forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როდეზიული რიჯბეკი, ყველაფერი ამ ჯიშის შესახებ
leniko11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 155326
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 18:43  #34926418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

როდეზიული რიჯბეკის ჯიშმა ოფიციალური აღიარება მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოიპოვა, თუმცა მისი ფესვები უძველესი დროიდან აფრიკული მონადირე ძაღლებიდან მოდის, რომელთაც შეეძლოთ ენადირათ დიდ ნადირზე. ამ ძაღლებს ჰქონდათ ძალიან ლოიალური ტემპერამენტი და იყვნენ ძალიან კარგი კომპანიონები აფრიკული ტომებისთვის, რომელთაც უწევდათ ხშირი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე და ყოველ ნაბიჯზე უამრავ საფრთხეს ხვდებოდნენ. საუბარია გოტენტოტების ტომებზე რომელთა ფუძეც ეგვიპტის სამეფოს სამხრეთ საზღვრებიდან მოდის (ეთიოპია ან სამხრეთ სუდანი). პირველი კვალი დამადასტურებელი გოტენტატების ძაღლების არსებობისა არის კლდეზე ნაკვეთი სურათები რომლებიც აღმოჩენილია ზიმბაბვესთან ახლოს.

user posted image

ეს ძაღლები აღწერა ისტორიკოსმა დჯ. მაკკოულჰილმა როგორც საშინელი არსებები ტურას მსგავსი სხეულით და ზურგზე ბეწვით რომელიც საპირისპირო მიმართულებით იზრდება, თუმცა ამასთან ერთად ადამიანისთვის უზომოდ ერთგულები.

user posted image

აღწერილ ცხოველს არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე, ულამაზეს რიჯბეკთან გარდა ერთისა: ეს არის „რიჯი“-ზურგზე საწინააღმდეგო მიმართულებით განლაგებული ბეწვი, განმასხვავებელი ნიშანი რიჯბეკისა რომელიც შემოინახა დღემდე. 1651 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიწყო ჰოლანდიური დასახლების მშენებლობა, მას ხელმძღვანელობდა იან ვან რიბეკი. ჩასახლებულები თავისუფალ დროს ნადირობაში ატარებდნენ და ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ გოტენტატების ძაღლების ხარისხი ევროპული ძაღლების სპორტულ ჯიშებთან შეჯვარების საშუალებით, რომლის თვითმხილველი და მონაწილეც იყო იან ვან რიბეკი. შემდეგიგადამწყვეტი ნაბიჯი ჯიშის გამოყვანის საქმეში იყო მე-19 საუკუნის 7ა-იანი წლები, ამკონტექსტში უნდა ვახსენოთ მეორე ასევე უძველესი აფრიკული ჯიში ოფიციალურად აღწერილი მხოლოდ 1983 წელს სახელად ბურბული. მისი წარსული ძალიან ჰგავს როდეზიული რიჯბეკის ისტორიას, თუმცა ის ჩვენამდე მოვიდა ბევრად უფრო მასიური, მსხვილი ძვლებით, სხვადასხვა შეფერილობით, რიჯის გარეშე. იგი უფრო მცველი და კომპანიონი იყო ვიდრე მონადირე ძაღლი. 1998 წელს ასევე გამოიყო და დარეგისტრირდა კიდევ ერთი ჯიში - აფრიკული ძაღლი. მისი ისტორიაც ძალიან ჰგავს ბურბულის და რიჯბეკისას. რატომ აღიარეს ოფიციალურად მხოლოდ როდეზიული რიჯბეკი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში? რატომ გახდა მაინცდამაინც ის პირველი ოფიციალურად აღიარებული ჯიში აფრიკის კონტინენტზე? პასუხი ძალიან მარტივია: ამ ტიპის ძაღლი წარმოიშვა საჭირო ადგილზე, საჭირო დროს, გარშემორტყმული იმ ადამიანებით რომლებმაც თავიანთი თავი მიუძღვნეს ამ ჯიშის მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ განვითარებას და დახვეწას. ხშირად ლიტერატურაში როდეზიული რიჯბეკი ნახსენებია როგორც სამხრეთ აფრიკული ჯიში, რომელიც გამოიყვანეს ბოერებმა „ბოერ-ჰაუნდებისგან“, თუმცა ეს აღწერა უფრო მეტად ბურბულებს შეეფერებათ და არანაირად არ მიესადაგება როდეზიულ რიჯბეკს, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ როდეზიის სხვადასხვა ძაღლების შეჯვარებით. როდეზიული რიჯბეკი მრავლდებოდა სამხრეთ როდეზიაში, რომელიც ისევე როგორც ჩრდილოეთ როდეზია იყო აბსოლიტურად დამოუკიდებელი ქვეყანა სამხრეთ აფრიკისგან.

