Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > ს.კ თელავი / / F.C. TELAVI


Posted by: ზურატი96 3 Oct 2016, 18:56
ს.კ თელავი.

user posted image

გუნდის საერთო ფოტო:
user posted image

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია



https://www.facebook.com/FC-TELAVI-365010970553116/?fref=ts

გუნდის ფანკლუბია- "კახი"


https://www.facebook.com/%E1%83%99-%E1%83%90-%E1%83%AE-%E1%83%98-1801667190118456/?fref=ts


სატურნირო მდგომარეობა: http://gff.ge/ka/Home/Schedule/59

sa.gif

Posted by: logotip 4 Oct 2016, 14:33
სტადიონი რა მდგომარეობაშია?
ფოტო არ მოიძებნება?

Posted by: IronBank 4 Oct 2016, 14:36
ზურატი96
ახალი ჩამოყალიბებულია? ადრე ხომ კახეთი ერქვა გუნდს.


logotip
QUOTE
სტადიონი რა მდგომარეობაშია?

საფარი რამდენიმე წლის წინ განაახლეს, დასაჯდომები კიდევ უფრო ადრე. ამწუთას რა მდგომარეობაა არვიცი დიდი ხანია მაგ მხარეს არ გამივლია.

Posted by: Nobodys Fault but Mine 4 Oct 2016, 14:38
დავფიქსირდები დიდი სიამოვნებით

იმედია მალევე არ ჩევიჯვამთ

წარმატებები

QUOTE
სტადიონი რა მდგომარეობაშია?
ფოტო არ მოიძებნება?


user posted image

Posted by: ზურატი96 4 Oct 2016, 20:42
IronBank
QUOTE
ახალი ჩამოყალიბებულია? ადრე ხომ კახეთი ერქვა გუნდს.

კი სულ 2 თვის შეკრებილი გუნდია. კახეთი აღარ არსებობს. ეს გუნდი ალეკო ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დაარსეს და გადაწყვიტეს სხვა სახელით ემოღვაწევათ. რავიცი მემგონი სერიოზულად მოჰკიდეს ხელი საქმეს და არ მიაგდებენ, ღმერთმა ქნას უმაღლესში ვიხილოთ რამდენიმე წელში თელავი bis.gif

Posted by: IronBank 4 Oct 2016, 20:48
ზურატი96

ოღონდ უმაღლესში გადავიდეთ და ყოველ კვირა ჩავალ თამაშზე. up.gif

Posted by: rikosheta 4 Oct 2016, 23:46
ზურატი96

ფან-კლუბის გვერდი არ მოიძებნაო :/

Posted by: ზურატი96 5 Oct 2016, 09:57
rikosheta
QUOTE
ფან-კლუბის გვერდი არ მოიძებნაო :/

ჩასწორებულია

Posted by: El-Barcaman 5 Oct 2016, 12:55
გოცირიძე თუ მთავარი მწვრთნელია, ჟვანია ვინღაა?
სახელი რატო შეიცვალა, ახალი სუბიექტია?

პ.ს წარმატებები

Posted by: ზურატი96 8 Oct 2016, 16:39
მორიგი სიახლე ჩვენი გუნდის შესახებ - 16 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ მსოფლიოში ცნობილ ბრენდთან, კომპანია BEKO-სთან გააფორმა პარტნიორული ხელშეკრულება.
კონტრაქტს, რომლის ხანგრძლივობაც ჯერჯერობით, 1 წელია, ირაკლი ვაშაკიძემ და BEKO-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა მოაწერეს ხელი.
BEKO - ხელშეკრულების პირობების თანახმად, სკ "თელავის" ფეხბურთელთა მაისურას უკვე ამშვენებს, ოფიციალური პრეზენტაცია კი ხვალ, 15 საათზე შედგება, როცა "გივი ჩოხელზე" სკ "თელავი" ყვარლის "დურუჯს" უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში. ჩვენი ფეხბურთელები სწორედ BEKO-ს წარწერიანი მაისურებით გავლენ მოედანზე.

chups.gif

Posted by: ზურატი96 9 Oct 2016, 17:26
დასრულდა შეხვედრა
საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" 5:0 დაამარცხა ყვარლის "დურუჯი".
გოლები: ლაშა კუკუჯანაშვილი (5), იმედა აშორტია (27პ), ნიკა გალახვარიძე (40) და ზურა ლაკოევი (48, 74).
ამრიგად, სკ "თელავს" ჩატარებული VII ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და ეროვნული ჩემპიონატის II ლიგის, აღმოსავლეთის ზონის "დ" ჯგუფს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.
bis.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 10 Oct 2016, 11:13
ვააა 33-1 გვაქვს ბურთები lol.gif

სხვა ლეველზე ვართ ამ ლიგაში


Posted by: Nobodys Fault but Mine 13 Oct 2016, 14:31
დერბიიიი დელა კახეთინაააა იწყება ნახევარ საათში

საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი
II ლიგა. აღმოსავლეთის ზონა. "დ" ჯგუფი. VIII ტური
თელავი. 13 ოქტომბერი. 15:00. ''გივი ჩოხელი"
"თელავი" - "ალაზანი"
"თელავი" (4-3-3): ნანიევი - მურველაშვილი, თოლორდავა, ბერიაშვილი, შეროზია - კუკუჯანაშვილი, გაბიდაური, გორთამაშვილი - ბაშელეიშვილი, ლაკოევი, გალახვარიძე
სათადარიგონი: პარკინაშვილი; ათანელიშვილი, ბიძინაშვილი, ივანიშვილი, ნატროშვილი, აშორტია, მზექალაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

user posted image

Posted by: Dima Fan 13 Oct 2016, 14:38
კარში სოსლანაა? თუ რომელი ნანიევია

Posted by: Nobodys Fault but Mine 13 Oct 2016, 14:53
Dima Fan
QUOTE
კარში სოსლანაა? თუ რომელი ჯანაევია


კი სოსლანაა ნანიევი

QUOTE
მურველაშვილი

ესეც უმაღლესიდან მეტალურგშიც იყო რენთან რო გააგდეს უეფაზე

QUOTE
გაბიდაური

უმაღლესიდან

QUOTE
ბაშელეიშვილი

ნაკრების უ21-ში შეაგდო იმდღეს

QUOTE
აშორტია,

მერანიდან


* * *
მე-18 წუთი 2-0 ვიგებთ smile.gif

-----
მესამეც მურველამ შეაგდო

---

Posted by: ზურატი96 13 Oct 2016, 18:27
ვაჰ, ამინდს რა ვუთხარი, თორემ ბევრად მეტი ხალხი მოვიდოდა თამაშზე. არადა სერიოზული მზადება იყო, მოსაწვევებიც დარიგდა და მთელი ამბები cry.gif


"თელავი" 4:0 "ალაზანი"
დასრულდა შეხვედრა, საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა პრინციპული მეტოქე გურჯაანის "ალაზანი" და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ახლა "თელავს" 22 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილოსნებს, "გარეჯს" და "რუსთავს" 4 ქულით უსწრებს

http://pix.ge/

37 გატანილი 1 გაშვებული 2kiss.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 13 Oct 2016, 20:26
ისე გადა##ნეს ყველაფერი და 4 ქულაზე წინ ვერ გავიდნენ

რამდენი გუნდი გადადის?

6 ტური დარჩა

Posted by: ზურატი96 13 Oct 2016, 20:49
Nobodys Fault but Mine
QUOTE
რამდენი გუნდი გადადის?

მაგ ამბავში ვერ გავერკვიე ნორმალურად. სხვადასხვა ზონებია მე-2 ლიგაში და არვიცი პირველ ადგილოსნები პირდაპირ ადიან ზევით თუ ერთმანეთში პლეი-ოფი უწევთ rolleyes.gif



Posted by: mcenare-99 13 Oct 2016, 21:07
Nobodys Fault but Mine
QUOTE
რამდენი გუნდი გადადის?

ზურატი96
QUOTE
მაგ ამბავში ვერ გავერკვიე ნორმალურად. სხვადასხვა ზონებია მე-2 ლიგაში და არვიცი პირველ ადგილოსნები პირდაპირ ადიან ზევით თუ ერთმანეთში პლეი-ოფი უწევთ 

პირველი ადგილოსნებს დაემატება პირველი ლიგიდან გავარდნილი 12 გუნდი, შექმიან 2 ზონას თითოში იქნება 10-10 კლუბი და იქნება რანგით მესამე ლიგა

Posted by: ზურატი96 13 Oct 2016, 21:39
mcenare-99
QUOTE
პირველი ადგილოსნებს დაემატება პირველი ლიგიდან გავარდნილი 12 გუნდი, შექმიან 2 ზონას თითოში იქნება 10-10 კლუბი და იქნება რანგით მესამე ლიგა

აჰა გასაგებია 2kiss.gif
ანუ პირველ ლიგამდე დიდი გზაა ჯერ გასავლელი pop.gif

Posted by: mcenare-99 13 Oct 2016, 22:08
ზურატი96
QUOTE
აჰა გასაგებია 
ანუ პირველ ლიგამდე დიდი გზაა ჯერ გასავლელი

კი პირველ ლიგაში მომავალი წლიდან 10 კლუბი ითამაშებს მხოლოდ

Posted by: GRAZU 19 Oct 2016, 14:28
საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი
II ლიგა. აღმოსავლეთის ზონა. "დ" ჯგუფი. IX ტური
თელავი. 19 ოქტომბერი. 15:00. ''გივი ჩოხელი"
"თელავი" - "რუსთავი"
"თელავი" (4-2-3-1): ნანიევი - მურველაშვილი, თოლორდავა, კუკუჯანაშვილი, შეროზია - გორთამაშვილი, მზექალაშვილი - აშორტია, ბაშელეიშვილი, გალახვარიძე - ლაკოევი
სათადარიგონი: პარკინაშვილი; ათანელიშვილი, ბიძინაშვილი, ივანიშვილი, ნატროშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე


დავიძარი თან სტადიონისკენ love.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 19 Oct 2016, 16:01
2-0 პირველი ტაიმის მერე

აშორტიას დუბლით

3-0 ია უკვე

--------------
კარგად ვერ გავერკვიე გადასვლის ამბებში smile.gif
* * *
QUOTE
პირველი ადგილოსნებს დაემატება პირველი ლიგიდან გავარდნილი 12 გუნდი, შექმიან 2 ზონას თითოში იქნება 10-10 კლუბი და იქნება რანგით მესამე ლიგა


ეხლა არ არის რანგით მესამე ლიგა?
უმაღლესი
პირველი

და ეს მეორეა

და ცვლილება რაღა იქნება აქედან თუ გადიან

Posted by: GRAZU 19 Oct 2016, 17:17
5-0 და მემგონი განაღდებულია პირველი ადგილი, 7 ქულით გავუსწარით უკვე უახლოეს მდევრებს bis.gif

Posted by: acdachi 19 Oct 2016, 21:16
ეხლაც რანგით მესამე ლიგაა უმაღლესის და პირველი ლიგის შემდეგ.უბრალოდ ეხლა 8 ჯგუფია და მერე მხოლოდ ორი იქნება. შესაბამისად თუ პირველზე ვერ გახვალთ მეოთხე ლიგაში ვარდები. მეორე ადგილოსანიც კი

მარტში დაიწყება სეზონი, რომელიც დეკემბერში დასრულდება და თუ ისიც მოიგეთ გადახვალთ პირველ ლიგაში (რანგით მეორე)
მემგონი სწორედ დავწერე


Posted by: pucukia 19 Oct 2016, 22:23
ისეთი უცნაური სისტემაა მემგონი ვინც გააკეთა ეგ სისტემა ისიც ვერ ახსნის წესიერად.
წარმატებები კლუბს.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ნამდვილად იმსახურებს კლუბს ამ რეგიონიდან.

Posted by: took13 19 Oct 2016, 22:38
pucukia

ჯერ არ დალაგებულა და მაგიტომ.

რომ დალაგდება ყველაფერი ნათელი იქნება .

რაც მთავარია ძლიერი ლიგა პრო და ლიგა პრო 1 გვექნება. რანგით მესამე ლიგის ქვემოთ ან მეოთხეს ქვემოთ, იმედია გერმანულ მოდელს აიღებენ და, სამოყვარულო ლიგა იქნება

Posted by: mcenare-99 19 Oct 2016, 22:43
took13
QUOTE
იმედია გერმანულ მოდელს აიღებენ და, სამოყვარულო ლიგა იქნება

მასე იქნება

Posted by: dundee 20 Oct 2016, 03:29
QUOTE
სამოყვარულო ლიგა იქნება

სამოყვარულო ლიგა უკვე არსებობს. თბილისში 2 ლიგა აქვთ.
რაიონებში თასის გათამაშება დაიწყეს.

Posted by: GRAZU 20 Oct 2016, 13:00
http://pix.ge/

5 ტურით ადრე უკვე შეგვიძლია არაოფიციალურად მივულოცოთ გუნდს პირველი ადგილი bis.gif 2kiss.gif


Posted by: took13 20 Oct 2016, 17:32
dundee
რანგით მესამე ლიგის ქვემოთ ყველა სამოყვარულო უნდა იყოს.

ტოტალიზატორებმა რომ ვერ ითამაშონ .

Posted by: IronBank 21 Oct 2016, 00:19
ზურატი96
ის ერთი ვინ გაგვიტანა ხომ არ იცი?

