Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > საწებელი, სოუსები, საკმაზები


Posted by: საბუნია 8 Dec 2006, 20:13
მაგრად მევასება სოუსები, განსაკუთრებით მაკარონთან, შემწვარ კარტოფილთან და ა.შ.

აბა რეები იცით დაწერეთ smile.gif


მერე მე დავწერ ერთ უძალიან გემრიელეს ვეშს yes.gif

Posted by: pudelblack 9 Dec 2006, 05:39
სპაგეტის სოუზი
მასალა: ნახევარი კილო პამიდორი ,4 კბილანი ნიორი ,მწვანილი,სტაფილო( ზომის მიხედვით ),ბულგალური წიწაკა ,ხახავი ,მარილი,სვანური მარილი ,შერეული სუნელი.

პომიდორს გავრეცხავთ ,კანი რომ ავაცილოთ ოილად ჩავდებთ10 წუთი ადუღებულ წყალში და შემდგომ გადავავლებთ ცივ წყალს ,(ანუ შოკ ეფექტს ვუკეტებთ ).დავჭრით წვრილად . აგრეთვე დავამზადებთ სტაფილოს .ტაფას შევაცხელებთ ნელ გაზე , მოვასხამთ ზეითუნის ზეთს(ან კიდე ერბო) , პამიდორს და სტაფილოს ჩავყრით და ნელ ნელა მშუშავთ .ამასობაში დავჭრით სხვა პრიპასებს .მწვანილი,ნიორი ,სვანური მარილი,ოდნავ შერეული სუნელი ერთად დავჩეჩქოთ.როდესაც სტაფილო მოიშუშება დავამატებთ ხახვს და დაჩეჩქვილ პრიპასებს .სულ ბოლოს როდესაც გაზქურიდან გადმოვდგამთ ტაფას მაშინ დავაყრით ბულგარულ წიწაკას .ოდნავ მშრალ ყველს გავრხეხავთ და მოვაყრით ზემოდან და ავურევთ ერთად .

დიდი თეფძე მოვატავსებთ მაკარონს.შუა გულში ჩასასხამთ ამ საწებელას და ზემოდან ისევ ყველა მოვაყრით smile.gif

Posted by: ShadowCat 9 Dec 2006, 16:39
სპაგეტის საწებლის რეცეპტი (1)
© pudelblack

500გრ პამიდორი.
3 ჩაის კოვზი ტომატი.
სტაფილო 1,2 ცალი
გატარებული ხორცი 250 გრ.(2 ,3 კაცის ზომაზეა ეს).
ხახვი,ნიორი და გატარებული მშრალი ყველი ან სულგუნი.

ტაფზე დავასხათ (ზეითუნის ზეთი უხდება კარგად.)ზეთი ,ხორცი დაბალ ცეცხლზე შევწვათ.
პამიდორი გავფირცქნოთ და წვრილ ნაჭრებად დავჭრად.მოვათავსოთ ჯამში,დავუმატოთ ტომატი და კარგად ავურიოთ.
სტაფილო თუ მოხარშული იქნება უფრო კაი იქნება მაგრამ აუცილებელი არ არის.დავჭრით წვრილ ნაჭრებად და დავდგამთ ცალკე.
ხორცი რომ შეიწვება ხახვს დაჭრილს დავაყრით და დაამატებ პამიდორს ტომატიანს (თუ სქელი მოგეჩვენოს წყალი დაამატე მაინც აორთქლდება)და ერთს წამოადუღებ.დავამატოთ სტაფილო და ვადუხოთ კარგა ხანი.რომ სტაფილო ჩაიშუშოს.ბოლოს მწვანილს უზამ და ნიორსაც შეაყრი.ავიღოთ ცოტა ოდენ შერეული სუნელი და კარგად მოურიოთ ერთმანეთს.მარილი გემოზე და ტეფშზე რომ გადაიღებ მერე მოაყარე ყველი.

* * *
სპაგეტის საწებლის რეცეპტი (2)
© Kesi

მარილიან და ზეთიან წყალში მოხარშეთ მაკარონი (1 ან 2 სადილის კოვზი ზეთი, გააჩნია მაკარონის რაოდენობას).
მოზრდილ ტაფაზე მოშუშეთ ხახვი (არ დაგენანოთ smile.gif ), დაამატეთ წვრილად დაჭრილ ერთი (საშუალო ზომის) ძეხვი (დოკტორსკი) , შემდეგ ერთ დიდი ქილა სოკო დაჭერით და დაამატეთ ტაფაში მოსაშუშად, შემდეგ აიღეთ რამოდენიმე(დაახლოებით 6-8 საშუალო ზომის პომიდორი) გააცალეთ კანი, გახეხეთ და დაამატეთ ტაფაში მოსაშუშად, ცოტა ხანი იდუღოს, ოღონდ ძალიან არ ამოაშროთ, ამას მოასხით ლიმონის წვენი (ნახევარი ლიმონი, პამიდვრის სიტკბო რომ დაუკარგოს, ვისაც მოწონს ეს სიტკბო, შეუძლია არ დაუმატოს ლიმონის წვენი) დაუმატეთ შავი წიწაკა და 1/3 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო. და სოუსი მზადაა.

* * *
naia-ს საყვარელი სპაგეტის რეცეპტი: (3)
© naia

სპაგეტს მოხარშავთ მარილიან-ზეთიან წყალში. ამასობაში ტაფაზე ზეთში მოხრაკავთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, რომელსაც შეურევთ გატარებულ ხორცს (ნახევარი წილი ღორის ხორცი და ნახევარი წილი ძროხის). ხორცი რომ შემზადდება შეურევთ ტომატს ან კეტჩუპს (მე კეტჩუპით უფრო მომწონს), მოაყრით დაფქულ, შავ წიწაკას და მარილს გემოვნებით. შემდეგ ამ მასას კარგად აურევთ გადაწურულ, ცხელ სპაგეტში. დატოვეთ თავდახურულ ქვაბში რამდენიმე წუთით (3-4) და შემდეგ მიირთვით.

* * *
პასტის სოუსები © NATALLI

1. პასტა თევზით
არ ვიცი ამ თევზს ქართულად რა ქვია რუსულად ტუნეც არის იყიდება კონსერვი ტუნეც ვ მასლეზ აიღებთ ერთ კონსერვს ცხელ ტაფასე გადმოცურავთ კონსერვის ზეთს და რომ გაცხელდება მერე თევზს. უნდა ისშუსშოს საშუალო ცეცხლზე თან ჩანგლით დაანაცილეთ თევზი ისე რომ ხორცის მასად იქცეს. შემდეგ დაამატეთ ან ტომატის პასტა ან პამიდორი. პამიდორს ცინასცარ უნდა დაასხათ მდუღარე ცყალი, კანი და კურკები გააცალოთ და წვრილად დაჭათ. რომ მოიშუშება დაამატეთ სუნელები და მარილი. ძალიან უხდება ცოტა როზმარინი. პეტრუშკა და რეჰანი ცვრილად დაჭრილი.
თეფშზე უნდა შეურიოთ სპაგეტის და ძალიან უხდება გახეცილი მშრალი ყველი.

2. პასტა ქამა სოკოთი.
მოშუშეთ ზეთსში ხახვი, რომ მოიშუშევა დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ქამა სოკო. ერთი ქილა არაჟანი დაასხით ოღონდ უფრო დაბალ ცეცხლზე ერთხელ ცამოადუღეთ და შეანელეთ მარილით და სუნელებით.

3. პასტა სალამით
დაჭერით სალამი პატარა კუბიკებად და მოშუშეთ ცხიმში შემდეგ დაამატეთ ტომატი და შეანელეთ მარილით და სუნელები

5. მაკარონი ალა ნატალლი
ეს ჩემი მოგონილი რეცეპტია, მე მიყვარს
ცალკე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ცვრილად დაჭრილი ქამა სოკო. ერთი გაროხის კონსერვი, მოხარშული სტაფილო ლობიოს კონსერვი. თუ რომელიმე ინგრედიენტი არ გაქვთ ის არაუსჰავს. შეიზლება ვარირება მაინც გემრიელია. ბოლოს შეაზავეთ შავი წიწაკით და მარილით. იგივე რეცერპტში შეგიძლიათ მაკარონის მაგივრად მოხარშული ბრინჯი უქნათ
ვიცი კიდევ უამრავი გემრიელი სალათის რეცეპტი მოკლედ ბეეევრი გემრიელი რაღაც რუღაცეები და თუ ინტერესი გაქვთ დავწერ კიდეც თუ არა და არა
მოხარშეთ მაკარონი( არა სპაგეტი არამედ პატარა მაკარონი)

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 15:46
მაწონი პიტნით
© Kesi

პრე-ისტორია: ვარ დედით მეგრელი, ასე რომ მეგრულს სამზარეულოსთან ძალიან ახლოს, ხოდა რა ხდება ეხლა, ახალი გათხოვილი ვიყავი და ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გაცნობილი ჩემი ახალი ოჯახის სამზარეულოს, და ერთ დღესაც დედამთილმა გააკეთა ღომი და მასზე მისაყოლებლად მაწონი პიტნით, ნუ პიტნით ნადუღი, პიტნით ჭყინტი ყველი, პიტნით სულგუნი (გებჟალია) გასაგებია, მაგრამ ესეთი "სოუსი" მანამდე არც კი გამეგო , სხვათაშორის ძალიან კარგი აღმოჩნდა, ოღონდ მე (რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ჩემი ფესვებიდან გამომდინარე ) არ მიყვარს ღომი და ლავაშის პურთან გემრილეად გეახლებით ხოლმე.

ხო ეხლა რეცეპტი:
ერთ ქილა სოფლის მაწონზე, ავიღოთ ერთი პატარა კბილი ნიორი, მწვანე წიწაკა (სიმწარის მიხედვით აიღეთ სასურველი რაოდენობა) ერთი-ორი ღერი ქინძი და პიტნა ნახევარ კონამდე (გააჩნია კონასაც) მოკედ ყველაფერ ამას კარგად ჩანაყავთ და ნელნელა გაურევთ მაწონს და პერიოდულად გასინჯეთ ხოლმე რომ არ "გადაამლაშოთ" შეკაზმისას და ბოლოს მარილი.
მიღებული "სოუსი" ძალიან კარგია ღომთან, მჭადთან და შოთზე ან ლავაშზე..
მიირთვით გემრიელად.

* * *
სოუსი სპაგეტისათვის
(მაკარონისთვის და წიწიბურასთვისაც კი wink.gif )
© ShadowCat

იღებ დოქტორსკაიას (ან რამე სოსისს), შუშავ ხახვით (ან მის გარეშე) ტაფაში (ან პატარა ქვაბში, ტეFლონის რომაა.. უფრო "წვნიანი" გამოდის),
ამატებ გახეხილ პამიდორს (ყველაზე ნაღდია დაკუწული პამიდორის კონსერვი - მგონი ყველა ნორმალურ მარკეტშია), შუშავ ასე 15 წუთი,
ამატებ სიმინდის კონსერვს (1 ქილა პამიდორზე ნახევარი ქილა სიმინდი). მარილი გემოვნებით, ისევე როგორც მწვანილეულობა და სუნელები.
ვოტ ი ვსიო! სპაგეტისთანაც გემრიელია, ჩვეულებრივ მაკარონთანაც, და დაჟე წიწიბურასთან

ბონ აპეტი!

Posted by: Johnnie Walker 11 Dec 2006, 23:35
Seafood Sauce © Mrs Johnnie Walker

სასაცილო რამეს გეტყვით.... სასწაულად გემრიელი საწებელა თუ სოუსი, რაც გინდათ უწოდეთ, საზღვარგარეთ მიჭამია უამრავჯერ თევზეულობასთან ერთად. განსაკუთრებით უხდება კარგად მომზადებულ ორაგულს და სხვა "პრესტიჟულ" თევზს....

მოკლედ, თვალი მოვკარი ერთხელ, ლონდონში მარქს & სპენსერის საჭმლის განყოფილებაში მაგ სოუსს. თითო ქილა მგონი 6 გირვანქა ღირდა....
გამიხარდა ძალიან.... ვიფიქრე ოჯახს გაუსწორებ მეთქი....

მოკლედ, ჩამოვიტანე თბილისში.
საგანგებოდ მოვამზადეთ თევზი რომ ეს სოუსი დავასხათ, ჩემმა ცოლმა გახსნა, გემო გაუსინჯა და....
შენ დებილი ხომ არა ხარ ამხელა კაცი, ეს რა ჩამოგიტანიაო, მითხრა.... biggrin.gif
არადა ნაღდად ის სოუსი იყო, ბლანტი, მოვარდისფრო, სურნელოვანი....

მოკლედ გახსნა მეუღლემ მაცივარი, ამოიღო კეჩუპი და მაიონეზი 1/1-ზე, ზედ რაღაც სუნელი დააყარა, დაუმატა ერთი ბეწო წყალი, აურია და ზუსტად ეგ seafood sauce არ გამოვიდა? lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: Breaky 12 Dec 2006, 00:10
Johnnie Walker
QUOTE
გახსნა მეუღლემ მაცივარი, ამოიღო კეჩუპი და მაიონეზი 1/1-ზე, ზედ რაღაც სუნელი დააყარა, დაუმატა ერთი ბეწო წყალი, აურია და ზუსტად ეგ seafood sauce არ გამოვიდა?

lol.gif biggrin.gif lol.gif
ძააან ვიხალისე smile.gif

Posted by: ShadowCat 12 Dec 2006, 14:17
ძაან საკაიფო საწებლის რეცეფტი
© IkaMac

დაითრიეთ 2ცალი მწვანე მწარე წიწაკა დაჭერით ძაან პატარებათ
მერე 2ცალი ხახვი საშუალო ზომის და ეგეც დაჭერით პატარებათ
მერე ჩაუშვით ბანკაში მაგ ბანკაში დაამატეთ ტომატი და ანადუღარი წყალი ჩაასხით ზომაზე .
[NOTE by Guess`Who: მაგ ყველაფერს ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი უხდება ]

Posted by: Doloress 12 Dec 2006, 18:29
QUOTE
2. პასტა ქამა სოკოთი.
მოშუშეთ ზეთსში ხახვი, რომ მოიშუშევა დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ქამა სოკო. ერთი ქილა არაჟანი დაასხით ოღონდ უფრო დაბალ ცეცხლზე ერთხელ წამოადუღეთ და შეანელეთ მარილით და

ვაიმე რა მაგარიაააა... მწვანილიც მოუხდება..

მე ვაკეთებ ხოლმე ასეთ სოუსს, პირობითად ქვია "კუსტარული" biggrin.gif

ტომატი "კინგტომი" (მე ეს მომწონს ყველაზე მეტად) ავურიოთ ანადუღარ და გაგრილებულ წყალში, ჩვეულებრივი საწებელის მასასავით უნდა გახდეს. მერე დავუმატოს სვანური მარილი. ასევე უნად დავუმატოთ ხახვი და ქინძი. შეგიძლიათ ორნაირად -
ან წვრილად დაჭრით ორივეს და ისე, ან გატარებულს(თუ გაატარებთ ხახვი შედარებით ცოტა უნდა), შეგიზლიათ ნიორიც დაამატოთ. (შეგიზლიათ არცერთიც არ უქნათ, სვანური მარილი აძლევს გემოს) მერე უნდა დაამატოთ მაიონეზი "კალვე".მე არ მიცდია, მაგრამ მეგობარმა მითხრა, შამპინიონითაც ძაან მაგარიაოო.. smile.gif
მაკარონზე, წიწიბურაზე, კარტოფილზე და მისთანანზე ძაან მაგრა მიდის.
ოღონდ პროპორციები გემოვნებით უნდა დაარეგულიროთ..
smile.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2006, 00:40
მოკლედ, მე რა საწებელა მიყვარს:
წვრილად დაჭრილი ქინძი ჩაყარეთ სანაყში (მამაპაპური მეთოდი, ყველაზე გემრიელი smile.gif),
დააყარეთ მარილი და ნაყეთ. მერე - დაამატეთ ნიორი, ისიც დაჭრილი და იმასთან ერთად ნაყეთ biggrin.gif
მერე - წვრილად დაჭერით ხახვი, აურიეთ ტომატის პასტაში, დაამატეთ წითელი წიწაკა, დაასხით წყალი + უქენით ცოტა უცხო სუნელი (შეგიძლიათ არც უყოთ), უყავით მარილი.
ყველაფერი ეს დანაყულ ქინძთან და ნიორთან ერთად აურიეთ. ხო, თუ სეზონია, დაუმატეთ კანგაცლილი მწიფე პამიდორი, ძალიან წვრილად დაჭრილი smile.gif

პროპორციებზე ვარაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გემოვნების შესაბამისად.
ერთი ის ვიცი, რომ ქინძი და ნიორი რაც შეიძლება მეტი, ხახვი რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი, წყალი რაც შეიძლება ნაკლები, ტომატის პასტა - საშუალოდ. წითელი წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე.


უხდება ყველანაირ შემწვარ და მოხარშულ ხორცს.
განსაკუთრებით - ბურვაკს, ღორს, საქონელს.
უხდება კატლეტსაც (გინდ საქონლის, გინდა კარტოფილისsmile.gif ) და უხდება სასისკსაც biggrin.gif

ისე, პახმელიაზე 1 არყის ჭიქა ამ საწებელს თუ გადაჰკრავთ, ეგეც მაგრა გესიამოვნებათ biggrin.gif

Posted by: Kesi 13 Dec 2006, 13:06
არაჟნის სოუსი (ჩემი ფანტაზიის ნაყოფი):

ტაფაზე ცოტა ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ერთი ორი საშუალო ზომის თავი) როცა შერბილდება და შევარდისფრდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა და დაასხით ერთი დიდი ქილა არაჟანი, ამოურიეთ კარგად და მიიყვანეთ ადუღებამდე, არ ადუღოთ. გამორთეთ და დაუმატეთ ერთი ორი კბილი ნიორი...სოუსი გამოიყენეთ ნელ-თბილ მდგომარეობააში.
უხდება შემწვარ კარტოფილს, შემწვარ კვერცხს და შემწვარ ხორცს....თუ სხვა რამესაც მოუხდენთ, გამაგებინეთ... biggrin.gif biggrin.gif

ხოდა კიდე ტომატის სოუსის ჩემებური ვარიანტია:
ტომატს ვხსნით ანადუღარ წყალში, უნდა მივიღოთ ბლანტი სისქსის, ვუმატებ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს (ბლომად), ნედლ ქინძს, კამას, ნოირს (ერთ-ორ კბილს) მწვანე წიწაკას, და შავ პილპილს ...
ერთხელ ვცადე ცოცხალი ხახვის ნაცვლად, ცოტა ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ძალიან მაგარი გამოვიდა ესეც...
ეს სოსუსი რას უხდება კი იცით ყველამ და აღარ გავიმეორებ... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ShadowCat 13 Dec 2006, 13:32
ამ სოუსის იდეა ჩამაწვეთა Breaky-ს "ანტიგრიპმა".. მსგავსი რამ გააკეთა Kissie-მაც..
ჰოდა, მე ამ ორივეს იდეა გავაერთიანე და გამოვიდა სოუსი სახელწოდებით

L'brique:
მაიონეზს "ვაზავებთ" ანადუღარ წყალთან ისე, რომ გამოვიდეს ოდნავ უფრო თხელი და
არც ძალიან მსუყე იყოს (ნუ, წყალი ანეიტრალებს, გასაგებია biggrin.gif)
ვშუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს და გახეხილ სტაფილოს ზეთში.
ამ მასას ჩავუშვებთ განეიტრალებულ მაიონეზში და დავამატებთ სუნელებს:
ქონდარი (აუცილებლად), კოცახური (ცოტა) და ყველაფერი დანარჩენი biggrin.gif
(მე მიყვარს ზაფრანა, უცხო სუნელი და ხმელი სუნელი).. დანის წვერით - შავი პილპილი.
კარგად ავურევთ ყველაფერს და სოუსიც მზადაა!

ფანტასტიურია ქურაში კანიანად შემწვარ კარტოფილთან (potatoes L'brique biggrin.gif) ერთად და
უგემრიელესია ჩემს სალათასთან (სალათა "კატოვსკური" იხილეთ სალათების განყოფილებაში biggrin.gif)

Posted by: DODI 13 Dec 2006, 15:30
ერთი შეკვრა მაიონეზი (თუნდაც სამარხვო) ტომატ პასტა იმდენივე ან ოდნავ ნალკები (ე.ი. მაიონეზი და პასტა ერთი ერთზე ან ოდნავ ნაკლები) მშრალი წითელი მეგრული აჯიკა 3 ან 4 (ბაზარში იყიდება მდოგვის პატარ-პატარა ჭურჭლით) და მარილიც უნდა გემოვნებით. ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში ხელით ან ბლენდერით. წყალიც უნდა რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი სისქის გინდათ გამოვიდეს. უხდება ყველაფერს, განსაკუთრებით უხდება შემწვარ კარტოფილს და საქონლის მოხარშულ ხორცს ცივად.

Posted by: Breaky 13 Dec 2006, 16:30
© likerstin
სპაგეწისთვის სოუსი მზადდება ნაღები იგივე "სლივკებში" უნდა შეურიო ეგ ზუთხი ბლენდერით ათქვიფო და მოასხა პასტას,
* * *
© Johnnie Walker
სპაგეტის სოუსად სულ არ არის ამდენი ბაზარ-ვაგზალი საჭირო, რუსული კონსერვი "Лососина"-ც საკმარისია. ათქვიფე ბლენერში სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
* * *
© forever`s_NEVER
გოგრის კაკლის მწვანე სოუსი ნივრით. ბაჟესავით კეთდება
ბულიონი არ უნდა. წყალიც წავა. მხოლოდ ბაჟესავით თხელი არ უნდა გამოვიდეს. ნიორი, მწვანილი, ხახვი, ძალიან წვრილად დაკეპილი, სუნელები.... იფფ...

Posted by: ShadowCat 13 Dec 2006, 16:32
© ლაბუ
მოკლედ, აჯიკა ჰქვია თუ არა არ ვიცი, მაგრამ უგემრიელესი გამოდის:
6 ცალი დიდი ზომის წითელი ბულგარული, 1 კგ.წითელი ცხარე წიწაკა, 4 თავი ნიორი, 200გრ. ნიგოზი, მარილი გემოვნებით.
ყველაფერი უნდა გაატარო და მმმმმ, მაგარი გემრიელია

* * *
© auau აჯიკა
რეცეპტი მეგრელებმა მასწავლეს და ნამდვილად კაია.
1კგ დაფქვილი მწარე წითელი წიწაკა,500 გ დანაყილი ან გატარებული ნიორი,200გ უცხო სუნელი,150გ ხმელი ქინძი,1ჩაის ჭიქა ძმარი,1ჩაის ჭიქა ნედლი ქინძის წვენი.ამას ყველეფერს აურევ და იმდენ მარილს დააყრი,რომ დააჩნდეს.მერე რაფინირებული ზეთით (თუ ზეითუნია,რა სჯობს!) ხელთათმანიანი ხელებით მოზილე ცომივით.ცადე ქილებში და ზემოდანაც ცოდა ზეთი მოასხურე.თუ გაშრება, შეგიძლია ცოტა ანადუღარ წყალში
გახსნა და მიირთვა.ჩემი შვილები კარაქიან პურზე უსვებენ .

Posted by: annak 15 Dec 2006, 10:36
მე რადგან ამ თემაში თავს დიდად ვერაფრით მოვიწონებ (მით უმეტეს თქვენს ფონზე)
დედაჩემის ცნობილ აჯიკას შემოგთავაზებთ.
პირადად მე უზომოდ მიყვარს.

3 კგ. წითელი ცხარე წიწაკა;
2 კგ. ბულგარული წიწაკა ( წითელი);
ან მთლიანდ 5კგ წითელი ცხარე წიწაკა.
800 გ. ნიორი;
20 კონა ნედლი ქინძი;
2 არაჟნის ქილა უცხო სუნელი;
1 არაჟნის ქილა ხმელი ქინძი;
ნახევარი ქილა ყვითელი ყვავილი;
2 ჭიქა ( 200 გ-იანი) ძმარი;

წიწაკას დავაცალოთ თესლები (მშრალად). წიწაკა და ნიორი გავატაროთ მანქანაში. ქინძი დავჭრათ ძალიან წვრილად. ყველაფერი ავურიოთ და ჩავასხათ ემალირებულ ან ფაიფურის ჭურჭელში. შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. ვურიოთ დილა საღამოს ერთი თვის განმავლობაში.


Posted by: Teri7 16 Dec 2006, 22:20
ბევრი საინტერესო და გემრიელი საწებლის რეცეპტები აღმოვაჩინე ამ თემაში. გთავაზობთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საწებლის რეცეპტს.
აიღეთ 1/2 კილო ხახვი და დაჭერით წვრილად. დაასხით 400 მლ ზეთი და მოშუშეთ ხახვის კარგად დარბილებამდე (ოღონდ ხახვი არ დაგეწვათ), ამასობაში გაატარეთ (უკეთესია თუ ბლენდერში ათქვიფავთ) 250 გრამი ნიგოზი (შეიძლება თხილიც), დაუმატეთ ამას ხმელი სუნელები (თითო სუფრის კოვზი უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი და 1/2 კოვზი ქინძი) , 200 გრამი ტომატ-პასტა და 1/2 ლიტრი წყალი, დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა კარგი ღვინის ძმარი და აურიეთ. საბოლოოდ ეს ყველაფერი დაამატეთ მოშუშულ ხახვს და ერთად ცოტა წამოადუღეთ. უუუგემრიელესია. განსაკუთრებით მეორე დღეს (როგორც ყველა ნიგვზიანი კერძი).

Posted by: auau 22 Dec 2006, 23:14
პირშუშხას(ხრენის) სოუსი
ხრენის ბოლქვებს მანქანაში გავატარებთ ან წვრილ სახეხზე გავხეხავთ. გემოვნებით შევკმაზავთ მარილით, ცოტა შაქრით და ძმრით. ჩემი უკრაინელი დაქალი ამ ნაზავს უმატებს: ორ დიდ ბოლქვზე ერთი მომცრო ჭარხალი მოვხარშოთ,გავხეხოთ,რომ ფაფად იქცეს, გავხსნათ 3-4 (შეგიძლია მეტიც) სუფრის კოვზ არაჟანში და შევურიოთ ხრენის გამზადებულ მასას. გემოვნებით გაუწყეთ ყველაფერი.

Posted by: giok 23 Dec 2006, 12:45
აქ ძირითადად ფორუმელებმა იმპროვიზებული სოუსები შემოგვთავაზეს. თუმცა იცის თუ არა ვინმემ კლასიკური პასტის (ბოლონეზი, ტალიატელე, კარბონარა, ლაზანია, პენე, რავიოლი და აშ) სოუსების მომზადება?

Posted by: კორდელია 29 Dec 2006, 00:02
ბ ა ჟ ე

ვარიანტი #1
ჯამში ჩაყარეთ ნიგოზი(გატარებული), დააყარე ყვითელი ყვავილი 1 კოვზი, უცხო სუნელი 2 კოვზი,ქინძი 1 კოვზი, წიწაკა კოვზის წვერით, მარილი და წყალი დაასხი და სასურველ სისქეზე დააყენე...

