გეძნელება და თან გაინტერესებს არა ?
თუ ინტერესი გაქვს ისწავლი . იმ ელემენტალურ ცოდნას შეიძენ , რომელიც საჭიროა მეფუტკრისათვის.
თუმცა მინდა გითხრა , რომ ბოლომდე არც არავინ იცის და ნურც ნურავის გაუტყდება გული თუ ბოლომდე ვერ ,,ჩასწვდა" ფუტკარს . ისევე როგორც, ბოლომდე ბიბლიის შესწავლას ადამიანი თავის სიცოცხლის მანძილზე ვერ ახერხებს , ასევეა ფუტკარიც .
უფრო მარტივ მაგალითსაც მოგიყვან :
ავიღოთ ჭადრაკი . შეიძლება ვიღაცამ სვლები გასწავლოს , ანუ რომელი ფიგურა როგორ სვლებს აკეთებს .
მაგრამ პროფესიონალი მოჭადრაკე , რომ გახდე შენ თვითონ უნდა გამოიჩინო ნიჭი . რამოდენიმე კომბინაცია , რომ გათვალო და ასე შემდეგ . აი მაგას კი ვერავინ გასწავლის, თუ შენ თვითონ არ აუღე ალღო.
ასევეა ფუტკარიც. შეიძლება ვინმემ , ან წიგნმა, ან ინტერნეტმა გასწავლოს ,,სვლები " , ანუ ეზიარო მეფუტკრეობის ანბანს . დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული , რომელსაც დამერწმუნე მართლა ვერავინ გასწავლის ...