"არ" თუ "აღარ"?
შრომა მაშინ არის ამშენებელი თუ ის შემოქმედების ნაწილია.
თუ არადა შრომა არის ბიბლიური წყევლა.
შრომა არის მონობა! და ხარ ვიღაცის მონა, დაქირავებული, და დაქირავების პირობებით იძულებული!
შენ წაგართვეს შემოქმედების სივრცე და შენი დრო მიითვისეს მათ, ვინც ქმნიან კანონებს, რომელთა მეოხებით შენ დაქირავებულად იქცევი და იხდი ხარკს! ხარკს იხდი იმაში რომ ხარ მონა!
ამაზე დისერტაცია მაქვს დაცული ფილოსოფიაში და ჩაგაანალიზებინებთ ვისაც გინდათ
.....................
მოკლედ, მთელი ეს ჩმახვა - პოლიტიკა-დიპლომატია და კანონები სხვა არაფერია თუ არა მტაცებელ-პარაზიტებს მიერ (რომლებსაც შემოქმედების ნიჭი არა აქვთ და შესაბამისად შრომა არ შეუძლიათ) ისინი საზრდოობენ ადამიანის სასიცოცხლო ენერგიით რომელიც მან შემოქმედების გარეშე მყოფ იძულებითობაში ჩადო, რათა მავანმა წუწნოს ნექტარი.
...........
ადრე ადამიანი იყო შემოქმედი.
სულერთია მიქელანჯელო იყო თუ მეგრელი გლეხი. ის შემოქმედი იყო და თავისი მოღვაწეობით აშენებდა თავისსავე განმავითარებელ სივრცეს -სამყაროს.
შემოქმედებას მოწყვეტილი შრომა -ანგრევს სამყაროს და ადამიანს. ის მხოლოდ სიცოცხლის მწოველ პარაზიტებს აძლიერებს.
............
შრომა -შემოქმედების ნაწილი:
და როცა შემოქმედება მოკვდა, საზრისმოკლებულ "შრომაში" დაშვრა, დაიშრიტა ადამიანიც. რელიგია დაიცალა სამყაროს მორალურ-შემეცნებითი შინაარსებისგან და ადამიანის საცხოვრისი ქვისა და რკინა-ბეტონის, მეტალოპლასმასის ჩონჩხში განთავსდა:
(აქ ჰამლეტ გონაშვილის ხმა ისმის "ოროველას მღერის. კარგად ჩაჯდა ისე, ამ თემატიკაში!)
............
გერმანელებს რაც შეეხება -
სიმართლე ითქვა აქ. დღეს უკვე, კანონის შიში და პრაგმატულ-ფილისტერული მენტალიტეტის იძულებაა ის რაც "გერმანული ხასიათის" სიქველედ მიგაჩნიათ. ეგ დიდი ხანია მოკვდა. ათას მაქინაციას მიმართავს გერმანელიც რომ თავი დაიძვრინოს და იოლი გზით მოჩანგლოს საკბილო, თუკი კანონის გვერდის ავლას უსაფრთხოდ მოახერხებს.
This post has been edited by annavita on 12 Mar 2018, 14:54
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო