Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინის ყიდვა მშენებარე შენობაში


Posted by: matemana 26 Sep 2022, 18:44
გამარჯობა, შეგიძლიათ ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნათ როგორ ხდება?

მეუბნებიან არანაერი ბერკეტი არ გექნებაო და ვერ გავიგე წინასწარ შენატანს ვაკეთებ, მერე ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდი და რომ რამე არანაერი ბერკეტი არ გამაჩნია? ანუ მშენებელს როდესაც მოუნდება მაშინ დატყდება, ან მშენებლობას შეწყვიტავს და ამ ჩემს ფულებს შეიტყაპუნებს და არაფერი? რაღაც არ მგონია ასე იყოს და იმიტომ ვკითხულობ.

არ ფორმდება რამე სამართლებრივი ძალის მქონე ხელშეკრულება? ბინის შესახებ არ ფორმდება რამე საბუთი?

Posted by: Правовед 26 Sep 2022, 21:15
matemana
"ხელშეკრულება" რასაც ეწოდება, სწორედ ის საბუთი წარმოადგენს სამართლებრივი ძალის მქონეს.

თქვენ ეძებსთ ბერკეტს, რომელიც აუძულებს მხარეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

ქვეყანა ვართ ისეთი, დარწმუნებული რომ იყოთ, მსგავს მშენებელს ვერ მიაგნებთ ...

"მეუბნებიან"-ხაც, ვერ მიხვდები - ვინ "გეუბნებათ"?

სად შეგაქვთ ფული, ისეთ ადგილას როგორ მოხვდით, სადაც ხელშეკრულების გარეშე გახდევინებენ ფულს?
..

Posted by: matemana 26 Sep 2022, 22:04
QUOTE (Правовед @ 26 Sep 2022, 21:15 )
სად შეგაქვთ ფული, ისეთ ადგილას როგორ მოხვდით, სადაც ხელშეკრულების გარეშე გახდევინებენ ფულს?

ჯერ-ჯერობით არსად არ ვაპირებ შეტანას. ბოლომდე უნდა გავარკვიო ჯერ ყველაფერი. ასე ჰაერზე გამოკიდებული არამგონია იყოს ეს ამბავი. რაღაც ვალდებულებები ხომ უნდა ქონდეს მშენებელს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა უკან უნდა დააბრუნოს.

ხელშეკრულება კეთდებაო, მაგრამ ეგ მითხრეს ზუსტად რომ ტუალეტის ქაღალდივითააო და ამაში მეპარება მე ეჭვი და ამას ვკითხულობ სწორედ. ანუ თუ რამე ეს ხელშეკრულება დამეხმარება თანხის უკან დაბრუნებაში?

Posted by: ივანიჩ 27 Sep 2022, 11:21
არ იყიდოთ
რისკი დიდია
გარანტია არანაირი
მშენებელი გაიქცევა და შეგრჩებათ ის ფარატინა ფურცელი
მილიონი შემთხვევაა ამ დაქცეულ ქვეყანაში და ნუ მიემატებით დაზარალებულთა რიცხვს.
ან არის კიდევ ერთი ვარიანტი, დაიჭერენ იმ გაქცეულ მშენებელს, მოიხდის სასჯელს და მერე სუფთაა, იწყებს ეგეთივე ,,ბიზნესს" თავიდან- ეგეთი შემთხვევებიც არის საკმაოდ.

Posted by: 123omari123 27 Sep 2022, 22:46
m2_ის მშენებარეში სადაც 5 სართულის ამოყვანა დარჩა (25 სართულიანში), მარტში მთავრდება, როგორ ფიქრობთ აქაც სარისკოა ბინი ყიდვა? ან რა რისკი შეიძლება იყოს? m2_თან დაკავშირებით რამე ცუდი შემთხვევა თუ გაგიგიათ?

Posted by: ninicool 28 Sep 2022, 01:27
123omari123
ჩემმა მეგობარმა იყიდა გელოვანზე და არაფერი სარისკო არ არის. გადაიფორმა უკვე.


Posted by: 123omari123 28 Sep 2022, 19:43
ninicool
გასაგებია, მადლობა

Posted by: webdesigner93 29 Sep 2022, 07:40
123omari123
მეც მაქვს მ2-ში ნაყიდი , ჩემი სართული ჯერ არცაა აშენებული. რავი , არანაირ რისკზე არც მიფიქრია და არც ახლა მეფიქრება smile.gif

ზოგადად მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვა ცოტა რისკიანი ხალხის საქმეა , ყიდვის მერე თუ მუდამ უნდა ინერვიულო, ვაიმე ხო ნამდვილად დამთავრდება , ხომ არ შევცდი , ხომ არ მომატყუებენ და ა.შ. ჯობს უკვე დამთავრებულში იყიდო.