როდეზიული რიჯბეკის კლუბის წარმოშობა

დღესდღეობით ცნობილია იმ პირთა სახელები ვინც შეიტანა წვლილი რიჯიანი ძაღლის ჯიშად გადაქცევაში, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც როდეზიულ რიჯბეკს. ისინი იყვნენ სამნი: ჩარლზ ჰელმი, კორნელიუს ვან როიანი და ფრენსის ბარნსი. ჩარლზ ჰელმსმა მოიყვანა ორი ძაღლი თავის მისიაში მატაბელლენდში, ხოლო ადგილობრივმა მონადირემ კორნელიუს ვან როინმა შეაჯვარა ისინი თავის ძაღლებთან და მიიღო ახალი ჯიში - მონადირე ლომებთან. ფერმერმა ფრენსის ბარნსმა შესთავაზა ამ ძაღლების მფლობელებს გაწევრიანებულიყვნენ კლუბში. დაუსრულებლად შეიძლება დავა იმაზე თუ რომელმა მათგანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჯიშის შექმნაში, თუმცა სიმართლე ერთია: სამივე მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტან ამაში.

ჩარლსზ ჰელმის მისია იმედის შადრევანი დაარსდა 1869 წელს იქ საცხოვრებლად გადავიდნენ ჰელმსის მეუღლე, ქალიშვილი და ორი ძაღლი- პუდრა და ლორნა, ისინი გრეიჰაუნდებს ჰგავდნენ თუმცა ზურგზე რიჯებით. მისია გახდა დასვენების ადგილი იქვე გამვლელი მონადირეებისთვის, მოგზაურებისთვის, ახალმოსახლეებისთვის. ოჯახის მეგობრები გახდნენ მატაბელიის მეფე ლობენგულა, ცნობილი ლომებზე მონადირე კორნელიუს ვან როიანი და სესილ ჯონ როდესი. ჰელმი მეგობრობდა ვან როიანთან და ხშირად მას თავის ძაღლებსაც უტოვებდა როდესაც მიდიოდა ყოველწლიურ მოგზაურობაში სამხრეთით რომელიც თვეობით გრძელდებოდა. სწორედ ეს ძაღლები: პუდრა და ლორნა შეჯვარებულები ვან როიანის მონადირე ძაღლებთან გახდნენ როდეზიული რიჯბეკის წინაპრები.

კორნელიუს ვან როიანი

user posted image

ვან როიანი დაიბადა 1860 წელს და 14 წლის ასაკში გაემგზავრა მატებელლენდში (როდეზიაში) თავის მამასთან ერთად მონადირეთა ექსპედიციის ჯგუფში. განსხვავებით ბევრი ბოერისგან ვან როიანი რჩებოდა ინგლისურად კარგად მოსაუბრე ნამდვილ ინტელიგენტად. მას ყველა პატივს სცემდა, მასთან ერთად ნადირობდნენ ვესტმინსტერის ჰერცოგი და ლორდი რენდოლფ ჩერჩილი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ვან როინმა 59 ლომი მოკლა და ყოველ ნადირობაზე მას თან ახლდნენ ძაღლები. როგორც ზემოთ ვახსენეთ ორი ძუ პუდრა და ლორნა შეჯვარდნენ ვან როიანის მონადირე ძაღლებთან: გრეიჰაუნდები, ირლანდიური ტერიერები, ინგლისური პოინტერები, ბულდოგები. საუკეთესო ლეკვებს ვან როიანი თვითონ იტოვებდა. განსაკუთრებით თავი აჩვენეს რიჯიანმა ლეკვებმა, ისინი შესამჩნევად ჯობნიდნენ თავიანთ თანატოლებს ლომებზე ნადირობისას, იყვნენ თამამები, უშიშრები და გამოირჩეოდნენ გასაოცარი ამტანობით. ვან როიანს ნაკლებად აინტერესებდა ძაღლების ზურგზე რიჯი, მისთვის მთავარი მათი ნადირობის ხარისიხი იყო, თუმცა სწორედ ამ რიჯიანი ძაღლებისგან ჩამოაყალიბა მან ეგრეთწოდებული „ვან როიანის ლომთა ძაღლები“ რომლებიც ძალიან ფასობდნენ ამ რეგიონში. თვითმხილველების თქმით ეს ძაღლები იყვნენ ძალიან მკვრივები თიმცა არა მძიმეწონიანები, გამოირჩეოდნენ ყურადღებიანი მზერით, მათი ექსტერიერიდან გამომდინარე შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა რომ ისინი ანვითარებდნენ ძალიან დიდ სისწრაფეს. ბევრ მათგანს ჰქონდა წითელ-მოყავისფრო ბეწვი გულზე თეთრი ლაქებით. ძაღლებს შეეძლოთ ეპოვათ ლომი, ალყაში მოექციათ ის და მოეგერიებინათ ლომების შეტაკება შორიდან მონადირის მოსვლამდე.

