forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (68) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> NEW ZEALAND "ALL BLACKS" part 2, მსოფლიო თასის მოქმედი გამარჯვებული
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16176
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 21:35  #28028109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ახალი ზელანდია(New Zealand) - ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი,უუნიკალურესი და ეგზოტიკური ქვეყანა ჩვენს ტანჯულ დედამიწაზე - ამქვეყნიური სამოთხე,"გრძელი თეთრი ღრუბლის" ქვეყანა - სადაც ყველაზე კეთილი დევები ცხოვრობენ!
(ახალ ზელანდიაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება,მაგრამ ვეცდები თემიდან არ გადავუხვიო)

user posted image

მსოფლიოს თასის ფინალური აკორდი

All Blacks: "შავები" - ასე ჰქვია ახალ ზელანდიელ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. ეს სახელი მომდინარეობს მათი კვართის ფერიდან,რომელიც ისტორიულად შეუცვლელი ატრიბუტი გახდა!
(თუმცა წინა მსოფლიო თასზე შოტლანდიასთან და საფრანგეთთან კომბინირებული შავ-ნაცრისფერი კვართებით მოუწიათ თამაშმა,რადგან მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მაისურის ფერის არჩევანი მათ ეკუთვნოდათ)

მთავრობა: ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი (New Zealand Rugby Football Union)

ემბლემა: ვერცხლისფერი რტო (the Silver fern)

მწვრთნელი: გრემ ჰენრი ( Graham Henry)
დაბ. 1946 წლის 8 მაისს ქრაისჩერჩში.
სამწვრთნელო კარიერა:
1973–1981 - Auckland Grammar School
1982–1991 - Kelston Boys' High School
1992–1997 - Auckland
1996–1998 - Blues
1998–2002 - Wales
2001 - British and Irish Lions
2003-დან დღემდე - All Blacks

1993-96 წლებში ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა პროვინციების ჩემპიონატში,ხოლო 1996 და 1997 წლებში ორჯერ გაიმარჯვა ზე-12 ტურნირზე ოკლენდელი ლურჯების მთავარი მწვრთნელის რანგში.

მასვე მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი უელსელთა მიერ ირლანდიელების ისტორიულ რბევაში - 2002 წელს უელსელებმა 6 ერზე 54:10 დაამარცხეს მეტოქე!

2003 წელს ოლ ბლექსის საჭესთან შეცვალა გრემ მიჩელი...

როგორც იქნა მოიგო მსოფლიოს თასი!

user posted image

კაპიტანი: რიჩი მაქკოუ (Richie McCaw) - ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან მაგარი მორაგბე,თუმცა მისი მოწინააღმდეგეები ვერ იტანენ,მაგრამ რას ვიზამთ - ეს ხომ გამარჯვებულების ხვედრია smile.gif

დაიბადა 1980 წლის 31 დეკემბერს კუნძულ ოამარუზე. პროფესია - მღლეტელი
2001 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე
2002-04 წლის პროვინციების ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე
2003-06 Kelvin Tremain Memorial Trophy საუკეთესო
2006-09-10 IRB-ის ვერსიიც პლანეტის საუკეთესო მორაგბე
ოლ ბლექსში 2001 წლიდან - 103 თამაშში 95 ქულა (19 ლელო)

user posted image

ლეგენდარული კაპიტანი: შონ ფითსპატრიკი (Sean Fitzpatrick) - 92 ტესტი!
დაბ. 1963 წლის 4 ივნისს ოკლენდში

საუკეთესო მექულე: უკვე ლეგენდარული 10-იანი დანიელ კარტერი (Daniel William Carter ) - 1250 ქულა "შავების" მაისურით
დაბ. 1982 წლის 5 მარტს საუთბრიჯში,ქენთერბერი
2003 წლიდან ნაკრებშია - 85 მატჩი

user posted image

საუკეთესო მელელოვე: დაგ ჰაულეტი (Doug Howlett) - 49 ლელო
დაბ. 1978 წლის 21 სექტემბერს ოკლენდში
ნაკრებში 2000 წლიდან - 62 მატჩი(245 ქულა)

..................................................................................

