forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მთარგმნელობითი საქმიანობა, დიდი პრობლემა!
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1309
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 23 Jan 2018, 11:13  #52045708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ, დავიტანჯე უკვე რა! საზიზღარი თარგმანებია. საბჭოთა პერიოდის შემდგომ გამოცემული წიგნების უმეტესი ნაწილი უნდა აიღო და გადაყარო! არც თარგმანი ვარგა, არც ხარისხი და არაფერი. აღარაფერს ვამბობ ტექსტის აკრეფისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომებზე, რომლებიც უზღვავია!

მაგალითად ამ რამდენიმე წლის წინ ვიყიდე წიგნი "მექანიკური ფორთოხალი". დიდად არ მაინტერესებს ასეთი რამეები, თანაც მხატვრული ლიტერატურის კითხვას ბოლო წლებია მოვუკელი, მაგრამ რაკი ბევრი ამბობდა რომ ეს გენიალურია, მეც დავინტერესდი და გადავიწყვიტე ჯანდაბას, წავიკითხავ მეთქი.

ფაქტიურად 2-3 გვერდზე მეტი ვერ წავიკითხე. თარგმანი საშინელი, უპასუხისმგებლოდ აკრეფილი ტექსტი, უამრავი მექანიკური შეცდომა. რა უბედურებაა! (გამომცემლობა"პალიტრა L").

საბჭოეთის შემდეგ გამოცემული წიგნების უმეტესი ნაწილი სწორედ ასეთია. ზოგ შემთხვევაში აზრის გამოტანაც კი ჭირს.

არადა კომუნისტების დროს 800 გვერდიანი წიგნები თითქმის უშეცდომოდ იბეჭდებოდა. ხშირად ისიც მინახავს, უშველებელი წიგნის ბოლო გვერდზე პატარა ფურცელს დაატანდნენ ხოლმე და ზედ ეწერა "შეცდომების გასწორება". ათიოდე შეცდომა თუ იყო მთელ წიგნში, ისიც მექანიკურად დაშვებული და ისიც ბოლო გვერდზე გამოსწორებული! საქმის პროფესიონალები იყვნენ და პასუხისმგებლობითაც ეკიდებოდნენ პროფესიას!

დღეს ხომ უკეთესი ტექნოლოგიებიც არსებობს, უკეთესი განათლებაც უნდა გვქონდეს წესით, რა ჯანდაბაა ეს! როგორ შეიძლება კომუნისტებს უკეთესი წიგნები ჰქონოდათ მაშინ, ვიდრე დღეს ჩვენ ამ ტექნოლოგიების პირობებში.

ქართულ ენაზე სამეცნიერო ლიტერატურა დღეს ისეთი მწირია, რომ ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რაცაა, ისიც საშინელი ხარისხის, არაფრად ვარგა ხოლმე თარგმანი. კითხვისას იტანჯები პირდაპირ! ხშირად აზრიც ვერ გამოგაქვს ადამიანს.

არადა ვერ იტყვი რომ წიგნები არ გამოიცემა, უამრავი წიგნი იბეჭდება დღეს საქართველოში, ოღონდ რა შინაარსის, თემატიკის და ხარისხის, ეს უკვე სხვა თემაა.

ბევრი ადამიანი წიგნებს ყიდულობს, თავის სახლს დიდის ამბით დაამშვენებს ხოლმე, თუმცა ამ წიგნებს ძირითადად მაინც მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს მათთვის.

ოდესმე დაადგება საშველი საქართველოში მეცნიერებას?


--------------------
ცხოვრება მშვენიერია (...მემგონი).
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 00:36  #52172430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასი პროცენტი.
მთელი საზღვარგარეთის ლიტერატურა რუსულად მაქვს წაკითხულ -მერე ქართულად ჩაბარებული ,ქართული თარგმანი არ ვარგოდა და მიტომ.
ჩავთვალოთ რომ საქართველოს, არ აქვს მთარგმნელობით სკოლა.,მხოლოდ ერთეული მთარგმნელები, ზღვაში წვეთი ანუ..

პრინციპში ჩემი ვიწრო სპეციალობა ლიტ.ურთიერთობები და მხატვრული თარგმანია. ვაკლივარ სფეროს ))
ereklebarv
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2379
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 00:59  #52172592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არც საბჭოთა თარგმანები უქნია ღმერთს. განსაკუთრებით ინგლისურიდან გადმოთარგმნილები. არაფრად ვარგა. საშინელებაა.
_Moxuci_
ქრონონავტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4642
წევრი No.: 144216
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 01:13  #52172684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს წერედიანი გვყავს გენიალური მთარგმნელი და ჩემდა სამარცხვინოდ ამ ბოლოს გავიგე, რომ თარგმანებზე არა ნაკლები ღირებულების საკუთარი შემოქმედება ჰქონია.


--------------------
+-(mc²)ф(√)

---------------------------

A lonely soldier in a dubious battle
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 01:18  #52172717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ereklebarv
თქვენ ფიქრობთ გასაბჭოებამდე რუსულად წიგნებს არ თარგმნიდნენ ?

