forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამმხრივი თანამშრომლობა (სახელმწიფო, სრკ, გულშემატკივრები), აუცილებლად გასაკეთებელი - რაგბი გერი არ არის
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 8 Jan 2016, 14:20  #46671449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რადგან დიდი ხანია ამ ამბავს ვუტრიალებ და კონკრეტული თემა არ იყო და არც სადმე გაბნეულიყო "ეს ყველაფერი" გადავწყვიტე ცაკლე თემის გახსნა
დანარჩენი როგორც საჭირო და საინტერესო რჩევები და მოსაზრებები იძალებს

თან გარკვეულ წილად სრკ-ს გაუიოლდება ცხოვრება ცხოვრება
რესურსი იმდენია, რომ საკითხის სწორად დაძვრით და გარკვეული ჩარჩოს/ფორმატის მიცემით დივიდენდებს ქართული რაგბი მალევე მიიღებს

საუბარი მაქვს მუნიციპალურ დონეზე იმ განუკითხაობის მოსაწესრიგებლად, როგორიც არის იმ უამრავ (თუ ყველა არა) შემთხვევაში სადაც ბაზირებს სარაგბო და საფეხბურთო გუნდები, სადაც ორივეს დაფინანსება (შესაბამისი კავშირ/ფედერაციების და კერძო სპონსორის თუ ასეთი არსებობს) მუნიციპალურ ქისასაა მიბმული, მარგამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სტადიონები -დან რაგბის ვირის თავფეხი-ო, თუმცა დიდად სახაშლამე ნაჭერი ვერც ფეხბურთს ხვდა, ამ ინფრასტრუქტურის გაპარტახებულობის გამო მაგამ ვირის თავფეხს სჯობია

მაგალითისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში (ჯერ კიდევ შეგნებულად არ ვასახელებ მათ) სტადიონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია
რაიონში ბაზირებს სარაგბო და საფეხბურთო გუნდები
ორივე ერთიდაიგიე დონის ლიგაში თამაშობს
ფეხბურთელების ბიუჯეტია - 35,000 ლარი
მორაგბეების 4,500 ლარი
ბიუჯეტის გარდა პრობლემა არის სტადიონის განაწილება
გასახდელი და ძირითადი სადიონი - ფეხბურთს
ორმო და დამხმარე სტადიონი (საძოვრად გადაქცეული) - რაგბის

ეს უნდა შეიცვალოს და უახლოეს 4 წლიან ციკლში მსგავსი მიდგომა თუ ვერ გამოსწორდა მაშინ - სრკ-ს იმდროისთვის მოქმედი გუნდის უპირობო ოპოზიცია მეც გავხდები

დანარჩენ ინფორმაციას და დეტალებს ნელ-ნელა მოგაშველებთ
და ერთად ვიბჭოთ

* * *
შესაბამისი კანონის ერთერთი დანართის მიხედვით საქართველო დაყოფილია თვითმმართველ ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად
რეგიონების მიხედვით

პ.ს. სადაც არ არის რაგბი - აღნიშნულია * (მომავალში პირიქით ვიზამ - დიდი 10/1-ლი ლიგა/რეგიონალი/ჭაბუკთა ა-ბ და საფესტივალო)

- თბილისი (თვითმმართველი ქალაქი)

- იმერეთი
- ქუთაისი (თვითმმართველი ქალაქი)
- ხონი *
- სამტრედია
- ვანი *
- წყალტუბო
- ბაღდათი
- ტყიბული *
- თერჯოლა *
- ზესტაფონი
- ხარაგაული *
- ჭიათურა
- საჩხერე

- კახეთი
- ახმეტა
- თელავი
- გურჯაანი
- ლაგოდეხი *
- ყვარელი *
- სიღნაღი *
- საგარეჯო
- დედოფლისწყარო *

- სამეგრელო-ზემო სვანეთი
- ფოთი (თვითმმართველი ქალაქი)
- სენაკი
- წალენჯიხა *
- მარტვილი *
- ზუგდიდი *
- აბაშა *
- ხობი *
- ჩხოროწყუ *
- მესტია *

- გურია
- ოზურგეთი
- ლანჩხუთი
- ჩოხატაური

- ქართლი
- შიდა ქართლი
- გორი
- ხაშური
- ქარელი *
- კასპი *
- ქვემო ქართლი
- რუსთავი (თვითმმართველი ქალაქი)
- დმანისი *
- მარნეული *
- გარდაბანი *
- წალკა *
- ბოლნისი *
- თეთრიწყარო *
- მცხეთა-მთიანეთი
- მცხეთა *
- თიანეთი
- დუშეთი *
- ყაზბეგი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
- ამბროლაური
- ონი *
- ლენტეხი *
- ცაგერი *

