ჰეი, გოგჩოებო, რატომ არ ხართ? კარგი რაღაცეები მინდა გავაზიარო <3
და რაღაცეები ვიკითხო, Swiss ball-ით შესასრულებელ პროგრამას ან სავარჯიშოებს ვეძებ, მრავალფეროვანს.
https://www.youtube.com/watch?v=BwkXZgBT4Yw ვინც იცით, ეს ეფექტურია? ვთქვათ, კარდიოს შემდეგ ან როგორ?
ტრენერი კი არის ნავარჯიშები, მაგრამ ამის წყალობით მარტო არ მგონია.
ახლა რა შემემთხვა მე... <3
ლამის ორი წლის უკან კი დავიწყე ვარჯიში და მქონდა შედეგი, დავიკელი მომატებული ბევრი კილოგრამი და ორგანიზმი გავიძლიერე.
მაგრამ რეალური შედეგი თავისთავად, დაგეგმვის გარეშე დაიდო ამ ბოლო პერიოდში. შედეგში ვგულისხმობ, რომ უკვე დაახლოებით დავემსგავსე ჩემს თავს.
და ამ პერიოდის ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა ის, რაც ისედაც ვიცოდი, მაგრამ არ ვითვალისწინებდი:
კარგი ძილი და სწორი კვება არის უმთავრესი
დილით თუნდაც 20წთ.-იანი სირბილი სუფთა ჰაერზე არის ელექსირი
ბევრი სიარული და ცურვა არის საუკეთესო ვარჯიში
მზე და ზღვა ბუნებრივი დანამატებია
planks is the best წელის შესაკვრელად და დასაწვრილებლად
swiss ball უკეთესად კრავს ბარძაყების და დუნდულა კუნთებს, ვიდრე განტელებით კაჩაობა
წონის შენარჩუნებისთვის ვარჯიშიც საკმარისია, ვიზუალური შედეგისთვის კი კვების კონტროლი ( ! )
ასევე, მოხდა ასეთი რამ, რომელიც იმდენად მომწონს, რომ არც კი მჯერა. ჩემს მოვარჯიშე დაქალთან გადავამოწმე და ისიც ეგრე ყოფილა.
ოჯახის წევრსაც ვკითხე და იმანაც შემამჩნია, არასდროს მატყუებს. მაგრამ აი, მაინც არ მჯერა, ისე მიხარია.
ესე იგი, მე ვიცვამ M ზომა ტანსაცმელს, M-ის უმეტესობა ყველგან დიდი მაქვს ან ზუსტად, მაგრამ თეძო-საჯდომზე ან არ მეტევა ან ისე მიჭერს, თავი ზანგის ნაშა მგონია.
წონა არ შეცვლილა, მაგრამ ძველი ტანსაცმელი, განსაკუთრებით შარვლები, წელზე და სხვაგან უფრო გამიდიდდა, მაგრამ საჯდომზე ძლივს მეტევა.
ეს იყო ჩემი ოცნება!
მაგრამ ახლა ასე მგონია, მეჩვენება............. :?
ჩემს დაქალსაც ეგრე დამართა ამ საყვარელმა ვარჯიშმა ამან. მაგრამ ის ჩემზე ლამის 10 სმ-თი დაბალია და S ზომაა. წელზე XS აქვს კარგად, ხოლო თეძოზე S ძლივს ეტევა.
მოკლედ, ახლა მინდა, თუ პროგრესი არ მექნება, ეს შედეგი მაინც შევინარჩუნო, რადგან ჩამოვედი საქართველოში და ის ბუნებრივი გარემო ფიზიკურად აღარ მაქვს.
და ზედმეტი 5კგ-ც მაქვს უკვე კაი ხანია, რომელიც მინდა უნელესად მოვიშორო, მხოლოდ ცხიმი მომშორდეს, კუნთები კი ლამაზად და მშრალად გაიზარდონ.
ან იდეალურ შემთხვევაში, არსად გრამი არ მომაკლდეს, მხოლოდ წელზე მომაკლდეს. ესეც ჩემი ოცნებაა და ამიხდეს, რაა....?
ესე იიიგი, ერთად სვის ბოლი, სირბილი, ცურვა ან ცეკვა, ბევრი სიარული, ლახტი, ფლენქი, იშვიათად კაჩაობა, ჰულა-ჰუპი(ეს აქამდე არ მიცდია),
საფუძვლიანი რასწიაშკები, კარგი ძილი და კვება, არანაირი სტრესი და იქნები აღზევებული, გაბრწყინებული, ესაა ჩემი რეცეპტი!
პ.ს. რაც ჩამოვედი, კვება ავურიე-შევურიე, არ მომიმატია გრამი, თუმცა რელიეფი, დაჭიმულობა ტორსზე შეიცვალა.
ესე იგი, თუ გსურს იყო ნავარჯიშები და მოქნილი, კვებას დიდ ხანს უნდა მიაქციო ყურადღება. აი, კარგ შედეგს რომ დადებ, შეგიძლია აურიო მერე იშვიათად.
პრიორიტეტების თემაა. ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემი სხეული მომწონდეს და ჰგავდეს თავის თავს, ამიტომ კვებასაც სიამოვნებით გავაკონტროლებ.
თან როდესაც დრო გადის და გრავიტაცია გიხმობს, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის ბრძოლა სილამაზისათვის!
პ.პ.ს. ჩემთვის ბევრად სახალისო და სასიამოვნო იქნებოდა, თუნდაც 2-3 გოგო რომ იყოს, ვისთან ერთადაც სულ თუ არა,
კვირაში 2 დღე მაინც დავკავდებოდი ვარჯიშით, ცეკვით და ა.შ. და გამოცდილების გაზიარებით.
მოვიწყინე ცოტა არ იყოს მარტო. თან მხოლოდ საუბრით და გამოცდილების გაზიარებითაც ისეთ სიამოვნებას ვიღეეებ.
მგონი არაა ცუდი იდეა, მაგრამ ეზარებათ. ვისაც ჩემი იდეა მოგწონთ, მომწერეთ PM
This post has been edited by Estrella on 12 Oct 2018, 10:15
Slow down a little.