Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > დიუფასტონი


Posted by: irapir 16 Jul 2006, 13:56
თუ ვინმეს აქვს პოლიკისტოზი, ციკლი მუდმივი გადაცდენები, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
ვინმეს ხომ არ დაგილევიათ დიუფასტონი და როგორია შედეგი?
დიდი მადლობა

Posted by: ikebana 16 Jul 2006, 14:32
irapir
დუფასტონი იგივე პროგესტერონია, როგორც მახსოვს. მე ვსვავდი ერთი პერიოდი. მაგრამ არა მაგ მიზეზების გამო.

Posted by: irapir 16 Jul 2006, 14:50
კი მაგის ანოტაცია შესწავლილი მაქვს. მე მაინტერესებს შედეგები ხომ არ შეუძლია ვინმეს გამიზიაროს?

Posted by: Solveig 16 Jul 2006, 16:29
QUOTE
დუფასტონი იგივე პროგესტერონია, როგორც მახსოვს.


კი, პროგესტერონის "მონათესავეა"
QUOTE
თუ ვინმეს აქვს პოლიკისტოზი, ციკლი მუდმივი გადაცდენები, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
ვინმეს ხომ არ დაგილევიათ დიუფასტონი და როგორია შედეგი?


მაგას აზრი არ აქვს. თუ დაგინიშნეს, სჯობს, დალიო და მერე ექიმმა გადაწყვიტოს რა და როგორ. დუფასტონს მაშინ ნიშნავენ, თუ პროგესტერონის ნაკლებობა დადგინდა.

Posted by: irapir 16 Jul 2006, 19:15
Solveig
დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მე მაინტერესებს ვინმეს თუ ქონია იგივე პრობლემა იგივე დანიშნულებით.


Posted by: radiology 16 Jul 2006, 19:25
QUOTE
თუ ვინმეს აქვს პოლიკისტოზი, ციკლი მუდმივი გადაცდენები, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

თუ გამოგადგება ჩემი რჩევა მაგ დაავადებასთან დაკავშირებით ის არის,რომ ჩემს უახლოეს მეგობარს ქონდა ზუსტად ანალოგიური დიაგნოზი.წლების განმავლობაში მკურნალობდა,არანაირმა მკურნალობამ არ უშველა,ბოლოს ლაპარასკოოპიით რამაზ ჩარექიშვილმა ოპერაცია გაუკეთა და რომ იტყვიან მას მერე დაისვენა,ციკლიც მოიცესრიგდა და სხვა პრობლემებიც...
ანუ იმის თქმა მინდა რომ მაინც ოპერაცია ჯობს...

Posted by: makvala 16 Jul 2006, 19:32
irapir

ექიმის დანიშნულების განსჯა აქ ფორუმზე არასწორი იქნება, ექიმს გასინჯულიც ჰყევხარ, ექოს და ჰორმონალურ გამოკვლევათა პასუხებიც ექნება ნანახი

ერთი რამე მინდა გირჩიო მხოლოდ: დიუფასტონი კარგი პრეპარატია, მაგრამ პადდელკებიც გამოჩნდა, ამიტომ სოლიდურ აფთიაქში იყიდე, ავერსი, პსპ....

Posted by: irapir 18 Jul 2006, 16:20
makvala
ხო ვიცი, ამიტომ ცამლებს მხოლოდ მაგ აფტიაქებში ვყიდულობ, არსად სხვაგან. ექიმის დანიშნულებას კი არ ვაპროტესტებ, უბრალოდ მაინტერესებდა ვინმეს თუ ქონია ანალოგიური შემთხვევა.

radiology
რაც შეეხებ ლაპარასკოპიას - ეგ ეფექტური რადიკალური მკურნალობის მეთოდია, მაგრამ თავის მინუსები აქვს. საქმე ისაა, რომ მოკლე ვადიანია. მაგ მეთოდს მიმართავენ კონკრეტულად დაორსულების სურვილის დროს. თუ მაქსიმუმ 1 წელიწადი ბავშვის გაჩენა არ დაპირე, ყველაფერი თავიდან იწყება. . . ასე რომ მაინც თავს ვიკავებ და რა ვიცი. . . . მითუმეტეს რომ პოლიკისტოზის ფონზე დაორსულების 70-80% არსებობს. . . .

Posted by: LKLK 18 Jul 2006, 19:40
irapir
არ გაშინებ, უბრალოდ ადამიანი მაინც ინფორმირებული უნდა იყოს. დიუფასტონის ხანგრძლივი და დიდი დოზებით მიღება ზრდის მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს. თუ გენეტიკური მიდრეკილება გაქვს ამ დაავადებისადმი, ჯობია თავი შეიკავო დიუფასტონის მიღებისგან და მკურნალობის სხვა ალტერნატივაზე იფიქრო.