#2
ნიგვზის მაგივრად მაიონეზი გააკეთეთ, უკეთესია დამიჯერეთ.... უფრო ნოყიერი და თეთრი გამოდის.. ნიგვზით გაკეთებული რაღაცნაირად ხოშხოშაა და მაიონეზით კი წმინდა...

P.S სანამ ამ წვენს გაამზადებთ.. ტაფაზე გველოდება მოხარშული და უკვე ცოტათი შებრაწული ქათამი, რომელსაც ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვაწყობთ უკვე მზა წვენში....

Posted by: Vika 29 Dec 2006, 00:25
KORDELLIA
QUOTE
ჯამში ჩაყარეთ ნიგოზი(გატარებული), დააყარე ყვითელი ყვავილი 1 კოვზი, უცხო სუნელი 2 კოვზი,ქინძი 1 კოვზი, წიწაკა კოვზის წვერით, მარილი და წყალი დაასხი და სასურველ სისქეზე დააყენე...

არ ვიცი საჭირო იყო თუ არა, მაგრამ მე ნიორი და ძმარიც დავამატე. წყალის ნაცვლად ადრე ბულიონი ვიხმარე და გემრიელი გამოვიდა.

Posted by: Breaky 29 Dec 2006, 13:59
KORDELLIA
QUOTE
ნიგვზით გაკეთებული რაღაცნაირად ხოშხოშაა

მე უკვე გამზადებულ ბაჟეს ძააალიან წვრილ ბადეში ვატარებ (თუ საჭიროა, ორჯერაც) და ხორხოშაც არ გამოდის, უნაზესია ხოლმე smile.gif

Posted by: taso 29 Dec 2006, 22:39
KORDELLIA
QUOTE
დააყარე ყვითელი ყვავილი

სად ვიპოვო აქ sad.gif ვერ გამიკეთებია და ეგაა sad.gif

Vika
QUOTE
წყალის ნაცვლად ადრე ბულიონი ვიხმარე და გემრიელი გამოვიდა.

დედაჩემისგან ვიცი რო ნამდვილი ბაjე ეგრე კეთდება ... ის სამარხო ვარიანტია, თან სწრაფი smile.gif

Posted by: ShadowCat 29 Dec 2006, 22:48
Vika
QUOTE
არ ვიცი საჭირო იყო თუ არა,

ძმარზე რა მოგახსენო, მარა ნიორი ცხადია, საჭიროა! yes.gif
მე წყლის ნაცვლად რძეს ვასხამ (ოღონდ სოფლისას არა tongue.gif) და ძალიან გემრიელი გამოდის yes.gif

Breaky
მე კიდე სწორედ ის "ხორხოშები" მიყვარს (ანუ ნიგოზი biggrin.gif)

giok
QUOTE
თუმცა იცის თუ არა ვინმემ კლასიკური პასტის (ბოლონეზი, ტალიატელე, კარბონარა, ლაზანია, პენე, რავიოლი და აშ) სოუსების მომზადება?

ლაზანიას რეცეპტი მგონი ხორცეულობის განყოფილებაშია. ვფიქრობ, ბოლონეზეც უნდა იყოს.
სხვა რომ არაა, მაგაში დარწმუნებული ვარ. თუ ვინმემ იცით ეს რეცეპტები, მეც სიამოვნებით მოგისმენთ wink.gif

Posted by: კორდელია 29 Dec 2006, 23:52
Vika
QUOTE
არ ვიცი საჭირო იყო თუ არა, მაგრამ მე ნიორი და ძმარიც დავამატე

უი გამომრჩა.. მეც ვუკეთებ ხოლმე დანის წვერით აღებულ დანაყულ ნიორს... ძმარი არ ვიცი sad.gif

Breaky
QUOTE
მე უკვე გამზადებულ ბაჟეს ძააალიან წვრილ ბადეში ვატარებ (თუ საჭიროა, ორჯერაც) და ხორხოშაც არ გამოდის, უნაზესია ხოლმე

კარგია, მაგრამ მოდი სცადეთ ნიგვზის დაფქვა ( ყავის საფქვავში), ან საცერში გახეხვა.. ასე ისეთი წმინდა გამოდის ხოლმე რომ ბადეში და დოლბანდებში წურვა/გატარება არ სჭირდება...

Vika
QUOTE
წყალის ნაცვლად ადრე ბულიონი ვიხმარე და გემრიელი გამოვიდა.

შემწვარ ქათამს რომ ჩააწყობთ, იმას აქვს საკმაო ცხიმი... რავი ბულიონი არ გვიცდია ოჯახშიsmile.gif

taso
ბაზარში წადი და იქ იყიდი ყვითელ ყვავილს.... 2kiss.gif

Posted by: taso 30 Dec 2006, 00:17
KORDELLIA
QUOTE
ბაზარში წადი და იქ იყიდი ყვითელ ყვავილს.... 

არამგონია იყოს, ისე ვნახავ აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: Vika 4 Jan 2007, 21:37
KORDELLIA
QUOTE
ნიგვზით გაკეთებული რაღაცნაირად ხოშხოშაა

ბლენდერში ათქვიფე წყალთან ან ბულიონთან ერთად, ძალიან ნაზი გამოდის.
* * *
ხ ო რ ხ ე
QUOTE
აი ინდოელებს და პაკისტანელებს აქთ უამრავი ცხარე ძალიან გემრიელი სოუსი

უჰუ, ყველანაირი კარრი და მასალა, ხშირად ვაკეთებ ხოლმე.

Posted by: auau 25 Jan 2007, 19:58
QUOTE
ტომატი "კინგტომი" (მე ეს მომწონს ყველაზე მეტად

მეც! yes.gif
* * *
როცა შინაური დედალია მოხარშული, ან ქართული ჯიშის ქათამი (გაუყინავი!), ჩვენს ოჯახში ასეთ საწებელს აკეთებდნენ
ყოველთვის: დანაყილი (ან გატარებული) ნიგოზი + დანაყილი ნიორი + მარილი. ეს მასა უნდა გაიხსნას ცხელ ბულიონში.
თანაც ცხიმმოუხდელში, რომ ქათმის გემოზე წავიდეს. სისქით ბაჟეზე სქელი უნდა იყოს და ნიორი იმდენი უნდა, რომ ემჩნეოდეს.

Posted by: Sharky 25 Jan 2007, 21:02
Vika
QUOTE
ყველანაირი კარრი და მასალა

ნწუ. არ მიყვარს მაინცდამაინც. ერთადერთხელ მომეწონა chicken curry, ლონდონის Oriental Club-ში გეახელით და მართლაც კარგი იყო. საერთოდ ინდური სამზარეულო და განსაკუთრებით მათი სოუსები ძალიან სპეციფიკურია, ნა ლუბიტელია......

Posted by: Vika 25 Jan 2007, 21:25
Sharky
QUOTE
ნა ლუბიტელია......

Вот я и есть тот самый любитель smile.gif

QUOTE
ერთადერთხელ მომეწონა chicken curry, ლონდონის Oriental Club-ში

"Oriental Club" sounds.. well.. oriental. ინდური chicken curry და ჩინური chichen curry განსხვავდებიან გემოთი და ინგრედიენტებით.

Posted by: Sharky 25 Jan 2007, 21:31
Vika
QUOTE
"Oriental Club" sounds.. well.. oriental.

no.gif არა, ამ დროს ინდურია. თან რესტორანი კი არა, იმენნა კლუბია და მისმა წევრმა, ერთმა ინგლისელმა ლორდმა დამპაიჟა, რომელიც 45 წელი ინდოეთში ცხოვრობდა biggrin.gif biggrin.gif
აი http://www.orientalclub.org.uk/
QUOTE
Вот я и есть тот самый любитель

ჰო, მე კი არა. ჩინური სამზარეულო გაცილებით მირჩევნია. კორეულზე და იაპონურზე აღარაფერს ვამბობ biggrin.gif

Posted by: Rebecca 25 Jan 2007, 21:33
QUOTE
მაწონი პიტნით
© Kesi


ეს ძალიან კარგ რაღაცას გავს. აუცილებლად გავსინჯავ. ამას ცოტა ზეითუნის ზეთი რომ დაემატოს, ბერძნული სოუსი გამოვა, სალათებისთვის და ზოგადად, ბოსტნეულის კერძებისთვის.

საბუნია
QUOTE
მერე მე დავწერ ერთ უძალიან გემრიელეს ვეშს 


აბა სადაა დაპირებული "ვეში"?! ველოდებით!

Posted by: Vika 25 Jan 2007, 21:36
Sharky
გასაგებია smile.gif
საერთოდ ინგლისში ძალიან ბევრი კარგი ინდური რესტორანია.

QUOTE
ჩინური სამზარეულო გაცილებით მირჩევნია. კორეულზე და იაპონურზე აღარაფერს ვამბობ

მეც ძალიან მიყვარს აზიური სამზარეულო.

Posted by: Sharky 25 Jan 2007, 21:42
Vika
QUOTE
მეც ძალიან მიყვარს აზიური სამზარეულო

2kiss.gif უძაანმაგრესია smile.gif განსაკუთრებით კორეული. მაგათ აქვთ ასეთი საჭმელი, "ხე" ჰქვია biggrin.gif უმი თევზია ცხარე სტაფილოს სოუსით შესუნელებული user.gif მენატრება

და სხვა სოუსებიდან კი არაბული houmus უნდა ავღნიშნო. ბერძნები იბრალებენ, ჩვენიაო biggrin.gif მაგრამ ყველაზე კარგი რაც გამისინჯავს, ლიბანური იყო smile.gif ნეტავ მაგის რეცეპტი არავინ იცის აქ?

Posted by: Vika 25 Jan 2007, 21:50
Sharky
მე ვიცი smile.gif

ჰუმუსს უნდა garbanzo beans (იგივე chickpeas, იგივე нут), მოხარშული და ბლენდერში გადატერბული, 1-2 კბილი ნიორი, მთლიანი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, tahini (кунжутовое масло) და მარილი.

ოღონდ მე გამზადებულს ვყიდულობ smile.gif.

Posted by: ShadowCat 25 Jan 2007, 21:52
Vika
QUOTE
garbanzo beans (იგივე chickpeas, იგივე нут)

QUOTE
tahini (кунжутовое масло)

შპრეხენ ზი კარტულ? biggrin.gif

Posted by: Vika 25 Jan 2007, 21:54
ShadowCat
გადმომითარგმნე და შევასწორებ პოსტს. მერსი. smile.gif

Posted by: Sharky 25 Jan 2007, 21:54
Vika
QUOTE
chickpeas

ეგ სად ვიშოვო აქ? user.gif
QUOTE
tahini (кунжутовое масло)

ან ეს? biggrin.gif
QUOTE
ოღონდ მე გამზადებულს ვყიდულობ

ეეეჰ.... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Vika 25 Jan 2007, 21:57
Sharky
შენ რეცეპტი გინდოდა თუ მაღაზიის მისამართი? smile.gif

Posted by: Sharky 25 Jan 2007, 22:00
Vika
QUOTE
შენ რეცეპტი გინდოდა თუ მაღაზიის მისამართი?

მე ჰომუსი მინდოდა user.gif ხომ იცი, რომ მშივა! biggrin.gif

Posted by: Rebecca 25 Jan 2007, 22:02
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელი - მექსიკური გუაკამოლე. ათასი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ყველაზე სტანდარტული - და, ამბობენ, ავთენტური - შემდეგია:

2-3 დიდი, მწიფე ავოკადო
1 დიდი, მწიფე პომიდორი
ნახევარი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
2-3 კბილი ნიორი, დანაყილი
1 ცხარე წიწაკა, წვრილად დაჭრილი
ერთი, ან ნახევარი ლიმნის წვენი
2-3 სუფრის კოვზი კარგი ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზ დაფქვილ კვლიავს, ან ზირას (cumin) თუ იშოვით, მთლად გადასარევი იქნება

ეს ყველაფერი, უბრალოდ, ერთმანეთში უნდა აურიოთ. ზოგი მიქსერში ატარებს, მაგრამ მე უბრალოდ, ჩანგლით დაჭყლეტილი მირჩევნია, ანუ უხეშად გატარებული. მერე დაიმატეთ შავი პილპილი და მარილი, გემოვნებით. ასევე, გემოვნებისდამიხედვით, შეიძლება ახალი, დაჭრილი ქინძიც.

მთლად "სოუსი" არ არის, უფრო "დიფია", ან, მარტივად რომ ვთქვათ, პურთან, მექსიკურ "ტორტიასთან", ან სხვა სახის ნახშირწყლებთან მისაყოლებელი. არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჭადსაც საოცრად მოუხდება!..

Posted by: Vika 25 Jan 2007, 22:06
Rebecca
QUOTE
მექსიკური გუაკამოლე

up.gif მეც ასე ვაკეთებ.

Posted by: ShadowCat 25 Jan 2007, 22:34
Vika
QUOTE
გადმომითარგმნე და შევასწორებ პოსტს. მერსი.

ქართული მნიშვნელობები არ იცითქო? დეღიენ biggrin.gif

Rebecca
QUOTE
მთლად "სოუსი" არ არის, უფრო "დიფია", ან, მარტივად რომ ვთქვათ, პურთან, მექსიკურ "ტორტიასთან"

ყმუუ! user.gif
კი არა და, მიაუუუ! როგორ მიყვარდა უსა-ში ეგეთები! love.gif

ისა და.. ავოკადო ჩვენთან ჩითავს? baby.gif

Posted by: Vika 25 Jan 2007, 22:40
ShadowCat
QUOTE
ქართული მნიშვნელობები არ იცითქო?

არ ვიცი, პარდონ smile.gif

Posted by: Rebecca 25 Jan 2007, 22:46
ShadowCat
QUOTE
ისა და.. ავოკადო ჩვენთან ჩითავს? 


მე როგორც მახსოვს, დროდადრო "ჩითავდა". რასაკვირველია, სუპერმარკეტებში, და მსგავს სვეცკი დაწესებულებებში. დეზერტირების ბაზარშიც ნანახი მაქვს, ოღონდ დაახლოებით ერთი წლის წინ. უსინდისოდ ძვირი კი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ასე ძალიან ცოტა რამე მიყვარს, რამდენჯერმე ვიყიდე კიდეც. ახლანდელი მდგომარეობა კი აღარ ვიცი. ჩამოვრჩი სამშობლოს გასტრონომიულ, და არა მხოლოდ გასტრონომიულ, განვითარებას - უცხო ქვეყანაში ვარ გადაბარგებული wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: auau 26 Jan 2007, 19:49
მდოგვის საწებელი
მდოგვის ფხვნილი 1 ჩაის ჭიქა + 2 - 3 ჩაის კოვზი შაქარი + 1/2 ჩაის კოვზი მარილი + 1 - 2 ჩაის კოვზი ძმარი მოვათავსოთ ლიტრიან ქილასი და დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ სასურველ სისქეზე დადგეს. მერე ეს ქილა თავდახურულ მდგომარეობაში დავდოთ თბილ ადგილას მინიმუმ 10 -12 საათით. მერე ახადეთ და გაუსინჯეთ გემო და სიმაგრე. მარილი,
ძმარი გაუსწორეთ თქვენი გემოვნებით და ცოტა ზეთიც დაუმატეთ. ამის შემდეგ მიქსერით ათქვიFეთ და შეინახეთ დახურულ ქილაში.

Posted by: Vika 26 Jan 2007, 20:17
Sharky
QUOTE
მე ჰომუსი მინდოდა

შარკიუს, ვოობშე ტო სტრანნო. აქ თურქულ რესტორანშიც კი აქვტ ჰუმუსი, არ მესმის საქართველოში რატომ არაა, უფრო ახლოსაა ზემოდ ჩამოთვლილ ქვეყნებთან. უნდა იყოს! smile.gif

Posted by: August 2 Feb 2007, 13:38
მესმის, რომ თბილისში სუპერმარკეტები როგორც აქ ეწერა "სვეცკი" რამ არის, მაგრამ ხშირად სუპერმარკეტებში შეძენილი პროდუქტები ისეთ ინგრედიენტებს შეიცავენ, რომელიც შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობისათვის სულაც არ იყოს სასარგებლო. ამ შემთხვევაში ერთი გამოსავალი რჩება - თავად დავამზადოთ იგი შინაურ პირობებში. აი, ახლაც მაქვს მაცივარში სახლში გაკეთებული მაიონეზი - უგემრიელესი რამეა და თან ვიცი, რომ ყველა ინგრედიენტი საღი და საუკეტესო ხარისხის გამოვიყენე და დროც 5 წთიც არ დამიკარგავს.
მოკლედ მაიონეზის რეცეპტებს ვყრი ოხრად tongue.gif

300 მლ საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად საჭიროა:: 1 კვერცხი, 1/2 ჩ.კ. მარილი, 1/2 ჩ.კ. წიწაკა, 1/2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი, 2 ჩ.კ ღვინის ძმარი, 150 მლ ზეითუნის ზეთი და 150 მლ მზესუმზირის ზეთი.

მაიონეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს მასში გამოსაყენებლად დაშვებული ინგრედიენტების მრავალფეროვანი გამის შესაბამისად. აქ გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის რეცეპტს მომზადების ინსტრუქციასთან ერთად

ინსტრუქცია:კვერცხი, სანელებლები და ძმარი ათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე ბლენდერით ან მიქსერით. ბლენდერის გამოურთავად დაუმატეთ ზეთი. თავიდან წვეთ-წვეთობით და შემდეგ კი. როცა ნარევი გასქელებას დაიწყებს. ძალიან წვრილ ნაკადად. ინახება მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში 10 დღემდე.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს და კარგად გაცივებული.

ტრადიციული მაიონეზი

1 მთლიანი კვერცხი 2 კვერცხის გულით შევცვალოთ. ეს გულები ავთქვიფოთ სანელებლებთან ერთად დანარჩენი ისე როგორც ზემოთ იყო ნათქვამი

ტომატიანი მაიონეზი

250 მლ-ზე:
2 პამიდორი გავფცქვნათ, თესლები ამოვაცალოთ და დავჭრათ და მოვათავსოთ ბლენდერში 1 კბილ გასრესილ ნიორთან და 2 ჩ.კ ტომატ-პასტასთან ერთად. ავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე დაახლოებით 30 წმ. დავუმატოთ მეორე ამდენივე მაიონეზს

ნივრიანი მაიონეზი

განსაკუთრებით ჩიპსებს უხდება.
დაუმატეთ 2 კბილი ნიორი კვერცხის გულებით, მდოგვითა და 1 ს.კ. ზეთით. თუ თქვენ უფრო თხელი მაიონეზი გიყვართ, მაშინ უკვე მზა სოუსს დაუმატეთ 3-4 ს.კ. ლიმონის წვენი.

მდოგვიანი მაიონეზი

ძალიან უხდება ხორციან ბუტერბროდებს.
მზა მაიონეზი აურიეთ 2 ს.კ. მარცვლოვან მდოგვტან ერთად.

ლიმნიანი მაიონეზი

ძმარი შეცვალეთ ლიმონის წვენით.

მაიონეზი ლაიმითა და შავი წიწაკით

ძალიან უხდება ზუთხს.
მზა მაიონეზს დაუმატეთ 1 ლაიმის ცედრა და წვენი და 1 ს.კ. დაფქული შავი წიწაკა.

მაიონეზი კარრით

მზა მაიონეზს დაუმატეთ 1 ს.კ. კარრი

ლაიმის მაიონეხი კოჭა/ჯანჯაფილით

ბლენდერში ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული, 1ს.კ ლაიმის წვენი და 1/2 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილის ძირი. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით, დავუმატოთ 300 მლ ზეითუნის ზეთი, სანამ მაიონეზი არ გასქელდება. შევანელოთ მარილითა და წიწაკით.

შინაური მაიონეზი

ფაიფურის ჭურჭელში მოვათავსოთ 3 კვერცხის გული (ცილა არ გაყვეს!!!) დავუმატოთ 1/2 ჩ.კ. მარილი და 1 მწიკვი ( დანის წვერზე) მდოგვის ფხვნილი. სათქვეფელათი კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ თქვეფასთან ერთად წვეთ-წვეთობით დავამატოთ 30-40 მლ მცენარეული/ზეითუნის ზეთი სანამ სულ არ გაუჯდება კვერცხის გულს. ვაგრძელებთ თქვეფას და წვრილ ნაკადად ვუმატებთ დარჩენილ 350 მლ ზეტს. მასას პერიოდულად ვაცივებთ. ამისთვის თქვეფის დროს შეიძლება ჭურჭელი მოვათავსოთ ყინულზე ან ცივ წყალში. ამ დროისათვის სოუსი უნდა იყოს სქელი და კარგად იდგეს სათქვეფელაზე.დავუმატოთ 50 მლ ღვინის 3% ძმარი, რაც მაიონეზს გააბაცებს და უფრო ნაზს გახდის.

სასარგებლო რჩევა: ბლენდერში ამდენი "რევერანსები" სულაც არ არის საჭირო. ჩავახლი კვერცხს და ყველაფერ სხვა დანარჩენს (ზეთის გარდა) და ვთქვიფავ საშუალოზე ცოტა მაღალი სიჩქარით. შემდეგ ზემოთა ნახვრეტიდან ვასხამ ზეთს ბლენდერის გამოურთავად.
თითებს ჩაიკვნეტთ!

* * *
სანამ tamo777 პასუხს გავცემდი კითხვაზე რა განსხვავებაა ბაჟესა და საცივს შორისო თემა დახურეს და ეგ კითხვა სოუსებში დასვიო მიუთითეს. კითხვა ასე ჟღერდა:
QUOTE
აფხაზეთში ბაჟეს ეძახიან წყლიდან დამზადებულ თხილიან კერძს და საცივს - ბულიონზე მომზადებულს, რაშია მაგათი განსხვავება სინამდვილეში? როგორ ფიქრობთ


არაფრით არა მგონია, რომ Breaky-ის პასუხი სრულყოფილი იყოს:
QUOTE
...ისე, შენი კითხვისთვის თავად გაგიცია პასუხი  ოღონდ თხილის მაგივრად ნიგოზიც შეიძლება ბაჟეში . ხოლო საცივი ნიგვზით კეთდება, თხილით კაი არ გამოვა...

ჩემი აზრით და ალბათ "გამოცდილი კულინარები" დამეთანხმებიან ბაჟესა და საცივს ნიგვზის გარადა ცოტა რამე თუ აქვთ საერთო.
აგერ ორივეს რეცეპტი და თავად განსაჯეთ:

ინდაურის ან ქათმის საცივი
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ოთხკუთხედად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.

ყვითელი ყვავილი ზაფრანა კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავერიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდურებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:
ქათამი ან ინდაური _ 1 ცალი
ნიგოზი _ 500 გრამი
ხახვი _ 5 თავი
მიხაკი _ 4 ცალი
დარიჩინი _ 1/2 ჩაის კოვზი (ზედმეტი საცივს გაამუქებს)
ქინძი _ გემოვნებით
ნიორი _ 4 კბილი
წიწაკა _ გემოვნებით
ზაფრანა _ 2 ჩაის კოვზი
ძმარი _ 1 სუფრის კოვზი
მარილი _ გემოვნებით

ბაჟე

გასუფთავებული ქათამი ხარშეთ 5-10 წთ მარილიან წყალში. შემდეგ შეწვით და დაჭერით ნაჭრებად.

დანაყეთ ნიგოზთან ერთად ყვითელი ყვავილი, მარილი, ნიორი, უცხო სუნელი, წიწაკა, ქინძი. შემდეგ აურიეთ ერთმანეთს და კარგად მოსრისეთ (შეგიძლიათ წვეთ წვეთობით ცხელი წყალი დაუმატოთ ხოლმე), სანამ ნიგოზი ზეთს არ გამოიდენს. ეს ზეთი გადაინახეთ. შემდეგ გახსენით ნარევი ანადუღარ ცივ წყალში საშუალო სისქის საწაბელის მიღებამდე.

ჩააწყვეთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები მიღებულ საწებელში და ზემოდან მოასხით ნიგვზის ზეთი.

ინგრედიენტები:
ქათამი
2 ჩაის ჭიქა ნიგოზი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1-2 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ძმარი

Posted by: ucelo 2 Feb 2007, 17:13
მაკარონი არაჟნის სოუსით და "დაკით"


1 ქილა არაჟანი ჩაუშვით ტაფაში.
დაუმატეთ 200 გრ. ნაღები ან რძე. მოურიეთ და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ გაცხელდეს და არავითარ შემთხვევაში არ ადუღდეს. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, პილპილი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი.
კუბიკებად დაჭერით "დაკი" (ოვალურ ქილებში რომაა) და ჩაუშვით უკვე კარგად გაცხელებულ ზემოხსენებულ მასაში.

მანამდე მზად გვექნება ცხელი-ცხელი მოხარშული მაკარონი და მომზდებული სოუსი თეფშზე მოესხმება გარნირად.

სულ ეს იყოsmile.gif

Posted by: Johnnie Walker 3 Feb 2007, 12:06
ისე, ერთი პატარა ქუიზი თავის პასუხიანად, სოუსების ისტორიიდან:

თუ იცით, მაიონეზი საერთოდ ვინ გამოიგონა?

წარმოიდგინეთ, ჟან-არმან დიუ პლესსი, კარდინალ-ჰერცოგმა დე რიშელიემ...
ანუ "სამი მუშკეტერის" მუხანათმა კარდინალმა! biggrin.gif

ეს მღვდელთმთავარი ხომ გენიალური პოლიტიკოსი იყო...
როგორც ამბობენ, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გროზნი ნაშამორიც ყოფილა.... smile.gif
ყოფილა აგრეთვე დიდი გურმანი და ჰქონია ფარული გატაცება: კულინარია biggrin.gif

მოკლედ, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია... biggrin.gif

დღეს პირადად მე და დღევანდელი სამყაროს მთელ საუკეთესო ნაწილს რიშელიეს პოლიტიკური გამარჯვებები ნამდვილად ფეხებზე გვკიდია.
მაგრამ აი მისი გამოგონილი მაიონეზი კი ჩვენი ყოველდღიურობის უაღრესად აქტუალური ნაწილია! lol.gif

Posted by: August 3 Feb 2007, 13:22
Johnnie Walker, ახლა რამდენადაა ჰერცოგ რიშელიეს დამსახურება მაიონეზი თავად განსაჯეთ:
სიტყვა "მაიონეზი" (ფრანგულად mayonnaise ) ეტიმოლოგიურად ესპანეთის კუნძულს მენორკას დედაქალაქს მაონს უკავშირდება. ფრანგული ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით ეს ქალაქი ჰერცოგ რიშელიეს მიერ იქნა დაპყრობილი, ხოლო 1757 წელს იგი ინგლისელებმა ალყაში მოაქციეს. ალყაშემორტყმულ გარნიზონს პროდუქტები მალე გამოელია - კვერცხის და ზეთის მეტი არაფერი დარჩათ, ნამეტანი შეწუხდნენ თურმე - ომლეტის დანახვა აღარ გვინდაო და რიშელიესაც მზარეულისთვის უბრძანებია გაამრავალფეროვნე ჩვენი მენიუ თორემ ინგლისელების ჯავრს შენზე ვიყრიო. ჰო და. შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ვარ შენი ხელმწიფე, მზარეულსაც სხვა რა გზა ჰქონდა ... ათქვიფა ერთად კვერცხი და ზეთი. დაუმატა მარილი და "ჩორნი პერიცა" და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია. სოუსს დაარქვეს ალყაშემორტყმული ქალაქის სახელი "მაიონეზი".

