთხელ და ძაან სქელი გამომივიდა
ჩემთვის კი დავამუღამე ისე biggrin.gif

აუ რა მაინტერესებს იცი, მარილს სულ ცოტას მაინც თუ უკეთებ რაიმეს?

Lemon Curd
QUOTE
მერე მომიტანეს მოხალული მჭადის ფქვილი და იმით გავუკეთეთ ფაფა, არც მაგას დააკარა პირი. არც პიურეს ჭამს. გავანებე თავი, რა ვუყო.

უი ეს არ ვიცი. სახლში მოხალვა შეიძლება?

QUOTE
კიდე ვცადე მოხალული ვერმიშელი და ეგეც მოეწონა. აი ბარილას რომ აქვს წვრილი ვერმიშელი ეგ, ხო იცი, ცოტას რომ მოხალავ ოდნავ ზეთში ან კარაქში, მერე მდუღარეს დაასხამ ისე რომ დაფაროს, თავსახურს დაახურავ და 5 წუთში რომ დაშრება მზადაა.

ვაა ამას ჩემი დედამთილი აკეთებს ხოლმე (ოღონდ შაქრით biggrin.gif ) და ვცდი აბა (შაქრის გარეშე biggrin.gif)
ბარილა კარგი ბრენდია ანუ? ეგ ვიყიდო ბავშვისთვის?

anuki198889
QUOTE
სიმინდის წიწიბურას და ღერღილის ღომივით ვუკეთებდი კარაქში. სიმინდის უფრო მოწონს.

ამასაც ვცდი აბა yes.gif

დიდი მადლობა გოგოებო, ბოდიში აქამდე ვერ დავწერე, სამსახურში ისეთი გაწამაწია მქონდა :შ
* * *
takotatuli1989
QUOTE
მაინტერესებს ჭადის ფქვილს რო უხალავენ ხოლმე ბავშვებს და მერე ფაფას უკეთებენ ეგ რამდენად მიზანშეწონილი ან უსაფრთხოა ბავშვისთვის ხო არ იცით?

არ ვიცი. რატო უნდა იყოს ცუდი?

NiniaG
QUOTE
კარაქს აჭმევ შენსას? თუ კი რომელს?

კი, პრეზიდენტს. რავი, ეგ არის მგონი კაი mo.gif
* * *
Lemon Curd
QUOTE
ფასიანზე შევუტანხმდი, ევექსში დამყავს ლალი ფირცხალაიშვილთან,

მეც მასთან დამყავს და რო კითხა დედაჩემმა რომელი ჯობსო ფასიანიო.
უფასოში თურმე 3 კომპონენტი ინექცია + 1 კომპონენტი ჩასაწვეთებელია და მაგიტომაც ჯობია რომ მთLიანად ინექცია იყოს.
* * *
Utopian
QUOTE
პენტაქსინით (ფრანგული, 5 კომპონენტიანი) ავცერი წინა კვირას. მკლავში გაუკეთა და მარტივად გადაიტანა


აუ ისე რამდენ ხანში შეიძლება ქონდეს რეაქციაო? წწყ-ს აცრის რეაქცია ხო 12 დღემდე და ეს მაქსიმუმ რამდენი ხანი გრძელდება თუ იცი?


* * *
user posted image
გოგოებო 25 სექტემბრამდე მაქვს 5 ევროიანი ვაუჩერი ლიმანგოზე (მინ შეკვეთა: 30 ევრო).
ვინმეს თუ გინდათ გამოგიწერთ bis.gif

Posted by: Lemon Curd 15 Sep 2019, 20:57
მზე
კი კი სახლში, სიმინდის ფქვილი როგორ გაუკეთა იცი, გაცრა საცერში რამდენჯერმე და მერე მშრალ ტაფაზე მოხალა, ანუ ურევდა პერიოდულად სანამ ცოტა კრემისფერი მიიღო, მგონი უბრალოდ გემოსთვისაა კარგი. მაგრამ ბავშვმა პირი არ დააკარა, მეც არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები და შემეცოდა, მეტჯერ აღარ შემითავაზებია biggrin.gif
ვერმიშელს რაც შეეხება, უშაქროდ და ცოტა ყველი რომ მოაყარო მგონია რომ მოაწონებ, თუ არა - ოდნავ მარილი. პრსოტა ზოგჯერ ისე აკეთებენ ზეთში ჭიპჭიპებს (მაგალითად ძიძა უკეთებდა ეგეთს რატომღაც) და ეგ არ მომწონს, არადა სულ არ ჭირდება, მთავარია იმდენი ცხიმი ქონდეს რომ ერთმანეთს არ მიეკრას და ოოდნავ შეიბრაწოს.
აუ ბარილას ვყიდულობ და ამაზე კარგი არ ვიცი სიმართლე გიტხრა, იტალიაში სუპერმარკეტშიც ბარილა შემხვდა და მგონი კარგი ბრენდია. ისე ჯორჯიტაში აქვთ ხოლმე რაღაც მაკარონები, ცოტა ძვირი რომ ღირს და შეიძლება იქ იყოს უფრო დიდი არჩევანი ბავშვებისთვისაც, უბდა გავიარო მეც ერთი. ბავშვს ბარილას ვაძლევ რაც დაიწყო მასეთი რამეების ჭამა.
უი ჰაინცს აქვს პაწია ვერმიშელები, თუ მაინც გულს გეთანაღრება. ოღინდ ეგ ჩვეულებრივ უნდა მოხარშო, სუპში ვუკეთებდით ხოლმე.
აცრაზე 1.5 წელზე გითხრეს ესეიგი, აუ ძალიან კარგი! ჩვენ კი გადაგვედო მაგრამ ამ კვირაში წავიყვან აუცილებლად

Posted by: Utopian 15 Sep 2019, 23:02
მზე
ლალისთან ავცერი ევექსში და 3 დღის განმავლობაშია რეაქცია მოსალოდნელიო

Posted by: Jane_L 16 Sep 2019, 10:27
5 წლის აცრა უახლოეს პერიოდში ვინმემ თუ გაუკეთეთ ბავშვს?
ადრე გლაქსოს ვაქცინა ჰქონდათ და ახლა აღარ ვიცი რა არის სახელმწიფო პროგრამაში



Perseus12
თამ, ჩვენი თაობის შენ ხარ და აცერი უკვე? ფასიანს ვფიქრობ და ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნა

Posted by: Chica 16 Sep 2019, 14:02
nature
მაია ხერხეულიძესთან აღარ წავიყვანე დღეს მყავდა ციცი ფარულავასთან გასტროენტეროლოგია ბავშვთა და ბევრმა მირჩია. მოკლედ გაზებს და შეკრულბას არაფერი ეშველება 4 თვემდეო დამამშვიდა ესე. შეუმსუბუქდებაო და კვება შეუცვალა ფრისოლაკს ვაჭმევდი და ნუტრილონ კომფორტი აჭამეო. ფრისოლაკი დამრჩა 10 კოლოფი 1 კვირის უკან ნაყიდი smile.gif)

Posted by: Perseus12 16 Sep 2019, 14:50
Jane_L
რად უნდა ფასიანი, იგივეა უფასო და ფასიანი. მე მყავდა ასაცრელად ბედნიერად და არ აცრეს, ისე შემთხვევით წამომცდა წელს ზაფხულში ბაჭიამ რომ დაკაწრა და აცრები ვუკეთე, ჰოდა უიო, არ შეიძლება 6 თვეო და წამოვბნუნძულდით უკან. ისე, მე არცერთზე არცერთი აცრა არ გამიკეთებია ფასიანი.

Posted by: Jane_L 16 Sep 2019, 16:28
Perseus12

არც მე და 3 წლიანი შესვენების შემდეგ შემომიჩნდა ჭია , ფასიანით ხომ არ ავცრა თქო smile.gif

მადლობა თამ, ამასობაში მეც დავრეკე იმუნიზაციის ცენტრში და მითხრეს რომ ბელგიური წარმოების აცრები გვაქვს, მხოლოდ პოლიოს აცრაა ინდონეზიური და რომ მწარმოებელ ქვეყანაზე არ შევშინდე, ასე რომ მეც ავცრი ალბათ დროულად სანამ გახურდება ვირუსების სეზონი.

Posted by: NiniaG 16 Sep 2019, 17:25
sichiko
QUOTE
1 თვით მიყავს სურამში ჩემ
დაქალს და უხდის კი

1 თვე კი ბატონო wink.gif
სად ვიპოვი მასეთ ძიძას 3 თვე რომ დაისვენოს smile.gif)) ხელფასისგან
მზე
QUOTE
კი, პრეზიდენტს. რავი, ეგ არის მგონი კაი

მე მირჩიეს ვალიო (სურსათ უვნებლობიდან), მაგრამ ნიკორაში არ ჰქონდათ და სანტინოს 72,5 %-ნი ვუყიდე, პირველად უნდა მივცე და "შემცირებული რძის ცხიმით" მივცემთქო ვიფიქრე
ჩვილებში 5 გრამამდე კარაქია დასაშვებიო, მოზრდილებში 10 გრამამდეო - მე ასე ვიცი

Posted by: mariami2525 16 Sep 2019, 17:45
გოგოებო 4თვიდან რომელი ფაფების ჭამა შეიძლება?სემპერია ყველაზე კარგი ხო?

Posted by: nopiahopi 16 Sep 2019, 20:03
pearlgirl
ციგურებზე პირობები შეუცვლიათ

გაუძვირებიათ

user posted image


Posted by: Neno_ 16 Sep 2019, 21:43
მზე

თქვენ გიწევთ ხო წლინახევრის აცრა ეხლა მალე. ბოოლო ბოლო რა გავარკვიეთ. ფასიანით ვცრით თუ უფასოთი. ერთნაირები არაა ხო ეს აცრები?

takotatuli1989
თაკო, ავიყვანე ძიძა დღეს, ვეღარ დავიცდიდი მეტს, დროში ვიწვები უკვე 2kiss.gif

18 წლის კუსკუსა გოგო ავიყვანე, გლდანელი ოღონდ facepalm.gif ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, რაც სასტიკად არ მინდოდა, მარა პასიურობდნენ ვარკეთილელები და რა მექნა..

Posted by: sichiko 17 Sep 2019, 02:35
გოგოებო მოკლედ რასთან შეიძლება მქონდეს საქმე? შაბათს დაემართა, უფრო სწორად მე არ მინახავს ჩემმა ქმარმა სანამ შემახედა უკვე ჩვეულებრივად იყურებოდა, ორჯერ დაატრიალა თვალებიო, და გუშინ კალთაში მეჯდა , ვეთამაშებოდი და ერთი ტრიალი გააკეთა უფრო სწორად მოტრიალებული თვალებით გაიხედა სადღაც , ჩემი ქმარიც იქვე იყო და თითქოს ისე ამოისუნთქაო ჰაერი არ ყოფნიდაო. ძალიან ავნერვიულდი, გულზე სულ დამყავს აბსოლიტურად გამორიცხული მაქვს ეგ. თვალი ხომ არ ტკივაო ჩემმა ქმარმა( თვითონაც აქვს პრობლემა და მის დასაც) ორშაბათს მყავს ჩაწერილი პედიატრთან, ვნახოთ რას მეტყვის. მანამდე თქვენ ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?..

პ.ს გუშინ რომ ვაჩვენებდი როგორც თვითონ ქნა თვალი აბა ესე ქენი ისევ თქო იმეორებდა და ვიფიქრე ხომ არ მაიმუნობს და თამაშობს ეგრე თქო. მაგრამ
შაბათს რომ ქნა, თავისთვის იჯდა თამაშობდა , შემთხვევით გახედა ჩემმა ქმარმა და შეესწრო. აღარ ვიცი რა ვიფიქრო.:/

Posted by: Perseus12 17 Sep 2019, 10:01
sichiko
გულთან არ მგონია რამე კავშირში იყოს, ნევროპათოლოგთან ჯობს გაიაროთ კონსულტაცია.

Posted by: მზე 17 Sep 2019, 12:57
Lemon Curd
QUOTE
კი კი სახლში, სიმინდის ფქვილი როგორ გაუკეთა იცი, გაცრა საცერში რამდენჯერმე და მერე მშრალ ტაფაზე მოხალა, ანუ ურევდა პერიოდულად სანამ ცოტა კრემისფერი მიიღო, მგონი უბრალოდ გემოსთვისაა კარგი. მაგრამ ბავშვმა პირი არ დააკარა, მეც არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები და შემეცოდა, მეტჯერ აღარ შემითავაზებია

აბა მაგასაც ვცდი. ოღონდ ჯერ ფაფებზე ტაიმაუტი გვაქვს :| გიჟდება რო ხედავს

QUOTE
ვერმიშელს რაც შეეხება, უშაქროდ და ცოტა ყველი რომ მოაყარო მგონია რომ მოაწონებ, თუ არა - ოდნავ მარილი. პრსოტა ზოგჯერ ისე აკეთებენ ზეთში ჭიპჭიპებს (მაგალითად ძიძა უკეთებდა ეგეთს რატომღაც) და ეგ არ მომწონს, არადა სულ არ ჭირდება, მთავარია იმდენი ცხიმი ქონდეს რომ ერთმანეთს არ მიეკრას და ოოდნავ შეიბრაწოს.

აჰა მადლობა <3 ყველი კი უყვარს იცოცხლე biggrin.gif

QUOTE
აუ ბარილას ვყიდულობ და ამაზე კარგი არ ვიცი სიმართლე გიტხრა, იტალიაში სუპერმარკეტშიც ბარილა შემხვდა და მგონი კარგი ბრენდია. ისე ჯორჯიტაში აქვთ ხოლმე რაღაც მაკარონები, ცოტა ძვირი რომ ღირს და შეიძლება იქ იყოს უფრო დიდი არჩევანი ბავშვებისთვისაც, უბდა გავიარო მეც ერთი. ბავშვს ბარილას ვაძლევ რაც დაიწყო მასეთი რამეების ჭამა.

იყოს biggrin.gif ჯორჯიტა რა არის ისე? არ ვიცი

QUOTE
უი ჰაინცს აქვს პაწია ვერმიშელები, თუ მაინც გულს გეთანაღრება. ოღინდ ეგ ჩვეულებრივ უნდა მოხარშო, სუპში ვუკეთებდით ხოლმე.

არა, არ მეთანაღრება. პროსტა რომელიც კაია თქო რა. ყველა ერთნაირი ხო არაა biggrin.gif ზოგი ეწებება და ა.შ>

QUOTE
აცრაზე 1.5 წელზე გითხრეს ესეიგი, აუ ძალიან კარგი! ჩვენ კი გადაგვედო მაგრამ ამ კვირაში წავიყვან აუცილებლად

წარმატებები <3

Neno_
QUOTE
თქვენ გიწევთ ხო წლინახევრის აცრა ეხლა მალე. ბოოლო ბოლო რა გავარკვიეთ. ფასიანით ვცრით თუ უფასოთი. ერთნაირები არაა ხო ეს აცრები?

უფასო არის ინდონეზიური, ფასიანი ფრანგული მგონი (თუ ბელგიური არ მახსოვს sad.gif )
ჰოდა, უფასოში ინექციასთან ერთად ჩასაწვეთებელიცაა. ფასიანში ცალკე ჩასაწვეთებელი არაა, ნემსში შედის ის კომპონენტიც და მგონი +1 სხვა კომპონენტიც.
ლალიმ ფასიანი გვირჩია და მაგითი ავცრიი.

ისე უფასოც კარგია, განა ცუდია.
* * *
NiniaG
QUOTE
ჩვილებში 5 გრამამდე კარაქია დასაშვებიო, მოზრდილებში 10 გრამამდეო - მე ასე ვიცი

ჩვილი რამხელაა? აუ რავი მასე მხოლოდ მარილის გაზომვას ვცდილობ biggrin.gif

Posted by: Perseus12 17 Sep 2019, 17:23
nopiahopi
აუ რა ამბავია 2-ჯერ 45 წუთი 80, ნამეტანია, არა?

Posted by: pearlgirl 17 Sep 2019, 17:52
nopiahopi
QUOTE
გაუძვირებიათ

მაინც უარი მტკიცა ჩემმა შვილმა biggrin.gif
მარა რა უბედურებააა რა :/

Posted by: მზე 17 Sep 2019, 18:12
აუ არავის არ გინდათ ლიმანგო ? :შ
მენანება გაფუჭება biggrin.gif

Posted by: nopiahopi 17 Sep 2019, 18:19
Perseus12
ხო,ეგ მეც მეძვირა. ნუ 3 მეცადინეობისთვის 90 არაა ისე ძვირი, როგორც 2-თვის 80 :/
გუშინ მივიყვანე უკვე და ძლივს გამოვწიწკნე მოედანს,კიდევ ერთი წრე გამიშვიო ))) მონატრებია ძალიან )))

Posted by: google1 17 Sep 2019, 18:36
მზე
ვაუჩერი გაქვს? ვუყიდე ორი დღის წინ რაღაც და კიდევ ვფიქრობ smile.gif

Posted by: მზე 17 Sep 2019, 18:52
google1
ჰოო წინა გვერდზე დავწერე. 5 ევროიანი ოღონდ მინ 30 ევროზეაა
25 სექტმბერამდე

Posted by: sichiko 17 Sep 2019, 19:19
Perseus12

მადლობა. ვეტყვი პედიატრს გამგზავნოს ნებროპათოლოგთან. ისიც ვიფიქრე თავზეც ხომ არ გადავუღო თქო . დაშინებული ვარ ისეთები მესმის...

Posted by: google1 17 Sep 2019, 19:30
მზე
შენს ანგარიშზეა დარიცხული თუ კოდი გაქვს? ვიზა ბარათით გამოწერისას რომ ირიცხება ეგაა?
ერთი დუტი მომეწონა და ვფიქრობ ჯერ smile.gif 30 ევროდ ორი ფეხსაცმელი ვუყიდე და მგონი აქ აღარც ვივლი მაღაზიებში, არჩევანი არაა და ფასები კატასტროფა.

Posted by: sichiko 17 Sep 2019, 19:41
მზე

მაღაზიაა. ჯორჯიტადან მარტო მაკარონების გამო არ მოგინდება გამოსვლა, მე ძან მომწონდა . ფოტოც კი მაქვს მანდაური შემონახული :დ

და გორში თუ ცხოვრობთ ვინმე ჩემი დაქალი ყიდულობს ისეთ მაგარ მაკარონებს მანდ, არვიცი რაღაც მაღაზია ყოფილა ძან კარგი. user posted image

Posted by: მზე 18 Sep 2019, 10:36
google1
QUOTE
შენს ანგარიშზეა დარიცხული თუ კოდი გაქვს? ვიზა ბარათით გამოწერისას რომ ირიცხება ეგაა?
ერთი დუტი მომეწონა და ვფიქრობ ჯერ  30 ევროდ ორი ფეხსაცმელი ვუყიდე და მგონი აქ აღარც ვივლი მაღაზიებში, არჩევანი არაა და ფასები კატასტროფა.

კიკიი ეგაა ზუსტად.
ვიყიდე მეც რაღაც აგვისტოში და 4 კვირა ხო აქვს ვადა.
არა ჩემს ანგარიშზეა, რავი თუ მენდობი biggrin.gif გამოგიწერ თუ გადაწყვეტ biggrin.gif
ფასებზე და არჩევანზე გეთანხმები yes.gif

sichiko
ვაა არ ვიცოდი
მე ერთ აგროჰაბთან ვცხოვრობ, დედაჩემი მეორესთან biggrin.gif
და ნია-ნუასთვის სულ მანდ ვყიდულობთ ხოლმე.
ეგ სადაა?

Posted by: takotatuli1989 18 Sep 2019, 11:54
Neno_
გილოცავ გოგო. მარტოს უნდა ყავდეს? თუ სხვაც იქნება სახლში?

Posted by: Neno_ 18 Sep 2019, 12:01
takotatuli1989
მარტოს არა, ბებოც სახლშია და პაპაც biggrin.gif

იმედია, გაამართლებს და არ მოსწყინდება მალე help.gif

მზე
ჰო ვიცი რომ უფასოც კარგია, მარა ვეცდები მაინც ევროპული ფასიანით ავცრა თუ ძალიან არ გავიჭედე ფულში. ზუსტად საახალწლოდ უწევს biggrin.gif


Posted by: Perseus12 18 Sep 2019, 12:22
Neno_
QUOTE
უფასოც კარგია
ერთიდაიგივეა.

Posted by: Jane_L 18 Sep 2019, 12:30
Neno_
ევროპულია სახელმწიფო პროგრამაშიც, ახლა უწევს ბავშვს და დავრეკე დავაზუსტე. გლაქსოს ბელგიურებია.

ორალური ვაქცინაა მხოლოდ ინდონეზიური

Posted by: Neno_ 18 Sep 2019, 12:40
Jane_L
Perseus12
ანუ 1.5 წლიანებიც ერთნაირები შემოიტანეს ხო?

სხვები რომ ერთნაირები იყო ვიცი და უფასოთი ავცერი აქამდე და ვითომ ეს 1.5 წლიანები არაევროპულებიაო აგე მზეც ამბობს rolleyes.gif
მოკლედ, მანამდე პოლიკლინიკაშიც გავარკვევ და თუ ევროპულებია უფასოთი ავცრი, რა თქმა უნდა, თლა უკეთესი biggrin.gif

Posted by: Perseus12 18 Sep 2019, 13:08
Neno_
აა 1.5 არა, დანარჩენი, რატომღაც ჩავთვალე თამარს უწევდა 5 წლის აცრა.

Posted by: მზე 18 Sep 2019, 13:19
Neno_
ჰოო წლინახევრისაზე გითხარი მეც yes.gif
სხვა ყველა მეც უფასოთი ავცერი აქამდე

Posted by: google1 18 Sep 2019, 14:14
მზე
გენდობი აბა რა smile.gif
მადლობა, ჯერ დაველოდო ახალ შემოთავაზებებს ვფიქრობ, მერე უკეთესები რომ დაიდოს გადავირევი smile.gif

აცრით მეც უფასოები გავუკეთე სამივე, მიქელაძეს ვკითხე და არაა სხვაობაო. ძალიან მარტივად გადაიტანა, სიცხის დამწევი არ დამჭირვებია.

Posted by: sunny_flower 18 Sep 2019, 17:04
აუ მოვკვდი ინტერესით და დადასტურებული პასუხი მაინც ვერ მივიღე

მიპასუხეთ ვინმე გამოცდილმა ხალხი არ ხართ biggrin.gif ლაქტაციის დროს თვიური წყდება? თუ ჩვეულებრივად მობრძანდება ხოლმე

Posted by: november777 18 Sep 2019, 17:26
sunny_flower
QUOTE
მიპასუხეთ ვინმე გამოცდილმა ხალხი არ ხართ  ლაქტაციის დროს თვიური წყდება? თუ ჩვეულებრივად მობრძანდება ხოლმე

ინდივიდუალურია ასე ვიცი მე smile.gif პირადად ჩემს შემთხვევაში, ორ ბავშვს 1 წელი და 1 თვე ვაჭმევდი და რომ დავანებებინე თავი მაშინ მომივიდა biggrin.gif თუმცა ჩემს მეგობარს ერთი წელი ყავდა ბუნებრივზე და 4 თვის იყო ბავშვი რომ აღუდგა ციკლი smile.gif

Posted by: Jane_L 18 Sep 2019, 17:27
sunny_flower
ინდივიდუალურია, მხოლოდ ჩემ გამოცდილებას თუ გეტყვით. 10 თვე არ მქონდა, მე-11 თვეს მომივიდა. აქედან 4 თვე აქტიურად მხოლოდ რძეზე იყო. ანუ რამდენად ბევრს აჭმევთ, ამასაც აქვს მნიშვნელობა.

მე-10 თვეს ციკლი აღმიდგა, მე-11 თვეს ლაქტაცია დავამთავრე. რძეც უკვე ძაან ცოტა იყო.

Posted by: მზე 18 Sep 2019, 17:43
sunny_flower
გააჩნია. შეიძლება შეწყდეს (თუ ბედნიერთა რიცხვში ხარ biggrin.gif), შეიძლება - არც.
მე მაგალითად 1 წელი ვაჭმევდი და 9 თვეში მომივიდა პირველად, ჩემს დაქალს კი - ჩვეულებრივად (ლოხიის თU რაც ქვია შეწყვეტიდან 1 თვეში).
აქვე დავსძენ რომ მხოლოდ ლაქტაციის იმედად კონტრაცეფციის კუთხით ვერ იქნები.

google1
კარგი biggrin.gif მოკლედ 25 სექტემბრამდე სტარტზე ვარ biggrin.gif
მეც ვეძებ, კოსმონავტის ყიდვა მინდა და ჩემი მოსაწონი ვერ ვნახე sad.gif
ანუ ვიდზეც რო მომწონდეს და ფასიც, თორე ისე კი ბატონო biggrin.gif

Posted by: november777 18 Sep 2019, 17:46
მზე
QUOTE
აქვე დავსძენ რომ მხოლოდ ლაქტაციის იმედად კონტრაცეფციის კუთხით ვერ იქნები.

კი ზუსტად ასე დამემართა მე biggrin.gif პირველ ბავშვი მყავდა 1 წლის ბუნებრივ კვებაზე, არც ციკლი მქონდა და ჰოპ, ორსულად დავრჩი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ChioChioSan 18 Sep 2019, 20:05
გოგოებო გამარჯობა, ვეძებ ძიძას 2 თვის გოგონასთვის.
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-19:00 + შაბათი საღამო.
ტერიტორიულად ვართ საბურთალოზე.
ხომ არ გყავთ ვინმე?

Posted by: pearlgirl 19 Sep 2019, 09:25
ChioChioSan
მეორე ბავშვი გყავს? smile.gif


Posted by: Perseus12 19 Sep 2019, 10:16
sunny_flower
ორივენაირად შეიძლება იყოს.

Posted by: sunny_flower 19 Sep 2019, 10:36
აჰა ოკ მადლობა გოგოებო ინფორმაციისთვის <3

Posted by: მზე 19 Sep 2019, 11:22
november777
QUOTE
კი ზუსტად ასე დამემართა მე  პირველ ბავშვი მყავდა 1 წლის ბუნებრივ კვებაზე, არც ციკლი მქონდა და ჰოპ, ორსულად დავრჩი 

უი biggrin.gif გყავს უკვე თუ ეხლა ელოდები?

* * *

გოგოები ჩვენს კვებას არაფერი შველის.
ფაფის დანახვაზე არა არა არას ძახილს იწყებს და თუ არ მოეშვები ტირილს აპირებს (რა თქმა უნდა, არ ვაძალებთ)
სადილებსაც ხან ჭამს, ხან არა
ეხლა გადარეულია ყველზე და ხაჭოზე. და პურზე.
რა რაოდენობით შეიძლება ამათი ჭამა?

Posted by: november777 19 Sep 2019, 11:23
მზე
QUOTE
უი  გყავს უკვე თუ ეხლა ელოდები?

მეორე მყავს მასე, ეხლა უკვე მესამეს ველოდები biggrin.gif biggrin.gif მარა ისინი უკვე დიდები არიან biggrin.gif

Posted by: მზე 19 Sep 2019, 11:32
november777
QUOTE
ეხლა უკვე მესამეს ველოდები

ვაა ყოჩაღ შენ biggrin.gif

თეორიულად მეც მინდა 3 ბავშვი მაგრამ ამ ერთმა დამაგდო და რავიცი user.gif

Posted by: november777 19 Sep 2019, 11:41
მზე
QUOTE
თეორიულად მეც მინდა 3 ბავშვი მაგრამ ამ ერთმა დამაგდო და რავიცი

თეორიულად მგონი 1 მინდოდა მარტო, მაგრამ პრაქტიკაში სხვანაირადაა biggrin.gif biggrin.gif
წამოიზრდება ცოტა და მერე უკვე მეორე, მესამე და ... smile.gif

Posted by: მზე 19 Sep 2019, 11:46
november777
biggrin.gif biggrin.gif
რამხელა სხვაობაა გამოგდის ეხლა?

Posted by: november777 19 Sep 2019, 11:48
QUOTE
რამხელა სხვაობაა გამოგდის ეხლა?

9 წლის და 7 წლის ბიჭები მყავს და ეხლა წესით გოგოს ველოდები 2 თვეში biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 19 Sep 2019, 11:54
sunny_flower
მე 2 თვეში დამეწყო მშობიარობიდან :| რა ეჩქარებოდა. არადა მარტო ძუძუზე იყო ბავშვი 6 თბემდე, წვეთი დამატება არ მიმიცია და ჭამდა ძაან აქტიურად თან. ამიტომ ვის როდის დაატყდება თავს ვერ გაიგებ ))))

Posted by: cvanca 19 Sep 2019, 14:18
მზე
ხაჭოში ხილი რომ გაურიო არ ჭამს ასე? მეც დატანჯული ვარ ანდრიას ჭამით, უკვე ფანტაზია აღარ მყოფნის ისეთებს ვიგონებ. ზოგჯერ გვაქვს შედეგი, ზოგჯერ არა smile.gif

Posted by: NiniaG 20 Sep 2019, 08:16
მზე
QUOTE
გოგოები ჩვენს კვებას არაფერი შველის

პერიოდი აქვთ ალბათ ეგეთი, არც ჩემი ჭამს რაიმეს, დაძალებით არც მე ვაძალებ, 3-4 კოვზი თუ ჭამა რაიმე მაინც კმაყოფილი ვარ.
ყველზე გიჟდება, მაწონი-ხაჭო-ხილი ამას ჭამდა ღრმა თეფშით, მაგრამ ამასაც რამოდენიმე კოვზს თუ შემიჭამს sad.gif
ველოდები იმ დროს როდის დაუბრუნდება ჭამის სურვილი. ამ უჭმელობის ფონზე მივეძალე სიმილაკს, რძე მაინც დალიოსთქო და მაგასაც მხოლოდ 100 გრამს შეჭამს ერთ ჭამაზე sad.gif
გამოცდილო დედიკოებო, დროებითია ეს უჭმელობა ხო?

Posted by: მზე 20 Sep 2019, 11:04
cvanca
ხაჭოს ჭამს პერიოდულად. ყოველ შეთავაზებაზე არა, მაგრამ ნუ მაგას არ განვიცდი.
უბრალოდ აი სადილებს და ფაფებს არ ჭამს.
და ეს ამდენი რძის პროდუქტიც რავიცი :|

NiniaG
ესეც ხანდახან ჭამს რძეს. ხან ტირის რძე არა არა იძახის და მეორე წამს შეიძლება დალიოს
ვეღარ გავიგე რაsad.gif

Posted by: Jane_L 20 Sep 2019, 11:33
NiniaG
რამდენი წლისაა?

ჩემსას 2-3 წლამდე ჰქონდა. ზუსტად 1 წელი მაკარონზე, ფორმულაზე და ფაფებზე გავატარეთ. 3 წლიდან დაიწყო ნორმალური სადილების დაბრუნება რაციონში. დღემდე არჩევს საჭმელს, მაგრამ რა შედარებაა smile.gif 5 ისაა

Posted by: მზე 20 Sep 2019, 11:44
Jane_L
მე გიპასუხებ :დ წლის და 5 თვისაა თითქმის.
ტოლი შვილები გვყავს რა biggrin.gif

კაი ანუ გაუვლის და მოთმინებით დაველოდო :|
* * *
Perseus12
შენი ძიძა რას შვება? biggrin.gif
კონკურსი რო უნდა მოგეწყო მსურველების biggrin.gif

Posted by: sabanika 20 Sep 2019, 12:34
გათავისუფლდა ჩემი ძიძა, რუსულენოვანი, მორწმუნე, კეთილსინდისიერი ქალბატონი 50 წლის, ვუწევ რეკომენდაციას, ძალიან უყვარს ბავშვები, ბავშვი თავისუფლად იწყებს საუბარს 2 ენაზე, რაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგია. ნატა 599 296939

Posted by: Jane_L 20 Sep 2019, 13:26
მზე
შეიძლება ითქვას "გარდატეხის" ასაკია კვებაში, მაგ დროიდან დაიწყო ჭირვეულობა ჭამაზე და 2 წლისას უკვე ვეღარ ვჯობნიდი smile.gif) რაც არ უნდოდა არ იკარებდა და მორჩა. გაივლის, უბრალოდ აღიჭურვეთ მოთმინებით smile.gif)

Posted by: sichiko 20 Sep 2019, 19:18
მზე

ჯორჯიტა საბურთალოს ქუჩაზეა და წერეთელზე, სხვაგანაც თუა არ ვიცი :/ მართლა კარგი რამეები აქვთ. ანუ მანდ ესე ბოსტნეული და ხორცი არ იყიდება, ამიტომ ვერ ჩაანაცვლებ აგროჰაბს. თუმცა სხვა რამეებს იყიდი. რა შუაშია და საპნები მომწონდა მე კიდევ smile.gif

Posted by: NiniaG 20 Sep 2019, 21:43
მზე
QUOTE
მე გიპასუხებ :დ

:დდ ჩამანაცვლე, თუ ადგილზე არ ვიქნები :დდ
Jane_L
არადა კარგი მჭამელი რომ იყო და უცებ აღარაფერს ჭამს sad.gif რა ცუდი ყოფილა sad.gif
დაძალებით არ ვაძალებ, მთელი ბავშვობა გამწარებული მქონდა მაგ დაძალების გამო smile.gif))
პური უჭირავს სულ ხელში, ან პურის კარადას მიადგება და ეგრევე, კარადაშივე ჭამს :დდ
* * *
გოგოებო სკამზე იდგა ბავშვი და გადმოვარდა, დაეცა ზურგით, თავიც დაარტყა, 5 წუთამდე იტირა და ჩაეძინა მალევე. თავი ეტკინა და კი იკიდებდა ხელს დანარტყამ ადგილზე. რას მივაქციო ყურადღება? ღებინებას ეგ ვიცი, მოწყენილიც იქნება ხო ლბათ? sad.gif

Posted by: Dark_Sky 23 Sep 2019, 03:39
მზე
ნორდიკის ფაფები შენ მირჩიე და მერე პედიატრაც ვკითხე, ხილს ვუხეხავ ბანანს მაგალითად და ტკბილია ასკმაოდ და ზითუნს ვუმატებ ცოტას ბოლოს და ძლიან მოსწონს, ოღონდ თუ სქელია არ ჭამს, მარტივად რომ გადაყლაპოს ეგ სისქე გაუკეთე, ვაშლს ატამს და შავ ქლიავსაც ვუხეხავ ხოლმე, თუ ხილი მჟავეა ოდნავ ვატკბობ აბა არ ჭამს ისე და მოეწონა ძან, ბევრნაირი ვუყიდე და სხვადასხავს ვუკეთებ ხოლმე, 3 მარცვლიანი რომარს სტაფილოსფერებში ეგარის ძან გემრიელი
* * *
აუ ჩემი კი ჭამს მაგრამ მაინც ისეტი გაწრინტულია, :/ 1,3 ის არის და 10 კილოა მეტი არა sad.gif
* * *
NiniaG
ცხვირიან ან ყურიდან უმიზეზოდ სისველე არუნდა წამოუვიდეს მაინდ მიიყვანე ექიმთან 5 წუტი მაინც ბევრი თუიტირა

Posted by: civilistka 23 Sep 2019, 05:38
გამარჯობა, გოგოებო. ჩემი პატარა 8 დღისაა და არის ბუნებრივ კვებაზე. საკვებს იღებს ძალიან სწრაფად, ხმაურიანად, სულს, გულს და მთელ ემოციებს აყოლებს, ისე ჭამს. პლუს, ვერაფრით ვერ ვასწავლე დაბოყინება. ათასში ერთხელ აბოყინებს sad.gif ვცადე მხარზე მიხუტება და ზურგის მასაჟი, ასევე მსუბუქად დარტყმა ზურგის არეში. კიდევ იღლიების ქვეშ ხელის შეყოფა და მაღლა აწევა. უკვე სამჯერ შედედებული ამოიღო რძე და ძალიან იწვალა sad.gif ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რით ვუშველო? ჭამის დროს თავი ყოველთვის შემაღლებულზე აქვს, ცხვირით არ მეკვრის, უმეტესად სილიკონის გადამყვანით ჭამს, მაგრამ მის გარეშეც იგივე პრობლემა გვაქვს sad.gif უკვე კვების მეშინია, არ ვიცი, რა მოჰყვება ამას sad.gif

Posted by: NiniaG 23 Sep 2019, 07:56
Dark_Sky
QUOTE
ცხვირიან ან ყურიდან უმიზეზოდ სისველე არუნდა წამოუვიდეს მაინდ მიიყვანე ექიმთან 5 წუტი მაინც ბევრი თუიტირა

გაღვიძების შემდეგ ორცხობილა მივეცი, 2 ლუკმა ჭამა და მალევე აღებინა sad.gif ახველებდა იმ პერიოდში და ძირითადად ნახველი ამოიღო, მარა მაინც წავიყვანე, გადავუღეთ, ექიმმაც ნახა და შერყევის ნიშნები არ ჰქონდა, მალევე გამოგვიშვეს.
თვითონაც კარგად არის ძალიან :*
civilistka
ჩემი დისშვილიც არ აბოყინენდა პირველ დღეებში ყოველი ჭამის შემდეგ, 1 თვის არის და კი გამოუსწორდა ეგ მდგომარეობა

Posted by: მზე 23 Sep 2019, 10:59
civilistka
ჩემი შვილიც ძალიან იშვიათად აბოყინებდა. აუცილებელი კი არაა.

Dark_Sky
ეხლა "მორატორიუმი" biggrin.gif გვაქვს ფაფებზე biggrin.gif
ცოტა ხანში ისევ უნდა ვცადო.

აუ შეგიძLია ზუსტად მითხრა რაში რას ურევ? sad.gif თუ არ გეზარება :შ

NiniaG
როგორაა ეხლა?

Jane_L
აუ არადა როგორი კაი მჭამელი იყო :შ ძაან მინდა დაუბრუნდეს ფაფებს :შ

sichiko
რო მოვხვდები შევივლი yes.gif

pearlgirl
წიწიბურა კარაქით მოეწონა bis.gif
შენ გაიხარე <3 თან თვითონ ცდილობს ჭამას და ნახევარს ძირს აპნევს biggrin.gif მარა მაინც მიხარია bis.gif
ასევე ზეითუნის ზეთში შემწვარი კარტოფილი გვაქვს რაციონში ახალი biggrin.gif
და ჭადი bis.gif მე ვჭამდი სულ უმარილოსა და უზემოს და ცოტა მოვუტეხე და გადაირია :დდ

Posted by: NiniaG 23 Sep 2019, 12:32
მზე
ვერაა კარგად რა sad.gif
თუ იტირა აუცილებლად აღებინებს, ნახველს იღებს, ახლა ვფიქრობ ეტყობა დავარდნის შედეგად დაიძრა ნახველი smile.gif))

QUOTE
ზეითუნის ზეთში შემწვარი კარტოფილი გვაქვს რაციონში

კარტოფილს ჯერ ვხარშავ და მერე ვუწვავ, მარა დაბრაწული და ხრუტუნა არ უყვარს, ჩვენ სიმინდის ზეთს ვიყენებ.

Posted by: Dark_Sky 23 Sep 2019, 13:02
NiniaG
აუ გაციება არ გამახსენო გაცივდა და სიცხე ქონდა პირველად ცხოვრებაში, ნახველი დაგროვებია ყელში და მთელი ღამე მეხრჩობოდა , გულს ირევდა ვერ ამოჰქონდა,ვერ მივხვდი რასჭირდა. ლამის გავგიჟდი, მედიქლაბის ემერჯენსში გავაქანე დილის 5 საათზე :/ მერე თითქოს გამოკეთდა , ეხლა ისევ ჩამოსდის ცხვრიდან შეუბრუნდა მგონი და მეც გადამდო.

მზე
რამდენიმე მარცვლოვანებში ბანანს ვურევ ძირითადათ მაგრამ ნებისმიერი ხილი გაურიე, წიწიბურაში მხოლოდ ვაშლს ან შავქლიავს ვურევ ხოლმე, ბრინჯში ვაშლი და გარგარი, ცოტა ვანილი დაუმატე ბრინჯს ძან გემმრიელი გამოდის + ზეითუნის ზეთი, მარა სქელი არ გამოგივიდეს ბრინჯი სულ ყოველთის ძან სქელი გამომდის და ძლივს დავამუღამე smile.gif) აუ მე შემწვარ არაფერს არ ვაჭმევ და რავიცი, თაფლი მაქვს იეთი კარგი მაგრამ მეშინია ჯერ გავასინჯო,

აუ გოგოებო კარაქი არ აჭამოთ რა როგორც ვიცი ძალიან არ არის მარგებელი, კიდე ბიუ ბიუს და ამ ქათმებს რომ აჭმევენ ბავშვებს ვგიჟდები sad.gif მაგას ჯობია საერთოდ არ აჭამონ, ჰორმონებით გატენილი საშინელება რომ იცოდეთ როგორ ზრდიან 20 დღეში იზრდებიან. ზუსტად ვიზი მაგ ჰორმონებით გატენილ ხორცხ და სოსისებს არასოდეს გავასინჯებ :/ სხვარავიცი

Posted by: მზე 23 Sep 2019, 13:48
Dark_Sky
QUOTE
აუ გოგოებო კარაქი არ აჭამოთ რა როგორც ვიცი ძალიან არ არის მარგებელი

უი რას ამბობ. რატო არ არის მარგებელიო? ცოტას ვუშვები. აბა რაღაც ვაჭამო გადავირიე :|

QUOTE
რამდენიმე მარცვლოვანებში ბანანს ვურევ ძირითადათ მაგრამ ნებისმიერი ხილი გაურიე, წიწიბურაში მხოლოდ ვაშლს ან შავქლიავს ვურევ ხოლმე, ბრინჯში ვაშლი და გარგარი, ცოტა ვანილი დაუმატე ბრინჯს ძან გემმრიელი გამოდის + ზეითუნის ზეთი, მარა სქელი არ გამოგივიდეს ბრინჯი სულ ყოველთის ძან სქელი გამომდის და ძლივს დავამუღამე )

და დაახლოებით როგორი კონსისტენციისაა უფრო წყალწყალასკენ აკეთებ? ხილს რო ურევ, კუბიკებად აგდებს თუ აბლენდერებ ან გლისავ?

NiniaG
ვაიჰ sad.gif გყავდა ვინმესთან? :შ

Posted by: Chica 23 Sep 2019, 13:54
civilistka
ნუ გეშინია ჩემიც მასე ჭამდა გიჟივით, დოქტორ ბრაუნის ბოთლი ვუყიდე მერე ანტიკოლიკი და შედარებით ნელა ჭამს იქედან და იქამდე ავენტის ბოთლით ვაჭმევდი და დაბოყინება აუცილებელი არ არის თუ ჰაერი არ შეუვიდა შეიძლება არც დააბოყინოს, თვენახევრის არის და ცოტა ჭამა ისწავლა და ნაკლებად აღებინებს გული მისკდებოდა ცხვირიდან და პირიდან ამოსდიოდა, ნელნელა მიეჩვია ადამიანურ ჭამას smile.gif) რას აჭმევ?

Posted by: მზე 23 Sep 2019, 13:56
Chica
ბუნებრივზეაოო

Dark_Sky
ეხლა გადავათვალიერე და ცხიმს რო შეიცავს პირიქით კარგიაო. უბრალოდ ბევრი არ უნდაო

შემწვარი არ არის რეკომენდირებული ისე მართლა. მარა პიურეს არ ჭამს და რა ვქნა.

ვეღარ ვფიქრობ ამდენს biggrin.gif biggrin.gif

ოსპით გაგიკეთებიათ რაიმე?

Posted by: Chica 23 Sep 2019, 14:04
მზე
უი ვერ წავიკითხე, ბუნებრივზეც აღებინებდა 2 კვირა ვაჭამე და მერე ნელნელა მიეჩვია

Posted by: Perseus12 23 Sep 2019, 15:11
მზე
ჩემი ძიძა დადის ჩემთან კვირაში სამჯერ, მიკეთებს გემრიელობებს, მიწკრიალებს სახლში, სარეცხს და საუთავაბელს ამენეჯმენტებს და მიდის smile.gif

Posted by: NiniaG 23 Sep 2019, 15:13
Dark_Sky
ზუსტად მასეა ჩემიც, სიცხე პირველად ჰქონდა 37,8 ყველაზე მაღალი.

მზე
დღეს შევხედავ და საჭიროდ ჩავთვლი კი წავიყვან ექიმთანაც და ანალიზები მინდა ჩავაბარო. კარგი ექიმი გვყავს, ყურადღებიანი, სულ პასუხობს ტელეფონს და უცებ რო რამე დამჭირდეს აღარ მეშინია smile.gif

ჩვენი შემწვარი კარტოფილი სულ არ ჰგავს შემწვარს და დღეს ვფიქრობდი მოხარშულს მივაწოდებ დაჭრილსთქო, აბა უნდა ვნახო თუ შეჭამს ასე

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 23 Sep 2019, 15:20
Perseus12

აუუ აი ეგეთს ვეძებ ეხლა. ძიძად არ მინდა სახლში დამხმარედ რამდენიმე საათით კვირაში 3 დღე, დაჟე საჭმელიც რომ არ გამიმზადოს - სახლი მომიწესრიგოს და დამიუთავოს

Posted by: მზე 23 Sep 2019, 15:36
Perseus12
აუ რა მაგარიაააა. თან ასე რო ენდობი. ძაან გაგიმართლა რაsmile.gif

* * *

აუ ნია-ნუას საყვარელი სიტყვაა "არა". თითქმის ყველაფერზე არა-ს გაიძახის sad.gif "ხო"-საც ამბობს მაგრამ ალბათ 70/30-ზეა შეფარდება :|

Posted by: Perseus12 23 Sep 2019, 15:37
მზე
აი ძაან რომ გამიმართლა 2 რამეა, ერთი ეგ ძიძია და მეორე სალომე უადვილესად რომ შეეგუა ბაღს, დანარჩენზე ყველაფერზე დამჭირვებია დიდი მონდომება და ეს ისაა, იოლად რომ მომეცა ცხოვრებაში და უშრომველად.

Posted by: მზე 23 Sep 2019, 15:42
Perseus12
აუ ბაღზეც მაინტერესებდა ხოო. აუ რა კარგიააა. არ იტირა?

ჩემმა ბიძაშვილმა მიიყვანა თავისი 3.5 წლის შვილი ეხლა ბაღში. პირველ დღეს რომ მივიყვანე, ყველა ერთად ტიროდა, მე თვითონ ძალიან დავიზაფრე და არ დავტოვე ისე გამოვბრუნდითო.
მერე კი არ მომიკითხია. მივწერო ერთი.

Posted by: Perseus12 23 Sep 2019, 15:49
მზე
ყველა ტიროდა ამის და ერთი გოგოს გარდა, ეს ხომ ასაკობრივად ბაგაში წავიდა, ის გოგოც სალომეს ხელა იქნება, ალბათ ალე გახდება 3-ის, დანარჩენები ტიროდნენ, იყვნენ შემოსულები მშობლებიც. პირველ დღეს შევყევი მეც, ყველა თავის შვილი ასაუზმა, ცოტა ხანი გამოვედი, ვიყურებოდიდ ა არცერთ მომენტში არ უტირია, მაგრამ გამოვიყვანე 12-ზე თორემ ამ ხმაურში მეც თავი ამტკივდა, მეორე დღეს ეგრევე დავტოვე და წამოვედი, კარგად იყო, დედაჩემმა მიაკითხა 12-ზე. მესამე დღეს პირველისკენ და მერე ძილის შემდეგ გამოგვყავს, სადღაც 3-4მდე.

Posted by: narkozeli 23 Sep 2019, 15:53
Chica

რომელი ბოთლი უფრო მოგწონს ავენტი თუ დრ. ბრაუნის? ორივე ვუყიდო თუ ერთ-ერთი ვერ გადავწყვიტე.

Posted by: TinANNO 23 Sep 2019, 16:24
narkozeli
QUOTE
დრ. ბრაუნის

ეს მქონდა და ძალიან კარგია

Posted by: Dark_Sky 23 Sep 2019, 16:37
მზე
წყალწყალა არ გამოდის, 260 მლ წყალს ვადუღებ და იმდენს ვყრი რომ ფაფა წყლის ნახევარზე ცოტა მეტია, მერე აწერია რამდენი წუთი უნდა დუღილი მერე თავდახურული 2-3 წთ , მერე ჩავასხავ ზეითუნს ვხეხავ ხილს წვრილ სახეხზე და ვურევ, რომ ცივდება მერე კიდევ შესქელდება ხოლმე, ფოტოს ჩაგიგდებ რომ გავაკეთებ. სადილებს კიდევ სემპერისას აჭმევ? ბოსტნეული სოფლიდან ჩამომაქვს უსასუქო მოვიყვანეთ კარტოფილი სტაფილო ჭარხალი. ქათამსაც სოფლისასაწიწილა. ამის ჭამას თან გადავყრვი მაინც არ სუქდება :/
კარაქს შესანახად ბევრ სისულელეს უკეთებენ. ჩემი და ხო გერმანიაშია და ირევა დიდებმაც არ ჭამოთო )))

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 23 Sep 2019, 18:29
გოგოებო, მირჩიეთ რეიტუზები სად ვიყიდო რა.. ან თუ გამოწერის გამოციდლება გაქვთ ეგეც მითხარი - აიი ზამთრის სეზონის მოახლოება და ანის ჩაცმა ჩემი ყოველდღიური ტანჯვაა vis.gif
ეს რეიტუზებიც 1 დღე ყოფნის სულ, ვეღარ ავუდივარ და იქნებ წელს უფრო მომზადებული შევხვდე სეზონს

Posted by: ChioChioSan 23 Sep 2019, 19:58
pearlgirl
QUOTE
მეორე ბავშვი გყავს?


