Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > სიბნელე / Dark


Posted by: Andy Warhol 3 Dec 2017, 13:20
user posted image

შინაარსი : პატარა ქალაქში მცირეწლოვანი ბავშვის იდუმალი გაუჩინარების შემდეგ, ოთხი ოჯახი იძულებულია პასუხებზე ინადირონ. გამტაცებლის ძებნის პროცესში, ისინი ამ პატარა ქალაქის საიდუმლოებებს და საშინელ ცოდვებს ავლენენ…

წელი: 2017
რეიტინგი: 8.4
ქვეყანა: გერმანია
ჟანრი: კრიმინალური, დრამა, მისტერი
რეჟისორი: Baran bo Odar
მსოფლიო პრემიერა: 1 დეკემბერი


10 - ივე ეპიზოდი დაიდება მალე რუსულად.

Posted by: max-14 3 Dec 2017, 15:37
სამ სერიას ვუყურე. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

Posted by: SanJox 6 Dec 2017, 15:02
ეს ის სერიალია რომელსაც აუცილებლად ხელმეორედ უნდა უყურე
დიდი ხანია ასე არ მომწონებია ახალი სერიალი
stranger things თან ადარებენ მაგრამ მაინცდამაინც ბევრი საერთო არ აქვთ ამ სერიალებს
პირველის შემთხვეავში უფრო კაიფობ და ერთობი და მეორე ნამდვილად ამართლებს თავის სახელს
თამამად შევიყვან ჩემს ტოპ 10 ში , მეორედ რო ვუყურებ შეიძLება ტოპ 5 შიც მოვუნახო ადგილი biggrin.gif
9.5/10

Posted by: Eeescadaaa 6 Dec 2017, 17:16
4 სერიას ვუყურე ჯერჯერობით
და ძალიან მომეწონა up.gif up.gif

user posted image

Posted by: GEORGEXIII 6 Dec 2017, 17:50
ნეთფლიქსი საკაიფოდ მოიხოდა

jump.gif jump.gif

Posted by: FixYou 6 Dec 2017, 19:45
გადმოწერილი მაქვს მთლიანი სეზონი..... ამ დღეებში ვნახავ....

Posted by: Blackrider 6 Dec 2017, 20:37
საკაიფოა ნამდვილად yes.gif
გირჩევთ

Posted by: Batuka 6 Dec 2017, 20:57
რომელ საიტზე დევს? რა ენაზე უყურებთ მეც მინდა დამილინკეთ რა ვინმემ..

Posted by: FixYou 6 Dec 2017, 22:21
Batuka
ორიგინალი ენა გერმანულია... რუსულად ვუყურებ (ნუ ჯერ არ დამიწყია)
ჰოდა აი ლინკი და ბაიბაკო ან ნიუსტუდიო გადმოწერე კარგი გახმოვანებაა ეგენი... ნიუსტუდიო ჯობია მარა ყველა სერია არ აქვთ ჯერ გახმოვანებული მაგათ...

http://rutor.info/search/dark

Posted by: TramwayMan 6 Dec 2017, 22:26
გერმანულად ვუყურებ ძააან დონეა :*

Posted by: GXIXT 6 Dec 2017, 22:58
http://rarbg.to/torrents.php?search=dark+s01

ინგლისურად აქაა

Posted by: Eeescadaaa 7 Dec 2017, 18:50

დავასრულე, კარგი იყო up.gif up.gif


როგორ დამთავრდაა, ძალიან საინტერესოა რა გადახდება შემდეგ სეზონში .....
საწყალი sad.gif sad.gif

Posted by: პიანისტი 7 Dec 2017, 19:04
მაგარი სერიალია , პირველ სერიას ვუყურე და დღეს თუ არა ხვალ დავამთავრებ
პირველად მომინდა გერმანული ვიცოდე drug.gif

Posted by: _GHOST_ 7 Dec 2017, 19:26
რა არის ეგეთი. :დ
სუბტიტრებით შევაჯდები.

Posted by: AncientCaucasian 7 Dec 2017, 19:27
TramwayMan
QUOTE
გერმანულად ვუყურებ ძააან დონეა :*

გერმანულად სად შეიძლება ვნახო?

Posted by: Magicman 7 Dec 2017, 19:31
QUOTE (Eeescadaaa @ 7 Dec 2017, 18:50 )
დავასრულე, კარგი იყო up.gif up.gif


როგორ დამთავრდაა, ძალიან საინტერესოა რა გადახდება შემდეგ სეზონში .....
საწყალი sad.gif sad.gif

რანაირი პოსტია biggrin.gif

იმედია არაა სპოილერი user.gif

Posted by: Eeescadaaa 7 Dec 2017, 19:46
QUOTE (Magicman @ 7 Dec 2017, 19:31 )
QUOTE (Eeescadaaa @ 7 Dec 2017, 18:50 )
დავასრულე, კარგი იყო  up.gif  up.gif


როგორ დამთავრდაა, ძალიან საინტერესოა რა გადახდება შემდეგ სეზონში .....
საწყალი  sad.gif  sad.gif

რანაირი პოსტია biggrin.gif

იმედია არაა სპოილერი user.gif


ვერ გაიგე, მაგრამ შეიძლება სპოილერი იყოს??? lol.gif lol.gif

Posted by: Whittaker 7 Dec 2017, 21:49
ძლივს ნაღირსები წესიერი გერმანულენოვანი სერიალი
გოთზაიდანქ <3

Posted by: WesterYou 8 Dec 2017, 02:02
ძალიან საინტერესოა ჯერ-ჯერობით.

ინგლისურად სად უყურებთ დავიტანჯე თან ეს რუსულიც არ მესმის 100%ით

Posted by: GS88 8 Dec 2017, 02:25
ვნახოთ აბა როგორი იქნება
ძალიან მაგარი ტიზერი კი აქვს

jump.gif

ნეთფლიქსიგან უკვე არაფერი არ მიკვრის. რა ბომბები მიაყარეს ბოლო 3 წლის მანძილზე love.gif

Posted by: baggins 8 Dec 2017, 11:38
AncientCaucasian

აჭარანეთზე დევს. ინგლისურს დააჭირე. http://net.adjara.com/Movie/main?id=1002583&serie=1

რა საუნდები აქვს ხალხო up.gif, რაღაც ამ ბოლო დროს ასეთი გაფორმება წამოვიდა ფილმებშ და სერიალებში და ძალიან მომწონს

Posted by: Eeescadaaa 8 Dec 2017, 17:48

user posted image
user posted image
user posted image


cry.gif love.gif love.gif

Posted by: AncientCaucasian 8 Dec 2017, 21:02
baggins
QUOTE
აჭარანეთზე დევს. ინგლისურს დააჭირე. http://net.adjara.com/Movie/main?id=1002583&serie=1

მადლობა 2kiss.gif

Posted by: TramwayMan 10 Dec 2017, 06:07
აუუუუ ლომკაში ვარ ეხლააა როგორ მოვითმინოოოოო მეორე სეზონამდე.

Posted by: FixYou 10 Dec 2017, 17:39
აღარ მახსოვს გუშინ 2ე თუ 3ე სერია ჩავრთე და მერე დამეძინა.... რამოდენიმეჯერ ვცადე ყურება და სულ მეძინება ხოლმე.... რაღაცა ვერ მომწონს როგორც ჩანს... ვცდი კიდევ ერთხელ....

Posted by: lilyhammer 10 Dec 2017, 18:09
ეხლა დავიწყე და ძნ მაგარია!

.............


Posted by: Oberin1 10 Dec 2017, 22:46
წელს გამოსული სერიალებიდან ყველას მირჩევნია, ერთ დღეში შევჭამე რასაც ქვია love.gif რა მოითმენს ეხლა მეორე სეზონამდე

Posted by: GigiTsereteli 10 Dec 2017, 22:59
ძალიან ძალიან მაგარი სერიალია up.gif up.gif

თითოეული სერია არის ზე საინტერესო და კიდევ კაი ნეტფლიქსის პროექტია თორემ რა მოითმენდა სერიიდან სერიამდე ლოდინს givi.gif

ნეტფლიქსი ხო მაგარი მოხოდია და გერმანული სერიალებიც მემგონი ნელ-ნელა იხოდება

ჯერ "იუ არ ვონთიდ" დამევასა (მეორე სეზონს ველოდები) და ეხლა ეს love.gif

მეორე სეზონი დაიდოს mad.gif

Posted by: FixYou 11 Dec 2017, 00:49
5 სერიას ვუყურე და მორჩა ამისთვის დროს აღარ დავხარჯავ.... შტერობაა.... უინტერესო 5476848 პერსონაჟით, რომლებიც დაბორიალობენ უაზროდ.... საერთოდ რა ხდება აზრზრე არ ვარ და არც მაინტერესებს....

Posted by: Mandangus 11 Dec 2017, 01:59
ნოას პერსონაჟზე არანაირი პასუხები არ წამოსულა პირველ სეზონში თუ მე ჩამთვლიმა?

Posted by: lilyhammer 11 Dec 2017, 03:05
7 სერიას ვუყურე და ისეთი მაგარია 3 სერიის მერეც რო არ მეყურებინა დიდი აზრი არ ექნებოდა ჩემთვის. ამას რათ უნდა ვაფშე მე2 სეზონი))

ყველაზე მაგარი სერიალია ვაფშე love.gif

Posted by: Eeescadaaa 11 Dec 2017, 08:10

მე მომეჩვენა თუ ნოა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: lobja 11 Dec 2017, 14:26
ტაკს 3 სერიას ვუყურე ნორმ ...


დალშე ვნახოთ აბა .

Posted by: Mateo Falcone 12 Dec 2017, 11:31
8.8

drug.gif


პორტრეტების შექმნის ძალიან უნიჭო მცდელობა... არადა მთელი სერიალი ამას ჩალიჩობს რეჟისორი



5,5

Posted by: isev is 12 Dec 2017, 15:05
ბევრი პერსონაჟები თუა ვერ გავქაჩავ. sad.gif
........................................

Posted by: lobja 12 Dec 2017, 15:20
ვახ ... მოვრჩი

რავი იდეა მომეწონა. შესრულებასაც არაუშავდა. საუნდები პიზდეცია up.gif საერთო ჯამში გაასწორა მარა აი რაღაც აკლია თითქოს ... ვერ ვხვდები რა .



7/10

Posted by: TramwayMan 12 Dec 2017, 19:05
Eeescadaaa
ეგაა ბარტოში უკვე გაზრდილი.

Posted by: baggins 12 Dec 2017, 23:53
TramwayMan

რატომ გგონია?

Posted by: David27 15 Dec 2017, 08:42
TramwayMan
QUOTE
ეგაა ბარტოში უკვე გაზრდილი.

მეც მასე მგონია.

Posted by: ქაშიბაძე 15 Dec 2017, 15:20
ტიპს მამამისი უტყნავდა ცოლს biggrin.gif

Posted by: Dopilsya 15 Dec 2017, 21:25
Qash
QUOTE
ტიპს მამამისი უტყნავდა ცოლს 


მერე რაც ქნა ხო ნახე biggrin.gif

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2017, 22:03

საწყალი ჯონასი

givi.gif givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Joiner 15 Dec 2017, 22:08
QUOTE (Eeescadaaa @ 15 Dec 2017, 22:03 )
საწყალი ჯონასი

givi.gif  givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2017, 22:25
QUOTE (Joiner @ 15 Dec 2017, 22:08 )
QUOTE (Eeescadaaa @ 15 Dec 2017, 22:03 )
საწყალი ჯონასი

givi.gif  givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

lol.gif lol.gif

ისე ჯონასმაც არაფერი იცის cry.gif

Posted by: მარიამ_მ 16 Dec 2017, 14:23
QUOTE (Joiner @ 15 Dec 2017, 22:08 )
QUOTE (Eeescadaaa @ 15 Dec 2017, 22:03 )
საწყალი ჯონასი

givi.gif  givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

აუ ჩავქვესკნელდი lol.gif lol.gif lol.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
[SPOILER]

Posted by: Eeescadaaa 16 Dec 2017, 15:42
QUOTE (მარიამ_მ @ 16 Dec 2017, 14:23 )

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩვენც ასე ვფიქრობთ old.gif old.gif

Posted by: მარიამ_მ 16 Dec 2017, 16:59
QUOTE (Eeescadaaa @ 16 Dec 2017, 15:42 )
QUOTE (მარიამ_მ @ 16 Dec 2017, 14:23 )

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩვენც ასე ვფიქრობთ old.gif old.gif

აუ ჯერჯეროობით რაღაცეები გამოვიცანი, ვნახოთ ეს თეორიაც თუ გამართლდა. მაგრამ იმდენი კითხვები დამრჩა რა მოითმენს ახლა მეორე სეზონამდეეე cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Eeescadaaa 16 Dec 2017, 17:30
ჩემი აზრით პოლიციელი ქალი, დამავიწყდა სახელი
წავა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: დავიდ ვილია 16 Dec 2017, 21:31
დავიწყე 2 სერია ვნახე,მოაქ ჩამთრევია

საინტერესოა

Posted by: პიანისტი 17 Dec 2017, 12:30
ინტრიგა დატოვეს ბოლოში , მაგარი შოუა, მაგრამ რაღაც აკლია მაინც

Posted by: Fed 17 Dec 2017, 21:43
მუსიკალური გაფორმება დიდებულია up.gif

საინტერესო იქნება future როგორ გაქაჩავენ . . .

Posted by: Chigurh 18 Dec 2017, 18:46
აუ, ულრიხის როლის შემსრულებელმა კაცმა რა პერფორმანსი დადო smile.gif ბრავო! ალბათ მთავარი კითხვაა ვინაა ის პადრე და რა უნდა.

Posted by: Lasha97 18 Dec 2017, 20:31
ბიჭოოსს რა კაი სერიალიააა yes.gif

ყოველი სერიის ბოლოს მართალია ცოტა დაბნეული ვრჩები ხოლმე მარა ნიჩევო biggrin.gif

7 ეპიზოდს ვუყურე

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 10:10
ვუყურე, ვუყურე და ბოლოს მაინც ავიხლართე...

ვისი ვისაში კიარააა, ვისაში როდისააა ვერ გაიგებ იმენა biggrin.gif

საერთო ჯამში გაასწორა, ატმოსმეფერო, მუსიკა, სიუჟეტი, პერსონაჟები ყველა კარგად აქვთ წამოწეული smile.gif

2019 მდე დიდი დროა, ერთხელ კიდევ მოვასწრებ ნახვას.

Posted by: Lasha97 19 Dec 2017, 10:43
QUOTE (Brruto @ 19 Dec 2017, 10:10 )
ვუყურე, ვუყურე და ბოლოს მაინც ავიხლართე...

ვისი ვისაში კიარააა, ვისაში როდისააა ვერ გაიგებ იმენა biggrin.gif

მეც ეგრე ვარ biggrin.gif

თან ამ გერმანულ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და ვაბშე ვიბნეოდი lol.gif

Posted by: Snow93 19 Dec 2017, 11:47
მეც მინდა მასეთი მღვიმე სახლთან ახლოს!


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 12:09
Snow93

33 წელი მოგიწევდა ბილეთზე ლოდინი biggrin.gif

Lasha97

ძალიან ბევრი პერსონაჟია, თუმცა მუღამი თუ დაუჭირე მიდის სემიჩკასავით biggrin.gif 2 ღამეში მოვრჩი ისე ჩამითრია ^^

Posted by: Snow93 19 Dec 2017, 12:18
QUOTE (Brruto @ 19 Dec 2017, 12:09 )
Snow93

33 წელი მოგიწევდა ბილეთზე ლოდინი biggrin.gif

Lasha97

ძალიან ბევრი პერსონაჟია, თუმცა მუღამი თუ დაუჭირე მიდის სემიჩკასავით biggrin.gif 2 ღამეში მოვრჩი ისე ჩამითრია ^^

რა 33 lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

მაქსიმუმ მეორე დღესვე გამენაღდებინა

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 14:08
Snow93

ჭიის ხვრელს ანუ გამოქვაბულს სერიალიდან მომავალში და წარსულში 33 წლით გადაყავხარ biggrin.gif

გადახვედი მომავალში 33 წლით, რეალი - ბარსელონას უყურე და დაჯდა მეტი კუთხური biggrin.gif

უნდა გადმოხვიდე აწყმოში ისევ, დადო ბილეთი და უნდა დაელოდო 33 წელი, რომ ის თამაში რომელსაც შენ უყურე ჩატარდეს biggrin.gif



პ.ს ისე ახლა დავაკვირდი, მომავალში ან წარსულში რო გადადიან, ერთიდაიგივე მომენტში ხვდებიან სულ თუ????? რაღაც აღარ მახსოვს კარგად smile.gif

Posted by: Snow93 19 Dec 2017, 14:43
Brruto
და რაღა მომავალში? biggrin.gif წარსულში რო წავიდე?

ეგ კითხვა მეც გამიჩნდა და ვერ მივხვდი ზუსტად, მგონი რომ სხვადასხვა მომენტში გადადიხარ

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 15:45
Snow93

წარსულში რომ წახვიდე, 33 წელით დაგვიანებით გეცოდინება აწყმოში რეალი - ბარსელონას მეტი კუთხური biggrin.gif

ოცნებაშიც ჭირს ფულის შოვნა, მასეთია ცხოვრება biggrin.gif

არა რა თავიდან უნდა ვუყურო ისევ, ძაან ახლართულ დახლართულია ყველაფერი biggrin.gif

ვაბშე ეს ნოე რატო არ ბერდება, დატასაობს დროებში სოჭელი განაბივით ! smile.gif

Posted by: Lasha97 19 Dec 2017, 16:37
ზუსტად 1 დღეში ვუყურე biggrin.gif

------

Posted by: Mateo Falcone 19 Dec 2017, 17:17
Brruto
QUOTE
გადახვედი მომავალში 33 წლით, რეალი - ბარსელონას უყურე და დაჯდა მეტი კუთხური
უნდა გადმოხვიდე აწყმოში ისევ, დადო ბილეთი და უნდა დაელოდო 33 წელი, რომ ის თამაში რომელსაც შენ უყურე ჩატარდეს biggrin.gif


კაცო, წავალ 33 წლის შემდეგ მომავალში და ინტერნეტში ვნახავ 32 წლისა და 364 დღის წინანდელ შედეგებს, შემდეგ დავბრუნდები ჩემს დროში და დავდებ ხვალინდელ ტამაშებზე user.gif

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 17:28
Mateo Falcone

ხო მასე მოჟნა, მარა 33 წლით მომავალში როგორც ფინალიდან ჩანს ატომურ აფეთქებას გადაბუგული აქ მთელი გერმანია biggrin.gif

შანსს არ გიტოვებთ რა biggrin.gif

Posted by: Mateo Falcone 19 Dec 2017, 17:39
Brruto

ქლაუდის სერვერები გრენლანდიაზეა განთავსებული უსაფრთხოებისთვის user.gif

Posted by: baggins 21 Dec 2017, 02:06
ულრიხის პაპა პასტორი იყო და იქნებ ეგაა ნოე?

sic mundus creatus est რას ნიშნავს?

Posted by: GigiTsereteli 21 Dec 2017, 13:00
QUOTE (baggins @ 21 Dec 2017, 02:06 )
sic mundus creatus est რას ნიშნავს?

სამყარო შექმნილია

----------------------

Posted by: Snow93 21 Dec 2017, 14:31
QUOTE (Brruto @ 19 Dec 2017, 15:45 )
Snow93

წარსულში რომ წახვიდე, 33 წელით დაგვიანებით გეცოდინება აწყმოში რეალი - ბარსელონას მეტი კუთხური biggrin.gif

ვაახ. წარსულში რომ წავიდე და ვიცოდე როდის რა მოხდება ეგ ვიგულისხმე რა ლოდინი რის ლოდინი biggrin.gif რომელი ლიგის ფინლი როგორ მორჩა ზეპირად მახსოვს სხვას რომ შევეშვათ lol.gif

Posted by: baggins 21 Dec 2017, 14:43
QUOTE (GigiTsereteli @ 21 Dec 2017, 13:00 )
QUOTE (baggins @ 21 Dec 2017, 02:06 )
sic mundus creatus est რას ნიშნავს?

სამყარო შექმნილია

up.gif

ვინმეს რამე აზრი გაქვთ რა მოხდა ბოლოს? ციკლი გაგრძელდა თუ გაწყდა?

Posted by: Eeescadaaa 21 Dec 2017, 15:32
QUOTE (baggins @ 21 Dec 2017, 14:43 )
QUOTE (GigiTsereteli @ 21 Dec 2017, 13:00 )
QUOTE (baggins @ 21 Dec 2017, 02:06 )
sic mundus creatus est რას ნიშნავს?

სამყარო შექმნილია

up.gif

ვინმეს რამე აზრი გაქვთ რა მოხდა ბოლოს? ციკლი გაგრძელდა თუ გაწყდა?


გრძელდებააა ჩემი აზრით user.gif user.gif

Posted by: Snow93 21 Dec 2017, 15:49
ხო უთხრა რომ რასაც ეუბნებოდა უკვე მოსმენილი ქონდა და რაც ახლა უნდა გადახდეს მაგ ბუნკერში უკვე გამოსცადა. ლოგიკურად ყველაფერი გრძელდება

Posted by: tsimbireli 21 Dec 2017, 19:10
ყველაფერი მაგით დაიწყო , რაც ბოლოში მოხდა wink.gif

Posted by: Eeescadaaa 21 Dec 2017, 20:57

იეეეიი


http://www.slashfilm.com/dark-season-2/

Posted by: baggins 21 Dec 2017, 21:38
მეორედ გადავხედე და ჯერჯერობით ფრაგმენტულად მივყვები. რაც მნიშვნელოვანი მეჩვენება.

ნოე რომ ჰყვება მწუხარესახიან მბოდავ მეომარზე, ეგ ვინაა იონასია ვითომ? ანუ ნოე მომავლიდან არის?

Posted by: Crøs 23 Dec 2017, 22:53
ვინმეს გენეტიკური ხე არ მოგეპოვებათ ამათი? ვერ გავიგე ვისი ვისაშია. fingal.gif

Posted by: Eeescadaaa 23 Dec 2017, 23:07
QUOTE (cros @ 23 Dec 2017, 22:53 )
ვინმეს გენეტიკური ხე არ მოგეპოვებათ ამათი? ვერ გავიგე ვისი ვისაშია. fingal.gif


ის ადგილი არ ნახე ჯერ ყველას სურათი, რომ არის სხვადასხვა ასაკში? user.gif user.gif

Posted by: Crøs 24 Dec 2017, 01:09
Eeescadaaa
კი როგორ არა,მაგრამ ბებიები და ბაბუები არ ყოფილა ყველა. თან ძაან აბნევენ.
მოკლედ ვინც პირველად იწყებს ჯობია ყველა სახელი ჩაიწეროს ოჯახების მიხედვით biggrin.gif

Posted by: Metal_Head 24 Dec 2017, 01:27
სერიალის პირველი ნახევარი ისე რა , უფრო გაცნობითი ვარიანტი არაფერი გასაოცარი ან საინტერესო , ცოტა მოსაწყენიც
სერიალის მეორე ნახევი საკმაოდ დაძაბული და სიურპიზებით სავსე, რომელიც მოითხოვს პირველი ნახევრის კარგად გარკვევას,
მთლიანობაში 10 დან 7 -ს დავუწერდი ამ სეზონს, ზოგი მომენტი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო , მე , რომ რეჟისორი ვყოფილიყავი რათქმაუნდა.
იმ პოლიციელი გოგოს სახე არ დამავიწყდება , ულრიხი რო ნახე 1953 წლის გაზეთზე დატანებული როგორც ბავშვის მკვლელი , რამ არ გაიელვა მის თავში იმ წამს biggrin.gif
ჰეჰ მომავალიც ემატება კარგია, თუმცა ლოდინის სურვილი არ დამიტოვა.


down1.gif

Posted by: bruno 24 Dec 2017, 14:34
არაუშავდა რაააა
რაღაცა ეკლდა



----------

Posted by: Jorge Valdano 24 Dec 2017, 19:28
კარგი იყო ვისიამოვნე ყურებით
თუმცა მგონია მეორე სეზონს ესე ვეღარ გაქაჩავენ

მსახიოებები კარგად არიან შერჩეულნი


Posted by: baggins 24 Dec 2017, 21:24
ესეიგი ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა ულრიხის მამა და ჰელგეს შვილი (მგონი პიტერი ჰქვია) რას ჩალიჩობენ იმ ბუნკერში. რითი არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

Posted by: Joiner 24 Dec 2017, 21:53
cros
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Eeescadaaa 24 Dec 2017, 22:06
QUOTE (baggins @ 24 Dec 2017, 21:24 )
ესეიგი ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა ულრიხის მამა და ჰელგეს შვილი (მგონი პიტერი ჰქვია) რას ჩალიჩობენ იმ ბუნკერში. რითი არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.