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publications_list.asp?vjob=vsub,55

არის ახლა ვითომ ეს რიშელიეს გენიოსობის პროდუქტი?
უსამართლოა ეს ქვეყანა! რიშელი კი ვიცით მთელმა მსოფლიომ და ის მზარეული ?


Posted by: Johnnie Walker 3 Feb 2007, 18:05
August
არ ვიცი, ჩემო ავგუსტუს, ვერაფერს გეტყვი: ზა ჩტო კუპილ, ზა ტო ი პრადაიუ biggrin.gif

საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს წაკითხული მაქვს, პრესაშიც, ინტერნეტშიც, რომ მაიონეზის ავტორი (ნუ შესაძლოა იმ სახით არა, რა სახითაც დღეს არსებობს), არის რიშელიე.

სამწუხაროდ, ლინკებს ვერ დავდებ, კარგა ხნის ამბავია და არ მახსოვს.

ვა, რა მაგარი Webpage გქონია! ძალიან დიდი მადლობა! smile.gif

Posted by: August 3 Feb 2007, 21:47
Johnnie Walker, მადლობა! ძალიან მიყვარს როცა მაქებენ lol.gif

Posted by: ShadowCat 5 Feb 2007, 10:28
Johnnie Walker
QUOTE
წარმოიდგინეთ, ჟან-არმან დიუ პლესსი, კარდინალ-ჰერცოგმა დე რიშელიემ...

no kidding! eek.gif
ნწ ნწ ნწ! როგორ მეპატიება მე, მაიონეზის ასეთ ფანს მაგ ამბის არ ცოდნა?! biggrin.gif

August
QUOTE
არის ახლა ვითომ ეს რიშელიეს გენიოსობის პროდუქტი?
უსამართლოა ეს ქვეყანა! რიშელი კი ვიცით მთელმა მსოფლიომ და ის მზარეული ?

"უსახელო უფლისციხელი" წაგიკითხავს? biggrin.gif
ეგ პონტია რაა! givi.gif

Posted by: kostakurta 22 Mar 2007, 18:13
აუ დაწერეთ რა ვინმემ ოსტრი საწებელის რეცეპტი ,იმენნა ოსტრის .

Posted by: Johnnie Walker 23 Mar 2007, 03:22
kostakurta
"ოსტრი" სწებელი რა ჯანდაბაა, მოკლედ ტომატის საწებელი, ცხარე?
ეგ მაგარი მარტივი რამეა smile.gif
ქინძი დანაყე მარილთან ერთად, დაუმატე ნიორი (ისიც დანაყე), დაუმატე წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატე ანადუღარი წყალი და ტომატის პასტა (გემოზე, მაგრამ პასტა ბევრი უნდა იყოს smile.gif), წითელი წიწაკა, მწვანე წიწაკა (ესენიც გემოზე), ბოლოს ყველაფერი აურიე და ეგ არის biggrin.gif
პრიმიტიულია, მაგრამ გემრიელი smile.gif

ხო, თუ აჯიკა გაქვს და დაუმატებ, საწებელი მხოლოდ მოიგებს მაგით, თუმცა უაჯიკოდაც არაფერი არ დააკლდება.


Posted by: Vicki 23 Mar 2007, 23:37
Johnnie Walker
ჰეინსი ხომ ჯობია ყველას პომიდვრის საწებლებიდან?

პ.ს.
QUOTE
03:22 

ამ დროს პამიდვრის საწებელზე უნდა ლაპარაკობდე, თუ უნდა გეძინოს? biggrin.gif თუ პოლიტიკიდან წამოხვედი აღელვებული biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 24 Mar 2007, 21:56
Vicki
QUOTE
ჰეინსი

Heinz-ზე ამბობ? მე არ მომწონს... smile.gif

კაი საწებელა ახლა იყიდება ბაზარში სული ორი:
"ხოფერიას ოჯახური რეცეპდიდან...." და ა.შ. smile.gif და კიდევ რაღაც ქართულ-ვითომ-ამერიკული, ერთობლივი biggrin.gif
მაგრამ მე რომ მკითხო, შინ გაკათებულს შენს გემოზე არაფერი სჯობია smile.gif

Posted by: Antigone 24 Mar 2007, 22:22
Johnnie Walker
დაპატიჟე ერთხელ შენი პერსონალური პაპრიკის ბარიგა რამე გემრიელზე, რაააა chups.gif

პ.ს. მე პაპრიკებით დახუნძლული მოვალ

Posted by: Breaky 4 Apr 2007, 18:11
August
QUOTE
300 მლ საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად საჭიროა:: 1 კვერცხი, 1/2 ჩ.კ. მარილი, 1/2 ჩ.კ. წიწაკა, 1/2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი, 2 ჩ.კ ღვინის ძმარი, 150 მლ ზეითუნის ზეთი და 150 მლ მზესუმზირის ზეთი.


აი ეს მაიონეზი გავაკეთე დღეს და სალათაში ავურიე - უგემრიელესია!!!

Posted by: ShadowCat 4 Apr 2007, 22:36
Breaky
რას ლაპარაკობ, 2 დღე მაიონეზის გარეშე ისეთი ძნელი აღმოჩნდა...
მაინც გადავწყვიტეთ ბლენდერი ვიყიდოთ givi.gif

Posted by: Breaky 4 Apr 2007, 22:40
ShadowCat
მე მიქსერით გავაკეთე

Posted by: ShadowCat 4 Apr 2007, 22:41
Breaky
არც მიქსერი მაქვს - ჰო იცი ჩემი სამზარეულოს და ზოგადად ბინის "გაბარიტები" givi.gif

Posted by: Breaky 4 Apr 2007, 22:44
ShadowCat
QUOTE
ჰო იცი ჩემი სამზარეულოს და ზოგადად ბინის "გაბარიტები"


ხო, ვიცი user.gif რას იზამ, რაც გჭირდება, უნდა იყიდო. მეც მასე ვარ, გამოვიღებ, ავაწყობ, ვიხმარ გავრეცხავ, დავშლი, ვინახავ და ა.შ.
ხო, მაგ მაიონეზს რომ გააკეთებ, მარილი ძალიან ცოტა უქენი, 1/2 ჩაის კოვზი წერია, მარა მაგაზე ცოტა ნაკლები გაუკეთე, მე მებევრა 1/2 ჩაის კოვზი, არ მიყვარს მარილიანები და ეტყობა მაგიტომ.

Posted by: karaoke 9 May 2007, 13:43
როგორ კეთდება კეტჩუპი? სახლის პირობებში.
სახლიდან ტყემალს აღარ მიგზავნიან მაგათ გონიათ რო დიეტაზე უნდა ვიყო.
ხოდა როგორ გავაკეთო ტომატ პასტით კეტცჰუპი?

Posted by: Solveig 9 May 2007, 17:22
karaoke
QUOTE
ხოდა როგორ გავაკეთო ტომატ პასტით კეტცჰუპი?

დანაყილი ნიორი, ნიახური, ნიახურის ძირები (ასევე დანაყილი), ცოტა ოხრახუში, მარილი, შეგიძლია წითელი წიწაკაც უყო (თუ ცხარე გინდა). მაგრამე მეზობელ განყოფილებაში ისე წერ ხოლმე, რომ წესით
QUOTE
დიეტაზე უნდა

იყო და ნიორი და წითელი წიწაკა, ასევე ტომატ-პასტა ნამდვილად არ მოგიხდება..

Posted by: ლილიანი 14 May 2007, 19:20
მოკლედ ისა რავიც ამაასწინათ გავაკეთე და იქნება ჩემნაირი იდეინი აღმოჩნდეს ვინცხა biggrin.gif (უხდება მოხარშულ ქათამს)

ჰომდა ასე - ამაში ჩაწყობილი ქათამიც ძალიან კარგია რა :
მოკლედ ისა ვიღებთ ჯასტ მაიონეზს და ვუშვებით უცხო სუნელს ცოტა წყალს (ანადუღარს) ზაფრანას, პილპილს (გემოვნებისამებრ პიტნაც გამხმარი) და ლიმნის წვენს (ან ესენციას) user.gif

Posted by: djindjidrinji 15 May 2007, 15:10
მაიონეზის ბაჟე როგორ გავაკეთო მასწავლეთ რა, თქვენი ლამაზი თვალები, ფლზ biggrin.gif

Posted by: BEKO 15 May 2007, 15:15
djindjidrinji

მაიონეზს დაუმატებ ცოტა წყალს, მერე დაფქულ ხმელქინძ,ზაფრანა -უცხო სუნელს, დანაყულ ნიორს, მოურევ კარგად და ეგაა. ხო, ლიმონის წვენს ვამატებ კიდევsmile.gif

Posted by: Breaky 15 May 2007, 15:17
djindjidrinji
მაიონეზს ოდნავ გაათხელებ ანადუღარი და ცოტათიო გაგრილებული წყლით, დაუმატებ ყვითელ ყვავილს, უცხო სუნელს, ხარჩოს სუნელს, წითელ პილპილს, დაჭყლეტილ ნიორს, სუუულ ცოოტა ხმელ ქინძს, მარილს (მე მარილს საერთოდ არ ვამატებ, მაიონეზის მარილიანობა მაკმაყოფილებს). კარგად ამოურევ და ცოტა ხნით მაცივარში შეაგდებ, რომ გაუჯდეს არომატები.
ოღონდაც პროპორციებს ნუ მკითხავ, თვალის ზომით და გემოვნებით ვამატებ ყველაფერს.

Posted by: djindjidrinji 15 May 2007, 15:18
BEKO
Breaky

გაიხარეთ 2kiss.gif


რომელიღაც cooking გადაცემაში იყო ეს რეცეპტი და ძალიან გემრიელი გამოდგა:

სოუსი მოხარშული კარტოფილისთვის

იღებთ მვანე ხახვს და ჭრით თხელ რგოლებად. მერე იღებთ ზეთს (იდეაში ზეითუნის იყო, მარა მე არ მიყვას და ჩვეულებრივი ზეთით ვაკეთებ) და ძმარს/ან ლიმნის წვენს პროპორციით ერთი ერთთან. ზეთს და ძმარს ურევთ ერთმანეთში სანამ ერთგვაროვან კონსისტენციამდე არ მიიყვანთ. უმატებთ მარილს, პილპილს (იქ თეთრი პილპილი იყო, ტიპა ფერი რო არ გაუფუჭდეს სოუსს, მარა შავი პილპილითაც ძალიან კაი გამოდის) და ხახვს და კიდე ურევთ კარგად. სოუსი მზად არის კარტოფილზე მოსასხმელად smile.gif
* * *
Sharky
QUOTE
chickpeas


ეგ სად ვიშოვო აქ?


გუდვილში/ბაზარში რომ მიხვალ, ჩიქენფის მაგივრად ვულგარული მუხუდო იკითხე და იშოვი biggrin.gif

QUOTE
tahini (кунжутовое масло)


ან ეს?


აი მაგას მეც ვეძებ, რამდენი ხანია....

Posted by: Sharky 15 May 2007, 23:38
djindjidrinji
QUOTE
გუდვილში/ბაზარში რომ მიხვალ, ჩიქენფის მაგივრად ვულგარული მუხუდო იკითხე და იშოვი

კაკ ვულგარნო biggrin.gif biggrin.gif ჩიკპის' ცოტა სხვა რამეა, ჯინჯ. მუხუდო იგივე გაროხი იგივე pea არის მწვანე ფერის და chickpea არის ღია ყავისფერი. მაგას რუსები თურქულ გაროხს ეძახიან და გაროხისაგან განსხვავებით რუსეთში არ იზრდება, არც საქართველოში

Posted by: ShadowCat 15 May 2007, 23:54
Sharky
QUOTE
chickpea არის ღია ყავისფერი

უი, ეგ წამოვაყოლე ხელს ამასწინათ biggrin.gif
დამაინტერესა, მაგრამ ჯერ არ გამისინჯავს tongue.gif
კარგია?

Posted by: Sharky 15 May 2007, 23:56
ShadowCat
QUOTE
კარგია?

ჰომუსს თუ გააკეთებ - ძალიან მაგარია. მაგრამ კუნჟუტის ზეთი სჭირდება მაგ ამბავს biggrin.gif

Posted by: Vika 16 May 2007, 00:12
მე ასე მახსოვს, რომ იყო თბილისში ესეთი გაროხი. შეიძლება მეშლება.

სლუშაიტე, მართლა მიკვირს, თბილისში რომ ჰუმუსი არაა, დო ტურციი რუკოი პოდატ'. ნიხთ ფერშტეინ.

Posted by: djindjidrinji 16 May 2007, 13:18
Sharky
QUOTE
ჩიკპის' ცოტა სხვა რამეა, ჯინჯ. მუხუდო იგივე გაროხი იგივე pea არის მწვანე ფერის და chickpea არის ღია ყავისფერი. მაგას რუსები თურქულ გაროხს ეძახიან და გაროხისაგან განსხვავებით რუსეთში არ იზრდება, არც საქართველოში


შარკი ნენა, ტყეშიდან კი არ მოვდივარ biggrin.gif ჩვეულებრივ მწვანე გაროხს ბარდა ქვია, ჩიქფი მუხუდოა ზუსტად რომ. მიდევს ეხლა უჯრაში, გუდვილში ნაყიდი, ინგლისურად chickpea აწერია, ქართულად მუხუდო, რა ვქნა, სიტყვაზე თუ არ მენდობი, სურათს გადავუღებ და დაგიდებ biggrin.gif
* * *
Vika

QUOTE
მე ასე მახსოვს, რომ იყო თბილისში ესეთი გაროხი. შეიძლება მეშლება


არ გეშლება არაფერი კაცო, მთელი ცხოვრება ბებიაჩემი სუპს აკეთებდა მაგ გაროხისგან. მუხუდო ონ ნაზივაეტსა, მუ-ხუ-დო !

QUOTE
სლუშაიტე, მართლა მიკვირს, თბილისში რომ ჰუმუსი არაა, დო ტურციი რუკოი პოდატ'. ნიხთ ფერშტეინ


მე თურქეთში რაც ჰუმუსი მაქ ნაჭამი იყო ძაან უგემური, ტოლი მე არ მიმართლებდა, ტოლი ონი ნე უმეიუტ.

Posted by: Sharky 16 May 2007, 13:28
djindjidrinji
QUOTE
ჩვეულებრივ მწვანე გაროხს ბარდა ქვია

ანუ მე მთელი ბავშვობა ბარდას მუხუდოს ვეძახდი? user.gif ვავა... biggrin.gif
QUOTE
სიტყვაზე თუ არ მენდობი, სურათს გადავუღებ და დაგიდებ 

არ გენდობი, სანამ ჰუმუსს არ გააკეთებ და არ დამპატიჟებ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მე თურქეთში რაც ჰუმუსი მაქ ნაჭამი იყო ძაან უგემური, ტოლი მე არ მიმართლებდა, ტოლი ონი ნე უმეიუტ

არ იციან თურქებმა, არაბები არიან მაგაში მაგრები yes.gif მე შარშან თურქეთში ჰუმუსი ვერ ვჭამე, არსად ჰქონდათ

Posted by: Paxmelia_Ge 16 May 2007, 14:07
ტარტარი-თევზის სოუსი..
ძალიან გემრიელია, როგორ კეთდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენთანაა და მაგრად ასწორებს

Posted by: Breaky 16 May 2007, 14:14
Paxmelia_Ge
QUOTE
როგორ კეთდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენთანაა და მაგრად ასწორებს


მერე კითხე და დაწერე biggrin.gif

Posted by: Sharky 16 May 2007, 14:34
ტარტარის სოუსი მართლა მაგარი რამეა. აგერ, რეცეპტსაც დაგიწერთ:
1 cup mayonnaise
1 tablespoon sweet pickle relish
1 tablespoon minced onion
2 tablespoons lemon juice (optional)
salt and pepper to taste
DIRECTIONS
In a small bowl, mix together mayonnaise, sweet pickle relish, and minced onion. Stir in lemon juice. Season to taste with salt and pepper. Refrigerate for at least 1 hour before serving.
ჰო, მეორე პოზიცია (pickle relish) არის სხადასხვა ბოსტნეულის წნილის მიქსი, გატარებული. სუპერმარკეტებში უნდა იყოს (გუდვილში ნამდვილად არის).
გააკეთეთ ტარტარ-სოუსი, კარგია თევზთანაც და შემწვარ ქათმის ხორცთანაც

Posted by: Breaky 16 May 2007, 14:50
Sharky
ძალიან გემრიელად იკიტხება. გავაკეთებ აუცილებლად და დავწერ მერე აქ.

და იცით რა სოუსი მომწონს ძალიან??? მარკო-პოლოში მოაქვთ ქათმის შნიცელთან ერთად, ვარდისფერი სოუსიო - მენიუში ასე უწერიათ.
ძალიან გემრიელია.

Posted by: djindjidrinji 16 May 2007, 15:12
Sharky
QUOTE
ანუ მე მთელი ბავშვობა ბარდას მუხუდოს ვეძახდი?  ვავა...


ვეჭვობ რომ დიდი ხანია ბავშობის ასაკიდან გამოხვედი, ამიტომ უნდა გაუწყო, რომ დღევანდელ დღემდე, დიდობაშიც მუხუდოს ეძახოდი ბარდას biggrin.gif

კუნჟუტის ზეთი... თურქულ ბუბლიკებს ვიყიდი 1000 ცალს, დავაცლი კუნჟუტებს და ზეთს გამოვწურავ....

Posted by: Sharky 16 May 2007, 16:25
djindjidrinji
QUOTE
თურქულ ბუბლიკებს ვიყიდი 1000 ცალს, დავაცლი კუნჟუტებს და ზეთს გამოვწურავ

lol.gif lol.gif lol.gif მაშინ აღარ დამპაიჟო ჰუმუსზე, შენს საცოდაობაში ვერ ჩავდგავ ფეხს biggrin.gif
QUOTE
ვეჭვობ რომ დიდი ხანია ბავშობის ასაკიდან გამოხვედი

ეეჰ, ჯინჯიკ, აქამდე ასე არ მეგონა, მაგრამ გუშინ ერთი თემა ვნახე ქალსა და მამაკაცში, სადაც 30-35 წლის ხალხი "ბებრებად" იყო მოხსენიებული და... biggrin.gif

Posted by: Breaky 16 May 2007, 16:32
Sharky
QUOTE
ეჰ, ჯინჯიკ, აქამდე ასე არ მეგონა, მაგრამ გუშინ ერთი თემა ვნახე ქალსა და მამაკაცში, სადაც 30-35 წლის ხალხი "ბებრებად" იყო მოხსენიებული და...


გაგიკვირდა????
ერთ-ერთი ჩვენი თანაფორუმელი თინეიჯერი (სახელსა და გვარს არ დავასახელებ), მესენჯერში საუბრისას ისე მოიხსენიებს ხოლმე ჩემი ასაკის ახალგაზრდებს, რომ მგონია, ცალი ფეხით სამარეში მდგომ მოხუცებზე ლაპარაკობს givi.gif
არადა მეც ეგრე ვიყავი თინეიჯერობისას (სულ რაღაც გუშინდელი ამბავივით მახსოვს lol.gif )

Posted by: Vika 16 May 2007, 16:58
Sharky
QUOTE
ეეჰ, ჯინჯიკ, აქამდე ასე არ მეგონა, მაგრამ გუშინ ერთი თემა ვნახე ქალსა და მამაკაცში, სადაც 30-35 წლის ხალხი "ბებრებად" იყო მოხსენიებული და... biggrin.gif

ჰაჰაჰ biggrin.gif სე ბლია ვი! let's face it, 19-20 წლის კრასოტკებს ქომფეთიშნს ვერ გავუწევთ. მაგიტომაც ვზივართ კულინარიაში biggrin.gif

Posted by: killer 16 May 2007, 17:33
Vika
Breaky
Sharky
ნუ აფტოპიკებთ ამხანაგებო gigi.gif


Posted by: Sharky 16 May 2007, 20:55
Breaky
გამიკვირდა კი არა, მეწყინა biggrin.gif
Vika
QUOTE
19-20 წლის კრასოტკებს ქომფეთიშნს ვერ გავუწევთ. მაგიტომაც ვზივართ კულინარიაში

biggrin.gif biggrin.gif ჩემი საქმე უფრო მარტივადაა, რადგანაც ჩემი კონკურენტები 19-20 წლის ყაზილრები არიან, 19-20 წლის კრასოტკები კი არა biggrin.gif
killer
რა ვქნათ ქილერ, ზადელო ზა ჟივოე biggrin.gif

Posted by: ShadowCat 17 May 2007, 10:51
Sharky
Breaky
Vika
biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Jun 2007, 12:18
საწებლაბი-სოუსები არა, მაგრამ მინდა ვთქვა ძმარზე, რომელიც ძალიან მიყვარს biggrin.gif

სუპერმარკეტებში იყიდება თბილისშიც, ესაა მაგარი არომატული მოდენის შავი ღვინის ძმარი:

Aceto Balsamico di Modena. ოჩენ სავეტუიუ, სალათებზე, ხორცზე, ეტც, ფანტასტიკურია. რბილი და სურნელოვანი.

საერთოდ, იტალიური ღვინის ძმრები - aceto di vino bianco, aceto di vino rosso, ყველა მაგრა მევასება biggrin.gif

Posted by: Pathetikos 23 Jun 2007, 12:33
Johnnie Walker
QUOTE
Aceto Balsamico di Modena. ოჩენ სავეტუიუ, სალათებზე, ხორცზე, ეტც, ფანტასტიკურია. რბილი და სურნელოვანი.

ახლადგახსნილ პოპულს დალოცავს სამზარეულოს ღვთაება. biggrin.gif მაქაური ბალზამიკო-ბაზილიკოები მთლიანად გვაქვს ათვისებული. biggrin.gif


ისე, "მაგის" სოუსი მიყვარს მე. მარტივია, პრიმიტიულიც კი, მაგრამ გემრიელია. user.gif

Posted by: Peppi 27 Jun 2007, 15:51
ShadowCat
სპეციალურად შენთვის smile.gif

"პეიპერსოუსი" (შავი წიწაკის სოუსი)

ეს შეგიძლია იყიდო მზა ფორმითაც, თუ არა და მე ასე ვაკეთებ (გემო იგივე აქვს):
100 გრამი ვიოლა ან მისნაირი რაიმე ყველი (ვიოლას ნაირი და არა ფილადელფიას)
1 ჩაის სავსე კოვზი მდოგვი; მე დიჟონით ვაკეთებ, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ალბათ;
და ბლომად ახალ დაფქვილი შავი წიწაკა. (ნუ რათქმა უნდა გემოვნებით)
აურიე ერთმანეთში და მზად არის.
თუმცა როცა რესტორანში მოაქვთ არის გამთბარი და ისე არის მოსხმული სტეიკზე. მეც გავათბე 10-15 წამი მიკროვალნოვკაში. მოკლედ თბილი კი უნდა იყვეს, მაგრამ ყველი (ვიოლა) არ შეგებრაწოს ყურადღება მიაქციე (პირველად მე შემებრაწა კიდეებზე).

ამასვე აქვს მეორე - ცივი ვარიანტი: ვიოლა ყველის ნაცვლად უნდა უქნა მაიონეზი.

Posted by: ShadowCat 27 Jun 2007, 20:28
Peppi
ვააააააააააა! bis.gif
ნერწყვი მომადგა user.gif
ზოგადად მწარეები არ მიყვარს, მაგრამ ვიოლაზე და მაიონეზზე ჭკუა მეკეტება bis.gif givi.gif
ორივე ვარიატს ვცდი jump.gif

Posted by: შაბეშა 13 Jul 2007, 06:31
პიცის ფანებო იქნებ იცოდეთ ძააან მაგარი რამეა პიცას უხდება მაგრად რა მეგობარმა იკიდა აქ ერთ ერთ პიცერიაში და 2 კვირა ალოდინეს იტალიიდან ჩამოგვაქო და იქნებ სადმე აქ თბილიში იცოდეთ ვინმემ პიცაზე მოსასხმელია ძაან ძაან მაგარ გემოს აძლევსsmile.gif

Posted by: ვეძმა 13 Jul 2007, 09:55
შაბეშა
რა ჰქვია მაგ საწებელს?
რეცეპტი მოიტა, ჩემით გავაკეთებ.

Posted by: შაბეშა 13 Jul 2007, 10:48
Ingredientes:
Huile De Tournesol
petits piments Rouges
poivre noir coriandre
Thym marjolaine
et ariomes naturels

მე მაპატიეთ ფორუმა გაჭედა აი აქედან თუ რამეს გაიგებ დაითრიე სხვა არაფერი საინტერესო არ აწერიაsmile.gif ვიდძე ისეთი ბანძია სურვილი არ გაგიჩნდება გასინჯო მაგრამ პიცას მაგრად უხდება თან მწარეა და კაროჩე ჯიგრული რამეა რა

Posted by: ვეძმა 13 Jul 2007, 11:37
შაბეშა
QUOTE
აი აქედან თუ რამეს გაიგებ

ვერაფერი გავიგე. smile.gif თბილისში იტალიურ რესტორანში ექნებათ აგი საწებელი : )

Posted by: შაბეშა 13 Jul 2007, 21:17
ვედმა
გაგარინზე დაითრია პიცერიაში რამოდენიმე ადგილას ვიკითხე მარა არ გვაქოsmile.gif

Posted by: ShadowCat 18 Jul 2007, 16:55
Peppi
შენი პეიპერსოუსი გავაკეთე ამასწინათ chups.gif
სტეიკთან არა ოღონდ.. მაგრამ არც ის მახსოვს, რასთან spy.gif

ენივეი.. მუაააგარიიი იყოოო! jump.gif love.gif 2kiss.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Jul 2007, 18:16
ესაა 18-ე საუკუნის ერთი ფრანგული სოუსის რეცეპტი, ვატელის რეცეპტსაც უწოდებენ. ერთ ლიტრ ღვინო კოტ-დუ-რონს (ზოგი ბოჟოლესაც იყენებს, თუმცა მიზეზთა გამო წითელი ქართლური ღვინოც მოსულა, ან იმერული, ერთი სიტყვით, საფერავზე უფრო თხელი, ახალგაზრდა ღვინო) ასხამთ ქვაბში, ყრით დაახლ. 100 გრამ შაქარს, მწიკვ მიხაკ-დარიჩინს, ლიმონი 80-100 გრამიანი, კანის და კურკებისგან გარჩეული(მწვანე ლიმონი ან ლაიმი სჯობს). მარილი და პილპილი. დაახლ. 15 წუთი ხარშავთ, მერე შიგნით ყრით შებრაწულ "სუხარიკებს", კიდე 10 წუთი ხარშავთ. მერე კარგად გადაწურავთ და თუ გინდათ, უფრო მრავალფეროვნად შეკმაზეთ.

