Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > სიცარიელე


Posted by: Melanie_Pain 30 Jan 2024, 00:08
მიუხედავად იმისა რომ უკვე შინაურულად ვარ ამ მდგომარეობასთან, მაინც საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა.

ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?

მე პერიოდულად ესკალაციას ვახდენხოლმე და უფრო მეტად ვიკეტები ადამიანებთან sad.gif(




Posted by: marti999 30 Jan 2024, 00:30
თუ შინაგანად მშვიდი ადამიანი არ ხარ
არვიცი მაშინ

აღქმაა დამუღამება ყველაფერი ფლირტში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ გასართობად ჰი ჰი ჰიი როგორ ხარ დღეს ნამცხვარი ვჭამე და ა.შ

აზრს ვერ ვხედავ ადამიანთან ურთიერთობის იმიტომ რო მოწყენილია

ყველაფერი ბუნებრივი ჯობია ან არაფერი

კაი გამოძინება და სუფთა ჰაერი ჩემთვის ყველაფერი იყო სანამ ძილი შემეძლო

ადამიანს გააჩნია რა როგორი ფსიქიკისაა

სიცარიელის შეგრძნებაც გადაღლისგან მოდის სტრესისგან

კაი დასვენების ფასი არაფერია

სუფთა ჰაერი

ადრე თუ გვიან გამოჩნდება ვინმე ვინც შეგივსებს სიცარიელეს

თუ საკმაო ნერვები და მოთმინების უნარი გაქ იოგას აქებენ მოიწყე სახლში პატარა კუთხე და ეგაა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

მე არასდროს მიცდია

Posted by: Asklipiodotaa 30 Jan 2024, 00:34
სიყვარული გაკლია, მაგრამ რა გინდა შენც არ იცი.


ვრცელი თემაა, ერთ პოსტში ვერ ჩავტევ, თან ფულსაც არავინ გადამიხდის, მადლობასაც არავინ მეტყვის.

ჰობი გაიჩინე, მიზანი დაისახე, წიგნები წაიკითხე, ერთი სიტყვით დრო არ დაუტოვო საკუთარ თავს,არაკომფორტულად იყოს.

გაზაფხული მოვა, სიცოცხლეც ხელახლა დაიწყებს ჩქეფვას, დღე მოიმატებს, ენერგია.

ადამიანის ცხოვრებას ჰგავს სეზონები:

გაზაფხული - ბავშვობა
ზაფხული - თინეიჯერობა , პლუს რამდენიმე წელი.
შემოდგა - ოოო, ეს ყველაზე დიდხანს გრძელდება.
ზამთარი - ყოველი დღის გათენება სიურპრიზია yes.gif

ასაკობრივი კრიზისი გაწუხებს, მაგრამ ნელ - ნელა შეეგუები, რომ ყოველდღიურად მცირდება ქუჩაში ნამდვილი მამაკაცების გულრწფელი ყირადღება.



და ბოლოს , უსმინე სთიქ ფიგერს yes.gif



ძნელია იყო ღმერთი yes.gif

Posted by: პადჟიგაწელი 30 Jan 2024, 11:06
Melanie_Pain
თითქოს ბოლომდე გულწრფელი არ ხარ, სათაურებს ამბობ, მაგრამ შინაარსს არა sad.gif

QUOTE
სიცარიელე

QUOTE
საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა

user posted image

კველას აქვს ეგ განცდა ზოგი იაზრებს ზოგიც ვერა, ზოგს რაგაცის წამს და ეგრე ივსებს
გმირობის ტოპლფასია არაფრის გწამდეს და იცხოვრო მაგით, საკმაოდ ძლიერი ადამიანი კოფილხარ მაგას რო უდსლებ sad.gif

QUOTE
ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით?

ფორუმელები ვიკრიბებით ხოლმე, მხოლოდ გოგოები yawn.gif



Posted by: MirMax 30 Jan 2024, 11:18
Melanie_Pain
QUOTE
პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?

მე პერიოდულად ესკალაციას ვახდენხოლმე და უფრო მეტად ვიკეტები ადამიანებთან sad.gif(

sad.gif sad.gif yes.gif

Posted by: Ferlador 30 Jan 2024, 11:21
Is it over?

Posted by: Melanie_Pain 30 Jan 2024, 11:34
Asklipiodotaa
QUOTE
რომ ყოველდღიურად მცირდება ქუჩაში ნამდვილი მამაკაცების გულრწფელი ყირადღება.