პირველი ტესტი ისტორიაში: ავსტრალია - ახალი ზელანდია 3:22
(1903 წლის 15 აგვისტო)

უდიდესი ანგარიშით გამარჯვება: ახალი ზელანდია - იაპონია 145:17
(1995 წლის 4 ივნისი)

1999 წლის 28 აგვისტოს მწარედ დავმარცხდით ავსტრალიაში
22:7 და გადავულოცეთ ბლედისლოუს თასი(რომელიც ამჯერადაც აქვთ)

* * *
All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბში და ყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის ”ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” და ”მსოფლიო XV”. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს ”სამი ერის თასის” ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. საერთაშორისო რაგბის მმართველობის გადაწყვეტილებით, All Blacks-მა დაკარგა ლიდერობა საუკეთესო გუნდების სიაში და გადაინაცვლა მეორე ადგილზე, მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად [1].

გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, ”კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსი”ს წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანთია, შოტლანდია და უელსი.

ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც ”All Black” (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის ”ჰაკა”, რომელსაც ასრულებს გუნდი ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ.

რაგბის გავრცელება ახალ ზელანდიაში
ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები 1884 წელს


ახალ ზელანდიას პირველად რაგბი გააცნო ჩარლზ მონრომ, 1860 იანი წლების დასასრულს. თვითონ მონრომ კი ეს სპორტი აღმოაჩინა ინგლისში, როდესაც სწავლობდა კრისტის კოლეჯში. ამ სპორტმა ახალ ზელანდიაში ადგილის დამკვიდრება დაიწყო 1870 წლის მაისში. ახალი ზელანდიის პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1882 წელს, როდესაც სამხრეთის რაგბის კავშირი (შემდგომ ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი) იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგზაურები ეთამაშნენ ორ ორჯერ ოკლენდის პროვინციის გუნდს და ველინგტონს, ხოლო თითო თითოჯერ კანტერბურის, ოტაგო და დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილოეთ ირლანდიას. გუნდმა მოიგო 4 და წააგო 3 თამაში. 2 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის გუნდი ახალ სამხრეთ უელსში მოგზაურობდა. ახალმა ზელანდიამ ითამაშა და მოიგო 8 თამაში.


საერთაშორისო შეჯიბრების დაწყება

პირველად, ახალმა ზელანდიამ ტურნე გამართა ახალ სამხრეთ უელსში, 1894 წელს. ამ წლებში მათ ითამაშეს პირველი საერთაშორისო თამაში ახალ სამხრეთ უელსთან და წააგეს 8-ით 6 [2]. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ, გუნდის პირველ საერთაშორისო თამაშად ითვლება ავსტრალიასთან დაპირისპირება, 1903 წლის 15 აგვისტოს. თამაში დასრულდა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 22-ით 3[3].

აღსანიშნავია ახალი ზელანდიის პირველი ტური ბრიტანეთში, 1905 წელს. გუნდის სახელის, ”all black”-ის დარქმევის იდეა ამ ტურის პერიოდიდან მოდის[4].

რეპუტაციის ჩამოყალიბება
All Blacks 1905 წელს


ახალი ზელანდიის კონკურენცია სამხრეთ აფრიკასთან დაიწყო 1921 წელს, როდესაც სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგვიანებით All Blacks-იც ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში 1928 წელს.

1924 წელს, ახალი ზელანდიის ტურისტებმა დიდ ბრიტანეთში, გუნდი საბოლოოდ შერაცხეს ”დაუმარცხებლებად”, რადგან ისინი იგებდნენ ყველა თამაშს. ახალმა ზელანდიამ ტური გამართა ბრიტანეთში 1930 წელს, თუმცა ლომებმა მოიგეს პირველი თამაში. ამის შემდეგ, უკვე 1935-36 წლებში, ახალი ზელანდია ისევ ჩავიდა ბრიტანეთში და წააგო მხოლოდ 3 თამაში, 30 თამაშიდან[5].

