მეგობრებო, როგორი არის თქვენი აზროვნების პრინციპი? არის 2 კატეგორია:
1. ჯერ იაზრებს გლობალურად ანუ განზოგადებულად და შემდეგ დეტალებს უკვირდება. ანუ ეცნობა ჯერ მის იდეას, შეიგრძნობს, გაიჩენს მისდამი ინტერესს, გაისისხლხორცებს მას და შემდეგ უღრმავდება დეტალებს.
2. ჯერ მცირე დეტალებს უკვირდება და ამბობს, რომ დეტალები ქმნის გლობალურს. ანუ რაღაც საკითხის გააზრებას იწყებს დეტალებიდან და შემდეგ გადის გლობალურზე.
შენ როგორი ხარ?