Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ღობე


Posted by: marki 29 May 2008, 22:35
მოკლედ, აგარაკზე გასაკეთებელი მაქვს ღობე (ეზოსთვის). მივრეკ-მოვრეკე დღეს და სვარშიკმა მითხრა, უგოლნიკებში ჩასმული რკინის "ლისტები"ს ფასი გული გამისკდა.

ბევრი ფული არ მაქვს და შედარებით იაფი რა დამიჯდება?
მირჩიეთ რა რამე.
ეგებ ვინმეს ქონდეს გამოცდილება.

ბადე? ხე?

თუ დავრჩი ღობის გარეშე vis.gif


პ.ს. ასეთი თემა ვერ ვნახე და თუ არასწორედ გავხსენი , მაპატიეთ ბატონებო yes.gif

პ.პ.ს. ეხლა შევამჩნიე დახმარების სვეტი user.gif

Posted by: (c)TG 29 May 2008, 23:25
marki
QUOTE
თუ დავრჩი ღობის გარეშე

რამდენ ხანში იზრდება ტრიფოლიატები (მასე ქვია ეკლებიანი ბუჩქი რომ არის?) აგერ კრწანისში მტელ ქუჩაზე მაგ ეკლების ღობეები აქვთ ვილების გარშემო. თან ლამაზია თან უფასო (ერთმანეთს მისცეს ძირები და გადარგეს-გადმორგეს)

Posted by: marki 29 May 2008, 23:32
©TG
QUOTE
რამდენ ხანში იზრდება ტრიფოლიატები

2kiss.gif
გამიმყარდა მოსაზრება, შარშან ვიყიდე 50 ძირი (სულ პატარები ) კახეთში ვზრდი ეხლა. მაგრამ ნელა იზრდება ძალიან - ამიტომ, ალბათ ჯობია ბადე გავაკეთო და ესენი გადავრგო.

ბადესაც უგოლნიკებში უნდა ჩასმა და ეგეც არ არის იეფი, მარა რა ვქნა ... აგარაკი კი მინდოდა boli.gif

Posted by: (c)TG 29 May 2008, 23:49
არის ერთი ადგილი სადაც იაფადაა რკინის მასალა, ეს ადგილი არის დიდუბეში, ვანის ქუჩაზე, თელასს რომ აცდები, დიდად აწერია რკინის მასალა და მარჯვნივ უნდა შეუხვიო, ეზოა და იქ უნდა იკითხო ფასები. მანამდე შენს ხელოსანს კითხე რა პარამეტრის უგოლნიკი გინდა, მე ვფიქრობ, 5-იანი საკმარისი იქნება.

Posted by: n-i-c-k 30 May 2008, 18:07
რამდენი გითხრეს რკინის უგოლნიკში ჩასმულ ბადეში...
ბლოკით 1 კვადრატული მეტრისათვის საჭიროა 12.5 ბლოკი... + სილა-ცემენტი და ამ მასალის დადება (ამოშენება).. ბლოკის ფასი 1 ლარი ბლოკის დადებაში 0.40ლ იღებენ.. ანუ 1 კვადრატული მეტრის აშენება სადღაც 22 ლარი გამოდის.. + გრუზავიკის ხარჯები .. ერთ კამაზში 500 ბლოკი ეტავა..

გალესვით კი მერე გალესავ... როცა ფული გექნება..

ტრიფოლიატის სურათი ვინმეს არ გაქვთ დააგდეთ რა ?? დამაინტერესა..

პირადად მე რკინის უგოლნიკიანი ღობე მაქვს და მის წინ კი იასამანი და წყავი მივარგე... იაფია... თან დაიხურება ...

Posted by: (c)TG 30 May 2008, 18:26
n-i-c-k
შენ
QUOTE
წყავი

სურათი დადე და დღეს არადა და ხვალ გადავუღებ მაგ ღობეებს სურათს და დავდე, დღეს მეზარება უკვე გასვლა გარეთ

Posted by: KAM_M_MILA 30 May 2008, 19:07
QUOTE
პირადად მე რკინის უგოლნიკიანი ღობე მაქვს და მის წინ კი იასამანი და წყავი მივარგე... იაფია... თან დაიხურება ...

ამყოლი ვარდები არის ძალიან ლამაზი ღობეზე

Posted by: n-i-c-k 30 May 2008, 19:18
ესეც წყავი ... რუსულად Лавровишня

user posted image


Posted by: n-i-c-k 30 May 2008, 19:25
აი ეს ბუჩქი მომწონს კიდევ ძალიან...
სურათი ვაჟას ძეგლთან რომ აუხვევ მარჯვნივ ნუცუბიძემდე არ მისული იქაა გადაღებული...

ეს რა ბუჩქია არ ვიცი... sad.gif


Posted by: marki 31 May 2008, 11:00
n-i-c-k
QUOTE
რამდენი გითხრეს რკინის უგოლნიკში ჩასმულ ბადეში...
ბლოკით 1 კვადრატული მეტრისათვის საჭიროა 12.5 ბლოკი... + სილა-ცემენტი და ამ მასალის დადება (ამოშენება).. ბლოკის ფასი 1 ლარი ბლოკის დადებაში 0.40ლ იღებენ.. ანუ 1 კვადრატული მეტრის აშენება სადღაც 22 ლარი გამოდის.. + გრუზავიკის ხარჯები .. ერთ კამაზში 500 ბლოკი ეტავა..


რკინის უგოლნიკში ჩასმული რკინის "ლისტი", ზომა 2-1,5 მითხრეს 180 ლარი ხელობის გარეშე
უგოლნიკში დაწნული 4-იანი ბადე - 100 ლარამდე.

იტოგში რო დავთვალე, რამტო რკინის მასალა - ბადის შემთხვევაში გამოდის სადღაც 4500 ლარამე
ამას დამატებული ბეტონის საძირკველი .....
ხელობა .....

ვეცდები ტრიფოლიატის ფოტო დავდო, როცა ყვავის
* * *
არ ჩავს კარგად, დიდი ეკლები აქვს და ძლიან ლამაზია. არ ვიცი ამაზე დიდად ფოტოს დადება
:უცოდინარი:

Posted by: (c)TG 1 Jun 2008, 01:12
marki
n-i-c-k
დღეს გვიან მოვედი და ტრიფოლიატი კი არა, სადარბაზოს ძლივს მივაგენი სიბნელეში

ლიფტი არ მუშაობდა და მე9 სართულზე ავბობღდი ძლივს

ხვალ მზიურში ბავშვი მიგვყავს და იქიდან რომ დავბრუნდები, სანამ ავალ ფეხით იქნებ გადავიღო აქ როგორებიცაა, კარგი მწვანე ფერი აქვს და უზარმაზარი ეკლები

Posted by: kudracha 2 Jun 2008, 07:22
marki
QUOTE
ბევრი ფული არ მაქვს და შედარებით იაფი რა დამიჯდება?

ჩვენ გავაკეთეთ (ვაკეთებთ) ღობეს და მასალიან, მიტანიან, ხელობიან 1500 ლარი ჯდება. (600 კვადრატი)
ღობედ ვიყენებთ ბადეს, რომელიც ბოძებზე იქნება გაჭიმული და ზედ მისვარკავებული. ზემოთ-ქვემოთ მავთულით დამაგრდება. ბოძები მიწაში იქნება ჩაბეტონებული ნახევარი მეტრის სიღრმეში. ხელოსანი იქაური მოვძებნეთ და ამიტომ იაფად აკეთებს, არც სატარებელია აქეთ-იქით და საჭმელ/სასმელიც არ უნდა.

Posted by: Natia_N_N 2 Jun 2008, 11:30
მე მაგალითად გარკვეულ სიმაღლემდე - ასე 40 სმ წითელი აგურით ამოვაშენებდი და დანარჩენს გამწვანებით დავხუნძლავდი, ცოტა მეტი ფინანსების შემთხვევაში აგურისვე კოლონებს გავაკეთებდი 1,5 მეტრი დისტანციიტ და მათ შორის მანძილს რკინის მოაჯირს, რომელსაც ასევე გამწვანებით და ვერდებით დავხუნძლავდი.

აგარაკი მინდა sad.gif

Posted by: n-i-c-k 2 Jun 2008, 15:05
QUOTE
მე მაგალითად გარკვეულ სიმაღლემდე - ასე 40 სმ წითელი აგურით ამოვაშენებდი და დანარჩენს გამწვანებით დავხუნძლავდი



Natia_N_N შენ ალბათ არ გაგიგია რა არის ძროხა... ???

40 სმ ზე გადავა... და ეზოში ყველაფერს გაგიფუჭებს...

Fagus sylvatica (beuk)
user posted image


ilex_aquifolium
user posted image

Pyracantha (vuurdoorn)
user posted image

Posted by: katedudu 2 Jun 2008, 15:16
marki

ღობის პრობლემა მეც მქონდა ჩემს ნაკვეთში და "რკინის უგოლნიკების" ფასის გამო ვიყიდე მხოლოდ ბადე და ვიშოვე რკინის ბოძები დაბეტონდა ეს რკინის ბოძები და ღობეც მშვენიერია და რაც შეეხება მწვანე ღობეს, რადგანაც ტუია ძვირი ღირდა 1 პაწაწინა ტოტი 3 ლარი ამიტომ გადავწყვიტე ტრიფოლიატი წამოვიღო იმერეთიდან. ტრიფოლიატი მაქვს სოფელში და თან იმდენი რომ ეყოფა ჩემს ნაკვეთს, ლამაზიცაა, მუდმივად მწვანეა და თან ეზოც "სუნთქავს"

Posted by: gio-floyd88 2 Jun 2008, 16:03
ტუიას ბუჩქი მაგარია მარა გვიან იძრდება
მგონი ჯობია ხისს სამქროებში ტხელი ნარჩენები რო რჩება იქ დაამზხადებინო რამე სტანდარტული დეკორატიული ღობე მაგარი იქნება, ტან რო შეღებავ ვაფშე

Posted by: katedudu 2 Jun 2008, 16:10
gio-floyd88

კარგი იდეაა ოღონდ ხეს მერე დამუშავება სჭირდება თორემ ერთ წელიწადში როგორც მინიმუმ დალპება...........

Posted by: gio-floyd88 2 Jun 2008, 16:34
მაშინ საღებავის მაგივრად ლაქს გადაუსვამ

თუ ეხლა ძროხა ან რამე არ მიადგა და ეჩალიჩა, გაძლებს თან მაგარი ლამაზი იქნება ცემი აზრიტ, ტან იაფი

Posted by: marki 2 Jun 2008, 16:46
katedudu
kudracha

ტრიფოლიატები მოვიმარაგე მეც და ამ შემოდგომას ვფიქრობ გადავრგო. მანამდე მაინც ასე ვიფიქტე: ბეტონის (ან აგურის) ძირი ნახევარი მეტრა (ამას საძირკველიც ხო უნდა ანუ ამოთხრა) ამ ბეტონის ძირზე ჩაიყრება ბოძები და უგოლნიკებში ჩასმული ბადე.

ეგებ უგონიკების გაერეშე ღირდეს? აღარ ვიცი რა ვქნა, ერთი ჩეულებრივი პროლეტარი ვარ წვრილ-შვილით biggrin.gif


gio-floyd88

ხეზეც ვიფიქრე, მაგრამ ზამთარში თოვლი დევს ხოლმე ისეთი ვერ ავდივარ და დაალპობს ალბათ.

vis.gif

:ესრასაქმესშევეჭიდე:
:რამინდოდაწვენებში:

Posted by: gio-floyd88 2 Jun 2008, 17:14
QUOTE
ხეზეც ვიფიქრე, მაგრამ ზამთარში თოვლი დევს ხოლმე ისეთი ვერ ავდივარ და დაალპობს ალბათ.


არა თუ ლაქი ესმავა ვერაფერს უზამს

Posted by: kudracha 2 Jun 2008, 18:52
QUOTE
ხეზეც ვიფიქრე, მაგრამ ზამთარში თოვლი დევს ხოლმე ისეთი ვერ ავდივარ და დაალპობს ალბათ

არც ხეა მამენტ იაფი rolleyes.gif

Posted by: patriciia 3 Jun 2008, 00:35
ცოცხალი ღობე საოცრად ლა,აზია და ვერავითარი რკინის ან სხვა ნაკეთობა ვერ შეედრება ჩემი აზრით........გარდა ამისა, არ მიყვარს, როდესაც სახლი სიმყუდროვის ნაცვლად ფულს ასხივებს.....ითქოს ყველაფერი გამოსაჩენად და თვალის დასაბრმავებლად არის გაკეთებული.....ცოცხალი ღობე კი უკვე კონცეფციაა _ ლამაზი, მყუდრო და გამწვანებული სახლის კონცეფცია......

