#55974150 · 12 Mar 2020, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი აგრობიზნესში ჩახედულ საზოგადოებას, ერთი კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე ამის შესახებ.
მოკლედ, მაინტერესებს ხომ არ იცით არსებობს თუ არა რაიმე საერთაშორისო საგრანტო პროექტები მარწყვის სასათბურე მეურნეობებისთვის, სადაც ქართველებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება? სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე მსგავსი პროექტი არ გვაქვსო და იქნებ იყოს რამე საერთაშორისო პროექტი. ბევრი მესათბურისგან მსმენია, დავწერეთ პროექტი, გავაგზავნეთ და გამოგვიგზავნეს ყველაფერი სათბურის ინვენტარიდან დაწყებული მარწყვის ნერგებით დამთავრებულიო საზღვარგარეთიდან, მაგალითად, ესპანეთიდან..
მოკლედ, თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია ამის შესახებ მადლობელი დაგრჩებით
|