პატარა გზამკვლევი
1.მეთოდოლოგია:
დღესდღეისობით არსებობს ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ორი მეთოდი,ღია და დახურული,ღია მეთოდი რინოპლასტიკაში თანამედროვე მიდგომად ითვლება,ოპერაციისას ქირურგს კოლუმელას გაჭრის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს დაინახოს ყოველი დეტალი,რაც დახურულის დროს ვერ ხერხდება,ასევე კეთდება არმირება( ცხვირის წვერის დამაგრება,რათა დროთა განმავლობაში არ ჩამოეშვას და მაქსიმალურად იქნას დაფიქსირებული),ხოლო დახურული მეთოდის დროს არმირებას ჩვენთან არ აკეთებენ და ამ დროს ქირურგი ცდილობს თაბაშირის ხანგძლივი დადებით მიაღწიოს სასურველ შედეგს,დახურული მეთოდის პლიუსი ისაა რომ ნაოპერაციები ცხვირი გაცილებით სწრაფად ცხრება და კოლუმელაზეც არ არის ნაწიბური,თუმცა ღია მეთოდის მიერ წარმოშობილ ნაწიბურის გაქრობა ხდება დროთა განმავლობაში და ასევე მაზების დახმარებით,ხოლო ღია მეთოდის დროს ცხვირის დაცხრომას და საბოლოო შედეგის მიღებას ზოგადად 1 - 1.5 წელი სჭირდება,ეს პროცესი დამოკიდებულია თქვენი სახის კანის ტიპზე,თუ როგორი კანი გაქვთ და თქვენს ორგანიზმზე,სქელი კანის შემთხევაში პროცესი შენელებულია და მეტ დროს მოითხოვს,ამ დროს შესაძლებელია საჭიროებისამებრ ქირურგის მიერ გარკვეული ხელოვნური ჩარევებიც,ასევე ძალიან კარგია სახის კანის გაწმენდა რაც ასევე ქირურგთან უნდა შეათანხმოთ.
2.პლასტიკური ქირურგის არჩევა:
ეს საკითხი მარტივი არ არის და საკმაოდ სკუპულოზურ მიდგომას საჭიროებს,პირველ რიგში დავივიწყოთ სხვების რჩევები ამა თუ იმ ქირურგზე,რომ თეკლას სასწაული ცხვირი გაუკეთეს და ა.შ,რადგან არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ და ყველა ოპერაციას ქირურგები ერთიანად წარმატებით ვერ აკეთებენ,ასევე ყველას აქვს კარგი და ცუდი შედეგები,ამ დროს მთავარია ცუდი არ სჭარბობდეს,ისიც გასათვალისწინებელია რომ მათ გააჩნიათ თავიანთი ინდივიდუალიზმისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ხელწერა (მიუხედავათ შესაძლო განსხვავებული ნამუშევრებისა ეს მაინც იგრძნობა ) და ამ ხელწერას უნდა დააკვირდეთ,თუ როგორ აკეთებს ესა თუ ის ქირურგი ცხვირებს და განსაკუთრებით თქვენს მსგავს ცხვირებს.
დასკვნა,პირადათ იარეთ კონსულტაციებზე ქირურგებთან და დააკვირდით მათ ნამუშევრებს.
გვარამია გია--
http://gvaramia.comკალანტაროვი ალექსანდრე (საშა)--
http://carapsmedline.ge/ka/კუზანოვი ივა, გუგა, ალექსანდრე.--
http://kuzanov.comკუტუბიძე ალექსანდრე--
https://m.facebook.com/AlexanderKutubidzeMD/მირაშვილი თამარი--
https://m.facebook.com/TamarMirashviliPlasticSurgeon/მუმლაძე სიმონი--
https://m.facebook.com/plasticalsurgery/ოდიშვილი გია, ზაქარია--
http://plastica.geპეტრიაშვილი ვახტანგი--
http://medi.geჩიკვაიძე თენგო--
https://m.facebook.com/TengoChikvaidzePlasticSurgeon/ჯანაშია პაატა--
http://iashvili-janashia.ge/ka-GE/ალექსანდრე ხელაშვილი-
https://www.facebook.com/1533658523631003/p...?type=1&theater 3. ოპერაციის დაგეგმა:
აქ არაფერია რთული,ქირურგთან ერთად გეგმავთ სასურველ დღეს,იკეთებთ წინასაოპერაციო ანალიზებს და ემზადებით ოპერაციისთვის როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად,რადგან ფსიქოლოგიური მომზადება და დადებითი განწყობა აუცილებელია წარმატებული რინოპლასტიკისთვის,ასევე თავი უნდა შეამზადოთ იმისთვის რომ რამოდენიმე დღე მოგიწევთ პირით სუნთქვა.
