Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ქართული კულინარია


Posted by: chanichano 28 May 2007, 19:16
ქართულ ფორუმში ქართულ კერძებზე არ ხდებოდეს საუბარი, ცოტა უცნაურად მიმაჩნია.

ხო არ იცის ვინმემ, თუ როგორ კეთდება:
”შეზელილი მხალი ან ლობიო”?


Posted by: livi 1 Jun 2007, 10:58
კიი smile.gif როგორ დააა მოწალავთ ლობიოს ან ფხალს მერე კარგად გაწურავთ(მაგრად) ცალკე დანაყავთ 100გრ ნიგოზს 4კბილ ნიორს და ქინძს, ძმარი უნდა ერთი სუფრის კოვზი,ხმელი სუნელი,წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით და შეურევთ ლობიოს ან ფხალს

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2007, 20:48
კაი ფელიკს რო ჩამოხსნი და ჩამოაჭრი მოზრდილ ნაჭერს მოსახარშად, მჭადს რო გამოაცხობ, პამიდვრის ცოცხალს რო გამოიღებ განჯინიდან და ალექსანდროულით სამსე ჭურს რო მოხდი თავს, ე იმ დროს შეიძლება ბევრი სხვა გემრიელი რაჭული რამეებიც გაგახსენდეს (ჭინჭრის ფხლით დაწყებული - ხორცეულით დამთავრებული).

Posted by: Raul Tamudo 1 Jul 2007, 20:55
ბებიაჩემის გაკეთებული ლობიანი, მაგალითად...

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2007, 20:58
ღომი და ხარჩო, ალუჩის არაყზე მიყოლებული წვნიანი, შავი საცივი, თევზი ცხარე სოუსით, ქათამი ტაბაკა მარტვილური სატენით smile.gif
* * *
რა გჭირთ მარგალებო, დაპოსტეთ, ვიკამათოთ მეგრულ სამზარეულოზე

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2007, 21:02
QUOTE
ბებიაჩემის გაკეთებული ლობიანი, მაგალითად...


ღორისქონწასმული ალბათ? ბარბარობას როა ყველაზე გემრიელი ხო?

Posted by: kardu 1 Jul 2007, 22:00
შქმერულზე რას იტყვით ბატონებო აბსაც რაჭულ ხაჭაპირზეsmile.gifიფ იფ იფsmile.gif

Posted by: Solveig 1 Jul 2007, 22:05
QUOTE
ღორისქონწასმული ალბათ

ბაჭული ჰქვია მაგას.

მოხარშული ლობიო უნდა გაიფცქვნას, დაიჭყლიტოს, შენელდეს ღორის ქონით, ქონდრით და მარილით..ლობიოს გაფცქვნა საძაგელი და თავისმომაბეზრებელი პროცედურაა, ვერ ვიტან!

მერე იდება გაფუებულ ცომში და ცხვება..თავზეც ქონს უსვამენ.

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2007, 22:07
QUOTE
რაჭველებს მწირი სამზარეულო აქვთ, ალბათ იმიტომ რომ მწირი მხარეა 


რაც უფრო მწირია მხარე, მით უფრო დიდი, უსაზღვრო და მრავალფეროვანია კულინარიული ფანტაზია (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა).

Posted by: Solveig 1 Jul 2007, 22:16
ჰეჰე

მაგაზე ჩემს რაჭველ ბიძას აქვს საინტერესო მოსაზრებები.

მაგალითად ლობიოს რატომ ფცქვნიან: რაჭველს დაეძინა, ლობიო მიეწვა და დაენანა გადაგდება..დაადგა და გაფცქვნა ქვე შენი ჭირიმე! აპა!

Posted by: Raul Tamudo 1 Jul 2007, 22:24
QUOTE (gabarzgaleba @ 1 Jul 2007, 21:02 )
QUOTE
ბებიაჩემის გაკეთებული ლობიანი, მაგალითად...


ღორისქონწასმული ალბათ? ბარბარობას როა ყველაზე გემრიელი ხო?

უუუფ, მომშივდა yes.gif

მშიერი კაცის სმაილიკი რატომ არ გვაქვს?

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2007, 22:42
QUOTE
მშიერი კაცის სმაილიკი რატომ არ გვაქვს?


საკმარისი ნერწყვი არაა სმაილიკისთვის როგორც ჩანს

Posted by: Solveig 1 Jul 2007, 23:30
ხ ო რ ხ ე
ლობიო ლორით.

კიდევ კაი მჭადუკა, კაი პურუკა, კაი ყველუკა, კაი ღვინუკა და მეტი რაღა?

Posted by: killer 1 Jul 2007, 23:33
კარტოფილი მოხარშეთ რაჭულ ვიჩინასთან ერთად, იგემრიელებთ ძალიან smile.gif


რაჭაში სპეციფიური არაფერი მახსენდება, ხავიწი, ფხლუანი და ქადების გარდა. ქადის გულს ვერ ვიტან, ფქვილისდა ერბოსგან რომ კეთდება. ბრრრ....

Posted by: Solveig 2 Jul 2007, 00:47
QUOTE
ქადის გულს ვერ ვიტან, ფქვილისდა ერბოსგან რომ კეთდება.

ღორის ქონისგანაც.

ღორის ქონში შუშავენ ფქვილს.

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 12:59
QUOTE
ღვინო წემ ბოლეე


კარგი ახლა, ნუ ირცხვენ თავს, კახეთის მერე ყველაზე საინტერესო რაჭაა მაგ მხრივ.

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 13:06
ხ ო რ ხ ე

ისე, კოლუნარიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, კახურს არც ეთქმის კულიანარია, ასევე ძალიან სუსტია ქართლი, აღმოსავლეთ-მთიანეთში ყველია და ერთი-ორი დამბალ-ხაჭოს ნაირი რამე მხოლოდ. კულინარია ეთქმის მხოლოდ სამეგრელოს, იმერეთს, მერე გურია-რაჭა-სვანეთს.

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 13:24
ხ ო რ ხ ე

სამზარეულოა ის, რაც მაქსიმალურად ცდება შემწვარი-მოხარშულის ცნებას, ანუ ამებურ კულინარიას, სადაც მეტია სირთულე, საკმაზი, სოუსები და მთელი დისტრ... biggrin.gif რაჭაში კიდე, ნიგვზის, სუნელებისა და სხვადასხვა ბალახეულის გამოყენების ისეთი სისტემაა, რომ ნამდვილად შეიძლება მისი კულინარიად მიჩნევა.

Posted by: yoyoka 2 Jul 2007, 15:20
საფირმო არაა კაი ვიჩინით მოხარშული ლობიო?? gigi.gif
ეუფ ეუფ..მინდაა

Posted by: annak 2 Jul 2007, 15:59
ე.წ. "რაჭული ბლუდა" როგორ კეთდება თუ იცით ვინმემ ზუსტად.
ძალიან მიყვარს. მარტო ქელეხებში იციან ოღონდ.

Posted by: yoyoka 2 Jul 2007, 16:04
annak
QUOTE
"რაჭული ბლუდა"

და რა არის ეგ? რისგან კეთდება?

Posted by: radiology 2 Jul 2007, 16:13
gabarzgaleba
მნია,მნია მიყვარს კი არა ვგიჟდები...
QUOTE
მარტვილური სატენით

ცხონებული ბებიჩემი მიკეთებდა რო ჩავდიოდი ხოლმე ..როგორ მენატრება...პიტნაში გადაზელილი სულგუნი კიდო,გებჟალია,კვერცხებჩახლილი ხარჩო,ხის შამფურზე შემწვარი ვარია..

Posted by: yoyoka 2 Jul 2007, 16:16
QUOTE
ფიფინა

არ ვიცი..არც გამისინჯავს
მე ვიცი ნადღობში ჩაყრილი მჭადიsmile.gif ვგიჟდებიი

Posted by: annak 2 Jul 2007, 17:27
yoyoka
QUOTE
და რა არის ეგ? რისგან კეთდება?

ძროხის მოხარშული, მჭლე ხორცი პიურე და საწებელი.
ასევე, ვისაც რაჭული ფხლუანები გაგისინჯავთ, ეგეთი გემრიელი ბევრი არაფერია.

Posted by: yoyoka 2 Jul 2007, 17:42
annak
QUOTE
ასევე, ვისაც რაჭული ფხლუანები გაგისინჯავთ, ეგეთი გემრიელი ბევრი არაფერია.

აუუ ეგ მაგარიაsmile.gif თან ბებიაჩემი ისეთებს აცხობდა როოო..თითებს ჩაიკვნეტდიsmile.gif

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 18:34
დაახლოებით 20-მდე მცენარეა (შესაძლოა მეტიც) ქათანაცერადან ჭინჭრამდე, რისგანაც რაჭველები არამხოლოდ ფხლუანებს, არამედ კაი ნიგვზიან, ძვირფას ფხლებს აკეთებენ

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 18:39
კამეჩის სულგუნზე მაგარი სულგუნი ცხოვრებაში არ მიჭამია, მაგას და გუდას ვეფხისტყაოსნის, მრავალხმიანობისა და ნიკორწმინდა-სამთავისი-მარტვილის გვერდით დავაყენებდი. biggrin.gif

Posted by: veziri 2 Jul 2007, 19:25
კუპატი და კიდევ ცხელი კუჭმაჭი მევასება მაგრათ.

:ელარჯისსმაილი:

მომშივდა რო გამახსენდა ბოშიყო.

Posted by: წკაპო 2 Jul 2007, 19:50
რა უნდა ვიკამათოთ, დორბლი მომდის და აზრი კუჭმაჭსა და კუპატზე გამეჭედა.


Posted by: Chkoni 2 Jul 2007, 20:13
აქვე საცხა თურქულს რომ მიაბეს ლაზური, აბა მეგრულ-ლაზური ერთად არ უნდა იყოს? 2kiss.gif და საერთოდაც, მთელი ჩვენი მოდგმისა გინდ კახელი იყოჲ, გინდ ქვეშენიჭირიმე რაჭველი, გინდ სვანი და ა.შ. 2kiss.gif
აგი მეგრულ-ლაზურ-ქართული განცხადებაც:
ართ შური დო გური, ართ ზისხირი დო ხორცი, ართ ყოროფა დო ართ მანგური ოჭკომალეფი მიღუნა დო ართო ბჭარათ - მეგრულად
არ შური დო გური, არ ძიცხირი დო ხორცი, არ ყოროფა დო მენგაფურა ოჭკომალეფე მიღუნან დო ართოთ პჭარათ - ლაზურად
ერთი სული და გული, ერთი სისხლი და ხორცი, ერთი სიყვარული და მსგავსი საჭმელები გვაქვს და ერთად ვწეროთ - ქართულად

ეს სამეული მათ დავუწერე, ვისაც ლაზები ძალიან თურქად მოსდის თვალში smile.gif
gabarzgaleba
QUOTE
კამეჩის სულგუნზე მაგარი სულგუნი ცხოვრებაში არ მიჭამია

ესე იგი, ბარძგვალ, სულგუნი ჯოგის უკეთესია. მთის მხარისა მომეტებულად.
* * *
თურქულთან ლაზურს რა უნდა? ჩვენებურთან უნდა იყოს smile.gif

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2007, 20:38
Chkoni
QUOTE
სულგუნი ჯოგის უკეთესია. მთის მხარისა მომეტებულად


კი, მარტვილისა და ჩხოროწყუსი ნამეტურ

Posted by: kardu 2 Jul 2007, 21:08
კაცო შქმერული თქვა!!!!!!!!!!!!!! უყურე ამათsmile.gif კიევ რაჭაში ყოფილა საინტერესო დასლევი დატა დაახლოებით ლუდის მსაგავსი რამჯ უნდა იყოს, მგონი ამჟავებული ხორბლისგან მზადდებაsmile.gif

Posted by: chanichano 3 Jul 2007, 02:13
დიდი მადლობა
აქვე ალბათ 1 კილო ლობიოს შესაბამისად მხალს გულისხმობ,ხო?

