forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (32) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ემიგრაცია, Chapter IV
Topiary
You cannot arrest an idea


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1681
წევრი No.: 196462
რეგისტრ.: 13-January 15

გამოგზავნილია: 24 May 2015, 20:38  #44690771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, ამასობაში ამოიწურა ემიგრაციის თემის მესამე ნაწილიც და გადმოვინაცვლოთ ახალ თემაში, გავაგრძელოთ საუბარი ემიგრაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზების და მიზნების გამო წასვლაზე, საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმირებული გამოდგა წინა სამივე ნაწილი, და იმედი ვიქონიოთ რომ არ შევწყვიტავთ და პირიქით მოვუმატებთ ერთმანეთის რჩევა/დარიგებას, შემართების მოცემას, და განმხნევებას იმისთვის რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი რათა გამოვადგეთ და მივაქციოთ ყურადღება ყველანაირ აქ დასმულ კითხვას თუ გაცემულ პასუხს, იმიტორო მან შეიძლება მომოვალი შეგვიცვალოს ჩვენც და ჩვენს ოჯახებსაც, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მომოვალზე, წარმატებებს გისურვებთ ყველა წამსვლელს და ამჟამად ემიგრაციაში მყოფ ხალხს.

დავამატებ რამოდენიმე სასარგებლო და ემიგრანტებისთვის საინტერესო პოსტს:
ამერიკაში თავშესაფრის თემები ვისაც აინტერესებს ვურჩევ უყურონ Well Founded Fear-ს (დოკუმენტური ფილმია თუ როგორ და რა ვითარებაში მიმდინარეობს ინტერვიუ. ინტერვიუს სწორად წარმართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი, რადგან აქ ირკვევა თვენი ბედი და მომავალი. თუ ინტერვიუზე "ჩაიჭერით", მაინც გაქვთ მეორე შანსი საემიგრაციო სასამართლოზე, მაგრამ თქვენი შეუსაბამო პასუხები აუცილებლად გადაეგზავნება ბრალმდებელს და იქ მოგიწევთ დამატებით ამის დასაბუთებაც, რაც ბუნებრივია, გიმცირებთ წარმატების შანსებს.

http://www.uscis.gov/sites/default/files/f.../form/i-589.pdf
http://www.uscis.gov/sites/default/files/f.../i-589instr.pdf
ესეც თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაცია და თანდართული ინსტრუქცია (ინსტრუქციაში კარგად არის ახსნილი არა მარტო თუ როგორ უნდა შეავსოთ აპლიკაცია არამედ რა მამტკიცებელი საბუთების წარმოდგენაა საჭირო თქვენი დევნის და შევიწროების დასამტკიცებლად (იქნება ეს დევნა რელიგიურ, პოლიტიკურ, რასობრივ თუ სექსუალურ ნიადაგზე).

ასევე ეს არის თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ძლიერი ადვოკატის ბლოგი. ბევრი საინტერესო თემაა, რაც გამოადგება ვინც ფიქრობს თავის დასამკვიდრებლად ამ გზის არჩევას. http://www.asylumist.com/ ; ამ კაცის სერვისი ჯდება $2400 (თქვენი საქმის მომზადება, ინტერვიუსთვის დატრეინინგება და საემიგრაციო სამსახურთან თქვენი წარმოდგენა. სასამართლოს შემთხვევაში უფრო ძვირია მომსახურება).

ხო კიდევ იმდენი განაცხადია ამჟამად მთავრობაში შესული, რომ ძალიან დიდი რიგებია. წელიწადზე მეტის მოცდაც კი შეიძლება მოგიწიოთ....

