forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (27) « პირველი ... 25 26 [27]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2017 "ბრიტანელი ლომები" ზელანდიაში, წინა სტუმრობიდან 12 წლის თავზე
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14855
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 13:51  #50923902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
უთუო ჯარიმა იყო -- ყველა წინა’პირობა შესრულდა

გაარჩიეთ: წესი 11.7 @ 54’ გვერდი
http://site.rugby.ge/_rugby/files/DIG/ragb..._2016_issuu.pdf

დიდი ხანია ვიძახი. რომ უსამართლო წესია - არქაული და იდიოტური
პარადოქსია და ლიგაშიც ეგრეა

საბედნიეროდ, მიხვდა პუატი და ექსპრომტად გააუქმა
ეგებ ირბ’ყოფილიც ჭკუაზე მოვიდეს ამის შემდეგ

@

თასს ვის მისცემენ? ორივე გუნდს 6-6 წლით?

ისე, ამ ჩემისებმა როდის უნდა ისწავლონ დებულების დაწერა?

@

ტოტალიზატორის ნაჩალიჩარს არ ჰგავდა?

ფრეზე რამდენი იყო კოე? 25?

@




--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
NIGERINO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 104
წევრი No.: 88899
რეგისტრ.: 14-April 09

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 14:00  #50923946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი 25 მე დავდე ცოტა ფული არ მქონდა
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1378
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 14:00  #50923948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თასს ვის მისცემენ? ორივე გუნდს 6-6 წლით?

ისე, ამ ჩემისებმა როდის უნდა ისწავლონ დებულების დაწერა?


თასი გაიყვეს

This post has been edited by GIORGI112 on 8 Jul 2017, 14:01

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
_A2A1617.jpg
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2742
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 14:08  #50923988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FullbackAce
კი, მაგრამ ბრიტანელებს რომ უდებენ დედოფალში მსიამოვნებს ხოლმე ყოველთვის biggrin.gif
ზელანდია რაც რუსეთია ჩვენთვის იგივე გამოდის კუნძულებისთვის დაახლოებით და რა თქმაუნდა. უბრალოდ ის ავღნიშნე რომ წრეზე დადიან))


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6110
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 16:23  #50924777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რიდზე შეიძლებოდა ჯარიმის მიცემა
ეგ მაგ ბურთის დამეჭერი არ იყო და ჩამოაგდო ვილიამსი რასაც მოყვა მერე თამაშგარე
ძია ზაალ მეც მაგას ვამბობ
უაზრო წესია , უნდა იყოს თავისუფალი როგორც ბლოკზეა
GeorgeSword
Milky Way


********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25232
წევრი No.: 89609
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 8 Jul 2017, 23:48  #50927155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
52 წუთზე ლომებზე წინ პასი ძალიან არასწორად დაფიქსირდა ჩემი აზრით


--------------------
All Blacks
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14855
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2017, 11:04  #50928456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
http://uk.reuters.com/article/uk-rugby-uni...e-idUKKBN19U03U

SPORTS NEWS | Sun Jul 9, 2017 | 4:29am BST

Referee made a mistake, but laws need to be looked at - Hansen

By Greg Stutchbury | AUCKLAND

All Blacks coach Steve Hansen maintains Romain Poite made a mistake in overturning a late penalty against the British and Irish Lions on Saturday but said there were other key decisions against his team that should prompt World Rugby to re-examine the laws of the game.

With the score tied at 15-15 and less than two minutes remaining in the third test at Eden Park, referee Poite initially awarded the All Blacks a penalty when he deemed Lions' replacement hooker Ken Owens was offside when one of his own players dropped a kickoff into his hands.

The penalty, had it stood, would have given Beauden Barrett a routine kick at goal to win both win the match and clinch the three-match series.

Poite, however, decided to discuss the decision with his assistants and the television official and eventually ruled that Owens was accidentally offside. The referee awarded a scrum to the All Blacks instead of a penalty and the Lions were able to hold off a late New Zealand surge as the series ended 1-1.

Hansen said the incident, and two other important decisions that had gone against this side in the series, showed the game's laws were far too complicated.

"It's a really complicated game," Hansen told reporters on Sunday. "(The referee is thinking) 'do I go there, or do I go there? When it should be 'is it? Or isn't it?'

"When we have things that have multiple interpretations we will have human error."

The All Blacks coach reiterated that Poite's decision to overturn his original penalty was a simple case of the Frenchman overthinking the decision.

"If you look at Romain's instincts it was a penalty," Hansen said. "If he had trusted his instincts then he would've made the right decision.