კიი bis.gif

ძიძა ისევ იძებნება smile.gif))

Posted by: Dark_Sky 23 Sep 2019, 21:07
NiniaG
ერთი დღე ქონდა მარტო 38,2 მერე აღარ მიუცია, მერე ამ პამპერსის პამპერსმა დამტანჯა ჟონავს ღამე და სულ სველი ქონდა გვერდები და ისევ შეუბრუნდა, მარაგი მაქვს ნაყიდი თორე გადავიდოდი სხვაზე იმდენჯერ დაემართა ეგრე.
მზე
ოსპის წვნიანი ძალიან მოწონს ვუბლენდერებ ოღონდ, და მართლა გემრიელი გამოდის მეც მივირთმევ ხოლმე ))) წითელი ოსპის წვნიანსვ ვუკეთებ, 2 საათი მაქვს ოსპი წყალში დამბალი და მერე კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად ვხარშავ და ჰო ხახვს ვაჭრი ცოტას, ბოლოს მწვანე ბულგარული და ცერეცო ოხრხუში ცოტა ნიორი ზეითუნი მარილი

Posted by: civilistka 23 Sep 2019, 21:30
NiniaG
QUOTE
ჩემი დისშვილიც არ აბოყინენდა პირველ დღეებში ყოველი ჭამის შემდეგ, 1 თვის არის და კი გამოუსწორდა ეგ მდგომარეობა

ანოჰქონდა უკან საჭმელი? ეგ არის პრობლემა, თორემ სულ ნუ დააბოყინებს sad.gif

მზე
QUOTE
ჩემი შვილიც ძალიან იშვიათად აბოყინებდა. აუცილებელი კი არაა.

არც მითქვამს, აუცილებელია-თქო. უკან რომ იღებს, ე.ი. ჩასდის ჰაერი, თორემ ზოგი ბავშვი სულ არ აბოყინებს და არც იღებს საჭმელს.
Chica
ბუნებრივ კვებაზეა. ძალიან ბევრი რძე მაქვს და გიჟივით ჭამს. მეც ვფიქრობ უკვე, გამოვიწველო ბოლომდე და წვრილნახვრეტიანი ბოთლით ვაჭამო. ცოტა დამამშვიდა შენმა პოსტმა )) თან, ამ ამოღების მერე, რამდენიმე ჭამაზე სცდება რძე, ოღონდ უკან არ იღებს, წამოახველებს ხოლმე sad.gif

Posted by: NiniaG 23 Sep 2019, 22:02
Dark_Sky
ვაიიჰ, მაგის გამო რომ გაცივდება sad.gif
ოსპს რაც შეეხება, სად ყიდულობ? რომელი ფირმისას? წითელსო ხო? გავასინჯებდი, იქნებ მიუბრუნდეს ჭამას sad.gif მარილს არ ვუშვები მის საჭმელებს და ცოტას შევაპარებ აწი, იქნებ ეგემრიელოს

civilistka
არა, არ ამოჰქონდა უკან საჭმელი

Posted by: Dark_Sky 23 Sep 2019, 22:38
NiniaG
აუ მოვაცალე თავზე ქაღალდი და კარფურში ვუყიდე ხოლმე და საკმაოდ ძვირი მივეცი ამ ერთ ბეწოში მგონი 9 ლარამდე რავი რაც ყველაზე კარგი იყო წამოვიღე
შავი ქაღალდი აქ
user posted image

Posted by: google1 23 Sep 2019, 22:51
mCvanE_shteFsEli_
ნექსთის რეიტუზები კარგად ვიხმარეთ, საკმაოდ წელვადია და გაზაფხულზე რომ კარგად ჰქონდა, ახლაც მშვენივრად აქვს.

Posted by: anuki198889 23 Sep 2019, 22:54
Dark_Sky
Dark_Sky
აუ არ ბერავს ოსპი? მე მიყვარს უზომოდ და ვჭამ მაგრამ მერე მთელი დღე ვზივარ ესპუმიზანზე. ერთი მასაც გავასინჯე და გაგიჟდა მაგრამ ვერ ვაჭამე შემეშინდა არ შებეროს თქო. არადა როგორი სასარგებლოა. წყალს ხარშვის დროსაც ვუწურავ მაგრამ მაინც საშინლად მბერავს. sad.gif მაინც კი ვჭამ კვირაში ერთჯერ smile.gif

Posted by: მზე 24 Sep 2019, 11:04
civilistka
QUOTE
არც მითქვამს, აუცილებელია-თქო. უკან რომ იღებს, ე.ი. ჩასდის ჰაერი, თორემ ზოგი ბავშვი სულ არ აბოყინებს და არც იღებს საჭმელს.

საჭმლის უკან ამოღება ჰაერის ჩასვლასთან კავშირში არ არის smile.gif

QUOTE
თან, ამ ამოღების მერე, რამდენიმე ჭამაზე სცდება რძე, ოღონდ უკან არ იღებს, წამოახველებს ხოლმე

არაუშავს. დაწოლილს არ აჭამო ხელი დაუდე თავქვეშ რომ თავი ცოტა ზემოთ ქონდეს და არაუშავს.

QUOTE
მეც ვფიქრობ უკვე, გამოვიწველო ბოლომდე და წვრილნახვრეტიანი ბოთლით ვაჭამო.

არ გამოიწველო ბოლომდე. თU ფიქრობ რომ ძალიან ბევრი რძე გაქვს თავიდან გამოიწველე ცოტა და შედარებით ცოტა რო დაგრჩება მერე მიეცი ძუძუ.
ისე თავიდან წყალ-წყალა რძე მოდის - ეს არის წყლის მაგივრობას რაც სწევს ბავშვებში. წინ ჯერ ეგ დგება.
უკანა მხარეს არის ცხიმიანი რძე - კალორიული რომელიცაა.
თუ გგონია რომ უკანა რძემდე ვერ აღწევს - ეძინება, იღლება, ვერ ჭამს ამდენს ან რაიმე სხვა მიზეზით, მაშინ წინა წყალ-წყალა ცოტა გამოიწველე და მერე ისევ ძუძუ მიეცი.

თან აცადე ცოტა ხანს სადღაც 2-3 კვირაში დაგირეგურილდება წესით. პირველი თვე-თვენახევარი არის რძით კვების მიჩვევა. შენი ორგანიზმი მიხვდება როდის და რამდენია საჭირო და მაგის მიხედვით ჩაგიდგება.

მოკლედ სულ გამოწველას არ გირჩევ. მერე ძუძუ რო აღარ ჩაიდოს დაიტანჯები.

google1
QUOTE
ნექსთის რეიტუზები კარგად ვიხმარეთ, საკმაოდ წელვადია და გაზაფხულზე რომ კარგად ჰქონდა, ახლაც მშვენივრად აქვს.

ვაა ამას მეც დავიმახსოვრებ, მადლობა.
წლინახერის ხდება და ერთხელ ეცვა მარტო კოლგოტკა კარტერსის რომელიც არ მომეწონა biggrin.gif

Dark_Sky
ვაა მადლობა <3 ეგეც უნდა ვცადო biggrin.gif
* * *
Dark_Sky
QUOTE
კარაქს შესანახად ბევრ სისულელეს უკეთებენ. ჩემი და ხო გერმანიაშია და ირევა დიდებმაც არ ჭამოთო )))

და შენ საერთოდ არ უშვები?
ვახ რა. ცოტას მაინც ვუზამ აბა რა ვქნა.

აუ ვნახე ფოტო მადლობა <3

Posted by: google1 24 Sep 2019, 13:01
მზე
რეიტუზებში სქელ ნაქსოვს ვგულისხმობ, კოლგოტები ჯერ არ გვქონია smile.gif გაზაფხულზე დაგვჭირდება ალბათ და მეც მაინტერესებს სად იყიდება.

Posted by: მზე 24 Sep 2019, 13:18
google1
გუშინ ჩამომივიდა ლიმანგოდან და ძალიან მომეწონა ხარისხი. Vertbaudet Mädchen ეს ფირმა იყო.
მაზერქეას აქვს მაგრამ არ მიყიდია ჯერ და არ ვიცი როგორაა.

ლიმანგოს ჩემს 5 ევროიან ვაუჩერს ხვალ გასდის ვადა smile.gif

Posted by: Perseus12 24 Sep 2019, 14:39
მზე
შენ მაგათ ფრანგულ საიტზე უნდ გენახა რა სეილი იყო smile.gif

Posted by: Dark_Sky 24 Sep 2019, 14:57
მზე
კარაქიანი ერთადერხელ ვაჭამე ხაჭაპური რომ გავუკეთე თავზე წავუსვი და აბოდებს ხაჭაპურზე ))) მერე ზეთი წავუსვი ხოლმე
რატომარის აუცილებელი? საბავშვო ზეითუნის ზეთი გაუკეთე, მარგებელიც არის და ადვილად მოსანელებელიც. თორე მე ისე მიყვარს კარაქი ნება რომ მომცე ყველაფერ ვუკეთებ მარა ადრე სხვამაც მითხრა ექიმმა ამიკრძალაო მითუმეტეს საქართველოში რაც იყიდებაო რავი, შენი გადასაწყვეტია )))
* * *
anuki198889
არ შეუწიხებია შებერილობას რავი არუწუწუნია))) ისე კი გადის ხოლმე გაზებზე ცოტას ))) ძალიან მოსწონს

Posted by: google1 24 Sep 2019, 15:37
მზე
Vertbaudet-ის დუტი მომწონს და kanz-ის მთლიანი ჩასაცმელი, რა კარგია რომ მითხარი, ხარისხზე ვეჭვობდი. Kanz ვიცი რომ კარგია.
5 ევრო მეც მაქვს, 10 ევრო მაჩუქეს ერთი დღით და ვერ მოვიცალე sad.gif
კვირას დიდ სეილზე ვერაფერს ვყრიდი კალათში, ძალიან დიდი ფასდაკლება რაზეც იყო. ხდება ხოლმე ასე? მიჩვენებდა ზომებს და ვერ ვაგდებდი კალათში. გამომიგზავნეს ბაჩაჩუნები და ძალიან მაინტერესებს როგორ გაივლის მყარძირიან ფეხსაცმელზე, არც მიფიქრია 10 თვის თუ სიარულს დაიწყებდა smile.gif

Posted by: Perseus12 24 Sep 2019, 15:44
google1
QUOTE
მიჩვენებდა ზომებს და ვერ ვაგდებდი კალათში

ეგ ნიშნავს რომ გაყიდულია უკვე.

Posted by: მზე 24 Sep 2019, 16:13
google1
QUOTE
არც მიფიქრია 10 თვის თუ სიარულს დაიწყებდა

ამხელაა უკვე? :O
სხვისი ბავსვები რა სწრაფად იზრდებიან gigi.gif

QUOTE
კვირას დიდ სეილზე ვერაფერს ვყრიდი კალათში, ძალიან დიდი ფასდაკლება რაზეც იყო. ხდება ხოლმე ასე? მიჩვენებდა ზომებს და ვერ ვაგდებდი კალათში

ჰო იცის ეგრე. როგორც პერსიკმა ( biggrin.gif <3 ) დაგიწერა, ანუ გაყიდულია და მაინც აჩვენებს რატომღაც
უი კიდე იყო დიდი სეილი? რანაირად ვახერხებ რო ყველა დიდ ფასდაკლებას ვტოვებ sad.gif

QUOTE
Vertbaudet-ის დუტი მომწონს და kanz-ის მთლიანი ჩასაცმელი, რა კარგია რომ მითხარი, ხარისხზე ვეჭვობდი. Kanz ვიცი რომ კარგია.

მე Reima-სი მომეწონა და ზომა არ იყო ნიასი sad.gif იცი ისე რაიმე მაგ ფირმაზე?
Perseus12
QUOTE
შენ მაგათ ფრანგულ საიტზე უნდ გენახა რა სეილი იყო

რა ყვეალფერი იცი biggrin.gif მე უბრალოდ 30 ევროზე მქონდა ფასდაკლება და ეს ფეხსაცმელი 29.99 ღირდა sleep.gif და შევეცადე იაფიანი და გამოსადეგი ჩამეგდო და ამგ პონტში გავრისკე ეს კოლგოტკები.
გამოგიწერია სხვა რამეებიც? Reima რანაირია თუ იცი? კი არ იყო ზომა მარა ვაიდა გაიჩითოს biggrin.gif

Dark_Sky
QUOTE
საბავშვო ზეითუნის ზეთი

ეს რომელია?
გრეჩიხაში ზეითუნის ზეთს ხო არ ჩავასხამ.

Posted by: Perseus12 24 Sep 2019, 16:15
მზე
QUOTE
Reima რანაირია თუ იცი?

კარგია smile.gif მაგის მთლიანი კომბინიზონები 600 ლარამდე ღირდა ლაქისთეფში.

Posted by: Dark_Sky 24 Sep 2019, 18:16
მზე
:დ რატომ ვერ ჩაასხავ ვითომ :დ ჯიპისიში ვყიდულობ ამას, არპიფიქრო შენს გადარწმუნებას ვფიქრობ უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე biggrin.gif

user posted image

Posted by: fleurs 24 Sep 2019, 18:46
მზე
Vertbaudet აქვს ძალუან კარგი ხარისხი და საშუალოც. ძალუან ხშირად თავიანთ საიტზე 2-3 ევროებში ყიდიან ტანსაცმელებს. ამ ზაფხულს 8-9 ევროში ტყავის ბოტასები ვუყიდე 4 ცალი. თან ჩემთვის კარგია მაღაზია მაქვს 400 მ. ში. თუ საიტიდან გამოვიწერე და არ მომეწონა მაღაზია იბარებს უკან.

Posted by: Karavadjo 24 Sep 2019, 18:53
გამარჯობა. წლის და 8 თვის ბავშვია, ცხელი ზეთი გადაესხა, ცოტა ტუჩი და ნიკაპი აქვს დამწვარი, მეორე ხარისხია, ბუშტუკები გამოუვიდა. გამოვიძახოთ სასწრაფო პედიატრი თუ ხვალე აღრიცხვის პედიატრს მივიყვანო? პანთენოლის ქაფს კი ვასხავ პერიოდულად

Posted by: google1 24 Sep 2019, 22:41
Perseus12
მზე
QUOTE
მიჩვენებდა ზომებს და ვერ ვაგდებდი კალათში

ეგ ნიშნავს რომ გაყიდულია უკვე.

ეგრე ვიფიქრე მეც, მაგრამ იმდენი ხანი იყო კიდევ, ხან ეწერა სხვის კალათშიაო, მერე აღარ ეწერა, მომეშალა ნერვები smile.gif) საბოლოოდ ისევ დევს ერთი მოდელი ახლაც, ოღონდ 2 ევრო რომ ღირდა,ახლა 34 ღირს. რა მაფიაა ვერ გავიგე.
Reima არ ვიცი არაფერი მქონია, მაგრამ 600 ლარი თუ ღირს აქ კომბინეზონი, ცუდი რატომ უნდა იყოს smile.gif
* * *
Karavadjo
ვაიმე საწყალი, არ ეწვის ? გაუყუჩებს მხოლოდ პანთენოლი?

Posted by: Karavadjo 24 Sep 2019, 23:46
google1
მადლობა ყურადღებისთვის. პერიოდულად ჭირვეულობა, ცოტა ნუროფენიც მივეცით და მერე კი დაიძინა. დილით მიმყავს დერმატოლოგთან, პედიატრის მითითებით

Posted by: sichiko 25 Sep 2019, 06:12
Karavadjo


ვაიმე საწყალი..დაწერე მერე რას გეტყვიან, ისე არ მგონია დაემჩნეს , მე დამეწვა სახე შარშანწინ და არაფერი მეტყობა. ისე რა თოთო კანი აქვთ პატარებს, ჩემი ძვრება გაზის კარზე და მერე გაზზე ადის იქიდან გადადის ონკანზე და თბილი იყო ეს გაზის დასადები ( არ ვიცი რა ქვია) რომ
მოკიდა ხელი იტირა და კი გამიკვირდა რანაირად დაეწვა თქო ცხელიც არ იყო, წითელი ქონდა ოდნავ ერთ თითზე მე მალამო მაქვს და ეგ წავუსვი მეორე დღეს ბუშტუკი გამოუვიდა, მერე იქავებდა გიჟივით შემდეგი დღეები.
................

მოდის სიცივე და ჩემი ტკივილია ფეხსაცმელი. მაჩვენეთ რა რანაირ ფეხსაცმელს აცმევთ თქვენ შვილებს თორემ ჩემი შვილს ვერაფერს ვაცმევ და ვერაფერს ვარგებ გავგიჟდი უკვე.

Posted by: SRB100 25 Sep 2019, 09:12
fleurs
ვერბოდეს ფირმა მეც გამიგია, ჩემს შვილს ჩამოუტანეს საფრანგეთიდან ძალიან ბევრი ფეხიანი ბარხატის ბოდეები და ძალიან კარგი ხარისხის იყო.
ოფიციალური საიტიდან გამოწერა საქართველოში შეიძლება თუ იცი?

Posted by: მზე 25 Sep 2019, 10:56
google1
QUOTE
Reima არ ვიცი არაფერი მქონია, მაგრამ 600 ლარი თუ ღირს აქ კომბინეზონი, ცუდი რატომ უნდა იყოს

უი აქაც იყიდება? 35 ევროდ იყო და ისეთი ლამაზი მარა ნიას ზომა არა sad.gif

QUOTE
ეგრე ვიფიქრე მეც, მაგრამ იმდენი ხანი იყო კიდევ, ხან ეწერა სხვის კალათშიაო, მერე აღარ ეწერა, მომეშალა ნერვები ) საბოლოოდ ისევ დევს ერთი მოდელი ახლაც, ოღონდ 2 ევრო რომ ღირდა,ახლა 34 ღირს. რა მაფიაა ვერ გავიგე.

ძალიან ნერვების მომშლელია გეთანხმები. მასე იციან ისე.
მე რო ნიას ფეხსაცმელები გამოვუწერე ბიომექანიქსის ჯერ 39.99-ად იდო. მერე 35-ად, მერე 24-ად დავიჭირე და გამოვწერე. ეხლა ისევ 39.99
სულ უნდა ამოწმო რა.

Karavadjo
აუ ცოდო :შ დღეს როგორაა?

fleurs
ვაა ჩავუჯდე აბა.
კიდე რაიმე თუ იცი მსგავსი მომეცი ნაკოლი biggrin.gif

წელს მაზერქეამ გადაგვაგდო :|

Dark_Sky
ეს ცხელ საჭმელშიც გამოიყენება?

Posted by: Karavadjo 25 Sep 2019, 11:07
sichiko
sichiko
კბილებით წვდება და იქავებს, სულ დაწყლულებული აქვს და სველი იმ სითხისგან.. ექიმთან პირველზე ვართ დაბადებულები, ვნახოთ.

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 11:17
Dark_Sky
ზეითუნის ზეთს მიყავს სხვა გემოსკენ საკვები, იმიტომ რომ სპეციფიკური გემო აქვს, კარაქი ნეიტრალურია. მაგის ჩასხმას მე პირადად სულ უცხიმოს ვაჭმევდი წიწიბურას. მუდმივად ზეთის მოხმარება ყველანაირ საკვებშიც არააა სწორი. გერმანიაში რას ამბობენ მე არ ვიცი,მაგრამ შენს ადგილას, კარგ ნუტრიციოლოგთან აგავივლიდი ამ საკითხს.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 11:45
Perseus12
შენ რა აზრის ხარ კარაქზე?

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 11:49
მზე
ფაფაშიც ვუშვები, სუპსაც კარაქზე ვუკეთებ, კარაქიან პურსაც ვაჭმევ. რცხილაძე გერმანიაში მოღვაწეობდა და არ მსმენია ეთქვას კარაქი ამოიღეთო.

Posted by: pearlgirl 25 Sep 2019, 12:06
მზე
QUOTE
რცხილაძე გერმანიაში მოღვაწეობდა და არ მსმენია ეთქვას კარაქი ამოიღეთო.

ეს გარკვეული მაქვს მრჩეველში და სწორია,
თანაც ბავშვთა კვების მიღებულ ნორმებს თუ გადავხედავთ. ანუ 2 წლამდე მაღალ პროცენტიანი რძის პროდუქტები და ცხოველური ცხიმი (კარაქი) აუცილებელია. 2 წლის ზემოთ გადავდივართ low fat რძის პროდუქტებზე. და კარაქს რაც შეეხება უბრალოს გამოყენების სიხშირი იზღუდება, მცენარეული ზეთიც ხომ არის კვებაში? ესეც საჭიროა და აუცილებელი. კარაქის ჩანაცვლება ყოველდღიურობაში შეიძლება მაღალი ხარისხის სპრედებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მე პირადად ვერ მოვიპოვე. ამიტომ მრჩეველს რომ ვკითხე ჩემი შვილის კვების რაციონიდან გამომდინარე (რძის პროდუქტს არ მიირთმევს, ფაფებს არ მიირთმევს, მხოლოდ წიწიბურას ჭამს) მითხრეს რომ პატარა კარაქით წიწიბურა შეიძლება ჩვეულებრივად.Dark_Sky არ ვიცი წინა გვერდებზე რას წერდით მაგრამ კარაქი არაა აკრძალული პირიქით 2 წლამდე კვებაში აუცილებელია. რაც შეეხება ზეითუნის ზეთს, შესაწვავს თუ ხმარობთ და ჭამს ბავშვი გააგრძელეთ რა პრობლემაა. და ისე სიმინდის და მზესუმზირის ზეთიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. არის ქართულ ბაზარზზე კარგი ზეთები.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 12:40
pearlgirl
Perseus12
დიდი მადლობა გოგოებო.
ცოტა კარაქს ვუშვები მეც. დიდად ბევრს არა :|

და აკი 2 წლამდე შემწვარი არ ვარგაო? კი ვაჭმევ მარა იშვიათად.

Posted by: google1 25 Sep 2019, 12:52
ხერხეულიძესთან დამყავს კვებაზე და კარაქი სუპებში გვირჩია, ძალიან ცოტას ფაფაშიც ვუმატებ გემოსთვის. ვალიოს ვყიდულობ, უკეთესი თუ იცით რომელიმე დაწერეთ რაა
ზეთს თავისებურ გემოზე მიჰყავს ნამდვილად.

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 12:55
google1
ვილა ბლანკას ვახმარდი მე და მაგასაც მიყავს თავის გემოზე, თანაც ეგ საბავშვოა და არასაბავშვოს უფრო მიჰყავს.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 13:03
google1
უი მე მეგონა პრეზიდენტი იყო კარგი. ვალიო ჯობია?

Posted by: Fallen Angie 25 Sep 2019, 13:26
მზე
ეგ პრეზიდენტი ნერვებს მიშლის საშინლად ))) ძაან მაგარია და ძლივს ვუსვამ

Posted by: pearlgirl 25 Sep 2019, 14:03
მზე
QUOTE
და აკი 2 წლამდე შემწვარი არ ვარგაო? კი ვაჭმევ მარა იშვიათად.

1 წლიდან საერთო სუფრაზე გადადის ბავშვი. შემწვარიც იგულისხმება, გიჟივით სულ შემწვარს ხო არ ვაჭმევთ არა? ყიყლიყო, ერბოკვერცხი, კატლეტი და ასე შემდეგ.

Posted by: google1 25 Sep 2019, 14:04
მზე
პრეზიდენტს კარაქის გემოს მე ვერ ვატან თუ მეჩვენება არ ვიცი. ვალიო უფრო მომწონს გემოთი, თუმცა ექიმისგან ან სხვა კომპეტენტური პირისგან არ მიმიღია ინფორმაცია და მეც მაინტერესებს.

Posted by: pearlgirl 25 Sep 2019, 14:10
მზე
QUOTE
უი მე მეგონა პრეზიდენტი იყო კარგი. ვალიო ჯობია?

ორივე კარგია, მე ვანაცვლებ მაგალითად მაგ ორს.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 15:07
pearlgirl
QUOTE
1 წლიდან საერთო სუფრაზე გადადის ბავშვი. შემწვარიც იგულისხმება, გიჟივით სულ შემწვარს ხო არ ვაჭმევთ არა? ყიყლიყო, ერბოკვერცხი, კატლეტი და ასე შემდეგ.

აჰა კაი ანუ შეიძლება.
თორე დავიზმენდი რაღაც ვაჭამო ვეღარ ვხვდები :|

pearlgirl
QUOTE
ორივე კარგია, მე ვანაცვლებ მაგალითად მაგ ორს.

ოკი, მადლობა bis.gif

google1
მე საერთOდ ვერ ვიტან კარაქს, გემოს თუ ვგრძნობ ცუდად ვხვდები biggrin.gif ამიტომ ვერ ვერკვევი, ჩემს საჭმელში სულ მინიმალურია ხოლმე user.gif

Fallen Angie
QUOTE
ეგ პრეზიდენტი ნერვებს მიშლის საშინლად ))) ძაან მაგარია და ძლივს ვუსვამ

საყინულეში ინახავს? ამას ეწერა 2-8 გრადუსიო და ისე მაცივარში დავდე :|

Perseus12
შემდეგში ვცდი მეც მაგ ზეთს yes.gif

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 15:32
არ დამცინოთ ახლა და მე კარაქებს უკვე ვყიდულობ აქციით, ამას წინათ ფრესკოში იყო 5.49 ღირდა პრეზიდენტი, ვეცი 2 ვიყიდე, ნუ კარგებს ვგულისხმობ, თორემ ადრე სლ სანტინოს 82.5%-იან ვყიდულობდი და 8 ლარამდე ღირს უკვე, თავიდან 4 ღირდა. ჰოდა თან ჩემთან კარაქი იჭმევა 2 დღეში, ჩემ ქმარს უყვარს ძალიან კარაქიანიპური ჩაისთან და კი არ ისვამს, იჭრის და იდებს, ჰოდა ვუსადკავებ აქციებს :დ:დ

Posted by: pearlgirl 25 Sep 2019, 15:47
Perseus12
QUOTE
არ დამცინოთ ახლა და მე კარაქებს უკვე ვყიდულობ აქციით,

რა დაგცინო? smile.gif))))
გუდვილში რემონტია ჩემთან და კვირას ნიკორაში გავედი ვალიო 10 ლარამდე ღირს მანდ და პრეზიდენტი 8 და რაღაცა ლარამდე, ხოდა შიგ ხო არ გაქვთთქო და არ დამეზარა კარფური გახსნეს ნუცუბიძეზე და იქ ავედი. აქციაში იყო პრეზიდენტი 4.99 ლარად. ვიყიდე და მოვედი სახლში ბედნიერი და კმაყოფილი smile.gif
რა არის დასაცინი საქართველოში რო ცხოვრობ ადამიანი :/

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 15:59
pearlgirl
ნიკორაც მაქვს წინ, ერთხელ არ შემისუნია, მანდ სააქციოდ რა ფასებიც ადევს, ფრესკოში არასააქციოდ ღირს ხოლმე ჩვეულებრივ.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 16:07
რა არის დასაცინი rolleyes.gif
შეძლებისდაგვარად ყველაფერს ფასდაკლებაზე ვყიდულობ მეც rolleyes.gif

პროსტა ჩემს სახლთან აგროჰაბის მეტი არაფერი არ არის sad.gif
კი ვეზიდები ხოლმე ხანადხან სამსახურის მიმდებარე ტერიტორიებიდან მაგრამ სულ არ გამოდის :|
ყველაფერი ძვირია აგროჰაბში :|

* * *
აუ გოგოებო, კარგი დერმატოლოგი არ იცით? ვინ არის საუკეთესო?

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 16:11
მზე
მე მირჩეის ცირა ლეონიძე, სალომე მყავდა ამას წინათ და კმაყოფილი დავრჩი. რესპუბლიკურშია.

Posted by: მზე 25 Sep 2019, 16:17
Perseus12
მადლობა. ბავშვთა დერმატოლოგი არ არის ხო? (თუ არსებობს ეგეთი რამე რავიცი biggrin.gif)
დედაჩემისთვის მინდა
ვეტყვი მაინც

Posted by: Perseus12 25 Sep 2019, 16:22
მზე
დიდებისაცაა და ბავშვებისაც. რესპუბლიკურის ნომერზე რეკავ და ეწერები, რიგებია და სდღაც 10 დღე უნდა იგულისხმო.

Posted by: Dark_Sky 25 Sep 2019, 17:06
მზე
თეფზე რომ გადმოვიღებ მერე ვასხავ2 ჩ/კ

Perseus12
ნუ შენ ალბათ არ გიყვარს ზეითუნის გემო და ინიტომ ფიქრობ რომ გემოს შეცვლა პრობლემაა, შეუცვალოს მერე რამოხდა თუ ბავშვს მოსწონს მთავარია სასარგებლო იყოს.

კარაქი ჩვენთან ყველას გვიყვარს მეც და ჩემ ქმარსაც ყველაფერს შემიძლია გავუკეთო და გულიც მწყდებოდა რომ არ ვაძლევ ბავშვს. პრეზიდებტის კარაქს უკან რომ შავი ხაზი აქვს ეგ რას ნიშნავს იცით?
კვირაში 2 ჯერ წწიწილას 2 საქონლის ხორცს და 1 თევს იღებს ხან 2 თევზს და სულ ყველაფერი მცენარეული ცხიმით რანაირად გამოდის?

წიწიბურას ყველსაც ვახეხავ ხოლმე სანებოს სანტესას ისეთი ცხიმიანია ეგ ყველი რო რავი კიდე ბევრი რამოსგან იღებს ცხოველურ ცხის ბუნებრივად და ხელოვნურად ვთქვათ და ასე აუცილებელია?

თუმცა უნდა გავარკვიო კიდევ ერთხელ , მე დიდი სურვილი მაქვს ვაჭამო ყველაფერი იმდენად გემრიელი გამოდის კარაქით.
pearlgirl

Posted by: fleurs 25 Sep 2019, 21:56
SRB100
ამანათს იწერ გადამზიდის მისამართზე და ნათ ჩამოაქვთ შემდეგ საქართველოში.60 ევროსი უნდა იყოს შეკვეთა უფასოდ რომ მიიტანონ .საქართ. გამოგზავნა მგონი 7 ევრო კილო

Posted by: google1 25 Sep 2019, 22:11
ჩემი გოგო 11 თვის ხდება და არცერთი კიჭი არ აქვს, ხომ არ გადავუმოწმო კალცი ან დე ვიტამინი? ვის პატარასაც გვიან ამოუვიდა, რას გეუბნებოდათ ექიმი? სამი-ოთხი თვიდან გადიებული აქვს ღრძილები და გადაღრღნა ყველაფერი, არ დაადგა საშველი.
რას აჭმევდით ამ ასაკში, ძალიან მობეზრდა ფაფები როგორც ვატყობ, ფრისო საერთოდ შეიჯავრა sad.gif მომიწევს წაყვანა ექიმთან, არადა წლამდე აღარ დაგვიბარა.

Posted by: Dark_Sky 25 Sep 2019, 22:27
1.4 ის ხდება და არც ამას არ აქვს არ ამოსდის ცოცხალი ტავით, ანალიზები ნორმაშია. მარა მაინც დაუნიშნა კალცი და ეხლა უნდა დავაწყებინმო ხვალიდან.

google1

შემთხვევით წავაწყდი ეხლა
https://www.facebook.com/266131756744994/posts/2902540663104077?sfns=mo ))

user posted image

Posted by: pearlgirl 26 Sep 2019, 09:16
მზე
QUOTE
აუ გოგოებო, კარგი დერმატოლოგი არ იცით? ვინ არის საუკეთესო?

ეგეთი არ არსებობს biggrin.gif
* * *
QUOTE
პრეზიდებტის კარაქს უკან რომ შავი ხაზი აქვს ეგ რას ნიშნავს იცით?

Dark_Sky
რას?

https://www.unicef.org/georgia/media/1031/file/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98.pdf
ზოგადად ეს გაიდლაინი ვიცოდეთ ყველამ.

Posted by: მზე 26 Sep 2019, 10:28
pearlgirl
QUOTE
ზოგადად ეს გაიდლაინი ვიცოდეთ ყველამ.

love.gif
გადავხედავ yes.gif

pearlgirl
QUOTE
ეგეთი არ არსებობს

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Perseus12 26 Sep 2019, 10:39
Dark_Sky
ეგ შავი ხაზი არაფერს არ ნიშნავს, ისევ როგორც არაფერს ნიშნავს კბილის პასტებზე დატანილი, შავი, წითელი ან ლურჯი ხაზები. ზეითუნი იყვარს იმასთან რასაც უხბევა, ხომ არის რომ ზოგი გემო ერთმანეთს არ უხდება, ამ პრინციპით იყენებენ სუნელებს და ადგენენ რეცეპტებს. შენ თქვი რომ საზიზღრობებს უკეთებენ კარაქს და მაშინ მეტი კონკტეტიკაა საჭირო.

Posted by: sichiko 26 Sep 2019, 11:06
Dark_Sky

კარაქზე არ ვიცი რატომ არის ასეთი ამბავი მე პედიატრმა მითხრა მიეცი კარაქიო, ხოდა ბევრს არა მაგრამ ეს ბოლო დღეებია რამოდენიმე ლუკმას მშვენივრად ჭამს კარაქიან პურს. ისე აქ წლიდან არაქისის კარაქს რთავენ რაციონში რაც ჩემმა შვილმა არ გაიკარა.

——

გოგობო პირველზე არაფერი მსგავსი და ახლა ვამჩნევ სახეზე შავ წერტილებს ე.წ პიგმენტურ ლაქებს, დამრჩება თუ გადამივლს მშობიარობის მერე? თუ გქონიათ და რით ვუშველო ?

Posted by: pearlgirl 26 Sep 2019, 12:21
მზე
Perseus12
sichiko
Dark_Sky
2 წლამდე კარაქი ჩვეულებრივად (ანუ აქ კატეგორიულად უნდა მისცე არ იგულისხმება, უბრალოდ არ უნდა გეშინოდეს, დაშვებულია, შეიძლება)
2 წლის ზევით იზღუდება თხლად გადასმული პურზე ისიც არა ყოველდღიურად, და ნუ ფაფაშიც მცირე.
2 წლის ზევით კარაქის მაგივრად შეიძლება მაღალხარისხიანი სპრედების გამოყენებაა! რაც თბილისში არ იშოვება, თუ ვინმე იშოვით გამაგებინეთ. ევროპროდუქტში ადრე რო ვიკითხე არ ჰქონდათ, ეხლა თუ აქვთ არ ვიცი. ევროპაში და აშშ-ში არის ნაირნაირი ხარისხიანები.

Posted by: Perseus12 26 Sep 2019, 12:22
pearlgirl
შეზღუდვის მიზეზად რა სახელდება? ჯორჯიტაშიც არ იყო?

Posted by: მზე 26 Sep 2019, 12:35
pearlgirl
მადლობა.
სპრედი რა არის? :მეჩლუნგი: user.gif
QUOTE
2 წლის ზევით იზღუდება თხლად გადასმული პურზე ისიც არა ყოველდღიურად, და ნუ ფაფაშიც მცირე.

ეს ვერ მივხვდი, ანუ 2 წლის მერე თუ მივცემთ კარაქიან პურს, ცოტა უნდა ესვას და ყოველდღიურად არ უნდა მივცეთ, ხო?
და 2 წლამდე შეიძლება კარგად ესვას და ყოველდღიურად?

Posted by: Perseus12 26 Sep 2019, 12:40
მზე
სპრედი არის ნაღებთან ერთად შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები რომ ურევია, მაგრამ არა ტრანსცხიმები, როგორც მარგარინშია. შეფუთვაზე პროცენტულობა რომ აწერია, ნიშნავს მაგას, რაც მეტია, მით მეტია ნაღები.

Posted by: Neno_ 26 Sep 2019, 12:41
მზე
QUOTE
ს ვერ მივხვდი, ანუ 2 წლის მერე თუ მივცემთ კარაქიან პურს, ცოტა უნდა ესვას და ყოველდღიურად არ უნდა მივცეთ, ხო?
და 2 წლამდე შეიძლება კარგად ესვას და ყოველდღიურად?

givi.gif

რა თავსატეხი გაგიჩენია )))


ბევრი იმიტომ არ შეიძლება რომ ქოლესტერინს წევს მგონი სისხლში და ზოგადად ბევრი ცხიმი ხო არ ვარგაო ამბობენ. მარა ბავშვის საბაზისო საკვები მგონია მე კარაქიანი პური biggrin.gif

მეც ვგიჟდები კარაქზე, რაღა დავმალო..ჩემი შვილებიც და ვაჭმევ კიდეც. ძირითადად პრეზიდენტს და არც მე ვმაზავ თუ ფასდაკლებას გადავაწყდი კი არა, ნეტა ხშირად იყოს )) კარფურში იყო ამ ბოლო დროს 400 გრამიანები 12 ლარად და კილოიანები 24 ად. 400 იანები ვიყიდე უკვე ორჯერ, გაგრძელდა ფასდაკლება..

Posted by: Dark_Sky 26 Sep 2019, 12:58
pearlgirl
QUOTE
Dark_Sky
რას?

https://www.unicef.org/georgia/media/1031/f...9C%E1%83%98.pdf
ზოგადად ეს გაიდლაინი ვიცოდეთ ყველამ.


არ ვიცი ვიკითხე


Perseus12
QUOTE
Dark_Sky
ეგ შავი ხაზი არაფერს არ ნიშნავს, ისევ როგორც არაფერს ნიშნავს კბილის პასტებზე დატანილი, შავი, წითელი ან ლურჯი ხაზები. ზეითუნი იყვარს იმასთან რასაც უხბევა, ხომ არის რომ ზოგი გემო ერთმანეთს არ უხდება, ამ პრინციპით იყენებენ სუნელებს და ადგენენ რეცეპტებს. შენ თქვი რომ საზიზღრობებს უკეთებენ კარაქს და მაშინ მეტი კონკტეტიკაა საჭირო.



საკვებზე არვიცი ვიკითხე და კბილის პასტებზე შორენა წიკლაურმა (ლარინგოლოგმა) ამიხსნა მაგ ხაზების მნიშვნელობაზე, არადა ვენდობოდი ვენდობოდი მაგ გოგოს.

pearlgirl
რათქმაუნდა შეიძლება მცირე და იშვიათად ისეთი რაუნდა ჭამო რომ გავნოს აი ჩვენ ბავშვობაში კარაქიანი პურით გვტენიდნენ ყოველ დილით თაფლთან და ჩითან ერთად და კიდევ მამიდაჩწმი თავის შვილიშვილებს იმდენ კარაქს აძლევდა რომ მახსენდება :დ მერე გავიგე კარაქზე ეგ ამბავი და მეც გაოცებული ვიყავი.

ზოგადად მილიონი რამეა რაზეც ამბობენ არ ვარგა ჯანმრთელობისთვის, სინამდვილეში არავინ იცის ვის რა ავნებს. სიგარეტის არიყოს, ზოგი ეწევა და 97 წლამდე ცოცხლობს ზოგი ჯანმრთელად ცხოვრობს და მაინც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება თუმცა ფაქტია ამ ქვეყანას რაღაც სსჭირს, უამრივი ავადმყოფია და უამრავი ცუდი ამბავი ამ მხრივ, არვიცი რატომ პატარა ქვეყანა რომ არის და ყველა ყველას იცნობს? ნათესავები გადმოვიდნენ ნორვეგიიდან და გუშინ ბავშვი დედამისთან მივიდა და ეკითხება, დედა აქ ყველა ავად რატომ არის და ყველა რატომ კვდებაო?. სკოლაში იმდენი ბავშვის დედაზე გაიგო ცუდათ არისო ბავშვი საგონებელში ჩავარდა, ყველაფერი, ჰაერი საკვები ძალიან უკონტროლოა მე მართლა ძალიან შეშინებული ვარ

Posted by: Utopian 26 Sep 2019, 12:59
მე ვაჭმევ ფაფებს და წიწიბურას კარაქით. პედიატრსაც არ აუკრძალავს. რა თქმა უნდა, ზომიერად
ზეთებიდან სიმინდის ზეთს ვიყენებ

ჩემი აზრითა და გემოვნებით ზეითუნი სალათების გარდა არაფერს უხდება. არც ბავშვს მოსწონს ამიტომ არ ვაძალებ


სანტეს წითელ ნაღების კარაქზე რა აზრის ხართ?

Posted by: google1 26 Sep 2019, 13:25
QUOTE
საკვებზე არვიცი ვიკითხე და კბილის პასტებზე შორენა წიკლაურმა (ლარინგოლოგმა) ამიხსნა მაგ ხაზების მნიშვნელობაზე

ძალიან მიკვირს საიდან დაიწყო და ტირაჟირება რატომ გაუკეთეს ამ უაზრობას. ჩვეულებრივი ტექნოლოგიური პროცესისთვის საჭირო რამაა ამ ხაზების დატანა. რამეს მართლა რომ ნიშნავდეს, ვინ დაახატავდა ზედ ჩვენი პროდუქცია არ ვარგაო.

Posted by: pearlgirl 26 Sep 2019, 14:12
Perseus12
QUOTE
შეზღუდვის მიზეზად რა სახელდება?

ნაჯერი და უჯერი ცხიმების პონტში. ანუ 2 წლამდე ორგანიზმს სჭირდება ცხოველური ანუ უჯერი ცხიმი და 2 წლიდან უკვე უნდა შეამცირო, ასე ამბობს ააპ-იც და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. რძის პროდუქტებიც თუ ურწლამდე მაღალპროცენტულია რეკომენდირებული 2 წლის მერე დაბალპროცენტული. გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, სიმსუქნის თავიდან აცილების მიზნით.



Posted by: Dark_Sky 26 Sep 2019, 14:54
google1
მაგ ლოგიკით ყველა დააწერს თავის პროდუქტს ბიოს ან შემადგენლობაში არ დაწერს იმას რაც არ აწყობს მაგრამ ამას კანონი არეგულირებს განვითარებულ ქვეყნებში რათქმაუნდა, მაგრამ რომ მოგატყუო დავინტერესდი გავერკვიეთქო არა. უბრალოდ ისეთმა ექიმმა ამიხსნა ვისაც ვენდობი და არც დროს ჩამორჩენილი მგონია
* * *
მზე
ეხლა მყავდა მედიქლაბში დერმატოლოგთან სოსო ქვია გვარი არ მახსოვს :/ დააყარა ძალიან ერთ ადგილას . შეხედა მაზი გამოუწერა და 2 დღეში აულაგდა. მგონი კაი უნდა იყოს ))

Posted by: Perseus12 26 Sep 2019, 17:08
pearlgirl
ჰო, მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ მაინც ვიკითხე smile.gif ამერიკას სიმსუქნის ისეთი პრობლემა აქვს, გამიკვირდებოდა კიდეც ასეთი რეკომენდაცია რომ არ გაეცა, უი ფასთ ფუდებს კრძალავენო წავიკითხე, უტოპიურად მეჩვენება მაგის რეალიზება.

Posted by: google1 26 Sep 2019, 23:34
Dark_Sky
შემადგენლობის შეფუთვაზე სრულად დატანა სავალდებულოა მწარმოებლისთვის, ბიოსაც ვერ დააწერს თუ არ არის ბიო. მაგრამ ხაზის ფერი თუ რაიმეს აღნიშნავს, მაშინ ოფიციალურად უნდა არსებობდეს ამ ფერების განმარტებებიც. მე თავიდანვე დავინტერესდი და არანაირად დასტურდება, ამ ხაზებს ჰქვია ე.წ. eye marks და წარმოების პროცესში გამოიყენება:
A graphic which has circulated online for years attempts to explain the colored squares which appear on tubes of various products. It is claimed that different colored squares on tube packaging indicates the chemical content of the product.
IT’S NOT TRUE.
Squares printed on tubes are called “eye marks” and used in the manufacturing process.
In reality, squares found printed on tubes are merely marks used in the manufacturing process. They are referred to as “eye marks” and are read by a sensor in order to detect and align squeeze tubes.
Typically the color of the square is also a color of something else being printed on that side of the tube. Tubes of Crest toothpaste, for example, often have blue writing and matching blue eye marks on the back of the product.

Posted by: sichiko 27 Sep 2019, 00:18
QUOTE (Dark_Sky @ 26 Sep 2019, 12:58 )


ზოგადად მილიონი რამეა რაზეც ამბობენ არ ვარგა ჯანმრთელობისთვის, სინამდვილეში არავინ იცის ვის რა ავნებს. სიგარეტის არიყოს, ზოგი ეწევა და 97 წლამდე ცოცხლობს ზოგი ჯანმრთელად ცხოვრობს და მაინც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება თუმცა ფაქტია ამ ქვეყანას რაღაც სსჭირს, უამრივი ავადმყოფია და უამრავი ცუდი ამბავი ამ მხრივ, არვიცი რატომ პატარა ქვეყანა რომ არის და ყველა ყველას იცნობს? ნათესავები გადმოვიდნენ ნორვეგიიდან და გუშინ ბავშვი დედამისთან მივიდა და ეკითხება, დედა აქ ყველა ავად რატომ არის და ყველა რატომ კვდებაო?. სკოლაში იმდენი ბავშვის დედაზე გაიგო ცუდათ არისო ბავშვი საგონებელში ჩავარდა, ყველაფერი, ჰაერი საკვები ძალიან უკონტროლოა მე მართლა ძალიან შეშინებული ვარ

მეც საქართველოდან ისეთი დათრგუნილი ჩამოვედი და ვუთხარი აქ პედიატრს მინდა ყველაფრის გსმოკვლევა თქო, გაუკვირდა რატომო, ჩემ ქვეყანაში ისეთები ხდება თქო , პატარა ბავშვები კარგად არიან და უცებ არსაიდან ჩნდება უკურნებელი დაავადებები თქო და გაუკვირდა , ასეთ პატარა ქვეყანაში პირიქით ჯანსაღი უნდა იყოს ყველაფერიო. ჯანსაღი კიარა მოწამლულია მართლაც ყველაფერი... მოვატყუე ჭიებივით შევამჩნიე თქო და ჯერ განავლის ანალიზი გავუკეთე. ყელი ტკიოდა და სურდო ქონდა სისხლის ანალიზს აზრი არ აქვს რამე ცვლილება რომ იყოს მერე მაგაზე უნდა ინერვიულო მერე გავუკეთოთ თუ ასე გინდაო. თვალების ტრიალზეც ვუთხარი და გამიშვა ნერვოპათოლოგთან. მოკლედ ვითრგუნები ყველაფრისგან და ჩემ ოჯახზე გადმომაქვს...

* * *
ხაზის ფერი არ ვიცი და აქ ციფრების მიხედვით ისაზღვრება პროდუქტის ( ხილბოსტანი მაგალითად) სიკარგე, 9 იანით დაწყებული შტრიხკოდი ყველა ორგანიკია, 4 -იანით დაწყებული კარგი და 3 იანით რაც იწყება მეტად გაჯერებული ქიმიური დანამატებით, ამიტომ 3 იანით დაწყებულს არავინ ყიდულობს. ასევეა ხორცზე და რძის პროდუქტებზე ფრეშ და ორგანიკ აწერია ყველაფერს. ფასშიც ამ მხრივ საკმაოდ სხვაობაა. დიდ სუპერმარკეტებში და კარგ მაღაზიებში 3 იანით დაწყებული არაფერი იყიდება, მხოლოდ ჩინელ-მექსიკელებთან უბნის მაღაზიებში.

Posted by: takotatuli1989 27 Sep 2019, 01:01
ზეითუნზე წერდით, რაც დამატებით კვებაზეა და რადაც აფთიაქისას არ ჭამს ზეითუნს ვამატებ რო ვუმზადებ. 2 წლის ხდება და შემწვარი ჯვერცხი არ მიჭმევია. ჩვენ თუ შევიწვავთ კარტოფილს და მოვა და შეგვიჭამს ეგაა. ერთხელ ჭამა ყიყლიყო ეგრე ჩვენთვის შემწვარი. 2 წლიდან ჩვეულებრივ კვებაზე გადავიყვან. ვალიოსაც ვუგდებ ფაფებში რადგან ურძეოებს ჭამს მარტო. ყველაზე იაფად კარფურში ვყიდულობ ვალიოს. რატომღაც აცრილი ვარ შემწვარზე მარა ბაღში რო მივა ხო უნდა ჭამოს ყველაფერი და მომიწევს გადავიყვანო ჩვეულებრივ კვებაზე.

Posted by: Dark_Sky 27 Sep 2019, 02:07
sichiko
აუ ანუ აქ რომ ბანანს ვყიდულობ დოლე 3 იანით იწყება sad.gif აღარ ვაჭმევ sad.gif აქ წესიერი ბანანი არ შემოდის. აი მითხაარი რაუნდა გააკეთოს ადამიანმა, არჩევანის საშუალებაც არ არის, ასე პერსონალურად უნდა არკვიოს ყველამ რა ჭამოს და რაარა, სახელმწიფო რას აკეტებს ამ დროს. რამოხდება 1 ეგეტი მარაზია აქაც გვქონდეს შეხვიდე და იყიდო იმედიანად, 1 საათი შემადგენლობას ვეცნობი, ეს აგროჰაბი ნამდვილი სიაფანტია :/ მხოლოდ გაბერილი ფასებით

მერე კიდევ სამშენებლო მასალები ეხლა ეს ჰიგიენური საშუალებეი ტანსაცმელი, რაუნდა ქნა, მე რომ გაქცევა მინდა ვიცი ))

Posted by: Fallen Angie 27 Sep 2019, 09:54
google1
QUOTE
ჩემი გოგო 11 თვის ხდება და არცერთი კიჭი არ აქვს, ხომ არ გადავუმოწმო კალცი ან დე ვიტამინი? ვის პატარასაც გვიან ამოუვიდა, რას გეუბნებოდათ ექიმი? სამი-ოთხი თვიდან გადიებული აქვს ღრძილები და გადაღრღნა ყველაფერი, არ დაადგა საშველი.

