forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უბრალოდ დაიცალეთ, ანუ თქვით რაც გაწუხებთ ან რაც გახარებთ
Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 30 Sep 2019, 13:22  #55310568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემაში აკრძალულია ვინმეს დათაგვა, დაკომენტარება-გამოხმაურება.
ჩეთაობა და ოფტოპიკი...

დაიცალეთ, მოეფერეთ, აგინეთ(კანონის ფარგლებში biggrin.gif ), სიყვარული აუხსენით, ჩადეთ მიწაში და გაიარეთ... gigi.gif

სხვა დანარჩენისთვის არსებობს მოდერი wink.gif

Hyperzet
me vs me
DrJohnes
GeorgeSword

შემობრძანდით პატივცემულებო!

თემა თუ რამე აქაურ წესს არღვევს =======> გზა ფართო - სალხინებლისკენ smile.gif

თუ არადა მიაქციეთ ყურადღება წესების დაცვას...

ან დაამატეთ და დაარედაქტირეთ...

მოკლედ რომ ვთქოოთ - ხსნილია რა biggrin.gif

Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 14:52  #55315128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაი მე ვიტყვი პირველს smile.gif

გამოჩნდა და მზე ამოვიდა...
გაფერადდა ყველაფერი...
ჩამოსაცვენად გამზადებულმა ფოთლებმა პირვანდელი სიხასხასე დაიბრუნეს და აშრიალდნენ... love.gif

შრიალებენ და ამბებს მიყვებიან...

წვრილად, არაფერს არ ტოვებენ...

მიყვებიან ამბებს, რომელიც ისედაც ვიცი, მაგრამ ზრდილობის გულისთვის ვუსმენ...

არც გაემტყუნებათ...
ფოთლები არიან...
ჩამოსაცვენად გახაზირებული ფოთლები... user.gif
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7920
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 15:52  #55315418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Windmill

up.gif

ძალიან ლამაზად წერ.

უნდა ვაღიარო, რომ სიტყვა გემორჩილება.
Poppysmic
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 259
წევრი No.: 227111
რეგისტრ.: 17-December 16

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 16:04  #55315462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს ცუდ ხასიათზე დავდგე!


ვოტ!


--------------------
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს - არ უწერია გადაშენება!


იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ.. იმგვარადვე მკლავ..
Tensee
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 246163
რეგისტრ.: 22-October 18

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 16:30  #55315546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი სიამოვნებით მივიღებდი ორგიაში მონაწილეობას
სასიამოვნო მასაჟის მერე თბილი ჯაკუზი პენელოპა კრუზი მეორე ვინმე ქერა ლამაზმანი


Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 587
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 16:37  #55315575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვოცნებობ ნეტავ ერთი თვე სადმე ტკბილ ხალხთან ერთად სოფელში გამომკეტა შინაური ცხოველების, სოფლის მეურნეობის, ბუხრის და წიგნების გარემოცვაში. ძალიან მჭირდება ასეთი გარემო აზრზე მოსასვლელად. ყურადღებას რომ არავინ მაქცევდეს, ჩემთვის რომ ვიყო წყნარად.
Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 17:49  #55315832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
Hyperzet
me vs me
DrJohnes
GeorgeSword

ეს თავხედი დაბანეთ წესების დარღვევისთვის biggrin.gif la reine

მეც რომ არ მიმაყოლოთ, ლექსად ვიტყვი wink.gif



QUOTE

ერთი ოთახი, ოთხი სკამი,
ერთიც მაგიდა.
ამ კარგ#####ულში კარიც არის —
ნეტავ რად გვინდა?
არ იხურება ბეზატკაზნი ვაგზლის
ბოზივით,
ყველა შემოდის, ვინც კი დედამ ერთხელ
დაწყევლა…
მოდით ლოთებო, სტოპკა მუდამ
მოგვეძევება,
პახმელიაზე არ დაგტოვებთ ღვთის
ანაბარა.
თამბაქოც გორად — სადღაც გობში
უნდა ეყაროს…
შეახვიეთ და დაახვიეთ, როგორც
ზამბარამ…
კვლავ მარტო ვრჩები, თუთუნს ვახვევ
ნებად ვაბოლებ.
ამაოების უფსკრულს ჩავცქერ, მაგრად
მკიდია…
რატომ მოვედი, რა მინდოდა ვის
დავეკარგე?!
მე ხომ არცერთი ორთაბრძოლა
არ მომიგია…
კედლიდან მიმზერს ბანტიანი
გიტარა ობლად.
დაიკიდეო — თითქოს ჩუმად
მეჩურჩულება
გამეღიმება, ერთსაც დავლევ, ულვაშს
მოვიწმენდ…
ახლა თქვენა თქვით — მაქვს თუ არა
ამის უფლება?!
iRadonn
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 127
წევრი No.: 252349
რეგისტრ.: 25-August 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 19:00  #55316129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მინდა მეტეორი ჩამოვარდეს და გაწყვიტოს მთელი კაცობრიობა, ან წარღვნა და ჩაახრჩოს ყველა biggrin.gif

უაზრო და სისულელეა ადამიანის ცხოვრება.
გვგონია რამე ვაკეთებთ ან წარმოვადგენთ, სინამდვილეში 0.
Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 22:08  #55316989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ არ მპატიობ?

