მოკლედ, ამ თემაში ვისაუბროთ ვიდეობარათების შესახებ
დღესდღეობით უკვე იმდენი სხვადასხვა ტიპის ვიდეობარათი არსებობს, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს. მითუმეტეს თუ მომხმარებელი კარგად არ არის გათვითცნობიერებული საკითხში და ბარათის ყიდვისას მხოლოდ "მეგაბაიტებით" ხელმძღვანელობს.
იმისთვის რომ შევარჩიოთ ფასი/წარმადობის გათვალისწინებით საუკეთესო ვიდეობარათი ჩვენთვის სასურველი მონაცემებით (ფასი, გეიმინგი და ა.შ.), საჭროა ზოგადი წარმოდგენა მაინც გვქონდეს მათ კლასიფიკაციაზე, განსხვავებებზე, წარმადობებზე და ა.შ.
1. დეველოპერიზოგადად, არსებობს 5-6 კომპანია რომელიც ქმნის ვიდეობარათებს. ესენია:
nVidia
ATI
Intel
S3
3DFX
Matrox
და ა.შ.
თუმცა უდიდესი წილი ვიდეობარათებისა მოდის ატი-ენვიდიაზე, ასე რომ არჩევანიც ფაქტიურად ამ ორი დეველოპერის ნაწარმს შორის იქნება გასაკეთებელი.
2. მწარმოებელი ფირმა (Video Card Manufacturers)ერთი და იგივე დეველოპერის ვიდეობარათები ერთმანეთისაგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ფირმის მიერაა გამოშვებული. არსებობს ვიდეობარათების მწარმოებელი რამოდენიმე ათეული კომპანია:
eVGA
XFX
Asus
Sapphire
Gainward
Palit
Inno3D
MSI
Sparkle
Gigabyte
Zotac
Mushkin
და ა.შ. (
http://www.directron.com/ilbyman.html )
სხვადასხვა მწარმოებლის ვიდეობარათი ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ფასით, დიზაინით, გაგრილების სისტემით, ვიდეომეხსიერებისა და ვიდეოპროცესორის სიხშირებით, მიკროჩიპებისა და კონდენსატორების ხარისხით და ა.შ, რაც საბოლოო ჯამში გავაძლევს ზოგჯერ არცთუ ისე მცირე განსხვავებას ვიდეობარათის წარმადობის თვალსაზრისით.
დღეისათვის ვიდეობარათების მწარმოებელ ტოპ ბრენდებად ითვლებიან eVGA, Asus, XFX, Sapphire.
თუმცა ეს რათქმაუნდა იმას არ ნიშნავს რომ თუკი განსხვავებული ფირმის ვიდეობარათს ყიდულობთ ის აუცილებლად ნაგავი იქნება
სხვადასხვა მწარმოებლის (BFG, ASUS, Zotac) მიერ დამზადებული nVidia GeForce 9800GT
3. ვიდეობარათის მეხსიერების მოცულობა და ტიპი (GDDR1 - GDDR5)დღეისათვის ვიდეობარათების მეხსიერების მოცულობა როგორც წესი მერყეობს 128MB-დან 4GB-მდე, თუმცა საშუალოდ იშვიათად აღემატება 1GB-ს. ეს მეხსიერება ვიდეოს შემთხვევაში ასრულებს იგივე როლს რასაც კომპიუტერის მეხსიერება (RAM) ოპერაციული სისტემისთვის, ანუ მასში ხდება იმ ინფორმაციის დროებითი შენახვა, რომელიც შემდეგში მონიტორებზე გრაფიკულად გამოისახება.
საშუალოსტატისტიკური მომხმარებლისათვის რაც უფრო მეტი „მეგაბაიტები“ და „გიგაბაიტები“ აქვს ვიდეოს, მით უფრო „მაგარია“, რითაც მშვენივრად სარგებლობენ ჩვენი კომპიუტერული მაღაზიებიც და დიდი მეხსიერების, მაგრამ რეალურად დაბალი წარმადობის მქონე ვიდეობარათებს მასიურად ასაღებენ. სინამდვილეში ვიდეომეხსიერების მოცულობა დაკავშირებულია მხოლოდ მონიტორის ზომასთან, უფრო სწორად კი დისპლეის გაფართოვებასთან - რაც უფრო მეტია გაფართოვება, მით მეტი მოცულობის მქონე მეხსიერების ქონაა სასურველი.