1937 წელს, სამხრეთ აფრიკამ დაამარცხა All Blacks, როდესაც მათ ქონდათ ტური ახალ ზელანდიაში. 1937 წლის სამხრეთ აფრიკის გუნდი დასახელებული იქნა საუკეთესო გუნდათ, იმათ შორის რომლებიც იმყოფებოდნენ ახალ ზელანდიაში[6][7]. 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, All Blacks ეთამაშა სპრინგბოკებს, სამხრეთ აფრიკაში. ტურში უნდა აღინიშნოს რეპუტაცია დაკარგული All Blacks-ის ჩანაწერი: ორი წაგებული თამაში ერთ დღეში. ამ დროისთვის ავსტალიას ტური ქონდა ახალ ზელანდიაში. 3 სექტემბრის ნაშუადღევს (ახალი ზელანდიის დროით), All Blacks, ჯონი სმიტის კაპიტნობით, დამარცხდა ავსტარლიასთან, ანგარიშით 11-ით 6[8]. ამის შემდეგ გუნდმა წააგო სამხრეთ აფრიკასთანაც, ანგარიშით 9-ით 3[9]. ამას მოყვა მათი კიდევ ერთი თამაშის წაგება, რითაც ავსტრალიამ ”ბლედისლიოს თასი” მოიგო.

1959 წელს, All Blacks-მა მოუგო ლომებს, და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი გაბატონება რაგბის სამყაროში. 1963-64 წელს, გუნდი ქონდა დიდ ბრიტანეთში ტური, ვილსონ ვინრის ლიდერობით. გუნდი მთლიანი ტურის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ნიუსპორტთან. სწორედ ამ ტურის განმავლობაში, გუნდმა დაამყარა რეკორდი ყველაზე გრძელ მოგებების სერიაში: 17 მოგებული თამაში 1965 წლიდან 1970 წლამდე [10].

ადრეული მსოფლიო თასები

1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა ფიჯი, იტალია, არგენტინა, უელსი, შოტლანდია და გავიდა ფინალში, სადაც მოუგო საფრანგეთს, ანგარიშით 29–9. ამ ჩემპიონატში ახალმა ზელანდიამ დათმო მხოლოდ 52 ქულა, ხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდს დაუდო 43 ლელო 6 თამაშში.

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა სამი მოგებით. მეოთხედფინალში კანადა დაამარცხა ანგარიშით 29-13 და ნახევარ ფინალში დაუპირისპირდა ავსტრალიას, რომელთანაც 16-6 წააგო. გუნდი მესამე ადგილისთვის შეეჯიბრა შოტლანდიას და დაამარცხა ანგარიშით 13-6.

1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, ახალმა ზელანდიამ კარგად იასპარეზა, მაგრამ თავის მოპოვება ვერ შეძლო. გუნდმა ფინალამდე მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ხოლო ფინალში დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან, ანგარიშით 15-12.

პროფესიონალური ერა

სამი ერის თასი
ინგლისი VS ახალი ზელანდია


პროფესიონალური ერა რაგბში დაიწყო 1995 წელს, როდესაც შეიქმნა ”Super 12”-ის შეჯიბრება და "სამი ერის თასი"[11]. პირველი სამი ერის თასი ჩატარდა 1996 წელს, ახალი ზელანდიის გამარჯვებით. გუნდმა მოიგო ოთხივე თამაში და გახდა თასის მფლობელი[12].

მომდევნო, 1997 წლის სამი ერის თასის გამარჯვებულიც ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც მოიგო თასი ოთხივე თამაშის მოგებით[13]. შემდეგ წელს, ახალმა ზელანდიამ გამარჯვება დაუთმო სამხრეთ აფრიკას. ამ წელს ახალმა ზელანდიამ ცუდათ ითამაშა და ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო[14]. მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ახალმა ზელანდიამ ოთხი თამაში წააგო ზედიზედ.

