Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > პროგრამები და სიმულატორები ელექტრონიკაში


Posted by: bach_ooo 7 Oct 2015, 13:23
რამე პროგრამა სიმულატორი ხომ არ იცით ელექტრონიკისთვის ?

Posted by: able 7 Oct 2015, 13:37
bach_ooo
http://www.radioman-portal.ru/program/upload/a6174a4ff4788b2.shtml


ეს თუ გამოგადგება....... დამწყებთათვისაა...

Posted by: asphurcela 7 Oct 2015, 17:03
QUOTE
რამე პროგრამა სიმულატორი ხომ არ იცით ელექტრონიკისთვის ?

დამწყებთათვის ეგ რაც ზემით დაწერა აბლემ.
მაგრამ თუ სერიოზული პროექტების ანალიზი გინდა, მაშინ მე გირჩევდი მულტისიმ 10-ს, 11, 12-ს ან ხლეს ვერსიებს.
მულტისიმ 12 მაქვს მე პირადად და ძალიამ მომწონს, მას აქვს ასევე ულტიბოარდ პროგრამა, რომელიც PCB-ს დასახაზად გამოიყენება.

თუ იქნება დაინტერესება დაგსწავლით საიდან გამოწეროთ (გატეხილი, მაგრამ მუშა) ვერსია და როგორ დააინსტალიროთ სწორად, ისე რომ მუშა ლიცენზია ჰქონდეს.

არსებობს ასევე უძლიერესი პროგრამა Altium designer, მძლავრი პროგრამაა, მაგრამ რთულია მისი გატეხვა, თუმცა ესეც გატეხილი აქვთ მავანთ.
მე პირადად არ მიყენია, მაგრამ მცირე შეხება მქონია და უძლიერესია.

არის კიდევ სპაისი, რომელთან მე არ მიმუშავია.
მოკლედ მულტისიმი მავს და ყველაფრით მაკმაყოფილებს.
მისი სიმულაცია ძალიან კარგად არის მიახლოებული რალობასთან, პირადად გამომიცდია.

კიდევ ბევრია სხვადასხვა პროგრამები.

Posted by: bach_ooo 7 Oct 2015, 17:46
able
მადლობა
asphurcela
ჯერ მაგას გადავხედავ, მულტისიმის ლინკი შეგიძლია დამიგდო ?

Posted by: asphurcela 7 Oct 2015, 18:09
bach_ooo
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4189795
დაყენების ინსტრუქციაც წერია, ოღონდ ცოტა გაუგებრად, ამიტომ აქ დავწერ:

დაინსტალირების შემდეგ, სანამ გაუშვებ პროგრამას გაუშვი აქტივატორ.ექსე ფაილი და მონიშნე პროგრამების წნ ცარიელი კვადრატები და მათ ქვეშ მაუსის მარკვენა ღილაკით მონიშნე აქტივაცია, ყველასთვის რაც არის სიაში. შემდეგ მონიშნე ოპენ ლაისენს ფოლდერ და ფოლდერი ლაისენს. დააკლიკე ოკ ის და ეგარი.
გაუშვი და ისიამოვნე.

გადმოსაწერად უნდა დარეგისტრირდე იმ ლინკლზე. ისე ვერ დაინახავ გადმოსაწერ ლინკს.
გადმოწერა ხდება ტორენტ დაუნლოადერით

ამით კანონს ვარღვევთ, ამიტომ მოერიდე ინგლისური შრიფტით რაიმეს დაწერას, რაც შეიძლება დაიგუგლოს.

Posted by: bach_ooo 7 Oct 2015, 20:00
asphurcela
გაეშვა, მუშაობს გაიხარე wink.gif

Posted by: Komponent 7 Oct 2015, 20:49
მიკროკონტროლერების სიმულატორიც არის მულტისიმში?
პროტეუსში კი არის მაგრამ, ვერ დავასიმულირე წესიერად. რეალურად კი მუშაობს მკ. თუმცა მკს სიმულატორმაც ბევრი შეცდომა მაპოვნინა.

Posted by: asphurcela 8 Oct 2015, 09:07
bach_ooo
QUOTE
გაეშვა, მუშაობს გაიხარე 

ძაან კაი. თუ რამეს ვერ გაიგებ რა როგორ გააკეთო მაგ პროგრამაში აქ იკითხე და თუ ვიცი გიპასუხებ.

Komponent
მულტისიმს უზის რამოდენიმე მიკროკონტროლერი ბიბლიოთეკაში, მაგრამ ბევრი არაა და თან არ არის ორიენტირებული მიკროონტროლერებზე, რადგან ეს საკმაოდ ვრცელი მიმართულებაა და იმდენად კომპლექსურია, რომ ცალკე პროგრამას ითხოვს. ნუ რაღაც არის ამ პროგრამაში, მაგრამ არ არის საკმარისი კონტოლერის მუშაობის წესიერი სიმულაციისთვის.

მაგისთვის არსებობენ სხვა პროგრამები.
პროთეუსთან არასდროს მიმუშავია. არ მქონია (ჯერჯერობით).

მე რასაც ვიყენებ არის Flowcode 6 მძლრავრი პროგრამაა, თითქმის ყველა კონტროლერი ყავს ბიბლიოთეკაში რაც არსებობს ამ ქვეყნად.
მაგრამ მათი დაპროგრამების თავისებურ ენას იყენებს, სხვათაშორის ერთი თუ აუღე ალღო - ძაან მოსახერხებელს.
ანუ მისი ენა არის სუფთად ალგორითმული, ანუ პროგრამას წერ ბლოკ-ბლოკად, ანუ ალგორითმის ენაზე და სულ არ გჭირდება C ან სხვა ენა.
თუმცა შეგიძლია C ენის გამოყენებაც უშუალოდ პროგრამირებისას.
როცა დაასრულებ პროგრამას, გაუშვებ სიმულაციას და გიჩვენებს რას აეთებს კონტროლერი.
მერე შეგიძლია ეს ალგორითმის ენაზე ჩაწერილი პროგრამა გადაათარგმნინო სი-ზე, გადაიყვანო ჰექსში, ან პრიამოი ატვირთო კონტროლერში.

ამ მომენტში გამოსულია მეექვსე ვერსია (და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროგრამა კაი გვარიანად შორს წავა, რამეთუ ძაან პოპულარულია მთელს მსოფლიოში).
ამჟამად გატეხილი და მუშა არის 5-ე ვერსია და დევს ბევრგან, მაგრამ მას მერე რაც ნახავთ მეექვსე ვერსიას, დაინახავთ უზარმაზარ განსხვავებას.
ასეთი დიდი სხვაობა წინა და მომდევნო ვერსიებს შორის იშვიათად თუ ნახავთ სადმე.

მე ჯერ გატეხლი მექვსე ვერსია ვერსად ვნახე.
მაგრამ ფლოუკოდის მწარმოებლები გაძლევენ უფლებას, გამოიყენოთ 6-ე ვერსია მისი სრული სიმძლავრით 30 დღის განმავლობაში.
ამისათვის უნდა დარეგისრტრირდეთ მათ საიტზე და გადმოწეროთ აქედან:
http://www.matrixtsl.com/flowcode/
ცხადია რეგისტრაციაც ამავე მატრიქსზე უნდა გაიაროთ.
Q. მას შემდეგ რაც გაუვა ვადა ლიცენზიას რა მოხდება?
A. დიდი არაფერი, პროგრამა განაგრძობს მუშაობას სიმულაციის რეჟიმში, მაგრამ მიკროკონტროლერში ვეღარ ატვირთავთ მზა პროგრამას.
გამოსავალი: 1) დაველოდებით ვინმე ღვთის პირიდან გადავარდნილი როდის დაკრეკავს.
2) მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ სიმულაცია გვაკმაყოფილებს, გადავიყვანთ ჩვენს პროგრამას c -ენაში (ან ჰექსში), და რამე სვა აპლოადერ პრორამით შევუშხაპუნებთ მიკროკონტროლერს ამ პროგრამას.

მოკლედ, მიკროკონტროლერებისთვის მე რეკომენდაციას ვუწევ ფლოუკოდს.

პროტეუსის შესძლბლობები არ ვიცი, ამიტომ ვისაც გიმუშავიათ აღწერეთ რას აკეთებს. რამდენად კარგად აკეთებს, მხოლოდ სიმულაციას აკეთებს თუ ატვირთვაც შეუძლია?

