მოგესალმებით ფორუმის მთავარ თემაში საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით!hr.gov.ge წარმოადგენს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდს, რომლის საშუალებითაც, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.ეს არის ერთადერთი გზა, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში და დაიწყოთ თქვენი კარიერა საჯარო სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიუროს ვალდებულება შემოიფარგლება ვებ-გვერდზე ვაკანსიების განთავსების ადმინისტრირებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და კონკურსის გამოცხადება მხოლოდ დამსაქმებელი უწყების უფლებამოსილებაა.
hr.gov.ge-ს წინა თემის გათვალისწინებით, საჭიროდ მიმაჩნია, პირველ რიგში გამოვყო ის კითხვა/პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს და გვაფიქრებს:
რეალურად, რამდენად შესაძლებელია ამ საიტის საშუალებით დასაქმდე საჯარო სამსახურში? ხომ არ არის ეს ფარსი? ნაცნობობა–ნათესაობის/ცოლის ნათესაობის გარეშე, აზრი აქვს თუ არა საერთოდ განაცხადის გაკეთებას ვაკანსიაზე?
ფორუმელების უმეტესობა ფიქრობს, რომ უაზრობაა. გამოსცადეს და უკვირთ მათი, ვისაც "კიდევ სჯერათ":))
მაგრამმ
1. ასევე დაიწერა რამდენიმეს მიერ, რომ სტაჟირება დაიწყეს სწორედ ამ ვებ–გვერდის საშუალებით. ხოლო შემდეგ დასაქმდნენ კიდეც იმავე სამსახურში;
2. ერთ–ერთმა იუზერმა ისიც განაცხადა, რომ პირდაპირ მუშაობა დაიწყო საიტიდან, ნაცნობობისა და ა.შ. გარეშე;
3. როგორც ჩანს, საჯარო სამსახურის ბიუროსაც აქვს ინფორმაცია ზემოთგანხილულ პრობლემასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, წარმოგვიდგენს დასაქმებულთა
ისტორიებს და ამგვარად ცდილობს ნდობის მოპოვებას.
მე ვერავის დავარწმუნებ, რამდენად რეალური შანსი აქვს საჯარო სამსახურში ამ გზით დასაქმების. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უბრალო ფორმალობაა და დიდ სიცრუესთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით, ღირს, ვცადოთ. უარის თუ ვიტყვით და დავიკიდებთ, არასდროს შეიცვლება არსებული მდგომარეობა, ეჭვები.
გავიაროთ შესარჩევი კონკურსი, დავუმტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ არსებული ვაკანსიის დაკავებას.
თქვენს თავს მაინც დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ. გამოცდილებასაც მიიღებთ გასაუბრებაზე გასვლით. ხოლო ვინც თვლით, რომ ეს აღარც გჭირდებათ
არც ეს არის პრობლემა. კონკურსში მონაწილეობა არ ითხოვს იმდენად დიდ დროს, "ტყუილად" მონაწილეობით რამე დავკარგოთ. ნერვები თუ გაგახსენდათ... უმუშევარს თუ უკმაყოფილო დასაქმებულს ისედაც აშლილი აქვს და კიდევ უარესდება მისი მდგომარეობა. უმოქმედობას ნამდვილად ჯობია ცდა!
რაც შეეხება
კონკურში მონაწილეობას, ამისათვის:
1. დარეგისტრირდით! რეგისტრაციისას ყურადღებით მიუთითეთ მოქმედი ელ-ფოსტა და შეავსეთ რეზიუმე. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ, თქვენი პირადი ნომრით -რომლის გარეშეც კონკურში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
რეზიუმეში ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ რეგისტრაციის შემდეგაც, ნებისმიერ დროს.
ჩემი რჩევაა, რეზიუმეში მიუთითოთ მხოლოდ მობილურის ნომერი, თუ თქვენი სახლის ტელეფონზე არ ფიქსირდება შემოსული ზარი და შესაბამისი ნომერი
)
2. იპოვნეთ სასურველი ვაკანსია, ყურადღებით გაეცანით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და
3. გააკეთეთ განაცხადი ონლაინ.
ყურადღება მიაქციეთ განაცხადის გაკეთების ვადას. არ გამოგეპაროთ დედლაინი!
hr.gov.ge- ზე ყოველთვის არის მითითებული სამუშაოს განაკვეთი და ხელფასის ოდენობა, რომელიც სრულ ოდენობას წარმოადგენს. დაგექვითებათ მისი 20%.
წარმატებებს გისურვებთ!
და ვინაიდან წარმატების ფორმულა არ არსებობს, უბრალოდ, კარგად მოემზადეთ გასაუბრებისთვის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ლინკი"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიშრომის კოდექსი This post has been edited by so_asdf on 19 Jan 2015, 16:42