სიმღერები ახალია ამბები სურათები რაც კი გაქვთ და იცით joe cockerზე დააგდეთ აქ
იმედია არ დახურავთ ამ თემას
Joe Cocker - ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული Rock-ხმა დაიბადა შეfილდში (ინგლისი), 1944 წლის 20 მაისს. იგი სახელმწიფო მოსამსახურის უმცროსი ვაჟია.
1961-ში დღისით იგი მუშაობდა გაზის მონტიორის შეგირდად, ღამით კი, მუქი კოსტიუმითა და ბაფთით VANCE ARNOLD-ად გვევლინებოდა, რომელიც THE AVENGERS-თან ერთად შეfილდის უბრალო ლუდხანებში მღეროდა. მათ რეპერტუარში შედიოდა რეი ჩარლზის "What'd I Say" და "Georgia On My Mind"...
Vance Arnold-ისა და The Avenger-ისათვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ 1963 წელი, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს The Rolling Stone-ს ქალაქ შეfილდის ჰოლში...
მომდევნო წელს Joe-მ დატოვა სამსახური და გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, ე.წ. "cover" ვერსია The Beatles-ის სიმღერისა სახელწოდებით "I'll Cry Instead". მალე იგი და მისი ბენდი "Joe Cocker Big Blues" 2 თვიანი ვადით ეწვივნენ საფრანგეთს, სადაც საავიაციო ბაზებზე მღეროდნენ...
სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაგან ბევრი სამხრეთ ამერიკიდან იყო, ძალიან უყვარდათ Joe. ფრანგებმა მას "Le Petit Ray Charles" უწოდეს, რაც პატარა რეი ჩარლზს ნიშნავს სამწუხაროდ, როდესაც ინგლისში დაბრუნდნენ, Joe Cocker Big Blues დაიშალა...
მთელი ერთი წლის განმავლობაში Joe სცენაზე არ გამოსულა. თუმცა... გამოჩნდა კაცი, რომელსაც იგი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსს უწოდებდა - Chris Stainton. სწორედ კრისთან ერთად შეიქმნა THE GREASE BAND!
სიმღერები დაიწერა... მალე მათი ჩანაწერები მოხვდა Denny Cordell-თან, რომელიც იყო The Moody Blues-ის, Georgie Fame-ისა და Procal Harum-ის პროდიუსერი. მას მოეწონა Joe-ს სიმღერები და წარმატებამაც არ დააყოვნა.........
........ ამერიკამ შეიყვარა Joe მისი პირველივე გამოჩენიდან ტელევიზიაში (რაც 1969 წელს მოხდა შოუში Ed Sullivan). პრესა დაინტერესდა მისით...
Joe ქუჩებში როდი მღეროდა, იგი ზაფხულის ყველა როკფესტივალზე გამოდიოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამოსვლა Woodstock-ში, სადაც იგი ნახევარი მილიონი მსმენელის წინაშე წარსდგა. Joe საოცრად აქტიურად მუშაობდა: მან 48 კონცერტი გამართა 56 დღეში! ყველგან თბილად ხვდებოდნენ აღფრთოვანებული მსმენელები...
1970 წელს მარტო ამერიკაში Cocker-მა 3 მილიონი $-ის ღირებულების ჩანაწერები გაყიდა.
ამავე წელს ჟურნალმა PlayBoy ყოველწლიურ როკ და ჯაზ შემსრულებელთა გამოკითხვაში Joe ნომერ პირველ ვოკალისტად დაასახელა.
Joe განაგრძობდა ისეთი ალბომებისა და სიმღერების ჩაწერას, როგორებიც იყო: "Guilty", "The Moons A Harsh Mistress" და "You Are So Beautiful". ეს სიმღერები Cocker-ის შემოქმედების კლასიკურ სიმღერებად იქცა.
80-იანი წლების ბოლოს იგი მიწვეულ იქნა The Crusaders-ის მიერ, რათა ერთად ჩაეწერათ სიმღერა, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის დაიწერა: "I'm So Glad I'm Standing Here Today". როდესაც Joe-მ ეს სიმღერა შეასრულა 1982 წლის თებერვალის Grammy Awards-ზე, იგი მდგომარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს...
1983 წელს, ოსკარების ცერემონიალზე Joe-მ Jennifer Warnes-თან ერთად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით "Up Where We Belong", რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპივა.
აქედან მოყოლებული Joe უფრო და უფრო წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა არაფერი გამოვიდოდა, რომ არა მისი მეუღლის Pem-ის სიყვარული და გამხნევება (მათ 1987-ში იქორწინეს).
ალბომი "Civilized Man" უზომოდ წარმატებული გამოდგა. სიმღერები "Cocker", "Unchain My Heart" და "One Night Of Sin" მილიონობით ტირაჯით გაიყიდა. არანაკლებ წარმატებული იყო ალბომი "Night Calls", რომელიც ასეთივე ტირაჯით იყიდებოდა კვირების განმავლობაში მთელს ევროპაში.
1991-ში მან ჩაწერა სიმღერა "Sorry Seems To Be The Hardest Word" (Elton John), რომელიც 3 მილიონი ტირაჯით გაიყიდა.
დაბოლოს, Joe-მ შეასრულა სიმღერები ფილმებისათვის: "9 1/2 nights", "Harry And The Hendersons", "Bull Durham" და "An Innocent Man".
This post has been edited by kikito on 15 Nov 2007, 16:42