------------------------------------------------------------------------------------------------------
ძია მოდერატორ,
სათხოვარი მაქვს (ბიძია, შენი ლამაზი თვალები გაიხაროს)
ამ თემას გადაგვირქვი სახელი და დაარქვი:
"პროგრამები და სიმულატორები ელექტრონიკაში"

Posted by: Komponent 8 Oct 2015, 21:23
asphurcela
როგორც მე ვიცი, პროტეუსს ატვირთვა არ შეუძლია. თუმცა მე არ მაქვს ბოლო ვერსია პროტეუსი. ბოლო ვერსიები უფრო დიდი ზომისაა და მაგიტომ ვერიდები. ვერ ვიტყვი რომ ცუდია, კარგად დამეხმარა თავის დროზე. მთლა პროფესიონალურიც არაა.
მკ–ს პროგრამის სიმულაციას აკეთებს, მაგრამ ჩემთან რაღაც არ გამოუვიდა ბოლომდე. არ გამოვრიცხავ რომ მე ვერ გავუგე რაღაც.
შენ კარგი მკ–ს პროგრამა მიგიგნია, მე იმით დამაინტერესა რომ შეიძლება, რამე c-ს ნავაროტკები ჰქონდეს და ვისწავლო. სხვა მხრივ კოდევისიონის და ავეერდუდეს გადაგდება გამიჭირდება. მაგათზე მოვასწარი უკვე რაღაცეების სწავლა. კოდევისიონიც იმიტომ მომწონს რომ მსუბუქი პროგრამაა, ინტერფეისიც მომწონს. სიმულატორად პროტეუსი. თუ რამე პროგრამაში გავიჭედე შიძლება მერე სხვა სიმულატორზეც ვიფიქრო, ახლა კარგა ხანია არაფერი გამიკეთებია მკ-ზე და იმის მეშინია არ დამავიწყდეს smile.gif (თუმცა უნდა მომიწიოს ახლა მკ-ზე ჩხიკინმა, იმედი მაქვს რომ გავართმევ თავს, თუარადა შევაწუხებ აქ ხალხს შეკითხვებით smile.gif )

Posted by: bach_ooo 9 Oct 2015, 11:43
Komponent
Proteus ISIS Profesional ეს არის ხო ?
მგონი მეც გადავხედე და მომეწონა, უფრო მარტივია ვიდრე მულტისიმი და კონტროლერების ბაზაც უფრო მდიდარი აქვს მგონი. იმედია გადმოვწერ საიდანმე.

Posted by: asphurcela 9 Oct 2015, 14:55
bach_ooo
QUOTE
იმედია გადმოვწერ საიდანმე.

იმ ტორეტზე დევს, ზემოთ რო წერია სადაც მულტისიმი დევს.
ოღონდ მე არ დამიტესტავს.
თან იქ კომენტარები და შეკითხვებიც აქვთ და წერენ ხოლმე თუ რამე პრობლემა აქვს მოცემულ პროგრამას.
ან თუ არა აქვს, მაგასაც წერენ.

Posted by: Komponent 10 Oct 2015, 10:55
QUOTE
Komponent
Proteus ISIS Profesional ეს არის ხო ?
მგონი მეც გადავხედე და მომეწონა, უფრო მარტივია ვიდრე მულტისიმი და კონტროლერების ბაზაც უფრო მდიდარი აქვს მგონი. იმედია გადმოვწერ საიდანმე.

ჰო ეგ არის, მე როგორც მახსოვს აქედან გადმოვწერე https://georobot.wordpress.com/
მულტისიმი უფრო პროფესიონალური მგონია სპეციფიკურ საკითხებში.

Posted by: asphurcela 11 Oct 2015, 10:26
Komponent
QUOTE
მკ–ს პროგრამის სიმულაციას აკეთებს, მაგრამ ჩემთან რაღაც არ გამოუვიდა ბოლომდე. არ გამოვრიცხავ რომ მე ვერ გავუგე რაღაც.