Posted by: GRAZU 21 Oct 2016, 13:41
IronBank
პირველ მატჩში გურჯაანთან გასვლაზე 1-1 დასრულდა cry.gif

Posted by: GRAZU 30 Oct 2016, 14:17
როგორ დაბრუნდა ფეხბურთი თელავში...
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/97691-rogor-dabrunda-fekhburthi-thelavshi.html





Posted by: GRAZU 6 Nov 2016, 17:15
დასრულდა შეხვედრა
"თელავი" 10:0 "ბახტრიონი"
საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", რომ იტყვიან, გაანადგურა ახმეტის "ბახტრიონი". ბენეფისი მოიწყო გუნდის მეგოლე იმედა აშორტიამ - მან 7 ბურთი გაიტანა.
ამრიგად, სკ "თელავი" კიდევ უფრო მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს, ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას.


კობი ესწრებოდა მგონი მატჩს და მოინდომეს ბიჭებმაც 2kiss.gif

Posted by: RaNBaR 6 Nov 2016, 19:57

სტადიონი ცუდ მდგომარეობაშია.
აპირებენ 2017 წლის ბიუჯეტში თანხების გამოყოფას?

Posted by: GRAZU 7 Nov 2016, 09:20
QUOTE
სტადიონი ცუდ მდგომარეობაშია.
აპირებენ 2017 წლის ბიუჯეტში თანხების გამოყოფას?

არმაქვს ინფორმაცია ამაზე. მხოლოდ რამდენიმე სკამის მონტაჟი მოხდა და ეტაპობრივად დავამთავრებთო და რავიცი..

Posted by: GRAZU 16 Nov 2016, 15:58
დასრულდა მატჩი
"გარეჯი" 1:7 "თელავი"
გილოცავთ ჩემპიონობას!
სკ "თელავი" აღმოსავლეთის ზონის, "დ" ჯგუფის გამარჯვებულია!!!


bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: GRAZU 25 Nov 2016, 22:34
საფეხბურთო კლუბ “თელავის” წარმატების შემოქმედნი ეს ბიჭები არიან, რომლებმაც თავიანთი შრომით, საქმისადმი პროფესიული მიდგომით და მიზანდასახულობით განაპირობეს შედეგი და ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს – სკ “თელავი” ახალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის I ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.



აბა რანგით მესამე ლიგა იქმნებაო? rolleyes.gif

Posted by: tbiliso_city 25 Nov 2016, 22:39
GRAZU
მესამე გამოდის რანგით..

პრო1 პრო 2 ლიგა 1 ლიგა 2

Posted by: ზურატი96 14 Jan 2017, 12:54
თელავი 6-3 ვიტჯორჯია
პირველი თამაში მოვიგეთ.

5 წუთში მეორე თამაში იწყება
თელავი - კოლხეთი 1913
პირდაპირი ტრანსლაცია: https://www.youtube.com/watch?v=iy1Wvyv-3z8

ჯგუფიდან მარტო ერთი გადის wink.gif

Posted by: RaNBaR 14 Jan 2017, 20:11
ბიუჯეტი რამდენი აქვს კლუბს?
ლიგაში ერთი ამოსუნთქვით აუღიათ პირველი ადგილი
იმედია პროგრესი ექნება კლუბს

Posted by: Derdiyok9 14 Jan 2017, 20:22
RaNBaR
გიორგი შეროზიას ველაპარაკე ახლობელი ბიჭია გუნდის ფეხბურთელი და რავი კაი პირობებია ფეხბურთელად ვგრძნობ თავს აქაურ დონეზეო და რა გითხრა მეტი აბა biggrin.gif

Posted by: Sean 21 Apr 2017, 13:39
მარნეულის ალგეთს მოუგეს 2-1 და ხუთი ტურის მერე პირველ ადგილზე up.gif იმედია ამოხვალთ პრო ლიგა-2-ში

http://radikal.ru

Posted by: ზურატი96 21 Apr 2017, 21:06
QUOTE
მარნეულის ალგეთს მოუგეს 2-1 და ხუთი ტურის მერე პირველ ადგილზე  იმედია ამოხვალთ პრო ლიგა-2-ში

კი, ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.. ვნახოთ რა იქნება smile.gif

წამყვანი ფეხბურთელი ბაშალეიშვილი დაუბრუნდა გუნდს 5 თვიანი ტრავმის შემდეგ bis.gif


user posted image

Posted by: Sean 17 Jul 2017, 20:42
რა უაზრო სისტემა მოიფიქრეს ლიგა 3-ში

დღეს მოუგეს ბორჯომს და იმის გამო რომ ბორჯომი ზედა ხუთეულში ვერ ხვდება თელავს ეს მოგება არაფერში არგია

Posted by: INIK 17 Jul 2017, 20:45
Sean
მაგარი სისულელეა. არ შეიძლება ადამიანური სისტემით ჩატარდეს? რეებს იგონებენ

Posted by: GRAZU 18 Jul 2017, 23:46
QUOTE
დღეს მოუგეს ბორჯომს და იმის გამო რომ ბორჯომი ზედა ხუთეულში ვერ ხვდება თელავს ეს მოგება არაფერში არგია

მართლაც გაუგებარია ეს ვინ მოიფიქრა..
და ახლა ეს პლეიოფები პირდაპირ მიებმევა თუ სექტემბერში იქნება? rolleyes.gif

Posted by: Sean 19 Jul 2017, 10:40
QUOTE
მართლაც გაუგებარია ეს ვინ მოიფიქრა..

თან 10 გუნდიანი ლიგა რომ შედგება ყველა ყველას კი არ ხვდება როგორც წესია, აღმოსავლეთის გუნდები დასავლეთისას ხვდებიან ორ წრედ, ანუ დასავლეთის გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებიან, ისევე როგორც აღმოსავლეთის
QUOTE
და ახლა ეს პლეიოფები პირდაპირ მიებმევა თუ სექტემბერში იქნება? rolleyes.gif

სექტემბრამდე ვერ მორჩება რეგულალური, სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერსი და მალევე მიებმება პლეი-ოფები

Posted by: ზურატი96 23 Aug 2017, 14:53

gigi.gif

Posted by: ზურატი96 7 Sep 2017, 15:03
user posted image

ვიწყებთ love.gif
* * *
საქართველოს XXIX ჩემპიონატი
ლიგა 3. II ეტაპი. "ზედა ჯგუფი". I ტური
7 სექტემბერი. თელავი. 16:30. "გივი ჩოხელი". 2 000 მაყურებელი
სკ "თელავი" 4:0 სკ "ჭიათურა"
1:0 მ. ბაშელეიშვილი (14), 2:0 ნ. ბაშელეიშვილი (49), 3:0, 4:0 ხარებაშვილი (63, 78)


ახალი მწვრთნელის(გიორგი დეკანოსიძე) პირველი ოფიციალური თამაში იყო და როგორც ჩანს დაატყო უკვე ხელი გუნდს user.gif

თუმცა ალბათ ''გომბორის ეფექტმაც'' იმუშავა, ცალკარა იყო ფაქტიურად მარა იქ სულ სხვა თამაში იქნება დარწმუნებული ვარ yes.gif

Posted by: ზურატი96 26 Sep 2017, 18:43
საქართველოს XXIX ჩემპიონატი
ლიგა 3. ზედა ჯგუფი. III ტური
26 სექტემბერი. თელავი. 16:30. "გივი ჩოხელი". 2 000 მაყურებელი
"თელავი" 5:0 "კოლხეთი"
1:0 ბერიაშვილი (32), 2:0 ხარებაშვილი (54), 3:0, 4:0 ნიქაბაძე (69, 72), 5:0 ხარებაშვილი (82)
"თელავი": სანიკიძე, მარაქველიძე, მოსემღვდლიშვილი, ბერიაშვილი, ჯიქია, ნოზაძე, მ. ბაშელეიშვილი (ქუცურუა 72), ნ. ბაშელეიშვილი (ნიქაბაძე 62), იმედაშვილი (გალახვარიძე 66), ხარებაშვილი, გოგოლიძე
სათადარიგონი: ლეგაშვილი; მურველაშვილი, თოლორდავა, კალაჯიშვილი
მსაჯი: გ. ვარდიძე (თბილისი)
სფფ-ის დელეგატი: ხ. გაგნიძე

Posted by: RaNBaR 26 Sep 2017, 22:23
რახდება კლუბში
სტადიონზე რას ფიქრობენ? შეესაბამება კი ლიგა 2?

Posted by: ზურატი96 26 Oct 2017, 17:14
სკ "თელავმა" მშობლიურ "გივი ჩოხელზე" ხონის "იმერეთი" დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ფაქტობრივად, პლეი ოფის ზონაში დაიბევა ადგილი.bis.gif

საქართველოს XXIX ჩემპიონატი
ლიგა 3. ზედა ჯგუფი. II ეტაპი. VII ტური
26 ოქტომბერი. თელავი. 15:00. "გივი ჩოხელი"

"თელავი" 3:0 "იმერეთი"
1:0 თოლორდავა (63), 2:0 ნ. ბაშელეიშვილი (75), 3:0 ხარებაშვილი (81)

"თელავი": სანიკიძე, მურველაშვილი, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჯიქია (მარაქველიძე 83), კუკუჯანაშვილი, ნ. ბაშელეიშვილი (მოსემღვდლიშვილი 86), გალახვარიძე, იმედაშვილი, ხარებაშვილი, ნიქაბაძე (მ. ბაშელეიშვილი 71)
სათადარიგონი: ზუროშვილი; ქუცურუა, კალაჯიშვილი, გორთამაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

მსაჯი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)
სფფ-ის დელეგატი: ოთარ გუნთაძე (ლანჩხუთი)

Posted by: Spacey 26 Oct 2017, 17:17
ზურატი96
გილოცავთ, წარმატებები up.gif
up.gif up.gif

Posted by: ზურატი96 26 Nov 2017, 14:01
29 ნოემბერს, 14:00 საათზე!
პლეი ოფის I მატჩი
"თელავი" - "გურია"


sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: lepori 27 Nov 2017, 20:23
ზურატი96
QUOTE
29 ნოემბერს, 14:00 საათზე!
პლეი ოფის I მატჩი
"თელავი" - "გურია"

აეე
sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: ზურატი96 29 Nov 2017, 17:35
საქართველოს XXIX ჩემპიონატი
II ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი. I მატჩი
29 ნოემბერი. თელავი. 13:00 საათი. "გივი ჩოხელი". 5 000 მაყურებელი
"თელავი" 2:1 "გურია"
1:0 ხარებაშვილი (56), 1:1 ტელა (61), 2:1 ნოზაძე (90პ)

შეგვეძლო ნერვიულობის გარეშე წავსულიყავით გურიაში. სამი 100% მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

https://www.youtube.com/watch?v=mHVxi1CqB-8&t=669s

Posted by: wrangler7 29 Nov 2017, 18:42
ვაა იბრამ რა გოლი შეაგდო up.gif

ძაან ცუდი სტადიონია

Posted by: ზურატი96 3 Dec 2017, 18:23
გადავედიით!!!

კლუბის დაარსებიდან 1 წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ მეორე ლიგაში ვართ! bis.gif bis.gif bis.gif
მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას ვისაც გაუხარდა გუნდის წარმატება 2kiss.gif love.gif


ახალი სეზონიდან ახალი მიზნებისთვის sa.gif
და იმედია სტადიონსაც მიეხედება yes.gif

Posted by: lepori 3 Dec 2017, 19:09
QUOTE
გადავედიით!!!

კლუბის დაარსებიდან 1 წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ მეორე ლიგაში ვართ! bis.gif bis.gif bis.gif
მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას ვისაც გაუხარდა გუნდის წარმატება 2kiss.gif love.gif


ახალი სეზონიდან ახალი მიზნებისთვის sa.gif
და იმედია სტადიონსაც მიეხედება yes.gif

bis.gif bis.gif bis.gif jump.gif jump.gif sa.gif sa.gif

Posted by: DinamoTbilisi 3 Dec 2017, 19:24
ლოც ლოც up.gif

Posted by: ზურატი96 4 Dec 2017, 12:51
user posted image


ლუკა სანიკიძე, გიორგი მურველაშვილი, ანტონ თოლორდავა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, მირიან ჯიქია, მიხეილ ბაშელეიშვილი, ნიკა ნოზაძე, ვასიკო გოგოლიძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, გიორგი ნიქაბაძე, სანდრო ზუროშვილი, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, გიორგი ქუცურუა, ნიკა გალახვარიძე, ლაშა იმედაშვილი, გიგა მაისურაძე, მურად გორთამაშვილი, იონა კალაჯიშვილი, გიორგი კანდელაკი

გიორგი დეკანოსიძე, ბესიკ აბულაძე, გოჩა ჯაშიაშვილი, იოსებ ასაბაშვილი

ალეკო ამისულაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი, ირაკლი ვაშაკიძე, გია ამისულაშვილი
love.gif

Posted by: ზურატი96 7 Dec 2017, 12:11



საინტერესო აქცენტები დაისვა. როგორც ჩანს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან სტადიონის თაობაზე up.gif



Posted by: ზურატი96 7 Jan 2018, 09:39
სკ "თელავი" პირველი ახალწვეულით გაძლიერდა - 21 წლის გარემარბი ირაკლი რუხაძე ამიერიდან ჩვენი გუნდის მაისურს მოირგებს. "საბურთალოს" აღზრდილია, შარშანდელი სეზონი განათხოვრებით "მერანში" იყო.

ბარემ აქვე: ცეცაძემ 3 თელაველი გამოიძახა ნაკრებში და 1 ყოფილი თელაველი(დავით კობოური)
war.gif war.gif
მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე

მცველები: რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე, დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე

თავდამსხმელები: გიორგი ხარებაშვილი, ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე alk.gif

Posted by: tbiliso_city 7 Jan 2018, 13:08
ზურატი96

საშინაო თამაშები სად ექნება გუნდს?