1999 წელს, ახალმა ზელანდიამ კვლავ მოიგო სამი ერის თასი. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავია თამაში, სადაც ახალმა ზელანდიამ 28-0 სძლია სამხრეთ აფრიკას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი მოიგო ავსტრალიამ. 2002 წელს თასს დაეუფლა კვლავ ახალი ზელანდია, რასაც მოყვა 2003 წლის დამაჯერებელი გამარჯვება. 2004 წელს ჩემპიონატზე გამარჯვება ერგო სამხრეთ აფრიკას. ამ ჩემპიონატზე სამივე გუნს ქონდა ორი მოგება და ორი წაგება. სამხრეთ აფრიკამ აჯობა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მხოლოდ აღებული ქულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ აჯობა და სამივე წლის თასიც მას ერგო.
ავსტრალია VS ახალი ზელანდია. 13 აგვისტო, 2005


მსოფლიო ჩემპიონატი

1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ სძლია ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, ანგარიშით 30-16. აღსანიშნავია ასევე იტალიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება - 101-3. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა შოტლანდია ანგარიშით 30-18 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში საფრანგეთს. დიდი ბრძოლის შემდეგ, ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 31-43.

2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა ოთხივე თამაშის მოგებით. მეოთხედფინალში იგი შეხვდა სამხრეთ აფრიკას და ძლია ანგარიშით 29-9 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში ავსტრალიას. ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 22-10.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ არც ისე კარგად იასპარეზა. ჯგუფიდან ოთხივე მოგებით გავიდა და მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, ანგარიშით 18-20.

2011 წელს უკვე ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო ტასზე დაამარცხა ყველა მეტოქე და მეორედ დაეუფრა უილიამ ვებ ელისის თასს!

ჰაკა
ახალი ზელანდიის ჰაკა საფრანგეთის წინააღმდეგ. 2006


ახალი ზელანდია ასრულებს ჰაკას (მაორის ცეკვა) ყოველი საერთაშორისო თამაშის დაწყების წინ. ეს ტრადიცია ახალმა ზელანდიამ დაიწყო 1884 წელს, ახალი სამხრეთ უელსის ტურის დროს. ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც იმყოფებოდა ტურნეზე ბრიტანეთში, 1889 წელს, გამოიყენა Ake Ake Kia Kaha, ხოლო 1903 წელს, როდესაც გუნდი იმყოფებოდა ავსტრალიაში - Tupoto koe, Kangaru! 1905 წლიდან, გუნდმა ტრადიციულად დაიწყო Ka Mate-ს გამოყენება და 1914 წლისთვის, ეს იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი[15]. 2005 წლის 28 აგვისტოს, სამი ერის თასის ერთერთი თამაშის, სამხრეთ აფრიკა ახალი ზელანდიის დაწყების წინ, ახალმა ზელანდიამ შეასრულა ახალი ჰაკა Kapa o Pango.