დეტალები უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ


პიტერი შემთხვევით არ მოხვდა მანდ? spy.gif და მერე დაურეკე ულრიხის მამას შენი შვილი ვიპოვეო
თუმცა ულრიხის მამა და კლაუდია საყვარლები იყვნენ და შეიძლება რამე გაანდო კიდეც, ტრონტემ ისე "ნორმალურად" გადაიტანა ეგ ამბავი

(ეს მგონი არ აუხსნიათ მეტად)

Posted by: Crøs 25 Dec 2017, 01:15
Joiner
ვაჰ,დიდი მადლობა,დავაკოპირებ up.gif

Posted by: baggins 25 Dec 2017, 10:03
Eeescadaaa

არა, მანამდეც იყვნენ მაგ ბუნკერში. იონასი რომ 86-ში მიდიოდა მაგ მომენტში. შუქის თამაშის დროს იყო მათი კადრებიც.

ისე, პიტერმა როგორ იცნო ეგრევე მადსი და ულრიჰმა ვერა.


Posted by: Eeescadaaa 25 Dec 2017, 10:25
QUOTE (baggins @ 25 Dec 2017, 10:03 )
Eeescadaaa

არა, მანამდეც იყვნენ მაგ ბუნკერში. იონასი რომ 86-ში მიდიოდა მაგ მომენტში. შუქის თამაშის დროს იყო მათი კადრებიც.

ისე, პიტერმა როგორ იცნო ეგრევე მადსი და ულრიჰმა ვერა.


პირველი არ მახსოვს

და მეორე არ უცვნია, რაღაცაზე ეწერა სახელი და გვარი და გვამი რომ დატოვეს ის, რა თქმა უნდა, აიღეს და ნახევარი სახის გარეშე როგორ ეცნო

Posted by: baggins 25 Dec 2017, 10:36
Eeescadaaa

აა, ხო. :/

ისე, იონასის გარდა წარსულ-მომავლის შთამომავლები სხვებიც იქნებიან ალბათ. შეიძლება ულრიხის მოდგმა იყოს ასეთი, თუ დავუშვებთ, რომ ნოა მომავლიდან არის და ამავდროულად ის პასტორია, რომელსაც ულრიხის ბებია გამოექცა.

ნოა შეიძლება წასულიდანაც იყოს სადაც იონას სთრეინჯერმა იმოგზაურა და იქიდან ახსოვს იონასი. ამ შემთხვევაშიც ასაკით უწევს ტრონტეს მამობა.

Posted by: ვანო-გეჯაძე 25 Dec 2017, 14:50
რამდენი სეზონია სერიალის? ანუ არ მინდა ხოლმე რო ველოდო და დასრულებულია თუ არა

Posted by: Eeescadaaa 25 Dec 2017, 17:16
QUOTE (baggins @ 25 Dec 2017, 10:36 )
Eeescadaaa

აა, ხო. :/

ისე, იონასის გარდა წარსულ-მომავლის შთამომავლები სხვებიც იქნებიან ალბათ. შეიძლება ულრიხის მოდგმა იყოს ასეთი, თუ დავუშვებთ, რომ ნოა მომავლიდან არის და ამავდროულად ის პასტორია, რომელსაც ულრიხის ბებია გამოექცა.

ნოა შეიძლება წასულიდანაც იყოს სადაც იონას სთრეინჯერმა იმოგზაურა და იქიდან ახსოვს იონასი. ამ შემთხვევაშიც ასაკით უწევს ტრონტეს მამობა.


მე მაინც ბარტოშზე ჩამოვდივარ old.gif old.gif


ვანო-გეჯაძე

ჯერ ერთი სეზონი გამოვიდა

Posted by: ვანო-გეჯაძე 26 Dec 2017, 00:12
Eeescadaaa
მადლობაა უფ დაველოდები მაშინ და როცა დასრულდება მაშინ ვნახავ

Posted by: JORJ1 26 Dec 2017, 00:57
კარგი გადაღება და ხმებია up.gif მაგრამ სიუჟეტს რაღაც დააკლდა, ბევრად უკეთესი შეიძლებოდა, თითქოს ჩქარობდნენ და ისე გადაიღეს down1.gif

მომდევნო სეზონი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს წესით. მომავლის ამბები და რამერუმეები biggrin.gif

საერთო ჯამში კარგი სერიალია რა.. ჩემი შეფასება 8/10

Posted by: MAN-DARK 26 Dec 2017, 16:07
მივხვდი მომავლის იდეა რომ წამოვიდოდა ბოლოსკენ, გაიხსენეთ იონასის ფანარი, რომელიც აშკარად მომავლიდანაა.

Posted by: Vicellous Drum 26 Dec 2017, 16:43
დდშვცი, რა მოითმენს შემდეგ სეზონამდე mad.gif


* * *
იონასი (2019 წლის იონასი) აფეთქების შემდეგ მოხვდა 2019 + 33 ანუ 2052 წელში. საიდანაც იყო მისი მომავალი მე (იონასი 2052) დაბრუნებული 2019-ში. ისევ გაგრძელდა ციკლი, ანუ აფეთქებამ ვერაფერი შეცვალა. იონასი გაწევრიანდება იმ პოსტ-აპოკალიფსურ დაჯგუფებასთან, მოუშვებს წვერს და გახდება ისეთი, როგორიც ვიხილეთ სერიალში 2052-დან გადმოსული 2019-ში.

სავარაუდოდ მთელი მეორე სეზონი მიეძღვნება იმას, თუ როგორ ცდილობს 2019-დან 2052-ში გადასული იონასი უკან დაბრნებას და ყვეალფრის ისევ შეცვლას, ანუ რისი შედეგიც და რაც უკვე ვნახეთ ამ სეზონში.

ყველა წრეზე ტრიალებს და არაფერი იცვლება.
ერთადერთი ნოე არ ემორჩილება დროს.



Posted by: maverick16 26 Dec 2017, 21:32
up.gif დამევასა კაი ტვინის ჭყლეტვა იყო givi.gif

Posted by: baggins 26 Dec 2017, 21:57
QUOTE (Vicellous Drum @ 26 Dec 2017, 16:43 )
იონასი (2019 წლის იონასი) აფეთქების შემდეგ მოხვდა 2019 + 33 ანუ 2052 წელში. საიდანაც იყო მისი მომავალი მე (იონასი 2052) დაბრუნებული 2019-ში. ისევ გაგრძელდა ციკლი, ანუ აფეთქებამ ვერაფერი შეცვალა. იონასი გაწევრიანდება იმ პოსტ-აპოკალიფსურ დაჯგუფებასთან, მოუშვებს წვერს და გახდება ისეთი, როგორიც ვიხილეთ სერიალში 2052-დან გადმოსული 2019-ში.

თუ 17 წლის იონასი 2052-ში მოხვდა. სთრეინჯერის ასაკში იქნება 2085-ში ხო?

ანუ დიდი იონასი 2052-დან კი არა, 2085-დან არის ჩამოსული ასე გამოდის.




Posted by: Harrison Stafford 28 Dec 2017, 00:13
ვიწერ 1080ში


ხვალ ჩავუჯდები

Posted by: *Artless* 30 Dec 2017, 13:33
საინტერესო და რთული საყურებელია. დიიიდ დაკვირვებასა და სრულ ჩართულობას მოითხოვს.
წუხელ დავიწყე, დღეს დავამთავრე და დღესვე ვაპირებ მეორედ დაწყებას. ამჯერად სხვა თვალით შევხედავ მოვლენებს, უკეთესად გავაანალიზებ და ჩავწვდები.

QUOTE (TramwayMan @ 6 Dec 2017, 22:26 )
გერმანულად ვუყურებ ძააან დონეა :*

საად? შეგიძლია, დამილინკო ან საიტის სახელი მითხრა?
თუ არ შეწუხდები. ^^
* * *
QUOTE (Eeescadaaa @ 25 Dec 2017, 10:25 )
QUOTE (baggins @ 25 Dec 2017, 10:03 )

ისე, პიტერმა როგორ იცნო ეგრევე მადსი და ულრიჰმა ვერა.


და მეორე არ უცვნია, რაღაცაზე ეწერა სახელი და გვარი და გვამი რომ დატოვეს ის, რა თქმა უნდა, აიღეს და ნახევარი სახის გარეშე როგორ ეცნო

მეც გამიჩნდა baggins-ისნაირი შეკითხვა.
წლები კი გავიდა, მაგრამ დავიჯერო, ტანსაცმელი მაინც აღარ ახსოვდა?

***
საუნდტრეკები ძაან დონეა. love.gif
დავერიე იუთუბზე.

Posted by: ჩარლი 1 Jan 2018, 20:05
QUOTE
მომავალში ან წარსულში რო გადადიან, ერთიდაიგივე მომენტში ხვდებიან სულ თუ?????



არა პარალელურად მიდის, ზუსტად 33 წლის წინ ან შემდეგ ხვდები იგივე რიცხვში რაც შენ აწმყოში იყო...

მიქელი 4 ნომბერს დაიკარგა და იქაც 4 ნოემბერს მოხვდა... მოხუცი ჰელგე და ულრიხი 12 ნოემბერს გადავიდნენ ერთი 86-ში მეორე 53-ში და იგივე დღეებში ანუ 12 ნეომბრებში...

კლაუდია როგორ გამიხარდა რომ ცოცხალი აღმოჩნდა...

ჰანა აწამეთ ვიღაცამ და მოკალით, პატარაც და დიდიც mad.gif


შენდეგი სეზონის თიზერი ნახეთ? 53 ხდება 54, 86 უკვე 87 და 2019 ხდება 2020... ანუ ნაომბერი იყო და სავარაუდოდ გავა თვეები და შემდეგი წლები დადგება...



ძუკნა ჰანა ვის უმიზნებდა იარაღს ნეტა...

თინეიჯერი ქათაღინა რომ აბულინგებდა მიქელს ძაან გამეცინა მაგაზე :დდდ

ალექსანდერი მაინტერესებს კიდე... სხვათაშორის ცოლის და სიდედრის გვარზეა გადასული, თიდერმანია ეგაც....

ფღანცისკა მეგონა უფრო წინ წამოიწეოდა როგორც პერსონაჟი, მაგრამ ნახევარი სეზონი არ ჩანდა...


პუდელი გრეთშენი რომ გამოხტებოდა სადმე ვიცოდი და ველოდებოდი რომელ დროში :დდ

თღონთეს მამა ნოა მგონია და თვითონ ნოა კიდე ბართოში lol.gif

საერთოდ გაურკვეველია მიქელმა/მაიქლმა რატომ მოიკლა თავი რა მიზეზი ჰქონდა და იმედია გაეცემა პასუხი, ასევე რა მოხდა მადსის გაუჩინარებისას, მანდ ხო ქათაღინამ რეგინა დააბა ხეზე და ბოლომ მაგან ნახა მადსი ისედაც და იმედია გვაჩვენებენ... კიდევ მაინტერესებს მიქელის დაკარგვის ფლეშბექი, თუ გაიტაცეს 86-ის დროინდელ სარდაფში რატომ არ მოხვდა პირდაპირ, ანუ გამოიქცა წესით გატაცების პროცესში და ბუნდოვანია ეგაც...

lol.gif
user posted image

Posted by: გიორგი XII 2 Jan 2018, 20:19
ღირს დაწყება???????????????????????

მირჩიეთ!

Posted by: Andy Warhol 2 Jan 2018, 20:26
გიორგი XII
აუცილებლად ! ნეტა არ მქონდეს ნანახი კიდევ ერთხელ ჩავუჯდებოდი.

Posted by: baggins 3 Jan 2018, 09:52
QUOTE (Andy Warhol @ 2 Jan 2018, 20:26 )
გიორგი XII
აუცილებლად ! ნეტა არ მქონდეს ნანახი კიდევ ერთხელ ჩავუჯდებოდი.

არ თქვა, რომ 1 ნახვა გეყო eek.gif eek.gif

QUOTE
საერთოდ გაურკვეველია მიქელმა/მაიქლმა რატომ მოიკლა თავი რა მიზეზი ჰქონდა და იმედია გაეცემა პასუხი,


1 მინიშნება რაც გვაქვს, ისაა, რომ იონასის გადასარჩენად ქნა ეგ. მიქაელი რომ არ მომკვდარიყო, იონასი ვერ გადარჩებოდა. (იონასების საუბარი გაიხსენეთ მიქაელის საფლავთან).

იონასმა რომ იარსებოს, მიკელი უნდა გადავიდეს 86-ში. 1 ვერსია ის არის, რომ ივნისში თვითმკვლელობით უზრუნველყო ნოემბერში მიკელის გაქრობა. მაგრამ როგორ?
წესით მიკელის დროში გადასვლას უნდა დაელაგებინა ყველაფერი და თავს რაღატომ იკლავდა?

მიკელის გაუჩინარების დროს იონასს მამამისი მოეჩვენა ხო?

Posted by: _Lali_ 3 Jan 2018, 22:07
ეს დროში მოგზაურობები ყოველთვის ტვინის ჭყლეტაა, მაგრამ ამ სერიალში პიკს აღწევს smile.gif ძალიან საინტერესოა

Posted by: baggins 5 Jan 2018, 23:14
ვინმე მოდით, მელაპარაკეთ რა biggrin.gif

როგორ გადაარჩინა იონასი მამამისმა თვითმკვლელობით?

Posted by: ჩარლი 5 Jan 2018, 23:19
baggins

QUOTE
როგორ გადაარჩინა იონასი მამამისმა თვითმკვლელობით?


და ვინ თქვა რომ გადაარჩინა... უცნობია მაიკლის მოტივი რატომ მოიკლა თავი...

ჰანასთან ლაპარაკში ისე ახსენა იონასმა რომ თითქოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...


Posted by: baggins 5 Jan 2018, 23:29
ჩარლი

იონასის ორივე ვერსია რომ ლაპარაკობს მაიკლის საფლავთან. როცა პირველად ხვდებიან ერთმანეთს. იქ დიდი ეუბნება პატარას მამაშენმა ადრე გადამარჩინაო. ამას ვერ ვხვდებოდი და ახლა ვხვდებიო. სხვაზე რაზე უნდა მიენიშნებინა?

Posted by: Attila 6 Jan 2018, 17:46
ძმამ გააღო თუ არა კარი დაიწყო კიდეც დიდი ###ობები ფილმში, დასანანია არადა რა საინტერესოდ მიდიოდა ყველაფერი და ასე იდიოტურად გაგრძელდა. ვისთვისაა ეს ფილმი ჩახლართული, ვინ უყურა ორჯერ ??კარგით რა lol.gif

Posted by: Harrison Stafford 8 Jan 2018, 01:14
ოხოხოხო I სერია ვნახე და იმენა მოიტანა ეგრევე
მაგარი ატმოსფეროა

რა ცივი სახეებიაქვთ ამჩემის ფრიცებს



1 პატარა სოფელია და თბილისს ჯობია ყველაფრით drug.gif

Posted by: Snow93 8 Jan 2018, 13:18
QUOTE (Harrison Stafford @ 8 Jan 2018, 01:14 )

1 პატარა სოფელია და თბილისს ჯობია ყველაფრით drug.gif

გერმანიაში რაც მინახავს ყველა პატარა ქალაქი მასეა

ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ დიდ ქალაქებში მიდიან სამუშაოდ და როგორც წესი ბავშვები და მშობლები ცხოვრობენ მასეთ პატარა ქალაქებში

Posted by: FalleNnN 8 Jan 2018, 13:44
აღწერით ისეთი ჩანს, მე რომ მიყვარს ხოლმე boli.gif

Posted by: Carver 8 Jan 2018, 19:56
ინგლისურად სად უყურებთ?

აჭარაზე ინგლიშ ეწერა და მგონი დოიჩლანდურს უბერავდნენ, არც აიმუვისზეა.. რუსულად კი მხოლოდ გახმოვანება ისმის, ხოლო ფონური ხმა mute-ზეა დაყენებული ..

Posted by: Harrison Stafford 8 Jan 2018, 20:19
Snow93
იმენა ვეჩნად მშურს ხოლმე მსგავს სოფლებს ან პატარა ქალაქებს რო ვნახულობ ფილმ/სერიალებში


გუშინ 4 სერია ვნახე იმენა ზე რამეა რა ბევრი პარალელი გავაძრე სტეინს გეითთან/პროექტ ალმანაკთან/ კიდე რამოდენიმე ფილმ/სერიალთან

ძალიან ჩამთრევია დღეს მოვრჩები

პროსტა ჩემი სუსტი წერტილია პერსონაჟების სახელების დამახსოვრებაა facepalm.gif
მითუმეტეს აქ

Carver
ტორენტი გადმოწერე ნიუსტუდიოს გახმოვანებით
რუსულზე ფონად მაინც ისმის ფრიცული
+ ორიგინალიც მოყვება



Posted by: Carver 8 Jan 2018, 21:02
Harrison Stafford
QUOTE
ტორენტი გადმოწერე ნიუსტუდიოს გახმოვანებით

ტორენტებში ვერ ვერკვევი ბავშვობიდან..


ვინმე ონლაინში თუ უყურებთ ინგლისურად, ლინკზე მადლობელი ვიქნები ))

Posted by: Andy Warhol 9 Jan 2018, 02:00
ნიუსტუდიოს 1080p გადმოწერეთ ყველაზე კარგი გახმოცანება მაგათ აქვთ. პახოდუ სუბებიც ჩართეთ. გერმანული ტექსტი თუ არის თარგმნის.

სახლში სხვათაშორის ვერავის დავაინტერესე. არიქა USB ტელედან ჩავრთავ კარგი ხარისხით აპაააა....

Posted by: Harrison Stafford 9 Jan 2018, 05:00
საწყალი იუნესი

ნოა და ბარტოში იასნია რო 1 ადამიანია

უეჭველია რო პირიქით ეგაა დარკ საიდის "მოციქული" და არა კლაუდია ტიდემანი


ეს ჰანა რა ნაბოზარი რამე იყო, არის და დარჩა

ალექსანდერია კიდე საინტერესო საიდან გაიჩითა დაჭრილი ??

QUOTE
პ.ს ისე ახლა დავაკვირდი, მომავალში ან წარსულში რო გადადიან, ერთიდაიგივე მომენტში ხვდებიან სულ თუ????? რაღაც აღარ მახსოვს კარგად smile.gif

წვიმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კი biggrin.gif
დალშე არა დღეს რო კითხულობდნენ ხან 12 იყო ხან 5 .. მოკლედ არა biggrin.gif აწმყოდან რა დღესაც გადადიან მაგ დღეში ხვდებიან

ეს ვერ გავიგე კიდე ანუ 2 გზა ხო იყო იმ rabbit hole-ში ერთი წარსულში მიდიოდა, მეორე მომავალში >??
იუნესი(მიკელიც) თავიდან 86ში ხო მოხვდა ?! რომელ კარში შევიდა ეგ აღარ მახსოვს (მარჯვნივ თუ მარცხნივ??!)
და ულრიხი 53ში მოხვდა ეს ინჩა ?? პახოდუ 66ით უკან როგორ გადავიდა თუ არ ვცდები სახელურიც სხვადასხვანაირად მოატრიალეს


ანუ მხოლოდ 33 წლის ინტერვალით შეუძლიათ გადაადგილება დროში წინ და უკან 66, 99 ა.შ. ?!




ძაან გიჟი რამეა როგორ მევასება ეს თაიმ თრეველინგ პონტები თან თუ კარგად არის აწყობილი ყველაფერი
პრედესთინეიშენის გავლენა იგრძნობა biggrin.gif იქაც დებილივით ვიჯექი 2 საათი რო დამეკავშირებინა რა და როგორ
ეხლაც ვზივარ და ვალაგებს სურათებს თავში ვინ სად/როდის და როგორ იყო

პერსონაჟები
საუნდები
ატმოსფერო
ქალაქი
სცენარი
იმენა ყველაფერი აქვს სერიალს


დანარჩენს აფექტიდან რო გამოვალ მერე დავწერ

ვახ რა მოითმენს შემდეგ სეზონამდე
ხო არაფერი დაწერილა როდისთვის აპირებენ ?

Posted by: *Artless* 9 Jan 2018, 14:06
QUOTE
იუნესი

იონასი. wink.gif Jonas.
ინგლისური "ჯონასი". ^^

აჭარაზე შევამოწმებ მერე. ინგლისურის ნაცვლად გერმანულად თუა.
თუ არადა, ვერც ეგ შემიშლის ხელს. ტორენტი და მისი ჯანი. ქმარი დამეხმარება.
* * *
აჭარაზე გერმანულად ყოფილა. იუჰუუ. ^_^
თან რა კარგი გამოთქმებით (ულრიხის ბურდღუნს თუ არ ჩავთვლით).

Posted by: Harrison Stafford 9 Jan 2018, 17:46
QUOTE
იონასი

რუსები იუნესს ეძახდნენ mad.gif


Posted by: *Artless* 9 Jan 2018, 18:09
Harrison Stafford
არ მიკვირს. გამხმოვანებლები არცთუ ისე იშვიათად ამახინჯებენ სახელებს.

Posted by: Carver 9 Jan 2018, 20:28
სთრეინგერის კოპირება მეგონა და ბევრად საინტერესო შოუ ყოფილა ვიდრე სთრეინგერ თჰინგს..
6 -ვე ეპიზოდი კაია... ერთდერთი სპექტაკლის სცენები იყო ყალბი პათოსური სისულელე.. თინეიჯერები პირიდან ყალბად ჟღერდა...

Posted by: ჩარლი 9 Jan 2018, 22:48
Harrison Stafford

მიკელი როგორ გავიდა გვირაბში არ გვინახავს, სავარაუდოდ ვინც მოიტაცა 86-სკენ წაიყვანა საექსპერიმენტოდ...

ორი მიმართულება ხოა კარს რო გააღებ და ერთი 86-ში მიდის, მეორე 53-ში...


QUOTE
ანუ მხოლოდ 33 წლის ინტერვალით შეუძლიათ გადაადგილება დროში წინ და უკან 66, 99 ა.შ. ?!


კი ანუ 33 წელში ერთხელ სამყაროში ყველაფერი იგივენაირად დგება..

შემდეგ სეზონში უკვე 2020, 1987 და 1954-ში იქნება მოქმედება...

ისე კლაუდიას ბოლოს თუ დააკვირდით მომავლის ავტომატი ეჭირა...

პატარა ჰელგე მაინტერესებს როგორ დაბრუნდება 53-ში

Posted by: Harrison Stafford 9 Jan 2018, 22:59
ჩარლი
მიკელზე 86ში რო მოხვდა ეგ ვიგულისხმე

QUOTE
ორი მიმართულება ხოა კარს რო გააღებ და ერთი 86-ში მიდის, მეორე 53-ში...