Posted by: katedudu 3 Jun 2008, 00:37
patriciia


QUOTE
ცოცხალი ღობე კი უკვე კონცეფციაა _ ლამაზი, მყუდრო და გამწვანებული სახლის კონცეფცია......


yes! yes!

პ.ს. ნეტა როდის გაიზრდება ჩემი ტრიფოლიატებიიიიიიიი

Posted by: marki 3 Jun 2008, 16:28
patriciia
QUOTE
ცოცხალი ღობე საოცრად ლა,აზია და ვერავითარი რკინის ან სხვა ნაკეთობა ვერ შეედრება ჩემი აზრით........გარდა ამისა, არ მიყვარს, როდესაც სახლი სიმყუდროვის ნაცვლად ფულს ასხივებს.....ითქოს ყველაფერი გამოსაჩენად და თვალის დასაბრმავებლად არის გაკეთებული.....ცოცხალი ღობე კი უკვე კონცეფციაა _ ლამაზი, მყუდრო და გამწვანებული სახლის კონცეფცია......



მეც მწვანე ღობე მიყვარს, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება ეს ტრიფოლიატები. რამდენიმე წელი უნდა და არ ვიცი რა ვიღონო. საქონელი დასეირნობს ხოლმე იმ მიდამოებში და ამიტომ ღობის გარეშე არ გამომივა აფერი.

* * *
ვინმემ ხომ არ იცით, ხის ღობე რომ გადავწყვიტო რა მასალა უნდა ვიყიდო? ფიჭვი? აი ის აპალოვკისთვის რაც არის განკუთვნილი, თუ რამე სხვა?
ისიც ხომ არ იცით რა ღირს 1მ3?

Posted by: patriciia 4 Jun 2008, 01:04
marki
ყველაზე კარგი სეტკის ღობეა, რომლის შიგნით მთელს პერიმეტრზე ტრიფოლიატს დარგავ, როცა იქნება ხომ გაიზრდება? მანამდე კი სეტკა დაგიცავს როგორმე

Posted by: marki 4 Jun 2008, 01:16
patriciia

QUOTE
ყველაზე კარგი სეტკის ღობეა, რომლის შიგნით მთელს პერიმეტრზე ტრიფოლიატს დარგავ, როცა იქნება ხომ გაიზრდება? მანამდე კი სეტკა დაგიცავს როგორმე



ასე რა! მარტივად,
არ გავიხეთქე გული და ავიტკივე თავი?


Posted by: n-i-c-k 4 Jun 2008, 13:43
მაშინ იასამანი მიურგე მაგ სეტკის ღობეს !

იაფია, განსაკუთრებული მოვლაც არ უნდა და მეზობლის თვალისაგანაც დაგიცავს ...

user posted image



Posted by: nin75 4 Jun 2008, 22:09
n-i-c-k
იასამანი ძალიან კარგი იდეაა, თან იაფია და თან მალე იზრდება smile.gif

როგორ ვერ მოვიფიქრე smile.gif))))))

ტუია ვიყიდე 50 ძირი...sad.gif მეგონა ჩქარა გაიზრდებოდა...................

Posted by: marki 5 Jun 2008, 02:13
nin75
QUOTE
ტუია ვიყიდე 50 ძირი


დადე რა ფოტო, ტუია რომელია?
* * *

მაგარი ფოტოები და ინფო გავჩითე ტრიფოლიატებზე; სხვადასხვანაირები ყოფილა:

http://www.mobot.org/gardeninghelp/images/low/E790-0901020.jpg

http://www.homecitrusgrowers.co.uk/poncirustrifoliata/poncirus.html

მე თავის დროზე ტიბაანში შევიზინე, იქ ერთ კაცს ღობე ქონდა გაკეთებული ამ მცენარით; არის მარადმწვანე, ხშირი და ეკლიანი; მნდარინის მსგავსი პატარა ნაყოფით; მოკლედ მწვანე ღობე ვისაც უნდა მგონი კარგია. ყინვაგამძლეა; თითქოს ჭირდება ტენიანი ნიადაგი; თუმცა ტიბაანი და ქიზიყი საერთოდ უწყლო და მშრალია და მაინც ხოშიანად ხარობს;

Posted by: n-i-c-k 5 Jun 2008, 21:14
აი ტუია ... ვარდის უკან რომ არის 4 ცალი...

Posted by: natia1975 22 Jun 2009, 14:13
მოგესალმებით, რჩევები მჭირდება ღობესთან დაკავშირებით. მაქვს მიწის ნაკვეთი დაახლებით 1ჰა. მინდა გავიზიარო თქვენი ცოდნა და გამოცდილება ღობის გაკეთებასთან დაკავშირებით. ვის რა რჩევები გაქვთ და როგორი სახის ღობე ჯდება სედარებით იაფი? წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: aikevich 22 Jun 2009, 22:17
მეც მაინტერესებს. მარტივი შეღობვა 1000 კვ.მ. რა დამიჯდება?

Posted by: winmast 24 Jun 2009, 12:46
იაფი ალბათ ეწ კოლიუჩკა. კარგ ღობეს ფუნდამენტით და კომბინირებულ (ბეტონი რკინა ხე) ზედაპირით პაკო 120-145 ლარად აკეთებს მეტრს

Posted by: natia1975 7 Jul 2009, 12:43
მოკლედ მაქვს ნაკვეთი 23*39 მეტრზე. სწორი ადგილია. მაინტერესებს ვინმემ თუ იცის ყველაზე მარტივი და იაფი შეღობვა რა დამიჯდება. საქართველოში იმდენს ითხოვენ ღობის გაკეთებაში სახლი არ ჯდება მაგდენი.


Posted by: gvido 7 Jul 2009, 17:33

ბევრგან მინახავს რომ აკეთებენ სპეციალური ბეტონის აგურებივით არის უფრო სწორედ ფილებია და აწყობენ ერთმანეთზე ძალიან ლამაზი ჩანს და საკმაოდ მყარი უნდა იყოს მგონი
აი ფასი მეც ძალიან მაინტერესებს

Posted by: farna 7 Jul 2009, 17:58
ეხლა ვაკეთებ, კარგია პანელის ღობეები მაგრამ ძნელია შოვნა ახლის, გირჩევნია ბლოკის გააკეთო
* * *
1კვ მეტრსჰი მიდის 12,5 (თორმეტნახევარი ბლოკი) ანუ 2 მეტრის სიმაღლის რო გააკეთო დაუშვათ პერიმეტრი- 150 მეტრია, 2 უნდა გაამრავლო 150 მეტრზე ეს არი - 300 მ2, 300მ2 გაამრავლე 12,5 ბლოკზე, ეს გამოვიდა 3750 ბლოკი, ერტი ბლოკი ღირს(20 სანტიმეტრიანი) 1.5 ლარი, ერთი ბლოკის დადება(ხელობა) ჯდება 35-45 თეთრი, ცემენტის ხსნარი 1მ2 ბლოკის ღობეს ჭირდება 0.045მ3, 1მ3-ჯდება 110-130 ლარი, გააჩნია ცოკოლის სიმაგლეს რამდენს უკეთებ ეგეც გაამრავლე სიგრდზე საგანე სიმაღლე და მიიღებ რამდენი მ3 ცემენტის ხსნარი წავა ცოკოლში, ასევე ჭირდება არმატურაც smile.gif
* * *
დაახლოებით, ერთი მეტრი ღობე ბლოკის დაგიჯდება მასალიანად 90-100 ლარი, 2 მეტრის სიმაღლის

Posted by: gvido 7 Jul 2009, 23:11
farna
ანუ თუ პერიმეტრი 150 მეტრია 15K მარტო 2 მეტრიან ღობეში წავა ხო? biggrin.gif

Posted by: farna 9 Jul 2009, 01:13
როგორი გონიერი ხარ გავგიჯდი უცებ ითვისებsmile.gif)), ეტყობა ბავშვობიდან ნიჭიერი ხარsmile.gif)))

Posted by: sks54 11 May 2010, 14:30
ხომ არ იცით სადმე შეღავათიან ფასად რომ აკეთებდნენ, "სეტკის" ღობეს, ან ბოძებძე გაბმულს ან კუთხოვანაშჳ ჩასმულს ?


Posted by: zazaazma 11 May 2010, 21:21
SKS54
რამოდენიმე თვის წინ შემოვღობეთ მე და ჩემმა მეგობარმა 3 ჰექტარი მიწა საკუთარი ძალებით. კი გაგვიჭირდა , მარა იაფად გამოვედით შედარებით. შემიძლია გაგიზიარო გამოცდილება.

Posted by: ხორხე 13 Jun 2010, 00:03
და ეს მწვანე ღობე ქვეწარმავლებისთვის არისო მიმზიდველიო და მართალია? :სპყ:

Posted by: cubege 6 Jul 2010, 09:28
QUOTE (patriciia @ 4 Jun 2008, 01:04 )
marki
ყველაზე კარგი სეტკის ღობეა, რომლის შიგნით მთელს პერიმეტრზე ტრიფოლიატს დარგავ, როცა იქნება ხომ გაიზრდება? მანამდე კი სეტკა დაგიცავს როგორმე

მე ცეგრე ვფიქრობ!

















http://cube.ge

Posted by: davita74 22 Jan 2011, 21:48
zazaazma
QUOTE
რამოდენიმე თვის წინ შემოვღობეთ მე და ჩემმა მეგობარმა 3 ჰექტარი მიწა საკუთარი ძალებით. კი გაგვიჭირდა , მარა იაფად გამოვედით შედარებით. შემიძლია გაგიზიარო გამოცდილება.


თუ ძმა ხარ გამაგებინე იაფად როგორ გამოვიდე მეც 2 გექტარი მაქ შემოსაღობი

Posted by: TT-KK 22 Jan 2011, 22:41
davita74
QUOTE
zazaazma
QUOTE
რამოდენიმე თვის წინ შემოვღობეთ მე და ჩემმა მეგობარმა 3 ჰექტარი მიწა საკუთარი ძალებით. კი გაგვიჭირდა , მარა იაფად გამოვედით შედარებით. შემიძლია გაგიზიარო გამოცდილება.



თუ ძმა ხარ გამაგებინე იაფად როგორ გამოვიდე მეც 2 გექტარი მაქ შემოსაღობი

გაგვიზიარე,რაა

Posted by: mtidan 23 Jan 2011, 00:53

გალავანი, კლდის დიდი ქვებით აშენებული, ყველაზე იაფი და გამძლეა. (ისეთი ქვით, რომელიც დარტყმით ფენებად იშლება)

Posted by: davita74 23 Jan 2011, 13:53

მინდა გავაკეთო ტრიფოლეატის ღობე მაგრამ გამიგია რომ ქვეწარმავლები იცისო და მართალია????
* * *


უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ყვითელი აკაციის და იფანის(კოპიტის) ნერგების ყიდვა????????

Posted by: zazaazma 24 Jan 2011, 20:28
TT-KK
davita74
QUOTE
თუ ძმა ხარ გამაგებინე იაფად როგორ გამოვიდე მეც 2 გექტარი მაქ შემოსაღობი


დიდი სიამოვნებით:
იაფად რომ ვთქვი, ყველაფერი შედარებითია რა თქმა უნდა. დავიწყოთ:
რკინის მილები, რა ტქმ უნდა სხვადასხვა დიამეტრების შევაგროვებინეთ ჯარტის ჩამბარებელ პუნქტში, ქუჩებში რომაა იქ არა, ძირითადი სადაცაა იქ (თბილისშია) ჩვენ 700 ბოძი დაგვჭირდა, წონით ვიყიდეთ კილოში მაშინ 60 -55 თეთრი მივეცით. ბაზრობასთან შედარებით 1/3 დაჯდა. თითო ორმოს ამოთხრა და ამ მილების ჩაბეტონება დაგვიჯდა 1,25 ლარი (მუშები ვიქირავეთ). სეტკა ჩვენ თვითონ შემოვარტყით და დავრგეთ ტრიფოლიატი. ესაა და ეს.
გისურვებთ ცარმატებებს

Posted by: TT-KK 25 Jan 2011, 01:16
davita74
QUOTE
იფანის(კოპიტის) ნერგების ყიდვა

ამას თესავენ და ამოდის ძალიან ადვილად.გამხმარ თესლს აგროვებენ შემოდგომაზე.
zazaazma
მადლობა

Posted by: bachuki999 25 Jan 2011, 12:33
ეს ბეტონის ღობეები რომარის ჩამოსხმული როგორია გამძლეა ? smile.gif ..

