#51736518 · 27 Nov 2017, 03:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
George Bush
QUOTE | ა, მე მეგონა შენ ჩემს მიერ დასახელებულზე გქონდა აქცენტი. ნუ ჯერ ის უნდა აღინიშნოს, რომ ეს მის სრულყოფილებას არც ეხება. ასევე გაიხსენე, რომ ადამიანი უკვდავია და არ ქრება ხორციელი სიკვდილის შემდგომ. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ღმერთის მიერ მიცემულ ბრძანებებს ქანაანის ტომების განდევნის ან ამოწყვეტის შესახებ, ისრაელის ხალხი და თვითონ აღთქმული მიწაც უნდა ყოფილიყო წმინდა და წმინდად შეენახა თავისი სარწმუნოება, მაშინ როდესაც ქანაანის ტომები ეწეოდნენ იმ დონის გარყვნილებას, რომ მათთან ცხოვრება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის შერყვნის გარეშე. ამის ჩამოთვლით საკმაოდ დიდი სია გამოვა, თუმცა ძირითადად აქ შედის ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, სოდომია, პირუტყვთმავლობა, რიტუალური პროსტიტუცია (მათ შორის ჰომოსექსუალური), სისასტიკე და კაცთ კვლა და ა.შ. (სხვათაშორის მათი წესები იყო მაგალითად მოყვანილი, თუ როგორ არ უნდა მოქცეულიყვნენ ისრაელიტები, ლევიტელთა და მეორე რჯულის წიგნებში). თუმცა რეალურად ებრაელებმა არ შეასრულეს ღმერთის ბრძანება ბოლომდე (რაც ჩანს გინდ წყაროებში და გინდ თანამედროვე გენეტიკურ კვლევებში) და ამის შედეგებს უკვე ვხედავთ მსაჯულთა წიგნში, სადაც ისრაელში უკვე საკმაოდაა გავრცელებული ბა'ალები და ზოგადად კერპთაყვანისმცემლობა ქანაანელთა გავლენით. |
ნუ ესე ნებისმიერი ისტორიის მოგონება შეიძლება და ნებისმიერი მკვლელობის გამართლება... რამე ისტორიული წყაროთი დასტურება რომ ადამიანებს მსხვერპლად წირავდნენ?
QUOTE | მაგრამ საბოლოოდ შენი რწმენა შენზეა დამოკიდებული და უნდა ეძებო. |
რწმენას არანაირი ფასეულობა არ გააჩნია სიმართლის დადგენის კუთხით იმიტომ რომ სიტყვა რწმენა ნიშნავს რაღაცის დაჯერებას რაციონალური მიზეზების გარეშე... შესაბამისად აბსოლუტურად ნებისმიერი რამის მიღება შეიძლება რწმენის ხარჯზე და ამის უამრავი მაგალითიც გვაქ ისტორიულად ხალხს ათასი ზებუნებრივი პერსონაჟის სწამდა და დღესაც აგრძელებენ რამდენი ნაირსახეობაა რითი განსხვავდება ერთი რწმენა მეორისგან? არც არაფრით ყველა მათგანი გაიძახის რომ აი მე ვარ ჭეშმარიტი და ყველა დანარჩენი ცდებაო და არცერთ მათგანს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება უბრალოდ უნდა იწამო და მორჩა... რატომღაც მე უფრო საღად აზროვნება მიზიდავს ვიდრე უსაფუძვლოდ ირაციონალური იდეების დაჯერება