ანუ 2ივე წარსულში მიდის
მე მეგონა ერთი წარსულის იყო და მეორე მომავლის

თუ არ ვცდები კიდე სახელურიც სხვადასხვა მიმართულებით დაატრიალეს იონასმა და ულრიხმა


როდის გამოდის ისე II სეზონი ხო არაფერი იცით

მანამდე კიდე ჩავუჯდები

Posted by: Carver 10 Jan 2018, 05:21
მოკლედ ახლა რომელ წელში ვართ, ეგეც ამერია...



პს, კარგია, წამით არ მოგაწყენს.. საუნდი და გადაღება სუპერ..

Posted by: baggins 10 Jan 2018, 09:45
QUOTE (Harrison Stafford @ 9 Jan 2018, 22:59 )
მე მეგონა ერთი წარსულის იყო და მეორე მომავლის


მომავალში მხოლოდ 1 გადასვლა ვიხილეთ პირველ სეზონში და ეს მაგ გამოქვაბულში არ მომხდარა. ბუნკერში იყო.

Posted by: Carver 10 Jan 2018, 20:21
საბოლოოდ ის გამოდის რაც ბევრჯერ მოგვისმენია დროის თემატიკაზე..
ანუ წარსულში ჩარევითაც არაფერი იცვლება, პირიქით ეს ჩარევა უნდა მომხდარიყო, რომ მიგვეღო არსებული აწმყო და მომავალი.. ყველაფერი წრეზე ბრუნავს..

უილრიხის - ყველაფერზე წამსვლელი მამის თამაში მომეწონა.. დრამა შემატა შოუს..
შარლოტა დოპლერიც..

იონასი ცხვარია, ესეთი დაბრიაკები ტიპები თუ არსებობენ არ მჯერა.. მომავლის იონასზე ვერაფერს ვიტყვი საინტერეოსა რას წარმოადგენს..
ნოას მოტივებიც საინტერესოა...
მიკელის სუიციდის მიზეზი ან არ ჩანს, ან მე გამომრჩა რამე..
ან ალექსანდერ ტიდემანი ვინაა გარდა იმისა, რომ სხვა დროიდანაა..

მომავლიდან გადმოსული 200 წლის მოხუცი კლაუდია საქმიანი იერით და იარაღით ხელში facepalm.gif

სეთინგი კი მოუხდა შოუს, მაგრამ ძალიან მკვდარი ქალაქია, პატარა უსახური, ცივილიზაციას მოწყვეტილი.. ასეთი ქალაქების მაცხოვრებლები სულ სიბრალულის გრძნობას მიჩენენ, ცხოვრებას ვერ ნახულობენ.. იბადებიან და კვდებიან ..

Posted by: chuvak_lexo 18 Jan 2018, 11:05
ლუპერის მერე მარტო ეს მომწონს დროში მოგზაურობაზე,


მესამე სერიაზე ვარ და საუნდტრეკები და გარემო/ფერები მკეცავს love.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 11:15
Carver
კლაუდია მომავლიდან გადმოვიდა?
როცა ჩნდება მაგ დროს მაგ ასაკის უნდა ყოფილიყო, დროში რომ არ ემოგზაურა

QUOTE
მიკელის

sad.gif ყველაზე დიდი სევდის მატარებელი პერსონაჟია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


chuvak_lexo
მალე იმედები გაგიცრუვდება
მაგრამ არა ამაში
QUOTE
საუნდტრეკები და გარემო/ფერები მკეცავს

Posted by: Carver 19 Jan 2018, 22:24
HurricaneKat.
QUOTE
კლაუდია მომავლიდან გადმოვიდა?

უკვე აღარ მახსოვს დეტალები, მაგრამ აპოკალიფტური მომავლიდან გადმოსულის ვიზუალზეა

user posted image

QUOTE
თავს იმიტომ იკლავს რომ 'ჯაჭვი' თავიდან დაწყებულიყო

მაინც ვერ ვხდები, მოვლენების დასაწყებად მისი სიკვდილით რატომ იყო მნიშვნელოვანი ..
იმიტომ რომ პატარა მიკელი უნდა გამქრალიყო( წარსულში გადასულიყო)?
რომ არ მოეკლა თავი რა შეიცვლებოდა, მემგონი არც არაფერი..

Posted by: HurricaneKat. 24 Jan 2018, 11:04
Carver
მიკელს თავი რომ არ მოეკლა იონასი ხეტიალს არ დაიწყებდა და იმ გამოქვაბულსაც ვერ იპოვნიდა
არ წავიდოდა ღამე და პატარა მიკელი არგადავიდოდა წარსულში
ალბათ ამიტომ : )

Posted by: sandrobandro 26 Jan 2018, 13:47
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ისე ბოლო ბოლო ამ მამაოს რა უნდა? არ ეგუება ამ ყველაფერს? თუ რა მოტხოვნა ავქს, ეს ბართოში რო შეიძლება იყოს მომავალში აგსაგებია, მარა რა უნდა?

Posted by: Magicman 29 Jan 2018, 01:33
მოკლედ დღეს დავასრულე

კარგი იყო , მომეწონა... უბრალოდ რაღაც აკლდა რა თითქოს yes.gif



bis.gif

Posted by: *Artless* 29 Jan 2018, 11:20
QUOTE
რაღაც აკლდა რა თითქოს

კიდევ რამდენიმემ აღნიშნა ეს და ვაღიარებ, მეც ვიგრძენი.
შეიძლება ბევრი გაურკვევლობის ბრალია. იმედია, მეორე სეზონში მაინც გაგვიშლიან კარტებს ბოლომდე თუ არა, საკმარისად.

მაინც კარგი იყო. თავისი მუსიკიანად. <3

Posted by: Hermyon 31 Jan 2018, 06:14
QUOTE
ს დროში მოგზაურობები ყოველთვის ტვინის ჭყლეტაა, მაგრამ ამ სერიალში პიკს აღწევს

არაფერიც ამ სერიალში და ზოგადად ნეტქფლიქსის სრიალებში აღებულია იდეები კინოებიდან და გაბევრებვულია
ამ სერიალის აზრს მარტივად ჩაწვდებით თუ უყურებთ ფილმ წინათგრნობას
აქ რომ ტიპი მამიამისს ზასავს და ბაბუამისი დედამის ტყნავს იქ ვაბშე ტიპი თვითონ არის დედაც მამაც და შვილიც და ასე წრეზეbiggrin.gif
დროში მოგზაურობაზე ფილმები ასეა სულ ვერაფერს ვერ შეცვლი იმასაც ვერ იტყვი მომავლიდან დაიწყო თუ წარსულიდან
ამიტომ ვფიქრობ რომ დროში მოგზაურობა და დროის მანქანის გამოგონება არის შეუძლებელი და აზრიც არ აქვს რატომ იცით?
იმიტომ რომ დრო რომ ჩვენთან აუცილებლად მოვიდოდა ვინმე მომავლიდან ან წარსულიდან და დროის მანქანის აწყობას გვასწავლიდა smile.gif


ამ სერიალში რა თქმა უნდა ყველაფერი დატრიალდება წრეზე ოღონდ ეს წრე იქნება იმდენად გრძელი სულ იმედი გვექნება რომ სადღაც რაღაც შეიცვლება
სანამ არ მივალთ იქამდე საიდანაც დაიწყო სერიალი და მერე ვიტყვით ჰოო გენიალური სერიალიაოbiggrin.gif

ამ ფილმებს უყურეთ
http://net.adjara.com/Movie/main?id=8988
http://net.adjara.com/Movie/main?id=9074

QUOTE
რაღაც აკლდა რა თითქოს

აკლია ის რასაც ამერიკულ ფილმებში და სერიალებში მიჩვეული ვართ 1 გამორჩეული გმირი - აქ ძალიან ბევრი გმირია
არც final boss ჩანს

Posted by: HurricaneKat. 31 Jan 2018, 09:02
sandrobandro
QUOTE
და კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს, მაგ. 1986-ში რო გადავიდა იონასი, და სიტყვაზე დედამისი ან მამისი (მიკელი) მოეკლა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა 2019-ში? თუ თვითონაც მოკვდებოდა იქვე?

სერიალის მიხედვით თვითონაც მოკვდებოდა და შეიძლება ყველაფერი განადგურებულიყო (ჩემი ლოგიკის გაგრძელებით)
და ზოგადად ეგ შეუძლებელია, ანუგმირებს თავისუფალი მოქმედების საშუალება არ აქვთ (ესეც ჩემი თეორიით) როგორც რეალურ ცხოვრებაში
გარემოებები აიძულებენ გადაწყვეტილებების მიღებას, და მათ გონიათ რომ სინამდვილეში დამოუკიდებლად აკეთებენ რასაცაკეთებენ


QUOTE
აქ რომ ტიპი მამიამისს ზასავს და ბაბუამისი დედამის ტყნავს

აი ასეთი კდჯჰფკას რაღაცები რომ მოაფიქრდა რეჟისორის, მაგისთვის დაეწერა დიდი მინუსი სერიალს ჩემგან


QUOTE
იქ ვაბშე ტიპი თვითონ არის დედაც მამაც და შვილიც და ასე წრეზეbiggrin.gif

მაგ ფილმის შემდეგ ითან ჰოუქს კაცად ვეღარ აღვიქვამ gigi.gif

Posted by: *Artless* 31 Jan 2018, 09:32
Hermyon
QUOTE
ჩვენთან აუცილებლად მოვიდოდა ვინმე მომავლიდან ან წარსულიდან და დროის მანქანის აწყობას გვასწავლიდა


რატომ გგონია, რომ არ მოსულან?
და რატომ ფიქრობ, რომ ჩვენთვის დროის მანქანის აწყობის სწავლების სურვილი გაუჩნდებოდათ?

ნასას ვიდეო არსებობს. სადაც ჩვენს მეცნიერებს დაჭერილი ჰყავთ უცხოპლანეტური გარეგნობის არსება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავლის ადამიანია. დედამიწელების შთამომავალი.
ოღონდ იმ დროისთვის თურმე დედამიწა უკვე განადგურებულია და სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ. ის თქვენ გაანადგურეთო. (ეჭვიც არ მეპარება, რომ ოდესმე მართლა ამ ბედს ვწევთ ჩვენს საცოდავ დედამიწას).

ვიდეოს 100%-იან ნამდვილობაზე, რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც.

Posted by: თორნიკეე 31 Jan 2018, 10:50
*Artless*
QUOTE
ნასას ვიდეო არსებობს. სადაც ჩვენს მეცნიერებს დაჭერილი ჰყავთ უცხოპლანეტური გარეგნობის არსება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავლის ადამიანია. დედამიწელების შთამომავალი.
ოღონდ იმ დროისთვის თურმე დედამიწა უკვე განადგურებულია და სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ. ის თქვენ გაანადგურეთო. (ეჭვიც არ მეპარება, რომ ოდესმე მართლა ამ ბედს ვწევთ ჩვენს საცოდავ დედამიწას).

ნასას ვიდეო მასე ვერ გაბაზდებოდა, ბოლო-ბოლო იუთუბს გათიშავდნენ ნახევარი საათით და გააქრობდნენ...
ანუ ვიდეო ნამდვილი არაა...

პ.ს სერიალს რაც შეეხება...
მეორე სეზონი ისე რა იქნება... მესამე სეზონს ზერელედღა თუ უყურებს ვინმე და მერე დაიხურებიან...

ზოგადად, დროში მოგზაურობის თემა ყოველთვის საინტერესო და აქტუალურია, მაგრამ ყველა ფილმი თუ სერიალი ერთნაირად ვითარდება.. ერთნაირი თეორიებით...
მოკლედ ვიღაცის მიერ დახატულ ჩარჩოებს ვერ გასცდნენ...



down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: *Artless* 31 Jan 2018, 13:45
თორნიკეე
QUOTE
ნასას ვიდეო მასე ვერ გაბაზდებოდა, ბოლო-ბოლო იუთუბს გათიშავდნენ ნახევარი საათით და გააქრობდნენ...
ანუ ვიდეო ნამდვილი არაა...


ეგ ვიდეოც აღარ იარსებებს უკვე.

მაგრამ პოვნამდე ცოტა ხომ უნდა გაიქაჩოს ყურებადობითა და კომენტარებით. მათაც რომ მიაგნონ და წააშლევინონ ადმინისტრაციას.

მათი ყოფილი "მოღალატე" მეცნიერები მეცოდება. იციან, სიკვდილს რომ აწერენ ხელს, მაგრამ მანამდე ხალხისთვის სიმართლის გამხელას ცდილობენ.

Posted by: Joiner 31 Jan 2018, 13:54
ვისაც დროში მოგზაურობა გაინტერესებთ და ანიმესთან მწყრალად არ ხართ, გირჩევთ
https://myanimelist.net/anime/9253/Steins_Gate

Posted by: თორნიკეე 31 Jan 2018, 15:43
*Artless*
QUOTE
ეგ ვიდეოც აღარ იარსებებს უკვე.

ფბ იყო აჭრელებული მაგ ვიდეოთი...

ვიდეოში ნალაპარაკები რაღაცეები ძაან ჯდება ლოგიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეო რეალურია...

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2018, 16:47
QUOTE
პს, კარგია, წამით არ მოგაწყენს.. საუნდი და გადაღება სუპერ..

ვააა ძლიან კარგი ვუპირებ ყურებას ამ სერიალს..

Posted by: *Artless* 31 Jan 2018, 16:57
თორნიკეე
QUOTE
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეო რეალურია...


რა თქმა უნდა.

Posted by: Hermyon 31 Jan 2018, 17:54
QUOTE
და კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს, მაგ. 1986-ში რო გადავიდა იონასი, და სიტყვაზე დედამისი ან მამისი (მიკელი) მოეკლა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა 2019-ში? თუ თვითონაც მოკვდებოდა იქვე?

გაქრებოდა *Artless*
*Artless*
QUOTE
და რატომ ფიქრობ, რომ ჩვენთვის დროის მანქანის აწყობის სწავლების სურვილი გაუჩნდებოდათ?

დროში მოგზაურობა თუა რსებობს მაშინ ყველა დრო აწმყო წარსული და მომავალი ერთდროულად ხდება
შესაბამისად თუ დროში მოვგზაურობა არ განხორციელებულა ნიშნავს რომ დროის მანქანის შქმნა შეუძლებელია smile.gif
QUOTE
სადაც ჩვენს მეცნიერებს დაჭერილი ჰყავთ უცხოპლანეტური გარეგნობის არსება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავლის ადამიანია.

რაღა შოს გარბიხარ აგერ ქართველსაც უმოგზაურია დროშიbiggrin.gif




ტყუილია დროში მოგზაურობა და და უცხოპლანეტტელების არსებობა

თორნიკეე
QUOTE
ვიდეოში ნალაპარაკები რაღაცეები ძაან ჯდება ლოგიკაში,

ადამიანების ლოგიკაში რომლებიც ფილმების და ზღაპრების გავლენით ჩამოყალიბდა?

Posted by: Magicman 31 Jan 2018, 20:12
მეც მჯერა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია old.gif

Steins:Gate ჩაუჯექით მართლა, დროში მოგზაურობის თემატიკაზე ერთ-ერთი საუკეთესოა

Posted by: თორნიკეე 31 Jan 2018, 20:44
Hermyon
QUOTE
ადამიანების ლოგიკაში რომლებიც ფილმების და ზღაპრების გავლენით ჩამოყალიბდა?

ჰო... თუმდაც...


Posted by: Salome ♥ 9 Feb 2018, 00:50
გამარჯობა smile.gif
მიხარია ფორუმზე ამ სერიალის აქტიური თემა რომ აღმოვაჩინე.
დაახლოებით 1 თვის წინ ვნახე და ბოლო პერიოდია ასე სერიალი ჯერ არ მომწონებია.
თავიდან შინაარსი ცოტა რთული გასაგები იყო, მითუმეტეს ჩემთვის, იმიტომ, რომ რამეს ძირითადად მაშინ ვრთავ, როცა კომპიუტერში ვმუშაობ ან სასწავლო მასალას ვაკონსპექტებ. biggrin.gif ფაქტობრივად რადიოსავით მაქვს მოსმენილი ყველაფერი, რაც კი ნანახი მაქვს. ჰოდა, ამ სერიალმა კი ცოტა გამაწამა, ყოველ 5 წუთში უკან მიწევდა გადაახვევა. აქ ვიღაცამ დაწერა, გმირების სახელები უნდა ამოწერო თორე ვერაფერს გაიგებო და მე მართლა ეგრე ვქენი. biggrin.gif პარალელურად IMBD-ის პერსონაჟების სია მქონდა გახსნილი. gigi.gif gigi.gif
მგონი საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არაა, ძირითადად "უცნაური ამბები" უფრო იციან. აქაც მაგიტომ მომინდა დაპოსტვა რომ ჩემს ირგვლივ არავინ ინტერესდება ასეთი ჟანრის სერიალებით და მეც არ ვიცი ვის გავუზიარო სათქმელით. sad.gif ვიღაცასთან ერთად რომ განიხილავ თითოეულ ფაქტს და ელოდები სერიის გამოსვლას მაინც სხვა მუღამი აქვს. user.gif
იმედია მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ უფრო გააქტიურდება აქაურობა. love.gif

Posted by: FeelsBadMan 13 Feb 2018, 02:13
ფიქს

დღეს მოვრჩი ყურებას
რამდენი კითხვა გამიჩნდა კიდე
როდის გამოვა მეორე სეოზნი

ნოაჰ იმ იოანესის ძმაკაცს რო ელაპარაკება თვითონაა ანუ ხო?
ეგ პერსონაჟი ვერ გავშიფრე
რა უნდა ვაბშე
დავიჯერო ბანალური "ადამიანების განადგურება და მსოფლიოში ბატონობა"?


Posted by: ilikeit 18 Feb 2018, 22:13
მეორე სეზონზე რაა ცნობილი?
ბაი ზი ვეი
ერთ-ერთი საუკეთესო რაღაცაა რაც მინახავს სერიალებში
3-ში თუ არა ტოპ 5-ში შევიყვანდი :დ

Posted by: GEORGEXIII 23 Feb 2018, 22:12
მალე მოვრჩები პირველ სეზონს მარა ჰა და ჰა...

ვნახოთ აბა ბოლომდე რა იქნება...

Posted by: Z.e.f.i.r 26 Feb 2018, 17:15
მეორე სეზონი როდის გამოდის ????????????????????????????????????????/

Posted by: Crøs 27 Feb 2018, 20:18
QUOTE
მეც მჯერა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია



Posted by: GigiTsereteli 28 Feb 2018, 01:30
მეორე სეზონს რაც შეეხება

გადავქექე ინტერნეტი და წერენ რომ 2019-ში გამოვაო, ზუსტი თვე და რიცხვი დამტკიცებული არ აქვთ.

Posted by: გიორგი XII 7 Mar 2018, 12:56
ერთი ამოსუნთქვით ვუყურე,

შესანიშნავი სიუჟეტი, ატმოსფერო , მსახიობები.


10/10

Posted by: Joiner 22 Apr 2018, 19:24
user posted image


user posted image

Posted by: Caravan 25 Oct 2018, 14:57
შოკირებული ვარ love.gif
როდის გამოდის ახალი სეზონი, იცის ვინმემ?

Posted by: Niandra 25 Oct 2018, 16:24
Caravan
QUOTE
როდის გამოდის ახალი სეზონი, იცის ვინმემ?

გადაღებები დეკემბრამდე გაგრძელდებაო და 2019 წლამდე არ უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ.

მანამდე rewatch-ს ვიზამ, მომენატრა. user.gif
თან ბევრი დეტალი საერთოდ ამოვარდნილი მაქვს თავიდან, იმდენად კომპლექსურად ჩახლართული სიუჟეტი აქვს.

Posted by: Caravan 25 Oct 2018, 16:41
Niandra
კი, თან თავიდან პერსონაჟების სახელების ამოწერაც კი დამჭირდა, რომ გამეგო ვინ ვინაა, სად და რატომ biggrin.gif
პლუს ძალიან მაგარი შემოქმედებითი ჯგუფია, კადრები, მუსიკა, მსახიობები <3
ვინაობით ერთი პერსონაჟები იმდენად გვანან ერთმანეთს, რომ მგონია ნათესავები არიანsmile.gif))

Posted by: მორფეუსი 1 Nov 2018, 18:20
ძალიან კარგია ყოჩაღ ))
უბრალოდ რაღაც მაკლდა სულ და ვერ ვხვდები რა.
ბევრი რამე დავალაგე და ბევრზეც თეორიები მაქვს, მაგრამ მირჩევნია მეორე სეზონს დაველოდო ვიდრე ტვინი გავიხვრიტო ამდენი ფიქრით, რადგან ნანახი მაინც სხვა იქნება.
სახელების დამახსოვრება არც მიცდია ვიზუალურად დავიმახსოვრე ორივე დრო და სახეებზე ვცნობდი რომ აი ეს არის. იმის ქმარი ან იმის შვილი და ეს თვითონაა და ა.შ biggrin.gif

მომავალი რომ დაემატა ძალიან კარგია შეივსება ყველაფერი.
ისე კიდევ დროში მოგზაურობის არ მჯერა იმიტომ რომ მაშინ სამივე დრო პარარელულად უნდა მიმდინარეობდეს და მასე პარადოქსი იქნება. გადაკვეთის წერტილი თუ არსებობს საერთოდ ))
ან იგივე ადგილას სამი შენ ცხოვრობ ?)

ნუ თავს ვერ დავდებ სამყაროში ყველაფერი შეიძლება არსებობდეს.
ნუ რომც არსებობდეს ხელის შეშლა ხომ მთლიანად შეუძლებელი მგონია რადგან პატარა დეტალიც კი მთლიანად რევს სიტუაციას და ასე ყველამ პატარა დეტალი რომ შეცვალოს წარსულში ყველაფერი ყოველთვის არეული იქნება.

მომავალი რომ წარსულზე მოქმედებს ესეც არ მჯერა რადგან ეგეც პარადოქსია სადღაც მომავალში შეცვალო წარსული მაშინ შუაც შეიცვლება და შეცვლის შედეგადაც ყველაფერი აირევა biggrin.gif
მასე კიდე სულ ქაოსი იქნება და აღრევა.


დანარჩენი ნამდვილად საინტერესოა გაიგო რაღაც ახალი და ა.შ. ამიტომაც მეორე სეზონს ველოდები.

user posted image




Meredith Monk ))))) საოცრად უხდებიან ასეთ სერიალებს მათი საუნდები ))


Posted by: GoldenSky 9 Jan 2019, 15:18
love.gif გადავედით ამაზე ... givi.gif

Posted by: Harrison Stafford 9 Jan 2019, 16:16
რას შვებიან მეორე სეზონს არ აპირებეენ ???

Posted by: ჩარლი 9 Jan 2019, 16:57
QUOTE
რას შვებიან მეორე სეზონს არ აპირებეენ ???


ივნისში გამოდის...

Posted by: Andy Warhol 10 Jan 2019, 16:24
ჩარლი
QUOTE
ივნისში გამოდის...

სად ითქვა ?

Posted by: ჩარლი 10 Jan 2019, 17:17
Andy Warhol

ერთ-ერთმა პროდიუსერმა უპასუხა ფანს ინსტაგრამზე...

Posted by: GoldenSky 11 Jan 2019, 11:58
გაასწორა საერთო ჯამში <3 love.gif

Posted by: Andy Warhol 24 Mar 2019, 20:00
რამე ისმის ამაზე ?


,.................................

Posted by: Lasha97 25 Mar 2019, 16:40
QUOTE (Andy Warhol @ 24 Mar 2019, 20:00 )
რამე ისმის ამაზე ?


,.................................

ვერაფერი ვნახე spy.gif

ვაბშე დამავიწყდა პირველი სეზონი facepalm.gif

Posted by: ჩარლი 25 Mar 2019, 18:33
ივნისში გამოდის დიდი ალბათობით..

