Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > შპს თანხას არ იხდის


Posted by: zvixcho 21 Jan 2021, 20:27
მოკლედ რჩევა მინდა, საქმე ასეა:
ანუ შპს მ დისტრიბუციისგან აიღო ნუ დაახლოვებით 3 ათასი ლარის პროდუქცია, მე წარმომადგენელი ვარ ანუ დისტრიბუტორი, შეთანხმებულ ვადაში უნდა გადაეხადა თანხა, მაგრამ არცერთი თეთრი არ მოუცია, მომიწია უკან დამებრუნებინა დაახლოებით 1200ლ პროდუქტი, რაც დარჩენილი იყო გასაყიდი. დანარჩენ 1800 ლარს ყოველდღე მპირდებიან, ხან რას მატყუებენ ხან რას, მე არ ვტყუვდები მარა არმინდა კონტაქტი სულ დავკარგო და ისევ ყოველდღე მიწევს მათი ძებნა, ნუ როგორც ჩანს შპს ს სახელზე არაფერი არ არის რომ ღირდეს ჩივილი, თანაც მე თუ უკვე ჩემს კომპანიას ვეტყვი რა მდგომარეობაცაა და იურისტი ნახავს რომ გაკოტრებული შპს ა. მე მომიწევს ამ თანხის დადება. ვცდილობ ამოვიღო ეს თანხა, მარა იმედი არმაქვს, რა მაქვს ასევთქვად ხელჩასაჭიდი. 2ნი არიან, 1 ის სახლი ვიცი(ქირით ცხოვრობს), აქვს მაღაზია, დიდი არაფერი უბნის ბუტკაა მარა თავის სახელზეა, ანუ ინდმეწარმეა. სწორედ აქ ვფიქრობ რამე ძალით ვერ დავაკისრებ ვალდებულებას რომ როგორც ინდმეწარმემ რამე პასუხი აგოს.
* * *
უკვე ორი კვირაა ტელეფონს ერთი აღარ მპასუხიბს და მეორემ გამორთა სუმთლად. ps ამ ვალის შემრჩენი არვარ, თუ ფულად არ მომცეს უეჭველი რამე საშინელებას დავაწევ, არაა ეს ის თანხა რომ მის გამო გავჩუმდე

Posted by: witcher 22 Jan 2021, 11:49
zvixcho

თუ ინდმეწარმეა, როგორც ვიცი, მთელი თავისი ქონებით არის პასუხისმგებელი ვალდებულებებზე.
თუ დოკუმენტაცია წესრიგში გაქვს, წესით პრობლემა არ გექნება თანხის დაბრუნებაზე.

Posted by: belimbor 22 Jan 2021, 12:04
QUOTE
მოკლედ რჩევა მინდა, საქმე ასეა:
ანუ შპს მ დისტრიბუციისგან აიღო ნუ დაახლოვებით 3 ათასი ლარის პროდუქცია, მე წარმომადგენელი ვარ ანუ დისტრიბუტორი, შეთანხმებულ ვადაში უნდა გადაეხადა თანხა, მაგრამ არცერთი თეთრი არ მოუცია, მომიწია უკან დამებრუნებინა დაახლოებით 1200ლ პროდუქტი, რაც დარჩენილი იყო გასაყიდი. დანარჩენ 1800 ლარს ყოველდღე მპირდებიან, ხან რას მატყუებენ ხან რას, მე არ ვტყუვდები მარა არმინდა კონტაქტი სულ დავკარგო და ისევ ყოველდღე მიწევს მათი ძებნა, ნუ როგორც ჩანს შპს ს სახელზე არაფერი არ არის რომ ღირდეს ჩივილი, თანაც მე თუ უკვე ჩემს კომპანიას ვეტყვი რა მდგომარეობაცაა და იურისტი ნახავს რომ გაკოტრებული შპს ა. მე მომიწევს ამ თანხის დადება. ვცდილობ ამოვიღო ეს თანხა, მარა იმედი არმაქვს, რა მაქვს ასევთქვად ხელჩასაჭიდი. 2ნი არიან, 1 ის სახლი ვიცი(ქირით ცხოვრობს), აქვს მაღაზია, დიდი არაფერი უბნის ბუტკაა მარა თავის სახელზეა, ანუ ინდმეწარმეა. სწორედ აქ ვფიქრობ რამე ძალით ვერ დავაკისრებ ვალდებულებას რომ როგორც ინდმეწარმემ რამე პასუხი აგოს.
* * *
უკვე ორი კვირაა ტელეფონს ერთი აღარ მპასუხიბს და მეორემ გამორთა სუმთლად. ps ამ ვალის შემრჩენი არვარ, თუ ფულად არ მომცეს უეჭველი რამე საშინელებას დავაწევ, არაა ეს ის თანხა რომ მის გამო გავჩუმდე



ორი გზაა: 1. აღსრულების ბიუროს გადასცე მარტივ წარმოებაში.(სასამართლოს გაწელვაზე ბევრად ეფექტურია) ზედნადებებს წარუდგენ და დაუყადაღებენ ანგარიშებს, მერე იმან შესაგებელი უნდა წარუდგინოს რომ გადახდილია თანხა. თუ არ წარუდგენს, შპს-ს ფულს ჩამოაჭრიან ან ქონებას გაუყიდიან. (გაითვალისწინე, რომ საკომისიო აქვს აღსრულების ბიუროს, 3% მგონი) თუ არაფერი აქვს, რჩება მეორე გზა.
2. კარგად წაიკითხე ხელშეკრულება. ზოგჯერ გამყიდველი კომპანიები უწერენ მყიდველებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს-ა, თუ ვალი არ გადაიხადა, მფლობელი აგებს თავისი ქონებით პასუხს. ეგეთი ჩანაწერი თუ არსებობს, ააფარე და უთხარი, რომ ქონებას დაუყადაღებენ საჩივრის შემთხვევაში. იქნებ გადაიხადოს.

ლეგალურად მეტი გზა არ არსებობს თუ შპს-ა და ქონება არ გააჩნია. ვერაფერს უზამ სამწუხაროდ. ერთი შეგიძლია, საგადასახადოს მიმართო, შეამოწმონ, იქნებ დიდი დარღვევა აქვს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მაგრამ მაგ შემთხვევაში ჯერ საგადასახადო წაიღებს თავის ფულს და რამე თუ დარჩა, მერე კრედიტორები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)