Posted by: DODONA 18 Jul 2006, 21:42
QUOTE
თუ ვინმეს აქვს პოლიკისტოზი, ციკლი მუდმივი გადაცდენები



მე მქონდა ზუსტად ეგ პრობლემები და მაგასაც ვსვადი, სანამ ვსვავდი მშველიდა, როცა შევწყვიტე პრობლემაც განახლდა მაშინვე

Posted by: irapir 18 Jul 2006, 21:45
DODONA
დიანე 35-ს არ სვავდი?

LKLK
ხო დიდი დოზებიტ მოვერიდები. 1 წელია არაფერი არ დამილევია და ეხლა უბრალოდ ზალიან დიიდ გადაცდენა მაკვს და დუფასტონი მჭირდება ციკლის გამოწვევისთვის.

Posted by: radiology 18 Jul 2006, 21:50
irapir
სხვათა შორის ოპერაციიდან 2წელში გათხოვდა ჩემი მეგობარი და დღეს 2ლამაზი ბაია ყავს...

Posted by: irapir 18 Jul 2006, 22:44
radiology
კი ბაიებზე პრობლემები არ ექნებოდა. . . პირიქით ეგ მკურნალობის მეთოდიც კია, კველაზე კარგად სწორედ ფეხმძიმობა შველის. მაგრამ თუ უახლოეს მომავალში არ გაქვს დაგეგმილი ბაიები მაშინ არის ვარიანტი რომ ახლიდან დაგეწყოს. . . და მერე კიდევ უნდა გაიკეთო.

Posted by: ``Lisichka`` 16 Aug 2010, 17:06
ერთი თვის წინ გავიკეთე მიომაქტომია, ექიმმა მენსტრუაციის 16 დღიდან 25 ჩათვლით 6 თვის განმავლობაში დამინიშნა დიუფასტონი. როგორც ვიცი ეს არის ჰორმონი. მეშინია მერე მკერდზე არ შემექმნას პრობლემები. რა ვქნა???

Posted by: rock in rose 17 Aug 2010, 12:41
``Lisichka``

მე გუშინ მოვრჩი მაგ წამლის მიღებას.. ოღონდ 3 თვე მქონდა დანიშნული ზუსტად მასე..

თუ წამალი ჭკვიანი და კომპეტენტური ექიმის მიერაა დანიშნული მაშინ ნუ ღელავ, მიყევი მის რჩევა-დარიგებას smile.gif მასე თუ წავიდა საქმე უამრავი წამალი რაღაც ერთს რომ არჩენს, მეორე ორგანოს პრობლემებს უქმნის

Posted by: tkemali 17 Aug 2010, 15:33
მე დავამთავრე ახლა დიუფასტონის მიღება და მგონი უარესად ვარ http://www.SmileS.Ge სანამ დავიწყებდი 3 თვე ძააან კარგად მქონდა ციკლი.... დავამთავრე დიუფასტონი და 14 ში ველოდებოდი და აჰა, არ მოდის http://www.SmileS.Ge


ეგ დიუფასტონი 10 დღე ვსვი... http://www.SmileS.Ge

გავქანდე ერთი ხვალ ექიმთან.... ალ ვიჩი ლას ვუზამ http://www.SmileS.Ge

Posted by: ``Lisichka`` 19 Aug 2010, 17:22
rock in rose
ვადიმ ხატიაშვილმა დამინიშნა

Posted by: aschenputell-TARA 21 Aug 2010, 22:34
უჰჰჰჰჰჰჰჰ მეც ვსვამდი მაგ წალმას....! ორი თვე..! ჰოდა დიდი ვერაფერი.....! ვნახოთ.... აბა რა ოქნება! ისე კი შემეშინდა მკერდძე რაიმე პრობლემა არ შემიქმნას....! პირველ თვეში..მაინვ იყო ცოტა გამონადენი....უდროო დროს!! და ახლა ვნახოთ აბა!!!

Posted by: nanacho 23 Aug 2010, 14:22
მეც მაქვს დანიშნული დიუფასტონი, ადრე ვსვამდი 3 თვე და ციკლი თითქოს ცოტა მომიწესრიგა. ეხლაც დამინიშნეს და ცოტა არ იყოს შევშინდი , მკერდზე შეიძლება პრობლემები შექმნას? ცოტა ტკივილები მაქვს ხოლმე ისედაც

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)