1280x1024 გაფართოვებისას (უმეტესად გავრცელებული 17’’-იანი LCD მონიტორების შემთხვევაში) ვიდეომეხსიერების მოცულობა 512MB იქნება თუ 4GB პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. 1024x768-ზე კი 265MB-იც კი სრულად საკმარისია. ასე რომ, თუკი დიდ რეზოლუციებზე თამაშს არ აპირებთ, ნამდვილად არ ღირს ზედმეტი ათეულობით დოლარის დახარჯვა „მილიონშვიდასიათას გიგაბაიტიან სუპერ-ბუპერ ვიდეოკარტაზე“
ახლა რაც შეეხება ვიდეომეხსიერების ტიპებს... ალბათ ფაქტიურად უკვე საქართველოშიც თითქმის აღარ მოიძებნება SDR ტიპის მეხსიერების მქონე ვიდეობარათები, ასე რომ პირდაპირ გადავალ GDDR ტიპის ვიდეომეხსიერების განხილვაზე.
ციფრები 1,2,3,4,5 DDR აბრევიატურის ბოლოს რაღათქმაუნდა მიგვანიშნებენ იმას რომ რაც უფრო დიდია ციფრი, მით მეტია მეხსიერების სიხშირე/სიჩქარე და შესაბამისად ვიდეობარათის წარმადობა.
აქ დასამატებელი წესით აღარაფერია, მაგრამ აცუილებელია შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს:
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია ასეთი კითხვები: „ჩემს კომპიუტერს დდრ1 აქვს და დდრ3-იანი ვიდეოკარტა წავა?“
მინდა გიპასუხოთ, რომ: დიახ, წავა!
კომპიუტერის ძირითადი მეხსიერება არანაირად არაა დაკავშირებული ვიდეომეხსიერების ტიპთან, ასე რომ თუკი თქვენი სურვილი იქნება შეგიძლიათ SDRAM-ებიან კომპიუტერში GDDR5 მეხსიერების მქონე ვიდეობარათიც კი ჩადგათ (ეს ისე, მაგალითისთვის, თორემ რომელ ნორმალურ ადამიანს უნდა მოუვიდეს თავში მსგავსი რამ?
).
4. ვიდეობარათის "სალტეს" გამტარუნარიანობა (Bus Width)ვიდეობარათის „სალტე“ წარმოადგენს ვიდეომეხსიერებასთან დამაკავშირებელ ერთგვარ ხიდს, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის გადატანა. სალტეს გამტარუნარიანობა (ანუ სიგანე) განისაზღვრება ბიტებში (Bit) და ძირითადად სხვადასხვა ვიდეობარათებში მერყეობს 64 ბიტიდან 448 ბიტამდე.
ეს სიდიდე პირდაპირაა დაკავშირებული ვიდეობარათის წარმადობასთან და რაც უფრო მეტია, მით მეტია ეს უკანასკნელიც.
5. ვიდეოპროცესორისა და ვიდეომეხსიერების სიხშირეები (GPU Clock & Memory Clock)ორივე ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ჩვენთვის ნაცნობი ცენტრალური პროცესორისა (CPU) და ძირითადი მეხსიერების (RAM) სიხშირეების ანალოგს, ანუ რაც მეტია სიხშირე, მით მეტია წარმადობა. ოვერქლოქინგისას (ე.წ. „რაზგონი“) ხდება სწორედ ამ სიხშირეების ხელოვნური მომატება, რაც ჯამში გვაძლევს ვიდეობარათის ქარხნულ სიხშირეებთან შედარებით გაზრდილ წარმადობას.
Palit 8600GT Sonic: მარცხნივ - ქარხნული სიხშირეებით, მარჯვნივ - ოვერქლოქინგის შემდეგ გაზრდილი მონაცემებით
6. ტექნოლოგია, სლოტები, გაგრილების სისტემატექნოლოგიანანოტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება ვიდეობარათის დამზადების ტექნოლოგიაც (ამჟამად ტექნოლოგიური მაქსიმუმი შეადგენს 40nm-ს). ისევე როგორც ცენტრალური პროცესორების შემთხვევაში, ვიდეოპროცესორებშიც თანდათანობით იზრდება სილიკონის კრისტალზე მოთავსებული ტრანზისტორების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ვიდეობარათის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად შემცირდეს გამოყოფილი სითბოს რაოდენობაც. ე.ი. ვიდეობარათები წესით თანდათანობით უფრო ნაკლებენერგომომთხოვნები და გრილები უნდა გახდნენ (თუმცა რეალობაში ვიდეობარათების სიმძლავრეების ასევე მუდმივი ზრდა ტექნოლოგიის განვითარებით გამოწვეულ ამ გაუმჯობესებებს სამწუხაროდ აკომპენსირებს).
რაც შეეხება ვიდეომეხსიერების განვითარებას, ამაზე ზევით დეტალურად იყო საუბარი.
ვიდეოპროცესორი
სლოტებისლოტი წარმოადგენს სპეციალურ ბუდეს დედადაფაზე, რომელშიც მაგრდება ვიდეობარათი. პირველი ვიდეობარათების შემუშავების შემდეგ გამოიყენებოდა მრავალი ტიპის სლოტი, თუმცა დღეს ძირითადად გავრცელებული მხოლო ორი მათგანი. ესენია AGP და PCIе (PCI Express).