- აჭარა
- ბათუმი (თვითმმართველი ქალაქი)
- ქობულეთი
- ქედა
- ხელვაჩაური
- ხულო *
- შუახევი *

შემდეგი ნაბიჯი რაც მაინტერესებს არის ინფორმაცია ამ მუნიციპალიტეტებიდან სად არის სტადიონი
აუცილებელი პირობაა რომ ეს სტადიონი იყოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და არა კერძო სექტორის საკუთრებაში
და
ამ მუნიციპალიტეტებში სად არის საფეხბურთო გუნდი
wink.gif
ამ ინფორმაციას მალე დავდებ (ვაგროვებ)

This post has been edited by GiorgiG83 on 8 Jan 2016, 15:59


--------------------
"Rugby is a Hooligans Game played by Gentlemen"
W. Churchill
rugby2011 Geo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1733
წევრი No.: 129772
რეგისტრ.: 7-April 11

გამოგზავნილია: 8 Jan 2016, 15:53  #46672263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ ვხდები დავუშვათ მე რიგითმა გულშემატივარმა, როგორ უნდა ვიქონიო გავლენა სიყვაზე აბაშაში, რომ გამგეობამ დაფინანსება და ინფრასტუქტურა სამართლიანად მიაგოს რაგბს.
ვერც იმას ვხდები კავშირს რა ბერკეთი აქვს, რომ თავის პირობებზე დაიყოლიოს გამგეობა, რომლის გამგებელსაც მაგრად კიდია რაგბი. ფეხბურთზე კიდე ტესტოსტერონი უწევს და დინამო-ყიფიანის ეოფორიაშია.
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 8 Jan 2016, 16:03  #46672338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rugby2011 Geo
მალე ჯორჯ, მალე მაგასაც

ცენტრალური ხაზის გაგრძელებაა - სხვა არაფერი, +ნება და +საზოგადოებრივი ინტერესი
ფორმულა ზოგადი ხასიათის რომ არ იყოს "ჩერნავიკს ვათეთრებ" დღის ბოლომდე ჩავამთავრებ

ამ იძულების მომენტი უკვე ჩადებული რაგბის განვითარების პროგრამაში, კარგად ამოფუთვა და მიწოდება უნდა ღობის ძირში მყოფებს - სხვა რაფერი და მუდმივი პრეს-ინგი
დღის ბოლომდე ჩავამთავრებ
* * *
მთავარია სწორად შეფუთვა და სწორად შეფუთულის მიწოდება და ბოლოს ამ მიწოდებულზე "კონტროლი", რესურსი დიდია

* * *
2-3 მაგალითი ჩვენი დროებიდან

ფოთი - კოლხი რაინდების "ბაზა" მალთაყვაში, არ მოვყვები რა შრომა დაუჯდა შავგულიძეს იმ ჭაობის სარაგბო წალკოტად გადასაქცევად, მარგამ ერთი რამ უდავოა - ბალახი 365 დღე ბიბინებს 2 სტადიონზე. ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მართალია სრკ-ს და შავგულიძეს შეპირდნენ რომ ეს ბაზა დარჩებოდა ქართულ რაგბს, მარგამ მსგავსი შეპირება სხვა ბევრ რაიონში არ არის

სენაკი - კილასონიებს არაერთი მცდელობის იუხედავად სტადიონ ყოფილი მორაგბეებს აქვთ მხოლოდ იმიტომ რომ კონსტრუქციის დარაჯი შინაურულად უღებს კარს. ფეხბურთელებსაც ანალოგიურად, მაგრამ ერთნი პრივილეგირებულები არიან მეორენი არა, თუმცა პრივილეგირებულებსაც კი სარგებლობაში/მფლობეობაში აქვთ დენიკინის დროინდელი ნააზრევ ნაგულისხმევი წესით და არა იურიდიულად

საჩხერე - რაიონში არის 4 სტადიონი (!!!)
ძველი ცენტრალური - გაპარტახებული, რომლის კარს მორაგბეების დარაჯი უღებს, ორმელსაც ვარჯიშამდე ეძებენ ხოლმე (ხან მთვრალია და ხანაც სასმელს ეძებს და ადგილზე არაა), ისიც ხარშილაძეს (და აწ გარდაცვლილ მესხს) სცემს პატივს
რაიონში კიდევ ორი სტადიონია საიდანაც ერთზე ჩიხურა ვარჯიშობს (ნორმალურად კეთიმოწყობილი) ბუნებრივი და ერთიც მაღალი ხარისხის ხელოვნული - დაკონსერვებული, ჩიხურა კი საშინაო თამაშებს იქვე სოფლად - ივანწმინდაში ატარებს