Posted by: ShadowCat 3 Jul 2007, 16:53
chanichano
მოდი, მაშინ თემის სათაურს ჩავასწორებ და დარჩეს ზოგადად "ქართული სამზარეულო".
იმიტომ, რომ რჩევების თემა ცალკეა მიპინული.
ხოლო რაც შეეხება რეცეპტებს - მე და Breaky-მ იმდენი ვიწვალეთ 160 გვერდიანი თემიდან ამ რეცეპტების დალაგება-დახარისხებაში, რომ კიდევ ერთი თემა, რომელიც ყველანაირ რეცეპტს (ხორციანს, დესერტებს, ფხალეულ-ბოსტნეულობას და ა.შ.) შეიცავს, ნამდვილად არაა მისაღები yes.gif

კი ბატონო, იმსჯელეთ ზოგადად ქართულ სამზარეულოზე ამ თემაში, რეცეპტები კი შესაბამის თემებში დაწერეთ.
აქ კი შეგიძლიათ ამ რეცეპტის პოსტის ლინკი დადოთ (თუ მაინცდამაინ) rolleyes.gif

Posted by: chanichano 3 Jul 2007, 17:00
ShadowCat

შეგიძლია მიუთითო აქვე ის ბმულიც,მე რეცეპტები და რჩევები მაინტერესებს(ქართული კერძების).

და შეგიძლია თემა ისე შეცვალო როგორც უკეთ მიგაჩნია smile.gif


Posted by: ShadowCat 3 Jul 2007, 17:22
chanichano
QUOTE
შეგიძლია მიუთითო აქვე ის ბმულიც

რომელი? რჩევების?smile.gif ვერ ხედავ, აპინული რომაა? smile.gif
კაი, აი რჩევები: http://forum.ge/?f=82&showtopic=33782179

რაც შეეხება კერძებს, გადახედე განყოფილებას (ან სარჩევს: http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052 )
თუ რომელიმე კონკრეტული კერძის რეცეპტი გაინტერესებს, შესაბამის თემაში იკითხე და თუ ვინმემ იცის, გეტყვის smile.gif

Posted by: SPC 3 Jul 2007, 21:05
რაჭველები თურმე აკეთებენ რაღაცნაირ ლობიანს რომელშიც ვიჩინაცაა მგონი. ხოდა ბებიაჩემია კია რაჭველი მაგრამ არასოდეს გაუკეთებია ეგეთი რაღაც, და სად შეიძLება გავსინჯო და რა ჰქვია მას ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: kardu 22 Jul 2007, 19:25
SPC
მაგას ქვია ლობიანიsmile.gifsmile.gifsmile.gifსადმე რაჭველებთან თუ მოხვდები სტუმრად თხოვე და გაგიკეთებენ ქალაქში თუ კეთდება სადმე არ ვიციsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: ვეძმა 22 Jul 2007, 22:17
აჯიკას გაკეთება როგორ უნდა? spy.gif

Posted by: LawMan 30 Jul 2007, 13:43
მაგრად მიყვარს სვანური მარილი და მსგავსი შესაკმაზი რამეები.
თქვენ თუ იცით სადილში შესაკმაზი რეცეპტები? ისეთი რამეების რეცეპტები, როგორიც არის სვანური მარილი. smile.gif

Posted by: SaNi 30 Jul 2007, 13:52
მარილი გემოვნებით
თუნდაც სვანური იყოს

Posted by: tamunia_ch 2 Aug 2007, 20:15
და ვინმეს შეუძლია სვანური მარილის რეცეპტის დაწერა??
ან თუ არის უკვე რომელ თემაშია???

Posted by: ShadowCat 2 Aug 2007, 20:25
LawMan
QUOTE
მსგავსი შესაკმაზი რამეები

მაგალითად?

Posted by: Solveig 2 Aug 2007, 21:19
QUOTE
ისეთი რამეების რეცეპტები, როგორიც არის სვანური მარილი.


მარილი, ხმელი ქინძი, დანაყილი ნიორი, წითელი პილპილი-მე მგონი ესაა.

Posted by: ზურაბა 2 Aug 2007, 22:27
უცხო სუნელი... rolleyes.gif


Posted by: ninikoniniko 12 Aug 2007, 22:30
QUOTE (Solveig @ 2 Aug 2007, 21:19 )
QUOTE
ისეთი რამეების რეცეპტები, როგორიც არის სვანური მარილი.


მარილი, ხმელი ქინძი, დანაყილი ნიორი, წითელი პილპილი-მე მგონი ესაა.

ყველაზე მთავარი გამოგრჩა-ეს არის გიცვრილი როლემსაც ეძახიან უცხო სუნელს მაგრამ იქაური სულ სხვა გემოს აძლევს. კიდევ აკლია მაგას რაღაც რაღაცეები და ჯობს ვინმე სვან ბებოს კითხო. აუცილებლად გაგიმხელს

Posted by: tata-bata 28 Sep 2007, 21:14
tongue.gif ლშდ'მ'ნე ჯიმი? tongue.gif ასე ეძახის ჩემი ძმა, რავი.
დედაჩემი აკეთებს და გარშემო ყველას უყვარს ოღონდ რეცეპტი არ ვიცი tongue.gif smile.gif


Posted by: ხორხე 29 Sep 2007, 12:41
ხო არის სუნელების თემა

კარგით რა ხალხო

კარგით ნუ

ესე ხოარ შეიძლება ღმერთოჩემო

:შლიგინა:

Posted by: Camel 29 Sep 2007, 13:12
ქვამარილით კეთდება ნამდვილი სვანური მარილი . ეს რაღაც ქინძი პეტრუშკა პილპილით სირობა გამოდის

Posted by: n_j 29 Sep 2007, 13:25
me makvs recepti svanma camacerina sxvatasoris gaketebas vapireb.am cutas ar semizlia da aucileblad davdeb cota xansi

მე მაკვს რეცეპტი სვანმა ცამაცერინა სხვატასორის გაკეტებას ვაპირებ.ამ ცუტას არ სემიზლია და აუცილებლად დავდებ ცოტა ხანსი

ტრანსლიტი ფორუმის წესებით იკრძალება. თუ ქართული ფონტები არა გაქვს, გვერდით "abg--აბგ"-ზე მიუწკაპუნე და გადააქართულებს.

Posted by: (c)TG 30 Sep 2007, 20:45
ერთ სვან ქალს ვკითხე და კიდევ რაღაც ბალახს ვუმატებთ, გულისთვის არის მარგებელიო. ნეტა რომელ ბალახზე თქვა. меня терзают мутные сомнения რომ პლანს უმატებდა rolleyes.gif

Posted by: ShadowCat 30 Sep 2007, 21:17
©TG
QUOTE
меня терзают мутные сомнения რომ პლანს უმატებდა

ლოოოოლ! არ მჯერა! biggrin.gif
* * *
ხ ო რ ხ ე
შენ ნუ დარდობ, გენაცვალე..
გენერალური უბორკა უნდა ჩავატაროთ აქ მალე და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ yes.gif

პ.ს. გმადლობთ მზრუნველობისთვის :-)))

Posted by: (c)TG 30 Sep 2007, 21:20
ShadowCat
გეუბნები ნუ boli.gif კუბდარს ხო უმატებენ... ხოდა ალბათ მარილშიც მიაჩეჩქვავენ ხოლმე. თუ ვნახე ის ქალი, ვკითხავ ბალახის სახელს...

Posted by: ShadowCat 30 Sep 2007, 21:21
©TG
QUOTE
კუბდარს ხო უმატებენ

ბატონო??? eek.gif საიდან მოიტანე?
ან ისინი საიდან მოიტანენ ხოლმე ნეტა? gigi.gif

Posted by: (c)TG 30 Sep 2007, 21:36
ShadowCat
ყველაფერს ვუმატებთო, ასე მითხრა biggrin.gif ბოსტანში ყველას აქვს კანაფი და ფხალებს და ღვეზელებს ვუმატებთო. არ მომატყუებდა იმხელა ქალი და რა ვიცი აბა...

Posted by: ShadowCat 30 Sep 2007, 21:47
©TG
'ნდაააააა...... eek.gif

ვლასტებს გააგებინე? givi.gif

Posted by: (c)TG 30 Sep 2007, 21:56
ShadowCat
QUOTE
ვლასტებს გააგებინე? 

გადავყვები... იმიტომ მიქვითავენ ხელფასს, რომ მაგათ უხადონ ხელფასები და კიდევ მე გავაგებინო რა და როგორ? aba.gif ისე სხვა სვანებსაც უნდა ვკითხო, საინტერესოა რას იტყვიან

Posted by: ShadowCat 30 Sep 2007, 22:10
©TG
http://smiles.33b.ru/smile.57991.html

ისე, ფორუმზე "სადღაც" სვანებზე თემა უნდა იყოს... აბა მანდ იკითხე და ვნახოთ, რას გეტყვიან http://smiles.33b.ru/smile.90792.html

Posted by: BigCrow 30 Sep 2007, 22:17
©TG
QUOTE
ერთ სვან ქალს ვკითხე და კიდევ რაღაც ბალახს ვუმატებთ, გულისთვის არის მარგებელიო. ნეტა რომელ ბალახზე თქვა

ეგეთი ბალახი ერთი ვიცი მე...



user posted image


ShadowCat
მოდერ, ნუ ჩთაობ, თორემ დაგვორნავ...

Posted by: (c)TG 1 Oct 2007, 16:48
http://forum.ge/?showtopic=33741730&f=&st=840&#entry6831742

გავიკითხე სვანებში და თუ არ ამხანჯლეს და მიპასუხეს, თქვენც გაგაგებინებთ

Posted by: forever`s_NEVER 1 Oct 2007, 16:57
©TG
QUOTE
გეცოდინება... მართალია, რომ კუბდარში და ფხალეულში პლანს ურევენ სვანეთში? მართლა მაინტერესებს. ერთი სვანი ქალისგან სუნელებს ვყიდულობ ხოლმე და იმან მითხრა. და კიდევ სვანურ მარილში გულისთVის სასარგებლო რაღაც ბალახს ვურევთო და ხომ არ იცი რომელ ბალახზე თქვა?

ნება მომეცი გიპასუხო. კუბდარში ე.წ. პლანს არავინ ურევს. კანაფის ნაყოფიან ხაჭაპურს, "ქ'ნაშ"-ს ეძახიან. დაფქვილი კაკალი ერევა ყველში დ გემრიელი ხაჭაპურია, არავიტარი გვერდითი და სპეცეფექტები არ ახასიათებს. smile.gif ფხალეულში ნიგოზივით გამოიყენება.
რაც შეეხება სვანურ მარილს. სვანეთში ამ მარილის კეთება დაკავშირებულია იმ ძნელ პერიოდთან როდესაც მარილი იშვიათი და ძვირფასი რამ იყო და მარილის საშოვნელად წასვლა ძალიან შორს უწევდათ ადამიანებს.
ჩვეულებრივ მარილს ერევა ყველა დაფქული სუნელი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ძირა, ქინძი, უცხოსუნელი...

Posted by: LoRnaDoON 1 Oct 2007, 17:50
QUOTE
სვანური მარილი

მაგარია smile.gif

Posted by: n_j 1 Oct 2007, 19:35
სვანური მარილის რეცეპტი

1კგ მარილი
300გრ გარჩეული ნიორი
1ღვინის ჭიქა უცხო სუნელი დასაფქვავი
1-2 ჩ.კ. ხმელი ქინძის მარცვლები
6-7ყვითელი ყვავილი
6-7 მწარე წითელი წიწაკა ხმელი

ხორცსაკეპში გაატარეთ უცხო სუნელი, შემდეგ ნიორი, ქინძი, წიწაკა და ყვითელი ყვავილი, დააყარეთ მარილი კარგად აურიეთ ხელით და მთელი ეს მასა ხელმეორედ გაატარეთ ხორცსაკეპში.შეინაXეთ მინის ქილებში მჭიდროდ თავდახურული

Posted by: Kupra 1 Oct 2007, 20:04
QUOTE
სვანური მარილი

აუ ძაან მაგარი რაღაცაა ყველა საჭმელს უხდება yes.gif

Posted by: PANTALONE 1 Oct 2007, 20:26
დეენემი გაშიფრეს, დავინჩის კოდი გასხნეს, იაჰუუ გატეხეს ბოლობოლო და სვანურ მარილს ვერაფერი მოუხერხეს!