Posted by: davita74 25 Jan 2011, 20:52
bachuki999

კარგი კია მარა ვერ იშოვი და რომც იშოვო ძვირი დაგიჯდებამაგას აჯობებს -zazaazma-ს რჩევა გაითვალისწინო
* * *
zazaazma

გაიხარე ძმაო მართლა მაგრად დამეხმარე ისევ ეგ ვარიანტია ყველაზე რეალური თან მე სეტკას არ ვჭიმავ მავტულების გაბმას ვაპირებ

Posted by: ხორხე 3 Apr 2011, 07:56
მეგობრებო ახალი წესების მიხედვით თუკი აშენებ კაპიტალურ ღობეს უნდა გქონდეს ნებართვა მერიიდან, ნებართვის ასაღებად დაახლოებით 100 ლარამდე არის საჭირო და ფირმები რომაა ისინი დაგეხმარებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა 10 000 და დაგანგრევინებენ, ასე რომ ჯობს თავიდანვე იზრუნოთ, შემდგომში პრობლემების თავიდან ასაცილებლად

Posted by: kea 3 Apr 2011, 20:42
თბილისში არ ვიცი მაგარამ თეთრიწყაროს რაიონში კაპიტალურ ღობეს რო ვაშენებდი დამადგენენ და ეს რას ჩადიხარო მითხრეს, რა თქმა უნდა შეშფოთებით. მერე გაზომეს სიმაღლე და 2,2 მეტრს რო არ აღემატებოდა არც ნებართვა მოითხოვეს და არც არაფერი.

Posted by: murzakani 4 Apr 2011, 03:21
ნაკვეთის პერიმეტრზე ჩასხმული მაქვს ბეტონი და თან დატანებული ბოძები, ანუ მაგას უნდა "კატანკა" მავრთული და სეტკა, რომ შევღობო. ვინმე დამითვლის, რა დამიჯდება? სადღაც 200 მეტრია პერიმეტრი...

Posted by: zazamos 5 Apr 2011, 21:15
bachuki999
davita74
QUOTE
ეს ბეტონის ღობეები რომარის ჩამოსხმული როგორია გამძლეა ?

QUOTE
კარგი კია მარა ვერ იშოვი

არა, შოვნით იშოვნი - მე მინდა ნაკვეთის შეღობვა და აი ამათ მივაგენი - http://www.eurobeton.ge/
მგონი, გურჯაანშია ეს საწარმო.
QUOTE
რომც იშოვო ძვირი დაგიჯდება

ეს კი მართალია. მაგათ საიტზე კონტაქტებში არის ჩამოსატვირთი პრაის-ლისტი. უხეშად რომ ვიანგარიშე, გრძივი მეტრი 110 ლარის ფარგლებში, ისიც ყველაზე იაფი ვარიანტი. არადა სადღაც 50 მეტრია შესაღობი sad.gif
ახლა ისევ ბლოკის ვარიანტი უნდა განვიხილო.

Posted by: N&T 23 Oct 2011, 18:25
სად ვიყიდო ასეთი ფილები ?
6მ X 2მ
http://www.radikal.ru

Posted by: gguudduunnaa 24 Oct 2011, 10:37
სად შეიძლება ვიყიდო ტრიფოლიატის ნერგები თუ იცით ვინმემ დაწერეთ

Posted by: N&T 15 Nov 2011, 16:03
QUOTE
სად ვიყიდო ასეთი ფილები ?

?


Posted by: 4l2m 12 Dec 2011, 23:53
marki
QUOTE
ბევრი ფული არ მაქვს და შედარებით იაფი რა დამიჯდება?
მირჩიეთ რა რამე.

ამ რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე ერთ ღარიბ ესპანურ ოჯახზე ვნახე სიუჟეტი, რომლებმაც ჯერ ღობე ხოლო შემდგომ თვით სახლიც ნახმარი საბურავებისგან ააგეს. ანუ აიღეს ერთი საბურავი, დადეს მიწაზე და შიგ მიწა ჩაპრესეს. გვერდით მას მეორე ასეთივე საბურავი დაადეს, შემდგომ მესამე და ასე სემდეგ. მეორე რიგიც ისეთივე პრინციპით ააგრს ოღონდ საბურავების განლაგება ჭადრაკული იყო.
სასურველი სიმაღლის მიღწევის შემდეგ ღობე გალესე და შემდგომ კი შეღებეს. კედელიო გამოვიდა გამძლე, ძალიან მყარი და რაც მთავარია იაფი.

Posted by: manchoo 13 Dec 2011, 07:05
QUOTE
წყავი ... რუსულად Лавровишня


ძალიან მომწონს მეც ასეთი ცოცხალი ღობეები, ჩემს სამეზობლოშიც აქვთ, ნაძვებია გარკვეული ჯიშის, რომლებიც ვიწროა და არც ძალიან მაღალი. ამ სურათს თუ დააკვირდებით შემოდგომით ფოთლის მოგროვება და გასუფთავება მოუწევს პატრონს. ასევე უნდა გაისხლას ბუჩქები ყოველწლიურად, თორემ ხესავით გახდება. გააჩნია რას გამოიყენებთ გასასხლავად , ყველა შემთხვევაში დანახარჯი ექნება. დიდ ფართობზე მითუმეტეს ეფექტურია დრუჟბასავით რაღაც(რა ქვია ქართულად?) ამას ბენზინი ან ელ ენერგია დასჭირდება.

თუ პატარა ბავშვი გყავთ გასაზრდელი ან მომავალში გეყოლებათ, ასეთ ღობეს არ გირჩევთ, ჩვენ ხის ღობე გავაკეთეთ, მაგრამ მთელ ფართობზე არ მოგვცეს უფლება და გარედან ასეთი ნაძვები ჩავრგე, რომ ქუჩიდან კარგად გამოჩენილიყო. თუ ამას ვერ მოვახერხებდით, სეტკა ზეც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ შემომერობა და დამშვიდებული ვყოფილიყავი რომ ჩემი ბიჭი ქუჩაში არ გაიქცეოდა biggrin.gif

Posted by: mahamba 5 Feb 2012, 10:28
ყოველ სამ მეტრაში ხის ბოძებს ჩაარჭობ, გაჭიმავ მავთულს და )))))))))))))))) მერე ზედ ჯაგს (ეკლიანი ბუჩქია) მიამაგრებ, კალიუცკაზე მაგარი და ზაან იაფია.

Posted by: Charlotte Casiraghi 21 Feb 2012, 21:12
natia1975
თუ კაპიტალურად ააშენებთ შემდეგი ეტაპებია: ჯერ საძირკველის გათხრა, არმატურებით და ბეტონით, რეკომენდირებულია 3-4 მეტრში საყრდენებად არმატურების სიმაღლეზე ჩაყოლება რაც ასევე ბეტონით სეივსება ღობის ასენებისას. შემდეგ უნდა დაშენდეს, ჯობია ბლოკი 2 მეტრამდე და დაიხუროს რომ წყალმა არ იდინოს ღობეში, შემდეგ გალესვა, ბრიზგი..

ძვირია, ბევრი თავისტკივილია, ზატო საშვილიშვილო..

ყველაზე იაფი ალბათ ბოძების ჩაცემენტება და ზედ სეტკის ღობის გაკვრა დაჯდება..

Posted by: exploit 22 Feb 2012, 15:18
600 კვადრატზე 8-9 ათასამდე ჯდება რომ დამითვალეს


Posted by: Charlotte Casiraghi 22 Feb 2012, 21:39
exploit

ჩემი ფართობი რაც დაჯდა იქედან გამომდინარე, თქვენი ფართობის ხარჯთაღრიცხვა ალბათ ეგრე გამოვიდოდა..

Posted by: Zia_kurosawa 24 Feb 2012, 00:05
მაგალითად, თუ არის შესაძლებელი ქვა-ღორღის გამოყენება
ცემენტის ხსნართან? შეიძლება აურაცხელი რაოდენობით მოვიტანო
ქვაღორღი! 2100 კვადრატული მეტრი მაქვს ნაკვეთი და შესაღობია,
ხოდა, მოკლედ თუ უწინ ასე აშენებდნენ წინაპრები და ძლებდა ახლა
რატომ არ უნდა გაძლოს? smile.gif)

ვაბშე რამდენად რეალურ რამეს ვიძახი მაინტერესებს smile.gif

Posted by: cosaela 24 Feb 2012, 00:43
დეკორატიულ ღობეს ეძახიან არმირებული ბეტონით აკეთებენ, მყარიცაა და ლამაზიც,სხვადასხვა დიზაინის. მონტაჟიანად 55-60 ლარი ჯდება.თუ დაინტერესდბით საკონტაკტოს გაგიგებთ და მოგაწვდით

Posted by: nikush_1976 12 Mar 2012, 20:11
მე ცჰავაბეტონე ჯართში ნაყიდი მილები, შემდეგ გავავლე 5 ხაზი ეკლიანი მავთული, დამიჯდა ძალიან იაფი, სულ 200 ლარამდე 70 მეტრის პერიმეტრზე, არც დამითვლია, მაგრამ უხესად ასეა

Posted by: Pshaveli 12 Mar 2012, 21:55
natia1975
დანიშნულება რა უნდა ქონდეს თქვენ ღობეს? ანუ რისგან უნდა დაგიცვათ?

Posted by: nikush_1976 27 Mar 2012, 22:43
ღობის დანიშნულებაა შენს მიწის ნაკვეთზე არ იაროს გარეულმა და შინაურმა ცხოველებმა, ძაღლებმა, ღორებმა და ძროხებმა. მე მაქვს მიწის ნაკვეთი ქალაქთან ძალიან ახლოს და ვეწევი მებაღეობას. მაქვს ნერგები, მწვანილი, რაც ეხება ადამიანს, ვერცერთი ღობე ვერ დაგიცავთ ადამიანისგან.ჩინეთის კედელიც კი უძლურია ადამიანის წინაშე

Posted by: Pshaveli 27 Mar 2012, 23:49
nikush_1976
QUOTE
ღობის დანიშნულებაა შენს მიწის ნაკვეთზე არ იაროს გარეულმა და შინაურმა ცხოველებმა, ძაღლებმა, ღორებმა და ძროხებმა. მე მაქვს მიწის ნაკვეთი ქალაქთან ძალიან ახლოს და ვეწევი მებაღეობას. მაქვს ნერგები, მწვანილი, რაც ეხება ადამიანს, ვერცერთი ღობე ვერ დაგიცავთ ადამიანისგან.ჩინეთის კედელიც კი უძლურია ადამიანის წინაშე


აგაშენა ღმერთმა, გესმის საგანი.
აბა ესეთ ღობეზე რას იტყვი:
http://tsaacademyaid.blogspot.com/p/photo-gallery.html
ან ეს: http://www.razorwire.ru/konstr.php

ცხოველი(გინდა შინაური, გინდა გარეული) ასეთ ღობეზე ვერ გადავა. ხვიის დიამეტრი ალბათ 40-50 სმ მაინც უნდა იყოს.

Posted by: nikush_1976 30 Mar 2012, 12:07
დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი ღობე. შეძლების ამბავია, თორემ, რა თქმა უნდა, ლამაზი და გემოვნებიანი ყველაფერი ჯობს. მე პირადად, ხის ღობეს გავაკეთებდი, რიყის ქვებთნ ერთად შეხამებით, მაგრამ ძვირი ჯდება და დავივიწყე.

Posted by: CALDWELL 25 Jul 2012, 23:16
სად შეიძლება ვიყიდო ტრიფოლიატის ნერგები თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა გთხოვთ, ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარე ცოცხალი ღობისთვის

Posted by: davita74 27 Jul 2012, 23:31
CALDWELL
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო ტრიფოლიატის ნერგები თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა გთხოვთ, ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარე ცოცხალი ღობისთვის


ბაზარი რომ იყო ძველი იმის პირდაპირ ნერგებს ყიდიან და მანდ ზალინა იკითხე და ის მოგცემს ტრიფოლიატის ნერგებს . არ არის ეგ დეფიციტიიიიიიი wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: CALDWELL 28 Jul 2012, 02:36
davita74
QUOTE
ბაზარი რომ იყო ძველი

რომელი ბაზარი?