მაგრამ გასათვალისწინებელია ფასი და არჩევანი , მშენებარეში ადრეულ ეტაპზე რომ ყიდულობ, სასურველი ბინა ნახო შედარებით დაბალ ფასად , შანსები მეტია რა თქმა უნდა.

პ.ს. ცუდი ქეისებიც არსებობს რა თქმა უნდა, მაგალითად აქსისი ....

Posted by: ninicool 29 Sep 2022, 14:31
webdesigner93
მაინც რეპუტაციაზეა დამოკიდებული.

ჩემმა მეგობარმა თავის დროზე მეც შემომთავაზა, შემოიტანე შენცო მაგ პროექტშიო და უარი ვუთხარი მაგ მიზეზის გამო. არადა, დამთავრდა მშენებლობა, ჩააბარეს გარემონტებული ბინა და უკვე გადაიფორმა კიდეც. ეხლა კი ვნანობ, რატომ არ შევიტანე. თავისი სამშენებლო კომპანია აშენებდა თან და იცოდა, რომ სანდო იყო.

ალბათ დეველოპერებს შორის მაინც არქი და მ2 არიან ყველაზე სანდოები ბაზარზე.

გელოვანზე კიდევ უნდა აშენდეს ორი კორპუსი და მაგას ველოდები, მეც დამიჯდა ჭკუაში მშენებარეში ბინის ყიდვა. თან ისე გადაიხადა ნაწილ--ნაწილ, ვერც გაიგო.

იპოთეკური სესხით ყიდვას, თუ საცხოვრებელი არ გიჭირს, მშენებარეში სჯობია შიდა განვადებით.

Posted by: Dr.Feelgood 29 Sep 2022, 15:38
ninicool
QUOTE
არადა, დამთავრდა მშენებლობა, ჩააბარეს გარემონტებული ბინა და უკვე გადაიფორმა კიდეც.

რას ნიშნავს უკვე გადაიფორმა ? ანუ მანამდე არ ქონდა გადაფორმებული?
"გადაფორმება" რას ნიშნავს? საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში ხომ ასეა?
ეს ხდება მაშინვე როცა დეველოპერთან დებ ნასყიდობის ხელშეკრულებას და აძლევ თანხას.
ეს შეიძლება მოხდეს ძალიან ადრეულ სტადიაში, როცა ჯერ ფუნდამენტიც კი არ არის ამოთხრილი. უკვე მაშინ ხდება წინასწარი განშლა და ყველა მომავალ ბინას ენიჭება საკადასტრო კოდი.
ამ საკადასტრო კოდს უთითებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ახდენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და აძლევ თანხას.
თუ არ გაქვს საკუთრების უფლება ურავ ქონებაზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მაშინ ჩათვალე რომ არაფერი არ გაქვს
ერთადერთი რაც იცვლება მშენებლობის დამთავრებისას არის ის რომ სტატუსი „მშენებარე“ გაქრება რეესტრის ამონაწერში.
ხოდა რა "უკვე გადაფორმებაზე" საუბრობ?


Posted by: webdesigner93 29 Sep 2022, 17:17
Dr.Feelgood
3 ბინა მაქვს ნაყიდი ეგრე , "წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების" საფუძველზე , გადაფორმება ხდება დამთავრების მერე.

იურიდიულად რა და როგორ არ ვიცი , მაგრამ პრაქტიკაში ასე შემხვდა.

ninicool
კი , ზუსტად მაგ შეხედულების ვარ და მეც მ3-ის პროექტში , გელოვანზე მაქვს ნაყიდი , თანხის ნაწილი წინასწარ გადავიხადე და დანარჩენი განაწილებული მაქვს მშენებლობის დასრულებამდე და ასე ვიხდი ეტაპ ეტაპ.