Posted by: ზურატი96 7 Jan 2018, 14:20
tbiliso_city
QUOTE
საშინაო თამაშები სად ექნება გუნდს?

უცნობია ჯერ-ჯერობით... ძალიან დიდი იმედი მაქვს თელავში user.gif

Posted by: Sean 7 Jan 2018, 14:26
QUOTE
tbiliso_city
QUOTE
საშინაო თამაშები სად ექნება გუნდს?

უცნობია ჯერ-ჯერობით... ძალიან დიდი იმედი მაქვს თელავში

სულ რომ ხელი არ ახლონ სტადიონს მაინც თელავში ითამაშონ ჯობია

Posted by: lepori 11 Jan 2018, 15:18
QUOTE
ცეცაძემ 3 თელაველი გამოიძახა ნაკრებში

QUOTE
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე,

თავდამსხმელები: გიორგი ხარებაშვილი,

რუხაძე საბურთალოს აღზრდილი ყოფილა და ის ორიც ნაყიდია თუ ეგენ თელავში გაიზარდნენ?

Posted by: wrangler7 11 Jan 2018, 16:32
lepori
ხარებაშვილი თბილისში თამაშობდა,ვარკეთილში,ცხუმში და კიდევ სადღაც იყო
მეორე არ ვიცი

Posted by: ზურატი96 20 Jan 2018, 21:43
lepori
QUOTE
ის ორიც ნაყიდია თუ ეგენ თელავში გაიზარდნენ?

user posted image

აგერ ხარებაშვილი და ნიკა ბაშალეიშვილი დინამოს U-17 გუნდში
აქვეა ნიკას ძმა მიხეილი, რომელიც ასევე თელავშია ახლა.
მოკლედ დინამო ჩვენი საბადოა biggrin.gif

Posted by: lepori 21 Jan 2018, 14:19
wrangler7
ზურატი96
მადლობა გამოხმაორებისთვის
ცუდია 17 წლის ბავშვების ყიდვაც რომ გვიწევს sad.gif

იმედია სკოლაც ამოქაჩავს მალე sa.gif
პირიქით უნდა იყოს, ჩვენ საბადო დინამოსათვის biggrin.gif

Posted by: ogafa2 21 Jan 2018, 22:03
გილოცავთ წარმატებები აბა თქვენ იცით smile.gif

Posted by: GRAZU 9 Feb 2018, 15:19
user posted image
როგორც ჩანს მშობლიურ სტადიონზე გვექნება თამაშები bis.gif


love.gif

Posted by: crack94 9 Feb 2018, 15:27
მინდა თელავის გადმოსვლა უმაღლეს ლიგაში დიდი ხანია გუნდი არ ყოლია კახეთს მაგრამ არ ყავს ისეთი შემადგენლობა რომ გადმოვიდეს sad.gif იქნებ პირველ წრეში ხუთეულში იტრიალოს და მეორე წრეში თუ მოძლიერდა პლეიოფში მოხვდეს

Posted by: GRAZU 9 Feb 2018, 16:10
crack94
QUOTE
მინდა თელავის გადმოსვლა უმაღლეს ლიგაში დიდი ხანია გუნდი არ ყოლია კახეთს მაგრამ არ ყავს ისეთი შემადგენლობა რომ გადმოვიდეს

სახელები ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ არც მასეა საქმე. 3 ბიჭმა ცეცაძის უ-21-ში ითამაშა ცოტა ხნის წინ. 4-5 ლეგიონერია სინჯებზე გუნდში და საინტერესოა რას იზავენ. თან ჯერ-ჯერობით არავის წასვლაზე არ დაწერილა, ფაქტია ინარჩუნებენ ბირთვს, რომელიც მეოთხე ლიგიდან მოჰყვებათ და რავიცი ესეც პლიუსია... ვნახოთ აბა jump.gif

Posted by: GRAZU 21 Feb 2018, 22:35
27.01.2018
„ნორჩი დინამო“ 2:2 „თელავი“

31.01.2018
"არაგვი" 1:2 "თელავი"

03.02.2018 - ამხანაგური მატჩი
„სიონი“ 1:3 „თელავი“
1:0 მიქაბერიძე (25), 1:1 ნიქაბაძე (43), 1:2 გონსალესი (70), 1:3 გოგოლიძე (81)

10.02.2018 -
"საბურთალო-2" 2:4 "თელავი"

17.02.2018 - ამხანაგური მატჩი
"თელავი 2:0 "ცხინვალი"

21.02.2018
"შევარდენი" 1:1 "თელავი"
1:0 ს. მაისურაძე (57), 1:1 გოგოლიძე (77)[B]


შემდეგი თამაში უკვე 1-ში, ბათუმთან ექნება გუნდს ლიგა 2-ის I ტურში sa.gif
ახალწეულები არიან გუნდში და გაავრცელებს ამ დღეებში ალბათ გუნდი ოფიციალურად ვინ არიან, საიდან და ა.შ popcorn.gif

Posted by: ზურატი96 27 Feb 2018, 16:52
user posted image


როგორც იქნა bis.gif
ათ წელზე მეტია თელავში ამ დონის თამაში არ ყოფილა. yes.gif

Posted by: ზურატი96 28 Feb 2018, 17:37
user posted image
user posted image

საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალური სპონსორი "m²" გახდა.
საფეხბურთო კლუბ "თელავის" დირექტორი ირაკლი ვაშაკიძე: "დღეს მნიშვნელოვანი დღეა საფეხბურთო კლუბ "თელავისთვის", რადგან ჩვენი გენერალური სპონსორი გახდა m². მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნამდვილად გავამართლებთ იმ იმედებს, რაც კომპანიას გააჩნია.

უახლოეს პერიოდში თელავში ინფრასტრუქტურის მხრივ და კლუბის განვითარების მხრივ უფრო გავიზრდებით, ეს კი წარმატების წინაპირობა იქნება".

bis.gif bis.gif bis.gif
ფაქტია გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, ჯერ-ჯერობით შედეგიც იდება 2kiss.gif

https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/115804-safekhburtho-klub-qthelavisq-generaluri-sponsori-ms-gakhda.html

Posted by: tekwawa 28 Feb 2018, 21:57
კლუბი რო სპონსორს „პოულობს“ფედერაციის პრეზიდენტი რა შუაშია ? biggrin.gif





Posted by: tornike71 28 Feb 2018, 22:54
რა შუაშია კი არა და თავშია იმან აპოვნინა facepalm.gif
* * *
მეორე ლიგისთვის ნორმალური სპონსორია ძალიან კარგია,უბრალოდ იმედია სტადიონს ხელს შეავლებენ და ტრიბუნებს გააკეთებენ ტორემ მართო ეს არ უშველის ამ საქმეს. old.gif

Posted by: ზურატი96 1 Mar 2018, 12:44
tornike71

QUOTE
მეორე ლიგისთვის ნორმალური სპონსორია ძალიან კარგია,უბრალოდ იმედია სტადიონს ხელს შეავლებენ და ტრიბუნებს გააკეთებენ ტორემ მართო ეს არ უშველის ამ საქმეს.

ტრიბუნების ერთი ნაწილი დამონტაჟდა უკვე ამ სამ თვეში
მაგრამ მთელი სტადიონის რეკონსტრუქციაა აუცილებელი, და ადრე თუ გვიან მოხდება, იმედია წელსვე.
მოედნის საფარიც გამოსაცვლელია, ნუ მოკლედ სერიოზული თანხებია საჭირო და ამას 100კ არ ეყოფა. no.gif

Posted by: wrangler7 1 Mar 2018, 13:23
მაგათ არ ააშენებინოთ ააფერი, მხოლოდ ფული გამოართვით :დ

წარმატებები up.gif

Posted by: tekwawa 1 Mar 2018, 13:26
მე კი ვიცი ვინც აპოვნინა smile.gif))
დირექტორი როა და ეხლა რო იწყებს სწავლას biggrin.gif


Posted by: Spacey 1 Mar 2018, 16:01
ბრავო თელავი. კარგი თამაში იყო. გილოცავთ

Posted by: Dima Fan 1 Mar 2018, 16:03
გილოცავთ პირველ სამ ქულას 2kiss.gif
წარმატებები

Posted by: took13 1 Mar 2018, 16:04
ლიგაში დებიუტიც ასეთი უნდა.

გილოცავთ

Posted by: ზურატი96 1 Mar 2018, 17:40
user posted image
love.gif
დეკამ შეუსრულა გეგუჩას yes.gif

დიდი ხანია ერთად არიან ეს ბიჭები და კარგადაა გუნდი შეთამაშებული.
ამათ ბაშალეიშვილებიც რომ დაემატებიან... popcorn.gif

Posted by: IronBank 1 Mar 2018, 17:45
bis.gif bis.gif

Posted by: JorgeFonseca 1 Mar 2018, 18:00
მაგრად მომეწონა თელავი საღოლ.. ამათ ლეგიონერებიც დაემატებიან როგორც გავიგე და მომეწონა ეგ ამბავი ეტყობა კაი მწვრთნელი ყავთ და იიი 10 თავიო არ ყვირის..

ხარებაშვილი შარშან მომწონდა უკვე ძალიან და ახალი არაფერი ;დ მაგრამ აი გოგოლიძე ძალიან მაგარი გყოლიათ დღეს აღმოვაჩინე up.gif

ამათ რო კიდე ჩემი ფავორიტი ნიკა ბაშალეიშვილი დაემატება თავის ძმასთან ერთად სერიოზული გუნდია ძალიან love.gif

Posted by: ზურატი96 1 Mar 2018, 18:09
JorgeFonseca
QUOTE
ეტყობა კაი მწვრთნელი ყავთ და იიი 10 თავიო არ ყვირის..

ნამდვილად კარგი მწვთნელი გამოდგა
თუ არ ვცდები 19 თამაშიანი წაუგებელი სერია უნდა ჰქონდეს გუნდს(ამხანაგურებიანად), ანუ დეკანოსიძის ხელში ჯერ არ წაუგია თელავს 2kiss.gif
15 მოგება-4 ფრე

Posted by: tornike71 2 Mar 2018, 13:57
სტადიონს უნდა მიეხედოს ეხლა ტრიბუნები ძალიან ცუდ დღეშია,გუნდი მართლაც კარგი ყავთ.
* * *
ეხლა მთავარია ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს რომ პროგრესი გააგრძელოს გუნდმა. old.gif

Posted by: GRAZU 5 Mar 2018, 14:10
საინტერესოდ დაიწყო ლიგა 2 boli.gif

ვფიქრობდი ბათუმი დიდი ფორით მოიგებდა და ახლა 1ლ ადგილსაც ეჭვით ვუყურებ
მერანმა ლიგა 2სთვის ნორმალური ლეგიონერები დაიმატა და საინტერესოა რას იზავენ..
თელავიც კარგად გამოიყურება და სამეულზე გაიწევს yes.gif

Posted by: GRAZU 4 Apr 2018, 21:52
„შუქურა“ 0:1 „თელავი“

სკ „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურა“ გიორგი ნიქაბაძის მიერ 21-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა - ჩვენი გუნდი 7 ქულით ჯერჯერობით, მე-4 ადგილზეა.

გაგვიჭირდება სამეული
მარა ბაშალეიშვილები თუ მალე დაბრუნდნენ რაღაცა იქნება baby.gif

Posted by: ზურატი96 21 Apr 2018, 18:41
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. VII ტური
21 აპრილი. მარტვილი. 16:00. „მურთაზ ხურცილავა“

„სამგურალი“ 1:2 „თელავი“
0:1 რუხაძე (22პენ), 1:1 შალამბერიძე (37), 1:2 ნიქაბაძე (90+2)
love.gif

user posted image

Posted by: GRAZU 25 May 2018, 23:22
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XIII ტური

25 მაისი. მცხეთა. 17:00. "მცხეთა პარკი"

"ვიტ ჯორჯია" 2:4 "თელავი"
1:0 ღუდუშაური (17), 1:1 იოსელიანი (45+1), 2:1 ჩაკვეტაძე (61), 2:2, 2:3 ხარებაშვილი (65, 67), 2:4 რუხაძე (90+3) love.gif

Posted by: crack94 26 May 2018, 01:43
ხარებაშვილი უმაღლესი ლიგის დონეა ვისურვებდი მის ხილას უმაღლეს ლიგაშI

Posted by: GRAZU 26 May 2018, 11:37
crack94
ნამდვილად yes.gif
ბაშალეიშვილებიც შედიან ნელ-ნელა ფორმაში და ვნახოთ, იმედია შევალთ პლეიოფის ზონაში


კარგი გოლები გავიდა

Posted by: GRAZU 4 Jun 2018, 11:22
03.06.2018 - ამხანაგური მატჩი

"საბურთალო" 1:2 "თელავი"
1:0 ბიძინაშვილი (15), 1:1 გალახვარიძე (65), 1:2 ნიქაბაძე (78)



არჩილ ტვილდიანმა ითამაშა თელავის რიგებში, გახსოვთ ალბათ დინამოდან alk.gif

Posted by: geor-gien 5 Jun 2018, 18:30
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga-2/119353-jaba-dvali-qsionidanq-qthelavshiq-gadavida.html

მაკედონიელი ნიაზ ლენა წასულა კლუბიდან.

Posted by: GRAZU 5 Jun 2018, 18:40
➡️ დვალი "თელავში" ითამაშებს!

⚽ საფეხბურთო კლუბი "თელავი" და 33 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი 1-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

მშვენიერი bis.gif
user posted image

Posted by: GRAZU 11 Jun 2018, 15:08
user posted image

⚽ ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ერთბაშად სამი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა.

⚽ სკ „თელავის“ ახალწვეულები არიან - მცველები, ნიკოლოზ აფაქიძე და არჩილ ტვილდიანი და თავდამსხმელი ჯაბა დვალი.

