Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ცუდი სუნი ფეხზე


Posted by: NEWDRIVER 31 Mar 2010, 19:04
სალამი
მოკლედ რომ ვთქვა ფეხის დაბანა მიწევს ყოველდღე არცთუ სასიამოვნო სუნის გამო.

ფეხსაცმელებს ვერ დავაბრალებ, ვერ წინდებს, ვცდილობ სხვადასხვა ჩავიცვა ყოველდღე

მიშველეთ რამე თუ შეგიძლიათ


პ.ს.
ე.წ თეიმუროვის მაზი იყო ადრე რაღაც რომელიც შველოდა მგონი და კიდეა სადმე?

Posted by: ia_Baggins 31 Mar 2010, 19:13
NEWDRIVER
QUOTE
თეიმუროვის მაზი იყო ადრე რაღაც რომელიც შველოდა მგონი და კიდეა სადმე?

კი, აფთიაქებში იკითხე

Posted by: lakoo22 31 Mar 2010, 19:16
მაპატიე მაგრამ სუნის გამო კი არა ისედაც უდნა იბანო ფეხები და მერე უფრო ნაკლებად შეგაწუხებს მსგავსი სუნები

Posted by: blblbl 31 Mar 2010, 19:29
NEWDRIVER
QUOTE
ფეხის დაბანა მიწევს ყოველდღე

lol.gif lol.gif lol.gif გიწევს რა ისედაც ყოველდღე უნდა დაიბანო გაქვს თუ არა სუნი ამის მიუხედავად biggrin.gif

Posted by: Thandrus 31 Mar 2010, 19:55
NEWDRIVER

ცალკეა, რომ სუნი გაწუხებს - მაგრამ, ეს სუნი შეიძლება სოკოვანი ინფექციით იყოს გამოწვეული. ოღონდ, ასეთ ინფექციებს ცოტათი სპეციფიკური სუნი აქვთ. ხომ არ გეფხანება ფეხები ამ გამომშრალივით ხომ არ გაქვს?

თუ სოკოვანი არაფერი არაა, მაშინ ალბათ ჩვეულებრივი ფეხის ანტიპერსპირანტული სპრეი უნდა გეყოს. მაგ. მე "ორიფლეიმისას" ვიყენებ და მშვენიერია smile.gif

Posted by: Tornike Alashvili 31 Mar 2010, 23:44
თეიმუროვის მალამოს ან რაიმე სხვა ოფლის საწინააღმდეგოს არ გირჩევთ -ამას ქალებში მოჰყვება მასტოპათია , კაცებში პროსტატის ადენომის პროვოცირება
ფეხების ოფლიანობა შლაკების დაგროვებასთანაა კავშირში და მიზეზს უნდა მკურნალობა , არა შედეგებს

Posted by: NEWDRIVER 1 Apr 2010, 00:24
QUOTE (lakoo22 @ 31 Mar 2010, 19:16 )
მაპატიე მაგრამ სუნის გამო კი არა ისედაც უდნა იბანო ფეხები და მერე უფრო ნაკლებად შეგაწუხებს მსგავსი სუნები

მაპატიეთ მაგრამ ფეხსაცმლიდან ფეხს ამოვყოფ თUარა ეგრევე ვერ შევქანდები ფეხის დასაბანად აბაზანაში

თან უნდა ავღნიშნო რომ ეს პრობლემა რამდენიმე 2-3 თვეა მაწუხებს, მანამდე არ მქონია....

პ.ს. ჰიგიენას ნუ მასწავლით გთხოვთ და გემუდარებით
* * *
სიმშრალეს და ქავილს არ ვუჩივი არანაირად

Posted by: gvаntsa 1 Apr 2010, 00:32
NEWDRIVER
QUOTE
მაპატიეთ მაგრამ ფეხსაცმლიდან ფეხს ამოვყოფ თUარა ეგრევე ვერ შევქანდები ფეხის დასაბანად აბაზანაში

თან უნდა ავღნიშნო რომ ეს პრობლემა რამდენიმე 2-3 თვეა მაწუხებს, მანამდე არ მქონია....