Posted by: ninicool 29 Sep 2022, 22:43
Dr.Feelgood
QUOTE
რას ნიშნავს უკვე გადაიფორმა ? ანუ მანამდე არ ქონდა გადაფორმებული?
"გადაფორმება" რას ნიშნავს? საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში ხომ ასეა?
ეს ხდება მაშინვე როცა დეველოპერთან დებ ნასყიდობის ხელშეკრულებას და აძლევ თანხას.
ეს შეიძლება მოხდეს ძალიან ადრეულ სტადიაში, როცა ჯერ ფუნდამენტიც კი არ არის ამოთხრილი. უკვე მაშინ ხდება წინასწარი განშლა და ყველა მომავალ ბინას ენიჭება საკადასტრო კოდი.
ამ საკადასტრო კოდს უთითებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ახდენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და აძლევ თანხას.
თუ არ გაქვს საკუთრების უფლება ურავ ქონებაზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მაშინ ჩათვალე რომ არაფერი არ გაქვს
ერთადერთი რაც იცვლება მშენებლობის დამთავრებისას არის ის რომ სტატუსი „მშენებარე“ გაქრება რეესტრის ამონაწერში.
ხოდა რა "უკვე გადაფორმებაზე" საუბრობ?


კი. საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მანამდე, როგორც მე ვიცი pre-purcase agreement - ფორმდება და ბინის ჩაბარებიდან 1-2 თვის ვადაში ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ჩემმა მეგობარმა ასე გააკეთა, მაისში არ ჰქონდა ჯერ გადაფორმებული, ბინას რომ ვეძებდი საყიდლად, ეხლა უკვე დაარეგისტრირა თავის სახელზე საჯარო რეესტრში
ალბათ, როცა მთლიან თანხას იხდი, მაშინ ისე აკეთებენ, როგორც თქვენ აღწერეთ, მაგრამ შიდა განვადება როდესაც კეთდება, გადაუხდელობის შემთხვევაში ეგ ბერკეტი აქვს სამშენებლო კომპანიას.


* * *
webdesigner93

QUOTE
კი , ზუსტად მაგ შეხედულების ვარ და მეც მ3-ის პროექტში , გელოვანზე მაქვს ნაყიდი , თანხის ნაწილი წინასწარ გადავიხადე და დანარჩენი განაწილებული მაქვს მშენებლობის დასრულებამდე და ასე ვიხდი ეტაპ ეტაპ.

ჩემს მეგობარსაც მაგ პროექტში აქვს ნაყიდი, ოღონდ ვიკას ბინა დასრულდა უკვე, სტატუსი ისევ მშენებარე აქვს, მაგრამ მოეხსნება ეგეც ალბათ მალე.

ველოდები როდის დაიწყებენ ორი 25-სართულიანი კორპუსის აშენებას და მეც შევიტან მაგ პროექტში აუცილებლად. ეს შიდა განვადება ძალიან მომწონს, უპროცენტოდ ისე იხდი, ვერაფერს იგებ და ბოლოს ბინა გრჩება.

Posted by: webdesigner93 30 Sep 2022, 17:45
ninicool
QUOTE
ეს შიდა განვადება ძალიან მომწონს, უპროცენტოდ ისე იხდი, ვერაფერს იგებ და ბოლოს ბინა გრჩება.

კი მეც ძალიან მომწონს , უბრალოდ ახლა მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი , ისე ვიხდი ვერაფერს ვიგებ თქო , 2400 დოლარამდე ვიხდი თვეში .... biggrin.gif

Posted by: ninicool 30 Sep 2022, 19:36
webdesigner93
QUOTE
კი მეც ძალიან მომწონს , უბრალოდ ახლა მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი , ისე ვიხდი ვერაფერს ვიგებ თქო , 2400 დოლარამდე ვიხდი თვეში ....

ბევრი ყოფილა გადასახდელი. სულის ამოძრობას აღარაფერი უკლია

Posted by: webdesigner93 30 Sep 2022, 21:32
ninicool
ყოველთვიური გადასახადი დამოკიდებულია ბინის ფასზე ( შესაბამისად ფართზე ) , ასევე რამდენი თვეა დარჩენილი დამთავრებამდე. შიდა განვადება მოქმედებს მშენებლობის დამთავრებამდე , შესაბამისად თუ მშენებლობა მაგალითად 24 თვეში დამთავრდება, გადასახადიც შესაბამისად 24 ნაწილად გაიყოფა , თუ 4 თვეში , შესაბამისად 4 ნაწილად. ასე გამოვა ყოვეთვლიური გადასახადიც ან შედარებით მცირე , ან ბევრი.

Posted by: ninicool 30 Sep 2022, 22:25
webdesigner93
QUOTE
ყოველთვიური გადასახადი დამოკიდებულია ბინის ფასზე ( შესაბამისად ფართზე ) , ასევე რამდენი თვეა დარჩენილი დამთავრებამდე. შიდა განვადება მოქმედებს მშენებლობის დამთავრებამდე , შესაბამისად თუ მშენებლობა მაგალითად 24 თვეში დამთავრდება, გადასახადიც შესაბამისად 24 ნაწილად გაიყოფა , თუ 4 თვეში , შესაბამისად 4 ნაწილად. ასე გამოვა ყოვეთვლიური გადასახადიც ან შედარებით მცირე , ან ბევრი.