რატომ უნდა ვიწამო რომ ყველა ადამიანი შეიძლია ღმერთი გახდეს და თუ ღმერთი გავხდები სიკვდილის მერე ჩემ პლანეტას მომცემენ რომელსაც ვმართავ? რატომ უნდა ვიწამო რომ წმინდა ტრუსები დამიცავს ბუნებრივი კატაკლიზმებისგან? რატომ უნდა ვიწამო რომ ბათუმში ეხლა სასტუმროში ხანძარი რომ იყო და 12 ადამიანი რომ დაიღუპა ეგენი საინტოლოგები რომ ყოფილიყვნენ და წმინდა ტრუსები სცმოდათ მაშინ ბოლი არაფერს უზავდა? ეს მაგარი სულელური იდეებია საერთოდ რაციონალობის ნაპერკალიც არ დევს ამ რწმენაში ზუსტად ისევე როგორც ყველა სხვა რწმენაში ქრისტიანობიდან დაწყებული მაჰმადიანობით ბუდიზმით ინდუიზმით და ყველა სხვა რელიგიით თუ შეხედულებით დამთავრებული რასაც საფუძვლის გარეშე ბრმად იჯერებს ხალხი იმიტომ რომ მის გარემოცვას სჯერა ამის ან უბრალოდ იმიტომ რომ მოსწონს ეგ იდეა
QUOTE | მეც ვიცი მსგავსი ათეისტები, რომლებიც ეძებდნენ და ბოლოს მიაგნეს. |
ესეთი ათეისტი შეიძლება ბევრი იყოს იმიტომ რომ დიდი ნაწილი ძერსკობს და ათეისტია ან აი სამღვდელოების არ წამს მაგრამ რაღაც რომ არის იცის ან მისი გარემოცვა ძირითადად ათეისტებითაა დაკომპლექტებული და ეგაც ათეისტია კიბატონო ეგეთი ხალხი გინდ იყვნენ ათეისტები და გინდ მორწმუნეები არაფერი იცვლება... აი ძალიან საინტერესო იქნება თუ არსებობს შემთხვევა როცა მოაზროვნე ათეისტი სკეპტიციზმის პრინციპები რომ იცისი მორწმუნე გახდება, ვკითხავდი ერთი რა იპოვა და რატომ გახდა მორწმუნე ან რომელიმე კონკრეტული რწმენა რატომ აირჩია მაგალითად ზევსს რატომ არ სცემს თაყვანს QUOTE | ჯერ გავიხსენოთ, რომ ქორწინება თავად ღმერთმა აკურთხა, როდესაც ადამი და ევა დალოცა. ნუ დავიწყოთ იმით, რომ მრუშობა არის დაქორწინებულის მიერ სარეცელს გარეთ სექსი. ანუ ამით ფაქტობრივად ოჯახურ ერთობას არღვევ და მეუღლეს აგდებ სატანჯველში. და ზოგადად სიძვას რაც შეეხება, ეს ცოდვა არის ქორწინების სიწმინდის დარღვევა და დეგრადირება, ანუ ამით სწორედ რომ შეურაცხყოფ ღმერთს. მითუმეტეს თუ ეს ცოდვა საკმაოდაა ფესვგადგმული ეს იწვევს ზოგადად ოჯახის ინსტიტუტის დარღვევას, რასაც საბოლოოდ საზოგადოების დესტაბილიზაციამდე მივყავართ. ეს ადამიანური მხარე. |
გახსენებაზე თუ მიდგა საქმე მაშინ გეტყვი რომ ქრისტიანული ღმერთი ცარიელი ფანტაზიაა საერთოდ არარსებობს ასევე არც ადამი იყო არც ევა იყო და არავის არაფერი არ უკურთხებია... ვიღაც ხალხმა მოიგონა რაღაც ლეგენდები ძირითადად კერპთაყვანისმცემლებმა და შემდგომში ლეგენდების ნაწილს თავი მოუყარეს ძველ აღთქმაში და ეხლა 2 მილიარდ ადამიანს სწამს ამ ბავშური ისტორიების რაც ფრიად სამწუხაროა მაგრამ რასიზავ ჰომო საპიენსს ასეთი ირაციონალური ტვინი აქვს მიდრეკილია ალოგიკური დასკვნებისკენ
შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით შენი არგუმენტაცია რომ ღმერთმა ქორწინება აკურთხაო საერთოდ არარის არგუმენტი ვინაიდან ეგ ღმერთი არარსებობს... რამე სხვა არგუმენტები გააქვს? მაგალითად 19 წლის გოგო არის რომელსაც უნდა სექსი მაგრამ ჯერ არუნდა გათხოვება 30 წლის ასაკში ფიქრობს გათხოვებას ხოდა უნდა რომ ეხლა ყავდეს ერთი ან ორი პარტნიორი ისიამოვნოს გაერთოს შემდეგ როცა გათხოვდება ქმრის ერთგული იქნება... რა პრობლემას ხედავ ამ მოდელში?
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
|