ფრენსის ბარნსი

user posted image

ფრენსის ბარნსი და ფერმა ისკდეილი

ფრენსის ბარნსი ჩავიდა სალსბერიში 1897 წელს, სადაც გახდა ფოსტის ყველაზე მსხბილი განყოფილების უფროსი. როდეზიაში გადასვლამდე ის აქტიურად ეწეოდა ინგლისური პოინტერების მოშენებას. 1902 წელს ის დაქორწინდა და თავის ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა როდეზიაში ფერმა ისკდეილში სადაც ცხოვრობდა ცხოვრების ბოლომდე. თავისი პირველი რიჯიანი ძაღლი - ისკდეილ დინგო ბარნსმა იყიდა გრეჰემა სტეისისგან, თვითონ სტეისმა კი თავისი პირველი ძაღლი ვან როიანისგან შეიძინა. 1924 წელს ბარნსმა შეიძინა ისკდეილ კონი, ხოლო 1923 წელს ისკდეილ ჯუდი. სწორედ ეს სამი ძაღლი დარეგისტრირდა როგორც პირველი რიჯბეკები ისკდეილისა. სწორედ ამ ფერმში ჩამოყალიბდა პირველი ბირთვი როდეზიული რიჯბეკებისა და ბევრი თანამედროვე რიჯვეკის წინაპრების ფუძეც სწორედ ისკდეილიდან მოდის. ფრენსის ბარნსის დამსახურებით ჯიშმა როდეზიულმა რიჯბეკმა ყველაზე საუკეთესო აიღო რიჯიანი მონადირე ძაღლებისგან. სწორედ ამ ადამიანმა დაარეგისტრირა ჯიში როდეზიული რიჯბეკი და მიაღწია მის აღიარებას სამხრეთ-აფრიკული კინოლოგიური კლუბის მიერ.

user posted image
user posted image
user posted image



user posted image
user posted image

სიმაღლე: ხვადი-63-69 სმ. ძუ-61-66სმ.
წონა: ხვადი-36,5 კგ. ძუ-32 კგ.
ფერი- ღია ჩალისფერიდან მუქ ყავისფრამდე, ასევე მოწითალო-ჟღალი
ბეწვი- მოკლებეწვიანი, მჭიდროდ დალაგებული
ღირსებები- კარგად ექვემდებარება წრთვნას, ბავშვები უყვარს, არაჩვეულებრივი მონადირე, მცველი და კომპანიონი.
სირთულეები: სჭირდება სერიოზული მიდგომა მის აღზრდას.
როდეზიული რიჯბეკი ერთადერთი ჯიშია სამხრეთ აფრიკული ჯიშებიდან რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ასოციაციის მიერ.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 18:49  #34926498      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მართალია, არის უკვე თემა როდეზიულ რიჯბექზე, მაგრამ ეს ბევრად უფრო ინფორმატიულია, ამიტომ არ ვხურავ და ვტოვებ smile.gif
წარმატებები chups.gif