პრინციპში, ლოგიკურია

რომ გამოაცხადებენ ახალი კორპუსის მშენებლობას, ე,ი. უფრო ნაკლები მექნება ხოველთვიურად გადასახდელი და შევიტან მაშინვე.

ჩემმა მეგობარმა როცა შემომთავაზა, მაშინვე მაინც დამჯდომოდა ჭკუაში, ეხლა უკვე მექნებოდა მზა ბინა შედარებით დაბალ ფასად შეძენილი.

Posted by: matemana 2 Oct 2022, 17:07
QUOTE (123omari123 @ 27 Sep 2022, 22:46 )
m2_თან დაკავშირებით რამე ცუდი შემთხვევა თუ გაგიგიათ?

კი მაგათ ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩამოწყდა. https://forum.ge/?f=29&showtopic=34963085&st=0
* * *
QUOTE (ninicool @ 29 Sep 2022, 14:31 )
ალბათ დეველოპერებს შორის მაინც არქი და მ2 არიან ყველაზე სანდოები ბაზარზე.

არქის აშენებული რამდენიმე კორპუსი ვიცი, რომელსაც მერია არ იბარებს.

Posted by: San7a* 4 Oct 2022, 18:37
დაახლოებით ბინის აშენებიდან რამდენ ხანში უნდა ჩაიბაროს მერიამ?

Posted by: Wisemаn* 18 Oct 2022, 20:29
https://domusi.com/ka/appartments/domusi-vakis-parki/4


ამათი კორპუსები მომწონს ძალიან love.gif

Posted by: Fredo_Corleone 19 Oct 2022, 12:09
Wisemаn*

მაგარია მარა ძაან ძვირია შესაბამისად..................................................

Posted by: ChaoSs 17 Nov 2022, 18:24
Dr.Feelgood
ესეთი კითხვა, მაქვს დეველოპერი ყიდის ბინას ,რომელსაც არ აქვს განშლა გაკეთებული ჯერ, მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან კერ ვერ არეგისტრირებს საჯარო რეესტრში,
რამდენად დიდი რისკი ?
* * *
საჯარო რეესტრში დაფიქსირების გარეშე , ვფიქრობ ეგ ხელშეკრულება არანაირი ბერკეტი არ არის, თან სასამართლო კიდე , რო რამე 4-5 წლის თემააა

Posted by: webdesigner93 18 Nov 2022, 15:26
ChaoSs
თითქმის ყველა მშენებარე ბინა ეგრე იყიდება. ახლაც მასე მაქვს შეძენილი , გავიფორმებ ერთ წელიწადში დაახლოებით. მე არ ვნერვიულობ დიდად , მაგრამ ახლა მაინც და მაინც ჩემზე დაყრდნობით არ გააკეთოთ შენაძენი smile.gif

Posted by: San7a* 18 Nov 2022, 16:15
ChaoSs

როცა მშენებარე ვიყიდე სულ მარეგისტრირებდნენ როგორც მომავალი მესაკუთრე.

ყველაფერი რისკია ამ ქვეყანაში რომც დაგარეგისტრირონ biggrin.gif და ყველაფერი 4-5 წლის თემააა biggrin.gif


მხოლოდ და მხოლოდ შენით უნდა გადაწყვითო რამდენად გიღირს ეგ რისკი.

Posted by: Wisemаn* 21 Nov 2022, 21:31
Fredo_Corleone
ხო, მაგრამ ქემაინც კარგში იხდი შესაბამის თანხას, არაფრად რო არ ვარგა და ციხესიმაგრის ფასები აქვთ მასე არარის.

https://domusi.com/ka/binebi/completed

Posted by: Fredo_Corleone 21 Nov 2022, 22:26
Wisemаn*
კი ყველაზე კაია თბილისში დომუსი

განსაკუთრებით ვაკის პარკი მევასება

Posted by: AaronPaul 21 Nov 2022, 22:48
მშენებარეს რემონტი იმდენი ჯდება და იმდენი წვალება უნდა რომ ჯობს გარემონტებული იყიდო

Posted by: Fredo_Corleone 22 Nov 2022, 08:52
AaronPaul
მეც მასე ვფიქრობ... შედი იცხოვრე...............................