პ.ს. ჰიგიენას ნუ მასწავლით გთხოვთ და გემუდარებით
* * *
სიმშრალეს და ქავილს არ ვუჩივი არანაირად

მაშინ ტემის სათაური შეგირჩევია არასწორად

ისე ხშIრად ფეხსაცმლის ბრალია ხოლმე ფეხზე სუნი

Posted by: lgogokhia 1 Apr 2010, 00:51
Tornike Alashvili
QUOTE
ფეხების ოფლიანობა შლაკების დაგროვებასთანაა კავშირში

შლაკი რა არის? ანუ რა ნივთიერებაა?

NEWDRIVER
უბრალოდ იბანე ფეხები ხშირად და იხმარე ანტიპერსპირანტები, როგორც ზემოთ გირჩიეს smile.gif

Posted by: tatusia 1 Apr 2010, 11:33
Tornike Alashvili
QUOTE
კაცებში პროსტატის ადენომის პროვოცირება

ეს დამტკიცებულია?
ჩემი ქმარი ხმარობს თეიმუროვს, მეორე ფლაკონი იყიდა ამასწინათ.. ე.ი. მოვაშორო?

Posted by: svani67 2 Apr 2010, 00:09
NEWDRIVER

დაბანის შემდეგ ძმრიანი წყალი გადაივლე

ან საერთოდ ძმრიან წყალში დაიბანე.

სუნს გაგიქრობს.

ფეხსაცმლის ცხვირი კი შიგნიდან შეგიძლია ნიშAდურის სპირტშI დასველებული ბამბით გამოწმინდო ფრთხილად და მერე ჰაერზე დადო ნიშადურის ასაორთქლებლად.

ნიშAდური ფეხსაცმელში აქრობს სუნს.

Posted by: pvm 1 May 2010, 23:20
Warning:
არააქტიური თემის ამოგდება ოფტოპიკით წესების დარღვევაა. ამიტომ, გთხოვთ, იგივეს ნუ გაიმეორებთ.

Posted by: zandrukela 3 May 2010, 10:29
ცხელი წყალი და საპონი სინჯე http://smajliki.ru/smilie-11366055.html

Posted by: *satin 3 May 2010, 10:46
NEWDRIVER
QUOTE
თან უნდა ავღნიშნო რომ ეს პრობლემა რამდენიმე 2-3 თვეა მაწუხებს, მანამდე არ მქონია....


ალბათ ფეხსაცმელების ბრალია. ხელოვნური ტყავისგან თუა და შიგნითაც ხელოვნური სარჩული ( თუ რაც ქვია არ ვიცი) აქვს მაგის ბრალი იქნება. თუ კარგი ხარისხის , ნამდვილი ტყავის ფეხსაცმელებს ხმარობ და მაინც ეს პრობლემა გაქვს, მაშინ შეიძლება მართლაც სოკოს ბრალი იყოს. როგორც ვიცი ყველაზე ხშირად თითებშუა ჩნდება სოკო. აბა დააკვირდი სიწითლე ან ოდნავ აქერცლილი კანი ხომ არ გაქვს?

Posted by: NEWDRIVER 10 May 2010, 00:44
კი, ოდნავ მაქვს..........
სოკოა ეგ?

რითი ვუმკურნალო?

Posted by: patriciia 10 May 2010, 02:01
QUOTE
ფეხების ოფლიანობა შლაკების დაგროვებასთანაა კავშირში და მიზეზს უნდა მკურნალობა , არა შედეგებს

დედაჩემს ჰქონდა ჩემს ბავშვობაში მახსოვს
აუტანელი მყრალი სუნი ფეხებზე
არადა, ისეთი სუფთა ქალია......
ქალს არაოსდეს დეზოდორანტი არ უხმარია და მისგან ოფლის სუნი არასოდეს მიგრძვნია, სულ ბანაობდა და იყო ერთ ამბავში.....
მაგრამ ფეხები, მტრისას......
ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თვითონ გაუარა
ახლა 73 წლისაა და მსგავსი არაფერი აწუხებს
რა იყო ეს მაშინ, დღესაც ვერ გავიგეთ......

Posted by: Valdemaf 10 May 2010, 02:10
QUOTE
დედაჩემს ჰქონდა ჩემს ბავშვობაში მახსოვს აუტანელი მყრალი სუნი ფეხებზე არადა, ისეთი სუფთა ქალია...... ქალს არაოსდეს დეზოდორანტი არ უხმარია და მისგან ოფლის სუნი არასოდეს მიგრძვნია, სულ ბანაობდა და იყო ერთ ამბავში..... მაგრამ ფეხები, მტრისას......

