განა ეს რაგბია’ო "ექვსი ერის" მესამე რაუნდში იტალია რაქში რომ არ ებმებოდა,
ინგლისს ამ მუხანათური ტაქტიკისთვის ალღოს ასაღებად მთელი ტაიმი დაჭირდა,
მაგრამ ბოლოს მაინც ბონუსით იმარჯვაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ლონდონის რკენა კვირას იყო. ლიდერი მაჩანჩალას ებმოდა და ლიანგი რბევას ელოდა. მთელი კვირეულიც იმაზე მსჯელობაში გაილია, ღირსია თუ არა "აძური" ექვსი ერისა. ლათინებს სტარტზე შინ ორჯერვე ბარაქიანად წაეგოთ. ჰოდა, თავის გადასარჩენად დარაზმულები, რაგბის სამშობლოს ისე უცნაურ ყაიდაზე ეთამაშნენ, რომ თვიქნემის პუბლიკამ ფრანგ მსაჯს ქოქოლა აყარა, ქრონიკული ოფ’საიდის გამო რად არა სტვენო
არადა, მესიე პუატი ცამდე მართალი იყო. ბური დაცვის გურუს, ბრენდან ფენტერის მიერ დარიგებული აძური ბოჭვაზე ერთ კაცს ტოვებდა. 2000 წლიდან მოქმედი წესით, ეს ოდენ ბოჭვაა და არა რაქი, რის გამოც სივრცე იმიჯნება მხოლოდ ბოჭვის მიდამოში და არა - მოედნის მთელ სიგანეზე, თამაშ’გარეს ხაზით. ჰოდა, იტალია დაცვაში ისე ეწყობოდა, რომ ინგლისის მგეზავისთვის გასაქანი არ მიეცა
წაწყმედად მოეჩვენანამატჩევს ეს ფრიად იწყინა ბრიტთა ავსტრალიელმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა, ესაო და შეგირდები სარაგბოდ მოვამზადე, მაგრამ მეტოქემ რაქს რომ თავი აარიდა, რაგბს უმთავრესი კომპონენტი გამოაკლდა. ამიტომ, რაღაი დღეს რაგბი არ გვითამაშია, ვეღარც რაგბულ კითხვებზე გიპასუხებთ, ხოლო რაგბზე მოსულ მაყურებელს, სადაც წესი და რიგია, ბილეთის ფული უნდა დავუბრუნოთო
ედიმ მეტადაც გაუტია: მერჩია, გუნდის მზადების ნაცვლად ბოულინგი მეთამაშაო; რაც დღეს ვიხილეთ, ეს თუ რაგბია, მზადა ვარ პენსიაზე გავიდეო; ვულოცავ იტალიას მიზნის მიღწევას - ცოტათი წაგებას, ჩემ’და’თავად კი ღმერთმა დამიფაროს ეგეთ სეირში მონაწილეობაო; "მსოფლიო რაგბმაც" რამე უნდა იღონოს, რადგან ამ წესის ნაკლით სარგებლობა თამაშს ვერაფერს ჰმატებს, და რაგბს აღარავინ უყურებსო
არადა, "ცბიერი ედი" სინამდვილეში იმას მოსთქვამდა, რომ მისმა მოუქნელმა, რობოტმა შეგირდებმა ალღო უცებ ვერ აუღეს ხრიკს, რომელიც უწინაც გამოუყენებიათ ტულუზს, ჩიფსსა და თვით ოზ "ვოლაბებს". მეტიც, ჯოუნზი თავად იმით ამაყობს, რომ ინგლისს არა-კივურად არაგბებს, მაგრამ საკმარისი იყო, მეტოქეს კიდევ სულ სხვა’გვარად ეთამაშა, რომ ეგ უკვე რაგბის წაწყმედად მოეჩვენა!