4. ნარკოზი:
ოპერაციის წინა დღეს გაფრთხილებენ რომ გარკვეული დროის (ეს იქნება საღამო ხანი,სიტყვაზე 8 სააათი ან რომელიმე სხვა დრო) მერე არ მიირთვათ საკვები და წყალი,ამ დღეს აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა,ანუ არ მიირთვათ ისეთი საკვები რომელიც წყალს მოგაწყურებთ და სასმელი წყლის საკმარისი მარაგიც შეივსეთ ეტაპობრივად დროის ამოწურვამდე,მიუხედავათ იმისა გწყურიათ თუ არა,ოპერაციის შემდგომ კი არ ეცეთ ეგრევე წყალს და არ მოიყუდოთ,დალიეთ მოგვიანებით ცოტა და ყლუპ-ყლუპად,რადგან არ გამოიწვიოს პირღებინება.ასევე ძალიან კარგია თუ ადგებით და ივლით,ამ დროს ნარკოზი უფრო მალე გამოდის ორგანიზმიდან.
5. ოპერაცია:
აქაც არაფერია სანერვიულო,მიდიხართ დათქმულ დროს,გაწვენენ პალატაში,გიკეთებენ გადასხმას და ფეხების გადახვევას (ნარკოზიდან გამომდინარე),შემდგომ შეყავხართ საოპერაციოში,გაძინებენ და როცა იღვიძებთ უკვე დამთავრებულია ოპერაცია და იმყოფებით ინტენსიურში დაკვირვების ქვეშ,რათა არ მოხდეს სუნთქვის შეკავება,(თუმცა ყველა არ აწვენს ინტენსიურში და ზოგს პირდაპირ პალატაში გადაყავს პაციენტები)შემდგომ კი უკან გაბრუნებენ პალატაში,მეორე დღეს კი გაგწერენ სახლში და საჭიროა დაგინიშნონ ანტიბიოტიკები,რაც შეეხება ტკივილებს,ეს ინდივიდუალურია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აღინიშნება.
6.ტამპონები:
თანამედროვე სახის ტამპონები არ არის ამოღების დროს მტკივნეული,მისი მაქსიმალური დისკომფორტი ოდნავი უსიამოვნო შეგრძნებაა.
7.თაბაშირი:
ეს ინდივიდუალურია,ზოგი ქირურგი ხმარობს თაბაშირს ზოგი არა,ზოგი მეტი დროით აჩერებს,ზოგი ნაკლები დროით,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ქირურგს აირჩევთ.
8.დაცხრომის პროცესის მიმდინარეობა:
რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგადად 1 - 1,5 წელზე იწელება,ამ დროს შესაძლებელია ცხვირის გარკვეულ უბნებზე შესიებების ფონზე სხვადასხვა ვიზუალური დეფექტის იმიტაციის გამოვლინება,რა დროსაც არ უნდა დავპანიკდეთ და მოთმინებით დაველოდოთ ცხვირის დაცხრომას,რაც ასევე უნდა მოხდეს ქირურგის მიერ დინამიკაში დაკვირვებით.
რინოპლასტიკა IVესეც წინა თემის ლინკი
წარმატებას გისურვებთ

)))
This post has been edited by rasti on 2 Apr 2018, 14:25