ნეთფლიქსი 1 თვით ადრე აცხადებს ხოლმე პრემიერის თარიღებს და თრეილერსაც.. (თუ მეგა პოპულარული სერიალი არ არის სთრეინჯერ სინგსივით)

Posted by: Harrison Stafford 27 Apr 2019, 01:15
sa.gif
საერთოდ დამავიწყდა რა ხდებოდა


როგორც იქნა პრომო გვაღირსეს

Posted by: MAN-DARK 27 Apr 2019, 18:49
21 ივნისს გამოდის მეორე სეზონი.
P.S. recap მჭირდება და ვფიქრობ ხომ არ ვუყურო თავიდან პირველ სეზონს rolleyes.gif

Posted by: Lasha97 27 Apr 2019, 20:29
საერთოდ არაფერი მახსოვს პირველი სეზონიდან

თუ გადავწყიტე მეორეს დაწყება, ჯერ პირველის გადამეორება მომიწევს... რაც ცოტა არ იყოს და მეზარება rolleyes.gif

Posted by: Lasha97 30 May 2019, 18:30
ოფიციალურად 3 სეზონი იქნება!


Posted by: Eeescadaaa 21 Jun 2019, 23:20
დღეს გამოდის


ამ სეზონის მაინდFაქი biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Skinheada 22 Jun 2019, 03:06
ოპააააააააა

დადებულა

ვსიო ჩავუჯდები smile.gif

აუ დილიდან გონებაში ეს სერიალი მიტრიალებდა მეთქი რატომ

თურმე ქვეცნობიერი მახსენებდა რომ მეორე სეზონის პრემიერა იყო დაგეგმილი დღეს <3

ოპანააააააააა

Posted by: ჩარლი 22 Jun 2019, 15:22
მეორე სეზონიც ძალიან კარგია... ჯერ 2.03-ზე ვარ და კიდევ უფრო ჩაიხლართა, მაგრამ საინტერესოდ...

პირველივე სცენაში რომ მოგვცეს მესამე სეზონის პრემიერის თარიღი love.gif

Posted by: Carver 22 Jun 2019, 22:25
პირველი სეზონი საერთოდ არ მახსოვს, დეტალებს რომ თავი დავანებოთ,
ერთი ნორმალური რიკეპი არ დევს არსად ინგლისურ ენაზე, რომ გაიხსენო ადამიანმა..

Posted by: Skinheada 23 Jun 2019, 08:16
კაროჩე არაფერი მახსოვს ვაბშე და ამიტომ ისევ პირველ სეზონს უნდა ჩავუჯდე და მერე მოვუბრუნდე მეორეს

Posted by: Andy Warhol 23 Jun 2019, 15:07
მეც დავიწყე მეორე სეზონი და პირველი დამვიწყებია სეერთოდ biggrin.gif ვინ ვისი იყო აღარ მახსოვს
ის ლეიკემიანი ქალი ვინ არის გამახსენეთ ?

Posted by: Eeescadaaa 23 Jun 2019, 19:40
QUOTE (Andy Warhol @ 23 Jun 2019, 15:07 )
მეც დავიწყე მეორე სეზონი და პირველი დამვიწყებია სეერთოდ biggrin.gif ვინ ვისი იყო აღარ მახსოვს
ის ლეიკემიანი ქალი ვინ არის გამახსენეთ ?


რეჯინა

ჰოტელის მფლობელი
ბარტოშის დედა
რუსი ქმარი რომ ყავს
კლაუდიას შვილია biggrin.gif


Posted by: ჩარლი 24 Jun 2019, 01:44
ახლა დავასრულე მეორე სეზონი...

სასწაული იყო..
ამხელა სიამოვნება ყურებისას რამდენი წელია არ განმიცდია..

მერამდენედ ვიტირე და მერამდენე შოკი მივიღე ამ სამ დღეში ვეღარ ვითვლი :დ


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: _Lali_ 25 Jun 2019, 11:56
მაგარი სქემა ვიპოვე, გახსნილი მაქვს პარალელურად და სერიალის ყურებისას პერსონაჟი რომ გამოჩნდება და ვერ ვიხსენებ ვინ არის, ჩავიხედავ სქემაში და ყველაფერი ლაგდება. ძალიან მოსახერხებელი რამეა
https://prnt.sc/o6aw5h

Posted by: Qute 25 Jun 2019, 18:25
_Lali_
ეგ სქემა თავდაყირა დადგება მე2 სეზონის ბოლოს biggrin.gif

Posted by: Crøs 25 Jun 2019, 21:29
_Lali_
ეგ წინა გვერდებზეც იდო თუ კარგად მახსოვს.
ვეღარ მოვიდა რა მეორე სეზონის დრო /

Posted by: ჩარლი 25 Jun 2019, 22:33
QUOTE
ეგ სქემა თავდაყირა დადგება მე2 სეზონის ბოლოს



დოპლერების პარადოქსი ჯერ მარტო :დდ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



QUOTE
ვეღარ მოვიდა რა მეორე სეზონის დრო /


გამოსულია უკვე 4 დღეა..


Posted by: Liаm 26 Jun 2019, 22:39
ძალიან კარგი იყო smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ჩარლი 26 Jun 2019, 23:00
Liаm

კი მაგრამ გვირაბით მხოლოდ 1953, 1986 და 2019 (+1 წლები უკვე) წლებია დაკავშირებული... 1921-ში და 2053-ში გვირაბით ვერ მოხვდები..

Posted by: Liаm 26 Jun 2019, 23:05
QUOTE (ჩარლი @ 26 Jun 2019, 23:00 )
Liаm

კი მაგრამ გვირაბით მხოლოდ 1953, 1986 და 2019 (+1 წლები უკვე) წლებია დაკავშირებული... 1921-ში და 2053-ში გვირაბით ვერ მოხვდები..

კი მივხვდი ეხლა. თავიდან მეგონა, რომ ნოა Sic Mundus Creatus Est-ზე ლაპარაკობდა და მაგას უკავშირებდა გამოქვაბულის დროში მოგზაურობას.

Posted by: maverick16 27 Jun 2019, 22:54
ჯერ არ მიყურებია და აზრი მთავრდება მეორე სეზონში თუ კიდე უნდა იყოს?

Posted by: BVviper 27 Jun 2019, 23:35
QUOTE (maverick16 @ 27 Jun 2019, 22:54 )
ჯერ არ მიყურებია და აზრი მთავრდება მეორე სეზონში თუ კიდე უნდა იყოს?

კიდე იქნება jump.gif

აუ იშვიათად რო ესე მომეწონოს მინი სერიალის მეორე სეზონი. დაჟე პირველს ჯობდა.

თან აი ეს დროში მოგზაურობის თემა ყოველთვის კითხვის ნიშნებს აჩენს და უაზროდ დიდი ლაფსუსები აქ და ამ სერიალში აი ძალიან კარგად არის დალაგებული ყველაფერი. მოკლედ მეორე სეზონის ყურების შემდეგ თამამად ვიტყვი რო დროში მოგზაურობაზე ალბათ ერთ-ერთI საუკეთესო რამეა.

Posted by: vaxushtiii 27 Jun 2019, 23:40
მოვრჩი მეორე სეზონის ყურებას და...
ვინმე მადლიანი თუ ხართ და რამე გაიგეთ, მეორე სეზონის მოკლე (შეძლებისდაგვარად მოკლე) რეზიუმე რომ დაწეროთ.
წინასწარ მადლობა

Posted by: BVviper 27 Jun 2019, 23:59
კარგად ხსნის აქ.

აუ ეხაც გასწორებულში ვარ რა საკაიფო იყ ომეორე სეზონი. იმენა როგორც იქნა მეღირსა ნორმალური თაიმ თრეველ სერიალი <3


აუ ესეც რა კაია love.gif

Posted by: sandrobandro 1 Jul 2019, 11:35
კი დავიწყე მეორე სეზონი.

მარა პირველი აღარ მახსოვს დეტალებში, ერთი ვიცი რო ის ქერა ტიპი მომავალში წავიდა აპოკალიფსში.

Posted by: QWertWQ 1 Jul 2019, 14:12
ალტერნატიული სამყაროს შემოტანა ბოლოსკენ ცოტა არ მომეწონა, ძაან შეიძლება არიოს

ისე ძალიან დონე იყო მთელი სეზონი
ერთი მომენტის გარდა

ვერ მოვწყდი, გუშინ მთელი დღე ამას ვუყურებდი
და ისე მომეწონა დრო რო მქონდეს ეგრევე მეორე წრეზე წავიდოდი biggrin.gif

Posted by: ჩარლი 1 Jul 2019, 23:57
QUOTE
ალტერნატიული სამყაროს შემოტანა ბოლოსკენ ცოტა არ მომეწონა, ძაან შეიძლება არიოს


არც მე მომეწონა, ეგრე ვიყავი 2053-ის შემოტანაზეც, მაგრამ ვენდობი და ვიცი რომ ყველაფერს იდეალურად გააკეთებენ...

მარტო მე მგონია რომ მომავალ წელს 27 ივნისს გამოვა მესამე სეზონი? :დ აპოკალიფსის თარიღს დაამთხვევენ, როგორც მეორე სეზონი მიჰაელის სიკვდილის თარიღზე გამოუშვეს..

Posted by: QWertWQ 2 Jul 2019, 02:04
QUOTE (ჩარლი)
არც მე მომეწონა, ეგრე ვიყავი 2053-ის შემოტანაზეც, მაგრამ ვენდობი და ვიცი რომ ყველაფერს იდეალურად გააკეთებენ...

არ ვიცი, იმედი და ნდობა მაქვს ამათი
რაღაც ძალიან მაგარი სეზონი იყო, ბოლოს ესე ვიჩერის თამაში მომეწონა
და ნუ დედა-შვილი დოპლერების ამბავი რატომ შემოაგდეს არ ვიცი (შეიძლება გამომრჩა), ცოტა მოდებილო ამბავი იყო

სხვა მხრივ უნაკლო სერიალია

Posted by: BVviper 2 Jul 2019, 10:39
მთელი მეორე სეზონი იყო პირველი სეზონის ფინალი :დ აი იმეან ერთი წამი ვერ ამოისუნთქებდი.

ხოდა ალტერნატიული სამყაროს თემას რაც შეეხება, აი დარწმუნებული ვარ რო უთესლესად შეასრულებენ მაგასაც. აი ესე ძაან ბოლო პერიოდში სერიალი არ მომწონებია (მეორე სეზონი). ძალიან დონე რამეა. ეს ხოდი თუ მესამეშიც შეინარჩუნეს რავი, ჟანრში საუკეთესოობაზე გაიწევს თავისუფლად

Posted by: ჩარლი 2 Jul 2019, 11:20
QUOTE
და ნუ დედა-შვილი დოპლერების ამბავი რატომ შემოაგდეს არ ვიცი (შეიძლება გამომრჩა), ცოტა მოდებილო ამბავი იყო


პარადოქსია და ცოტა შოკი მქონდა მაგაზე :დ

მაგრამ საინტერესოა.. ზუსტად პატარა ჰელგესა და იონასის სცენის პარალელი იყო პირველი სეზონის ფინალიდან... თითები რომ შეახეს სხვადასხვა დროის პორტალიდან და ალბათ აქაც შარლოტი სხვაგან მოხვდება, თორე ყველა ვარიანტში მკვდარი უნდა იყოს რეაქტორში იყო და ასე არ მოკლავდნენ მნიშნელოვანი პერსონაჟია...


80-იანების კლაუდია მიყვარს ძალიან..


Posted by: FromSydneyToLA. 2 Jul 2019, 13:51
ხომ მგონია რომ რამე მესმის და ვხვდები რაღაცებს.

გეფიცებით მეორე სეზონში მარტო ის მივხდი რომელი რომელია :დდ

დანარჩენი ვერაფერი.

Posted by: GEORGEXIII 2 Jul 2019, 13:53
ვახ ვუყურე პირველ სეზონს მარა აღარაფერი მახსოვს ჩაუჯდებოდა კაცი პოპკორნთან ერთად.

Posted by: Harrison Stafford 4 Jul 2019, 00:11
წავედი რევოჩზე
საერთოდ აღარ მახსოვს

აქ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს smile.gif


Posted by: ჩარლი 4 Jul 2019, 00:18
ისე სათაური მგონი ბნელი უფრო სწორი იქნება ერქვას ქართულად...

სიბნელე მაშინ დაქნესი უნდა იყოს..

Posted by: tola 5 Jul 2019, 02:28
ეხლა მოვრჩი პირველ სეზონს. პირველი სერიები ძაან საინტერესო იყო, კარგად ჩამითრია. სადღაც მეოთხე სერიიდან ძაან მომბეზრდა, დამღალა, ზოგჯერ აღარც ვუსმენდი ზოგჯერ ვახვევდი. ნუ საბოლოო ჯამში იასნად ვერ გავიგე ვისი ვისაში იყო მარა როგორც ამ თემის საწყის გვერდზე დაწერილ პოსტები ამოვიკითხე, ვინც ყველაფერს დაკვირვებით უყურა მაინც და მაინც იმანაც ვერ გაიგო ვისი ვისაში იყო და მეორე სეზონს ელოდებოდა biggrin.gif

იონასის მამის თვითმკვლელობას რამე ახსნა აქვს მეორე სეზონში მაინც?

მიკელი ვინ და რატო შეითრია იმ ლაბირინთში? ნუ ეხლა თვითონ რო არ შევიდოდა ფაქტია, ლაბირინთისგან გარბოდნენ.

მედსი ვინ მოკლა ან რატო მოკლა biggrin.gif ან ის როჟა რატო გაიტაცეს, რიჟა მასტი რო აწამებდნენ იმ სარდაფში biggrin.gif

ეს ნოა სავარაუდოდ ბარტსია ხო?

ვაფშე რა უნდა ნოას? biggrin.gif

ამაზე მაინტერესებს პასუხი. ვინმემ მიპასუხეთ მაინტერესებს რას ვუყურე biggrin.gif თავიდან ამას შანსი არაა არ ვნახავ.

ზოგადად ძალიან გამიკვირდა რო ვნახე ამ სერიალის მეორე სეზონიც ყოფილა biggrin.gif საუნდტრეკები კაია, იდეაც კაია (განხორციელება საკითხავია) მარა აქთინგი არის ძალიან ცუდი. ერთი ორი მსახიობი ვისაც სახეზე მიმიკა ეცვლება. დანარჩენები იმენა 0. თევზის თვალებით სასოწაკვეთილი სახით და ძალიან უემოციო და უნიჭო მსახიობები. იონასის როლში ვინცაა ეგ სხვა ფილმშიც მყავს ნანახი და ტიპს მიმიკა არ აქვს, ერთი და იგივე როლშია ტიპი. ძალიან უნიჭოა

ძალიან ბევრი პერსონაჟია, ძალიან ბევრი. ვინ რა დროის განზომილებაში დაბორიალებს რა უნდა რას მოითხოვს ვერ გაიგებ. პირველი სეზონის მიხედვით ბევრი უფუნქციო პერსონაჟია რომელსაც დიდი დრო დაეთმო და საბოლოო ჯამში არც არაფერი საინტერესო. ჰანა, მაგნუსი, ფრანჩესკა და ა.შ. ანუ ზედმეტად ბევრი პერსონაჟია რომელიც საბოლოო ჯამში პირველი სეზონის მიხედვით ჰუ ზი ჰელ ქერს biggrin.gif გოთ-შიც ძალიან ბევრი პერსონაჟი იყო მარა ყველას თავისი ფუნქცია ქონდა და საერთო ამინდს ქმნიდა სერიალში. აქ ცვეტში ვერ გავიგე რა საჭირო იყო ამდენი პერსონაჟი biggrin.gif

რაც შეეხება გადაღებას. ძალიან ჩვეულებრივი ნამუშევარია. არაფერი განსაკუთრებული კადრები და ა.შ.

მოკლედ ძაან დაჯმა გამომივიდა მარა პირველი სეზონის მიხედვით ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა biggrin.gif შინაარსობრივად არ ვდავობ, იმიტო რო ძალიან გადახვევებით ვუყურე ლიჟბი მოვრჩენილიყავი მარა აქთინგი, გადაღება, დიალოგები ძალიან საშუალო დონეა. ნუ საუნდტრეკები თესლია კიდევ განვმეორდები.

პ.ს. შანსი არაა მეორე სეზონს ვუყურო და იქნებ იმ კითხვებზე გამცეთ ვინმემ პასუხი biggrin.gif საწყისი გვერდები კი წავიკითხე მარა იქაც მეორე სეზონს ელოდებოდნენ პასუხები რო გაეგოთ, რაც ჩემი აზრით სერიალის სერიოზული მინუსია.

Posted by: ჩარლი 5 Jul 2019, 11:23
ადამს რომ ყავისფერი თვალები აქვს მაგაზე რას ფიქრობთ?

ძალიან მინდა ატყუებდეს იონასს, ან ყოველშემთხვევაში ალტ რეალობიდან იყოს მაინც...

და ახალგაზრდა ნოამ რომ მოკლა გამოქვაბულთან კაცი 1921-ში გაზრდილ ბარტოშს ძალიან ჰგავს..

Posted by: M-B 5 Jul 2019, 11:38
QUOTE
იონასის მამის თვითმკვლელობას რამე ახსნა აქვს მეორე სეზონში მაინც?

მიკელი ვინ და რატო შეითრია იმ ლაბირინთში? ნუ ეხლა თვითონ რო არ შევიდოდა ფაქტია, ლაბირინთისგან გარბოდნენ.

მედსი ვინ მოკლა ან რატო მოკლა biggrin.gif ან ის როჟა რატო გაიტაცეს, რიჟა მასტი რო აწამებდნენ იმ სარდაფში biggrin.gif

ეს ნოა სავარაუდოდ ბარტსია ხო?

ვაფშე რა უნდა ნოას? biggrin.gif

ამაზე მაინტერესებს პასუხი. ვინმემ მიპასუხეთ მაინტერესებს რას ვუყურე biggrin.gif თავიდან ამას შანსი არაა არ ვნახავ.


მაგ ყველა კითხვას გაეცა მეორე სეზონში პასუხი, მაგრამ იმხელა პოსტი გამომივა ეგ რომ ავხსნა, რომ წერა მეზარება და ალბათ შენც დაგეზარება წაკითხვა yes.gif

QUOTE
ზოგადად ძალიან გამიკვირდა რო ვნახე ამ სერიალის მეორე სეზონიც ყოფილა biggrin.gif საუნდტრეკები კაია, იდეაც კაია (განხორციელება საკითხავია) მარა აქთინგი არის ძალიან ცუდი. ერთი ორი მსახიობი ვისაც სახეზე მიმიკა ეცვლება. დანარჩენები იმენა 0. თევზის თვალებით სასოწაკვეთილი სახით და ძალიან უემოციო და უნიჭო მსახიობები. იონასის როლში ვინცაა ეგ სხვა ფილმშიც მყავს ნანახი და ტიპს მიმიკა არ აქვს, ერთი და იგივე როლშია ტიპი. ძალიან უნიჭოა


ჯონი დეპი, რაიან გოსლინგი, მარტინ ფრიმენი და ბევრი სხვა მსახიობი ერთსა და იმავე როლს თამაშობს უკვე რამდენი წელია, მაგრამ გასდით.

Posted by: QWertWQ 5 Jul 2019, 11:40
tola
QUOTE
იონასის მამის თვითმკვლელობას რამე ახსნა აქვს მეორე სეზონში მაინც?

მიკელი ვინ და რატო შეითრია იმ ლაბირინთში? ნუ ეხლა თვითონ რო არ შევიდოდა ფაქტია, ლაბირინთისგან გარბოდნენ.

yes.gif
იონასის მამა არის მიკელი
მიკელი თვითონ იონასმა შეიყვანა ლაბირინთში რო ციკლი დაწყებულიყო
მიკელმა თავი მოიკლა იმის გამო რომ ციკლი დაწყებულიყო, ბავშვობაში წარსულშI გადასულიყო და შესაბამისად იონასი გაჩენილიყო
QUOTE
მედსი ვინ მოკლა ან რატო მოკლა  ან ის როჟა რატო გაიტაცეს, რიჟა მასტი რო აწამებდნენ იმ სარდაფში 

ეგ არაა ახსნილი
QUOTE
ეს ნოა სავარაუდოდ ბარტსია ხო?

არა
QUOTE
ჰანა, მაგნუსი, ფრანჩესკა და ა.შ. ანუ ზედმეტად ბევრი პერსონაჟია რომელიც საბოლოო ჯამში პირველი სეზონის მიხედვით ჰუ ზი ჰელ ქერს

არაა ეგრე
ნახე მეორე სეზონიც


ჩარლი
QUOTE
ადამს რომ ყავისფერი თვალები აქვს მაგაზე რას ფიქრობთ?

არამგონია რამე მნიშვნელობა ჰქონდეს მაგას
სიმაღლეებშიც განსხვავდებიან მომავალში
QUOTE
ძალიან მინდა ატყუებდეს იონასს, ან ყოველშემთხვევაში ალტ რეალობიდან იყოს მაინც...

მე პირიქით biggrin.gif

ესე გაცილებით საინტერესოა
იონასი პროტაგონისტიცაა და ანტაგონისტიც სხვადასხვა დროში

Posted by: ჩარლი 5 Jul 2019, 12:24
QUOTE
მე პირიქით



არ მინდა დაიწვას თორე სხვა მხრივ პრობლემა არ მაქვს და საინტერესოცაა :დდ


QUOTE
არამგონია რამე მნიშვნელობა ჰქონდეს მაგას


თვალის ფერი როგორ უნდა შეეცვალოს თავისით? ეგეთი რაღაც არ გამოეპარებოდათ.. ყველა მსახიობის კასტინგი მაქსიმალური სიზუსტითაა გათვლილი სხვადასხვა დროში თვალის ფერიდან დაწყებული ცხვირის, თმის და ყველა დეტალით... ლინზებსაც კი ატარებს ზოგი მსახიობი რომ მაქსიმალურად დაუხლოვდეს თავის მომავლის/ წარსულის პერსონაჟს და არამგონია ასეთი რამ გამოპარვოდათ... სიმაღლე კიდევ ჰო, ის ასაკშია და პატარავდებიან მოხუცები...

კიდე ისაა საინტერესო ჰანა კალენდარს რომ ხაზავდა, მომავალში იონასმა ნახა შემოუხაზველი იყო თარიღი და 2019-ში ჰანამ შემოხაზა აშკარად...

Posted by: QWertWQ 5 Jul 2019, 12:30
ჩარლი
QUOTE
თვალის ფერი როგორ უნდა შეეცვალოს თავისით? ეგეთი რაღაც არ გამოეპარებოდათ

თავისით არა, მგონია რო დაიკიდეს
QUOTE
ყველა მსახიობის კასტინგი მაქსიმალური სიზუსტითაა გათვლილი სხვადასხვა დროში თვალის ფერიდან დაწყებული ცხვირის, თმის და ყველა დეტალით..

კი
ეგ ძაან მომეწონა მეც

ოღონდ რავი არამგონია (ალბათ არ მინდა და მაგიტო) რო ადამი არ იყოს იონასი

QUOTE
კიდე ისაა საინტერესო ჰანა კალენდარს რომ ხაზავდა, მომავალში იონასმა ნახა შემოუხაზველი იყო თარიღი და 2019-ში ჰანამ შემოხაზა აშკარად...

თვითOნ ჰანას ხაზია საინტერესო
წარსულში გადავიდა აშკარად დასარჩენად
სადღაც აისახებოდა ეგ მომავალზე

Posted by: ჩარლი 5 Jul 2019, 13:52
QWertWQ

QUOTE
სადღაც აისახებოდა ეგ მომავალზე



ვინ იცის ვისი დედა ან ბებია აღმოჩნდეს :დდ

კი ეკურკურებოდა ეგონ თიდემანს უკვე..

Posted by: M-B 5 Jul 2019, 15:36
ოფიციალურად წერია, რომ იონასია და არ იქნება სხვა პიროვნება.

https://dark.netflix.io/adam/

Posted by: ჩარლი 5 Jul 2019, 16:03
M-B

QUOTE
ოფიციალურად წერია, რომ იონასია და არ იქნება სხვა პიროვნება.