Posted by: Mighty 1 Oct 2007, 20:32
უგემრიელესია ისე მარტო ეგ რო ჭამო!!! . biggrin.gif

Posted by: piki-a 8 Oct 2007, 12:02
Mighty
სვანური მარილი ჩემი სუსტი წერტილია,ვგიჟდები ისე მიყვარს.სულ ისე უყველაფროდ ვჭამ ხოლმე,მაგრამ მგონი არ შეიძლება,არადა ვერ ველევი

Posted by: Kupra 8 Oct 2007, 12:21
Mighty
user posted image

Posted by: giorgipr 8 Oct 2007, 13:46
აუ სვანური მარილი მაგრად მევასება biggrin.gif

Posted by: tata-naka 8 Oct 2007, 13:57
მე შემწვარ კართოფილს ვაზრი ხოლმე სვანურ მარილს და Kაი გამოდის, მეტი ისე არც კი ვიცი რაში გამოვიყენო

Posted by: michael_ 8 Oct 2007, 15:10
მიყვარს მიყვარს...... smile.gif

.......................................

Posted by: eyeoftiger 8 Oct 2007, 15:25
ფუუ მაგი თუ ჭამე აგაყროლებს ნიორივით lol.gif

Posted by: Bluetooth_a 11 Oct 2007, 04:20
ვაიმეეე,ვგიჟდები მაგ მარილზე.
ძალიან ბევრს მიგზავნის ხოლმე სვანი ნათესავი.
ახლა მელევა და უნდა გამომიგზავნოს.
გაგინაწილოთ? chups.gif


fig.gif

Posted by: ShadowCat 11 Oct 2007, 11:57
PANTALONE
QUOTE
დეენემი გაშიფრეს, დავინჩის კოდი გასხნეს, იაჰუუ გატეხეს ბოლობოლო და სვანურ მარილს ვერაფერი მოუხერხეს!

biggrin.gif biggrin.gif


Posted by: forever`s_NEVER 31 Oct 2007, 21:27
1 ჭიქა დაფქვილი უცხოსუნელი
1 ჭიქა დაფქვილი ქინძი
1/2 ჭიქა დაფქვილი კამა
1/2 ჭიქა ყვითელი ყვავილი
250 გრამი გატარებული ნიორი
1/2 ჭიქა დაფქვილი წიწაკა
1 კგ მარილი

ეს ყველაფერი ძალიან კარგად არეული ერთმანეთში, უნდა გატარდეს წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში (დედაჩემი ასე აკეთებს, და მის ნახელავზე უკეთესი მე არსად მინახავს smile.gif ).
შედეგად მიღებულ მასას სვანური მარილი ეწოდება. smile.gif

Posted by: n_j 1 Nov 2007, 16:21
1 ჭიქა დაფქვილი ქინძი ძალიან ბევრია 1 კგ მარილისთვის

Posted by: chanichano 22 Nov 2007, 21:30
ვეძმა

ჩემეული რეცეპტი ასეთია smile.gif

წიწაკა, მარილი, ხმელი სუნელები, ცოტა ნიორი. თუ ძალიან მწარე არ გიყვარს მაშინ ბულგარული პიმპილით გააზავე.
ასევე შეგიძლია დანაყილი ნიგოზი ან თხილი შეურიო.


* * *
აქვე, ვინმემ ხო არ იცის შესუნელებული სტაფილო როგორ მზადდება?

Posted by: ShadowCat 23 Nov 2007, 12:38
Chkoni
აი, რამდენჯერაც მაგ საკითხს ახსენებ, იმდენჯერ წაგიშლი პოსტს.

* * *
ვეძმა
chanichano
იხილეთ ეს პოსტები:
http://forum.ge/?showtopic=33740739&view=findpost&p=6038408
http://forum.ge/?showtopic=33740739&view=findpost&p=6038784

ტაკ ჩტო, ამ თემაში - არანაირი რეცეპტები!!!

Posted by: sevaida 25 Nov 2007, 04:03
მთიულური მხლოვანებია ძალიან გემრიელი, კიდევ მესხური ასფურცელა ქადა, უუგემრიელესია

მარა როგორ მზადდება, ზუსტი რეცეპტები არ ვიცი sad.gif ორივე მაგ კუთხეებში სტუმრად ყოფნისას მაქ დაგემოვნებული smile.gif

Posted by: didi bege 28 Nov 2007, 14:30
წიწილა ისრიმ-მაყვლის საწებელში

სამტრედიული შედევრი მსოფლიო კულინარიას

Posted by: sevaida 28 Nov 2007, 19:33
QUOTE
წიწილა ისრიმ-მაყვლის საწებელში

სამტრედიული შედევრი მსოფლიო კულინარიას



მნია, მნია..

Posted by: n_j 28 Nov 2007, 21:19
QUOTE
წიწილა ისრიმ-მაყვლის საწებელში

სამტრედიული შედევრი მსოფლიო კულინარიას

როგორ კეთდება?

Posted by: ShadowCat 28 Nov 2007, 22:26
n_j
აი, ასე:
http://forum.ge/?showtopic=33695598&view=findpost&p=7070668
tongue.gif

Posted by: n_j 29 Nov 2007, 11:35
ShadowCat

გმადლობ 2kiss.gif
-----------------

Posted by: acura 3 Dec 2007, 01:16
ნიგვზიანი ხარჩო და ღომი შებოლილი ყველით და კაი კუპატი.
იმერული ხაჭაპური და თხელი ფირფიტა სულგუნები.
შემწვარი სულგუნი კეცზე
კაი იმერული შემწვარი წიწილა



ისე ღომი და მჭადი ისე მიყვარს ლამის ჩაის მივაყოლო. biggrin.gif

Posted by: August 6 Dec 2007, 14:56
acura
QUOTE
ისე ღომი და მჭადი ისე მიყვარს ლამის ჩაის მივაყოლო


ღომის რა მოგახსენო (მხოლოდ ელარჯი მიყვარს), მაგრამ რაც შეეხება მჭადს - ჩემი აზრით,
ეგ ლამის სრულიად უადგილოა ... ძალიან მიყვარს ცივი მჭადი (თხელი) და სულგუნი ცხელ ჩაისთან.

აქ ჩემებურ ჭვიშტარს ვაკეთებ და იმას გეახლებით ჩაისთან ... თუ ჩემს უფროს ბიჭს გადარჩა lol.gif


Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 14:57
ჭვიშტარი გამახსენეთ რა რა არი?

სვანურია ხო?


Posted by: August 6 Dec 2007, 15:02
ჭვიშტარი არის დაახლოებით მჭადის ხაჭაპური.

აქ კარგი მჭადის ფქვილს ვერ იშოვი ... ამიტომ აქაურ ფქვილს ცოტა ზეთს ვამატებ + 1 კვარცხი + დაფშვნილი ყველი + ცოტა მარილი (თუ ყველი უმარილოა) და ვაცხობ პატარა კოკრებს.
ძალიან გემრიელი გამოდის. ცივი ცხელ ჩაისთან ზალიან მაგარია
მოსინჯე... ადვილი გასკეთებელია

Posted by: BigCrow 6 Dec 2007, 15:03
გადადექით, ყველანი....

Posted by: djindjidrinji 6 Dec 2007, 15:04
აუ საცივი და ღომი.... მინდა... ოღონდ ისეთი საცივი, ყველა ხორცი რომ თეთრია....

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:09
August

უი გამახსენდა


ძაან მაგარია


იფიფიფ

ცხელი მირჩევნია

djindjidrinji

საცივარი მაგარი რამეა, მაგრამ მე უფრო ცხელი ხორცები მიყვარს

Posted by: djindjidrinji 6 Dec 2007, 15:11
ხ ო რ ხ ე

მე ცხელი საცივიც ძალიან მიყვარს!

ცხელი ხორცები იმაშია, უზბეკურ ფლავში, მარა ატაშოლდადებულებს არ ვაჭმევთ "მაგენს" tongue.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:13
djindjidrinji

კაპოტზე მაინც ხო იქნება


მოვითმენ რამენაირად




და ქაბაბის რამე განსაკუთრებული რეცეპტი ხოარ უიცით, აი ოდნავ ნოტიო რომ გამოვიდეს, რაღაცას უშვრებიან რასაც აზრზე მოყავს ფარში


Posted by: August 6 Dec 2007, 15:14
ელარჯი
ელარჯს ყველით აკეთებენ. ადუღებულ წყალში გახსნიან სიმინდის ფქვილს და შიგ ჩააჭრიან ბლომად ჭყინტ ყველს. ელარჯს რამდენჯერმე მაგრად მოზელენ. ფქვილი რომ მოიხარშება, ელარჯი ღომივით გასქელდება. შემდეგ ელარჯს ჩოგანით ამოიღებენ და ჭამენ. ელარჯი ძალიან მსუყე და გემრიელი საჭმელია, მას ადამიანი ბევრს ვერ შეჭამს.

გებჟალია
გებჟალია კეთდება შემდეგნაირად: იღებენ ჭყინტ ყველს, რომელიც მზადაა გადასაზელად. ჭრიან, ყრიან ადუღებულ წყალში და სწრაფად ზელენ ხის კოვზით. მიღებულ მასას აბრტყელებენ, უსვამენ წინასწარ მომზადებულ პიტნის გულსართს და ახვევენ. ჭრიან და აწყობენ რძით გაზავებულ თხევად ნადუღში.

ჭვიშტარი
იღებენ ჭადის ფქვილს. ურევენ დაფშვნილ ჭყინტ ყველს და ზელენ ცომს. აცხობენ ზეთში პატარ-პატარა ფორმით ან მთლიან ტაფაზე.
http://www.garemo.dlf.ge/poti2/node/15

ხ ო რ ხ ე
QUOTE
სვანურია ხო?


მეგრულია

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:15
მაზოხიზმია ეს თემა

იმმენა yes.gif

Posted by: djindjidrinji 6 Dec 2007, 15:18
QUOTE
მაზოხიზმია ეს თემა


+10000

ელარჯზე ეხლა იმას გავცვლიდი.. რამეს გავცვლიდი. აგერ ძაღლი წევს და იმას გავცვლიდი ერთ ქვაბ ელარჯზე. ელარჯი და ბაჟე. და წიწილა ტაპაკა.

Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 15:21
August
ძალიან გთხოვთ, რეცეპტები შესაბამის თემაში დაწერეთ!!!!!

ხ ო რ ხ ე
djindjidrinji
მთელი ეს განყოფილება მაზოხიზმი არაა? mo.gif
შემოხვალ.. ეძებ რაიმე იდეას, რომ რამე საჭმელი გააკეთო.
და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, შიმშილით კუჭი გიხმება vis.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:23
ShadowCat

ანიკ იმ თემაში პასხუი უნდა გამცე

სხვა გზა არ გრჩება no.gif


პ.ს და ეს კულინარიულად საჩეთაო თემაა ანუ?
ურეცეპტო პოსტები იშლება?

თუ შეიძლება რომ შემოვიდე აქ და ვთქვა: "მწვადი მშია" ?

Posted by: djindjidrinji 6 Dec 2007, 15:26
ხ ო რ ხ ე
QUOTE
პასხუი უნდა გამცე


ეგ რად გინდა? ეგ ქიხია sad.gif


Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:32
djindjidrinji

LOL


პასეხი უნდა დამეწერა user.gif

Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 15:37
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ანიკ იმ თემაში პასხუი უნდა გამცე

სხვა გზა არ გრჩება

რომელში? spy.gif
QUOTE
და ეს კულინარიულად საჩეთაო თემაა ანუ?

არა! საჩეთაო არაა!
ჩეთი მხოლოდ პოლიტიკაშია ნებადართული tongue.gif
QUOTE
ურეცეპტო პოსტები იშლება?

ხორხიტო, ვინაიდან მთელ განყოფილებაში უამრავი თემაა, სადაც ისედაც ბევრი რეცეპტია ქართული სამზარეულოდან,
ამ თემაში რეცეპტები არ იწერება და ზოგადად მიდის საუბარი ქართულ სამზარეულოზე.
გასაგებლარია? :-)
QUOTE
"მწვადი მშია" ?