Posted by: champions_league 11 Jun 2018, 18:38
QUOTE (GRAZU @ 11 Jun 2018, 15:08 )
user posted image

⚽ ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ერთბაშად სამი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა.

⚽ სკ „თელავის“ ახალწვეულები არიან - მცველები, ნიკოლოზ აფაქიძე და არჩილ ტვილდიანი და თავდამსხმელი ჯაბა დვალი.


მერე იტყვით უცხოეთში რატო მიდიანო smile.gif)
ერთ ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ერვნული ლიგის ისტორიაში(ჯაბა დვალს) ნახეთ რა მაისური აცვია

Posted by: Ormurin_Langi 12 Jun 2018, 02:00
ეგ ის ჯაბა დვალი არ არის თორე სიონიდან არავინ გააბუნძულებდა

თავნება იდიოტად არის ქცეული

Posted by: took13 12 Jun 2018, 15:41
გილოცავთ. თელავისთვის სამივე მშვენიერი ნამატია, როგორც ფეხბურთელები ასევე პიროვნებები.

სტაფით დაწყებული, მწვრთნელით გაგრძელებული და ფეხბურთელებით დამთავრებული კარგი გუნდი გყავთ. იმედია სამეულზე გაიწევთ.

რაც ყველაზე მეტად მომწონს შარშანდელი შემადგენლობა არ დაშალეთ და მიეცით თავის გამოჩენის საშუალება. უკვე ნორმალურია იმათი გაშვება ვინც ელიგა 2-ის დონე ვერ დააკმაყოფილა.

Posted by: mcenare-99 21 Jun 2018, 15:19
1977 წელს თელავის ნადიკვარი მეორედ გახდა რესპუბლიკის თასის გამარჯვებული

https://www.facebook.com/1491304547751051/photos/ms.c.eJwzMrA0MDUyMTc0MbE0NbM01TMCC5gaGBgamhkZGxsDAHFbBqE~-.bps.a.2082539351960898.1073741880.1491304547751051/2090524714495695/?type=3&theater
https://www.facebook.com/1491304547751051/photos/ms.c.eJwzMrA0MDUyMTc0MbE0NbM01TMCC5gaGBgamhkZGxsDAHFbBqE~-.bps.a.2082539351960898.1073741880.1491304547751051/2090525001162333/?type=3&theater

Posted by: lepori 11 Jul 2018, 17:10
QUOTE
977 წელს თელავის ნადიკვარი მეორედ გახდა რესპუბლიკის თასის გამარჯვებული

არადა მეგონა ერთხელ ჰქონდათ მარტო მოგებული

გადავქ-გადმოვქექე და თურმე ორჯერ მოუგიათ biggrin.gif

პირველად 1972 წელს



before independence
1944 Sbornaya Suchumi
1945 Dinamo Suchumi
1946 Burevestnik Tbilisi
1947 Dinamo Batumi
1948 Dinamo Suchumi
1949 Zavod im. Dmitrova
1950 TODO Tbilisi
1951 TTU Tbilisi
1952 TTU Tbilisi
1953 Dinamo Kutaisi
1954 TTU Tbilisi
1955 Dinamo Kutaisi
1956 Lokomotiv Tbilisi
1957 TTU Tbilisi
1958 Dinamo Batumi
1959 Kolmeurne Makharadze
1960 Kolmeurne Makharadze
1961 SKIF Tbilisi
1962 Dinamo Batumi
1963 Imereti Kutaisi
1964 Meshakhte Tkibuli
1965 Guriya Lanchkhuti
1966 Guriya Lanchkhuti
1967 Sinatle Tbilisi
1968 Sinatle Tbilisi
1969 Sinatle Tbilisi
1970 Egrisi Tskhakaya
1971 Guriya Lanchkhuti
1972 Kacheti Telavi
1973 Dinamo Zugdidi
1974 Metallurg Rustavi
1975 SKIF Tbilisi
1976 Meshakhte Tkibuli
1977 Nadikvari Telavi
1978 Magaroeli Chiatura
1979 Magaroeli Chiatura
1980 Sulori Vani
1981 Sulori Vani
1982 Martskhali Makharadze
1983 Tbilisskij Zooveterinarnyj Institut
1984 Dinamo Zugdidi
1985 Imedi Tbilisi
1986 Madneuli Bolnisi
1987 Spartak Tskhinvali
1988 Shadrevani 83 Tskhaltubo
1989 Shadrevani 83 Tskhalutbo

Posted by: ზურატი96 24 Sep 2018, 19:03
ზედიზედ 5 მოგება up.gif
ლიგაში მეორე ადგილზე, თასზე მეოთხედფინალში წინსვლის პერსპექტივით biggrin.gif უკეთესი რა უნდა ინატროს კაცმა
დაბრუნდება თელავი უმაღლესში 15 წლიანი(თითქმის) პაუზის შემდეგ? rolleyes.gif

Posted by: xinkala 25 Sep 2018, 10:17
QUOTE
დაბრუნდება თელავი უმაღლესში 15 წლიანი(თითქმის) პაუზის შემდეგ?

კარგი შანსი აქვს, 28 ში ნორჩი დინამოელი ჩამოდის თელავში alk.gif

Posted by: crack94 25 Sep 2018, 10:27
QUOTE (ზურატი96 @ 24 Sep 2018, 19:03 )
ზედიზედ 5 მოგება up.gif
ლიგაში მეორე ადგილზე, თასზე მეოთხედფინალში წინსვლის პერსპექტივით biggrin.gif უკეთესი რა უნდა ინატროს კაცმა
დაბრუნდება თელავი უმაღლესში 15 წლიანი(თითქმის) პაუზის შემდეგ? rolleyes.gif

წესით უნდა დაბრუნდეს სიონი სამტრედია ორივე დაბალი დონის გუნდია მაგრამ მიუხედავად ამისა სიონთან ჯობს შეხვედრა ჩემი აზრით სამტრედიას ნორმალური ფეხბურთელები ყავს ზოგ პოზიციაზე და შეიძლება 1 თამაში ითამაშონ კარგად სიონი კიდევ ნორჩი დინამოს პონტია ასაკოვანი ფეხბურთელები ყავთ მაგრამ გიორბელიძე გურეშიძეს და ისიანის გარდა მაღალ ტემპში და სისწრაფეებზე ვერცერთი ითამაშებს და წესით გადამწყვეტ თამაშში მაღალი ტემპი უნდა იყოს

Posted by: ზურატი96 4 Oct 2018, 22:50
http://leadersport.ge/mob/read.php?readId=10495&t=%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%20%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

ნამდვილად, სირცხვილია ამხელა რეგიონს ნორმალური გუნდი არ ჰყავდეს და კაია რო საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა თელავის სახით 2kiss.gif

user posted image

Posted by: dundee 5 Oct 2018, 00:16
QUOTE
ნამდვილად, სირცხვილია ამხელა რეგიონს ნორმალური გუნდი არ ჰყავდეს და კაია რო საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა თელავის სახით 

დროა სტადიონს მიხედონ.

Posted by: GRAZU 29 Dec 2018, 14:50
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ 39 წლის უკრაინელი სპეციალისტი, დენის ხომუტოვი გაწვრთნის


საინტერესოა, გაგრაში მშვენივრად იმუშავა ხომუტოვმა და ვნახოთ აბა popcorn.gif

Posted by: jaro87 29 Dec 2018, 22:44
გაგრამ ჩაიქნია ხელი გადმოსვლაზე? ფეხბურთელებიც გაუშვა და ტრენერიც.

Posted by: Spacey 14 Jan 2019, 17:35
ტატანაშვილი დაიმატა თელავმა

Posted by: High-Roller 24 Jan 2019, 23:49
მოგესალმებით მეგობრებო ვის რა ინფორმაცია გაქვთ რა სიტუაციაა თელავში რა სტადიაზეა გუნდი ეროვნულ ლიგაში არ თამაშობს ხო როგორც ვიცი მაინტერესებს სტადიონები არის თუ არა თელავში და ზოგადად რას ლაპარაკობენ ადგილობრივები ფეხბურთის თაობაზე როდისმე ყოფილა თელავი ეროვნულ ლიგაში და თუ იყო რა თასები აქვს აღებული და თუ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი?

Posted by: Alix 24 Jan 2019, 23:50
კოშკაძე თელავში გადასულა
წარმატებები chups.gif

Posted by: GRAZU 24 Jan 2019, 23:58
QUOTE (High-Roller @ 24 Jan 2019, 23:49 )
მოგესალმებით მეგობრებო ვის რა ინფორმაცია გაქვთ რა სიტუაციაა თელავში რა სტადიაზეა გუნდი  ეროვნულ ლიგაში არ თამაშობს ხო როგორც ვიცი  მაინტერესებს სტადიონები არის თუ არა თელავში და ზოგადად რას ლაპარაკობენ ადგილობრივები ფეხბურთის თაობაზე როდისმე ყოფილა თელავი ეროვნულ ლიგაში და თუ იყო რა თასები აქვს აღებული და თუ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი?

High-Roller
ლიგა 2-შია გუნდი
წინა სეზონში მთელი წელი სამეულთან ტრიალებდა მარა ბოლოს მეხუთეზე დაამთავრეს
წელს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ელიგაში გადასვლის
სტადიონს რაც შეეხება, გივი ჩოხელის სტადიონზე თამაშობს გუნდი, არ არის კარგ მდგომარეობაში, ხელოვნური საფარია, ისიც უხარისხო და მოკლედ ელიგაში თუ გადავედით სავარაუდოდ თბილისში მოუწევს გუნდს თამაში და სტადიონს იმედია მიეხედება
რაც შეეხება ძველ გუნდს ანუ თელავის ,,კახეთს'' 2ჯერ აქვს საქართველოს თასი მოგებული, 72 და 77 წლებში.
2005დან 2007მდე უმაღლესში იყო გუნდი, მერე გავარდა და თან დაიშალა კიდეც
ეს გუნდი ს.კ თელავი სულ სხვა გუნდია და იმ გუნდის რეინკარნაციას არ წარმოადგენს yes.gif
სულ 0-დან დაიწყეს ამისულაშვილმა, ვაშაკიძემ და გრიშიკაშვილმა და 2 წელში ამ დონეზე გავიდნენ
მოკლედ იმედისმომცემად გამოიყურება ჯერ-ჯერობით ყველაფერი
უი სხვათაშორის წინა სეზონში თასის ნახევარფინალი ითამაშა გუნდმა და მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა :დ

მაპატიე 77ში ნადიკვრის სახელით ყოფილა გუნდი და არა კახეთის.

Posted by: High-Roller 25 Jan 2019, 00:58
QUOTE (GRAZU @ 24 Jan 2019, 23:58 )
QUOTE (High-Roller @ 24 Jan 2019, 23:49 )
მოგესალმებით მეგობრებო ვის რა ინფორმაცია გაქვთ რა სიტუაციაა თელავში რა სტადიაზეა გუნდი  ეროვნულ ლიგაში არ თამაშობს ხო როგორც ვიცი  მაინტერესებს სტადიონები არის თუ არა თელავში და ზოგადად რას ლაპარაკობენ ადგილობრივები ფეხბურთის თაობაზე როდისმე ყოფილა თელავი ეროვნულ ლიგაში და თუ იყო რა თასები აქვს აღებული და თუ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი?

High-Roller
ლიგა 2-შია გუნდი
წინა სეზონში მთელი წელი სამეულთან ტრიალებდა მარა ბოლოს მეხუთეზე დაამთავრეს
წელს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ელიგაში გადასვლის
სტადიონს რაც შეეხება, გივი ჩოხელის სტადიონზე თამაშობს გუნდი, არ არის კარგ მდგომარეობაში, ხელოვნური საფარია, ისიც უხარისხო და მოკლედ ელიგაში თუ გადავედით სავარაუდოდ თბილისში მოუწევს გუნდს თამაში და სტადიონს იმედია მიეხედება
რაც შეეხება ძველ გუნდს ანუ თელავის ,,კახეთს'' 2ჯერ აქვს საქართველოს თასი მოგებული, 72 და 77 წლებში.
2005დან 2007მდე უმაღლესში იყო გუნდი, მერე გავარდა და თან დაიშალა კიდეც
ეს გუნდი ს.კ თელავი სულ სხვა გუნდია და იმ გუნდის რეინკარნაციას არ წარმოადგენს yes.gif
სულ 0-დან დაიწყეს ამისულაშვილმა, ვაშაკიძემ და გრიშიკაშვილმა და 2 წელში ამ დონეზე გავიდნენ
მოკლედ იმედისმომცემად გამოიყურება ჯერ-ჯერობით ყველაფერი
უი სხვათაშორის წინა სეზონში თასის ნახევარფინალი ითამაშა გუნდმა და მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა :დ

მაპატიე 77ში ნადიკვრის სახელით ყოფილა გუნდი და არა კახეთის.