რომც არ იყოს წინასწარ ხომ არ დააპოილერებდნენ? ამ ინფორმაციით რაც გვაქვს ეგ წერია..

Posted by: Harrison Stafford 6 Jul 2019, 00:48
დავარევოჩე და ისევ ისე მოიტანა ტოო
ძაან მაგარი ატმოსფეროა
თავისი პლოტ ტვისტებით

მეორე სეზონიც დავიწყე ხარისხი არ დაუგდიათ
ნიჩვრიტებით ვზივარ და ვლოცულობ არც დააგდოთ

მაინც ნეტფლიქსია

ნოე - ბარტოში არ გამოიკვეთა მოკლედ

წავალ მეორე სერიასაც ვნახავ იქნებ გაიხსნას კვანძები

Posted by: *Artless* 6 Jul 2019, 13:48
QUOTE (BVviper @ 27 Jun 2019, 23:59 )

    აუ ესეც რა კაია love.gif

love.gif მართლა რა კარგია. love.gif
სიმშვიდე მეღვრება ყურში და მთელ სხეულს მოიცავს.

პ.ს. გერმანულად ყურების მუღამი მაქვს. jump.gif ჰოდა, ვუყურებ კიდეც.
პირველი სეზონის გადამეორება დიდად არ მაწყენდა, მაგრამ მეზარება. მნიშვნელოვანი ფაქტები მახსენდება თანდათან.

Posted by: Harrison Stafford 7 Jul 2019, 00:41
QUOTE
პირველივე სცენაში რომ მოგვცეს მესამე სეზონის პრემიერის თარიღი  love.gif

ეს ეხლა გავაძრე რო მეორე სეზონის თარიღი მიკელის გაუჩინარების თარიღს დაამთხვიეს \
აი საღოლ რა up.gif იმენა საღოლ რა საკაიფოდ ჩაიხლართა და გამოიხლართა givi.gif ბევრი რამე



ვახ I სეზონის რივოჩი და მეორე სეზონი 2დღეში ვშთანთქე
და არ ამომდის თავიდან ამაზე ფიქრი

კი ბევრი ვიცინე ამ მამიდა-ძმიშვილის შურიმურებზე მარა არაუშავს
ზატო დოპლერების პარადოქსზე ეგრევე მაინდბლოუინგი განვიცადე
ჰანაც უეჭველი ვიღაცის რაღაცა იქნება lol.gif ყველაზე ნაგავი პიროვნებაა ფუF იმენა როგორ არ მევასებიან ეგეთი სკოლსკი ტიპები - გამარჯობაშიც რო გატყუებენ drug.gif



სიკ მუნდუსის სურათი რო გამოჩნდა ეგრევე მივხვდი მაგნუსი, ფრანჩესკა და კომპანია რო იქნებოდნენ მარა მომკალით და ადამი მაინც არ მგონია იონასი
ან კიოლერი უნდა იყოს ის პოლიციელი რა , ან ალტერნატიული რეალობიდან იონასი (ხო სხვა პიროვნება იქნება)
ის შრამიანი გოგო ვინაა კიდე ეგეც ჩასანიშნია იონასთან ერთად რო შევიდა ჰიგსის ბოზონთან მომავალში


იმედია ალტერნატიული რეალობის შემოტანით არ აირევიან

QUOTE
მარა აქთინგი არის ძალიან ცუდი

რამოდენიმეს არ გამოსდის მართლა
დალშე ნორმალურად უბერავენ რატო
კაკრას რო დაყლეებულები უნდა იყვნენ მსგავს ინფორმაციას რო მიიღებს ადამიანი lol.gif
სულ ეგეთი თევზის გამომეტყველებაა საჭირო ამ შოუში biggrin.gif


user posted image
აგე ინეს კანვალდის მამა დანიელ კანვალდია აეგონ ტიდემანის უფროსი 53წელს
და დედა უცნობია
უეჭველი ჰანა იქნება აქ გარეული lol.gif

Posted by: vaxushtiii 7 Jul 2019, 07:59
მე მაინც მგონია რომ ადამი იონასია.
სერიის ბოლოსაც მარტას უკლავს რომ იონასში სიცარიელე დატოვოს და მომავალში ადამად გარდაიქმნას.
მაგრამ მოხდა საოცრება და ახალი მარტა გაეჩითა პარალელური სამყაროდან biggrin.gif

მაგრამ კიდევ ერთი კითხვა
ადამმა ბოლოს ვის დაუტოვა იონასი? ახალი მარტა რომ არა, ატომური ელსადგურის აფეთქებას ვერ გადაურჩებოდა. წარსულის სიკვდილით ხომ თვითონაც გაქრებოდა? თუ არა?
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ჩარლი 7 Jul 2019, 11:38
vaxushtiii

QUOTE
სერიის ბოლოსაც მარტას უკლავს რომ იონასში სიცარიელე დატოვოს და მომავალში ადამად გარდაიქმნას.



არის თეორია რომ ბარტოშია, მარტა უყვარს მაგასაც და მეიქს სენს რაღაცნაირად, თან კარგად დაამუშავა თავის დროზე ნოამ... ადამის ყავისფერი თვალები მაფიქრებს მაინც, ასე არ შეეშლებოდათ, უძლიერესი ქასთინგი აქვთ მინიმალურ დეტალებამდე...

მაგრამ ის უფრო მგონია ბარტოში ახალგაზრდა ნოამ რომ მოკლა პირველ სერიაში გამოქვაბულთან 1921-ში..


QUOTE
ადამმა ბოლოს ვის დაუტოვა იონასი? ახალი მარტა რომ არა, ატომური ელსადგურის აფეთქებას ვერ გადაურჩებოდა. წარსულის სიკვდილით ხომ თვითონაც გაქრებოდა? თუ არა?



შეიძლება იცოდა ამ ალტ მარტას გადმოხტომაზე... ანუ თავის დროზეც ეგრე მოხდა..


QUOTE
აგე ინეს კანვალდის მამა დანიელ კანვალდია აეგონ ტიდემანის უფროსი 53წელს
და დედა უცნობია
უეჭველი ჰანა იქნება აქ გარეული



53-ში ინესი უკვე მოზრდილია, პირველ სეზონში ხო აჩვენეს პატარა ინესი და იანა დაქალოჩკები რომ არიან და თანჰაუსთან მივლენ საათის გასაკეთებლად თუ რაღაც :დ

მაგრამ ძუკნა ჰანა რომ ვიღაცის რაღაცა იქნება დარწმუნებული ვარ... უკვე ლამის ზედ ახტებოდა ახალგაზრდა ეგონ თიდერმანს :დ

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 7 Jul 2019, 16:14
ჰანაზე დედა#####ული პერსონაჟი არ ჰყავს ამ შოუს.
იმენა წაკლაა.
ეხლა რაც შეეხება თემას.
ახალგაზრდა იონასმა თავი რომ დაიბრიდოს მაშინ ადამიც ხო დასრულდება?

Posted by: QWertWQ 7 Jul 2019, 22:59
c.h.I.g.u.r.h.
QUOTE
ახალგაზრდა იონასმა თავი რომ დაიბრიდოს მაშინ ადამიც ხო დასრულდება?

no.gif

როგორც სერიალში ითქვა, წარსული აწმყო და მომავალი ერთად მიმდინარეობს
და რაღაცების წარმომავლობა ამის გამო იკარგება
როგორც დოპლერების ამბავია
ან დროის მანქანის (ხელსაწყოსი)


Posted by: ჩარლი 7 Jul 2019, 23:38
QUOTE
ახალგაზრდა იონასმა თავი რომ დაიბრიდოს მაშინ ადამიც ხო დასრულდება?


ვერ იზამს... რაც გინდა გააკეთო მაინც ის შედეგი დადგება რაც ადამმა გამოიარა თავის დროზე...


Posted by: Harrison Stafford 8 Jul 2019, 02:31
QUOTE
53-ში ინესი უკვე მოზრდილია, პირველ სეზონში ხო აჩვენეს პატარა ინესი და იანა დაქალოჩკები რომ არიან და თანჰაუსთან მივლენ საათის გასაკეთებლად თუ რაღაც :დ


ხოხოხო ეხლა გამახსენდა up.gif

ვაახ გააძრონ ეგრევე მესამე სეზონიც biggrin.gif

Posted by: ჩარლი 8 Jul 2019, 11:46
QUOTE
ვაახ გააძრონ ეგრევე მესამე სეზონიც 



ამ კვირაში დაიწყო გადაღებები და სავარაუდოდ აპოკალიფსის დღეს გამოვა 27 ივნისი, 2020...

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 8 Jul 2019, 12:28
QWertWQ
QUOTE
აწმყო და მომავალი ერთად მიმდინარეობს


საინტერესო თეორიაა.


ისე მეცნიერულად წარსულში დაბრუნება გამორიცხულია როგორც ვიცი.
მომავაკში მკგზაურობა კი, მარა იმ გაგებით არა როგორც აქაა სადღაც გადახვიდე, დროის ფარდობითობით.
აი წარსულს რაც შეეხება, აქ შემოდის უკვე პარალელური სამყაროები, ანუ რაც მოხდა იმას ვეღარ შეცვლი მარა თუ დროს უკან გადაახვევ, იქმნება პარარლელი სამაყრო

Posted by: ჩარლი 8 Jul 2019, 12:36
ბარან ბო ოდარს დაუფოლოვდით ინსტაგრამზე.. დარქის შემქმენლი და პროდიუსერია და ძალიან საინტერესო ფოტოებს დებს ხოლმე გადასაღები მოედნიდან...

https://www.instagram.com/baranboodar/?hl=en

პარალელური სამყაროს ხალხიც გამოაჩინა :დდ მაგნუსს შავი თმა აქვს იქით :დ

Posted by: ranhh 10 Jul 2019, 10:59
მესამე სეზონი ,რომ გამოვა პირველი ორი სეზონი მექნება გადასამეორებელი. ვინმეს არ შეუძლია მოკლე შინაარსი დაწეროს და მესამეს დაწყებამდე გადავავლოთ თვალი ?
მესამეჯერ პირველი სეზონჯის ყურება ძალიან დამეზარება, არადა სხვანაირად ვერ ჩაუჯდები რა ახალ სეზონს

Posted by: chuvak_lexo 10 Jul 2019, 16:31
კაროჩე მეხუთე სერია რო დამთავრდა მეორე სეზონის მეთქი ამაზე დედისმკვლელი სერიალი არ გადაღებულა თქო, იონასი ხო ძააან მევასებოდა პირველივე სერიიდან და ადამთან ბაზრის მერე ხოო ვაბშეეე, ხოდა მეთქი აპოკალიფსს გაწელავენ ცოტასთქვა და მერვეში გასწორდება კვანძი, ანუ იონასის მამა არ დაბრუნდება წარსულში და არც არაფერი მომხდარა და სიცარიელე იქნებოდა, პერსონაჟი კიდე ძაან შემიყვარდა და საერთოდ რო სიცარიელე დარჩებოდა წარმოვიდგინე 2 კვირა როგორი სიცარიელე მექნებოდა შინაგანად და ბრააააახ ###ობების აპოგეა facepalm.gif

ადამს ვაბშე რა დედამისისა უნდა? drug.gif

ისიც ძაან ღადაობა გააძრეს, თავისი შვილის შვილიშვილი როა, და ვაბშე რა შესცეს ამ მამიდებს ბიჭო :| ხალისას და სნოუს გარდა კიდე სადღაცას გაიჩითა მამიდის ხერხვა


ვაბშე ის ახსნან საიდან დაიწყო ყველაფერი, ანუ იონასის მამა საიდან მოხვდა, ანუ წრე ხო შეიკრა მაგრამ წრის ხაზვა საიდან დაიწყო? სად დაირღვა დროის კვანტინიუმი პირველად?

პოსტაპოკალიპტური სამყარო თესლაკობა იყო, ძაან მომეწონა.

Posted by: პიანისტი 10 Jul 2019, 18:16
ძალიან მაგარი სეზონი დადეს , ბოლო სცენა ჰო საერთოდ , არადა პირველი სერიები ვერც ვიხსენებდი პირველ სეზონს და მერე დალაგდა ყველაფერი.
მესამემდე კი აუცილებელი იქნება გადამეორება .

ულრიხი სად გაწირა იმ ჩათლახმა ჰანამ lol.gif lol.gif

რაც წინასწარ არის განსაზღვრული ისე მიდის ყველაფერი ეს ორი სეზონი, მესამეში მგონია ცვლილებები იქნება.

Posted by: vaxushtiii 10 Jul 2019, 22:35
chuvak_lexo
QUOTE
ვაბშე ის ახსნან საიდან დაიწყო ყველაფერი,

მაგის ახსნა იგივეა, რაც ეცადო იმის ახსნას, პირველი კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი. ამიტომ ძაან ნუ ჩაუღრმავდები
წრეა რა, არც დასაწყისი გააჩნია და არც დასასრული

Posted by: chuvak_lexo 11 Jul 2019, 00:58
vaxushtiii
ხო ანუ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ვერხ ერთ თეორიას მაგრამ, სცენარისტებს ხო უნა ქონდეთ ნაფიქრი, ეგ თუ მიფუჩეჩდა ნახუი მაშინ, წრე დადის ოკ, მარა საიდან მოვიდა თუ ფარგალზე დამაჰრებული ნახშირი საიდან მოვიდა? ფსიქო დრამა არაა რო ადამიანების ფსიქოლოგიაზე იყოს გადაღებული და ასეთ დეალს არ ქონდეს აზრი, მაგრამ სქაი ფაია და გვაინტერესებს რა mad.gif

Posted by: Harrison Stafford 11 Jul 2019, 02:21
QUOTE
ვაბშე რა შესცეს ამ მამიდებს ბიჭო

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით biggrin.gif

ძაან ვკაიფობ უკვე
ფორმულა 51ში როა
ბიჭები ამ ბილეთის გამო უბანში მამიდებს ტყნავენო და მანდედან დაიწყო
ყველგან მამიდა იტყვნება ძმის/დისშვილის მიერ lol.gif lol.gif


Posted by: QWertWQ 11 Jul 2019, 11:53
chuvak_lexo
საწყისს ნუ ეძებ
რამდენჯერმეა ხაზგასმული სერიალში რომ არ არსებობს და ყველა დრო პარალელურად მიდის

Posted by: chuvak_lexo 11 Jul 2019, 12:10
QWertWQ
QUOTE
საწყისს ნუ ეძებ
რამდენჯერმეა ხაზგასმული სერიალში რომ არ არსებობს და ყველა დრო პარალელურად მიდის

რას ქვია ნუ ვეძებ, სადღაც ხო აირია ეს დედა ნაქაჩი, სად?

Posted by: QWertWQ 11 Jul 2019, 12:16
chuvak_lexo
მაშინ ეძებე რა გიყო

ბევრჯერაა სერიალში ნათქვამი, პირველი სერიიდან მოყოლებული რომ დრო არ მიდის წრფის მსგავსად, სადაც წარსული წინ უძღვის აწმყოს და მომავალს
დრო არის წრიული

Posted by: chuvak_lexo 11 Jul 2019, 13:11
QWertWQ
QUOTE
ბევრჯერაა სერიალში ნათქვამი, პირველი სერიიდან მოყოლებული რომ დრო არ მიდის წრფის მსგავსად, სადაც წარსული წინ უძღვის აწმყოს და მომავალს
დრო არის წრიული

გავიგე რო წრიულია მაგრამ ფაქტია რო წრიული დრო გადაიკვანძა და აიხლართა, მაშინ ასე ვიკითხავ, სად აიხლართა?

Posted by: BVviper 11 Jul 2019, 17:52
QUOTE (ranhh @ 10 Jul 2019, 10:59 )
მესამე სეზონი ,რომ გამოვა პირველი ორი სეზონი მექნება გადასამეორებელი. ვინმეს არ შეუძლია მოკლე შინაარსი დაწეროს და მესამეს დაწყებამდე გადავავლოთ თვალი ?
მესამეჯერ პირველი სეზონჯის ყურება ძალიან დამეზარება, არადა სხვანაირად ვერ ჩაუჯდები რა ახალ სეზონს

რეკაპ ჩაწერე იუთბზე და 10-15 წუთიანი ვიდეობს იპოვი ბევრს თან, ხოდა ეგენი ნახე და ყველა მნიშვნელოვან დეტალს გაიხსენებ. არ დაგჭირდებ თავიდან ნახვა

Posted by: vaxushtiii 11 Jul 2019, 23:57
chuvak_lexo
QUOTE
ხო ანუ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ვერხ ერთ თეორიას მაგრამ, სცენარისტებს ხო უნა ქონდეთ ნაფიქრი, ეგ თუ მიფუჩეჩდა ნახუი მაშინ,

შენ თუ სცენარისტებისგან ელი პასუხს, სულ ტყუილად. ამის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია.
წარსულის შექმნაში მომავალი მონაწილეობდა. თავად მომავალი კი წარსულის პირმშოა.

ყველაზე მარტივი მაგალითი, დოპლერების პარადოქსი ავიღოთ.
ელიზაბეტ დოპლერი ვერ დაიბადებოდა შარლოტა დოპლერის გარეშე და პირიქით, შარლოტა დოპლერი ვერ დაიბადებოდა ელიზაბეტ დოპლერის გარეშე.
აქ თუ საწყისს იპოვი, ყოველგვარი ირონიის გარეშე ნობელის პრემია გეკუთვნის

Posted by: 024 12 Jul 2019, 21:30
1. ნოა ვინ არის საიდან მოვიდა ეგ მითხარით რა
2. ელ სადგურის დირექტორი თუ ვინც არის მართლა მოკლა გამომძიებელის ძმა? და რატო ვინ იყო თვითონ რატო აიღო მერე იმის გვარი და სახელი?

Posted by: sandrobandro 13 Jul 2019, 13:15
QUOTE (024 @ 12 Jul 2019, 21:30 )
1. ნოა ვინ არის საიდან მოვიდა ეგ მითხარით რა
2. ელ სადგურის დირექტორი თუ ვინც არის მართლა მოკლა გამომძიებელის ძმა? და რატო ვინ იყო თვითონ რატო აიღო მერე იმის გვარი და სახელი?

ნოა არის ტიპი, რომელმაც გათხარა ეგ გამოქვაბული, მოკლა თავისი პაძელნიკი წერაქვით, მერე გახდა უკვე მოგზაური. მარა იმენა დასაბამი საიდან აქვს არ ვიცი, ანუ რატო დაიწყო ამ გამოქვაბულის გათხრა და ა.შ.

Posted by: x360Soulja 13 Jul 2019, 19:54
დასასრულით ისედაც ჩახლართული ფლოთი კიდევ უფრო გაართულეს ;დდ



პირველი სეზონის შემდეგ არ მქონია მოლოდინი, რომ მეორე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა რატომღაც მგონია რომ მესამემ როგორც მინიმუმ მეორეს უნდა აჯობოს, მთავარია თვითონ არ აირიონ ეხლა ;დ


მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონიც ძალიან ხარისხიანი იყო, ჩემთვის მაინც პირველია ჯერ ფავორიტი.


ვნახოთ, მესამე სეზონზე დიდ იმედებს ვამყარებ, იმედია არ გამიცრუვდება user.gif
* * *
ასეთ სერიალს 1 წლიანი პაუზით რომ უყურებ ძალიან რთულია რა, შეუძლებელია ახალი სეზონის წინ ყველაფერი გახსოვდეს ;დ


პირველ სეზონს კი ვუყურე თავიდან ამჯერად, მაგრამ ვგონებ მესამე წრეზე წასვლაც საჭირო იქნება 2020-ში user.gif


მოკლედ ისეთი სერიალია, რომ ჯობია ბოლომდე გამოსულს ჩაუჯდე კარგად mo.gif

Posted by: maverick16 16 Aug 2019, 23:38
კაროჩე თეორიულად ამ სერიალს პოტენციალი აქ რო უსასრულოდ გაგრძელდეს givi.gif მითუმეტეს ეს პარალელური სამყაროები რო დაემატა რაც ჩემი აზრით ზედმეტი იყო ჯერ ის იყო საინტერესო იონასი მაგ სამყაროში როგორ გახდებოდა ადამი. ვაბშე ვერ გავიგე ვერაფერი იდეაში რო დააკვირდე ყველაფრის იმის პროვოცირებას რაც არ უნდათ რო მოხდეს თვითონ აკეთებენ და ერთად რო შეიკრიბონ და ტრაკი დააყენონ ეგ ვარიანტი რატო არ სცადეს.

Posted by: Carver 17 Aug 2019, 23:36
პირველ სეზონს ჰქონდა რაღაც რაც ყურების დროს გსიამოვნებდა,
მეორე ნულია, მესამე უარესი იქნება ამ პარალელურებით..

პირველში უილრიხის დრამა და თამაში იყო ეფექტური,
ზოგადად ნოაა სტაბილურად საინტერესო და კაი..

Posted by: სერაფიტი 26 Aug 2019, 23:33
მესამე სეზონი იქნება ბოლოო.
მგონი, კარგად შეკრავენ პარალელური სამყაროს თემებით.

Posted by: TUZI_MAQCIA 27 Aug 2019, 00:45
ვისი ვისაშიაა ამ სერიალში რეჟისორმაც არ იცის მგონი :დ

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2019, 23:10
TUZI_MAQCIA

გენეალოგიის ფოტო გადმოვწერე და თუ მავიწყდებოდა რომელიმე პერსონაჟი, შპარგალკასავით მქონდა. უფრო მიხვდები მასე და თან თავსატეხებიც გაგიჩნდება.
რავი, არაა მასე ძნელი თუ ყურადღებით უყურებ.

Posted by: aimo 25 Sep 2019, 01:36
user posted image

https://www.imdb.com/title/tt5753856/?ref_=fn_al_tt_1

ახალი არაა, თუმცა მეორე სეზონი ახლახანს დასრულდა და ორივე სეზონს სიამოვნებით ვუყურე. ვერ ვიტყვი რომ შვედურ-დანიურ „ხიდამდე“ ქაჩავს, თუმცა დეტექტივისა და მისტიკის ამბავში კარგია და ერთხელ საყურებლად ნამდვილად ღირს.

რაღაცით ტვინ პიკსსაც მაგონებს, თუმცა მანამდე ბევრი უკლია smile.gif

http://seasonvar.ru/serial-16870--T_ma.html



თუ ვინმეს გაქვთ ნანახი შთაბეჭდილებებიც გავიზიარეთ



Posted by: TUZI_MAQCIA 25 Sep 2019, 02:50
ამ სეეიალში ყველაზე მეტად ბუნება მომწონს დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ეგეთ ქალაქში ეგეთ აწყობილ ქვეყანაში რათქმაუნდა wink.gif

Posted by: Skinheada 25 Sep 2019, 10:26
ამ თემამ რა დააშავა?

https://forum.ge/?f=30&showtopic=34991086

Posted by: (იგი) 24 Oct 2019, 23:10
:/

______________
______________

Posted by: (იგი) 5 Nov 2019, 13:46
მოკლე, ორივე სეზონს ვუყურე და პირვანდელი მოლოდინი ვერ გამიმართლა.
მსახიობური ხელოვნება მომენტებში სასაცილოცაა, მოსაწყენი. განსაკუთრებით თინეიჯერების თამაშია მომაბეზრებლად ერთფეროვანი. და მთლიან სერიალს მისდევს ამ ერთფეროვნების ჩრდილი, თითქოს ყველას ერთი როლი გაუნაწილეს.

თეორიაც, დროის შესახებ, რაღაც გაუმართავია. როგორ შეიძლება შეცვალო ის რასაც დადაწყისი არ აქვს და დროის უსასრულო დინებაში ბრუნავს გამუდმებულად?

