რა მიხვედრა მაგას უნდა, ერთიანობა აკლიათ. ეროვნების შეგრძნება აკლიათ. სამშობლო არ სტკივათ.
misha20123 * * *
იან ვერტონგენი (100 მატჩი) და ალინ ზელერი (104 მატჩი).
დღეს 22:45-ზე ბელგია ეგვიპტეს დაუპირისპირდება. სავარაუდო შემადგენლობები ასეთია (https://www.rtbf.be/sport/football/diablesrouges/detail_belgique-egypte-tester-notre-animation-offensive-et-reconquerir-le-public-live-des-20h20?id=9937463):
Belgique : Courtois, Alderweireld, Dendoncker, Vertonghen, Meunier, De Bruyne, Witsel, Chadli, Januzaj, E.Hazard, Lukaku.
Egypte : El-Hadary, Elmohamady, Hegazy, Samir, Abdel-Shafi, Sohbi, Elneny, Hamed, Shikabala, Trezeguet, Mohsen.
ეგვიპტე განთქმულია თავისი მძლავრი დაცვით(38 თამაშიდან, 18 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახეს), თუმცა დღეს მათ მთავარი ძალა, სალაჰი არ ეყოლებათ.
ფარაონები მსოფლიო ჩემპიონატს 28 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან. ბრიუსელის სტადიონზე სამწუხაროდ რონალდუს მერე ვერც სალაჰი გააგორებს ბურთს.
ჯერ საბოლოოდ არ არის გარკვეული ვერმაელენისა და კომპანის ბედი, რომელტაც ტრამვები აწუხებთ. ამიტომაც მარტინესი მომდევნო ორ ამხანაგურ თამაშში (ეგვიპტესთან და კოსტა რიკასთან) ბოიატას , დენდონკერსა და ლორან ჩიმანს გამოიყენებს.
ეგვიპტეს "წითელი ეშმაკები" ორიდან ორივე შეხვედრაში დამარცხებული ჰყავთ, თანაც ამ შეხვედრებში გოლიც არ გაუშვიათ.
1999. ლიეჟი - ბელგია-ეგვიპტე 0-1
2005.კაირო - ეგვიპტე-ბელგია 4-0