#53466152 · 21 Sep 2018, 17:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კავკასიურმა სახლმა გაავრცელა. საჯარო ლექციაა სახელწოდებით "პიროვნებები და ეპოქები კავკასიის ერთიანობის ჭრილში".
2018 წლის 26 სექტემბერს, 17 საათზე „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის საშემოდგომო შეკრების ფარგლებში მორიგ ლექციას წაიკითხავს თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ენათმეცნიერი, პროფესორი ცირა ბარამიძე.
პროფესორმა ბარამიძემ კავკასიელ ხალხთა თანამშრომლობისა და კულტურულ-ცივილიზაციური ერთიანობის მაგალითების წარმოსაჩენად გადაწყვიტა სალექციო კურსის მომზადება, რომელიც აქცენტს სვამს კონკრეტულ ისტორიულ ფიგურათა ღვაწლსა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვლებზე. თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ერთი მოხსენება უკვე წაიკითხა იმამ შამილის შესახებ. ამჯერად, იგი თავის მოხსენებაში ყურადღებას ახალი ეპოქის რამდენიმე კავკასიელ მოაზროვნეზე გაამახვილებს.
დასწრება თავისუფალია. მისამართი: გალაკტიონის #20
► დამატებითი ინფორმაცია „კავკასიური სახლის“ შესახებ: სიმონ ჯანაშია იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1929 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ადიღესა და ყაბარდო-ბალყარეთში იმოგზაურა. მან მოიარა კრასნოდარის მხარის ჩერქეზული აულები, შეხვდა არაერთ სახალხო მთქმელსა და ინფორმატორს, რომელთაგანაც ჩაიწერა როგორც ენათმეცნიერული, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის მდიდარი, უაღრესად საინტერესო მასალა. მასალები მან “დღიურების” სახით დაგვიტოვა. 2009 წელს, სიმონ ჯანაშიას „დღიურები“ რუსულად ქალბატონებმა, რუსუდან ჯანაშიამ და თამარ უჯუხუმ თარგმნეს. ამავე წელს, „კავკასიურმა სახლმა“ სიმონ ჯანაშიას პუბლიკაციის რუსულენოვანი ვარიანტი გამოსცა. წიგნს დღემდე აქტიურად იყენებენ კავკასიის რეგიონით დაინტერესებული ლინგვისტები, ფოლკლორისტები და ზოგადად ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები.
|