forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტურისტული აღჭურვილობა, მერვე ტომი
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7698
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2018, 22:16  #53344902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინა თემები

ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი I
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი II
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი III
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი IV
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი V
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი VI
ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი VII

წინა თემის Top 10

Levan_Lion 434
Frankens†ein 128
LOLZ 95
fladan 90
DZENA 81
d_tsabo 76
Alameda 54
Spotify 47
British-Beret 42
B l a c k J a c k 37


1. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვილობაზე.

2. თუ გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ აღჭურვილობას

3. თუ შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ)

4. თუ უბრალოდ გაინტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები

5. თუ მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა


გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება

დასვით კითხვები სამთო, ტურისტულ, სპორტულ, თუ სხვა სახის აღჭურვილობაზე და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ უცნობი მოლაშქრეები და მოგზაურები შეეცდებიან გაგცენ ამომწურავი პასუხი

გამოსადეგი ბმულები, გვერდები და საიტები:


ს.ო. აისის ბაზრობა
ასევე, აღჭურვილობის გარჩევა

camp.ge და მისი ტურისტული ბაზარი

ღია და დახურული ჯგუფები პირწიგნაკზე:
სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, გაქირავება
სალაშქრო ნივთების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება
საჭურველის ყიდვა გაყიდვა

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა

საიტები, სადაც ყველაფერია რაც გჭირდებათ + დიდი ფასდაკლებები
https://www.sierratradingpost.com/
https://www.rei.com/
https://www.campsaver.com/
https://www.sunnysports.com/
https://www.geartrade.com/

ესეც ცნობილი და ხარისხიანი ბრენდები

ზურგჩანთების


The North Face, Black Diamond, Osprey, Kelty, Granite Gear, Arc'teryx, Gregory, REI, Deuter, Marmot, Mammut, ALPS Mountaineering, Haglofs, High Sierra, Lowe Alpine, Sierra Designs

კარვების

The North Face, Black Diamond, Big Agnes, MSR, Marmot, Sierra Designs, Kelty, Eureka, REI, L.L.Bean, Mountain Hardwear, Asolo

(თუმცა, ჩინური წარმოების კემპსორი და ჩანოდუგიც მშვენივრად უმკლავდება ქარს სეტყვას და წვიმას)


ასევე ღირსშესანიშნავი ინფორმაციები:
ეს კარავი.გე ზე ეწერა (განისვენოს ვირტუალურ სამოთხეში, გათიშვამდე ბევრი კარგი საქმე გააკეთა)
დავიწყოთ მთავარით

1) ზურგჩანთა 50-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მაგრამ მსუბუქი უფრო სასურველია.
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) ქვეშსაგებელი. დასაკეცი უფრო პრაქტიკულია და გაცილებით მსუბუქი ასევე გასაბერი ძალიან მცირე მოცულობის და მსუბუქი
ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე და სასურველია სალაშქრო გაზის/ბენზინის ქურა
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.

ახლა დანარჩენი

ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი
3) თერმული საცვლები
4) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
5) საწვიმარი აუცილებლად.
6) წინდები 2-3 წყვილი.
8) კეპი ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.

ნებისმიერ ვარიანტში უნდა გქონდეთ მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ან წყატოებში ინახება.

პირადი ნივთები
1) ჭიქა
2) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
3) ტუალეტის ქაღალდი/სველი ხელსახოცი
4) კბილის ჯაგრისი/პასტა
5) ფანარი. უმჯობესია თავზე გასაკეთებელი
6) ასანთი ან მაგნეზიუმის ასანთი
7) 2 ლიტრიანი წყლის ბოთლი სასურველია BPA სერტიფიკატით
8) წამლები: ბინტი, ლეიკო, მაკრატელი, სპირტი, იოდი. (დანარჩენი ინდივიდუალურად)
9) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად.
10) პარაკორდის გამძლე თოკი 50 მეტრამდე (ნაკლებიც გამოდგება)
11) პატარა დანა, დიდი დანა, მულტითული, დასაკეცი ხერხი. (ხერხი და ნაჯახი ადგილმდებარეობის და სიტუაციის შესაბამისად)
12) სასიარულო ჯოხები რაც შეიძლება ხარისხიანი და მსუბუქი. თუ არ გაქვთ ადგილზე ტოტისგან დაამზადეთ.
13) თვითგადარჩენის ჩანთა (პატარა დანა, სანთებელა, ასანთი, და მაგნეზიუმის ასანთი)
14) სასტვენი. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, ნისლში ერთმანეთის მოსაძებნად, დასახლებულ პუნქტთან მიახლოებისას-ხმა საკმაოდ შორს ვრცელდება.

საჭმელი:
1) პური. დღეში 0.5-0.75 ცალი ადამიანზე. 3 დღიანში 2 პური კაცზე საკმარისია.
2) მონადირის ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი ან მამაპაპური ჩურჩხელა. კალორიული საჭმელი
5) შემწვარი ქათამი (სიცივეში უძლევს ხოლმე თუ არა და პირველ დღეს შეიჭმევა)
6) კატლეტი (მე ყოველთვის მიმაქ ხოლმე)
7) ყველი (სასურველია არა ჭყლინტი) უფრო მჩატეცაა და არ დაგისვრის ზურგჩანთას. იდეალურია ვიოლას ყველები.
8) ჩაი/შაქარი/ყავა.
9) სწრაფი მომზადების სუპი "ანაკომი" ან მსგავსი.
10) თანაბარი რაოდენობის გატარებული ნიგოზი ქიშმიში გარგრის ჩირი (ლიმონი და ყვავილის მტვერი ცოტა რაოდენობით სურვილისამებრ) და დამატებული თაფლი იმ რაოდენობით რომ არ იყოს თხევადი... საუკეთესო კალორიების და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა მიუხედავად მძიმე წონისა

