forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (28) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პრესა ქართულ რაგბიზე, ქართული და უცხოური მედიის სტატიები
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16923
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

  გამოგზავნილია: 2 May 2008, 20:00  #9444279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ძალიან საინტერესოა რას წერენ ქართულ რაგბზე ქართულ და უცხოურ პრესაში...
გავაშუქოთ აქ და განვიხილოთ პრესის სტატიები ქართულ რაგბზე...


--------------------
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari

mchedlo.com - my own blog
imchedlo.tumblr.com

“The only true love is that between a man and his son.”
მადეირა
უნარჩევესი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 51932
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 2 May 2008, 20:01  #9444301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
M43DL0
ოკ, კარგი თემაა

____________


--------------------
* ან ხალხმა გაუბერა, ან მე
* მაშინ Y ვიყავი, ვაღიარებ. მეტი რაღა ვთქვა?
* გადაფურთხებულს არასოდეს ვლოკავ რახან ვთქვი არა, ე.ი. არა და წერტილი!
* სააკაშვილის წინააღმდეგ, არჩევნებში ჩემი ცოლის საყვარელსაც მივცემდი ხმას.
* თბილისში ყველაზე დიდი მოსიარულე ფეისპალმი ხარ (ეს მე მითხრა)
© ტანკე
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16923
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

გამოგზავნილია: 2 May 2008, 20:06  #9444360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
მადეირა
ნუთუ შენც მოგეწონაbiggrin.gif
გილოცავ ამ განყოფილების გახსნას... 2kiss.gif
ეს ერთი მოლოცვა მაპატიე...
UZUL
Կեցցե ROCK AND ROLL !


********
ჯგუფი: Members
წერილები: 55568
წევრი No.: 14062
რეგისტრ.: 30-October 05

გამოგზავნილია: 2 May 2008, 21:58  #9445727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ განყოფილებაში

დაასხითbiggrin.gif


--------------------
Не так я вас любил, как вы стонали..
stormers
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 443
წევრი No.: 32246
რეგისტრ.: 30-March 07

გამოგზავნილია: 3 May 2008, 11:56  #9451453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ზმებო ეს არის ჩვენების სტატისტიკა ტიმ ლეინის ხელში
http://www.open.ge/el/?base=&view=2&url=&#....htm'&go=Go!
ეს არის ცვენების სტატისტიკა 2007-08 ერთა თასის
http://www.open.ge/el/?base=&view=2&url=&#....htm'&go=Go!
ეს კიდევ ინტერვიუ ტომთან
http://www.open.ge/el/?base=&view=2&url=&#....htm'&go=Go!
რაც შემეძლო გავაკეთე smile.gif
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16176
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 3 May 2008, 16:48  #9454766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ქართულმა გაზეთებმა ელიტარულ რაგბზე წერა დაივიწყეს(ერთის გარდა smile.gif )
ტელეევიზიებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ sad.gif
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24085
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 5 May 2008, 14:35  #9479517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxelo-1987
saqartvelos gaumarjos


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3302
წევრი No.: 57188
რეგისტრ.: 31-March 08

გამოგზავნილია: 5 May 2008, 14:47  #9479702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არე ჟურნალი გამოდიოდა რაგბი.
რატომ აღარ გამოდის?ან არ იგეგმება რამე სპეციალურად რაგბის ჟურნალის გამოსვლა?
nikode
¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯¯


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1334
წევრი No.: 1852
რეგისტრ.: 25-February 03

გამოგზავნილია: 5 May 2008, 17:14  #9481863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim

რუსების ჟურნალია http://www.prorugby.ru/archive08.html


--------------------
no pain, no gain
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24085
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 5 May 2008, 17:23  #9481995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maradiora
უქომაგეთ ქართულ რაგბის


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7978
წევრი No.: 58318
რეგისტრ.: 13-April 08