მსოფლიო ჩემპიონატი

ახალმა ზელანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 36 თამაში, რომელთაგანაც 30 მოიგო და 6 წააგო. ახალი ზელანდია არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1987 წლიდან 2003 წლამდე ყველა ნახევარფინალში ითამაშა, მაგრამ 2007 წელს, მეოთხედფინალში საფრანგეთმა სძლია. გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო მხოლოდ ერთხელ, 1987 წელს, დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წელს, გუნდი დამარცხდა ნახევარფინალში ავსტრალიასთან, შემდეგ კი შოტლანდიას მოუგო და დაიკავა მესამე ადგილი. 1995 წელს, გუნდმა მიაღწია ფინალამდე, თუმცა სამხრეთ აფრიკამ სძლია, ანგარიშით 15-13. 1999 წელს, ახალმა ზელანდიამ წააგო ნახევარფინალში საფრანგეთთან, და მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკას, სადაც 18-20 დამარცხდა. 2003 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა ნახევარფინალში ავსტალიასთან და მესამე ადგილის მოსაპოვებლად საფრანგეთს შეხვდა, სადაც 40-13 მოიგო. უკვე 2007 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა მეოთხედფინალში საფრანგეთთან, ანგარიშით 18-20.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამყარა რამოდენიმე რეკორდი: ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (145 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს), ყველაზე მეტი გატანილი ქულა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (1,711 ქულა), ყველაზე მეტი ლელო ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (232 ლელო), ყველაზე მეტი გატანილი გარდასახვა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (173). ასავე ახალი ზელანდიის მოთამაშეების დამყარებული რეკორდები: იოჰან ლომუ - ყველაზე მეტი ლელო (15 ლელო ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში), სინ ფიტზპატრიკი - ყველაზე მეტი თამაში (17 თამაში 1987 დან 1995 წლამდე), მარკ ელისი - ყველაზე მეტი ლელო ერთ თამაშში (6 ლელო იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს), გრენტ ფოქსი - ყველაზე მეტი ქულა ერთ ჩემპიონატში (126 ქულა 1987 წელს) და სიმონ კულჰანი - ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (45 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს).
* * *
ესეც ჰაკას ტექსტი - "კა მატე"

user posted image

Ringa pakia
(Slap the hands against the thighs)
Uma tiraha
(Puff out the chest)
Turi whatia
(Bend the knees)
Hope whai ake
(Let the hip follow)
Waewae takahia kia kino
(Stamp the feet as hard as you can)
Ka mate! Ka mate!
(It is death!, It is death!)
Ka ora! Ka ora!
(It is life!, It is life!)
Ka mate! Ka mate!
(It is death! It is death!)
Ka ora! Ka ora!
(It is life! It is life!)
Tenei Te Tangata Puhuru huru
(This is the hairy man)
Nana nei tiki mai
(Who fetched the sun)
Whakawhiti te ra
(And caused to shine again)
A upa ne ka up ane
(One upward step, another upward step)
Upane, Kaupane
(An upward step)
Whiti te ra
(The sun shines!)