ორივეს გვიან ამოუვიდათ ჩემებს. უფროსს სადღაც 1 წლისას ამოუვიდა და ნიაც უკვე 11 თვის იყო ქვედები რომ გამოჩნდა.
მერე ერთბაშად ამოვა სოკოებივით, არაა საგანგაშო, არც პედიატრს უთქვამს რამე.

Posted by: Perseus12 27 Sep 2019, 10:11
google1
ჩვენდა სამწუხაროთ საქართველოში ასეა, რომ თუ შემადგენლობაში რაღაც რაოდენობაზე ნაკლებია კონკრეტული ინგრედიენტი, მწარმოებელს უფლება აქვს არ შეიტანოს ჩამონათვალში. მე მაქვს ალერგია სოიოზე, მივირთვი მარშეს პელმენი, მანამდე წავიკითხე დეტალურად, ჰოდა ისეთი რეაქცია მომცა სოიომ, აი ძაან გამიმართლა, რომ გადავრჩი. გავაშანშალე წერილი მომხმარებელ ჯიზე, წაიღეს შესამოწმებლად, იმ საქონლის პელმენში მართლა აღმოჩნდა სოიო, იდეაში აღმოჩნდა კი არა სოიოსებია ეგენი ყველა, მარტო ბოკოლაშია ხორცი, ჰოდა დასკვნა რომ დაიდო მერე დაიწყო ჩემი ონლაინ ბულინგი გუდვილის წარმოების მენეჯერის მხრიდან, რომ თურმე მე ვარ მოგზავნილი სხვა კომპანიის მიერი და საერთოდაც, რომ სოიო სასარგებლოა და ბლა ბლა.

Posted by: NiniaG 27 Sep 2019, 10:13
QUOTE
ჩემი გოგო 11 თვის ხდება და არცერთი კიჭი არ აქვს

ჩემი 9,5 თვის იყო პირველი კბილი რომ ამოუვიდა.
Fallen Angie
QUOTE
მერე ერთბაშად ამოვა სოკოებივით

ასეა ჩემიც, ოთხი კბილი აქვს და ოთხი ამოსდის კიდევ ერთდროულად
ხოდა ამ კბილების ამოსვლას დავაბრალო უმადობა? მე მგონია პირველი კბილები იწვევს უმადობას და მერე აღართქო sad.gif

Posted by: takotatuli1989 27 Sep 2019, 10:15
გოგოებო რჩევებს მივიღებ საფენის გადაჩვრვაზე. 23 თვის ხდება უკვე თოჯინას ასმევს წყაკს და ფისებს აქნევინებს ქოთანში ანუ იცის რისთვისაცაა. თვითონაც ჯდრბა ფის ფის იტყვის და ეგრევე დგება. გუშინ გავხადე საღამოს პამპერსი და 3 საათში 4 ჯერ ჩააფსა. გადაყენებას ვახერხებ მხოლოდ 1 წუთით მერე ჩხუბობს ძალიან. იმხელაა უკვე ერთ ჩაფსმაში ავსებს პამპერსს და რამე მირჩიეთ როგორ მიაჩვიეთ თქვენ. არ მეუბნება წინასწარ არანაირად არ მანიშნებს :/

Posted by: Perseus12 27 Sep 2019, 10:40
takotatuli1989
2 წელს რომ გადაცდება მერე დაიწყეთ, დიდი სხვაობაა იმ 2 თვეშიც.

Posted by: merkantil 27 Sep 2019, 12:43
Neno_
გოგო როისღაც მოწერილ პოსტზე ეხლა გიპასუხებ ოკ? biggrin.gif

კარგად ვართ, მეღსი 2kiss.gif
კი ვმუშაობდი, მაგრამ ვერ გავქაჩე ყველაფერი ერთად და დავანებე იმ სამსახურს, ეხლა სახლიდან ვმუშაობ. უფროსს ჭირდება ბევრი დრო, დევნა და თავდაყირა ვიდექი vis.gif
შენ ვსიო გადაწყვიტე და თბილისში უნდა დასახლდე, ქმარიც?


კარაქს რაც შეეხება, ჩვენც გვიყვარს და კვებაშიც რეკომენდირებულია, რავი...
ამერიკელებს ეშინოდეთ, თორე ფრანგებს რა გაასუქებთ lol.gif ქართველებს კარაქი კი არა, პური ასუქებთ.
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ვერ წარმომიდგენია,რომ ჩემი შვილები გასუქდნენ biggrin.gif

Posted by: google1 27 Sep 2019, 13:01
Perseus12
საქართველოში მომხმარებლის უფლებები ვის ახსოვს, ან თუ იციან საერთოდ რომ უფლებები გვაქვს. სახელმწიფოს ფეხზე ჰკიდია და მწარმოებელი ან შემომტანი რატომ შეიწუხებს თავს sad.gif

Posted by: Fallen Angie 27 Sep 2019, 14:33
NiniaG
QUOTE
ხოდა ამ კბილების ამოსვლას დავაბრალო უმადობა? მე მგონია პირველი კბილები იწვევს უმადობას და მერე აღართქო

შეიძლება ისე, აუ რავიცი მე რო უკანა კბილები ამომდის, სიბრძნის კბილებს რო ვეძახით, ვკვდები ისე მტკივა სანამ ამოჭრის და ამათ აწუხებთ აბა რა.
პირველები უფრო ადვილია, პატარა და თხელი კბილებია, მერე უფრო დიდები მოდის.

Posted by: cvanca 27 Sep 2019, 15:55
NiniaG
ყველა კბილზე ჰქონდა უმადობა. ორი კვირით ადრე დაეწყო, ზოგჯერ ჭამდა ზოგჯერ არა. ამოჭრამდე 3 დღით ადრე საერთოდ აღარ ჭამდა. ძალიან ცოტა ფაფა და მეტი არაფერი. როგორც კი ამოჭრა, იმ დღიდან დაიწყო ჩვეულებრივად კვება.

Posted by: google1 27 Sep 2019, 17:03
სამი დღეა საერთოდ აღარ ჭამს, იმედია კბილების გამოა და დაადგება საშველი. გუშინ ენდოკრინოლოგთან ვიყავი და დიდი დოზით დამინიშნა დე ვიტამინი, ძალიან დაბალი მაქვს. ბავშვზეც ვკითხე და სამ წლამდე აუცილებელია შესვენების გარეშეო. ივლისიდან შემაწყვეტინა პედიატრმა და მგონი ისევ უნდა დავუწყო, ვკითხავ.

Posted by: მზე 27 Sep 2019, 17:19
google1
მე შესვენების გარეშე ვაძლევ. ასეთი იყო კანკიას ("მრჩეველი") რეკომენდაცია.

Posted by: sichiko 27 Sep 2019, 19:03
Karavadjo

რა ქენით, როგორ არის ბავშვი?

Posted by: takotatuli1989 27 Sep 2019, 19:51
Perseus12
ყოველ ნახევარ საათში შარდავს, გადავირიე ..

Posted by: google1 27 Sep 2019, 22:32
მზე
მეც მრჩეველში ვიყავი ენდოკრინოლოგთან და ალბათ ერთი მიდგომა აქვთ. მგონი სწორია.

Posted by: პატრიცია 29 Sep 2019, 06:05
გამარჯობა
შარშან გრპის ვაქცინაცია თუ გაუკეთეთ თქვენს პატარებს და რამდენად გაგვიწევთ რეკომენდაციას?უფროსი3.5წლისაა.პატარა ეხლა ხდება წლის...მივიღებ ნებისმიერ რჩევას...
ინფლუვაკი შემივიდა და მიმდინარე კვირაში ვგეგმავ აცრას...ვაქსიგრიპი მოვვიანებით შემოდის ხოლმე და ვშისობ მანამდე არ მოასწრონ ვურუსის აკიდება...
გთხოვთ გამოხმაურებას

Posted by: sichiko 29 Sep 2019, 07:53
პატრიცია

მე გავუკეთე და თავადაც გავიკეთე, მარტივად გადაჰქონდა , არ შეხვედრია ძლიერი ვირუსი,საქართველოში რომ იყო მაგ დროს აქაც იყო მსგავსი ვირუსები. წელსაც ვაპირებ გავუკეთო.

Posted by: მზე 29 Sep 2019, 11:23
პატრიცია
პატარას ვაქსიგრიპით ვერ აცრი. 3 წლიდანაა

Posted by: takotatuli1989 29 Sep 2019, 12:15
მოკლეთ მეოთხე დღეა ერთხელაც არ მოფსა ამ ჩემმა გოგომ გადაყენებისას, თან იძახის ფის ფის და 15 წუთითაც რო მყავდეს გადაყენებული არ ფსავს..

Posted by: მზე 29 Sep 2019, 14:38
takotatuli1989
ჰოდა, აცადე 2 წლამდე. რატო წვალობთ? rolleyes.gif

Posted by: Dark_Sky 29 Sep 2019, 15:33
takotatuli1989
რამხელაა? 1.6 მდე აზრი არაქ როგორც ექიმმა ამიხსნა, ვერ ხვდებიან უბრალოდ

Posted by: takotatuli1989 29 Sep 2019, 16:38
Dark_Sky
მზე
წლის და 11 თვის ხდება რამდენიმე დღეში არც თუ ისე პატარაა.

Posted by: Dark_Sky 29 Sep 2019, 17:21
takotatuli1989
კიი აწი შეგიძლია, 1,6 თვიდან რძნობენ თურმე შარდის ბუშტი სავსე რო აქვთ მანამდე ვერა smile.gif))

რამინდა გკითხოთ ვინც სემპერის პიურეებს აძლევთ ბავშვებს, 9-10-11 თვიდან რაც არის ის ალბათ 1.4 ბავშვისთვის არიქნება სათანადოდ ნოყიერი ?

Posted by: მზე 29 Sep 2019, 18:13
Dark_Sky
12-დანაც აქვს.
კი იქნება იმჰო. მე ვაჭმევ ხოლმე.
ადრე 2 ნაწილად ვყოფდი და ეხლა მთLიანად ჭამს ან 2/3-ს ან 3/4-ს

takotatuli1989
მგონი მაინც არაა მზად. რავი შენ უფრო იცი, მე ვაცდიდი კიდე ცოტა ხანს.

Posted by: takotatuli1989 29 Sep 2019, 18:53
Dark_Sky
რა ვიცი წლის ასაკში არც მე და არც ჩემი ქმარი ღამეც კი არ ვიფსავდით. გამომუშავებაზეა ყველაფერი რა. ჩემი თანამშრომლის ბავშვი ჩემჯ გოგოს ხელაა და ბებიამ უაპმპერსოდ გაზარდა თითქმის. ღამე უკეთებდა მარტო და ბავშვს 7 თვისას ტყუილა ეკეთა უკვე პამპერსი დღე.

Posted by: პატრიცია 29 Sep 2019, 20:52
მზე
კიი ვიცი პატარასთვის მხოლოდ ინფლუვაკი შეიძლება ...მაგრამ პირველ რიგში უფროსი მინდა ავცრა...ბაღიდან რაიმე არ აიკიდოს მეშინია..პატარას წლის გეგმიურ აცრებტან ერთად გაუკეთეო რცხილაძემ და ეგრე ვაპირებ,თან ზალიან მეცოდება ერთდროულად სამი ჩხვლეტისთვის...მოკლედ ვერ ჩამოვყალიბებულვარ ბოლომდე რაა...ვინმე თუ უკმაყოფილო ხართ დაწერეთ რააა თქვენი გამოცდილებაა...აცრის ფონზე უფრო იოლად გაუმკლავდით ვირუსებს თუ ვერ იგრძენით რაკმე შეღავათი?

Posted by: Dark_Sky 29 Sep 2019, 21:24
მზე
კი 12 დანაც აქვს და 1,6 იდან მარა 12 იდან რამდენიამეა. 1 ცალს მთლიანად არ ჭამდა? :ო ისედაც ცოტაა 190 გრ
* * *
takotatuli1989
კი მეც ვიცი ეგეთი, 7 თვისა არ იფსავდა მაგრამ რანაირად მოახერხეს ვერ წარმომიდგენია

Posted by: მზე 30 Sep 2019, 10:57
Dark_Sky
არა, რავი არ ჭამდა biggrin.gif თან ისედაც მასე ეწერა ორად გაყავითო rolleyes.gif
ეხლაც ტოვებს ხოლმე.
არადა არ მგონია ცუდი მჭამელი biggrin.gif

პატრიცია
ჰო იცი რო გარანტირებული არ არის. მაგ აცრებში არის ის შტამები, რომლებიც რაღაც გამოთვლებით და დაკვირვებებით დაასკვნეს რომ იქნება გავრცელებული იმ სეზონზე.
შეიძლება დაემთხვას, შეიძლება - არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ნორმალური ექიმი ურჩევს რომ აიცრათ. რცხილაძემაც ეგ გითხრა და რავი.
მით უმეტეს ბაღის ასაკისაა. მე ავცრიდი უეჭველიsmile.gif


Posted by: pearlgirl 30 Sep 2019, 11:27
პატრიცია
სად ნახე ინფო გრიპის ვაქცინის შემოსვლაზე?

Posted by: მზე 30 Sep 2019, 11:50
pearlgirl
კანკიამ შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა ბრინჯის მარცვლის ზომის და ფტორის გარეშეო. რომელიმეს ჰო ვერ მირჩევ? biggrin.gif თუ სულ ერთია rolleyes.gif

Posted by: pearlgirl 30 Sep 2019, 12:00
მზე
ველედას კბილის პასტა არის ძალიან უსაფრთხო.
მასე პატარაზე ცადე აბა ეგ. გემო ცოტა უცნაური აქვს თუ მიიღო და არ გააპრობლემა უხეხე მაგითივე.

Posted by: SRB100 30 Sep 2019, 12:46
takotatuli1989
ჩემი მიჩვეული იყო ზაფხულში კუკუ რომ მოუნდებოდა იძახდა და ვსვამდით ქოთანზე.
ზღვაზე რომ წავედით აურია ძალიან იქ, ალბათ გარემო რომ შეიცვალა მაგიტო.
ხოდა დღემდე ისე აპროტესტებს ქოთანზე დაჯდომას, რო შეეკითხები რა უნდა თქვაო პირდაპირ იძახის კუკუ მინდაო, მაგრამ რო მოუნდება ცოცხალი თავით არ ამბობს.
დავანებეთ ჩვენც თავი მცდელობას, გახდეს ორის და გადაეჩვევა ნელ-ნელა. თუ ხედავ რომ აზრი არ აქვს, არ აწვალო, ცოდოა.

სოსკას როგორ დაანებებინეთ თავი? დაძინებით იძინებს სოსკის გარეშე, მაგრამ შუადღესაც და ღამესაც ეღვიძება და მთხოვს სოსკას, ისე ვერ იბრუნებს ძილს და რა გავაკეთო?
შემცვლელი რა შეიძლება იყოს?

Posted by: iratta_26 30 Sep 2019, 13:32
SRB100
QUOTE
სოსკას როგორ დაანებებინეთ თავი?

თუ რამეს გაიგებ მეც მასწავლე biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 30 Sep 2019, 14:34
SRB100
გადაყენებას აღარ აპროტესტებს ფის ფისო გაიძახის, მარა ნუ ტყუილა. უბრალოდ რო ვხვდები დასველდა და ვეკითხები ფისი ქენითქო? არა არაო თავს იგიღებს, არადა არასდროს მისაყვედურია სუ ვეფერები არ მინდა დაისტრესოს. ძიძასაც ვთხოვე გადააყენოსხოლმე რო არ დაავიწყდეს რა არის და ნელნელა მიეჩვევა იმედია. ერთხელ მაინც რო ქნას გადაყენებით მინდა რო მიხვდეს მერე რას ვთხოვ. თან შევატყვე რო ცოტ ცოტას შვება და ხშირად. რო დადის არ იცლება ეტყობა შარდის ბუშტი და მაგას ვაბრალებ.

Posted by: Dark_Sky 30 Sep 2019, 17:55
მზე
ვახ, ლიზა ზედმეტად ბევრს ჭამს მგონი და ვერ ირგებს ან ვერინელებს. აბა რას დავაბრალო. მთლიან ქილას ჭამს პურთან ერთად როცა ეგ მივეცი. სახლში რომ მოვუმზადებ უფრო მეტს . 250 გრ. დაახლოებით. ფაფებსაც ეგრე. ალადიკებს 3 ჭამსო ვინდაწერა არ მახსოვს მაგრამ 5-6 ცალს ჭამს იოგურტთან ერთად და კიდე უნდა . წუწუნებს. მაგიდაზე მიეკრობა და ეძებს ფეხის წვერებზე დამდგარი სადმე თუ დევსო ))) გადავხედე სემპერს და ცერ ვიპოვე 2 გაყავითო ქართული ანოტაციაზე და ინგლისურს ეს ქართული აქვს გადაკრული

1.4 ის არის და კუკებს რომ შვება მერე მოდის და მეუბნება “ფუფ “და ცხვირს ჭმუხნის :დ
* * *
SRB100
iratta_26
რამხელები არიან? შეეშვით ქონდეთ სკოლაში ხომარ წაიღებენ :დ მარტო ძილის წინ ვაძლევ ხოლმე ან რომ დავაწყნარო თუ წუწუნებს. ზოგჯერ თვითონ ბეზრდება მოისვრის ხოლმე.


აუ ნოემბერში დატოვება მიწევს პირველად 4 დღით და 3 თვეა უკვე მაგაზე ვდარდობ. თან სულ ასე ხომ ვერ ვიქნები ხომუნდა მივეჩვიო. სულ ჩემთან არის. გამიზიარეთ გამოცდილება თორე ეჭვი მაქვს მეორე დღეს გამოვიქცევუ უკან :/

Posted by: მზე 30 Sep 2019, 18:49
Dark_Sky
აუ რავი ასე მახსოვს რო ეგრე წავიკითხე. მივალ სახლში და ვნახავ აბა მეც. საიტზეც ვერ ვნახე ეხლა რავიცი.
ეს იდეაში არც ჭამდა მეტს.
მგონი როდის წავიკითხე ეგ იცი, რო მაინტერესებდა როგორ შემენახა გახსნილი.
მოკლედ, აჭამე რამდენიც უნდა, რა გადარდებს biggrin.gif
ნია ისე ჭამს სხვა რაღაცეებს, ყველს ჭამს და პურს. ჭადის კაი ბევრი ჭამა. ერთბაშად არ ჭამდა ხოლმე ამდენს თორე მადას მგონი არც ეს უჩივის.
ნუ ფაფები და სახლში გაკეთებული სადილები არ მოსწონს biggrin.gif მარა ამ ბოლო დროს ცოტა გავტეხეთ

Posted by: NiniaG 30 Sep 2019, 21:42
მზე
Dark_Sky
კვება გახდა ჩვენი სუსტი წერტილი sad.gif
გუშინ ფაფა ჭამა ისე კარგად, ადრე რომ იცოდა ბევრის ჭამა და არიქა მეშველათქო, მარა ნურას უკაცრავად sad.gif
მაგ მზა ფაფებზე წერია 24 საათი რომ აქვს ვადა გახსნიდან და როცა ვაჭმევდი მაგას იმ ოცდაოთხ საათში ორი კვება გამოგვდიოდა.

ალადებს როგორ უკეთებთ გოგოებო?

Posted by: Dark_Sky 30 Sep 2019, 22:03
მზე
მჭადიოო?! :დ რაკაია )))
NiniaG
ესეც არ ჭამდა ზაფხულში ეხლა დაიწყო ისევ

1 კვ. ვანილი 1 ს/კ შაქარი. ნახევარი მაწონი სოდა ან გამაფხვიერებელი, ფქვილი ისე რომ არაჟნის სისქე ქონდეს. მე ცოტა ცხიმსაც ვუსვავ ტაფაზე რავი. სოდასაც ვუკეთებ და ცოტა გამაფხვიერებელსაც. ორივეს ცოტ ცოტას. მაწონში ვყრი სოდას. . და გამოდის ფუნთულა ადადები. თუ სახლისთვისაც ვაკეთებ მაშინ მეტი კვერცხი და მთლიანი მაწონი.

ხან ვაფლებს ვუკეთებ ხოლმე არაჟნით. ეგეც ძნ უყვარს

Posted by: Cruel Intentions 30 Sep 2019, 22:09
გოგოებო 2 თვის ბავშვი მყავს ვირუსით. 3 დღე საავადმყოფოშიც მყავდა ყოველი შემთხვევისთვის.ამ ეტაპზე სურდო აქვს ძლიერად, სხვა არაფერი. ექიმმა დაგვინიშნა აქვამარისის წვეთები და ინჰალაცია. მეგობარმა მითხრა ჩემ ბავშვს ვიბროცილის წვეთები დაუნიშნა ექიმმა და მაგან უშველა ძაანო. ჩემი პედიატრი შვებულებაშია და ვერ ვუკავშირდები. ვინმეს გიცდიათ ეგ წვეთები? მინდა მალე გაუაროს სურდომ, მერე ბრონქებში არ გადაუვიდეს sad.gif

Posted by: NiniaG 30 Sep 2019, 22:18
Dark_Sky
ვანილი, სოდა, გამაფხვიერებელი, შაქარი - ანუ დასაშვებია ჩვენი ასაკის ბავშვებზე? მე ხაჭოს ორცხობილას ვუკეთებ ყველაფერ ჩამოთვლილის გარეშე smile.gif)) არაჟანს აჭმევ? ვაფლს როგორ უკეთებ?
სულ უმარილო, უშაქრო ამოუვიდა ყელში ეტყობა და აღარ ჭამს მაგიტო smile.gif)
* * *
Cruel Intentions
ვიბროცილი ძალიან კარგია, ნაზივინი რაც დეფიციტში აღმოჩნდა ვიბროცილს ვიყენებ მას მერე, თან ნაზივინზე უკეთესი შედეგი აქვს ჩვენს შემთხვევაში

Posted by: iratta_26 30 Sep 2019, 22:40
Dark_Sky
2-ის ხდებიან ჩემები 4-ში. რომ მივცე მთელი დღე ექნებათ.

Posted by: Dark_Sky 30 Sep 2019, 23:02
NiniaG
ზოგი შაქარს საერთოდ არ აჭმევს 4 წლამდე, მეც ვზღუდავ მაგრამ ზოგჯერ ვიყენებ, ცოტა არაფერს უზამს, პეჩენიას მაგალითად უშაქროს ვაძლევ და იმას აქვს ვანილი , ვანის ზოგი თვეების ვავშვს რძეში უმატებს რომ დალიოს :დ პურს კიდევ რაგგონია რააქვს საფუარი, და მაგ ყველაფერს რაღაცისგან მაინც იღებს ასე რომ რაპრობლემაა, კიარადა ამ ზაფხულში რომ ვიყავი სოფლად იქ ბავშვებს ისე ზრდიან გამეცინა ჩემთავზე ცოტა არიყოს, ზედმეტი მომდის ზოგჯერ მგონია, ამიტო ცოტა მივუშვი ზომიერად.

iratta_26
ააა ჩემი ეგრე არარის და ყველა ეგრე მეგონა :დ
* * *
Cruel Intentions
მე გამომიყენება კი ვიბროცილი მაგრამ ეგრე პატარაზე არა, თუ ექიმმა დაგინიშნა ეგრე მოიქეცი. გამოსატუმბი იყიდე ცხვირის და გამოუტუმბე ხოლმე ხშირად, თავი მაღალზე დაუდე რომ არ დაუგროვდეს ყელში, მერე აღებინებს, გამორეცხვები არვიცი რამდენად შეიძლება ეგეთი პატარასთვის, თორე კარგია, კითხხე ექიმს

Posted by: Fallen Angie 30 Sep 2019, 23:19
Cruel Intentions
მე თავს ვიკავებ ცხვირის ძლიერი წვეთებისგან. აქვამარისი უვნებელია, არ შეიცავს ძლიერმოქმედ ქიმიას.
ზოგადად არ ვარგა ძლიერი წვეთები, მიჩვევასაც იწვევს.
ცხვირის გამოსატუმბი იყიდე და აქვამარისიც საკმარისი იქნება. ინჰალაციასახ თუ გაუკეთებ მით უმეტეს, დაარბილებს ყველაფერს ინჰალაცია, მერე გამოტუმბე და მერე აქვამარისი.

Posted by: google1 30 Sep 2019, 23:30
წლამდე რომელ ხაჭოს აძლევდით? ლოკომოკოს ხაჭოს კრემი გავასინჯე და ძალიან მოეწონა, მაგრამ საკმაოდ ტკბილია და რამდენად შეიძლება წლამდე ბავშვისთვის არ ვიცი. იოგურტს ჰუმანას ვაძლევ, მაწონს სოფლის ნობათის საბავშვოს ან ლოკომოკოს. ხაჭოს მიცემა ახლა გადავწყვიტე და ვერ გავერკვიე ჯერ. ექიმსაც ყველაფერზე ვერ ვაწუხებ.

Posted by: მზე 30 Sep 2019, 23:47
NiniaG
QUOTE
შაქარი

რავი მე კანკია მეუბნება უშაქრო და უმარილოო და არაფერი შაქრიანი არ მიმიცია.
რამდენჯერმე სულ ცოტა მარილითი კი მისცა ჩემმა დედამთილმა და ნუ პურს რო ჭამს იმასაც ხო აქვს.
ყველსაც ყველაზე უმარილოს ვყიდულობ და იმასაც ექნება ცოტა.

QUOTE
ვანილი, სოდა, გამაფხვიერებელი

ესენი კი არ ვიცი
ალბათ შეიძლება
შეზღუდვებიდან მარტო თაფლი, შაქარი და მარილი მახსოვს biggrin.gif

google1
მე არ მიმიცია წლამდე ხაჭო.
ეხლა აგროჰაბისას ჭამს

Posted by: google1 1 Oct 2019, 00:00
მზე
მადლობა, 10 თვიდან ვიცოდი, კბილებიც რომ არ აქვს, კალციუმს მიიღებსთქო ვიფიქრე. ფრისოც შეიჯავრა და რამით მინდა შევუვსო მენიუ. ახლა ვნახე ჰუმანასაც ჰქონია ხაჭო 7 თვიდან. ექიმს დაველოდები, ლოკომოკო არც ვიცი რძისგან მზადდება თუ არა და ძალიან ტკბილი მომეჩვენა. ან სახლში გავუკეთებ რძით.

Posted by: ლუქსუს 1 Oct 2019, 02:27
google1
ლოკომოკოს ხაჭოს და მაწონს არ აქვს კვებითი ღირებულება, არ ღირს საერთოდ მიცემა.. ჰუმანას ხაჭო ხილით ან იოგურტი შეგიძლია ხანდახან მისცე დესერტად, კვება ეგ ვერ იქნება, რძის ნაწარმისგან შეიკავე მაინც თავი წლამდე

Posted by: sichiko 1 Oct 2019, 05:27
Dark_Sky

მახსოვს უჭმელობაზე და სიგამხდრეზე რომ წუწუნებდი , მიხარია რომ კარგად ჭამს შენი გოგოsmile.gif)
* * *
SRB100
iratta_26


ჩემმა მოიგონა ერატ ღამესაც ძილის წინ სოსკა არ მინდაო და საწოლის ქვეშ შეაგდო და ეგრე დაიძინა. მაგრამ
მეორე დღეს ისევ მოითხოვა. მხოლოდ ძილის დროს იდებს ან როცა წუწუნებს და არც მიცდია ჯერ თავი დაანებოს, თან მეორეს რომ დაუნახავს დიდი ალბათობით ისევ მოუნდება

Posted by: მზე 1 Oct 2019, 07:49
google1
ა, არა, შეიძლება მგონი მიცემა. ვერ გავიგე ზუსტად. წლამდე ჰო ძროხის რძის მონელება უჭირთ და არ უნდა მისცე. ფაფებსაც მაქსიმუმ 50/50-ზე თუ გაუკეთებ და ჩემი ჭკუით არ დავტვირთე და იყოს მოვიცდი თქო biggrin.gif
მგონი ჰუმანასაც აქვს ხაჭო rolleyes.gif

Posted by: NiniaG 1 Oct 2019, 08:04
Dark_Sky
მზე
სამსახურში მეკამათებიან დაუმატე მარილი, შაქარი საჭმელებში აუცილებლადო, იოდიზირებული მარილი აუცილებელია გონებისთვის, ხო ხედავ მთის ხალხი საკმარისს იოდს რომ ვერ ღებულობენ გონებაჩამორჩენილები არიანო :დდდდდ


Posted by: მზე 1 Oct 2019, 09:04
NiniaG
კარგი რა smile.gif

google1
უი ეხლა ვნახე შენი კომენტარი. რძე რო შეუცვალო? ნია სემპერს სვამს, ჰიპიც მოსწონდა

Posted by: google1 1 Oct 2019, 09:56
მზე
ჩემით ვერ ვუცვლი რძის ალერგიის გამო, მიქელაძემ ადრე ჰიპოალერგიული ნანი მითხრა და საერთოდ არ ჭამა, დავაბრუნე ფრისოზე. მეორე პედიატრმა წლამდე ფრისო უნდა ჭამოსო და აღარ ჭამს ფაქტიურად, რამე ხომ უნდა მიიღოს. ეს დღეები ვერცერთს დავუკავშირდი.

Posted by: cvanca 1 Oct 2019, 10:57
Cruel Intentions
ასეთ პატარა ასაკზე ჩვენც არ დაგვინიშნეს ცხვირის წვეთები, მხოლოდ ინჰალაცია და აქვა მარისი. ხშირად უკეთე ინჰალაცია, არ გადაუვა ბრონქებში, ნუ ნერვიულობ smile.gif

Posted by: მზე 1 Oct 2019, 11:02
google1
რძის ალერგია თუ აქვს ასე რძის პროდუქტების მიცემა შეიძლებაო?

Posted by: iratta_26 1 Oct 2019, 13:38
sichiko
გუშინ დაიძინა ღამე უსოსკოდ, პირველად მოხდა smile.gif დღეს შუა დღის ძილზეც უნდა დავაწვინო სოსკის გარეშე თუ გაჩერდა.

Posted by: google1 1 Oct 2019, 13:59
მზე
კი, რამდენიმე თვეა დავაწყებინეთ იოგურტი, აიტანა და მერე მაწონიც მივეცით და კარაქიც. დამუშავებულ პროდუქტებზე ნაკლებია რისკი, დაკვირვების რეჟიმით ნელნელა ხდება დამატება. ორცხობილასაც რძიანს ვაძლევ.
მაგრამ ფორმულის ჩემით შეცვლას ვერ ვრისკავ.

Posted by: SRB100 1 Oct 2019, 14:37
iratta_26
გოგო იძინებს უპრობლემოდ, მაგრამ ჩაძინებიდან ერთ საათში იღვიძებს ითხოვს და მერე იბრუნებს ავტომატურად.
მარტო ძილში უნდება, ისე არ ითხოვს დღის განმავლობაში.

Posted by: Dark_Sky 1 Oct 2019, 15:47
sichiko
რძეს არ ჭამდა თავიდან დამატებითზე რომ გადავიდა ყველაფერს ჭამს მარა არიმატებს მაინც 100- 300გრმდე.
NiniaG
ჩემმა პედიატრმა მე არ ვარ წინააღმდეგიო შაქარზე და მარილზე 1 წლიდან ცოტა რაოდენობით. 1 წლამდე საერთოდ არაფერი მიმიცია შაქრით და მარილით
მზე
სემპერის სადილებს აქვს იოდიზირებული მარილი და საკმაოდ ეტყობა რომ გასინჯავ

Posted by: მზე 1 Oct 2019, 16:29
Dark_Sky
კი ვიცი. 12 თვიდან როა იმეებშია მგონი მხოლოდ. მაგის ხათრით დავთანხმდი რო ცოტა მარილი ჩავამატოთ.
მერე რო დავგუგლე დღეში 2მგ მარილი არის დასაშვები დოზა 1-დან 3 წლამდე.
1 წლამდე იყო 1მგ. ჰოდა სუულ ცოტას და ისიც ხანდახან ვუმატებთ რა. მგონი არ უნდა გამოდიოდეს 2მგ-ზე მეტი.
* * *
QUOTE (pearlgirl @ 30 Sep 2019, 12:00 )
მზე
ველედას კბილის პასტა არის ძალიან უსაფრთხო.
მასე პატარაზე ცადე აბა ეგ. გემო ცოტა უცნაური აქვს თუ მიიღო და არ გააპრობლემა უხეხე მაგითივე.

ვუყიდე. შენ გაიხარე <3
დილას კარგად გამოიხეხა. საღამოს ცოტა ბევრი მომივიდა პასტა და მგონი გემო აღარ მოეწონა.
ამ ასაკში (წლინახევრის ხდება 10 დღეში) წყლის გამოვლების სწავლაზე დროის ხარჯვა ღირს? biggrin.gif თუ დავანებო და ყლაპოს ცოტა?

და აუ კიდე რა მაინტერესებს, აბაზანის ქაფი რო ვუყიდო, ჰო შეიძლება? biggrin.gif პერსეუს შენც გეკითხები biggrin.gif
ველედას აქვს რაც და მასერქეა. ნუ ამ ორიდან ვფიქრობ rolleyes.gif. ალბათ მაონც ველედა ჯობია უბრალოდ კაი 34 ლარი ღირს

Posted by: NiniaG 2 Oct 2019, 10:34
მზე
როგორც კი გამოჩნდა 1 კიჭი იქიდან დავუწყე თან ხეხვა, თან მასაჟი smile.gif)) სპლატი ვიყიდე მე ოღონდ და რამდენად კარგია არ მომიძიებია ინფორმაცია sad.gif
დღეში ორჯერ ვერ ვწმენდ ოღონდ sad.gif აი აქ არ ვიცი ძალიან ვიჭრები თუ არა, აუცილებელია აქედანვე მივაჩვიო ორჯერ გამოხეხვას? sad.gif
QUOTE
აბაზანის ქაფი რო ვუყიდო, ჰო შეიძლება?

სებამედის აბაზანის ქაფს ვიყენებთ წარმატებით, მოსწონს და ერთობა ძალიან <3

Posted by: pearlgirl 2 Oct 2019, 11:34
მზე
QUOTE
ამ ასაკში (წლინახევრის ხდება 10 დღეში) წყლის გამოვლების სწავლაზე დროის ხარჯვა ღირს?  თუ დავანებო და ყლაპოს ცოტა?

წყლის გამოვლებას ცოტა მერე ისწავლის 2+ ასაკში. უბრალოდ აჩვენე ხოლმე. ეხლა გადმოფურთხებაც რო შეძლოს საკმარისია. ეგ უფტორო კბილის პასტაა და ყლაპვას არაუშავს. smile.gif
QUOTE
აბაზანის ქაფი რო ვუყიდო, ჰო შეიძლება?

QUOTE
ველედას აქვს რაც და მასერქეა. ნუ ამ ორიდან ვფიქრობ . ალბათ მაონც ველედა ჯობია უბრალოდ კაი 34 ლარი ღირს

კიიი რატომაც არა smile.gif

Posted by: Sandra2209 2 Oct 2019, 11:58
გოგოებო ბავშვებს თმას სად ჭრით? წლის და 2 თვის ბიჭისთვის მინდა

Posted by: მზე 2 Oct 2019, 12:05
pearlgirl
QUOTE
წყლის გამოვლებას ცოტა მერე ისწავლის 2+ ასაკში. უბრალოდ აჩვენე ხოლმე. ეხლა გადმოფურთხებაც რო შეძლოს საკმარისია. ეგ უფტორო კბილის პასტაა და ყლაპვას არაუშავს.

აჰა კაი. პროსტა მეშინია გადმოფურთხება რო ვასწავლო ზედმეტად არ მოეწონოს biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
კიიი რატომაც არა

bis.gif

Posted by: nopiahopi 2 Oct 2019, 12:51
Sandra2209
QUOTE
გოგოებო ბავშვებს თმას სად ჭრით? წლის და 2 თვის ბიჭისთვის მინდა


კიდს სალონია საბავშვო, მანქანა-სავარძელში ჩააჯენენ, ანიმაციასაც ჩაურთავენ, მოკლედ, გაერთობა და არ გააპროტესტებს .

ბმულიც ვიპოვე, მგონი წინასწარ ჩაწერა აუცილებელია

https://www.facebook.com/kidssalon.ge/

Posted by: Salomeas 2 Oct 2019, 15:22
გამარჯობა smile.gif ბუნებრივ კვებაზე მყავს სამი კვირის არის და კვირაზე მეტია დაიწყო ამოქაფებები. თავიდან ცოტას იღებდა და ახლა ლამის ყველა კვების მერე ასხავს შადრევანივით. ხან ეგრევე მორჩენილი როა ჭამას და ხან ჭამიდან 1 საათის ან საათნახევრის მერე დაწოლილი იწყებს წუხილს და რომ ავიყვან ამოიღებს ხოლმე. პედიატრმა იციან ამ ასაკშიო და მე კიდე მგონია რომ ბევრს იღებს ძალიან :/ ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება რომ მითხრათ. მატებას რაც შეეხება დაიბადა 2500, მეექვსე დღეს იყო 2400 და ორი კვირის რომ გახდა 2690. ერთ თვეში დაგვიბარა პედიატრმა და იქამდე მენერვიულება ასე თუ გააგრძელა მატება არ შეაჩეროს :/

Posted by: iratta_26 2 Oct 2019, 16:49
SRB100
2 ღამე ეძინა უკვე სოსკის გარეშე და მგონი გადაეჩვევა და ეგაა. ირაკლი ტირის და არ ვაწვალებ.

Posted by: Sandra2209 2 Oct 2019, 18:27
nopiahopi
დიდი მადლობააა<3 ჩავწერე, რა საყვარელი სალონიაა, ძაან მომეწონა ფოტოებიდან<3

Posted by: iratta_26 2 Oct 2019, 18:31
/////////////////////////////////

Posted by: nopiahopi 2 Oct 2019, 18:32
Sandra2209
კი,კარგი და ფერადი გარემოა smile.gif მეც მანდ შევჭერი პირველად, მერე უკვე ჩვეულებრივ სალონებზე გადავედი )))

Posted by: s@likun@ 2 Oct 2019, 18:55
QUOTE (Salomeas @ 2 Oct 2019, 15:22 )
გამარჯობა smile.gif ბუნებრივ კვებაზე მყავს სამი კვირის არის და კვირაზე მეტია დაიწყო ამოქაფებები. თავიდან ცოტას იღებდა და ახლა ლამის ყველა კვების მერე ასხავს შადრევანივით. ხან ეგრევე მორჩენილი როა ჭამას და ხან ჭამიდან 1 საათის ან საათნახევრის მერე დაწოლილი იწყებს წუხილს და რომ ავიყვან ამოიღებს ხოლმე. პედიატრმა იციან ამ ასაკშიო და მე კიდე მგონია რომ ბევრს იღებს ძალიან :/ ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება რომ მითხრათ. მატებას რაც შეეხება დაიბადა 2500, მეექვსე დღეს იყო 2400 და ორი კვირის რომ გახდა 2690. ერთ თვეში დაგვიბარა პედიატრმა და იქამდე მენერვიულება ასე თუ გააგრძელა მატება არ შეაჩეროს :/

მთლიანად თუ იღებს თან ყოველ ჭამას ეგ რეფლუქსია და წესით საკვები უნდა შეეცვალა პედიატრს
არა ?

ცოტა ამოღება ყველას აქვს მაგრამ ფანტანივით თან ყველა ჭამას რავიცი აბა


Posted by: Salomeas 2 Oct 2019, 19:25
s@likun@
სალ ეს ბუნებრივზეა :/ მთლიანად მგონი არ იღებს, არ ვიცი ბუნებრივზე
რამდენს ჭამს ზუსტად ხომ ვერ ვხვდები :/ მარა ფაქტია ასხავს მერე :/

Posted by: s@likun@ 2 Oct 2019, 19:58
Salomeas
აა ბუნებრივზე ვერაფერს ვერ იზავ ნუ ერთ თვეში ნახავს მატება როგორ აქვს თუ კარგად იმატებს არაა პრობლემა
დაქალის ბავშვიც სულ იღებდა მაგრამ მატება ქონდა
მატება თუ არ ექნება ალბათ ხელოვნურს დაგიმატებს

ჰო ძუძუზე ვერ გაიგებ რამდენს ჭამს

Posted by: მზე 3 Oct 2019, 11:23
Salomeas
მემგონი არაა პრობლემა. ბევრი ასხამს უკან. მატებას უნდა დააკვირდე უბრალოდ.
მე რო მეშინოდა სასწორი ვუყიდე და ყოველდღე ვწონიდი biggrin.gif ეგ მეორე უკიდურესობაა
* * *
pearlgirl
ვერ ვიყიდე ველედა biggrin.gif კი ქვია აბაზანის ქაფიო მარა არ ქაფდებაო )))
უბრალოდ უნდა ჩაუსხა ჩვლის წყალშიო

იქნებ დღეს ან ხვალ მაზერქეაში გავიდე.
მეტი არც ქონდა ჯიპისის არაფერი

Posted by: pearlgirl 3 Oct 2019, 12:37
მზე
თუ გახსოვს ლაქტაციის დროს ბეპანტენს რო ისვამდი ჩამობანა უნდა?

Posted by: ლუქსუს 3 Oct 2019, 12:39
pearlgirl
კი უნდა.......

Posted by: pearlgirl 3 Oct 2019, 12:41
ლუქსუს
რომელს არ უნდა კარგს კიდე ხო არ გახსოვს?

Posted by: ლუქსუს 3 Oct 2019, 12:47
pearlgirl
რაც უშუალოდ მკერდისთვისაა, სახელები არ მახსოვს სამწუხაროდ. მუსტელას აქვს და რამდენიმე მსგავს საბავშვო ბრენდს

Posted by: მზე 3 Oct 2019, 16:32
pearlgirl
მე არ ვისვამდი ბეპანტენს.
მე ვისვამდი ლანსინოს (ამაზონიდან გამოვწერე). ეწერა არ უნდაო მარა მაინც ვიბანდი biggrin.gif
კარგია კიდე მედელა. მაზერქეას აქვს და აი ძაან აქებენ.

ბიოლანს ვისვამდი კიდე, სანამ ლანსინო ჩამოვიდა. აი არ შევადარებ, ბევრიად მაგარია ეს ლანსინო(ჰ)

Posted by: Sandra2209 3 Oct 2019, 17:17
pearlgirl
მედელას ვხმარობდი მე ძაან კარგი იყო და არ უნდა ჩამობანა

Posted by: pearlgirl 4 Oct 2019, 09:20
მზე
Sandra2209
QUOTE
მედელას ვხმარობდი

QUOTE
კარგია კიდე მედელა. მაზერქეას აქვს და აი ძაან აქებენ.

ანუ ეგ მედელა მაზერქეას აქვს

მადლობა გოგოებო smile.gif

Posted by: takotatuli1989 4 Oct 2019, 13:15
გოგოებო, გათავისუფლდება ჩემი ძიძა ოქტომბრის ბოლოდან და თუ ვინმეს გნებაცთ ორი ხელით ვუწევ რეკომენდაციას smile.gif

Posted by: Dark_Sky 4 Oct 2019, 18:33
Salomeas
დააკვირდი რას ჭამ იქნებ რაიმე წყენს, ჩემ შემთხვევაში რძის პროდუქტს ვერ იტანდა როცა ვჭამდი

Posted by: nopiahopi 4 Oct 2019, 22:38
დედიკოებო, ხარისხიანი და ნამდვილი შოკოლადის კარაქი რომლებია და სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: Sandra2209 5 Oct 2019, 12:41
აუ გოგოებო იმ ვიტამინის სახელს ვერ ვიხსნებე ვერაფრით მრჩეველში რომ ნიშნავენ ხოლმე, დ ვიტამინი ფტორით და ხომ არ გახსოვთ?
nopiahopi
თუ დრო გაქვს შენ გააკეთე საახლში, კარგი ხარისხის კარაქი იყიდე, კარგი ხწრისხის შოკოლადი, კარაქი გაალღვე დაბალ ცეცხლზე ან წყლის ორთქლზე, შემდეგ ნელ-ნელა დაუმატე შოკოლადი თან ურიე. ერთხელ გავუკეთე და ძაან კაი გამოვიდა.

Posted by: annaninio 5 Oct 2019, 16:00
Sandra2209
აუუ რა გამახსენე, მე კიდე კარგი ხარისხის შესქელებული რძე და ერთი ჭიქა მოხალული ,დაბლენდერებული თხილი დავუმატე. ნუთელას ცოტაღა აკლდა.ისეთი გამოვიდა.

Posted by: Salomeas 5 Oct 2019, 16:04
მზე
მაგიტომ არ ვყიდულობ, ვიცი ნევროზს დავიმართებ სულ აწონვით :/ ერთი თვის ხდება 11 ში და მივიყვან პედიატრთან და მატებასაც ვნახავ . მადლობა <3

Dark_Sky
მადლობა უნდა ვცადო ეგეც smile.gif

Posted by: sesilia28 5 Oct 2019, 19:02
Salomeas
სალი რომ შეჭამს ამოაქარვინებ ხოლმე? ბოდიში და დააბოყინებინებ. ჩემი მაშინ ამოაქაფებს როცა არ აქვს ამოქარვებული

* * *
pearlgirl
არ უნდა ბეპანტენს ჩამობანვა, მოიწმინდავ და ეგაა.

Posted by: SRB100 5 Oct 2019, 21:15
გოგოებო, დღეს ეცვა პირველად ფალკოტო ნატურინოს ფეხსაცმელი და ნახეთ რა დაემართა.
ვერ ვხვდები ესე რას უნდა შეეჭამა ფეხსაცმელი. არ უვლია არსად, სახლში ვიყავით სტუმრად.
იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ბრაკი აღმოჩნდა, რასაც არ ველოდი ამ ბრენდისგან.
user posted image

Posted by: sichiko 5 Oct 2019, 23:35
ჩემი შვილის ტოლები ვისაც გყავთ 1.10 ის იძინებენ შუადღეს? ადრეც ხომ მაწვალებდა და ახლა ეს რამოდენიმე დღეა ოფიციალურად არ იძინებს:/ არადა ეგ ორი საათი თუ საათნახევარი რამდენს ნიშნავდა ჩემთვის sad.gif
* * *
pearlgirl

ვეა ოლიოს ვხმარობდი მე არ უნდა ჩამობანა , მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არც მტკენია არც დამსკდომია და არც არაფერი.

Posted by: google1 6 Oct 2019, 00:33
SRB100
აქ უყიდე თუ გამოწერე? ძალიან უცნაურია, ხარისხიანი ბრენდი უნდა იყოს წესით.
* * *
გოგონებო, სუარული დაიწყო ჩემმა პატარამ და ლიმანგოდან რიხტერის ფეხსაცმელი გამოვუწერე. ძირები აქვს რაღაცნაირი მომრგვალებული, მეჩვენება რომ ფეხს მყარად ვერ ადგამს. არადა სუპინატორითაა და სიარულის დასაწყებად მორგებული მოდელია როგორც ეწერა.
თქვენ რას აცმევდით პირველ თვეებში?
ბიომექანიქსის ჯობდა ახლა რომ ვფიქრობ, შემდეგ ზომას გამოვუწერ.

Posted by: nopiahopi 6 Oct 2019, 00:36
google1
ბიომექანიქსის ჰქონდა ჩემსას პირველი ორი წყვილი და კარგები იყო.. რიხტერი არ ქონია რომ შევადარო.. მაგრამ ბიომექანიქსით მშვენივრად დაბაჩუნობდა smile.gif
* * *
SRB100
უი , ეს რა არის, ერთ ჩაცმაზე როგორ დაიფლითა.. ბრენდირებული კი არა, წესით უიაფესი ჩინურიც არ უნდა გაფუჭებულიყო ასე უთავმოყვარეოდ.. sad.gif
ეს და ნატურინო ერთიდაიგივე ბრენდია? ნატურინოს "ბასანოშკები" ქონდა ჩემსას 3_4 წლის ასაკში და ჯერ ხომ მთელი ზაფხული ეცვა,მერე ბაღშიც ეგ ქონდა ჩუსტების ნაცვლად და არაფერი დამართნია (მხურვალე ფეხი აქვს და ზამთარშიც არ ხმარობს ჩუსტს, რეიტუზზე აცვია ხოლმე შლოპანცები)..

Posted by: annaninio 6 Oct 2019, 01:18
SRB100
მასე მოსდის ძველ რეზინს , მახსოვს დედაჩემმა გამოიღო დიდი ხნის შენახული ახალი რაღაც და ერთ საათში მასე მოუვიდა .მარა ამ ბრენდს არ ვიცი მართლა რაა. ჩემი ძმისშვილის აცვია ჩემსას სახლში, კარგადაა გაქექილი ტყავი ,მარა ძირები ნორმალურად აქვს. წლების წინანდელია და ეგ რა ისეთი ძველი უნდა იყოს.

Posted by: cvanca 6 Oct 2019, 10:37
Sandra2209
ნუტრიჟენ ბონიდენტია ერთ ერთი. 3 ნაირს გგირჩევენ და რომელიც გინდა უყიდე.

Posted by: SRB100 6 Oct 2019, 14:03
annaninio
nopiahopi
google1
გამოვწერე, კი ფალკოტო ნატურინოსია. 57 დოლარი ედო თავისი ფასი და სეილზე ვუყიდე მე შარშან ზამთარში და დიდი ჰქონდა და არ ჩაუცვამს. სადმე ჩადებული არ მქონია, იდო უბრალოდ კარადაში, გუშინ პირველად ეცვა და ესე დაემართა. ჩუსტებსაც კი არ მოსდის ესე, ვერ ვხვდები რანაირი უხარისხო უნდა იყოს რომ ესე დაემართოს. ტყავის ფეხსაცმელია არადა.

Posted by: fleurs 6 Oct 2019, 18:35
SRB100
უბრალოდ არ გაგიმართლა და ცუდი ხარისხი შეგხვდა.