--------------------
https://500px.com/armenseropian
T.M. - already 184 goals & 147 assists (in Bayern) 31 goals & 29 assists (in Mannschaft)
პხ’ნგლუი მგლვ’ნაფხ კტულხუ რლიეხ ვგახ’ნაგლ ფხტაგნ
leniko11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 155326
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 18:54  #34926573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი მადლობა smile.gif მეთვითონ მყავს ამ ჯიშის ლეკვი, ქართულად რომ ვეძებდი დეტალურ ინფორმაციას ვერსად ვერ ვნახე, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეთვითონ გამეხსნა yes.gif
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 18:56  #34926605      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
leniko11, ძალიან კარგი!
სწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
ძალიან ლამაზი ჯიშია smile.gif
რა ხნის ლეკვი გყავს?
leniko11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 155326
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 18:58  #34926641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ათი თვის არის, პრინციპში გამოდის უკვე ლეკვობის ასაკიდან bis.gif
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:00  #34926668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jaguar paw
რა უყავი ძველი თემა? biggrin.gif

leniko11
გაგვაცანი შენი ლეკვი. smile.gif
საქართველოში გყავს? აქ დაბადებული თუ ჩამოყვანილია?

რიჯბექზე მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია და დავდებ მერე.


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:01  #34926674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
leniko11, ლეკვი კი არა მოზარდი ყოფილა უკვე biggrin.gif
სახელი რა ჰქვია? )))

* * *
MITIATO
QUOTE
რა უყავი ძველი თემა?

მშვენივრად იცი biggrin.gif
მაინც 3 პოსტიანი და უაღრესად არაინფორმატიული იყო, ჰო და ... rolleyes.gif
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:03  #34926713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jaguar paw
QUOTE
ლეკვი კი არა მოზარდი ყოფილა უკვე

ლეკვია 2 წლამდე. tongue.gif

QUOTE
მაინც 3 პოსტიანი და უაღრესად არაინფორმატიული იყო

ყველა ძველი თემა ეგეთია. biggrin.gif
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:07  #34926767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
MITIATO
QUOTE
ყველა ძველი თემა ეგეთია.

რა ვქნათ tongue.gif
QUOTE
ლეკვია 2 წლამდე.

ეხლა ასეთ უხერხულ თემებზე აქ ვერ ვისაუბრებ user.gif
leniko11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 155326
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:10  #34926810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი თბილისში დაბადებული გაზრდილია jump.gif
QUOTE
Jaguar paw
ხო მე ისევ ლეკვს ვეძახი
biggrin.gif
რიჩი love.gif

user posted image

user posted image


This post has been edited by Jaguar paw on 27 Jan 2013, 19:27
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:28  #34927074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
რა კარგია love.gif
მეორე სურათში რა სევდიანი თვალებით იყურება user.gif
leniko11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 155326
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 19:31  #34927131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხო ძმაკაცებს ელოდებოდა და რომ არავინ არ დახვდა დასევდიანდა cry.gif
* * *




...............................................
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 52164
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 20:17  #34927902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
leniko11, რიჩი იცის სხვადასხვა ბრძანებების შესრულება? smile.gif
Iron Butterfly
>fukitol<


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8850
წევრი No.: 14790
რეგისტრ.: 23-November 05

გამოგზავნილია: 27 Jan 2013, 21:17  #34928894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (leniko11 @ 27 Jan 2013, 18:43 )


user posted image

user posted image[/URL]











ჩუპაკაბრას ჰგავს :|||||||||||||


--------------------
When Life Just Blows .... Fukitol® !

I'm Gonna Git You Sucka
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 28 Jan 2013, 00:07  #34932305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jaguar paw
QUOTE
ეხლა ასეთ უხერხულ თემებზე აქ ვერ ვისაუბრებ

რა უხერხულ თემაზე? spy.gif
გამრავლება რომ შეუძლიათ 6-7 თვიდან, მაგას თუ გულისხმობ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკვე დიდები არიან.

leniko11
საყვარელი წითური რიჩი გყავს. smile.gif
რას იტყვი, ისეთი ხასიათი აქვს, როგორსაც აღწერენ სხვადასხვა სტატიებში?
ძალიან მაინტერესებს შენი შთაბეჭდილება ამ ჯიშთან დაკავშირებით.

This post has been edited by MITIATO on 28 Jan 2013, 00:07
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0319 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]