ესეც სტატისტიკა http://www.justice.gov/sites/default/files...ZZZ104337.E.pdf რომ წარმოდგენა შეგექმნათ რამდენად რთულია ან მარტივი ამ გზის არჩევა....

postis avtori: canadian1988


პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნა საფრანგეთში - (Asile Politique ფრ. )

დავიწყებ იმით რომ საფრანგეთში თუ გადაწყვეტთ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას იდეალურ შემთხვევაში სასურველია ჩახვიდეთ პირდაპირ საფრანგეთში და აეროპორტშივე ან აეროპორტიდან გასვლის შემდეგ, სასურველ ქალაქში მოითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი და წარადგინოთ თქვენი პასპორტი. ამ გზით თქვენ მეტი შანსი გექნებათ მიიღოთ დადებითი პასუხი, რადგან თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება სწორი და კანონიერი;

თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ საფრანგეთში მოხვდებით ევროპის სხვა ქვეყნიდან - გაითვალისწინეთ რომ თუ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნისას წარადგენთ პასპორტს, იქ დაფიქსირებული იქნება რომელი ქვეყნიდან შეხვედით საფრანგეთში - ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის სახელმწიფო უარს გეტყვით თავშესაფრის მოთხოვნაზე და გეტყვით რომ დაბრუნდეთ ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც პირველად შეხვედით, მაგ: თუ თქვენ საფრანგეთში წახვალთ საბერძნეთის ან იტალიის გავლით და პასპორტში დაფიქსირდება ამ ქვეყნების გადაკვეთა - თქვენ გეტყვიან რომ დაბრუნდეთ საბერძნეთში ან იტალიაში და სწორედ იქ მოითხოვოთ თავშესაფარი;

თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში თავშესაფარი პასპორტის წარდგენის გარეშე, ასეთ შემთხვევაში გიწევთ იმის თქმა თუ როგორ მოხვდით საფრანგეთში; ამიტომ - ტრაილერში ჩაგსვეს და ისე გადმოგიყვანეს საფრანგეთის საზღვრამდე - ეს ზღაპარი აღარ ჭრის; უფრო სწორედ მე ასე ვიტყოდი, რაც გსურთ ის მოყევით, გნებავთ ზღაპარი, გნებავთ ტყუილი, გნებავთ სიმართლე - ყველაფერს გულდასმით მოგისმენენ და ჩაიწერენ, მაგრამ აუცილებლად იმოქმედებს შედეგზე რომელიც იქნება - ნეგატიური;

პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პროცედურა:

მე კონკრეტულად ვისაუბრებ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის, ბრეტანის დედაქალაქის - რენის პრეფექტურის შესახებ, რადგან ყველაზე კარგად ამ პრეფექტურას ვიცნობ; გაითვალისწინეთ რომ ყველა რეგიონის პრეფექტურაში განსხვავებული პროცედურაა;

ქალაქ რენში ჩასვლისას, პირველ რიგში გიწევთ მისვლა ორგანიზაციაში რომელსაც ქვია Aftam Pada Sao (მისამართი: 33 Rue Auguste Pavie, 35000 RENNES); ამ ორგანიზაციაში თქვენ გადიხართ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პირველ ნაბიჯებს, სადაც გამოგკითხავენ საქართველოდან წამოსვლის მიზეზს და გზას - თუ როგორ ჩახვედით საფრანგეთამდე;
ამის შემდეგ დაგინიშნავენ შეხვედრას რენის პრეფექტურაში (Préfecture d'Ille et Vilaine მისამართი: 3 avenue de la Préfecture 35026 RENNES);
მოგცემენ მისამართს - წითელ ჯვარში (Croix Rouge Française მისამართი: 66-68 rue Dupont des Loges 35000 RENNES);
მოგცემენ ჯანმრთელობის დაზღვევას (Sécurité Sociale მისამართი: Cours des Alliés 35000 RENNES);

ბინა და საკვები:

ბინით უზრუნველყოფა ძალიან ჭირს; განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელა - რადგან ქუჩაშიც შესაძლებელია ღამის გათენება; ზამთარში - როცა ცივა, შედარებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ადგილების მიხედვით; როგორც წესი, ბავშვიან ქალს ქუჩაში არ ტოვებენ, მაგრამ მარტოხელა კაცს ან ქალს - კი; ასეთი შემთხვევები დღესაც ბევრია, როცა ქართველებს, როგორც კაცებს ისევე ქალებს ქუჩაში უწევთ ღამის გათენება;