მადლლობა მეგობარო ინფორმაციისთვის მე საქართველოში არ ვიმყოფები და ისე ვადევნებ თვალყურს შორიდან მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ ჩამოსვლას და იმიტომ მაინტერესებდა რა სიტუაციაა რეგიონებში ყველგან ვწერ ჩემს აზრს და თან ინფორმაციაც მაინტერესებს ესეიგი არის იმის შანსი რო გუნდი გადავიდეს ელიგაში თან სტადიონსაც რო მიეხედება უფრო მეტი ადამიანი მოვა მაყურებელი და ბილეთები და ფულიც შემოვა ისე 2 წელი არაა ისე ბევრი და მალევე მოასწრეს ამ ადამიანებმა წინ წასვლა ძაან დიდი იმედი მაქვს რო სხვა რეგიონებიც ნელნელა ფეხზე დადგებიან და რაღაც პატარა მაგალითს აიღებენ თელავისგან ცოტა გურიაშია პრობლემა და ზესტაფონში ესენი ძაან უკან არიან მე მგონია რო ესეთი ადამიანები არიან საჭირო იქაც რო ნელ ნელა პროგრესი იყოს არამარტო ფეხბურთში ზოგადად რეგიონში . ესეიგი ეს გვარები რაც მომწერე სამნი იყვნენ ალბათ მეგობრები და რათქმაუნდა ძალა არის ერთობაში რასაც მალე დაამტკიცებენ და მეც იმედი მაქვს რო ელიგაში გადმოვა გუნდი smile.gif

Posted by: mcenare-99 25 Jan 2019, 16:20
GRAZU
QUOTE
რაც შეეხება ძველ გუნდს ანუ თელავის ,,კახეთს'' 2ჯერ აქვს საქართველოს თასი მოგებული, 72 და 77 წლებში.
2005დან 2007მდე უმაღლესში იყო გუნდი, მერე გავარდა და თან დაიშალა კიდეც

1992-1997 წლებში 5 სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში, დემეტრაძე მანდ თამაშობდა 16 წლიდან yes.gif

Posted by: GRAZU 2 Mar 2019, 12:18
user posted image



........................

Posted by: GRAZU 3 Mar 2019, 17:37
თელავი 4-0 გურია
ტატანა ვიში კლასია რა
ეგ აიყვანს გუნდს უმაღლესში

Posted by: xinkala 4 Mar 2019, 20:50
GRAZU
QUOTE
თელავი 4-0 გურია
ტატანა ვიში კლასია რა
ეგ აიყვანს გუნდს უმაღლესში

როგორ გგონია მეგობარო, განა შარშან არ შეიძლებოდა უმაღლესის დადება, მარა არა ლოგიკური შედეგები რომ დადო თელავმა, დიდი გულდაწყვეტა გამიჩინა პირადად.

Posted by: GRAZU 4 Mar 2019, 21:26
QUOTE (xinkala @ 4 Mar 2019, 20:50 )
GRAZU
QUOTE
თელავი 4-0 გურია
ტატანა ვიში კლასია რა
ეგ აიყვანს გუნდს უმაღლესში

როგორ გგონია მეგობარო, განა შარშან არ შეიძლებოდა უმაღლესის დადება, მარა არა ლოგიკური შედეგები რომ დადო თელავმა, დიდი გულდაწყვეტა გამიჩინა პირადად.

შეიძლებოდა ნამდვილად მარა პირველი სეზონი იყო ლიგა 2ში და ეპატიებათ user.gif

Posted by: GRAZU 6 May 2019, 23:06
user posted image

ვახ არ ვიცოდი ეს ფოტო
გრიშიკა, ვაშაკიძე და ამისა, მაშინ დინამოში ახლა თელავში :დ

Posted by: toto28 6 May 2019, 23:20
ხომუტოვი პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.გადმოგიყვანთ იმედია

Posted by: mcenare-99 8 May 2019, 20:06
toto28
QUOTE
ხომუტოვი პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.გადმოგიყვანთ იმედია

მაგრამ თელავის სტადიონს რა ეშველება?

Posted by: GRAZU 22 May 2019, 22:06
საფეხბურთო კლუბ "თელავის" ოფიციალური განცხადება!

22 მაისს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, 15:00 საათიან გადაცემაში "მაესტროელები", მისმა წამყვანებმა სანდრო კაჭახიძემ და თეო მჭედლიძემ, აგრეთვე გადაცემაში მიწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა მაგდა კლდიაშვილმა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოსდა ჩვენი გუნდი ე. წ." გარიგებულ მატჩებში" იღებდეს მონაწილეობას და ნებსით თუ უნებლიეთ დაკავშირებულია ბოლოხანს, ქართულ ფეხბურთში აგორებულ სკანდალთან

პირდაპირ ვაცხადებთ, სკ "თელავი", გუნდის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, პერსონალი და ჩვენი გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი ვართ ზემოხსენებული ჟურნალისტების არაკომპეტენტურობით და არაპროფესიონალიზმით

საფეხბურთო კლუბი "თელავი" დაარსების დღიდან მოქმედებს და თამაშობს გამჭვირვალედ, სამართლიანი თამაშის პრინციპებით და როგორც ჩანს, ვიღაცას ან ვიღაცებს ეს არ უხარიათ და ძალიანაც აწყობთ და უნდათ, ჩირქი მოგვცხონ

სამწუხაროდ, პირველ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 3 დეკემბერს, ლანჩხუთის" გურიასთან" გამართული საპასუხო საპლეიოფო მატჩთან დაკავშირებით, როდესაც ლანჩხუთელი მსაჯის ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალება ირიბად და პირდაპირ დაგვიკავშირეს და მაშინ, რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებამ და მოგვიანებით, მაშინ სააგენტო "აიპრესზე" მომუშავე მაგდა კლდიაშვილმა დაუფარავად განაცხადეს, რომ თურმე ილია ტუღუში სწორედ ამ შეხვედრას სჯიდა - არადა, ელემენტარული ცოდნა უნდა იმას, რომ ლანჩხუთელი მსაჯი "გურიას" თამაშზე უბრალოდ, ვერ და არ დაინიშნებოდა

სკ "თელავი", რატომღაც "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო
მატჩის დროსაც ახსენეს და ბოლოს, 20 მაისს, "ცხინვალთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაშიც დაგვდეს ბრალი, თუმცა ქალბატონი მაგდა ფაქტებით ვერ ასაბუთებს თუ რატომ იყო "ცხინვალთან" გარიგებულ მატჩი, რატომ "წავაგეთ ძალით" შეხვედრა, როდესაც ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში გადასვლა აქვს მიზნად დასახული და ჩვენთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სკ "თელავი" უფლებას იტოვებს და ვაცხადებთ:

"ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ემსახურება სამართლიანი თამაშის პრინციპებს და მჭიდროდ და ღიად თანამშრომლობს და ითანამშრომლებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციასთან, ისე ნებისმიერ საგამოძიებო სტრუქტურასთან!

ჩვენ არავისთან დასამალი, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს და პირიქით, მოვითხოვთ ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებისგან, სანდრო კაჭახიძისგან და თეო მჭედლიძისგან, აგრეთვე საინფორმაციო სააგენტო "რეკორდერის" ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ცილისმწამებლური და არაკომპეტენტური განცხადებების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კლუბის სახელის, იმიჯის შელახვისთვის და მორალური შეურაცხყოფისთვის მივმართავთ სასამართლოს!!!"

სკ "თელავის" პრეს-სამსახური






რა ხდება?
ჩანაწერი არ დევს სადმე?
ან ფორუმელია მაგდა და იქნებ დაწეროს რა ბრალდებაზეა საუბარი. ზოგადად ვარაუდის დონეზე ასეთი ბრალდებების განცხადება რომ არ ხდება კი უნდა იცოდეს ჟურნალისტმა

Posted by: tbiliso_city 23 May 2019, 00:02
GRAZU
15:29ზე იყო მაესტროზე..


Posted by: GRAZU 23 May 2019, 09:39
tbiliso_city
ვნახე
რავიცი ცხინვალთან გასვლაზე წაგება რატოა ასეთი გასაკვირი ;დ
პირიქით მგონი მეტად სავარაუდოც
არ მგონია ესე ჰაერზე თითის გაშვერა სწორი და ლამაზი

Posted by: SamWitwicky 23 May 2019, 09:48
ისე თელავი სულ დებდა მიმოხილვებს და ეხლა რატომ არ დევს?
ლაივებიც ჰქონდათ.

Posted by: GRAZU 23 May 2019, 09:48
SamWitwicky
ლაივები არ ვიცი და მიმოხილვა დევს ბოლო თამაშის

Posted by: lepori 23 May 2019, 11:58
QUOTE
ჟურნალისტმა მაგდა კლდიაშვილმა

ეს მგარი გვყვავს ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას
თან ფორუმელია მგონი biggrin.gif


თელავი, კაები ხართ love.gif

Posted by: GRAZU 20 Jul 2019, 14:06
ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" 4 ახალწვეული ჰყავს - 22 წლის თავდამსხმელი გიორგი ხარებაშვილი, 25 წლის ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე და 19 წლის მცველი თორნიკე ძოწენიძე, ხოლო 39 წლის ზურაბ მენთეშაშვილი გუნდის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს



ხარება დაბრუნდა
bis.gif bis.gif

Posted by: geor-gien 29 Jul 2019, 13:48
კახელებს უმაღლეს ლიგაში ველოდებით!


საქართველოს ჩემპიონატი ამ კვირის ბოლოს განახლდება და გუნდებიც ბოლო საკონტროლო მატჩებს ატარებენ. სწორედ ბოლო სპარინგმატჩი ჩაატარა ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა - "თელავმა": ახალი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ეროვნული ლიგის წარმომადგენელ "რუსთავს" ტოლი არაფერში დაუდო - 2:2 ეთამაშა...

...ეგ კი არა, "თელავი" 2:0-ს ამარცხებდა რანგით უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე "რუსთავს", მაგრამ მატჩის მიწურულს 2 გოლი გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. არადა, ეს სპარინგმატჩი (თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად რომ არ წააგავდა ამხანაგურ შეხვედრას) "თელავმა" დიდი აღმავლობით ჩაატარა და ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებიც მხოლოდ ქებას იმსახურებენ.

ამ მართლაც დაძაბულ და საინტერესო საკონტროლო მატჩზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი, "თელავში" მომხდარ ცვლილებებს გაგაცნობთ. გუნდიდან წავიდნენ - რუსი ლეგიონერი დენის მასიუტინი, ნიკა ნოზაძე და ნიკოლოზ ხაჩიძე, გამოცდილი გოლიადორი დიმიტრი ტატანაშვილი კი "სიონში" გააგრძელებს თავის ისედაც ხანგრძლივ კარიერას.

რაც შეეხება მატებას, "თელავში" დაბრუნდა 22 წლის შემტევი გიორგი ხარებაშვილი ("გაგრაში რომ იყო 6-თვიანი იჯარით), რომელიც წინა სეზონში კახელების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. "თელავში" იასპარეზებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე ("შევარდენიდან" გადმოვიდა) და 19 წლის ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე (თბილისის "დინამოდან").

აქვე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ამ ახალგაზრდა მცველმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა "რუსთავთან" გამართულ სპარინგში, ისე, როგორც "თელავის" თითქმის ყველა ფეხბურთელმა - 20 წლის უკრაინელი მეკარით, ბოგდან ბეზკროვნით დაწყებული და ქართული საკლუბო ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანით, 37 წლის ალექსანდრე კოშკაძით დამთავრებული...

...ივნისის შუა რიცხვები იყო, "თელავში" საკადრო ცვლილება რომ მოხდა: უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ნაცვლად, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გაძღოლა რევაზ გოცირიძეს ანდო, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ს" წვრთნიდა.

ჰოდა, მწვრთნელის შეცვლამ თითქმის 100 პროცენტით გაამართლა: ჩემპიონატში ვიდრე ერთთვიანი პაუზა დაიწყებოდა, რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "თელავმა" ეროვნულ ლიგა 2-ში სამი მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და გოლი საერთოდ არ გაუშვია.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ გოცირიძეს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდშიც (თსუ, "გორდა", "ამერი", "სიონი", ცხინვალის "სპარტაკი", "ტორპედო", "ჩიხურა") უთამაშია და უცხოეთშიც (უკრაინა, ისრაელი, რუსეთი)... თუმცა, ყველაზე წარმატებული პერიოდი "ვიტ ჯორჯიასა" და რუსთავის "ოლიმპში" ჰქონდა: ამ გუნდების შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ამას გარდა, "ვიტ ჯორჯიასთვის" პირველ საჩემპიონო სეზონში (2003/04) გოცირიძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. აქტიური საფეხბურთო კარიერა კი "საბურთალოში" დაასრულა 2013/14 წლების სეზონში, როცა ეს დედაქალაქური გუნდი პირველად გამოჩნდა პირველ ლიგაში, იმ დროისთვის 16-17 წლის ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭების (გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, ლაზარე კუპატაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი თევზაძე და სხვები) გვერდით, ორი გამოცდილი ფეხბურთელიც თამაშობდა - იმ დროისთვის 32 წლის რევაზ გოცირიძე და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების შეუცვლელი საყრდენი ნახევარმცველი, 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი დღესდღეობით "თელავის" ერთ-ერთი მწვრთნელია...

..."რუსთავთან" გამართულ საკონტროლო მატჩამდე, "თელავმა" ორი საწვრთნელი მატჩი ჩაატარა და ორივე - უცხოურ გუნდებთან: სომხურ "ლორის" თბილისში 1:1 ითამაშა, ხოლო თელავში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, საქართველოში სტუმრად მყოფ ნახევრადპროფესიულ ფრანგულ კლუბ "ევინა კამპს" 5:3 მოუგო.

გულშემატკივარი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: "რუსთავთან" საკონტროლო მატჩს (თბილისში, მუხიანის სპორტკომპლექსში რომ გაიმართა) თელავიდან ჩამოსული ქომაგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მართლაც საინტერესო და დაძაბული პაექრობის მომსწრენიც გახდნენ.

მით უფრო, რომ მოედანზე პირველი წუთებიდანვე, ნამეტნავად უკომპრომისო და ... ამხანაგური მატჩისათვის აშკარად არადამახასიათებელი, ისეთი ხისტი თამაში გაჩაღდა, რომ სათვალავიც აგვერია, რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი! ეგ კი არა, პირველ ტაიმში, დაახლოებით სამწუთიან ინტერვალში არბიტრმა ორჯერ გააფრთხილა "თელავის" ახალწვეული ბექა ვარშანიძე და, შესაბამისად, მოედნიდანაც გააძევა (ოღონდ, შეცვლის უფლებით).