გამოგზავნილია: 5 May 2008, 20:43  #9484693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
QUOTE
რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB), რაგბის გლობალური განვითარებისთვის და მიზნობრივი პროექტების განხორციელებისთვის, 2009-2012 წლებში 48 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.
როგორც IRB-ს ოფიციალური საიტი იუწყება, მომდევნო 4-წლიანი ციკლისთვის, მთლიანობაში, 153 მილიონი ევროა გომოყოფილი და ის პირველ, მე-2 და მე-3 დონის 22 ქვეყნის რაგბის მმართველ ორგანიზაციაზე განაწილდება (მათ შორის საქართველოზეც).
IRB-ს ხელმძღვანელ ბერნარდ ლაპასეტის განცხადებით, რაგბის საბჭოს დახმარების ასეთი უპრეცედენტო ზრდა, ძირითადად, 2007 წლის მსოფლიოს თასის შემოსავლების ზრდამ და IღB-ს წარმატებულმა კომერციულმა საქმიანობამ განაპირობა.
“გასული 4-წლიანი ციკლის ფინანსური საქმიანობის ბოლო წელმა შთამბეჭდავი შემოსავალი მოგვიტანა. მთლიანობაში, სუფთა მოგებამ 130,3 მილიონი ევრო შეადგინა, შემოსავლის ლომის წილი - 122,4 მილიონი ევრო კი, 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასზე მოდის. შემოსავლების მხრივ, საფრანგეთის მსოფლიოს თასმა ყველა წინამორბედ ტურნირს აჯობა.
თავის მხრივ, მსოფლიოს თასის შემოსავლების ზრდამ, იმის საშუალება მოგვცა, რომ რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული თანხები გავზარდოთ და მომდევნო 4 წელიწადში უფრო მეტი ფინანსები დავხარჯოთ. 2006-2008 წლებში, რაგბის გლობალური განვითარებისთვის 30 მილიონი ევრო დავხარჯეთ, ახლა კი, იმავე მიზნისთვის 48 მილიონ ევროს გამოვყოფთ.
მთლიანობაში, ყოველწლიური ტურნირების ორგანიზებისთვის და სხვა ხარჯებისთვის, 2009-2012 წლებში IRB 153 მილიონ ევროს დახარჯავს. ამ თანხაში იგულისხმება ის 38 მილიონი ევროც, რომელიც სარეზერვოდ იქნება გადანახული” - თქვა ლაპასეტმა.
დასახარჯი თანხის გადანაწილების პრიორიტეტები, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ძირითადი აქცენტი იმ 22 ქვეყნის რაგბის კავშირის დახმარებაზე იქნება, რომლებიც პირველ, მე-2 და მე-3 დონის ქვეყნებს წარმოადგენენ. ამასთან ერთად, IRB თავის მიერ დაარსებული, წარმატებული ტურნირების დაფინანსებას განაგრძობს. მათ შორისაა IRB-ს ერთა თასი, რომელზეც გასულ წელს რუმინეთში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უკვე ითამაშა.
ანალოგიური ტურნირი ბუქარესტში, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრები ითამაშებს.
ამ ტურნირის თბილისში 2010 წლისთვის ჩატარებას, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტით მყოფი IRB-ს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი ქართველ ჟურნალისტებს დაპირდა.

giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24085
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 5 May 2008, 23:30  #9487634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/08....htm'&go=Go!


"სარბიელი" # 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი


ტიმ ლეინი დარწმუნებულია: განსხვავებულით დაილოცება


საქართველოს ნაკრებმა აღდგომის წინა დღეს თბილისში ესპანეთს რომ მოუგო და 2001 წლის აქეთ ერთა თასის ჩემპიონი მეორედ შეიქნა, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა და ემოციებიც დაცხრა. ჩვენებმა შეძლეს და ლამის წაგებული მატჩი სათავისოდ შემოაბრუნეს. არადა, წესით, აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიმ ლეინს გუშინ რაგბის კავშირში შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით, მით უმეტეს, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კითხვები საკმაოდ დაგროვდა...

- ესპანეთთან შეხვედრის წინ თქვენს თანაშემწეს, ლევან ცაბაძეს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ ესპანეთს რუმინეთსა და რუსეთზე უკეთესი უკანახაზი ჰყავს და ერთა თასზე ყველაზე მზარდი გუნდია. ვიცით, რომ ეს მოთამაშეებსაც უთხარით, მაგრამ ჩანდა, რომ გუნდი თავიდან საბრძოლველად ვერ განეწყო. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი.


- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მორაგბეები მოდუნებულები ან იოლ გამარჯვებაში დარწმუნებული გავიდნენ მოედანზე. ამ მხრივ, პრობლემა მართლაც არ ყოფილა. ესპანეთს ჰყავს კარგი შუამარბები, რომლებიც შეტევას გონივრულად ავითარებენ და დაცვაში ძალიან აგრესიულად თამაშობენ. აგრეთვე ჰყავთ კარგი გამთამაშებელი და მათი დახმარებით, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან. სწორედ ამან და რამდენიმე ჩემი მორაგბის პოზიციურმა შეცდომამ გამოიწვია მატჩის დებიუტში ჩვიდმეტქულიანი ჩამორჩენა. თუ გახსოვთ, პირველივე წუთებიდან ჩვენ ვუტევდით და სალელოე მომენტიც გვქონდა, მაგრამ რევაზ გიგაურმა ისეთი პასი გააკეთა, რომ მეტოქეს კონტრშეტევის საშუალება მისცა. ამ დროს დაცვაში პოზიციურად შეცდა ოთარ ბარკალაია და ლელოც მივიღეთ. მეორე ლელოც ბარკალაიას შეცდომით გავუშვით, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ანგარიშს გავათანაბრებდით და მოვიგებდით კიდეც.