ეს ჩეთია?
QUOTE
პასეხი

lol.gif კარგი, ნუ დაიბენი! :-)

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:39
ShadowCat


პასეხი სპეციალურად დავწერე tongue.gif


ხო აი ეს თემა მინდოდა ზუსტად



დიდი მადლობა არსებობისთვის



Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 15:42
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ხო აი ეს თემა მინდოდა ზუსტად

გაფრთხილებ, ესაა ზოგადი საუბრების თემა და არა თემა "მშია ეს" და "მშია ის" yes.gif tongue.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 15:52
ShadowCat

კარგი რა

აღარ მოგწყინდა მაინც ჩემი ტვინით დანაყრება? : (


მაინც ვერ დამამარცხებ

მე არ მომწყინდება

Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 15:59
ხ ო რ ხ ე
ვიცი, რომ არ მოგწყინდება.
და დიდი მადლობა yes.gif :-)

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 16:07
ShadowCat

ნამუსზეც ვერ ამაგდებ no.gif


offtopic.gif

Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 16:09
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ნამუსზეც ვერ ამაგდებ

ეგეც ვიცი :-)
რაც არ გაქვს, იმაზე როგორ უნდა აგაგდო? gigi.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 16:18
ShadowCat

აოფტოპიკებთ


უშვთოდ და უსაშველოდ

Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 16:24
ხ ო რ ხ ე
მასწავლებელი მყავხარ, ჩტო ნადო 2kiss.gif

პ.ს. შენთვის კაკაია რაზნიცა? მაინც ჩემი წასაშლელია gigi.gif givi.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 16:28
ShadowCat

არა უბრალოდ უსამართლობა არ მიყვარს

სხვა იუზერებს წამში დავორნავდი
შენ კი ჩეთაობ !


გადადექი !
უპირობოდ გადადექი

და იკებანას ბანი დაადე კიდე

იმდღეს ჩეთაობდა პარკოსნების თემაში

ორსართულიანი ხინკალი გიჭამიათ?

Posted by: djindjidrinji 6 Dec 2007, 16:37
ხ ო რ ხ ე

ბიჯო, შენ იოშიმიცუ ხომ არა ხარ? biggrin.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2007, 16:43
djindjidrinji
ყველა მოდერატორს თავისი იოშუმიცუ ყავს biggrin.gif

Posted by: xanjali 19 Dec 2007, 23:08
მე ყოველთვის მეგონა რომ ღომს ვჭამდი, მასში ყველას ვხარშავდი და ბედნიერი ვიყავი იმ დღეს tongue.gif მაგრამ დახე საკვირველებას: იაკობ გოგებაშვილის ”ბუნების კარში” ადრე წავიკითხე რომ ღომი თურმე მცენარეც ყოფილა, ხოლო ჩვენ კი რას ვჭამთ ხოლმე? სიმინდისგან დამზადებულ ღომს რომელიც მართალია ძალიან გემრიელია მაგრამ თურმე ნამდვილი, ”კლასიკური” ღომი მზადდება სწორედ რომ მცენარე ღომისგან და არა სიმინდისგან. მე მსმენია რომ სამეგრელოში ხანდახან ნამდვილ ღომსაც მიირთმევენ ხოლმე, მეტად თუმცა იშვიათად. საინტერესოა ვინმეს გიჭამიათ ღომისგან დამზადებული ღომი? rolleyes.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Dec 2007, 23:11
xanjali
ნამდვილი ღომი მართლაც სხვა მარცვლეულია, ერთხელ ვნახე, ძალიან ლამაზი თავთავი აქვს smile.gif

Posted by: Vika 19 Dec 2007, 23:16
xanjali
ამ თემაში http://forum.ge/?f=82&showtopic=33696268&st=120 წერია:

ღომი - Millet - Пшено

Пшено, იგივე просо, ესე იგი ფეტვი? მეც გამიკვირდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Dec 2007, 23:18
განყოფილების წესებიდან გამომდინარე, უერთდება ქართული სამზარეულოს თემას.
Vika
არა, ფეტვი სხცა რამეა. მე მითხრეს, რომ ღომი მოსავლელად და მოსაყვანად უფრო რთულია, ვიდრე სიმინდი და იმიტომ აღარააო sad.gif

Posted by: Vika 19 Dec 2007, 23:22
WOMAN IN LOVE
ჰმმ, უცნაურია, უცხო სიტყვათა თემაში ასე დაწერეს:

QUOTE
Posted by: chanichano 4 May 2007, 12:08
QUOTE (BadbadGirl @ 4 May 2007, 19:39 )
Breaky
ღომისთვის ხო გამოდგება კარგად დაფქვილი?

ღომისთვის ღომი (ინგ. Millet - გერმ.Hirse) გამოდგება



millet ფეტვია. გამოდის, რომ არასწორედ წერია?

Posted by: Breaky 19 Dec 2007, 23:26
xanjali
WOMAN IN LOVE
Vika

მე მიჭამია ბავშვობაში ღომის ღომი. მართლაც სხვა გემო აქვს, ვიდრე სიმინდის თუ ბრინჯისას. ძალიან გემრიელია.
ახლა მგონი არსად აღარ იშოვება ღომის მარცვლები. და აღარც მოყავთ არსად.
არა მგონია ისე, ღომი ფეტვი იყოს, თუმცა თავს ვერ დავდებ.

Posted by: Antigone 19 Dec 2007, 23:28
ლაზების ერთ-ერთ "უცნაურობათაგან" სწორედ ეს Millet-მჭამელობა აღინიშნება ხოლმე.

Posted by: Vika 19 Dec 2007, 23:30
ფეტვი და პშენო ერთია ესე იგი?

თუ არის, მე ბავშვობიდან მიყვარს. ახლახანს მაღაზიაშიც აღმოვაჩინე, მოვხარშე, ყველი ჩავადნე და მართლაც ღომის გემო ჰქონდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Dec 2007, 23:31
მე ვნახე ერთხელ(ასე 2-3 წლის წინ) ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში კედელზე მოსართავად ჩამოკიდებული ძალიან ლამაზი თავთავები და რომ ვიკითხე, ეს რა არის მეთქი, ნამდვილი ღომიაო rolleyes.gif მანამდე მეც სიმინდის ღერღილთან ვაიგივებდი ღომს.

Posted by: Vika 19 Dec 2007, 23:35
QUOTE
WOMAN IN LOVE  Posted on 19 Dec 2007, 14:31
  მე ვნახე ერთხელ(ასე 2-3 წლის წინ) ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში კედელზე მოსართავად ჩამოკიდებული ძალიან ლამაზი თავთავები და რომ ვიკითხე, ეს რა არის მეთქი, ნამდვილი ღომიაო rolleyes.gif მანამდე მეც სიმინდის ღერღილთან ვაიგივებდი ღომს.


ასეთი?


* * *
Antigone
QUOTE
ლაზების ერთ-ერთ "უცნაურობათაგან" სწორედ ეს Millet-მჭამელობა აღინიშნება ხოლმე.

საინტერესოა.

Breaky
QUOTE
არა მგონია ისე, ღომი ფეტვი იყოს, თუმცა თავს ვერ დავდებ. 

ფეტვს ღომის გემო აქვს, როგორც ახლახანს დავადგინე biggrin.gif

Posted by: Breaky 19 Dec 2007, 23:42
Vika
ნუ, ხომ ვთქვი, თავს ვერ დავდებთქო. დიდი შანსია, რომ მე ვცდებ.
უბრლოდ იმ სოფელში, სადაც ვჭამე, იმ მცენარეს ღომს ეძახდნენ და ფეტვი არც უხსენებიათ,

Posted by: Vika 19 Dec 2007, 23:49
Breaky
QUOTE
უბრლოდ იმ სოფელში, სადაც ვჭამე, იმ მცენარეს ღომს ეძახდნენ და ფეტვი არც უხსენებიათ,

მეც არ ვიცი ზუსტად. წინაზე უცხო სიტყვების თემაში შემხვდა "ღომი - Millet - Пшено" და გამიკვირდა. chanichano-მ რაღაცა იცის და გვიმალავს.

Posted by: Breaky 20 Dec 2007, 00:05
Vika
QUOTE
chanichano-მ რაღაცა იცის და გვიმალავს.


spy.gif

დავუპადიეზდოთ yes.gif

ნუ, ერთიდაიგივე თუ არა, ბიძაშვილები კი ნამდვილად იქნებიან ღომი და ფეტვი.


Posted by: Antigone 20 Dec 2007, 13:03
Vika
პშენოსგან გაკეთებული ფაფა ღომზე გემრიელია yes.gif

Posted by: xanjali 20 Dec 2007, 18:47
QUOTE (Breaky @ 19 Dec 2007, 23:26 )
xanjali
WOMAN IN LOVE
Vika

მე მიჭამია ბავშვობაში ღომის ღომი. მართლაც სხვა გემო აქვს, ვიდრე სიმინდის თუ ბრინჯისას. ძალიან გემრიელია.
ახლა მგონი არსად აღარ იშოვება ღომის მარცვლები. და აღარც მოყავთ არსად.
არა მგონია ისე, ღომი ფეტვი იყოს, თუმცა თავს ვერ დავდებ.

და რატომ არ მოჰყავთ თუ მართლა ასეთი გემრიელია? rolleyes.gif

Posted by: chanichano 20 Dec 2007, 18:58
QUOTE
და რატომ არ მოჰყავთ თუ მართლა ასეთი გემრიელია?


მე როგორც ვიცი გურია-სამეგრელოში მოჰყავთ, მაგრამმ მცირე რაოდენობით.
* * *
Breaky
QUOTE
Vika QUOTE chanichano-მ რაღაცა იცის და გვიმალავს.

spy.gif

დავუპადიეზდოთ yes.gif

ნუ, ერთიდაიგივე თუ არა, ბიძაშვილები კი ნამდვილად იქნებიან ღომი და ფეტვი.


eek.gif war.gif

კონკრეტულად რას გულისხმობთ? spy.gif gigi.gif

Posted by: xanjali 20 Dec 2007, 19:05
chanichano
QUOTE
მე როგორც ვიცი გურია-სამეგრელოში მოჰყავთ, მაგრამმ მცირე რაოდენობით.

სამეგრელოში არასოდეს არ მიჭამია ნამდვილი ღომი
მაგრამ თუ ასეთი გემრიელია რატომ არ მოჰყავთ უფრო ბევრი?

QUOTE
http://ka.wikipedia.org

სტატიებს წერ ქართულ ვიკიპედიაში? smile.gif

პ.ს. სიგნატურეს მეორე ნაწილში მესამე სიტყვა ჩაასწორე tongue.gif

Posted by: chanichano 20 Dec 2007, 19:12
xanjali
QUOTE
სამეგრელოში არასოდეს არ მიჭამია ნამდვილი ღომი მაგრამ თუ ასეთი გემრიელია რატომ არ მოჰყავთ უფრო ბევრი?


სიმერთლე რომ გითხრა მე მხოლოდ ერთხელ მაქვს საქართველოში(გერმანიაში კი ხშირად ვაკეთებ) გასინჯული.
რატო არ მოყავთ, არ ვიცი, შეიძლება მცირე მოსავლიანი იყოს, და სინინდის ღერღილიდანაც კარგი ღომი გამოდის.


QUOTE
სტატიებს წერ ქართულ ვიკიპედიაში? smile.gif


შიგადაშიგ კი, smile.gif


QUOTE
პ.ს. სიგნატურეს მეორე ნაწილში მესამე სიტყვა ჩაასწორე tongue.gif

კეძოდ რას გულისხმობ?

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Dec 2007, 19:26
chanichano
QUOTE
სააწინაღმდეგოდ,

ესეც ჩაასწორე wink.gif
* * *
xanjali
QUOTE
რათქმაუნდა

ცალ-ცალკე იწერება wink.gif

Posted by: chanichano 20 Dec 2007, 20:09
xanjali
QUOTE
ეგ რათქმაუნდა, აბა რა ჯობია ღომს და ყველს მაგრამ ნამდვილი ღომის გასინჯვაც მინდა smile.gif


რავი ფოთში გაიკითხე თუ მოახერხო ან ორიენტალურ მაღაზიაში, ან სულაც თურქეთში. სხვა მე არ ვიცი.

