ჩეხეთის რესპუბლიკაში ქ.პლზენში გაიხსნა ქართული მარანი.
მარანი-გალერეა.
მარნანი გახსნილია ქალაქის ცენტრში. ქუჩის მეორე მხარეს შენდება და გაზაფხულზე იხსნება დიდი ბიზნეს-ცენტრი.
მივმართავ ყველა ხელოვანს.
მარნის გალერეაში შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი ნამუშევრები. ნამმუშევრის გაყიდული თანხის 5%-ი გადაირიცხება "საერთაშორისო ასოციაცია "ერთობის" ფონდში, რომელიც ხარტის სახით ისევ საქართველოსი დაბრუნდება. თანხის დანარჩენ ნაწილს მიიღებს ხელოვანი. მარანს გაყიდული ნამუშევრის თანხიდან შემოსავალი არ ექნება.
ქართველი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა კარგ რეკლამას გაუკეთებს ქართულ კულტურას უცხოეთში. გაყიდული თანხიდან ხარიტაზე გადარიცხული 5%-ი კი საშუალებას მოგვცემს საქართველოში განვახორციელოთ ბევრი საჭირო პროექტი (ამჟამად ვმუშაობთ სამაჩაბლოში ს. ქურთის სკოლაში ინტერნეტის ჩართვის დაფინანსებაზე).
ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა საზღვარგარეთ, ჩემი აზრით ასევე საინტერესო უნდა იყოს დამწყები ქართველი ხელოვნებისათვის.
ვებ-პორტალ სამშობლოზე მოთავსებულია მარნის განყოფილება, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მარანი.
პორტალი აწყობილია PHP ნუკეს სისტემაზე და მიმდინარეობს ამ პორტალის დახვეწის სამუშაოებi. მსურველებს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა სიტემის გაქართულებაში.
პორტალზე არის ვებ-გამოცემა, ჟურნალი, ფორუმი.
ასევე თუ ვინმეს სურვილი ექნება გახსნას თავისი ვებ-საიტი დიდი სიამოვნებით დავეხმარები.
შემიძლია მივცე ადგილი სერვერზე, მივაწოდო ვებ-სისტემის ქართული პროგრამები. Windows-ს სისტემის asp, ან ლინუქსის php.
პორტალზე მონაწილეობის მიღებისა და სერვერზე ვებ-საიტის განთავსების ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ აკრძალულია უწმაწური სიტყვების ხმარება, გინება, პირაოვნული ლანძღვა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პორტალ სამშობლოზე:
http://samshoblo.net