"But he didn't and he got caught up in overthinking it and he made a mistake. You just have to accept it, as much as it can be frustrating and annoying."

'CYNICAL PEOPLE'

Hansen also suggested Lions scrumhalf Rhys Webb had drawn a cynical penalty, which Owen Farrell kicked to level the scores at 15-15. Wayne Crockett had been trapped in the bottom of a ruck when Webb passed the ball straight into the prone prop, earning the penalty.

"He was trapped in the ruck and then their halfback threw the ball at him. He had no influence on that," Hansen said.

"The halfback could have passed it but he chose to pass it into him. You could say that's cynical, but it's there. The law says it's a penalty.

"We have to make it pretty clear cut that we don't reward that stuff."

Hansen said a penalty given against prop Charlie Faumuina in the second test in Wellington should also be of concern to rugby's governing body.

Faumuina was penalised for tackling Kyle Sinckler in the air, though Sinckler had jumped to catch a poor pass and was then accidentally upended by the All Blacks prop.

Farrell slotted the resulting penalty that gave the Lions a 24-21 victory.

"Are you allowed to tackle someone who is jumping in the air? No," Hansen said. "When they wrote that law do you think it (the Faumuina incident) is what they were thinking at the time? Probably not.

"So we need World Rugby to look at that because the cynical people, every time they want a penalty, they'll just jump into the air and the game doesn't need that."

@ Editing by Peter Rutherford
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14855
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2017, 20:12  #50950990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ყარაჩოხლური ფრე

ბრიტანეთის "ლომებისა" და ზელანდიის "ოლ ბლექსის" გადამწყვეტი ტესტი
ფრედ რომ დასრულდა, სერიაც ყაიმით დამთავრდა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

სრულიად რაგბეთი აღიარებს, რომ შედეგი სამართლიანია - წასაგებად ბრიტებიც ცოდონი იყვნენ და კივებიც, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ორივე მხარე მაინც გულ’ნაკლული დარჩა, რადგან ეპოქალურ გამარჯვებას ეშურებოდა

მერე კიდევ, თანამედროვე სპორტი ფსონაობამ რომ წალეკა და თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტიც თვალწინ გვიდგას - საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ თემიდამ ფრე განგებ "დასვა", რადგან მაგის "კოე" ბარემ 25 იყო და მავანნი ფრიად იხეირებდნენ. ერთი კია, მსოფლიო რაგბში ყველაფერი რომ ყვავის, ჩაწყობაზე საუბარი მკრეხელობად ითვლება

უსამართლოდ ეჩვენა

სამაგიეროდ, მედია ხალისით მსჯელობს ფრანგი მსაჯის ამჩატებასა და აშკარა შეცდომაზე, და კიდევ, რაგბის წესების სირთულესა და ორ’აზროვნებაზე. მესიე პუატი რომ კვლავ აურევდა, ეგ ნართაულად გვეწერა წინა მიმოხილვაში, წესთა მიმართ კი საყვედური ამჯერად უადგილოა, რადგან ყველაფერი უცხადესად წერია 11.7 მუხლში (გვ.54)

http://site.rugby.ge/_rugby/files/DIG/ragb..._2016_issuu.pdf

პუატმაც თავიდან თუმც იჩქარა, მაინც სწორი განჩინება გამოიტანა, მაგრამ მერე უცებ მოტვინა, რომ მკაცრი, ოღონდ ულოგიკო წესის გამო "ოლ ბლექსი" თამაშს დაუმსახურებლად მოიგებდა, ხოლო "ლომები" ასევე წააგებდნენ. ჰოდა, მოსალოდნელი შედეგი რომ უსამართლოდ ეჩვენა, ჯარიმა შერკინებად აქცია (!) და "ყარაჩოხლური ფრე" დასვა!

აზრადაც არ მოსვლიათ

ტურნემ ყოველ’მხრივ გაამართლა: ათივე მატჩზე ანშლაგი | სელ’აუთი აღინუსხა! მენცრები ლომებს 2005 წლის ყაიდაზე, 0-3 შერცხვენას უქადდნენ, მაგრამ ბრიტები თანდათან დალაგდნენ და შეთამაშდნენ

ტესტ-სერიაც დრამატული გამოვიდა: ორი რკენის კვალად ნანატრ მესამეში უნდა გამოვლენილიყო უკეთესი, მაგრამ რაგბი რომ ჯერაც ძაან ღრმა წარსულშია ჩარჩენილი, დაუწერელი (!) დებულების ავტორს აზრადაც არ მოსვლია ჯამური ანგარიშის დათვლა, ლელოთა შედარება ან სულაც ოვერ’ტაიმის | "ოქროს ქულამდე" თამაშის გათვალისწინება