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, პირველ ტაიმში "თელავი" მეტოქეზე ბევრად უფრო უკეთ გამოიყურებოდა და ეს უპირატესობა გოლშიც აისახა: მარჯვენა ფლანგზე, ფირუზ მარაქველიძისა და ირაკლი რუხაძის აქტიურობას, მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთის ჩაწოდება მოჰყვა, სადაც 27 წლის უკრაინელმა ცენტრფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა თავით, ეფექტური გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, თუმცა "რუსთავს" თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლუკა იმნაძემ მეტოქის უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა; ბოგდან ბეზკროვნიმ შესვენების შემდეგაც გამოავლინა ჩინებული რეაქცია, როცა პაატა კიტეიშვილისა და ლუკა სილაგაძის ურთულესი დარტყმები მოიგერია.

არანაკლებ ჩინებული შანსი ჰქონდა გოლის გატანის იაროსლავ კვასოვსაც, ერთ ეპიზოდში კი, გიორგი ერისთავის მართლაც შთამბეჭდავი სოლორეიდის შემდეგ, "რუსთავი" აშკარა ხიფათს გადაურჩა.

თუმცა, "თელავმა" მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა: ამ მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელმა, 22 წლის ირაკლი რუხაძემ ჯერ პენალტი გამოიმუშავა, შემდეგ კი ზუსტადაც შეასრულა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

აი, ამის შემდეგ იყო, "რუსთავის" მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ შეცვლებით რომ სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა და მატჩის ბოლო წუთებში, კიდევ 2 გოლიც ვიხილეთ: ჯერ იყო და, "რუსთავის" 21 წლის ახალწვეულმა ლაშა ლეჟავამ გაგზავნა ზუსტად ბურთი მეტოქის კარში, შემდეგ კი დათა სიჭინავას კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას ლუკა გადრანმა დაასწრო და ანგარიშიც გაათანაბრა! ამ მეტად საინტერესო საკონტროლო მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

თელავი: ბეზკროვნი - მარაქველიძე, ძოწენიძე, ბერიაშვილი, ჯიქია - მ. ბაშელეიშვილი, ვარშანიძე - ერისთავი, კოშკაძე, რუხაძე - კვასოვი; შეცვლაზე შევიდნენ: კაკიაშვილი, ბაჩიაშვილი, კანდელაკი, პუდი, გოგოლიძე.

რუსთავი: მამარდაშვილი - ნოზაძე, გუჯაბიძე, ბუგულოვი, ლაცაბიძე - ქოჩლაძე - სილაგაძე, ვასაძე, კიტეიშვილი, იმნაძე - ბ. ქავთარაძე; შეცვლაზე შევიდნენ: პროკოპენკო, სიჭინავა, ლ. გადრანი, ლეჟავა, ძალამიძე, თევზაძე, დე ლა სოუზა, სალუქვაძე, ოშაყმაშვილი.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, "თელავს" რეალურად ხელეწიფება ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება! თანაც, ალბათ, უკვე დროც არის, რანგით უმაღლეს ლიგაში კახეთის რეგიონის ერთი გუნდი მაინც რომ მონაწილეობდეს.
http://lelo.ge/article/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-16128

Posted by: GRAZU 5 Aug 2019, 16:00
,,გეტყვით იმასაც, რომ აქტიურად მიმდინარეობს გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის ახალი, თანამედროვე, მოდერნიზებული არენის მეგაპროექტზე მუშაობა, რომელიც აგვისტოში დასრულდება''

bis.gif
სულ ასეთი კარგი ამბები 2kiss.gif

Posted by: took13 5 Aug 2019, 16:05
GRAZU
ანუ წელს პროექტი მზად იქნება და მომავალი წლიდან გამოიყოფა მშენებლობისთვის ბიუჯეტი ?

უფრო მეტი რომ გვითხრა

Posted by: GRAZU 5 Aug 2019, 16:11
took13
4 აგვისტოს, თელავს საქმიანი ვიზიტით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა

ლევან კობიაშვილი სკ "თელავის" ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა არაერთ მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს

გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდობის უფრო მეტად, მასობრივად ჩართულობა სპორტში და კერძოდ, ფეხბურთში - საქმიან და ხანგრძლივ შეხვედრაზე მხარეებმა საფუძვლიანად, დეტალურად განიხილეს ყველაფერი და როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ისე ქალაქის მერმა, საფეხბურთო კლუბ "თელავის" მესვეურებს პრობლემების აღმოფხვრის კუთხით მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს

გეტყვით იმასაც, რომ აქტიურად მიმდინარეობს გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის ახალი, თანამედროვე, მოდერნიზებული არენის მეგაპროექტზე მუშაობა, რომელიც აგვისტოში დასრულდება


Posted by: tornike71 5 Aug 2019, 16:45
არ მჯერა ამ მუნიციპალიტეტების გაკეთებული საქმის,ფოთშიც ეგრე იყო და 6 წელი ერთ ტრიბუნას თავი ვერ მოაბეს სანამ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ჩაერია.

Posted by: took13 5 Aug 2019, 17:32
tornike71

რთულია, უჭირთ თვითმმართველობებს დიდი პროექტების დამოუკიდებლად გაკეთება.
ბიუჯეტიც მცირე აქვთ, ადგილობრივ კომპანიებსაც ნაკლები კომპეტენცია.
დაბალბიუჯეტიან პროექტების ტენდერებზე კიდე სერიოზული კომპანიები ნაკლებად შედიან.

ფოთი, საჩხერე, წყალტუბო თვითმმართველობების ბიუჯეტებით კეთდება. ერთი წლის ბიუჯეტში ვერ სვამენ მთელი სტადიონის გასაკეთებელ ფინანსებს ამიტომ იყოფა ნაწილ-ნაწილ ეგ სამუშაოები.

Posted by: xinkala 5 Aug 2019, 21:54
რაის ბიუჯეტი და მერია, გეყოთ. თელავი ყველაზე მცირე ბიუჯეტიანი კლუბია მე-2 ლიგაში. გაასაჯაროვეთ რამდენს უხდის კლუბი მერიას ან პირიკით. ჯერ იყო "კახეთი"-გასომხდა, ახლა ჯერი "თელავზე" დადგა.
და საერთოდ ინფოს ლინკი ჭირდება

Posted by: GRAZU 11 Dec 2019, 21:31
user posted image



გუნდის დაარსებიდან 3 წელიწად ნახევრის შემდეგ ელიგაში ვართ bis.gif bis.gif
ძალიან დიდი ხანია ამხელა სიხარული არყოფილა ქალაქში love.gif
სწორი მენეჯმენტი, პროფესიონალიზმი, თანმიმდევრულობა შესაბამისად შედეგიც დაიდო
მოკლედ წინ და წინ უკეთესი მომავლისკენ jump.gif

Posted by: DinamoTbilisi 11 Dec 2019, 22:00
GRAZU
გილოცავ
კახეთი სხვა დონეა მაინც love.gif

Posted by: jaro87 11 Dec 2019, 22:01
გილოცავთ, იმსახურებდა კახეთი ერთ გუნდს უმაღლეში. გისურვებთ განვითარება არ შეწყვიტოთ და უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოთ.

Posted by: TORPEDO20 11 Dec 2019, 22:44
პირველრიგში გილოცავთ თელაველებო <3

რუსთავზე მეტად მომგებიანი იქნებით ეროვნული ლიგისთვის , ყოველშემთხვევაში შანსი მოგეცათ და აუცილებლად უნდა დაამტკიცოთ <3

რეგიონებში ფეხბურთი რომ უყვართ ამაზე არც ვდაობთ , იმედია თბილისში არ ითამაშებთ და ვიტჯორჯიას არ დაემგვანებით


Posted by: toto28 11 Dec 2019, 22:44
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.იმედია ევროტურნირებსაც უმასპინძლებთ ოდესმე თელავში.
პ.ს. თემაც აქტიური იქნება იმედია მომავალი სეზონის მანძილზე.

Posted by: Spacey 12 Dec 2019, 11:50
გილოცავთ. ეს არის სწორი მუშაობის შედეგი

Posted by: GRAZU 12 Dec 2019, 17:07
მადლობა ყველას 2kiss.gif
აქ ასეთი ამბები გვაქვს love.gif

Posted by: amikoo 12 Dec 2019, 17:51
GRAZU

გილოცავთ !
ისე, აჭარული მაინც ვარშანასია biggrin.gif

Posted by: took13 12 Dec 2019, 19:02
GRAZU

გილოცავთ

აშკარაა, კახეთში ვერ დაიწყებთ ეროვნულ ლიგას მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს წარმატება დააჩქარებს სტადიონის მოწესრიგების პროცესებს.

Posted by: GRAZU 12 Dec 2019, 19:47
amikoo
took13
გაიხარეთ ბიჭებო 2kiss.gif

QUOTE
აშკარაა, კახეთში ვერ დაიწყებთ ეროვნულ ლიგას მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს წარმატება დააჩქარებს სტადიონის მოწესრიგების პროცესებს.

რაგბი არენაზე თამაშზე მიდის ლაპარაკი, სანამ სტადიონი აშენდება
პროექტი არის ახალი სტადიონის მარა ჯერ-ჯერობით ვაკუუმია,უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ინფორმაცია გამჟღავნდება

Posted by: Levan ch 12 Dec 2019, 19:51
QUOTE
რაგბი არენაზე თამაშზე მიდის ლაპარაკი

მემგონი გადაწყვეტილია უკვე
ფეხბურთის კარებიც დგას სტადიონზე biggrin.gif

ჩოხელზე როგორც ვიცი მალე დაიწყება სამუშაოები და 2021 წლის მარტში მზად იქნებაო და ოფიციალურად სადმე რამე წერია?

Posted by: took13 12 Dec 2019, 19:57
GRAZU

მუნიციპალიტეტი თუ ააშენებს საკუთარი ბიუჯეტით მოუწევთ რამდნიმე ეტაპად დაყოფა.

თელავის რაგბის არენის სურათები ჩაყარე თუგ გაქვს.
საკუთარ ქალაქში თამაში აჯობებს თავისთავად, თუნდაც მანდ.

Posted by: GRAZU 12 Dec 2019, 20:03
Levan ch
მეც მსგავსი ინფორმაცია მაქვს კულუარებიდან, ოფიციალურად ჯერ "არსაიდამ ხმა, არსით ძახილი" biggrin.gif

took13
QUOTE
თელავის რაგბის არენის სურათები ჩაყარე თუგ გაქვს.

user posted imageuser posted image


2200 კაცი ეტევა

Posted by: W-G1 12 Dec 2019, 20:45
ჯობს მორაგბეებისგან იქირაონ, ან მინდვრის მოვლის წილში შევიდნენ საერთოდ, ვიდრე თბილისში ან რუსთავში ითამაშონ smile.gif
თორე ის ეფექტი ვერ ექნება თელაველებისთვის და ელიგისთვის, რაც უნდა ჰქონდეს.

Posted by: toto28 12 Dec 2019, 20:52
GRAZU
რამდენი მაყურებელი ესწრება თამასებს მანდ საშუალოდ ხომ არ იცი?

Posted by: W-G1 12 Dec 2019, 21:36
user posted image

Posted by: GRAZU 12 Dec 2019, 22:36
toto28
რაგბის თამაშებს თუ გულისხმობ, არ მაქვს ინფორმაცია

user posted image

Posted by: Levan ch 12 Dec 2019, 22:58
QUOTE
რაგბის თამაშებს თუ გულისხმობ, არ მაქვს ინფორმაცია

რაგბზე ნახევამდე ივსება, ან ნახევარზე უფრო ცოტა
ფეხბურთზე უეჭველი შეივსება

Posted by: barret09 12 Dec 2019, 23:13
კაია თელავის ელიგაში ამოსვლაა კახეთი საჭირო იყო და ვწერდი კიდეც სტადიონების თემაში ამრა იფრასტრუკტურა და სტადიონი გასაკეთებელია 2 ტრიბუნა მაინც რო გაკეთდეს გორის სტადიონივით კაი იქნება

Posted by: GRAZU 13 Dec 2019, 10:15
კარგი ამბებია თელავიდან
უდიდესი ალბათობით ამ სეზონს თელავში ითამაშებს გუნდი რაგბი არენაზე
სტადიონს რაც შეეხება 8000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზეა ლაპარაკი, მშენებლობის სქემა როგორც სხვა ბევრ სტადიონზე აქაც იგივეა, ინფრასტრუქტურა-მუნიციპალიტეტი, საფარი-გფფ. ნუ ინფრასტრუქტურაში რათქმაუნდა ფიტნეს-დარბაზი, კვების და საცხოვრებელელი ბლოკებიც ითვლება. ამ ყველაფრის გაკეთება 2020ის დასაწყისში დაიწყება.
ვიზუალი კი ვიცი დაახლოებით მარა ოფიციალურად ჯერ არსად არაფერია და დაველოდოთ 23 დეკემბერს იქნება პრეზენტაცია jump.gif

Posted by: toto28 13 Dec 2019, 11:25
GRAZU
რაგბი არა ფეხბურთის სწრებადობა მაინტერესებდა.
როგორ ფიქრობ 8 ათასიანს რომ გააკეთებენ შეივსება?