QUOTE
რა თემებზე? მე კოსმოსზე და რაკეტებზე smile.gif ერთი-ორჯერ ფილმებზეც smile.gif


მაგ თემაზე აქ ვისაუბროთ
http://forum.ge/?showtopic=33686030&hl=,

WOMAN IN LOVE[/b
[b]xanjali


გმადლობთ შენიშვნებისათვის smile.gif

Posted by: kanonika 18 Mar 2008, 10:51
მაგათ გარეშე რა იქნებოდა ჩვენი სუფრა?

კვირას ბოდბისხევის ბაზარში გავირე, როგორ მომნატრებია ერთდროს საძულველი ბაზარი. სულ დეზერტირები და კოლმეურნეობის ბაზრები გამახსნედა.user.gif

ხოდა ეგ იქით იყოს - ჭინჭარს მიჰქონდა მთელი ბოდბისხევის ბაზრობა, ვიყიდე რამდენიმე დაქუჩება (ჭინჭრის დაფასოების ტერმინია), მერე იქვე ვიყიდე ახალი ხახვი, ახალი ნიორი, ახალი ქინძი, კახური ბოლოკი, ისიც ახალი, ცოტა ლეღვის ჩირი და შინდის ტყლაპი გამოვაყოლე და წამოედი თბილისში.

ხორცის მოყვარულებს აქვე დაგიწერთ, კარგი ბარკლისგან ანაჭერი ხორცი 6-6.50 ლარი ღირდა, თანაც სულ ახალი, იქვე დაკლული.

ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი (ანუ ახლადამოყლორტილებს ფოთლები უნდა გააცალო და მხოლოდ პაწია, ყლორტის ფოთლები დაუტოვო),შემდეგ გავარჩიე სხვა მწვანილი. ჭინჭარი ცხელ წყალში ხუთი წუთი ვადუღე, შემდეგ ცივი წყალი გადავავლე და გადავწურე. ღრმა ტაფაში ანდა დაბალ ქვაბში (ისე ვოკიც გამოდგებოდა) ჩავშუშე ხახვი და ოქროსფერი რომ გახდა, ზედ გამზადებული ჭინჭარი გადავიტანე, შემდეგ ჩავუმატე ახალი ნიორი, ქინძი და მარილი გემოვნებით. ხუთი წუთი და მზად იყო.

ზედ კახური შოთი და სახლში დაყენებული წითელი ღვინო...........

ხოდა ღმერთმა კიდევ თანამესუფრეებიც გამიჩინა alk.gif და ძალიან, ძალიან კარგი იყო..... ესე შევხვდი გაზაფხულს და ზამთარი თავის ნასესხები დღეებით გავაცილე
bis.gif

Posted by: xachapuridze 18 Mar 2008, 11:42
ეჰ, მე კი მომინდა, რომ წარმოვიდგინე, მაგრამ ამ მგელივით კაცებს ჭინჭრის დაქუჩებებით(ძალიან მომეწონა) ვერ მოხიბლავ. აქვე შეგახსენებთ ხალხურ საბავშვო ლექსს "ვირო, არ დაიყროყინო":

ორშაბათ დილა გათენდა,
ვირას გავუღე კარიო
გავუშვი, ჭალას ჩავმართე -
წყალი სვი, ხვრიმე ნარიო.
წინ მგელი შემოეყარა
ერთი პირმურა არიო.
- მოიტა, ვირო, მაჭამე
პატარა ზურგის ძვალიო.
-შენ ჩემ ხორცს როგორ შეგკადრებ,
ვზიდე მარილის ქვანიო,
თუ გინდა გამოგიგზავნო
შენელებული მხალიო.
- მე მხალი-მხული არ ვიცი,
არა ჭამს ჩემი გვარიო.
ფეხი არ გააცანცარო,
არ გამამთხარო თვალიო,
დიდი არ დაიყროყინო,
არ შემიყარო ჯარიო.

ძალიან მიყვარს ეს დიდებული ლექსი.

Posted by: მამაო ენუქი 18 Mar 2008, 11:45
მწვანე ფხალი ასწორებს მაგრად და კიდე კეჟერა ფხალის წნილი. biggrin.gif

Posted by: xachapuridze 18 Mar 2008, 11:45
შენ სხვა მხალებიც გეცოდინება, ჯიჯლაყა და ნაცარქათამა(აღმოსავლეთ საქართველოში), დასავლეთში ჯიჯილაყა და ქათანაცარა ჰქვია. ჰო, მალე ღანძილი შემოვა, უგემრიელესია.

Posted by: Peppi 18 Mar 2008, 19:15
kanonika
QUOTE
ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი

ოო, ბებიაჩემი იყო ფხალის (იმერულად) დიდოსტატი;
მაგრამ ყველაზე მეტად "ეკალა ფხალი" დამამახსოვრდა . . . გაკეთებით არა, მაგრამ დამიკრეფია კიsmile.gif

ეეჰ, რა "ნოსტალ'ჟიი" შემომაწვა ეხლა და თვალიც ამიცრემლიანდა . . .
არა, ვბერდები რა smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 18 Mar 2008, 19:33
ხოო, ეკალა გემრიელია, კეჟერასაც ( biggrin.gif სახელიც რა მაგარი აქვს) არ დავიწუნებდი ეხლა ჭადებთან.


chups.gif

Posted by: kanonika 18 Mar 2008, 19:38
xachapuridze
QUOTE
ჯიჯლაყა და ნაცარქათამა(აღმოსავლეთ საქართველოში),

კი ვიცი და ბალბის წვნიანი ბონუსად wink.gif

Posted by: xachapuridze 18 Mar 2008, 21:36
აიღებთ რამდენიმე შეკვრა ღანძილს(მოხარშული იყიდება. ისე, ვისაც გაეგება, მინდორში უნდა მოკრიფოს ახლად ამოყლორტილი -ფუ, რა სიტყვაა -და მოხარშოს), გაწურავთ, დაჭით, აურევთ დაჭრილ ქინძს, მოასხამთ ზეთს და მოაყრით მარილს. გადასარევია. კახური და ხევსურული დელიკატესია. დაახლოებით ასევე მზადდება დანდური, ოღონდ დანდური ზაფხულში იცის. უნდა მოიხარშოს და შემდეგ როგორც ტექსტშია + ძმარი.

Posted by: gabarzgaleba 18 Mar 2008, 22:09
უმადაც კაია, ცარელა პურზე, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთ წყალწყალა რამეს უხდება როგორიცაა კიტრი. სათბურის უგემურ პამიდორთანაც წავა.

Posted by: SAMSON 19 Mar 2008, 11:37
გამარჯობათ აჯიკას რეცეპტი მინდა უცხოელს უნდა და მთხოვა რა, ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა ინგრიდიენტები და მიმდევრობა

ხო ისა ჟელატელნო მეგრული, ქარხნის არ მონდა sad.gif

Posted by: annak 19 Mar 2008, 11:56
SAMSON
Aajika ( afxazurad )


3 kg. wiTeli cxare wiwaka;
2 kg. Bbulgaruli wiwaka ( wiTeli );
an mTlianad 5 kg. cxare wiwaka.;

800 g. Nniori;
20 kona nedli qinZi;
2 araJnis qila ucxo suneli;
1 araJnis qila xmeli qinZi;
naxevari qila yviTeli yvavili;
2 Wiqa ( 200 g-iani) Zmari;


wiwakas davacaloT Teslebi (mSralad). wiwaka da niori gavataroT manqanaSi. qinZi davWraT Zalian wvrilad.Yyvelaferi avurioT da CavasxaT emalirebul an faifuris WurWelSi. SevinaxoT oTaxis temperaturaze.
erTi Tvis ganmavlobaSi vurioT dila saRamos.
ძალიან კარგია აჯიკაა ოღონდ უცხარესი.
სეთია. როგორიც უნდა იყოს ჩემი აზრით აჯიკა.

Posted by: auau 19 Mar 2008, 12:44
ძალიან კარგი რეცეპტია და არ ინანებ:
1კგ წმინდად დაფქვილი წითელი ცხარე წიწაკა
500 გ დანაყილი ან გატარებული ნიორი
0.5 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი ან მკვახე ყურძნის წვენი 1 ჩაის ჭიქა
1 ჩაის ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (ბლენდერში ძმართან ერთად წვენად იქცევა. დაახლოებით საშუალო ზომის სურნელოვანი ქინძი უნდა )
200 გ უცხო სუნელი
100 - 150 გ ხმელი ქინძი
50გ ხმელი ქონდარი
200 - 300გ გატარებული ნიგოზი (შეიძლება ნიგვზის გარეშეც)
ყველაფერ ამას აურევთ და რაფინირებული ზეთით შეზელავთ სასურველ კონსისტენციამდე.
ხელთათმანებით მოზილეთ ცომივით.

Posted by: auau 19 Mar 2008, 13:07
kanonika
QUOTE
ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი (ანუ ახლადამოყლორტილებს ფოთლები უნდა გააცალო და მხოლოდ პაწია, ყლორტის ფოთლები დაუტოვო),შემდეგ გავარჩიე სხვა მწვანილი. ჭინჭარი ცხელ წყალში ხუთი წუთი ვადუღე, შემდეგ ცივი წყალი გადავავლე და გადავწურე. ღრმა ტაფაში ანდა დაბალ ქვაბში (ისე ვოკიც გამოდგებოდა) ჩავშუშე ხახვი და ოქროსფერი რომ გახდა, ზედ გამზადებული ჭინჭარი გადავიტანე, შემდეგ ჩავუმატე ახალი ნიორი, ქინძი და მარილი გემოვნებით. ხუთი წუთი და მზად იყო.

უჰ, კახეთი და ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა...
ბებიაჩემი თითქმის ყველა მცენარისგან ამზადებდა ფხალეულს. ნაცარქათამაც, ჯიჯილაყაც გადასარევია, მაგრამ ვისაც
ყაყაჩო-მხალი უგემია, დამეთანხმება, რომ ხახვითა და ერბოკვერცხით არაჩვეულებრივია, თან უმარტივესი გასაკეთებელი.
დაარჩევ,წამოადუღებ,მსუბუქად გაწურავ, მოშუშულ ხახვთან შუშავ,უმატებ ქინძს და ზემოდან ასხავ ათქვეფილ კვერცხს, მერე - ღუმელში ჰერი-ჰერი!
ღოლოს წვნიანი არის გემრიელი და სასარგებლო.
უგემრიელესია ბოლოკა თავისი ყვავილებით და ყლორტებით.
მომზადების წესი კი თითქმის ერთია. ფანტაზიაც უნდა მოიხმაროთ.
იტალიელებისგან ვისწავლე ისპანახით მომზადებული კერძი: 1 კონა, (დაახლოებით 500გრამიანი ) ისპანახი წამოადუღეთ დარბილებამდე. ბლენდერში ათქვიფეთ 3 კვერცხთან ერთად. გაუწყეთ მარილი. დააყარეთ ფქვილი და მიიყვანეთ ალადების ცომის სისქემდე. მდუღარე მარილწყლიანი ქვაბის თავზე დაიჭირეთ მსხვილნახვრეტებიანი (დაახლოებით მუხუდოს მარცხლების ტოლი )საწური, შიგ ჩაასხით ცომი და კოვზით "დაეხმარეთ", რომ წვეთები ჩავიდეს ქვაბში, წყალს თუ ცოტა ზეთს დაუმატებთ, არ მიეკრობა მარცვლები,თან ურიეთ. როცა მოიხარშება, მწვანე ბურთულები გადმოიღეთ საწურზე და წყალი გადაავლეთ, შემდეგ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ და მოამზადეთ მაკარონივით ნებისმიერი სოუსით. უხდება ნივრიანი არაჟანი და შებრაწული კრაბის ჩხირები.









Posted by: WOMAN IN LOVE 19 Mar 2008, 13:22
auau
QUOTE
ყაყაჩო-მხალი

ეს რაა? მართლა პირველად მესმის...