Posted by: პიანისტი 7 Nov 2019, 21:03
დროის თემებში თვითონაც არეულები არიან , დაუსრულებელი უაზრო თეორია შექმნეს
მაგრამ მაინც კარგი სერიალია.

Posted by: (იგი) 8 Nov 2019, 23:54
პიანისტი
აპირებენ გაგრძელებას?
გადახლართულია
როგორც ნოემ თქვა ბოლოს - თავიდანვე რომ მცოდნოდა ეს, რაც ახლა ვიცი, მე მე აღარ ვიქნებოდიო. მასე არიან დანარჩენებიც, ადამის ახალგაზრდა ორეულებიც, ამიტომ უშედეგოა მათი ბრძოლა იმ კონკრეტულ მომენტში.
ხნიერმა შესაძლოა იცოდეს ის, რაც მიზნამდე მიაღწევინებს, თეორიის დონეზე, რადგან პრაქტიკაში გამოცდილი წარსულს უკვე შეცვლიდა და ამ მოცემულობით, ახლით ჩანაცვლების/განადგურების ნაცვლად, პარალელური სამყარო შეიქმნა.

Posted by: პიანისტი 9 Nov 2019, 01:21
(იგი)
დასასრული ისეთი იყო რო დიდი ალბათობით გააგრძელებენ.
ზოგადად ძალიან უკონტროლოა , ხნიერი ნოეც ვერ აკონტროლებს დროში ცვლილებას, რადგან კიდევ რამოდენიმე ადამიანი ახდენს ზეგავლენას დროზე , ძალიან ბევრი რამ გასარკვევია ჯერ და შეიძლება რამოდენიმე სეზონიც გადაიღონ.
ისიც არვიცით თინეიჯერი ნოე რამდენად შეიცვალა პიროვნულად ასაკში შესვლის შემდეგ, არ ჩანს გარკვევით ჯერჯერობით.

ველოდები ინტერესით შემდეგ სეზონს, ბევრი რამ გასარკვევია.

Posted by: (იგი) 20 Nov 2019, 03:25
რადიოაქტიურ ნარჩენებზე გადაღებულ დოკუმენტურს ვუყურე, ათი ათასი წლით წინასწარი გამოთვლები, ფსიქოისტორიკოსები (არსებობენ თურმე :დ) და ეს სერიალი გამახსენდა. რამე ამდაგვარად რომ გააგრძელონ გამიხარდება.

Posted by: ilikeit 26 Jan 2020, 22:37
QUOTE
ველოდები ინტერესით შემდეგ სეზონს, ბევრი რამ გასარკვევია.

+

მაგრამ მაინც მაგარია :დ

QUOTE
ამ სეეიალში ყველაზე მეტად ბუნება მომწონს დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ეგეთ ქალაქში ეგეთ აწყობილ ქვეყანაში რათქმაუნდა

იმიტოა თვითOნაც რო არ მოდიან :დ

მინდა რო არასოდეს დამთავრდეს, რა მოხდება?! biggrin.gif ადამ დაგვეხმარე

მეორე სეზონის პარალელურად პლატონის ტიმეოსს ვკითხულობდი და აი იმენა მოიტანა biggrin.gif ეგ იყო 7D experience

Posted by: dolidze1996 11 Apr 2020, 18:44
ვინმემ იცით როდის გამოდის მესამე სეზონი ან საერთოდ გამოდის თუ არა? smile.gif

Posted by: Joiner 11 Apr 2020, 18:52
dolidze1996
2019-ის დეკემბერში მორჩა გადაღება მესამე სეზონის. თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ იქნება.
ან 2021-ს პირველ ნახევარში.

Posted by: Liаm 12 Apr 2020, 11:56
ერთმა მსახიობმა მინიშნება გააკეთა და სავარაუდოდ 27 ივნისს გამოდის. bis.gif

Posted by: Redemption* 21 May 2020, 00:13
- "ვისაც აქვს თვალები, რათა დაინახოს და ყურები, რათა გაიგონოს."
- ფროიდი?
- facepalm.gif

lol.gif lol.gif

სეზონი 2, სერია 7, დაახლოებით 8:50
* * *
მოვრჩი მეორე სეზონს და ავხსნათ ბოლოდან:
"საკითხავი ის კი არ არის, რომელი დროიდან ვარ, არამედ რომელი სამყაროდან"
მართა რომ ჯონასთან მივა სხვანაირი დროის მანქანით.

ე. ი. 2 სეზონი ხლართეს დროის ისტორია, აიხლართნენ საკუთარ ამბავში და ეხლა თავის დაძვრენა და ყველაფრის რაციონალურად ახსნა რომ არ მოუწიოთ, ართულებენ სიტუაციას და დროის გარდა სამყაროს ცნების შემოტანით კიდევ უფრო ხლართავენ.
მოსალოდნელიც იყო რომ თავის არეულობაში აიბნენ, ვერ ხსნიან და არც ხსნიან, სერიალი რომ არ დამთავრდეს. ფულის საჭრელი დაზგა.

ამიტომ down1.gif მიყვარს ფენტეზი და მიყვარს საიფაი, მაგრამ არ მიყვარს, როცა ფენტეზის მასაღებენ საიფაიდ. კიდევ ერთი ტყუილია, ისევე როგორც იმ ქალაქის ყველა მცხოვრები.

ეხლა გადავიდეთ მთავარი პერსონაჟების მოტივაციებზე.
რა უნდა ჯონასს?
რა უნდა კლაუდია ტიედემანს?
რომელიმე თუ არის კეთილი ან ბოროტი?
რომელიმეს თუ უნდა დროის წრის გარღვევა?
რა მოტივაციები აქვთ? ორი სეზონია და მათ სურვილებზე და მოტივაციებზე გასაგებად არაფერს გვეუბნებიან.

რატომ არავინ გადაწყვიტა რომ რომელიმე მთავარი ფიგურის ახალგაზრდა ვარიანტი მოეკლა? რაც ულრიხ ნილსენმა ცადა, როცა 1954 წელში გადავიდა, მაგრამ არ გამოუვიდა? ეს მთლიანად დროის წრის გაქრობას გამოიწვევდა, თუ დატოვებდა დროის წრეს, იმ განსხვავებით, რომ ისტორიის მსვლელობას გადაწერდა მოკლულის არარსებობის პირობებში?
ალბათ ესეა. მეცნიერმა დაწერა დროში მოგზაურობაზე წიგნი, რომელიც სერიალში მოცემულ დროის ბრუნში მას არ დაუწერია, მას ეს წიგნი მისცეს, რომ დროულად გამოეყენებინა. ანუ როცა მართლა დაწერა, ის იყო ისტორიის მსლელობის ვარიანტი 1. მერე ვიღაცამ ეს წიგნი მომავლიდან მის ახალგაზრდობას დაუბრუნა, შესაბამისად ჯაჭვური ეფექტით ისტორია შეიცვალა და მივიღეთ ისტორიის მსვლელობის ვარიანტი 2 (სერიალში მოცემული).

მოკლედ, დროის არსებული წრის განადგურების ერთადერთი ვარიანტი მგონი არის პირველწყაროს შეჩერება (რამაც ეს წრე თავიდან შექმნა) და სავარაუდოდ ეს პირველწყაროა კლაუდია ტიედემანამდე ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა. ამის შესახებ უნდა ცოდნოდა კლაუდიას (ადამმა და სხვებმა თუ იციან, სერიალი ამას არ გვეუბნება). ანუ კლაუდიას შეეძლო პირველწყაროს შეჩერება, მაგრამ არ შეაჩერა.
იდეაში ამ პირველწყაროს შეჩერება არც ღირს. არც ძველ დროში რამის ცვლილება ღირს, რადგან ეს იწვევს ისტორიის სრულ გადაწერას. გენეალოგიების სრულ ცვლილებას, სრულიად ახალ პიროვნებებს და ახალ მოვლენებს. ანუ თუ ვინმეს არსებულ სიტუაციაში 1 ადამიანი მაინც უყვარს, მაშინ მას არ უნდა უნდოდეს არსებული სამყაროს მოსპობა.
შესაბამისად, ყველაზე კარგი ვარიანტია წრის მკაცრი კონტროლი და დატოვება ისეთად, როგორიც არის და მასში ზედმეტი მოქმედებების (ანუ ახალი აქტორების შესვლის) შეზღუდვა. ამ გზით მსოფლიო რჩება ისეთად, როგორიც არის. ანუ ყველა განაგრძობს არსებობას. მცირე ზედმეტი ცვლილებაც კი სრულიად ცვლის ისტორიის კურსს, ამიტომ ცვლილებები არ უნდა მოხდეს.

ეს შეკითხვები უფრო მეორე სეზონისკენ გამიჩნდა. პირველ სეზონზე კი მორალური შეკითხვები უფრო მიჩნდებოდა. რატომ გამოიყვანეს ყველა პერსონაჟი ამორალურად. ყველა იტყუება ან ღალატობს. გასაგებია, რომ ესეთი სეთინგი ამ ისტორიის მოყოლას აიოლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალი ადამიანებისგან მეორე სერიაშივე გაირკვეოდა რომ რაღაც ნიტოდაა და მესამე სერიაში ყველაფერს გადაწყვეტდნენ. ზედმეტად მარტივი ხრიკია გამოყენებული. სცენარისტების მხრიდან ესაა საქმის გამარტივება. მეტი ბანძი ინტრიგის და დაძაბულობის შემოტანა.
ნოე არ უნდა იყოს მთელ სერიალში ყველაზე დასტოინი პერსონაჟი. biggrin.gif

TL;DR სრულიად არ დამიტოვა ამ სერიალმა პოზიტიური შეგრძნება. დროში მოგზაურობები და ფანტასტიკა მიყვარს, მაგრამ აქ ბევრი ნაკლია.

Posted by: QWertWQ 21 May 2020, 20:46
QUOTE (Redemption*)
რატომ არავინ გადაწყვიტა რომ რომელიმე მთავარი ფიგურის ახალგაზრდა ვარიანტი მოეკლა? რაც ულრიხ ნილსენმა ცადა, როცა 1954 წელში გადავიდა, მაგრამ არ გამოუვიდა? ეს მთლიანად დროის წრის გაქრობას გამოიწვევდა, თუ დატოვებდა დროის წრეს, იმ განსხვავებით, რომ ისტორიის მსვლელობას გადაწერდა მოკლულის არარსებობის პირობებში?
ალბათ ესეა. მეცნიერმა დაწერა დროში მოგზაურობაზე წიგნი, რომელიც სერიალში მოცემულ დროის ბრუნში მას არ დაუწერია, მას ეს წიგნი მისცეს, რომ დროულად გამოეყენებინა. ანუ როცა მართლა დაწერა, ის იყო ისტორიის მსლელობის ვარიანტი 1. მერე ვიღაცამ ეს წიგნი მომავლიდან მის ახალგაზრდობას დაუბრუნა, შესაბამისად ჯაჭვური ეფექტით ისტორია შეიცვალა და მივიღეთ ისტორიის მსვლელობის ვარიანტი 2 (სერიალში მოცემული).

მოკლედ, დროის არსებული წრის განადგურების ერთადერთი ვარიანტი მგონი არის პირველწყაროს შეჩერება (რამაც ეს წრე თავიდან შექმნა) და სავარაუდოდ ეს პირველწყაროა კლაუდია ტიედემანამდე ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა. ამის შესახებ უნდა ცოდნოდა კლაუდიას (ადამმა და სხვებმა თუ იციან, სერიალი ამას არ გვეუბნება). ანუ კლაუდიას შეეძლო პირველწყაროს შეჩერება, მაგრამ არ შეაჩერა.
იდეაში ამ პირველწყაროს შეჩერება არც ღირს. არც ძველ დროში რამის ცვლილება ღირს, რადგან ეს იწვევს ისტორიის სრულ გადაწერას. გენეალოგიების სრულ ცვლილებას, სრულიად ახალ პიროვნებებს და ახალ მოვლენებს. ანუ თუ ვინმეს არსებულ სიტუაციაში 1 ადამიანი მაინც უყვარს, მაშინ მას არ უნდა უნდოდეს არსებული სამყაროს მოსპობა.
შესაბამისად, ყველაზე კარგი ვარიანტია წრის მკაცრი კონტროლი და დატოვება ისეთად, როგორიც არის და მასში ზედმეტი მოქმედებების (ანუ ახალი აქტორების შესვლის) შეზღუდვა. ამ გზით მსოფლიო რჩება ისეთად, როგორიც არის. ანუ ყველა განაგრძობს არსებობას. მცირე ზედმეტი ცვლილებაც კი სრულიად ცვლის ისტორიის კურსს, ამიტომ ცვლილებები არ უნდა მოხდეს.

ადრეც იწერებოდა ამ თემაში ნსგავსი ტიპის პოსტები
არასწორად უყურებ ერთ საკითხს
შენ ისევ დასაწყისს და დასასრულს ეძებ
სინამდვილეში არ არსებობს ეგ, აწმყო არ მიჰყვება წარსულს და მომავალი აწმყოს, პარალელურად მიმდინარეობენ
ამიტომ რატომ არ ცდილობს ამ წრის გარღვევას არაა მთლად სწორი კითხვა, ყველაფერი რასაც ცდილობს თითოეული პერსონაჟი უკვე ნაცადი აქვს და ეს შედეგია დამდგარი

პარალელური სამყაროს შემოტანაზე მეც არ გავგიჟდი, მაგრამ რამდენად რამე აეხლართათ ვე ვიტყვით ჯერ,
ჩემი აზრით პირიქით ძაან საკაიფოდ მიდიან თუ არ აურიეს ბოლოში

Posted by: sweetAppletree 21 May 2020, 21:10
დაიდო გაგრძელება?

Posted by: Heart_of_Darkness 21 May 2020, 21:33
ახლა მოვრჩი მეორე სეზონის ყურებას.
პირველი კარგი იყო, დიდიხანია ასე არაფერს ჩავუთრევივარ.
მაგრამ მეორეში ისე აიხლართა ყველაფერი, ვცდილობ გონებაში დავალაგო.
პარალელური სამყაროების იდეების შემოტანით, მგონი, საერთოდ, ისე ახლართეს ყველაფერი, თვითონაც აირევიან.
თან მთელი მეორე სეზონი მაინც იმას გვაჩვენებენ, რომ ვერაფერს შეცვლიან,
მთელი სერიალი ადამად ქცევას უნდა დაეთმოს?
ეს განწირულობა და ბედთან შეგუების ლაიტმოტივიც არ მომწონს.
მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს მესამე სეზონს ვუყურო, იმედია არ გამიტურხებენ ამ ემოციას.

Posted by: Redemption* 22 May 2020, 01:23
ზემოთ პოსტი ღამით ვწერე და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამომრჩა. ამ სერიალში ყველაზე დიდი ბოროტება არის აპოკალიპსი. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, როგორც ვხვდები, იმ აფეთქებაში განადგურდა და ამიტომ პირველ რიგში აპოკალიპსი უნდა აირიდონ თავიდან.

QWertWQ
QUOTE
შენ ისევ დასაწყისს და დასასრულს ეძებ
სინამდვილეში არ არსებობს ეგ, აწმყო არ მიჰყვება წარსულს და მომავალი აწმყოს, პარალელურად მიმდინარეობენ

მიმდინარეობდნენ პარალელურად, მერე რა?
დასაწყისი და დასასრული მაინც არსებობს.
ფეხბურთის მატჩის დასაწყისია, როცა მსაჯი დაუსტვენს,
ადამიანის დასაწყისია, როცა დაიბადება,
დროის იმ ციკლის დასაწყისია, როცა ეს დროის ციკლი შეიქმნა.

Heart_of_Darkness
QUOTE
ეს განწირულობა და ბედთან შეგუების ლაიტმოტივიც არ მომწონს.

yes.gif

რა მოტივაციები აქვთ ადამს და "თეთრ ეშმაკს"? რომელს რა უნდა?
მემგონი გასაგებად არ ჩანს ხო?

QUOTE
მაგრამ მეორეში ისე აიხლართა ყველაფერი, ვცდილობ გონებაში დავალაგო.

არ ლაგდება.
კარგი ფილმი ჩახლართავდა, მაგრამ იმდენ მინიშნებას დატოვებდა, რომ მაყურებელს თავისით გამოეცნო.
აქ მინიშნებების მხოლოდ ილუზია გვაქვს, რეალურად საკმარისს არ გვეუბნებიან რომ რამე დასკვნამდე მივიდეთ. ეს დიდი მინუსია.

Posted by: QWertWQ 22 May 2020, 10:30
Redemption*
QUOTE
მიმდინარეობდნენ პარალელურად, მერე რა?
დასაწყისი და დასასრული მაინც არსებობს.
ფეხბურთის მატჩის დასაწყისია, როცა მსაჯი დაუსტვენს,
ადამიანის დასაწყისია, როცა დაიბადება,
დროის იმ ციკლის დასაწყისია, როცა ეს დროის ციკლი შეიქმნა.

ხოდა არ არის ეგრე, არასწორად აღიქვამ
იონასი როგორ დაიბადა? მიკელი უნდა აღმოჩნდეს წარსულში, რაც ვერ მოხდება იონასმა თუ არ წაიყვანა, მაგრამ იონასი ვერ გაჩნდება თუ მიკელი მაიკლი არ გახდა, პირველი რომელი იყო?
დოპლერები (დედა-შვილი) როგორ დაიბადნენ? პირველი ვინ იყო?
ის წიგნი დროის შესახებ (თუ არ ვცდები ეგაა აღარ მახსოვს ადრე ვუყურე) როდის დაიწერა?

თვითონ სერიალშივეა ნათქვამი ეს ყველაფერი

Posted by: Redemption* 22 May 2020, 11:41
QWertWQ
ისტორიის ვარიანტ 1-ში არც იონასი არსებობდა და არც ბევრი ვინმე.
შემდეგ, როცა შეიქმნა დროის წრე, ისტორიის ვარიანტი 1 შეიცვალა და გაჩნდა ისტორიის ვარიანტი 2.
სადაც უკვე იონასიც არსებობს, დოპლერებიც და ა. შ. მაგრამ სავარაუდოდ აღარ არსებობს ბევრი სხვა ვინმე, ვინც ისტორიის გადაწერის გამო გაქრნენ.

დაახლოებით ის ვარიანტია, რა მოხდებოდა, WW2 ჰიტლერს რომ მოეგო?

Posted by: QWertWQ 22 May 2020, 12:57
Redemption*
QUOTE
ისტორიის ვარიანტ 1-ში არც იონასი არსებობდა და არც ბევრი ვინმე.
შემდეგ, როცა შეიქმნა დროის წრე, ისტორიის ვარიანტი 1 შეიცვალა და გაჩნდა ისტორიის ვარიანტი 2.

თუ არ არსებობდა იონასი როგორ შეიქმნა?
იონასის გარეშე მიკელი მაიკლი ვერ ხდება და შესაბამისად იონასიც ვერ ჩნდება
არ არსებობს მანდ საწყისი წერტილი
QUOTE
დაახლოებით ის ვარიანტია, რა მოხდებოდა, WW2 ჰიტლერს რომ მოეგო?

არ არის ეგ ვარიანტი
აცდენილი ხარ, შენ უყურებ ისე როგორც back to the future-ში იყო, ანუ გადავიდნენ წარსულში და შეცვალეს ალტერნატიული ისტორიით რეალობა
აქ ეგრე არაა, არ არსებობს საწყისი წერტილი, მომავალი წარსულის გარეშე არ არსებობს და არც წარსული მომავლის გარეშე

Posted by: Redemption* 22 May 2020, 13:25
QWertWQ
QUOTE
იონასის გარეშე მიკელი მაიკლი ვერ ხდება და შესაბამისად იონასიც ვერ ჩნდება

ხო გითხარი, ისტორიის ვარიანტ 1-ში არც იონასი გაჩენილა და არც მიკელი წასულა ძველ დროში. ისტორია სხვა იყო, სხვა ადამიანებით.

რაღაც ეტაპზე, როცა დროის მემბრანაში გარღვევა გაჩნდა და ვიღაცამ წარსულში იმოგზაურა, მთლიანად აირია უკვე დაწერილი ისტორია. ზოგი ადამიანი მთლიანად გაქრა ისტორიის ფურცლებიდან, ზოგი ჩაემატა. მივიღეთ ისტორიის ვარიანტი 2 (ასევე გააჩნია რამდენი ცვლილება მოხდა, ისტორიის ვარიანტები 4, 5, 6, 7 8 და ა. შ. არსებობს).
უკვე დაწერილი ისტორია რომ აღარ შეიცვალოს და ესე უპრაგონოდ ადამიანების არსებობა-არარსებობა და მთელი ცხოვრება არ გაქრეს ხოლმე, ამისთვის ორი ვარიანტია. ერთი, რომ დროის წრე განადგურდეს, ან ამ დროის წრეში მოხდეს ხოლმე მხოლოდ ზუსტად ერთი და იგივე მოქმედებები, აღარ შევიდეს ახალი ცვლადი, შესაბამისად ისტორიაც ამ მომენტებიდან დარჩება უცვლელი.

QUOTE
შენ უყურებ ისე როგორც back to the future-ში იყო, ანუ გადავიდნენ წარსულში და შეცვალეს ალტერნატიული ისტორიით რეალობა

კი, აი მაგას ვამბობ. ოღონდ ეს "ალტერნატიული ისტორიაც" არანაკლები რეალობაა.

QUOTE
აქ ეგრე არაა, არ არსებობს საწყისი წერტილი

საწყისი (immediate) წერტილი არის დროში მოგზაურობის გაჩენა. ეს ძალიან ცხადია.

QUOTE
მომავალი წარსულის გარეშე არ არსებობს და არც წარსული მომავლის გარეშე

კი, ისტორიის ის ვარიანტი, რომელსაც სერიალი გვაჩვენებს (ჯონასი არსებობს და ა. შ.) ვერ იარსებებს მაგის გარეშე.
მაგრამ იარსებებს მაგალითად ისტორიის ის თავდაპირველი ვერსია, რომელიც დროში მოგზაურობამდე იყო. ამ თავდაპირველ ვერსიაში მიკელი უკან არ დაბრუნდებოდა, არც იმ მოღალატე ქალს შეირთავდა და ჯონასის მაგივრად გააჩენდა ჟორას ან ავთოს.

Posted by: QWertWQ 22 May 2020, 13:52
Redemption*
QUOTE
ხო გითხარი, ისტორიის ვარიანტ 1-ში არც იონასი გაჩენილა და არც მიკელი წასულა ძველ დროში. ისტორია სხვა იყო, სხვა ადამიანებით.

როგორ გაჩნდა იონასი მაგას არ პასუხობს ეგ კითხვა
QUOTE
კი, აი მაგას ვამბობ. ოღონდ ეს "ალტერნატიული ისტორიაც" არანაკლები რეალობაა.

მე კი ვიცი რო მაგას ამბობ მარა სერიალი ამბობს სხვა რამეს biggrin.gif
QUOTE
საწყისი (immediate) წერტილი არის დროში მოგზაურობის გაჩენა. ეს ძალიან ცხადია.

არ არის ცხადი
მეტიც პირდაპირ არის ნათქვამი რომელიღაცა სერიაში წიგნზე ან იმ დროის მოწყობილობაზე (ზუსტად არ მახსოვს) არ არსებობს საწყისი წერტილი როდის შეიქმნაო
QUOTE
მაგრამ იარსებებს მაგალითად ისტორიის ის თავდაპირველი ვერსია, რომელიც დროში მოგზაურობამდე იყო. ამ თავდაპირველ ვერსიაში მიკელი უკან არ დაბრუნდებოდა, არც იმ მოღალატე ქალს შეირთავდა და ჯონასის მაგივრად გააჩენდა ჟორას ან ავთოს.

კაი მოდი გამოგყვები მაგ მსჯელობაში
თუ თავდაპირველ ისტორიაში მიკელი არ მიდის წარსულში, საიდან ჩნდება იონასი?
ანუ მეორე ვარიანტს როგორ ვიღებთ?