ქრინჯი იყო ყოველთვის ეს მოშტერებები. ასერო პირიქით, თუ აღარ იქნება, ამას ასაკის მატების ბენეფიტად ჩავთვლი.

მაგრამ თემა სხვა რამეზეა.

რაც უფრო ცდილობ აავსო ეს
სიცარიელე, მით უფრო მეტს ითხოვს და ასე უსასრულოდ..
* * *
Ferlador
QUOTE
Is it over?


ზუსტად რას მეკითხები ვერ ვხვდები.

emptiness ყოველთვის მაქვსხოლმე, ბევრი წელია.

Posted by: Asklipiodotaa 30 Jan 2024, 11:55
Melanie_Pain
დიდწილად ირონიულად და უპასუხისმგებლოდ მივუდექი პოსტს, უსათაუროს სტილში.

სიცარიელის განცდა მართალია, ყველას გვაქვს, სწორედ განმარტა პადჟიგაწელმა.

მე ბოლო დროს აღარ მაქვს , ან არ ვფიქრობ და მგონია არ მაქვს.

ალბათ სასარგებლოს, ისეთმა, რომ შენზე იმოქმედოს, ვერავინ დაწერს.

მადლობა იმ.გულრწფელობისთვის, რასაც ფორუმზე დებ და რაც ძალიან გვაკლია, მადლობა იმიტომ, რომ უოვე იშვიათობა გახდა.

ბოლომდე შენც ვერ ამბობ სათქმელს, თუმცა ეგეც დასაფასებელია.

ჩემთვის ბევრი რამე ცხადი იყო აქამდეც old.gif

Posted by: 7soto7 30 Jan 2024, 11:55
QUOTE
ფორუმელები ვიკრიბებით ხოლმე, მხოლოდ გოგოები


კარგად მიუთითე პრობლემის სათავე... givi.gif

Posted by: GEORGEXIII 30 Jan 2024, 12:19
QUOTE
ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?

ჰობი მიაშველე, რისი კეთებაც გიყვარს და გადაგატანინებს ყურადღებას.

Posted by: Natosha 30 Jan 2024, 12:51
Melanie_Pain
ყველას აქვს, უბრალოდ ყველას არ აქვს შემჩნევის დრო (ხან გაუცნობიერებლად, ხან გაცნობიერებულად, ხანაც გარემოპირობების გამო)

და რომ დაუჯდე მაგ სიცარიელეს და შეხედო და დააკვირდე და გაიგო რას ითხოვს შენგან?

ამბობენ, მსგავსი სიცარიელე მხოლოდ საკუთარი თავით უნდა ამოავსო სხვა ყველაფერი დანარჩენი დროებითი "ყურადღების გადატანაა".

საკუთარი თავის მეტად შეცნობის და გაგების პრაქტიკები ცადე. ფსიქოთერაპია, მედიტაცია, Shadow work - ი, ჯორნალინგი. ბევრი მეთოდია.

ესეც ეგდოს ბარემ აქ. ვერ ვიტყვი რომ 100% - ით ვეთანხმები, მაგრამ საინტერესოა: https://www.youtube.com/watch?v=AtCR6P5rsXU

Posted by: adam* 30 Jan 2024, 13:14
მე ვიყავი ერთი ხანობა გატაცებული ფსიქოლოგია ფილოსოფიით და რაღაცეებში გავერკვიე.
კი ამბობ სიცარიელეო, მაგრამ მასე ვერ მიხვდები კონკრეტულად რა გჭირს. კარგ ფსიქოლოგს უნდა ელაპარაკო ბევრი და მოგიხერხებს რამეს.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2024, 13:20
Melanie_Pain


QUOTE
მიუხედავად იმისა რომ უკვე შინაურულად ვარ ამ მდგომარეობასთან, მაინც საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა



მქონდა ასეთი პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ თავად ცხოვრებამ გამომიყვანა მდგომარეობიდან, მართლა რთული და რეალური პრობლემებით, კრიზისული პერიოდით, როცა ახლობელ ადამიანს სჭირდებოდა ჩემი თანადგომა და საკუთარი თავის და ფსიქიკის სრულად მობილიზება დამჭირდა, ამიტომ რაც შემიძლია გირჩიო, სხვას დაეხმარე, ვინც ცუდად არის და სერიოზული პრობლემა აქვს.

ზოგჯერ ეხლაც მაქვს ხოლმე სიცარიელის განცდა, ოღონდ მცირე დოზებით და ფაქტიურად უმტკივნეულოდ გადამაქვს, არაფერს ვაკეთებ ასეთ დროს განსაკუთრებულს.