Posted by: SAMSON 19 Mar 2008, 13:26
annak
auau
უუდიდესი მადლობა smile.gif

Posted by: tos-ka 20 Mar 2008, 12:42
1 წილი "პეტრუშკა"
2 წილი ქინძი
1 წილი ოხრახუში
3 ძირი (1 წილზე) პრასი
წიწაკა (უმჯობესია თესლგამოცლილი), ნიორი, მარილი - გემოვნებით.
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დაატრიალეთ ბლენდერში.

ეს ე.წ "მწვანე" აჯიკაა, ლობიოს, ფხალეულობის შესაკმაზად იყენებენ.
თუ გატარებულ ნიგოზს და სანელებლებს დაუმატებთ, ბადრიჯნის სატენიც მზადაა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Mar 2008, 12:46
tos-ka
QUOTE
1 წილი "პეტრუშკა"

QUOTE
1 წილი ოხრახუში

ეს ხომ ერთი და იგივეა?

Posted by: tos-ka 20 Mar 2008, 12:57
smile.gif უკაცრავად, ახლავე შევასწორებ.
უნდა იყოს
1 წილი ოხრახუში
2 წილი ქინძი
1 წილი ნიახური
3 ძირი (1 წილზე) პრასი


Posted by: auau 20 Mar 2008, 15:51
WOMAN IN LOVE
QUOTE
ყაყაჩო-მხალი

როგორ გითხრა, როცა მექნება, დაგპატიჟებ! wink.gif
ბაზარში ქალები რომ ყიდიან, იციან იმათ, რომ ჰკითხო, გაჩვენებენ

Posted by: Breaky 20 Mar 2008, 15:53
auau
QUOTE
ჯიჯილაყაც გადასარევია


უიმე, ამას ვიცი, ინდაურებს აჭმევენ ხოლმე biggrin.gif
თუ ღორებს? spy.gif

სულ დავიბენი. ბავშვობაში მახსოვს, სოფელში რომელიღაც შინაურ ფრინველსა თუ ცხოველს აჭმევდნენ და გამალებული ეძებდნენ ხოლმე ემზობლები ირგვლივ მაგ მცენარეს.

Posted by: didi bege 20 Mar 2008, 15:57
ჯიჯილაყა შესანიშნავია, ყველაზე გემრიელი ფხალია ეკალას მერე , ჩემის აზრით, ისე იმერეთში მაგას დანდურსაც უძახიან,

Posted by: auau 20 Mar 2008, 16:04
Breaky
ინდაურებს აჭმევენ. მაგისი კულტურული სახელია ამარანტა. უგემრიელესი ფხალია. ჩემპიონია!
didi bege
QUOTE
იმერეთში მაგას დანდურსაც უძახიან

დანდური სულ სხვაა. მოწითალო გამჭვირვალე ღეროებზე არის პატარა მსუქანი ფოთლები. ძმრით და ნივრით კეთდება.

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Mar 2008, 16:06
auau
QUOTE
ამარანტა

,,მარტოობის ასი წელი ,, გამახსენდა smile.gif

Posted by: Breaky 20 Mar 2008, 16:08
auau
QUOTE
უგემრიელესი ფხალია. ჩემპიონია!


გავსებული იყო ჩემი სოფელი მაგ მცენარით, მაგრამ რატომღაც არავინ ჭამდა და ამიტომ მეც არ მაქვს გასინჯული.

Posted by: nanana 20 Mar 2008, 16:18
QUOTE
იტალიელებისგან ვისწავლე ისპანახით მომზადებული კერძი: 1 კონა, (დაახლოებით 500გრამიანი ) ისპანახი წამოადუღეთ დარბილებამდე. ბლენდერში ათქვიფეთ 3 კვერცხთან ერთად. გაუწყეთ მარილი. დააყარეთ ფქვილი და მიიყვანეთ ალადების ცომის სისქემდე. მდუღარე მარილწყლიანი ქვაბის თავზე დაიჭირეთ მსხვილნახვრეტებიანი (დაახლოებით მუხუდოს მარცხლების ტოლი )საწური, შიგ ჩაასხით ცომი და კოვზით "დაეხმარეთ", რომ წვეთები ჩავიდეს ქვაბში, წყალს თუ ცოტა ზეთს დაუმატებთ, არ მიეკრობა მარცვლები,თან ურიეთ. როცა მოიხარშება, მწვანე ბურთულები გადმოიღეთ საწურზე და წყალი გადაავლეთ, შემდეგ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ და მოამზადეთ მაკარონივით ნებისმიერი სოუსით. უხდება ნივრიანი არაჟანი და შებრაწული კრაბის ჩხირები.



ნიამმმმმმ!!! მაგარი იქნება ეს

Posted by: auau 20 Mar 2008, 16:24
Breaky
92 წელს,გაგანია ქვეყნის დაქცევა რომ იყო თბილისში, თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის შემოიტანა ამარანტას თესლი,უხვმოსავლიანია და კალორიულიო. ერთი მუჭა მოგვიტანეს ჩვენც და ჩემი კორპუსის წინ მეზობლის ნაკვეთში 2 კვმ-ზე დავთესეთ.ამოვიდა და რა ამოვიდა! 2 მეტრამდე გაიზარდა და 2-3 თვის მანძილზე 3 მოსავალი მოგვცა. უგემრიელეს ფხალებს ვაკეთებდით. თესლი რომ ავიღეთ და შემდეგ წელს დავთესეთ, ორ მტკაველზე გაიზარდა. მერე გავიგე, ეს იყო ჰიბრიდი, რომელიც 1 კვმ-ზე 200კგ ფხალს იძლეოდა საზონზე, მაგრამ დათესვით ვერ გამოიყენებდი, კომერციული საიდუმლო მაგაში მდგომარეობდა. ამარანტა წითელიც არის, გაზონებში დგას, თუ დაჰკვირვებიხარ და თურმე როცა ნორჩია,ისიც იჭმება yes.gif

Posted by: didi bege 20 Mar 2008, 16:39
auau
მდაა მე ერთი მეოგნა რა ვიცი ბებიაჩემი ასე უძახდა და smile.gif

მართლა უგემრიელესი რამეა, დიდი ხანია არ მიჭამია მარა დღემდე მახსოვს გემო, აუ მომენატრა ცხონებული ბებიაჩემის გაკეთებული ფხალი და ჭადი (მჭადი არა )


Posted by: WOMAN IN LOVE 20 Mar 2008, 17:43
auau
QUOTE
2 მეტრამდე გაიზარდა

drug.gif
სურათი ვ სტუდიუ! რაა მაგისთანა?!

Posted by: Hermes007 20 Mar 2008, 23:23
QUOTE
ფხალეულობა და მხალეულობა, ქართული სუფრის მამაშვენებლები

ტარხუნას ფხალი არსებობს?

Posted by: D17 21 Mar 2008, 00:29
იმერულ ფხალზე რას იტყვით, ნიგვზიანზე?
* * *
აჭარაში აკეთებენ კიდევ რაგაც ფხალს, სახელს ვერ ვიხსენებ, ძალიან მომეწონა

Posted by: auau 21 Mar 2008, 11:56
WOMAN IN LOVE
QUOTE
სურათი ვ სტუდიუ! რაა მაგისთანა?!

ეჰ, ეგ ისეთ დროს იყო, გახსენებაც მიჭირს. ომი და უბედურება...სურათი კი არა თავი სად მება არ ვიცი.
D17
QUOTE
აჭარაში აკეთებენ კიდევ რაგაც ფხალს, სახელს ვერ ვიხსენებ, ძალიან მომეწონა

აჭარული ფხალი, ანუ "შავი ფხალი" არაჩვეულებრივი რამეა, მაგრამ ყველამ არ იცის მომზადება. საკმაოდ გამოცდილი ხელი უნდა. ამ ფორუმზე არის ერთი, ვინც გადასარევად აკეთებს და ვთხოვ, დადოს რეცეპტი.

Posted by: (c)TG 21 Mar 2008, 13:43
ღანძილი არ გამაგონოთ! კინაღამ დავიხრჩვი ბავშვობაში, ძალიან გრძელი ღანძილი მომხვდა ეტყობა................................
დანდური უგემრიელესია მართლა

და ყაყაჩო-მხალი რომელია? ყაყაჩოსთან აქვს რამე საერთო? სოდი ხომ არ დაგვადგება, ეგ რომ მოვხარშოთ?!

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Mar 2008, 14:43
©TG
QUOTE
ყაყაჩო-მხალი რომელია? ყაყაჩოსთან აქვს რამე საერთო?

მაგარი პრიხოდი აქვს boli.gif drug.gif



biggrin.gif

Posted by: cesdeba 21 Mar 2008, 15:35
მხალი და ფხალი რამიტ განსხვავდება?
სახლში მაქვს ჭინჭრის. chups.gif

Posted by: (c)TG 21 Mar 2008, 16:02
WOMAN IN LOVE
QUOTE
მაგარი პრიხოდი აქვს

:ლოლ: მეც ეგ ვიფიქრე

Posted by: auau 21 Mar 2008, 18:03
cesdeba
QUOTE
მხალი და ფხალი რამიტ განსხვავდება?

აღმოსავლეთში მხალს ეძახიან, დასავლეთში - ფხალს

Posted by: Kakha 21 Mar 2008, 20:12
QUOTE
ქართული სუფრის მამაშვენებლები

მამაშვენებელი რაა? spy.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Mar 2008, 20:26
Kakha
ჩასწორებულია chest.gif

Posted by: xachapuridze 21 Mar 2008, 20:33
მხალი - ბოსტნეული ან მინდვრის მწვანილი, რომლის ფოთლებს ხარშავენ საჭმელად.

აგრეთვე ასეთი ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისგან დამზადებული საჭმელი.

მხალეული -საერთო სახელწოდება ყველა იმ მცენარისა, რომელიც მხლად იხმარება

ფხალი - კუთხ.(იმერ. გურ. რაჭ.) იხ. მხალი.
(ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)

Posted by: Solveig 22 Mar 2008, 16:59
xachapuridze
QUOTE
თუ გინდა გამოგიგზავნო
შენელებული მხალიო.
- მე მხალი-მხული არ ვიცი,
არა ჭამს ჩემი გვარიო.


მეორე დაბოლოებაც აქვს მაგას..მე მხალი-მხული არ ვიცი,ა რა ვარ მოლოზანიო (იგულისხმება, რომ სამარხო საჭმელია მხალი biggrin.gif)

QUOTE
ყაყაჩო-მხალი

იასაც ურევენ ხოლმე..ნედლ ბაბუაწვერას ფოთლებსაც.

ზეთით შენელებული მხალიც კარგია, მაგრამ ნიგვზიანთან მაინც ვერ მოვა ახლოს..ნიგოზი და ბლომად ქინძი, ნიორი..ზედ კარგი ცხელი მჭადი, შენ ხარ ჩემი ბატონი...

biggrin.gif

QUOTE
დანდური



ძალიან კარგია ეგეც..ზაფხულში არაფერი სჯობს მის ჭამას.

ქინძი, ნიორი, ქონდარი (აუცილებლად), ძმარი და ნიგოზი..ოღონდ ნედლი უნდა იყოს დანდური, ნაყოფს რომ გაიკეთებს, ცოტა მწარდება და თან თესლებს კნაწუნი გააქვს კბილებში biggrin.gif

Posted by: auau 23 Mar 2008, 17:02
WOMAN IN LOVE
Breaky
xachapuridze
Solveig
გუშინ თელავში ვიყავი და ჩამოვიტანე ყაყაჩო-მხალი. ახლა დედაჩემმა გააკეთა თავისებურად და ძალიან კარგია.
გადარჩეული ფოთლები მოხარშა და მსუბუქად გაწურა. ხახვი მოშუშა და მოასხა კვერცხი. მერე ართად აურია დაჭრილი ქინძი,
ყაყაჩო-მხალი, კვერცხიანი ხახვი და ერთად მოშუშა, ან ჩაკეპა. მარილი და შავი პილპილით გააწყო.

ია-იაც მინდოდა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ. ბოლოკა კი ჩამოვიტანე.