თევზია კარგი ამ სოუსში, მაგალითად ორაგული. ორაგულს ჯერ ამ სოუსში შეწვავთ, მერე კიდე ცალკეც მოიტანთ სუფრასთან (გვერდზე თუ დარიჩინმოყლირ ლიმნებს შემოუწყობთ თევზს, კიდე უკეთესი იქნება). აბა ჰე, გემრიელად მიირთვით.

Posted by: kala 20 Aug 2007, 15:22
”მაშარაფის” ზუსტი რეცეპტი მინდა რა თუ იცით?

საწებელია მგონი ბროწეულის წვენით კეთხება არ მახსოვს ზუსტად
შემწვალ ხორცეულთან და თევზეულთა მიირთმევენ ძალიან გემრიელია
(წითელი ტყემლის საწებელს გავს)

Posted by: Johnnie Walker 22 Aug 2007, 03:07
kala
ბროწეულისგან კეთდება, მაგრამ რეცეპტი რა ჯანდაბად გინდა, ბაზარში იყიდება, ოხრად biggrin.gif

მე მგონი, ბროწეულის წამოდუღებული წვენია შაქრით.

მე პირიქით, ჩინურ სოის სუოზზე ვკაიფობ მაგრა, მაგრამ აზრზე არა ვარ, როგორ კეთდება და ამიტომ სუპერმარკეტში ვყიდულობ smile.gif

Posted by: kala 22 Aug 2007, 15:36
Johnnie Walker
QUOTE
ბროწეულისგან კეთდება, მაგრამ რეცეპტი რა ჯანდაბად გინდა, ბაზარში იყიდება, ოხრად biggrin.gif

ვიცი ვიცი მე კი არ უნდა გავაკეთო უბრალოდ ერთ ჩვენ ფორუმელს აინტერესებდა რა იყო მაშარაფი და მაგიტომ მინდოდა....biggrin.gif

Posted by: მონიკა 4 Sep 2007, 20:37
მაყვლის საწებელი როგორ მზადდება ვინ იცის, მიპასუხეთ გთხოვთ

Posted by: djindjidrinji 8 Sep 2007, 04:21
ShadowCat
Peppi

QUOTE
"პეიპერსოუსი" (შავი წიწაკის სოუსი)

ეს შეგიძლია იყიდო მზა ფორმითაც, თუ არა და მე ასე ვაკეთებ (გემო იგივე აქვს):
100 გრამი ვიოლა ან მისნაირი რაიმე ყველი (ვიოლას ნაირი და არა ფილადელფიას)
1 ჩაის სავსე კოვზი მდოგვი; მე დიჟონით ვაკეთებ, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ალბათ;
და ბლომად ახალ დაფქვილი შავი წიწაკა. (ნუ რათქმა უნდა გემოვნებით)
აურიე ერთმანეთში და მზად არის.


არადა, ნაღდ პეპერსოუსთან ახლოს არაა user.gif

რაის ვიოლა...

Posted by: ShadowCat 8 Sep 2007, 10:48
djindjidrinji
მაშინ გისმენთ, მემ! chups.gif

user.gif

Posted by: ShadowCat 21 Sep 2007, 23:49
ჩემს მიერ ოდნავ შეცვლილი "ნივრის სოუსი ჩეხურად"

მასალა:
10 გრ ცხიმი (ორიგინალურ რეცეპტში სალა წერია, მაგრამ მე კარაქი გამოვიყენე)
1 (არა თავმობმული) ს.კ. ფქვილი
30 გრ ხახვი
3-4 კბილი ნიორი
200 გრამი რძე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
10 გრ შაქარი
მარილი - გემოვნებით
50 გრ თეთრი ღვინო (ეს ჩემი იდეა იყო, შეგიძლიათ ღვინის გარეშეც გააკეთოთ)

გაადნობთ ცხიმს, დაუმატებთ ფქვილს და კარგად აურევთ.
დაამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვსა და გახეხილ ნიორს და შუშავთ მზადყოფნამდე.
ამატებთ რძესა და შაქარს და დაბალ ცეცხლზე ადუღებთ 20 წუთით, თან მუდმივად უნდა ურიოთ.
"შუა გზაზე" უმატებთ თეთრ ღვინოს (თუ სურვილი გაქვთ, თუ არა - ეს პუნქტი გამოტოვეთ).
ბოლოს უმატებთ ლიმონსა და მარილს და სოუსიც მზადაა.

ძალიან გემრიელია ქათმის ხორცთან, განსაკუთრებით თუ გარნირად შემწვარი კარტოფილია yes.gif
გაამოთ!

Posted by: fiesta_eterna 22 Sep 2007, 01:30
kala
მე როგორც ვიცი, ,,მაშარაბი" არის დიდხანს, ჩასქელებამდე ნადუღი ბროწეულის წვენი. შაქარი არ უნდა, თავისით შაქრდება ზომაზე, თორემ შაქარი თუ დაამატე, მაშინ მაშარაბი კი არა ბროწეულის სიროფი გამოვა.

Posted by: privy 24 Sep 2007, 19:44
მინდა შემოგთავაზით ძალიან მაგარი კეტჩუპის რეცეპტი:
1 კგ პომიდორი
1 კგ ხახვი
6 ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა წითელი
4 ცალი ცხარე წიწაკა
12-16 ცალი შავი პილპილის მარცვალი
4 ცალი მიხაკი
1 ჭიქა ზეთი
2 ჭიქა ძმარი
1 ჭიქა შაქარი
1 მწიკვი დარიჩინი
2 ს.კ. მარილი
პომიდორი, ხახვი და წიწაკა კუბიკებად დავჭრათ, ძალიან დაბალ ცეცხლზე 40 წთ ვშუშოთ,
დავუმატოთ ზეთი, პილპილი, მიხაკი. კიდევ 30 წთ ვადუღოთ. შემდეგ ყველაფერი გავხეხოთ
საცერში. დავუმატოთ ძმარი, მარილი, შაქარი, დარიჩინი და დაბალ ალზე ვადუღოთ განახევრებამდე. ცხელი ჩავასხათ ბოთლებში და დავხუფოთ.

Posted by: M&M 25 Sep 2007, 19:03
მაკარონი ხორცის ფარშით...
...
სპაგეტს ვხარშავთ...
...
(არ დაამტვრიოთ მოხარშვისას თორე ...გავბრაზდები)
შემდეგ...
ვიღებთ ხორცის ფარშს, ვდებთ ცეცხლზე, და ვამატებთ ცოტა წყალს...
(ოღOნდ ცოტას)
ეს რომ მოიხარშ-დაშრება, ვჭრით ძალიან წვრილად ხახვს და ვშუშავთ ხახვში,(ნახევარ კილო ფარშს2 ხახვი დაახლოებით)
ვამატებთ ტომატს... არა პასტას...ტომატს და...ვშუშავტ 5-10 წუთის განმავლობაში...(ტომატი თუ იქნება ბლენდერში გათქვეფილი პამიდორი უკეთესია)
ვამატებთ 1 კბილ ნიორს , პილპილს , ცოტა (ძალიან წვრილას დაჭრილ) ქინძს და მარილს...
ვიღებთ მაკარონს თეფშებზე და ტავზე ვასხავთ ფარშს, მე და ჩემს კუდიანს ძალიან გვიყვარს და ... იმედია თქვენც მოგეწონებათ smile.gif

Posted by: radiology 25 Sep 2007, 22:45
M&M


დედა მიკეთებდა ზუსტად ეგრე....ძაან მაგრობაა.. love.gif


მე ვერ დავამუღამე....

Posted by: nino877 14 Oct 2007, 13:25
ესეიგი საკუთAრი რეცეპტი

დანაყე ნიორი დააყარე სვონური მარილი დაასხი მაწონი და ეს ყველაფერი მოასხი


1 იყიდე ქათმის ფილე გატარე ნუ დკეპეს ვარიანტში გახეხე სტაფილო და გაურიე +მარილი ხახვი+მარილი გემოვნებით და ამ ყველაფერს აურევ და შემდეგ ცვავ კატლეტივით ხო და ამ შემწვარ კატლეტს მოასხით ზემოთ აღნიშნული სოუსი და რომ შეჭამთ ჩემი სახელიც ახსენეთ
ბავშვებს მოსწონთ ისეთებირომლებსაც ჭამ ა არ უყავრთ


Posted by: BAUSHKE_ 6 Nov 2007, 01:15
ესე იგი, მე ძალიან მომწონს, იქნებ თქვენც მოგეწონოთ...

უნდა აიღოთ იგივე ინგრედიენტები რაც ჭირდება “მოხარშულ კრემს“, ოღონდ უშაქროდ. მოშუშავთ ფქვილს კარაქში (მე ზეპირად ვაკეთებ, დოზები არ ვიცი), ოდნავ როცა გაყვითლდება, დაასხამთ რძეს და ურევთ შესქელებამდე. დაუმატეთ პილპილი და მარილი. წამოადუღეთ და გადმოდგით.

შეგიძლიათ მოასხათ მოხარშულ ყვავილოვან კომბოსტოს, თავზე მოაყაროთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი შებოლილი და ნაკლებად მარილიანი ხორცი და შედგათ ღუმელში. როცა თავზე ფერს იცვლის, ღუმელობანა დაამთავრეთ.
კომბოსტოს მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული და არც ისე წვრილად დაჭრილი პრასი ან ბროკოლი. პლუს ყველი და ხორცი. ძაან გემრიელია და ადვილი.




Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 00:08
"კარბონარა" სოკოთი:

იღებთ ბეკონის 4-5 ნაჭერს და ჭრით სიგანეზე არც თუ წვრილ ზოლებად.
ჩაუშვებთ უცხიმო ტაფაში და შუშავთ დაბალ ცეცხლზე..
იღებთ სოკოს (დაკონსერვებული ქამა სოკო), ჭრით წვრილად და ამატებთ ტაფაში, ბეკონთან.
ზედ დაურთავთ 1-2 კბილ (გახეხილ--გაჭყლეტილ) ნიორს და შუშავთ..
თუ ბეკონი ძალიან ცხიმიანი არაა და მიგაჩნიათ, რომ ცხიმი გაკლდებათ, ჩაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი - თქვენი სურვილის, პირის გემოს ან თუნდაც "ახირების" მიხედვით. :-)

სოკო რომ თითქმის ჩაიშუშება, მოაპკურეთ ზემოდან რამოდენიმე ათეული გრამი თეთრი ღვინო და დატკბით სურნელით :yami:

პარალელურად: აიღეთ კვერცხის ცილა (მხოლოდ ცილა!) და კარგად ათქვიფეთ ფიალაში;
მასშივე ჩაასხით იგივე მოცულობის ნაღები და კარგად აურიეთ ერთმანეთს..

სოკო რომ მზად იქნება, დაამატეთ 100 გრამამდე მდნარი ყველი, ნაღებისა და ცილის ნარევი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით (გემოვნებით), ცოტაოდენი უცხო სუნელითა და ორეგანოთი.

მოასხით მოხარშულ სპაგეტის და მიირთვით გემრიელად!

ბონ აპეტიტ!

Posted by: Breaky 11 Nov 2007, 17:23
ShadowCat
QUOTE
"კარბონარა" სოკოთი:


ე.ი. ამ კერძით ისე ვისიამოვნე, მეტი რომ არ შიაძლება. ოღონდ ნაღების მაგივრად არაჟანი ვუქენი.
მართლა უგემრიელესი იყო
http://www.freesmileys.org http://www.freesmileys.org user posted image

Posted by: ShadowCat 12 Nov 2007, 12:39
Breaky
მეგაში 35%-იანი ნაღები აქვთ, გუშინწინ მოვკარი თვალი biggrin.gif
მარაგის აღება არ გინდა? givi.gif

მიხარია, რომ სოუსი გევასა biggrin.gif

Posted by: ShadowCat 22 Jan 2008, 17:08
ქათამთან რაიმე სოუსი არ იცით? baby.gif
ოღონდ არ უნდა შეიცავდეს არაჟანს ან მაიონეზს; არც ალკოჰოლს; არც ფქვილს და არც კარაქს... vis.gif

boli.gif

Posted by: auau 22 Jan 2008, 18:26
ShadowCat
QUOTE
ქათამთან რაიმე სოუსი არ იცით?
ოღონდ არ უნდა შეიცავდეს არაჟანს ან მაიონეზს; არც ალკოჰოლს; არც ფქვილს და არც კარაქს...

1. დანაყილი ნიორი და ქინძი გახსენი ცოტა ძმარში ან ლიმონის წვენში მერე შესაბამისად ანადუღარ წყალში.მარილი გემოვნებით
2.კახური ვარიანტი ნიგვზის და ნივრის საწებლის?
3. პიტნა, ქინძი, ნიორი, ლიმონის წვენი, მარილი და ზეითუნის ზეთი დააბზღრიალე ბლენდერში და უნაზესი მასა გამოდის. ეს სოუსი კიტრსაც უხდება. http://smiles2k.net/hello_byby_smiles/index.html

Posted by: ShadowCat 22 Jan 2008, 18:49
auau
ჰმ! რა საინტერესოა!....

ეჭვი მაქვს, სამივეს კომბინაციას გავაკეთებ gigi.gif
(ვერ მომიშორებია ეს მავნე ჩვევა - არჩევანის გაკეთების ჩემეული საშუალება rolleyes.gif

მადლობა! 2kiss.gif

Posted by: auau 22 Jan 2008, 19:01
ShadowCat
თუ კვერცხი დასაშვებია შენს შემთხვევაში, მაშინ მოხარშული კვერცხის გულები შეაზილე მესამე ვარიანტს და სისქე ზეთით დააკონტროლე. ბლენდერი ძალიან უხდება. დარჩენილი ცილები დააქუცმაცე და ბუტერბროდებზე გამოიყენე!
http://smiles2k.net/love_smiles/index.html

Posted by: homo homini 26 Feb 2008, 16:04
ბერძნული სოუსები და საწებლები

1) მაწონი ან არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი ა ცოოტა მარილი, ერტად არეული და გახეხილი კიტრით - ძაძიკი
2) ყველი ფეტა გამდნარი და მწარე მწვანე წიწაკა
3) ყველა ფეტა გამდნარი, მწვანე მწარე წიწაკა და რეჰანი
4) ისევ იგივე ყველი, პომიდორი დაჭრილი წიწაკა, რეჰანი და მარილი.


ხოდა ხომ არ იცით, ტკბილი მდოგვი სად ვიყიდო და რა დაფასოება აქვს?

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 26 Feb 2008, 17:53
სრულიად შემთხვევით მივაგენი შემდეგ რეცეპტს რომელიც მართლა მე მეკუთვნის და სხვას არავისsmile.gif))
მოკლედ აჯიკა შეურიეთ რეჰანის პესტოს!რაოდენობა გემოვნების ამბავია
ან აჯიკას შეურიეთ რეჰანი და ზეითუნის ზეთი!
გადაუსვით გემრიელ ბაგეტზე ან ლავაშზე და გაამოთ

Posted by: Antigone 12 Mar 2008, 19:10
ძაძიკი (τζατζίκι)

ახლა გავაკეთე smile.gif))

გაწურული მაწონი კარგი იდეაა, მაგრამ ეჭვი მაქვს, არაჟნით უკეთესი გამოვა.

მოკლედ, ნახევარ ლიტრ მაწონზე: ორი საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ, დააყარეთ ცოტა მარილი და ცოტა ხანში ხელით გაწურეთ. აიღეთ სამი კბილი ნიორი და დაჭყლიტეთ. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ზეითუნის ზეთი მეტიც შეიძლება, გააჩნიათ, რამდენი კილოს მომატება გსურთ biggrin.gif ) და ერთი სუფრის კოვზი ლიმონი. კამა სურვილისამებრ. მე გავუკეთე.

ეს სოუსი არ უხდება მარტო ტკბილეულობას. დანარჩენს ყველაფერს უხდება biggrin.gif

კარგი იდეაა დიეტაზე მყოფი ჩემსავით უბედური ხალხისთვის givi.gif


user posted image

Posted by: ASIA 12 Mar 2008, 20:40
1 კგ წითელი წიწაკა
1 კგ ნიორი
მარილი, სუნელები - ყვითელი ყვავილი (2ჩ/ჭ) ხმელი ქინძი (1ჩ/ჭ) ცერეცო 1/2 ჩ/ჭ) უცხო სუნელი (1 ჩ/ჭ), ცოტა ქონდარი მესამედი ჭიქა), .....(თითო ჩაი ჭიქა)
ორ-ორი კონა (პატარა კონები) ქინძი, ოხრახუში და ცერეცო! გავატარებთ, მარილი კარგად უნდა ეტყობოდეს და ქილებში. მე მომწონს!

Posted by: მონიკა 9 Apr 2008, 19:44
თუ ვინმეს გაგიკეთებიათ მზესუმზირის ბაჟე მითხარით იგივე წესით მზადდება როგორც ნიგვზის?

Posted by: nini_blini 27 Jan 2009, 15:40
გამარჯობათ smile.gif

ძალიან გთხოვთ იქნებ მასწავლოთ. ვიცი რომ ძალიან ადვილია გაკეთება და იქნებ ვინმემ ზუსტად მითხრას როგორ გავაკეთო ტომატ პასტისან საწებელი.. user.gif user.gif user.gif

Posted by: kokogorgo 27 Jan 2009, 17:27


პასტას ასხავთ წყალს იმდენს , რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი კონსისტენციის მასა.
ანელებთ- ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ყვითელი ყვავილი, გემოვნებით.
Yველაზე უკეთესია, თუ გაქვთ აფზხაზური აჯიკა. პასტას შეგიძლიათ გადაურიოთ აჯიკა და დაამატოთ მხოლოდ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი
[

Posted by: nini_blini 27 Jan 2009, 18:13
დიდი მადლობა biggrin.gif და წყალი როგორი ადუგებული??

Posted by: თებზი 27 Jan 2009, 20:08
მე გამოვნახე ძალიან მარტივი ხერხი, მაღაზიაში ვიყიდე "მეგრული აჯიკა" 50გრამიანები (რაც გამისინჯავს ყველაზე კარგი ინდ მეწარმე წყაროზია და ინდ მეწარმე შხვაცაბაიაა. ერთი და იგივეა, როგორც მივხვდი. ერთი და იგივე ეტიკეტი აქვს და... ბოლოს რომ მოვიკითხე აღარ იყო და ასე მითხრეს "პოპულში" ჩაეშვებაო და... user.gif) ჩვეულებრივი ტომატის პასტა და ცოტა ეს პატიოსანი სუნელებიანი აჯიკა ავურიე ტომატში და ცოტა წყალი და ცოცხალი მწვანილი. (ნიორი აქვს აჯიკას)
იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიფფფფ!!!!!!!!!!!!!!

Posted by: miau 27 Jan 2009, 20:23
nini_blini
QUOTE
ძალიან გთხოვთ იქნებ მასწავლოთ. ვიცი რომ ძალიან ადვილია გაკეთება და იქნებ ვინმემ ზუსტად მითხრას როგორ გავაკეთო ტომატ პასტისან საწებელი..   



დანაყე 4-5 კბილი ნიორი.

ძალიან წვრილად დაჭერი ერთი კონა ქინძი.

1 თავი ხახვი დაჭერი წვრილად.

ტომატ-პასტა ისე გახსენი წყალში, რომ ტყემლის საწებელზე ოდნავ თხელი კონსისტენცია ჰქონდეს, დააყარე მარილი და წიწაკა შენი გემოვნებისამებრ, დანაყილი ნიორი და ქინძი, სურვილისამებრ შეგიძლია დაუმატო უცხო სუნელიც (მე არ ვუკეთებ), შეგიძლია და უკეთესიცაა, ამ მთელი მასის დაბლენდერება. შემდეგ მოაყარე ხახვი და მიირთვი.

ეს არის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი.

არის მეორე ვარიანტიც, რომელსაც ძირითადად კატლეტთან ერთად ვაკეთებ ხოლმე:

2-3 თავი ხახვი წწვრილად დაჭერი, დაუმატე ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, დააყარე ცოტა მარილი, დაასხი ზეთი და მოშუშე ხახვი, რომ შევა ხრაკვაში, დააყარე პატარა ნაჭრებად დაჭრილი 2 ცალი ბულგარული წიწაკა და ხრაკე ხახვის შევარდისფერებამდე, შემდეგ დაასხი წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და წამოადუღე ერთი-ორი წუთი, მოაყარე მარილი, დაჭრილი ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, წითელი წიწაკა, ერთი წამოადუღე და მიირთვი. smile.gif პასტასთან ერთად სურვილისამებრ შეგიძლია დაუმატო ცოტა ღვინო.
* * *
nini_blini

ისე, ხანდახან სარჩევსაცგადაავლე ხოლმე თვალი,

ამ თემას ვუერთებ საწებლების თემას.

Posted by: nini_blini 27 Jan 2009, 23:45
ვაიმე ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად ვსინჯავ ყველას ოღონდ ის ვერ გავიგე როგორ წყალში გავხსნა თავიდან??? ადუღებულ ცხელში?? თუ ჩვეულებრივად თუ როგორ?????????? baby.gif baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: miau 28 Jan 2009, 00:55
nini_blini
QUOTE
ვერ გავიგე როგორ წყალში გავხსნა თავიდან???


I ვარიანტი - ანადუღარ გაციებულ წყალში
II ვარიანტი - სულერთია.

Posted by: nini_blini 28 Jan 2009, 13:36
აჰა გასაგებია ამ დღეებში მოვამზადებ biggrin.gif

დიდი მადლობაა tongue.gif

Posted by: Doloress 28 Jan 2009, 17:09
ცეზარის სოუსი მინდააააააააა

პრეგოში რომ აქვთ ისეთიიი

weep.gif


Posted by: Peppi 29 Jan 2009, 20:54
nini_blini

QUOTE
როგორ გავაკეთო ტომატ პასტისან საწებელი..

როგორც miau-მ გასწავლა, ოღონდ მე ტომატის წვენს ვუმატებ კიდევ, ან სულაც მხოლოდ წვენს წყლის ნაცვლად (ეს ტომატ-პასტას ხარისხზეა დამოკიდებული) smile.gif

კიდევ ერთი რჩევა - ეს საწებელი უფრო გემრიელია რამდენიმე საათის შემდეგ, ინახება მაცივარშიsmile.gif

Posted by: nini_blini 30 Jan 2009, 00:55
ტომატის წვენს უმატებ? ეგ კიდევ სხვა რამეა? მე პატარა მრგვალი კონსერვივით რაღაცაში მაქვს და მგონი შიგნით სქელია და არა თხევადი, როგორც მახსოვს..

Posted by: Peppi 30 Jan 2009, 12:52
nini_blini
QUOTE
ტომატის წვენს უმატებ? ეგ კიდევ სხვა რამეა? მე პატარა მრგვალი კონსერვივით რაღაცაში მაქვს და მგონი შიგნით სქელია და არა თხევადი, როგორც მახსოვს..


შენ გაქვს ტომატ-პასტა, რომელსაც უმატებენ გადადუღებულ, გრილ წყალს (უბრალო ონკანის წყალიც შეგიძლია) და შემდეგ სუნელებს (ქინძი ხმელი ძირითადად, მარილი და წითელი წიწაკა, ან აჯიკა) ასევე - ნედლ ქინძს, ალყა-ალყა დაჭრილ ნედლ ხახვს და ეს არის სულ ..

მე ამ ყველაფერს ვუმატებ ჩვეულებრივ ტომატის წვენსაც-თქო, აი სასმელი რომელიც არის .. უფრო ცოცოხალი და გემრიელია.

პ.ს. საერთოდ თუ კარგი ტომატის წვენია - პიურესავით, საერთოდ არ უნდა არც ეგ კონსერვის ტომატ-პასტები და წყალი - პირდაპირ შეაზავე სუნელებითsmile.gif

პ.ს.ს. არ დაგავიწყდეს, რომ მზადების დროს რამდენჯერმე უნდა გასინჯო - რადგან დოზები მხოლოდ გემოვნემაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხშირი სინჯვა ყველაზე კარგი გზაა - საუკეთესო გემოს მისაღებადsmile.gif

Posted by: kobakoba 25 Feb 2009, 15:58
გურმანებს სალამი

სვანური მარილის რეცეპტს თუ მასწავლით ძალიან დამავალებთ

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: miau 25 Feb 2009, 16:35
kobakoba

სვანურ მარილს მე პირადად სულ ვყიდულოობ, მაგრამ გაგიგებ smile.gif

http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=758&st=20

აქ ნახე smile.gif

Posted by: kobakoba 26 Feb 2009, 15:57
miau
დიდი მადლობა

http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=758&st=20
აქედან გადმოვწერე ეს რეცეპტი აქაც იყოს

სვანური მარილი

1 ჭიქა უცხოსუნელი
1 ჭიქა ქინძი
1/2 ჭიქა კამა
1/2 ჭიქა ყვავილი
250 გრამი გატარებული ნიორი
1/2 ჭიქა წიწაკა
1 კგ მარილი
და რაც აუცილებელია მთის ძირა ( სვანეთში დაკრეფილი ... )

ნიორი ისე გემოვნებით , ზოგი მეტს უმატებს , ზოგი ნაკლებს (მშრალი და სველი მარილი )
სუნელები რა თქმა უნდა ყველაფერი წვრილად დაფქული უნდა იყოს , დავამატოთ მარილი უმჯობესია მსხვილი მარილი იხმაროთ , კარგად აურიეთ ერთმანეთში,
შემდეგ გაატარეთ წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში ორჯერ ...



miau
miau

Posted by: rtuli 26 Feb 2009, 17:13
kobakoba
QUOTE
გატარებული ნიორი

ეს გატარებული ნიორი იმ წუთას თუ ამზადებ წავა რა,თუ ბევრს აკეთებ(ანუ მომავლისთვის რომ იხმარო)აჯობებს, ის გული რომ აქვს ნიორს ამოუღო და წვრილად დაკეპო!
yes.gif

Posted by: ლილიანი 26 Feb 2009, 18:50
ცოტა წითელი ღვინო, ცოტა ზეითუნის ზეთი პიტნა და მარილი - მთლად სოუსი ვერაა მარა მასში შემწვარი ნებისმიერი კერძი გენიალურიაა love.gif

Posted by: miau 27 Feb 2009, 01:18
ლილიანი
QUOTE
ცოტა წითელი ღვინო, ცოტა ზეითუნის ზეთი პიტნა და მარილი - მთლად სოუსი ვერაა მარა მასში შემწვარი ნებისმიერი კერძი გენიალურიაა


+ ქინძI და ისე უხდება სალათებს, შენი მოწონებული smile.gif

Posted by: ლილიანი 27 Feb 2009, 14:59
miau
QUOTE
+ ქინძI და ისე უხდება სალათებს, შენი მოწონებული smile.gif

უი სალათზე არ მიცდია ნამდვილად , მადლობა 2kiss.gif

Posted by: Goran Bregovic 28 Feb 2009, 03:37
ნაშარაბი როგორ მზადდება არ ვიცი ისე, მაინტერესებს smile.gif

Posted by: kobakoba 2 Mar 2009, 11:39
rtuli
დიდი მადლობა რჩევისათვის,
იქნებ ისიც მითხრა ნივრის გული რატომ უნდა ამოვიღო და ცალკე დავკეპო?

