ცოტა გვიან ვპასუხობ, მაგრამ ახლა ვნახე ეს პოსტი.
მარტივად რომ ვთქვა, ძალიან არაზუსტი ინფორმაციაა, ასევე რომელიმეს სიჯანსაღე, ცოტა ხმამაღალი განცხადებაა
რაც შეეხება ორგანიზმზე ზემოქმედებას, ინსულინის სეკრეცია (გამოყოფა) არ ხდება ალბათობის პრინციპით. ორგანიზმში მისი სეკრეცია ხდება სისხლში გლუკოზის (შაქრის) მომატებული კონცენტრაციის დასაბალანსებლად, და არა პირიქით. ანუ ჯერ უნდა მოიმატოს სისხლში "შაქარმა" და მერე გამოიყოფა ინსულინი . შაქრის მოსამატებლად კი ნახშირწყლოვანი საკვები უნდა მიიღოს ორგანიზმმა. თუ არ მიიღებს, არც ინსულინის სეკრეცია იქნება დიდი რაოდენობით, შესაბამისად "ორგანიზმის მოტყუება" ვერ გამოვა.
(ვისაც არ სჯერა, შემოწმება შეუძლია საკუთარ სახლში გლუკომეტრის მეშვეობით, შემიძლია ვასწავლო როგორც
)
თქვენი ვარიანტი უფრო პავლოვის ძაღლის შემტხვევაა, ნერწყვის გამოყოფაზე, მაგრამ მსგავსი აბსოლუტურად არ ვლიდნება ინსულინის სეკრეციისას.
ასევე, არცერთი შაქრის შემვლელი,
სტევიას გარდა, არ იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ზრდას და შესაბამისად, ინსულინის გამომუშავებას, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და შეიძლება მათი თამამად გამოყენება.
რაც შეეხება სტევიას, იგივე სტევიაზიდი (სტევიას ბალახისგან მიიღება და ითვლება ნატურაულად) არის ყველაზე ცუდი შაქრის შემცვლელი და ვინც მაგას იყენებს, უბრალოდ მარკეტინგის მსხვერპლია და რეალურად არ იცის რას მოიხმარს. უბრალოდ ყველამ უთხრა, რომ "კარგია და ნატურალურია". რახან ნატურალურია (ბალახისგან მზადდება), მაშინ უკეთესი იქნება, ვთქვათ, ქიმიურად სინთეზირებულ იმავე ასპარტამზე და სხვებზე და სტევიას ყიდულობენ
რაც მარტივად რომ ვთქვა, არასწორია.
ჯერ ერთი სუფტა სტევიას არავინ ყიდის, სპეციფიური გემოსა და მაღალი ფასის გამო. შესაბამისად ზავდება, ძირითადად მალტადექსტრინით (იგიე კრახმალი, ანუ ნახშირწყალი და რაც ყველაზე სასაცილოა, ქიმიურად სინთეზირებული). არი კალორიული და იწვევს ინსულინის სეკრეციას.
ინფორმაციისთვის, მალტადექსტრინზე ბაზირებულ საკვებ დანამატებს იღებენ ბოდიბილდერები სწრაფი მომატებისას მარტივი/სწრაფი ნახშირწყლების გამო, რაც როგორც უკვე ვთქვი, ინსულინის სეკრეციას იწვევს.
ანუ გამოდის, იყიდება, როგორც ნატურალური და არაკალორიული, ამ დროს ურევია ქიმიურად სინთეზირებული და კალორიული კრახმალი
მოკლეთ, არ იყიდოთ ასეთი ნაგავი.
სხვა დანარჩენები, ასპარტამი, ციკლამატი, სუკრალოზა და ა.შ. თავისუფლად.
არ ჩავძიებივარ, მაგრამ მარილზეც მოვკარი თვალი წერდნენ, რომ ამოვიღეთო. ეს არასწორია, ორგანიზმს მარილი სჭირდება და ზომიერად მიღება აუცილებელია (!)
აი შაქარი კი არაფერში არ არის საჭირო და შესაძლებელია მისზე უარის თქმა.
la reineმგონი გავეცი შენს კითხვას პასუხი