საკვებით გეხმარებიან, კვირაში ორჯერ;

შეხვედრა პრეფექტურაში:

პრეფექტურაში საფუძვლიანად გამოგკითხავენ თქვენი ვინაობის შესახებ, ასევე გზის შესახებ თუ რა გზით ჩახვედით საფრანგეთში და მიზეზი - თუ რატომ ითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს;
აგიღებენ თითის ანაბეჭდებს;
მოგცემენ სამ თვიან საბუთს, რომელიც არ გაძლევთ არც მუშაობის უფლებას და არც საფრანგეთის დატოვების უფლებას;
დაგინიშნავენ ფინანსურ დახმარებას, რომელიც შეადგენს 300 ევროს;
21 დღის განმავლობაში უნდა გააგზავნოთ თქვენი დოსიე, სადაც აღწერთ დეტალურად თქვენს პრობლემებს, რის გამოც დატოვეთ საქართველო;
სამი თვემდე ან სამი თვის შემდეგ მოგივათ პირველი პასუხი:

თუ თქვენი პირველი პასუხი იქნება ნეგატიური, გაქვთ უფლება გაასაჩივროთ, მაგრამ თუ თქვენ გასაჩივრების დროს არ წარადგენთ დამატებით დამამტკიცებელ დოკუმენტებს - გასაჩივრების შემდეგ მიიღებთ მეორე ნეგატიურ პასუხს და წერილი, რომელიც მოგთხოვთ ორი თვის მანძილზე დატოვოთ საფრანგეთის ტერიტორია - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით დეპორტირებული საქართველოში;

დოსიეს გაგზავნის შემდეგ თუ თქვენ გამოგიძახეს - დაგკითხავენ, თარჯიმანის დახმარებით;
(თუ თქვენ გყავთ თქვენთვის სასურველი თარჯიმანი - შეგიძლიათ მასთან ერთად წახვიდეთ, რადგან OFPRA-ს სამსახურში ზოგიეთი თარჯიმანი მოსყიდულია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება ცუდად წაიყვანოს თქვენი საქმე)

პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მუშაობის უფლებას და ათ წლიან რეზიდენტის კარტას, რომელიც უფლებას მოგცემთ თქვენი ქართული სამოგზაურო პასპორტის თანხლებით იმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდა საქართველოსი; საფრანგეთში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ გექნებათ უფლება შეიტანოთ საფრანგეთის მოქალაქეობის მოთხოვნა; ამისთვის აუცილებელია ფლობდეთ ფრანგულ ენას, ისე როგორც მესამე კლასის მოსწავლე ფლობს ფრანგულ ენას; უნდა გქონდეთ მისამართი; სამსახური და რაც მთავარია, არანაირი კრიმინალური დანაშაული; არც ქურდობა და არც ჩხუბი;

რჩევები:

თუ გადაწყვეტთ საფრანგეთში წასვლას და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას, პირველ რიგში ისწავლეთ ფრანგული ენა (და არა ინგლისური); გაეცანით საფრანგეთის კანონებს თუ რისი უფლებები გაქვთ; ნუ ენდობით სხვა ქართველებს და მეტიც, უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ დაიჭერთ მათთან ურთიერთობას;

კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ პერსონალური შეტყობინების დახმარებით ან პირდაპირ თემაში;

პატივისცემით;