Posted by: rastafari 28 Jul 2012, 12:10
CALDWELL
QUOTE
რომელი ბაზარი?

ალბათ დეზერტირები.
მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ რომ იდგნენ აღარ დგანან? ეგენიც ყიდიდნენ.

Posted by: davita74 29 Jul 2012, 03:29
CALDWELL
QUOTE
რომელი ბაზარი?


ყოფილი დეზერტირების ბაზარიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: ხუტა 29 Jul 2012, 15:52
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: CALDWELL 29 Jul 2012, 23:46
rastafari
davita74
მადლიობა

Posted by: gogliko777 18 Mar 2013, 15:40
სალამი!
2008დან იწყება ეს ტემა, ვინც დარგო გაახარა? რა შედეგია?
აგერ ყიდიან მაგის ტესლებს/ნერგებს....
130 მეტრი მინდა შემოვღობო და ბეტონი კარგ კუშს ურტყაბს, ბადე+სიმაწვანეს ვფიქრობ, თქვით რამე გამოცდილებო, გააამრათლა ტრიფოლიატმა?

Posted by: L_O_RD 28 Mar 2013, 16:53
გამარჯობათ

მინდა გთხოვოთ რჩევა, სოფელში ღობის გაკეთება მინდა, ისიც ვიფიქრე რამე ეკლოვან ბუჩქს დავრგავთქო, მაგრამ არც ეგ ვიცი რა დამიჯდება,
შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად რჩევები მომცეს, აქ გავეცანი რამოდენიმე ვარიანტს და ბოლო პოსტი მომეწონა, იქნებ უფრო იაფი ვარიანტიც მოგვეძებნა?!

მადლობთ ყურადღებისათვის

Posted by: cosaela 28 Mar 2013, 20:54
L_O_RD
ტრიფოლიატი შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ რა თქმა უნდა მისაღებია:-) ეკლიანიცაა დ მარადმწვანეც,ფორმის მიცემაც შეიძლება დეკორაციის ვარიანტში,ბევრად იაფიც დაჯდება

Posted by: georgia2009 29 Mar 2013, 13:08
მითხრეს, ტიხრის ბლოკიც გამოდგებაო ღობისთვისო.

Posted by: nikush_1976 31 Mar 2013, 10:47
QUOTE
შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად რჩევები

QUOTE
შეგიძლიათ

მე დავაბეტონე (თუმცა შეგიძლიათ მიწაში ჩატკეპნოთ ნახევარი მეტრის სიღრმეზე, ესეც მუშაობს) მილები 2,5 მეტრის დაშორებით და შემდეგ მთელ ნაკვეთს შემოვავლე ეკლიანი მავთული მტკაველის დაშორებით ( 6 ხაზი) . საქონელი ვერ შედის, თუ ძაღლის შემოძრომაც არ გინდათ, მაშნ მავთულბადე (სეტკა) უნდა შემოავლოთ. აი ეს არის ყველაზე იაფი გზა.

Posted by: alex77 31 Mar 2013, 23:55
გამარჯობათ
კველაზე იაპად და სცრაპად შეგიდლიათ გააკეთოდ ბოდზე შემოხვეული მავთულხლართოვანი ხობე. ეს თკვენთვითონაც შეგიდზლიათ გააკეთოთ. სამშეენებლო პირმა "ხიზანიშვილი & კომპანია.

Posted by: vasofg 14 Apr 2013, 22:51
QUOTE
ღობის პრობლემა მეც მქონდა ჩემს ნაკვეთში და "რკინის უგოლნიკების" ფასის გამო ვიყიდე მხოლოდ ბადე და ვიშოვე რკინის ბოძები დაბეტონდა ეს რკინის ბოძები და ღობეც მშვენიერია და რაც შეეხება მწვანე ღობეს, რადგანაც ტუია ძვირი ღირდა 1 პაწაწინა ტოტი 3 ლარი ამიტომ გადავწყვიტე ტრიფოლიატი წამოვიღო იმერეთიდან. ტრიფოლიატი მაქვს სოფელში და თან იმდენი რომ ეყოფა ჩემს ნაკვეთს, ლამაზიცაა, მუდმივად მწვანეა და თან ეზოც "სუნთქავს"


ხო მარადმწვანეა?

Posted by: kea 15 Apr 2013, 05:25
მცოდნე ხალხო, მისაშველეთ რამე, ღობე მაქ, ბლოკის, გარედან ლიცევოია ბლოკი გალესვა არ მინდა, შიგნიდან კიდე გასალესია. რას მირჩევთ, ჭორიკანას მაგვარი რამე ხომ არ გამეშვა , ბეტონის კედელს სიმწვანე მირჩევნია, ან რაიმე სხვა მცენარე თუ იცით, თუ გავლესო მაინც? baby.gif

Posted by: kopalla 16 Apr 2013, 17:26
http://www.facebook.com/photo.php?fbid=101464366692709&set=a.101463640026115.2971.100004874373531&type=1&theater

ეს ფოტოები დაათვალიერე და თუ მოგეწონა გადაკავშირებ ხელოსანთან, შეიძლბა ნებისმიერი დიზაინის მოფიქრება

Posted by: kea 17 Apr 2013, 03:28
kopalla
მადლობა დიდი! მართლა არ მეგონა ასეთი რამეების გაკეთებაც თუ შეიძლებოდა კედლებზე, ძალიან მაგარია, მაგრამ მაგას კაი ძვირი ფასიც ექნება და მე რამე უფრო ისეთი, უბრალო მჭირდება smile.gif

Posted by: kopalla 17 Apr 2013, 17:58
kea

სხვათაშორის არ ჯდება ძალიან ძვირი შედეგთან შეფარდებით smile.gif 15-დან 30 ლარამდე კვადრატული, ფართობის და სირთულიდან გამომდინარე + ცემენტი ქვიშა და საღებავი

Posted by: REZiKA87 24 Apr 2013, 12:31
მიწა ვიყიდე 300 კვადრატული, ნუცუბიძის მეოთხის და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა, რომ შემოვღობო რამით, ისე რომ იაფად გამოვიდე.. რას მირჩევთ? :-/

Posted by: REZiKA87 24 Apr 2013, 12:35
მიწა ვიყიდე 300 კვადრატული, ნუცუბიძის მეოთხის და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა, რომ შემოვღობო რამით, ისე რომ იაფად გამოვიდე.. რას მირჩევთ? :-/

Posted by: nikush_1976 22 Sep 2013, 23:08
QUOTE
მიწა ვიყიდე 300 კვადრატული, ნუცუბიძის მეოთხის და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა, რომ შემოვღობო რამით, ისე რომ იაფად გამოვიდე.. რას მირჩევთ? :-/

მანდ საქონელი დადის ეკლიანი მავთული შემოავლე
* * *
ანდა სეტკა (მავთულბადე ქართულად) შემოავლე, ეგეც არ არის ძვირი

Posted by: jeijei 26 Mar 2014, 14:01
მოკლედ მთელი თემა გადავიკითხე და ვერ ვიპოვე ვერაფერი sad.gif

30 მეტრი სიგრძის 2 მეტრი სიმაღლის ღობე მაქვს სოფელში გასაკეთებელი, სასურველია დახურული იყოს, თანხა მაქვს დაახლოებით 2000 ლარამდე

რა მასალა შეიძლება გამოვიყენო, რომ ამ თანხაში ჩავეტიო

Posted by: laxa 26 Mar 2014, 15:30
jeijei
60 კვადრატია გინდა 780 ბლოკი 14-20-40 ლარიც არ ღირს + კვიშ და ცემენტი პატარა ფუნდამენტი 1000 ლარის მასალა. დაგრჩა ხელოსნის ფული 1000 ლარი და მაღარიჩI ღობეს რომ დაამთავრებ... gigi.gif

Posted by: jeijei 26 Mar 2014, 16:05
laxa


ბლოკი რა ღირს ვერ გავიგე smile.gif

Posted by: laxa 26 Mar 2014, 16:43
1jeijei
1 ლარი ან ნაკლები ხარისხიდან გამომდინარე

Posted by: nikush_1976 26 Mar 2014, 16:51
QUOTE
რა მასალა შეიძლება გამოვიყენო, რომ ამ თანხაში ჩავეტიო

ჩააბეტონე მილები 2 მეტრის დაშორებით, შემდეგ დაადუღე ზედ 2 ხაზი ტრუბა-კვადრატი ზემოთ და ქვემოთ, შეღებე ანტიკოროზიულით და ამ ტრუბაკვადრატზე ბოლტ-გაიკით მიამაგრე ხის ფიცრები ლამაზად. შემდეგ შეღებე ფიცრები.

Posted by: laxa 26 Mar 2014, 18:10
jeijei
ისე რა სოფელია მაგისთანა 2000 ლარიან ღობეს რომ აკეთებ ჩვენთან სახლს გაყიდინებ war.gif

Posted by: datosia 27 Mar 2014, 00:02
ეზოს ფართობი 750 მ/2
პერიმეტრი 108 მეტრი



საძირკვლის ჩასხმის ფართობი 0.4*0.2*108= 8.64 მ/3
ბეტონის ფასი =110 ლარი
ბეტონის თანხა= 950.4 ლარი

ალმატურა საძირკველი 108*4*0.888/1000 =0.384 ტ
ალმატურა ბოძები 36*4*0.888/1000= 0.128 ტ
ალმატურა საქსოვი= 0.1 ტ

ჯამი ტონა= 0.611 ტ
ტონის ფასი =1225 ლარი
თანხა ალმატურა =749.1 ლარი


ბლოკის რაოდენობა 2808
ბლოკის ფასი მიტანით 1
ბლოკის თანხა =2808


საძირკველის ჩასხმა 302.4
საძირკვლის ამოთხრა 200
ბლიკის დაწყობა 1404

ჯამი 6413.9

რამე ხომ არ გამომრჩა?
ასე დავითვალე ღობის აშენების ღირებულება

Posted by: gogliko777 27 Mar 2014, 10:02
datosia
სარტყელს არ უკეთებ ზემოდან ღობეს? მაგის არმატურა და ბეტონი?
კოლონებს რა დაშორებით შვები? რა უბანშია შენებ გააჩნია, ჩემთან დიდ დიღომში ყოველ ორ მეტრაში 20X20 კოლონა გაუშვით თორე მეზობლებს წაუწვინა ლეგოებივით....

Posted by: datosia 27 Mar 2014, 12:07
gogliko777

QUOTE
სარტყელს არ უკეთებ ზემოდან ღობეს? მაგის არმატურა და ბეტონი?


ეგ სარტყელი აუცილებელია? სიმაგრისთვისაა თუ წყალი რომ არ ჩავიდეს? ჩემი ნაკვეთი ზღვაზე ივერთუბანს რომ ეძახიან.

ხო ასევე გამომრჩა ბლოკის დაწყობის დროს ცემენტისა და ქვიშის ხარჯი. ეგ რამდენი იქნება ხომ არ იცით?

Posted by: laxa 28 Mar 2014, 14:55
datosia
ჩემი აზრით და საერთოდ ღობეს არ ჭიედება არმატურა არც ფუნდამენტში და არც არმატურის ბოძები MIტუმეტეს სარტყელი . თუ გყავთ კარგი კალატოზი და ხარისხიანი ბლოკი დაგიწყობს შოვებით ლამაზად. DA გალესვა არ დაჭირდება (რაც გამოგრჩAთ თკვენს ანგარისჩი).თუ გინდათ თკვენი კედელი იყოს უფრო მტკიცე არსებობს 3-4 მმ არმატურის სეტკა არის 14 ის 20 ის და ასე შემდეგ ბლოკის სისკის შესაფერისი რომელიც იდება ბლოკების პირებს შორის (უფრო გასაგებად პირველ პირს რომ დაალაგებს დადებს სეტკას და დაალაგებს მეორეს ) . ბოლო პირის სიგრძეზე დაალაგეთ Kრამიტი დასვით ცემენტზე დახრა ან ეზოსმხარეს ან პირიკით დაიცავს კედელს წვიმისგან და არის ლამაზი .არსებობს სხვა საშვალებები. რაც შეეხება რამდენუი რასტორი გჭIღDEBAთ ბლოკების რაოდენობიდან გამომდინარე 2მ ღობეს აპირებთ . 2M ღობეზე მიდის სიმარლეში 10ბლოკი ე.ი 1სმ ბლოკებშUA რასტორი 0.01*108*0.2 (ამ შემტხვევაშI დავწეროთ 20სმ ბლოკი (არ გაკვთ AღნიშNULI რამდენიანი ბლოკით აშენებთ) 20იანის შEმთხვევაში 0.01*0.2*108 არის 0.216 ეს10 ჯერ 2.16 მ კუბი იანგარიშეთ მეტი 2.5.