user posted image


ჰაკა. ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობის, მაორის ტრადიციული რიტუალური ცეკვა. უშუალოდ უკავშირდება ფიზიკური სიჯანსაღის კულტს. სრულდება მნიშვნელოვანი მოვლენების, ბრძოლის, ნადირობის, რელიგიური და საგვარეულო დღესასწაულების წინ. ჰაკა ჯგუფური ცეკვაა და მას შეიძლება ერთდროულად ასრულებდეს რამდენიმე ასეული, ზოგჯერ კი რამდენიმე ათასი ადამიანი (როგორც კაცები, ისე ქალები). მაორის ენაზე `ჰაკა~ ზოგადად ცეკვას ნიშნავს, მაგრამ ეს ტერმინი დღეს იხმარება რიტმულ საცეკვაო მოძრაობათა კომპლექსის აღსანიშნავად, რომელსაც ახლავს დოლის ხმა ანდა ხმამაღალი რეჩიტატივი თუ დეკლამაცია. მისი მეშვეობით მოცეკვავენითავიანთ განწყობას გამოხატავენ. ეს მტრის გამოწვევაც არის, მისდამი სიძულვილის გამოხატვაც, მისი დაშინებაც, ეგზალტაციაც და ა.შ.
არსებობს ჰაკას ხუთი სახესხვაობა. ყოველი მათგანი შეიცავს მარტივ, მაგრამ მეტად მეტყველ მოძრაობებს, რაც შემსრულებელთაგან დიდ ფიზიკურ ძალასა და მოქნილობას მოითხოვს. ეს მოძრაობები ტანვარჯიშისა და საბრძოლო ხელოვნებათა ილეთებს მოგვაგონებს. ჰაკა პერუპერუ არის ცეკვა, რომლის დროსაც იყენებენ უხვად მორთულ-მოკაზმულ იარაღს: შუბს, საბრძოლო კვერთხს, გრძელ და მოკლე ჯოხებს. ცეკვის დაწყების წინ ახალგაზრდა მონაწილენი ასრულებენ ტუტუ ნგარაჰუს, ანუ ფიზიკური მზაობის დამადასტურებელ ვარჯიშს, რაც შეიცავს აკრობატულ ნომრებს, სიმაღლეში ხტომას და იარაღის ქნევას. ჰაკა პოი _ ეს არის ცეკვა, რომლის დროსაც ხელით ათამაშებენ თოკზე დამაგრებულ, ფოთლებითა და ბუმბულებით შემკულ, 5-7-სანტიმეტრიან ხის ცილინდრებს ან ბურთებს. ჰაკა პოვჰირის ცეკვისას მონაწილენი ხელებით სინქრონული ტანვარჯიშული ილეთების მსგავს მოძრაობებს ასრულებენ. ჰაკა ტარარაჰის წარმართავს ცეკვის ოსტატი კაეაე, რომელიც მონაწილეებს მოძრაობის რიტმსა და პოზიციას უკარნახებს. ყოველ ილეთს თან სდევს ენის გამოყოფა, თვალების გადმოკარკვლა, დაჭყანვა, თავის წინ გადაგდება და ა.შ. ამ ცეკვის დროს დოლს არ იყენებენ, მონაწილეები რეჩიტატივით წარმოთქვამენ რიტმულ ფრაზებს.
მაორის ლეგენდების თანახმად, ჰაკა გამოიგონა ტანერორემ, მზის ღმერთ რას და ზაფხულის ქალღვთაება ჰინე-რაუმატის ვაჟმა. მის ცეკვას დედამიწაზე ცხელი ჰაერის ვიბრაციად აღიქვამდნენ. შემდგომ ადამიანებმა ხელების საგანგებო მოძრაობით დაიწყეს ამ ვიბრაციის იმიტირება. მაორის ტომისთვის ჰაკა ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის საშუალებაა და ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ჰაკა ახალზელანდიელმა სპორტსმენებმაც შეითვისეს და მას ასრულებენ ზოგიერთი პოპულარული შეჯიბრების, განსაკუთრებით რაგბის მატჩების დაწყებამდე.
* * *
წინა თემის მპოსტავები smile.gif

user posted image

ყველას ფიზიკურად ვერ დავატევდი,მაპატიეთ!

user posted image
* * *
ოლ ბლექსი (ახალ ზელანდიელი შავები)

ესეც წინა თემა...

user posted image

This post has been edited by Amadeo on 26 Oct 2011, 21:59
tokahaka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1943
წევრი No.: 133170
რეგისტრ.: 30-June 11

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 21:57  #28028485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვახ ვახ ამას რას ვხედავ up.gif
ყველაფერი ძალიან კარგია up.gif

პ.ს. 2015-ში ჩემზე იყოს მე-3 თასით ხელში wink.gif


--------------------
happy is the man who can make a living by his hobby!
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16176
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 21:59  #28028513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
tokahaka
QUOTE
ყველაფერი ძალიან კარგია

ჰოო,პირველი თემისგან განსხვავებით ცოტა მოვინდომე smile.gif
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6093
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 22:33  #28029051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოჩაღ ამა
ამჯერადაც მეორე ვიქნები
წარმატებები შავებს
Martin Eden
YAYA


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4270
წევრი No.: 121203
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 22:40  #28029165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შესანიშნავია up.gif

გამარჯვებები დაბედებოდეს ამ თემას smile.gif


--------------------
BIG BROTHER IS WATCHING YOU
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16176
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 22:44  #28029241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Martin Eden
Q10
tokahaka
bis.gif
ლივერმენ
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81147
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 04:18  #28032391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ოლ ბლექსის ახალ თემას ოლ ბლექსის ფანებს smile.gif
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7488
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 10:42  #28033181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გილოცავთ ოლ ბლექსის ახალ თემას ოლ ბლექსის ფანებს



კაი თემაა up.gif up.gif
rugby 4 life
rugby elegant violence


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1709
წევრი No.: 124127
რეგისტრ.: 26-November 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 11:59  #28033852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Amadeo
მშვენიერი ნამუშევარია... smile.gif


--------------------
@"ამრიგად"
I'd rather play RUGBY and lose
than win in FOOTBALL...
Give blood,
play RUGBY...
In RUGBY there are no winners,
only SURVIVORS !!!
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38829
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 12:02  #28033877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image


--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16176
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 15:07  #28035984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ratomac aRa
კარგი ფოტოებია! საიდან აიღე?
rugby 4 life
QUOTE
მშვენიერი ნამუშევარია...