რეებს წერს ეს ხალხი ტო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: patriciia 10 May 2010, 23:57
Valdemar
QUOTE
რეებს წერს ეს ხალხი ტო

და რა არის ამაში გასაკვირი?
ჩვეულებრივი დაავადებაა
სირცხვილი მაშინ არის, როდესაც სიბინძურით უყარს ადამიანს ფეხები
დედაჩემი კი ისეთი ქალი იყო, იმხელა საქმეს უძღვებოდა სამსახურში, ჩვენც გვივლიდა და სახლიც სულ დაწკრიალებული ჰქონდა + შაბათ-კვირას სულ ნამცხვრები და ათასგვარი ღვეზელები და სხვა გემრიელობები......
თვითონაც სულ ფორმაში იყო, თმა შეღებილი, წესრიგში, ფრჩხილებზე სულ ლაქი და რა ვიცი.......
ყველაფერს ასწრებდა
ახლაც 73 წლისაა და მის ბინაში ყველაფერი ელავს სისუფთავით, ნეტა მე დავმსგავსებოდი, ახლავე ვკვდები და 73 წლის რას დავალაგებ, არ ვიცი.....

Posted by: Valdemaf 11 May 2010, 01:29
patriciia
გასაგებია yes.gif

Posted by: donpako007 17 May 2010, 18:49
NEWDRIVER

1. ცივი წყლით დაიბანე თბილი და ცხელით არა
2. ტალკი (პუდრი) იხმარე
3. შენ ფეხსაცმელში ჩააფინე სუფთა ტყავის ჩასაფენი თუ დაკვირვებულხარ იყიდება ხოლმე სქელი ტყავი (ქამრის სისქეა) 4-5 ლარი ღირს

Posted by: ketuna7 18 May 2010, 01:00
ვაააააა გაგიჯდა ეს ხალხი თუ რაა ხდებაsmile.gif))))))))))))))))))

Posted by: Tenjoza 23 Mar 2012, 22:42
იცით რა არის მეც მეც მაწუხებს მსგავსი პრობლემა,
ოღონდ ჩემი პრობლემა ვფიქრობ ფეხის ოფლიანობიდან მოდის,
ფეხსაცმელს რომ ვიხდი ზამთარია თუ ზაფხული არ აქვს მნიშვნელობა წინდები თითებთან ყოველთვის სველი მაქვს.
მეც ცოტახანია რაც შემაწუხა ამ პრობლემამ, მას შემდეგ რაც ცუდი ფეხსაცმელი ვიხმარე (ფეხი გამიფუჭა როგორც ამბობენ ხოლმე)

როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? რაღაც მაზები და რაღაცეები უნდა არსებობდეც მგონი. sad.gif

Posted by: guka@ 24 Mar 2012, 10:18
Tenjoza


ინჯოის მაზი ძალიან ეფექტურია, სინჯე აბა
ექიმი არა ვარ, უბრალოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 24 Mar 2012, 11:45
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=12689

ეს გამოიყენე, ძალიან ეფექტურია, აუცილებელი არაა ქავილი გქონდეს , რადგან სუნია იქნება რამე smile.gif

Posted by: iratta_26 25 Mar 2012, 22:49
QUOTE
ფეხის დაბანა მიწევს ყოველდღე

biggrin.gif ეს წავიკითხე ამ თემაში პირველივე პოსტია. საინტერესოა სუნი რომარ აწუხებდეს თვეში რამდენჯერ დაიბანდა ფეხს ეს ადამიანი biggrin.gif . არ დაგცინი, უბრალოდ მაინტერესებს.