Posted by: Gamge 2 Apr 2014, 09:05
მჭირდება მეზობელთან გამყოფი ღობის გაკეთება აგარაკზე, უნდა იყოს დახურული და იაფი smile.gif რას მირჩევთ? სიგრძე არის 65 მ. სიმაღლე 1.8-2 მეტრი მინდა რომ გამოვიდეს. ბლოკი და ხე ძვირი ჯდება, ვიფიქრე ბეტონის პლიტები მეყიდა ნახმარი მაგრმა ჯერჯერობით ნორმალური ნორმალურ ფასად ვერ ვნახე და ხომ არ იცით ვინმე ყიდდეს?

ერთმა მირჩია სენდვიჩ -პანელებით გააკეთეო და ჭკუაში დამიჯდა, თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: georgia2009 2 Apr 2014, 12:41
სენდვიჩ პანელებიც არ ღირს იაფი, ტიხრის ბლოკით რომ გააკეთო, არმატურაც გამოიყენო და 2,5 მეტრში კოლონები რომ დაუყენო მასე 100 მატრი სიგრძის რობე ჯდება 10000-11000 ლარი(მე მასე დამიჯდა). ისე შედარებით იაფად რომ გამოხვიდეთ სახურავის ლისტებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ ღობე. 2-2.5 მეტრში ბოძები ჩააბეტონოთ, 2-3 ზოლად სიგრძეზე ტრუბაკვადრატები(წავა ყველაზე იაფიანი) და ზედ ლისტები. თიტქმის ნახევარ ფასში ცაეტევით, ვიდრე ბეტონის ღობე.

Posted by: Gamge 11 Apr 2014, 19:06
მოკლედ გადავწყვიტე 3X2 -ზე ბეტონის პლიტებით გაკეთEბა, დამაგრებით 8.9-იანი მილებით დავამაგრებ და საფუძველსაც ჩავასხავ ბეტონს... 65 მეტრი მასალა დაახ. 4500 ლარი ჯდება +ამწე და ხელობა...

Posted by: GRAFI1985 24 Apr 2014, 14:58
იაფი ღობე მაინც მავთულბადით ( სეტკით შემოღობვაა ) მგონი კარი წინადადება მაქვს smile.gif ვამზადებ სეტკის საქსოვ დანადგარს რომელიც ქსოვს სხვადასხვა დიამეტრის მავთულისგან სხვადასხვა ზომის ფიგურებს, მუშაობისთვის საჭიროებს გარაჟის ნახევარ ფართს და ერთ ადამიანს, 15 - 20 წუთში ამზადებს ერთ სტანდარტულ (1,5 - 10 მ ) რულონს. კომერციული საქმიანობისთვის მომგებიანი და ნაკლებად შრომატევადი საქმეა. ასევე შემიძლია ნებისმიერი რაოდენობის მავთულბადის დამზადება. დეტალებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 599 35 75 93
* * *

* * *
QUOTE (natia1975 @ 22 Jun 2009, 14:13 )
მოგესალმებით, რჩევები მჭირდება ღობესთან დაკავშირებით. მაქვს მიწის ნაკვეთი დაახლებით 1ჰა. მინდა გავიზიარო თქვენი ცოდნა და გამოცდილება ღობის გაკეთებასთან დაკავშირებით. ვის რა რჩევები გაქვთ და როგორი სახის ღობე ჯდება სედარებით იაფი? წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

იაფი ღობე მაინც მავთულბადით ( სეტკით შემოღობვაა ) მგონი კარი წინადადება მაქვს smile.gif ვამზადებ სეტკის საქსოვ დანადგარს რომელიც ქსოვს სხვადასხვა დიამეტრის მავთულისგან სხვადასხვა ზომის ფიგურებს, მუშაობისთვის საჭიროებს გარაჟის ნახევარ ფართს და ერთ ადამიანს, 15 - 20 წუთში ამზადებს ერთ სტანდარტულ (1,5 - 10 მ ) რულონს. კომერციული საქმიანობისთვის მომგებიანი და ნაკლებად შრომატევადი საქმეა. ასევე შემიძლია ნებისმიერი რაოდენობის მავთულბადის დამზადება. დეტალებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 599 35 75 93

Posted by: The Secret 15 Jan 2015, 20:16
მეგობრებო, მჭირდება თქვენი დახმარება smile.gif

მოკლედ, მჭირდება ჯაგი (უხეში, ეკლიანი ველური ბუჩქი) ნაკვეთის შემოსაღობად, პირუტყვისგან დასაცავად.

იქნებ მირჩიოთ, წინასწარ მადლობა!

Posted by: GODZILLA 16 Jan 2015, 02:19
The Secret
ტრიფოლიატი smile.gif ჩიტიც ვერ გადაფრინდება იმხელა ეკლები აქვს

user posted image

Posted by: არისტოტელე999 19 Jan 2015, 18:22
ყველზე იაფი ღობე რა ღირს? ბადე 500კვ.მ-ზე.

Posted by: grishka_rasputini 20 Jan 2015, 14:11
არც ეს არის ცუდი ვარიანტი
საერთოდ ხის ღობეები უკეთესია
http://www.radikal.ru

Posted by: Mode-Off 21 Jan 2015, 16:22
რკინის ბადე 18 ლარადაც იყიდება ელიავაზე 10 მეტრი მაგრამ არაფრად ვარგა, ძალიან თხელი და უხარისხოა. მე 32 თუ 33 ლარიანი ვიყიდე 30 ლარად მომცა. ესეც თხელია ადვილად იღუნება, მაგრამ იმ 18 ლარიანს რათქმა უნდა ჯობია smile.gif ანუ 10 მეტრი 30 ლარი შესაბამისად 500 მეტრისთვის დაგჭირდებათ 50 ცალი smile.gif 50 ჯერ 30 =1500

Posted by: The Secret 24 Jan 2015, 22:24
მეგობრებო, ელექტრო ღობესთან დაკავშირებით ვინ შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: dzleviskedeli 12 Feb 2015, 16:29
ავიდა ზემოთ wink.gif .

Posted by: datosia 12 Feb 2015, 17:21
ჩემი ღობე - წინა მხარე ბედეგის სახიანი ბლოკით 22 გ/მ + სამი დანარჩენი მხარე ჩვეულებრივი 15 იანი ბლოკით, ბოძებით, მყარი საძირკვლით, ქამარით 81 გ/მ, ჯამში დაჯდა 17 000 ლარამდე მთლიანად. ოღონდ გაულესავი.

Posted by: Toxic:) 12 Feb 2015, 22:24
გალესვის გარეშე რომ დარჩეს ბოკის ღობე დროთა განმავლობაში დაიშლება?

Posted by: davita74 13 Feb 2015, 01:09
Toxic:)
უეჭველი დაიშლება , თან წყალს მაგრად იღებს და ვერ გაძლებს გაულესავად, ემულსიის წყალხსნარში გახსენი დეკორატიული ცემენტი და დაბრიზგე

Posted by: irakli1357 17 Feb 2015, 09:39
ყველაზე იაფად რა ღობის გაკეთება შეიძლება და რა დამიჯდება? პერიმეტრი 150 კვადრატია . და დროებით მინდა ამ ღობის გაკეთება.

Posted by: Toxic:) 17 Feb 2015, 22:54
QUOTE
უეჭველი დაიშლება , თან წყალს მაგრად იღებს და ვერ გაძლებს გაულესავად, ემულსიის წყალხსნარში გახსენი დეკორატიული ცემენტი და დაბრიზგე


მეორადი აგურით რომ გავაკეთო, მაინც დაჭირდება გალესვა?

Posted by: davita74 17 Feb 2015, 23:57
irakli1357
გააჩნია ღობეს, ბლოკის გინდა თუ მავთულხლართი? ანუ ეკლიან მავთულს ვგულისხმობ,

Toxic:)
QUOTE
მეორადი აგურით რომ გავაკეთო, მაინც დაჭირდება გალესვა?


აგური ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე ბლოკი , აგურით თუ გააკეთებ ეცადე ერთმანეთს შორის შოვები კარგად ამოუვსო რომ წყალი არ ჩაუდგეს და მერე ყინვამ არ დახეთქოს, მაგრამ აგურით აშენება ძვირი სიამოვნებაა უFრო, რაოდენობითაც ბევრი წაგივა ცემენტი და ქვიშა და თან ნელია უფრო, მაგ ფასად ბლოკიტ ააშენე და გალესე ან დაბრიზგე , თან უფრო სწრაფადაც ააშენებ. 1კვ/მეტრის აშენებას ჭირდება 12,5-13 ბლოკი და აგურისას 45 აგური

Posted by: gilani676 18 Feb 2015, 14:53
ამ ტრიფოლიატის შოვნა სად შეიძლება და რამდენ ხანში იზრდება სურათში როა მაგხელა? და გველი ხო არ იკეთებს ბუდეს,ეგეთი ბუჩქიანი ადგილები უყვარს წყეულს...

Posted by: irakli1357 19 Feb 2015, 10:28
davita74
მავთულხლართი . ...........................................................

Posted by: GODZILLA 19 Feb 2015, 13:42
QUOTE
ამ ტრიფოლიატის შოვნა სად შეიძლება და რამდენ ხანში იზრდება სურათში როა მაგხელა? და გველი ხო არ იკეთებს ბუდეს,ეგეთი ბუჩქიანი ადგილები უყვარს წყეულს...


mymarket-ზე ნახე , ისე დასავლეთში მოდის , ზესტაფონის მიმდებარე სოფლებში ვინმე თუ გყავს გაშოვნინებენ მანდ ბევრია....

Posted by: davita74 19 Feb 2015, 14:47
gilani676
QUOTE
ამ ტრიფოლიატის შოვნა სად შეიძლება და რამდენ ხანში იზრდება სურათში როა მაგხელა? და გველი ხო არ იკეთებს ბუდეს,ეგეთი ბუჩქიანი ადგილები უყვარს წყეულს...

სწრაფად კი იზრდება და არც მაგის შოვნა არ არის პრობლემა მარა მეც მაგ წყეულის გამო სჰევიკავე ტავი, ოგონდ ეგ არ დავინახო რაააა

irakli1357
QUOTE
მავთულხლართი . ...........................................................

ეგ არ ვიცი, ელიავაზე ყიდიან მაგ მავთულს და იქ უნდა იკითხო რამდენ მეტრიანია და რა გირს. თან 4 რიგად მაინც უნდა შემოარტყა,


irakli1357
150 კვადრატის შემოსაღობად 4 რიგად რომ გაუშვა 200 მეტრი მაინც გჭირდება , თუ 5 რიგს გაუშვებ მთლად კარგი

Posted by: gilani676 19 Feb 2015, 21:03
QUOTE
სწრაფად კი იზრდება და არც მაგის შოვნა არ არის პრობლემა მარა მეც მაგ წყეულის გამო სჰევიკავე ტავი, ოგონდ ეგ არ დავინახო რაააა


QUOTE
mymarket-ზე ნახე , ისე დასავლეთში მოდის , ზესტაფონის მიმდებარე სოფლებში ვინმე თუ გყავს გაშოვნინებენ მანდ ბევრია....

მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: nikush_1976 2 Mar 2015, 23:21
QUOTE
საერთოდ ხის ღობეები უკეთესია


Posted by: GODZILLA 7 Apr 2015, 00:48
ასეთი ტიპის შემოღობვაზე დავრეკე და მითხრეს 1 მეტრა სიგრძის ღობე ჯდება 100 ლარი თავისი ხელობიან მიტან მოტანიანად.... სიმაღლე 2 მეტრაზე მეტი ექნებაო... ფერის არჩევანიც ქონდა ...


user posted image

Posted by: datosia 7 Apr 2015, 08:38
GODZILLA

თბილისში ძვირი ღირს, იმერეთში ბევრგან ვნახე, ქუთაისში, თერჯოლაში 60 ლარამდე ჯდებაო მიტანიან მონტაჟიანად ერთი სექცია. ანუ 2 მეტრი. თან ბოძებიც ორნამენტებიანი აქვთ.

Posted by: PLAYer_1 7 Apr 2015, 12:28
GODZILLA
QUOTE
ასეთი ტიპის შემოღობვაზე დავრეკე და მითხრეს 1 მეტრა სიგრძის ღობე ჯდება 100 ლარი თავისი ხელობიან მიტან მოტანიანად.... სიმაღლე 2 მეტრაზე მეტი ექნებაო... ფერის არჩევანიც ქონდა ...