პოსტის ავტორი:დადა

--------------


ემიგრანტების კანონი (არაპირდაპირი გაგებით) ყველგან ერთნაირი იყო არის და იქნება
1. რომელ ქვეყანასაც აირჩევთ წასასვლელად ჩაბარების ან სამუშაოს მიზნით, პირველ რიგში უნდა ისწავლო იმ ქვეყნის ენა (შენი ინგლისური არავის არ ჭირდება)
2. უნდა შეისწავლო იმ ქვეყნის კანონმდებლობა (ზოგადად, ემიგრანტების) რა პრივილეგიები ექნება ამა თუ იმ შემთხვევაში და საერთოდ აზრზე რომ იყო რა ხდება იმ ქვეყანაში
3. თუ რამე ხელობა შეგიძლია, ევროპელი აგიყვანს 100% სამუშაოდ, მაგრამ იმაზე ნაკლებ თანხას უნდა დათანხმდე რა თანხასაც უხდის იმ მომენტში სამუშაოს მომცემი ესე 30-35% ნაკლები
4. აქედანვე უნდა მიეჩვიო იმ შემთხვევას რომ შენ თუ მუშა ხარ უმდა გაგრძნობინებს შენი უფროსი რომ შენ დაბალი დონის ხარ ჩემთან შედარებითო
5. თუ სამუშაოს იშოვი მუდამ იმუშავე 1 საათით მეტი ვიდრე უნდა გემუშავა, (ეს გამოგადგება პირველი 6 თვის განმავლობაში )
6. რეგულარულად ეცადე საბუთების ოფიციალურად რომ გააკეთო, კონტრაქტები და ა.შ (შეიძლება ფულის გადახდა მოგიწიოს მეკონტრაქტესთან კონტრაქტის გამო (ქრთამი))
7. და რაც ყველაზე მთავარია შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოთ მაგრამ დღეს დღეობით ევროპაში სამუშაოს შოვნა ძალზედ ძნელია მიუხედავად იმისა გექნებათ საბუთი თუ არა (თუ მამაკაცი ხართ მით უარესი, მამაკაცების სამუშაო უფრო ძნელად შაშოვნელია)


მთავარია ხალხო იმედი არ დაკარგოთ და იბრძოლოთ უკეთესობისკენ, დანარჩენი დროთაგანმავლობაში თანდათან მოვა

წარმატებები ყველას

პოსტის ავტორი:CORDOBA

ემიგრაცია - I ნაწილი

ემიგრაცია - II ნაწილი

ემიგრაცია - III ნაწილი

user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



რაც მე გავარკვიე ავსტრიაში არის დარჩენის 3 ვარიანტი პოზიტივის გარეშე
1.ინტეგრაცია რაც გულისხმობს სამუშაოს პოვნას და თავისი თავის შენახვას.
2. ხელობის სწავლა
3. ინტეგრაციის კურსებია და იქ სიარულს.

პოსტის ავტორი: khvaramze

--------------

(გერმანია) აქ ლეგალურად ჩამოსვლის და დამკვიდრების საშუალება ბევრი არა, მაგრამ მაინც არის.
1. უმაღლესი განათლება, ოღონდ სფეროებია შეზღუდული (ექიმი, ინჟინერი, IT)
2. სასწავლებლად ჩამოსვლა, დამთავრება და მერე 18 თვის მანძილზე სამსახურის მოძებნა და დამკვიდრება, ამ გზას ყველაზე დიდი მინუსი აქვს ის, რომ 8004 ევრო უნდა
გქონდეს გერმანიის ბანკში გაყინული. (1 წლის სახარჯო თანხა)
3. სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით წამოსვლა, მინუსი ის აქვს, რომ ძალზედ ძნელია მაგ პროგრამაში მოხვედრა და დამთავრების შემდეგ თუ არ ვცდები აუცილებელი
პირობა, სახლში დაბრუნებაა.
4. au pair - ოპერის პროგრამით ჩამოსვლა, მათთვის ვისთვისაც ზედა ჩამოთვლილი ხერხები მიუღწეველია, ეს არის იდეალური საშუალება აქ ჩამოსვლის და დამკვიდრების, აქ მეტს
5. ლტოლვილად ჩაბარება, რომლის დროსაც აქ დარჩენა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ეს არის ის არასრული სია, რის საშუალებითაც შეიძლება გერმანიაში დარჩენა. დანარჩენს ალბათ დაამატებენ.
პოსტის ავტორი: avto68

This post has been edited by ჯიმი ლევი on 27 May 2015, 05:03


--------------------
why am i not happy?
Where no counsel is, the people fall, but in the multitude of counselors there is safety
ჯეო ჯარი ჯეჯილია, ჯონჯოლივით კეთილია
გიორგი XII
Dominus illuminatio mea


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 36364
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 24 May 2015, 21:41  #44691391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავფიქსირდები.............