Posted by: Diamond Girl 26 Mar 2012, 12:27
ეგ სავარაუდოდ იქნება ფეხსაცმელების ბრალი, უნდა იხმარო ნამდვილი ტყავის ფეხსაცმელი და ბოტასი, მე გასწავლი ძაან მარტივ 2 საშუალებას რაც ექმისგან ვიცი (ახლობელს მოურჩინა ფეხები მაგ საშუალებებით)
1) ყოველდღე ფეხი დაიბანე ჯერ საპნით მერე ჩვეულებრივი საჭმელი სოდა ჩაყარე წყალში და გქონდეს ცოტა ხანი ფეხები წყალში,გადაივლე სუფთა წყალი,მერე კარგად გაიმშრალე და წაისვლი ცინკის მალამო (სადღაც 2 ლარამდე ღირს აფთიაქებში)
2) დაბანის იგივე პროცედურა და გამშრალების შემდეგ ნასკებში ჩაიყარე ბოროზინი (ფხვნილია) და ისე ჩაიცვი, ასევე ფეხსაცმელშიც ჩაიყარე ეგ ფხვნილი.

ან ერთი საშუალება აირჩიე ან მეორე, პირველი უფრო იაფი დაგიჯდება , ორივე ძალიან ეფექტურია, თან თუ მიტუმეთეს 2-3 თვეა რაც შეამჩნიე, უფრო ადვილად მოიშორებ მაგ სუნს, წესით ყოველდღე უნდა გააკეთო ეგ რამდენიმე თვე, რომ სრულად მოიგვარო ეგ პრობლემა.2 კვირაში უკვე შედეგი გექნება smile.gif

ისე ჯობია უშუალოდ ექიმთან წახვიდე და იმან დაგინიშნოს რაიმე, ზემოთ მე რაც დავწერე ეგ სოკოს დროს უებარი საშაულებებია, მაგან იცის ეგეთი შემაწუხებელი სუნი,სავარაუდოდ შენც ეგ პრობლემა გექნება, თუმცა ჯობია დააზუსტო.

Posted by: levvani 1 Jun 2012, 14:06
მეც მქონდა იგივე პრობლემა და მაზით ვიხმარე რამოდენიმეჯერ და გამიქრა, ორონს სახელი ნამდვილად არ მახსოვს. ეხლა სახლში არ ვარ სარამოთი რო მივალ თუ გამახსენდა დავწერ იმ მაზის სახელს. ქართულია სხვათაშორის
* * *
მალამო უზნაძე მჭედლიშვილი ესე აწერია #1 რამოდენიმეჯერ წავისვი და პრობლემა მომიხსნა ასე რომ გირჩევ სინჯო

Posted by: დოჩანა 14 Sep 2018, 11:41
გამარჯობა
მინდა გკითხოთ ხომ არ იცით ფეხებიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორბეელი წამალი ან მალამო
ან რამე სხვა საშუალება?

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 01:45
QUOTE
მინდა გკითხოთ ხომ არ იცით ფეხებიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორბეელი წამალი ან მალამო
ან რამე სხვა საშუალება?

სიმპტომებს, როგორც მახსოვს, თეიმუროვის მალამო და რეალურად პრობლემას მხოლოდ ჯანსაღი კვება აგვარებს.

Posted by: Nome 16 Sep 2018, 02:46
საკვები სოდა

----------------------------

Posted by: დოჩანა 21 Sep 2018, 23:54
სნეგირი2
QUOTE
რეალურად პრობლემას მხოლოდ ჯანსაღი კვება აგვარებს.

ანუ რა იგულისხმება ჯანსაღ კვებაში?

Nome
QUOTE
საკვები სოდა

მართლა ჭრის ამ პრობლემას?

Posted by: სნეგირი2 22 Sep 2018, 00:04
დოჩანა
მაგ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ოფლს უსიამოვნო სუნს სძენს.

Posted by: დოჩანა 22 Sep 2018, 00:57
სნეგირი2
ანუ ვეგეტარიანელი უნდა გახდე?
რა მაინტერესებს ვეგეტარიანელები რძის პროდუქტებსაც არ მიირთმევენ?