მაგას ბლოკი არ ჯობიაა??????????????

Posted by: GODZILLA 7 Apr 2015, 13:03
QUOTE
მაგას ბლოკი არ ჯობიაა??????????????


ბლოკი არ დამითვლია რა ჯდება, არც ბლოკი დაჯდება იაფი, გალესვა და საძირკველი უფრო ღრმა უნდა ბლოკს + კოლონები და სარტყელი

Posted by: al13kim 9 Apr 2015, 14:09
ბლოკზე დამითვალ ხელოსანმა, თავისი არმირებით (საუბარია მინა ბოჭკოს არმატურა) , საძირკველით და ქამრით გამოვიდა 114 ლარი...20 სმ ბლოკით

Posted by: kea 30 Apr 2015, 21:14

მეღობეებო, მირჩიოთ იქნებ;
რანაირად უნდა გავალესინო ბლოკის ღობე რო ჰიდროიზოლაციაც ჰქონდეს და მალევე არ ჩამოიყაროს ნალესი?
ცემენტი და ქვიშა თუ კიდე რამე უნდა შეურიონ?

Posted by: kline 30 Aug 2015, 23:24
ტრიფოლიატი ვისაც გაქვთ იქნებ ფოტო დადოთ როგორ გამოიყურება ზრდის პროცესში.
მე მითხრეს 4 წელი მაინც დაჭირდებაო რომ კარგად გაიბუჩქოსო smile.gif

Posted by: kline 15 Sep 2015, 16:31
ყველაფერი ტრიფოლიატის შესახებ:

http://naturewalk.yale.edu/trees/rutaceae/poncirus-trifoliata/trifoliate-orangehardy-orange-3

Posted by: butana 23 Oct 2015, 15:07
QUOTE (GODZILLA @ 7 Apr 2015, 00:48 )
ასეთი ტიპის შემოღობვაზე დავრეკე და მითხრეს 1 მეტრა სიგრძის ღობე ჯდება 100 ლარი თავისი ხელობიან მიტან მოტანიანად.... სიმაღლე 2 მეტრაზე მეტი ექნებაო... ფერის არჩევანიც ქონდა ...


user posted image

ამაზე საშინელი ღობე არ არსებობს. ორ წელში დამეშალა.

Posted by: laxxa 25 Oct 2015, 23:46
ჩვეულებრივად კარგად დალაგებული ბლოკის ღობე

Posted by: PAINKILLER 26 Oct 2015, 10:22
QUOTE
ჩვეულებრივად კარგად დალაგებული ბლოკის ღობე

laxxa

მაგას მე ისევ აგური მირჩევნია, უფრო ლამაზიც არის და უფრო გამძლეც, ცოტა მეტი დრო და კარგი ხელოსანი სჭირდება აშენებას, მაგრამ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება smile.gif


Posted by: zviozvio 26 Oct 2015, 10:25
ბოძებზე გაბმულ მავთულბადეზე მივუშვი სურო, 3-4 წელიწადში სრულად დაიფარა და ძალიან ლამაზი გამოვიდა

Posted by: PAINKILLER 26 Oct 2015, 14:32
QUOTE
ძალიან ლამაზი გამოვიდა

zviozvio


სურათები შეგიძლია გვანახო? smile.gif



Posted by: shreketa 27 Oct 2015, 17:37
zviozvio
ძალიან კარგია უბრალოდ თუშეგიძლია უფრო დაწვრილებით დაწერე.1მეტრი რო დაფაროს რამდენი უნდა ჩაირგას,რაღირს და ასე შემდეგ.

Posted by: GODZILLA 27 Oct 2015, 17:47
QUOTE
ბოძებზე გაბმულ მავთულბადეზე მივუშვი სურო, 3-4 წელიწადში სრულად დაიფარა და ძალიან ლამაზი გამოვიდ


ერთ მინუსი აქვს მაგას. ხვლიკების და თაგვების ბუდეა...

Posted by: laxxa 27 Oct 2015, 18:30
QUOTE (PAINKILLER @ 26 Oct 2015, 10:22 )
QUOTE
ჩვეულებრივად კარგად დალაგებული ბლოკის ღობე

laxxa

მაგას მე ისევ აგური მირჩევნია, უფრო ლამაზიც არის და უფრო გამძლეც, ცოტა მეტი დრო და კარგი ხელოსანი სჭირდება აშენებას, მაგრამ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება smile.gif

კი უკეთესია მარა ნახევარ აგურს ვერ დადებ მთლიანი უნდა დადო ძვირი სიამოვნებაა, ეს კი მარტივი და მდგრადი უკეთესი შეიძლება კალატოზს გააჩნია .ერთი რჩევა ვნახე შენი სახლის სურათები ბლოკი უნდა მთლიანად იდოს რასტვორზე და ცარიელი შოვები არ ქონდეს მიუთითე კალატოზებს yes.gif

Posted by: PAINKILLER 27 Oct 2015, 23:55
QUOTE
.ერთი რჩევა ვნახე შენი სახლის სურათები ბლოკი უნდა მთლიანად იდოს რასტვორზე და ცარიელი შოვები არ ქონდეს მიუთითე კალატოზებს 

laxxa

მადლობა, ამოვავსებინებ შოვებს smile.gif

QUOTE
მარა ნახევარ აგურს ვერ დადებ


ნახევარ აგურს სიმყარე არ ექნება საკმარისი?

Posted by: laxxa 28 Oct 2015, 12:40
PAINKILLER
რა თკმა უნდა არ ექნება კარგად რომ დაეტაკო გადააქცევ მინიმუმ 14 სანტიმეტრის კედელი უნდა იყოს სისქით.ნახევარი აგურით ჩვენთან პერეგაროტკებს აკეთებდნენ ადრე მაგრამ იმ შემთხვევაში კედელი ადის ბოლომდე და იჭედება ზედა ფილასთან .

Posted by: zviozvio 28 Oct 2015, 13:19
QUOTE (GODZILLA @ 27 Oct 2015, 17:47 )
QUOTE
ბოძებზე გაბმულ მავთულბადეზე მივუშვი სურო, 3-4 წელიწადში სრულად დაიფარა და ძალიან ლამაზი გამოვიდ


ერთ მინუსი აქვს მაგას. ხვლიკების და თაგვების ბუდეა...

არც ხვლიკები და არც თაგვები არ ბუდობენ, ალბათ იმიტომ რომ კატაც გვყავს
shreketa
PAINKILLER
რომ მოვხვდები გადავუღებ და განახებთ

Posted by: PAINKILLER 29 Oct 2015, 02:21
QUOTE
კარგად რომ დაეტაკო გადააქცევ მინიმუმ 14 სანტიმეტრის კედელი უნდა იყოს სისქით


laxxa

გააჩნია როგორ ააშენებ, სტანდარტული 4 ნახვრეტიანი აგურით არ იქნება მყარი, მაგრამ ბევრნახვრეტებიანს უკეთესი სიმყარე უნდა ჰქონდეს, მეტი ცემენტი ჩავა ნახვრეტებში smile.gif


ისე 14 სანტიმეტრამდე სულ 2 სანტიმეტრი უკლია აგურს wink.gif


QUOTE
მაგრამ იმ შემთხვევაში კედელი ადის ბოლომდე და იჭედება ზედა ფილასთან .


შეიძლება ზემოთ გაუკეთო დამატებით სარტყელის მსგავსი smile.gif



Posted by: laxxa 1 Nov 2015, 13:59
PAINKILLER
ღობე არ უნდა დაჯდეს სახლის ფასი , ევროპული მშენებლობა გათვლილია ეკონომიაზე იგივე ღობე იგივე ფარეხი იგივე პადვლები და მიწისქვეშა სადგომები შენდება ბლოკით გალესვის გარეშე ( გალესვა , სარტყელი და ასე შემდეგ აძვირებს ობიეკტს ) მარტივი და ხარისხიანი. ეს ძველი ტერმინები ლესვაში გავასწორებ არის არამცოდნე კალატოზების საქმე , კედელი უნდა ააშენო სწორი და ეს არის მარტივი . შემდგომ გალესვაც ადვილია და ნაკლებ მასალას ხმარობ, სალეს მასალაზე მაქვს ლაპარაკი , საერთოდ ქართველებს გვიყვარს ველოსიპედის გამოგონება yes.gif

Posted by: PAINKILLER 1 Nov 2015, 20:10
laxxa


გალესვას არც ვაპირებ, აგურსაც მაგიტომ ვფიქრობ smile.gif


აბა ჩვეულებრივი ბლოკის ღობეს ვიდი საერთოდ არა აქვს, ფასადის ბლოკი თითქმის კერამიკული ბლოკის ფასი ღირს, ისევ ეს ბოლო მირჩევნია გამოვიყენო smile.gif

Posted by: Tinker Bell 26 Feb 2016, 13:53
ხალხო რამე დეკორატიული სეტკა არსებობს? ცოტა ლამაზი რკინის გისოსებზე მინდა გადავაკრა რომ ბავშივი არ გამოძვრეს და არ გადავარდეს

Posted by: gogliko777 26 Feb 2016, 16:20
zviozvio
სუროს მაგივრად გაუშვი პართენოცისუსი, ძალიან ლამაზია, ქვეწარმავლებს არ იკარებს და ნალესსაც არ აფუჭებს. ერთი მინუსი აქვს, ზამთარში ტიტვლდება, მაგრამ შემოდგომაზე ისეეთი ლამაზი ფერები აქვს, ღირს მაგად.

PAINKILLER
პეინ, ხარისხიანი 15იან ბლოკი იშოვე (სწორი და მკვრივი ზედაპირი რომ ქონდეს), წესიერ მშენებელს ააშენებინე შვეულში (მე არ გამიმართლა აცაბაცად იყო გალესვვამდე ჩემი ღობე sad.gif ), და შეგიძLია არ გალესო, მაგრამ მთალდ ისე დატოვება ბლოკის არ ვარგა, დაგიშლის გარემო ზემოქმედება. თუ მანც და ამინც ბლოკიების ვიდზე გინდა, დაგრუნტე სპეციალური ბეტონის გრუნტით (იყიდება გორიაშიც და დომინოშიც) და მერე ან შეღებავ ან დადოვებ ბლოკის ვიდზე. გრუნტი უფეროა, უბრალოდ შეწოვადობა დაყავს მინიმუმამდე რო წყალი/ყინვა/მზე -მ ნაკლებად ავნოს.

ასევე იაფიანი ვარიანტი, ტიტველი ბლოკი რო არ დატოვო, შეგიძლია დაბრიზბო "ცოცხით" - ანუ მსხვილი შმატებით რომ იბრიზგება, ეგრე ეძახიან ))))
ჩემთან ესე გამოვიდა, ტიტველ ბლოკს კი ჯობია და იაფი ჯდება... ომავალში ვფიქრობთ შევღებოთ ან მოვხატოთ ან რავი იდეებს ვაგროვებთ რა უყო გარედან ღობეს, ფერიც ვერ გადავწყვიტე ჯერ biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 26 Feb 2016, 16:22
QUOTE (gogliko777 @ 26 Feb 2016, 16:20 )
zviozvio
სუროს მაგივრად გაუშვი პართენოცისუსი, ძალიან ლამაზია, ქვეწარმავლებს არ იკარებს და ნალესსაც არ აფუჭებს. ერთი მინუსი აქვს, ზამთარში ტიტვლდება, მაგრამ შემოდგომაზე ისეეთი ლამაზი ფერები აქვს, ღირს მაგად.

PAINKILLER
პეინ, ხარისხიანი 15იან ბლოკი იშოვე (სწორი და მკვრივი ზედაპირი რომ ქონდეს), წესიერ მშენებელს ააშენებინე შვეულში (მე არ გამიმართლა აცაბაცად იყო გალესვვამდე ჩემი ღობე sad.gif ), და შეგიძLია არ გალესო, მაგრამ მთალდ ისე დატოვება ბლოკის არ ვარგა, დაგიშლის გარემო ზემოქმედება. თუ მანც და ამინც ბლოკიების ვიდზე გინდა, დაგრუნტე სპეციალური ბეტონის გრუნტით (იყიდება გორიაშიც და დომინოშიც) და მერე ან შეღებავ ან დადოვებ ბლოკის ვიდზე. გრუნტი უფეროა, უბრალოდ შეწოვადობა დაყავს მინიმუმამდე რო წყალი/ყინვა/მზე -მ ნაკლებად ავნოს.

