forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (34) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რაგბის წესები, ყველაფერი რაგბის წესებზე, განხილვა, სიახლეები
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 6 May 2008, 11:03  #9491661      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ანუ მოიტყუა თუ არა?

მე მგონია რომ არ მოუტყუებია, უბრალოდ წესები გამოიყენა თავის სასარგებლოდ. რადგან "მათი ყოლის დადგენა ევალება გუნდს და არა მსაჯს"


კი მოატყუა მსაჯი. თან ბოლოს 14 კი არა 13 დავრჩით, მეკოც ხომ გაიყვანეს მოედნიდან და მგონი არავინ შემოსულა შეცვლაზე

ბურთი ცრუ შერკინების დროს რუსებს დარჩათ რადგანაც რუსების შერკინება იყო დანიშნული მაგ დროს,.... ისედაც არა მგონია ნაღდი შერკინება რომ ყოფილიყო რამე ექნათ რუსებს, მაგრამ მაინც თავის დაზღვევა გამოვიდა, ახლოს იყვნენ ჩვენს ლელოსთან....

აი შარშან რუსებმა ნაღდად იეშმაკეს და გამოიყენეს ეგ წესი, იმიტომ რომ მეორე ნახევარში აშკარად დაჩაგრეს ჩვენებმა შერკინებაში, ვერ აჩერებდნენ ჩვენებს
maradiora
უქომაგეთ ქართულ რაგბის


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7978
წევრი No.: 58318
რეგისტრ.: 13-April 08

გამოგზავნილია: 6 May 2008, 19:15  #9498857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
QUOTE
73 წუთზე ფრანგმა მსაჯმა მასიელომ გაასინბინა შველიძე (ანუ თამაშის ბოლომდე).

რა მაინტერესებს,თუ მსაჯმა დიდი დრო დაამატა თამაშს,მსგავს სიტუაციაში, დამატებულ დროში ხო შეუძლია გაძევებულ მორაგბეს დაბრუნება(10 წუთის გასვლის სემდეგ)?
თუ საერთოდ ვეღარ ბრუნდება?
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 7 May 2008, 16:03  #9510399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა მაინტერესებს,თუ მსაჯმა დიდი დრო დაამატა თამაშს,მსგავს სიტუაციაში, დამატებულ დროში ხო შეუძლია გაძევებულ მორაგბეს დაბრუნება(10 წუთის გასვლის სემდეგ)? თუ საერთოდ ვეღარ ბრუნდება?

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გაძევებული მოთამაშე თამაშში ბრუნდება როცა 10 წუთინი სასჯელი დამთავრდება და თამაში გაჩერებულია, თუ დამატებულ დროში თამაში გაჩერდა, მსაჯმა თამაში უნდა დაამთავროს, ე.ი. ვერ შემოვა.

არ ვიცი ზუსტად, Lukas & Nikos Mama უნდა ვკითხოთ. მისი გადათარგმნილი და აკრეფილია პირველ გვერდზე დადებული წესების წიგნი. ეცოდინება 100%.

David_S-საც ეცოდინება yes.gif

This post has been edited by giorgi77 on 7 May 2008, 16:05
David_S
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11047
წევრი No.: 11835
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 7 May 2008, 16:37  #9510896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maradiora
giorgi77

1. მეკოს მაგივრად შემოვიდა სიკო მაისურაძე (#16) სათადარიგო კვაჭი და დადგა მესამე ხაზში >>> თუ გახსოვთ, კადრში კარგად ჩანდა როცა მეკოს დასახმარებლად ჩვენი ექიმები შემოვიდნენ, გულივერა გაიქცა კიდის ხაზთან და ვიქტორას უთხრა სიკო შემოუშვითო >>> სწორედ სიკო იყო ვინც რუსთა მესამეხაზელი პანასენკო რომ აიტაცა (მერე სხვებიც მიეშველენ) და უკან გადააგდო

მაგ დროს პირველ ხაზში მოედანზე გვყავდა ქუბრიაშვილი და დადუნაშვილი ანუ სიკოს თეორიულად შეეძლო ჰუკერზე დადგომა და შერკინებაშიც იქნებოდა მიწოლა, მაგრამ გარკვეული მოსაზრებებით (ალბათ სიკო ფლანკერად უნდოდათ დაეყენებინათ, ახალი შემოსული იყო და როგორც უცხოელი კომენტატორები იტყვიან "fresh legs" ჰქონდა >>> ღია თამაშში ფლანკერის პოზიციიდან უფრო სწრაფად ჩაერთვებოდა, ვიდრე ჰუკერზე რომ დამდგარიყო >>> სანამ შერკინებიდან ბურთი გავიდოდა და ორთავე პირველი ხაზი წამოდგებოდა ახლად შემოყვანილი და დასვენებული სიკო ფაქტიურად "ვერ მოიცლიდა" თამაშში ჩასართავად) აბუმ მსაჯები მოაღორა და ცრუ შერკინება დაანიშნინა >>> ჰუკერის ადგილას დადგა უჩავა, მეორე ხაზში ჩადგა სუთიაშვილი >>> შედეგად ბურთის გასვლის შემდეგ სიკო მაშინვე ჩაერთო თამაშში და ბურთიანი პანასენკო ჰაერში აიტაცა და უკან გადააგდო ანუ აბუს ხრიკმა იმუშავა და დასვენებული სიკოს ფაქტორი სრულად იქნა გამოყენებული