ჭიათურა - აქ არაფერი არაა - ერთი კომუნისტებისდროინდელი სტადიონია, როემლიც ზეპირსიტყვიერნანდერძითახალოვკურად მაღაროელებისაა, მორაგბეების კი არწივის ბუდის მაგვარი მინდორი (როემლიც იურიდიულად არავისი არაა, უფროსწორად ან მუნიციპალიტეტისაა ან ვინმე გლეხკაცის)

მუხიანში - ვხვედიანს 367 დაბშვი ყავდა შარშან (ხვამლი) (20 მდე არამუხიანელი)
ჰქონდა შედარებით "კეთილმოწყობილი" მიდორი საკუთარი ხელით (ჯიბით) აშენებული დამხმარე ნაგებობებით - როემლიც დაუნგრია თურმე ინვესტორმა, მერიის შეპირება იქვე სადმე დაბინავებაზე - ნარმანიას გაჰყოლოდეს 7 თაობა ვალად.

ქუთაისის ბაგრატი (და უარეს დღეში მყოფი უნივერსიტეტი) - აქ საფეხბურთო გუნდებზე მეტი სარაგბო გუნდებია და რომ არა აიას შეფობის კეთილი ნება ვერც ბაგრატი და ვერც უნივერსიტეტი ხანდახან მაინც აიას დამხმარე მინდვრით რომ სარგებლობენ, თორემ ოფიციალურად არაყანად წოდებულ ყანაში ზრდიან მაგარ ბავშვებს
თუ არადა ტორპედოს 1000 წელი რომ არ შეეხო ქუთაისში 4 უპატრონო სტადიონი ყოფილა, აქედან 2 უკვე გაყიდული,

წალენჯიხაში (სოფლად) მოყვარული მორაგბეები გაჩნდნენ (4 თვეა !!!) და ერთმა ბავშვების თამაშობაც კი დაიწყო - ამ სოფლად არის სტადიონი, რომლის ექსპლუატატორი მხოლოდ ძროხა და ღორია, საფეხბურთო წრეც კი არაა, მარგამ სტადიონის ნაცვლად თამაშობენ მომრგვალო მინდორზე - რადგან აქედან არავინ გაგვყრისო, ახლახან ვიღაც პრეტენდენტი გამოჩენილა მიწა ჩემია თხილი უნდა ჩავყაროო...

აქ კიდევ ერთ მეგობარს (თანაფორუმელს) ეწერა ლეგენდამ ხომ მიხედა თავის მუნიციპალიტეტში-ო...

ბესო შენგელია მახსენდება...
* * *
ადრეც მეწერა და ახლაც მოვყვები გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას არამეწარმე ი/პ -ს სახით ფედერაციის სუბიექტად ჰყავს გულშემატკივართა გაერთიანება, რომელიც გარკვეულ როლს თამაშობს გერმანული ფეხბურთის ცხოვრებაში თამაშობს
აქვთ გარკვეული ვალდებულებები-მოვალეობები (ნებით) და არ სჭირდებათ უფლებები (გერანულ ხასიათს აქაც ვნიატრებდი smile.gif )
მაგრამ გარკვეულ წილ სოციალურ როლს ასრულებენ და ტან ძალიან წარმატებითაც

მსგავსი მოდელის ჩვენსას დანერგვისას გულშემატკივრის აქტივობა მუიციპალიტეტების თვალში იქნებოდა იურიდიულად გამყარებული (გაპრავებული) და ყოველ შესაძლო ნაბიჯს - ერთიანი პოლიტიკიდან აღარ სჭირდება ბიოუროკრატიული სირინოზობები
+ (swat -ის ამბავში) რიგ ქმედებებს არ სჭირდება კავშირიდან დამატებითი კადრი და ზედემტი ფარა - მაგრამ ტონუსის მუდმივად დასაჭერად ძალა როემლიც ორგანიზეულია უფრო შედეგიანია ვიდრე... ვიდრე...
(ისრის კონისა და თუთაშხიას წისქვილის წ.ყ.ლ.ის ამბავში)