გამართლებული ნდობა

მედიასა და ტოტალიზატორებსაც მასპინძელთა საბოლოო გამარჯვება არ აეჭვებდათ. ლომებმა დასკვნითი, ოქლენდის რკენისთვის უცვლელი 23-ეული დაასახელეს. კივებს ტრავმებისა და სასჯელის გამო ისევ მოუხდათ ხაზის გადალაგება. ნდობა გაამართლა ორივე ჯეელმა - ნ(გ)ანი ლაუმაპემ და ჯორდი ბარეთმა, მაგრამ კაპიტან ქიარან რიდს კი ჩამწარდა სანიშანსვეტო, მეასე, თეთრი (!) კეპის მიღება

შავებმა ორი ლელო დადეს, ლომებმა - ნული. სამაგიეროდ, ამათმა ქიქერმა ოუენ ფარელმა ხუთიდან ხუთი ჯარიმა შეაგდო, ბოდენ ბარეთმა კი 4 ცდით ორი გოლიღა გაიტანა, ხოლო მეხუთედ მსაჯმა აღარ დაარტყმევინა!

სტატიკაში იძალეს

უმეტესი სტატ’მაჩვენებელი თითქმის ტოლი გამოვიდა:

[ზელ-ლომ] ბურთი 51-49%, ტერიტორია 56-44%; პასი 148-142, ოფლოუდი 6-8; სოლო 109-119, ნავარდი 430-350 მეტრი; რაქი 74-83, მოლი 3-2; ბოჭვა 110-106, გატარება 15-17; ფეხით დარტყმა 21-23; ბურთის კარგვა 22-17, დაჯარიმება 9-6

და მხოლოდ ხაზის ჭრაში 9-2, და სტატიკაში იძალეს მასპინძლებმა: შერკინება 13-7 (ორი იმათი!), დერეფანი 16-5 (აქაც ორი იმათი!)

ჰარიქეინზის სამძო

უფროსმა ბარეთმა 4’ წუთზევე ააცილა გასატანი. 7’ წუთზე ძმებმა დაგეზეს ნაკრებში ისევ ხმობილი ჯულიან სავეა, მაგრამ ამას ბურთი დაუვარდა

12’ წუთზე მარო ითოჟემ კივებს დერეფანი მოუგო და ლომებმა 15 ფაზით მეტოქის "წითელ ზოლს" უწიეს, მაგრამ 32 წლის ჯონი სექსთონს პასი ჩაუჭრა ბოდენმა და 93 მეტრიდან გაქუსლა; ლტოლვილს ლელოდან 70 მეტრზე დაეწია ლიამ ვილიამსი, მიმყოლი ლაუმაპე კი 18 მეტრზე ალაგმა ადევნებულმა ჯონათან დევისმა

"ჰარიქეინზის სამძომ" მაინც გამოაცხო ლელო: სავეა მიეძალა; ბოდენმა ფრთაზე გადაუკიდა ჯორდანს; ხოლო ამან დაასწრო ელიოთ დეილი’ს და ლაუმაპეს ჩამოუგდო * 7:0 @ 16’

თემიდა ჩააცივდათ

დაცვაში რომ დაჯარიმდნენ ბოდენი და ენთონ ლენართ-ბრაუნი, ფარელმა ორივეჯერ ზუსტად დაარტყა * 7:3 @ 21’ და 7:6 @ 33’

მალე ბროდი რეთალიქმა მოიგო დერეფანი; ბოდენთან სატყუარად მიეხეტა იზრაელ დეგი; მგეზავმა ბურთი იქვე გაატანა ლაუმაპეს, ამან კი ამოუგდო ლენართ-ბრაუნს და ჯორდიმ გამოიყენა მეტობა, მაგრამ ბოდენმა გარდასახვა გააფუჭა * 12:6 @ 36’

მეორე ტაიმის ქიქ’ოფზე რიდმა უბურთოდ დასცა ვილიამსი და სპეციალისტმა დეილიმ თავისი ნახევრიდან დაჰკრა * 12:9 @ 42’

47’ წუთზე ჯორდანს გაუმოჩხრიკა თემიდამ "წინ პასი"; 50’ წუთზე ჯერომ კაინოს მოქნეული მკლავი სახეში მოხვდა ალინ-ვინ ჯოუნზს და კივები 10 წუთით კაც’ნაკლულები დარჩნენ, 53’ წუთზე კი მსაჯებმა უკვე ენთონი ვოთსონს მოუგონეს, წინ მიაწოდე ვილიამსსო