Posted by: pearlgirl 7 Oct 2019, 09:18
SRB100
უუი გამოწერილი? sad.gif

ნატურინო ისე არასდროს მქონია.

sichiko
QUOTE
ვეა ოლიოს ვხმარობდი მე არ უნდა ჩამობანა , მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არც მტკენია არც დამსკდომია და არც არაფერი.

აქ იშოვება?

Posted by: sichiko 7 Oct 2019, 09:33
QUOTE (pearlgirl @ 7 Oct 2019, 09:18 )


sichiko
QUOTE
ვეა ოლიოს ვხმარობდი მე არ უნდა ჩამობანა , მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არც მტკენია არც დამსკდომია და არც არაფერი.

აქ იშოვება?

კი , კი მანდ ვიყიდე, ერთმა გოგომ
მირჩია სამშობიაროში და დღემდე ვლოცავ. აქაც წამოღებული მაქვს ახლა რომ გავაჩენ ისევ ეგ უნდა ვიხმარო.

Posted by: SRB100 7 Oct 2019, 12:10
pearlgirl
ხოო, იოქსიდან გამოვწერე შარშან ზამთარში.
ეს მეორე წყვილი იყო, პირველზეც არ ვიყავი გადარეული ისე.
აღარ ვიყიდი ამ ბრენდის ფეხსაცმელს.

fleurs
60$ რომ ღირს ფეხსაცმელი უხარისხო არ უნდა იყოს არც ერთი წყვილი რა ვიცი.

Posted by: pearlgirl 7 Oct 2019, 12:14
SRB100
აუ გერმანული აუთლეტი გაიხსნა ვაჟაზე, გუშინ ვიყავი, ისეთი ბრენდებია ჩვენ რომ ლიმანგოდან ვუწერთ ხოლმე. თუ გაინტერესებს ზუსტად გეტყვი სადაც არის ეს აუთლეტი.

Posted by: SRB100 7 Oct 2019, 12:24
pearlgirl
აუ, მითხარი რა, დარჩა ბავშვი ფეხსაცმლის გარეშე :დ
ეხლა ვათვალიერებდი საიტებსაც და სახარბიელო ფასში არაფერი არ არის, რომ გამოვწერო.

Posted by: pearlgirl 7 Oct 2019, 12:28
SRB100

ვაჟა-ფშაველაზე მოდულის შენობის მოპირადაპირე მხარეს დეგუსტო კაფე არის და იმის ქვეშ არის ეს მაღაზია. ესაა მაგათი ფეისბუქის გვერდი.
https://www.facebook.com/STOCKOUTLETSTORY/?hc_location=ufi

რაც შევხედე პატარა ზომები ბევრი ჰქონდათ. ზუსტად საშემოდგომო ფეხსაცმელები;

Posted by: SRB100 7 Oct 2019, 12:33
pearlgirl
მადლობა, გადავხედავ აბა. 2kiss.gif

Posted by: google1 7 Oct 2019, 12:53
pearlgirl
უი დავინახე და გვიანი იყო, გავქანდე აბა smile.gif

Posted by: ლუქსუს 7 Oct 2019, 13:23
google1
ვიყავი მანდ, მეც პატარა ზომები მინდოდა, იყო 1-2 მარა თასმები ისეთი გაუხეშებული ქონდა, აშკარად გატარებული იყო რაღაცაში. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება, კარგად დააკვირდი

Posted by: tatik234 7 Oct 2019, 15:01
გოგოებო ვაშლის წვენი ბლენდერში რომ გავაკეთო, ხო შეიძლება? smile.gif წყალთან ერთად რომ დავაბლენდერო?

Posted by: google1 7 Oct 2019, 15:06
ლუქსუს
მოკლედ რაა, აქ ხომ ვერაფერს ენდობი.
არაა გასაკვირი მეორადიც იყოს, ყველას ერთ დღეში მოუნდა გამდიდრება.

Posted by: SRB100 7 Oct 2019, 15:31
google1
არ არის ახლები? ფბ გვერდზე ისეთი ფასები უდევთ ვიფიქრე ახლები იქნებოდა.. არ ღირს ანუ მისვლა?

Posted by: pearlgirl 7 Oct 2019, 15:34
tatik234
QUOTE
გოგოებო ვაშლის წვენი ბლენდერში რომ გავაკეთო, ხო შეიძლება?  წყალთან ერთად რომ დავაბლენდერო?

ვაშლის წვენი რად გინდა? ვაშლს თუ აძლევ ბავშვს, სახეხზე გახეხე და ისე მიეცი ხილფაფის სახით ჩემი რჩევა იქნება.

ლუქსუს
QUOTE
ასე რომ ჩემი რჩევა იქნება, კარგად დააკვირდი

ვაა :/
არა ისე ერთი გადახედვით არ დამრჩა ცუდი შთაბეჭდილება.

SRB100
QUOTE
ფბ გვერდზე ისეთი ფასები უდევთ ვიფიქრე ახლები იქნებოდა..

ნუ მე ხელში მეჭირა რაც მომეწონა და ახლები იყო, იარლიყებით, ზოგს იარლიყი არ ჰქონდა და კი ვიფიქირე მეორადები ხო არ არისთქო.

Posted by: ლუქსუს 7 Oct 2019, 15:49
SRB100
pearlgirl
google1
გოგოებო, მეც მომეწონა რაღაცეები, მისვლა ღირს, მარა რაც ჩემი გოგოსთვის მინდოდა, თასმებს ხელი რომ მოვკიდე ეჭვი შემაპარა სიახლეში, დიდისთვის რომ მდომოდა ვიყიდდი მაინც, მარა პირველ ფეხსაცმლად რაღაცაში გატარებული(სხვა რა ვიფიქრო, თასმები ისეთი ქონდა) არ მინდოდა, თან ფასიც ისეთი ქონდა ფასდაკლებით არააუთლეტშიც ვიყიდდი 100 ლარი, ეკოს იყო.

Posted by: Salomeas 7 Oct 2019, 16:31
sesilia28
კიი დავდივარ ბოყი ბოყის ძახილით :დ ხან მაგ დროს შემომასხავს ხოლმე , ხან მერე. ახლა რძის ნაწარმი ამოვიღე და ვაკვირდები რამდენიმე დღე :*

google1
მახსოვს მომავლებში დამიწერე ლაქტოზის აუტანლობა აქვს ჩემს ბავშვსო და როგორ მიხვდი ? ბევრმა მითხრა შეამოწმეო , ხოდა ჯერ ჯერობით რძის ნაწარმი ამოვიღე მე და მაგით ვაკვირდები smile.gif

Posted by: google1 7 Oct 2019, 16:41
Salomeas
ლაქტოზის აუტანლობა არა, რძის ალერგია აქვს. დაეწყო გაზებით, ცოტა ფაღარათიც, ღამეები არ ეძინა და არც წამლები შველოდა, არც სითბო. თანდათან გაუუარესდა სიმპტომები და ერთ დღესაც შევნიშნე სისხლის წვეთი გააყოლა. ექიმმა რძის ალერგიას ჰგავსო და ფრისო პეპ აც-ზე გადამაყვანინა, ყველაფერი მოუგვარდა ერთ დღეში.
წინა კვირას ვცადე ჰიპოალერგიული ჰიპი და ეგრევე შეიბერა, ისევ ფრისო გააგრძელეთო ექიმმა, როგორც ჩანს ჯერ გავლილი არ აქვს.

Posted by: sesilia28 7 Oct 2019, 17:56
google1
შენი რჩევები რომ გამომადგა არ ვიცი რა. პირველი რომ წარმატებით ვხმარობთ სუავინექსის მატყუარას და მეორე რძის ალერგიაზე. ამოვიღე შენ რომ მირჩიე იმ პერიოდში და 3-4 დღეში ისე კარგად გახდა დავისვენეთ, მერე ერთხელ კეფირი დავლიე და ორი დღე ისევ ისე წუხდა, აშკარად აღმოჩნდა ალერგია. აღარ ვარ ჯოჯოხეთში smile.gif

Posted by: Salomeas 7 Oct 2019, 19:18
google1
ერთი და იგივე მეგონა ეგენი. ხო ეგ ვიგულისხმე, მე ბუნებრივე მყავს და რძის მაწარმს რომ ვჭამ მაგას ვაბრალებ :/ ახლა საერთოდ ამოვიღე და დავაკვირდები .. გავგიჟდი შადრევანი აქვს 8იდან 6 ჭამაზე ..

Posted by: google1 7 Oct 2019, 23:08
sesilia28
უი, შეატყვე სხვაობა? არადა დედის რძით როცა იკვებება, გაცილებით იშვიათად ვითარდება ძროხის რძეზე ალერგიაო. მეც თუ რამე შემიყვებოდა საჭმელში, მეორე დღეს სკდებოდა ტირილით.
რატომღაც მგონია, რომ როცა ბავშვს გაზები ასე ძალიან აწუხებს, კვებითია და შერჩევა უნდა. ათასნაირი წვეთები არაფერს შველის. ჩვენს მაგალითზე, ერთი დღე არ შეუწუხებია გაზებს, გარდა იმ პერიოდისა, როცა ალერგია დაეწყო და კვების შეცვლამდე გაუგრძელდა.
Salomeas
სიმპტომები ძალიან ჰგავს, ალერგიის დროს გამონაყარიც იცის და ჩემს გოგოს ჰქონდა. ამოქაფება ასე სისტემატურად მგონი არაა ნორმა და გამოცდილ ექიმთან მიიყვანე.

Posted by: Salomeas 7 Oct 2019, 23:29
google1
მადლობა დიდი. გამონაყარი არ აქვს. რავიცი ზოგმა ნორმააო , პედიატრიც მაგას მეუბნება, თან მატება აქვს . ნუ რძის პროდუქტზე მაინც აშკარად მეტად ვატყობ მუცლის ტკივილსაც და ამოქაფების რაოდენობასაც და რატო ვაწვალო, ჩემით შევწყვიტე მიღება. მარა ტკბილეულზე ისეთი დამოკიდებული ვარ თავი მტკივდება ეგრევე და ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი ტკბილეული რძის ნაწარმი რომ არ უნდოდეს :დ

Posted by: google1 7 Oct 2019, 23:32
Salomeas
ურძეო დიეტამ გადამრია მეც.
ამოქაფებას რას ეძახი ეგაა საინტერესო, ცოტას ყველა ბავშვი იღებს. მაგრამ ყველა ჭამის მერე თუ ნაწილს ასხამს უკან, მგონი არაა ნორმა.

Posted by: Salomeas 8 Oct 2019, 01:11
google1
არა ცოტა კი არა შადრევანივით ასხავს. ხვალ მიმყავს პედიატრთან

Posted by: sesilia28 8 Oct 2019, 08:21
google1
მარტო ბავშვს კი არა ჩემს თავსაც შევატყვე smile.gif ბავშვს მკერდზე გამოაყარა და მე სახეზე. 3 თვის მერე ლაგდებაო კუჭ-ნაწლავიო და ველოდები მოუთმენლა

გოგოებო რა უნდა გკითხოთ, რა ასაკიდან აღარ გადიან პატარები ღამე კუჭში?

Posted by: Jane_L 8 Oct 2019, 10:40
დილამშვიდობის.

დიდი ბავშვების დედები ხართ აქ? smile.gif 5 წლის აცრა ვის გაგიკეთებიათ და როგორ გადაიტანეს.

Posted by: november777 8 Oct 2019, 10:41
Jane_L
ძალიან მარტივად smile.gif 7 და 9 წლის არიან ეხლა, ორივენ კარგად გადაიტანა, უფასოთი ავცერი smile.gif

Posted by: Jane_L 8 Oct 2019, 10:44
november777
ახლა ვაპირებ და შვებულებას ვიღებ რომ სახლში ვიყო, ვღელავ 2 წლის აცრის მერე დიდი შესვენება გამოვიდა და გადავეჩვიე smile.gif)


დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: google1 8 Oct 2019, 10:53
86 ზომა ქურთუკი ერთი წლის ბავშვისთვის ძალიან დიდი იქნება? 80 ზომა გამეყიდა, არადა ძალიან მომწონს. სიგრძით სადღაც 75 სანტიმეტრია ახლა და ზამთარში რომ ჩავაცვა, გაზაფხულამდე.
როგორ არჩევთ ზომებს?

Posted by: november777 8 Oct 2019, 10:55
Jane_L
წარმატებები 2kiss.gif

Posted by: Perseus12 8 Oct 2019, 15:01
Jane_L
მარიამის გამოცდილებით უპრობლემოდ smile.gif მაგის გამო შვებულებას არ დავწერდი, პატარებზეც არ დამიწერია.

Posted by: nature 8 Oct 2019, 15:16
გოგოებო ისეთი საპონი მინდა რომელითაც დავბან თვალს და არ დაეწვება. აფთიაქში მითხრეს რომ არ არსებობს მასეთი საპონი. არსებობს სახის და ტანის გელები. ვინაიდან აქ ფარმაცევტებზე მეტი იცით მინდა გკითხოთ რომელი საპონი არ წვავს თვალს? ბიოლაინის საპონი შევიძინე 100% მცენარეულია. ხორბლის ღვიის ზეთზე დამზადებული მაგრამ ძალიან დამწვა თვალები. მხოლოდ მუსტელას საპონს ეწერა რომ არ წვავს თვალს. თუ გიხმარიათ ვინმეს რამდენად რეალურია? ტყუილად რომ არ ვიყიდო ისიც.

Posted by: Perseus12 8 Oct 2019, 15:20
nature
ის ინგრედიენტი, რომელიც ურევია შამპუნებში რომ თვალები არ დაწვას, არც ისე უსაფრთხოა, ანუ არ წვავს, მაგრამ არ არის უსაფრთხო. საპნებზე არ ვიცი, მაგრამ თვალები საპნით რატომ უნდა დაბანო?

Posted by: nature 8 Oct 2019, 15:21
sesilia28
ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ალბათ ასე 2 თვის მერე. ეხლა ჩემები 3.5 თვისები არიან და დღეში ერთხელ მაქსიმუმ 2 ჯერ გადიან და ისიც ყოველთვის დღის საათებში. შენ ძუძუზე გყავს მახსოვს და ძუძუზე რა ხდება არ ვიცი. გახდა ხო 40 დღის უკვე?
* * *
Perseus12
QUOTE
თვალები საპნით რატომ უნდა დაბანო?

კარგი შეკითხვაა smile.gif
ეწირპლება თვალები (დიაგნოზის სახელი ვერ გავიხსენე). რა აღარ ვცადე. პედიატრმა დაანებე თავი 1 წლამდე გაეხსნებაო. აქაც დავპოსტე და გამომეხმაურნენ რომ წლისას გაეხსნათ საცრემლე. მაგრამ ვერ ვითმენ რადგან ძალიან აქვს. რო მოვწმინდავ ნახევარ საათში ისევ ისე აქვს. გარეთ გამყავს დს სუყველას ვუხსნი თვალებზე "რა ჭირს" კითხვებს ვპასიხობ. ბავშვიც ცოდოა. თვალის ექიმი მყავს ნათესავი. მითხრა რომ საპნით დავბანო და მაქსიტროლი ჩავაწვეთო. აფთიაქშიც გაუკვირდათ საპნით დაბანაზე. მაგრამ მინდა ვცადო. იქნებ უშველოს.

Posted by: Perseus12 8 Oct 2019, 15:44
nature
დაკრიოცისტიტი ჰქვია და არ ქნა ეგ, საპონი არანაირ კავშირში არაა, მილია დახშული, საპნით დაბანით მილი არ გაიხსნება და არც იმას უზრუნველჰყოფს, რომ ნაკლები ჩადგეს. ჩემებს ჰქონდათ, ერთს გავუკეთე 9 თვეზე, იმიტომ რომ როგორც შენ ამბობ, ძალიან ჭარბად ჰქონდა, თვითონ ბქავშვი წუხდა ძალიან, მეორეს შედარებით ნაკლებად, ამიტომ იმას არ გავუკეთე და 8 თვეზე გაეხსნა. მაქსიტროლის უკუჩვენებები წაიკითხე და არ მგონია მოგინდეს ჩაწვეთება. საპონი რომც ნახო მცენარეული და თან ისეთი რომ არ წვავს, იმდენად აშრობს კანს, იმის ხშირი გამოყენება, მითუმეტეს თვალებზე დაუშვებელია.

Posted by: მზე 8 Oct 2019, 15:47
nature
QUOTE
პედიატრმა დაანებე თავი 1 წლამდე გაეხსნებაო.

რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე დავუჯერებდიsmile.gif


Posted by: nature 8 Oct 2019, 17:52
მზე
როგორ ვატარო 1 წელი წირპლიანი ბავშვი აქეთ იქეთ? ვწმინდავ და ნახევრ საათში 1 საათში ისევ ისე აქვს

Posted by: sesilia28 8 Oct 2019, 20:33
nature
კი 45 დღისაა უკვე, ბუნებრივზე მყავს და იმდენად ვაკვირდები მის კუჭში გასვლას მაშინ თავისუფლდება კოლიკებისგან smile.gif

Posted by: nature 8 Oct 2019, 20:37
sesilia28
ცხელი პილიონკა ცადე?

Posted by: მზე 9 Oct 2019, 00:44
nature
და რა პრობლემაა?
შენი გადასაწყვეტია მაგრამ ჩემი აზრით ბავშვისთვის რაც უკეთესია იმას გირჩევდა პედიატრი. თან რაც გამიგია ყველა მაგას ამბობს რომ თავისით გაეხსნება და თავი დაანებეთო, რავი

და ის რომ შესახედავად არ არის ლამაზი მეორეხარისხოვანია, იმჰო. სხვების აზრი გაღიზიანებს თუ შენ განიცდი ეგრე?

Posted by: sichiko 9 Oct 2019, 11:40
nature
მგონიდაგიწერე რომ იკითხე , ჩემი შვილის მაგალითი მოგიყევი smile.gif ახლა იმის გამო რომ ვიღაც ზედმეტად ინტერესიანი რაღაცას გკითხავს ბავშვს ყველას ნაცად რაღაცეებს ხომ არ ახმარ და ჩააწვეთებ რომ წირპლი გაუქრეს? აცადე გარხსნება თავისით, ჩემი რჩევა იქნება ნუ მიაქცევ ყურადღებას ნურავის და მხოლოდ ბავშვზე იფიქრე ^_^
* * *
მასაჟებს უკეთებ?


მასაჟები აუცილებელია გახსნაში ძალიან დაგეხმარება

Posted by: Tamara1988 9 Oct 2019, 12:51
გოგოებო წლინახევრის აცრა, რამდენი თვით შეიძლება დავუგვიანო? მომენატრა აქაურობა , რამდენი ხანია არ შემოვსულვარ smile.gif)))

Posted by: nature 9 Oct 2019, 13:03
მზე
მე თვითონ რო ვუყურებ მეცოდებასავით. ხან რო იღვიძებს ქუთუთოები აქვს დაწებებული. მერე ვულბობ ერთი მოსმით არ ლბება. სველ ნარლას არ იჩერებს ვუჭერ ძალით რო დალბეს წამწამები და მოვაცალო. მოკლედ ვწვალობთ ორივე. გუშიმ ჩავაწვეთე მაქსიტროლი 1 წვეთი და უკვე ძალიან სუფთა თვაკებით გაიღვიძა. და დღეს მთელი დღე არ მომიწმენდია. ამაღამაც ჩავაწვეთებ და ვნახოთ თუ გასტანს შედეგი დიდხანს. სულ 2 დღე აქვს დანიშნული. შედეგი აქვს უკვე მთავარია მერე ისევ არ დაეწყოს.
* * *
რავიცი ეხლა დავიზმენდი. ვითომ ავნებს ის წვეთები რამეს? რადგან 1 დღეში უშველა და სულ 2 დღე აქვს დანიშნული ესეიგი ძლიერია

Posted by: მზე 9 Oct 2019, 13:29
nature
ჰო მესმის sad.gif მარა რავი აბა. ცოტა ხანში მიეჩვევა წესით. და ამასობაში გაუვლის კიდეც.
პედიატრს კითხე მაგ წვეთებზე? შენი ნათესავი თან პედიატრიცაა?

Tamara1988
რატო უგვიანებ თამ?
* * *
pearlgirl
ზუსტად არ ვიცი მარა ვაქსიგრიპი არ იქნება ნოემბრამდეო (ესეთი ჭორი გავიგე)
ჰოდა ინფლუვაკით ჰო არ ავიცრა მე მანამდე თქო ვფიქრობ
შენ რა აზრის ხარ? როგორ აპირებ რო მოიქცე?
ჯიპისიში 20 ლარი ღირს ინფლუვაკი (30 ლარი ექსპრეს კლინიკებსა და ევექსში)

Posted by: Neno_ 9 Oct 2019, 14:21
მზე
აუ მეც მაგ საკითხებზე ვფიქრობ. სამშაბათს მიმყავს პატარა ინფლუვაკზე და ბარემ მე და თამროც ხო არ ავიცრათ და მოვიშოროთ თქო ვფიქრობ, თან გული მეთანაღრება, ბარემ ხო არ დაველოდოთ და 4 კომპონენტიანით ხო არ ავიცრათ და ესე გადაუწყვეტლად ვარ ))

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 9 Oct 2019, 14:23
მზე
Neno_
მე დავურეკე გუშინ ძაგანიას მაგ საკითხზე და აცერი ინფლუვაკით, არ დაელოდო ვაქსიგრიპსო.
რაც მალე აცრი მით უკეთესიო.
ასე რომ მეც ამ დღეებში ვაპირებთ რომ ყველანი ერთად ავიცრათ

Posted by: Perseus12 9 Oct 2019, 14:57
ისა, მაკა ლომიძე რატომ წამოვიდა მრჩეველიდან? user.gif
* * *
გოგოებო, ასდა-დან ვაპირებ გამოწერას რეიტუზების ხათრით, ხოდა ხომ არ შემომიამხანაგდებოდით?

Posted by: Tamara1988 9 Oct 2019, 15:11
მზე
რავი გოგო თვის დასაწყისში ჩაწერილი მყავდა, უნდა წამეყვანა და სურდო დაეწო.ეხლა კი მორჩა მაგრამ 2კვირა მარტო ვრჩებით და მეშინია თითქოს მაინც აცრის რეაქციის და გადადება მირჩევნია.sad.gif წლის და 8თვის კი გახდება ამასობაში და ძაან ხომ არ ვაგვიანებთქო ?!:((

Posted by: Jane_L 9 Oct 2019, 15:29
Perseus12

მე დამყავდა მაკასთან. მიზეზი არ ვიცი, კერძო პრაქტიკა გახსნა და გამოძახებით დადის.
როცა გამოძახება მინდა ავად თუა, ვიძახებ ხოლმე - მაგრამ გეგმიურებზე მრჩეველში დავტოვე ისევ სხვა პედიატრთან.

Posted by: Perseus12 9 Oct 2019, 15:31
Jane_L
დაზღვევა ჩვეულებრივ გინაზღაურებს ხო მაკას ვიზიტებს?

Posted by: Jane_L 9 Oct 2019, 15:33
Perseus12

კი, თავისი ბეჭდით და ყველაფრით მოწესრიგებული მოდის. 60 ლარი ღირს

Posted by: Utopian 9 Oct 2019, 15:33
Tamara1988
პირველი სამი დღეა რეაქცია მოსალოდნელი. ფასიანით თუ აცრი მარტივად გადატანის ალბათონა იზრდება
მე შენს ადგილზე ავცრიდი. 1 თვე კი არაფერს წყვეტს, მაგრამ ვირუსების სეზონი ახლოვდება და სანამ კარგად არის მგონი ჯობია შანსი გამოიყენო


მზე
რა კარგი ინფო დაწერე. ამ დღეებში ვაპირებდი დარეკვას და გარკვევას
წავაცუნცულებ მაშინ ლალისთან როგორც კი გამოჯანმრთელდება

ვერ მოვასწარი აცრა ისე გადასდეს რაღაც ოხრობა. კიდევ კაი სიცხე არ აქვს



Posted by: Neno_ 9 Oct 2019, 15:38
mCvanE_shteFsEli_
აუ მაშინ ჩვენც ავიცრებით ყველანი ))
ისიც ხომ არ გაგირკვევია, ვინც პირველად იცრება ხო ორჯერ უკეთებენ ნახევარ ნახევარს 1 თვიანი შუალედით, თუ აქ ეგრე არ არის? შენ პირველად ცრი რომელიმეს? მე უმცროსს ვცრი პირველად და კარგი იქნება მომზადებული ვიყო ინფორმაციით

Posted by: Perseus12 9 Oct 2019, 15:45
Jane_L
QUOTE
კი, თავისი ბეჭდით და ყველაფრით მოწესრიგებული მოდის. 60 ლარი ღირს

უპრობლემოდ მოდის ხოლმე? მე რამდენჯერად დამირეკავს მრჩეველში, უბანს რომ იგებენ, უარს მეუბნებიან და მაკა თუ დადის მაწყობს, ჰოდა ნომერიც მომეცი რა, რამე რომ იყოს, მქონდეს ეგეც smile.gif

Posted by: მზე 9 Oct 2019, 15:53
Neno_
მეც გადავწყვიტე ინფლუვაკით აცრა. საერთოდ როდის შემოვა არ ვიცით, მინიმუმ ნოემბრამდე არაო (დაზუსტებული ინფო არაა უკვე მარა ნუ კულუარულად biggrin.gif)

mCvanE_shteFsEli_
მადლობა ^^ ნიას ისედაც ვაქსიგრიპს ვერ ვუკეთებდი და ჩავეწერე ინფლუვაკზე უკვე 22-ში

Tamara1988
გოგო კიდე რამე არ აიკიდოს ამასობაში, ასე გადადებ გადმოდებით ჩემმა თანამშრომლელმა 2 წლის და 7 თვის ასაკში აცრა. ბაღში არც იღებდნენ ისე.
თან ისეთI განსაკუთრებული რეაქციაც არ ექნება მგონი. მე ავცრიდი მაინც

Perseus12
თაკნატუნას მივწერე. მაგას უყვარს ასდა და იქნებ აპირებს.

Neno_
QUOTE
ისიც ხომ არ გაგირკვევია, ვინც პირველად იცრება ხო ორჯერ უკეთებენ ნახევარ ნახევარს 1 თვიანი შუალედით, თუ აქ ეგრე არ არის? შენ პირველად ცრი რომელიმეს? მე უმცროსს ვცრი პირველად და კარგი იქნება მომზადებული ვიყო ინფორმაციით

კი ეგრეა. შარშან არ ამიცრია მარა მასე უნდა მექნა რო ამეცრა

Utopian
QUOTE
რა კარგი ინფო დაწერე. ამ დღეებში ვაპირებდი დარეკვას და გარკვევას
წავაცუნცულებ მაშინ ლალისთან როგორც კი გამოჯანმრთელდება

კიდე უკეთეს ინფოს გეტყვი biggrin.gif დღეს დავრეკე, პარასკევს ხდება 1.5 წლის და მეთქი სამშაბათს წავიყვან ბარემ ავცრი ორივეზე თქო და სადაა biggrin.gif
მთელი ეს და მომდევნო კვირა შევსებული აქვს. ორშაბათს, 21-ში, დღის მეორე ნახევარში შემიძლია ჩაგწეროთო smile.gif))
მე დილის საათები მერჩივნა და სამშაბათს 22-ში ჩავეწერე.
ლალისთან ამხელა რიგები პირველად ვნახე.

Posted by: Perseus12 9 Oct 2019, 15:56
მზე
შენც უნდა შეგაყვარო :დ :დ

Posted by: მზე 9 Oct 2019, 15:57
Perseus12
არა თაკნატუნამ sad.gif

QUOTE
შენც უნდა შეგაყვარო :დ :დ

biggrin.gif დაიცა დავათვალიერო biggrin.gif

Posted by: Tamara1988 9 Oct 2019, 16:20
Utopian
მზე
უღრმესი მადლობა გოგოებო, ვიღებ თქვენს რჩევებს. 2kiss.gif love.gif

Posted by: Jane_L 9 Oct 2019, 16:48
Perseus12
კი,მაკა გლდანში ცხოვრობს და ტერიტორიულად აწყობს კიდევაც. ნომერს მოგწერ მესიჯებში

Posted by: Perseus12 9 Oct 2019, 16:55
Jane_L
QUOTE
ნომერს მოგწერ მესიჯებში

მადლობა <3

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 9 Oct 2019, 16:55
Neno_

კი ნახევარ-ნახევარს უკეთებენ ჯიპისის ექსპრეს კლინიკაში. არა მე დავზარდე უვკე ბალღები, ბაღში დადიან უკვე ერთად smile.gif
შარშან მოუწია ნიკას პირველად და ორჯერ მომიწია მიყვანა.


Posted by: Utopian 9 Oct 2019, 16:56
მზე
ოღჩ დავრეკავ დღესვე
მადლობა :*


Tamara1988
მკლავზე ააცრევინე :*


* * *
პირველაც ვცრი გრიპზე და ანუ 2 ვაქცინას ვყიდულობ ხო?
დიდებზეც ასეა?


Posted by: Lemon Curd 9 Oct 2019, 17:01
როგორ ხართ? პაროლი დამავიწყდა, აღდგენა მეზარებოდა და ვერ ვწერდი, ეხლა რაღაც სასწაულებრივად გამახსენდა smile.gif ან გავარტყი შემთხვევით.
აცრაზე მეც დავწერ: ევექსის იმუნოლოგმა მეც მიტხრა რომ რადგან პირველად იცრება ინფლუვაკით, 2-ჯერ უნდა აიცრასო 1 თვიანი შუალედით. ჩაწერილები ვართ ჩვენც.
წლინახევრის აცრაზე 1.8 წლის ავცერი, ფასიანიტ და რეაქცია არ ჰქონია არანაირი. ეს აცრა ამ ვაქცინით როგორც მივხვდი 2 წლამდე უნდა მოესწროს, რაღაც წესია ვაქცინაციის რომელიც ამას წინატ ვნახე და მასეთი დასკვნა გამოვიტანე, მერეც აცრი მაგრამ ვაქცინა და მეთოდი იცვლება. მე ასე გავიგე ამ წესიდან.

აუ ჭამაზეც ვიკითხავ რა - სუპები - დაბლენდერებული, დაუბლენდერებელი, დაჭყლეტილი ამოიძულა. აი არ აღებს პირს საერთოდ. ცალკე მოხარშულ ან ღუმრლში გამომცხვარ ბოსტნეულსაც არ ეკარება. მარტო ჭამს კიტრს ბოსტნეულიდან. რა ვქნა, მირჩიეთ რა. არადა ეს 1-3 წლამდე ასაკი მგონია ისეთი კრიტიკული ვიტამინების და ნორმალური საკვებია მიღების კუთხით, რკმ დეპრესიაში ვვარდები )) ფაფა, რძის პროდუქტი, სახლის პეჩენია ან კექსი, ხაჭაპური - მგონი სულ ესაა რასაც ეამს. ცოტა კი არაა და მშიერი კი არ რჩება, ხილიც ბევრია ხო თან ეხლა, უბრალოდ ბოსტნეულიც ხო უნდა მიიღოს..
ხორცი და თევზი ხსნ კი ხან არა, გააჩნია როგოტ განწყობაზეა.

Posted by: takotatuli1989 9 Oct 2019, 17:08
Neno_
ჯიპისის ექსპრეს კლინიკაში ავცერი ჩცემი გოგო 30 ლარი გადავიხადე, ნახევარი დოზა უკეთდება ამ ასაკშიო ნუ ეს 23 თვისაა და 1 თვეში კიდე უნდა აცრათო

Posted by: Jane_L 9 Oct 2019, 17:14
Lemon Curd

მემგონი ამ შინაარსის პოსტებზე ვითაგები. smile.gif))
ჩემი დაკვირვებით ასაკობრივია, 2-3 წლის ასაკში 1 წელი ზუსტად, ჩემმა შვილმაც გაჭედა და არაფერს ჭამდა - ფაფა, წიწიბურა, მაკარონი, ფორმულა- აი ამას ვატრიალებდით 1 წელი.

იმედია თქვენსას მალე გაუვლის, ჩემთან 1 წელი და ჩემი ნერვები მთლიანად დასჭირდა smile.gif))

Posted by: Lemon Curd 9 Oct 2019, 17:33
Jane_L
აი მაკარონი დამავიწყდა, შეუძლია დღეში ათჯერ ჭამოს.
იმედია გაუვლის მართლა, გული მისკდება სულ ამ უაზრო საჭმელზეა. კიდევ კარგი ხაჭო და მაწონი უყვარს, ყველიც, ფორმულასაც სვამს ძილის წინ.

Posted by: Jane_L 9 Oct 2019, 17:51
Lemon Curd

კი ფორმულა 3 წელზე მეტი სვა, იმდენად სხვას არაფერს ჭამდა ეგ არ ამომიღია რაციონიდან smile.gif
მაკარონი, ყიყლიყო და ყველაფერი რაც ნაკლებად სასარგებლოა.

წარმატებას გისურვებთ smile.gif

Posted by: მზე 9 Oct 2019, 18:12
Utopian
QUOTE
პირველაც ვცრი გრიპზე და ანუ 2 ვაქცინას ვყიდულობ ხო?

შენ არ ყიდულობ, იქ აქვთ (ბავშვზე ვამბობ). მეორედაც მიიყვან უბრალოდ.

დიდებზე არაა ეგრე. 1 ცალს იყიდი შენთვის და დაირჭობ biggrin.gif ან მიხვალ და იქვე აგცრიან ერთხელ

Posted by: Lemon Curd 9 Oct 2019, 18:13
Jane_L
მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის smile.gif

Posted by: teako333 9 Oct 2019, 22:51
დედებო მოგესალმებით.

მეც მომავალი დედა ვარ და თქვენი რჩევა მჭირდება.

ჰერაში თუ ვინმემ იმშობიარეთ რომელ მეანს მირჩევთ. ვიცი მანდ ყველა კარგია მაგრამ მე ნებისმიერ ვარიანტში უნდა ავიყვანო ექიმი და ვერ გადავწყვიტე რომელთან მივიდე.

Posted by: nature 9 Oct 2019, 23:16
teako333
მე ღოღობერიძე მყავდა აყვანილი და არ ვიყავი კმაყოფილი. უხეში კაცია. არც ნაკერი მქონდა კარგად გაკერილი და ბავშვს ნეკა თითი ქონდა გაჭრილი. ნოდარის აქებენ ზალდასტანიშვილს თუ მაინცდამაინც ჰერა გინდა
* * *
teako333
ლუქსში ვიწექი და მწერებისაგან დამცავი ბადეები არ ჰქონდათ შუა ზაფხულში. საჭმელი კიდევ თუ შენი არ გექნება და მადაზე იქნები მოკვდები მშიერი smile.gif

Posted by: sesilia28 10 Oct 2019, 08:56
გოგოებო მენჯ-ბარძაყზე ეხო რა ხნისაზე კეთდება?

nature
კი ვცადე პილონკა. სულ ერთხელ დაგვჭირდა და უშველა. ეხლა აღარ გვაწუხებს ძალიან, ერთი ორჯერ თუ წამოიტირებ დღეში და მალევე გადის კუჭში და იცლება

Posted by: მზე 10 Oct 2019, 10:32
sesilia28
6 კვირაზე დაგვიწერა ჩვენ კანკიამ და ელენე გოცირიძესთან გავუკეთეთ მრჩეველში.
ისე 3 თვემდე შეგიძლია. მერე რენტგენი უნდაო ასე მითხრეს მე

* * *

აუ გოგოებო, 1050 მეტრზე სამი დღით აყვანა-ჩამოყვანა წლი-ნახევრის ბავშვისთვის ცუდი იდეაა ხო? თუ არც ისე biggrin.gif
ეხლა სამი დღე დასვენებები როა სოფელში რო წაიყვანონ ბებია-ბაბუამ თქო rolleyes.gif

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 11:53
მზე
მშვენიერი იდეაა!
QUOTE
აუ გოგოებო, 1050 მეტრზე სამი დღით აყვანა-ჩამოყვანა წლი-ნახევრის ბავშვისთვის ცუდი იდეაა ხო? თუ არც ისე
ეხლა სამი დღე დასვენებები როა სოფელში რო წაიყვანონ ბებია-ბაბუამ თქო


Posted by: მზე 10 Oct 2019, 12:01
Perseus12
ჰოო? ანუ აკლიმატიზაცია და ამბები 3 დღესა და 1050 მეტრზე არ არის პრობლემა? rolleyes.gif

კანკიამ მითხრა ბაკურიანში თუ წაიყვანო 1 კვირა-10 დღეზე ნაკლები ხნით პირიქით უარესიაო. ბაკურიანი კი არსი 1700 მეტრზე biggrin.gif მაგრამ თბილისი 350 მეტრზეა (ნუ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ GPS data ეგრე აჩვენებს) და 700 მეტრი სხბაობა ბევრი ხო არაა თქო rolleyes.gif

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 13:25
ორ წლის ბავშვზე რამე პრობლემაა აცრაზე? ანუ აღარ კეთდება ორ ეტაპად ორი წლის მერე?

ვერ გავიგე, როგორ მოვიქცე, ზოგი მეუბნება ყოველ წელს ახალ-ახალი ვირუსიაო და მაინც აზრი არ აქვს ვაქცინები შარშან არის შემოტანილიო.
ზოგმა ისიც მითხრა (ჯადაცვის სამინისტროში მუშაობს), რომ დაუმუშავებელი ვაქცინებია და იმუნიტეტი ვისაც ცოტა სუსტი აქვს, მათთვის უარესია თუ შეხვდაო.
ზოგმა მითხრა აცერი, მაგრამ ორი კვირა მოარიდე საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნასო, სანამ იმუნიტეტი გამომუშავდებაო, იმიტომ რომ თუ აცრიდან ორ კვირაში შეხვდათ ძალიან ურთულდებათო.

ვერ გავიგე რომელს ვენდო, ყოველ შემოდგომაზე ესეთ გაურკვევლობაში ვარ.
თან ბაღში არ დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ უწევს და ოჯახის წევრები ხომ არ ავიცრათ მხოლოდ ეგეც ვიფიქრე.
მოკლედ ვერ გადავწყვიტე. იქნებ მირჩიოთ.

Posted by: november777 10 Oct 2019, 13:33
მზე
სახლი გვაქვს თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა, პირველად სამი თვის იყო ზუსტად სამი დღით რომ ავიყვანე, მას შემდეგაც გვიწევდა ხშირად 2-3 დღით ასვლა smile.gif არასდროს ქონია აკლიმატიზაციის პრობლემა, თუმცა ინდივიდუალურია მგონი ესეც smile.gif მეორე ბავშვზეც ასევე 5 თუ 6 თვის იყო პირველად ასევე ცოტა ხნით რომ ავიყვანე smile.gif

Posted by: takotatuli1989 10 Oct 2019, 13:51
SRB100
მე ხო იცი მიწევს თვის ბოლოს ბაღში შეყვანა და ავცერი, მეც მითხრეს 2 კვირაში იმუნიტეტი გამოუმუშავდებაო. წელს მიღებული ვაქცინა აქვთ. ყოველ წელს უნდა ავცრად რადგან ყოველ წელს იცვლება და მუტაციას განიცდიან ვირუსები. მეორედ უნდა აცრა 1 თვეშიო.

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 13:56
takotatuli1989
ჩემი ხომ ხვალ ხდება ორი წლის და არ ვიცი როგორ იცრება, დავრეკავ პედიატრთან.

Posted by: ლუქსუს 10 Oct 2019, 14:04
SRB100
შენს ადგილზე, რა თქმა უნდა, არ ავცრიდი, ბაღის ბავშვი კიდევ გასაგებია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ავადობს, ჩემმა პედიატრმაც ასე მითხრა

Posted by: მზე 10 Oct 2019, 14:17
SRB100
2 კვირა უნდა მოარიდო კი.
რავი ჩემიც არ დადის ბაღში, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დახურულ სივრცეებში ყოფნაც არ უწევს, მაგრამ ასე ყველასგან ხო ვერ გამოვიკეტებით.
ხშირადაც არ ავადმყოფობს. მაგრამ მე მაინც ვაპირებ რომ ავცრა.
ავადმყოფები, რა თქმა უნდა, არ მოვლენ სტუმრად სახლში (დიდი სტუმრიანობებიც არ გვაქვს), მაგრამ მაინც შეიძლება ისე გადაედოს რამე რომ თვითონ მატარებელმაც არ იცოდეს, მგონი.
რავი რა მგონია რომ უფრო დაცული იქნება

შენ რისი გეშინია? სუსტი იმუნიტეტი აქვს?
* * *
november777
ჰო ინდივიდუალურია და ისე აკლიმატიზაციის პრობლემას რას ეძახი?
ანუ როგორ უნდა მიხვდე მაგალითად რო გაუჭირდა?
უბრალოდ ცუდ ხასიათზე და გაჭინჭყლებული ან მივარდნილი თუ იქნა?

Posted by: november777 10 Oct 2019, 14:36
მზე
QUOTE
აკლიმატიზაციის პრობლემას რას ეძახი?

როგორც ვიცი სიცხის მატებაც იცის, უხასიათობა და მივარდნილია ბავშვი smile.gif

Posted by: takotatuli1989 10 Oct 2019, 15:31
გოგოებო, ჯეოქსის ბოტასი ვნახე დათბილული შალით და ბათინკის ყიდვას 2 წლის ბავშვისთვის ეგ არ ჯობია? უფრო მსუბუქი იქნება და იოლი სახმარი. ასევე მაინტერესებს ,,ელფანტენ" რამდენად კარგი ფირმაა.

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 15:58
მზე
არა, არ აქვს სუსტი იმუნიტეტი, უბრალოდ ვაქცინის გაკეთების მერე არ შეხვდეს და უფრო რთულად არ გადაიტანოს მაგის მეშინია.
მითუმეტეს არ უწევს ხშირი კომუნიკაცია არც ბავშვებთან და არც გარეშე პირებთან.
* * *
takotatuli1989
სად ნახე?

Posted by: მზე 10 Oct 2019, 16:17
takotatuli1989
QUOTE
ასევე მაინტერესებს ,,ელფანტენ" რამდენად კარგი ფირმაა.

ძალიან კარგია. ელეფანტენ ოღონდ ხო?
მე არ მქონია მაგრამ აქ რო წერდა მაშუშა ის იყო აღფრთოვანებული
ბებიას უნდოდა ჩამოეტანა ავსტრიიდან ისე მომეწონა ხარისხიო მარა ზომა აღარ იყო
მოკლედ რაც მსმენია ძალიან კარგია yes.gif

მე ვუყიდე ბათინკები და რავი ძაან მოეწონა, სახლში ჩაიცვა და ძლივს გავხადეთ biggrin.gif თან თბილია და თან წყალგაუმტარი (ბოლომდე არა, აი ძლენად რო სველდება ისეთი, water repellent)

SRB100
რავი სტუმარი მაინც არ მოვა? ან სადმე არ წაიყვანთ? ღია სივრცეში კი ნაკლები შანსია რო გადაედოს მარა რავი
ისე ეგეც შეიძლება რო ყველა აიცრათ გეთანხმები. ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ძაან კომფორტულად ამ გრიპის აცრასთან biggrin.gif მარა თავს ვაჯერებ რომ ასე ჯობია

Posted by: fleurs 10 Oct 2019, 16:27
ისე ამ გრიპისაც ვერ გაიგებ.აგერ დავბერდი ქალი და ბოლო 20 წელია არ შემხვედრია.ესეც იმიტომ ვიცი რომ სამსახური არ გამიცდენია 19 წელია smile.gif)) მხოლოდ 6 თვე მაქვს გაცდენა ორსულობის გამო. ნაბოლარა 3წლის და 8 თვისაა 6 თვიდან ბაგაში და ერთხელ ვიყავით სიცხიანი ( თვალიარეცეს smile.gif )

Posted by: მზე 10 Oct 2019, 16:36
fleurs
სიცხიან და სურდოიან ბავშვებს იტოვებენ მანდაც ბაღში?
აქ საჯაროშიც ხო იტოვებენ და კერძოებში ბევრგან მშობლებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ: ფულს ვიხდი და აბა რაში ვიხდი? სამსახური მაქვს.
რავიცი რაა.
დატოვებული სურდო კი არაა პრობლემა მარა მგონი მიმიხვდი რასაც ვამბობ
თან გულწრფელად მგონია რომ სველი წესით დასუფთავების წესს ყოველდღე ზედმიწევნით არ იცავენ, არ/ვერ ანიავებენ და ა.შ.

გრიპი ისე მეც არ მაქვს სერიოზული რომ შეხვედროდეს. 39 სიცხე მგონი მარტო ჩუტყვავილას დროს მქონდა.
და ორსულობაში გავცივდი და ვერ დავჯექი სახლში და გამირთულდა, მაგრამ სიცხე მაინც არ მქონდა.

მოკლედ მასე ვერ გაიგებ რა.

შენ უკეთებ გრიპის აცრას?
* * *
november777
მოკლედ ბევრი ვგუგლე და 1050 მეტრი მგონი პრობლემა არაა. ნუ მე აქცენტი 3 დღეზე მქონდა და მასეთი ამ სიმაღლეზე ვერაფერი ვნახე. კანკიასაც მივწერე მაინც ყოველი შემთხვევისთვის biggrin.gif
მე მიჭირს ხოლმე ძაან. ნუ 3 დღე არა მარა მარა აი ადი-ჩამოდი 1 დღეს ძაან არ მსიამოვნებს და რადგან ეს პატარაა იქნებ ცუდია თქო რა :|

Posted by: Lemon Curd 10 Oct 2019, 16:39
მზე
უფ მეც მასე ვარ, თან არ მინდა ავცრა ზედმეტად მაგრამ თან სულ გულგახეთქილი უნდა ვიყო უაცროდ რა. ამიტომ რისკებს რომ ვუპირისპირებ ერთმანეთს, აცრა მირჩევნია აუცრელობას.
რა მინდა გკითხო - სისხლის საერთო გირჩია ექიმმა ბავშვის აცრამდე?

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 17:16
მზე
დიდია უკვე, ეგ წლამდე ითვლება მასე, მაგრამ ამ უცხოელებს რომ ვუყურებდი, ჰაწვალზე ჩვილებით ჰყავდათ სლინგში. თან ეგ არაა ის სიმაღლე, რომ წნევის ცვალებადობამ რამე დამარტოს. ჰაერზე იქნება, თავის სოფელში, ნეტა კი მქონდეს, სულ გავტენიდი smile.gif
* * *
მზე
უი ისა, ლიმანგოზე შედი, აქციებში და ლოსანში შედი, მერე თვალები მოიფშვნიტე და კი, არ გეჩვენება, ეგეთი ფასებია :დ

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 17:21
მზე
იცი რა არის? მეც ვერ ჩამოვყალიბდი. აქამდე არავინ იკეთებდა ამ აცრას, ჩვენს ბავშვობაში საერთოდ არ მსმენოდა მსგავსი არაფერი.
ბოლო 2-3 წელია დაიწყო ეს ბუმი და აჟიოტაჟი ამ გრიპის აცრასთან დაკავშირებით და ვერ ჩამოვყალიბდი.
გადამეტებული მგონია ზოგჯერ ეს ამდენი თავდაცვა და ბარიკადების აღმართვა. მინდა იმუნიტეტი თავისითაც გამოუმუშავდეს.

fleurs
მანდ არის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მსგავსი რამე?

ბაღებს რაც შეეხება, დედაჩემის მამიდაშვილი მუშაობს საჯარო ბაღში და მეხვეწება 5 წლამდე არ მიიყვანოო.
სიტუაციას რასაც იქ უყურებს, ბევრი მასწავლებელი სპეციალურად აკეთებს ორ პირს, რომ გააცივდნენ ბავშვები და შედარებით ნაკლებმარაოდენობამ იაროს ყოველდღიურად.
ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მზრუნველი და საღად მოაზროვნე მასწავლებელი შეხვდეს. როგორც საჯაროში, ასევე კერძოში.

ფემილიში დაყავდა ჩემს მეზობელს, 350 ლარს იხდიდა თვეში და წლის ბოლოს აღმოაჩინა, რომ თვალებს უხვევდნენ ბავშვებს და "მგელი მოვა თუ არ დაიძინებო" - აშინებდნენ.
ისეთი დასტრესილი იყო ბავშვი ღამე ძილში ბოდავდა რაღაცეებს. გამოიყვანა სასწრაფოდ, უნდა ეჩივლა კიდეც მე თუ მკითხავ.

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 17:25
SRB100
QUOTE
იმუნიტეტი თავისითაც გამოუმუშავდეს

თავისით არის მერე ეგეც, შეყავთ ორგანიზმში ვირუსი, უბრალოდ ის დოზა, რომ არ გახდეს ადამიანი ცუდად, ამასობაში ორგანიზმი ზუსტად ისე იქცევა, როგორც მართლა რომ შეეყაროს ეს ვირუსი, ანუ გამოიმუშავებს ანტი სხეულებს. ზუსტად იგივე პრინციპია, რაც გეგმიური აცრები, ჰოდა მაშინ თუ გეგმიურის არ გვეშინია, რატომ გვეშინია ამის?
ბაღს რაც შეეხება, უნდა ნახო ნორმალური ბაღი, სადაც ენდობი აღმზრდელს, 5 წლამდე ბავშვი სახლში ცოდოა, სჭირდება სოციალიზაცია. რაც შეეხება ბაღის ვირუსებს, გადასალახი ეტაპია, ბაღში სულ რომ არ ატარო, სკოლაში მაინც დაუდგება ეგ ეტაპი, იმიტომ რომ არ ეცოდინება ორგანიზმს მულტი-ვირუსულ გარემოში ,,თავის გატანა".