Posted by: (c)TG 24 Mar 2008, 17:23
forever`s_NEVER
QUOTE
ნება მომეცი გიპასუხო. კუბდარში ე.წ. პლანს არავინ ურევს. კანაფის ნაყოფიან ხაჭაპურს, "ქ'ნაშ"-ს ეძახიან. დაფქვილი კაკალი ერევა ყველში დ გემრიელი ხაჭაპურია, არავიტარი გვერდითი და სპეცეფექტები არ ახასიათებს.  ფხალეულში ნიგოზივით გამოიყენება.
რაც შეეხება სვანურ მარილს. სვანეთში ამ მარილის კეთება დაკავშირებულია იმ ძნელ პერიოდთან როდესაც მარილი იშვიათი და ძვირფასი რამ იყო და მარილის საშოვნელად წასვლა ძალიან შორს უწევდათ ადამიანებს.
ჩვეულებრივ მარილს ერევა ყველა დაფქული სუნელი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ძირა, ქინძი, უცხოსუნელი...

ეხლა ვნახე პოსტი
კანაფიანი ხაჭაპური ვიგულისხმე, დაფქული ნიგვზით გემრიელი იქნება........... აბა ის რაღა ბალახია, ცემი სუნელების ქალია ერთი, სვანი და იმან თქვა, გულისთვის მარგებელია ეგ ბალახი და ჩემი და მარილშიც ურევსო (ანუ ის და სვანეთში ცხოვრობს და იქიდან გზავნის სუნელებს, რომელსაც მერე აქ ვიძენთ. პატარა ბიზნესი აქვთ)


QUOTE
ეს არის გიცვრილი როლემსაც ეძახიან უცხო სუნელს

ეს ხო არ იგულისხმა ნეტა, მართლა სხვანაირი სუნი აქვს, მ აგისგან უცხო სუნელს რომ ვყიდულობ, ფერიც

Posted by: annak 24 Mar 2008, 17:27
forever`s_NEVER
შენ გაიხარე, მეთვითონ გავაკეთებ აწი.
QUOTE
უმადაც კაია, ცარელა პურზე

არადა მართლა არ იქნება ურიგო კარგად შეზავებული სვანური მარილი კარგ პურზე.gigi.gif givi.gif
ეხლა ისე მშია ხმელა შავ პურზეც თანახმა ვარ და სვანურმარილ მოყრილი ჰო საერთოდ დელიკატესად მომეჩვენება.

Posted by: kanonika 25 Mar 2008, 00:09
auau
მე კიდევ ისევ ბოდბისხევის ბაზარში ვიყავი და იქ ვიყიდე, დაქუჩება 0.50 ტეთრად, მგონი მომატყუეს, რადგან სამ დაქუჩებას ლარად ყიდიანო baby.gif

პირველად გავაკეთე, იგივე რეცეპტით, ოღონდ კვერცხის გარეშე და მართლა გემრიელი იყო,

ნაცარქათამა ვიკითხე და ჯერ ადრეაო, მალე შემოვა ვენახებშიო და ვნახოთ.

ბალბაც იყიდებოდა, მაგრამ ეს უფრო მინდოდა, არადა იმ დღეს თუ არ გააკეთე, მერე ჭჯნება და ისეთი გემრიელი აღარ არის,

ერთი კითხვა მაქვს, მოხრშვის მერე ცივ წყალს ავლებ ხოლმე?

მე ჭინჭარს ვავლებ და მომწონს, რადგან ფორმას უნარჩუნებს და თითქოს ხალას გემოსაც, ხოდა ყაყაჩო-ფხალზე მაინტერესებს.

ხო, ზემოტ წერდნენ პრიხოდზე





არ ქონდა biggrin.gif ან ვერ ვიგრძენი

Posted by: auau 25 Mar 2008, 23:57
kanonika
სხვათაშორის, ისპანახის ხარშვისას ცოტა სოდას თუ დაუმატებ, გემოს არ შეცვლის, მაგრამ ხასხასა მწვანე რჩება და ალბათ ყველა მხალს ასე მოუვა.
ცივ წყალს მეც ვავლებ, უხდება აშკარად.

Posted by: kanonika 26 Mar 2008, 00:44
auau
მადლობა, სოდის ამბავ გავითვალისწინებ

Posted by: allegro 26 Mar 2008, 01:04
ძალიან გემრიელია კეჟერა ფხალი, რომელიც აჭარაში იციან. გარდა იმისა, რომ ნიგვზით ამზადებენ, წვნიანიც მაგარი გამოდის. ამაში auau დამეთანხმება.

Posted by: allegro 26 Mar 2008, 01:15
war.gif ვინ რა იცის აჭარულ სამზარეულოს შესახებ????????? love.gif

Posted by: (c)TG 26 Mar 2008, 03:29
allegro
აჭარული ხაჭაპური ვიცი ნაყიდი ცომიტ, ნავს გააკეთებ, შიგნით ყველს ჩადებ, მერე რაღაც მომენტში (უნდა შეურჩიო) კვერცხს დაახლი და რომ გამოიღებ ცოტა კარაქსაც ჩააგდებ.

ეხლა ვინმემ რამე წესიერი დაწერეთ, აჭარული ბორანი მაგალითად

Posted by: სულხანი 26 Mar 2008, 09:33
allegro
QUOTE
war.gif ვინ რა იცის აჭარულ სამზარეულოს შესახებ????????? love.gif

მე ვიცი ყველაფერი yes.gif love.gif


QUOTE
ხლა ვინმემ რამე წესიერი დაწერეთ, აჭარული ბორანი მაგალითად

ელემენტარნო ვატსონ

აიღებ აჭარულ უცხიმო ე.წ. დაწნულ ყველს

დაჭრი წვრილად.

დაასხამ მდუღარე წყალს. აცლი ასე 5 წუთი. წყალს გადაწურავ


ტაფაზე დაადნობ ერბოს (კარაქს არა იმენნა ერბოს), აი როცა ერბო დადნება და აქაფდება ამ ერბოს დაასხამო ზემოთ ნახსენებ ყველს

ვუალა. მზადაა ბორანო

არის კიდევ რამდენიმე ნაირი ბორანო, კვერცხიანი, ნაღბიანი (ე.წ. ნაღბიბორა love.gif )

Posted by: allegro 26 Mar 2008, 11:00
აჭარული ხაჭაპურისათვის ყველი უნდა დავფცქვნად და დაუმატოდ წყალი, მასას უნდა ჰქონდეს ფაფის მაგვარი კონსისტენცია. jump.gif

Posted by: auau 26 Mar 2008, 16:38
allegro
რაკი შენ გამოჩნდი, ეშველა აჭარულ სამზარეულოს!
ახლა ფორუმის სახელით გაძლევ შეკვეთას რეცეპტებზე:
1. აჭარული (შავი) ფხალი
2. სინორი
3. ბორანო
4. აქ სადღაც წერია, მაგრამ მაინც - ბაქლავა
5. აჩმა
6. ჰალვა
7. შექერლამა ბრინჯის ფქვილით

რა ვიცი, ვეღარ ვიხსენებ... სურბიე ბებიასებურად ბადრიჯანი მაწონში...
მოკლედ, ველოდებით!



Posted by: GIMME 26 Mar 2008, 16:42
QUOTE
კვირას ბოდბისხევის ბაზარში გავირე, როგორ მომნატრებია ერთდროს საძულველი ბაზარი. სულ დეზერტირები და კოლმეურნეობის ბაზრები გამახსნედა.

ხოდა ეგ იქით იყოს - ჭინჭარს მიჰქონდა მთელი ბოდბისხევის ბაზრობა, ვიყიდე რამდენიმე დაქუჩება (ჭინჭრის დაფასოების ტერმინია), მერე იქვე ვიყიდე ახალი ხახვი, ახალი ნიორი, ახალი ქინძი, კახური ბოლოკი, ისიც ახალი, ცოტა ლეღვის ჩირი და შინდის ტყლაპი გამოვაყოლე და წამოედი თბილისში.

ხორცის მოყვარულებს აქვე დაგიწერთ, კარგი ბარკლისგან ანაჭერი ხორცი 6-6.50 ლარი ღირდა, თანაც სულ ახალი, იქვე დაკლული.

ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი (ანუ ახლადამოყლორტილებს ფოთლები უნდა გააცალო და მხოლოდ პაწია, ყლორტის ფოთლები დაუტოვო),შემდეგ გავარჩიე სხვა მწვანილი. ჭინჭარი ცხელ წყალში ხუთი წუთი ვადუღე, შემდეგ ცივი წყალი გადავავლე და გადავწურე. ღრმა ტაფაში ანდა დაბალ ქვაბში (ისე ვოკიც გამოდგებოდა) ჩავშუშე ხახვი და ოქროსფერი რომ გახდა, ზედ გამზადებული ჭინჭარი გადავიტანე, შემდეგ ჩავუმატე ახალი ნიორი, ქინძი და მარილი გემოვნებით. ხუთი წუთი და მზად იყო.

ზედ კახური შოთი და სახლში დაყენებული წითელი ღვინო...........


აუუუ ახლა ჩემს ბოდბეში მომინდააააააა.ბებიაჩემი აკეთებს ძააან მაგრად.თან იქვე ცხელი შოთის პური და ყველი.ვაიმეეეეეე rolleyes.gif

Posted by: auau 26 Mar 2008, 17:32
allegro
აბა-აბა აჭარულ თემაში გელოდებით . წვნიანი ფხალი არ დაგავიწყდეს.

Posted by: blear_witch 26 Mar 2008, 17:38
auau
QUOTE
გუშინ თელავში ვიყავი და ჩამოვიტანე ყაყაჩო-მხალი. ახლა დედაჩემმა გააკეთა თავისებურად და ძალიან კარგია.

ნიამ. როგორ მიყვარს..
ცხონებული მამიდაჩემი აკეთებდა მოხრაკული ხახვით, ქინძით და ნიორით..

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Mar 2008, 20:40
auau
kanonika
მე კიდევ სადღაც წავიკითხე, რომ სოდის დამატება არ შეიძლებაო, რეაქციაში შედის და სასარგებლო თვისებებს სულ უკარგავს ისპანახსო rolleyes.gif boli.gif

Posted by: allegro 28 Mar 2008, 16:03
დღეს შემოვიფარგლები აჩმის რეცეპტით.
აჩმა
5 ცალი კვერცხი ავთქვლიფოთ, დავუმატოდ 1,5 ჭიქა თბილი წყალი,
ცოტა მარილი და მოვზილოთ სქელი ცომი.
ეს ცომი გავყოთ 9 ნაწილად. სათითაოდ მოვაგუნდაოთ და გავაბრტყელოთ .


700 გრამი იმერული ყველი დავფცქვნათ

500გრამი კარაქი დაბალ ცეცხლზე გადავადნოდ

მზად უნდა გვქონდეს დიდი ქვაბით მდუღარე წყალი + 5-6 სუფრის კოვზი მარილი

თითოეული გუნდა რიგ-რიგობით გავაბრტყელოდ და გავიყვანოდ ისე რომ ფენა უნდა იყოს ძალიან თხელი.
პირველ ფენას დავაფენთ ცხიმ წასმულ ჟარონაზე, მოვასხამთ ერბოს , შემდეგ ფენას ჩაუშვებთ მდუღარე წყალში რამოდენიმე წამით და
სწრაფად გადმოვიღებთ ცივ წყალში ასევე რამდენიმე წამით . მოხარშულ ფენას ფრთხილად გავწურავთ და მოვათავსებთ ჟარონაზე.
მოვასხამთ ერბოს.( ყოველივე ფენის შემდეგ ვასხამთ ერბოს). მეოთხე ფენის შემდეგ მოვაყაროდ ყველი . პირველი და ბოლო ფენა არ იხარშება . როცა ბოლო ფენას გადავაფენთ ამ ფენის გვერდები უნდა შემოუკეცოდ ყველა ფენას ერთად. ცოტა ხანი გავაჩეროდ და შემდეგ დავჭრად პატარა ოთხკუთხედებათ.
მოვათავსოდ კარგად გაცხელებულ ღუმელში და როცა ზედა ფენა ოქროსფერი გახდება მზადაა.

