ig1988იქვე გეტყვიან შპს-ს რომ დაარეგისტრირებ, უნდა მიუთითო კვების ობიექტი თუ რაღაც მსგავსი (გეტყვიან) არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება სხვა.. ანუ მაგას რომ მიუთითებ მერე გაუფრთხილებლად მოვლენ (ან არც მოვლენ) შემოწმებაზე.. დროდადრო ივლიან მოულოდნელ დროს
სისუფთავე რომ გქონდეს რა
Lenstaberმენეჯმენტის 50% არ ვიცი.. მანდ კი მენეჯერია ნახევარი და მეორე ნახევარი უკვე მარკეტინგია
ძაააალიან კარგი და რაც მთავარია სანდო მენეჯერი გჭირდება.. მენეჯერი აკონტროლებს მერე უკვე მთლიან სტაფ-საც, რომ რამე არ იმაიმუნონ.
ძირითადად მენეჯერის შერჩევაში "იჭრება" ბევრი მაგ სფეროში
რჩევები:
არ გახსნა პეროვზე, საბურთალოზე, ვაკეში და სხვა უბნებში
ჯობია ძვირი გადაიხადო ქირაში/ყიდვაში და ლესელიძეზე გახსნა.. რაც არ უნდა განსხვავებული გააკეთო მაინც ვერ გაქაჩავს სხვა უბანში..
ბევრმა ახლობელმა არ დამიჯერა და ჩაყარეს ტონა ფული ლესელიძეზე.. ვერ დავაჯერე, რომ უკვე "ჩინელების" უბნის სახელი შერჩა და არ დადის მანდ ხალხი.. ჰაჰა, მაქსიმუმ მანდვე თუ გადაწყვეტ - ქიაჩელზე..
უბნელების იმედზე ვერ იქნება კაფე/ბარი ამიტომ სხვა უბნიდან უნდა მოდიოდნენ და სულ რომ ორიგინალური რაღაც გააკეთო, მაინც ლესელიძისკენ გაიწეს ხალხი იმის გამო, რომ იქ ბევრი კარგი კაფე/ბარია და ერთში თუ ადგილი არაა ან სიტუაცია არ ოეწონა, გადავა მეორეშ იქვე და არ მოუწევს უბნებში ტაქსებით სირბილი
ასეევ "ახალი აღმაშენებელი" თუმცა აქ ჯერ ახლა იქოქება და ვერაა მთლად კარგად საქმე.. ქირას ძვირს ითხოვენ და ხალხი კი ყავის ფასზეც წუწუნებს ძვირიაო და ცოტა ჭირს ჯერ მაგრამ მგონია, რომ ამოიქოქება ეს უბანი და ფართის ფასებიც დარეგულირდება და დაიკლებს, როცა ნახავენ, რომ ყველა იძირება 3-4 ათასს რომ ართმევ თვეში
ისეთ ფართი თუ ნახე, რომ მანქანებისთვის "დრაივი" გაუკეთო, ეს უკვე უდიდესი პლიუსია
მე დიზაინერი ვარ.. ვმარკეტერობ თან და რახან კაფე მინდა მქონდეს ამ მიმართულებით და კონცეპტებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი + ცოტა ფსიქოლოგიურ მომენტებსაც ვითვალისწინებ და რამოდენიმე ჩემი კონცეპტის ერთში გაერთიანებას ვაპირებ ამ დღეებში..
ანუ მხოლოდ სტილი და ინტერიერი და დასახელება არა.. ფსიქოლოგიური მომენტებიც უნდა გავითვალისწინო რატომ, როგორ და რისთვის ივლის ხალხი მაინც და მაინც ამ კაფეში..
რომ ჩამოვაყალიბებ, შევხედავ და თუ კიდევ აქტუალური იქნება შენი შემოთავაზება, ან მოგყიდი იდეას ან თანამშრომლად დაგიდგები ან შეიძლება დავიგრუზო და გაჩუქო სულ ოღონდ ვინმემ გააკეთოს ))
წარმატებები მანამდე