Goran Bregovic
რაც შეეხება ნაშარაბს -(ზუსტი თარგმანია ბროწეულის ღვინო) ასე მზადდება,

დაბალ ცეცხლზე ბროწეულის წვენს ადუღებ სანამ პირვანდელი მოცულობის 20% არ აორთქლდება, მერე უმატებ შაქარს, ქინძის თესლს, რეჰანს. კარიცას და დაფნის ფოთოლს, რომ გაცივდება გადაწურავ, მოასხავ ასატრინის მწვადს და ..................

УДАЧИ



Posted by: MEZGVAURI 2 Mar 2009, 11:59
QUOTE
რაც შეეხება ნაშარაბს -(ზუსტი თარგმანია ბროწეულის ღვინო) ასე მზადდება,

დაბალ ცეცხლზე ბროწეულის წვენს ადუღებ სანამ პირვანდელი მოცულობის 20% არ აორთქლდება, მერე უმატებ შაქარს, ქინძის თესლს, რეჰანს. კარიცას და დაფნის ფოთოლს, რომ გაცივდება გადაწურავ, მოასხავ ასატრინის მწვადს და ..................

ვგიჟდები ამაზე!
სოიოს სოუსიც მიყვარს

Posted by: rtuli 2 Mar 2009, 21:13
kobakoba
QUOTE
იქნებ ისიც მითხრა ნივრის გული რატომ უნდა ამოვიღო და ცალკე დავკეპო?

ჩემი რუსულ-ქართულით მგონი არასწორედ დავწერე ჩემი აზრი biggrin.gif .

ანუ გული უნდა ამოუღო და გადააგდო.მიზეზი რაღაცნაირი სიმწარე და გემო.არომატი რომელსაც ნიორი შეიცავს გულს არააქვს.
აი ის თეთრი ნივრის გარსი უნდა დაკეპო,ასე უფრო ინარჩუნებს ნიორი,თავის არომატიჩესკიე მასლა(მაინც წავარუსულე biggrin.gif).

Posted by: kobakoba 3 Mar 2009, 12:09
rtuli
მადლობთ გასაგებია

Posted by: gabarzgaleba 15 Mar 2009, 20:21
http://vinoge.com/samzareulo/sxvadasxva/svanuri-marili


Posted by: Goran Bregovic 16 Mar 2009, 16:12
სოიოს სოუსი smile.gif

ერთი ჩაის კოვზი უზმოზე დალიეთ და მთელი დღე ფერადი ბრჭყვიალები იფრენენ თქვენს ირგვლივ gigi.gif


user posted image


ნევროზი დამმართა user.gif


Posted by: Goran Bregovic 1 Jun 2009, 14:30
ძალაინ დავამუღამე ამ ბოლო დროს ტოლმის სოუსი, ბევრ რამეს უხდება, მაკარონს, წიწიბურას, კვერცხს , შემწვარ კარტოფილს, რაღაც ძალიან გემრიელი გამოდის.

მაწონს და არაჟანს ვურევ ერთმანეთში, ვაყრი მარილს, ცოტა დაჭ###ტილ ნიორს, წვრილად დაჭრილ ტარხუნას და უგემრიელესი სოუსია, ასევე უხდება ძალიან კატლეტს.















პ.ს. ოოოოოოოოოოოოოოჰ rolleyes.gif ცენზურა ამუშავებულაოოოოო? baby.gif

Posted by: BadbadGirl 18 Jun 2009, 20:55
რადგან ვერ ვიპოვე შესაბამისი თემა, გადავწყვიტე თავად გამეხსნა.

ვფირობ რომ კულინარიაში სოუსს/საწებელს ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ა.შ. ბევრად უფრო გემრიელია როცა მას შესაბამისი სოუსით/საწებელით მივირთმევთ, ამიტომ თქვნის ნებართვით, ამ ტოპიკში დავწეროთ სოუსების/ საწებლების რეცეპტები.

1. თემას ვხსნი ალუბლის სოუსით, რომელიც ძალიან გემრიელია მსუბუქად შემწვარ ვიჩინასთან.

აიღეთ კარაქი 100გრ, დაამატეთ 2 ს.კ ძალიან თხლად დაჭრილი ხახვი, 1 ჩ,ჭ. ღვინის სოუსი (მაღაზიაში იყიდება უკვე გამზადებული), დაამატეთ 5 სუფრის კოვზი ალუბლის ლიქიორი, მარილი, შავი წიწაკა, რეჰანი მწვანე. 100 გრ უკურკო ალუბალი. ეს მასა "ანებივრეთ" საშუალო ცეცხლზე ასე 20-30 წუთი.
გადმოიღეთ და მოასხით მსუბუქად შემწვარ ვიჩინას.


* * *
2. სოუსი ნომერი ორი:
გაროხის სოუსი სპეციალურად მოხარშული თევზისათვის.

წინასწარ მოამზადეთ 200 გრამი მოხარშული მწვანე გაროხის ფაფა. (მოხარშეთ და შემდეგ აჭყლიტეთ)

აიღეთ ტაფა, ჩააგდეთ 100 გრ კარაქი, დაამატეთ 1 ცალი თხლად დაჭრილი ხახვი, 1 პატარა სტაფილო "სპიჩკებად" დაჭრილი (ან გახეხილი) და მოშუშეთ, დაამატეთ 200მლ. თევზის ბულიონი + 50მლ ნაღები/რძე. შავი პილპილი, მარილი, მწიკვი პიტნა, მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი, 1 კბილი ( საშუალო ზომის ) ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ქონდარი. დატოვეთ მდუღარე მგომარეობაში 15 წუთი, დაამატეთ გაროხის ფაფა, კარგად მოაურიეთ, და კიდევ 10 წუთი დატოვეთ. გასინჯეთ პილპილზე და მარილზე, გემოვნების მიხედვით დააამატეთ.

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Jun 2009, 00:16
Goran Bregovic
QUOTE
სოიოს სოუსი

ერთი ჩაის კოვზი უზმოზე დალიეთ და მთელი დღე ფერადი ბრჭყვიალები იფრენენ თქვენს ირგვლივ


მართლა? rolleyes.gif spy.gif

Posted by: BadbadGirl 19 Jul 2009, 15:21
პარკი ლობიოსაგან მომზადებული სოუსი.

100 მლ წყალზე მოვთუშე (მგონი ზეითუნის ზეთი უკეთესი იქნება, მაგრამ მე ისედაც ცხიმიანი ხორცისთვის მინდოდა სოუსი ამიტომ წყალი ვიხმარე) 3 ფირფიტებად დაჭრილი ნიორი,2ც. კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, 4ც. გამხმარი პომიდორი და 200 გრ პარკი ლობიო. რომ მოითუშა და წყალის ამოშრა დავამატე 300 მლ რძეში გახსნილი 1ს.კ ძალიან მწარე წიწაკის პასტა და 1 ს.კ ფქვილი. ამოვურიე, შევაზავე მარილით და ქინძით. ეს ექსპერიმენტული სოუსი სამკაოდ დაინტერესო გამოდგა smile.gif და სასწრაფოდ ჩავიწერე რომ არ დამავიწყდეს smile.gif

Posted by: ASIA 5 Aug 2009, 16:51
ალუბლის საწებელი

ალუბალს მოათავსებ ქვაბში და შემოდგამ ნელ ცეცხლზე (წყლის დამატება არ უნდა, თვითონ გამოყოფს წვენს). როცა ჩაითუთქება, გაატერებ ბრინჯის საწურში და დაუმატებ ომბალოს, ქინძს, ნიორს, მარილს, წიწაკას და ცერეცოს!

მაყვლის საწებელი ვისაც უყვარს - მოეწონება! პირველად როცა გავსინჯე მაყვალი მეგონა!

Posted by: miau 5 Aug 2009, 17:01
ASIA
QUOTE
მაყვლის საწებელი ვისაც უყვარს - მოეწონება! პირველად როცა გავსინჯე მაყვალი მეგონა!


მასევე (ორონდ ცოტა წყლით) შეგიზლია მოამზადო შინდის საწებელი up.gif

Posted by: auau 14 Aug 2009, 11:31
ნივრის და ქინძის საწებელი შემწვარი წიწილისათვის

ნიორი - დარჩეული კბილები 1 ჭიქა
გატარებული ან დაფქვილი ნიგოზი (სურვილისამებრ, შეიძლება უნიგვზოდაც) - 2-3 სუფრის კოვზი
წვრილად დაჭრილი სურნელოვანი ქინძი, უკეთესია წვრილფოთოლა, სანამ თესლებს გაიკეთებს - დაახლოებით ერთი ჯამი.
ნიორი დავნაყოთ ან დავჭყლიტოთ, მერე ნიგოზთან და მარილთან ერთად დავნაყოთ, რომ წებოვან და ცხიმიან მასად იქცეს, შემდეგ დავასხათ დაახლოებით 1 ჭიქა მდუღარე წყალი გასაფუებლად, ქათმის შენაწვავი ცხიმის ნარჩენი (თუ, რასაკვირველია, დარჩა რამე), დაჭრილი ქინძის ნახევარზე მეტი და 1 ჭიქა ანადუღარი წყალი. ეს მასა დავაბლენდეროთ, გავუწყოთ მარილი და სისქე ვარეგულიროთ გემოვნებით ანადუღარი წყლით.
ამ საწებელს მოასხავთ შემწვარ წიწილას.

Posted by: Solveig 14 Aug 2009, 21:47
QUOTE
ალუბლის საწებელი

QUOTE
ნივრის და ქინძის საწებელი შემწვარი წიწილისათვის

შემიბრალეთ.. sad.gif


ეჰჰ..სად ვკვდები sad.gif

ალუბლის საწებელი ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს და სხვათა შორის, "ხვარბალ" ლობიოს...

Posted by: anatoreli 21 Sep 2009, 01:59
თბილისთან ახლოს აგარაკზე ვაზი გვაქვს,თუმცა დამწიფებას ვერ ასწრებს,როგორც ვიცი არსებობდა რამოდენიმე სახეობა ისრიმის საწებლისა საქართველოში,მაგრამმე პირადად არ გამისინჯავს....ქათამს ისრიმ-მაყვალში თუ არ ჩავთვლით....


საინტერესო ვინმემ თუ იცის რეცეპტი.....



პ.ს. ისრიმ - მაყვლის კარგ რეცეპტზეც არ ვიტყოდი უარს biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Sep 2009, 10:30
anatoreli
აუ რამდენჯერ მინდოდა გამესინჯა ჩემი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, მარა არ მეღირსა-
წალამზე მწვადი(ეგ კი მაქვს მრავალჯერ ნაგემი) ისრიმის საწებელში რომ ამოუსვამ.

ისრიმის ოთხი რეცეპტი მაქვს- იმას დავწერ, რომელიც მაყვალთან ერთადაა
აჰა შენ რეცეპტი:
1. მკვახე ყურძენი, 300 გრამი
2. მაყვალი, 500 გრამი
3. ქინძი, 3-4 ტოტი
4. კამა, 1 ტოტი
5. ნიორი, 1 ფრჩხილი
3. წიწაკა და მარილი, გემოვნების მიხედვით

მაყვალი ხის კოვზით დაჭყლიტე და წვენი გამოწურე. ასევე უქენი ყურძენსაც. წვენები ერთმანეთს აურიე და შემდეგ ქვიჯაში დანაყული ქინძი, კამა, ნიორი, წიწაკა და მარილი შეურიე

ეგაა და ეგ.


Posted by: anatoreli 21 Sep 2009, 12:34
Dr_Zuzumbo
QUOTE
ისრიმის ოთხი რეცეპტი მაქვს- იმას დავწერ, რომელიც მაყვალთან ერთადაა



დიდი მადლობა!


დანარჩენ სამ როდის გაგვიზიარებთ? smile.gif


ზამთრისთვის ინახავდნენ ნეტა,ტყემალივით...?












Posted by: Dr_Zuzumbo 21 Sep 2009, 12:35
QUOTE (anatoreli @ 21 Sep 2009, 12:34 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ისრიმის ოთხი რეცეპტი მაქვს- იმას დავწერ, რომელიც მაყვალთან ერთადაა



დიდი მადლობა!


დანარჩენ სამ როდის გაგვიზიარებთ? smile.gif


ზამთრისთვის ინახავდნენ ნეტა,ტყემალივით...?

საღამო ხანს დავწერ ნიგვზიანი ისრიმის რეცეპტს

Posted by: rtuli 21 Sep 2009, 13:09
anatoreli
Dr_Zuzumboს რეცეპტს მთავარი ინგრიდიენტი აკლია ომბალო
smile.gif

Posted by: August 21 Sep 2009, 13:38
anatoreli
ისრიმთან დაკავშირებით მე გირჩევდი "მადიანი" შეიძინო wink.gif N3-ში იქნება კარგი რეცეპტები დრესინგებიც, დესერტები და კოქტეილიც კი
ზამთრისთვის შენახვაც შეიძლება და სამრეწველო წარმოებაც biggrin.gif

Posted by: anatoreli 21 Sep 2009, 19:58
August
QUOTE
ისრიმთან დაკავშირებით მე გირჩევდი "მადიანი" შეიძინო  N3-ში იქნება კარგი რეცეპტები დრესინგებიც, დესერტები და კოქტეილიც კი
ზამთრისთვის შენახვაც შეიძლება და სამრეწველო წარმოებაც 

როცა გამოვა შევიძენ smile.gif მადლობა....ბოლობოლო გაირკვა ვისია "მადიანი"?!

Dr_Zuzumbo

QUOTE
საღამო ხანს დავწერ ნიგვზიანი ისრიმის რეცეპტს

ველი baby.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Sep 2009, 20:59
QUOTE (anatoreli @ 21 Sep 2009, 19:58 )
August
QUOTE
ისრიმთან დაკავშირებით მე გირჩევდი "მადიანი" შეიძინო  N3-ში იქნება კარგი რეცეპტები დრესინგებიც, დესერტები და კოქტეილიც კი
ზამთრისთვის შენახვაც შეიძლება და სამრეწველო წარმოებაც 

როცა გამოვა შევიძენ smile.gif მადლობა....ბოლობოლო გაირკვა ვისია "მადიანი"?!

Dr_Zuzumbo

QUOTE
საღამო ხანს დავწერ ნიგვზიანი ისრიმის რეცეპტს

ველი baby.gif

1. მაყვლის წვენი, 3/4 ჭიქა
2. მკვახე ყურძნის წვენი, 1/4 ჭიქა
3. ნიგოზი, 1/2 ჭიქა
4. ქინძი, ორი ტოტი
5. ნიორი, 1 კბილი
6. წიწაკა და მარილი გემოვნებით

წვენები შეუერთეთ ერთმანეთ და დაამატე 1/2 გაციებული ნადუღარი წყალი. მერმე ქვიჯაში დანაყე სხვა კომპონენტები და გადაურიე. თუ ხორცთან ან ფრინველტან გინდა, შეგიძლია ძალიან ძ~ალიან წვრილად დაჭრილი ხახვი დაამატო

***************************

1. მკვახე ყურძნის წვენი, 1/2 ჭიქა
2. წყალი, 1/2 ჭიქა
3. ქინძი, 3-4 ტოტი
4. კამა, 4 ტოტი
5. ოხრახუში, 2 ტოტი
6. წვრილად დაჭრილი 2 ჩაის კოვზი ტარხუნა
7. ნიორი, 1-2 კბილი
8. მარილი, გემოვნებით
გამოწურულ მკვახე ყურძნის წვენს დაამატე ანადუღარი და გაციებული წყალი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი კარგად დავნაყოთ მარილთან და ნიორთან ერთად. და გავუროთ წვენს.




Posted by: August 21 Sep 2009, 21:15
anatoreli
QUOTE
.ბოლობოლო გაირკვა ვისია "მადიანი"?!

ჩემი არა და ...

Posted by: anatoreli 22 Sep 2009, 03:01
anatoreli
QUOTE
ზამთრისთვის ინახავდნენ ნეტა,ტყემალივით...?

QUOTE
ისრიმ - მაყვლის

boli.gif

Posted by: Solveig 22 Sep 2009, 03:55
იოგურტის საწებელი როგორ მზადდება, ევროპიულ სამზარეულოში გარკვეულო ხალხო? smile.gif

Posted by: August 22 Sep 2009, 12:01
anatoreli
სხვათაშორის 500მლ ისრიმი 15-20 დოლარი ღირს ...
ესა კიდევ 1474 წელსაა დახატული

Posted by: anatoreli 22 Sep 2009, 14:50
August
QUOTE
სხვათაშორის 500მლ ისრიმი 15-20 დოლარი ღირს ...

ups.gif რა ამბავია... biggrin.gif

რაში იყენებენ კიდე ნეტა? rolleyes.gif ევრაპეისკი ისრიმ-საწებლის რეცეპტები არაა სადმე?! biggrin.gif

Posted by: August 22 Sep 2009, 15:12
anatoreli
QUOTE
რაში იყენებენ კიდე ნეტა?

მოგწერე უკვე სოუსებად, დრესინგებად, დესრეტებში და კოქტეილებშიც...
თუ სადილს ღვინის თანხლებით მიირთმევთ lol.gif უკეთესია ისრიმი გამოიყენოთ ძმრის ან ლინონის წვენის ნაცვლად რადგან ღვინის ბუკეტს ისრიმი ყველაზე უფრო უხდებაო ...

QUOTE
ევრაპეისკი ისრიმ-საწებლის რეცეპტები არაა სადმე?

დაელოდე "მადიანს"- მეთქი ... ვაახ! biggrin.gif

Posted by: dali19 31 Oct 2009, 13:41
იქნებ ამიხსნათ სვანურ მარილში, სველი მარილი რა არის, უბრალოდ დასველებულია, თუ სხვა რამეა?

Posted by: tasikuna-taso 3 Nov 2009, 19:13
QUOTE
იქნებ ამიხსნათ სვანურ მარილში, სველი მარილი რა არის, უბრალოდ დასველებულია, თუ სხვა რამეა?

მარილს ნიორთან ერთად როდინში ნაყავენ და და ალბათ ამიტომ სველდება

Posted by: chaiii 12 Nov 2009, 16:46
......................................................

Posted by: shilaida 12 Nov 2009, 17:51
dali19
QUOTE
იქნებ ამიხსნათ სვანურ მარილში, სველი მარილი რა არის, უბრალოდ დასველებულია, თუ სხვა რამეა?


"დასველებული" ნამდვილად არ არისsmile.gif
მწვანილებს და ნიორს თავისი წვენი აქვს, ასე რომ მხოლოდ ეს უკანასკნელი ასველებს მარილსაცsmile.gif

Posted by: shilaida 17 Nov 2009, 14:46
მაინტერესებს, კოწახურის საწებელა როგრ უნდა მოვამზადო?
წინასწარ მადლობა:smile.gif

Posted by: miau 17 Nov 2009, 15:15
shilaida
QUOTE
მაინტერესებს, კოწახურის საწებელა როგრ უნდა მოვამზადო?
წინასწარ მადლობა:


ვააა, არც გამიგია.
რა საინტერესოა smile.gif

Posted by: auau 17 Nov 2009, 15:36
shilaida
არის ერთგვარი ვარდისფერი მოტკბო-მომჟაო კენკრა, რომელსაც თბილისში და დასავლეთში კოწახურს უწოდებენ და სინამდვილეში კი ქაცვის ოჯახს მიეკუთვნება, ნამდვილ კოწახურს გაშრობამდეც კი ძალიან ცოტა აქვს რბილობი და თუ არაფერს შეურიე, იმისგან საწებელი ცოტა ძნელი წარმოსადგენია. იმ კოწახურადწოდებული ვარდისფერი ქაცვისგან კი მურაბა გამიგია და საწებელი რატომ აღარ შეიძლება?!

miau
გეხვეწები, მაგისი ექსპერიმენტი არ ჩამიტარო, ერთი ლიტრი კოწახური რომ დააყენი, 1 ვედრო კენკრა არ გეყოფა ალბათ!
sleep.gif

გამისინჯავს ტყემალი და ადესის საწებელი.ახლახანს გავიგე - ტყემალი და მკვახე თუთა.
ბროწეულის საწებელზე აღარ ვამბობ, მაშარაბი ერთერთი საუკეთესოა, მაგრამ კვაწარახისა არ იყოს, დიდი დრო და მოთმინება სჭირდება.



Posted by: G-111 17 Dec 2009, 17:32
ძალიან მომინდა თევზთან მაშარაფი....სუპერ მარკეტებშიც არ არის გაყიდვაში.........

თუ ვინმემ იცით ???

მადლობთ

Posted by: Solveig 17 Dec 2009, 22:13
G-111
მე მგონი, ეგ არის დუღილით შესქელებული ბროწეულის წვენი.

Posted by: auau 17 Dec 2009, 22:25
Solveig
QUOTE
ეგ არის დუღილით შესქელებული ბროწეულის წვენი.

ნამდვილად ეგაა, ოღონდ ძალიან ბევრი ბროწეული და ბევრი დუღილი უნდა

Posted by: djindjidrinji 18 Dec 2009, 01:45
აუ თუ არ ვბოდავ ეხლა, მგონი ნავთლუღში ვნახე. არ არსებობს ქალაქში რომ არ იყოს სადმე. გუდვილშიც იყო როგორც მახსოვს...

Posted by: G-111 18 Dec 2009, 14:29
მადლობთ............................................
.........

Posted by: gabarzgaleba 18 Dec 2009, 15:02
ოღონდ ნარშარაბი ქვია smile.gif

http://www.rezepty.ru/sous-narsharab

Posted by: jamaiceli_kesuna 7 Jan 2010, 02:03
ბრინჯთან რაიმე უგემრიელესი სოუსის იდეა მომაწოდეთ, 1-2 კი ვიცი, კიდე მინდა, ბევრი ბრინჯები და ბევრი სოუსები მინდა მაწვიმდეს biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 7 Jan 2010, 02:42
jamaiceli_kesuna
შრიმპების შესაძლებლობა გაქვს? ანუ მაღაზიბში იყიდება?

Posted by: auau 7 Jan 2010, 22:31
jamaiceli_kesuna
QUOTE
ბრინჯთან რაიმე უგემრიელესი სოუსის იდეა მომაწოდეთ

1.
4 თავი ხახვი დაჭერი,მოაყარე მარილი და მოშუშე კარაქზე ან ზეთისა და კარაქის ნაზავში, შუშვის პროცესში მოაყარე 1-2 სუფრის კოვზი ფქვილი. როცა დაიბრაწება, დაასხი ბულიონი და სწრაფი მორევით გახსენი იმ სისქეზე, როგორც გაწყობს საწებელი. დაუმატე ხმელი ქონდარი, ცოტა ძირა, დაჭრილი მწვანილი - ქინძი და ოხრახუში, შავი პილპილი აუცილებლად დაფქვილი სახით მოაყარე. თუ ბულიონი არ გაქვს, კუბიკი შეGიძლია გამოიყენო, ანდა წყალი.

2. გახეხილი სტაფილო და ხახვი მოშუშე ნებისმიერ ცხიმზე, დაამატე დაკონსერვებული მწვანე ბარდა, მარილი, წითელი წიწაკა, ზაფრანა, იმბირი.

3. გახეხილი სტაფილო, ხახვი, როლტონის ან მივინის ბულიონის სოკოს არომატიან ფხვნილთან ერთად მოშუშე,
დაუმატე დაჭრილი სოკო და 5 წუთი ადუღე.შავი პილპილით შეაგემე.

4.1 სკ ფქვილი გახსენი 3 ჭიქა წყალში.
მოშუშე ხახვი, 1 სავსე ს/კ პამიდვრის პასტა, 1 ჩ/კ შაქარი, წითელი წიწაკა, ძირა, მარილი დაუმატე ხახვს და მერე დაასხი ფქვილიანი წყალი. მომზადებულს მოაყარე ბლომად მწვანილი - რეჰანი, ქინძი, პიტნა



Posted by: OHO 7 Jan 2010, 22:38
ისლანდიური სოუსის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ ან სად იყიდება? აი ისეთი მაგდონალდში ბიგ-მაკს რომ უშვებიან ან ცალკე წუბიკებად რომ აქვთ სტაფილოსფერი რომ არის user.gif ვერსად ვერ ვნახე თბილისში (რაიმე მსგავსიც კი) გასაყიდად სადმე მაკდონალდში კი მცირე რაოდენობით იყიდება sad.gif

Posted by: hirondelle 30 Jan 2010, 21:36
შინაური მაიონეზი ფრანგულად

იღებ ერთი დიდი ან ორი პატარა კვერცხის გულს,
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს,
დაახლ. 200 მლ ზეთს
ერთ ჩაის კოვზ ძმარს
შავ პილპილს და მარილს

(ყველა პროდუქტი ერთიდაიმავე ტემპერატურის უნდა იყოს, ანუ არ შეიძლება გამოიყენო მაცივრიდან ახალგამოღებული კვერცხი ან მდოგვი კარადაში მყოფ ზეთთან,
ამიტომ ყველაფერი ერთი საათით ადრე უნდა გამოიღო ერთად გააჩერო ოთახის ტემპერატურაზე)

ჩააგდებ ჯამში კვერცხის გულს და მდოგვს და კარგად მოურევ, საშუალო სიჩქარით, სპეციალური ცოცხით ან ჩანგლით.
ძალიან ნელა წვრილად ასხამ ზეთს თან განაგრძობ მორევას (ჯობია ვინმეს სთხოვო რომ ჩაგისხას)
ურიე მანამდე სანამ არ მიიღებ სქელ ერთგვაროვან მასას
შემდეგ დაამატე ძმარი (თუ გინდა ლიმონის წვენი), ცოტცოტა პილპილი და მარილი

ორი-სამი კვირა ინახება მაცივარში, დახურულ ჭურჭელში

Posted by: rtuli 30 Jan 2010, 21:47
hirondelle
QUOTE
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს,

ზუსტად ასე მოიქცა ჩევენი ცნობილი კულინარი ოლივიე,დაამატა მხოლოდ მდოგვი ტრადიციულ მაიონეზში და მიიღო ,,პროვონსალური მაიონეზი,,.
ეს მაიონეზი გახდა ძირითადი კომპონენტი, ყოვლად ცნობილი სალათა ,,ოლივიე,,-ში.

პ.ს. ოდნავ შაქარი არუნდოდა rolleyes.gif

Posted by: hirondelle 30 Jan 2010, 21:49
rtuli
QUOTE
ოდნავ შაქარი არუნდოდა

ფრანგები არ უშვებიან შაქრიანი გერმანელებს უყვართ და დასცინიან, მდოგვიც კი ტკბილი აქვთ გერმანელებს gigi.gif


Posted by: Green Girl 30 Jan 2010, 22:11
QUOTE
დაითრიეთ 2ცალი მწვანე მწარე წიწაკა დაჭერით ძაან პატარებათ
მერე 2ცალი ხახვი საშუალო ზომის და ეგეც დაჭერით პატარებათ
მერე ჩაუშვით ბანკაში მაგ ბანკაში დაამატეთ ტომატი და ანადუღარი წყალი ჩაასხით ზომაზე .
[NOTE by Guess`Who: მაგ ყველაფერს ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი უხდება ]

ვგიჟდები ამ წვენზე................. დღეს მთEლი დღეა მინდა ეგ შემწვარ კარტოფილზე ასწორებს......... მნიამ მნიამ....