რა გინდოდა რომ გაეკეთებინა მიკროკონტროლერს?
დასვი ამოცანა, თუ რათქმაუნდა საიდუმლო არაა smile.gif

მოკლედ ცალკე თემის გახსნას, ვფიქრობ ზევით რომ "მე სწავლობ მიკროკონტროლერს" თემაა, ის აქ გადმოსატანია.

Posted by: Komponent 11 Oct 2015, 17:14
asphurcela
QUOTE
რა გინდოდა რომ გაეკეთებინა მიკროკონტროლერს?
დასვი ამოცანა, თუ რათქმაუნდა საიდუმლო არაა

რაღა მახსოვს ახლა, იმის გახსენებას კი უნდა მთელი ამბავი, რაც მახსოვს იმას ვიტყვი.
სიმულაციას რომ ვაკეთებდი, მანდ ხომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და რაღაც საფეხურებზე იჭედებოდა, ყოვნდებოდა. დროები კი მესვა პროგრამაში მაგრამ, ზოგი საფეხურზე დრო არ გადიოდა. მერე ვაწკაპებდი რაღაცეებზე და რამდენიმე საფეხურით იქით გადახტებოდა ხოლმე. ცალკე მაგ სიმულატორს, სიმულაციის სიჩქარის სარეგულირო აქვს, ეგეც ვერ გავიგე კარგად როგორ დამეყენებია. მერე რეალურად ვსინჯე და რეალში კი მუშაობდა მკ. ისე, ადვილ პროგრამას არ ვასიმულირებდი.

Posted by: asphurcela 12 Oct 2015, 18:27
Komponent
QUOTE
მერე ვაწკაპებდი რაღაცეებზე და რამდენიმე საფეხურით იქით გადახტებოდა ხოლმე.

ბრმად აპროგრამებდი, ესე გამოდის.

მომავალში შეგიძლია აქ დასვა ხოლმე ამოცანა, რა ევალება კონტროლერს და ეგებ გავარჩიოთ ხოლმე შეძლებისდაგვარად.

Posted by: RedShark 20 Oct 2015, 00:35
proteuss analogur skemebshi nu endobit. bagebit aris gamotenili. ramdenjerme seriozulad momatkua...

mkari logikis cifrul skemazec momca arascori monacemebi ertxel...

mikrokontrolerebis shemtxvevashi jerjerobit ar umtkunia, magram verc ak vendobi mtlad bolmde...

multisims rac sheexeba, erterti sauketesoa analogur skemebshi, magram cifruli mikroskemebis, gansakutrebit mikrokontrolerebis biblioteka akvs sakmaod garibi

Posted by: macciavelli 16 Jan 2016, 19:39
მოგესალმებით,

ერთი მარტივი კითხვა მაქვს:

ორკონტაქტიანი რელე როგორ დავამატო მულტისიმში?

Posted by: asphurcela 18 Jan 2016, 14:27
macciavelli
place basic -> switch -> Voltage_controlled_SPDT
ან მაგ სიაში რომელიც გინდა

Posted by: macciavelli 18 Jan 2016, 17:18
asphurcela
დიდი მადლობა smile.gif


მარა ვერ ავამუშავე user.gif

Posted by: asphurcela 18 Jan 2016, 18:13
macciavelli
რავი ჩემთან მუშაობს.
თვითონ რელეს დააკლიკე და მენიუ რო გამოვა იქ წერია ხვიებზე რამდენ ვოლტს აწვდი. შეიძLება 12 ვოლტი ბევრია.
აი ჩემს რელეს 5 ვოლტი უწერია და 5 მივეცი მეც და მუშაობს.
სიმულაციის დროს რო ჩართავ გამოსახულება არ იცვლება რელესი, როგორც შენთან S2 რო იცვლის სახეს მასზე დაკლიკებით.
მარა გამორთულ რელეს დროს ვოლტმეტრზე დაბალ ძაბვას აჩვენებს (მილივოლტებს) და ჩართულზე 12 ვოლტს.
ისე მთლად კაი სიმულაცია არაა როგორც ჩანს და ეს მილივოლტები საიდან მოდის, არ ვიცი, წესით 0 უნდა აჩვენოს.

ხო კიდევ, სიმულაციის დროს მიწა (გრაუნდ) იხმარე აუცილებლად. ისე ანალიზის გაკეთება უჭირს და მე პირადად უარსაც მეუბნება ხოლმე.