მადლობა smile.gif
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6093
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:35  #28039216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=1XBqetaCfgo

ეს რო დარწმუნდეთ თუ როგორ მიეხმარა ზელანდიას მსაჯი ფინალში
დეტალურად გარჩეული
მაინტერესებს თქვენი აზრი




This post has been edited by Q10 on 27 Oct 2011, 18:35
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:39  #28039291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Q10
რიდის და პარას შემთხვევაში განსხვავება ძალიან დიდია.
რიდმა ხელები აწია და უკან გამოვიდა.
პარამ კაცზე ითამაშა, ისე რომ ბოლომდე არ დაბრუნდა უკან.
პირველი სამი თითიდან გამოწოვილია.
მაქქოუ გადაყრას ჩალიჩობს ბურთზე არ თამაშობს. ვუდკოკი ბურთზე თამაშობდა.
პენალთი თუ დისეტუარო რო ამბობს არანაირი ჯარიმა არაა, ტიპი ბურთზე ჩავიდა და ეგრევე გადაყარეს. მაგას პოქოქი ყველა რაქზე აკეთებს.

ძალიან მიკერძოებული გარჩევაა, თუმცა ოდნავ ემხორბოდნენ რა თქმა უნდა მსაჯები შავებს - მასპინძლებს.
როგორც 2007-ში ემხრობოდნენ ფრანგებს...

P.S. აი პარას მომენტზე ზუსტად ჩემი აზრი
Even if you do believe he retreated sufficiently the fact is he clearly made an 'act of play' as he tried to tackle the A.B players immediately whilst Read clearly didn't make an 'act of play'.

Or are you seriously suggesting Parra didn't even attempt to tackle those blindside players and that they just decided to run the crafty old 'let's run the fuck out over the touchline' move instead?

Parra affected play, Read didn't, end of story.

This post has been edited by Love The Sun on 27 Oct 2011, 18:41


--------------------
Immigration stole the nation, Mother Russia, Abu Hamza!

"People shouldn't be afraid of their governments. Governments should be afraid of their people." - V

http://lelorugby.blogspot.com/
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6093
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:44  #28039361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Love The Sun
QUOTE
მაქქოუ გადაყრას ჩალიჩობს ბურთზე არ თამაშობს


რა მნიშვნელობა აქვს
დაწოლილი ხო თამაშობს და ბურთის გამოტანას ხო უნელებს ?
QUOTE
ვუდკოკი ბურთზე თამაშობდა.


ვუდკოკიც არ თამაშობდა ბურთზე
ჩასდული იყო პროსტა
კაინოსი ჯარიმა იყო
მთელი საფრანგეთი ხელებს შლიდა ისე იავნად მაიმუნობდა

Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 19:01  #28039614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Q10
რიჩი რა ბურთს უნელებდა კარგი რა, საერთოდ არ ჩქარობდნენ ბურთის გამოტანას smile.gif
უბრალოდ გადაყრას ჩალიჩობდა off his feet და ვერ გამოუვიდა გადმოაგდეს უკან. ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა. ეგეთი მომენტი თამაშში მილიარდია smile.gif
რო ვარდება ბურთსაც უშვებს ხელს. ჰორზე უფრო იყო მანდ ჯარიმა.
ვუდქოქი ბურთზე ხო არ მიუშვეს, ხო ჩავარდა ბურთზე ფრანგი? ხოდა დაიდო ჯარიმა რა smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (68) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0305 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]