ამიტომ მგონია რომ გარკვეულ ინფორმაციას რომ ივცეთ სისტემატიზებული ფორმა, შევჯერდეთ იმ შესაძლო "поддержка" ზე, რაც შეიძლება კავშირისთვის ან სულაც ნუ იქნება კავშირი - კონკრეტული კლუბებისთვის მნიშვნელოვანი
მინიმუმ:
იურიდიული საფუძველი კონკრეტული ინფრასტრუქტურის დანიშნულებით სარგებლობის შესახებ
შესაძლო ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება
აღნიშნულის ფონზე, გარკვეული შედეგებისას აპერირება ბიუჯეტის ოდენობაზე
სხვა ტიპის მხარდაჭერაზე მუნიციპალიტეტისგან (ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს)


რა ვიცი,
კითხვად დავსვი და სადისკუსიოდ აზრს მოკლეული თემა არ მგონია,
აქ კი ბევს არც ისე ცოტა გაუღია ქართული რაგბისთვის და მგონია რომ რჩევებიც საჭიროზე მეტად სასარგებლო არაერთი იქნება და
დანარცენი კიდევ ვნახოთ
gio_xabaza
პესტიციიიდენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2810
წევრი No.: 135460
რეგისტრ.: 3-September 11

გამოგზავნილია: 9 Jan 2016, 03:28  #46677753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GiorgiG83
მაგარ რამეს იწყებ და ყველაფერი გამოვა ბევრი დაგიჭერთ მხარს


--------------------
Powerlifting and CHILL
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 13 Jan 2016, 13:56  #46714412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნელ-ნელა ვაგრძელებ ისტორიას და...

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6724
,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1535992
საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

პროგრამის მიზანია: 6. ბავშვთა რაგბის მასშტაბური განვითარება.

სწორედ ეს მინდა იქცეს ამ ყველაფრის ქვაკუთხედად და ამოსავალ წერტილად
ისევდაისევ იმ დათქმით, რომ პროგრამაში მუნიციპალიტეტების ჩარევის გარეშე შედეგის ეფექტურობაზე ფიქრი წყალშემდგარი(მგონია)ა

საკუთარი მოსაზრების მეტნაკლებად აზრზე მოყვანილ ვერსიის აქ მოტანას ვეცდები არჩევნებს დავასწო
smile.gif) wink.gif
* * *
ეს კი საჯარო და სასარგებლო ინფორმაცია

https://matsne.gov.ge/ka/document/search?qu...ent_search_form
* * *
ახლა მცირე ტერმინთა განმარტებაც...

აღნაგობის უფლება (აღნაგობა) - მიწის ნაკვეთის გადაცემა ვადიან სარგებლობაში ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით. ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. აღნაგობის უფლების ვადა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 233.1, 233.3).
აღნაგობის უფლება საჭიროებს რეგისტრაციას - რეგისტრაციამდე კი აღნაგობით დასატვირთი ქონების ფარგლების დადგენას და რეგისტრაციას.

აქვე მინდა აღვნიშნო საქ.სამოქ.სამ.კოდექსით გათვალისწინებული - მფლობელობა, როგორც უფლება


* * *
არის კიდევ ერთი მომენტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სახით - რაგბის სასპორტო სკოლა(დ)

რომელიც როგორც "სკოლა" (თუნდაც მინიმალურად) შესაძლებელია აყვანილ იქნას მუნიციპალურ ბალანსზე, საამისოდ საჭიროა თანადამფუძნებელი იყოს სსიპ-მუნიციპალიტეტი

მოკლედ...
ამ ყველაფერს ავკინძავ და ერთად ჩავუჯდეთ
პ.ს. აქაც პატარა დათქმებია - რეგისტრაცია "სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებ"-ად თუ ა.ა.ი.პ - ად
არამარტო გემოვნების სამართლებრივი რეგულაციებიც სხვადასხვაა***

This post has been edited by GiorgiG83 on 13 Jan 2016, 14:49
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 13:49  #46757638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიდევ ერთი ნაბიჯით წინ...

ესეიგი ვიცით რამდენი (დეფაქტო/დეიურე) ნუმიციპალური ერთეული გვაქვს

იმერეთი
ქუთაისი
სამტრედია
ზესტაფონი
საჩხერე
ჭიათურა
თერჯოლა
წყალტუბო
ვანი
ხონი
ბაღდათი
ტყიბული
ხარაგაული
სამეგრელო