განგებ გაარტყა

რეთალიქი მაღლა რომ წაეტანა ქორთნი ლოზს, ფარელმა 46 მეტრიდან პირველად გაათანაბრა ანგარიში * 12:12 @ 60’ და კაინოც დაბრუნდა

შავების ფორვარდებმა იძალეს: ლომების 22-ში რომ ჩაიქცა მათივე შერკინება, პუატმა ქაილ სინქლერი გაამტყუნა * 15:12 @ 68’

ანგარიში მეორედაც გათანაბრდა 78’ წუთზე, როცა რის ვებმა რაქში ბრიტთა მხარეზე ჩარჩენილ, მიწაზე უმწეოდ წოლილ ვაიეთ ქროქეთს განგებ გაარტყა ბურთი და რეფს კარიდან 48 მეტრზე გამოსძალა ჯარიმა, რომელიც ფარელმა იოლად შეაგდო * 15:15

ბრიყვულია, მაგრამ წესია!

ვითარება დაიძაბა და მოსახდენიც მოხდა: რიდი ქიქ’ოფზე აუხტა ვილიამსს, ამის მიერ წინ (!) ჩამოგდებული კი ინსტინქტურად დაიჭირა ქენ ოუენსმა და თავ’ზარ’დაცემულმა უმალვე მოიშორა, რის შემდეგაც ოვალი კივებმა იხელთეს, ხოლო პუატმა სასწრაფოდ დაუსტვინა

ორივე’ნაირ: გინდ 15-კაცა და გინდ 13-კაცა რაგბში ეს ჯარიმაა! წესი ბრიყვული და უსამართლოა, მაგრამ წესია! პუატმაც უყოყმანოდ დანიშნა ჯარიმა, მაგრამ მერე შეეჭვდა და სტუმრებიც შეეცოდა - ამოტოლა ბრძოლის ბედი ამ ფათერაკმა როგორ უნდა გადაწყვიტოსო?

ფარულად ეთათბირა

78’20’’ ნიშნულზე საქმე ტელე-რეფს გადაეცა. 11.7 მუხლის არსებითი წანამძღვარი - "წინ თამაში" ეჭვ’ქვეშ არავის დაუყენებია, ანალიზით კი ეგეც დადგინდა, რომ არც რიდი დასჯახებია ვილიამსს, შემტევი რომ იქეთ დაეჯარიმებინათ

პუატმა კიდევ გაიმეორა პირვანდელი დასკვნა, მერე კი რაციით ფარულად (!) ეთათბირა ფრანგსავე თანა’მსაჯს, ჟერომ გარსეზს, კაპიტნები იხმო და გამოუცხადა, "გარიგებას (დიილ) მივაღწიე და რაკი თამაშ’გარე უნებლიე იყო, ჯარიმის ნაცვლად შერკინებას ვნიშნავო"

მარჯვედ გადაათქმევინაო

ზელანდიის კაპიტანი ამაზე გაოგნდა და მსაჯს შეედავა, მაგრამ ამან მიუგო, "გვეყო, თამაში გავაგრძელოთო", ნამატჩევს კი ლომთა კივმავე გურუმ, ვორენ გეთლენდმა აქო თავისი სკიპერი სემ ვორბერთონი, ესაო და რა მარჯვედ გადაათქმევინა პუატს განაჩენიო!

თამაში შერკინებით განახლდა: ზელანდიამ 9 ფაზა აკინძა და სირენის შემდეგ წუთ’ნახევარი რომ იყო გასული, ლელოდან 3 მეტრზე კიდეზე გადავიდა. ასე უშედეგოდა და უღიმღამოდ დასრულდა ფრიადი სეირი, რომლის გამოც რაგბეთი კიდევ კარგა ხანს იკამათებს

რას ემდურიან მენცრები პუატს? იმას, რომ უმალვე დაუსტვინა და კივებს ხეირი არ ათამაშა, მერე კი, თუმც "წინ თამაში" არც აეჭვებდა, თვით’ნებურად შეცვალა 11.7 მუხლი წინათი - 11.6-ით, "უნებლიე თამაშგარე"თი, რომელიც ვითარებას არ ესადაგებოდა

დაბლინი კი დუმს

ნამატჩევს, პრეს-კონფერენციაზე, "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა თავიდან თავი აარიდა მსაჯობაზე საუბარს, მაგრამ მერე მაინც თქვა:

"წესები რთულია; რეფმა თავიდან სწორად განაჩინა, მაგრამ მერე და მერე რომ ჩაუღრმავდა ვითარებას, შეცდა; ერთი კია, ბავშვობიდან რომ გვასწავლიან, მსაჯის სიტყვა კანონიაო, ამად კიდეც ვემორჩილებით"ო

სკანდალის აქეთ უკვე ოთხჯერ დაღამდა, მაგრამ "მსოფლიო რაგბს" ინციდენტზე კრინტიც არ დაუძრავს, რამაც თავისუფალი მედია აღაშფოთა. სამაგიეროდ, პუატიცა და გარსეზიც 19 აგვისტოს, "4 ერის" პირველსავე რაუნდში იმსაჯებენ!