QUOTE
ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?



ფლირტებით და დეითებით ვერ, პირიქით, უარესად გამოგფიტავს,

სიყვარულით - კი, თუ იპოვი.

Posted by: vasovaso92 30 Jan 2024, 13:36
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ზოგჯერ ეხლაც მაქვს ხოლმე სიცარიელის განცდა

ეგ არაფერი ქალი რო შედის ასაკში განიცდიან ძირითადად boli.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2024, 13:40
vasovaso92


drug.gif


..................

Posted by: Melanie_Pain 30 Jan 2024, 13:45
Natosha
QUOTE
და რომ დაუჯდე მაგ სიცარიელეს და შეხედო და დააკვირდე და გაიგო რას ითხოვს შენგან?

ძირითადად თვითდესტრუქციას ითხოვს, მაგრამ თუ პროკრასტინაციას, სქრინდამოკიდებულებას და აშ და მერე ფუჭად დაკარგულ დროზე თვითგვემას თუ თვითდესტრუქციაში მოვიაზრებთ, იღებს რასაც უნდა

QUOTE
საკუთარი თავის მეტად შეცნობის და გაგების პრაქტიკები ცადე. ფსიქოთერაპია, მედიტაცია, Shadow work - ი, ჯორნალინგი. ბევრი მეთოდია.

ვცდილობ, თერაპიებზეც დავდივარ, ვარჯიშზე, იოგაზეც, ჯორნალინგამდე და თვითდისციპლინამდე ჯერ ვერ მივედი, მაგრამ მადლობა რჩევისთვის, გადატვირთვას გავაკეთებ და კიდევ ვცდი რაღაცეებს<3

~Annabelle°Haunting~
არვიცი რამდენად ახლობელი იყო ის ადამიანი, თუ შვილი ან მშობელი ან საყვარელი ადამიანი (აქაც ალბათ ლიმიტირებულად) არ იყო, არ ამართლებს სხვაზე ყურადღების გადატანის მეთოდი გრძელ ვადაში. რაც ზემოთ ნატოშამ დაწერა, სრულიად ვეთანხმები.
თან ლონგთერმში მგონი უარესია.
ჩვენი რესურსები უნდა შევავსოთ, არათუ დავცალოთ. თან მალე იცლება და თან დაუფასებელია.



Posted by: 360-Grad 30 Jan 2024, 13:47
რას ნიშნავს შინაგანი სიცარიელე? რით გამოიხატება ?


Posted by: პადჟიგაწელი 30 Jan 2024, 13:50
Natosha
ეჰ ნატოშ, ნატოშ, მოიწი აბა იქნებ დგეს მაინც გაგაგებინო რამე popcorn.gif
QUOTE
ამბობენ, მსგავსი სიცარიელე მხოლოდ საკუთარი თავით უნდა ამოავსო სხვა ყველაფერი დანარჩენი დროებითი "ყურადღების გადატანაა".

კველა იმ ფილმის სცენარს დაამშვენებდა სადაც სენსეი შეგირდს ასწავლის რომ ყველა პასუხი მასშია bis.gif
სინამდვილეში ვერასდროს ამოავსებს sad.gif
ეგ არ უნდა აქციოს მიზნად, თორე უბრალოდ დაიტანჯება, შენ კი მაგისკენ უბიძგებ, განა განზრახ მარა მაინც sad.gif


QUOTE
და რომ დაუჯდე მაგ სიცარიელეს და შეხედო და დააკვირდე და გაიგო რას ითხოვს შენგან?

ერთის მხრივ ხო, საკუთარი თავის შეცონობის პროცესში up.gif
მაგრამ უნდა გაიზარო რო რაგაცეები ბუნებრივად ეგრეა და მაგას ვერ შეცვლი, ვინც არ უნდა გყავდეს, იქ სადგაც მაინც გეცოდინება რო მარტო ხარ, დანარჩენი უბრალოდ თავის მოჩვენებაა რო თავი მარტოდ არ იგრდსნო sad.gif
არსებობს მთელი რგი კითხვები რომლებზეც პასუხები არ გვაქ, მაგ კითხვებს რო ჩაყვე შეილება ისეთ სიცარიელეს მიაგნო, ეხა რასაც ეს უჩივის მონაგონი იყოს sad.gif


ზუსტად გეტკოდი ეხა ამას რაც ჭირს მარა თვითონაც კითხულობს და შეილება უფრო ცუდად იმოქმედოს ამიტომ თავს შევიკავებ რავითსი sad.gif




Posted by: Melanie_Pain 30 Jan 2024, 13:53
vasovaso92
QUOTE
ეგ არაფერი ქალი რო შედის ასაკში განიცდიან ძირითადად boli.gif


მე მგონი ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც გამოვეხმაურები და ჰო, ზოგადად ძაან რთული ეტაპია როცა ქალი ხვდება რომ ახალგაზრდა აღარ არის ან მალე არ იქნება.