ფოთი
სენაკი
ზუგდიდი
წალენჯიხა
აბაშა
ხობი
ჩხოროწყუ
მარტვილი
აჭარა

ბათუმი
ქობულეთი
ქედა
შუახევი
ხელვაჩაური
ხულო
გურია
ოზურგეთი
ლანჩხუთი
ჩოხატაური
ქართლი
შიდა ქართლი
გორი
ხაშური
ქარელი
კასპი
ქვემო ქართლი
რუსთავი
მარნეული
დმანისი
გარდაბანი
ბოლნისი
წალკა
თეთრი წყარო
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
თიანეთი
დუშეთი
ყაზბეგი
კახეთი
თელავი
გურჯაანი
ახმეტა
სიღნაღი
ლაგოდეხი
ხვარელი
საგარეჯო
დედოფლისწყარო
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი
ამბროლაური
ონი
ცაგერი
მესტია
ლენტეხი
სამცხე-ჯავახეთი
ასპინძა
ადიგენი
ახალციხე
ახალქალაქი
ბორჯომი
ნინოწმინდა
თბილისი

აქედან სარაგბო კერები(ა)
დიდი 10 * ; 1-ლი ლიგა ** ; რეგიონალ.ლიგა *** ; ჭაბუკთა "ა"/"ბ" ლიგა **** ; საბავშო (საფესტივალო) რაგბი *****

ქუთაისი 3 ბინადარი (აია *, ბაგრატი **, უნივერსიტეტი ***) აია და ბაგრატს ჭაბუთა და საფესტივალო გუნდები ჰყავთ
საჩხერე - ჯრუჭი *** (+ ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ჭიათურა - მათე *** (+ ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
წყალტუბო - დინოზავრი ***
ვანი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
ხონი, ბაღდათი, ტყიბული, ზესტაფონი, თერჯოლა - საფესტივალო გუნდები

ფოთი - კოლხი რაინდები ** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
სენაკი - ჯიხა *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ზუგდიდი, აბაშა, ხობი, მარტვილი - საფესტივალო გუნდები

ბათუმი - ბათუმი * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ქედა - ფირალები ***
ქობულეთი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
შუახევი - საფესტივალო

ოზუგეთი - არწივები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ლანჩხუთი, ჩოხატაური - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები

რუსთავი - ხარები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
გორი - ჯიქი * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ბოლნისი - ყოჩები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები

პატაძეული (გურჯაანის მუნიც) - ვეფხვები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
თელავი - კახელები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ყვარელი, დედოფლისწყარო - საფესტივალო გუნდები

ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი - საფესტივალო გუნდები

ბორჯომი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები

თბილისი - აქ სიმრავლე და სიჭრელეა smile.gif და ცალკე პოსტი მიეძღვნება

*** ეს უკვე ვიცით ***
ახლა მეორე ნაბიჯის შესახებ

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოსაძიებელია სტადიონები ან/და სტადიონად ვარგისი ადგილები
დასაზუსტებელია მოძიებული ინფრასტრუქტურა ვის ბალანსზეა: რამდენიმე პასუხი იქნება -
1. მუნიციპალიტეტის ბალანსზე
2. კერძო მესაკუთრის ბალანსზე
3. ბალანსს გარეშე - აუზომავ-დაურეგისტრირებელი

შემდგომი ღონისძიება - ამავე მუნიციპალიტეტებში სპორტის სხვა სახეობის წარმაომადგენელბთან ერთად განაცხადის დაფიქსირება მოძიებული ქონების 'აღნაგობით' დატვირთვის და მიზნობრიობით განკარგვის უფლების მოპოვებაზე
რასაც უნდა მოჰყვეს - იმ ხარჯის დათვლა, რაც ამ ქონებას "დანიშნულებით განსაკარგავად აზრზე მოიყვანს"
ამის შემდეგ უკვე საჭირო თანხების ძებნა:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
2. ცენტრალურ მტავრობაში
3. კონკრეტულ ფედერაციებში ვინც 'აღნაგობით' ისარგებლებს
4. კერძო სექტორში (პირობითად ბორჯომში სტადიონს თუ შეაკეთებს სასტუმრო ჯაპანა 39 წლით მისი სახელი დაერქმევა)
საიმისოდ რომ მიიღო დაფინანსება სასურველია ამ ეტაპის გასამარტივებლად ან/და იურიდიულად 'მიბმისთვის' ყველა ეს სარაგბო კერა მოექცეს იურიდიულ რეგულაციაში ანუ დარეგისტრირდეს
ა.ა.ი.პ -ად ან სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებად

მაგრამ მთელი ეს პროცესი ვერ გაიშლება უკვე არსებული განვითარების პროგრამის ზოგიერთი მუხლების დაკონკრეტების და შესაბამისი ნების გარეშე