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 17:27
Perseus12
აუ, ეხლა რომ გამახსენდა შარშან რა ხდებოდა და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ალბათ მეც ავცრი biggrin.gif

Posted by: Lemon Curd 10 Oct 2019, 17:38
SRB100
SRB100
ვაიმე თმები დამიდგა ყალყზე, თვალებს უხვევენ და აშინებენო, ხო შეიძლება გადაირიო შენ შვილს რიმ მოექცნენ მასე. რამ გააცოფა ეს ხალხი

გოგოებო, გრიპის ვაქცინამდე სისხლის საერთოს ანალიზს უკეთებთ?

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 17:41
Lemon Curd
QUOTE
გრიპის ვაქცინამდე სისხლის საერთოს ანალიზს უკეთებთ?

არა

Posted by: Lemon Curd 10 Oct 2019, 17:46
Perseus12
უფ ძალიან კარგი smile.gif ვინრრვიულე, სხვა არც ერთი აცრის წინ არ გამიკეთებია და ამაზე თანამშრომელს უთხრა პედიატრმა.
მე თბითონ რამდენჯერმე ავიცერი მათ შორის გერმანიაში ყოფნის დროსაც და რავი არავის მოუთხოვია

Posted by: takotatuli1989 10 Oct 2019, 17:47
SRB100
აქ ჯეოქსის მაღაზიაში
* * *
Perseus12
ლარში თუ გადაიყვან მაინც ძვირია ყველაფერი smile.gif აქაც იყიდი მაგ ფასში მსგავს ჩასაცმელს
კურტკებია მარტო იაფი

Posted by: მზე 10 Oct 2019, 17:57
Perseus12
აუ რა კარგი ფასებია და ლამაზობებიი.
გამოგიწერია ეს ბრენდი? კარგია? საწყისი ფასიც ძაან ნორმალური აქვს
იწერ ეხლა?

Perseus12
november777
მომწერა კანკიამაც და პრობლემა არ არისო ^_^ იეიიი
არა კი ვიცოდი რო უნდა დამეჯერებინა მარა კანკიას ნათქვამი მაინც კაია biggrin.gif

Lemon Curd
არაა, არ უთქვამს არც ერთხელ. არც ამ ჩვენს იმუნოლოგს და არც კანკიას. კანკიამ პირიქით მითხრა, ზოგი ამბობს და არ არის საჭიროო (ნუ ეს პირველი აცრის წინ იყო, 2 თვის რომ იყო მარა მაინც biggrin.gif)
ჰო რა აი ეგრე ვარ ზუსტად.
შარშან არ ავცერი. ზუსტად 6 თვის იყო რო უნდა ამეცრა და თან 6 თვიდან არის ეს ვაქცინა და ასე წკიპზე რო იყო და ნუ მოკლედ ისევ ეჭვებში ვიყავი biggrin.gif
მე თვითონაც არც ერთხელ არ გამიკეთებია (მათ შორის არც შარშან biggrin.gif წელს ვაპირებ)
ჰოდა 1 თვეში სიცხე მისცა და აი ისე ვინერვიულე რო რავი smile.gif არ იყო ძაან ცუდად მარა კინაღამ მოვკვდი რაა

SRB100
არ არის მასე. ზოგი საკმაოდ ხშირად იკეთებდა ადრეც. პროსტა ეს ჰოლანდიური და ფრანგული და კარგი ხარისხის ვაქცინებია ახალი შემოსული მგონი და მაგიტომაა.

QUOTE
მინდა იმუნიტეტი თავისითაც გამოუმუშავდეს

QUOTE
თავისით არის მერე ეგეც

yes.gif

QUOTE
ბევრი მასწავლებელი სპეციალურად აკეთებს ორ პირს

აუ აი ასეთების დაჯერება ძაან მიჭირს :|

QUOTE
"მგელი მოვა თუ არ დაიძინებო" - აშინებდნენ

ვაი :|

შენ არ აპირებ რომ მიიყვანო?

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 18:00
takotatuli1989
4,99 ევრო ღირს ჯინსის შარვალი, რაის ძვირი.

Posted by: takotatuli1989 10 Oct 2019, 18:02
მზე
ლამინოც კარგია? სახლის ჩუსტებს ვეძებ გადასაჭერიანს

Posted by: მზე 10 Oct 2019, 18:05
takotatuli1989
ლამინოს ფეხსაცმელი არ მქონია. მგონი ნორმალური ხარისხია.
საწვიმარი შარვალი მაქვს ლამინოსი და მშვენიერია smile.gif

Posted by: takotatuli1989 10 Oct 2019, 18:07
Perseus12
ზედებს ვეძებ მე და მაგის ფასებს შევხედე
მზე
მადლობა გენაცვალე, ბათინკიც საყიდელი მაქ და ეგეც, თან ბაღში მიმყავს და სად გავიწეწო აღარ ვიცი

Posted by: მზე 10 Oct 2019, 18:09
Perseus12
აუ კარტერსის $10-იანი ვაუჩერი გამიუქმდა :|
მეილებს ასე არ ვადევნებ თვალს.
ვერ არიან ეგენი. არ მქონდა საკმარისი რაოდენობის ქულები, ზუსტად ვიცი.
ჰოდა ივლისში მოუწერიათ რომ რაღაც შეცვალეს და დამარიცხეს ქულები, მერე დააკონვერტირეს $10-ში და სექტემბერში გაუვიდა ვადა :|
არადა 90 ქულამდე მქონდა და ვაპირებდი რომ მომდევნო გამოწერის მერე გამომეყენებინა. რა წესია რაა :@ ძაან გავბრაზდი

Posted by: Perseus12 10 Oct 2019, 18:11
მზე
QUOTE
აუ კარტერსის $10-იანი ვაუჩერი გამიუქმდა :|
მეილებს ასე არ ვადევნებ თვალს.

აუუუ sad.gif((( მე ერთხელ 2 ფლისი და 2 ელასტიკი 74 ცენტად გამოვიწერე, ფრი შიფინგი დაემთხვა და მაგრად გამიმართლა.

Posted by: google1 10 Oct 2019, 18:38
takotatuli1989
ლამინოს სახლის ჩუსტი ახლა გამოვუწერე და ცოტა მეუხეშება 11 თვის ბავშვისთვის, ზომითაც დიდი მოუვიდა და დავდე ჯერ. სუპინატორი არ აქვს. ისე კარგი ხარისხის ჩანს, გამძლე.

Posted by: მზე 10 Oct 2019, 18:43
Perseus12
აუ კაკრაზ ფულე და ელასწიკები მინდა რა sad.gif ზედები მაქვს და შარვლები - არა sad.gif
ჰოდა შევედი და 0 ქულა მეთქი რანაირად და თურმე რეები უჩალიჩიათ sad.gif
და ეხლა 150 დოლარზეა 10 დოლარი sleep.gif

Posted by: Lemon Curd 10 Oct 2019, 22:09
მზე
უფ როგორ მიხარია, დამამუნათეს სამსახურში ))) ეხლა მთავარია სურდო არ დაიმართოს იქამდე, გაცოფებული დაქრის ფეხშიშველი...

გოგოებო ოლდნეივიდან არ იწერთ? კარტერსიდანაც ვიწერ და ოლდნეივიდანაც და უფრო მომწონს ხარისხი ოლდის. + კარგი ფასდაკლებები აქვთ ხოლმე მაგათაც

Posted by: fleurs 10 Oct 2019, 23:55
მზე
სიცხიანს არ იტოვებენ,სურდო თუ აქვს კი. ანტიბიოტიკს თუ სვამს ბავშვი და გადამდები არ არის იტოვებენ და ექიმის რეცეპტი უნდა მიიტანო რომ დაალევინონ.ცხვირსაც ურეცხავენ უბრალოდ ჩვენ მიგვაქვს გამოსარეცხი წყალი. ჩემი ექიმი არ გვაკეთებინებს არ თვლის საჭიროდ .თვითონაც კი არ იკეთებს არც თავის შვილებს არ უკეთებდა როცა პატარები იყვნენ., ისე ჩამოწერილია სია ვის უკეთებენ 65 წლუს ზემოთ,ასთმიანებს, სამედიცინო დაწესებულებაში ვინც მუშაობს,6 თვემდე ბავშვებთან მომუშავე ძიძებს,მოხუცების საცლში მომუშავეებს და ასე შემდეჰ.ჩემს ძმიშვილს ღვიXლი აქვს გადანერგილი და მასაც არ უკეთებენ აცრას,როდესაც მასთან ცდილობენ სიცხემ არ აუწიოს. ბ SRB100
აუცილებელ აცრებში არ არის ბავშვებში,მხოლოდ მათთან ვისაც ფილტვებუს პრობლემა აქვთ და65 წლის ზემოთ

Posted by: ლუქსუს 11 Oct 2019, 03:08
fleurs
ძალიან სწორი მიდგომაა, გერმანიაშიც ზუსტად მასეა და ძალიან არ მომწონს ჩვენთან ბევრს რომ აკეთებინებენ არის თუ არა რისკჯგუფში. მე აცრის წინააღმდეგი არ ვარ მარა ეს ისეა როგორც ანტიბიოტიკი, საჭირო დროს მისაღებია და არა ყოველი შემთხვევისთვის

Posted by: pearlgirl 11 Oct 2019, 09:14
ლუქსუს
QUOTE
ძალიან სწორი მიდგომაა, გერმანიაშიც ზუსტად მასეა და ძალიან არ მომწონს ჩვენთან ბევრს რომ აკეთებინებენ არის თუ არა რისკჯგუფში. მე აცრის წინააღმდეგი არ ვარ მარა ეს ისეა როგორც ანტიბიოტიკი, საჭირო დროს მისაღებია და არა ყოველი შემთხვევისთვის

გრიპის აცრაზეა ლაპარაკი?
იცი როგორაა, ააპ-ი თვლის რომ რისკჯგუფია ბავშვები. ევროპის რიგი ქვეყნები პრიორიტეტებს თვითონ განსაზღვრავენ, და ქვეყანაში გრიპის გავრცელების არეალის მიხედვით დგება ეგ რისკ ჯგუფები.

Posted by: Utopian 11 Oct 2019, 15:43
მზე
შენ გეცოდინება, ლალი თან პედიატრია ხო?
აღრიცხვის ექიმი მინდა შევუცვალო. აცრებიც მორჩა და ტყუილად მყავს მაინც არასდროს მივიყვან

როგორც ვიცი, მრჩეველიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში ხო?

ამ თვეში უნდა შევარჩიო ვინმე ჭკვიანი და ყურადღებიანი )) კონსილიუმისთვის


Posted by: მზე 11 Oct 2019, 15:51
Utopian
QUOTE
ლალი თან პედიატრია ხო?

კი პედიატრია მაგრამ აღრიცხვის ექიმად არ არის.
მხოლოდ 2 ქალია ევექსში ვინც სახელმწიფო დაზღვევაზე არის. ციცინო და მეორე სწერვა ვიღაც.
ციცინოა ჩვენი. არაფერს არ ვეკითხები, ლალისთან შეყვანამდე მაგის ჩანაწერი როა საჭირო თორემ საერთოდ არც ჩავწერდი.
თან პარალელურად თერაპევტიცაა და რანაირად ვერ მივხვდი.
ის მეორე ქალიც ეგრეა ზუსტად. პედიატრიცაა და თერაპევტიც.
მე რო ვარკვევდი 1.5 წლის წინ ესე იყო. მეეჭვება დიდად შეცვლილიყოს. რო დარეკო ევექსში 550505-ზე გეტყვიან ვინები არიან სახელმწიფო დაზღვევის პედიატრები.

QUOTE
როგორც ვიცი, მრჩეველიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში ხო?

იყო და აღარ არის. ნია რო დაიბადა უკვე აღარ იყვნენ. მე მრჩეველში დამყავს ფასიანებზე.

Lemon Curd
აუ არასდროს არ გამომიწერია. კარტერსი გამართლებაზეა, ზოგი სიეთი უხარისხოა და ეგ არ არის ანუ ეგრე?

fleurs
მადლობა. ისე გრიპის ცუდი სეზონი გაქვთ ხოლმე? აქ ბავშვთა საავადმყოფოებში ადგილი არაა ხოლმე

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 11 Oct 2019, 16:51
Lemon Curd
მე ვიწერ ხოლმე ხშირად ოლდნევდან და მეც კმაყოფილი ვარ smile.gif

მზე
QUOTE
აუ კაკრაზ ფულე და ელასწიკები მინდა რა  ზედები მაქვს და შარვლები - არა

თუ გატყუებდე აღარც მახსოვს ანის შარვალი როდის ეცვა ბოლოს, სულ კაბებით დადის სუუულ. იმედია მალე გადაუვლის :| ასე რომ სანამ მიხვედით მაგ ასაკამდე შეირგე ელასტიკები

Posted by: fleurs 11 Oct 2019, 21:33
მზე
არ ვიცი რა ხდევა საავადმყოფოებDი.სტატისტიკას რასაც ვუყურებ საფრანგეთში ძირითადათ ასაკიანებს ურთულდებათ გრიპი.გარდაცვლილი გრიპისგან 12 980 ( გრიპის შემდეგ სხვადასხვა გართულებები დაეწყით) 93% მოდის 65 წლის ზემოთ.

Posted by: ლუქსუს 11 Oct 2019, 21:38
pearlgirl
რა ვიცი, ორივე პედიტრმა ვისთანაც დამყავს ავადობის სიხშირის მიხედვით მირჩია არ გაგვეკეთებინა აცრა, ვერ ვხედავ საჭიროებასო

Posted by: Lemon Curd 11 Oct 2019, 21:45
მზე
კი კი კარგია, ცადე აბა ერთხელ. ბოდეები გამოვუწერე ეხლა, სახლის შარვლები, გრძელმკლავიანი მაისურები, ფასიც მშვენიერი აქვს სეილზე და ხარისხიც.

ჩემთვის სახლის რაღაცეებს, მაგალითად ელასტიკებს ვიწერ და ეგეც მშვენიერია. მგონი კარტერსი პატარებში უფრო კარგია და მერე ცოტა მოიკოჭლებს.

უი ლალისთან მე პედიატტის გარეშე დამყავს, ყელში ჩახედავს, მოუსმენს ფილტვრბზე და ისე უკეთებს მერე. იცის რომ პედიატრთან სხვაგან დამყავს მაგრამ არ მოუთხოვია ან იმის დასკვნა ან ევექსის პედიატრის. სახელმწიფო დაზღვევით მეც მანდ ავიყვანე აღრიცხვაზე ადრე მაგრამ არ გამომიყენებია არასდროს.

mCvanE_shteFsEli_
ხო მეც ძალიან მომწონს ხარისხი+ფასები.

Posted by: მზე 11 Oct 2019, 21:46
ლუქსუს
ვინ პედიატრებმა?
კანკიამ მირჩია გაუკეთეო არადა

mCvanE_shteFsEli_
რამდენისაა? biggrin.gif
დღეს ვუყიდე ერთი კაბა, შარვალზე გასულმა biggrin.gif ისე მომეწონა თავი ვერ შევიკავე user.gif

fleurs
ჰო ჩვენთან არ არის ეგრე sad.gif ახალგაზრდებშიც არის ლეტალობა

Posted by: ლუქსუს 11 Oct 2019, 21:52
მზე
ირაკლი ბეგოიძემ და ცოტნე ბესელიამ. რცხილაძემ იგივე მითხრა ოღონდ სამი წლის წინ, პირველ ბავშვზე, ახლა იშვიათად დავდივარ მასთან და ამაზე არ გვისაუბრია

Posted by: Utopian 12 Oct 2019, 09:28
მზე
უი არა მაშინ არ მინდა, მადლობა
კერძო დაზღვევა კი გვაქვს, მაგრამ ვიფიქრე აღრიცხვის ექიმიც გამომეყენებინა


Posted by: Fallen Angie 12 Oct 2019, 11:28
როგორ ხართ გოგოებო?
საზიზღარი ვირუსებჯა გავრცელებული, ფრთხილდ იყავით.
ნიამ აიკიდა, სიცხეები ქონდა 39-39.5 რამდენიმე დღე, მერე 1 კვირა დაბალი ქონდა, სისხლის ანალიზი გავუკეთე და ედსი ქონდა 70, როცა ზედა ზღვარი არის 10, შარდში ლეიკოციტები აქვს 100, აქაც 10 არის ზედა ზღვარი. ანტიბიოტიკის გარეშე ვერ გამოვძვერით sad.gif

Posted by: მზე 12 Oct 2019, 14:43
Lemon Curd
უი მადლობა ვცდი აბა. კარგი სეილი რას ნიშნავს ისე? მგონი მანდაც სულ სეილია და მაგიტო :დდ

უი მართლაა? ერთხელ შევუვანე პირდაპირ და კარგიო მარა ის ჩანაწერი უნდა იყოსო, აუცილებელია დოკუმენტურადო თორე იცის რო დამყავს სხვაგან და გვეკითხება ხოლმე თუ რამეა ჩავხედავ და ვნახავო

ლუქსუს
ვაა რა უცნაურია არადა მრჩეველში ხო ყველას ერთი და იგივე მიდგომა აქვთ თითქოს

Fallen Angie
უი რას ამბოობ sad.gif პატარა ქალბატონი ლოყა sad.gif ეხლა როგორაა? სად აიკიდა, ვინმე იცით ვისგანაც გადაედო თუ ასე არსაიდან?

Posted by: Fallen Angie 12 Oct 2019, 14:50
მზე
მთელი დღე ეზოშია ხოლმე, ალბათ რომელიმე ბავშვისგან გადაედო, ასე კონკრეტულად არავიზე გვაქვს ეჭვი. ახლა კარგადაა, დღეს მყავდა ექიმთან და ყელიც ჩაუცხრა, ყურიც ცოტა წითელი ქონდა მანამდე და ახლა უკვე აღარ აქვს. ანტიბიოტიკი კიდე 3 დღე უნდა დალიოს და მერე გადავამოწმებ ანალიზებს.
ძაან შეგვაშინა ამ ანალიზებმა, ედსი 70 ძაან მაღალია ბავშვისთვის.
თავიდან მეგონა უბრალოდ გაცივდა-მეთქი, ხო რაღაც უცნაური ამინდებია, ვერ გაიგებ რა ჩააცვა, მარა აშკარად ვირუსია

Posted by: Lemon Curd 12 Oct 2019, 22:50
მზე
ხო პრაქტიკულად სულ სეილია smile.gif მაგრამ პერიოდულად დამატებით არის ხოლმე ფასდაკლება.
აუ ლალისთან როგორ მივდივართ იცი, თვითონ უსმენს, ყელში ჩახედავს და მერე ცრის, და უფასოს დროს ვიხდიდით 30 ლარს, ანუ სავარაუდოდ ეგ გამოდიოდა ლალის როგორც პედიატრის კონსულტაციაც.

Fallen Angie
აუუ მეგობრის ბავშვს ქონდა ეგ ვირუსი, შემოგვესია უკვე რა sad.gif როგორ არის პატარა გოგო?

Posted by: Fallen Angie 13 Oct 2019, 00:04
Lemon Curd
კარგადაა თვითონ, ანტიბიოტიკი მივეცი თუ არა ეგრევე დაუგდო სიცხე და არც ქონია იმის მერე, მადაზეც მოვიდა.

Posted by: Lemon Curd 13 Oct 2019, 11:25
Fallen Angie
კარგი ბაია smile.gif
მეგობრის ბავშვს ყურის ანთება და ბრონქიტში გადაუვიდა ეგრევე, ანტიბიოტიკი მისცეს იმასაც

Posted by: Fallen Angie 13 Oct 2019, 18:10
Lemon Curd
ხო აი ამ ამინდმაც ხელი შეუწყო გავრცელებას. მართლა ვერ ვხვდები ხოლმე ან მე რა ჩავიცვა ან ბავშვს რა ჩავაცვა. ხან გავუშვებ გარეთ და უცბად ქარი ამოვარდება sad.gif

Posted by: ლუქსუს 14 Oct 2019, 10:24
გოგოებო, მირჩიეთ რა საბავშვო და საოჯახო ფოტოსესიისთვის ნორმალური სტუდია

Posted by: cvanca 15 Oct 2019, 10:22
ლუქსუს
ჩვენ დინოში ჩავეწერეთ

Posted by: pearlgirl 15 Oct 2019, 10:54
ლუქსუს
QUOTE
რა ვიცი, ორივე პედიტრმა ვისთანაც დამყავს ავადობის სიხშირის მიხედვით მირჩია არ გაგვეკეთებინა აცრა, ვერ ვხედავ საჭიროებასო

რავი თუ საზოგადოება მაღალპასუხისმგებლობიანი იქნება გრიპის ვირუსის გავრცელების პერიოდში მაშინ შეიძლება არ აცრა მცირეწლოვანი ბავშვები პირველ რიგში, თუმცა ბავშვი თუ დადის საბავშვო ბაღში, ცუდი რა არის იმაში რომ კონკრეტულ გრიპის შტამებზე აცრილი იყოს?

სმაილ სტუდიოც.
QUOTE
საბავშვო და საოჯახო ფოტოსესიისთვის


Posted by: მზე 15 Oct 2019, 11:03
ლუქსუს
დინო (მაგრამ 1 წელზე და თვეების ბავშვებზე სხვადასხვა ფოტოგრაფია. ერთ წელზე ვინცაა ნაკლებად მომეწონა მაგრამ მაინც კაია)
სანი სტუდიო მომწონს კიდე მარა ეგეც ძვირია
სმაილიც მომწონს
პოპინსებსაც არაუშავს

Fallen Angie
ჰო რაღაც ძაან უცნაური ამინდებია ხან 15 გრადუსია, ხან - 27 :|
* * *
აუ გოგოებო სულ ფეხშიშველა რო დადის არაუშავს ? sad.gif
ნასკსაც ვერ ვუჩერებ

Posted by: ლუქსუს 15 Oct 2019, 11:30
pearlgirl
როგორც ვთქვი, არ ვარ წინააღმდეგი გრიპზე აცრის, მარა აცრის დისკომფორტი თუ შემიძლია ავაცილო ბავშვს, რატომაც არა?! თან სამწუხაროდ დიდი დაცვაც ვერაა, ყოველ წელს ახალი ვირუსებია რაზეც ვერ იქნება გათვლილი,

მადლობა რჩევისთვის, მარა სმაილი რუსთავშია ხო?
მზე
cvanca
მადლობა გოგოებო, გადავხედავ სტუდიებს

ვაა, უნასკოდ დადის მთელი დღე ცივ იატაკზე? biggrin.gif რამე ლამაზი რომ უყიდო, ისეთი მას რომ მოეწონება და იქნებ გაიჩეროს. ოვსში ვიყიდე ბალერინის პონტშია ამოსაცმელი, სცადო იქნებ. რავი ცოდოა მგონი სულ ფეხშიშველი, მარა ამათ რას გაუგებ, მე რომ მცივა ესენი საბნის მაგვარს არაფერს იჩერებენ და არიან ტიტლიკანები, ალბათ იციან რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით biggrin.gif

Posted by: მზე 15 Oct 2019, 12:00
ლუქსუს
ვუყიდე და კი მოწონს და იცვამს მაქსიმუმ ნახევარი-1 საათი და მერე იხდის.
თავიდან 1 დღე კი ეცვა ოღონდ

ეხლა შლოპანცები რაც აქვს ის მოწონს და ყველაზე დიდ ხანს ის აცვია ხოლმე მარა იმასაც იხდის მერე
და ტუტულა იძახის და დადის ტიტველი ფეხებით და ხან ვის ჩუსტს იცვამს სათამაშოდ და ხან ვისას.

ჰოდა რავი აი რამდენი უნდა ვუყიდო თქო sad.gif

ახალი ნასკებიც ვუყიდე და ძაან გაუსწორდა ეგეც 1 დღე sad.gif

Posted by: pearlgirl 15 Oct 2019, 12:07
ლუქსუს
ეხლა მე იაღოველივით კი შეგიჩნდი მაგრამ smile.gif
QUOTE
ყოველ წელს ახალი ვირუსებია რაზეც ვერ იქნება გათვლილი
ზუსტად ახალ ვირუსზეა გათვლილი.


QUOTE
სამწუხაროდ დიდი დაცვაც ვერაა

არის იმიტომ რომ ღმერთმა ყველა დაგვიფაროს და ის კონკრეტული შტამები თუ შეეყარა ადამიანს არ მოკვდება, ან ადვილად გადაიტანს სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გარეშე.
QUOTE
სმაილი რუსთავშია ხო?

უი სანი სტუდიო ვიგულისხმე მე smile.gif
QUOTE
ვაა, უნასკოდ დადის მთელი დღე ცივ იატაკზე?

მთელი ცხოვრება ჩემი შვილი.
არ ცივა არ აწუხებს და რაც მთავარია მაგით არაფერი მოსვლია .

Posted by: მზე 15 Oct 2019, 12:15
pearlgirl
QUOTE
მთელი ცხოვრება ჩემი შვილი.
არ ცივა არ აწუხებს და რაც მთავარია მაგით არაფერი მოსვლია .

bis.gif

მეც დიდად არ განვიცდი მარა მაინც გადავამოწმე biggrin.gif

ლუქსუს
QUOTE
სმაილი რუსთავშია ხო?

კი რუსთავშია მარა რა მგონი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კოსტუმები მაგათ აქვთ
კარგი სტუდიაა მოკლედ მართლა
ნუ მე არ ვყოფილვარ მარა ფოტოებიდან

სანიში კი ძაან საყვარლები არიან <3

Posted by: Neno_ 15 Oct 2019, 17:28
ავიცერით ჩვენ მთელი ოჯახი bis.gif

Posted by: Dark_Sky 16 Oct 2019, 03:43
აუ ჩვენ რაც 1 წელი და 4 თვე არაფერი დაგვმრთნია აგრილდა ტუარა სულ გაციებულია, ვაქცინაზე კიდევ ვფიქრობ ბაღში რომ შევა მაგ დროს ავცრათქო რავიცი :/ თან რაც შარშან შიში გამოვიარე მაგის გამო

Posted by: Sandra2209 16 Oct 2019, 10:21
cvanca
კიკი ნუტრიჟენ ბონიდენტი მინდოდა და ვერაპრით ვერ გავიხსენე სახელი.
Dark_Sky
ჩვენი ბავშვები ხო ტოლები არიან და აპირებ აცრას? ლაპარაკობს შენი?Neno_ უიი შენიც მგონი იგივე ასაკისაა, ჰოლანდიური ვაქცინით აცერი? ორ ნაწილად კეთდება ხო?

Posted by: cvanca 16 Oct 2019, 10:21
Dark_Sky
ანდრიაც ასეა, ხრუტუნებს და ახველებს 10 სექტემბრის შემდეგ. გადაუვლის და 1 კვირაში ემართება ისევ. ვერ გავიგე რა გავაკეთო. მერე მადაც ეკარგება არ ჭამს და ეგ სულ მაგიჟებს facepalm.gif

Posted by: pearlgirl 16 Oct 2019, 12:19
takotatuli1989
შენ ძიძაზე რომ წერდი შეიძლება რომ მომწერო მისი საკონტაქტო? თუ არ დასაქმდა რა თქმა უნდა ამასობაში smile.gif

Posted by: მზე 16 Oct 2019, 13:24
Neno_
სად აიცერი?

დღეს მინდოდა ყიდვა, აქამდე ვერ მოვახერხე და უკვე აღარ არის. ჯიპისის კლინიკასაც არ აქვს და ევექსში 1-დან 2-მდე მგონი დარეკვა შეუძლებელია :|

Posted by: takotatuli1989 16 Oct 2019, 13:37
pearlgirl
მოგწერე პმ-ში. სადღაც 25 დან იქნება თავისუფალი.

Posted by: Utopian 16 Oct 2019, 14:11
მზე
ჩემი საინფორმაციო ხარ
ახლა ვრეკავდი ჯიპისის საბურთალოს ექსპრეს კლინიკაში და ვერ დავუკავშირდი. ხვალ ვაპირებდი წაყვანას
ლალის ვერ დავუცდი

ავერსში დავრეკე და აქვთ. 30 ღირს. ხვალ ავცრი

Posted by: მზე 16 Oct 2019, 14:15
Utopian
biggrin.gif
აუ მე ხო წლინახევრისაზეც უნდა ავცრა და ერთად იქნებოდა ზე კომფორტული sad.gif

ევექსში ისევ ვერ ვრეკავ 0_0
ვერ არიან

ლალის დავურეკავ აბა

Posted by: mzi 16 Oct 2019, 15:02
4 წლის ბავშვისთვის რომელი ომეგა 3 მიგიციათ????

Posted by: cvanca 16 Oct 2019, 15:30
მზე
ნუტრიჟენის საპროფილაქტიო დოზა 5 წვეთია ხო?

Posted by: pearlgirl 16 Oct 2019, 15:40
Utopian
QUOTE
ჯიპისის საბურთალოს ექსპრეს კლინიკაში

595991596 ამ ნომერზე რეკავდი?

Posted by: მზე 16 Oct 2019, 16:50
cvanca
6.
აწერია ისე, მაინც შენითაც რომ დარწმუნდე

pearlgirl
მე დავრეკე აპლიკაციაში ა ნომერიც აქვთ მითითებული 591 22 93 40-ზე (გამსახურდია 23/25-ის ფილიალში)

Posted by: pearlgirl 16 Oct 2019, 17:12
მზე

ესეიგი ნერვებს მიშლიან 4 კომპონენტიანს 10 ნოემბრისთვის ველოდებითო. თუ გაიგებთ რომ რომელიმე სხვა კერძო კლინიკამ ადრე შემოიტანა დაწერეთ რა რო არ გამოგვრჩეს.


Posted by: მზე 16 Oct 2019, 18:32
pearlgirl
ოკი.
რა გახდა ისე, რატო დაგვიანდა წელს ასე

Posted by: Neno_ 16 Oct 2019, 19:46
მზე

ჩვენს პოლიკლინიკაში ავივერით, მაგრამ აქაც ამბობდნენ რომ თავდებაო . ეს რა იციან გადეფიცუტება ხოლმე ყველაფრის..

Sandra2209
კი ჰოლანდიურით ავცერი და პატარას ნახევარი დოზა გაუკეთეს და 1 თვეში მეორედ უწევს smile.gif მერე კიდე ერთ თვეში წლინახევრის სავალდებულო და დავისვენებ ცოტა ხანი biggrin.gif

Posted by: Dark_Sky 16 Oct 2019, 23:04
Sandra2209
1.4 ის არის .არ ვაპირებ ეხლა ავცრა, მომავალ ოქტომბერში ვაპირებ, ეხლა კიდევ ყველანაირად ვეცდები ავარიდო, ხალხმრავალში არ გავიყვან, სახლში მოსულებს ხელებს ვაბანინებ და ტანსაცმელს ვაცვლევინებ, ნუ ვინც ჩვემთან ცხოვრობს, ფეხის გახდა დაუწერელი კანონია და გაციებულებს არ ვეპატიჟებით )) ტუმცა რათქმაუნდა მაინც შეიძლება შეხვდეს, მეძახის დედა დედა შემჭამა)) ტასო ( თავის თOჯინას ეძახის, მამას არ იძხის ბაბას ეძახის, ეს რაა? კითხულობს ანუ რაარისო კიდე სააად? რომ გარბის ხოლმე და მივსდევდი სად გარბიხართქო ეხლა თავის თავს პარალელურად ეკითხება საადო )) კიდე იცის რაღაცები მწირედ სახელები ძირითადათ,ნამუნამნა თუ შია, აუ არ ჩამოვწერე??! )))

cvanca
აი ზუსტად ვერ ვიგებ მიზეზი არ მიმიცია და ისევ 2 კვირაში თუ ცოტა ადრე დაეწყო, კბილები ამოსდის 1 მა ამოჭრა როგორც იქნა და მაგის ბრალი მეგონა, აუ რავიცი რაიმე მძიმე ვირუსები რომ შეხვდეს ძაან მეშინია

Posted by: QISA 17 Oct 2019, 00:16
გოგოებო სიარულს როდის მიაქციეთ ყურადღება? ან ექიმი თუ სჭირდება?
ქმარმა აიჩემა ცუდად დგავს მუხლშიო. მე ვერ ვაჩნევ.
14 თვისაა.

Posted by: Dark_Sky 17 Oct 2019, 00:54
QISA
ჩემსას დაბადებიდანვე შიგნით ქონდა ტერფი რაღაცნაირად, ექიმმა თვითონვე მითხრა პირველ ვიზიტზე არ შეგეშინდს გაასწორებსო, მუცელში არასწორად ედოო, ფეხი რომ აიდგა თავიდანაც შიგნით დგამდა, მერე გამოასწორა, თUმცა კითხე მაინც ექიმს, შენს შემთხვევაში რახდება

Posted by: Utopian 17 Oct 2019, 09:03
pearlgirl
უი არა, აპლიკაციქში მითითებულ ნომერზე ვრეკავდი




ძაან აზრთა სხვადასხვაობაა ამ აცრასთან რა (ისევე როგორც ყველა აცრაზე) და ძალიან დამაბნეველია sad.gif
მართალია, ბაღში არ დამყავს, მაგრამ სულ აქვს კონტაქტი ბავშვებთან. სახლში ვერ გამოვკეტავ. ყველგან დამყავს 3 თვიდან.
1.8 წლის არის და სულ 3-ჯერ გაცივდა ისიც მსუბუქად, წამალი არ დასჭირვებია, ანუ იდეაში კარგი იმუნიტეტი აქვს. ევროპაში არც აცრიდნენ, მაგრამ მაინც მეშინია აუცრელობის : ((


რაც შეეხება მეორე წუხილს biggrin.gif
ზუსტად იცით, რომ ფეხიდან არ ცივდებიან? არ იკარებს არაფერს. თხელი ნასკით დარბის
ჩაცმას არ აპროტესტებს, მაგრამ ერთ წუთში იხდის

Posted by: pearlgirl 17 Oct 2019, 09:16

Utopian
QUOTE
ძაან აზრთა სხვადასხვაობაა ამ აცრასთან რა

არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ანუ იგივე საშიშროებაა გრიპი, როგორც სხვა კალენდარულ აცრებში შემავალი ინფექციები. აი ასე შეხედე, წითელა, წითურაზე და ასე შემდეგ რო არ აცრა, შეიძლება წლები გავიდეს არ შეხვდეს, მაგრამ ხომ არის შანსი რო არ აიცრას მასიურად ყველა რომ შეხვდეს? ევროპის ქვეყნებში მაგალითად რისკ ჯგუფები იცრებიან ბევრი და პატარები რო არ აცრა მასე არიან დაცულები. თუმცა არავინ აგიკრძალავს ბავშვი რომ აცრა, იმიტომ რომ მაგითი არაფერი ემართება ბავშვის ჯანრმრთელობას. რაიმე საშიში რაღაც ხომ არ შეყავთ ვაქცინით ორგანიზმში?
QUOTE
ზუსტად იცით, რომ ფეხიდან არ ცივდებიან?

კი.

Posted by: მზე 17 Oct 2019, 10:36
Utopian
pearlgirl
QUOTE
ზუსტად იცით, რომ ფეხიდან არ ცივდებიან?

აუ ეს ნაწილი მეც მაინტერესებს.
თან ეს "გოგოსთვის არ შეიძლება" რო მესმის ხო საერთოდ biggrin.gif
არადა ძააან გაყიდნული აქვს ხოლმე ფეხი. მე რო მადებს მაგალითად მაჟრიალებს და მე ვერ დავდივარ უნასკოდ, ისე არ მსიამოვნებს უკვე sad.gif
არადა რო ეკითხები ფეხზე გცივაო, გეუბნება არაო. და ხანდახან როცა ცივა ამბობს ციივა, ნაკი (ნასკი), ჟაკეტი :| (ნუ ეს შედარებით იშვიათად მაგრამ ყოფილა biggrin.gif)
ჰოდა რავი დავანებე თავი მარა მთლად კომფორტულად ვერ ვარ, ჩემი დედამთIლი ხო საერთოდ biggrin.gif

Posted by: pearlgirl 17 Oct 2019, 10:47
მზე
Utopian
აი წარმოვიდგინოთ რაღაც ხანგრძლივი პერიოდი ბავშვს ცივა, მაგან შეიძლება შეასუსტოს იმუნიტეტი და ადვილად შეეყაროს მერე ესა თუ ის ინფექცია თუ ვირუსი.
მარა თვითონ ფეხშიშველი სიარული არ "აციებს" ბავშვს, იქიდან გამომდინარე რომ გაციება არის არასწორი სიტყვა smile.gif კი არ ვცივდებით, გვეყრება ვირუსი ან ინფექცია, რომელიც გავრცელებულია ჰაერში. ზამთარში უფრო მეტად ნუ გასაგები მიზეზების გამო.

Posted by: მზე 17 Oct 2019, 11:00
pearlgirl
ჰო რა.
რამდენი ხანი დადიოდა ელენე ფეხშიშველი? ან როგორც ნია იტყოდა ტუტულა (ტიტველა ფეხებით :დდ)

Posted by: pearlgirl 17 Oct 2019, 11:15
მზე
დღემდე ეგრე დადის. სხვათაშორის შენის ასაკში რომ იყო მაშინ უფრო ეცვა ხოლმე ფეხზე წინდა ან ჩუსტები, უფრო იჩერებდა მარა მაინც ნუ ფეხშიშველი უფრო მეტად უვლია ვიდრე ისე smile.gif)

Posted by: Utopian 17 Oct 2019, 15:40
pearlgirl
შენ გაიხარე
მამშვიდებს შენი პოსტები. კარგად იცი ახსნა
კარგი პედიატრი იქნებოდი ))



Posted by: Fallen Angie 17 Oct 2019, 17:26
pearlgirl
მეც ეგრე ვიცი, რომ გაციებას არასწორად ვეძახით, მაგრამ თან რაღაცნაირად მაინც ბოლომდე ვერ ვიჯერებ.
აი ძალიან თუ შემცივდა მეწყება სურდო და 1-2 დღე მამტვრევს ხოლმე ტანში, ანუ მაინც რაღაც ვირუსი აქტიურდება ამ სიცივის ფონზე? იმუნიტეტის დაქვეითების გამო?

Posted by: likalika333 18 Oct 2019, 00:20
გოგოებო მოკლედ ჩემი პატარა არის 2 თვენახევრის . და ხშირად აღებინებს , ჭამიდან 2 საათშიც კი. განსაკუთრებით როცა ხვანცალებს ან იჭინთება, ხანდახან კუეის წვენსაც როცა დიდი ხნის წინ აქვს ნაჭამი. ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა ? წონაში კარგად იმატებს

Posted by: pearlgirl 18 Oct 2019, 09:24
Utopian
QUOTE
კარგი პედიატრი იქნებოდი ))

2kiss.gif
მადლობა მიხარია ძალიან.
Fallen Angie
QUOTE
აი ძალიან თუ შემცივდა მეწყება სურდო და 1-2 დღე მამტვრევს ხოლმე ტანში, ანუ მაინც რაღაც ვირუსი აქტიურდება ამ სიცივის ფონზე? იმუნიტეტის დაქვეითების გამო?

ხო გადაციებულ ორგანიზმს უფრო ადვილად უტევს ვირუსი ან ინფექცია.
* * *
likalika333
ფანტანივით ასხამს და ბევრს?

Posted by: nature 18 Oct 2019, 10:34
ოპერაციის შემდგომი შებერილობა გვაწუხებს გოგოებო და კუპლატონი უფრო ეფექტურია თუ კოლისპასი?

Posted by: SRB100 18 Oct 2019, 11:30
აცრაზე მეც მინდა ვიკითხო კიდევ ერთხელ.
ჩემს დას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს ეპიდემიოლოგებმა, რომ 4 კომპონენტიანი ვაქცინა ჯერ შემოსული არ არისო.
ორ კომპონენტიანიაო, რომელიც ეფექტურად ვერ იმოქმედებსო და ამიტომ არ აიცრათო ჯერ.

გაქვთ რამე ინფორმაცია ამის თაობაზე?
მაქსიმუმ როდემდე შეიძლება რომ გადავდო აცრა?

Posted by: pearlgirl 18 Oct 2019, 11:42
SRB100
აგერ ჯიპისიმ მითხრა 10 ნომებრისთვის ველოდებითო შარშან 4 კომპონნტიანი ვაქსიგრიპი იყო წელს არ ვიცი.
უბრალოდ პაატა იმნაძე რო გამოვიდეს და გაგვარკვიოს არ უნდა? ვუწერ ფბ-ზე და პასუხს არ მწერენ.
რაღაცას მახინაციობენ. ამ დრომდე ქვეყანაში შემოტანილი უნდა იყოს ის 4 კომპონენტიანიც. 10 ნოემბერს დაგვიანებულია შემოტანისთვის რა.
მე მაგას ველოდები.

Posted by: მზე 18 Oct 2019, 11:42
SRB100
სამკომპონენტიანია ეხლა. ინფლუვაკი - ჰოლანდიური როა.
ორიანზე არ მსმენია არაფერი.
ოთხიანი არის ვაქსიგრიპი - ფრანგული და არ არის შემოსული.
ბავშვისთვის თუ გინდა ეხლა უნდა აცრა. ჰო 2 წლისაა? ვაქსიგრიპით 3 წლამდე ბავშვებს არ ცრიან

Posted by: likalika333 18 Oct 2019, 11:46
QUOTE
ფანტანივით ასხამს და ბევრს?


როცა ხვანცალებს ხანდახან კი მაგრამ ხშირად არა

Posted by: მზე 18 Oct 2019, 11:52
QUOTE
კარგი პედიატრი იქნებოდი ))

ვეთანხმები biggrin.gif biggrin.gif

* * *

გოგოებო ახლა მოვედი კითხვებით biggrin.gif

1) შიში
რა თქმა უნდა არაფრით არ ვაშინებთ, მაგრამ ხმების მაინც ეშინია. ეხლა დაეწყო ალბათ 2 თვეა მაქსიმუმ.
მანქანები თუ გაივლიან და გაიგონა, სასწრაფოს ან სახანძროს სირენაზე, ან ძაღლი ყეფს. მორბის სასწრაფოდ და მეხუტება sad.gif ველაპარაკებით, ნუ გეშინია, გარეთაა, შენ სახლში ხარ. აგერ ვართ ყველანი.
ვახედებ ფანჯარაში, მეთქი აი მანქანა შორსაა, არც კი ჩანს (ტრასიდან შედარებით შორს ვცხობრობთ მაგრამ ხმა აღწევს). ძაღლები არ ჩანს ხოლმე მაგრამ ისე რო ვანახებთ თან უხარია აი ამაა ეძახის.
მერე იმეორებს ხოლმე, ნუ გეშინია და მაინც მეხუტება და თავი აქვს ჩარგული.
გარეთაც მეთქი აი ნია, შენც მანქანაში ხარ, ირგვლივ რამდენი მანქანაა და ამბობს ხოლმე: აი მაქანა, კიდე მაქანა, დიდი მაქანა, გეშინია sad.gif
რა გავაკეთო? sad.gif
გუშინ ლამის ატირდა, გული მომიკვდა :შ

2) ტირილი
როცა ზლუქუნებს ისეთ რამეზე, რასაც არ ვუსრულებ როგორ უნდა მოვიქცე? სიტყვაზე არ ვაძლევ დანას ან რამე. ვეუბები ნია, ხო იცი საშიშია და არ შეიძლება.
იმეორებს არ შეილიბი და აგრძელებს გინდა, გიინდა. და იწყებს ტირილს. ან წაეპოტინა იატაკის ტილოს და იხუტებს, თU წავართვი მაგაზეც.
როგორც ვიცი "ნუ ტირიხარ"-ის თქმა ან "რა გატირებს" ცუდია და აბა როგორ უნდა მოვიქცე?
ვეუბნები ხოლმე მესმის რომ გინდა, მაგრამ ხო იცი რომ ასე ვართ შეთანხმებულები, აი ამას მოგცემ სანაცვლოდ და ა.შ. მარა ნუ მაინც ტირის. სწორია ეს მიდგომა? biggrin.gif
კიდე ვეუბნები ხოლმე რომ ტირილით გაბრაზების გამოხატვა არ არის სწორი, თU არ მოგწონს გვითხარი (ეს არ ვიცი რამდენად სწორია?)
სახლში ეუბნებიან, ტირილი არ შეიძლებაო (ასეთ რამეებზე). ესეც მგონი არ არის გამართლებული არა? აბა აი სწორი ვარიანტი რომელია?

კიდე მქონდა კითხვები და დამავიწყდა biggrin.gif
რო გამახსენდა დავწერ
მადლობა წინასწარ love.gif

ეხლა წესიერად წასაკითხად ვერ მოვიცალე user.gif მაგრამ თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს
* * *
likalika333
QUOTE
როცა ხვანცალებს ხანდახან კი მაგრამ ხშირად არა

ბევრი რამდენია? აი რო შეადარო რასაც ჭამს ალბათ იქიდან მაქსიმუმ 3-4 ყლუპი იქნება არა?
ჰოდა ეგ მგონი ცოტაა პირიქით

ჩემიც იღებდა უკან. ერთი შეხედვით ბერვი იყო. სადღაც 3-4 სმ დიამეტრზეც რო სველდებოდა რაზეც იწვა ის ადგილი.
ჰოდა ეგ არ არის ბევრი. შენით რო დაასხა და შეხედო რამდენია რა. 10მლ შეიძLება იყოს. ან 15

Posted by: pearlgirl 18 Oct 2019, 12:12
მზე
შიშები ნორმალურია მაგ ასაკში, გარემოს აღქმის თვალსაზრისით. მიდგომაა ის რასაც აკეთებ შენ, ნუ თან უნდა ეკითხებოდე აბა როგორ გეშინია, რას გიზამს აბა შენი აზრით, ერთად მიხვიდეთ იმასთან რისიც ეშინია და ერთად დარწმუნდეთ რომ საშიში არაა. არაა საშიში და რისი გეშინია და მერე სხვა დროს ამ რაიმეთი შეშინება ბავშვის რა თქმა უნდა არასწორია.. უნდა იგრძნოს ბავშვმა რომ შენ მასთან ხარ და ეხმარები შიშის დაძლევაში.

ტირილს რაც შეეხება ზლუქუნზე არ ნებდები. ის რაც ახირებაა უბრალოდ იმის ტირილი საშიში არაა, ყურადღება უნდა გადაატანინო, ან თუ დაჟინებით აგრძელებს ტირლის დააიგნორო ეგ ტირილი.
ტირილი არ შეიძლება და ნუ ტირი არ უნდა უთხრა რა თქმა უნდა, უნდა უთხრა მსგავსი ტექსტები: ვიცი რომ გწყინს, ბრაზობ, შეგიძლია დამშვიდდე მოდი აბა ერთად ვეცადოთ და ასე შემდეგ... ემოციების რეგულირებას სანამ არ ისწავლის ადამიანი იტირებს აბა რას იზამს? შენთან ერთად ისწავლის ეხლა სანამ იზრდება,მანამდე უბრალოდ უნდა გაუგო რომ ტირის და ასწავლო თანდათან მოდი აბა სანამ ტირილით და ყვირილით გამოხატავ როცა ბრაზდები მითხარი ვილაპარაკოთ. ნუ ეს სამომავლოდ სჭირდება თორე სანამ ბავშვია ემოციების მართვას დიდად არ მოვითხოვთ დაჟიენბულები. დროთა განმავლობაში უჯდება ეგ ბავშვს. მნიშვნელოვანია სახლში არ ხედავდეს წივილ-კივილს უფროსებისგანაც და ტირილი არ უნდა იყოს აკრძალული.

Posted by: მზე 18 Oct 2019, 12:21
pearlgirl
აჰა გავიგე.
კი წივილ-კივილი არ გვაქვს ხოლმე სახლში. შევეცდები ნუ ტირიხარ და ტირილი არ შეიძლება შევცვალოთ. დაველაპარაკები.
ნუ ხანდახან არაუშავს ხო? მეც წამომცდება ხოლმე და ეგრევე ვასწორებ, არ ამქვს ეგრე გამჯდარი user.gif

აუ რა კაია რო მითხარი რო ნორმალურია. თორე გუშინ რო ლამის ატირდა ძალიან განვიცადე.
და მგონი მიხვდა მაიმუნი და მერე ცდილობდა თავის ჭკუაზე ვეტარებინე რო მოვიდა ხასიათზე biggrin.gif
ერთი სასწრადი და სახანძრო დამრჩა რა. ვერ ვანახე, არ შეგვხვედრია ქალაში ჯერ sad.gif მარტო ხმები იცის.
მადლობა მოკლედ <3

შევუერთდები ზემორე თქმულს და მამშივდებ ძაან biggrin.gif

Posted by: likalika333 18 Oct 2019, 12:42
QUOTE

ბევრი რამდენია? აი რო შეადარო რასაც ჭამს ალბათ იქიდან მაქსიმუმ 3-4 ყლუპი იქნება არა?
ჰოდა ეგ მგონი ცოტაა პირიქით

ჩემიც იღებდა უკან. ერთი შეხედვით ბერვი იყო. სადღაც 3-4 სმ დიამეტრზეც რო სველდებოდა რაზეც იწვა ის ადგილი.
ჰოდა ეგ არ არის ბევრი. შენით რო დაასხა და შეხედო რამდენია რა. 10მლ შეიძLება იყოს. ან 15

არა მე ვამბობ ხშირად აღებიებს მმაგრამ ფანტანივით ხანდახან .
დიხშირეს ვთვლი პრობლრმად რაოდენობა ალბათ 10 15 მლ მაგრამ ისიც როცა ბევრს ჭამს . სიხშირე მაშფოთრბს . ხანდახან სულარ არის ახალი ნაჭამი და კუჭის წვენს იღებს ხვანცალის დროს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 18 Oct 2019, 15:31
გოგოებო საბავშვო კბილის პასტა მირჩიეთ რა, ჩამოტანილები დაგვიმთავრდა ყველა და აქაური რაც ვიყიდე მიწუნებენ.