))))
ო.:დ:დ

რასაც თარგმნიდნენ კიდევ გაცილებით უკეთ ვიდრე ქართველები..
იმედია ამის გამო რუსეთუმედ არ გამომაცხადებთ ))
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5126
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 01:29  #52172763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეეჰ ეგ ყველაფერი ბაზარის სიმცირითაა განპირობებული


--------------------
Pissing outdoor it's modern mans one of the last true pleasure
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 02:54  #52173104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
ნუ პრინციპში ჰო..
ეგეც მართალია..

რავი ახლა როცა დავბერდი და დავძაბუნდი ,ხო არ მოვკიდო მაგ საქმეს ხელი ? პროფესიაა ბოლო ბოლო ჩემი.. :დ

თუ წერა დავიწყო ? დღეს ყველა პროზაიკოსი გახდა და))) სექტებს ქმნიან .. მეც ხო არ შევქმნა რამე ,მაგ ; მოსეირნე მოლაღურთა სექტა ?)))


ამასწინათ ერთი გერმანული ზღაპარი წავიკითხე და კი ვიფიქრე ისე ,ქართულად ამის თარგმნა კაი იქნება. პრაქტიკული რჩევები იყო ბავშვებისთვის.. კი არა უფროსებსაც გამოადგებოდათ..

This post has been edited by FLEA_ on 13 Feb 2018, 02:55
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1309
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 10:18  #52173732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბჭოთა პერიოდში გამოცემული მხატვრული ლიტერატურა ნამდვილად კარგია. გამართულად, ხარისხიანად, კარგი ქართულითაა დაბეჭდილი.

ჯერ მარტო ცხონებული ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები რად ღირს.

ახლა კი დიდი ნაწილი უბრალოდ ნაგავია. ცუდი შრიფტი, უხარისხო თარგმანი, მექანიკური შეცდომებით გაძეძგილი ტექსტები. კრიტიკას ვერ უძლებს.
impossiblegirl
call me Ishmael


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 232636
რეგისტრ.: 5-June 17

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 10:20  #52173740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

ახლა კი დიდი ნაწილი უბრალოდ ნაგავია. ცუდი შრიფტი, უხარისხო თარგმანი, მექანიკური შეცდომებით გაძეძგილი ტექსტები. კრიტიკას ვერ უძლებს.

არ შემიძლია არ დაგეთანხმო


--------------------
you can not swim for new horizons until you have courage to lose sight of the shore



William Faulkner
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14024
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:16  #52174677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პროფესიონალები იყვნენ და პასუხისმგებლობითაც ეკიდებოდნენ პროფესიას!


ფილოსოფია,ფილოლოგია, დახვეწილი ქართული - აქედან იწყება კაი მთარგმნელი .
თორე მარტო ინგლისურის და რუსულის ცოდნა საქმეს ვერ შველის. თარგმნის ენა მოცულობით არ უნდა ჩამორჩევოდეს ორიგინალს და ზოგადად მისი უფრო მოცულობა ორიგინალისგან მეტყველებს მთარგმნელის მაღალ კვალიფიკაციაზე.

განათლების სისტემის ღრმა კრიზისის გამოა ალბათ.


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1897
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:26  #52174730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი პრობლემაა ეგ.
თუმცა ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა სიტუაცია, 1990-ან 2000-ანებში ნათარგმნი წიგნების უმეტესობა უხარისხო იყო.
ახლა ნაწილი კარგია, ნაწილი არა.
გამომცემლობას გააჩნია.
პალიტრა L, ერთერთი ყველაზე დაბალი დონის თარგმანებს აკეთებს, პოლიგრაფიული ხარისხიც არ უვარგათ. იმიტომაა ყველაზე იაფი.
სხვები ჯობიან, ბოლო წლებში რაც ითარგმნა სერიოზული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა უმეტესობა ნორმალურია, ზოგი ძალიან კარგი.
მაგალითად გამოვყოფ უმბერტო ეკოს, არაა იოლი სათარგმნი, მშვენივრადაა თარგმნილი, მომეწონა.
კიდევ სხვებიც რაც ბოლოს ვიყიდე წიგნების ფესტივალზე თუ ისე მაღაზიებში, აშკარად უმჯობესდება.
საერთოდ ასორტიმენტიც გაზრდილია, 3.5 მილიონიანი საშულაზე დაბალი შეძლების მქონე ბაზრისთვის, ძალიან ბევრი წიგნი ითარგმნება და გამოიცემა, მკითხველი საზოგადოება გვყავს სხვებთან შედარებით.

This post has been edited by ingfari on 13 Feb 2018, 13:32
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:55  #52174925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari
უმბერტო ეკო ისეთმა კარგმა გოგომ თარგმნა ,შეუძლებელია ცუდი იყოს..
შორს ვარ საქართველოდან და ვერ ვიყიდი.
უბრალოდ ვიცი რომ ის ადამიანი კარგად გააკეთებდა თავის საქმეს.

Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1309
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:04  #52174997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FLEA_
QUOTE
ისეთმა კარგმა გოგომ თარგმნა

ვინ?

თუ ვინმე იცით კარგი მთარგმნელი დაასახელეთ და გავითვალისწინოთ ხოლმე წიგნების შეძენისას.
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:24  #52175123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1309
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:49  #52175304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FLEA_
გმადლობ, მეცოდინება.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0206 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]