სტადიონი მინიმუმ სამედიცინო უსაფრთხოების ზომებს უნდა დაექვემტებაროს და სანიტარულ ნორმებსაც უპასუხოს - საშხაპე, გასახდელი, საპირფარეშო + შემოღობილი (მინდორზე ცხოველთა ფეკალური მასის არსებობდა ჯანმრთელობისთვის შეიძLება ფატალურად დასრულდეს თუ ჭრილობაში ამ მიზეზით შეიჭრება ინფექცია)

პრიორიტეტის განსაზღვრის პრინციპი:
ყელა მუნიციპალიტეტს ჰყავს რესურსცენტრი (განათლების სამინისტრო), რომელიც იძლევა ინფორმაციას თუ რამდენი სკოლის ან სკოლამდელი აღსაზრდელი ჰყავს - 2/3-17 წლამდე - შესაბამისად უფრო მარტივი იქნება პროექტის წამოწყება ის სადაც:
1. არის სარაგბო კერა
2. სტადიონი
3. მეტი რესურსი (ბავშვები)
აქ დამატებითი მოთხოვნების ჩადეაც შეიძლება - სარაგბო კერა მინიმუმ ბოლო 2-3 წლის მანძIლზე მონაწილეობას იღებდეს სრკ-ს ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, სტადიონის საკითხი იყოს მოგვარებადი, 5-12 წლის ბავშვების რაოდენობა იყოს საკმარისი*
დამატებითი რეგულაციები შემდგომი ეტაპის გონია
1. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება
2. მუნიციპალურ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება

მარგამ...
მთელ ამ პროექტს სჭირდება შესაბამისი პიარი - მუნიციპალიტეტეში გარკვეული ასაკორივ ჯგუფთან შეხვედრა, რაგბიზე და ბორჯღალოსნებზე საუბარი, ვიდეო რგოლები და 2-3 მორაგბე მაინც ავტოგრაფების, ინვენტარის და ა.შ. "დასარიგებლად" ან/და(ც) წინასწარ მუნიციპალიტეტი+სრკ+ადგილობრივი კლუბი ორგანიზებით ბავშვთა გასართობი შეჯიბრი რაგბიში - პრიზებით

გაგრძელება იქნება...
The_mad_Floki_Brother
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 621
წევრი No.: 183939
რეგისტრ.: 28-March 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 15:24  #46758477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GiorgiG83
აი ეს მესმის... ეს უკვე საქმეა up.gif up.gif up.gif


--------------------
მეორეეეეეეე! (c) შერკინება
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 15:29  #46758516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობელი

ბევრი წვრილმანი დეტალია და მივცემ ერთიან სახეს, აი მერე იმედია უფლებამოსილი პირები მიხედავენ
დაგზანვილი მაქვს მეილები - მომივა პასუხები (საჯარო დაწესებულებას 10 დღე უმოქმედობა გონივრულ ვადად მიაჩნიათ) და გავაგრძელებ

მთავარია იყოს ნება
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3583
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 18:10  #46760050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პატაძეული (გურჯაანის მუნიც) - ვეფხვები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)

აი საგარეჯოა ბიძია


QUOTE
თელავი - კახელები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)

სტადიონი რო გვაღირსონ თელავში იქნებ ცოტა ზევითაც ავიწიოთ sad.gif



--------------------
დო'დოო
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4484
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 20:45  #46761398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lepori @ 18 Jan 2016, 18:10 )

QUOTE
თელავი - კახელები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)

სტადიონი რო გვაღირსონ თელავში იქნებ ცოტა ზევითაც ავიწიოთ sad.gif

არადა რა კარგი ცენტრალური სტადიონი აქვს თელავს, მგონი ჩოხელის სახელობის. მის რეკონსტრუქციის შემდეგ მშვენიერი სტადიონი წამოიჭიმებოდა .

რაგბი+ფეხბურთი

იყენებს ვინმე მაგ სტადიონს? თუ უქმადაა?


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 20:58  #46761497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მთელი სია 1-2 დღეში მექნება (სფფ-დან) და დანარჩენი ისეთების, სადაც საბუთობრივად პატრონი ჯერ არ არსებობს და ზეპირსიტყვიერ-ნახალოვკურად არის დაკავებული, მარგამ სტადიონიც ისეთია რა - უფრო მოედანი რომ ჰქვია.
63 მუნიციპალიტეტზე თავს ვერ დავდებ, რომ ჩამოვლას, დასურათბას და საბუთების შეკრებას შევძლებ, მარგამ მეტნაკლები ინფორმაცია "საჩერნავიკოდ" იქნება
+ პატარა სია (შინაურული) ზოგიერი მუნიციპალიტეტის სკოლების ქონებაზე სადაც სასტადიონე მინდორი მაინც არის (სკოლის ბალანსზე)
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3583
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 18 Jan 2016, 21:37  #46761848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83
QUOTE
არადა რა კარგი ცენტრალური სტადიონი აქვს თელავს, მგონი ჩოხელის სახელობის. მის რეკონსტრუქციის შემდეგ მშვენიერი სტადიონი წამოიჭიმებოდა .