არადა, როგორ გთხოვე - მაპატიე-თქო cry.gif



რა დაგიშავე ასეთი, მაცოდინა ნეტავი?! facepalm.gif

This post has been edited by Windmill on 1 Oct 2019, 22:09
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19435
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 01:10  #55322199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი ჩამოვარდნილი შემოდგომის ფოთოლი, გამხმარი და გაყვითლებული,
როგორ ეჭიდება ასფალტს და უძალიანდება ქარს, როგორ ფხაჭუნით და წრიპინით
ითრევს ფეხს ეს გამხმარი შემოდგომის ფოთოლი…


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 02:36  #55327454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მზე...
მზე სასწაული...
საწყისი და სასრული კაცობრიობის...
ძველ ეგვიპტური რა და დღესაც უკვდავი სვანური ლილეო - მისი საგალობელი...
მზე - იმედი და სასოება...

მაგრამ არსებობს სხვა მზეც...
შავი მზე... (ვინც არ იცით გუგულა დეიდას მადლი გფარავდეთ)

ამაღამ ამოვიდა შავი მზე და მაინც გააჩახჩახა კუნაპეტი ღამე...

მერე?

არც არაფერი მერე...

ასწორებს, როცა შავიც კი გზას გინათებს smile.gif

nikusha20081
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 45
წევრი No.: 223188
რეგისტრ.: 25-August 16

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 15:57  #55329222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადამიანთან რომელთანაც ახლო ურთიერტობა გაქვს და ყველაფერზე გელაპარაკება(გოგო) და სხვა ვინც არ მოსწონს იმაზე გელაპარაკება კიდე და მეორე მომენტში დგება და იმას უდაქალდება და იმასთან ერთად დადის მიუხედავად იმისა,რომ ასეთ საქციელზე ერთხელ ნათქვამი მაქ რომ არ მომეწონა თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ ან რას იზამდით.შეიძლება ვცდები ან ცუდად ვამბობ რამეს ,მაგრამ ძაან საწყენი და არასასიამოვნო სეგრძნებაა ,როცა ამას ხედავ
Windmill
don't blame me


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 184
წევრი No.: 252415
რეგისტრ.: 29-August 19

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 21:29  #55330317      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი, ძმას შემოვუკეცე საბანი gigi.gif

ეს ის "არაა" - უკუღმა რომ უნდა გავიგო, მაგრამე ჯინაზე წაღმა გავიგებ

პატიება გთხოვე და არ მაპატიე...

ორი წამი დამელოდე-თქო და არაო...

ჰოდა აწი რაც გინდა ის ქენი...

გინდა გამებუტე, გინდა ნიკი გააუქმე, გინდა ორი კვირა არ პოსტო

შეგიძლია მომწერო - გიპასუხებ, ან არ გიპასუხებ - რა პრობლემაა?

სიცივე და იგნორი ჩემი მოგონილია biggrin.gif

და მე სად რას დავწერ და რა გულისტკივილს ან სიხარულს გამოვთქვამ - ნამდვილად აღარაა შენი საქმე... 2kiss.gif

ферштейн, моя любовь? user posted image




This post has been edited by Windmill on 4 Oct 2019, 21:40
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 587
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 23:04  #55330638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად გამაზე რაღაც? რა გამაზე? სადღაც ხარ დატორმუზებული და ვერ გაგიგია! გაიღვიძე რა! გაიხსენე რა! ამოიღე ხმა. თქვი შენი სათქმელი!
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2085
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 5 Oct 2019, 00:07  #55330848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამიშვი ეხლა სახლში, ბავშვებს საჭმელი უნდა მივუტანო, ხვალ დილიდან მოვალ და დავამთავრებ- ეუბნებოდა გამხდარი ელექტრიკოსი ობიექტის უფროსს.

აღარ მორჩა შენ გამიშვი , გამიშვი… ან დღეს ვე დაამთავრებ ან სამუშაოდან გაგათავისუფლებ საერთოდ, – მიაყვირა იმან.
კაცი უცბად შეცბა და სახეზე მიტკლისფერი დაედო.

კარგი , რუბენიჩ, მოვრჩები დღესვე, რა გაეწყობა… თქვა და ჭერის ბურღვა გააგრძელა დრელით.

///

დილას საძინებელში გავიდა და დაიძინა. მერე უფროსმა შვილმა გააღვიძა. მგონი დედა ცუდადაა მამაო , შევიდა ოთახში და მისი ცოლი გაცივებული დახვდა.

ხოდა ზრდიდა ორ ბიჭს მას მერე, ბევრმა წყალმა ჩაიარა.

ახლა აღარც თვითონაა ცოცხალი.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]