ბერძნული მითოლოგიის , ,სელებრითი,,. ღმერთები და ქალღმერთები
ზევსი
ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო ეწოდებოდა იმ მთას, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, ყველა ღმერთის ადგილსამყოფელი ოლიმპიური პანთეონია.
ზევსი – მიწისა და ცის გამგებელი, ადამიანისა და ღმერთების მბრძანებელი, ოლიმპის მთის მმართველი, ამინდის, ჭექა-ქუხილის, კანონისა და სამართლიანობის ღმერთი. ის იყო კრონუსისა და რეას შვილი.
ზევსის ძმები: პოსეიდონი – ზღვათა მბრძანებელი, და აიდი – ქვესკნელის მბრძანებელი. ამ უკანასკნელს ცოლად ჰყავდა პერსეფონე, რომელიც ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთის – დემეტრას ქალიშვილი იყო.
აპოლონი (ზევსის ძე) – მზის სხივის, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი იყო. აპოლონის ტყუპისცალი, მშვენიერი არტემიდა – ნადირობის ქალღმერთი, ტყის ცხოველებისა და ნადირთა ქალღმერთი. ზევსის ვაჟებიდან ყველაზე მხიარული და ხმაურიანი დიონისე იყო -ღვინის, მევენახეობის, გართობის, ფესტივალების, თეატრისა და სიამოვნების ღვთაება.
მუზები – ზევსისა და მნემოსინას (გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი) ცხრა ქალიშვილი – სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგების მფარველი ქალღმერთები იყვნენ. მათ შორის იყო ისტორიის მფარველი მუზაც – კლიო.
ცხრა მუზა: Clio, Thalia, Erato, Euterpe, Polyhymnia, Calliope, Terpsichore, Urania, Melpomene
ზევსის ქალიშვილი – ათენა სიბრძნის მოყვარეულებს, ხელოვნებას, ქალაქებს მფარველობდა, ხოლო ომების დროს, სამართლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებს ეხმარებოდა.
ათეანასაგან თავისი ხასიათით სრულად განსხვავდებოდა ზევსის ვაჟი არესი – მუხანათური, უსამართლო ომის ღმერთი.
ჰადესი – ქვესკნელის ღმერთი.
ჰელიოსი – მზის ამოსვლა-ჩასვლის ღმერთი.
ზევსს ჰყავდა მომხიბვლელი ასული, ზღვის ქაფიდან შობილი აფროდიტე – სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი და კოჭლი, ულამაზო ძე ჰეფესტოსი – ცეცხლისა და მჭედლების მფარველი ღვთაება.
ამალთეა იყო თხა, რომელმაც კუნძულ კრეტაზე ზევსს რძე აწოვა, სანამ დედა მას კრონოსისაგან მალავდა.
გააგრძელეთ
This post has been edited by Re-hanna on 11 Jun 2019, 10:54