NNinaმგონი პირობა არ გაქვს სრულყოფილი
ფირმა არის დღგ-ს გადამხდელი? კომუნალური გადასახადები წარმოებაზე დაიხარჯა? მოდი გავაკეთოთ ორივე ვარიანტი, დავიწყოთ:
წარმოებაზე დაიხარჯა 400 ლარის მასალა, გავატაროთ:
დ 1630 (დაუმთავრებელი წარმოება)
კ 1620 (ნედლეული და მასალაები) (400 ლარი)
წარმოებაზე იშრომა ხალხმა, უნდა გავცეთ ხელფასიც. ჯერ დავარიცხოთ:
დ 1630 (დაუმთავრებელი წარმოება)
კ 3130 (გადასახდელი ხელფასები) (60 ლარი)
დ3130 (გადასახდელი ხელფასები)
კ 3320 (გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი) (60*0.25=15 ლარი)
კომუნალური გადასახადები (ტელეფონი, გაზი და სხვა)
დ 74XX (კომუნალური ხარჯები)
კ 3110 (თელასი და სხვა) (50 ლარი)
წამოება დასრულდა. გადავიტანოთ მზა პროდუქციაზე:
დ 1640 (მზა პროდუქცია)
კ 1630 (დაუმთავრებელი წარმოება) (400+60=460 თუ კომუნალური გადასახადები არ დაიხარჯა წარმოებაზე)
ეხლა მოვახდინოთ ამ პროდუქციის რეალიზაცია:
დ 1410 (მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან)
კ 6110 (შემოსავალი რეალიზაციიდან) (1300 ლარი)
აქვე, უნდა ჩამოიწეროს რ. პ. თ. (რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება)
დ 7210 (გაყიდული/შეძენილი საქონელი)
კ 1640 (მზა პროდუქცია) (460 ლარი)
ანუ, საწარმოს მიუღია შემოსავალი 1300-460=840 ლარი
ეს იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ არის დღგ-ს გადამხდელი და კომუნალური გადასახადები არ შევიდა პროდუქციის წარმოებაში. მეორე ვარიანტი ეხლა მეზარება
განვაგრძოთ:
თუ საწარმო დღგ-ს გადამხდელია და კომუნალური მომსახურება შევიდა მთლიანად წარმოებაში, მაშინ:
დ 1630 (გადასახდელი ხელფასები)
კ 3110 (თელასი და სხვა) (50 ლარი)
და რეალიზაცია:
დ 1410 (მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან) (1300)
კ 6110 (შემოსავალი რეალიზაციიდან) (1300/1.18=1101.69 ლარი)
კ 3330 (გადასახდელი დღგ 1101.69*0.18=198.51 ლარი)
დ 7210 (გაყიდული/შეძენილი საქონელი)
კ 1640 (მზა პროდუქცია) (460+50=510 ლარი)
ანუ, საწარმოს მიუღია შემოსავალი 1300-198.51-510=591.49 ლარი
ისე ესეთი თემა აპინული უნდა იყოს აუცილებლად.
This post has been edited by joto on 23 Apr 2008, 14:04