Posted by: pearlgirl 18 Oct 2019, 15:49
mCvanE_shteFsEli_
გემოს გამო?
როქსის მარწყვი და ჟოლო ცადე?
ან პსპ-ს აქვს კიდე ჟოლოსი სახელი დამავიწყდა,

Posted by: მზე 18 Oct 2019, 16:03
likalika333
ბევრს როცა ჭამს ან რძე ქონდა ნაჭამი ჩემი შვილი 8-9 თვემდე იღებდა
რძის მერე 2 საათის განმაბლობაშიც
და არაუშავსო

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 18 Oct 2019, 16:29
pearlgirl

ხო გემოს გამო და ვვარაუდობ ფერადიც რომ არაა ეგეც არ მოსწონთ. ბოლოს წითელი ფერის მარწყვის გვქონდა და ძაან მოსწონდათ.
პსპ-ში ვიყიდე ზუსტად რაღაც ჟოლოსი, იტალიური და გადმომიფურთხეს ეგრევე

Posted by: NiniaG 18 Oct 2019, 16:33
მზე
აუ რა კაი კითხვებით შემოდი თემაში smile.gif)))
ჩემი არ ტირის ძაღლის ხმაზე მაგრამ დადიი, დადიი მკაცრი ტონით ეძახის და პრინციპში ახლოს თუ მოვა ძაღლი მომეტმასნება, ნუ შიშით ეშინია ფაქტია
ასევე ეშინია ფუმფულა სათამაშოების sad.gif
და მე ყველაზე მეტად რაც მაწუხებს და მაინტერესებს როგორ მოვიქცე, იცის კივილი sad.gif წამოიკივლებს და თვითონ თუ გაჩერდება მისი ნებით თორე თხოვნით არაა smile.gif
რა ვქნა, როგორ გადავაჩვიო? (მოურჯულებელი დისშვილი მყავს სახლში და კივილი მისგან ისწავლა)

Posted by: pearlgirl 18 Oct 2019, 17:00
mCvanE_shteFsEli_
მიჩვეულები არიან იმას, თორე მასე ელენეც არჩევს გემოებს მარა ეხლა როქსის ჟოლოს და მარწყვს ხმარობს და მოწონს.

Posted by: chitunia 18 Oct 2019, 23:19
მეგობრებო, იქნებ დამეხმაროთ კარგი რეპროდუქტოლოგის პოვნაში. წელიწადი და ორი თვეა დაოჯახებული ვარ, მალევე ამყვა და რო მომეშალა მას მერე აღარ ამყოლია. საუკეთესო ექიმი თუ იცით მირჩიეთ პირად შეტყობინებებში ( სასოწარკვეთილი "მე") ❤❤❤ მადლობა წინასწარ

Posted by: Dark_Sky 19 Oct 2019, 04:15
მზე
ვეთანხმები pearlgirl ს ტირილი არ შეიძლება არასოდეს არუნდა უთხრა, ბიჭბზე რომ იციან კიდევ, შენ ბიჭიხარრ არუნდა იტირო, დიდი ხარ არ იტირო , კატეგორიულად მიუღებელია,მესმის არ არის სასიამოვნო მაგრამ არარის საჭირო მძაფი რეაქცია ტირილზე, როცა რაღაც გწყინს დიდისტვისაც კაგია ტირილი )) მე ჯერ არ ვიკლავ თავს ახსნებით, როგორც ვიცი სანამ ბავშვი არ იტყვის "მე" აზრი არ აქვს, ყურადღებას გადავატანინებ ხოლმე სხვა ნივთზე და ავიწყდება რაუნდოდა, ლიზას პირველად ვნახე ეხლახან რაღაცის ეშინდეს, ბავშვებმა რაღაც საშინელი ნიღაბი კაიკეთეს სტუმრად და ისტერიულად ტიროდა იმ ნიღაბის დანახვაზე, მგონი ესეც იწყებს

Posted by: Lemon Curd 20 Oct 2019, 12:36
მზე
ეგ შიშები ჩემს შვილსაც ქონდა და გადაიარა, რამის კონკრეტულად არ შეშინებია ანუ რამე არ მომხდარა, ერთიანად დაეწყო - მოტოციკლის ხმის, მეზობლიდან შემოსული კაკუნის და ასეთების ეშინოდა, ისეთი თვალები ქონდა გული მიკვდებოდა. ვაჩვენებდით ჩვენც აი მოტო, ნახე არაა საშიში, კაკუნხრ გავახედებდით სადარბაზოში და ასე. გაუარა რაღაც დროის მერე, მალე გაუვლის შენსასაც.

Posted by: Freestyle 20 Oct 2019, 13:54
ბაიას ხმარობთ ვინმე? სენპერიდან მინდა გადავიყვანო და რამე ისეთი დანამატები აქვს რო ღირდეს? 1.4 თვისაა ბავშვი. პალმის ზეთს თუ შეიცავს მაინტერესებს

Posted by: Top-Gun 21 Oct 2019, 11:14
გამარჯობა დედებო!

პირველ რიგში, არასწორ ადგილას თუ ვსვამ კითხვას, გთხოვთ გადამამისმართოთ smile.gif

ჩემი კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში:
თუ იყენებთ ელექტრო რძის გამოსაწველ აპარატს? რამდენად გამოგადგათ და რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: nicol 21 Oct 2019, 14:12
მოგესალმებით. ე.ი ვერც წინა ლინკის პაროლი გავიხსენე, ვერც აღვადგინე. ახალი მომხმარებლით შემოვედი როგორც იქნა. justmenina თუ გახსოვთ აი ეგ ვარ smile.gif წუნას და მე ერთ დღეს გვეყოლა ბაიები . ეხლა კი მყავს წლინახევრის უცელქესი ბიჭი. lol.gif

Posted by: takotatuli1989 21 Oct 2019, 15:25
https://www.limango.de/shop/richter-shoes/leder-boots-in-dunkelblau-silber-2-7529674?variant=7529674

გოგოებო კი ძაან შეგიჭამეთ ფეხაცმელებზე ტვინი, მაგრამ არ ვიცი ეს ფირმა კარგია? ფასდაკლებებია დღეს და ვფიქრობ ბარემ გამოწერას

ამაზე თბილი მგონი თბილისში არ იქნება საჭირო

Posted by: ლუქსუს 21 Oct 2019, 15:37
takotatuli1989
რიხტერები კაი კი არა, გადასარევია rolleyes.gif
pearlgirl
მესმის შენი გრიპის აცრისადმი დამოკიდებულება და არც მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ არც პედიატრისგან წამოსულა რჩევა და არც მე ვთვლი საჭიროდ და ვაშავებ?! ჩუტყვავილაზე აცერი?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 21 Oct 2019, 16:00
pearlgirl

კი მიჩვევის ბრალია, არადა ჩამოტანილიც სხვადასხვა მქონდა და იმას არ იწუნებდნენ.
ბოლოს კიკოს კბილის პასტა ვიყიდე და მოეწონათ

Posted by: SRB100 21 Oct 2019, 16:25
მზე
გასაგებია, ინფლუვაკით უნდა ავცრა ყველა ვარიანტში ე.ი. ხო? კი, ორი წლისაა.
ჩვენ შეიძლება რომ დაველოდოთ დიდები 4 კომპონენტიანს?
კიდე იცი რა მინდა გკითხო? შენც ხომ გაუკეთე ანალიზი ტყვიაზე და სად გაუკეთე და რა ღირდა?



Posted by: takotatuli1989 21 Oct 2019, 17:33
ლუქსუს
უი რიხტერად ვერ აღვიქვი

Posted by: მზე 21 Oct 2019, 17:39
NiniaG
მმმ მემგონი შენმა დისშვილმა რო დაივიწყოს, ესეც დაივიწყებს ნელ-ნელა rolleyes.gif

chitunia
წეროს მოლოდინში დაწერე. წინა თემებსაც გადაავლე თვალი.
როგორც წესი რთულია ასე რჩევა. ყველას ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო. გადახედე ისტორიებს, ფასებს, რიგებს და ა.შ. და მაგის მიხედვით გადაწყვიტე შენით<3 წარმატებები <3

Dark_Sky
ჰო ვიცი რო არ შეიძლება მარა აი მაინც წამომცდა მეც რამდენჯერმე sad.gif
რა არის იცი, მოწონს რო ტირიხარ. ანუ ტირილს რო თამაშობს და ვერ გავაგებინე რო ტირილის დროს ადამიანები წუხან და არ არის გასართობი :|

Lemon Curd
აუ რა კაია რო ჩვეულებრივი მოვლენაა თორე გული მიკვდებოდა მართლა ასეთი მშიშარა რო არი თქო sad.gif
გაუვლის იმედია მალე :შ ისე კაი ჩახუტება კი იცის როცა ეშინია biggrin.gif

Top-Gun
მე არ გამომიყენებია არასდროს. ისე მგონი სუავინექსი აქეს ამას წინათ.
თავიდან იქნებ ითხოვო? მე ხელის ვიყიდე და ვერაფრით ვერ გამოვიწველე :| არადა რძე მქონდა იცოცხლე
ისე ელექტრო უფრო მოსახერხებელია

nicol
ჰაი. კი მე მახსოვხარ ^___^

takotatuli1989
ძაააან კარგია რიხტერები yes.gif
* * *
SRB100
კი უეჭველი ინფლუვაკით უნდა აცრა.
კი შენ შეგიძლია მოიცადო პროსტა რო არ ვიცით როდის შემოიტანენ ეგაა ცუდი rolleyes.gif და აცრიდან კიდე 2 კვირა გინდა იმუნიტეტის გამოსამუშავებლად

მე მრჩეველში გავუკეთე. აუცილებლად მიიყვანე ყაზბეგის ფილიალში. თავიდან ჭავჭავაძეზე მყავდა და ისე აწვალეს ბავშვი და ვერც უპოვეს ვენა.
აქეთ კიდე გაუკვირდათ ამას როგორ ვერ უპოვეს ვენაო sad.gif ცალკე ოთახი აქვთ ბავშვებისთვის და ეტყობა უფრო გამოცდილებიც არიან.
აუ ზუსტად არ მახსოვს, სადღაც 90 ლარი ღირდა. ვენიდან იღებენ სისხლს.

აუ მე რა მინდა იცი გკითხო, წლი-ნახევრის აცრა სად კეთდება? ხელში თუ ფეხში?

Posted by: Utopian 21 Oct 2019, 19:05
მზე
ადრე კი მოგწერე, მაგრამ თუ არ გინახავს კიდევ გეტყვი )) მკლავზე აკეთებს ლალი. ფეხზე მტკივნეულია, სიარული უჭირთო
სხვაგან თუ წაიყვან გაითვალისწინე






გრიპზე ავცერი ^^


Posted by: leluchiko1 21 Oct 2019, 20:34
გამარჯობა მშობლებო, თქვრნი დახმარება მჭირდება, იქნრბ ვინმემ იცოდეთ და შეძლოთ რეკომენდაციის მოცემა... მოკლედ ჩემი შიკი არის 3წლის და ყველანაირ საკვებზე მაწვნის, შოკოლადის იოგურტის და ფრის გარდა არაფერს არ იკარრბს ახლოს, ყნოსავს და ყრის, მითხრეს რომ არის კვების თერაპიის სპეციალისტი, ვინმემ ხომ არ იცით მსგავსი და ხომ ვერ მირჩევთ, მადლობა დიდი

Posted by: მზე 21 Oct 2019, 23:37
Utopian
უი მადლობა.
ალბათ ვნახე და დანავიწყდა ან არ მინახავს რავი biggrin.gif
იუზერნეუმ სერჩს ვერ ვიყენებ, სულ ასტროლოგიის თემები მივარდება biggrin.gif და ყველა პოსტს თუ არ გადავყევი, ვერ ვნახულობ ვინმემ თუ მომნიშნა rolleyes.gif

მადლობა <3 ხვალ დილას მიმყავს, მოკლესახელოიანს ჩავაცმევ და ჟაკეტს მაშინ biggrin.gif

რა მაგარიაა, როგორ მოგეწონა ავერსი? თქვენც აიცერით?

Posted by: cvanca 22 Oct 2019, 10:15
Top-Gun
კანპოლის ძალიან კარგად გამოვიყენე

Posted by: pearlgirl 22 Oct 2019, 10:33
ლუქსუს
QUOTE
არც მე ვთვლი საჭიროდ და ვაშავებ?!

უბრალოდ მაგ ვაქცინის მუშაობის პრინციპს ვწერ, თორე ჯერჯერობით სავალდებულოში არ შესულა სეზონური გრიპის აცრა, ეხლა სურვილის მიხედვითაა.
ჩუტყვავილაზე არ ამიცრია, თავმოუბმელობის გამო, :/ შეკვეთა ჩამოტანა და პლიუს 2ჯერ 200 ლარი :/
ნუ ჩუტყვავილა 98% პროცენტი საშიში ინფექცია არაა. მაგაზე უფრო მენინგიტის აცრა მადარდებს., ნუ ის მამშვიდებს რომ მენინგოკოკური ბაქტერია წელიწადში 1 ან 2 ბავშვს უფიქსირდება.

Posted by: takotatuli1989 22 Oct 2019, 10:46
გოგოებო ჩემ ბავშვს აქვს შიში ფენის, სარეცხის მანქანის ხმაურის, ხმაურიანი ვინტილაციის, მიქსერის, ბლენდერის, პილასოსის ხმის და ა.შ. რა გავაკეთო? თმას ვერ ვუშრობ და მეშინია უვკე არ გამიცივდეს, გუშინ საკმაოდ გრილოდა და იწვა ეს სველი თავით ეძინა. ქუდსაც არ იჩერებს. რას მირჩევთ?

Posted by: nicol 22 Oct 2019, 10:46
მზე

bis.gif 2kiss.gif

მენინგიტის აცრაზე მეც ძალიან მეფიქრება. ოღონდ ეგ ცოტა მერე ასაკიდანაა ხო? წლინახევრისაა ჩემი ჯერ.
* * *
chitunia

საბახტარაშვილის კლინიკაში ლელა ირემაძეს გავუწევ რეკომენდაციას.

Posted by: SRB100 22 Oct 2019, 11:12
მზე
ვაიმე, კი არ მახსოვს ზუსტად, მგონი მკლავზე აცრეს.

Posted by: Utopian 22 Oct 2019, 12:50
მზე
ისე ვინერვიულე წლინახევრის აცრაზე და ყველაზე მარტივი აღმოჩნდა
ჰორორებს ვკითხულობდუ კიდურების გაკავებაზე :დ

ავერსში პედიატრიც კი უზით, მაგრამ არ გაუსინჯავს. მე კი არც მინდოდა, გასინჯული მივიყვანე, მაგრამ მაინც.
ვინც აცრა ჩემს თვალწინ გამოიღო მაცივრიდან, გახსნა, ნახევარი გადააქცია და ფეხზე გაუკეთა. როგორც ჩანს, მწარე არ იყო, ეგრევე გაჩუმდა
მე ხვალ გავიკეთებ ალბათ სახლში
ჯიპისის აქვს, როგორც აპლიკაცია მიჩვენებს.
ზუსტად ვერ გავიგე 4 კომპონენტიანი როდის შემოაქვთ და ძაან გადადებაც არ მინდა


Posted by: მზე 22 Oct 2019, 14:08
takotatuli1989
აი წინა თუ იმის წინა გვერდზე ვიკითხე და გადახედე.

nicol
აუ ადრე ვკითხულობდი და მგონი ჯერ არ უნდა. გადავხედავ აბა

SRB100
ხელზე გაუკეთა ხოო

Utopian
გავუკეთე ნიასაც ^____^

აუ რა კაიაა. ჯერჯერობით კარგ ხასიათზეა bis.gif

აი მაგაზე დავწერე წინა გვერდებზე, "ყველა გადადებულიაო" რო მითხრეს :|

Posted by: takotatuli1989 22 Oct 2019, 14:54
მზე
გოგო ვნახე შენი პოსტიც, ამას მაინცდამაინც ბზუილა რაღაცეებზე აქ შიში და კაკუნზე გარბის იმალება :დ, ძალიან ბევრჯერ ვცადეთ რო მიგვეყვანა თვითონ აეთქვიფა რამე ხელი დაედო და ძალიან ეშინია ვერ ვაძალებთ, გამორთულისაც კი ეშინია. აი ხორცის საკეპი მანქანა არ მქონდა სახლში მომიტანეს საჩუქრად და გარედან რო დაინახა არ ამოგვაღებინა უკვე კანკალი დაიწყო, სად ქონდა ნანახი ან გაგონილი რო ბზუოდა ჩართვისას არ ვიცი. ამ დროს ბუშტი რო გასკდეს რაღაც დაიმსხვრეს, რეაქცია არ აქ, ხმამაღალი მუსიკის ეშინია კიდე და ბავშვები რო ყვირიან, მოძუნძულებსხოლმე, შესაბამისად ვერ იტანს ბავშვის დაბ-დღეებზე ყოფნას :დ შარში ვარ. ეხლა მინდოდა 2 წლის დაბ დღეზე სადმე წამეყვანა 10 ბავშვთან ერთად მარა ვიცი რო სულ ხელში უნდა მეჭიროს იქნება შეშინებული რაც არ უნდა წყნარი სიტუაცია შევურჩიო ხმამაღალი მუსიკა მაინც იქნება, გმირისაც შეიძლება შეეშნდეს და ა.შ.

Posted by: მზე 22 Oct 2019, 15:37
takotatuli1989
ნია-ნუას ფენისაც ეშინია და ბლენდერისაც biggrin.gif და რაღაც პერიოდი მტვერსასრუტისაც ეშინოდა. რავი user.gif

Posted by: Top-Gun 22 Oct 2019, 16:55
cvanca
მზე
მადლობა პასუხისთვის smile.gif

ხოო, კარგ ფასებს კი ურტყამს თურმე, გატესტვა ჯობია თავიდან ნამდვილად smile.gif

Posted by: cvanca 22 Oct 2019, 18:09
Top-Gun
160 ლარი ღირდა ფარმაგიდში. მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ ნამდვილად მიღირდა.


* * *
მზე
1 წლის აცრაზე წინასწარ უნდა სისხლის ანალიზი გაგაკეთებინა კანკიამ? და კიდევ კბილის პასტას რომელს იყენებთ? ჯაგრისი ჩვეულებრივი ჯობია თუ სილიკონის?

Posted by: NiniaG 22 Oct 2019, 22:29
გოგოებო რა ვუყო ამ ჩემს შვილს მაინცადამაინც აცრის გაკეთებას რომ დავუპირებ და მაშინ ხდება ავად? ხან ცხვირში სისველე აქვს და ხან ახველებს sad.gif
არ აქვს გაკეთებული ბეცეჟე, როტა 3 თვეზე, 1 წლის აცრა. წელიწადნახევრის აცრაც უწევს დღეიდან და აღარ ვიცი როდის მოვახერხებთ გაკეთებას sad.gif

Posted by: მზე 22 Oct 2019, 23:09
NiniaG
როტა დაივიწყე, აწი აზრი აღარ აქვს

სხვებზე კი რავი, როცა კი გამოჯანმრთელდება ეგრევე გაუკეთე, აბა რა გითხრა მეტი sad.gif

cvanca
არა სისხლის ანალიზი არც ერთი აცრის წინ არ უთქვამს.
სილიკონის თითზე წამოსაცმელი მქონდა და მშვენიერი იყო. რბილი. მერე მოინდომა რო წაერთმია და ეღეჭა და მანდ მოგვივიდა პატარა გაუგებრობა biggrin.gif ანუ კი მივეცი მარა პირველად დანიშნულებით ვეღარ ვიყენებდით.
ეხლა ჩვეულებრივი აქვს, რბილი ჯაგრით. ამითიც იხეხავს ხოლმე ხანდახან. ყოველთვის ვერ ვაღებინებ პირს. პერიოდულად დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ (მთხოვს ხოლმე გამოხეხი biggrin.gif ), პერიოდულად - საერთოდ ვერ :|

კბილის პასტა ეხლა ვიყიდე პერლის რჩევით ველედასი. 1 წლიდან შეიძლებაო აწერია. წყლის გამოვლება რა თქმა უნდა არ გამოსდის biggrin.gif ძააან ცოტას ვუდებ. ხანდახან საერთოდ არც ვუდებ და მხოლოდ სველი ჯაგრისით ვუხეხავ. მგონი რომც არ მიიღოს და წყლით გააგრძელო, არაუშავს

Posted by: cvanca 23 Oct 2019, 12:05
თბილისში სად შეიძლება წავიყვანო 1 წლის ბავშვი გასართობები რომ იყოს ბევრი, დახურულ სივრცეში?

Posted by: ლუქსუს 23 Oct 2019, 13:01
cvanca
ბევრი არ ვიცი, მარა მაგ ასაკისთვის ბიბლუსკიდსი ნახე

Posted by: Perseus12 23 Oct 2019, 14:15
cvanca
თბილისი მოლში კონტაქტური ზოოპარკის გვერდზე არის ამ ასაკის ბავშვებზე მორგებული სივრცე, მე დამყავდა ხოლმე. ყველაზე კარგი ამ მხირვ იყო თბილიქიდსი მაგრამ სადღაა., ასევე ისთ-ფოინთში ფოკუს-მოკუსში.

Posted by: cvanca 23 Oct 2019, 14:47
Perseus12
ლუქსუს
მადლობა
* * *
სოფლიდან.ჯი-ს პროდუქტს იყენებთ? რამდენად კმაყოფილები ხართ? და ნამდვილად ისაა როგორი რეკლამაც აქვს?

Posted by: Utopian 24 Oct 2019, 11:38
მზე
როგორ არის ნია ნუა? აცრამ რეაქცია ხომ არ მისცა?



Posted by: მზე 24 Oct 2019, 13:06
Utopian
აუ კიი. სამშაბათს ხო ავცერი, საღამოს და ღამე სიცხე ქონდა, მაგრამ არა იმდენი რო წამალი დამელევინებინა. თავისით დაუწია. ღამე კი შეწუხდა და გაეღვიძა ოღონდ sad.gif
და გუშინ ნანემსარი ქონდა გასიებული და გაწითლებული და ცოტა გამარგრებული :შ
დღეს აღარ აქვს

ოღონდ მე ხო ორივე ერთად გავუკეთე, გეგმიურიც და გრიპიც, და რომელი ნანემსარი იყო გასიებული არ ვიცი :|

შენმა ბიჭმა?
ბოდიში სახელი არ მახსოვს fingal.gif
* * *
გოგოებო, დე ვიტამინს აღარ სვამს.
ნუტრიჯენ ბონიდეტს. რაღაც პერიოდი უმაცივროდ მქონდა და შეიძლებოდა გემო შეცვლოდა? :| ახალი ვიყიდო?
გავსინჯე და თითქოს არ აქვს დიდად სხვა გემო, რავი.

რძეში რო გავურიო? ან წყალში?

Posted by: Utopian 25 Oct 2019, 13:53
მზე
ეგ არაფერი, დღეს კარგად იქნება

ალექსანდრე ))
გრიპის აცრამ ვითომც არაფერი ისე ჩაიარა
1 კვირა დარჩა იმუნიტეტის გამომუშავებამდე
და მერე ისევ უწევს 2 კვირაში

ძაან არაკომფორტულია ეს 2 ეტაპი
ყველა ბავშვს რაღაც სჭირს ირგვლივ და როგორ გინდა მოარიდო mo.gif


ეგ არც შემინახავს მაცივარში :|

Posted by: takotatuli1989 25 Oct 2019, 14:32
გოგოებო ორი საღამოა ვატყობ რომ ბავშვს თითქოს ყაბზობა აქ, ხან ასლოკინებს გუშინწინ საღამოს ძალიან ბევრჯერ დაასლოკინა, გუშინ საღამოს 3 ჯერ მაინც დააბოყინა და საჭმელსაც ცუდად ჭამს, ხილს მოუკლო და ამოიჩემა რაღაცეები, ფაფა, მაკარონი, კარტოფილი, ხორცი, 2 წლის ხდება. რამე საყურადღებო შეიძლება იყოს?

Posted by: მზე 25 Oct 2019, 15:31
Utopian
დავურეკე გუშინ ლალის და ტეტანუსის რეაქცია იქნება ეგო.
ჰო დღეს უკეთ აქვს ხელიც.

აუ ხო sad.gif ჩავეწერე უკვე ლალისთან ზუსტად 1 თვეში biggrin.gif

ინგლისურად აწერია რომ მაცივარში უნდა შეინახო და ქართულად - არა :|

Posted by: ლუქსუს 25 Oct 2019, 17:00
cvanca
აღარ არსებობს თურმე ბიბლუსკიდსი

Posted by: cvanca 25 Oct 2019, 17:46
ლუქსუს
ფოკუს მოკუსში მყავდა. smile.gif 1 წლის გახდით უკვე? სავალდებული აცრაზე მაინტერესებს რა ვაქცინებია, ხომ არ იცი?
* * *
1 წლის ბავშვის დაახლოებით კვების რეჟიმი ხომ არ შეგიძლიათ დაწეროთ? ფორმულას ისევ უნდა სვამდეს?

Posted by: მზე 26 Oct 2019, 02:02
cvanca
წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) და პნევმოკოკური ვაქცინა

ფორმულა შეუძლია აღარ დალიოს და ძროხის რძით ჩაუნაცვლო, მაგრამ მე მაგალითად ნიას მაინც ვასმევ. მოწონს და დალიოს რა უჭირს სანამ ენდომება smile.gif

Posted by: Elikuda 27 Oct 2019, 18:32
გოგოებო,გამარჯობა... გადმოვინაცვლე თქვენსკენ 3 კვირის არის უკვე ჩემი შვილიკო ... რა მაინტერესებს იცით? გაგუაში გავაჩინე და მეათე დღეს პედიატრის და გინეკოლოგის კონსულტაცია გვეკუთვნოდა და ვისარგებლეთ,თუმცცა აღრიცხვაზე არ დავმდგარვართ და აცრა როდის უწევს,ან როდის არის სავალდებულო პედიატრთან ვიზიტი?

Posted by: მზე 27 Oct 2019, 23:23
Elikuda
პირველი აცრები არის 2 თვეზე (რამდენიმეა).
აი კალენდარი:
user posted image

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რჩევით ჯანმრთელი ბავშვის ვიზიტების განრიგი: https://www.healthychildren.org/English/family-life/health-management/Pages/Well-Child-Care-A-Check-Up-for-Success.aspx

ანუ პირველ კვირაში, 1, 2, 4, 6, 9 და 12 თვეზე (პირველი წლის განმავლობაში, ბავშვს სხვა რაიმე თუ არ აწუხებს და შენც კითხვები/შფოთვები biggrin.gif არ გაქვს)

Posted by: Elikuda 28 Oct 2019, 09:41
მადლობა ♥️ უფ შფოთვები არ მიხსენო,7 ნოემბერს ხდება 1-ის და მივალთ ბარემ აღრიცხვაზეც დავდგებით და თან გავესაუბრები პედიატრსაც... ერთი თვალი რომ იშვიათად ,მაგრამ ცოტა გვიან მოძეაობს,საშიშია? ქონიათ თქვენებსაც? ოფთალმოლოგის კონსულტაციითაც ვისარგებლეთ და არც მაგას და არც პედიატრს არაფერი უთქვამთ

Posted by: მზე 28 Oct 2019, 11:42
Elikuda
მასეთ პატარა ასაკში არაუშავს. ოღონდ სულ არ აქვს ხო? პერიოდულად ნორმლაურია. მგონი სადღაც 3-4 თვემდე შეიძლება ქონდეს. ოღონდ ნელ-ნელა გააუმჯობესებს.
ავარჯიშე ხოლმე. რაიმე ჭყეტელა ჭრელი ზოლიანი რაღაცეები ნელა უმოძრავე თვალების წინ (სადღაც 20-30 სმ-ზე): განზე აქეთ-იქით და ზემოთ-ქვემოთ.
ჯერ არ გააყოლებს თვალს მაგრამ ნელ-ნელა ისწავლის და დაეხმარება განვითარებაში.

Posted by: tiko1991 29 Oct 2019, 14:53
გოგოებო თუ გაქვთ გამოცდილება ორსულობის პერიოდში მსგავსი შემთხვევის, იქნებ მიპასუხოთ:
ე.ი. 16 ოქტომბერს ვიყავი ეხოზე და მითხრეს ორსულობა შეესაბამება 11.5 კვირასო და კისრის ნაოჭი იყო 1.2 მმ.
26-ში კვლავ მივედი ეხოზე მათითაშვილთან და დამიწერა 12.5 კვირა (წესით 13 კვირაზე მეტი გამოდიოდა პირველი ეხოდან გამომდინარე, ბოლო მენსტრუაციიდან გამოდის 13.5 კვირა). კისრის ნაოჭი - 2.6 მმ. ცხვირის ძვლის ზომა - 3.5 მმ, ბარძაყის სიგრძე - 8 მმ.
მათითაშვილს არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ კარგი ბავშვიაო და 16 კვირაზე კიდევ ვნახოთო.
თუ გაქვთ გამოცდილება ეს მონაცემები ნორმაშია?

Posted by: Takobako 30 Oct 2019, 10:14
გოგოებო პედიატრმა 2 თვის ბავშვს დაუნიშნა მაგნე ბ 6 ( კიდურების მცირე კრთომა და კანკალი აქვს ჩვილს); ჯერ არ დაგვიწყია მიღება


ინსტრუქციაში წერია 10 კგ ბავშვების დოზა და ზემოთ....


ხომ არ იცით ამ ასაკის ბავშვებში საერთოდ დაშვებულია მაგნიუმი?
პედიატრმა მცირე დოზებით კი დანიშნა მაგრამ ინსტრუქციის მიხევით თითქოს ჩვილ ბავშვებზე მიცემა არ შეიძლება


Posted by: pearlgirl 30 Oct 2019, 10:25
Takobako
QUOTE
( კიდურების მცირე კრთომა და კანკალი აქვს ჩვილს);

რატო აქვსო?
და რომელმა პედიატრმა დაუნიშნა პოლიკნინიკის?

Posted by: Takobako 30 Oct 2019, 10:27
pearlgirl

საგანგაშო არაფერი ნამდვილად, ხანდახან ტირილისას ნიკაპი უკანკალებს... და ფეხები წამიერად.......


პოლიკლინკის პედიატრმა არა...... ნერვოპათოლოგმა.....

Posted by: pearlgirl 30 Oct 2019, 10:34
Takobako
ჩვილებში ტირილისას ნიკაპის კანკალი ნორმალურია, ამიტომ გადაამოწმე სხვასთან. ვინ არის პედიატრი?

Posted by: Takobako 30 Oct 2019, 10:37
QUOTE (pearlgirl @ 30 Oct 2019, 10:34 )
Takobako
ჩვილებში ტირილისას ნიკაპის კანკალი ნორმალურია, ამიტომ გადაამოწმე სხვასთან. ვინ არის პედიატრი?

გადავამოწმებთ სხავსთანაც; მადლობა

Posted by: teklikie 31 Oct 2019, 15:01
არ დამიმალოთ სპირალის ჩადგმა მტკივნეულია? მირენა უნდა ჩამიდგან ძალიამ ჭარბი ციკლის გამო ჰორმონული სპირალიო. და გული მისკდება
* * *

Posted by: bbb5 1 Nov 2019, 02:32
დედიკოებო მასწავლეთ პატარასთვის რისი ყიდვა დამჭირდება და სად ჯობს ვიყიდო პრაქტიკაში რამ ივარგა? საწოლი თავისთავად თავის აღჭურვილობით, კალიასკა (სად სჯობს ყიდვა ) და ა.შ. ბოთლი და პატარა რამეებსაც თუ მირჩევთ კაი იქნება. მადლობა

Posted by: მზე 1 Nov 2019, 15:25
bbb5
საწოლი მე ჩიპოლინოში ვიყიდე და რავი ნორმალურია
მატრასი ვიყიდე ბალუში - ბელორუსული, მომწონს, კარგია. ბუნებრივია და მაგარია და მეორე მხარეს ლატექსი აქვს
კალიასკა ვიყიდე 1 ანექსის და ძააან მოწმონს უბრალოდ პრაქტიკულობის კუთხით უნდა გაითვალისწინო - მარტო ვერ ჩაიტან, ლიფტში უნდა ეტეოდეს, თუ მანქანით ხშირად მოგიწევს გადატანა არ გამოგადგება. სხვა მხრივ ძაან კაია
მეორე ვიყიდე ბალუში - მობილური უფრო და მსუბუქი - სასეირნო ვარიანტი. დედაჩემთან რო დავტოვე, ხშირად იქით მყავს ბავშვი და ეს კალიასკის თრევა ძაან დამღლელი იყო და თან დედაჩემს და მამაჩემს ის დიდი კალიასკა უჭირდათ.
თუმცა მე ანექსი პირველი წელი ძაან აკრგად გამოვიყენე, ყოველდღე მაგასი მყავდა ბავშვი, ტერასაზე მაგაში ეძინა, ლისზე მაგით დამყავდა და ა.შ. ძაან კომფორულია.
ქარსიტი მოყვებოდა 1 წლამდე როა ის და 1 წლის მერე ვუყიდე გუდვილში ვიშლისტში და რავი მომწონს

ბოთლი ვუყიდე პსპ-ში დოქტორ ბრაუნის. ასევე ძაან აქებენ და კარგი ფირმაა ფილიფს ავენტი. რავი ეგ შენი გადასაწყვეტია რა კიკო, სუავინექს, ნუბი.. იმდენია რავი.

გამოსაკრავები არ გინდა - არაა რეკომენდირებული

ბალუში ვუყიდე საბანი და თეთრეულიც

პლედი მაჩუქეს 1 მაზერქეას თხელი, 2 ლილოსი (1 თბილი და 1 თხელი) და 1 ოკაიდის. ყველა კაი იყო.

მუსლინები და ფანელის რაღაცეები გამოგადგება გასამშრალებლად. შეგიძლია გამოწერო მაგალითად ამაზონიდან ან კარტერსიდან, ან ლილოშიც იყიდება

სოსკა ჩემმა არ მიიღო და ვერ გეტყვი

დასაბანად ვუყიდე ტოპიკრემის შამპუნი, კრემიც ტოპიკრემი ვიყიდე.

მაკრატელი ნუბის მაქვს და რავი ნორმალურია მშვენივრად ვჭრი.

რა უნდა დავახვედროთ პატარას სახლში მოსვლისას თუ რაღაც ასეთი თემა არსებობს და იმას გადახედე.

Posted by: ლუქსუს 1 Nov 2019, 19:51
გოგოებო, ბორჯომში მირჩიეთ ნორმ. სასტუმრო ბებო-ბაბუსთვის

Posted by: NiniaG 2 Nov 2019, 14:11
გოგოებო, ბავშვებს სახატავ საშუალებებს სად ყიდულობთ? ისე მეშინია, სულ ამ ფანქრებზეა გამახვილებული ყურადღება მავნე ნივთიერებებს შეიცავსო და ვიპოვი სადმე უსაფრთხოს?

Posted by: nature 2 Nov 2019, 15:27
პედიატრ ინგა მამუჩიშვილთან ვისაც გქონიათ ურთიერთობა როგორ დამიხასიათებთ?
* * *
Takobako
ყბის კანკალი ჩენსასაც ქონდა და არაფერი არ უნდაო სამ ექიმს ვკითხე. 3 თვემდე ჰქონდა და თავისით გადაუარა.

bbb5
ბრაუნის ბოთლიც მქონდა და ავენტისაც. ბრაუნის ბოთლი ძალიან არაპრაქტიკული იყო ჩემთვის. ავენტის ბოთლი ყველაზე კარგი მოსახმარია და თვითონ საწივარა სუავინექსის წაკვეთილი მომეწონა მეც და ბავშვსაც biggrin.gif ყველა საწოვარაზე რბილი იყო და ამიტომ.

Posted by: John Jolie 2 Nov 2019, 21:15
გამარჯობა <3
მოკლედ ძაან მიტყდება მაგრამ ბავშვმა ბაღიდან აიკიდა ტილი და როგორ მოვიშოროთ?

ჰედრინი დავისხით ყველამ, მაგრამ წილებს არაფერი კლავსო ხელით უნდა გაიშოროო და მართალია? შეღებვა არ უშველის? მე შევიღებავ. ბავშვს გავაცლი ხელით sad.gif

Posted by: მზე 3 Nov 2019, 01:27
NiniaG
სუპერსა და ბიბლუსში ვუყიდე მე.
სუპერში ამერიკული და პოლონური და ბიბლუსში ესპანური

John Jolie
ვაიჰ ვიზიარებ
ვერ დაგეხმარები, წარმოდგენა არ მაქვს (ჯერჯერობით სავარუდოდ biggrin.gif), მარა ბავშვობა გამახსენდა biggrin.gif
მამაჩემს წვერი აქვს და მანდაც გადავდეთ მე და ჩემმა დამ. ნავთი შეიზილა მერე lol.gif რა პეზპრიძელი იყო ბნელი 90-იანები ღმერთო biggrin.gif facepalm.gif

Posted by: John Jolie 3 Nov 2019, 08:54
მზე
ხო, ნავთი ეფექტურია, მაგრამ ამ ნათელ 10იანებში თუ 20იანებში სად ვიშოვო :დ
მოკლედ ისეთი ისტერიკა მაქვს, ამ დღეებში თუ ვერ გავიშორეთ, უნდა გადავიპარსოთ.

Posted by: cvanca 3 Nov 2019, 09:13
მზე
ნია როდიდან გადაიყვანე ჩვეულებრივ რძიან ფაფებზე და უტკბობ თუ არა? ჩვენ ჯერ კიდევ ქარხნულებს ვჭამთ, სულ 6 კბილი აქვს და ასე მგონია ვერ შეჭამს სხვას rolleyes.gif :დედურიმარაზმები:

Posted by: მზე 3 Nov 2019, 13:23
John Jolie
ვაიჰ :შ ის რაღაც წვრილი სავარცხლები რო იყო აღარაა ეხლა? არ შველის?

cvanca
გადავიყვანე თქო რო გითხრა მოგატყუებ biggrin.gif რამდენჯერმე გავასინჯე ნორდიკის ფაფა და არ შეჭამა. აი გუშინ ვცადე 4 მარცზვლიანი როა, რძით გაუკეთა ბებომ და კი ჭამა, დღეს ვნახოთ რას იზამს biggrin.gif ისე ერთი წლიდან ვცდილობდი. სადღაც 1 წლის 4 თვის ასაკამდე სემპერის ფაფებს მაინც ჭამდა და ეხლა მაგასაც აღარ ჭამს ://

არა, არ დამიტკბია არც ერთხელ

Posted by: narkozeli 3 Nov 2019, 14:23
გოგოებო, პლასმონს აჭმევთ/აჭმევდით ვინმე პატარას? შერეულ კვებაზე მყავს,დღე ღამეში 2-3ჯერ ხელოვნურის დამატება გვიწევს, დანარჩენ დროს ძუძუზეა და ვიწველი და ისე ვაჭმევ, რადგან ძუძუს არ იდებს..

და კიდევ, პროფილაქტიკისთვის გზების (კოლინი, კოლისპასი) ან საჭმლის მონელების წამალი (რეუტაზა) სულ უნდა მივცე ხოლმე თუ მხოლოდ მაშინ როცა შეაწუხებს?
10 დღისაა ჯერ

Posted by: მზე 3 Nov 2019, 14:36
narkozeli
ჩემი აზრით, როცა შეაწუხებს მაშინ.
დიდად მაინც არ აქვს ისე ეფექტი. ჩემმა პედიატრმა ("მრჩეველი") მითხრა შეგიძლია მისცე ხოლმეო მაგრამ როგორც წესი დიდად არ შველისო
2-3-ჯერ მივეცი და დავანებე მერე თავი

თუ ძუძუზე გინდა რო იყოს ეცადე რო ჩაიდოს, თავიდან გაგიჭირდება მაგრამ ადრე თუ გვიან ჩაიდებს.
მეც პირველად რო ვაჭამე 8 დღის იყო და მიძალიანდებოდა biggrin.gif მარა მერე მომეწება და დანებება რო მინდოდა ბოთლს აღარ იკარებდა

Posted by: narkozeli 3 Nov 2019, 14:41
მზე

ამას გენეტიკურად აქვს ძუძუს აუტანლობა მგონი, ჩემი დედამთილი ყოფილა ორივე შვილზე ამ დღეში და არც მე ვიდებდი თურმე ( 4 შვილი ყავს დედაჩემს და პირველ სამზე პრობლემა არ მქონია, მარტო შენზეო)
სამშობიაროშიც ყველა ცვლა ამას ეჩალიჩებოდა და ვერა და ვერ. სილიკონის თავებიც ვიყიდე, არც მაგით იკარებს. ნუ ვიწველი და ისე ვაძლევ რა ვქნა :/
ცოტა მაქვს რძე, ყველა ჭამისთვიდ არ დგება საკმარისი და მიწევს შიგადაშიგ ხელოვნურის წამატება

Posted by: მზე 3 Nov 2019, 14:44
narkozeli
შეეცადე ხშირ-ხშირად გამოიწველო და ჩაგიდგება უფრო მეტი
პროსტა ტანჯვაა რა ეგრე :/ ნუ ჩემი აზრით თორე იყვნენ აქ გოგოები 5-6 თვე აჭამეს ეგრე

Posted by: narkozeli 3 Nov 2019, 15:11
მზე
ძალიან საწვალებელია კი,მარა ერთი პლიუსი ის აქვს რომ იცი ზუსტად რამდენს ჭამს:/ მარა სულ გამოწველაში ვარ

Posted by: მზე 3 Nov 2019, 18:44
narkozeli
ჰოო მესმის ძაან რთულია sad.gif იმედია ელექტრო მაინც გაქვს, მგონი უფრო ჩქარა შვება და უფრო იოლიც არისო
მე არ გამომიყენებია არ ვიცი
ხელისი მქონდა და ვერაფრით ვერ გამოვიწველე

ისე ნახე ამერიკებში რანაირებია biggrin.gif
user posted image

Posted by: bbb5 3 Nov 2019, 21:07
nature
მზე
მადლობა გოგოებო

Posted by: Elikuda 3 Nov 2019, 23:45
გოგონებო,მირჩიეთ პედიატრი,რომელთანაც აღრიცხვაზე დავდგებით და 1 თვის რომ გახდება ქალბატონი საფუძვლიან კონსულტაციას გაგვიწევს...ვისაც არ ეზარება საუბარი,რჩევები და ზოგადად კმაყოფილები ხართ. მადლობა

Posted by: narkozeli 4 Nov 2019, 03:39
მზე

აუ ადრე კარდაშიანების შოუში მაქვს ნანახი ეს ელექტროები ჩასაცმელივით ეცვა ერთ-ერთ კარდაშიანს და დაგრიალებდა აქეთ იქით biggrin.gif
ელექტრო არ ვიყიდე, მამოლოგის რჩევით, იღლიაში კვანძები მიჩნდება ხოლმე და ვიბრაცია არაა სასურველი ჩემთვის. თუმცა სუავინექსის ხელის საწველი მაქვს 115 ლარიანია მარა კაი 1000ლარის საქმეს მიკეთებს, ნელნელა გამოდის მარა გამოაქვს რაც მთავარია. ამ წუთას მოვრჩი ცალი ხელით ვიწველიდი,მეორით გკითხულობდით biggrin.gif

Elikuda

მეც მაგ პროცესში ვარ))

პლეხანოვზე ვეძებ, სახლთან ახლოს, მარჯანიშვილის თეატრის წინ თიბისის სათაო ოფისთან ყოფილა პოლიკლინიკა მედიმედი და ეგ მირჩიეს მარა ექიმი ვერ შევარჩიე. მანდ აცრებზე და ზომა-წონაზე ვატარებ ხოლმე ძირითადად. აზომვა აწონვაში ყველა ვიზიტზე ფული რომ არ ვიხადო ხოლმე, იყოს აღრიცხვის პედიატრი.

Posted by: მზე 4 Nov 2019, 11:01
narkozeli
ძაან მაგარია რა biggrin.gif მეორეზე უნდა ვცადო biggrin.gif
ა უი მაგდენი კი არ ვიცოდი, სუავინექსი კაი იქნება. მე კიკო მქონდა ძალიან კი მირჩიეს მარა არ გამომადგა biggrin.gif

QUOTE
ამ წუთას მოვრჩი ცალი ხელით ვიწველიდი,მეორით გკითხულობდით

biggrin.gif


Posted by: nature 4 Nov 2019, 14:01
John Jolie
სპირტი არის ძალიან ეფექტური.
ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტი წაუსვი თავზე და შეუფუთე. ყოველ მესამე დღეს გაამეორე რამოდენიმეჯერ. რადგან წილს არ კლავს გამეორება მაგიტომ ჭირდება რომ გამოიჩეკებიათ თუ არა მაშინვე იმოქმედო. ყველაზე იაფი და რაც მთავარია უსაფრთხო მეთოდია

Posted by: მზე 4 Nov 2019, 16:30
პერსეულს და პერლ biggrin.gif მოგმართავთ როგორც გურუებს biggrin.gif
ფბ-ზე რო გამოჩნდა გაჩი, როგორ ფიქრობთ ნამდვილია?
მე შორიდან ორიგინალების ასოციაცის მიქმნის rolleyes.gif

Posted by: pearlgirl 4 Nov 2019, 16:52
მზე
მხოლოდ ვაკვირდები და მგონია რომ ორიგინალებიც აქვთ და კარგი პატენტებიც.

Posted by: nature 4 Nov 2019, 18:48
.......................................

Posted by: SRB100 5 Nov 2019, 10:16
გოგოებო, დუფალაკი რამდენჯერ უნდა დავალევინო დღეში? და რა დოზირებით?

Posted by: Jane_L 5 Nov 2019, 10:27
მზე
მე როგორც ვიცი ნამდვილია, ბევრი ჩემი ახლობელი ყიდულობს და უწევენ რეკომენდაციას. აი მე არ შემიძენია, არ ვიცი.

Posted by: მზე 5 Nov 2019, 17:04
pearlgirl
აუ პატენტები როგორ გავარჩიო biggrin.gif

Jane_L
მადლობა ^__^

* * *

აუ ნიას ამ ბოლო დროს შეკრულობა დასჩემდა. ეხლა გუშინწინ არ გასულა, გუშინ ძააან მყარად 2-ჯერ და დღეს ჯერ არა და ძალიან წუხს. რა შეიძლება გავაკეთო? sad.gif(
ქლიავს არ ჭამს, წყალს სვამს, ხაჭო და მაწონი ვაჭამე.
ცომეულმა იცის ხო? ხაჭაპური და პური უყვარს .

Posted by: Utopian 5 Nov 2019, 17:24
SRB100
მხოლოდ დილით შეიძლება დალევა, ჭამის დროს
მე 10 მლ-ს ვაძლებ
ნაკლები არ შველის

Posted by: pepi grdzelicinda 5 Nov 2019, 17:45
გამარჯობა გოგოებო,
სეზონურ გრიპებს როგორ უმკლავდებით?
სექტემბრის ბოლოს შევიყვანე ბაღში, კერძო ბაღში იმიტომ რომ 2 წლის ოქტომბერში ხდწბოდა
ოქტომბერში სამჯერ!!! შეხვდა გრიპი. სულ 10 დღე იყო ჯანმრთელად , მხოლოდ 8 დღე იარა ბაღში..
თან ადრე რომ ვირუსი შწხვდებოდა მაქს 5 დღეში მთავრდებოდა სიცხე და ამბები. ეხლა წინა სამშაბათს გრიპზე ავცერი, ოთხშაბათიდან დაეწყო ცემინება და გამონადენი ცხვირიდან, სქელი, თხელი, გამჭვირვალე, ყვითელი.. ძილის დროს ყელში გადასდის ალბათ და ახველებს მერე და გაჭედილია ცხვირში და ა.შ.
პედიატრები ამბობსნ რომ ფილტვები სუფთა და ა.შ
ბენეტი, ბაქტრუმი, პიობაქტერიოფაგი, ფიზიოლოგიურებით რეცხვა, ინჰალაცია, პროტარგოლის წვეტები ცხვირში, იზოფრა.. რა აღარ ვაკეთე..ერთი კვირაა იგივე სიმპტომებით არის, ეს სამი დღეა დაბალი 37,5 მდე სიცხე დაემატა..ხვალ კიდევ მიმყაბს ექიმთან.
ვეღარ ვხვდები რას ვაკეთებ ან რას ვერ ვაკეთებ, ბაღზე ვიყრი ჯავრს მემგონი ბოლოს .. რაგავაკეთო??

Posted by: sichiko 6 Nov 2019, 06:16
გოგოებო მივიღებ ყველანაირ რჩევას რა გავაკეთო რომ არ დამეჩაგროს ჩემი ნებიერა შვილი როცა მეორეს მოვიყვანთ სახლში :/ ძალიან მინდა ყურადღება თანაბრად გავანაწილო და არ იგრძნოს რომ პატარაზე გადავერთე. როგორ იქცეოდით თქვენ?

და პორველზე არ მქონია მსგავსი აკვიატება ახლა მგონია მოკვდები და ანდერძს ვტოვებ გავაგიჟე ემო ქმარი საქართველოში გადამასვენე თქო და რაღაცეები sad.gif( თუ იყავით ასე და რითი შველოდით თავს? თავის ხელში აყვანა არ გამომდის ჩემდა უნებურად მეფიქრება ..:/

Posted by: Tamara1988 6 Nov 2019, 09:47
გოგოებო გუშინ ჩემს გოგოს საზარდულთან ვუპოვე ჯირკვალივით ორი პატარა სიმაგრე. აქმდე არ შემიმჩნევია.არზრზე არ ვარ როდის გაჩდა.მითხრეს სანერვიულო არააო მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? წლის და 8თვისაა

Posted by: SRB100 6 Nov 2019, 10:55
pepi grdzelicinda
როგორ ხარ?
მე არ მიმიყვანია ჯერ ბაღში, მაგრამ წინასწარ ვნერვიულობ ვირუსებთან გამკლავება რომ მოგვიწევს.
იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის კი არის აუცილებელი, მაგრამ ყველა ირგვლივ ამბობს, რომ 2 დღე რომ დადიან ბაღში მერე 2 კვირა წვანან სახლში ვირუსებით.
sad.gif

Utopian
გუშინ მივეცი მეც მაგდენი და კარგად იმოქმედა სამჯერ ჰქონდა კუჭის მოქმედება.
დღეს მივცე თუ არა აღარ ვიცი, არ იცის შეკრულობა ზოგადად, მაგრამ ეხლა ჰქონდა რატომღაც ოთხ დღიანი.