Posted by: ani_k 22 Sep 2018, 01:37
სანამ კვების სტილს ფეხს დავუკავშირებთ : რამდენიმე სხვა ფაქტორი უნდა გაითვალისწინო ....
1. გაწუხებს თუ არა რაიმე სხვა პრობლემა ( მაგ. ქავილი ) ...თუ ასე ე.ი სოკოზე უნდა იმკურნალო.
2. გადაყარე(ან გარეცხე. თუ გარეცხვის შემდეგაც ყარს გადააგდე ) ყველა ფეხსაცმელი ან ისინი რომელის ყარს .
3. არსებობს სპეციალური საშვალებები რომლებიც ამცირებს ოფლდენას (მაგ. .odabanი . პ.ს იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება უბრალოდ რეკლამიდან რაც მახსოვს ეგაა )
4. კვებას რაც შეეხება, ფაქტია რომ ვეგეტარიანელებსაც ასდით სპეციფიკური სუნი, რაც გამოწვეულია სანელებლებით. ჩემი აზრით კი კვებას ძალზე მცირე დანაშაული მიუძღვის ფეხის ცუდ სუნთან .
და რაც ყველაზე მთავარია ჰიგიენა ანუუ წყალი და წყლის პროცედურები . ,

Posted by: დოჩანა 22 Sep 2018, 05:00
ani_k
მადლობა დიდი.

--------------

Posted by: სნეგირი2 22 Sep 2018, 12:36
ani_k
დოჩანა
99% შემთხვევაში კვებაა მიზეზი. მიმართულება მოგეცით. დანარჩენი თავად ეძიეთ. გუგლი არავის გააუქმებია. ; )

Posted by: ani_k 22 Sep 2018, 19:16
სნეგირი2
თუ გინდა გუგლე თუ გინდა ბინგე .. 99 % ით ნამდვილად არაა დამოკიდებული კვებაზე , და რა 1%რაზეა დამოკიდებული ? ჰიგიენაზე? biggrin.gif მიმართულება რაა არის მარწყვი ჭამოს მთელი დღე და ღამე. მარწყვის სურნელი რო ქონდეს . გადავხედე და გადახედვის გარეშეც ვხვდები რომ ყველა საკვები იწვევს სპეციფიკურ სუნს . შენ თუ ხორხცის ან ბლის მჭამელის სუნი არ მოგწონს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი ყარს. popcorn.gif rolleyes.gif

Posted by: Solveig 22 Sep 2018, 20:59

დოჩანა
QUOTE
საკვები სოდა

საკვებ სოდას იგივე დანიშნულება აქვს, რაც ოფლდენის საწინააღმდეგო საშუალებებს. იგივე ითქმის შაბსა და ტალკზეც.
თუმცა, ჩემი აზრით, ეგენიც კი ვერ ერევა ბოლომდე..

გამოსავალი არის 1) ფეხის დაბანა დილით და მერე ოფლდენის საწინააღმდეგო საშუალების წასმა 2) ბამბის წინდების ტარება 3) ხარისხიანი (ტყავის) ფეხსაცმელი. ზოგი მასალის ფეხსაცმელში ფეხი ძალიან იხუთება და თავად ფეხსაცმლის მასალაც ყროლდება. დერმატინისაგან შეკერილ ფეხსაცმელში, რომელიც უხარისხო წებოთია შეკრული, ნებისმიერს აუვა ფეხზე სუნი.... 4) თბილ ფაჩუჩებსა და დათბუნებულ ჩექმებზე უარის თქმა. 5) სამედიცინო კუთხით, სასურველია, თუ ტერფის სოკოს და ენდოკრინულ პრობლემებს გამორიცხავს კაცი.


Posted by: night-blue 22 Sep 2018, 21:30
საკვები სოდა კი არა უხარისხო ფეხსაცმელში ეძებეთ პრობლემა, და უხარისხო ნასკში.


ხარისხიანი ნასკი + ხარისხიანი ფეხსაცმელი = არანაირ სუნს


წარმატებები

Posted by: სნეგირი2 22 Sep 2018, 21:51
ani_k
კი, ადამიანი ყარს იმის და მიხედვით, თუ რითი იკვებება.

