მოესალმებით მეგობრებო,
მაქვს სურვილი ილიაუნიში ჩავაბარო ინგლისურენოვან MBA პროგრამაზე და შიდა გამოცდებისთვის მინდა მომზადება.
მოთხოვნა შიდა გამოცდებისთვის:
სამაგისტრო გამოცდაზე შემოწმდება აბიტურიენტის ანალიტიკური აზროვნება და საბაზისო ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
1. საინვესტიციო ფულადი ნაკადების შეფასება
2. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
3. მარკეტინგული სტრატეგიის კომპონენტები
4. ეკონომიკის პრინციპები
აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი ლიტერატურის დახმარებით:
1. ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი, ბუღალტრული აღრიცხვა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014 წ.
2. ჯ. ვან ჰორნი, ჯ.მ. ვაჰოვიჩი უმცროსი, ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები, მე-12 გამოცემა, თბილისი, 2008წ.
3. ფ. არმსტრონგი, გ. კოტლერი, მარკეტინგის საფუძვლები, მე-14 გამოცემა, თბილისი, 2015წ.
4. გ. მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2008წ.
სამაგისტრო გამოცდაზე დასაშვებია და რეკომენდებულია კალკულატორის გამოყენება.
ჩამოთვლილი წიგნების PDF ფაილები ხომ არ გაქვთ? ეკონომიკის პრინციპები ძალიან ვრცელია და ზოგადად ვისაც ჩაგიბარებიათ ამ წიგნებით რომელი თავები გაიარეთ სპეციფიკურად და ა.შ იქნებ დამაკვალიანოთ.
მადლობა წინასწარ დახმარებისთვის.