მცდარი არაფერიაკოლეგას საკადრისი პასუხი გასცა აძურის ახალმა, ირლანდიელმა გურუმ, ქონორ ო’შიმ:
რაც გუნდი ჩავიბარე, სულ ერთი და იგივე მესმის - იტალია გასარიცხი და მოსაკვეთიაო; ბოკე დავამარცხეთ და არავინ დაგვიფასა, ხოლო იმავე მეტოქესთან ინგლისმა რომ გატეხა ნავსი, ყველამ აქოო; ჩვენთან ყველა პრემიას გეგმავს და თუ 70 ქულა ვერ გაგვიტანა, სწყინს. არადა, წესიერად შევიმუშავეთ დაცვის ხერხი და ახლა ამისთვის შეგვაჩვენესო
კამათში ჩაერია "ოლ ბლექსის" მწვრთნელი ვეინ სმითიც და განმარტა, რომ "იტალიური ფანდი" ფრიად სარისკოა და მხოლოდ მეტოქის ცოტა ხნით დასაბნევად თუ ივარგებს, თორემ საკუთრივ წესში მცდარი არაფერია, და ჯოუნზის ჭირვეულობის გამო, მას არავინ შეცვლის
ჩვენ’და’თავად დავამატებთ, რომ ფეხბურთში იგივეს ემსახურება "ხელოვნური თამაშ’გარე", კალათბურთში "ზონური დაცვა", ჰოკეიში "(ლურჯი ხაზის) ხაფანგი", ხოლო საბურთაოდ და სალაღობოდ მომართულ ინგლისს 13-კაცა ლიგის დამი’ჰავის ყაიდაზე, ბოჭვის მიდამოშივე რომ წამოეწყო რეიდები, აძური რაგბზე გადაერთვებოდა
არადა, ამის ნაცვლად, "ვარდების" მარბიელი ჰასქელი მსაჯს სთხოვდა რჩევას, "რა ვიღონოთ, იტალია რაქში რომ ჩაებასო", რაზეც პუატმა მოსწრებულად მიუგო, "მაგის თქმის უფლებას თავს როგორ მივცემ - რეფერი ვარ, თქვენი მწვრთნელი კი არაო!"
შესვენებაზე აუხსნიდათვიქნემში ქარი ქროდა. 50-ე კეპი მოიხვეჭა ოუენ ფარელმა, მაგრამ კარს 7 დარტყმით ოთხი (!) ააცდინა. სქოთმა თომ "ტომაზო" ალენმაც თავიდანვე გაფლანგა ორი გასატანი ჯარიმა; მერე 25 მეტრიდან არეკნი დაჰკრა, ჯარიმიდან კი ძელს რომ გაარტყა ბურთი, ჯოვან’ბატისტა ვენდიტიმ ჯიუტად მისდია, იხელთა და ჭიდილში დაამიწა * 5:10 @ 40’
ინგლისმა ანგარიში 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლით გახსნა, 9 ნომრის, დანი ქეას გარღვევა და გადაკიდება კი ედოარდო პადოვანიმ განმუხტა ალალზე დაჭერით. ჯოუნზმა შესვენებაზე შეგირდებს ეტყობა აუხსნა, როგორ უნდა ერაგბათ, და ქეამაც უცებ გაათამაშა შერკინებაში რგებული ჯარიმა * 10:10 @ 44’, მალე კი კივმა ლიგელმა, ბენ თეომ ფრთაზე გააქცუნა ელიოთ დეილი * 17:10 @ 48’
იტალიამ კიდევ გაიბრძოლა - ექსეთერში მოღვაწე მიკელე კამპანიარომ ხელის კვრით მოიშორა ბასელი ჯორჯ ფორდი და ჰარლიქვინი მაიქ ბრაუნიც გააცურა ფინტით, მაგრამ პადოვანიმ ლელო ვერ გარდასახა *17:15 @ 60’
აძურს ბოლო მეოთხედისთვის ღონე ვეღარ ეყო. კარლო კანამ დეილისთვის გამიზნული გაგორებული ალამთან მოიგერია კიდეზე, ინგლისმა კი დაცვა მორკინალებით ჩაითრია და იქეთა ფრთაზე ჯექ ნოულმა გამოიყენა მეტობა * 22:15 @ 70’ ამით ვარდებმა ბონუსი დაიბევეს, მაგრამ მეტოქე აღარ დაზოგეს და ორჯერაც დაალელოვეს *36:15
ჰოგმა ისევ გაიბრწყინათვიქნემურ ინტრიგათა ფონზე ძაან დაიჩრდილა შაბათის წყვილი, ჩინებული თამაში: შოტლანდიამ 10-წლიანი ნავსი გატეხა * 29:13 ძლია უელსი, ირლანდიამ კი წვიმაში უნუგეშოდ დატოვა საფრანგეთი * 19:9
სქოთები ტურნირის ბოლომდე კი მოისაკლისებენ ყოჩს, 9 ნომერ გრეიგ ლეიდლოუს, მაგრამ ისევ გაიბრწყინა ფულ’ბექმა სთიუართ ჰოგმა, ხოლო მგეზავმა ფინ რასელმა 7 დარტყმით 7 გოლი გაიტანა (19 ქულა)
პირველ მეოთხედში უელსმა ივარგა ბოჭვაზე, რის ვების მიერ უცებ გათამაშებული თავისუფალიდან კი, 4 პასის შემდეგ, ლიამ ვილიამსმა ფრთაზე გაიტანა ლელო * 3:10 @ 25’