Posted by: Sean 13 Dec 2019, 11:30
QUOTE
კარგი ამბებია თელავიდან
უდიდესი ალბათობით ამ სეზონს თელავში ითამაშებს გუნდი რაგბი არენაზე
სტადიონს რაც შეეხება 8000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზეა ლაპარაკი, მშენებლობის სქემა როგორც სხვა ბევრ სტადიონზე აქაც იგივეა, ინფრასტრუქტურა-მუნიციპალიტეტი, საფარი-გფფ. ნუ ინფრასტრუქტურაში რათქმაუნდა ფიტნეს-დარბაზი, კვების და სახოვრებელელი ბლოკებიც თვლება. ამ ყველაფრის გაკეთება 2020ის დასაწყისში დაიწყება.
ვიზუალი კი ვიცი დაახლოებით მარა ოფიციალურად ჯერ არსად არაფერია და დაველოდოთ 23 დეკემბერს იქნება პრეზენტაცია

ძალიან მაგარი ამბავია, ძალიან up.gif

იმედია მალე დაიწყება მშენებლობა, ალბათ ორ მხარეს ექნება ტრიბუნა, ტევადობაც ნორმალურია 8 000

Posted by: don gajetino 13 Dec 2019, 11:34
საღამოს თუ იქნება თამაშები შეიძლება გაივსოს 8კ ტევადობის სტადიონი...

ბოლო დროს მაგრად მოიკლო თელავში დასწრებამ. ნუ მე-3 ადგილი გარანტირებული ქონდა გუნდს. "ვიში" ლიგა მაინც სხვაა, ბევრი ხალხი დაინტერესდება. რაგბის სტადიონი კი წესით ყველა თამაშზე უნდა გაივსოს

Posted by: lepori 13 Dec 2019, 11:54
კახეთი როცა იყო უმაღლესში,
3-4 ათასი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე


თუ კონკურენტუნარიანი გუნდი იქნა თელავი, მგონია რომ სტაბილურად 5ათასი მაყურებელი ეყოლება

პიარი და ეგეთე ამბები უნდა და 8-ზე გაქაჩვაც შეიძლება smile.gif

ისე, თელავში სუ თავი-ბოლო 20 ათასი ადამი ცხოვრობს biggrin.gif

Posted by: Rene Adler 13 Dec 2019, 12:36
თქვენ მუნიციპალიტეტის მიერ ნორმალურად გაკეთებული საქმე გინახავთ?
დროში გაწელავენ და პროექტთან ახლოსაც რო არ იქნება ისეთ რაღაცას მივიღებთ ბოლოს (თუ საერთოდ გააკეთეს რამე)

Posted by: Levan ch 14 Dec 2019, 10:27
8 არამგონია მაგრამ ახალ სტადიონზე 4 5 ათასი ყოველთვის მივა.
ბათუმის გარდა ამდენი ხალხი არსად იქნება დარწმუნებული ვარ.
ეხლანდელი სტადიონის მდგომარეობა ისეთია 1000 კაციც ბევრია biggrin.gif

მთავარია მომავალ წელს დარჩნენ უმაღლესში რომ 21-ში საკუთარ სტადიონზე ითამაშონ უკვე

Posted by: Spacey 14 Dec 2019, 17:16
user posted image

user posted image

Telavi Stadium

Posted by: kaciaadamiani 14 Dec 2019, 17:48
სურათი დაიდო თუ არა მივხვდი რომ არ გააკეთებენ

Posted by: George:) 14 Dec 2019, 18:11
არჩევნების წელია და იქნებ მოინდომონ mo.gif

ჩემი აზრით, აწი რასაც ავაშენებთ, ყველა ოთხივე მხრიდან შეკრული უნდა იყოს....

Posted by: W-G1 14 Dec 2019, 18:15
George:)
ან თუ ოთხკვედან შეკრული არა ერთი ცენტრალური და ორი კარსუკან, ოპერატორები(უკრთესი კოშკურებით და მანძილით) საპირისპირო მხარეს.

Posted by: kaciaadamiani 14 Dec 2019, 19:36
ეს სარბენი ბილიკები არ დაგეკარგოთ არსად მაინც ჩატენეს რა, ხო ვიცი რო არ ააშენებენ მაგრამ მაინც ნერვები მეშლება.

ამის დამპროექტებელი თუ დამხატავი ვინცაა გადაეცით რომ რკალი საჯარიმოს გარეთ უნდა იყოს და არა შიგნით.

ანუ ტიპს დაჟე სტადიონი ნანახიც არ აქვს ისე დააპროექტა. ბეთხოვენია ფაქტიურად

Posted by: Guro_ 14 Dec 2019, 19:48
QUOTE
რკალი საჯარიმოს გარეთ უნდა იყოს და არა შიგნით.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: don gajetino 14 Dec 2019, 20:02
2024 წლამდე წესით უნდა დამთავრდეს



....


Posted by: W-G1 14 Dec 2019, 20:33
რაღაც ეჭვი მეპარება ეს იყოს სტადიონის პროექტი, ან პროექტი პროექტისთვისაა.

Posted by: lepori 15 Dec 2019, 16:39
George:)
QUOTE
არჩევნების წელია და იქნებ მოინდომონ

2017 წელსაც არჩევნები იყო
თან ადგილობრივის

ხელბურთის ჭაბუკტა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინლა თელავს,
აბა თუ გამოიცნობ რა მოხდა?


>>> სპორტდარბაზის აშენება ვერ მოასწრეს facepalm.gif facepalm.gif
https://reginfo.ge/sport/item/8733-xelburtshi-evropis-chabukta-chempionati-telavis-nazvlad-tbilisshi-chatardeba


ასე რომ, მაგათგან არაფერია გასაკვირი smile.gif


Posted by: Sean 13 Jan 2020, 13:10
იმედია ოთო გოშაძე პირველ მეკარედ არ მიიყვანეთ drug.gif

Posted by: don gajetino 13 Jan 2020, 14:54
Sean


სანიკიძეც ხო ყავთ და ერთ-ერთი იქნება პირველი მეკარე

Posted by: dolidze1996 13 Jan 2020, 16:49
ის უკრაინელი წავიდა და ახლა სანიკიძე-გოშაძე იქნებიან, ორი საბურთალოს საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მეკარე.

Posted by: GRAZU 15 Jan 2020, 01:25
QUOTE (Sean @ 13 Jan 2020, 13:10 )
იმედია ოთო გოშაძე პირველ მეკარედ არ მიიყვანეთ drug.gif

პოსტი წაიშალა ფბდანაც და ინსტადანაც gigi.gif


დაცვაა გასაძლიერებელი, ცენტრ ფორვარდიც მოსაყვანია.

Posted by: Levan ch 15 Jan 2020, 16:28
ამასობაში დადასტურდა რომ თელავის რაგბის სტადიონზე ითამაშებენ

Posted by: jora84 15 Jan 2020, 16:31
Levan ch

გაფუჭებულ ბალახზე გამოუვათ რო? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Levan ch 15 Jan 2020, 17:17
jora84
QUOTE
გაფუჭებულ ბალახზე გამოუვათ რო?

აქ სასაცილო თუ სატირალი ისაა, რომ რაგბის გუნდი მხოლოდ 2 ჯერ ითამაშებს მიმდინარე სეზონში
თუ რაიმე ტურნირი არ დაიგეგმა დამატებით
ნუ პლეი ოფში პლიუს ერთი ან ორი თამაში მაქსიმუმ. ანუ რაგბის რეგიონულ ლიგაში წელიწადზეა გაწელილი 8 თამაში lol.gif lol.gif

გაფუჭებულ ბალახს რაც შეეხება ###### მაგ ნაბიჭვარ, ბოღმიან, ინტრიგან ხალხს არაფრისგან პანიკას რომ ქმნიან.

Posted by: jora84 15 Jan 2020, 18:02
Levan ch

ნუ რეგიონალ ლიგის ფორმატი საერთოდ სასაცილოც არაა biggrin.gif

ალბათ შვიდკაცას ერთი ეტაპი იქნება ისევ, როგორც შარშან.

Posted by: GRAZU 16 Jan 2020, 16:50
მეორე ტრანსფერი
ლაშა კოხრეიძე საბურთალოდან

Posted by: GRAZU 27 Jan 2020, 02:44
გურამ სამუშია
სამტრედია>>>თელავი


კარგი შენაძენია

Posted by: GuorGY 29 Jan 2020, 15:29
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

Posted by: crack94 29 Jan 2020, 15:37
თელავმა დაიმატა:

უკრაინელი ვლადისლავ კრაიევი
რაფაელ ჩუკურა
ცოტნე მოსიაშვილი
მაკედონიელი ვლადიმერ დიმიტროვსკი
გრიგოლ ჩაბრაძე

Posted by: toto28 29 Jan 2020, 15:56
საღოლ თელავს ჩუკურა მაგრა გამოადგებათ,სხვები ვნახოთ აბა.

Posted by: Rene Adler 30 Jan 2020, 21:22
ვა მაკედონიელი მომეწონა, თელავისთვის ძაან კაი ფეხბურთელია.
https://us.soccerway.com/players/vladimir-dimitrovski/92930/
ნაკრებში აქვს 10 თამაში, საბერძნეთში 40 თამაშამდე უმაღლესში, ბოლო სეზონში რაბოტნიჩკიში ყველა თამაში ითამაშა

ეს კრაევიც არ უნდა იყოს ცუდი
https://int.soccerway.com/players/vladislav-kraev/296103/
ჩვენს ჩემპიონატს კარგად ერგებიან უკრაინელები. აქ ბუსტავენ თავის კარიერას და მერე ისევ უკან ბრუნდებიან ნორმალურ გუნდებში

Posted by: GRAZU 30 Jan 2020, 21:46
მოსულები გასაგებია
ერთი გოშაძე რა საჭირო იყო არვიცი

წასულებს რაც შეეხება ერისთავი წავიდა ლატვიაში
მიემატება 1-2 ალბათ კიდე მთავარია საკვანძო ფეხბურთელები დარჩნენ

Posted by: Junior2tudebi 31 Jan 2020, 14:39
ვა ჩაბრაძე ერთერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად მიმაჩნია ელიგაში გაასწორა



ჩაბრაძე-ბერიაშვილი-დიმიტროვსკი-ჩუკურა
——-—-მოსიაშვილი-ბაშალეიშვილი————
სამუშია—————კოხრეიძე————--რუხაძე
—————————-კვასოვი————————

Posted by: don gajetino 1 Feb 2020, 15:13
თელავის ოფიციალურმა ფეისბუქ ფეიჯმა შეტყობინების მისაწერი გამორთო :დ

Posted by: crack94 1 Feb 2020, 15:22
QUOTE (Junior2tudebi @ 31 Jan 2020, 14:39 )
ვა ჩაბრაძე ერთერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად მიმაჩნია ელიგაში გაასწორა



ჩაბრაძე-ბერიაშვილი-დიმიტროვსკი-ჩუკურა
——-—-მოსიაშვილი-ბაშალეიშვილი————
სამუშია—————კოხრეიძე————--რუხაძე
—————————-კვასოვი————————

შეტევა ძაან სუსტია რუხაძეს გარდა 3-ვე პოზიცია უნდა გააძლიერონ თორემ ვერ გაქაჩავენ

Posted by: GRAZU 1 Feb 2020, 15:30
crack94
კრაევი მოიყვანეს და ვნახოთ აბა რა ბიჭია

სამუშია კარგი იყო ლიგა 2ში

Posted by: GRAZU 6 Feb 2020, 20:24
2 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", თბილისში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე მატჩი, ეროვნულ ლიგაში ჩვენსავით აღზევებულ "მერანთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, გოლები იაროსლავ კვასოვმა და ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანეს.

საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", დღეს თბილისში, მოსამზადებელი ეტაპის მესამე ტესტ-მატჩი "სამტრედიასთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა
ჩვენი გუნდიდან გოლები ვლადისლავ კრაევმა და ლაშა კოხრეიძემ გაიტანეს.

8 თებერვალს ორკვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება - ანტალიაში სკ "თელავი" 4-5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს
user posted image

Posted by: xinkala 6 Feb 2020, 21:57
კარგია კარგი, წარმატებები.

Posted by: achi-anchabeli 11 Feb 2020, 11:39
QUOTE
8 თებერვალს ორკვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება - ანტალიაში სკ "თელავი" 4-5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს


გაემგზავრა?

Posted by: uefa_geo 11 Feb 2020, 11:45
achi-anchabeli
კი დღეს ბრესტის რუხს ხვდება 14;00 საათზე!

Posted by: achi-anchabeli 11 Feb 2020, 11:49
uefa_geo
QUOTE
კი დღეს ბრესტის რუხს ხვდება 14;00 საათზე!


რა შემადგენლობით წავიდა?

ამათ საიტს და ფეისბუქის გვერდს ჩაეძინათ.

Posted by: Spacey 11 Feb 2020, 11:58
ამათ ლაივები ჰქონდათ ხოლმე.
დღესაც ექნებათ?

Posted by: uefa_geo 11 Feb 2020, 21:28
2-3წავაგეთ სამწუხაროდ ბრესტის ტუჩთან!!!

Posted by: GRAZU 13 Feb 2020, 17:57
დატოვა მესის სეხნიამ და სერხი რობერტოს ყოფილმა გუნდელმა თელავი lol.gif
დიდი აზრი არ აქვს ფეხბურთელის წარსულს რა, მინიმუმ 1 წელი თუ უგუნდოდაა არც უნდა იფიქრო დამატებაზე

ხარებაშვილი რუსთავში
გოგოლიძე სიონში

Posted by: Lasha97 24 Feb 2020, 12:11
თელავს დუბლების გუნდი ჰყავს?

————————————————

Posted by: don gajetino 24 Feb 2020, 12:48
Lasha97


როგრც ასეთი დუბლების ანუ რეზერვ ლიგის ჩემპიონატი საქართველოში აღარ ტარდება.