Posted by: pepi grdzelicinda 6 Nov 2019, 15:21
SRB100
არა მიშავს, შენი გოგო როგორაა?smile.gif
ხო აი ეგ მაგიჟებს ზუსტად, ყველა მაგას მეუბნებაsmile.gif)
მაგრამ როგორც ვაკვირდები მარტო ვირუსი არაა, ბაქტერიული ინფექციებია უფრო.
მთელი ორი თვე ცივ მდინარეში იჯდა და არ გაციებულა

ბაღში წავიყვანე რომ ლაპარაკი დაამუღამოს, ურთიერთობა და ბავშვებთან ითამაშოს.
წვინტლი არ ქონია არასდროს, ვირუსი ქონდა ხოლმე მაღალი სიცხით და 5 დღეში ან უფრო მალე კარგად ხდებოდა.
ეხლა დაეწყება რინიტი, გადადის მერე გლანდებზე, გუშინ ჩავხედე და დაჩირებული ქონია, სიცხე იმიტომ დაემატა.
ანტიბიოტიკის გარეშე ვერ გაუვლის.
რაღაც მაინც მგონია რომ კარგად არ ასუფთავებენ და ჰიგიენურ ამბავში უჭირთ. არ ანიავებენ ალბათ.. ერთ ჭიქას ახმარენ წყლისთვის და რავიცი კიდე..
რომ გამოვაკეთებ და მივიყვან ერთი ლექცია უნდა ჩავუტარო მაგათ, კერძო და პრუნწკია ბაღს!

Posted by: Elikuda 6 Nov 2019, 21:25
გოგოებო გამარჯობა,პედიატრ დავით რეხვიაშვილთან ვინც ყოფილხართ ციციშვილში ,ჩაწერილები არ ვართ და ჩაწერის გარეშე რამდენად შევძლებთ შესვლას?

Posted by: NiniaG 6 Nov 2019, 22:38
მზე
QUOTE
აუ ნიას ამ ბოლო დროს შეკრულობა დასჩემდა

1,2 თვის იყო ჩემი რომ დაეწყო შეკრულობა, მე აკლიმატიზაციას ვაბრალებ smile.gif) წამალს არ ვაძლევდი, კვებით ვუწყობდი ხელს, ექიმიც მეუბნებოდა იდეალური კვებააო, მაგრამ არ შველოდა sad.gif ბანანს არ ვაჭმევდი და აი მაშინ მირჩია ექიმმა აჭამე ბანანიო, არბილებს ამ ფეკალურ მასებს და შეკრულობაც აღარ ექნებაო, ხოდა მოკლედ მე ვფიქრობ ბანანმა საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა smile.gif
sichiko
როგორ ხართ? როდის გიწევს მშობიარობა? მე პირადი გამოცდილებიდან რჩევას ვერ მოგცემ smile.gif) არ ვიცი, მაგრამ მეუღლეც მაქსიმალურად ჩართე პროცესში, განაწილდით ბავშვებთან, მგონი სჯობს უფროსთან უფრო მეტად შენ იყო.
2 თვის დისშვილი მყავს სახლში, ჩემი გოგო სულ ეფერება, კოცნის, მზრუნველობას უწევს, თითქოს არ არის ეჭვიანითქო, მაგრამ ბაბუას თუ ჰყავს ხელში პატარა აი მაგ დროს ეგოისტობს და ამასაც ბაბუსთან უნდა smile.gif)) რთული ყოფილა ბავშვების გაგება smile.gif))

Posted by: google1 6 Nov 2019, 23:30
გოგოებო დამეხმარეთ რაა, წლის რომ გახდნენ თქვენი პატარები, რას აჭმევდით? ახლა გახდა წლის და რა ვაჭამო ვერ გავიგე. პირველი კბილი ეს დღეებია ეჭრება, აქამდე დაბლენდერებულ საკვებზე მყავდა, ვერ ღეჭავდა. თანდათან კი ნაკლებად ვუთხელებდით და მაგალითად ბოსტნეულს ვუჭყლეტდით, მაგრამ მყარს ჯერ კარგად ვერ ჭამს, ყრის უკან.
რძის ალერგიის გამო ფრისოზეა და 60-100 გრამს ძლივს ჭამს დღეში. წლიდან უკვე საერთო მაგიდიდან კვებეთო და არ გამოდის smile.gif
ფაფებს ჰიპს, ნუტრიბენს და ჰუმანას ვაჭმევ, ნორდიკზე გადავიყვანო თუ რამე სხვა ვარიანტებიც არის? ნელნელა უფრო მსხვილად დაფქვილს რომ მივაჩვიო.
ნუტრიბენ კომფორტს ხომ არ აძლევთ ვინმე? ექიმის რჩევით უნდა მოვსინჯო როგორ აიტანს, თუ არა ისევ ფრისო გავაგრძელოთ.

Posted by: pearlgirl 7 Nov 2019, 15:27
pepi grdzelicinda
QUOTE
ოქტომბერში სამჯერ!!! შეხვდა გრიპი. სულ 10 დღე იყო ჯანმრთელად , მხოლოდ 8 დღე იარა ბაღში..

QUOTE
ვეღარ ვხვდები რას ვაკეთებ ან რას ვერ ვაკეთებ, ბაღზე ვიყრი ჯავრს მემგონი ბოლოს .. რაგავაკეთო??

QUOTE
რაღაც მაინც მგონია რომ კარგად არ ასუფთავებენ და ჰიგიენურ ამბავში უჭირთ. არ ანიავებენ ალბათ.. ერთ ჭიქას ახმარენ წყლისთვის და რავიცი კიდე..
რომ გამოვაკეთებ და მივიყვან ერთი ლექცია უნდა ჩავუტარო მაგათ, კერძო და პრუნწკია ბაღს!

სრულიად ნორმაა ბაღში ახლადშეყვანილი ბავშვისთვის.
იმუნიტეტს სანამ არ გამოიმუშავებს ეგრეა. ზოგი ბავში თავიდან მიაყრის და ყოველ კვირას ავადაა ზოგი მთელ წელზე ანაწილებს. ეგრეა ბაღი.

Posted by: pepi grdzelicinda 7 Nov 2019, 23:02
pearlgirl
იმდენს ვკითხე უკვე და ყველა ასე მპასუხობს, ნორმაა, რას იზამ, ..smile.gif
მადლობა გამოხმაურებისთვის :*

Posted by: მზე 8 Nov 2019, 11:38
NiniaG
მადლობა ბანანი არ ვიცოდი და ვცდი აბა

* * *

გოგოებო როგორ ხართ? <3 რაღაც მიჩუმდა აქაურობა :შ მოყევით რა თქვენი ბავშვების ისტორიები biggrin.gif
ჩემი ფავორიტი ისტორიაა ნია-ნუამ რო დამინახა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა: "რუსუდანი კაიაა" biggrin.gif

Posted by: sichiko 8 Nov 2019, 19:22
NiniaG

მეუღლე ახლაც ჩართულია, მაგრამ მუშაობს და სამწუხაროდ ისეთ დროს მოდის მაგ დროს უკვე დაღლილი ვარ ასჯერ :/ თუმცა ჩემზე არანაკლებს უკეთებს ბავშვს როცა სახლშია, მაგ დროს ვისვენებ ფაქტიურად თუ საჭმელი არ მაქვს გასამზადებელი.

პ.ს დღეს ვიკეთებ და ნერვიულობის პიკზე ვარ..

Posted by: NiniaG 9 Nov 2019, 11:09
sichiko
QUOTE
პ.ს დღეს ვიკეთებ და ნერვიულობის პიკზე ვარ.

ვაუ, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა <3
ნუ ნერვიულობ რა sad.gif ყველაფერი კარგად ჩაივლის <3
გაგვაგებინე ამბები როგორც კი შეძლებ smile.gif

Posted by: sichiko 9 Nov 2019, 12:08
NiniaG

მადლობა, გადავრჩიsmile.gif) ყველაფერმა ჩაიარა ნორმალურად. ვაღიარებ უფრო რთული იყო თვითონ ოპერაცია ამ ჯერზე. მერე ოდნავ ტკივილსაც არ ვგრძნობ, დღესვე ავდექი.

Posted by: takotatuli1989 9 Nov 2019, 12:13
აგერ ჩემი შვილი წინა კვირას მივიყვანე ბაღში, სულ 4 ბავშვი იყო და 2 დღეში აიკიდა ვირუსი. ბიულეტჯნზე ვარ ერთი კვირაა. სიცხე აღარ აქ მარა ცხვირში კიდე მოსდის და ხველა აქ. ეხლა არ ვიცი ასე უნდა მივიყვანო ბაღში თუ კიდე გავაგრძელო ბიულეტინი

Posted by: NiniaG 9 Nov 2019, 12:33
sichiko
გილოცაავ! ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს <3
გოგო/ ბიჭი? რომელია? smile.gif))
როგორ დაახასიათებ მაქაურ ექიმებს? სჯობს ხომ ქართველი ექიმები? smile.gif)

Posted by: fleurs 10 Nov 2019, 02:29
sichiko
გილოცავ ბედნიერი დედა-შვილობა. ბიჭია თუ გოგო მაგეც გვითხარი smile.gif)))

Posted by: QISA 10 Nov 2019, 03:27
NiniaG
QUOTE
როგორ დაახასიათებ მაქაურ ექიმებს? სჯობს ხომ ქართველი ექიმები?

აქაც გვყავს ქართველი, მეც მასთან ვიყავი და sichiko-ც.
fleurs
ბიჭი ყავს.
პ. ს.
სანამ თვითონ დაწერს

Posted by: sichiko 10 Nov 2019, 20:36
fleurs
NiniaG

მადლობა :* ბიჭია კიsmile.gif

NiniaG

ექიმებს რაც შეეხება, ვისთანაც აღრიცხვაზე ვიყავი და გამიკეთა ოპერაცია ქართველი ებრაელია. საოცრად კარგი ექიმი. კლინიკის ექიმები და მომსახურე პერსონალი 10 დან 10 , აი მსავსი ზედ გადაყოლა
მართლა არ ვიცი.. ლამის შეგაწუხონ ზედმეტად კითხვებით ჯანმრთელობაზე და შენ მდგომარეობაზე. რამოდენიმე პედიატრი შემოდის ბავშვს ცალკე სინჯავს და მოკლედ უზომოდ კმაყოფილი ვარ. თავი მტკივა და მაგაზე ხომ ცალკე მთელი ამბებია, , გადამიღეს კიდევაც თავზე. არც შევადარებ, სულ სხვა მომსახურება და დონეა...

Posted by: Fallen Angie 10 Nov 2019, 22:31
აუ გადამრია უკვე ამ ბავშვმა sad.gif
სადილებს არ ჭამს არაფერს. ჭამდა აქამდე კატლეტსაც, ქათმის ხორცსაც, ბოსტნეულის პიურეს ყველით და ხორცით. ახლა არაფერს აღარ ჭამს, მარტო კარტოფილს. სოუზი გავუკეთე გუშინ და მარტო კარტოფილები ამოჭამა sad.gif დღეს კატლეტიც არ მიირთვა, პიურეზე ლაპარაკი ზედმეტია, დიდი ომის ფასად ჭამს რამდენიმე ლუკმას.
რა გავაკეთო? რამე იდეები მომაწოდეთ რა სადილების sad.gif

Posted by: nicol 11 Nov 2019, 11:11
გოგოებო ჩემს პატარას ვამჩნევ იშვიათად მაგრამ ტუჩების უცნაურ მოძრაობას.აი როგორ ავხსნა, წამიერად ისე აკეთებს თითქოს მატყუარას წოვსო ( თუ გასაგებად ავხსენი). პედიატრთან თვის ბოლოსკენ მივდივართ და კი ვეტყვი ამაზე. მატყუარას ძილის წინ კიდევ წოვს ,ანუ საბოლოოდ არ დაგვინებებია თავი და ამის გავლენა ხომ არაა?

Posted by: მზე 11 Nov 2019, 15:46
sichiko
გილოცავ <3

* * *

აცრებზე სიახლე არაა ხო?

Posted by: Perseus12 11 Nov 2019, 17:30
nicol
წოვის რეფლექსია, მუცელშიც აკეთებდა ამას, ზრდასთანერთად აღარ ექნება, ისე კი ძალიან მესაყვარლება ეგ მომენტი smile.gif
sichiko
გილოცავ <3

Posted by: nicol 11 Nov 2019, 17:40
Perseus12

მეც მესაყვარლებოდა ,სანამ შემაშინებდნენ ესე რატომ შვრებაო? lol.gif მადლობა 2kiss.gif baby.gif

Posted by: pepi grdzelicinda 11 Nov 2019, 22:27
Fallen Angie
ეს პოსტი წუხელ ვნახე და სამზარეულოში შევვარდი ეგრევე, მაცივარს არ გავეკატე და 2 ბანანი შემომეჭამა smile.gif)
აცალე ცოტა ხანს, რაც უნდა ის აჭამე და გააგრძელებს ისევ, ჩემმა იცის ხოლმე სადილის აკრძალვა, მაწონს ან იოგურტს ჭამს ხოლმე, ან შემწვარ კვერცხს, იშვიათად ერთ ცალ სოსისს..
ბეზრდებათ მსგავსი ტიპის საჭმელი, დიდების საჭმელი უნდათ ხოლმე smile.gif

Posted by: likalika333 11 Nov 2019, 23:02
გოგოებო გამარჯობა ჩემს 3 თვის ბავშვს ტანზე აქვს კანი გაუხეშებული ადგილ ადგილ . 3 4 ადგილას. თვალით არ შეიმჩნევა მხოლოდ ხელით იგრძნობა . ვაბანავებ ყოველდღე და დამატენიანებელს ვახმარ , და რა შეიძლება იყოს ხომარიცით

Posted by: Fallen Angie 11 Nov 2019, 23:03
pepi grdzelicinda
lol.gif შემომეჭამა ძაან კაი სიტყვა გვაქვს ))))
იოგურტიც ამოიძულა sad.gif ხო, მეც ასე თეორიულად ვიცი, მაგრამ მაინც მენერვიულება. დღეს შემწვარი კარტოფილიც არ ჭამა. აი რაღაც პერიოდი უხაროდა ეს დიდური საჭმელები, ხაჭაპურს ჭამდა, კატლეტებსაც ასე მაგიდასთან მოსკუპდებოდა და ჭამდა, ახლა მაგითიც აღარ იხიბლება. იმედია გადაუვლის ))

Posted by: sichiko 12 Nov 2019, 00:35
მზე
Perseus12

მადლობა გოგოებო :*
* * *
likalika333

ეგრე ქონდა და ეგზემააო( აქ ყველაფერს ეგზემას ეძახიან) გამომიწერა მალამო, რომელიც საქართველოშიც იყიდება როგორც ვიცი და რამოდენიმე წასმაში, მგონი სამში აღარ ქონდა. მოგწერ სახლში როცა მივალ სახელს

Posted by: Tamara1988 12 Nov 2019, 09:56
დ ვიტამინის ნაკლებობაზე რომელ პრეპარატს მირჩევდით? და ლუთეინა დ3 ვინმეს ხომ არ გამოგიყენებიათ?

Posted by: მზე 12 Nov 2019, 12:38
Tamara1988
თამ პროფილაქტიკურ დოზას აძლევდი და მაინც აქვს?
ნიას ნუტრიჯენ ბონიდენტს ვასმევ მაგრამ მხოლოდ პროფილაქტიკისთვის ამიტომ მართას რა მოუხდება ვერ გეტყვი sad.gif
ვისთან გყავდა, პედიატრთან?

likalika333
ყოველდღე ბანაობა არ უნდა, ეგ უფრო უშრობს კანს. კვირაში ერთხელ არის საკმარისი დაბანა (შამპუნით/საპნით)

ატოპიური დერმატიტი აქვს ე.ი. არ ინერვიულო ძალიან ბევრ ბავშვს აქვს და უმეტესად თავისით გადის თინეიჯერობამდე
ტოპიკრემ ა.დ. (სპეციალურად ატოპიურისთვის) კრემი, ან ისის ფარმას სეკალია ულტრა (მე ორივე მომწონს, ნიას შემთხვევაში სეკალიამ უკეთესი შედეგი გამოიღო, მაგრამ შეიძლება შენსას ტოპიკრემი მოუხდეს, ასე ვერ გაიგებ :შ)
ძალიან აქებენ ასევე ავენს (სახელი არ მახსოვს სპეციალიური ხაზია ამ მიმართულებით და ეგეც მოსოწნთ)
მოკლედ ვერ მიხვდები რა რომელი ჯობია biggrin.gif იყიდე რომელიმე და ნახე თU მოუხდება.

შამპუნი/დასაბანი საშუალებაც სპეციალური უნდა უყიდო ატოპიური დერმატიტისთვის რომელიცაა. მე ტოპიკრემის მაქვს და კვირაში ერთხელ ვბან მაგით.
ეხლა მირჩიეს კიდე ველედასია ძალიან კარგიო. რო გამითავდება უნდა ვცადო, ატენიანებს კარგადო.

ქოლდ კრემი უყიდე კიდე (ანუ უამინდობის კრემი). გარეთ გასვლამდე10 წუთით ადრე წაუსვი ხოლმე რო დაიცვას სიცივისგან სახე და ხელები
მე ველედასი მაქვს და მომწონს რავი

Posted by: SRB100 12 Nov 2019, 12:43
მზე
შეკრულობა ჩემსასაც ჰქონდა, ძირითადად ბრინჯზე ემართება.
საკმარისია ბრინჯით რამე გავაკეთო და ჭამოს, რომ მაშინვე ეწყება.
გოგრა არის ძალიან კარგი, ძალიან აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. კივიც.
ბანანი მეც მეგონა კრავდა, მაგრამ არ კრავსო ექიმმა მითხრა, თუმცა არა მგონია მოწესრიგებაში დაეხმაროს.
გოგრა და კივი სცადე, ქლიავიც კარგია ძალიან.

ჩემი შვილი არ ჭამს საერთო სუფრიდან, იმიტომ რომ სახლში ჩვენ ისეთებს ვჭამთ ბავშვს ვერ ვაჭმევ და მირჩევნია ცალკე ვუკეთო ისევ.
სოსისებზე, ძეხვეულზე და ცომეულზე ვართ ძირითადად დროის სიმცირის გამო, წვნიანებს ჩვენ არ ვჭამთ. თუ გავაკეთეთ თვეში ერთხელ ბორში, სოუზი ან გუფთა კი ვაჭმევ, მაგრამ ძირითადად მაინც ცალკე ვუმზადებ პატარა ქვაბით წვნიანებს.
მარტივად ვერ გადაატარებ. იმ დღეს ლობიანები მოვიტანეთ და პირი არ დააკარა. დამეზარა წიწიბურის მოხარშვა და იქნებ ჭამოს ერთი ნაჭერი-მეთქი biggrin.gif
მაგრამ არ ჭამა და მოვუხარშე ისევ წიწიბურა, ჩავახეხე სულგუნი და ვაჭამე biggrin.gif

იმდენ რამეზე მყავს გადასაჩვევი, რომ მეზარება ყველაფერი.
კიდე პამპერსი უკეთია, არ ჯდება ცოცხალი თავით ქოთანზე. რომ იზამს კუკუს მერე ამბობს ვქენიო.
თავისი ხელით ჭამას საერთოდ არ ცდილობს, მარტო ხაჭაპურს, ვაშლს, პურს, პეჩენიას და ბანანს თუ შეჭამს თავისი ხელით.
კოვზს და ჩანგალს საერთოდ არ იჭერს. ისევ სოსკა უდევს ძილის დროს და რძესაც და წყალსაც ისევ ბოთლიდან სვამს, ჭიქიდან დალევას არ აღიარებს :დ

Posted by: Tamara1988 12 Nov 2019, 13:36
მზე
კი გოგო დაბადებიდან ვაძლევდი დ ვიტამინს. თავიდან ვიტაფეროლს მერე დევიტს მაგრამ მაინც ნაკლებობა აქვს. იმის მიუხედავად რომ ზაფხულიც ეხლახანს გავიარეთ, ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ.

Posted by: NiniaG 12 Nov 2019, 13:39
sichiko
იმედია ჩვენთანაც, ყველა სამშობიაროზე იქნება შესაძლებელი მსგავსი ამბების მოყოლა smile.gif))
SRB100
რამდენის არის შენი?
QUOTE
ძილის დროს და რძესაც და წყალსაც ისევ ბოთლიდან სვამს

ჩვენც ასე ვართ smile.gif) 1,6 წლის არის

გოგოებო რა მაინტერესებს ახლა მე, რძე მივეცი სანტინოსი, ნაკლებცხიმიანი. შეიძლება ყოველ საღამოს დალიოს ხო რძე? რაიმე უკუჩვენება ხომ არ აქვს ყოველდღიურ მიღებას?
1 ლიტრი რძე თავიდანვე მთლიანად გადმოვადუღო და მერე მაცივარში გადმოდუღებული შევინახო თუ ულუფებად ავუდუღო?

Posted by: მზე 12 Nov 2019, 14:02
SRB100
რაც ჩამოთვალე სოსკის და თვითონ ჭამის გარდა (ცდილობს ხანდახან, მაგრამ ძირითადად ზედ იყრის :|) ზუსტად ეგრეა ნიაც

გოგრას ვცდით აბა. დიდად არ უყვრას სამწუხაროდ sad.gif მაგრამ რასაც შეჭამს კაია

აუ ეხლა ვნახე, რომ წლევანდელი ვაქსიგრიპი (4 კომპონენტიანი როა) 3 წლამდე ბავშვებისთვისაც შეიძლება (შარშანდელი ვერსია არ შეიძლებოდა)
შენ გითხარი მგონი რო 4-იანს მაინც ვერ დაუცდი თქო :შ სორი წელს შეუცვლიათ და არ ვიცოდი
მარა ჯერ არ შემოსულა მაინც :| ინფლუვაკის მეორე პარტიაც არ არის :შ

Posted by: nicol 12 Nov 2019, 14:13
sichiko

გილოცავ smile.gif ბედნიერი დედა იყავი.
2kiss.gif love.gif როგორ შეხვდა დიდი ბიჭი ამ ამბავს? smile.gif
* * *
pepi grdzelicinda
Fallen Angie

ჩემმაც იცის ხოლმე პერიოდულად მასე. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა აღარ. გადაუვლით და კიდევ შეიცვლებიან ამ მხრივ. :* მეც ვიმშვიდებ თავს და ვარ ასე . lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
აი დღეს რომ ხორციან კერძს გემრიელად შეჭამს , რამოდენიმე დღე ცხვირს აიბზუებს და ასე. მერე რომ ვფიქრობ ჩვენც მასე არ ვართ ? ხან ის გვინდა ხან ეს . ყოველთვის ყველაფერი არ გვიყვარს და ა.შ.

აუ გოგოებო ჩუდოს ხაჭო რომაა შოკოლადში ამოვლებული ეგ ნორმალურია? ერთხელ გაასინჯეს და გაგიჟდა ისე მოეწონა.

Posted by: SRB100 12 Nov 2019, 14:54
მზე
16 ნოემბრიდან გვექნებაო ჯიპისის ექსპრეს კლინიკაში და ველოდები.
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო, სადაც წერია რომ 4 კომპონენტიანი შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის?
ყველი ჩაუხეხე გოგრაში, ხორცთან ერთადაც ძალიან გემრიელია.
ჩემსას უყვარს, მე ვერვიტან biggrin.gif
სასწრაფო პედიატრს ედო იმ დღეს პოსტი ფბ-ზე. სახლში მისვლით აცრა 50 ლარიო და გამოძახების 50 ლარი ცალკეა ნეტა?
ვეღარ გავიგე სად ავცრა, სად არის ყველაზე ნორმალური ფასები და პირობები?
NiniaG
ორი წლისაა.


Posted by: pearlgirl 12 Nov 2019, 14:59
SRB100
QUOTE
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო, სადაც წერია რომ 4 კომპონენტიანი შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის?

https://mein.sanofi.de/produkte/Vaxigrip-Tetra/Downloads?id=bef8d962-842e-402c-8843-b00f952bfbab&fbclid=IwAR0qWvkZrRFA1gAy70yIHOwOOmGByTiwsz9ctse1er5V01GdDYtJ-ppztv0
აი ბოლო გვერდზე ნახე, გერმნაულად არის მაგრამ მიხვდები.
მწარმოებელი არის სანოფი და ვაქსიგრიპის ანოტაციაა.
აი ინგლისურად:
https://firstmedcenters.com/flu-vaccines-2019-20/?fbclid=IwAR0snIb6eHQJ0G_yvpo_-8UiqMVw3oA1tgYpxoAHiKDNhbfxjmjsWWXQ0J8
"Vaxigrip – (intramuscular)
For Children: There no longer is a ‘junior’ version of this vaccination. Children from 6m to 17 years of age: one dose of 0.5 ml."


* * *
QUOTE
ვეღარ გავიგე სად ავცრა, სად არის ყველაზე ნორმალური ფასები და პირობები?

SRB100
მაგალითად ჯიპისის ექსპრეს-კლინიკაში

Posted by: Perseus12 12 Nov 2019, 15:37
SRB100
არა ვაქცინა და გამოძახება ერთად ღირს 50 ლ ბინაზე.

Posted by: მზე 12 Nov 2019, 16:53
SRB100
QUOTE
16 ნოემბრიდან გვექნებაო ჯიპისის ექსპრეს კლინიკაში და ველოდები.

ვა ეს კარგი რაღაც მითხარი. დავიჭერ თადარიგს ამჯერად და ეგრევე მივალ :|

QUOTE
ყველი ჩაუხეხე გოგრაში, ხორცთან ერთადაც ძალიან გემრიელია.

ვა ეს რაღაც ახალია. ვცდი.

QUOTE
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო, სადაც წერია რომ 4 კომპონენტიანი შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის?

პერლმა კი უკეთესი ლინკები ჩაგიგდო, მაგრამ მე აი აქ ვნახე: https://www.facebook.com/lela.zangurashvili/posts/2880002632023435

QUOTE
ვეღარ გავიგე სად ავცრა, სად არის ყველაზე ნორმალური ფასები და პირობები?

ჯიპისის ექსპრეს კლინიკა კარგი ვარიანტია ძაან.
მე ევექსში ვცრი ვაჟაზე და ეგეც ძალიან კარგია.

pearlgirl
QUOTE
one dose of 0.5 ml.

აუ ვეღარ გავიგე რა. აბა ორჯერ ნახევარ-ნახევარიო mo.gif
* * *
nicol
QUOTE
აუ გოგოებო ჩუდოს ხაჭო რომაა შოკოლადში ამოვლებული

რამდენისაა?
2 წლამდე ჯობს ტკბილეულს მოერიდოთ
და ისე ჩუდო ხო რუსულია? მე არ ვუყიდდი, რა იცი რანაირად აწარმოებენ
(თუმცა, იარმარკას პროდუქციას ვყიდულობ. მგონია, რომ კარგია user.gif)

Posted by: sichiko 12 Nov 2019, 20:45
nicol

მადლობა :*
თავიდან რეაქცია არ ქონდა, მიპროტესტებს რომ სახლში არ ვარ. ამიტომ აქ მყავს დღის მანძილზე ძირითადად. ჯერ არ გავწერილვარ. ვნახოთ სახლში როგორ მოიქცევა ძალიან კი ვნერვიულობ .

Posted by: pearlgirl 13 Nov 2019, 09:05
მზე
QUOTE
one dose of 0.5 ml.

აუ ვეღარ გავიგე რა. აბა ორჯერ ნახევარ-ნახევარიო

კაცო ვინც პირველად იცრება იმას უნდა ორჯერ 4 კვირის ინტერვალით ეგ დოზა, და ვინც უკვე აცრილია ერთჯერადად აიცრება მაგ დოზით.

* * *
nicol
QUOTE
აუ გოგოებო ჩუდოს ხაჭო რომაა შოკოლადში ამოვლებული ეგ ნორმალურია? ერთხელ გაასინჯეს და გაგიჟდა ისე მოეწონა.

არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს მაგას, თანაც არაჯანსაღი პროდუქტია შაქრიანი.

Posted by: takotatuli1989 13 Nov 2019, 10:16
pearlgirl
ჩემი გოგო ავცერი 5 ოქტომბერს, 1 თვეში მოიყვანე მეორეზეო, მაგ დროს ქონდა მაღალი სიცხეები და ვირუსი, ეხლა მიყვანას თუ აქ აზრი ხო არ იცი?

Posted by: pearlgirl 13 Nov 2019, 10:17
takotatuli1989
QUOTE
ეხლა მიყვანას თუ აქ აზრი ხო არ იცი?

კიი აქვს აზრი აუცილებლად.

Posted by: takotatuli1989 13 Nov 2019, 10:19
pearlgirl
მადლობა დიდი <3

Posted by: SRB100 13 Nov 2019, 11:19
Perseus12
უი, რა კარგია, მაშინ სახლში გამოძახება და აცრა სჯობს ჩემს შემთხვევაში დროის სიმცირიდან გამომდინარე.
80 ლარი ღირს გასინჯვა და აცრა ერთად. თუ ჯანმრთელადაა ბავშვი და გასინჯვას არ საჭიროებს მაშინ 50 ლარს გადაიხდით ვაქცინის საფასურს მხოლოდო.
მაგრამ ინფლუვაკი აქვთ, ვაქსიგრიპი არ გვაქვსო და შემოვიტანთ თუ არა ეგეც არ ვიცითო.

pearlgirl
მზე
დავრეკე ჯიპისის ექსპრეს კლინიკაში, 50 ლარი ღირდა შარშანო და იმედი გვაქვს წელს რადიკალურად მომატებული არ იქნება ფასებიო.
20-დან ველოდებითო. მაინც 15 ნოემბრისკენ დაგვირეკეთო. ვაქსიგრიპი გვექნებაო.

Posted by: მზე 13 Nov 2019, 13:55
pearlgirl
მადლობა biggrin.gif

SRB100
19-ში ხდება 4 კვირა პირველი აცრიდან biggrin.gif
ლელა ზანგურაშვილს კითხეს და შეიძლება მეორე ვაქცინა ვაქსიგრიპი იყოსო

* * *
გოგოებო, მოკლედ ნია-ნუა კი იყო შეკრული მაგრამ ფაქტია აღარ არის, უბრალოდ იკავებს :| და ამბობს რომ მუცელი ტკივა. ყოველ კუჭში გასვლას წინ უძღვის 2-3 საათის განმავლობაში პერიოდული ტირილი და ითხოვს დაბანას.
ალბათ თბილი წყალი სიამოვნებს. რომც არ დავბანოთ მაინც ჩერდება ცოტა ხანში. ეტყობა მოვლითი ხასიათის ტკივლი აქვს (ან შეიძლება მაგ მომენტში უნდება და რო იკავებს მაგას ეძახის ტკივილის?)
კანკიამ გლიცერინის ოყნა გაუკეთეთ მაგ დროს. დრო სჭირდება დავიწყებას რომ რამდენჯერმე ეტკინაო (2-ჯერ იყო ეგეთი შმეტხვევა 1 დღის ინტერვალით)
მყარად არ გადის, დუფალაკსაც ვასმევ და ნორმალურად გადის რაა. პროსტა აი ტირის ტირის წიხს და მეხვეწება დავბანო sad.gif
რა გავაკეთო? ყოველდღე დღეში 2-ჯერ ოყნა? ანუ ვიზამ კი მაგასაც (ცოტ ავერ წარმომიდგენია ოყნისთვის გავაჩერო, მარა ნუ გავაკავებთ რა ვუყო sad.gif( )
მაგრამ იქნებ ვინმეს გქონდეთ მსგავსი გამოცდილება და მითხრათ კიდე რაიმე sad.gif თორე დავიწვი მისი საცოდაობით 10 დღეა ;(((

Posted by: Utopian 13 Nov 2019, 15:35
განმეორებითი აცრა უწევს ბავშვს და ვაქცინა გაწყდა facepalm.gif
რა უპასუხისმგებლობაა, ნერვები მეშლება
წესიერად ვერ მოამარაგეს?


Posted by: nicol 13 Nov 2019, 16:05
sichiko

აუ საყვარელი smile.gif გისურვებ რომ მალე შეეჩვიოს და შენც გაგიადვილდეს ეგ პროცესი. smile.gif love.gif

pearlgirl

ცუდია sad.gif ისე იტყაპუნებდა მუცელზე ხელს კარგიაო sad.gif
gigi.gif

Posted by: Elikuda 13 Nov 2019, 23:32
მზე
წავიკითხე ატოპიურ დერმატიტზე წერდი,ჩემი გოგო არის 5 კვირის,თითქმის ერთი კვირაა ლოყებზე გამოაყარა წვრილად,წითლად და პედიატრმა ზუსტად მაგ დიაგნოზი გვითხრა და ტოპიკრემი გვირჩია... მანამ ბიოლაინს ვხმარობდი...ამ ტოპიკრემს,ყოველ დაბანაზე უსვამ ტანზეც და სახეზეც? ისე მოუხმა და შედარებით გაუქრა

Posted by: NiniaG 14 Nov 2019, 12:21
მზე
აუ, როგორ მეცოდება პატარა sad.gif
ჩემსას იცი როგორ ჰქონდა? გაჭინთვის დროს ტიროდა, აწითლდებოდა და ერთ შარიკს გამოაგდებდა sad.gif პატარა იყო უფრო და მტკივაო და მსგავს მინიშნებებს არ მაძლევდა sad.gif
თითქმის ერთი თვე გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა (ნუ უფრო ცოტა) მე ძალიან გავაწვალე ბავშვიც, მაგრამ ვეცადეთ და მაინც კვებით მოვაწესრიგეთ ნელნელა, ოყნა სულ 2-3-ჯერ გავუკეთე, ოყნა 24 საათში ერთხელ უნდა ისე

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 14 Nov 2019, 12:46
pearlgirl

აუ ნიკა ამიცრეს მასენახევარი დოზით, არადა მეც ვიცოდი რომ სრული ეკუთვნოდა, იმიტომ რომ მეორედ იცრებოდა - გაიგიჟა იმ იმუნოლოგმა რომ 3 წლამდე ნახევარი დოზა არისო და დავთანხმდი და ეხლა განმეორებითზე უნდა მივიყვანო მაგის გამო რომ არ იციან თავის საქმე რა sad.gif

Posted by: მზე 14 Nov 2019, 14:38
Elikuda
3 თვემდე სახეზე წვრილი გამონაყარი უფრო ბეიბი აკნეა. დაგუგლე აბა.
3 თვისთვის გაუვლის.

მე ეხლა სეკალიას ვუსვამ. დღეში 2-3-ჯერ. როგორც მომიხერხდება რა. თუ უკეთ აქვს დღეში ერთხელ ან არ, თუ უფრო გაუუხეშდა, მაშინ უფრო ხშირად.
მაგრამ მხოლოდ გაუხეშებულ ადგილებში ვუსვამ.
ისე კვირაში ერთხელ შამპუნით დაბანის მერე ჩვეულებრივ დამატენიანებელს ვუსვამ მთელ ტანზე.

NiniaG
დღეს ვცადე და ვერ გავუკეთე. გაგიჟდა ხელი რო მოვკიდე cry.gif არ ვიცი რა.
თან ანუ არ არის შეკრული. ჩვეულებრივად გადის და რა მოვუწესრიგო ვერ ვხვდები. პროსტა იკავებს თავს sad.gif

Posted by: NiniaG 14 Nov 2019, 14:48
მზე
QUOTE
თან ანუ არ არის შეკრული. ჩვეულებრივად გადის და რა მოვუწესრიგო ვერ ვხვდები

არ უნდა ამ დროს ოყნა, არანაირად smile.gif
რატომ იკავებს თავს, რა მოხდა რა საინტერესოა? პამპერსი აცვია? საყვარელი ქოთანი რომ შეურჩიო რამე? იქნებ მაგ დროს ქოთანზეც გადაიტანოს ყურადღება sad.gif

Posted by: მზე 14 Nov 2019, 15:43
NiniaG
QUOTE
არ უნდა ამ დროს ოყნა, არანაირად

ჰოდა იკავებს და 2-3 საათი ტირის და მერე ტირილით გადის. ოღონდ მყარად - არა.
რო არ იტიროს ამდენი ხანი, სანამ დაავიწყდება მაგიტომ მირჩია კანკიამ

კი პამპერსი აცვია. მეშინია ეხლა რო ვუყიდო, ტკივილითან ასოციაცია რომ არ გამოიწვიოს.
ვკითხე გიყიდო უნიტაზი, სადაც ფისის იზამ-თქო და არაო rolleyes.gif

Posted by: NiniaG 14 Nov 2019, 15:48
მზე
QUOTE
ვკითხე გიყიდო უნიტაზი, სადაც ფისის იზამ-თქო და არაო

თუ არაო, ოო :დდდ

რა ატირებს რა საინტერესოა

Posted by: მზე 14 Nov 2019, 16:25
NiniaG
მუცელი მტკივაო sad.gif მარა ვერ ვხვდები რატო უნდა ტკიოდეს
* * *
Perseus12
ბაკურიანისთვის როგორ ხელთათმანები გქონდა სამოსთვის შარშან?
ნაქსოვი თუ თოვლის? "ვარიშკები" ალბათ ხო? ხუთთითიანი ვერც ვნახე

აუ და შლემივით ქუდები როა ეგ კაია ვითომ? თუ ჩვეულებრივი ყურებიანი ქუდი + კაშნეც წავა?

Posted by: SRB100 15 Nov 2019, 14:03
გოგოებო, ლარინგიტი აქვს ჩემს გოგოს, ფიზიოლოგიურით ინჰალაციები დაუნიშნეს.
ჭამს, კარგ ხასიათზეა, უბრალოდ ხმა აქვს შეცვლილი და დაბალი სიცხეები 37.2-37.5 მეორე დღეა.
რამდენჯერ შემიძლია გავუკეთო ინჰალაცია დღის განმავლობაში? ღამე ჰაერის დამატენიანებელიც ჩავრთე.
აცრით ვერ ავცრი ხომ? რამდენ ხანში ალაგდება სრულად ხომ არ იცით?

Posted by: NiniaG 15 Nov 2019, 14:45
მზე
QUOTE
ბაკურიანისთვის

ჩვენც ვემზადებით ბაკურიანისთვის, თებერვალში ვფიქრობ წასვლას უფრო
ხელთათმანები - ნაქსოვიც მიგვაქვს და სქელი, დუტის რომ არის (წყალგაუმტარი)
ქურთუკები - ერთიანი, დუტის კომბინიზონიც და ცალცალკე, შარვალი და ქურთუკიც უნდა წავიღოთ
ქუდი - შლემი აუცილებლად M.j. accessorize - ფბ-ზეა და მათთან ვაპირებ შეკვეთას, სხვა ქუდებსაც წავიღებთ და მაგათვის გადასაცმელი კაშნესავით რომ არის ეგ უნდა მოვქსოვო (თავად ვაპირებ, დიდი სურვილი მაქვს : ))
მე ფეხსაცმელზე ვიჭედები sad.gif ორი წყვილი თოვლის ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირი იქნება ალბათ, არადა ერთი არ ეყოფა ვითომ? smile.gif)))

Posted by: მზე 15 Nov 2019, 15:27
NiniaG
პერსეუსის აზრით 2 უნდა მარა biggrin.gif
რავიცი რა გითხრა, გამოცდილი ისაა biggrin.gif მე ჰაერზე თუ გეტყვი მხოლოდ.
ერთი ჯეოქსი მქვს რომელიც არ არის თოვლის მარა ზამთრისაა და თბილია. წყალგაუმტარიც არ არის მარა ადვილად არ სველდება (water repellent არის).
ჰოდა გამოსაცვლელად მაგას წავიღებ რა

QUOTE
ქურთუკები - ერთიანი, დუტის კომბინიზონიც და ცალცალკე, შარვალი და ქურთუკიც უნდა წავიღოთ

ანუ შარვალი კომბინიზონიც მიგაქვს? მე ერთანი ვიყიდე და არ მეყოფა ვითომ მხოლოდ ეგ?
პერსეუსს კი მაქვს ხოლმე გამოსაცვლელიც მარა რავიცი sad.gif ვერ გავქაჩავთ ვითომ?
Perseus12 გადმოგვხედე biggrin.gif
* * *
SRB100
QUOTE
გოგოებო, ლარინგიტი აქვს ჩემს გოგოს

ვაი sad.gif მალე გამოკეთდით sad.gif

QUOTE
ღამე ჰაერის დამატენიანებელიც ჩავრთე.

აუ ეს კაი გამახსენე. საერთოდ არ მახსოვდა რომ მქონდა biggrin.gif

Posted by: NiniaG 15 Nov 2019, 15:44
მზე
QUOTE
Perseus12 გადმოგვხედე

biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ანუ შარვალი კომბინიზონიც მიგაქვს?

კი, მიმაქვს და მაგ შარვლისთვის ვეძებ ჭრელ-ჭრელ ქურთუკს smile.gif))
QUOTE
მე ერთანი ვიყიდე და არ მეყოფა ვითომ მხოლოდ ეგ?

მგონი მთავარია დასველებამდე არ მივიდნენ, არც კომბინიზონების და არც ფეხსაცმელის და მანდ არ მგონია თოვლმა დაასველოს, რავიცი
QUOTE
პერსეუსის აზრით 2 უნდა მარა

კი, კი, ჩემი აზრითაც, მარა მეც მარა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Perseus12 15 Nov 2019, 16:22
მზე
QUOTE
ბაკურიანისთვის როგორ ხელთათმანები გქონდა სამოსთვის შარშან?
ნაქსოვი თუ თოვლის? "ვარიშკები" ალბათ ხო? ხუთთითიანი ვერც ვნახე

აუ და შლემივით ქუდები როა ეგ კაია ვითომ? თუ ჩვეულებრივი ყურებიანი ქუდი + კაშნეც წავა?


ჰოო, სალომეს ზომა თითებიანი წყალგაუმტარი პლაშოვკის ხელთათმანები არ არსებობდა ბუნებაში, ეგ კი არა წელსაც მოუწევს ალბათ ვარიშკები. ამიტომ ქონდა ვარიშკები და თითებიანი ნაქსოვი ბევრი, რომლებიც ჯიბეში მედო და ვუცვლიდი, იმიტომ რომ ვარიშკებს ხშირად იძრობდა, ვერ ფლობდა ხელებს კარგად. ქუდი არაა პრობლემა, მთავარია ყურებს უფარავდეს, უბრალოდ თოვისას კეპისნაირი წინა რომ აქვს ქუდებს, ის მოსახერხებელია, სახეზე არ ათოვთ, მზისგანაც უჩრდილავს. სათვალეს გირჩევ საბაკურიანეს, სკოტის გამოვუწერე მე ამათ, რეზინაზეა და კარგად მაგრდება თავზე, არ მოძრაობს, ულტრაიისფერს ისხლეტს, მოკლედ კარგი რამეა. კომბინიზონიც და ფეხზეც ორივესთვის 2-2 მაქვს ხოლმე ყველაფერი და არასდროს მიმანია რომ 2 წამიღია. სულ გარეთ არიან, აი სულ და მაინც ახერხებენ რომ სადმე გააპარონ სისველე, გორაობენ, ტრაკით სრიალებენ და ა.შ. მარტო დასველებაზეც არაა, ისვრებიან კაცო, 1 კვირაში 2 ჯერ გავურეცხე მანქანაში კომბინიზონები. იქაც იყიდება, თუ გესიკვდილება აქ ყიდვა და იქ გაიჭედე, გახვალ იყიდი ფეხზწეც, ტანხეზ, ხელთათმანებს, სათვალეებს, ქუდებს და ვაბშე ყველაფერს :დ ჯეოქსის წყალგაუმტარში ისე საყვარლად შევიდა წყალი, სულ სველი იყო.

Posted by: მზე 15 Nov 2019, 16:55
Perseus12
QUOTE
ამიტომ ქონდა ვარიშკები და თითებიანი ნაქსოვი ბევრი, რომლებიც ჯიბეში მედო და ვუცვლიდი, იმიტომ რომ ვარიშკებს ხშირად იძრობდა, ვერ ფლობდა ხელებს კარგად.

კაი ანუ ამეებს ბევრს ვიყიდი მეც 1 ცალ ვარიშკებს
თოვლისები მეც კი არ მსიამოვნებს და საერთოდ არ გამიკვირდება რომ არ გაიჩეროს mo.gif

QUOTE
სათვალეს გირჩევ საბაკურიანეს, სკოტის გამოვუწერე მე ამათ, რეზინაზეა და კარგად მაგრდება თავზე, არ მოძრაობს, ულტრაიისფერს ისხლეტს, მოკლედ კარგი რამეა.

აუ ეს კაი გამახსენე. საიდან გამოწერე? ჩავუსაფრდები მეც

QUOTE
უბრალოდ თოვისას კეპისნაირი წინა რომ აქვს ქუდებს, ის მოსახერხებელია, სახეზე არ ათოვთ,

აუ ესენიც სად იყიდე მითხარი რაა <3

QUOTE
ჯეოქსის წყალგაუმტარში ისე საყვარლად შევიდა წყალი, სულ სველი იყო.

როგორ გამახარე biggrin.gif
ფრიბუს თუ რაც ქვია ბატინკები 20 ევრო ღირდა და მეთქი კიდე გაიაფდება დავუცდი-თქო და 30-მდე გაძვირდა biggrin.gif

QUOTE
კომბინიზონიც და ფეხზეც ორივესთვის 2-2 მაქვს ხოლმე ყველაფერი და არასდროს მიმანია რომ 2 წამიღია.

ეჰ biggrin.gif კაი sad.gif იმაზე ვიფიქრებ რომ მეორესაც გამოადგება როდესმე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Perseus12 15 Nov 2019, 17:01
მზე
QUOTE
საიდან გამოწერე?

ამაზონიდან, იქაც იყიდება, მაგრამ ცუდი ხარისხია, თვალი არ ატკინოს, სკოტი ძაან კარგია.
QUOTE
აუ ესენიც

ეს მე არ მიყიდია, მაგრამ იქ რომ იყიდება ვიცი, ნაირ-ნაირები, ჭიქა-საინები იყო :დ
QUOTE
ფრიბუს თუ რაც ქვია ბატინკები 20 ევრო ღირდა და მეთქი კიდე გაიაფდება დავუცდი-თქო და 30-მდე გაძვირდ

როდის მიდიხარ შენ, კარადა დავალაგე და ზედმეტობები გამოვდე, ზოგი გავაგარაჟე, ზოგი გავეცი და მაგაზე დაქალი შემომივარდა მე მინდაო, ამიტომ ვერც გავყიდე და არც მოდის რომ წაიღოს, დიდი ეჭვი მაქვს არც მოვა არადსდროს, ჰოდა 22/23 თუ გრგეთ გათხოვებდით. მე თებერვალში ვიყავი და იანვრის ბოლოს კარგი ფასდაკლებებია საბაკურიანე რამეებზე, მაგ დროს გამოვწერე.
QUOTE
ეჰ  კაი  იმაზე ვიფიქრებ რომ მეორესაც გამოადგება როდესმე 
აი სალომეს რომ ვყიდულობ რამეს მაგაზე ვიჭედები ხოლმე, თორემ კატოს თამამად ვყიდულობ, გარანტირებულად გადაელოცება :დ

Posted by: მზე 15 Nov 2019, 17:08
Perseus12
QUOTE
ამაზონიდან, იქაც იყიდება, მაგრამ ცუდი ხარისხია, თვალი არ ატკინოს, სკოტი ძაან კარგია.

მადლი <3

QUOTE
ეს მე არ მიყიდია, მაგრამ იქ რომ იყიდება ვიცი, ნაირ-ნაირები, ჭიქა-საინები იყო :დ

აჰაჰა biggrin.gif აქაც იქნება მაშინ ბაზრობებზე წესით
გავიდე იქნებ როდესმე

QUOTE
როდის მიდიხარ შენ, კარადა დავალაგე და ზედმეტობები გამოვდე, ზოგი გავაგარაჟე, ზოგი გავეცი და მაგაზე დაქალი შემომივარდა მე მინდაო, ამიტომ ვერც გავყიდე და არც მოდის რომ წაიღოს, დიდი ეჭვი მაქვს არც მოვა არადსდროს, ჰოდა 22/23 თუ გრგეთ გათხოვებდით. მე თებერვალში ვიყავი და იანვრის ბოლოს კარგი ფასდაკლებებია საბაკურიანე რამეებზე, მაგ დროს გამოვწერე.

გოგო ეხლა აქვს 23. აი ოდნავ დიდი რო უნდა ქონდეს ხო იცი, მასე აქვს 23 და მოერგება? ანუ ჯეოქსის ის ვითომ წყლაგაუმტარები ვუყიდე 23 და ეგრე აქვს მარა რიხტერის კეტები შენ რო გამომიწერე 22 იმაში უკვე გაჭედილივით იყო (მარა ასატანად გაჭედილი biggrin.gif ) სადღაც 1 თვის წინ.
მე რავი შვებულებას როგორც ავიღებ :| ალბათ, უფრო იანვარში და ე.ი. ფასდაკლებებს ავცდები sad.gif თებერვალი ჯობია შენი აზრით?
ნუ უფრო ნაკლებად ცივა და ეგ კი მომწონს. ვნახოთ რა.