Posted by: macciavelli 19 Jan 2016, 02:14
asphurcela
ავამუშავე, მადლობა
12 ვოლტზე კი მქონდა ეს დპდტ, მარა სხვანაირად წარმომედგინა მუშაობა. on voltage რომელ პინზეც ყოფილა მითითებული, იქაა კონტაქტი ძაბვის დროს. მე კიდე normally closed/normally open მეგონა
მილივოლტები, როგორც მივხვდი off resistance-ზეა დამოკიდებული, გააჩნია რა მნიშვნელობას ჩაუწერ


Posted by: asphurcela 1 Feb 2016, 10:33
ძალიან კარგი.
კაი ხანია არ შემოვსულვარ ფორუზე......

Posted by: psyxo 20 Feb 2016, 22:21
asphurcela
QUOTE
ამჟამად გატეხილი და მუშა არის 5-ე ვერსია და დევს ბევრგან,

მუშა რეალური ლინკზე შეგიძლია დამაკვალიანო?

Posted by: wallmart 28 Jun 2016, 17:46
http://www.falstad.com/circuit-java/ ეს არის დამწყებთათვის და არა მარტო, ერთ-ერთი საუკეთესო სიმულატორი, გააჩნია ოსცილოგრაფის ფუნქციაც უამრავი გამზადებული წრედები სხვადასხვა კატეგორიის. პირადად ვიყენებ წრედებში პროცესების შესასწავლად და ოპტიმიზაციისთვის

Posted by: Komponent 28 Jun 2016, 21:52
wallmart
რანაირად უნდა დააყენო ეგ? გადავხედავ თავისუფალ დროს.

Posted by: wallmart 28 Jun 2016, 21:56
QUOTE (Komponent @ 28 Jun 2016, 21:52 )
wallmart
რანაირად უნდა დააყენო ეგ? გადავხედავ თავისუფალ დროს.

ეს არის ჯავა აპლიკაცია, ჩვეულებრივ ყენდება პისი–ზე ყოველჯერზე ახალი გაშვებით, მანდ ქვემოთ ვებ გვერდზე არის ლინკი ზიპ ფაილის ცამოსაწერად

Posted by: Komponent 28 Jun 2016, 22:07
მადლობა, რაღაც საჩალიჩო ჩანს. საერთოდ პროტეუსი მაქ მე.
ეტყობა ასეთია ხომ?
http://dcaclab.com/en/home

Posted by: wallmart 28 Jun 2016, 22:47
QUOTE (Komponent @ 28 Jun 2016, 22:07 )
მადლობა, რაღაც საჩალიჩო ჩანს. საერთოდ პროტეუსი მაქ მე.
ეტყობა ასეთია ხომ?
http://dcaclab.com/en/home

არა ეს უფრო ბავშვური ინტერფეისია, smile.gif აქ კიდევ უფრო სამუშაო ველია მხოლოდ სიმბოლოებით რაც კლასიკურია წრედების მხრივ . სურათს დავდებ და ჩანს იმედია
* * *
პროტეუსს მეც ვხმარობ ოღონდ პიკ–სთვის, ის სხვა დონეა უკვე, ამას მაქსიმუმ ლოგიკ გეითები , 555 ტაიმერი და წანაცვლების რეგისტრები აქვს IC-ში. დამწყებისთვის იდეალურია მგონი

Posted by: Komponent 18 Oct 2017, 11:06
http://www.microchip.com/mplab/mplab-mindi?mkt_tok=eyJpIjoiTnpJeU1UTmtZakprTURWayIsInQiOiJYdlNNOHdSRmg1eXZSZjJORzNUUiszaVhkRG1zRFRQS01wZk45NXc1citEdkRNMmRza005Ync0OUY2NTVqUzhudldFKzBOTVNKK1l5UUprTFYzSjZCblI1TGlSa0xYWDhJRmk5K21cL245a2RudFVDWWVxQ0IzcUdLSGdOVXZVOG4ifQ%3D%3D
ამ სიმულატორზე რას იტყვით?
მულტისიმს არჩევთ თუ ამას?