BUFFALOBILL
დაღვინებული member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5587
წევრი No.: 168887
რეგისტრ.: 15-June 13

გამოგზავნილია: 24 May 2015, 22:08  #44691666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Topiary

კარგად გაქვს თემა შედგენილი

ვისაც არ დაგეზარებათ მერე წინა თემებიდან მნიშვნელოვანი პოსტები წამოიღეთ აქეთ
სადაც ახსნილია გზაკვალი

აბა სანამ 100-მდე ავალთ ევროპაში ვყოფილიყავით
* * *
აი რა თემა გაიხსნა პოლიტიკაში

შვეიცარია მიგრანტებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებას


--------------------
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!
ZigZaglar_
God of Gamblers


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 92
წევრი No.: 202771
რეგისტრ.: 23-May 15

გამოგზავნილია: 24 May 2015, 23:04  #44692240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები მეც, სულ ახალი და მაგარი რჩევები წამოსულიყოს!

user posted image




This post has been edited by ZigZaglar_ on 24 May 2015, 23:17


--------------------
“When it is a question of money, everybody is of the same religion.”


~ Voltaire
iase
summer time


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32428
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 25 May 2015, 03:09  #44693971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
ისტორიის დაწერა არ გინდათ არავის? დაგიწერთ ისე
smile.gif


--------------------
ოკ
levancho_kanada
შენ მოიხედე ერთი აბა აქეთ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8052
წევრი No.: 95469
რეგისტრ.: 9-July 09

გამოგზავნილია: 25 May 2015, 03:23  #44693986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iase
უბრალოდწერ თუ გამოცდილება გაქ რამე?


--------------------
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ
BUFFALOBILL
დაღვინებული member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5587
წევრი No.: 168887
რეგისტრ.: 15-June 13

გამოგზავნილია: 26 May 2015, 23:23  #44711379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
iase

დაგვეხმარე ამ თემაშჳ ახლა ასობით ადამიანი არ შემოდის და რამოდენიმეს თუ ერთი და იგივე ექნება ამბავი არაფერი უჭირს
ყველას გვასწავლე
Qutaiso
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2989
წევრი No.: 185121
რეგისტრ.: 22-April 14

გამოგზავნილია: 27 May 2015, 00:29  #44712059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები სიცხის გაო კიტხვის ხალისი მააქვს დაკარგუი თორე მთელი თემები მააქვს გადასაკითხი
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34475
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 27 May 2015, 05:22  #44713059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Topiary
QUOTE
(გერმანია) აქ ლეგალურად ჩამოსვლის და დამკვიდრების საშუალება ბევრი არა, მაგრამ მაინც არის.
1. უმაღლესი განათლება, ოღონდ სფეროებია შეზღუდული (ექიმი, ინჟინერი, IT)
2. სასწავლებლად ჩამოსვლა, დამთავრება და მერე 18 თვის მანძილზე სამსახურის მოძებნა და დამკვიდრება, ამ გზას ყველაზე დიდი მინუსი აქვს ის, რომ 8004 ევრო უნდა
გქონდეს გერმანიის ბანკში გაყინული. (1 წლის სახარჯო თანხა)
3. სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით წამოსვლა, მინუსი ის აქვს, რომ ძალზედ ძნელია მაგ პროგრამაში მოხვედრა და დამთავრების შემდეგ თუ არ ვცდები აუცილებელი
პირობა, სახლში დაბრუნებაა.
4. au pair - ოპერის პროგრამით ჩამოსვლა, მათთვის ვისთვისაც ზედა ჩამოთვლილი ხერხები მიუღწეველია, ეს არის იდეალური საშუალება აქ ჩამოსვლის და დამკვიდრების, აქ მეტს
5. ლტოლვილად ჩაბარება, რომლის დროსაც აქ დარჩენა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ეს არის ის არასრული სია, რის საშუალებითაც შეიძლება გერმანიაში დარჩენა. დანარჩენს ალბათ დაამატებენ.

ვამატებ
ებრაული ემიგრაცია ყოფილი სსრკ-დან.
მეც მაგით ვარ ჩამოსული.