Posted by: Redemption* 22 May 2020, 14:08
QWertWQ
QUOTE
მეტიც პირდაპირ არის ნათქვამი რომელიღაცა სერიაში წიგნზე ან იმ დროის მოწყობილობაზე (ზუსტად არ მახსოვს) არ არსებობს საწყისი წერტილი როდის შეიქმნაო

ვინ ამბობს მაგას და იმან რა იცის? ჯერჯერობით სერიალში არავინ ტოვებს ყოვლისმცოდნის შთაბეჭდილებას, მათ შორის არც ადამი და არც თეთრი ეშმაკი.

QUOTE
როგორ გაჩნდა იონასი მაგას არ პასუხობს ეგ კითხვა
QUOTE
თუ თავდაპირველ ისტორიაში მიკელი არ მიდის წარსულში, საიდან ჩნდება იონასი?

ჯონასი გაჩნდა ისტორიის რამდენიმე იტერაციის შემდეგ.
პირველ იტერაციაში დროის მანქანა არ არსებობდა, არც ჯონასი და არც კიდევ ბევრი ვინმე.
შემდეგ, სიტყვაზე, 28-ე საუკუნეში გაჩნდა დროის მანქანა, ვიღაცა გადავიდა 20-ე საუკუნეში და რაღაც შეცვალა. გაჩნდა მეორე იტერაცია.
მერე ამ მეორე იტერაციაში ვიღაცა კიდევ ერთხელ გადავიდა სადღაც და რაღაც შეცვალა, ესეც მესამე იტერაცია.
საბოლოოდ ახლა სერიალი მიმდინარეობს ისტორიის რომელიღაცა იტერაციაში (შეიძლება ეს იყოს მეათასე ან მემილიონე), სადაც სიტუაცია ისე დალაგდა რომ ჯონასიც არსებობს და კლაუდიაც.

ამ კონკრეტული იტერაციის განგრძობადობის ერთადერთი შანსია, რომ დროის მოგზაურობაში ახალი ცვლადები აღარ შევიდეს (ანუ სიტყვაზე, არ იმოგზაუროს ჯონ დოემ, თუ მას არც წინა იტერაციაში უმოგზაურია).
თუმცა ეს იტერაცია არაა კარგი იტერაცია, რადგან გამოიწვია აპოკალიპსი და დედამიწის მოსახლეობის სრული უმეტესობა განადგურდა.
უნდა გამოიძებნოს ისეთი იტერაცია, სადაც აპოკალიპსი არ ხდება და ასეთ იტერაციაში მოხდეს დროის ციკლში ახალი ცვლადების შესვლის შეზღუდვა.

Posted by: Joiner 26 May 2020, 15:39
27 ივნისი


Posted by: Harrison Stafford 26 May 2020, 23:52
ვახ აღარ მახსოვს რა ხდება

ამ შოუს მარტო იუთუბ რექაფი არ უშველის
მთლიანად უნდა ჩაუჯდე თავიდან რო ყველა დეტალი გაიხსენო biggrin.gif

რა წამებაა ბლიად



Posted by: FromSydneyToLA. 27 May 2020, 02:17
QUOTE (Harrison Stafford @ 26 May 2020, 23:52 )
ვახ აღარ მახსოვს რა ხდება

ამ შოუს მარტო იუთუბ რექაფი არ უშველის
მთლიანად უნდა ჩაუჯდე თავიდან რო ყველა დეტალი გაიხსენო biggrin.gif

რა წამებაა ბლიად

კონსპექტები უნდა ამოალაგო, 9 კლასის ბიოლოგიის წიგნებთან ერთად გადანახული თაბახის ფურცლები ამოიღო სადაც გენეოლოგიური ხე გაქვს დახატული. ზედ მონიშვნები გიწერია და ეგეც კი არ იქნება საკმარისი რომ გაიხსენო ვისი ვისაში იყო.

Posted by: Crøs 12 Jun 2020, 15:05
27დან ფინალური სეზონი bis.gif bis.gif bis.gif


Posted by: sweetAppletree 12 Jun 2020, 15:13
QUOTE (cros)
27დან ფინალური სეზონი

ველი


Posted by: Heart_of_Darkness 12 Jun 2020, 16:28
QUOTE (cros @ 12 Jun 2020, 15:05 )
27დან ფინალური სეზონი bis.gif bis.gif bis.gif

მოუთმენლად ველი popcorn.gif jump.gif

Posted by: Harrison Stafford 12 Jun 2020, 23:20
jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif
დრო რო არ მავს ეხლა როგორ გავიხსენო წინა სეზონები ?!


Posted by: Eeescadaaa 15 Jun 2020, 14:17
ჰომ არ იცით სადმე გერმანულად იდოს ინგლისური სუბტიტრებით???

Posted by: ტყნაჩო 15 Jun 2020, 14:49
„მეორე სეზონი ასწორებს?

Posted by: Ras_al_Ghul 16 Jun 2020, 10:52
გუშინ ღამე დავიწყე 4 სერია კანფეტივით წავიდა love.gif

საღოლ ძაან მაგრად მომეწონა გადაღება როგორც ასეთი

Posted by: x360Soulja 17 Jun 2020, 14:15
მესამე სეზონის წინ ორ სეზონს თავიდან ვუყურე, ნუ ყველა დეტალი არ მახსოვდა და რექაფებიც არ იყო საკმარისი.





ახლა ალბათ 1-ელ და მე-2 სეზონებს მესამედ და მე-3 სეზონს მეორედ ვუყურებ :დ




იმდენი დეტალია, თავიდან ყურების გარეშე, რომ ვნახო გამომრჩება ალბათ ბევრი რამე user.gif
* * *
უი ავირიე რატომღაც უცებ ჩავთვალე, რომ მეოთხე სეზონი გამოდის ;დდ


ნუ ორი სეზონის კიდე გადამეოეორება არაა ტრაგედია :დდ

Posted by: weeljon 18 Jun 2020, 23:50
I watched Serie: In the Dark Season 2 Episode 2
https://putlockerme.co/episode/in-the-dark-season-2-episode-2/
Murphy gets a surprise visit; Felix, Jess and Murphy work on a plan to cover up their new “business”; Darnell’s visit to Nia takes an unexpected turn; Dean gets a new mission

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 01:15
Eeescadaaa
იმოვიზეა გერმანულად. ინგ. სუბებიც აქვს, ჩაურთე

Posted by: Harrison Stafford 21 Jun 2020, 18:43
გავიმეორე
კაკრას დრო მქონდა და იქით შაბათამდე მოვითავე

ძაან კარგად აქვთ აწყობილი და იმედია არ ჩამოატრაწებენ Mთელ სერიალს როგორც სჩვევიათ

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რამეს არ შეტენიან კიდე


ან ვაფშე არ აკრძალონ ჩვენება


უი ტრეილერი ეხლა ვნახე
drug.gif
ცუდი სუნი მცემს !

Posted by: sweetAppletree 21 Jun 2020, 18:51
ქართულ საიტებზეც დადებენ თუ ლოდინი მოგვიწევს ნეტა

Posted by: Harrison Stafford 27 Jun 2020, 17:10
როდის თარგმნიან ეხლა ინგლისურად ან რუსულად mad.gif

სუბებით ამის ყურების თავი ნაღდად არ მაქვს


Posted by: Stan91Marsh 27 Jun 2020, 19:54
დღეს დაიდება სადმე? თუნდაც სუბტიტრებით

Posted by: Cindy898 27 Jun 2020, 20:19
ნეტფლიქზე დევს ინგლისური დუბლირებით

Posted by: sweetAppletree 27 Jun 2020, 20:37
იმოვიზეც დადეს, ინგლისური სუბტიტრებით


მეზარება ყურებაა biggrin.gif მერე ვნახავ boli.gif

Posted by: Harrison Stafford 27 Jun 2020, 21:03
Stan91Marsh
ტორენნტებზე დევს სუბებით

აიმუვიზეც დაუდიათ სუბებით

Posted by: Oberin1 27 Jun 2020, 21:57
http://coldfilm.su/news/tma_3_sezon_smotret_onlajn/2020-06-27-21456

რუსულად ვისაც უნდა

Posted by: თაიკო 28 Jun 2020, 16:51
ვინც გადამეორების გარეშე უყურებს "დარქს", ნეტა, იმისი მახსოვრობა მომეცეს

Posted by: Stan91Marsh 29 Jun 2020, 01:14
კარგი იყო user.gif user.gif user.gif იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ხშირად მიწევდა პერსონაჟების დაგუგვლა გასახსენებლად..

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Oberin1 29 Jun 2020, 01:23
Stan91Marsh
ეგ რატო გენიშნა? საინტერესოა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Andy Warhol 29 Jun 2020, 03:55
ასეთი ბრწყინვალე შოუ არ გადაუღიათ ბოლო წლებში. უმაგრესად მიაქვს მესამე სეზონს... 3X3 ზე ვარ.

Posted by: NeroFK 29 Jun 2020, 06:07
სიბნელე არ ქვია მაგას, ბნელი ქვია.

ისე აქებენ და ჩავუჯდები ამ დღეებში.

Posted by: Ras_al_Ghul 29 Jun 2020, 11:41
QUOTE
ასეთი ბრწყინვალე შოუ არ გადაუღიათ ბოლო წლებში. უმაგრესად მიაქვს მესამე სეზონს... 3X3 ზე ვარ.


ვაა ვაა biggrin.gif

დაიდოს HDrezka-ს გახმოვანება მალე დ;

Posted by: _Lali_ 29 Jun 2020, 12:00
seasonvar-ზე დევს რუსულად დიდი ხანია, დავიწყე ყურება და აი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებ, იმიტომ რომ არ მახსოვს smile.gif

ჯერ 1-ლ და მე-2 სეზონებს რომ ვუყურებდი, მაშინ ვერ ვიგებდი და ეხლა დავიწყებული რომ მაქვს, აღარ ვიცი რა ვქნა. ამიტომ უნდა უყურო ასეთ სერიალებს ერთიანად, მიყოლებით, ისე აზრი არ აქვს

Posted by: Ras_al_Ghul 29 Jun 2020, 13:58
_Lali_

მეც დიდი ალბათობით დამავიწყდებოდა გასულ წელს რო მენახა მეორე სეზონის დასასრული.

კიდევ კაი წინა კვირას მოვრჩი ;დდ


Posted by: sweetAppletree 29 Jun 2020, 14:42
გუშინ ჩავრთე და ჩამეძინა პირველივე სერიაზე


ტუჩზე შრამით ვინაა ვერ გავიხსენე...

დღეს ვუყურო ნორმალურად
მაგრამ ამ სერიალის ერთგვაროვანი ფონი მომბეზრდა მგონი, ძალიან ჩაკეტილი და ვიწრო სამყაროა

Posted by: DeveloperX 29 Jun 2020, 15:01
sweetAppletree
QUOTE
ტუჩზე შრამით ვინაა ვერ გავიხსენე...

მაგას გვიან გეტყვიან.

Posted by: Stan91Marsh 29 Jun 2020, 21:12
QUOTE
ეგ რატო გენიშნა? საინტერესოა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kane19906 30 Jun 2020, 00:50
ახალი სეზონი დაიწყო??????????????

Posted by: Oberin1 30 Jun 2020, 01:23
Stan91Marsh
კიი და ეგეც საინტერესოა მარა ნუ მაგათ გადაკვეთის წერტილი არ ქონიათ და ვერც იქნებოდნენ ერთად :დ მარა კაი საფიქრელია მაინც რატომ

კაი გამოვიდა ჯამში რამდენიმე წელში კიდე თავიდან გადავიმეორებ აუცილებლად

Posted by: gioshka 30 Jun 2020, 01:47
ჩვეულებრივი შედევრია. love.gif
ამის სცენარის დაწერა იქნებოდა ყველაზე დიდი მაინდფაქი მთელ სამყაროში და მერე კიდე სწორად და საინტერესოდ მოყოლა.
სპეციალურად რივოჩი გავაკეთე წინა ორი სეზონის, თორე თუ არ გახსოვს ყველაფერი კარგად, ისე ყურებას აზრი არ აქვს

ერთადერთი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: _Lali_ 30 Jun 2020, 10:44
gioshka
QUOTE
თუ არ გახსოვს ყველაფერი კარგად, ისე ყურებას აზრი არ აქვს

ამას ვამბობ ზუსტად და ისე მეზარება ახლიდან პირველი ორი სეზონის ნახვა, არადა მაინტერესებს ძალიან smile.gif

Posted by: DeveloperX 30 Jun 2020, 11:16
_Lali_


Posted by: _Lali_ 30 Jun 2020, 11:36
DeveloperX
დიდი მადლობა, გაიხარე

Posted by: saba 003 30 Jun 2020, 23:37
ალბათ საუკეთესო სერიალია რაც ბოლო წლებში გამოსულა, იდეალური დასასრულით და სცენარით.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ripsta 1 Jul 2020, 15:01
ცვაინ დღაიზენ
ცვანციშ
იხ ბინ დუ

Posted by: QWertWQ 1 Jul 2020, 16:38
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: TUZI_MAQCIA 1 Jul 2020, 18:32
QUOTE (QWertWQ @ 1 Jul 2020, 16:38 )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

აი ეგრე ვარ მეც სულ ძალისძალობით უყურე პროსტა მართლა არ გამისწორდა 2 წელზე მეტია მგონი ველოდებოდი და ჩაიჯვა სერიალმა vik.gif

Posted by: Crøs 4 Jul 2020, 12:19
გამიცრუვდა იმედები მესამე სეზონზე sad.gif(

რაის მესაათე,რაის სამი სამყარო...კაი რა..

უკვე პერსონაჯებს ვეღარ არჩევ ადამიანი ვინ რომელი სამყაროდან იყო,ისე უაზროდ გადახლართეს,არადა დაემთავრებინათ როგორც დამთავრდა ზედმეტი მოგზაურობების გარეშე. თუმცა ფინალიც კი არადამაჯერებელი გამოდგა. პრინციპში ისე იყო აბურდული აღარც მაინტერესებდა სამყაროების საწყისი სად წარმოიშვა.

მოკლედ,ნომერ პირველი სერიალი ამ ჟანრში ჩემთვის ისევ ლოსთი რჩება.❤

Posted by: DARKnodo 4 Jul 2020, 21:46
cros
QUOTE
რაის მესაათე,რაის სამი სამყარო...კაი რა..

ეს პროგნოზირებადი იყო.
გამიკვირდა ისე, რომ არ მოგეწონა biggrin.gif

Posted by: Harrison Stafford 4 Jul 2020, 22:29


რა კარგია რო არ გააფუჭეს

3 სერია ვნახე ჯერ

იმედია არც ბოლოს დაამთავრებენ ცუდად

Posted by: Crøs 4 Jul 2020, 23:27
DARKnodo
QUOTE
ეს პროგნოზირებადი იყო

ნუ კი,როცა მანქანის შექმნას უკვეთავს და წიგნს წერს. თუმცა მაინც რელიგიურ დასასრულს ველოდებოდი.
QUOTE
გამიკვირდა ისე, რომ არ მოგეწონა

როცა კულმინაცია ტრანსპორტის სამინისტროს ემსგავსება მაყურებლისთვის თავსატეხების ძალით გასაჩენად და მეტი ეფექტის მოაახდენად,აი იქ ემსგავსება უკვე სთრეინჯა ლთინგზის ადულთ ბედ ვერშონს.

Posted by: Heart_of_Darkness 5 Jul 2020, 00:31
დასასრულმა იმედი გამიცრუა.
არადა, როგორ ველოდი.

Posted by: Harrison Stafford 5 Jul 2020, 17:44
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

როგორ გაასწორა რო არ გააფუჭეს ბოლოც

მშვენიერი დასასრული ქონდა

ყველა კვანძი გახსნეს , პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით

მსგავსს ველოდი რო მესამე სამყარო გაიჩითებოდა უნამუსო ვიყო
არ ვიცი ამ შოუშიც შემხვდა : მხოლოდ 2ად რომ ვყოფთ ყველაფერს სიტყვაზე კარგი და ბოროტი, სინათლე და სიბნელე , ....
სიქ მუნდუსის სიმბოლოზე გამიჩნდა ეჭვი მეორე სეზონის ბოლოს რო მესამესაც გააძრობდნენ


ძაან კარგად გადაწყვიტეს მესაათის "ბრალეულობა" ამ ყველაფრის დასაწყისად რო აიღეს

მსაიობებიც კარგად იყვნენ შერჩეულები
ერთი მარტას როლის შემსრულებელი მიშლიდა ნერვებს
დალშე ისეთი იერის სასტავი იყვნენ , SSის ოფიცრები გეგონებოდა მაგ: ჰელგეს დედა, ახალგაზრდა ეგონი, ნოა


საუნდებიც იმენა დააკვდა





თან მაგრად გამიკვირდა 21 საუკუნის სიყლევეები რო შეძლებისდაგვარად ნაკლებად იყო
რაც ნეტფლიქსს არ ახასიათებს

ძალით გაწელვები კიდე, ეს მესამე სამყაროს "შემოგდება" არ იყო მაყურებლის კიდე უფრო დასაბნევად , თავიდანვე ნაფიქრალ-გათვლილს გავდა
ანუ ტიპები დასხდნენ მოიფიქრეს აი ამას 3 სეზონში (ისიც სიმბოლურად) ჩავატევთო და ჩაატიეს !




მოკლედ ძალიან გამისწორდა
წლების მერე კიდევ ჩავუჯდები სამივეს ერთად

Posted by: პიანისტი 7 Jul 2020, 13:48
მესამე სერიაზე ვარ და ძალიან მაგრად დაიწყო, ეს გარემო ჰო საერთოდ სასწაულია,უკაცრიელ ნისლში გახვეული ფიჭვნარი სერიალის მისტიურ აზრს ბუსტავს მაგრად.
მუსიკაც up.gif ცოტა ზეციური ძალების მუღამიც მაქვს ამ სეზონში, ათეისტურად მიდის, თუმცა მანდაც თავისი მუღამია ,მედალიონზე სცენა გამისწორდა.

Posted by: Link 7 Jul 2020, 16:02
ვსო, 1st season 1st episode.

აბა ვნახოთ

Posted by: Liаm 12 Jul 2020, 12:47
ძალიან მომეწონა დასასრული, განსაკუთრებით - სულ ბოლო სცენა.
ზოგადად მომეწონა მესამე სეზონი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩემთვის ეს ორი რაღაც იყო მესამე სეზონის ხარვეზი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან კარგი იყო. war.gif bis.gif ნამდვილად გაამართლა მოლოდინები და საუკეთესო სერიალად რჩება ჩემთვის. jump.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ზოგადად ასეთი სერიალების ფინალები არის ხოლმე დამაბნეველი რაღაც მხრივ, როდესაც ძალიან ბევრი რაღაც რჩება ღიად, იმიტომ რომ სცენარისტები არ ან ვერ იფიქრებენ წესიერ დასასრულსა და პასუხებს biggrin.gif კარგია, რომ ყველაფერი ახსნეს, განსაკუთრებით მე-7 სერია მომეწონა ამ მხრივ. ნამდვილად ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში და წინასწარ მოფიქრებული. jump.gif

Posted by: sweetAppletree 14 Jul 2020, 18:01
ძლივს ვუყურე...

თავიდან სერიალი ძალიან მომეწონა, განსხვავებული ატმოსფეროს და საინტერესო თემატიკის გამო, მერე თანდათან მომბეზრდა მსახიობების თამაშის კი არა ვერ თამაშის, ერთფეროვნების გამო
მესამე სეზონზე ალერგია დამემართა ლამის
1 სერიას რომ ვნახავდი და შემდეგი მახსენდებოდა მაჟრიალებდა, იმდენად არ მინდოდა ნახვა :დ

საბოლოო ჯამში 2-ანი
შეფუთული იაფფსასიანი სერიალია

Posted by: Link 15 Jul 2020, 14:16
QUOTE
7 Jul 2020, 16:02

QUOTE
ვსო, 1st season 1st episode.

აბა ვნახოთ



დღეს 15 ივლისია. პირველი სერიის მეორე სერიის შუაში ვარ.
ველოდები რომ რამე მოხდეს მაგის დედა ვატირე drug.gif





ძალიან მიკვირს რა, დამანგრეველი, mind blowing , ადრენალინით სავსე სერიალების მერე აი ამ ###ობას როგორ აქებთ ასე user.gif
აი ეს აბსოლუტურად მოსაწყენი ატმოსფერო, რომელიც ერთფეროვანია მუდმივად - თავის ერთფეროვანი მუსიკალური გაფორმებით -
რა ნახეთ ამისთანა spy.gif

დავბერდი sad.gif

Posted by: TrancedForLife 15 Jul 2020, 14:31
QUOTE
უკვე პერსონაჯებს ვეღარ არჩევ ადამიანი ვინ რომელი სამყაროდან იყო,ისე უაზროდ გადახლართეს

ეს პრობლემა მეც მქონდა და ვისაც მოგეწონათ, როგორ არჩევდით რავი.. მალადეც თქვენ
ან თუ ვერც თქვენ არჩევდით მაშინ რატო მოგეწონათ

Posted by: SkitterZ 15 Jul 2020, 14:33
ხმერთო მომეცი ძალა მესამე სეზონი დავამთავრო, ისე არ მომოწონს, კვირაში 1 სერიას ვუყურებ ძალით sad.gif

user posted image

Posted by: ripsta 15 Jul 2020, 14:52
QUOTE (SkitterZ @ 15 Jul 2020, 14:33 )
ხმერთო მომეცი ძალა მესამე სეზონი დავამთავრო, ისე არ მომოწონს, კვირაში 1 სერიას ვუყურებ ძალით sad.gif

user posted image

ძააააან ბანძი სეზონიაააააააააა

მაგრამ მაინც არაა ისეთი დასასრული რომ ცუდად გამახსენდეს user.gif

Posted by: SkitterZ 15 Jul 2020, 16:09
ripsta
აი მაგ დასასრულამდე ვერ მივიტანე თავი sad.gif


რა ხდება ამისთანა ბოლოში ყველა რომ გაგიჟდა

Posted by: ripsta 15 Jul 2020, 17:28
SkitterZ
არა, არა, ასე არ დახვდე ;დ
არაა გადასარევი დასასრული ;დ პირიქით შესანიშნავი პროდაქშენი რომ არ ჰქონდეს სერიალს იდეაში უნდა გაბრაზდე კიდეც ენდინგზე
;დ

მაგრამ ნუ თავზე მოხვეულივით არ აღიქმება და გაგყავს რა კარგ დასასრულად


ერთი სიტყვით, ცუდია მესამე სეზონი :მად:

Posted by: SRB100 16 Jul 2020, 10:35
პირველი და მეორე სეზონები ძალიან მომეწონა..
იდეა, გადაღები, საუნდტრეკები, გარემო, პერსონაჟები.. ყველაფერი იდეალურად იყო შერჩეული..

მესამე სეზონში ძაან დავიღალე აქეთ იქით სიარულით, ვისი ვისაში იყო მართლა ვერ გავიგე..
ბოლო ორ სერიაში რა კვანძი უნდა გახსნან ან როგორ უნდა დაასრულონ რო კითხვები არ დარჩეს მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ იდეალური დასასრული ჰქონდა..

ძალიან სევდიანი, კითხვებიც დატოვეს დასაფიქრებლად..

"What we know is a drop, what we don't know is an ocean"
"There are things out there our little minds will never comprehend"
"We are not free in what we do because we're not free in what we want"

დასასრულის სცენაზე იქნებ თქვენი აზრი მითხრათ: გაჩნდა მაინც კვანძი ანუ ხო?
თუ რას ნიშნავდა ჰანას დეჟა ვუ? ან შუქის ჩაქრობის სცენა? იმას რასაც მთელი სეზონები გვეუბნებოდნენ, რომ დასასრული დასაწყისია, დასაწყისი - დასასრული?