19-წლმადელთა გუნდი კი ყავს და ვერცხლის ლიგაში თამაშობს

Posted by: Lasha97 24 Feb 2020, 22:52
QUOTE (don gajetino @ 24 Feb 2020, 12:48 )
Lasha97


როგრც ასეთი დუბლების ანუ რეზერვ ლიგის ჩემპიონატი საქართველოში აღარ ტარდება.

19-წლმადელთა გუნდი კი ყავს და ვერცხლის ლიგაში თამაშობს

მადლობა

----------------------------------------------------------------

Posted by: geor-gien 25 Feb 2020, 17:13
[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/138189-tsardgena-iqnebian-alaznispirelebi-kakhuri-ghvinosavith-gamorcheulebi.html

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბოგდან ბეზკროვნი, ლუკა სანიკიძე.

დაცვა: ვლადიმირ დიმიტროვსკი, ილია ბერიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, სანდრო მელიქიშვილი, რაფაელ ჩუკურა, მირიან ჯიქია, ვასიკო ბაჩიაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, რატი კაკიაშვილი, ფირუზ მარაქველიძე.

ნახევარდაცვა: ცოტნე მოსიაშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი რუხაძე, გურამ სამუშია, მიხეილ ბაშალეიშვილი, ბექა ვარშანიძე, ვლადისლავ კრაევი, დმიტრო პუდი.

ფორვარდები: გიორგი კანდელაკი, იაროსლავ კვასოვი, ლაშა კოხრეიძე.

Posted by: GRAZU 26 Feb 2020, 10:48
geor-gien
გადაემოწმებინათ ისე მაინც დაეწერათ


უკრაინელები, მეკარე ბოგდან ბეზკროვნი და ნახევარმცველი დმიტრო პუდი კლუბმა 1-წლიანი იჯარით გაანათხოვრა - 21 წლის ბეზკროვნი დუშეთის "არაგვში" ითამაშებს, მისივე თანატოლი პუდი კი ბოლნისის "სიონში"

სკ "თელავი" ოფიციალურად დატოვეს: გიორგი ხარებაშვილმა ("რუსთავი"), გიორგი ერისთავმა ("ვენტსპილსი", ლატვია), ვასიკო გოგოლიძემ ("სიონი"), რატი კაკიაშვილმა ("გაგრა") და სანდრო მელიქიშვილმა ("შევარდენი 1906"), კამერუნელი ლიონელ ენგუენე კი სამშობლოში დაბრუნდა


Posted by: Spacey 26 Feb 2020, 13:38
ბეზკროვნი ორივეს ჯობია და ეგ გაუშვეს? facepalm.gif

Posted by: GRAZU 26 Feb 2020, 17:29
user posted image


ახალი ფორმა
ლამაზია <3

Posted by: crack94 26 Feb 2020, 17:38
QUOTE (geor-gien @ 25 Feb 2020, 17:13 )
[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/138189-tsardgena-iqnebian-alaznispirelebi-kakhuri-ghvinosavith-gamorcheulebi.html

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბოგდან ბეზკროვნი, ლუკა სანიკიძე.

დაცვა: ვლადიმირ დიმიტროვსკი, ილია ბერიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, სანდრო მელიქიშვილი, რაფაელ ჩუკურა, მირიან ჯიქია, ვასიკო ბაჩიაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, რატი კაკიაშვილი, ფირუზ მარაქველიძე.

ნახევარდაცვა: ცოტნე მოსიაშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი რუხაძე, გურამ სამუშია, მიხეილ ბაშალეიშვილი, ბექა ვარშანიძე, ვლადისლავ კრაევი, დმიტრო პუდი.

ფორვარდები: გიორგი კანდელაკი, იაროსლავ კვასოვი, ლაშა კოხრეიძე.

შეტევა ძაან სუსტი ყავს თელავს და გაუჭირდება
მეკარე და დაცვა ელიგის დონეზე ნორმალურია საყრდენიც. შეტევაში რუხაძის გარდა არცერთი არ მომწონს...

Posted by: S_U_S_E 26 Feb 2020, 17:40
რა მაინტერესებს.... ვინც ჩახედული ხართ... რატომ ვერ მოხერხდა ძველი კახეთის აღდგენა?

Posted by: GRAZU 26 Feb 2020, 17:50
QUOTE (S_U_S_E @ 26 Feb 2020, 17:40 )
რა მაინტერესებს.... ვინც ჩახედული ხართ... რატომ ვერ მოხერხდა ძველი კახეთის აღდგენა?

აღდგენა როგორ? სულ სხვა გუნდი იყო ის, სხვა მენეჯმენტით და სხვა მფლობელით. ქალაქია მარტო საერთო yes.gif ეს გუნდი 0-იდან შეიქმნა user.gif


Posted by: S_U_S_E 26 Feb 2020, 17:52
GRAZU
ვიკიპედიაში უწერია 2014 წელს კლუბმა არსებობა შეწყვიტაო... სახელს უნდოდა გამოსყიდვა თუ...

Posted by: GRAZU 26 Feb 2020, 17:55
S_U_S_E
შეცდომაა, 2007 წელს უმაღლესიდან რომ გავარდა თან დაიშალა გუნდი

QUOTE
სახელს უნდოდა გამოსყიდვა თუ...

უბრალოდ გუნდის მფლობელებმა ასე გადაწყვიტეს

Posted by: xinkala 26 Feb 2020, 21:41
S_U_S_E
QUOTE
ვიკიპედიაში უწერია 2014 წელს კლუბმა არსებობა შეწყვიტაო... სახელს უნდოდა გამოსყიდვა თუ...

კი მასეა და მფლობელმა კახეთისამ წილიც ითხოვა. ასე მაქვს გაგონილი

Posted by: GRAZU 27 Feb 2020, 16:59
user posted image

რას იტყვით, მე ძალიან მომწონს
ლოგოსაც არ აწყენდა ხელის შევლება 2kiss.gif

Posted by: lepori 27 Feb 2020, 20:38
არაუშავსრა ფორმაა
ფერები კაია
ზოგადად ჰორიზონტალური ხაზები არ მომწონ,
ერთფერა ხომ ყველას ჯობია და
თუმაინცდამაინც, ვერტიკალური ზოლები ჯობია smile.gif



Posted by: Georginio 28 Feb 2020, 16:03
ფორმა კარგია მაგრამ ლოგო არ უხდება ამ ფორმას

Posted by: xinkala 1 Mar 2020, 12:35
ისე თელავს დინამოსთან მოგება შეეძლეო, აშკარად აჯობა თამაშით, წარმატებები თელავს

Posted by: lepori 6 Mar 2020, 11:03
ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" კიდევ ერთი ახალი სპონსორი ჰყავს - კომპანია "კროკობეთი"
კლუბსა და კომპანიას შორის გაფორმებულ 1-წლიან მემორანდუმს დღეს თელავში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მოეწერა ხელი
სკ "თელავის" მხრიდან მემორანდუმს ხელი გუნდის თანადამფუძნებლებმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა მოაწერეს, "კროკობეთს" კი კომპანიის ბიზნესგანვითარების დირექტორი გიორგი ბარნაბიშვილი და კომპანიის ამბასადორი, ცნობილი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი წარმოადგენდნენ - სოსო გრიშიკაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა, ახალი პარტნიორები კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ სიმბოლურად, კლუბის მაისურით და ბურთებით დაასაჩუქრეს
დღევანდელი პრეზენტაცია არც მოწვეულ სტუმართა ნაკლებობას უჩიოდა - კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე და თვითმმართველი ქალაქის, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, სკ "თელავის" მწვრთნელი რევაზ გოცირიძე და ფეხბურთელები: ანტონ თოლორდავა, ილია ბერიაშვილი და ლუკა სანიკიძე
"ჰოლიდეი ინში" იყვნენ ჩვენი გუნდის ერთგული ქომაგებიც - კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრები ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთებით დაასაჩუქრა
სკ "თელავის" პრესსამსახური

https://www.facebook.com/fctelavi

Posted by: Spacey 6 Mar 2020, 15:27
დღეს ერთი თელაველი ამბობდა ლაივს ვერ გააკეტებენო
ოპერატორების ადგილი მზად არ აქვთო lol.gif

Posted by: xinkala 6 Mar 2020, 19:50
Spacey
QUOTE
დღეს ერთი თელაველი ამბობდა ლაივს ვერ გააკეტებენო
ოპერატორების ადგილი მზად არ აქვთო

ამწე კალათა და მისი ჯანი smile.gif თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჯმევაო

Posted by: GRAZU 8 Mar 2020, 11:15
საფეხბურთო კლუბი "თელავი" ახალი სეზონისთვის JAKO-ს ეკიპირებით შეიმოსა

სკ "თელავის" ხელმძღვანელობამ, კომპანია TEAM SPORT-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც უზრუნველყო გუნდის JAKO-ს ეკიპირებით შემოსვა და კლუბის ტექნიკური სპონსორი გახდა - 1-წლიან კონტრაქტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მოეწერა ხელი

user posted image



* * *
user posted image
user posted image


1-1

Posted by: GRAZU 5 Jul 2020, 11:14
ელიგაში დებიუტი მშვენივრად გამოდის ჯერ-ჯერობით smile.gif
4 წაუგებელი მატჩი და პირველი 3 ქულაც ჩავიწერეთ
user posted image
user posted image

Posted by: geor-gien 6 Jul 2020, 11:05
ბრავო თელავს, ვულოცავ პირველ და ისტორიულ გამარჯვებას მთავარ ლიგაში.

Posted by: GRAZU 17 Jul 2020, 12:03
<3
მეორე

რთული კალენდარი მოვიშორეთ

Posted by: lepori 16 Mar 2022, 08:16
user posted image
შემოვუნახოთ ისტორიას

Posted by: GRAZU 14 Apr 2022, 21:27
რანაირად ვერ მოვიგეთ?
........

Posted by: lepori 16 Apr 2022, 20:51




საფეხბურთო ტაიმაუტი სტუმრად ქართულ კლუბებთან - #თელავი

Posted by: GRAZU 22 May 2022, 11:56
user posted image



...............

Posted by: Levan ch 22 May 2022, 12:06
ჩოხელის სტადიონის განახლებაზე რა ხდება? ქოცებმა დაიბანეს ხელები?

Posted by: GRAZU 22 May 2022, 12:18
Levan ch
QUOTE
ჩოხელის სტადიონის განახლებაზე რა ხდება?

QUOTE
ქოცებმა დაიბანეს ხელები


Posted by: lepori 15 Nov 2022, 09:40
ცეცაძის ეფექტი > თელავი გასავარდნ ზონაშია

user posted image


მაგრამ კალენდარი ჩვენ უკეთესი გვაქვს ვიდრე გაგრას

35 ტური
თელავი 13:30 დილა
გაგრა 13:30 დინამო ბთ
ტორპედო 13:30 სიონი

36 ტური
დინამო თბ 13:30 გაგრა
საბურთალო 13:30 თელავი
სიონი 13:30 ლოკომოტივი


რეალისტური სცენარი
გაგრა ორივეს წააგებს, სიონი ლოკოს მოუგებს, თელავი 1ფრეს ითამაშებს
ამ შემთხვევაში სამ გუნდს ექნება 36 ქულა

მერე რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბურთების სხვაობა ჩვენი გაცილებით უკეთესია

გაგა -17
თელავი -8
სიონი -22

Posted by: SunsetLover 15 Nov 2022, 13:15
ბოლო ტურში თბილისს შეიძლება არც დასჭირდეს მოგება და ფრე გააკეთოს გაგრასთან. გაგრას არსებობა ეროვნულ ლიგაში სახელმწიფოებრივი საკითხია)

Posted by: GRAZU 26 Nov 2022, 15:35
უფ დავრჩით მემგონი up.gif


დინამოს ფრე არ აწყობს ბოლო მატჩში

Posted by: lepori 28 Nov 2022, 09:15
QUOTE (lepori)
35 ტური
თელავი 13:30 დილა  1:1
გაგრა 13:30 დინამო ბთ 1:4
ტორპედო 13:30 სიონი  3:0

36 ტური
დინამო თბ 13:30 გაგრა
საბურთალო 13:30 თელავი
სიონი 13:30 ლოკომოტივი


რეალისტური სცენარი
გაგრა ორივეს წააგებს, სიონი ლოკოს მოუგებს, თელავი 1ფრეს ითამაშებს
ამ შემთხვევაში სამ გუნდს ექნება 36 ქულა

მერე რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბურთების სხვაობა ჩვენი გაცილებით უკეთესია


ჯერჯერობით ჩემი სცენარით მიდის ყველაფერი smile.gif

Posted by: mcenare-99 12 Dec 2022, 00:55
Levan ch
QUOTE
ჩოხელის სტადიონის განახლებაზე რა ხდება? ქოცებმა დაიბანეს ხელები?


ჩოხელის დაბლა რო მოედანია ჯერ იმის გაკეთებას აპირებენ

Posted by: lepori 9 May 2023, 10:38
1345-ედ შეცვალეს მწვრთნელი
ჯერჯერობით ყველა ერთია >> ფრე, ფრე, ფრე, ფრე, ფრე....

ვნახოთ ახალი
მაგრამ სხვა რა გზა აქვს არ ვიცი
იმედია ახლაც დავრჩებით უმაღლესში

Posted by: Andrea21 29 Mar 2024, 19:40
წმინდა სპორტულად იზი +3 გაქვთ დღეს, მაგრამ რას გაიგებს კაცი... wink.gif

ფირანა-ჟორდანა-ს ცენტრი გაჩითა ფოთმა
ხო არ ღადაობთ ;დ


ზოიძე გადაკეტეთ...



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)