რა თქმა უნდა, იმის არავის სჯერა, რომ 15-კაცა რაგბის წესთა გამარტივებაა შესაძლებელი - ეგეთი, მარტივი რაგბი ისედაც არსებობს და მას (13-კაცა) რაგბი’ლიგა ჰქვია!

მაგრამ იმას კი უჩივიან მენცრები დაბლინს, რომ კაპიტნები "ქესტუმს" ეუბნებიან მსაჯებს და განაჩენს უსწოროდ. უპრინციპოდ აცვლევინებენ

შავებს ჯადო აეხსნათო

პრეს-კონფერენციაზე, რაღა თქმა უნდა, სხვა რამეებიც ითქვა საგულისხმო

ჰანსენმა ბრძანა, რომ "ოლ ბლექსი" მოგებას შეეჩვია, ამასობაში კი წამოიჩიტნენ მეტოქეები, რომლებსაც ასევე ხელ’ეწიფებათ რაგბის მაგრად თამაში და თანაც ... სხვა სტილში!

გეთლენდი მედიას ჯამბაზის წითელი ცხვირით წარუდგა, რაკი კივურმა გაზეთებმა ასე ბევრჯერ გამოაჭენეს, და თქვა, რომ ფრედ დასრულებული სერია ფრიადი მიღწევაა, და რომ ლომთა ტურნეების მომავალს აღარაფერი ემუქრება

თემა განავრცო ბრიტთა მენეჯერმა ჯონ სპენსერმა, მოსამზადებლად ერთი კვირით მეტი რომ გვქონოდა, სერიას სულაც მოვიგებდითო

თავად ბიჭებმა საუკეთესო ლომად უელსელი შუა’მარბი ჯონათან დევისი აირჩიეს, 2005 წელს, კივეთშივე ხელ’მოცარულმა სერ ქლაივ ვუდვორდმა კი ეგეც დაწერა, "ოლ ბლექსს" ჯადო აეხსნა - ჩრდილო ნახევარ’სფეროს მისი აღარ ეშინიაო!


ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია * 2017

10 << ზელანდია 15:15 ლომები (3ტ)

ზელ: ჯ.ბარეთ დეგ ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე (ფეკიტოა 67) ჯ.სავეა (ქრუდენ 73)
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 74) /
მუდი (ქროქეთ 58) თეილორ (ჰარის 73) ფრენქს (ფაუმუინა 58)
რეთალიქ ვაითლოქ (სქ.ბარეთ 78) კაინო სბ 50, ქეინ (ა.სავეა 60) რიდ^კაპ -
2ლ: ლაუმაპე ჯ.ბარეთ; გ ჯ: ბ.ბარეთ

ლომ: ლმ.ვილიამს ვოთსონ (ნოულ 73) ჯთ.დევის ფარელ დეილი
<10-9> სექსთონ (თე’ო 49-52, 73) მარი (ვებ 70) /
ვუნიპოლა (მაკ’გრას 60) ჯორჯ (ოუენს 70) ფურლონგ (სინქლერ 60)
ითოჟე ავ.ჯოუნზ (ლოზ 50) ვორბერთონ^კაპ (ჯოუნზ 67-72) ო’ბრაიენ (სტანდერ 41) ფალეტაუ -
5ჯ: ფარელ 4, დეილი (3)

რეფ პუატ (სფრ) 8/07 @ ოქლენდ, იდენ პარქ (48 609)

ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=1499554583

7:0(16) 7:3(21) 7:6(33) 12:6(36) /
12:9(42) სბ(50ზ) 12:12(60) 15:12(68) 15:15(78) ბოლო(80+2)




მიმაგრებული სურათი
2017_LOMEBI.jpg
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8448
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2017, 21:09  #50951323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ერთი კია, მსოფლიო რაგბში ყველაფერი რომ ყვავის, ჩაწყობაზე საუბარი მკრეხელობად ითვლება

biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) « პირველი ... 25 26 [27]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.9095 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]