თან რომ 30-ს გადააბიჯე და თან რომ უყურებ, როგორ აიძულებენ ცნობილ ვარსკვლავებს “თავი იმართლონ” იმის გამო რომ მაღალ ასაკში შევიდნენ. რატომ ბერდებითო და ამის გამო ეჩხუბებიან ქალებს. სიგიჟე და ისტერიაა.

Posted by: Natosha 30 Jan 2024, 13:56
Melanie_Pain
QUOTE
ძირითადად თვითდესტრუქციას ითხოვს, მაგრამ თუ პროკრასტინაციას, სქრინდამოკიდებულებას და აშ და მერე ფუჭად დაკარგულ დროზე თვითგვემას თუ თვითდესტრუქციაში მოვიაზრებთ, იღებს რასაც უნდა

უუ, თერაპიაზე გაქვს ეგ საკითხი გავლილი? პროკრასტინაცია და სქრინდამოკიდებულება არსაიდან არ მოდის, ჩემი აზრით კარგა ჩასაძიებელი თემაა, რისგან გსურს დისოცირება და თვითგვემის ნაწილს სჭირდება მუშაობა. თუ თერაპევტთან დიდი ხანია დადიხარ და ამ საკითხებს არ განიხილავ - განიხილე. თუ განიხილავთ, ბევრი სესია გავიდა და არ შველის - თერაპევტი შეიცვალე. ADHD - ს სიმპტომებსაც გადახედე, რამეები ხომ არ გეცნობა? ასევე, დეპრესიის ნიშნები/დიაგნოზი ხომ არ არის იქვე სადმე?

QUOTE
გადატვირთვას გავაკეთებ და კიდევ ვცდი რაღაცეებს<3

keep walking <3 ყველაფერი არ "გაივლის", მაგრამ გააზრებულობა და გარკვეულობა ბევრ რამეს ცვლის.

პადჟიგაწელი
2kiss.gif

Posted by: Melanie_Pain 30 Jan 2024, 14:04
Natosha
რამეები არა, ბევრი რამ
მეცნობა))) მაგრამ ჰიპერაქტიულობას ამოვაგდებდი, ADD ვარ ალბათ, მაგრამ დიაგნოზირებულობა არ მინდა და რეალობას გავურბივარ.
ფსიქოთერაპევტებთან ჩემს ტანჯულ გამოცდილებაზე აქ ბევრს არ დავწერ, you know, ძაან რთული მოსაძებნია და ჯერკიდე ძიებაში და გატესტვაში ვარ.
ერთს ველოდები უკვე 5 თვეა, თებერვალში უნდა დაგვეწყო და აპრილამდე გადამიდო. მას მერე რაც გაეცნო ჩემს მდგომარეობას, ჩათვლა რომ ჯერ სხვა უფრო რთული პაციენტებისთვუს უნდა დამეთმო
რიგი(

Posted by: Asklipiodotaa 30 Jan 2024, 14:12
მაგარ წყლის ნაყვაზე დგახართ
up.gifdown1.gif

Posted by: პადჟიგაწელი 30 Jan 2024, 14:22
რაგაც სიცარიელის ხმები გამოდის თემიდან, ხო მშვიდობა გაქვთ ხალხო yawn.gif


Posted by: Natosha 30 Jan 2024, 14:23
Melanie_Pain
QUOTE
ბევრი რამ
მეცნობა))) მაგრამ ჰიპერაქტიულობას ამოვაგდებდი, ADD ვარ ალბათ, მაგრამ დიაგნოზირებულობა არ მინდა და რეალობას გავურბივარ.