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი სლოტი ერთმანეთისაგან განსხვავებულია (ანუ AGP სლოტისათვის გათვალისწინებულ ვიდეობარათს PCIе სლოტში ვერ ჩასვამთ და პირიქით), ვიდეობარათის შეძენისას პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ თუ რომელი მათგანი გააჩნია ჩვენს დედადაფას.
თანამედროვე პლატებზე AGP სლოტი ფაქტიურად აღარ გვხვდება, თუმცა ძველი კომპიუტერებისათვის ეს იყო დედაფასთან ვიდეობარათის დაკავშირების ერთადერთი საშულება, რომელიც იმ დროისათვის მონაცემთა გადაცემის ოპტიმალურ სისწრაფეს უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, შეიქმნა PCIe სლოტი, რომელიც იყო უფრო სწრაფი, ვიდრე AGP. დღეისათვის უმეტეს თანამედრივე სისტემებში გამოიყენება მისი გაუმჯობესებული ვარიანტი PCIe x16 2.0.
PCI, PCIe და AGP სლოტები
სხვადასხვა სლოტებისთვის განკუთვნილი ვიდეობარათების ტიპები
გაგრილების სისტემებირაც შეეხება ვიდეობარათის გაგრილების სისტემას, ის არსებოსბ ორი ტიპის: აქტიური და პასიური.
აქტიური გაგრილების სისტემა შეიცავს ლითონისაგან დამზადებულ რადიატორსა (Heat Sink) და მასზე დამაგრებულ ქულერს (Fan). პრინციპი მარტივია - ქულერი აცივებს რადიატორს, რომელიც თავის მხრივ აცივებს ვიდეოპროცესორს. გარდა ამისა თანამედროვე ბიდეობარათებში ქულერის ბრუნვის სიხშირე იცვლება ვიდეოპროცესორის ტემპერატურის ცვალობადობის მიხედვით. ამ ტიპის გაგრილების სისტემები ხასიათდება მაღალი ეფექტურობით და შესაბამისად ვიდეობარათის გადახურებისა და მწყობრიდან გამოსვლის შანსი ნაკლებია. ერთადერთი მინუსი შეიძლება იყოს ხმაური, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მისი დონე ფონური ხმაურის დონემდეა დაყვანილი და დისკომფორტს არ ქმნის.
პასიური გაგრილების სისტემაში ქულერი არ გამოიყენება. აქ მხოლოდ გვაქვს სხვადასხვანაირი ფორმებისა და მასალის მქონე რადიატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვიდეოპროცესორის გაგრილებას რადიატორის ზედაპირსა და ჰაერს შორის სითბომიმოცვლის ხარჯზე. განსხვავებით აქტიური სისტემისაგან, ამ შემთხვევაში ხმაურწარმოქმნა არ ხდება, აქედან გამომდინარე მწარმოებლები აღნიშნული ტიპის გაგრილების მქონე ვიდეობარათების კლასიფიცირებას ახდენენ, როგორც „Silent”-ს. გაგრილების ეს სისტემა უმეტეს შემთხვევაში მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა, ასე რომ გეიმინგ ვიდეობართებში იშვიათად გამოიყენება.
nVidia 8600GT გაგრილების აქტიური და პასიური სისტემებით
7. ერთნაირი ვიდეობარათების სხვადასხვა მოდიფიკაციები (GT, GS, Pro, Ultra, XT და ა.შ.)ერთიდაიგივე ვიდეოებარათები უმეტეს შემთხვევაში იწარმოება სხვადასხვა მოდიფიკაციების სახით, რომელთა შორისაც არის გარკვეული განსხვავებები. ეს განსხვავებები შეიძლება გამოიხატებოდეს ვიდეოპროცესორის სიხშირეში, მეხსიერების მოცულობაში, ტიპსა და სიხშირეებში და ა.შ., და რომლებიც საბოლოო ჯამში შესაძლებელია რეალურად საკმაოდ დიდ სხვაობას გვაძლევდნენ წარმადობაში.
ყოველ მოდიფიკაციას გააჩნია საკუთარი აღნიშვნა, რომელიც ემატება ვიდეობარათის დასახელებას ბოლოში. მაგ ენვიდიას შემთხვევაში: GT, GSO, GS, GTX, GX2 და ა.შ., ატის შემთხვევაში: Pro, XT, GT, XL, XTX და ა.შ.
