#54258132 · 21 Feb 2019, 15:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ თანაფორუმელნო
ექიმმა წამალი (გელი) დამინიშნა მეტროგილი (გარემოხმარება 1%, 30გ). აქ ეგ გელი რო ვიყიდო სადღაც 40 ლარი უნდა გადავიხადო ერთ ცალში. ჩემი ჯიბისთვის ეგ არის ძაან ძვირი, რადგანაც მაქსიმუმ 2 კვირა მყოფნის, მეორე ვარიანტია რომ ბათუმში იყიდება ერთ ადგილას მარტოო და მე არც ბათუმში მყავს არავინ, არც იქ ჩასვლას ვაპირებ და არც ინტერნეტ საიტი არ გააჩნია იმ აფთიაქს, რომ გამოვიწერო, ამიტომ ეგეც გამორიცხულია ჩემთვის.
მოვიძიე ინტერნეტში და მივაგენი უკრაინასა და რუსეთში (მემგონი ინდოეთშიც იქნება, რადგან იქაც იწარმოება მე როგორც ვიცი, მაგრამ ინდურ საიტებზე არ მიძებნია), ურკაინის საიტებში რომ დავძებნე 40 ლარად სადღაც 4-5 მეტროგილი მომდის. ნუ რუსულ საიტებზეც მომივა 5-6, მაგრამ დიდად არ მინდა მაგ ქვეყნიდან რამის გამოწერა.
ერთ-ერთი პრობლემა არის შემდეგში, რა საიტზეც არ ვნახე ეს წამალი სუყველგან მეუბნება რომ ხელზე უნდა გადაიხადოო, ბარათით არ შემიძლია ყიდვა.
მეორე პრობლემაა რომ არც არანაირი საიტი ვიცი რომელიც ჩამოიტანს უკრაინიდან.
ჩემი თხოვნაა იქნებ რამე მირჩიოთ, რამე USA2Georgia-ს ნაირი საიტი არ არსებობს, რომელიც ამას გამოიწერს, მე ფულს გადავუხდი და ჩამომიტანს.
თუ რამით დამეხმარებით, დიდი მადლობელი ვიქნები.
--------------------
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, არც რუსია, არც თურქ-ოსმალ-სელჩუკი, არც ირანელ-სპარსი, არც მონღოლი და სხვანი. არამედ ჯიბეში გამოზრდილი ბოღმითა და სიძულვილით შეპყრობილი ქართველი. რომელიც თავისი ბოღმის და სიძულვილის ამოსაღებად, მტერსაც კი უდგებოდა გვერდით და ხშირ შემთხვევაში მოუძღოდა კიდევაც.
|