ხო, ჰიპერაქტიულობა, როგორც "ქმედება" არც არის აუცილებელი სიმპტომი, ტვინს რომ დააქროლებს აქეთ-იქით, ეგეც საკმარისია :დ ხოდა, აი პროკრასტინაცია, სქროლვით "გათიშვა" და ა.შ. (ისევე როგორც შფოთვა და დეპრესია) ძალიან ხშირად ადდ-ს ნიშანია. ისიც საინტერესოა დიაგნოზს რატომ გაურბიხარ, პირიქით, გზას გაჩვენებს. აი, ბავშვს რომ ჭირდეს ადჰდ და მაგის გამო რომ უჭირდეს ფოკუსირება და სულ აქეთ იყოს მიდებ-მოდებული, ჩხუბის ნაცვლად ხომ რაღაცნაირად ხელს შეუწყობდი, რომ უფრო მარტივად გაეკეთებინა ის რაც გასაკეთებელია. იმიტომ, რომ ჩხუბი არ შველის და სჭირდება სისტემა. ზუსტად იგივეა საკუთარ თავთანაც :დ თვითგვემის ნაცვლად "შემოვლითი გზები" არის სანახავი. მოკლედ, გაიხედე მაქეთ მხარეს, ვფიქრობ, გამოგადგება.

QUOTE
ჯერკიდე ძიებაში და გატესტვაში ვარ.
ერთს ველოდები უკვე 5 თვეა, თებერვალში უნდა დაგვეწყო და აპრილამდე გადამიდო. მას მერე რაც გაეცნო ჩემს მდგომარეობას, ჩათვლა რომ ჯერ სხვა უფრო რთული პაციენტებისთვუს უნდა დამეთმო
რიგი(

I know the hustle sad.gif კი, მეც ასე ველოდე ერთ-ერთს ორი წელი, ბოლოს ხელი ჩავიქნიე, სხვაგან წავედი. მაგრამ მთელი ეგ წვალება ღირს იმ თერაპევტის პოვნად, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ ტყეში შენთან ერთად ივლის.

Posted by: Estrella 30 Jan 2024, 14:26
QUOTE (360-Grad @ 30 Jan 2024, 13:47 )
რას ნიშნავს შინაგანი სიცარიელე? რით გამოიხატება ?

+1
მეც მაინტერესებს ხოლმე ვინ რას გულისხმობს, როგორ გრძნობს, აღიქვამს და ა.შ.?

მე ორჯერ განმიცდია, 1-2 თვით. ეს იყო ტოტალური ჩაკეტილობა და შეზღუდულობა.
ასეთ მდგომარეობაში ფლირტი ფიზიკურად ვერ მომიხერხდებოდა.
ურთიერთობაში კიდევ საყვარელ ადამიანზე ზრუნვაც შემოდის, რომ გვერდით სიცოცხლით სავსე ადამიანი ჰყავდეს.

Posted by: Saturn 30 Jan 2024, 14:29


------------------------------------

Posted by: illusions 30 Jan 2024, 14:48
QUOTE (Melanie_Pain @ 30 Jan 2024, 00:08 )
მიუხედავად იმისა რომ უკვე შინაურულად ვარ ამ მდგომარეობასთან, მაინც საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა.

ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?

მე პერიოდულად ესკალაციას ვახდენხოლმე და უფრო მეტად ვიკეტები ადამიანებთან sad.gif(

ჩემს შემთხვევაში სიცარიელე გამოწვეულია პარტნიორის არყოლის გამო ( და საერთო ინტერესების მქონდე მეგობრების არყოლის გამო )

ურთიერთობაში ბევრად დალაგებული და პასუხისმგებლიანი ვიყავი, მაგრამ მივეჩვიე მარტო ყოფნას

ერთადერთი, რითიც ამას ვუმკლავდები, სამუშაოს პროცესია, რომელიც მიყვარს

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2024, 15:03
Melanie_Pain


ოჯახის წევრს ეხებოდა. არა, ყურადღების გადატანა არ იყო, იყო კარგად გააზრება და გაცნობიერება იმის რომ სინამდვილეში არ მქონდა მიზეზი თავი ისე მეგრძნო, როგორც მანამდე ვგრძნობდი, როცა უბედურება მოგიკაკუნებს კარზე, მხოლოდ მაშინ ხვდები რომ უბედურების არქონა თავისთავად არის ბედნიერება და ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე რომ არ ვაფასებდი თავის დროზე ყველაფერს რაც მქონდა.

სიცარიელე ჩემთვის იყო განცდა იმის, რომ ვარ შინაგანად გამოფიტული, როცა კარგავ ცხოვრების აზრს და მოტივაციას, არაფერი გიხარია, ძილის გარდა ყველა სხვა მდგომარეობა არის მტკივნეული და მტანჯველი, რეალურად ჩემი მხრიდან ეს მდგომარეობა შეფასდა როგორც დეპრესია, რომლის ნაწილიც არის სიცარიელის განცდა. სპეციალისტთან არ ვყოფილვარ, ამიტომ ყოფით დონეზე ასე დავარქვი სახელი.