Posted by: ლიკლიკა 30 Jan 2010, 22:29
rtuli
QUOTE
ცნობილი კულინარი ოლივიე,დაამატა მხოლოდ მდოგვი ტრადიციულ მაიონეზში და მიიღო ,,პროვონსალური მაიონეზი,,.

მაიონეზში და მაიონეზიან სალათებში ყოველთვის ვამატებ მდოგვს, უზომოდ მომწონს და წარმოდგენაც არ მქონდა თუ პროვანსალური ერქვა smile.gif

Posted by: sesililu 30 Jan 2010, 22:38
აი სახინკლეში, მწვადთან ერთად რომ მოაქვთ ტომატის საწებელი, ის როგორ გავაკეთო მითხარით რა.

საშინლად მომინდა : ((

Posted by: hirondelle 31 Jan 2010, 00:05
sesililu
QUOTE
აი სახინკლეში, მწვადთან ერთად რომ მოაქვთ ტომატის საწებელი, ის როგორ გავაკეთო მითხარით რა.

ეგერ ზემოთ Green Girl-მა რომ აღნიშნა ის არის, მე როგორც მახსოვს

Posted by: rtuli 31 Jan 2010, 00:21
sesililu
QUOTE
მწვადთან ერთად რომ მოაქვთ ტომატის საწებელი

ტომატ პასტას ხსნი წყლით იმ სისქემდე როგორიც შენ გინდა,ნაყავ ნიორს+მარილთან ერთად და ამატებ გახსნილ ტომატში.
ჭრი ძალიან წვრილად ცოცხალ ქინძს,ამასაც ამატებ ტომატის საწებელში და ცოტა ხმელ ქინძსაც,თუ მოგწონს ცოტა უცხო სუნელსაც,მწარე წიწაკასაც.smile.gif

Posted by: Belle 31 Jan 2010, 00:51
ცეზარის დრესინგი სოუსი როგორ მოვამზადო საქართველოს პირობებში? ჩვენს რესტორნებში ცეზარი მაიონეზით მოაქვთ cry.gif
და საერთოდ, რატომღაც ქართულ სამზარეულოში მაიონეზი ჭარბად იხმარება, მე არ მომწონს...

Posted by: rtuli 31 Jan 2010, 02:50
liklika82
QUOTE
წარმოდგენაც არ მქონდა თუ პროვანსალური ერქვა

მაიონეზის ისტორიაზე მოკლე სტატია დავწერე ჟურნალ რეიტინგისთვისsmile.gif

Belle
QUOTE
ცეზარის დრესინგი სოუსი როგორ მოვამზადო საქართველოს პირობებში?

ძალიან მარტივია მოსამზადებლად და ერთის გამონაკლისით(ანუ ვუჩესტერი სოუსი არგვაქვს მხოლოდ,თუმცა ტრაგედია არ არის), შეგვიძლია მოვამზადოთ ამერიკელი ცეზარ კარდინის მიერ კლასიკური სალათი ცეზარიsmile.gif
ანუ ის ასე მოამზადა:
სასალათე ჟამს მოუსვა ნიორი,დახია(ცუდათ გამოვთქვი,მაგრამ სალათის ფურცლები მხოლოდ ხელით უნდა დანაწევრიანდეს rolleyes.gif)სალათის ფურცლები და მოატავსა ჟამში.ზემოდან მოშუშული ახალი პურის კუბიკები +აუცილებლად ზეითუნის ზეთში,მოაყარა.
ახლა შეუდგა საწებელის მომზადებას:
extra virgin ზეითუნის ზეთი ჩაასხა ფაიფურის ჯამში,ჩაახალა კვერცხები რომლებიც:
(ზუსტად ერთ წუთს! უნდა მოიხარშოს ადუღებულ წყალში,ამოღებულ იქნას და 10-15 წუთი უნდა დაასვენო)
დაასხა ლიმონის წვენი და კარგათ მოურია.
დაახეხა ახალი ყველი პარმიჯანო love.gif დააყარა რაც ხელთ ქონდა მწვანილეული,უფრო ცოტა ბაზილიკი და ტარხუნა.
ეს მასა კიდევ ერთხელ ამოურია,ერთგვაროვან მასამდე მიიყვანა და მოასხა მომზადებულ სალათის+სუხარიკების ნარევს!

ვსიო, ეს იყო სულ თავიდან(ნუ ცოტა დაამატა ის ვუჩესტერ სოუსი),უბრალო და კლასიკური.
მერე დაიწყეს სხვადასხვა ნარევების და დანამატების დამატებაsmile.gif

მე პირადათ დიჟონის მდოგვს(ან მარცვლოვან მდოგვს) დავამატებდი სოუზში და სალათის ფოთლებში დავამატებდი შემწვარ ბეკონის ნაჭრებს(ან დაგრილებულ ქათმის ხორცს)+მაგრად მოხარშულ კვერცხის ნაჭრებს love.gif bis.gif

Posted by: Baltimore 31 Jan 2010, 03:38
QUOTE (hirondelle @ 30 Jan 2010, 21:36 )
შინაური მაიონეზი ფრანგულად

იღებ ერთი დიდი ან ორი პატარა კვერცხის გულს,
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს,
დაახლ. 200 მლ ზეთს
ერთ ჩაის კოვზ ძმარს
შავ პილპილს და მარილს

(ყველა პროდუქტი ერთიდაიმავე ტემპერატურის უნდა იყოს, ანუ არ შეიძლება გამოიყენო მაცივრიდან ახალგამოღებული კვერცხი ან მდოგვი კარადაში მყოფ ზეთთან,
ამიტომ ყველაფერი ერთი საათით ადრე უნდა გამოიღო ერთად გააჩერო ოთახის ტემპერატურაზე)

ჩააგდებ ჯამში კვერცხის გულს და მდოგვს და კარგად მოურევ, საშუალო სიჩქარით, სპეციალური ცოცხით ან ჩანგლით.
ძალიან ნელა წვრილად ასხამ ზეთს თან განაგრძობ მორევას (ჯობია ვინმეს სთხოვო რომ ჩაგისხას)
ურიე მანამდე სანამ არ მიიღებ სქელ ერთგვაროვან მასას
შემდეგ დაამატე ძმარი (თუ გინდა ლიმონის წვენი), ცოტცოტა პილპილი და მარილი

ორი-სამი კვირა ინახება მაცივარში, დახურულ ჭურჭელში

მაიონეზის თემა რომ ბოლომდე გავარკვიოთ, კიდევ ერთი-ორ შეკითხვას დაგისვამ, რა!
1. ე. წ. სამარხვო მაიონეზი ევროპულ ქვეყანაში გაგიგია და თუ არსებობს, რა უნად ერქვას, ვეგეტარიანული? ამ შემთხვევაში კვერცხის გულებს, როგორ გგონიათ, რითი ანაცვლებენ და შესაძლებელი არის თუ არა ასეთი მაიონეზის შინ მომზადება?
2. მაიონეზის ინდრედიენტები აუცილებელია ხელით აითქვიფოს? სავარაუდოდ რამდენი წუთი ჭირდება მომზადებას? და შეიძლება თუ არა ბლენდერში გაკეთება?
3. ზეთი ზეითუნისა უნდა, არა? ექსტრა ვერჯინე თუ უბრალოდ, ზეითუნის?
4. თუ არ დაიზარებთ, ეგება ფრანგული მდოგვის სურათიც დადოთ (თავისი შეფუთვით).

ჯერ ჯერობის სულ ესაა.
თუ მეტი კითხვა გაჩნდა, იმედია, არ გადვზარდებით.
smile.gif

Posted by: ლიკლიკა 31 Jan 2010, 13:57
rtuli
QUOTE
დავწერე ჟურნალ რეიტინგისთვის

ჯერ ბრეიქიო, ახლა რთულიო biggrin.gif
რომელ ნომერში დაიბეჭდა ? განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ ვყიდულობ ჟურნალ რეიტინგს wink.gif

Posted by: Belle 31 Jan 2010, 14:06
rtuli
QUOTE
ძალიან მარტივია მოსამზადებლად და ერთის გამონაკლისით(ანუ ვუჩესტერი სოუსი არგვაქვს მხოლოდ,თუმცა ტრაგედია არ არის), შეგვიძლია მოვამზადოთ ამერიკელი ცეზარ კარდინის მიერ კლასიკური სალათი ცეზარი


მადლობა! მასე შემთხვევით ნიუტონივით მაგარი სოუსი აღმოაჩინა ცეზარმა ხო? biggrin.gif

ვუსტერშია სოუსი კი მაქვს, მიყვარს სისხლიან მერიში biggrin.gif მაგრამ, დაბლენდერებული ხამსა (ანჩოუსი) არ უნდა ცეზარის კლასიკურ სოუსს?

Posted by: rtuli 31 Jan 2010, 14:28
liklika82
QUOTE
ჯერ ბრეიქიო, ახლა რთულიო

რტული,მიაუ და ვუმენ ინ ლოვ ამზადებენ ჩანართს რეიტინგშიsmile.gif

Belle
QUOTE
დაბლენდერებული ხამსა (ანჩოუსი) არ უნდა ცეზარის კლასიკურ სოუსს?

კლასიკურს არა.
ანუ რამოხდა იცი,ერთ მშვენიერ დღეს ცეზარ კარდინის ძმა მოვიდა და საწებელს დაამატა დაბლენდერებული ხამსა biggrin.gif ,თავის გემოზე შეანელა და ისე მიირთვა ცეზარის სალათა.თუმცა ცეზარს და მეც რათქმაუნდა biggrin.gif არმოგვწონს ეს თევზის დანამატი.
მოკლედ მაიონეზიანიც არსებობს საწებელი ოღონდ ეგ უკვე აღარ არის კლასიკური,ყველა თავის გემოზე აზავებს და მიირთმევს,მხოლოდ სახელი რჩება უცვლელი ,,ცეზარი,,smile.gif

Posted by: ლიკლიკა 31 Jan 2010, 14:39
rtuli
QUOTE
ამზადებენ ჩანართს

გასაგებია. მაშინ მომიწევს გავხდე მისი მუდმივი მკითხველი yes.gif

Posted by: hirondelle 31 Jan 2010, 18:01
Baltimore
QUOTE
მაიონეზის თემა რომ ბოლომდე გავარკვიოთ, კიდევ ერთი-ორ შეკითხვას დაგისვამ, რა!

კი ბატონო, გიპასუხებ რაც ვიცი, მითუმეტეს თავად მაიონეზის დიდი მოყვარული არ გახლავართ lol.gif

QUOTE
1. ე. წ. სამარხვო მაიონეზი ევროპულ ქვეყანაში გაგიგია და თუ არსებობს, რა უნად ერქვას, ვეგეტარიანული? ამ შემთხვევაში კვერცხის გულებს, როგორ გგონიათ, რითი ანაცვლებენ და შესაძლებელი არის თუ არა ასეთი მაიონეზის შინ მომზადება?

კი, არსებობს და ურწმუნოები უწოდებენ ვეგეტარიანულს, ხოლო მორწმუნოები სამარხვოს, ხოლო აწერია მცენარეული
ამ შემთხვევაში მომზადების პროცესი იგივეა რაც ზევით დავწერე, მხოლოდ კვერცხის გულს ანაცვლებთ ერთი სუფრის კოვზ სოიოს რძით, ყველაფერს ამატებთ ეგრევე( ძმარს, მარილს, პილპილს, მდოგვს) ურევთ ,ხოლო შემდეგ ნელნელა ზეთს

QUOTE
2. მაიონეზის ინდრედიენტები აუცილებელია ხელით აითქვიფოს? სავარაუდოდ რამდენი წუთი ჭირდება მომზადებას? და შეიძლება თუ არა ბლენდერში გაკეთება?

ალბათ ბლენდერითაც შეიძლება, მაგრამ ფრანგები სამზარეულოში ცოტა კონსერვატიული ხალხია და ასეთ რაღაცას უფრო ხმარობენ
http://www.radikal.ru
უნდა ურიო მანამ სანამ არ გასქელდება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებ, ამისთვის უნდა დაამხეცო რიტმი და სიჩქარე, შეიძლება პირველ ჯერზე არც გამოგივიდეს

QUOTE
3. ზეთი ზეითუნისა უნდა, არა? ექსტრა ვერჯინე თუ უბრალოდ, ზეითუნის?

ეგ გემოვნების საკითხია მზესუმზირის ან ზეითუნის, მაგრამ თუ ზეითუნისაა აუცილებლად ექსტრა ვირჯინი უნდა იყოს

QUOTE
4. თუ არ დაიზარებთ, ეგება ფრანგული მდოგვის სურათიც დადოთ (თავისი შეფუთვით).

უამრავია, მაგრამ ეს არის ეწ. დიჟონის მაიონეზი, საფრანგეთში ყველაზე პოპულარული (მზესუმზირის ზეთითა და მდოგვით), ისევე როგორც დიჟონის მდოგვი ანუ კლასიკური

http://www.radikal.ru


Posted by: mariaa 1 Feb 2010, 23:57
სტაფილოს ძაძიკი

4 სტაფილო
500გ მაწონი
1ჩ/ჭ პიტნა და კამა
3 კბილი ნიორი
ცოტა ზეითუნის ზეთი
2ს/კ ძმარი
მარილი

გახეხილ სტაფილოს დაასხი 2-3 ს/კ წყალი და მარილი,გააჩერე ნახევარი საათი რომ დარბილდეს.
წვენისგან გაწურულ სტაფილოს ამატებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ იგრედიენტებსდა მზად არის.
მაცივარში 1 საათი გააჩერე რომ კარგად ჩამარინადდნენ.

enjoy....

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 2 Feb 2010, 00:57
mariaa
QUOTE
სტაფილოს ძაძიკი

რა სუპერ სურათია up.gif
ძაძიკიც დარწმუნებული ვარ გემრიელი იქნება 2kiss.gif

hirondelle
QUOTE
ალბათ ბლენდერითაც შეიძლება

no.gif
აიჭრება აუცილებლად,მთელი ტექნოლოგია მაიონეზის ,მდებარეობს ნელა ზეთის დამატებაზე.

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Feb 2010, 01:14
QUOTE (rtuli @ 2 Feb 2010, 00:57 )
QUOTE
ალბათ ბლენდერითაც შეიძლება

no.gif
აიჭრება აუცილებლად,მთელი ტექნოლოგია მაიონეზის ,მდებარეობს ნელა ზეთის დამატებაზე.

no.gif
არც არაფერი არ მეჭრება. პირიქით, ასე სწრაფად სხვანაირად ვერც გააკეთებ მაიონეზს.
ოთხ კვერცხის გულს გარგად გათქვეფთ მიქსერით, დაამატებთ ცოტაოდენ მდოქგვის ფხვნილს და ცოტაოდენ თეთრ პილპილს.. შემდეგ იწყებთ წვეთობით ზეთის წვეთებას , თან მიქსერი ურევს. ზეთის წვეთებს ცოტა ხნის შემდეგ წვრილ ნაკადად აქცევთ. ნახევარი ლიტრა ზეთის შეყვანის ბოლო სტადიაში კი შეგიძლიათ თამამად გაამსხვილოთ ნაკადი. სულ ბოლოს კი სიმჟავე უნდა მაიონეზს. რეცეპტებში ძმარს ამატებენ ისე, რომ ცოტათი გათეთრდეს და შეთხელდეს. პირადად მე ლიმონის წვენს ვამატებ- ასეთი მაიონეზი ბევრად უფრო პიკანტურია ძმრიანზე.

თუ ვინიცობაა ზეთის ჩასხმისას ცოტა სულმა წაგძლიათ და ზედმეტად მოუმატეთ ნაკადს- მაიონეზი შეიძლება აიჭრას, მაგრამ ეს, კატასტროფა არაა- ერთ კვერცხის გულს დაამატებთ და თქვეფას განაგძობთ- გამოსწორდება თქვენი მაიონეზი.

Posted by: rtuli 2 Feb 2010, 01:22
Dr_Zuzumbo
QUOTE
ასე სწრაფად სხვანაირად ვერც გააკეთებ მაიონეზს.

smile.gif
მე ბეზეს ვთქვეფავ მიქსერით,თქვენ მაიონეზს და პირიქით biggrin.gif ,თუმცა ყველაფერს დამუღამება სჭირდება yes.gif
არ არის გამორიცხული მიქსერის გამოყენება მაიონეზის მოსამზადებლად ნამდვილად,უბრალოდ სიჩქარეს გააჩნია yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Feb 2010, 01:29
QUOTE (rtuli @ 2 Feb 2010, 01:22 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ასე სწრაფად სხვანაირად ვერც გააკეთებ მაიონეზს.

smile.gif
მე ბეზეს ვთქვეფავ მიქსერით,თქვენ მაიონეზს და პირიქით biggrin.gif ,თუმცა ყველაფერს დამუღამება სჭირდება yes.gif
არ არის გამორიცხული მიქსერის გამოყენება მაიონეზის მოსამზადებლად ნამდვილად,უბრალოდ სიჩქარეს გააჩნია yes.gif

საქმე იმაშია, რომ ხელით თქვეფის იდეა, გასათქვეფი მასის ჰაერით გაჯერებას ემსახურება. ე.ი. ხელით თქვეფისას მასა ფუმფულა გამოდის, რადგან მიროსკოპიული ჰაერის ბუშტებითა გაჯერებული. მაიონეზს სრულებითაც არ ესაჭიროება ჰაერი, ბეზეს კი პირიქით. ამაშია საქმე 2kiss.gif

Posted by: Baltimore 2 Feb 2010, 01:52
Dr_Zuzumbo
მადლობა.

მოკლედ, შეგაწუხეთ რა, ამ მაიონეზით, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სამწუხაროდ smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
დაამატებთ ცოტაოდენ მდოქგვის ფხვნილს


hirondelle
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს

მაინტერესებს, ეს მდოგვი ფხვნილის სახით უნდა უყოს თუ თხევადი, უკვე მზაც შეიძლება?

Dr_Zuzumbo
თქვენ რომელ ზეთს ხმარობთ მაიონეზისათვის, ზეითუნის ექსტრა ვერჯინეს (გემოს ძალიან ხომ არ დაამძიმებს?), მზესუმზირისას, კანოლასას თუ რაიმე სხვას?

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Feb 2010, 02:20
QUOTE (Baltimore @ 2 Feb 2010, 01:52 )
Dr_Zuzumbo
მადლობა.

მოკლედ, შეგაწუხეთ რა, ამ მაიონეზით, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სამწუხაროდ smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
დაამატებთ ცოტაოდენ მდოქგვის ფხვნილს


hirondelle
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს

მაინტერესებს, ეს მდოგვი ფხვნილის სახით უნდა უყოს თუ თხევადი, უკვე მზაც შეიძლება?

Dr_Zuzumbo
თქვენ რომელ ზეთს ხმარობთ მაიონეზისათვის, ზეითუნის ექსტრა ვერჯინეს (გემოს ძალიან ხომ არ დაამძიმებს?), მზესუმზირისას, კანოლასას თუ რაიმე სხვას?

მდოგვის ფხვნილს იმიტომ ვხმარობ, რომ სხვა ნივთიერებების არომატის შემოტანა არა მსურს- მდოგვის ფხვნილი სუფთა მდოგვია და ესაა მიზეზი.
ბევრი, სხვადასხვა ზეთი მაქვს ნაცადი. ზეითუნისას იშვიათად ვიყენებ- ზედმეტად მძაფრი გემო აქვს და სირბილეს უკარგავს.
ყველაზე მისაღებად მზესუმზირისას და სიმინდისას ვთვლი.

P.S
ერთხელ ნიგვზის ზეთით გავაკეთე და ძალიან სპეციფიკურად არომატული გამოვიდა. ყურძნის კურკის ზეთი არ მიცდია- უნდა ვცადო ერთხელ

Posted by: rtuli 2 Feb 2010, 11:06
Dr_Zuzumbo
QUOTE
ზეითუნისას იშვიათად ვიყენებ- ზედმეტად მძაფრი გემო აქვს და სირბილეს უკარგავს.

რა ზუსტი შენიშვნააsmile.gif
მე რაფინირებულ მზესუმზირის ვხმარობ.

QUOTE
ერთხელ ნიგვზის ზეთით

მე დამ ჩამომიტანა თხილის ზეთი,აი ის იყო საოცრება!
ძალიან სასარგებლო ყოფილა გულის კუნთისთვის yes.gif

Posted by: August 2 Feb 2010, 15:11
მსუბუქია და ძალიან ნეიტრალური...
თუმცა მე ზეთისხილი ისე მიყვარს რომ ზეითუნი ყველაფერს მირჩევნია

წიგნი ვიყიდე ამასწინეებზე სოუსების (ეს უკვე II-ა) მართლა ძალიან საინტერესო რეცეპტებია ... არა ვარ ახლა კარგ ხასიათზე (ჩემს ფისო მაჩეკს, ეჭვია აქვთ, რომ სისხლის გათეთრება სჭირსო ) თორემ დავპოსტავდი რამოდენიმეს მაინც განსაკუთრებით "ორიგინალურს"

Posted by: HoNeY 4 Feb 2010, 12:58
ვინმე ხომ არ იცით როგორ კეთდება მდოგვის სოუსი ?
და/ან სხვა თევზის ჩასაწყობი სოუსებიც მაინტერებს...

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Feb 2010, 13:20
QUOTE (HoNeY @ 4 Feb 2010, 12:58 )
ვინმე ხომ არ იცით როგორ კეთდება მდოგვის სოუსი ?
და/ან სხვა თევზის ჩასაწყობი სოუსებიც მაინტერებს...

ნახევარი ჭიქა ფარინის შაქარი
ჭიქის მეოთხედი ძლიერი მდოგვი
ნახევარი ჩაის კოვზი თეთრი პილპილი
ერთნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი
ნახევარი ჭიქა შერი
ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი

შაქარი, მდოგვი და პილპილი მიქსერით ათქვიფე და თქვეფისას დაამატე ზეთი, შერი და ლიმონის წვენი.

თუ "სილიოდკას" დებ შიგ, მაშინ ნახევარი კილო სუსტად დამარილებულ და დაჭრილ "სელიოდკას" დაასხი, კარგად აურიე, ქილაში ჩააწყვე, თავი მოუხუფე და რამოდენიმე დღით მაცივარში შედგი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ

Posted by: rtuli 5 May 2010, 13:00
მაიონეზი სახლის პირობებში ჩემეული ვარიანტი ბოსტნეულისთვის
ყველაფერი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს:
2 ცალი კვერცხის გული
150-200 მლ.კარგი ხარისხის ზეთი,არასურნელოვანი
1 კბილი ნიორი
1-0,5 ჩ.კ.მდოგვი(დიჯონის მომწონს მე smile.gif)
0,5 ჩ.კ. მარილი(არათავმობმული)
2 ს.კ. ლიმონის წვენი(ან ვაშლის ძმარი,1ს.კ. თეთრი ბალზამიკო)
1 ჩ.კ. შაქარი
2 ს.კ. წყალი ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ თუ თეთრი ფერის მაიონეზის მიღება გვსურს.

გაშლილ ჯამში მოვათავსოთ კვერცხის გულები და ოდნავ გავთქვიფოთ,დავამატოთ მარილი+მდოგვი+ნიორი დანაყილი+შაქარი.
ამოურიოთ და ზეთის დამატება დავიწყოთ წვეთებით.
როცა მასა შესქელდება,შეგვიძლია ლიმონის წვენის დამატება, მერე შეგვიძლია ზეთის რაოდენობის მომატებაც.

გამოდის გემრიელი მაიონეზი უმ ბოსტნეულს უხდება ძალიან.
ასევე დაჭრილი კამის დამატებით შეგვიძლია გემოს შეცვლა ან ყველის დამატებით,ძალიან უხდება კარგათ გაქნილი ცისფერი ყველი smile.gif

Posted by: max-14 5 May 2010, 21:08
გამარჯობათ, ახალი ტყემალი როგორ მოვამზადო , ხომ ვერ მეტყვით? მადლობა წინასწარ

Posted by: Batuka 6 May 2010, 13:29
QUOTE
გამარჯობათ, ახალი ტყემალი როგორ მოვამზადო , ხომ ვერ მეტყვით?


ტყემალს ჯერ გარცხავ შემდეგ ჩაყრი ქვაბში დასხავ წყალს და მოხარშავ რომ მოიხარშება შემდეგ გადმოასხავ თუშფალანგზე და დააცდი ძირითადი წყლის გასვლას(ამ წყალს არ გადაგვრი) შემდეგ სხვა ჯამზე გაიდაიტან და გაჩხაკავ და მერე სურვილისამებრ შათხელებ შენახული წყლით დაუმატებ მარილს, გატარებულ ნიორს, ქინძს (ძალიან უხდება კაკლიანი ქინძი) და ობალოს მოურევ და მიირთმევ..

Posted by: max-14 6 May 2010, 15:56
Batuka დიდი მადლობა, ვცადო , ვნახო რა გამომივა smile.gif

Posted by: lily 13 May 2010, 13:03
საკმაოდ მარტივი სოუსი სპაგეტისთვის:

3 ც მოზრდილი პომიდორი
2ც ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
ცოცხალი მწარე წიწაკა (გემოვნებით), თუ არ გვაქვს ცოცხალი, დაფქვილიც შეიძლება
ნიახური
ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთი
მარილი
შაქარი

კანგაცლილ პომიდორს ვჭრით წვრილად, ხოლო ბულგარულ წიწაკას მოგრძო საშუალო ნაჭრებად და ვათავსებთ ზეითუნის ზეთიან პატარა ქვაბში. ვშუშავთ სანამ გემრიელ სუნს არ გაუშვებს smile.gif შემდეგ ვამატებთ მარილს გემოვნებით და ცოტა შაქარს (სოუსს სიწითლესაც უნარჩუნებს და სასიამოვნო გემოსაც აძლევს). შემდეგ ვამატებთ მწარე წიწაკას და წვრილად დაჭრილ/დაჭ###ტილ ნიორს. ნიახურის პატარა კონას ჩავკიდებთ ქვაბში (არ ვჭრით) მომზადებამდე.
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი უნდა მომზადებას, ამას ალბათ მიხვდებით თვითონაც yes.gif

რომ გამზადდება მოასხით სპაგეტს და მოაყარეთ გახეხილი ყველი. უგემრიელესია...
პროპორციებიც თქვენზეა დამოკიდებული. ჩემი რჩევაა წინასწარ არ მოამზადოთ, ახალი გაკეთებული ძლიან გემრიელია, თანაც არც ისეთი რთული მოსამზადებელია რომ დაგეზაროთ wink.gif

Posted by: rtuli 17 May 2010, 19:19
მაიონეზის მომზადება ყველანაირ დეტალებში იხილეთ ამ ვიდეოზე+თუ აგეჭრებათ მისი გამოსწორებაც არის ახსნილი :
http://www.youtube.com/watch?v=16aFUXbx2ok&feature=related

Posted by: ekita 17 Oct 2010, 01:48
QUOTE (Vika @ 25 Jan 2007, 21:50 )
Sharky
მე ვიცი smile.gif

ჰუმუსს უნდა garbanzo beans (იგივე chickpeas, იგივე нут), მოხარშული და ბლენდერში გადატერბული, 1-2 კბილი ნიორი, მთლიანი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, tahini (кунжутовое масло) და მარილი.