2. თუ მოთამაშე 10 წუთით არის გაგდებული და მსაჯის მიერ წამატებული დროში გაუვიდა სინბინის დრო (სათამაშო დროის 10 წუთი უნდა გავიდეს და არა ასტრონომიული 10 წუთი), მას შეუძლია უკან დაბრუნება >>> დამცველმა გუნდა შეიძლება განგებ დაარღვიოს წესი და გააჩეროს თამაში, მაგრამ მსაჯი მაგ დროს არ ამთავრებს მატჩს, სანამ მოიერიშე არ იხეირებს ან დამცველი არ დაიცავს თავს წესების სრული დაცვით


--------------------
სჯობს ენას კბილი დააჭირო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და მსმენელს ეჭვები განუქარვო

მთელ საზოგადოებას და ერს გვიჭირს გონებაში. ეს არის ჩვენი ტრაგედია © gigiberi
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 7 May 2008, 16:44  #9510992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David_S მადლობა დავით. ეხლა ყველაფერი გასაგებია.
David_S
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11047
წევრი No.: 11835
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 7 May 2008, 16:51  #9511124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77
გაიხარე

ისე ბ–ნი ზაალის კომპეტენტურ აზრს თუ მოვისმენთ უკეთესი იქნება
kaha07
TeKaha


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 656
წევრი No.: 39932
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:00  #9511273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს ახალი წესიც მნიშვნელოვანია

Offside
Players are only put onside after a tackle when they retreat past the tackle or the ball has moved five metres away from the tackle

შებოჭვის შემდეგ მოთამაშეები თამაშში არიან მხოლოდ მას შემდეგ რაც ან უკან დაიხევენ ბოჭვის არედან ან ბურთი გაცდება ბოჭვის ადგილს 5 მეტრით


QUOTE
შემტევებმა გადაუკიდეს ზურგსუკან ბურთი დაცვას, ბურთისკენ გაიქცნენ 2 შემტევი და 2 დამცველი, შემტევმა აიღო ბურთი მაგრამ ლელოს ხაზთან შებოჭა ერთმა მდევარმა, თუმცა მან ბურთის გადაწოდება მოასწრო უკვე იქვე მყოფი გუნდელისათვის რომელიც ასევე შებოჭა მეორე დამცველმა, რომელიც იმყოფებოდა შემტევის უკან. მსაჯმა გააჩერა თამაში და შემტევებს მისცა საჯარიმო ლელო რადგან ის მეორე დამცველი თამაშგარე იყო ახალი წესითო რადგან ბოჭვის არის უკან არ იდგა თან პასიც 5 მეტრზე გრძელი არ იყო.



შეგიძლიათ მითხრათ ეს წესი სწორად გავიაზრე smile.gif ?
და რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ეს ამბავი თამაშისას? ნუ ერთი სიტუაცია ზემოთ მოვიყვანე და სხვა რა სიტუაციაშიი შეიძლება იყოს ამ წესის დარღვევა თამაშისას გადამწყვეტი მე ვერ მოვიფიქრე sad.gif


--------------------
He Ponanga Kaha

Aotearoa–ში მინდოდა - მაგრამ ვერ წავედი :(
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:12  #9511503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შეგიძლიათ მითხრათ ეს წესი სწორად გავიაზრე? და რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ეს ამბავი თამაშისას? ნუ ერთი სიტუაცია ზემოთ მოვიყვანე და სხვა რა სიტუაციაშიი შეიძლება იყოს ამ წესის დარღვევა თამაშისას გადამწყვეტი მე ვერ მოვიფიქრე


ეგ წესი იმ ცამეტ ცვლილებაში არ შედის რომლებიც 1 აგვისტოდან ჩვენც შეგვეხება და არც იმ ცვლილებებში რომლებითაც უკვე ზე-14 თამაშობს... მე მაგ. ვერ გავიგე რა უნდათ მაგ წესით.