Posted by: hondacbr1000 7 Oct 2018, 23:21
ესეიგი ამ ზაფხულის მერე არ ვიცი ჩემ ფეხებს რა ჯანდაბა დაემართა , კეტებში ძალიან მისველდება ფეხები მეხარშება ასე ვთქვათ და მერე ამ ყველაფერს სუნიც გამიჩნდა უკვე შემაწუხებელია ვიხმარე რაღაც წამლები ინჯოის ჩათVლით დროებით შემიჩერა ახლა ისევ დაიწყო კეტები გამოვიცვალე უკვე 1 თვეში 3 ჯერ და კეტების ბრალი აარამგონნია .. მირჩიეთ ვისთან მივიდე ან წამალი მირჩიეთ კარგი თორე უკვე გამაწამა sad.gif

Posted by: altim17 4 Jan 2019, 17:38
ყველაზე მარტივი საშუალება - ვაშლის ძმარია. ყველაზე იაფი შეიძინეთ. ჩვენც ვუშვებთ. ძვირს აზრი არ აქვს. 2-2 ჩაის კოვზი/ ან მეტი ყოველდღე ფეხსაცმლებში საკმარისია. თავიდან თითქოს თქვენ ფეხის სუნს კიდევ მჟავე სუნი დაემატა, მაგრამ ორ-სამ დღეში მიხვდებით, რომ ფეხის სუნი აღარ/ან თითქმის არ გაწუხებთ. შეგიძლიათ ღამით წინდები ვაშლის ძმარში დაასველოთ, ზეწარზე ცელოფანი დააფინოთ და ისე დაიძინოთ ან დღისით სახლში ფლოსტებში ჩაასხათ. მოკლედ, როგორც გენებოთ. სუნი მალე გაივლის.

შემდეგ დღეგამოშვებით/ ხანდახან იხმარეთ.

ისე წინდები მაინც უნდა გამოიცვალოთ ხოლმე...ხოლმე...

ვაშლის ძმარი კარგად მოქმედებს აგრეთვე ფრჩხილის სოკოზე, რაც ზოგჯერ სუნის გამომწვევი მიზეზია... ხოლმე...

Posted by: babsi 6 Jan 2019, 22:52
ვაშლის ძმარი დაამატეთ თბილ წყალში ( 1,5ლ 100გ ვაშლის ძმარი) და 5 წუთი ჩაყავით, 3-4 დღის შემდეგ დააკვირდით და გაიმეორეთ პერიოდულად. მე მაგრად მიშველა და გამიქრო ოფლი

Posted by: ცხრამეტი 10 Jan 2019, 18:11
NEWDRIVER
ლიმონი წაისვი ხოლმე ჩვეულებრივი გაჭერი გაიჩერე ხოლმე 20 წუთი მერე დაიბანე და ეგაა
სოდის შეზელვაც კაია ოდნავ წყალი დაასხი სქელი ფენა როგამოვიდეს წაისვი გაიჩერე და ჩამოიბანე
ლიმონი ძალიან მაგარია დეზადორანტის ნაცვლადაც და რავი ცადე უბრალოდ არც ძირია არაფერი რაოდენიმე დღე და ნახავ შედეგს

Posted by: nia4u 10 Jan 2019, 18:16
სოკო თუა, სოკოზე უნდა იმკურნალო, ფეხსაცმელი თუ არ ვარგა, ფეხსაცმელუ უნდა გამოცვალო, დანარჩენ შემთხვევებში, ბორისმჟავას ფხვნილი იყიდება აფთიაქში, კაპიკები ღირს, დაბანის შემდეგ უნდა მიიყაროთ ტალკივით და კარგად შველის, ასევე ჩვეულებრივი იღლიის დეოდირანტებიც შედეგიანია... smile.gif

Posted by: amsona69 14 Jan 2019, 09:30
1.აუცილებლად დაიბანეთ დილა-საღამოს.
2.არ იხმაროთ სინთეთიკა,მხოლოდ ბამბის ნასკი.
3.კედები და მსგავსი რეზინის სირობები გამორიცხეთ.
3.ბორის მჟავის ფხვნილი ჩაყარეთ ნასკში ჩაცმის წინ.
ოფლს ვერ გააქრობს მაგრამ სუნი აღარ გექნებათ.

Posted by: ცხრამეტი 14 Jan 2019, 19:30
QUOTE
არ იხმაროთ სინთეთიკა,მხოლოდ ბამბის ნასკი.

+1000 ისე ძალიან მნიშVნელოვანია,ზოგი ისეთია სუროარ გქონდეს სუნი გაგიჩენს და ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს შეძენისას alk.gif

Posted by: tokoatuka 15 Jan 2019, 19:00
ფეხის კრემებზე ვისმევ, 24 საათიანი დაცვაა განსაკუთრებით ზაფხულშI შველს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)