რაგბი+ფეხბურთი

კი, გივი ჩოხელის სახელობისაა
მანდაც თმაშობენ ხოლმე ხანდროს >> კარის გარეშე biggrin.gif
ხელოვნური დააგეს..
ბავშვებსაც მანდ ავარჯიშებდნენ ერთი პერიოდი >> ახლა არ ვიცი
რაგბის სტადიონს იპირებიან >> აშენებენ აშენებენ და არ დაადგა საშველი
თელავურ რაგბს ორგანიზება უნდა და ხელის წაშველება თორე ბალღები კი იწევენ >> გვინდაო თამაში...

QUOTE
იყენებს ვინმე მაგ სტადიონს? თუ უქმადაა?

ფეხბურთით იტვირთება >> ბავშვები + 'კახეთი' რეგიონლიგაში ( თუ არ დაიშალა biggrin.gif )
ტრიბუნები გავანადგურეთ ჩვენ და დედაბუნებამ ერთობლივი ძალებით..
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 19 Jan 2016, 00:20  #46763486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დეტალია მაგრამ მნიშვნელოვანი
იმისთვის რომ მუნიციპალიტეტის დაფინანსების (სრული, ნაწილობრივი და ა.შ.) ბადეში მოხვდე აუცილებელია სკოლის სტატუსი გქონდეს - რაზეც უკვე ვისაუბრე (ს.ს.ს.დ)
იმისთვის რომ დღეს კლუბების უმეტესობამ ა.ა.ი.პ. არ დაკარგოს ბმა და სამართალ მემკვიდრეობა მუნიციალური ბიუჯეტის შესაძლო მიღების გამო - რადგან იცვლება სამართლებრივი ფორმა - არის გამოსავალი არსებულმა ააიპ-მ უნდა დააფუძნოს სსსდ - სამართლებრივი ბმა შედგა - სამართალმემკვიდრეობა უწყვეტია (მცირე იურიდიული და ბუღალტრული ნიუანსები რჩება- როგორიც არის შესაბამისი კრების ოქმი სახელით სარგებლობის უფლება, არსებული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადატანის, ან/და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი დადგენა - ამ ორ დეტალს მინიმუმ ორი თანაფორუმელი ვიცი (იურისტი-ბუღალტერი-ფინანსისტი) ვინც 1 დღეში გაწერს ე.წ. 'გზამკვლევს"
ამის გარდა არსებობს საგადასახადო დეტალებიც...
ამწუტას ამაზე თავს არ ვდებ (ბოლო 5 თვის ცვლილებებს სანამ არ ვნახავ) მაგრამ იმ ბოლო რეგულაციით რომელიც ვიცი - სახელმწიფო ქონების განკარგვა და სარგებლობა (აღნაგობა) წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას - ქონების გადასახადის კუთხით.
მაგრამ თუ სუბიეტქი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეწევა საგანამანათლებლო საქმიანობას უსასყიდლოდ და კონტიგენტი არის არაუმეტეს 16 წლისა - ეს საგადასახადო ვალდებულება უქმდება (დავაზუსტებ საგადასახადოში და მერე ზუსტი პასუხი)
მაგრამ აქვე არის ერთი დეტალიც თუ საჯარო სკოლა (ორმაგი დაქვემდებარების განათელბის სამინისტრო/ეკონომიკის სამინისტრო) საკუთარ მიზნებს უკეთ განახორციელებს სსსდ-ს მეშვეობით საჯარო სკოლის ბალანსზე არსებული სტადიონის აღნაგობით გადაცემით - აქ უფრო სწორ ფორმად იჯარა მიმაჩნია, ხოლო იჯარის საფასურად ის შესაძლო რეაბილიტაცია რაც იქნება ბარტერის საგანი-ანუ ფასი - ქოენბის გადასახადი იჯარით ოსარგებლეს (აღნაგობის) მქონეს არ ეკისრება - იგი რჩება იმავე რეჟიმში, რაც გააჩნდა საჯარო სკოლას.

