badrijanაბა რა გითხრა ძმაო თუ შვილო. არ გესმის შენ ეგ ენა, რასაც ხელოვნება ქვია. ამიტომ გირჩევნია ის (ფიროსმანი) იყოს ცუდი და ვინც კარგად თვლის ის იყოს კომპლექსიანი, ვიდრე შენ იყო ბრმა:*
შენ კი გირჩევნია, მაგრამ ასე რომ არაა?
გიცდია რომ იმისთვის მოგესმინა ვინც ხედავს? იქნებ სმენა გაქვს?
თუმცა, ხელოვნება ისეთი რამაა, რაც იყურება. ანუ ყურით ინახვება და თვალით ისმინება.
მოუსმენ ადამიანს რომელიც უყურებს? >>>
...
ფიროსმანი – მეთევზე
ხელოვნება უზოგადესად არის ფერთა მეტყველება. რუსთაველი სამყაროს აღიქვამს როგორც უთვალავი ფერით ქმნილ ცოცხალ ხელოვნებას. ყველა ფერი რაღაცაზე მეტყველებს. განსხვავებულ ფერთა მეტყველება ერთიან ჰარმონიას წარმოქმნის უკიდეგანო სამყაროშიც და მის რომელიღაც უმცირეს მონაკვეთშიც. თვით სამყაროს ფერწერის პრინციპი იძლევა შესაძლებლობას რომ თუნდაც ორი ან სამი ფერის მეტყველებით გადმოიცეს უნიკალური კოლორიტი და განუმეორებელი განცდის ცოცხალი ჟღერადობა. ვინც ამ პრინციპს გრძნობს, ის ჩართულია სამყაროს, როგორც დიდი სამხატვრო სახელოსნოს მუშაობაში, ხოლო ვინც არამხოლოდ გრძნობენ არამედ გადმოსცემენ ამ გრძნობებს და ამეტყველებენ მათ ახალი ფერადოვნებით, ისინი არიან დიდი მხატვრები, დიდი ფერმეტყველები, რომლებიც კაცობრიობის „სამხატვრო სახელოსნოს“ ოსტატ მასწავლებლებად გვევლინებიან სამყაროს სხვადასხვა სივრცისა და დროის მონაკვეთში.
ქართულ სივრცეში სწორედ ასეთ ოსტატად გვევლინება ნიკო ფიროსმანი. ფიროსმანის ინდივიდუალობა, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე კონკრეტული ეპოქის და სტილის მხატვარი, ერთ მონოლითურ სამყაროდ კრავს, ან პირიქით – გადაშლის სივრცედ განფენილ საგნებს და მოვლენებს, ხოლო ეს ყველაფერი, სივრციანად, სადღაც „მიღმური“ სტიქიიდან აღმოცენდება. ეს არის ფიროსმანისეული უნიკალური შავი. შავი – როგორც არა სიბნელე, არამედ როგორც „დაფარული“ ფერი, როგორც არა–ფერი, რომლიდანაც ყველა–ფერი შეიძლება აღმოცენდეს.
როგორც ცნობილია, ფიროსმანის ფერმეტყველების ტექნიკური მხარე დაკავშირებულია სრულიად ორიგინალურ მიგნებასთან. ცნობილია ისიც, რომ ტრადიციული ტილოს ნაცვლად მუშამბის (კლეონკა) გამოყენება მიგნების, აღმოჩენის შედეგი იყო და არა „გაჭირვებული მხატვრის“ იძულებითი არჩევანი. რადგან დადსტურებულია რომ იმ პერიოდში სახატავად გამოსადეგი ტილო გაცილებით იაფი ღირდა ვიდრე მუშამბა, რომლის შავი დამუშავებული მხარე დაგრუნტული იყო და ფაქტიურად მხატვრისთვის სამუშაოდ გამზადებულ სივრცეს წარმოადგენდა.
თუმცა, ფიროსმანისთვის ეს მხოლოდ სამუშაო ტილო როდი იყო, არამედ შავი ფერის დამუშავებული, რბილი და „მოქნილი“ ზედაპირი მხატვარმა გადააქცია თავისი ნახატების სიღრმის განზომილებად, ანუ სივრცის ნაწილად. ამ „შავ სიღმეზე“ მხატვარი ფართო შტრიხით მაგრამ უკიდურესი „ეკონომიურობით“ ანუ ძალიან მოზომილად განფენს სხვა ფერებს. სულ რამოდენიმე მონასმით, რომლებმაც საგნის მდებარეობა ან მოვლენის მოძრაობა უნდა გამოხატონ. ამის შესაბამისად ფერი თვითონ ბუნებრივად „მოძრაობს“. ასეთი ტექნიკა აღარ საჭიროებს გრადაციის ძალისხმევას, რასაც ხშირ შემთხვევებში ხელოვნურობის კვალი ამჩნევია ხოლმე სხვა მხატვრების ნამუშევრებში. ამასთანავე, „ფიროსმანის შავი“ სწორედ მუშამბის ბუნებრივი ტონის შეფერილობაა, რომელსაც მხატვარი ხელუხლებლად ტოვებს როცა მას უკვე მიმართავს არა როგორც სიღრმის განზომილებას, არამედ როგორც საგნის ნაწილს (მაგ. თვალ–წარბი და ა.შ.).
ტექნიკის მახასიათებელია აგრეთვე ის საღებავები და ფერები, ფერების „ძუნწი“გამოყენება და ამასთანავე გასაოცარი კოლორიტულობა რაც ფიროსმანის ნახატებს წარუშლელ ორიგინალობას და განუმეორებლობას ანიჭებს, ნამდვილ ნოვაციურ და გამომგონებლურ სიტყვად ჟღერს მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის რაც გამოიხატება ამ ფერთამეტყველების „ქიმიით“, ის სამყარო რომელსაც ხედავს და ჩვენთვისაც დასანახს ხდის გენიალური ფიროსმანი. ეს შეგვიძლია დავინახოთ მის ყველა ნაწარმოებში და მათ შორის კოლორიტით გასხივოსნებულ არაჩვეულებრივ ნახატში –მეთევზე.
თუ ამ ნახატის კონცეფციის და სიმბოლიკის განსამარტავად სახელოვნებო კავშირებს გამოვიყენებთ, სამართლიანი იქნება ითქვას რომ მეთევზე უბრალოცაა და არაცაა უბრალო. ეს შარვალაკაპიწებული, ახალგაზრდა კაცი შეიძლება ქალაქელი ღარიბი მეთევზის შვილიც იყოს და თვითონ ფიროსმანიც. ამავე დროს ის შეიძლება იყოს მეთევზე მარკოზის სახარებიდან.. ამ ნახატში ნამდვილი ფერთა ზეიმია –კონტრასტულ ფერთა ურთიერთშევსებადობა და ფერ–ხმული.
ღამის წყვდიადიდან ამოზრდილ ახალგაზრდა წითელპერანგა კაცს ოქროსფერი შარავანდედი მოსავს ღამის წყვდიადში თუ შუაღამის მზე ადგას თავზე? მაშ ღამით ქუდი რისთვის უნდა ჭირდებოდეს?
ცალ ხელში მერწყულის მომწვანო სათლი უჭირავს, მეორეში კი შავ–ვერცხლისფერი წყლიდან ამოყვანილი ასევე შავ–ვერცხლისფერი თევზი, რომელსაც მაყურებელს უჩვენებს გულწრფელი სათნოებით.
„ღამის პეიზაჟი“ უკიდურესად მოკრძალებულია, მაგრამ ამის მიუხედავად ფერთა სიუხვით და კოლორისტული ჟღერადობით ეს ფიროსმანის ერთ–ერთი ყველაზე მრავალ–ფეროვანი ნახატია. მიუხედავად სიხასხასისა , მნიშვნელოვანია რომ ღამისა და წყლის სივრცის სიმუქე არ იფანტება, არც იჩრდილება, პირიქით– აქ ფერები ერთმანეთს აძლიერებენ და თავიანთი ტონით სხვა ტონების ჟღერადობას წარმოაჩნენენ, როგორც ქართულ მრავალხმიანობაში.
* * *
პიკასოს ქალები ნანახი გყანს?
............
რაც შეეხება ამ ნახატს..
ფიროსმანის შავი მუშამბა- ცხოვრების ღამეული არა-ფერი,აქაც თან ფონია და თან- კონტრაპუნქტი!
ესაა ნამდვილი პოლიფონია. კონტრასტული პოლიფონია, როგორც ქართულ მრავალხმიანობაში..
შავისა და წითლის კონტრასტი- დომინო. თამაში და მსხვერპლი..
გაშავებული წარსული და სისხლისფერი სამოსი, რომლის ჩამოტყლარწულ დეკოლტეს უკვე ვეღარ ავსებს ერთ დროს ათქვირებული, ახლა კი ათასგზის განახმარებულ-ფერშეცვლილი, დეკოლტესავით ფორმამორღვეული მკერდი...
მის ერთ დროს აბრეშუმის, ახლა კი საღებავით და ასაკით ძუად ქცეულ დალალებს მხოლოდ ღამის მზერა დათამაშებს..
ხელში ლუდის კათხა უჭირავს რომელშიც უწესრიგოდ და უგულოდ ჩაყრილი გაქუცული უფერული ყვავილები ლუდის ქაფს უფრო მოგვაგონებს..
ქალი მარტო ზის ბაღის რესტორნის მაგიდასთან და აშკარაა რომ "კლიენტს" აღარ ელოდება. მაგიდა თავისი სწორკუთხოვანი ლოდის მაგვარი ფორმით საფლავის ქვას მოგვაგონებს რომლის ქვეშ ქალის ახალგაზრდობა და ცხოვრებაა დამარხული და რომელზეც ესესაა აპირებს უკანასკნელ აკორდად თავად დაადგას ჭიქა ყვავილებით შესანდობარი..
This post has been edited by annavita on 8 Jan 2019, 02:23
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო