ხოოდა
მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ადრე, კომუნისტების პერიოდში ჩვენთან საბავშვო გუნდები ასრულებდნენ ხოლმე კლასიკურ საგუნდო ნაწარმოებებს, ოღონდ რუსულად...
და აი, კომპოზიტორმა (და ჩვენმა თანაფორუმელმა) ნინო ჯანჯღავამ ეს საგუნდო ნაწარმოებები გადმოთარგმნა ქართულად და პროექტის სახით შეიტანა კულტურის სამინისტროში. ხოოდა, ჰოი საოცრებავ, დააფინანსეს!
ამ 17 სიმღერას ასრულებენ სხვადახვა სამუსიკო სკოლის ბავშვები. მათ შორის შალვა მოსიძის (ნინო წიკლაურის) გორის საბავშვო გუნდიც.
მე მინდა მოგიწვიოთ ამ მშვენიერ კონცერტზე, რომელიც გაიმართება 7 ივნისს 2 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის II კოროპუსის მე 3 სართულზე
შესრულდება მოცარტის, შოსტაკოვიჩის, ბახის, შუბერტის, ჰაიდნის, შუმანის, ბეთჰოვენის და ა.შ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
უკვე დაიბეჭდა კრებული, სადაც შესულია ეს ნაწარმოებები. ჩაიწერა დისკიც.
დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო კონცერტი გელით.
მესმის, რომ ეს ინფორმაცია აფიშაში უნდა დამეპოსტა, მაგრამ მოდერს ვთხოვ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
დროა ბავშვებმა შეასრულონ მუსიკა და არა ის მარაზმი რასაც ატენიან მუსიკალურ სასწავლებელებსა თუ სტუდიებში.
აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ ჩანაწერს, რომელიც შესრულდება კონცერტზე:
ორლანდო ლასო - "
ექო" (ამ გუნდის მონაწილეები ყველაზე უფროსები არიან, დირიჟორი ასევე ჩვენი თანაფორუმელი lotos ია
)