ტაიმის ბოლოს’წინა წუთზე, ჰოგის გაგორებულიდან, ჰიუ ჯოუნზი კინაღამ ეწია მიზანს, მეორე ნახევარი კი შოტლანდიამ 20:0 მოიგო
ჯერ იყო და 10 ფაზის შემდეგ ჰოგმა, შეყოვნებული პასით, ფრთაზე მიუშვა თიმ ფისერი, ამან კი - თომი სიმორი, და სქოთ ვილიამსის ბოჭვა ამაო გამოდგა * 16:13 @ 45’
ინგლისსაც მოვუგებთო52’ წუთზე უელსის კაპიტანმა, ალინ’ვინ ჯოუნზმა ანგარიშის გათანაბრება დააპირა, მაგრამ ქიქერები ეურჩნენ და კარის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს ჯარიმა
მაქედან 5 წუთში ვებმა იხელთა შერკინებიდან გამოვარდნილი ოვალი და ლელოს უწია, მაგრამ ვიდეო’ანალიზით დადგინდა, რომ ფისერმა ბოჭვით კიდეზე დააბიჯებინა
ფისერმა ბოლო მეოთხედში ლელოც მიითვალა - 15 ფაზის შემდეგ, მოკლე ფრთაზე, ჰოგმა ნატიფი პასი მიართვა * 26:13 @ 68’
ნამატჩევს შოტლანდიის ახალმა კაპიტანმა, ჯონ ბარქლეიმ დაიქადნა, ინგლისსაც მოვუგებთო. არადა, სქოთებს თვიქნემში 1983 წლის აქეთ ვეღარ გაუმარჯვნიათ
ქულობრივად გაფორმდადაბლინში ერთად’ერთი ლელო დაიდო - მწყობრში დაბრუნებული ჯონი სექსთონის გარღვევის შემდეგ ქონორ მარიმ შერკინებიდან ჯერ რობი ჰენშოუ მიუშვა დაცვაზე, მერე კი თავად აიტაცა ბურთი და ზედახორაში დაამიწა * 7:6 @ 31’
მანამდე კამი ლოპესმა გაიტანა ორი ჯარიმა * 0:6, მანვე კი ფრთაზე რომ გადაუკიდა იოან იუჟეს, გაელ ფიკუს ბურთი დაუვარდა და რემი ლამერას შეტანილი ლელო გააუქმა ტელე’რეფმა
მეტოქენი ავდარშიც კოხტად ბურთაობას ცდილობდნენ. სექსთონს ტრადიციულად ბევრი, და ალაგ-ალაგ უწესოდაც, მოხვდა, მაგრამ 40 მეტრიდან მაინც შეაგდო არეკნი * 13:6 @ 50’
ირლანდიამ სტატისტიკურად დაჯაბნა საფრანგეთი, რაც ბოლოს ქულობრივადაც გაფორმდა. მარიმ 62’ წუთზე გადაკიდებით ალამთან გადაიტანა თამაში, ბოლო წერტილი კი სათადარიგო მგეზავმა, პედი ჯექსონმა დასვა * 19:9 @ 76’
ექვსი ერი * 2017მესამე რაუნდი
(( თორენთის ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში ))
შოტლანდია 29:13 უელსიშტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ დანბარ ფისერ
<10-9> რასელ პრაის (პირგოს 55) /
რიდ (დელ 52) ბრაუნ (ფორდ 71) ფეიგერსონ;
რ.გრეი ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ჰარდი (ვოთსონ 25) ვილსონ -
2ლ: სიმორ ფისერ; 2გ 5ჯ: რასელ
უელ: ჰაფპენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 63) ლმ.ვილიამს
<10-9> ბიგარ (ს.დევის 69) ვებ /
რ.ევანს (სმით 69) ოუენს (ბოლდვინ 69) ფრენსის (ლი 58)
ბოლ (ჩართერის 57) ავ.ჯოუნზ^კაპ; ვორბერთონ თიპურიქ მორიართი (ფალეტაუ 63) -
ლ: ლმ.ვილიამს; გ 2ჯ: ჰაფპენი
რეფ ლეისი (ირლ) 25/02 @ ედინბურგი, მარი’ფილდ (67 144)
3:0(7) 3:3(12) 3:10(25) 6:10(30) 6:13(34) 9:13(40+2) /
16:13(45) 19:13(55) 26:13(68) 29:13(73)
ირლანდია 19:9 საფრანგეთიირლ: რ.ქარნი (თრიმბლ 51) ერლს რინგროუზ ჰენშოუ ზიბო
<10-9> სექსთონ (ჯექსონ 69) მარი (მარმიონ 79) /
მაკ’გრას (ჰილი 60) რ.ბესთ^კაპ (სქანელ 68) ფურლონგ (ჯ.რაიან 74)
დ.რაიან (ჰენდერსონ 60) თოუნერ; სტანდერ ო’ბრაიენ (ო’მანი 68) ჰიზლიპ -
ლ: მარი; გ ა: სექსთონ; 3ჯ: სექსთონ 2, ჯექსონ
სფრ: სპედინგ (ჯ.კამარა 74) იუჟე ლამერა (შავონსი 60) ფიკუ ნაკაიტათი