აი მაგ წესზე რა წერია - ELVs to be referred back to LPG for further analysis and possible experimentation, ანუ ჩავარდა ეგ ცვლილება და შემდგომი ანალიზისთვის და დასახვეწად გადაეცა "წესების საპროექტო ჯგუფს - ლპჯი"
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:16  #9511577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენ ეს წესები შეგვეხება 1 აგვისტოდან (ერთი წლით)ისევე როგორც მთელ მსოფლიოს - 13 ცვლილება 23 -დან (სულ 23ია)



მიმაგრებული სურათი
snap1vw9.gif
David_S
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11047
წევრი No.: 11835
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:16  #9511594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaha07
თუ პირველმა მოიერიშემ ბურთის გადაწოდება (ოფლოუდი) მოასწრო მანამდე სანამ მას წააქცევედნენ (ამ დროს ჯერ იგი შებოჭილად არ ითვლება), მეორე დამცველი ვერ ჩაითვლება ოფსაიდში, ვინაიდან ღია თამაშში ბრუნდებოდა უკან და შებოჭა მეორე მოიერიშე

თუ პირველი ბოჭვა დაფიქსირდა (ანუ წაქცეულმა პირველმა მოიერიშემ მიწიდან გაახერხა პასი), ხოლო მეორე დამცველმა არ დაიხია პირველი მბოჭავის უკან და ბურთმა 5 მეტრი არ გაიარა, მაშინ ნამდვილად ოფსაიდთან გვაქვს საქმე იმ ახალი წესის გააზრებით, რაც რომ შენ დადე


თუ რამეში ვცდები, ავტორიტეტულმა ხალხმა შემისწოროს
kaha07
TeKaha


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 656
წევრი No.: 39932
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:27  #9511792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ELVs to be referred back to LPG for further analysis and possible experimentation ეს ვერ შევამჩნიე

ეგ მარტო ჩვენთვის გადადეს მაგ წესის შემოღება და ზე 14-ში მოქმედებს თუ რა ხდება:

"The Southern Hemisphere will continue to play under the various ELV programme environments that exist in that part of the world at present. It would be unfair to change the playing environment under which countries in the south are currently playing in competitions such as the Super 14."


* * *
David_S

ეხლა ზუსტად არ მახსოვს რა სიტუაცია იყო, მარა ის კი მახსოვს კომენტატორებმა თქვეს წინა წესებით ეს კარგი დაცვის ნიმუში იქნებოდა ეხლა კიდე საჯარიმო ლელოთი დამთავრდაო.

თუ ვნახე ეგ მომენტი უფრო დაწვრილებით დავწერ (მე მგონი ბრამბისი ჩიფსის თამაში იყო და სახლში მაქვს ეგ და ვნახავ ერთი)
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24066
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:32  #9511894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ პირველმა მოიერიშემ ბურთის გადაწოდება (ოფლოუდი) მოასწრო მანამდე სანამ მას წააქცევედნენ (ამ დროს ჯერ იგი შებოჭილად არ ითვლება), მეორე დამცველი ვერ ჩაითვლება ოფსაიდში, ვინაიდან ღია თამაშში ბრუნდებოდა უკან და შებოჭა მეორე მოიერიშე

თუ პირველი ბოჭვა დაფიქსირდა (ანუ წაქცეულმა პირველმა მოიერიშემ მიწიდან გაახერხა პასი), ხოლო მეორე დამცველმა არ დაიხია პირველი მბოჭავის უკან და ბურთმა 5 მეტრი არ გაიარა, მაშინ ნამდვილად ოფსაიდთან გვაქვს საქმე იმ ახალი წესის გააზრებით, რაც რომ შენ დადე


დავით მსაჯებს რამდენი შეცდომა მოსდით ზე14-ის თამაშებზე ახალი წესების გადამკიდე....? აი ეს წესიღა აკლდა ისედაც ჩახლართულ რაგბის წესებს... კი გასაგებია ეს წესი, მაგრამ ამ აბლაბუდა წესებს მსაჯები თავს ვერ გაართმევენ. ჩვენ რომ ვზივართ და ტელევიზიით უყურებთ მშვიდად წყნარად მაშინაც კი არ ჩანს ყველაფერი კარგად და მსაჯმა მოედანზე ამდენი წესი ერთდროულად როგორ უნდა გაიაზროს და დაინახოს....
kaha07
TeKaha


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 656
წევრი No.: 39932
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:35  #9511937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77

ხოდა მერე ნახე თუ ყველა ოფსაიდის დანიშვნა არდანიშვნაზე ვიდეორეფერის თუ თხოვა დახმარება biggrin.gif biggrin.gif

T@chka
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:46  #9512133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
ახალი წესები როდის შედის ძალაში

რაღაცა განხილვები იყო
მოლის ჩაქცევაზე და 22-დან მხოლოდ drop kickით მოგერიებულის მოწოდებაზე იქიდან სადაც გადავიდოდა


--------------------
"უფრო მეტი სანტიმეტრი მთელი ცხოვრების მანძილზე Andro-Penis®-ის დახმარებით "

Man Citys new song - Oh Allah, Wont You Buy Me A Referee

At John Lennon Airport there is a sign that says "above us only sky".
Someone has written on it "and below us only West Ham."
David_S
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11047
წევრი No.: 11835
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 7 May 2008, 17:48  #9512169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi77
ერთ–ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ ვითარდება რაგბი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, არის ის, რომ ძალიან რთული აღსაქმელია მაყურებლისათვის

ძალიან რთული წესებია და ხშირად მსაჯები ერთი და იგივეს სხვადასხვანაირად სჯიან
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (34) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5247 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]