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
Topiary
You cannot arrest an idea


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1681
წევრი No.: 196462
რეგისტრ.: 13-January 15

გამოგზავნილია: 27 May 2015, 06:11  #44713088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიმი ლევი
QUOTE
ებრაული ემიგრაცია ყოფილი სსრკ-დან.
მეც მაგით ვარ ჩამოსული.


ეგ როგორ?
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34475
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 27 May 2015, 06:22  #44713094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Topiary
QUOTE
ეგ როგორ?

ჭრელად

კონკრეტულად რას გულისხმობ როგორში?
არ იცი, რომ ასეთი გზა არსებობს?
Topiary
You cannot arrest an idea


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1681
წევრი No.: 196462
რეგისტრ.: 13-January 15

გამოგზავნილია: 27 May 2015, 07:17  #44713129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიმი ლევი
QUOTE
კონკრეტულად რას გულისხმობ როგორში?


ანუ როგორ გააკეთე ? user.gif
მაგალითად მე საწყალს, შემიძლია გავაკეთო? user.gif

This post has been edited by Topiary on 27 May 2015, 07:18
popins
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3451
წევრი No.: 88148
რეგისტრ.: 5-April 09

გამოგზავნილია: 27 May 2015, 08:50  #44713227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Topiary @ 27 May 2015, 07:17 )
ჯიმი ლევი
QUOTE
კონკრეტულად რას გულისხმობ როგორში?


ანუ როგორ გააკეთე ? user.gif
მაგალითად მე საწყალს, შემიძლია გავაკეთო? user.gif

როგორ გააკეთა და ებრაელია

ყოფილი სსრკ დან
)))))


--------------------
ლააააა
bigmaster
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9207
წევრი No.: 166381
რეგისტრ.: 29-April 13

გამოგზავნილია: 27 May 2015, 14:15  #44715657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი კანონი შემოდის ეხლა , ეგრე აღარ იქნება სადაც შენ გინდა იქ ჩაბარდე ლტოლვილად, სხვადასხვა ქვეყნებზე გადანაწილდება ლტოლვილები თანაბრად აღმოსავლეთ ევროაზეც, ეხლა ყვლა გერმანიას შვედეთს ავსტრიას და რამდენიმე ქვეყანას მიაწყდა მარტო , საფრთხე თუ ემუქრება ვინმეს რუმინეთშიც ისევე იქნება დაცული როგორც გერმანიაში , პრინციპი ეგ არი. ას რო რო ჩახვალთ სიტყვაზე გერმანიაში შეიძლება გაგაგზავნონ ლიტვაში ან ბულგარეთში. ეგაც ჩაამატეთ :დ

This post has been edited by bigmaster on 27 May 2015, 14:16


--------------------
BUFFALOBILL
დაღვინებული member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5587
წევრი No.: 168887
რეგისტრ.: 15-June 13

გამოგზავნილია: 27 May 2015, 20:03  #44718691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (bigmaster @ 27 May 2015, 15:15 )
ახალი კანონი შემოდის ეხლა , ეგრე აღარ იქნება სადაც შენ გინდა იქ ჩაბარდე ლტოლვილად, სხვადასხვა ქვეყნებზე გადანაწილდება ლტოლვილები თანაბრად აღმოსავლეთ ევროაზეც, ეხლა ყვლა გერმანიას შვედეთს ავსტრიას და რამდენიმე ქვეყანას მიაწყდა მარტო , საფრთხე თუ ემუქრება ვინმეს რუმინეთშიც ისევე იქნება დაცული როგორც გერმანიაში , პრინციპი ეგ არი. ას რო რო ჩახვალთ სიტყვაზე გერმანიაში შეიძლება გაგაგზავნონ ლიტვაში ან ბულგარეთში. ეგაც ჩაამატეთ :დ

სერიოზულად?

ანუ თავს რო იკლავდნენ გერმანიაშI ჩასულიყვნენ პირდაპირ შეიძლება პოლონეთშივე ან უნგრეთში მოითხოვონ ჩაბარება?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (32) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0321 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]