IVANICHAმრავალ აღდგომას დაესწარით!
კითხვა მაქვს ასეთი:
დავუშვათ, ვცხოვრობ თანაზიარ სახლში (საერთო შესასვლელით, ქუჩის მხრიდან). ეზოს მხრიდან შესასვლელი ცალ-ცალკეა. რამეთუ მე II სართულზე კიბით ავდივარ. მას კი საჯუთარი შესასვლელი აქვს მის კუთვნილ I სართულზე.
თანამოზიარე ცხოვრობს I სართულზე. მე II-ზე. (საერთო კარი კარიდორში შესასვლელად, და მერე იგი მის კარებს იყენებს, მე კი შიდა კიბეს)
ქვემოთ, სარდაფი გაყოფილია, (სიტყვიერად, ათწლეულებია უკვე. შეიძლება დოკუმენტურადაც, ზუსტად არ ვიცი)
ჩემი კუთვნილი სარდაფი მდებარეობს მისი ოთახების ქვემოთ, (ეზოს მხრიდან სარდაფში ჩასასვლელად იქაც საერთო კორიდორია, საერთო კარით. მერე მე სარდაფის ჩემი მხარე მაქვს, მას მისი)
ჩემი მხარის სარდაფი (ფართი) სრულად არ მაქვს გამოყენებული. ანუ მისი ერთო ოთახის ქვემოთ კიდევ შემიძლია რომ სარდაფი (მიწა) ამოვჭრა.
ამას თუკი გავაკეთებ ისე რომ იმ დამატებით ფართში შესასვლელი მხოლოდ ეზოს მხრიდან მექნება(ანუ, სარდაფის ოთახიდან-ოთახში), მაშინ პრობლემა არაა, არც ვინმეს ვკითხავ-ისე გამოვჭრი კარს და გამოვიტან მიწას.
მაგრამ ახლა მინდა ისე გავაკეთო რომ ის დამატებითი ფართი, რომელიც უკვე ქუჩას ესაზღვრება, ისეთნაირად გამოვჭრა რომ სარდაფს ჩასასვლელი ქუჩის მხრიდან ჰქონდეს. (ანუ, მსურს გავაკეთო კომერციული ფართი, რომელსაც ქუჩის მხრიდან ექნება ჩასასვლელი).
ეს ჩასასვლელი უნდა გამოიჭრას მოზიარის ფანჯრების ქვემოთ. სხვანაირად ვერ მოხერხდება.(მიხვდებით ალბათ როგორი ჩასასვლელზეა საუბარი-სახლის კედელს გაყოლებული, ტენტით).
ტროტუარი სახლთან ისეთი ფართეა რომ ეგ დამატებით პრობლემებს (ფეხით მოსიარულეთათვის) არ შექმნის.
ახლა კი კითხვა მექნება ასეთი, შეუძლია თუ არა მოზიარე მეზობელს "დამიბლოკოს" ასეთი პროექტი. (იგი მოც. სახლში არ ცხოვრობს. მეტიც, საერთოდ არა საქართველოში. აქვს გადაცემული მინდობილობა სხვაზე. რომელსაც მისი საცხოვრებელი სახლი გააჩნია. ანუ, ის I სართული გამოკეტილია)
და საერთოდ,
საიდან დავიწყო მოქმედება?
გმადლობთ.
This post has been edited by forumeli64 on 1 May 2011, 19:21