ოღონდ მე გამზადებულს ვყიდულობ smile.gif.

ვიკააა,
ამ კუნჟუტის ზეთს და თურქულ ბარდას თბილისში ვიყიდი?
როგორ მინდა, გავაკეთო ჰუმუსი ამერიკაში გავსინჯე და მაგრა მომეწონააა

Posted by: niin_nii 30 Apr 2011, 04:56
ვინმემ ხომ არ იცით რენჩის სოუსის მომზადება? და კეტჩუპის რეცეპტი თუ იცით დაწერეთ რაააsmile.gif

Posted by: forumeli64 30 Apr 2011, 15:14
ქაბაბის გემრიელი (და მარტივი) წვენის რეცეპტი დადეთ რა ვინმემ smile.gif

Posted by: miau 30 Apr 2011, 16:42
forumeli64

ქაბაბს ბროწეულის ნარშარაბი უხდება. შეიძლება ბროწეულის მომჟავო საწებელიც (ნარშარაბი უფრო მოტკბოა), შეიძლება ქართულ რესტორნებში აპრობირებული მეთოდით დამზადებული სახელდახელო საწებელი smile.gif ბამიდვრის პასტას ვხსნით გაგრილებული, ანადუღარ წყალში, ვუმატებთ მარილს, დანაყილ ნიორს, წვრილად დაჭრილ ქინძს, წითელ წიწაკას და წვრილად დაკეპილ ხახვს. smile.gif

Posted by: forumeli64 30 Apr 2011, 16:49
miau


დიდი მადლობა smile.gif

აი თემა "ქაბაბზე" კი ტყუილად დამიხურე (ჩემი აზრით რა ტქმა უნდა)
ქაბაბი ხორცის კერძი არაა.

ქაბაბი უნიკალურია rolleyes.gif

პ.ს. თან "დავსერჩე" და ქაბაბზე არაფერი ამოაგდო. თუკი არ ჩავთვლით იმას რომ ერთ-ორ პოსტში წერია თუ სად მიირთვეს გემრიელი ქაბაბი.

Posted by: miau 30 Apr 2011, 17:06
QUOTE
აი თემა "ქაბაბზე" კი ტყუილად დამიხურე (ჩემი აზრით რა ტქმა უნდა)
ქაბაბი ხორცის კერძი არაა.


ქაბაბი ითვლება ხორციან კერძად, ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის biggrin.gif
თემას რაც შეეხება - მგონი არ დავწერე გაუგებრად, რომ ცალკე კერძე ტემის გახსნა ჩვენს განყოფილებაში იკრძალება, გინდა ხორცის იყოს და გინდა ბოსტნეულის. smile.gif

რჩევებში შეგიძლია დასვა შეკითვა,
არის კიდევ ეს თემები

http://forum.ge/?f=82&showtopic=33743899&st=1185

http://forum.ge/?f=82&showtopic=33698053
და საერთოდაც - http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052

Posted by: forumeli64 30 Apr 2011, 17:12
QUOTE
ქაბაბი უნიკალურია



QUOTE
"დავსერჩე" და ქაბაბზე არაფერი ამოაგდო.


კაი

"საჩხუბრად" არ შემოვსულვარ smile.gif

Posted by: miau 30 Apr 2011, 17:57
forumeli64

http://www.google.ge/search?client=opera&rls=en&q=%D0%BA%D0%B5%D0%B1%D0%B0%D0%B1&oe=utf-8&channel=suggest&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&hl=ka&tab=wi&biw=990&bih=657


რუსულად მივეცი ძებნა და ბევრი ამოაგდო, აბა გადახედეsmile.gif

Posted by: forumeli64 30 Apr 2011, 20:12
QUOTE
რუსულად მივეცი ძებნა და ბევრი ამოაგდო,


სირცხვილით სად გავამხილო მერე რომ ქაბაბის რეცეპტი მხოლოდ რუსულად მოვიძიეთქო biggrin.gif

დაველოდები. არ ვჩქარობ boli.gif

აგერ, ვიპოვე fig.gif

http://cook.interes.ge/index.php?name=Kitchens&file=search&op=search&q=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98&cat=0&keyboard=on

Posted by: miau 30 Apr 2011, 22:28
forumeli64
QUOTE
სირცხვილით სად გავამხილო მერე რომ ქაბაბის რეცეპტი მხოლოდ რუსულად მოვიძიეთქო


smile.gif ქაბაბი არის აზერბაიჯანული და შესაბამისად რუსულად მეტი რეცეპტი მოიძიება. smile.gif

Posted by: niin_nii 5 May 2011, 21:53
კეტჩუპის რეცეპტი არავინ იციით? mo.gif

Posted by: eto-pruidzeee 6 May 2011, 15:38
აიღეთ პომიდორი გაფცქვენით, ჩაჭერით მოაყარეთ მარილი აადუღეთ იდუღოს 15 წუთი, ქაფი მოხადეთ ჩააყარეთ ქინძი პეტრუშკა რეჰანი აუცილებლად და ადუღეთ კიდევ 10 წუთი. მარილი წიწაკა გემოვნებით. შეგიძლით შეინახოთ ზამთრისთვისაც. ოღონთ ჩაასხით ცხელ-ცხელი სტერილურ ქილებში და მოხუფეთ!!!!

Posted by: niin_nii 10 May 2011, 04:02
eto-pruidzeee
მადლობა smile.gif მაგრამ ეგ საწებველია smile.gif მე კეჩუპი მინდა
ვაშლი უნდა უეEველი მახსოვს

Posted by: tavadze 10 May 2011, 10:03
niin_nii
QUOTE
მე კეჩუპი მინდა
ვაშლი უნდა უეEველი მახსოვს

კი, ნამდვილად უნდა. თან - მჟავე და არა ტკბილი.
სამწუხაროდ, ზუსტი რეცეპტი არ მახსოვს.

Posted by: ika_f2005 10 May 2011, 11:51
ოხრახუში

პიტნა

დიჟონ მუსტარდ ცოტა

კეიპერსი

ანჩოუსი, რამოდენიმე ცალი თავისი ცოტა ზეთით

ნიორი ჩაჭყლეტილი

ეს ყველაფერი დააჩოფერეთ კარად, ჯამზე გადმოიღეთ მერე, ზეითუნის ზეთი, ცოტა ძმარი და მიიღებთ ყველაზე მაგარ სალსას

Posted by: volli35 14 Jun 2011, 23:12
ესეიგი ეს თემა უნდა გავაღვიძო smile.gif
მოიდა ღვინიანი სოუსები .... აბა მსურველებო მიირთვით
სოუსი "შარმი" .... შამპანიურით და ამბებით
http://www.radikal.ru
სოუსი „შარმი“
6-8 კვერცხის გული
5 კბილი ნიორი
2/3 ჩაის ჭიქა (240 გრამიანი) ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა (240 გრამიანი) თეთრი მშრალი ღვინო
ძირა
შავი და წითელი წიწაკის ნაზავი
მარილი

მომზადების წესი:
კვერცხის გულები გავთქვიფოთ ძირასთან და მსხვილად დაჭყლეტილ ნიორთან ერთად ერთად ... დავამატოთ ზეითუნის ზეთი და ავთქვიფოთ კარგად .... როცა მასა შეიკვრება ნელნელა დავასხათ ღვინო და მოვურიოთ ნელი სიჩქარით ... შემდეგ დავამატოთ წიწაკის ნაზავი და მარილი გემოვნებით
ეს სოუსი შეიძლება გამოიყენოთ შემწვარ ღორის ან ძროხის ხორცთან ცივ მდგომარეობაში ... და სურვილის მიხედვით შეიძლება შეათბოთ კიდეც

ესეც სოუსი "პიკანტური"
http://www.radikal.ru
სოუსი „პიკანტური“
400 გრამი ბულიონი
150 გრამი თეთრი სოკო (ქამა)
4 ჩ.ჭ. შამპანიური
1 კონა პრასი
100 გრამი კარაქი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
0,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
ჯანჯაფილი (имбирь) გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სოკოს დავასხათ ბულიონი .... წამოვადუღოთ და დაბალზე დავუწიოთ ცეცხლი .. ასე დავტოვოთ 15 წუთი
2. პრასი დავჭრათ დავასხათ შამპანიური და ვადუღოთ სანამ მასა არ შემცირდება 1/3-ით
3. კარაქი გავადნოთ ცალკე ქვაბში .... დავამატოთ ფქვილი, ნელნელა ვურიოთ და დავტოვოთ ცეცხლზე მანამდე, სანამ ეს მასა არ მიიღებს რძიანი ყავის ფერს ....
ფქვილიან მასაში (ისე რომ არ გადმოვდგავთ ცეცხლიდან) ნელნელა ჩავამატოთ სოკოს და ბულიონის ნაზავი .... ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ოდნავ შხეფებს გაიკეტებს
შემდეგ დავამატოთ შამპანიურის და პრასის მასა და 10-15 წუთით დავტოვოთ ნელ ცეცხლზე
ბოლოს დავამატოთ ჯანჯაფილი, მუსკატი და მარილი
სუფრაზე უნდა მივიტანოთ ხორცზე მოსხმული სასურველია ცხელ მდგომარეობაში


Posted by: WOMAN IN LOVE 14 Jun 2011, 23:25
volli35
QUOTE
ღვინიანი სოუსები

გამოფენაზე რაც გავსინჯე, ყველა ძალიან მომეწონა love.gif

Posted by: volli35 14 Jun 2011, 23:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
გამოფენაზე რაც გავსინჯე, ყველა ძალიან მომეწონა

მიხარია თუ მოგეწონა ... და შენ კიდე შაბათს არ იყავი ...
ეს ორი რაც დავდე შაბათს მქქონდა და უსერიოზულესი ფურორი მოახდინა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Jun 2011, 23:37
volli35
იმ დღეს მგონი 5 კილო მოვიმატე smile.gif შაბათსაც რომ მოვსულიყავი, ახალი გარდერობის ყიდვა დამჭირდებოდა.

Posted by: volli35 14 Jun 2011, 23:46
WOMAN IN LOVE
QUOTE
იმ დღეს მგონი 5 კილო მოვიმატე

ვაიმეეეე .... მაშინ მე ტოკს უნდა ვეძებდე ეხლა biggrin.gif

ესეც მესამე .... სოუსი PORTO ცოტრუსით
http://www.radikal.ru
ინგრედიენტები:
800 გრ. ბულიონი
20 გრამი კარტოფილის სახამებელი
150 გრამი ნახევრად მშრალი წითელი ღვინო
1 ცალი ფორთოხალი
1 ცალი ლიმონი
50 გრ. კარაქი
ლიმონიანი წიწაკა

მომზადების წესი:
სახამებლის და ბულიონისაგან მოვადუღოთ ფაფა .... დავამატოთ ღვინო და ვადუღოთ მაქსიმუმ 30 წუთი. რომ მივიღებთ ბლანტ მასას გადმოვდგათ ცეცხლიდან.
შემდეგ ამ მასას დავამატოთ ფორთოხლის და ლიმნის წვენი და ლიმონიანი წიწაკა.
ასევე დავამატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

მიირთვით გემრიელად ფრინველის და საქონლის ხორცთან ერთად.


Posted by: SERIOZUL 15 Jun 2011, 00:56
volli35
კარგი რეცეპტებია, განსაკუთრებით "შარმის" იგრედიენტებმა მომხიბლა, ძირა სადაც ურევია ყველაფერი მიყვარს.ჩავიწერე ზედმიწევნით

Posted by: volli35 15 Jun 2011, 01:13
SERIOZUL
QUOTE
კარგი რეცეპტებია, განსაკუთრებით "შარმის" იგრედიენტებმა მომხიბლა, ძირა სადაც ურევია ყველაფერი მიყვარს.ჩავიწერე ზედმიწევნით

ამ სიუსმა ბევრი მოხიბლა ... რატომღაც ბაჟს აგონებდა ზოგს .... თუმცა პორტო ბევრად უფრო სხვანაირი უცხო და გემრიელია ... არა ტრადიციულ-სიუსური

Posted by: gloneli 15 Jun 2011, 13:29
volli35
ლიმონიანი წიწაკა რა არის?
და ერთ-ერთ რეცეპტში ჯანჯაფილი გემოვნებითო რომ გიწერია,არასდროს გამომიყენებია და როგორ შევარჩიო დოზა?ნედლს იყენებ თუ დაფქულს?
ისე ყური მოვკარი ადრე,თუ მეხსიერება არ მღალატობს,იქ მარწყვის საწებელიც გავიტანეთო.ვცდები?

Posted by: volli35 15 Jun 2011, 13:47
gloneli
QUOTE
ლიმონიანი წიწაკა რა არის?

ეს არის თეთრი წიწაკა ლიმონის არომატით .... იმედია გუდვილში ან სადმე ესეთში იყიდება აქ ... მე ჩამომიტანეს მალტიდან
თუ ვერ იშოვი თეთრი წიწაკა არის და ის შეიძლება ალბათ დაემატოს ლიმონის წვენში გახსნილი ....
QUOTE
და ერთ-ერთ რეცეპტში ჯანჯაფილი გემოვნებითო რომ გიწერია,არასდროს გამომიყენებია და როგორ შევარჩიო დოზა?ნედლს იყენებ თუ დაფქულს?

ესეიგი ჯანჯაფილი იმდენად არომატული და კაპრიზული რამაა რომ ნელნელა ჯობია დაამატო ... რომ არ გადაამეტო ... მე ესე ვაკეთებდი და ამიტომ ვერ დავაზუსტე რაოდენობა
QUOTE
ისე ყური მოვკარი ადრე,თუ მეხსიერება არ მღალატობს,იქ მარწყვის საწებელიც გავიტანეთო.ვცდები?

ეს საწებელი რთულის კოლექციიდან არის და იმის ნებართვის გარეშე მე ვერც ფოტო და ვერც რეცეპტი ვერ დავდე ... რა ვიცი იქნებ და რა ხდება ... უნდააააა არ უნდა

Posted by: gloneli 15 Jun 2011, 14:23
volli35
მადლობა პასუხისთვის
QUOTE
ეს საწებელი რთულის კოლექციიდან არის და იმის ნებართვის გარეშე მე ვერც ფოტო და ვერც რეცეპტი ვერ დავდე ... რა ვიცი იქნებ და რა ხდება ... უნდააააა არ უნდა 

მათალი ხარ.

Posted by: volli35 15 Jun 2011, 14:28
gloneli
თუ რამეა კიდე გიპასუხებ ... არ მეზარება ხო იცი

Posted by: guruliqali 15 Jun 2011, 14:55
volli35
დიდი მადლობა სოუსების რეცეპტებისთვის 2kiss.gif , მოუთმენლად ველოდი
QUOTE
სოუსი PORTO ცოტრუსით

ეს სოუსი ცივი სახით შეიძლება მიიტანო სუფრაზე? მე კვირას ქალაქგარეთ მინდა გავიდე და ახალდაბის მწვადზე ამ სოუსის პრეზენტაცია მაქვს ჩაფიქრებული, წავიღებდი და იქ დავაგემოვნებდით. ეს სოუსი ავარჩიე დასაწყისისთვის, რადგან ყველაზე ახლოს მომეჩვენა ტრადიციულ ტექნოლოგიასთან, მერე დანარჩენებსაც შევეჭიდებოდი. დანარჩენი ჩემი შეკითხვები gloneli -მ დასვა smile.gif

Posted by: volli35 15 Jun 2011, 15:02
guruliqali
QUOTE
ეს სოუსი ცივი სახით შეიძლება მიიტანო სუფრაზე? მე კვირას ქალაქგარეთ მინდა გავიდე და ახალდაბის მწვადზე ამ სოუსის პრეზენტაცია მაქვს ჩაფიქრებული, წავიღებდი და იქ დავაგემოვნებდით. ეს სოუსი ავარჩიე დასაწყისისთვის, რადგან ყველაზე ახლოს მომეჩვენა ტრადიციულ ტექნოლოგიასთან, მერე დანარჩენებსაც შევეჭიდებოდი.

როგორც წესი ეს მწვადის სიუსი არაა .... და თბილ ვარიანტში მიდის სუფრასთან დაბეგვილ და შემწვარ ხორცის ნაჭრებზე გადასხმული ფორმით .... თუმცა მწვადტანაც წავა მე თუ მკითხავს ვინმე smile.gif
და ისე როგორც ფესტივალზე ხალხის აზრს დავაკვირდი ყველაზე ჩვენებური ... ანუ ტრადიციული აღმოჩნდა "შარმი" .... ანუ დაჟე რამოდენიმეჯერ მკითხეს ნამდვილად არ არის ნიგოზი ამაშიო??? .... ბაჟე მოაგონათ რა რაღაც ვარიანტში .... და კიდე ეს შარმი არის მწვადის სოუსი ... აი დაჟე შეწვის პროცესშიც კი შეგიძლია მოასხათ ხორცს სურვილისამებრ

პ.ს. ეხლა აქ რაც დავწერე იმედია გაარკვევ რამეს ... თუ არადა მომაყარე კითხვები რა

Posted by: lavandula_vulgare 15 Jun 2011, 16:14
სოუსების მოყვარულებმა ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო Schlagsahne (გერმ.) - сбитые сливки (რუს.) - crème fouettée (ფრ.)?

Posted by: guruliqali 15 Jun 2011, 16:16
volli35
ხელახლა გადავიკითხე რეცეპტები და მართლაც ყველაზე ჩვენებურ-ტრადიციული "შარმი" ჩანს, დიდი მადლობა ვოლი, ზეითუნის ზეთს რომელს იყენებ?

Posted by: mia_nano 15 Jun 2011, 16:41
volli35
მოკლედ აღთქმას დავარღვევ და შაბათს (თუ არ იწვიმა) მწვადებს ვაპირებ და შარმი მოუხდება ხო?
რა ვიფიქერე იცი, დიდი გუფთები რომ გავაკეთო და ამ სოუსში ჩავალაგო? მწვადი ისედაც კარგია და მირჩიე როგორ ჯობია 2kiss.gif

Posted by: volli35 15 Jun 2011, 17:01
mia_nano
QUOTE
მოკლედ აღთქმას დავარღვევ და შაბათს (თუ არ იწვიმა) მწვადებს ვაპირებ და შარმი მოუხდება ხო?

შარმი რეცეპტულას მწვადისთვისაა განსაზღვრული ... ნუ მაგრამ იმდენად გემრიელია რომ რა თქმა უნდა გუფთასაც მოუხდება .. მაგრამ ჩემი აზრით უფრო ზემოდან მოსხმული და არა ჩალაგებული ... ნუ ეს ჩემი აზრით smile.gif
QUOTE
მწვადი ისედაც კარგია და მირჩიე როგორ ჯობია

100000000000000% ... ეს არც განიხილება

Posted by: gloneli 15 Jun 2011, 17:37
volli35
ვაიმე ვოლი,ბოდიში რა ამდენს რომ გეკითხები,შარმში კვერცხის გულები მთლიანი იგულისხმე ხომ-გული+ცილა,თუ მარტო ყვითლები?

Posted by: volli35 15 Jun 2011, 17:49
gloneli
QUOTE
ვაიმე ვოლი,ბოდიში რა ამდენს რომ გეკითხები,შარმში კვერცხის გულები მთლიანი იგულისხმე ხომ-გული+ცილა,თუ მარტო ყვითლები?

კვერცხის გულები ... ანუ მხოლოდ ყვითლები smile.gif
მკითხე რამდენიც გინდა ... აბა სხვა რა სარგებლობა მომაქვს??? biggrin.gif

Posted by: Peppi 15 Jun 2011, 18:11
volli35
კარგი სოუსებიაwink.gif
როგორ უნდა შეადარო პორტო-ბაჟეს? არცერთი ინგრედიენტი არ აქვთ საერთო? ასე გვანან?smile.gif

პ.ს. მე კიდე მოვკვდი ლოდინით, გამოვაქვეყნებ-თქოsmile.gif-

Posted by: volli35 15 Jun 2011, 18:46
Peppi
QUOTE
როგორ უნდა შეადარო პორტო-ბაჟეს? არცერთი ინგრედიენტი არ აქვთ საერთო? ასე გვანან?

ნათი პორტო კი არ შეადარეს ... არამედ "შარმი" ... აი კვერცხიანი რომაა ის

Posted by: Peppi 15 Jun 2011, 22:16
volli35
QUOTE
... არამედ "შარმი" ...

ოო, ეგ ყველაზე მეტად მომეწონა - ინგრედიენტების მიხედვითsmile.gif

Posted by: tasikuna-taso 15 Jun 2011, 22:27
volli35

საუკეთესო სოუსებია.

ზეითუნის ზეთის ნაცვლად (არ მიყვარს), რომელიმე სხვა ზეთის გამოყენება შეიძლება?

Posted by: volli35 16 Jun 2011, 10:56
tasikuna-taso
QUOTE
საუკეთესო სოუსებია.

ზეითუნის ზეთის ნაცვლად (არ მიყვარს), რომელიმე სხვა ზეთის გამოყენება შეიძლება?

მადლობა bis.gif bis.gif

ზეითუნის მაგივრად ნებისმიერი ჩვეულებრივი Uსუნო ზეთი შეგიძლია გამოიყენო (ჩემი ღრმა რწმენით) ...

Posted by: lavandula_vulgare 16 Jun 2011, 11:24
ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო Schlagsahne (გერმ.) - сбитые сливки (რუს.) - crème fouettée (ფრ.)?
* * *
tasikuna-taso
QUOTE
ზეითუნის ზეთის ნაცვლად (არ მიყვარს), რომელიმე სხვა ზეთის გამოყენება შეიძლება?

წიპწის ზეთი

Posted by: unknown lady 16 Jun 2011, 14:49
QUOTE
ერთ ქილა სოფლის მაწონზე, ავიღოთ ერთი პატარა კბილი ნიორი, მწვანე წიწაკა (სიმწარის მიხედვით აიღეთ სასურველი რაოდენობა) ერთი-ორი ღერი ქინძი და პიტნა ნახევარ კონამდე (გააჩნია კონასაც) მოკედ ყველაფერ ამას კარგად ჩანაყავთ და ნელნელა გაურევთ მაწონს და პერიოდულად გასინჯეთ ხოლმე რომ არ "გადაამლაშოთ" შეკაზმისას და ბოლოს მარილი.
მიღებული "სოუსი" ძალიან კარგია ღომთან, მჭადთან და შოთზე ან ლავაშზე..
მიირთვით გემრიელად.



ეს უნდა გავაკეთო და ვფიქრობ ტარხუნა ხომ არ დავამატო
* * *
მეც დავწერ ერთ სოუსს, რომელიც მიყვარს ძლიან

აიღეთ მაიონეზი ერთი ქილა. (გერმანულია მგონია მე იმით ვაკეთებ) დანაყეთ პიტნა, ტარხუნა, ცოტა რეჰანი (ძალიან წვრილად ეს ყველაფერი) შეურიეთ მაიონეზსს.
ჩააწურეთ 1ც. ფორთოხალი + მოშუშული ხახვი (არ დაწვათ, თეთრები რომ იყოს ისე) და ცოტა ლიმონი + მარილი და ცოტა მწარე წიწაკა

მოხარშულ ქათამს მოასხით. თუ ქათმისთვის არ გინდათ ხახვი დაიკიდეთ ან ისედაც დაიკიდეთ biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 16 Jun 2011, 19:38




QUOTE
ზეითუნის მაგივრად ნებისმიერი ჩვეულებრივი Uსუნო ზეთი შეგიძლია გამოიყენო (ჩემი ღრმა რწმენით) ...


მადლობა


QUOTE
წიპწის ზეთი



ეს რა არის? სად იყიდება.



Posted by: RichardRamirez 23 Jun 2011, 15:46
სვანური მარილის რეცეპტი მინდა, დაწერეთ რა როგორ კეთდება, რეები უნდა აურიო, და იქნებ თ დოზაც აქვს რამდენი რა,- ეგენი მინდა და არ ვიცი.:

Posted by: volli35 23 Jun 2011, 15:48
RichardRamirez
QUOTE
სვანური მარილის რეცეპტი მინდა, დაწერეთ რა როგორ კეთდება, რეები უნდა აურიო, და იქნებ თ დოზაც აქვს რამდენი რა,- ეგენი მინდა და არ ვიცი.:

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=896
აი მარილიც

Posted by: RichardRamirez 23 Jun 2011, 15:52
QUOTE
QUOTE სვანური მარილის რეცეპტი მინდა, დაწერეთ რა როგორ კეთდება, რეები უნდა აურიო, და იქნებ თ დოზაც აქვს რამდენი რა,- ეგენი მინდა და არ ვიცი.:

http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=896 აი მარილიც

volli35
უი, დიდი მადლობა.. smile.gif

Posted by: Peppi 23 Jun 2011, 17:04
volli35
რა გოგო ხარsmile.gif
ოპერატიულად დაგიდიაsmile.gif

Posted by: miau 23 Jun 2011, 17:55
RichardRamirez

ჩვენს განყოფილებას სარჩევი აქვს და შეგიძლიათ იქაც შეხვიდეთ ხოლმე wink.gif

http://forum.ge/?f=82&showtopic=33927685&st=135

Posted by: lavandula_vulgare 23 Jun 2011, 18:43
tasikuna-taso
ყურძნის კურკის (წიპწის) ზეთი. ზეითუნივით მძიმე და მსუყე გემო არა აქვს, პირიქით: მსუბუქია და სალათებისთვის მისწრება იქნება. რუსთაველზე (სარაჯიშვილის ასახვევთან, კუთხესთან) არის ღვინის მაღაზია "ხარება". მეც იქ აღმოვაჩინე პირველად.

Posted by: LTB1948 24 Jun 2011, 18:08
lavandula_vulgare

და რომ იყიდო სლივკები და ატქვიფო? ყველგან იკიდება სქელი ნაგები და ატქკვეფას 5 ცუტი უნდა, სეგიზლია სჰაქრის პუდრი და ვანილიც დაამატო ტუ ტკბილი გინდა

Posted by: tasikuna-taso 24 Jun 2011, 20:57
QUOTE
tasikuna-taso
ყურძნის კურკის (წიპწის) ზეთი. ზეითუნივით მძიმე და მსუყე გემო არა აქვს, პირიქით: მსუბუქია და სალათებისთვის მისწრება იქნება. რუსთაველზე (სარაჯიშვილის ასახვევთან, კუთხესთან) არის ღვინის მაღაზია "ხარება". მეც იქ აღმოვაჩინე პირველ



დიდი მადლობა. აუცილებლად მივაკითხავ ,,ხარება"-ს.

Posted by: qicina 28 Jun 2011, 21:47
ვინმემ თუ იცის ბიკენტიას საქაბაბში რო საწებელია იმას რანაირად აკეთებენ და რა ინგრედიენტებს რა დოზით უშვებიან?