პ.ს. ზუსტი ფორმულირება (სქემა) საგადასახადოდან შესაბამისი პასუხის შემდეგ.
gio_xabaza
პესტიციიიდენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2810
წევრი No.: 135460
რეგისტრ.: 3-September 11

გამოგზავნილია: 19 Jan 2016, 11:51  #46765514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GiorgiG83
ვინც მხარს გიჭერთ ამ კამპანიაში თუ რაც გინდა ვუწოდოთ ჩვენ რითი შეიძლება მივეხმაროთ საკმის წინ წაწევას? თუ არჩევნების შემდეგ
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 19 Jan 2016, 15:11  #46767063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კამპანიის რა გითხრა და იდეას ვმუშავებ და იმედია "უფლებამოსილი" პირები ჩაიბარებენ და თუ არა მერე მივხედოთ ჩვენი ძალებით
* * *
აჰა, ესეც ის სტადიონები, რომლებიც ან სფფ-ს 'სარგებლობაშია' ან/და მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია (უცნაური სტატუსით: "... .... ...." ცენტრალური სტადიონი)

ქუთაისი *** გივი კილაძის
ზესტაფონი *** დავით აბაშიძის
სამტრედია *** ეროსი მანჯგალაძის
საჩხერე *** ცენტრალური (ძვ. სტადიონი)
ტყიბული *** ვლადიმერ ბოჭორიშვილის
ხარაგაული *** სოსო აბაშიძის
ხონი *** ცენტრალური სტადიონი
წყალტუბო *** 26 მაისის
ვანი *** გრიგოლ ნიკოლეიშვილის
ბაღდათი *** საირმე
ჭიათურა *** თემურ მაღრაძის
თერჯოლა *** საპოვნელა

ლანჩხუთი *** ევგრაფი შევარდნაძე
ოზურგეთი *** მეგობრობა
ჩოხატაური *** ცენტრალური სტადიონი

ფოთი *** ფაზისი
მარტვილი *** ცენტრალური სტადიონი
წალენჯიხა *** საშა კვარაცხელიას
ხობი *** ცენტრალური სტადიონი
ჩხოროწყუ *** ცენტრალური სტადიონი
სენაკი *** ეგრისი
აბაშა *** მევლუდ მიმინოშვილი
ზუგდიდი ***

რუსთავი *** ფოლადის
ბოლნისი *** თამაზ სტეფანიას
მცხეთა *** არმაზი - მცხეთა პარკი
გორი *** თენგიზ ბურჯანაძე
დუშეთი *** ცენტრალური სტადიონი
აგარა *** ცენტრალური სტადიონი
გორი *** ქართლი
ქარელი *** ცენტრალური სტადიონი
მარნეული *** ცენტრალური სტადიონი
ხაშური *** გრიშა ჯომართიძის ც. სტ
სურამი *** ცენტრალური სტადიონი
ჟინვალი *** ცენტრალური
თიანეთი *** ცენტრალური
ყაზბეგი ***

ბათუმი *** ადელი
ქობულეთი *** ცენტრალური სტადიონი
ქედა *** ბეთლემის
***
ამბროლაური ***
ონი *** სლავა მეტრეველის

ახმეტა *** ცენტრალური სტადიონი
წნორი *** ცენტრალური
გურჯაანი *** ცენტრალური სტადიონი
ლაგოდეხი *** ცენტრალური სტადიონი
თელავი *** გივი ჩოხელის

ბორჯომი *** ჯემალ ზეინკლიშვილის
ახალციხე *** ცენტრალური სტადიონი
აწყური *** ცენტრალური სტადიონი
ადიგენი *** ცენტრალური სტადიონი
ასპინძა *** ცენტრალური სტადიონი
ახალქალაქი *** ცენტრალური სტადიონი
წალკა *** წალკის მუნიციპალური სტადიონი

* * *
ახლა ვეცდები ამ ყოველ სტადიონს გამოვუნახო ბინადარი სფფ-დან (იქ სადაც სარაგბო სტადიონი აშენებულია ან შენდება - გამოვხშირავ-დროებით)
ეს ინფორმაციასაც ზუსტდება

იქ სადაც ეს მუნიციპალური - ცენტრალური სტადიონები დაკავებულია იქნება - ძიება გაგრძელდება სხვა მე-2, მე-3 და ა.შ. ხარისხოვანი სტადიონების (ან სტადიონად ვარგისი მეურნეობების)

&&&&&&&

მგონი ცუდად არ მიდის 'ძიება' და ხაზი - რას იტყვით?
* * *
ესეც მეტნაკლებად "სრული" სია სფფ-ს მიერ დაკავებული სტადიონებისა




* * *
ვეღარ ვცვლი პოსტს და ამიტომ ვერ ვაბამ ფაილს (prt/scr)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0305 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]