ენვიდიას შემთხვევაში ვიდეობარათების წარმადობა მოდიფიკაციების მიხედვით უმეტესად შემდეგნაირად იცვლება:
SE<LE<GS<GT
GS<GT<GTO<GTS<GTX
GT<GX2
GT<GTS<GTX
ატის შემთხვევაში კი ასე:
GTO<XL<XT
Pro<XT<XTX
ვიდეობარათების რეიტინგი წარმადობების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.tech-forums.net/pc/f76/graphics...ce-list-212331/მწვანე – nVidiaწითელი – ATIლურჯი – Intelნარინჯისფერი - S3იისფერი - 3DFXნაცრისფერი – Matrox1.
HD5970 2.
GTX 295 3.
HD5870 4.
HD4870X2 5.
HD5850 6.
HD4850X2 7.
GTX 285 8.
GTX 280 9.
HD4890 10.
GTX 275 11.
9800GX2 12.
GTX 260 Core 216 13.
HD4870 14.
HD5770 15.
GTX 260 16.
HD3870X2 17.
8800 Ultra 18.
HD5750 19.
HD4850 20.
GTS 250 21.
9800GTX+ 22.
9800GTX 23.
8800GTX 24.
HD4770 25.
8800GTS G92 26.
HD4830 27.
9800GT 28.
8800GT 29.
HD2900XT 30.
HD2900 Pro 31.
HD3870 32.
9600GT 33.
9600GSO 34.
8800GS 35.
HD3690 36.
HD4670 37.
8800GTS 38.
HD3850 39.
7950GX2 40.
X1950XTX 41.
X1900XTX 42.
X1950XT 43.
HD4650 44.
X1900XT 45.
7900GTX 46.
7900GTO 47.
7800GTX 48.
7950GT 49.
X1950 Pro 50.
7900GT 51.
8600GTS 52.
X1800XT 53.
X1900GT 54.
HD4550 55.
X1950GT 56.
9500GT 57.
8600GT 58.
7900GS 59.
9400GT 60.
Chrome 540GTX 61.
HD4350 62.
7800GT 63.
X1800XL 64.
7800GS 65.
X1800GTO 66.
HD2600XT 67.
X1650XT 68.
Chrome 440GTX 69.
7600GT 70.
HD2600 Pro 71.
Chrome 530GT 72.
X850XT 73.
X800XT 74.
6800 Ultra 75.
6800GT 76.
6800GS 77.
X800XL 78.
X850 Pro 79.
X800 Pro 80.
X800GTO 81.
8500GT 82.
X1650GT 83.
Chrome 430GT 84.
X1650 Pro 85.
X1600XT 86.
7600GS 87.
HD2400XT 88.
X800 89.
6800 90.
X800GT 91.
7300GT 92.
X1300XT 93.
X1600 Pro 94.
8400GS 95.
6800XT 96.
X4500 97.
6600GT 98.
HD2400 Pro 99.
X700 Pro 100.
9800XT 101.
5950 Ultra 102.
9800 Pro 103.
X3500 104.
5900 Ultra 105.
9700 Pro 106.
5800 Ultra 107.
9800 108.
X3000 109.
9800SE 110.
Chrome S27 111.
X700 112.
9700 113.
5900 114.
5800 115.
X1300 Pro 116.
6600 117.
3000 118.
5900XT 119.
X600XT 120.
TI 4800 121.
TI 4600 122.
9600XT 123.
TI 4800SE 124.
X1550 125.
X1300 126.
5700 Ultra 127.
9500 Pro 128.
X600 129.
9600 Pro 130.
TI 4400 131.
9500 132.
6600LE 133.
X1300SE 134.
5700 135.
7300GS 136.
9600 137.
7100GS 138.
6200 139.
TI 4200 140.
X550 141.
5600 142.
5600XT 143.
9550 144.
9600SE 145.
7300LE 146.
5500 147.
X1050 148.
X300 149.
7300SE 150.
9550SE 151.
9200 Pro 152.
9000 Pro 153.
Parhelia 154.
8500 Pro 155.
TI500 156.
8500 157.
8500LE 158.
5200 Ultra 159.
9200 160.
9250 161.
MX 460 162.
5200 163.
950 164.
9000 165.
9200SE 166.
900 167.
GeForce 3 168.
TI200 169.
MX 440 170.
7500 171.
Ultra 172.
GTS 173.
MX 420 174.
7200 175.
256 DDR 176.
Voodoo5 177.
MX 400 178.
256 179.
Savage 2000 180.
GeForce2 MX 181.
7000 182.
Voodoo4 183.
G400 184.
TNT2 185.
Rage128 Pro 186.
Voodoo3 187.
Savage 4 Xtreme 188.
TNT 189.
Rage128 190.
Savage 4 191.
G200 192.
Voodoo2 193.
Riva128 194.
i740 195.
Mystique 220 196.
Rage3D Pro 197.
Mystique 198.
Voodoo Banshee 199.
Riva 200.
ViRGE 201.
Rage3D 202.
Voodoo1 203.
Trio64V+ ინჯოი
This post has been edited by nick_el_son on 9 Mar 2010, 13:59