ასევე იაფიანი ვარიანტი, ტიტველი ბლოკი რო არ დატოვო, შეგიძლია დაბრიზბო "ცოცხით" - ანუ მსხვილი შმატებით რომ იბრიზგება, ეგრე ეძახიან ))))
ჩემთან ესე გამოვიდა, ტიტველ ბლოკს კი ჯობია და იაფი ჯდება... ომავალში ვფიქრობთ შევღებოთ ან მოვხატოთ ან რავი იდეებს ვაგროვებთ რა უყო გარედან ღობეს, ფერიც ვერ გადავწყვიტე ჯერ biggrin.gif

გოგლიკ, არც ვიდზე მომწონს გაულესავი ბლოკი და არც გამძლეობაში ვარგა, მაგის გალესვა-გაშპაკვლა-შეღებვა იმდენი დაჯდება მართლა მირჩევნია კერამიკული ბლოკის ან აგურისგან გავაკეთო, ვიდიც ექნება და გამძლეობაც, ფასშიც არ იქნება მნიშნველოვანი სხვაობა....

Posted by: gogliko777 29 Feb 2016, 09:53
PAINKILLER
ხოდა მიაბრიზბე მაშინა ამრტივად, ვიდიდც ნორმალური აქვს, შეღებავ მეე როცა შეძლებ, ბლოკს დაიცავს ნაბრიზგი....
მეც არ მაქ შეღებილი ჯერ და არ მეჩქარება არსად biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 29 Feb 2016, 12:13
QUOTE
ხოდა მიაბრიზბე მაშინა ამრტივად, ვიდიდც ნორმალური აქვს

gogliko777


მიბრიზგული კიდევ უფრო არ მომწონს biggrin.gif



Posted by: khatia_s 17 Apr 2016, 19:52
ღობის გაკეთება მინდა და ყველაზე იაფი რომელი მასალისგან დამიჯდება ?

Posted by: vinwin 18 Apr 2016, 11:31
khatia_s
ღობეს გააჩნია, მთლიანად დახურული თუ გინდა ალბათ ბლოკი არი ყველაზე კარგი ვარიანტი. თუ ფასადის დეკორატიულ ბლოკს დააწყობ არც გალესვა დაჭირდება


ასეთი ტიპის პლასმასის ღობეეები არ იცით სად იყიდება?


user posted image
* * *
ხის რო გავაკეთებინო ისე ძვირი ჯდება ეზოს უნდა გავყიდო და ღობე აღარ დამჭირდება biggrin.gif

Posted by: khatia_s 18 Apr 2016, 12:37
ისეთი მინდა გავაკეთო , რომ ცხვარიჭამიის კლიმატს გაუძლოს .ხე ძალიან მომწონს , მაგრამ მასალის დამუშავება ალბათ ძვირი დაჯდება sad.gif

Posted by: Mama_Basili 1 Jun 2016, 18:33
ასეთი თუნუქის ღობე მინდა რომ გავაკეთო (ოღონდ შინდისფერი) და ვისაც გაქვთ გამოცდილება დაწეროთ იქნებ რამდენად გამომდგარი მასალაა?
ზოგი იძახის ჩინურები არ ვარგა ფერი გასდის და ხუნდება 5-6 წელიწადშიო, ასევე იძახიან რომ კორეულები არის კარგიო, ფეიქრების 12-ში თუ 14-ში ვიყავი (ავტონაწილების მაღაზია ავტობანის უკან სადღაც) და მანდ მომეწონა მასალა, სადღაც 14 ლარამდე გამოდიოდა ფასი...


Posted by: ხორხე 1 Jun 2016, 20:36
დაახლოებით რა ჯდება 1 კვადრატული მეტრი ღობე?

2 მეტრიანი სიმაღლის, სტანდარტული


ყველაზე იაფი ალბათ ბლოკით აშენებებაა ხო?

არც საძირკველი არ არის გაჭრილი, მხოლოდ რკინის ბოძებია ჩაბეტონებული და "სეტკაა" გავლებული

+ რკინის ჭიშკარი სად შეიძლება დავამზადებინო ნორმალური ხარისხის, ნორმალურ ფასად

Posted by: ინაველ 1 Jun 2016, 21:55
ბლოკის ღობეებს და გალავნებს რატომ აშენებენ ადამიანები არ მესმის
90იანებში რომ ვიყოთ კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს?
ვინ გივარდება სახლში?
ან რა ესთეტიკაა ქვის კედელში ჯდომა?
ბლოკის გალავანი სივრცეს კლავს და აზრს უკარგავს კერძო სახლის ქონას, როგორც ასეთის.
საშინელი სანახავია ქვის სარკოფაგები ეზოებად წოდებული

Posted by: PAINKILLER 2 Jun 2016, 11:49
QUOTE (Mama_Basili @ 1 Jun 2016, 18:33 )
ასეთი თუნუქის ღობე მინდა რომ გავაკეთო (ოღონდ შინდისფერი) და ვისაც გაქვთ გამოცდილება დაწეროთ იქნებ რამდენად გამომდგარი მასალაა?
ზოგი იძახის ჩინურები არ ვარგა ფერი გასდის და ხუნდება 5-6 წელიწადშიო, ასევე იძახიან რომ კორეულები არის კარგიო, ფეიქრების 12-ში თუ 14-ში ვიყავი (ავტონაწილების მაღაზია ავტობანის უკან სადღაც) და მანდ მომეწონა მასალა, სადღაც 14 ლარამდე გამოდიოდა ფასი...

ეგეთი თუნუქის ღობე ლამაზია (თუ ფერებში ძალიან არ აურევ), მაგრამ გამძლეობის რა მოგახსენო, ადვილად იღუნება მაინც თუნუქია რაც არ უნდა იყოს....



Posted by: vako500 18 Jun 2016, 19:02
იქნებ ვინმემ მომწეროს მაქვს მიწის ნაკვეთი და მინდა შემოღობვა183 მეტრი და რადამიჯდება ყველაზე იაფი კატანკა მავთული რა ეღირება და ე.წ სეტკა მგონი 18 ლარი ღირს 10 მეტრიანი რულონი და ხის ბოძებზე რო დავსვა დროებით რა უჭირს და სურო მივუშვა უბრალოდ შემოვსაზღვრო მინდა ნაკვეთი კაპიტალურად ჯერ არ მინდა.
user.gif

Posted by: new_user 18 Jun 2016, 20:27
QUOTE (ინაველ @ 1 Jun 2016, 21:55 )
ბლოკის ღობეებს და გალავნებს რატომ აშენებენ ადამიანები არ მესმის
90იანებში რომ ვიყოთ კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს?
ვინ გივარდება სახლში?
ან რა ესთეტიკაა ქვის კედელში ჯდომა?
ბლოკის გალავანი სივრცეს კლავს და აზრს უკარგავს კერძო სახლის ქონას, როგორც ასეთის.
საშინელი სანახავია ქვის სარკოფაგები ეზოებად წოდებული

ვეთანხმებ 100%
საშინელებაა ეზოში ხარ და 4 კედელს უყურებ, ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ გავაკეთებდი ღობეს მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ არ გამოვა, ბოლო ბოლო ვიღაც სტაიანკად გაიხდის smile.gif მე ვაპირებ აურის სვეტების აშენებას და სვეტებს შორის ხის მასალა, ბევრად უფრო ლამაზია თორე თუ ვინმეს შემოვარნა უნდა სახლში იმას 3 მეტრიანი გალავანიც ვერ დააკავებს

ასეთ ღობეზე რას იტყვით?
user posted image

Posted by: vako500 19 Jun 2016, 11:24
ყველაზე ბანძი სეტკა რო ვიყიდო რა დამიჯდება? 1 რულონი ანუ

Posted by: ghiblii 19 Jun 2016, 18:46
vako500
35 ლარი ღირს, რო იჟანგება ისეთი
50 ლარი უჟანგავი მავთულით
10 მეტრია რულონში

ამ 2 კვირის წინ ასე ღირდა smile.gif


Posted by: new_user 20 Jun 2016, 13:17
ghiblii
სტანდარტულად სიმაღლე რამდენი აქვს სეტკას? მაგით რომ შემოვღობო ნაკვეთი რამსიმაღლე იქნება?

Posted by: vako500 20 Jun 2016, 20:54
ghiblii
მადლობა დღეს მითხრედ 250 მეტრაა რულონშიო და 35 ლარიო რო იჟანგება ეგეთზე.

Posted by: PAINKILLER 20 Jun 2016, 22:07
QUOTE
სტანდარტულად სიმაღლე რამდენი აქვს სეტკას? მაგით რომ შემოვღობო ნაკვეთი რამსიმაღლე იქნება?

new_user


სტანდარტული სეტკა სიმაღლეში 1.5 მეტრია


QUOTE
მადლობა დღეს მითხრედ 250 მეტრაა რულონშიო და 35 ლარიო რო იჟანგება ეგეთზე.

vako500

35 ლარიან რულონში 10 მეტრია, 250 მეტრიანი რულონი არ გამიგია...

Posted by: vako500 2 Jul 2016, 21:13
ტრიფლიატი ( ეკლიანი ბუჩქი როა ) კალმებით შეიძლება გავახარო ხალხო?

http://pix.ge/

Posted by: kotcio 3 Jul 2016, 18:53
vako500
250 მეტრიანი რულონი არ არსებობს.

Posted by: krikri 5 Jul 2016, 04:57
ამ სტილში ღობეს ( ან ამის მსგავსს ) სად ვიშოვი და რამდენად ხომ ვერ მეტყვით?

ეგ ჩემი ღობეა და მინდა ავამაღლო და ნუ ძაან განსხვავებულიც რო არ გადავაბა

Posted by: vako500 8 Jul 2016, 21:23
zazaazma უკაცრავად მარა ეს ჯარტი სადაც იყიდება მაგის მისამარტს ხომ ვერ მომცემდი რომ მივიდე?

Posted by: kukaracha_mokles 8 Jul 2016, 22:13
ხალხო სეტკის გაკეთება რა ჯდება დაახლოებით ერთი 100-მეტრაზე ხელობას ვგულისხმობ რამდენი უნდა გადაიხადო დაახლოებით?

Posted by: kepi_7_2_7 8 Aug 2016, 13:17
გამარჯობათ
წინა პოსტები არ წამიკითხავს მთლიანად, ხო არიცით რა ჯდება ბლოკის ღობე 250 კვ-ზე?
უშვალოდ ხელოსანი რამდენს აიღებს?

Posted by: insomniac 25 Feb 2017, 21:36
გამარჯობა..
ფასადი მინდა შევღობო. არის 17 გრძივი მეტრი და უნდა მოთავსდეს 3 მეტრიანი ჭიშკარი. პროფნასტილი რამდენი ლარის დასჭირდება? თუ არ ვარგა და წყალში გადაყრილი ფულია?
უკიდურეს შემთხვევაში მავრთულბადით მიწევს შემოკავება, რაც ძალიან არ მომწონს..
35 ლარიანი ღირდა გლდანში რულონი ივარგებს?

Posted by: whiskey 16 Apr 2017, 23:29
©TG
QUOTE
29 May 2008

QUOTE
არის ერთი ადგილი სადაც იაფადაა რკინის მასალა, ეს ადგილი არის დიდუბეში, ვანის ქუჩაზე, თელასს რომ აცდები, დიდად აწერია რკინის მასალა და მარჯვნივ უნდა შეუხვიო, ეზოა და იქ უნდა იკითხო ფასები

კიდეა ეს ადგილი და კიდევ მისაღები ფასებია?


ან სადმე რამე ახალი და მისაღებად ფასად რკინები ხომ არ იცით ?

ან სულაც გამზადებულ ღობეებს ხომ არ ყიდიან სადმე? აი ძველად რომ იყო ბადეები რკინის ეგეთებს ...რაღაც მწვანე თურქული საცოდაობა ვნახე ეგ არ მინდა

Posted by: permer 20 Apr 2017, 11:48
ტრიფოლიატის, გაზრდილის მოვლის პრობლემები თუ წარმოგიდგენიათ?

Posted by: moonlight 28 Apr 2017, 16:49
permer
QUOTE
ტრიფოლიატის, გაზრდილის მოვლის პრობლემები თუ წარმოგიდგენიათ?

რაში მდგომარეობს?