და კიდევ, მიკელის გარდა კიდევ სამი ბავშვი რატო იკარგებოდა, ეგ ვერ ამოვხსენი ან არ მივაქციე ყურადღება.
ანუ მათ რა როლი ჰქონდათ ამ ყველაფერში? ჰელგე და ნოა რატომ ხოცავდნენ?

Posted by: QWertWQ 16 Jul 2020, 13:20
SRB100
QUOTE
დასასრულის სცენაზე იქნებ თქვენი აზრი მითხრათ: გაჩნდა მაინც კვანძი ანუ ხო?
თუ რას ნიშნავდა ჰანას დეჟა ვუ? ან შუქის ჩაქრობის სცენა? იმას რასაც მთელი სეზონები გვეუბნებოდნენ, რომ დასასრული დასაწყისია, დასაწყისი - დასასრული?

და კიდევ, მიკელის გარდა კიდევ სამი ბავშვი რატო იკარგებოდა, ეგ ვერ ამოვხსენი ან არ მივაქციე ყურადღება.
ანუ მათ რა როლი ჰქონდათ ამ ყველაფერში? ჰელგე და ნოა რატომ ხოცავდნენ?

ვერ გახსნეს ვერაფერი ჩემი აზრით

ძალიან დონე მეორე სეზონის შემდეგ ვეღარ დაალაგეს
ყველა ხაზი მიატოვეს, მათ შორის მთავარი ხაზი

Posted by: Liаm 16 Jul 2020, 19:59
ზოგადად არ მიყვარს ისეთი დასასრულები, რომლებიც მაყურებელს უტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, განსაკუთრებით - მთავარი პრობლემის გადაწყვეტას. არ ვიცი რატომ შემოვიდა მოდაში ასეთი დასასრულები, იმედია გადაივლის biggrin.gif

მე მაინც მგონია, რომ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეს არის ჩემი თეორია, მაგრამ რომ აეხსნათ უფრო მეტად, კარგი იქნებოდა. biggrin.gif

Posted by: SRB100 17 Jul 2020, 10:34
Liаm
ხო, მაგრამ მთელი სეზონი იმაზე საუბრობდნენ, რომ სხვადასხვა რეალობა შეიძლება ერთმანეთის პარალელურად არსებობდეს.
ამასთან, არსებობს შესაძლებლობა რომ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვანაირად განვითარდეს.
გაიხსენეთ, მართა რომ კვდება ერთ შემთხვევაში მისი მეორე მე პარალელური სამყაროდან გადაარჩენს იონასს აპოკალიფსისგან და მეორე შემთხვევაში ადამი მიდის და იმას გადაყავს სხვა სამყაროში.
აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ტანჰაუსის ცხოვრებაც ორი მიმართულებით წასულიყო: პირველი როდესაც მისი შვილები იხოცებიან და მეორე როდესაც მართა და იონასი გადაარჩენენ ხიდზე მის შვილებს. ერთ შემთხვევაში ტანჰაუსი აწყობს დროის მანქანას, დრო იხლიჩება და ჩნდება ორი სამყარო. მეორე შემთხვევაში არაფერიც არ ხდება, მართას და იონასის სამყაროები არ ჩნდება და შესაბამისად, ისინი არც დაბადებულან. თუმცა, ამ მეორე შემთხვევაზე არსებობს თეორია, რომ ტანჰაუსმა მაინც შექმნა დროის მანქანა მიუხედავად იმისა რომ მისი ოჯახი ცოცხალია და ამის პასუხია ბოლო სცენაში განვითარებული მოვლენები სადაც შუქი ქრება, ჰანას დეჟა ვუ აქვს და იონასის სახელს ახსენებს. შესაბამისად, ამით მართლდება ის რასაც მთელი სამი სეზონი ამბობდნენ: დასასრული დასაწყისია, დასაწყისი - დასასრული. და საერთოდ არ არის ეს ბედნიერი დასასრული, პირიქით.

Posted by: Mr Nemso 22 Jul 2020, 18:16
Man is a peculiar creature, all his actions are driven by the desire, his character forged by pain. As much as he may try to suppress the pain, to repress the desire, he cannot liberate himself from the eternal servitude to his feelings. As long as the storm rages within him he can not find peace, not in life, not in death. And so, he will do what he must, day in, day out. The pain is his vessel, desire is his compass, that is all man is capable of!

- სასწაული ინტრო აქვს მე2 სეზონის მე7 სერიას

Posted by: Redemption* 25 Jul 2020, 23:23
ჯერ მესამე სეზონის 4 სერია ვნახე და ძაან ნელა მოდის.
თან იგივეს აგრძელებენ, არანაირი დასკვნები და ყველაფრისთვის თავის მოყრა, არამედ უკვე მობეზრებული, ვითომ რაღაც სიბრძნის შემცველი, ლიტონი სიტყვები, რომ "დასასრული დასაწყისია" და მსგავსი სისულელეები.

ნორმალურად გადაწყვეტას არ ცდილობენ, არამედ სერიალის პოპულარობაზე კაპიტალიზაციას, სანამ მომგებიანია.
down1.gif

Posted by: GLADI 27 Jul 2020, 05:54
QUOTE (თაიკო @ 28 Jun 2020, 16:51 )
ვინც გადამეორების გარეშე უყურებს "დარქს", ნეტა, იმისი მახსოვრობა მომეცეს

მე საერთოდ არ მინახავს, მხოლოდ ახლაღა გადავაწყდი და რას იტყვი, ღირს ყურება? mo.gif

Posted by: Redemption* 27 Jul 2020, 22:56
მოვრჩი

ჩემთვის ერთი ნოეა საინტერესო პერსონაჟი. ახალგაზრდაც და ასაკიანიც up.gif
მუნჯ ბავშვსაც არაუშავს

დანარჩენები უვარგისებია.

მთელი სერიალი საუნდტრეკი არ ჩაურთიათ და ეს რა იყო? lol.gif


* * *
SRB100
ერთ მომენტში ხო ამბობენ (მემგონი ზრდასრული მართა), რომ ერთი მთლიანი წრე ორი კვანძისგან შედგება და შემდეგ ისევ ბრუნდება წრის საწყისი.
ანუ, სიტყვაზე, იონასი ერთ სიცოცხლეში გადის რაღაც გზას, ადამად იქცევა. მეორე იონასი გადის სხვა გზას. მესამე იონასი გადის ისევ პირველ გზას (ანუ წრე იკვრება ორი სიცოცხლის შემდეგ).
ისე გამოვიდა რომ ერთ წრეს არა ორი კვანძი, არამედ რამდენიმე აქვს, შეიძლება სამი ან მეტი და საბოლოოდ ყველაფერი საწყის წერტილამდე მიდის და ისევ ხდება.

მესამე სეზონის მემგონი მეშვიდე სერიაში, იონასი თავის ჩამოხრჩობას რომ ცდილობს და ნოე თოკს გადაჭრის, მერე იარაღს რომ გაუწვდის, აჰა ამითი მოიკალიო და ტყვიები არ გავარდება. მერე უბრალოდ ჰაერში რომ დაუმიზნებს და ჰაერში უკვე გავარდება.
ანუ დეტერმინისტულია ამ სერიალის სამყარო. არაფერი არ შეიცვლება რაც წინასწარ გაწერილი არაა.

ბანძი იდეაა. down1.gif ბანძი სერიალია

ნოე დანარჩენებთან შედარებით კაი მასტია up.gif

Posted by: newkidsontheblock 31 Jul 2020, 12:21
პირველ 2 სერიას ვუყურე გუშინ
გარდა იმისა რომ სიუჟეტი ისედაც ჩახლართულია
60 პერსონაჟი შემოდის ეგრევე და თან არცერთი არაა მეორეხარისხოვანი , ყველას თვალყური უნდა ადევნო
მოკლედ ძალიან დამღალა და დამამძიმა
ალბათ აღარ გავაგრძელებ

Posted by: გუგო 31 Jul 2020, 12:44
გენეალოგიური ხით(რუკით) ჩავუჯექი თავიდანვე gigi.gif
მეტი Felix Kramer yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Crøs 1 Aug 2020, 00:24
გუგო
QUOTE
მეტი Felix Kramer

ეს მსახიობი მეც მომწონს love.gif

Posted by: გუგო 2 Aug 2020, 18:58
cros
http://m.imdb.com/title/tt6839788/?ref_=nv_sr_srsg_0 user.gif

Posted by: newkidsontheblock 3 Aug 2020, 18:04
მაინც ვუყურე ბოლომდე და რავიცი არ ვინანე
კარგად დამთავრდა
მესამე სეზონი რატომ არ მოგწონთ ვერ ვხვდები

Posted by: Redemption* 4 Aug 2020, 21:20
newkidsontheblock
binge-watching-ში სგ up.gif

biggrin.gif

Posted by: x360Soulja 10 Aug 2020, 01:13
The end is the beginning. And the beginning is the end. love.gif

ერთადერთი სერიალია, რომელსაც ყოველი სეზონის წინ მთლიანად ვიმეორებდი, იმდენი დეტალი იყო ;დ



ჩემს ტოპ 5 სერიალში, საპატიო ადგილს დაიკავებს დარქი ;დ love.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ფლოთის დამწერებს დიდი respect, ამდენი დეტალის ასე მწყობრად დალაგებას სერიოზული ნიჭი უნდა up.gif

კარგია, რომ სიმბოლიზმს და 3-ს ბოლომდე მიაწვნენ და მესამე სეზონზე დაასრულეს. საცოდაობა იქნებოდა ამის უაზროდ გაწელვა.

ხო, კიდევ ერთი მაინორ სპოილერი :დ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



პ.ს.



სულ ბოლო საუნდტრეკი 1984 წელს ყოფილა გამოსული. დარქის დაწყებამდე 33 წლით ადრე ;დდ


არ ვიცოდი user.gif

Posted by: 4L3X 10 Aug 2020, 23:54
გამრჯობათ 6 სერია ვნახე და ერთი რამე მითხარით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Liаm 11 Aug 2020, 23:04
x360Soulja

ეს ნენას სიმღერა ფინალის ყურების შემდეგ ძალიან ამეკვიატა biggrin.gif იდეალური იყო დასასრულისთვის.

Posted by: Redemption* 11 Aug 2020, 23:36
4L3X
და როგორ უნდა ეცნოთ? ვიღაც 45 წლის კაცი მაიკლი სრულიადაც აღარ გავდა პატარა მიკელს.

Posted by: 4L3X 11 Aug 2020, 23:50
Redemption*
კიბატონო მაგრამ ხომ მაგ ქალაქში იზრდებოდა, ხომ იგივე სკოლაში დადიოდა რომელშიც ულრიხი. ბერლინი ხომ არ არ არის პატარა ქალაქია. რომ წამოიზარდა მიკელი ნუთუ ვერ გაიხსენეს რომ მაიკლს გავდა ბავშვობაში?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Redemption* 11 Aug 2020, 23:57
4L3X
ეგონ ტიდემანს კაი მეხსიერება ქონდა. თან ზრდასრული, საკმაოდ უცნაური ადამიანი, ულრიხი ნახა მაშინ.

მაგისგან განსხვავებით, მიკელი პატარა ბავშვი იყო, რომელიც ალბათ იმ სკოლაში დაწყებით კლასებში დადიოდა და უფროსკლასელი ულრიხი და კატარინა თვალის მოკვრით თუ დაინახავდნენ მხოლოდ.
უფრო დიდი შანსია, თვითონ ჰანას გაეხსენებინა საკუთარი ქმარი ახალგაზრდობაში რომ ზუსტად მიკელისნაირი იყო. მარა ჰანაც კი ვერ იხსენებს.
პლოტჰოლი არაა.

Posted by: 4L3X 12 Aug 2020, 00:00
Redemption*
კი ბატონო ეგეც უცნაურია ჰანამ რომ არ დაეჭვდა რატომ გავს ამ ნილსენების ბავშვი მისი ქმრის ბავშვობას. პლოტჰოლია. მაგრამ გასაგებია ისე ვერ შეკრავდნენ ჯაჭვს.

Posted by: Redemption* 12 Aug 2020, 00:01
4L3X
არაა პლოტჰოლი.
შეიძლება უბრალოდ გავს. არავინ არ წარმოიდგენს რო დროში მოგზაურობა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ.
ფიქრობენ რომ "დამთხვევაა რა".
"მოიცა რაა, უაზრო ფიქრებია".
შეიძლება ჰანამაც და კატარინა/ულრიხმაც გაიფიქრა მსგავსი რამე მარა საკუთარ თავს დაცინა და ეგრევე სხვა რამეზე გადაიტანა ფიქრი. ნორმალური ადამიანი ეგრე იზამდა. biggrin.gif
მარა გადაწყდება ეგ ამბავი.

Posted by: SUBADARI 13 Aug 2020, 16:11
ორივე სამყაროს გენეალოგიური ხე არავის გაქვთ? smile.gif)) ტვინი მეღრძო ვისი ვისაშია ამ მესამე სეზონშ სულ ავიხლართე biggrin.gif

Posted by: ლაშა117 13 Aug 2020, 17:30
აუ რატომ მოკლეს ეს სერიალიმ, კაი პოტენციალი ჰქონდა რა

Posted by: Redemption* 14 Aug 2020, 00:08
ლაშა117
რაღა პოტენციალი? biggrin.gif
ხალხმა ძალით უყურა მესამე სეზონს.

Posted by: SUBADARI 14 Aug 2020, 00:48
დავასრულე.. მე მომეწონა დასასრული სევდიანიც იყო და რაღAც დონეზე ორაზროვანიც...ემოციური კავშირი იმ სამყაროებს ექნება ამ დარჩენილთან..ზოგადად რაღAცეები იყო გაწელილი თორემ მთლიანად კარგი იიყო.. ტვინი მეღრძო პერსონაჟების დამახსოვრებით biggrin.gif და კაია რელიგიური კუთხით რომ არ წაიყვანეს სცენარი.. იონასი და მართა მეგონა ბოლო წამამდე ავარიას გამოიწვევდნენ და ყველაფერი თAვიდან დატრიალდებოდა biggrin.gif

Posted by: Redemption* 14 Aug 2020, 01:01
SUBADARI
QUOTE
რაღAც დონეზე ორაზროვანიც.

აბა ორაზროვნება?

QUOTE
ტვინი მეღრძო პერსონაჟების დამახსოვრებით

მე სამივე სეზონს ამ ზაფხულს ვუყურე და არ დამჭირვებია გახსენებები.

Posted by: 死海. 14 Aug 2020, 01:04
QUOTE (SUBADARI)
ზოგადად რაღAცეები იყო გაწელილი

რაღაცეები კი არა მთელი ბოლო სეზონი biggrin.gif

დიალოგებ და ფრაზებიც რა მომაბეზრებელია, დაწყებითი კლასის ბავშვების ლექსიკა უფრო მრავალფეროვანია

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 22:30
ბოლო სეზონი მაგრა გამეწელა და მაგრა დამღალა, მაგრამ ბოლოს სერიამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და გასაგები გახადა.

Posted by: FeelsBadMan 29 Sep 2020, 15:05
კაი იყო
მესამე სეზონი კი გაწელეს მაგრამ ღირდა მაინც ყურებად
რამე მსგავსი სერიალი არიცით?

Posted by: Heart_of_Darkness 30 Sep 2020, 23:30
ბოლოს სერიას ვუყურე ხელახლა,

და მაინც არ მესმის ორი მაგარი სეზონის შემდეგ რატომ მიაფუჩეჩეს ასე სერიალი sad.gif

Posted by: PANTALONE 30 Sep 2020, 23:59
ვერც ერთ სეზონში ვერც ერთ სერიაში ვერაფერი ვერ გავიგე bis.gif bis.gif bis.gif



Posted by: Mochiguman 10 Oct 2020, 20:43
მართლა ძალიან გაუბერეს ბოლო სეზონში

დასასრულით შოუს დეტერმინისტული საფუძვლებისთვის არ უნდა ეღალატათ

მახსოვს ბოლოში წამიერად გავიფიქრე რომ იმ ფიზიკოსის გზაზე მიმავალი შვილის წინ როცა გაჩდნენ ამით თავდაპირველი ავარია, რომელიც ყველაფრის დასაწყისი იყო, თვითონ გამოწვიეს და ყველაფერი კვლავ იგივენაირად გაგრძელდებოდა, მაგრამ არაო...იმედები გამიცრუვდა. შეცვალეს მართლა ყველაფერი ;(





Posted by: rqawiteli 4 Nov 2020, 00:58
ჩემთვის თითოეული სეზონი საკმაოდ საინტერესო იყო.ბოლო სეზონიც არ მომჩვენებია გაწელილად,ყველაფერი გვაჩვენეს დეტალურად და ამ ნაჩვენების გაანალიზება და ერთმანეთზე მიბმა უკვე ჩვენი საქმე იყო.არც მულტისამყაროს არსებობაა რაღაც ახალი,კარგა ხანია ამ თეორიაზე საუბრობენ მეცნიერები.ბევრის დაწერა მინდა,მაგრამ არ მოვყვები ორასგვერდიანი ტექსტების წერას,უბრალოდ ვიტყვი,რომ დროში მოგზაურობის თემაზე საუკეთესო სერიალია.

Posted by: Demetrius 5 Nov 2020, 16:09
დავასრულე, მომეწონა

მესამე სეზონი ცოტა იმედები გამიცრუვა, თუმცა ცოტათი ( ისეთი ცუდი ბოლო სეზონი მაქვს ნანახი არ დავასახელებ რომელი შოუსი, რომ ხმა არ ამომეღება ამაზე)

ზოგადად ალტერნალიული რეალობების საწინააღმდეგო არ ვარ, უბრალოდ მგონი ცოტა იჩარეეს. შეიძლება კიდევ 1 სეზონი რომც ყოფილიოყ უკეთესი გამოვიდა

საბოლო ჯამში ძალაინ ნასიამოვნები დავრჩა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საიფაი გახდა


Mochiguman
QUOTE
მახსოვს ბოლოში წამიერად გავიფიქრე რომ იმ ფიზიკოსის გზაზე მიმავალი შვილის წინ როცა გაჩდნენ ამით თავდაპირველი ავარია, რომელიც ყველაფრის დასაწყისი იყო, თვითონ გამოწვიეს და ყველაფერი კვლავ იგივენაირად გაგრძელდებოდა, მაგრამ არაო...იმედები გამიცრუვდა. შეცვალეს მართლა ყველაფერი ;(


იქნებოდა ეგ იდეაც, სავარაუდოდ სცენარისტებშიც
არ გაწირეს ბოლომდე, მაგრამ კაი იქნებოდა smile.gif

Posted by: bette 22 Nov 2020, 16:56
QUOTE (PANTALONE @ 30 Sep 2020, 23:59 )
ვერც ერთ სეზონში ვერც ერთ სერიაში ვერაფერი ვერ გავიგე bis.gif bis.gif bis.gif

გასაგებია შენი აზრი მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე

Posted by: Christopher_Smith 21 Jan 2021, 10:48
PANTALONE
QUOTE
ვერც ერთ სეზონში ვერც ერთ სერიაში ვერაფერი ვერ გავიგე 

biggrin.gif

Posted by: sexi-bicola 7 Feb 2021, 16:05
ეხლა დავიწყე ყურება და თან ვარკვევ ვისი ვისაშია
და თან აშკარად სერიოზული საფიქრებელი სერიალია

Posted by: Qop4 18 Feb 2021, 16:59
მეც ელა ვამთავრებ, 1 სეზონს და მომწონს ძაან

ნამდვილად არ არის ცუდი სერიალი ^_^

sexi-bicola
გააზიარე მერე შთაბეჭდილებები

Posted by: sure199416 16 Aug 2021, 00:00
9/10, ბოლო სეზონში ტვინის გრძობა რო დაეტოვებინათ ორაზროვანი ან რამე გიჟობა უფრო კაი იქნებოდა მარა დაალაგეს ყველაფერი და მესამე სეზონზე მორჩნენ არადა შეიძლებოდა კიდე 1-2 სეზონი რამე გაეჩითათ, თუმცა შედევრია უდაოთ ამ თემატიკაზე უკეთესი სერიალი არ ვიცი, ჰა ჰა ტოლად თუ დავუყენებ Fringe-ს

Posted by: *Artless* 23 Jan 2022, 01:07


--

Posted by: nikusha19995 23 Jan 2022, 18:24

______________________
ჩემი ფავ საუნდტრეკი love.gif

Posted by: მუშმალა 20 Feb 2022, 04:36
ახალი სეზონი თუ გამოვა, თავიდან უნდა დაატრიალონ ყველაფერი თუ ახალი გმირები იქნებიან? რას ფიქრობთ.

Posted by: Gigee 20 Feb 2022, 15:27
მუშმალა


მეორე სეზონი აღარ იქნება , დარკის შემქმნელები ახალ სერიალს უშვებენ yes.gif

Posted by: Psylocke. 20 Feb 2022, 15:34
საკაიფო სერიალი იყო, პროსტა დასასრულმა დიდად ვერ მოიტანა. ხელახლა ვაპირებ ყურებას

Posted by: მუშმალა 21 Feb 2022, 06:11
Gigee
QUOTE
მეორე სეზონი აღარ იქნება , დარკის შემქმნელები ახალ სერიალს უშვებენ

მეოთხე ანუ, ხო ისე დამთავრდა რო უაზრობა იქნებოდა ხელახლა ყველაფერი. user.gif
კლასნი სერიალი გამოუვიდათ.
up.gif

Posted by: Lukkky 16 Jun 2022, 16:22
ბავშვს ქვა როგორ ურტყა სახეში იმ ნაბოზვარმა , ეგრევე გავთიშე ღირს გაგრძელება?

Posted by: sure199416 16 Jun 2022, 17:18
QUOTE (Lukkky)
ღირს გაგრძელება?

შეწყვეტა არ ღირს

Posted by: მეტამორფოზა 16 Jun 2022, 20:03
დარქის მსგავსს ხომ ვერ მირჩევთ რაიმეს თუ არის საერთოდ?

Posted by: BVviper 18 Jun 2022, 13:43
QUOTE (მეტამორფოზა @ 16 Jun 2022, 20:03 )
დარქის მსგავსს ხომ ვერ მირჩევთ რაიმეს თუ არის საერთოდ?

Shining girls ეს ნახე ახალია, დარქის სტილი მთლად არ არის მაგრამ სიუჟეტის განვითარების მსგავსი ხაზი აქვს, თაიმ თრეველიც თესლად არის შემოსული.

Posted by: ალექსანდრა91 8 Aug 2022, 13:34
QUOTE (nikusha19995 @ 23 Jan 2022, 18:24 )

______________________
ჩემი ფავ საუნდტრეკი love.gif

love.gif love.gif

      Posted by: sure199416 27 Oct 2022, 02:57
      user posted image                      

      Posted by: aprilsilver 22 Nov 2022, 01:22
      გამარჯობა

      ვუყურე 3 სეზონს 3 დღეში და ყველა პერსონაჟი არეული მყავს თავში.
      მადლობა სცენარისტებს არაორაზროვანი დასასრულისთვის .
      მეც მგონია ბოლოს ავტოავარია ამათ უნდა გამოეწვიათ და ამით შეიკვრებოდა წრე რომ ყველაფერი კავშირშია დასასრული და დასაწყისი.

      იცით რა ვერ გავიგე?

      » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

      Posted by: aprilsilver 23 Nov 2022, 19:03
      ვაუ :დ სად არიან ძირძველი დარქერები :დ

      Posted by: sure199416 30 Nov 2022, 02:27
      user posted image                       

      Posted by: მოლკო 1 Feb 2023, 00:24
      კაი იყო



      მალადეც ბიჭებს კიდევ ერთხელ


      Posted by: KickOff 9 Apr 2023, 04:58
      https://www.thisisbarry.com/wp-content/uploads/2020/DARK/Netflix-DARK-Family-Tree-Diagram-Adam-and-Eve-World-2.jpg

      user posted image

      Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
      © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)