Posted by: psyxo 31 Oct 2017, 23:27
დაამეხმარეთ ხალხო ...
ATMEGA168 ს HEX (ან bin) სიმულაციისატვის ყველაზე ოპტიმალური რა გადმოვწერო ან გამოვიყენო ან კორექტულობა რო დავადგინო?... user.gif

Posted by: Komponent 2 Nov 2017, 13:37
psyxo
რახანია კომპიუტერული სიმულატორი არ მიხმარია, ლედს მივადევნებ ხოლმე პროგრამას.

Posted by: Davion 3 Nov 2017, 11:17
psyxo
vmlab მოსინჯე:
http://amctools.com/

Posted by: Komponent 10 Nov 2017, 10:37
Davion
ATtiny84A რომ ჩამირთო vmlab ში, ძნელი ამბავია ეგ?

Posted by: Davion 10 Nov 2017, 13:23
Komponent
QUOTE
ATtiny84A რომ ჩამირთო vmlab ში, ძნელი ამბავია ეგ?

არ არის ადვილი, თანაც C-ის მხარდაჭერა მაინც ვერ ექნება, ასემბლერი კიდე არავის გინდათ და რა ვქნა აბა givi.gif


Posted by: Komponent 10 Nov 2017, 14:14
Davion
მე გაგებაში არ ვარ მაგრამ, როდესაც ვმლაბი გადმოვწერე და ვარკვევდი, დავინახე რომ სპეციალურად კოდევისიონის (ც-ში დაწერილ) ფაილებს ასიმულირებდა, მაშ რა იყო ეგ? smile.gif

Posted by: Davion 11 Nov 2017, 11:38
Komponent
QUOTE
ვმლაბი გადმოვწერე და ვარკვევდი, დავინახე რომ სპეციალურად კოდევისიონის (ც-ში დაწერილ) ფაილებს ასიმულირებდა, მაშ რა იყო ეგ?

C მარტო კოდვიჟენის კი არ არი smile.gif ვმლაბს აქვს ც-ის მხარდაჭერა, მაგრამ იმ ჩიპებისთვის რომლებიც თავის ჩამონათვალში აქვს. შეიძლება სხვა ჩიპის დამატება ისე რომ ასემბლერზე შეადგენ მაგისთვის პროგრამას და სიმულაციასაც გაუკეთებ თავისი რეგისტრების-მეხსიერების ჩვენებით-ოსცილოგრაფით და ბრეიქფოინთებით, მაგრამ ც-იზე ვერ გააკეთებ მაგისთვის პროგრამას.
შენ თვითონ შეგიძლია, უნდა გააკეთო ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი (რაღაცასახელი.INC, INCLUD ფოლდერშია ეგენი). ამისათვის გახსენი რომელიმე ატტინის ინქ ფაილი და შეასწორე ისე რომ საჭირო ჩიპის პარამეტრებს დაემთხვეს. მერე ჩააგდე ეგ შესწორებული ფაილი იმ ძველის ადგილზე და პროექტის შექმნისას ის ძველი ჩიპი მიუთითე.
ამისათვის დაგჭირდება საჭირო ჩიპის დატაშიტის საფუძვლიანი გარჩევა.
თუ შეისწავლი-დაბდღვნი მერე ატმელის ჩიპებს smile.gif

Posted by: Komponent 11 Nov 2017, 13:40
Davion
არც ისე იოლი ყოფილა smile.gif რაღაც არ მყოფნის მოტივაცია, თორემ თავისუფალ დროს კიდე იპოვიიდა კაცი. მადლობა ვრცელი ახსნისთვის. smile.gif

Posted by: giorgi877 16 Dec 2017, 01:25
dzveli postia mainc davpostav)), davafiqsireb chems pozicias, analogur sqemebshi multisimi sauketeaoa))


* * *
veranairad ver gamigia cifrul sqembshi ra vmugami aqvs simulators, is sqema romelic softit imarteba , piradad me am problemas vwyvet shemdegnairad: maqvs development platformebi sxvadasxvab mikrokintrolerit, da imaze vtestav rame drivers,realurad, sqemoteqnikurad cifrul sqemebs sxva simulacia ar chirdeba tu adamiani erkveva electronikashi

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)