- ასეთი დარწმუნებული რატომ იყავით.

- თუ არ ჩავთვლით პირველ ათ წუთს, მატჩის ბოლომდე ვითარებას ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქე თავის ნახევარზე გვყავდა მომწყვდეული. მეორე ტაიმში ესპანელები ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და ჯარიმა გაგვიტანეს. ამის მერე მათ ერთპროცენტიანი შანსით არ ჰქონიათ. მესმის, რომ გულშემატკივარმა ძალიან ინერვიულა, მაგრამ მწვრთნელის თვალით აშკარად ჩანდა, რომ მეტოქე ვერ გაგვიძლებდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც გამოიცადა საქართველოს ნაკრების ხასიათი. ბიჭებმა ეს გამოცდა ჩააბარეს.

- ესპანეთთან მატჩის წინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ირაკლი ჩხიკვაძემ, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში სანდრო თოდუამ დაიკავა, სათადარიგოებში კი კუნთმტკივანი გიორგი შკინინი დაჯდა, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეთამაშა. ამან აგირიათ უკანახაზი.

- დიახ, რა თქმა უნდა. ირაკლი ჩხიკვაძე საკმაოდ დიდი ძალაა და დანარჩენებთან შეთამაშებულია. შკინინი კი გვიან ჩავრთეთ თამაშში, რადგან დიდ დროით დატვირთვას ვერ გაუძლებდა.

- ამიტომ ხომ არ ჯობია, შეკრებაზე 23-24 მორაგბე იყოლიოთ, რომ ასეთი პრობლემა აღარ შეიქმნას. ჩეხეთთან სულაც 21 მორაგბით ჩახვედით...

- სადაც კი აქამდე მიმუშავია, თან ყველგან ოცდაოთხი მორაგბე დამყავდა. ეს სავსებით ნორმალურია. რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ასეთ პრობლემას ორჯერ თუ სამჯერ გადავაწყდი. მერწმუნეთ, ეს ჩვენი ბრალი არაა. ჩეხეთთან მატჩისთვის გამოვიძახეთ 22 მორაგბე. იქ ჩასულებმა კი შევიტყვეთ, რომ ფრანგული კლუბები რამდენიმე მორაგბეს არ ათავისუფლებდნენ და ცაიტნოტში აღმოვჩნდით. სხვა მორაგბის გამოძახება და მისი ჩეხეთში ჩამოსვლა აღარ ესწრებოდა. ესპანთთან მატჩის წინ ჩხიკვაძემ მოთელვაზე მიიღო ტრავმა და, ცხადია, დანაკლისს აღარაფერი ეშველებოდა. მსგავსი სიტუაციისგან დაზღვეული არავინაა.

- წლევანდელი ერთა თასი არ დაემთხვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს კალენდარს, ფრანგული კლუბებიც გაჯიუტდნენ და მოთამაშეებს არ უშვებდნენ. მსგავსი პრობლემა რომ აღარ შეიქმნას, არ აპირებთ საგაისო კალენდრის შედგენაში ჩარევას. მით უმეტეს, მომავალი, 2009-2010 წლების ერთა თასის გამარჯვებული პირდაპირ გადის მსოფლიოს თასზე.

- ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ერთა თასელებთან, რომ მომავალი ტურნირისთვის ყველასთვის მისაღები კალენდარი შევადგინოთ. რაც მთავარია, ეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს განრიგს დავამთხვიოთ. რაც შეეხება ფრანგულ კლუბებს, მათ უკვე აღარ ექნებათ უფლება, მორაგბე დააკავონ. მიმუშავია ფრანგულ კლუბებში და მესმის მათი და ლეგიონერების. ჩვენ ვიცით, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს. ზაფხულში, საბერძნეთში ევროპის რაგბის ასოციაციის კონგრესი გაიმართება. იქ კავშირის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე მიემგზავრება და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ კალენდარზე შეთანხმდებიან.

- იქამდე კი ივნისში, ბუქარესტში მსოფლიოს ერთა თასი ჩატარდება. ამ ტურნირისთვის ძირითად შემადგენლობას შეკრებთ და შესაძლო კანდიდატებს გამოცდით.

- მსოფლიოს ერთა თასზე რამდენიმე გამოცდილი მორაგბეს და ლეგიონერს წავიყვან. გუნდს კი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით შევავსებ. ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატი იწყება, მე თბილისში ვრჩები და ჩემპიონატის ყველა ტურს დავესწრები. ვინც თავს გამოიჩენს და სანაკრებოდ მომწიფდება, შანს ყველას მივცემთ, შრომას არავის დავუკარგავთ.

