mexroეს თემა რომ არ გავაოფოთ, ისევ ხელახლა დავდებ რაც დავწერე, რომ დაინტერესებულმა ხალხმა ნახოს ძაბვის დამწევი მოდულ XL4016-სთან დაკავშირებით. მოდერატორს ვთხოვ პატიებას
* * *
მოკლედ მქონდა XL4016 მიკროსქემაზე აწყობილი ქარხნული მოდული დიდი ხნის წინ ნაყიდი და მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტში წინააღმდეგობრივი შეფასებებია დღეს გადავწყვიტე ამეწყო მასზე კვების ბლოკი ჩემი დაბალ ძაბვებზე მომუშავე ძველისძველი სარჩილავებისთვის.
ძირითად კვების წყაროდ გამოყენებული იქნა 24 ვოლტიანი კვების წყარო, რომლის ძაბვაც ავწიე 25.5 ვოლტამდე. თვითონ ეს კვების ბლოკი კარგი ხარისხისაა. აქ დავდებ თითოეული მათგანის სურათებს და ჩემს აწყობილი ბლოკის სურათებსაც:
აი 24 ვოლტიანი კვების წყაროს და XL4016 მიკროსქემაზე აწყობილი ქარხნული მოდულის სურათები
******************************************************************************************
ჩემი აწყობილი კონსტრუქცია ასე გამოიყურება:
რა შეიძლება ითქვა სარჩილავისთვის და სხვა სამოყვარულო საქმიანობისთვის გამოდგება კონსტრუქცია რაც მივიღე.
მაგრამ ცალკეულ დიაპაზონში დაბალწინაღობიან დატვირთვაზე, არც თუ დამაჯერებლად მუშაობს XL4016 მიკროსქემაზე გაკეთებული ქარხნული მოდული...
კერძოდ ეს მოდული დენის ძალის ან ვოლტაჟის რეგულირებისას დაბალწინაღობიან დატვირთვისას - კერძოდ მანქანის 24 ვოლტიან ნათურით დატვირთვისას ჩემს ძირითად 24 ვოლტიან მოდულს დაცვაში უშვებს და რეგულატორის დატრიალების შემდეგ დაცვიდან მერე ისევ გამოდის, რის მერეც უკვე ჩვეულებრივად მუშაობს.
სხვა დატვირტვებზე ყველა რეჟიმში ნორმალურად მუშაობს. ანუ რაღაც პრობლემა დაპროექტებისას ქარხნულ მოდულს მაინც აქვს და დამპროექტებლებს გაეპარათ ტექნიკური ნიუანსები. მომავალი აჩვენებს რამდენად შემიქმნის ეს მე პრობლემას.
თითონ ჩემი კონსტრუქცია სარჩილავისთვის და სქემების აწყობისას რადიოსამოყვარულო საქმეებისთვის გამოდგება და მართალია გარკვეული ხინჯი დამრჩა მაგრამ 3$ - იან მოდულს ალბათ ყველაფერს ვერ მოთხოვ