როგორი საინტერესო და ღრმა თემაა.
ანტიკური ფილოსოფიის ისტორიიდან, მახსოვს, ჯერ კიდევ, თალესი იყო დაინტერესებული ქათმის მიერ წყლის დალევის აქტით.
დიოგენე ლაერტელი გამოთქვამს ეჭვს, რომ, ზუსტად, ქათმის ქცევაზე დაკვირვების შედეგად თალესი მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ წყალი არის ,,არხე".
ხოლო, ქათამის მიერ წყლის დალევა და ცაში ყურება კი არის მეტაფიზიკური შინაარსის მქონე.
ამავე საკითხზე, საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ფრანცისკ ასიზელს, რომელიც ჩიტების გარდა, ქათმებსაც ელაპარაკებოდა.
როგორც ვატიკანში დაცული მამა ფრანცისკეს მემატიანის ხელნაწერი ამბობს, ასიზელი ესაუბრა ქათამს ამ რთულ საკითხზე და
ქათამმა თქვა, რომ წყლის სმის დროს ის თავის ლოცვას აძლეირებს. ამით უახლოვდება ზენაართ სამყაროს.
ეს ღრმად ინტელექტუალური საკითხი, სხვადასხვა დროს, არაერთი ფილოსოფოსის ინტერესის საგანი გამხდარა:
მაგალითად, ნიცშეს, სულის მეტამორფოზის ცნობილი მეტაფორა, თავდაპირველად ,,ქათამი-ლომი-ბავშვის" ფორმატით იყო,
თუმცა ნიცშე მიხვდა, რომ ქათმის მიერ წყლის დალევის აქტის გახსენებით, ის მასებს ჭეშმარიტებას შეახსენებდა.
ამიტომ ქათამი აქლემით ჩაანაცვლა.
ასევე გერმანული ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოში, მოყვანილია საინტერესო ფაქტი.
თურმე, ერთხელ კენინგსბერგის შემოგარენში სეირნობისას კანტმა, თავისი თვალით, ნახა როგორ სვავდა ქათამი წყალს.
ნანახმა ის, ისე გააოცა, რომ ცნობილი ფრაზა ,,ორი რამ მაკვირვებს ამ სამყაროში: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში". ამ გასეირნების შედეგად წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას კანტმა ყურადღება, ქათმის მიერ ცაში ყურების აქტის დაფიქსირების შემდეგ მიაქცია.
საინტერესოა, თანამედროვე ფსიქოლოგების აზრიც. მათ ბიოლოგებთან და თეოლოგებთან ერთად შეისწავლეს ქათამი და მივიდნენ, იმ დასკვნამდე, რომ ქათმის მიერ წყლის დალევა, არამარტო გენური კოდით აიხსნება, არამედ მას საკრალური მნიშვნელობაც აქვს სოციუმში.
#გაიყოს ,,რელიგია და ფილოსოფია"
უნი-ში ერთი ლექტორი გვყავდა,
ვიცოდი, რომ თემებს არასდროს კითხულობდა ბოლომდე და ასეთ რაღაცებს ვუწერდი