Posted by: n1kolozA 6 May 2017, 12:44
გამარჯობა ხალხო... ტრიპოლიატის ღობე მინდა გავაკეთო ნაკვეთზე ..ვინმემ ხოარ იცით ვისგან ვიყიდო ან შესაფერისი დროა დასარგავად თუ უკვე გვიანია ?

Posted by: lomsona 22 May 2017, 14:15
გამარჯობა, მაინტერესებს რომელია მიწის ნაკვეთის შეღობვის ყველაზე იაფი საშუალება და 1 ჰექტარზე რა ღირს? ასევე მაინტერესებს 50 ჰექტარის შემთხვევაში თანხა პროპორციულად იზრდება თუ რაოდენობიდან გამომდინარე კლებულობს?

Posted by: ირაკლო 22 May 2017, 17:55
ხალხო აგურის ღობის გაკეთება უფრო იაფი ჯდება თუ ლითონის?

აგურისაში დაახლოებით ესეთს ვგულისხმობ თითო აგური როა გამოტოვებული

user posted image


ლითონისაში დაახლოებით ესეთს ოღონდ ბევრად მარტივს ანუ მხოლოდ ვერტიკალურები პროფილები რო იყოს და 2 ჰორიზონტალური

user posted image

Posted by: Lamorac 27 May 2017, 13:53
გამარჯობათ,

საგურამოში ღობის გაკეთება მინდა. ყველაზე იაფი ღობე, როგორც ვიცი არის ბლოკის ღობე (ახლა მაყვლის ბუჩქებს არ ვგულისხმობ ღობეში). მაინტერესებს, რამდენად სწორი ინფორმაციაა, რომ ბლოკის ღობე ყველაზე იაფიანია (მაგალითად ჩამოსხმულ ბეტონის ღობესთან შედარებით) და რა დაჯდება 200 მეტრი ბლოკის ღობე (გამოაკლდება ჭიშკრის სიგრძე და ალბათ 194 მეტრი დარჩება), სიმაღლის 2.2-2.3 მეტრი? და კიდე როგორც ვიცი დასავლეთში უფრო იაფი ფასებია. მაგალითად ქუთაისიდან ან თერჯოლიდან რომ წამოიყვანო სასტავი და იმათ გააკეთებინო რამდენად ღირს. ჩემი დაანგარიშებით ბლოკის ღობე 11 000 ლარში უნდა ჩაჯდეს.

Posted by: tbilisiqutaisi 28 May 2017, 10:21
QUOTE (Lamorac @ 27 May 2017, 13:53 )
გამარჯობათ,

საგურამოში ღობის გაკეთება მინდა. ყველაზე იაფი ღობე, როგორც ვიცი არის ბლოკის ღობე (ახლა მაყვლის ბუჩქებს არ ვგულისხმობ ღობეში). მაინტერესებს, რამდენად სწორი ინფორმაციაა, რომ ბლოკის ღობე ყველაზე იაფიანია (მაგალითად ჩამოსხმულ ბეტონის ღობესთან შედარებით) და რა დაჯდება 200 მეტრი ბლოკის ღობე (გამოაკლდება ჭიშკრის სიგრძე და ალბათ 194 მეტრი დარჩება), სიმაღლის 2.2-2.3 მეტრი? და კიდე როგორც ვიცი დასავლეთში უფრო იაფი ფასებია. მაგალითად ქუთაისიდან ან თერჯოლიდან რომ წამოიყვანო სასტავი და იმათ გააკეთებინო რამდენად ღირს. ჩემი დაანგარიშებით ბლოკის ღობე 11 000 ლარში უნდა ჩაჯდეს.

Lamorac
ფასებს თუ გაარკვევ მაგ 200მეტრიანი ღობისთვის დაწერე, OK?

Posted by: kuji 12 Jun 2017, 14:52
რა ღირს 1მ კვ ბლოკის ღობის გაკეთება? 200 მ კვ 10*20 ზე მაქვს შემოსაღობი 2მ სიმაღლე ჭიშკარი და კარები რო გამოვაკლო ვარაუდობ 110 მ კვს, სწორი მიწაა საძირკვლით მინდა. აქ თუ არის ვინმე მშენებელი შემეხმიანოს

Posted by: green18 19 Aug 2017, 18:13
ტრიფოლიატი გაქვთ ვინმეს ? მაინტერესებს ქვეწარმავლებს ხოარ იზიდავს

Posted by: Bacho007 21 Oct 2017, 05:22
მოგესალმებით ყველას, გადავიკითხე ეს თემა და ძალზედ შევშინდი ზემო ფონიეალაში მაქვს 1300 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთი და როგორც ვატყობ ბეტონით რომ შემოვღობო მინიმუმ 12000 ლარი მჭირდება ყველაფრიანადsad.gif საკმაოდ ძვირია

Posted by: PAINKILLER 21 Oct 2017, 08:25
Bacho007



ბეტონი ძვირი ჯდება....



მაგრამ აუცილებელი არ არის მთლიანად ბეტონით შემოღობო smile.gif

Posted by: utonega 6 Nov 2017, 12:20
გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ გადავხედე მთლიან თემას, აგური და ბლოკი არ მინდა, თან მგონი კატასტროფულ ციფრებზე გადის კარგად აშენება.
ტრიფოლიატზე ბევრი ითქვა, მაგრამ გაკეთებული არავის არ უდევს სურათი და მინუსებზეც არ მიდის საუბარი.
არადა 220 მეტრიანი პერიმეტრი გვაქვს შემოსაღობი.

Posted by: oo la la 7 Nov 2017, 15:33
ესეთი ღობის გაკეთება მინდა,

რა დამიჯდება დაახლოებით ? 40 *40 კვ.მეტრია შესაღობი ტერიტორიაuser posted image

Posted by: alexx 23 Nov 2017, 00:45
გამარჯობა,

1000 კვადრატულის შემოღობვა მჭირდება. აქედან ორი მხარე ქარიანია და კაპიტალურად შემოღობვა მინდა. ყველაზე იაფი როგორც მივხვდი გამზადებული ბეტონის პანელებია (აი საბჭოთა დროს ქარხნები რომ იყო შემოღობილი).

ხოდა ვინმემ თუ იცით, მსგავსი მეორადი პანელების ყიდვა თუ შეიძლება სადმე საქართველოში?

Posted by: nrnaaa 28 Nov 2017, 20:34
ტრიფოლიატის ღობე როგორია დადოს იქნებ ვისაცაქ ფოტო

Posted by: Dybala 11 Dec 2017, 21:32
გადავიკითხე მთელი თემა ლამის და როგორც ჩანს იაფიანი ვარიანტი ისევ სეტკაა ხო?

ბლოკს და ბეტონს ნაღდად ვერ გავქაჩავ.

165 მეტრია შემოსაღობი და.



მცენარის გაშვების იდეა მომეწონა მაგრამ ქვეწარმავლებს თუ იზიდავს არ მინდა.


აი ეგ სეტკა თავისი ბოძებიანად 160 მეტრზე რამდენი დამიჯდება.

ან პროფნასტილზე რას იტყვით?

Posted by: Mailo 28 Sep 2018, 17:02
როგორ მიმკვდარებულა ეს თემა smile.gif


ტაბახმელაში მინდა გავაშენო მწვანე ღობე, მავთულის ბადეზე... ვის რა გამოცდილება გაქვთ?

ზღვის დონიდან 1200მ - ია.. სურო გაიხარებს?

Posted by: nrnaaa 28 Sep 2018, 17:23
ეს მწვანე ღობე მეც ძაან მაინტერესებს და ვინმემ არ დადო როგორია

Posted by: kshaneli 28 Sep 2018, 18:10
nrnaaa
მწვანე ღობე ქვია გამწვანებულს ნარგავებით. წიწვოვანისგან გამოდის ძალიან ლამაზი

Posted by: ramona 29 Sep 2018, 17:10
Mailo
სურო კი ბრატ გაიხარებს. ყველაგან ხარობს ეგ მცენარე

Posted by: Master_Nick 29 Sep 2018, 20:06
Mailo
სუროს თავიდან უჭირს გახარება, განსაკუთრებით რთულია თუ მზის გულზეა მცენარე, თუ გაიხარა და ფესვი მოიმაგრა მერე პრობლემა აღარ აქვს. ჯიშებსაც უნდა შერჩევა, ბევრნაირია სურო. ჩემთან მაგალითად ენდემურმა ლაგოდეხიდან ჩამოტანილმა ფართოფოთლიანმა ვრ გაიხარა, თუმცა შემოტანილმა უცხოურმა კბილანა ფოთლებით სასწაულები ჩაატარაsmile.gif

Posted by: kshaneli 1 Oct 2018, 11:30
სურო ველური მცენარეა და თითმის ყველა ნიადაგზე ხარობს.ყინვებსაც უძლებს

Posted by: SaIrMe 1 Oct 2018, 21:12
QUOTE
ესეთი ღობის გაკეთება მინდა,

რა დამიჯდება დაახლოებით ? 40 *40 კვ.მეტრია შესაღობი ტერიტორია

დაახლოებით მეტრი 25-30 ლარი
* * *
QUOTE
რა ღირს 1მ კვ ბლოკის ღობის გაკეთება? 200 მ კვ 10*20 ზე მაქვს შემოსაღობი 2მ სიმაღლე ჭიშკარი და კარები რო გამოვაკლო ვარაუდობ 110 მ კვს, სწორი მიწაა საძირკვლით მინდა. აქ თუ არის ვინმე მშენებელი შემეხმიანოს

დაახლოებით ერთი გრძივი მეტრი ანუ 2კვმ 80 დან 100 ლარამდე
* * *
QUOTE
1000 კვადრატულის შემოღობვა მჭირდება. აქედან ორი მხარე ქარიანია და კაპიტალურად შემოღობვა მინდა. ყველაზე იაფი როგორც მივხვდი გამზადებული ბეტონის პანელებია (აი საბჭოთა დროს ქარხნები რომ იყო შემოღობილი).

ხოდა ვინმემ თუ იცით, მსგავსი მეორადი პანელების ყიდვა თუ შეიძლება სადმე საქართველოში?

პირადად მეორადს არ გირჩევთ ბევრი პრობლემები აქვს. როგორც ვიცი ახლებს ამზადებენ ფუნდამენტით 4 მეტრიანი 180-250 ლარი უნდა ღირდეს
* * *
ვახ არ დავაკვირდი 2017 წლის პოსტები ყოფილა biggrin.gif

Posted by: kshaneli 2 Oct 2018, 10:43
მაინტერესებს, რამდენად სწორი ინფორმაციაა, რომ ბლოკის ღობე ყველაზე იაფიანია, მაგალითად ჩამოსხმულ ბეტონის ღობესთან შედარებით და რა დაჯდება 50 მეტრი ბლოკის ღობე

Posted by: SaIrMe 19 Nov 2018, 23:35
kshaneli

QUOTE
მაინტერესებს, რამდენად სწორი ინფორმაციაა, რომ ბლოკის ღობე ყველაზე იაფიანია, მაგალითად ჩამოსხმულ ბეტონის ღობესთან შედარებით და რა დაჯდება 50 მეტრი ბლოკის ღობე

დაახლოებით ერთი გრძივი მეტრი ანუ 2კვმ 80 დან 100 ლარამდე



Posted by: getso 18 Dec 2018, 15:50
ესეთი კომბინირებული რა დაჯდება? დაახლობით 30 მეტრი სიგრძე.

user posted image


Posted by: 2110 5 Apr 2019, 21:40
https://www.youtube.com/watch?v=N2k47EVOYP4 ასეთ ღობეზე ხის დამჭერების ნაცვლად დაჭრილი რკინის "ლისტი" შეიძლება გამოდგეს? და კიდევ რამდენად გამძლეა ბამბუკი?

Posted by: witcher 14 Jun 2021, 17:21
გამარჯობა,

სოფელში სახლს და მიწას მინდა სეტკის ღობე ჩავუნაცვლო რამე უფრო სოლიდურით და ამაზე ნებართვა დამჭირდება?
1.80-1.90 მეტრის სიმაღლის მინდა. ალბათ ბლოკით ნაშენები.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2021, 14:02
მეორადი ღობე (სეტკა)სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: ბესიკის26 4 Jun 2022, 10:39
გადავხედე თემას და მარტო მშენებლობის ფასებზე საუბრობთ...
რამე რეგულაციები არ არსებობს?
რა სიმაღლის ღობე შემიძლია გავაკეთო (ქალაქში- კერძო სექტორი) ქუჩის მხარეს და მეზობლების მხარე , იცით ვინმემ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)