წინა თემა 100 გვერდს გადაცდა კაი ხანია და გადმოვიდეთ უკვე ახალ თემაში, აქეთ შევუბეროთ და ეს თემა კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს!
წინა თემები
ქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდო (post #37876087)ქართული ძიუდო (post #39901441)ქართული ძიუდო (post #40723527)ძიუდო — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. სპორტის ოლიმპიური სახეობა.
http://www.gjf.gehttp://www.ijf.org/http://www.ippon.orghttp://www.ippon.tvhttp://www.eju.net/http://www.intjudo.eu/http://www.judovision.org/ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი-მასაში ებინუმა(იაპონია) ნახევარფინალი 66 კგ ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778030ლაშა შავდათუაშვილი-მიკლოშ უნგვარი ფინალი 66 კგ ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778026ლაშა შავდათუაშვილი დაჯილდოვების ცერემონია ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778033 * * *
ჩოჩიშვილი შოთა
დაიბადა 10.07.1950, ღვლევი, ქარელი. ძიუდო (93 და 95 კგ). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი. ჰოლანდიის (1974), იაპონიისა (1971, 74) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ხაბარელი შოთა
დაიბადა 26.12.1958, ძლევისჯვარი, ქარელი. ძიუდო (78 კგ). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1997-იდან). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
ხახალეიშვილი დავით
დაიბადა 28.02. 1971, ქუთაისი. ძიუდო (+95 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 – +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ (1991), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში აწონვაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ზვიადაური ზურაბ
დაიბადა 02.07.1981, ახმეტა. ძიუდო (90 კგ). პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (2004, ათენი). მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998). ღირსების ორდენის კავალერი.
ირაკლი ცირეკიძე
ირაკლი ცირეკიძე (დ. 3 მაისი, 1982) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში 2007 წელს.
2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა.
კიკნაძე ანზორ
26.03.1934, ბადიაური. საგარეჯო – 06.09.1976, თბილისი. ძიუდო (93 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66) და ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
კიბორძალიძე აკაკი
17.08.1962, ქუთაისი – 16.07.2001, იქვე. ძიუდო (+ 95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1989), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის 5-გზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ქიბროწაშვილი ანზორ
დაიბადა 25.10. 1939, ახმეტა. ძიუდო (93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი
ონაშვილი გივი
დაიბადა 27.07.1947, პატარძეული, საგარეჯო. ძიუდო (+95 კგ). მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1970, 72). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი
* * *
ხუბულური თემურ
დაიბადა 24.04.1955, სკრა, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
* * *
კურტანიძე კობა
დაიბადა 13.10.1963, რიეთი, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 91), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
ჩიკვილაძე ფარნაოზ
14.04.1941, ჩაბინაანი, ახმეტა – 14.06.1966, მოსკოვი. ძიუდო (80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ხარშილაძე რამაზ
დაიბადა 16.01.1951, ნაცარგორა, ხაშური. ძიუდო (95 კგ). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
თენაძე გიორგი
დაიბადა 24.05.1962, გორი. ძიუდო (71 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ტოტიკაშვილი ამირან
დაიბადა 21.06. 1969, მარტყოფი, გარდაბანი. ძიუდო (60 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990), “კეთილი ნების თამაშების” ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
* * *
ნიჟარაძე ჯიბილო
1946, ლენტეხი – 1993, თბილისი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონი (1975), ორგზის მეორე (1977, 78) და ორგზის მესამე (1973, 76) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1974, 75), ბულგარეთის (1974), გერმანიისა (1975) და ჰოლანდიის (1977) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ფიცხელაური შენგელი
დაიბადა 02.08. 1946, ახშანი, ახმეტა. ძიუდო (63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 74, 75), ევროპის ჩემპიონატების სამგზის მეორე (1971, 73, 75) და მესამე (1974) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ პირველი ჩემპიონი ძიუდოსა (1973) და სამბოში (1970). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი.
გოგოლაური გურამ
დაიბადა 28.04.1944, მანავი, საგარეჯო. ძიუდო (80 კგ). ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73, 74), ორგზის მეორე (1971, 72) და მესამე (1973) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1974) და მესამე (1973) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მარტყოფლიშვილი ანზორ
დაიბადა 14.10. 1940, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო. ძიუდო (63 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 14.10. 1940, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო. ძიუდო (63 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.
რევაზიშვილი გიორგი
დაიბადა 16.11. 1974, საგარეჯო. ძიუდო (66 და 73 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1997) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1996), ორგზის მეორე (1995, 97) და სამგზის მესამე (1994, 98, 2000) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი
* * *
ვაზაგაშვილი გიორგი
დაიბადა 19.04.1974, ფლავი, გორი. ძიუდო (66 და 71 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე (1999, 2000) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე (1993, 97) პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, ატლანტისა (1996, VII ადგილი) და ათენის (2004, დამარცხდა პირველ წრეში) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. დსთ-ის ჩემპიონი (1992), მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1995). 2004 წლიდან გამოდის საბერძნეთის სახელით. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.
დგებუაძე ვლადიმერ
დაიბადა 02.10.1970, სოხუმი. ძიუდო (71 კგ). ევროპის ჩემპიონი (1993), ევროპის თასის მფლობელი (1989), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), კეთილი ნების თამაშების მესამე პრიზიორი (1990). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 91), 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (X ადგილი). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ჯიქურაული ივერი
დაიბადა 22.03.1976, დუშეთი. ძიუდო (100 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 2000) და ორგზის მესამე (1994, 2001) პრიზიორი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მეორე (1994) და მესამე (1996) პრიზიორი. 2000 წლის სიდნეისა (VII ადგილი) და 2004 წლის ათენის (IX-X ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე
ლიპარტელიანი სოსო
დაიბადა 03.02. 1971, ხოფური, ლენტეხი. ძიუდო (78 კგ). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1993). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში
ჩოჩიშვილი რამაზ
დაიბადა 14.11.1975, გორი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1996, 2001). ავსტრიის, მოსკოვისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. 1994-96 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით
მარგოშვილი დავით
დაიბადა 11.08.1980, ახმეტა. ძიუდო (60 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ჩემპიონი (2003) და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002) გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1998), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (დამარცხდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში).
ქევხიშვილი დავით
05.01.1983, ახალსოფელი, ყვარელი. ძიუდო (73 კგ). ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (2002), ევროპის ჩემპიონატების მეორე (2002) და ორგზის მესამე (2004, 05) პრიზიორი პირად ჩათვლაში, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში (2002), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2002), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (VII ადგილი). ღირსების მედლის კავალერი
ხერგიანი ნესტორ
დაიბადა 20.07.1975, მესტია. ძიუდო (60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1999-2002). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა სანუგეშო წრეში), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში (1994). ღირსების ორდენის კავალერი.
ჯარჯი ზვიადაური
1986. დაიბადა ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისი). ქართველი ძიუდოისტი. გამოდის საბერძნეთის სახელით. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (81 კგ). ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი,მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი (90 კგ). 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი (81 კგ), 2005 და 2007 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალი (90 კგ). 2011 წლის ევროპის ჩემპიონი. მრავალი სხვადასხვა შეძიბრის გამარჯვებული
This post has been edited by datu on 16 Jun 2014, 18:29