ბოლო წლებში, 1-2 დღით თუ შემომიტევს ხოლმე სიცარიელე+სევდა, ოღონდ გაცილებით მცირე დოზებით, იგივე მიზეზით რაც ზედა იუზერმა დაწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა არც კი ვეძებ არავის, მეზარება გამო###ვებულ კაცებში ნორმალურის ძებნა, მირჩევნია მუშაობაზე დავხარჯო დრო, დასვენებაზე ან გართობაზე.

Posted by: 7soto7 30 Jan 2024, 15:13
Saturn

ძალიან კარგი... lol.gif

არადა ხალხი წუხს...

Posted by: GEORGEXIII 30 Jan 2024, 15:45
QUOTE
სიცარიელე




Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2024, 15:46
QUOTE (Saturn @ 30 Jan 2024, 14:29 )


------------------------------------

lol.gif lol.gif lol.gif



.........................
* * *
Melanie_Pain


გემრიელად ჭამა შველის სხვათაშორის. თუ არ გაქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება, გირჩევ. ეხლა მივირთვი გემრიელად და გავიაზრე რომ ფიზიკურის გარდა, სულიერი კომფორტის შეგრძნებაც მოაქვს.

ჭამა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი. old.gif

Posted by: Ferlador 30 Jan 2024, 16:22
Melanie_Pain
QUOTE
ზუსტად რას მეკითხები ვერ ვხვდები.

ურთიერთობა ხომ არ დაასრულე და დაშორების შემდგომი პერიოდი ხომ არ გაქვს-მეთქი...

Posted by: პადჟიგაწელი 30 Jan 2024, 16:23
QUOTE
პერიოდი ხომ არ გაქვს-მეთქი...

sad.gif


Posted by: DORO 30 Jan 2024, 22:28
სეროტინინის დონეა განულებული.

შავი შოკოლადი ბანანი და კაი ძილი უნდა.

მეტი არაფერია მსნდ.

Posted by: alahambra 2 Feb 2024, 09:39
QUOTE
სიცარიელე, უუუზარმაზარი, ამოუვსები შინაგანი სიცარიელე



QUOTE
მიუხედავად იმისა რომ უკვე შინაურულად ვარ ამ მდგომარეობასთან, მაინც საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა.

ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?

მე პერიოდულად ესკალაციას ვახდენხოლმე და უფრო მეტად ვიკეტები ადამიანებთან (



გავლილი მაქს ეგ სიცარიელის პერიოდი. მაგას ვერც კაცის (ქალის ) სიყვარული ამოავსებს, ვერც ფლირტი, ეს ორი რამ იმ წამალივითაა, სიმპტომებს რომ ამსუბუქებს, მაგრამ ძირითად მიზეზს რომ ვერ მკურნალობს... ჩემი გამოცდილებით ეგ სიცარიელე გამოწვეულია სიყვარულის იმ პოტენციალის არ/ვერ გამოყენების გამო,რაც შენ, როგორც პიროვნებას გაქვს, მაგრამ არ/ვერ იყენებ... ,,რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას,რა მოსაწყენია ეს ყველაფერი,რისთვის დავიბადე,ამ სამყაროში მე არ უნდა მოვსულიყავი, მისამართი შემეშალა,, ---ეს კითხვები დაგროვდა მაშინ ჩემთან და პასუხგაუცემლობა იწვევდა მაგ სიცარიელის განცდას... მერე ცნობისმოყვარეობამ აჯობა ყველაფერს---იწყებ საკუთარი თავის ძიებას, სამყაროს დაუწერელი კანონების ,,აღმოჩენას,, და მაშინ დალაგდა ყველაფერი,როდესაც მივხვდი,რომ მოვედი არა სიყვარულის მისაღებად, არამედ გასაცემად-- და რაც მეტს გასცემ, მით უფრო სავსედ გრძნობ თავს, რადგან სიყვარულის ენერეტიკა მასე მუშაობს-- უნდა გასცე, რომ სამყარომ (და არა კონკრეტულმა ადამიანმა,/ადამიანებმა) თავად დაგიბრუნოს ის ენერგია,რომელიც მაგ სიცარიელეს შენში ამოავსებს...ჩემი გამოცდილების ზოგადი მონახაზი მასეთია და რავიც..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)