Posted by: webdesigner93 22 Nov 2022, 14:14
QUOTE
მშენებარეს რემონტი იმდენი ჯდება და იმდენი წვალება უნდა რომ ჯობს გარემონტებული იყიდო

სამაგიეროდ შენ გემოზე გაქვს ყველაფერი გაკეთებული , რაც მოგწონს და როგორც მოგწონს ისე. ასე მართლა უფრო ძვირი ჯდება , მაგრამ შენზე გაქვს ყველაფერი მორგებული.

Posted by: MoSalah 22 Nov 2022, 14:52
webdesigner93
QUOTE
სამაგიეროდ შენ გემოზე გაქვს ყველაფერი გაკეთებული , რაც მოგწონს და როგორც მოგწონს ისე. ასე მართლა უფრო ძვირი ჯდება , მაგრამ შენზე გაქვს ყველაფერი მორგებული.


++++

დიზაინს თავი დავანებოთ და გარემონტებულ სახლში მშენებელი ყველაფერს ზოგავს და აკეთებს დაბალფასიანს და უხარისხოს

მე დავუშვი ეგ შეცდომა და ვიყიდე გარემონტებული ბინა თან საკმაოდ გაპიარებული კომპანიის აშენებული და ბევრი რამე ხელახლა გასაკეთებელი გამიხდა, მათ შორის იატაკი ასაყრელი facepalm.gif

Posted by: AVP 16 Dec 2022, 21:29
რა თანხაში გინდა ჩაეტიო მაგაზეა დამოკიდებული თორე ამაზე კარგს ვერ ნახავ თბილისში.

https://domusi.com/ka/binebi/completed

Posted by: int 17 Dec 2022, 14:58

ბინას ვყიდულობ რომელიც სრულდება 1 წელიწადში(80% უკვე აშენებულია).
კომპანია რომლისგანაც ვყიდულობ მთლიანი ქონება აქვს იპოთეკაში(საქართველოს ბანკი).
შესაბამისად ბინას რომელსაც ვყიდულობ აქვს იპოთეკა.(რეესტრში გადავამოწმე).
დეველოპერი მთავაზობს ასეთ რამეს რომ ბინას გადმომიფორმებს მაგრამ სანამ მშენებლობა არ დასრულდება(1 წელი) იპოთეკას ვერ მომიხსნის.
რამდენად ღირს ესეთ პირობებზე წავიდე და თუ არის რისკი.(ან შემდგომ მე თუ დამჭირდება იპოთეკა სხვა მიზნობრიობით შემიქმნის თუ არა ეს ყოველივე პრობლემას).

Posted by: John Jolie 19 Dec 2022, 00:04
მშენებარეშIი იპოთეკით ყიდვას რატქმაუნდა ჯობია შიდა განვადება დასრულებამდე, მაგრამ თიურად ათჯერ მეტის გადახდა გიწევს sad.gif ვისაც აქვს ფული იმათთვის ჯობია და ჩვემნაირებმა 13 წელი უნდა იდგან წელებზე ფეხი და საბოლოოდ ჯამში ორმაგი დამეტიც გადაიხადონ

Posted by: AVP 18 Jan 2023, 21:51
რაღაც ბუტკა ოფისები რო აქვთ იმათთან არ მიხვიდეთ ბინის საყიდლად და პრობლემაც არ იქნება.

ა ბიძია კორპუსი უნდა იყოს ასეთი.

https://domusi.com/ka/appartments/domusi-vakis-parki/4

Posted by: benito- 18 Jan 2023, 23:05
კითხულობ დაჟე ღირს თუ არა?

int

Posted by: matemana 24 May 2023, 20:26
აღარ ღირს მშენებარეებში ყიდვა. 2022 წლის 1 იანვრიდან გაცემული სამშენებლო ნებართვით ვინც აშენებს ჩაუბარებელ კორპუსში კომუნალურები არ ჩაირთვებაო. ნახევარი თბილისი ჩაუბარებელ კორპუსებში ცხოვრობს.

Posted by: Краянин 29 May 2023, 00:49
QUOTE
აღარ ღირს მშენებარეებში ყიდვა. 2022 წლის 1 იანვრიდან გაცემული სამშენებლო ნებართვით ვინც აშენებს ჩაუბარებელ კორპუსში კომუნალურები არ ჩაირთვებაო. ნახევარი თბილისი ჩაუბარებელ კორპუსებში ცხოვრობს.

+1

Posted by: Wisemаn* 28 Jun 2023, 17:46
AVP
მართლა ძაან კარგი კორპუსები აქვთ. ფასიც შესაბამისია და არც კორპუსის ჩაუბარებლობის შიში არ გექნება კაცს.

https://domusi.com/ka/binebi/domusi-vakis-parki/4

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)