ამ დროს საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ჩაერთო. გია ნიჟარაძემ ტიმ ლეინს მოსაწვევი მისცა, შაბათისთვის ბორჯღალოსანთა ავსტრალიელი მწვრთნელი სიღნაღში, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს...

- ღვინო გიყვართ.


- დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ კარგ ღვინოს ყოველთვის გეახლებით.

- ქართული ღვინო მოგეწონათ.

- ძალიან. განსაკუთრებით ის ღვინო მომეწონა, თქვენ რომ მწვანეს ეძახით... მანავის მწვანე. "საფერავიც" ძალიან მაგარია. ახლახანს კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გია გორგასლიძემ დამპატიჟა ღვინოზე. ისიც მომეწონა, სახელს ვერ ვიხსენებ... ერთი წუთით დამელოდეთ.

ტიმ ლეინი გვერდით ოთახში გავიდა, წუთში მობრუნდა და...

- გიას ვკითხე, "უსახელოური" ყოფილა, სადილზე ერთი ჭიქის დაყოლებას არაფერი სჯობს.

- იმედია, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე რომ გაიყვანთ, ცოტა დიდი სასმისითაც დაილოცებით.

- ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ არც ჩამოვიდოდი.

- თქვით, რომ მსოფლიოს ერთა თასზე რამდენიმე გამოცდილ ლეგიონერს წაიყვანთ. მათში იმათაც გულისხმობთ, ვინც წლეულს ნაკრებში ვერ ითამაშა.

- დიახ... ძალიან ბევრი მსმენია ირაკლი მაჩხანელზე. ვიცი, რომ უნივერსალი უკანახაზელია და მისი საქმეში ნახვა რაც შეიძლება მალე მსურს. არ ვიცოდი მალხაზ ურუჯუკაშვილის შესაძლებლობები, ესპანეთთან მატჩისას მას იშვიათად მისდიოდა ბურთი და ამიტომ ვერც ახლა გავიგე ბოლომდე, რა შეუძლია ამ ბიჭს. თუმც ვარჯიშებზე კონცენტრირებული იყო და გამოცდილება და ოსტატობა ეტყობა. შემოდგომაზე ტესტები გვაქვს დაგეგმილი და ურჯუკაშვილის აუცილებლად გამოვიძახებ.

- სხვათა შორის, მალხაზ ურჯუკაშვილი ბოლო მცველის პოზიციაზეც თამაშობს. ესპანეთთან მატჩში კი ოთარ ბარკალაიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ხომ არ აპირებთ ამ პოზიციაზე ურჯუკაშვილის ნახვას.

- მიუხედავად შეცდომებისა, ოთარ ბარკალაია მაინც პირველია ფულბეკის პოზიციაზე. მანამდე ბარკალაიამ ოთხი მატჩი უმაღლეს დონეზე ითამაშა. გაიხსენეთ მისი უზადო თამაში რუმინეთთან და რუსეთთან. მე არ განვეკუთვნები იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც შეცდომებს არ პატიობენ. ასე რომ მოვიქცე, მოედანზე ექვსი მოთამაშე დამრჩება. მე არ მყავს მორაგბე დაძაბულობაში, ამ წნეხისგან ვათავისუფლებ და შანს ვაძლევ თავის შეცდომაზე ისწავლოს და მომდევნო მატჩში გამოასწოროს.
murzakani
Ka Mate! Ka Mate!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22321
წევრი No.: 24446
რეგისტრ.: 16-October 06

გამოგზავნილია: 8 May 2008, 03:37  #9519697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77
QUOTE
ნიკა რამიშვილი: “რაგბზე არჩევანი იმის გამო შევაჩერეთ, რომ ერთადერთი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელიც ხალხს სიხარულს ანიჭებს”

მეცა ვარ ნახსენები?!...
sad.gif


--------------------
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
stormers
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 443
წევრი No.: 32246
რეგისტრ.: 30-March 07

გამოგზავნილია: 9 May 2008, 17:21  #9540069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მეცა ვარ ნახსენები?!...

შენც ხარ ნახსენები lol.gif lol.gif lol.gif მენისკი რა გისვება ზაფხულსიც დაგვემალები???? 2kiss.gif
stormers
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 443
წევრი No.: 32246
რეგისტრ.: 30-March 07

გამოგზავნილია: 15 May 2008, 09:49  #9613241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც რაფავასთან ინტერვიუ
http://www.open.ge/el/?base=&view=2&url=&#....htm'&go=Go!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: emre
Topic Options Pages: (28) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0266 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]