QUOTE
აი სალომეს რომ ვყიდულობ რამეს მაგაზე ვიჭედები ხოლმე, თორემ კატოს თამამად ვყიდულობ, გარანტირებულად გადაელოცება :დ

biggrin.gif biggrin.gif შენ ის მაინც იცი რო მეორე გოგოა biggrin.gif

Posted by: Perseus12 15 Nov 2019, 17:11
მზე
იანვარში არ გირჩევ, ბევრი ხალხია ძალიან, შესაბამისად ვირუსების რისკი მატულობს, ყველგან რიგი და ამბავი, თებერვლის ბოლოსკენ ნორმალურია, მე დეკემბერში ვაპირებ, ოღონდ დეკემბრის მინუსი ისაა, რომ ადრე ბნელდება.

Posted by: მზე 15 Nov 2019, 17:28
Perseus12
მე საერთოდ ცემში ვფიქრობ წასვლას. ბევრი ხალხის გამო ზუსტად.
მაინც არ სრიალებს ჯერ ნია და biggrin.gif

Posted by: NiniaG 15 Nov 2019, 17:33
Perseus12
ბინებზე რას გვეტყვი? სასტუმროს ოთახები სჯობს, საკუთარი სახლის ოთახი თუ კოტეჯი?
მგზავრებში ვიყავი მაისში, ლიფტი არ არის და ულიფტო სასტუმროში არ მინდა ზამთრის სეზონზე.
საკუთარ სახლში საერთო სამზარეულოს გამო ვიკავებ თავს
და კოტეჯი ყველაზე უპრიანია, მაგრამ ეგ უფრო ძვირი სიამოვნებაა sad.gif


Posted by: მზე 15 Nov 2019, 18:58
მოკლედ, ეს დუფალაკი ხო გაზებს აგრობვებს და ეხლა მგონი ეგ აწუხებს :|
ჰოად რა ვუშველო? sad.gif

Posted by: sesilia28 15 Nov 2019, 21:00
SRB100
3-4ჯერ შეგიძლია ინგალაცია, ჩემს პატარასაც ჰქონდა ეხლა, ხმა შეეცვალა და 2დღეში ცოტ-ცოტა ხველაც დაეწყო, პულმიკორტი დავამატეთ მერე და 3 დღეში გაუარა, ოღონდ სიცხეები არ ჰქონია.

Posted by: google1 15 Nov 2019, 22:24
მზე
დუფალაკი ორსულობისას მქონდა დანიშნული და საშინლად მბერავდა. მერე მითხრა ექიმმა, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი დამელია და მართლა ჰქონდა შედეგი. სცადე აბა თუ დალევს.

Posted by: მზე 15 Nov 2019, 22:34
google1
თავიდან მასე ვცადე ისე რო არ სვამდა არაფრით (გემო არ მოწონს) და იმ ბოთლიდან 3 ყლუპის მეტი არ დალია sad.gif
ეხლა ისევ ჩვეულებრივი სიროპივით სვამს, დიდი ძალისხმევის შედეგად sad.gif

Posted by: Fallen Angie 16 Nov 2019, 10:37
მზე
უფროსს ქონდა ეგრე შიშები გლანდების ოპერაციის მერე, შეიკრა და რო ეტკინა რამდენჯერმე აი ეგრე დარბოდა და წიოდა საათობით, ეგონა ისევ ეტკინებოდა.
არ უნდა გაუმახვილო ყურადღება, მთავარია ისევ არ შეიკრას და დაავიწყდება.
ქოთანზე შვებოდა და ამ შიშების მერე ისევ პამპერსი ამოიცვა ცოტა ხანი, სხვანაირად არ შვებოდა და აი სანამ არ გასკდებოდა იკავებდა, ძალიან დაგვტანჯა.
თუ არაა შეკრული რა აზრი აქვს დუფალაკს, შიში აქვს შემორჩენილი რო ეტკინება და ძალით წამლის მიცემა და ოყნა კიდე დამატებითი სტრესია. რო შეატყობ რო კუჭში უნდა გასვლა გადაატანინე ყურადღება, ეთამაშე რაღაცეები, არბენინე, 1-2-ჯერ რო იზამს ასე შეუმჩნევლად გადაუვლის

Posted by: Rebel=)) 16 Nov 2019, 12:46
დედიკოებო მშობიარობის მერე სახელმწიფოსგან ის 1000 ლარი როდის ჩაგერიცხათ?

Posted by: Fallen Angie 16 Nov 2019, 13:56
Rebel=))
მე-5 დღეს ჩამერიცხა მე, ზუსტად რო გამომწერეს იმ დღეს

Posted by: მზე 16 Nov 2019, 16:30
Fallen Angie
აუ მადლობა <3 ცოტა დამამშვიდე <3
დღეს აღარ დავალევინე რავიცი ვნახოთ აბა :|
რამდენ ხანში გადაუარა შენს ბიჭს? sad.gif 2 კვირა ხდება ნია ყოველდღე ტირის, ძააან შევწუხდით ყველა და პირველ რიგში თვითონ sad.gif

Rebel=))
მე დეკრეტში გასვლიდან 2 თვეში და მშობიარობიდან სადღაც თვე-ნახევარში

Posted by: Fallen Angie 16 Nov 2019, 17:59
მზე
აუ ჩვენ დიდხანს ვიწვალეთ, 2-3 თვე ალბათ :|
მაგრამ ჩვენი ბრალი იყო, ბებია ყავს უამრავი და ამდენი ხალხი ყველა სხვადასხვა რამეს აკეთებდა და უარესად დავსტრესეთ. ერთ მიდგომას მიაწექით ყველა

Posted by: Rebel=)) 17 Nov 2019, 13:52
Fallen Angie
მზე
მე-5 დღე კაია, მარა თვენახევარი რა ამბავია, რაზეა ნეტა დამოკიდებული :/

Posted by: Perseus12 18 Nov 2019, 10:09
მზე
მთლად გამოყრუებასაც არ გირჩევდი :დ:დ
NiniaG
მე ბაკურიანი რეზიდენსში ვქირაობ პირველ საერთულზე, ძალიან მოსახერხებელია, აი ძალიან, თვითონ გადიან, შემოდიან, რამე მოუნდებათ გავაწვდი, იქვე თამაშობენ, ვხედავ, ანუ უცებ ტუალეტი და რამე რომ მოუნდეს რომელიმეს, ძალიან მოსახერხებელია. სულ მარტო არ ვუშვებ, მაგრამ ზოგჯერ კი. შარშან 4 წლის იყო კატო, მშვენივრად სრიალებდა, ბილეგზეც მარტო ადიოდა, იხსნიდა და თავისით ჩამოდიოდა.

Posted by: Sandra2209 18 Nov 2019, 10:26
გოგოებო გამოძახებით ვაქცინაცია რომელ კლინიკას აქვს? ექსპრეს კლინიკაში ჩვენ არ გვაქვს ეგ სერვისი და არც ვაქცინები გვაქვს ჯერ შემოტანილი ველოდებითო, სად ექნებათ ან აქვთ?
* * *
უიი ეხლა წავიკითხე სასწრაფო პედიატრზე გეწერათ გამოძახება

Posted by: nicol 18 Nov 2019, 10:34
დილა მშვიდობის smile.gif
გოგოებო ჩემს შვილს ხველა ვერაფრით მოვურჩინე რა. რომ მგონია ვსიო აღარ ახველებს თქო გავა 2 დღე და ისევ. დღის განმავლობაში ნამდვილად არ აქვს ხშირი ხასიათი, მაგრამ მაინც ეტყობა ნახველი ისევ აქვს. რას მირჩევთ? რამე მსუბუქი, ბუნებრივი და ეფექტური თუ იცით smile.gif წლის და რვა თვისაა.

თვის ბოლოს წესით აცრა გვიწევს. ევექსში დავდივართ და თუ იცით ფასიანი აცრის ფასი?


Posted by: მზე 18 Nov 2019, 12:23
nicol
წლის და რვა თვის თუა რომელი აცრა გიწევთ?
გრიპის აცრა ფასიანია.
135 ლარი ღირს წლი-ნახევრის ფასიანი აცრა (პენტაქსიმი)

Perseus12
ჩვენი მეგობრებიც მოდიან რომელთაც ნიასხელა (ნუ 3 თვით პატარა) ბავშვი ყავთ biggrin.gif იმედია არ გამოვყრუვდებით rolleyes.gif
გოგო სკოტის სათვალეები რომელი უყიდე? დავსერჩე ამაზონი და 3 წელზე პატარა ვერსია არ აქვს და ეგ უნდა ვიყიდო? :|
და ნაქსოვი ხელთათმანები სად უყიდე? თუ მოუქსოვე? ვარიშკები ალბათ ხო? 1 ხუთთიაანი ვუყიდე და ძაან დიდი აქვს და ვერც გავაყრევინე წესიერად biggrin.gif გადავდე მომავალი ზამთრისთვის rolleyes.gif

Posted by: Perseus12 18 Nov 2019, 12:36
მზე
სათვალეები მაინც რგებდა ეგენი, https://www.amazon.com/Scott-Trooper-Junior-Winter-Goggles/dp/B015Q2ZVJQ/ref=sr_1_8?dchild=1&keywords=scott+ski+goggles+kids&qid=1574066042&sr=8-8 ხელთათმანები მე ჰ და მ-ში, ნაწილი ბაზრობაზე, თითებიანები იყო ნაქსოვი, ვარიშკები პლაშოვკა.

Posted by: nicol 18 Nov 2019, 13:00
მზე

nicol
135 ლარი ღირს წლი-ნახევრის ფასიანი აცრა (პენტაქსიმი)

აი ეს მაინტერესებდა :* yes.gif

Posted by: მზე 18 Nov 2019, 13:23
Perseus12
ვიყავი გუშინწინ ჰ H&M-ში და ვარიშკები ვერ ვნახე sleep.gif
კიდე მივალ იქნებ მერე შემოიტანონ

მადლობა ლინკისთვის.
კი ეგ ვნახე მეც და ანუ კარგად ქონდა. ჩემმა ქმარმა ესენი რად უნდაო biggrin.gif ეგ სრიალს რო დაიწყებს მერეო :დდ


Posted by: Perseus12 18 Nov 2019, 14:22
მზე
დღეს ვიყავი და იყოsmile.gif

Posted by: მზე 18 Nov 2019, 14:45
მზე
მაშინ შეიძლება ზომებში ვერ ვნახე :|
92სმ-ებს ვეძებდი. 98 მაქვს ოკაიდის და დიდი აქვს

Posted by: cvanca 18 Nov 2019, 15:25
მზე
საბურთალოს H&M-შია

Posted by: მზე 18 Nov 2019, 16:59
cvanca
მადლობა <3 მანდ ვიყავი და ეტყობა ვერ დავინახე ან არ ვიცი რა მეტაკა :|
92-იანები ვერ ვნახე ყოველ შემთხვევაში
მივალ კიდე შაბათს მანამდე შანსი არაა mo.gif

Posted by: SRB100 19 Nov 2019, 13:27
გოგოებო, აცრა მგონი ისევ გადამეგო.
ჰქონდა მწვავე ლარინგიტი, ყელი წითელი და სიცხეები.
სიცხეები აღარ აქვს, მაგრამ შიგადაშიგ ახველებს და უნდა ავცრა თუ სანამ ბოლომდე არ აულაგდება არ შეიძლება?

Posted by: Utopian 19 Nov 2019, 14:54
QUOTE (pearlgirl @ 16 Oct 2019, 15:40 )
Utopian
QUOTE
ჯიპისის საბურთალოს ექსპრეს კლინიკაში

595991596 ამ ნომერზე რეკავდი?

ეს პეკინის ფილიალის ნომერია ხო?

Posted by: მზე 19 Nov 2019, 15:08
QUOTE (Utopian @ 19 Nov 2019, 14:54 )
QUOTE (pearlgirl @ 16 Oct 2019, 15:40 )
Utopian
QUOTE
ჯიპისის საბურთალოს ექსპრეს კლინიკაში

595991596 ამ ნომერზე რეკავდი?

ეს პეკინის ფილიალის ნომერია ხო?

591 22 93 40 ამ ნომერზე დავრეკე (ეს აფთიაქის ნომერია ოღონდ და არა ექსპრეს კლინიკის) და დამიჯავშნეს 1 ცალი ნიასთვის

Posted by: Utopian 19 Nov 2019, 15:36
მზე
უი შეიძლება დაჯავშნა? აფთიაქში არ ჰქონდათ. მერე პერლის მოცემულ ნომერზე დავრეკე და მცირე რაოდენობით მივიღეთო. ხუთშაბათამდე არ იქნება იმუნოლოგი და იმედია, დიდები არ აიცრებიან მანამდე

გადავრეკავ აბა და ადგილმდებარეობასაც დავაზუსტებ. ვაჟაზე არ იყოს

მადლობა :*
* * *
მზე
აფთიაქში იყიდი და შენით გაუკეთებ? თუ ვერ მივხვდი sad.gif(

Posted by: მზე 19 Nov 2019, 19:34
Utopian
გოგო არა აი მაგ ნომერზე დავრეკე და გადაგიდებთო მითხრეს
ოღონდ აქ უნდა მოიყვანოთო
შენ არ გითხრეს ეგრე?

Posted by: keti11111 19 Nov 2019, 19:43
გოგოებო, 5 დღის წინ გავაჩინე ბავშვი. როგორც აღმოჩნდა მიწევს სამსახურში მალევე დაბრუნება. აქედან გამომდინარე უარი უნდა ვთქვა ძუძუთი წოვაზე. ვის მივმართო, მამოლოგს თუ გინეკოლოგს? როგორ ხდება რძის გაშრობა?

Posted by: Utopian 19 Nov 2019, 20:23
მზე
მე დავრეკე პირდაპირ ექსპრეს კლინიკაში და მაგ ნომერზე რომ დავრეკო სად უნდა მივაკითხო? რომელ კლინიკაშიც ვეტყვი იქ დამიჯავშნიან?

Posted by: Fallen Angie 19 Nov 2019, 22:31
keti11111
მერე რა რომ სამსახურში გადიხარ? საღამოს საათებში და ღამე მაინც რომ გყავდეს ბუნებრივზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რძის რაოდენობა წოვის სიხშირეზეა დამოკიდებული, ამიტომ არ შეგეშინდეს, რომ სამსახურში ხელს შეგიშლის ან რამე, დარეგულირდება მალე.
გამოწველილსაც დაუტივებ რავიცი, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რომ ცოტა გაჭირვებად ღირს ნამდვილად.

Posted by: მზე 19 Nov 2019, 23:17
Utopian
არა. ეგ არის იმ პეკინის ჯიპისის აფთიაქის ნომერი. მაგის თავზეა ეგ ექსპრეს კლინიკა. ჰოდა, ასე ზუსტად კი არ მიკითხავს მაგრამ მგონია რო პეკინზე გადავადებინე biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 20 Nov 2019, 13:11
keti11111
მამოლოგს მიმართე, კლინიკა ახალ სიცოცხლეში არის პირველ სართულზე თამილა როინიშვილი, ძალიან კარგი მამოლოგია. მარტო საღამოს წოვებით დაიტანჯები შენც და ბავშვიც, რომ მოგაწვება რას იზამ, გამოწველა დაგჭირდება..

Posted by: მზე 20 Nov 2019, 13:17
keti11111
მე Fallen Angie-ს ვეთანხმები. სადღაც 1 კვირა დაგჭირდება, მაქსიმუმ 2 რო ზუსტად დარეგულირდეს როდის დაგჭირდება.
6 თვის ხდებოდა სამსახურში რო გავედი. 5 თვემდე ყველა ჭამას ძუძუს ჭამდა. 5 თვისას გავასინჯე ფაფა და 2-3 კვირა დასჭირდა რო სრულ კვებამდე ავსულიყავით დღის განმავლობაში.
სამსახურში გასვლიდან სადღაც 2-3 თვე დილას, საღამოს 7-ზე, მერე კიდე ერთხელ ძილისწინ და ღამე კიდე 3-ჯერ ჭამდა ძუძუს.
მერე საღამოს 7-ის ჭამა ამოვუგდე და ძილის წინ, ღამე და დილას ჭამდა წლამდე.
რავი რომ გითხრა ძალიან დავიტანჯე-თქო - არა.
მხოლოდ ეგ დაახლოებით 4-5 დღეა არაკომფორტული. რო მოგაწვება და ოდნავ რო უნდა გამოიწველო დღის განმალობაში (ეს სამსახურში გასვლამდე მოვაგვარე). ძალიან მალე რეგულირდება, რავიცი.
უბრალოდ, ერთხელ იძულებული გავხვდი რომ 9-ის ნახევრამდე ვყოფილიყავი და მაშინ კი ცოტა შევწუხდი, მაგრამ ნუ ეგ ერთხელ იყო და ატანადი რავიცი. მკერდის საფენები მედო მაინც.

შენი გადასაწყვეტია მარა ეს ვარიანტიც განიხილე.

Posted by: Utopian 20 Nov 2019, 14:57
მზე
გუშინ არ მიპასუხეს და დღეს რო დავრეკე გათავდაო
ნერვები დამეგლიჯა ამ ვაქცინის დევნაში

სავარაუდოდ, სამიანს ვეღარ ვიშოვი და მეორედ რო ვაქსიგრიპით ავცრა ნეტა შეიძლება? თუარადა დავიკიდებ, სხვა რა გზაა

Posted by: მზე 20 Nov 2019, 14:58
Utopian
595 22 88 97 ამ ნომერზე დარეკე აბა.
ეს არის ვაჟაზე ჯიპისის ექსპრეს კლინიკა.
დღეს დავრეკე (მეც მინდა აცრა) მეთქი გასაყიდად გაქვთ-თქო და არა, მხოლოდ აქ თუ მოხვალთ და აიცრებითო.

* * *

ლელა ზანგურაშვილს უწერია ფბ-ზე რომ შეიძლება.
ისე მე ევექსშიც მყავს ნია ლალისთან ჩაწერილი. ვერასდროს ვერ დავრეკე უბრალოდ აქვთ თუ არა ვაქცინა.
ვერ დავრეკე კი არადა, არ იღებენ smile.gif))
ჰოდა, ლალის უნდა შევეხმიანო (ეგეც არ იღებს უბრალოდ და ვფიქრობ დავუმესიჯო :| ), ევექსსაც თუ აქვს მაშინ ნიას სახელზე ამ ექსპრეს კლინიკაში გადადებული ვაქცინა აღარ მჭირდება და დაგითმობდი smile.gif
თუ ვაჟაზე ჯიპისიშიც ვერ გადადე

Posted by: Utopian 20 Nov 2019, 15:12
მზე
ახლა დავრეკე და არ გვაქვსო ((
აუ კიიი, თუ მოხერხდება...
როდის აპირებ ნიას აცრას? რომ ვიცოდე

Posted by: მზე 20 Nov 2019, 15:18
Utopian
ეხლა პარასკევს დილას
მანამდე იქნებ ლალის დავუკავშირდე და თუ მეტყვის მოიყვანეო, დაგითმობ <3

Posted by: Utopian 20 Nov 2019, 15:31
მზე
ოკ, თუ არა და ვაქსიგრიპით ავცრი
მადლობა 2kiss.gif

Posted by: pepi grdzelicinda 20 Nov 2019, 21:17
SRB100
მწვავე ლარინგიტს როგორ გაუმკლავდით? ანტიბიოტიკი დაჭირდა?
მორიგი ვირუსი აიკიდა ჩემმა, ერთი კვირა იყო კარგად. ისევ რინიტით დაეწყო და ეხლა ყელზე აქვს ნადები, და 37,5 სიცხეები.
10 დღის წინ დაამთავრა ანტიბიოტიკი და რამდენჯერღა დავალევინო ... sad.gif((

Posted by: Lemon Curd 21 Nov 2019, 00:24
sichiko
გაგიჩენია უკვე, გილოცავ, ბედნიერი და ჯანმრთელი შვილების მშობლები იყავით! ბეეევრი ენერგია და პოზიტივი თქვენ იმისთვის, რომ ამ დიდ ბედნიერებას და დატვირთვას "გაუმკლავდეთ". როცა მოიცლი გაგვიზიარე რა, პატარას როგორ შეხვდა უფროსი და როგორია ორი პატარას დედობა smile.gif

Posted by: keti11111 21 Nov 2019, 22:18
Fallen Angie
მზედრო რამდენი გჭირდებათ? ანუ რამდენ ხანში უნდა შეჭამოს რომ ტყუილად სოსკასავით არ ედოს?


აუ ისე მიჭირს ახლა სულ არ მძინავს... 3 საათში ერთხელ ჭამს და ისედაც სულ ფხიზლად ვარ მეშინია ან ვხოვრზე ხელი არ აიფსროს ან არ ამოაწაფოს .... სულ ვდარაჯობ. ჯერ 6 დღისაა.... თქვენც ასე იყავით ? სულ მგონია რომ არასაკმარისად ჭამა. კიდევ 2 დღეა კუჭში გასვლა უჭირს

Posted by: chitunia 22 Nov 2019, 01:33
გოგონებო საღამო მშვიდობისა. მოკლედ 2 თვეა ციკლი არ მქონია ჭარბი წონის გამო ამერია მოკლედ და მომივიდა სადღაც 10 დღეა. 3 დღიანი ციკლი მქონდა ხოლმე და ეს 10 დღეა არ ჩერდება. რა ვქნა ვერ გავიგე ეს ნორმალურია ????

Posted by: takotatuli1989 22 Nov 2019, 10:04
pepi grdzelicinda
აუ ჩვენ გუშინ დავამთავრეთ ანტიბიოტიკი ყურის ანთების გამო და არადა ხმა აქ შეცვლილი, ეხლა თუ ამას ახალი ვირუსი აქ გადავირევი მართლა რა 7 დღე ვსვით აუგმენტინი

Posted by: მზე 22 Nov 2019, 11:00
Utopian
გაცოფებული ვარ.
ლალიმ მომწერა მოიყვანე ბავშვიო. ამავდროულად დავრეკე ევექსში და არ არისო მარა მეთქი ლალიმ იცის ალბათ. მივედი დღეს და გუშინ გამითავდაო და აღარ არისო.
დავრეკე ჯიპისიში და 1 დღით ხდება ქალბატონო გადადებაო. მეთქი რანაირად წინა ჯერზე რო იყო ჩამოტანილი გადადებულებზე მითხარით რომ სანამ არ მოაკითხავენ გადადებული იქნებაო და არ მომყიდეთ თქო. ესეა ქალბატონო 1 დღით ხდება გადადებაო, რატო არ მითხარით თქო და გადავამოწმებ რა შეიძლება ვქნაო. აუ გაცოფებული ვარ :@
* * *
ეხლა დამირეკა ამ ჯიპისიმ გადადებულია და მობრძანდითო. რა მაფიაა ვერ გავიგე.

Posted by: keti11111 22 Nov 2019, 11:22
გოგოებო სად მირჩევთ ბავშვის აღრიცხვაზე დაყენებას?
და 1 კვირის ბავშვი რამდენჯერ უნდა გადიოდეს კუჭში?

Posted by: makarena 22 Nov 2019, 11:30
keti11111
ძუძუზე თუა ყველა კვებაზე შეიძლება ქონდეს კუჭის მოქმედება.

ასევე ძუძუს ბავშვს შეუძლება 3 დღე არ ქონდეს და ეგეც ნორმაა.

მთავარია განავალი არ იყოს შეკრული, ლორწოვანი და სისხლიანი, დანარჩენი ნორმაა ყველაფერი.

აღრიცხვაზე მე მაგალითად მხოლოდ აცრებზე დამყავს, გასაზომად და ასაწონად. დანარჩენი თუ რამე მჭირდება და მაწუხებს, მიმყავს ცნობილ პედიატრებთან, მაგალითად მრჩეველი, თემური მიქელაძე და ცოტნე ბესელია. ამათ ვენდობი ნამდვილად.

Posted by: keti11111 22 Nov 2019, 12:36
makarena
მრჩეველში ვინ არის კარგი?
მიქელაძესთან აცრები არ კეთდება ხო?
ხელოვნურზე მყავს.... დავიტანჯე არ მოვიდა რძე. გავცივიდი რაც გამომწერეს და უნდა მოვიყვანო მასაჟისტი ეგებ მიშველოს. ვიწვალე ვიწველე .... უკვე ვტიროდი და არც ააგერი. ბავშვიც დაიტანჯა წოვდა წოვდა ცარიელს და მშიერი იყო.

Posted by: მზე 22 Nov 2019, 12:40
keti11111
მრჩეველში ყველა კარგია.
მე ნინო კანკიასთან დამყავს და მომწონს.
ძალიან კარგია ირაკლი რცხილაძე, რომელმაც დაარსა საერთოდ მრჩეველი.
ლელა ზანგურაშვილსაც ძალიან ძალიან აქებენ.
თაკო ძაგანიაზეც მხოლოდ კარგი მსმენია.
მოკლედ ვინც მოგიხერხდება შენთან ახლოს ფილიალში ის აიყვანეsmile.gif)


Posted by: Fallen Angie 22 Nov 2019, 14:02
keti11111
თუ კარგად წოვს 10-15 წუთი საკმარისია, დაჟე ეგეც ბევრია ხოლმე. მე იმდენი რძე მქონდა 5 წუთში სკდებოდა ))) შუალედებს რაც შეეხება, ბუნებრივზე როცაა ასე არაა დადგენილი. რძის შემადგენლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ სხვადასხვა დროს შეიძლება მოშივდეს. საშუალოდ ჩემსასაც 3 საათში ერთხელ შივდებოდა. ღამე უფრო იშვიათად.
მე პირველივე დღიდან თავის ოთახში მყავდა ღამე. ზოგს აქვს ხოლმე ეს ცოტა პანიკა თავიდან, დამშვიდდი, არ უნდა ასე დარაჯი ყოველ წამს. იყიდე რადიო ძიძა, სხვა ოთახში თუ გახვალ ან მოშორებით იქნები ეგრევე დაიჩხაკუნებს როგორც კი ბავშვი იტირებს ან რამე.

Posted by: Utopian 22 Nov 2019, 14:16
მზე
ვაიმეე კიდევ კარგი ჰეფი ენდია
გუშინ დავრეკე მეც ევექსში და სადაც აღრიცხვაზე მყავს იქ ყოფილა შემორჩენილი და დღეს მიმყავს
იმედია მივუსწრებ

Posted by: მზე 22 Nov 2019, 15:07
Utopian
ეეე რა მაგარიაა. წარმატებები <3
სამშაბათს ველოდებით ვაქსიგრიპსოო

Posted by: Utopian 22 Nov 2019, 15:09
მზე
სანამ არ ავცრი ვერ დავიჯერებ :დდ
გაიხარე :* მადლობა


Posted by: მზე 22 Nov 2019, 22:55
Utopian
რა ქენი აბა? <3

Posted by: John Jolie 23 Nov 2019, 17:37
მეგობრებო, ელექტრო ბაუნსერის ყიდვა გვინდა და რა ასაკამდეა დაახლოებით? უფრო სწორად ზომა-წონამდე... გამოგიყენებიათ, კმაყოფილი ხართ?

Posted by: cvanca 24 Nov 2019, 16:38
მზე
კანკია ნიას უჭმელობაზე რას გეუბნევა? ანდრიამაც დაიწყო ჭირვეულობა, 2 3 ლუკმას შეჭამს და მერე აღარ. უკვე მეშინია არაფერი დაემართოს უჭმელობისგან. ძილში ვასმევ რძეს და გადარეული სვამს.

Posted by: მზე 24 Nov 2019, 18:27
cvanca
ძალიან უჭმელი არაა და ამიტომ ყურადღებას არ ამახვილებს. რაღაცას მაინც ჰო ჭამს. თან პერიოდები აქვთ ბავშვებს როცა არ ჭამენ. ეხლა მაგალითად ნორდიკის ჭამა დაიწყო სამი კვირაა მანამდე თითქმის 2 თვე საერთოდ არ ჭამდა ფაფას.
უბრალოდ ხშირად უნდა შესთავაზო რა.

შენი ხო ისე ერთი წლისაა? რძეს რო სვამდეს უკვე არცაა აუცილებელი თუ მაგალითად ყველს ჭამს ან ხაჭოს. ხაჭოც 2 კვირაა დაიწყო ნიამ. კვერცხი რამდენიმე დღის წინ ჭამა ნახევარი მანამდე ან წიწმ იდა ან ვაბშე - არა.

ქლიავს ვაჭმევდი კუჭის მოქმედებისთვის და ეხლა აღარ ჭამს sad.gif სემპერის სადილები უყვარდა და მაგასაც აღარ ჭამს. არც სახლში გაკეთებულ სუპებს ჭამს. მარა ხანდახან ჭამს კატლეტს ან სემპერის კალმახს ან ბოლონეზეს. და ვართ ასე რა smile.gif)

მოკლედ, მთავარია ხშირად შესთავაზო და არ დაიკიდო

Posted by: Fallen Angie 25 Nov 2019, 00:30
John Jolie
იდეალურად გამოვიყენე ბაუნსერი 7-8 თვემდე მგონი. მერე უკვე ხტებოდა და აღარ ჩერდებოდა.
შუადღეს 1 საათი მანდ ეძინა კიდეც, უბრალოდ დიდხანს არაა რეკომენდებული რომ იჯდეს.
ვიშლისტზე ვიყიდე მე, 200 ლარი ღირდა როგორც მახსოვს, მერე გავყიდე და მანეჟი ვუყიდე ))))
მოკლედ კაი რამეა ძალიან. ზომა-წონა აწერია ხოლმე, ჩვენი მგონი 9-10 კილომდე იყო, როგორც მახსოვს. ზევით სათამაშოები რო ტრიალებდა იმაზე ერთობიდა მაგრად

Posted by: takotatuli1989 25 Nov 2019, 12:23
გამოცდილო დედიკოებო, აბა მირჩიეთ:

ბავშვი ეხლა გახდა 2 წლის, ძალიან არის დამოკიდებული ჩემზე, არ უნდა არავინ დედის გარდა. არის საკმაოდ ჯიუტი. მაგრამ მე სამსახური მაქვს და სულ მასთან ვერ ვარ. ძიძა გვყავდა 1 წელი და ყოველ დილას ტიროდა რო მოდიოდა და 2 წუთში ჩუმდებოდა მე რო გამოვდიოდი სახლიდან, მერე მთელი დღე ცეკვა-თამაშში იყო რასაც ქვია, თუმცა არასდროს არ ყოფილა რომ არ ეტირა, რაც ძიძას ძალიან წყინდა და სულ იძახდა ესეთი ბავშვი არ მყოლიაო რო დედაზე ესე მიჯაჭვული ყოფილიყოო.

1 თვეა საცხოვრებელი სახლი შევიცვალეთ, გადავედი ქმრის მშობლებთან იქით შემოდგომამდე ახალი ძიძის მიჩვევას ვამჯობინე ბაღში მიყვანა. ბაღში იქცევა ასე: ნუ დილას რო ტირის და არ უნდა წასვლა და დედასთან უნდა ეგ კაი, მარა იქ რო არის თამაშობს იცინის და უცებ ატეხავს ტირილს გარეთ წავიდეთ, ბებოსთან წავიდეთო (ბაღის ტერიტორიაზე ტირის მარტო ბებოს იმიტომ რომ იცის იქ მუშაობს, 5 საათზე შევა თუ არა ბებო წამოსაყვანად უკვე იწყებს დედასთან წავიდეთო), მერე ისევ კარგ ხასიათზე დგება. კარგად ჭამს და კარგად ძინავს. ვიცი რომ სტრესი მივაყენე გარემოს შეცვლით, მაგალითად იმ ოთახში სადაც ვართ ძირითადად ბაბუამისს არ უშვებს და ისიც მონასაცით ემორჩილება, არც ბებიას უშვებდა მარა რო მიხვდა ბებიაც იქვე ბაღში მუშაობს და ჭირდება უკვე მიუშვა ახლოს. გარეთ გაყვანაზეც ტირის თავიდან იმიტო რო გონია ისევ ბაღში მიგვყავს და ყვირის მასწავლებლის სახელს იმასთან არაო.

მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ჯობია თუ არა ფსიქოლოგთან მიყვანა თუ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა ბაღში მიყვანის წელს? (ჯერ იარა 9 დღე ჯამში) არ მინდა დიდი სტრესი მივაყენო ბაშვს. მდომარეობას ვერ შევუცვლი ვიცი.

Posted by: Utopian 25 Nov 2019, 15:18
მზე
კიი, როგორც იქნა ^^
ევექსის ოპერატორების წყალობით ლამის ისე დავრჩი. ისეთ დროს ჩამწერეს აცრის კაბინეტი რომ იხურებოდა და ერთ-ერთმა მიჯიგრა და დერეფნიდან მობრუნდა

არადა 3-ჯერ დავრეკე ხომ ნამდვილად 7-მდეა თქო

Posted by: keti11111 26 Nov 2019, 11:38
მზე
makarena
Fallen Angie
დიდი მადლობა გოგორბო. არა ჯერ თავის ოთახში ვერ დავტოვებ ))) ჩემი შიშებიდან გამომდინარე. )))) მაინც რა ))

3 საქთში ერთხელ დაამუღამა გაღვიძება ან ცოტ ადრე. კუჭის შეკრულობა როგორ მოვიხსნა?
ხან კარგად გადის და ხან დღეს აგდებს ( 11 დღისაა) ჩაჩავას პედიატრმა დაგბინისნა ლაქტოჯი ქიდსი. მერე გავესაუბრე პედიტრი ლალი კუბლაშვილის ( რამდენად კაგია არ ვიცი)მოგვიყვანა და იმან ფერმენტი არ შეიძლებაო. ნუ არ ვიცი რა ვქნა. კამის ჩაი მიეციო. მივეცი. არ ვიცი გუშინ არ გასულა(((((


კიდევ რეკომენდაცია მომცა სასქესო ორგანი ( ბიჭია) დამემუშავებინა მწვანე მალამოთი და გადამეწია ყოველ დღე. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

და კიდევ მრჩეველში აცრებს არ აკეთებენ? მქნდ ვერ დავაყენებ აღრიცხვაზე?

Posted by: Fallen Angie 26 Nov 2019, 11:44
keti11111
შეკრულობა არაა როცა დღეს აგდებს, მერე ხო გადის კარგად? წუხს და უნდა კუჭში გასვლა და ვერ გადის?
ძალიან ინდივიდუალურია ეგეთი პატარას კუჭში გასვლა, ამიტომ ნუ დაპანიკდები, თუ ბავშვი მშვიდად არის და არ აწუხებს.
ამბობენ 1 კვირაც მოსულა არ გავიდესო, მე ცოტა მებევრება 1 კვირა, მგაამ 2-3 დღეც არაუშავს.


Posted by: pearlgirl 26 Nov 2019, 11:45
keti11111
QUOTE
11 დღისაა

QUOTE
ხან კარგად გადის და ხან დღეს აგდებს

QUOTE
ჩაჩავას პედიატრმა დაგბინისნა ლაქტოჯი ქიდსი

გაგიჟდები რა. არასწორი დანიშნულებაა.
QUOTE
იმან ფერმენტი არ შეიძლებაო. ნუ არ ვიცი რა ვქნა. კამის ჩაი მიეციო. მივეცი. არ ვიცი გუშინ არ გასულა(((((

და წუხს ბავშვი? გაზები შეიძლება აწუხებდეს, ნორმაა. კუჭში რომ არ გადის ეგეც ნორმაა.
QUOTE
კიდევ რეკომენდაცია მომცა სასქესო ორგანი ( ბიჭია) დამემუშავებინა მწვანე მალამოთი და გადამეწია ყოველ დღე. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

არასწორია! არ უნდა მოკიდოთ ხელი საერთოდ რა დამუშავება? გადაწევა საერთოდ არ შეიძლება.
QUOTE
და კიდევ მრჩეველში აცრებს არ აკეთებენ?

არა მაგისთვის პოლიკნინიკაში უნდა დადგეთ აღრიცხვაზე.
მრჩეველში შეგიძლიათ გყავდეთ პედიატრი, პოლიკნინიკაში მხოლოდ აცრებისთვის მიიყვანთ.
ჩემი რჩევაა (ამ ვაიპედიატრების დანიშნულების გათვალისწინებით) მრჩეველში პედიატრთან იაროთ. ყველა კარგია მანდ. განსაკუთრებით ლელა ზანგულაშვილი, თაკო ძაგანია. თვითონ ირაკლი რცხილაძე.

Posted by: keti11111 26 Nov 2019, 11:47
Fallen Angie
უი 1 კვირა ნამეტანი. ორგანიზმიც იწამლება. 3 დღეც კი ბევრია. კარგად გადის მერე. ბევრს ( ბიდიშს ვიხდი დაკონკრეტებისთვის) გუშინ არ გასულა. ნუ როცა გადის უფრო მეტს ჭამს ვატყობ. ჩვენც ხო ასე ვართ. შეკრულობა მაინც შემაწუხებელი. ისე არ ჭირვეულობს ამაზე. ადრე იჭინთებოდა. ეს დღეები აღარ. ,,ადრე’’))))))))) სულ 11 დღის არის )))))
* * *
pearlgirl
გაზებზე დიალაკი აქვს დანიშნული და კამის ჩაი. კიდევ ვარჯიშებს ვუკეთებ მუხლებში ჩაკეცვა გასწორებით.pearlgirl
QUOTE
კიდევ რეკომენდაცია მომცა სასქესო ორგანი ( ბიჭია) დამემუშავებინა მწვანე მალამოთი და გადამეწია ყოველ დღე. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

არასწორია! არ უნდა მოკიდოთ ხელი საერთოდ რა დამუშავება? გადაწევა საერთოდ არ შეიძლება.
QUOTE

მეც ძალიან შევშინდი არ დავუზიანო რამე ან ტყუილად ჩხიკინით. ზუსტად იცით ჰომ რომ არ შეიძლება?pearlgirl
დიდი მადლობა მრჩეველის რჩევისთვის. მე პირადად სულ მრჩეველში ვაბარებ ანალიზებს და ძალინ ვენდობი

Posted by: Fallen Angie 26 Nov 2019, 11:51
keti11111
QUOTE
უი 1 კვირა ნამეტანი. ორგანიზმიც იწამლება. 3 დღეც კი ბევრია. კარგად გადის მერე. ბევრს ( ბიდიშს ვიხდი დაკონკრეტებისთვის) გუშინ არ გასულა. ნუ როცა გადის უფრო მეტს ჭამს ვატყობ. ჩვენც ხო ასე ვართ. შეკრულობა მაინც შემაწუხებელი. ისე არ ჭირვეულობს ამაზე. ადრე იჭინთებოდა. ეს დღეები აღარ. ,,ადრე’’))))))))) სულ 11 დღის არის )))))

ხოდა არ აწუხებს ესეიგი და რატომ უნდა მისცე ზედმეტი წამლები? პირიქით, ახლა უყალიბდება ნაწლავური მიკროფლორა, ახლა იწყებს მოქმედებას კუჭ-ნაწლავის სისტემა, ჩათვალე 9 თვე უმოქმედოდ იყო და ახლა უნდა ამუშავდეს. შენი გადმოსახედით ნუ განსაზღვრავ, რომ 3 დღე ბევრია. შენ მყარ საკვებს იღებ, ბავშვი რძეს სვამს. მოკლედ, ყველანაირი რეკომენდაციით 2-3 დღე არაფერია, მით უმეტეს როცა ბავშვი არ წუხს. რომც წუხდეს თუ თავისით გავა ჯობს, რომ კარგად ამუშავდეს.

Posted by: pearlgirl 26 Nov 2019, 12:06
keti11111
კი ზუსტად ვიცი, აი მიიყვანეთ მრჩეველში და იქ დაგაკვალიანებენ ახალშობილის მოვლაზე.
QUOTE
უი 1 კვირა ნამეტანი. ორგანიზმიც იწამლება. 3 დღეც კი ბევრია.

ახალშობილის შემთხვევაში და მერეც ნორმაა. არაფერი ორგანიზმი არ იწამლება. სრულად ითვისებს საკვებს ახალშობილი და იმიტომ არ შვრება. ან პირიქით ყოველი ჭამის შემდეგაც შეიძLება შვრებოდეს. ეგეც ნორმაა smile.gif ერთი კვირა რომ არ გავიდეს თუ არ წუხს ბავშვი არც ეგაა პრობლემა. მთავარი არის განავალის კონსტიტენცია; სიმკვრივე, ფერი...
მოკლედ მრჩეველის პედიატრი გჭირდებათ.

Posted by: ლუქსუს 26 Nov 2019, 14:55
takotatuli1989
საკუთარი გამოცდილებით არ ვარ მომხრე ბაგაბაღის, 3 წლამდე ბაღში ცოდოა ბავშვი(გამონაკლისები არსებობს) მაგრამ თუ სხვა გზა არაა, მაშინ იქნებ მართლა ფსიქოლოგს გაესაუბროთ ერთხელ მაინც ან ბაღის აღმზრდელები რას გეუბნებიან? კერძოში გყავს? თუ კი, კამერა?

Posted by: takotatuli1989 26 Nov 2019, 15:35
ლუქსუს
მეც არ ვარ მომხრე 3 წლამდე ბავშვის ბაღში მიყვანის, მაგრამ ახალი ძიძის მიჩვევას ისევ ეგ სიტუაცია ვარჩიე.

კერძო ბაღია 7 ბავშვია 1.8 წლიდან 3 წლამდე ასაკის, 2 აღმზრდელია, პირობები კარგია, კამერა არ არის და არც მჭირდება ყველა ახლობელია დირექტორიდან დაწყებული ექიმით დამთავრებული პლიუს ცოცხალი კამერაა ბებიამისი რომელიც გვერდით ოთახში მუშაობს და ფანჯრიდან უჭყიტინებს smile.gif). მასწავლებელი მეუბნება რომ ხუთშაბათიდან დაიწყო ბავშვებთან თამაში მას შემდეგ რაც დავაიგნორე მაგის მოთხოვნა რომ სულ ხელში მჭეროდაო. ანუ როგორც იყო მიჩვეული სულ დიდებთან კონტაქტს იგივეს ითხოვდა, რომ მხოლოდ დიდებთან ეკონტაქტა და ან ხელში ჭეროდა მასწავლებელს ან კალთაში ჯდომოდა. ბავშვების გარემოს მიუჩვეველია. ვერ იტანს თუ ყურადღების ცენტრშია არაა (როგორც ყველა ბავშვი ალბათ), ასევე ვერ იტანს ვინმე რო სათამაშოს ართმევს იმიტომ რომ მაგასაც მიუჩვეველია.

დღეს მეუბნება მასწავლებელი რომ გადასარევადაა, აღარ ტეხავს ტირილს მოულოდნელად დედის ან ბებიის მოთხოვნით, ცეკვავს, მღერის, ეთამაშება ბავშვებს, განსაკუთრებით ერთს რომელიც არაფერს არ ართმევს, ინიციატივას იჩენს და იყოლიებს სხვებს, მაგალითად მუსიკის გაკვეთილზე მოეწონა სიმღერა ძალიან და დაუწყია მასწავლებლის სახელის სკანდირება და ტაშის დაკვრა კიდევ, კიდეო და აყვა ყველა, საიდან მოიფიქრა წარმოდგენა არ მაქ. თავისი ხელით ჭამს, ვაწვენთ თუ არა იძინებსო როცა მე ხელში უნდა ვაქანაო 20 წუთი. სახლში რო მოდის ყვება რა გააკეთა, მაგალითად მზე დახატა და როგორ უჭყიტინებს მზე აჯავრებს და როგორ უთბობს ხელებს. ისწავლა წვიმის ხატვა და როგორ ხმებს გამოსცემს წვიმა მიყვება. დღეს ბებიაც არ მოუკითხავს ბაღში. დილას ტირის და ეგ მკლავს რასაც ქვია. მაინც მივიყვან ფსიქოლოგთან.

Posted by: ლუქსუს 26 Nov 2019, 16:05
takotatuli1989
გილოცავთ! დიდი წინსვლაა, დილით სახლში იწყებს ტირილს? ბაღში რამე სათამაშო რომ წაიღოს? [ვითომ ისიც ბაღში დადის) ან რაღაც დოზით "მოქრთამვა" რამდენად ჭრის 2 წლის ბავშვთან? არაა მთლად კაი იდეა, მაგრამ იქნებ საწყის ეტაპზე გაუადვილოს შეჩვევა. ან ახალი კაბა, მოდი მასწავლებელს ვაჩვენოთ და მსგავსი ფრაზები

Posted by: NiniaG 26 Nov 2019, 16:15
takotatuli1989
დღევანდელი ამბები ისე კარგად აღწერე მეც მომინდა ჩემი შვილის ბაღში მიყვანა smile.gif)))
ძალიან კარგია, მართლა მოსალოცი საქმეა
ჩემი დისშვილი შაბათ-კვირასაც ითხოვს ბაღში წაყვანას smile.gif))

წლინახევრის ბავშვებს რომელ საათზე აძინებთ?

Posted by: takotatuli1989 26 Nov 2019, 16:44
ლუქსუს
კი სახლში იწყებს ტირილს ჩაცმას რო ვუწყებ, გარეთ არა, კოლაში არა სახლში ვიყოთო, მარა გადაბმულად არ ტირის გაჩერდება და ისებ იწყებს. სათამაშო თავიდან გავატანეთ და იქ მიაგდებს არც უყურებს ახლებს ეტანება რაც იქ ხვდება ისინი აინტერესებს, ეხლა მაგას ვეტყვი წავიყვანოთ ესეცთქო. ტანსაცმელზეც ვეტყვი მოდი ვაჩვენოთთქო ან თმისსამაგრზე ან ვარცხნილობაზე. ეგ არ მიფიქრია. მადლობა რჩევისთვის. მოქრთამვა ბაღზე არ ჭრის smile.gif და ზოგადად ვკრძალავ მაგ ინსტიტუტს smile.gif.


NiniaG
ხოო მეც გახარებული ვარ. ვიდეოც გამომიგზავნეს კვერცხებს არჩევინებენ ზომების და ფერების მიხედვით და ძაან კმაყოფილი და ბედნიერი სახე აქ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი მარა ჩემი შვილი 12 ისკენ იძინებდა მაგ დროს, დღე ეძინა 2 ჯერ 4 საათი ჯამში. 3 და 1 და დილას იღვიძებდა 8-ზე რადგან მე ვდგებოდი მაგ დროს საწოლიდან, თუ ვიწვებოდი 10 მდე ეძინა დილას.

Posted by: მზე 26 Nov 2019, 17:17
pearlgirl
როგორც აქაურ პედიატრს :დ გეკითხები აზრს :დდ
ნია-ნუას სურდოსავით აქვს. ესე არ ჩამოსდის მაგრამ რო დაწვება დასაძინებლად აშკარად უკან გადასდის ყლაპავს, გუშინ რამდენჯერმე გადასცდა.
ცოტა ახველებს, დღეს უფრო მეტს ვიდრე გუშინ. ისე პარასკევს გავუკეთე გრიპის განმეორებით და მაქედან ახველებს აქვს ეს ღამის სურდო.
ცხვირში ვერ ვასხამ sad.gif ეგ კი არადა დე ვიტამინსაც ვეღარ ვასმევ sad.gif რა ვქნა არ ვიცი
ისტერიკაში ვარდება
დუფალაკს რაც ვასმევდი (ეხლა უბრალოდ მაგასაც აღარ სვამს) მაგის მერე დაიწყო. გემო არ მოსწონდა საშინლად და ეხლა ყვეალფერზე გული აიცრუა

კანკიამ თუ ხველა გაუძლიერდა ინჰალაციაო. გუშინ გავუკეთე ძილის წინ და ძილში და მერე დაეწყო ეს გადაცდენები.

რა ვუშველო? კიდე ვცდი ამ ფიზიოლოგიურის ჩასხმას მარა აი უჯიუტესია არაფერი არ შველის და 15 წუთიანი ტირილის მერე ვერ ვშვები ვერაფერს sad.gif((

Posted by: keti11111 26 Nov 2019, 18:11
pearlgirl
QUOTE
კი ზუსტად ვიცი, აი მიიყვანეთ მრჩეველში და იქ დაგაკვალიანებენ ახალშობილის მოვლაზე.

დიდი მადლობა. აი ჭამითაც ვერ ვაიძულე რომ მეტი ჭამოს. თუ არ უნდა პირს არ აღება და მორჩა ....

Posted by: flower girl 26 Nov 2019, 20:47
გოგოებო, თქვენი გამოცდილებით რომელ ელექტრო რძის გამოსაწველს მირჩევთ?

Posted by: Fallen Angie 27 Nov 2019, 09:54
მზე
ცხვირში გაჭედილია? ინჰალაცია ხო ისედაც არბილებს ნახველს, მაგიტომ უფრო ახრუტუნდებოდა ინჰალაციის მერე, კიდევ გაუკეთე რო ჩაიწმინდოს კარგად.
ნიაც ასე იყო წინა კვირაში, თუ ცხვირში გაჭედილი არაა არ აწვალო ჩასხმით, ინჰალაცია გაუკეთე ფიზიოლოგიურით და ჩაუწმენდს. ეს ჩემი ხო სიშტერის პიკია, დახველებაც არ იცის და დადის და დახრუტუნობს ამ ყელით lol.gif
ამ ჩხავილზე უარესად მოსდით წვინტლები, თუ გადაბჟირდა და ისტერიულად იტირა რა აზრი აქვს ჩასხმას, ტირილისგან უარესად წამოუვა biggrin.gif

Posted by: makarena 27 Nov 2019, 10:02
flower girl
თუ თანხა ხელს გიწობს, ავენტის ელექტრო გამოსაწველს გირჩევ

Posted by: Perseus12 27 Nov 2019, 10:27
ახალი თემის ბმული https://forum.ge/?act=ST&f=97&t=35127359

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)