Posted by: ninoma 30 Jun 2011, 08:44
კეტჩუპი

http://www.radikal.ru

7კგ კანგაცლილი პომიდორი
4კგ.წითელი ტკბილი წიწაკა(ბულგარული)
1კგ.გასუფთავებული ხახვი
1კგ გათლილი და გულგამოცლილი ვაშლი(მე მწვანე ვაშლი გამოვიყენე)
300გრ.ნიორი,
50გრ.ძმარი
150გრ.შაქარი
8ჩ.კ.სახამებელი
მარილი და წითელი მწარე წიწაკა გემოვნებით

გასუფთავებული და დაჭრილი პომიდორი, წიწაკა, ხახვი და ვაშლი დადგით მოსახარშად(მე საქმე გავიიოლე და ჯერ დავაბლენდერე და შემდეგ დავდგი მოსახარშად, რომ გასახეხად ადვილი ყოფილიყო). რომ ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ დაბალზე 3საათი.
გაციებული, ჯერ გახეხეთ მსხვილ სახეხში, შემდეგ კი წვრილში. ცალკე ჭურჭელში შეინახეთ იმდენი, რომ მასში გახსნათ სახამებელი, რომელსაც ბოლოს დაამატებთ.
დარჩენილი მასა ისევ შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 1 საათი.
ბოლოს სწრაფი მორევით დაამატეთ გადანახული სახამებლიანი მასა.
ძმარი, შაქარი, მარილი და წიწაკა.

ორიგინალში 300გრამი შაქრის ფხვნილი ეწერა. ეს ჩვენთვის საკმაოდ ტკბილი გამოდგა. მე გირჩევდით შაქარი ან სულ არ დაამატოთ, ან დაამატეთ გემოვნებით.
პამიდორი უკეთესია საკმაოდ მწიფე და კარგი წითელი.
ჩემი არ იყო კარგი წითელი პომიდორი და ამიტომ არის ასეთ ფერზე.
კიდევ ერთი, რეცეპტში სახამებელი არ იყო, მე დავამატე სისქის მისაცემად.
რომ ვადუღე ბოლო 1 საათი და არ იყო საკმარისი სისქის, გავაციე და გაციებულ მასაში გავხსენი სახამებელი(სიმინდის სახამებელი მქონდა და ის გამოვიყენე) ისევ წამოვადუღე და შევინახე გასტერილებულ ხრახნიან ქილებში.
გავაკეთე ამ პორციის 2/7 ნაწილით ანუ 2კგ. პომიდორი, და ა.შ.
გამოვიდა ლიტრი და 200გრამი კეტჩუპი.

Posted by: TaTa_TaTuLi 30 Jun 2011, 20:08
ninoma
რა კარგი და გემრიელი ჩანს, ჩავიწერე smile.gif
აუცილებლებლად სიმინდის უნდა იყოს სახამებელი თუ კარტოფილისაც გამოდგება?

Posted by: ninoma 30 Jun 2011, 22:43
TaTa_TaTuLi
QUOTE
სიმინდის უნდა იყოს სახამებელი თუ კარტოფილისაც გამოდგება?

კარტოფილის სახამებელიც გამოდგება.

Posted by: ninicool 30 Jun 2011, 22:54
ninoma
QUOTE
გამოვიდა ლიტრი და 200გრამი კეტჩუპი.

7 კგ-დან მეტი არ გამოვიდა?

Posted by: TaTa_TaTuLi 1 Jul 2011, 00:17
ninoma
მადლობთ smile.gif
რა საყვარელი ავათარია chups.gif

ninicool
QUOTE
7 კგ-დან მეტი არ გამოვიდა?

ნაკლები რაოდენობით გააკეთა. აი, ნახე
QUOTE
გავაკეთე ამ პორციის 2/7 ნაწილით ანუ 2კგ. პომიდორი, და ა.შ.
გამოვიდა ლიტრი და 200გრამი კეტჩუპი.


Posted by: ninoma 1 Jul 2011, 02:31
TaTa_TaTuLi
QUOTE
რა საყვარელი ავათარია

დიდი მადლობა, ჩემი გოგონაა, წლის არ იყო, ისე უყვარდა საზამთრო ორი ხელით ჭამდა.
ეხლა კი ისწავლა კულტურულად ჭამა biggrin.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 1 Jul 2011, 17:14
ninoma
QUOTE
ჩემი გოგონაა

გენაცვალე... რა სიცოცხლეა ?! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Trance In Trance 4 Jul 2011, 08:27
აუ სოუსები და საკმაზები ჩემი სისუსტეა love.gif
განსაკუთრებით ცხარეები
და რეცეპტები მინდა ცხარე სოუსების , ოღონდ ისეთი ცხარეები რო თავი მექსიკის რომელიმე პროვინციაში მეგონს, კარტოფილისთვის და სტეიკისთვის
იქნებ დადოთ


მადლობა წინასწარ user.gif

Posted by: tat-ulia 21 Aug 2011, 12:21
ვიოლას სოუსის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: L u k a 27 Aug 2011, 19:26
ვინმემ იცით კეტჩუპი როგორ გავაკეთო? თან ცოტა ტკბილი და ცხარე რომაა, რეცეპტი დაწერეთ..

Posted by: volli35 27 Aug 2011, 20:26
L u k a
QUOTE
ვინმემ იცით კეტჩუპი როგორ გავაკეთო? თან ცოტა ტკბილი და ცხარე რომაა, რეცეპტი დაწერეთ..

აქვე ზემოთ ხო დევს კეტჩუპის რეცეპტი ... თუ რამე სხვას ეძებ კიდე???

Posted by: L u k a 27 Aug 2011, 20:37
volli35 უი ხო აქ ყოფილა ვერ შევამჩნიე დიდი მადლობა.

Posted by: rastafari 29 Aug 2011, 18:52
გამარჯობათ.
გურული აჯიკა როგორ კეთდება?
რეცეპტი ხომ არ გაქვთ?

Posted by: rastafari 31 Aug 2011, 12:26
QUOTE (rastafari @ 29 Aug 2011, 18:52 )
გამარჯობათ.
გურული აჯიკა როგორ კეთდება?
რეცეპტი ხომ არ გაქვთ?

რა არის ხალხო არავინ იცით როგორ კეთდება გურული აჯიკა?

Posted by: Torwika 31 Aug 2011, 13:19
ვინმემ ცხარე აჯიკის რეცეპტი მასწავლეთ რა smile.gif ძალიან მჭირდება და ვერაფრით ვერ მოვიპოვე.

Posted by: irmushela 10 Sep 2011, 22:20
QUOTE
მოკლედ, მე რა საწებელა მიყვარს:
წვრილად დაჭრილი ქინძი ჩაყარეთ სანაყში (მამაპაპური მეთოდი, ყველაზე გემრიელი ),
დააყარეთ მარილი და ნაყეთ. მერე - დაამატეთ ნიორი, ისიც დაჭრილი და იმასთან ერთად ნაყეთ
მერე - წვრილად დაჭერით ხახვი, აურიეთ ტომატის პასტაში, დაამატეთ წითელი წიწაკა, დაასხით წყალი + უქენით ცოტა უცხო სუნელი (შეგიძლიათ არც უყოთ), უყავით მარილი.
ყველაფერი ეს დანაყულ ქინძთან და ნიორთან ერთად აურიეთ. ხო, თუ სეზონია, დაუმატეთ კანგაცლილი მწიფე პამიდორი, ძალიან წვრილად დაჭრილი 

პროპორციებზე ვარაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გემოვნების შესაბამისად.
ერთი ის ვიცი, რომ ქინძი და ნიორი რაც შეიძლება მეტი, ხახვი რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი, წყალი რაც შეიძლება ნაკლები, ტომატის პასტა - საშუალოდ. წითელი წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე.


უხდება ყველანაირ შემწვარ და მოხარშულ ხორცს.
განსაკუთრებით - ბურვაკს, ღორს, საქონელს.
უხდება კატლეტსაც (გინდ საქონლის, გინდა კარტოფილის ) და უხდება სასისკსაც


ამას პურთანაც სიამოვნებით მივირთმევ ისეთი საწებელია რომ ერთ პურს შეგაჭმევს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: rtuli 10 Sep 2011, 22:26
irmushela
QUOTE
QUOTE
მოკლედ, მე რა საწებელა მიყვარს:
წვრილად დაჭრილი ქინძი ჩაყარეთ სანაყში (მამაპაპური მეთოდი, ყველაზე გემრიელი ),
დააყარეთ მარილი და ნაყეთ. მერე - დაამატეთ ნიორი, ისიც დაჭრილი და იმასთან ერთად ნაყეთ
მერე - წვრილად დაჭერით ხახვი, აურიეთ ტომატის პასტაში, დაამატეთ წითელი წიწაკა, დაასხით წყალი + უქენით ცოტა უცხო სუნელი (შეგიძლიათ არც უყოთ), უყავით მარილი.
ყველაფერი ეს დანაყულ ქინძთან და ნიორთან ერთად აურიეთ. ხო, თუ სეზონია, დაუმატეთ კანგაცლილი მწიფე პამიდორი, ძალიან წვრილად დაჭრილი 

პროპორციებზე ვარაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გემოვნების შესაბამისად.
ერთი ის ვიცი, რომ ქინძი და ნიორი რაც შეიძლება მეტი, ხახვი რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი, წყალი რაც შეიძლება ნაკლები, ტომატის პასტა - საშუალოდ. წითელი წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე.


უხდება ყველანაირ შემწვარ და მოხარშულ ხორცს.
განსაკუთრებით - ბურვაკს, ღორს, საქონელს.
უხდება კატლეტსაც (გინდ საქონლის, გინდა კარტოფილის ) და უხდება სასისკსაც




ამას პურთანაც სიამოვნებით მივირთმევ ისეთი საწებელია რომ ერთ პურს შეგაჭმევს   

ეს რეცეპტი გაუგზავნეთ ჩვენს რესტორნებს სადაც ქაბაბი და მწვადი მოაქვთ ,წყალწყალა ვაი საწებლით vis.gif
აი რა სიღორეა როცა წყლით ცდილობენ ფულის შოვნას!როცა მხვდება მსგავსი საწებელი ვერ ვნამუსობ მზარეულთან მისვლას და სიფათში შესხმას...ერთხელ მგონი ამომივა ყელში biggrin.gif ...რა სანახაობა იქნება givi.gif

Posted by: irmushela 10 Sep 2011, 22:42
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Peppi 15 Sep 2011, 13:12
rtuli
QUOTE
ვნამუსობ მზარეულთან მისვლას და სიფათში შესხმას...ერთხელ მგონი ამომივა ყელში

დამელოდე ერთად ვქნათ მაი საქმეsmile.gif
მე მამამ მასწავლა ეგ საწებელი, პრინციპში ბევრი სხვა კერძიცsmile.gif


პ.ს. ამასწინათ მეგრული აჯიკა, როგორც აფხაზური ისე წარმიდგინეს.. მოკლედ, მომზადებლის გვარის ეტიმოლოგიის გარჩევით ვაღიარებინე ოპონენტებს ნამდვილი წარმომავლობა...
თან დავემუქრე, სხვა ქართულ საწებლებს არ გაღირსებთ-თქო :ლოლ:


ხო-და იმდენი ვილაპარაკეთ, აი ჩემი ვარიანტი ამ პამიდვრის საწებლის (უცხოეთისთვისაც და საქართველოშთვისაც):

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=233&Itemid=55

Posted by: Peppi 15 Sep 2011, 13:22
rastafari
QUOTE
გურული აჯიკა როგორ კეთდება?

smile.gif

ეგ რომელს კითხულობ, მწვანე, ნიგოზ ან თხილ შერეული? (კიტრი-პამიდვრის სალათშიც რომ იყენებენ?)



***

ეს ძაძიკი (მისი ერთ-ერთი ვარიანტი)
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1492&Itemid=55

(მომზადების სურათი)

Posted by: rtuli 15 Sep 2011, 23:01
Peppi
QUOTE
დამელოდე ერთად ვქნათ მაი საქმე

დუეტში შესრულებული საწებლის სიფათში შესხმა,უფრო რომანტიული იქნება lol.gif ...გელოდები biggrin.gif

QUOTE
ხო-და იმდენი ვილაპარაკეთ, აი ჩემი ვარიანტი ამ პამიდვრის საწებლის

კარგია ძალიან!ჩემს გოგოს უყვარს მოშუშულ ვერმიშელზე მოსხმული smile.gif

Posted by: Peppi 15 Sep 2011, 23:59
rtuli
QUOTE
ჩემს გოგოს უყვარს მოშუშულ ვერმიშელზე მოსხმული

ეგ კარგი მითხარიsmile.gif


QUOTE
კარგია ძალიან!

smile.gif ხახვი გაცილებით წვრილად უნდა იყოს დაჭრილი, მაგრამ როცა დუეტშI ვასრულებთ მე და მია - კიდევ კარგად გამომდის...

სცენა: მე ვიწყებ საჭმლის კეთებას... სამუშაო ადგილი ონკანსა და ქურას შორის.. მია მოახრიგინეს ორჯერ მასზე მძიმე სკამს, მიაყუდებს ზუსტად ქურასთან და იწყება - "დანა მომე" "მე მინდა" და ა.შ> დანებისა და ქვაბების ფრიალით მთავრდება ყორიფელი .. პრინციპშI არა.. მერე იწყება ყვირილი - "ელენე მიშველე".. "მომაშორეთ".. ბოლოს ორივე ამოთხუპნული და ნაბრძოლი ვაწყობთ სუფრას .. smile.gif

პ.ს. ჩვენს შემყურე, ოჯახის სხვა წევრებს ჭამა აღარც უნდათ..smile.gif

Posted by: roguish 17 Sep 2011, 01:45
ამ თემაში ყველაზე ლამაზი და ყველაზე გემრიელი შედევრი

Posted by: Peppi 21 Oct 2011, 16:43
béchamel სოუსი, ერთ-ერთი უძველესი ფრანგული საწებელი, სხვა ბევრი სოუსის საფუძველი


http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1583&Itemid=55

Posted by: personn 21 Oct 2011, 19:00
QUOTE
ამ თემაში ყველაზე ლამაზი და ყველაზე გემრიელი შედევრი


Posted by: pantomima 24 Oct 2011, 17:36
ერთ ჭიქა მაწონს დაამატეთ ხორცსაკეპ მანგანაში გატარებული ქინძი ნიორი და მწარე ციცაკა მოურიეთ ქარგად. ძალიან უხდება შევრაწულ კარტოფილსა მოხარშულ ხორცსადა და შემწარ წიწილას. smile.gif გემრიელად მიირთვით.

Posted by: tipu-sultani 1 Nov 2011, 14:46
სვანური მარილის რა სუნელები სჭირდება? და საერთოდ როგორ კეთდება არ იცით?

Posted by: laboratoria1918 3 Nov 2011, 16:00
ეგ მაწონში კი არა არაჟანში ვიცოდი მე smile.gif wink.gif

Posted by: DarkPrince 4 Nov 2011, 11:39
რამე კარგი სოუსი ან საწეპელის რეცეპტი მითხარით, მარტივათ რომ შეიძლებოდეს მისი გაკეტება და სწრაფათ smile.gif შემწვარ კარტოფილზე მისატანებლად და კიდე შემწვარ წიწილასტან რომ წავიდეს...

Posted by: mirzagu 8 Nov 2011, 00:23
chemtan sopelshi amzadebs sacebels erti rogoria icii, titebs chaitlakav.. biggrin.gif

Posted by: ninicool 16 Mar 2012, 00:29
ტყემლის ლომკა მაქვს (((

http://imageshack.us/photo/my-images/687/1925q.jpg/

Posted by: ლიკლიკა 16 Mar 2012, 01:05
DarkPrince
QUOTE
მარტივათ რომ შეიძლებოდეს მისი გაკეტება და სწრაფათ

ადრე ვაკეთებდი და მომწონდა მახსოვს biggrin.gif
თითო კონა მწვანილეული (ქინძი,ოხრახუში,კამა),ნიორი ,მარილი,წიწაკა და მდოგვი გემოვნების მიხედვით. ამ ყველაფერს ვაბლენდერებდი და მწავნე უგემრიელესი სოუსი გამოდიოდა.
კაი გამახსენე, გავაკეთებ ხვალsmile.gif

Posted by: tavadze 16 Mar 2012, 02:45
DarkPrince
QUOTE
რამე კარგი სოუსი ან საწეპელის რეცეპტი მითხარით, მარტივათ რომ შეიძლებოდეს მისი გაკეტება და სწრაფათ  შემწვარ კარტოფილზე მისატანებლად და კიდე შემწვარ წიწილასტან რომ წავიდეს...

ტყემალი+ტომატი+ძმარი აიღე თანაბარი პორციით ანუ 1+1+1, აურიე, დაამატე ხახვი, ნიორი, მარილი, მწვანე ქინძი, წიწაკა, თუ ხმელი სუნელები გიყვარს, ეგეც შეიძლება, თუ არადა უმაგისოდაც მაგარია.

Posted by: helle 16 Mar 2012, 03:36
ვაკანსიაა კაი კერძებს ვინ აკეთებს დაწერეთ

Posted by: ლიკლიკა 16 Mar 2012, 09:09
tavadze
მუდმივად მაქვს სახლში ეგ საწებელი,ოღონდ ტყემლის გარეშე, ტყემალი და ტომატი ერთად რაღაც ვერ წარმომიდგენია , უნდა ვცადო smile.gif

Posted by: ninicool 16 Mar 2012, 22:16
ლიკლიკა
QUOTE
მუდმივად მაქვს სახლში ეგ საწებელი,ოღონდ ტყემლის გარეშე, ტყემალი და ტომატი ერთად რაღაც ვერ წარმომიდგენია , უნდა ვცადო

გამისინჯავს და გემრიელია ძალიან.
tavadze
ლიკლიკა
QUOTE
გამოგზავნილია: 4 Nov 2011, 11:39#28154967
რამე კარგი სოუსი ან საწეპელის რეცეპტი მითხარით, მარტივათ რომ შეიძლებოდეს მისი გაკეტება და სწრაფათშემწვარ კარტოფილზე მისატანებლად და კიდე შემწვარ წიწილასტან რომ წავიდეს...

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შეჭამა უკვე ის კარტოფილი და წიწილა lol.gif

Posted by: ლიკლიკა 16 Mar 2012, 22:34
ninicool
QUOTE
შეჭამა უკვე ის კარტოფილი და წიწილა

რომ დავპოსტე მერე ვნახე თარიღი და მაგრად ვიხალისე lol.gif

Posted by: tavadze 17 Mar 2012, 03:34
ლიკლიკა
QUOTE
ტყემალი და ტომატი ერთად რაღაც ვერ წარმომიდგენია , უნდა ვცადო

სინჯე, არ წააგებ - კარგია! biggrin.gif
მე იდევ შენი დაწერილი მწვანე სოუსის რეცეპტი მომივიდა თვალში. ვცდი მოგვიანებით.
QUOTE
რომ დავპოსტე მერე ვნახე თარიღი და მაგრად ვიხალისე

მე სულაც შენი ამ პოსტის მერე ავხედე თარიღს. biggrin.gif biggrin.gif არა უშავს, სხვასაც გამოადგება.

Posted by: buka79 17 Mar 2012, 10:00
დედაჩემი აკეთებს ძაან მგარ საწებელს ბევრი სანელებლები უნდა და თუ ცხარეა ხო მთლად უკეთესი.თუ ვინმეს დააინტერესებს შემიძლია რეცეპტი შევთავაზო.
* * *
დედაჩემი აკეთებს ძაან მგარ საწებელს ბევრი სანელებლები უნდა და თუ ცხარეა ხო მთლად უკეთესი.თუ ვინმეს დააინტერესებს შემიძლია რეცეპტი შევთავაზო.

Posted by: tavadze 17 Mar 2012, 21:31
buka79
QUOTE
.თუ ვინმეს დააინტერესებს

აი, ეს სრულ;იად ზედმეტია - ეს თემა იმისთვის არსებობს, რომ ყოველგვარი მოსაწვევ-დეპეშის გარეშე დაწერო და გაგვიზიარო გამოცდილება. biggrin.gif
ასე რომ გამოუშვი რეცეპტი. yes.gif

Posted by: tat-ulia 14 Aug 2012, 21:56
ვინმემ ხომ არ იცით როგორ მზადდება მაყვლის საწებელი. მაყვალი უკვე წამოდუღებული და გახეხილი მაქვს. რითი უნდა შევაზავო...

Posted by: n_j 14 Aug 2012, 22:32
tat-ulia
მე დავამატებდი ქინძს თესლებიანად,ქონდარს ნედლს,ნიორს, წიწაკას,მარილს

Posted by: tat-ulia 15 Aug 2012, 12:24
n_j
მე ომბალო მირჩიეს და ალბათ ქონდარს ვამჯობინებ მეც smile.gif

Posted by: n_j 15 Aug 2012, 14:25
ჰო, ან ერთი, ან მეორე, უბრალოდ ქონდარს უფრო ვშოულობ ხოლმე smile.gif

Posted by: Bawki 5 Oct 2012, 23:44
მე მაინტერესებს, ბარებში სოსისის ასორტთან ან ნეკნებთან ერთად რომ მოაქვთ ხოლმე მაიონეზის საწებელი, სუნელებით და ა.შ. ზუსტი რეცეპტი თუ იცით მაგის.. იქნებ დაწეროთ,რა.. ძალიან მომწონს..

Posted by: thug 27 Oct 2012, 08:05
ქლიავის საწებელს აკეთებთ ვინმე>?
დაწერეთ რეცეპტი ვინც აკეთებთ

Posted by: guruliqali 27 Oct 2012, 09:08
thug
თეთრი ქლიავის საწებელი გამიკეთებია (გარედან მწვანე რომ არის, მომრგვალო ფორმის ქლიავი), გარჩეულს და გარეცხილს დავასხი ცივი წყალი, მოვხარშე, ხარშვისას ჩავდე ცერეცოს და ქინძის შეკრული კონები (სასურველია თესლებიანი), შემდეგ თურშფალანგზე გადავიტანე, წვენი მოვიტოვე ბოლოს დასამატებლად.
ჩახარშული შეგრილებული ქლიავი გავხეხე. გახეხილი მოსქელო მასა ისევ მოვადუღე, დავამატე ნიორი გატარებული ან დანაყილი, ომბალო, ქინძი, მარილი, წიწაკა და შენახული ნახარში სასურველ კონსისტენციამდე.

Posted by: ninoma 27 Oct 2012, 10:17
thug
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1751
ეს რომ სცადოთ.
თან ეხლა მადლიერების დღესთან დაკავშირებით სულ ახალ-ახალი იყიდება.

* * *
guruliqali
რომელ ქლიავსაც ამბობს, მგონი ღოღნოშოა, ჩვენსკენ ასე ეძახიან.
ძალიან გემრიელი და არომატულია, ზოგი სპეციალურად ტყემალთან ერთად ხარშავს.
აქ რა ქლიავიც იყიდება, არა მგონია გამოდგეს ამ საქმისთვის.

Posted by: kostakurta 8 Nov 2012, 00:56
ადრე იყო ესეთი თემა მწარე სოუსეზე და წიწაკაზე, გთხოვთ დამეხმარეთ როგორ მოვძებნო ?

Posted by: მერკუციო 27 Jun 2013, 21:29
აუ რა კაი თემაა და რატომ მიატოვეთ უპატრონოდ?

Posted by: ბურზო 28 Jun 2013, 16:03
მერკუციო
კაი რეცეპტი დააწერინე რა ვინმეს, კარასზე რომ წავიდეს lol.gif

Posted by: ValenTine_Kelly 28 Jun 2013, 22:46
მაიონეზისგან დასამზადებელი რამე საწებელი მირჩიეთ user.gif

Posted by: ლიკლიკა 28 Jun 2013, 23:00
ValenTine_Kelly
მაიონეზი + წითელი აჯიკა + ცოტა გადადუღებული წყალი

მაიონეზი + მწვანე აჯიკა + ცოტა გადადუღებული წყალი

მაიონეზი + ხმელი პიტნა + მარილი + დაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით + ცოტა გადადუღებული წყალი

მაიონეზი + დაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით + სუნელები (ქინძი,უცხო, ზაფრანა) + ცოტა გადადუღებული წყალი

მაიონეზი + დაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით + მდოგვი + ცოტა ძმარი და ცოტა გადადუღებული წყალი

მაიონეზი + დაჭყლეტილი ნიორი და მარილი გემოვნებით + წვრილად დაჭრილი მწვანილი
(გამოვნების მიხედვით, ქინძი, ოხრახუში,კამა,ტარხუნა ან რეჰანი ) + წვრილად გახეხილი სტაფილო

ძალიან მარტივებია, მაგრამ ესაა რაც უცბად გამახსენდა.

Posted by: __AXL__ 25 Jan 2014, 20:06
გამარჯობათ, ვინმემ იცით მექსკური კარტოფილის საწებელი როგორ უნდა გავაკეთო?

Posted by: ქართლოსი 18 Jul 2014, 00:42
ესეგი საწებელას აქვს ბევრი მარილი ეხლა ჩავყარე ხახვი ნიორი და ძმარიც დავასხი კიდე რამ
შეილება ეს მარილი გაანეიტრალოს და წყალიც დავასხი.
მადლობა.

Posted by: nia4u 18 Jul 2014, 18:13
ქართლოსი
QUOTE
საწებელას აქვს ბევრი მარილი

QUOTE
რამ
შეილება ეს მარილი გაანეიტრალოს

საწებელში არ ვიცი, მაგრამ კერძებში, მაგალითად, აპრობირებული მეთოდია - მოხარშული ბრინჯი ან მოხარშული კარტოფილი.
შეგიძლია მარლაში ან სუფთა ტილოში გამოკრა და რამდენიმე საათით შიგ ჩაუშვა, შეიძლება გაჭრას.
პრინციპი ისაა, რომ კარტოფილიც და ბრინჯიც მარილს იწოვს, ისრუტავს...

Posted by: max-14 18 Jul 2014, 18:35
QUOTE
ბარებში სოსისის ასორტთან ან ნეკნებთან ერთად რომ მოაქვთ ხოლმე მაიონეზის საწებელი, სუნელებით და ა.შ. ზუსტი რეცეპტი თუ იცით მაგის.. იქნებ დაწეროთ,რა.. ძალიან მომწონს..

QUOTE
ვინმემ იცით მექსკური კარტოფილის საწებელი როგორ უნდა გავაკეთო?

მგონი საიდუმლოა ამის რეცეპტი smile.gif არავინ იცის.

Posted by: ქართლოსი 18 Jul 2014, 20:07
nia4u
QUOTE
საწებელში არ ვიცი, მაგრამ კერძებში, მაგალითად, აპრობირებული მეთოდია - მოხარშული ბრინჯი ან მოხარშული კარტოფილი.შეგიძლია მარლაში ან სუფთა ტილოში გამოკრა და რამდენიმე საათით შიგ ჩაუშვა, შეიძლება გაჭრას.პრინციპი ისაა, რომ კარტოფილიც და ბრინჯიც მარილს იწოვს, ისრუტავს...

მადლობა. კაი იმფორმაციაა.

Posted by: Q 7 22 Jul 2014, 17:39
QUOTE
იმფორმაციაა.







Posted by: iPod 8 Jul 2016, 23:15
გამარჯობათ, ქლაბ სენდვიჩისთბის რამე გემრიელ სოის ხო არ მირჩევდით?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)