იმოგზაურეთ ბევრი, მაგრამ აააააააააააააააააააუუუუუუუუუუუუუუუუუუ-ცილებლად დაბრუნდით შინ მშვიდობით!!!
2kiss.gif




და პოსტეთ მაქსიმალურად თემატურად!!! vik.gif

This post has been edited by B l a c k J a c k on 30 Aug 2018, 22:25

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
20180805_061558.jpg


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2018, 22:27  #53344981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვეშველა? ჰა გვეშველა? :დ :დ :დ
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25111
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 30 Aug 2018, 22:30  #53345003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Levan_Lion
სჯობია გამასწრო სადმე მიუდგომელ ტყე-ღრეში vik.gif
კარგი იქნებოდა ამ თემაში ახალი ლინკები დაგვემატებინა: საძილეების, ზურგჩანთების, ჯოხების და ა.შ. შერჩევაზე.


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
Alameda
Nomad


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5282
წევრი No.: 140424
რეგისტრ.: 15-December 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2018, 23:08  #53345286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია არსად ვყოფილვარ და აღჭურვილობაც არ გამიახლებია sad.gif

დავფიქსირდეთ..


--------------------
იყიდება:
• Magsafe 2 85W (ორიგინალი)
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 01:01  #53346072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Alameda @ 30 Aug 2018, 23:08 )
დიდი ხანია არსად ვყოფილვარ

Alameda
ზირთას მთაზე კარგად ისეირნე :დ :დ :დ
Hieronymus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 212489
რეგისტრ.: 10-January 16

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 02:29  #53346360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეჰ დავბერდი რა, ათეულში ვეღარ ვხვდები...

ფიქსირრ....


--------------------
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 02:33  #53346369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
B l a c k J a c k
აუ ახლა დავაკვირდი :დ :დ წინა თემები მეექვსე და მეშვიდე ანდგულას მიერ გახსნილი ორი ერთიდაიგივე თემა რომ ჩაგისვია სასწაული ხარ რა :დ :დ :დ ჩემი ამის წინა თემა არ ჩაგისვამს და ჩაგისვამს ორი ერთნაირი თემა ;დ იმენა მაგრა გამიტრაკე საქმე გუშინ :დ :დ :დ რას მერჩოდი რა გინდოდა

This post has been edited by Levan_Lion on 31 Aug 2018, 02:36
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25111
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 02:48  #53346385      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Levan_Lion
პირველი პოსტის ჩემზე წინ დადება რომ გეჩქარებოდა :დ გადაგეხედა თავის დროზე და შესწორდებოდა tongue.gif :დ :ვინალისდაკვირვებულიო: biggrin.gif

Hieronymus
თითოპადობას ბუნებაში ხეტიალი სჯობია. იმჰო smile.gif
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 02:54  #53346393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
მაგ მეშვიდე თემის ნახვა არც მომაფიქრდებოდა და დავაკვირდებოდი რომ არა რაღაცის გარემოებიდან გამომდინარე ასე რომ დრო მაინც არ ეყოფოდა... wink.gif
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25111
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 03:20  #53346414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Levan_Lion
უთეგენათალე 2kiss.gif

პირველ პოსტში კარავზე უხსოვარ დროს დაკოპირებული ინფო რომ გვიდევს, და ზურგჩანთის ლიტრაჟობა 50-80 წერია, მაგას შევცვლიდი smile.gif ალბათ 40-65-ის ფარგლებში, 2-7 დღიანი გასვლებისთვის.
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 03:42  #53346428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
კაი კაი ბრენდებსაც დავამატებდი რამდენიმეს მარა დაიკიდე თუ რამეა და იკითხავს ვინმე ვუთხრათ და ეგაა
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25111
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 03:47  #53346436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Levan_Lion
მიდი დაამატე და მოდერს ვთხოვ რომ შეცვალოს პირველი პოსტი. იმედია შავჯეკს არ ეწყინება biggrin.gif

This post has been edited by LOLZ on 31 Aug 2018, 03:55
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7585
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 04:05  #53346450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
თუ კობას? ;დ :დ :დ
კარვებს დავამატებდი nemo,vango
ასევე campsor ფირმის კარვები გაბანძდა და გააფუჭეს ყველანაირად შესაბამისად აღა გაეწევა რეკომენდაცია ჩაანაცვლა ჩანოდუგმა ყველანაირად
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7698
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 08:34  #53346592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Levan_Lion
QUOTE
იმენა მაგრა გამიტრაკე საქმე გუშინ :დ :დ :დ რას მერჩოდი რა გინდოდა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
სორრი მენ. მეათე და მეთხუტმეტე ხაზებს შორის რაღაც მოხდა და შეცდომები გამეპარა biggrin.gif biggrin.gif

LOLZ
QUOTE
მიდი დაამატე და მოდერს ვთხოვ რომ შეცვალოს პირველი პოსტი. იმედია შავჯეკს არ ეწყინება 

ნოს პრობლემოს დე ლა მანანია biggrin.gif მეშვიდე თემის ლინკიც რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დილამშვიდობისათ )))))))))))))))))))))))))))))))))
Frankens†ein
^_*


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49934
წევრი No.: 47750
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 31 Aug 2018, 10:20  #53346889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ყველი (სასურველია არა ჭყლინტი)

ჭყლინტი რა არის? boli.gif


--------------------
Mens sana in corpore sano...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0245 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]