<10-9> ლოპეს სერენ (მაშნო 62) /
ბაი (ბენ’არუ 51) გირადო^კაპ (ტოლოფუა 62) სლიმანი (ატონიო 51)
ვაამაინა (ლე’დევდეკ 51) მაესტრი; ლე’რუ (ოივონ 60) გურდონ პიკამოლ -
3ჯ: ლოპეს
რეფ ოუენს (უელ) 25/02 @ დაბლინი, ავივა (51 700)
0:3(12) 0:6(19) 7:6(31) /
10:6(46) 13:6(50ა) 16:6(55) 16:9(74) 19:9(76)
ინგლისი$ 36:15 იტალიაინგ: ბრაუნ მეი (ნოულ 56) თეო (სლეიდ 76) ფარელ დეილი
<10-9> ფორდ ქეა (იანგს 52) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 56) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 56) ქოულ (სინქლერ 72)
ლონჩბრი ლოზ; ითოჟე ჰასქელ (ვუდ 72) ჰიუზ (ქლიფორდ 72) -
6ლ: ქოულ ქეა დეილი ნოულ (4 6) თეო; 3გ: ფარელ
იტა: პადოვანი ბიზენი (ბენვენუტი 52) კამპანიარო მაკ’ლეინ ვენდიტი
<10-9> ალენ (კანა 62) გორი (ბრონძინი 36) /
ლოვოტი (რიძო 58) ჯეგა (დ’აპიჩე 75) ჩიტადინი (ჩეკარელი 52)
ფუზერ (ბიაჯი 75) ფან’სხალკვეიკ; სტეინ ფავარო (მბანდა 58) პარისე^კაპ -
2ლ: ვენდიტი კამპანიარო; გ ა: ალენ
რეფ პუატ (სფრ) 26/02 @ ლონდონი, თვიქნემ (81 904)
5:0(24) 5:3(33ა) 5:10(40+) /
10:10(44) 17:10(48) 17:15(60) 22:15(70$პ) 29:15(74) 36:15(80)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 სთიუართ ჰოგ (შტლ), 14 თომი სიმორ (შტლ), 13 მიკელე კამპანიარო (იტა), 12 გარი რინგროუზ (ირლ), 11 თიმ ფისერ (შტლ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /
1 ჯექ მაკ’რას (ირლ), 2 ქენ ოუენს (უელ), 3 დენ ქოულ (ინგ);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 იოან მაესტრი (სფრ); 6 ჯონ ბარქლეი (შტლ), 7 ჰემიშ ვოთსონ (შტლ), 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)
სულ: 5 შტლ ირლ; 2 ინგ; 1 იტა უელ სფრ
ექვსი ერი 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 04/02 შოტლანდია 27:22 ირლანდია $
შაბ 04/02 ინგლისი 19:16 საფრანგეთი $
კვი 05/02 იტალია 07:33 უელსი
შაბ 11/02 იტალია 10:63 ირლანდია $
შაბ 11/02 უელსი $ 16:21 ინგლისი
კვი 12/02 საფრანგეთი 22:16 შოტლანდია $
შაბ 25/02 შოტლანდია 29:13 უელსი
შაბ 25/02 ირლანდია 19:09 საფრანგეთი
კვი 26/02 ინგლისი $ 36:15 იტალია
3 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $ინგლისი 13 +29 09/04 076:047 3-0 1
ირლანდია 10 +58 13/04 104:046 2-1 2
შოტლანდია 9 +15 07/05 072:057 2-1 1
უელსი 5 +5 05/05 062:057 1-2 1
საფრანგეთი 5 -7 02/04 047:054 1-2 1
იტალია 0 -100 04/18 032:132 0-3 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
პარ 10/03 უელსი 24.05 ირლანდია
შაბ 11/03 იტალია 17.30 საფრანგეთი
შაბ 11/03 ინგლისი 20.00 შოტლანდიაშაბ 18/03 შოტლანდია 16.30 იტალია
შაბ 18/03 საფრანგეთი 18.45 უელსი
შაბ 18/03 ირლანდია 21.00 ინგლისი
სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/02_2017)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9102, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია 8418, 5(8) შოტლანდია 8218, 6 აფრიკა 8179,
7(5) უელსი 8116, 8(7) საფრანგეთი 8057, 9 არგენტინა 7991,
10 ფიჯი 7646, 11 იაპონია 7422,
12 საქართველო 7414, 13 ტონგა 7194, 14 იტალია 7181, 15 სამოა 7125
+/-: შტლ 128 უელ, ირლ 43 სფრ * ინგ 0 იტა
@