მიირთვით, მაგრამ გახსოვდეთ დზალიან კალორიულია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




wink.gif tongue.gif jump.gif

Posted by: ia_Baggins 28 Mar 2008, 19:31
SAMSON

ძალიან მაგარი აჯიკაა ადვილად გასაკეთებელი და უუუუგემრიელესი:

1 ჭიქა გაფქვილი წითელი წიწაკა
5 ჩაის კოვზი ხმელი დაფქვილი ქინძი
3-4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
5 ან მეტი (გემონვების მიხედვით) ჩაის კოვზი მარილი
ესენი აურიე და თბილი წყალი დაასხი იმდენი რო არაჟანის სისქის გამოვიდეს

მერე მიდი და შეუბერეეეე.... biggrin.gif
მართლა ძალიან გემრიელი გამოდის biggrin.gif

Posted by: macaco-fast65 30 Mar 2008, 13:38
SAMSON
2 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა.
1კგ.მწარე წითელი წიწაკა.
2კგ სტაფილო.
800 გრ.ნიორი.
1 ჩაის ჭიქა უცხო სუნელი.
ნახევარი ჭიქა ხმელი ქინძი.
1 დიდი კონა ყვავილოვანი ქინძი.
ნახევარი ლიტრი ძმარი,მარილი გემოვნებით.
კარგად გარეცხილ წიწაკას გამოვაცალოთთესლებ და დავაწყოთ თუშფალანგზე,რამდენიმე საათში შეშრება და გავატაროთ
ხორცსაკეპ მანქანაში.მანქანას დავუყენოთ წვრილი ბადე,შემდეგ გავატაროთ კარგად გაფცქვნილი სტაფილო,ნიორი,ქინძი.
მიღებულ მასას დავამატოთძმარი და მარილი გემოვნებით.მიღებული მასა რამდენიმე დღით გავაჩეროთ მომინანქრებულ ჭურჭელში.ხშირად მოვურიოთ.თუ მარილი დააკლდება დავამატოთ.
* * *
2 კგ წითელი მწარე წიწაკა.
300 გრ. ნიორი.
1 პატარა ჭიქა სუნელი.
1 პატერა ჭიქა ხმელი ქინძი.ბლომად ყვითელი ყვავილი.
1 ჭიქა ზეთი
მარილი თვალის ზომოთ და გემოვნებით.
ძმარიც გემოვნებით.
ეს მასა ავურიოთ კარგად ერთმანეთსი და ვადუღოთ 10- 15 წუთი.

Posted by: SAMSON 30 Mar 2008, 14:11
tos-ka
ia_Baggins
macaco-fast65
ვაახ მადლობა

არც კი მეგონა მაგდენი რეცეპტი თუ ყოფილა smile.gif

Posted by: baby_boo 30 Mar 2008, 15:13
მაგრამ ნამდვილი აფხაზური აჯიკა რასაც მარტო მეგრელები და აფხაზები აკეთებენ უმაგრესია,ყველა ვერც აკეთებს აქ რაც იყიდება ვერცერთი ვერ შეედრება

Posted by: tos-ka 30 Mar 2008, 18:54
SAMSON
QUOTE
არც კი მეგონა მაგდენი რეცეპტი თუ ყოფილა 


ყველა ოჯახს თავისი განსაკუთრებული რეცეპტი აქვს smile.gif და თურმე "ხელზეც" არის დამოკიდებული.
დედაჩემის გაკეთებულ აჯიკას სხვა გემო ჰქონდა, მიდაჩემის გაკეთებულს სხვა და მე რომ ვაკეთებ იმას სულ სხვანაირი გემო აქვს! (არა და ვითომ ერთი და იგივე რეცეპტით ვაკეთებ)

Posted by: Tikk 31 Mar 2008, 02:39
ბორანო, ფახლავა, აჩმა და ხაჭაპური ვიცი, უგემრიელესია, მაგრამ შარშან აჭარაში ხინკალი მაჭამეს ისეთი, რომ დღემდე მახსოვს ის სასოწარკვეთილების წუთები, როცა მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეჭამა - სპეციალურად ჩემთვის იფუსფუსეს მთელი დღე და საღამოს ვახშმად მომართვეს პატარა უცნაური ზომის ხინკლები, ქვაბით, თან ბლომად კარაქიც ჩაუყრიათ... აი ყველაზე უსიამოვნო ვახშამი მქონდა მაშინ ცხოვრებაში. user.gif
მას მერე აჭარაში რესტორნის ხინკლის დაგემოვნებაც არ მომსვლია აზრად.

ისევ აჭარულ კერძებს შევჭამ ხოლმე იქ, აჯობებს.

Posted by: Johnnie Walker 31 Mar 2008, 03:10
იახნის რეცეპტი დადეთ ვინმემ, რა.....

Posted by: chupa82 31 Mar 2008, 10:42
QUOTE
ვუალა. მზადაა ბორანო

ძალიან მაგარი რამაა, ალკოჰოლი საერთოდ არ გეკიდება ეს თუ გაქვს ნაჭამი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი biggrin.gif wink.gif

Posted by: allegro 31 Mar 2008, 16:17
იახნი

ავიღოთ საქონლის ხორცი("გრუდინკა")- 1 კგ. დავუმატოდ წყალი (ხორცი რომ დაიფაროს), როცა დაიწყებს დუღილს 10 წუთის შემდეგ დავუმატოდ 150-200გრ დაჭრილი ხახვი.
როცა ხორცი კარგათ მოიხარშება დავუმატოდ გატარებული ნიგოზი-1 ჭიქა, 1 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ზაფრანა,
ცოტა ხანი ვადუღოთ. დავუმატოდ გატარებული ნიორი( 2-3 კბილი), გემოვნებით ხმელი ქინძი, შავი წიწაკა და მარილი. alk.gif

Posted by: სულხანი 31 Mar 2008, 17:32
აუ ბებიამ რომ ინტერნეტში მუშაობა იცოდეს..... :gigiTix
QUOTE
სპეციალურად ჩემთვის იფუსფუსეს მთელი დღე და საღამოს ვახშმად მომართვეს პატარა უცნაური ზომის ხინკლები, ქვაბით, თან ბლომად კარაქიც ჩაუყრიათ... აი ყველაზე უსიამოვნო ვახშამი მქონდა მაშინ ცხოვრებაში. user.gif

რაგაც მოგატყუეს ეტყობა gigi.gif



ეგეთი რამ კეთდება ნადუღით რა. ანუ ნადუღიანი "ხინკალი" და

ეგ ეტყობა იფანტაზიორეს და ხორცით გააკეტეს gigi.gif

Posted by: Tikk 31 Mar 2008, 17:38
სულხანი
QUOTE
რაგაც მოგატყუეს ეტყობა

რა ვიცი, წინსაფარაფარებულ დიასახლისს ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა ცომს რომ ზელდა - ვერ დავიჯერებ რომ რაღაცას მიჩალიჩებდა. biggrin.gif

Posted by: სულხანი 31 Mar 2008, 17:56
Tix
QUOTE
რა ვიცი, წინსაფარაფარებულ დიასახლისს ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა ცომს რომ ზელდა - ვერ დავიჯერებ რომ რაღაცას მიჩალიჩებდა

ეტყობა მისი კულინარიული ფანტაზია შენზე გამოსცადა givi.gif

Posted by: Tikk 31 Mar 2008, 18:03
სულხანი
QUOTE
ეტყობა მისი კულინარიული ფანტაზია შენზე გამოსცადა

ნწ-ნწ-ნწ,საწყალი მე. user.gif
არასოდეს მქონდა გასინჯული ფახლავა, რატომღაც ვიზუალურად არ მომწონდა ხოლმე და პირველად გავსინჯე შარშან ბათუმში, მარტო ის გემო თუ დამავიწყებს კარაქიან ხინკალს. biggrin.gif

Posted by: სულხანი 31 Mar 2008, 18:04
Tix
QUOTE
რასოდეს მქონდა გასინჯული ფახლავა,

ფახლავას ეძახიან თურქები

ქართულად მაგას ბაქლავა ჰქვია yes.gif

Posted by: love_princess 31 Mar 2008, 19:47
tata-naka

მეც ეგრე biggrin.gif ფანატიკურად მიყვარს სვანური მარილი love.gif jump.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Apr 2008, 23:27
გუშინ სახლში მოვიტანე ძალიან ცინცხალი ბოლოკი, იმდენად ახალი იყო რო ჩემს დას შევთავაზე ფხალი გაეკეთებინდა იმ მწვანე ფოთლებიდან, დედაჩემის რეცეპტით გააკეთა, რაჭულად, ნიგვზით, ნივრით, ძმრით, დაგლიჯა. ყველაზე მთავარი ისაა, რო ბოლოკის ფოთოლს აქვს განსაკუთრებული, განუმეორებელი, დახვეწილი სიმწარე, რასაც ვერაფერი შეედრება. ეს ფხალი ურთულესი გასაკეთებელია, ამიტომაც იჩაგრება, არადა კაი იქნებოდა დაგვენერგა, თქვენც სცადეთ, ახლა სეზონია smile.gif

Posted by: Johnnie Walker 4 Apr 2008, 00:05
gabarzgaleba
QUOTE
ბოლოკის ფოთოლს აქვს განსაკუთრებული, განუმეორებელი, დახვეწილი სიმწარე,

ეჰ ვიცი მე ეგ, შენც მაგარი კულინარი ხარ, ბარძღალ, და საერთოდ, დიდ გემრიოლობებზე საუბრბ, საღოლ smile.gif

Posted by: auau 4 Apr 2008, 00:05
gabarzgaleba
QUOTE
ფხალი გაეკეთებინდა იმ მწვანე ფოთლებიდან,

მე მეგონა მარტო მე მიყვარდა!
ძალიან მაგარია და კიდევ მიყვარს რაჭველები ჭინჭრის წვნიანს რომ აკეთებენ

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 00:19
Johnnie Walker
auau

2kiss.gif 2kiss.gif ვიცოდი რო თქვენ გაიგებდით და დააფასებდით პირველ რიგში მაგ ამბავს, გეხვევით და გეხუტებით რაჭულად ე მეგრელი კაცი biggrin.gif

Posted by: algulga 4 Apr 2008, 00:26
3 წელია სვანების რძალი ვარ და ყველა სვან ქალს ვეკითხები სვანური მარილის რეცეპტს. ყველა ამბობს თვალის ზომით ვუკეთებთ და ზეპირად არ ვიცითო. ერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ მარილს ცრიან, და გამზადებულ მარილს ორჯერ ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. ნამდვილად სხა არაფერ სუნელს არ ურევენ ჩვენთვის უცხოს.
დაფქვილი უცხოსუნელი
დაფქვილი ქინძი
ყვითელი ყვავილი
გატარებული ნიორი
დაფქვილი წიწაკა და
მარილი
ეგეც სვანური მარილი

Posted by: kanonika 4 Apr 2008, 02:34
QUOTE
ბოლოკის ფოთოლს აქვს განსაკუთრებული, განუმეორებელი, დახვეწილი სიმწარე, რასაც ვერაფერი შეედრება.

მე მეგონა მე აღმოვაჩინე, და ფხალის რა მოგახსენო (ერთადერთი ოსებთან მაქვს ნაჭამი რაღაც ყველში გადარეული ბოლოკის ფოთლების შეჭამანდის მაგვარი რაღაც) და ცარიელსაც სიამოვნებით ვჭამ, ამას წინად ისევ ბოდბისხევში ისეთი ქორფა ბოლოკი ვიყიდე და ისეთი ლამაზი ფოთლები ქონდა, იმათ როგორ გადავყრიდი და ისე ვჭამდი, როგორც მწვანილს, თითქოს წიწმატს გავს, მაგრამ ამას მაინც სხვა გემო აქვს.

და იმ ფხალის რეცეპტს ხომ არდადებდი, ჯერ არის ისევ ბოლოკის სეზონი.

ფლიზ, გამოიჩინეთ მეგრული თავაზიანობა, რა 2kiss.gif

Posted by: xachapuridze 4 Apr 2008, 11:43
როცა ბოდბისხევში წახვალ, მეც წამიყვანე, რა იქნება. წარმოშობით იქაური ვარ, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ. უკაცრავად ოფისათვის.

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 13:02
kanonika
QUOTE
ფლიზ, გამოიჩინეთ მეგრული თავაზიანობა, რა


მარტივია. გარეცხავ, მოხარშავ და კარგად გაწურავ. შემდეგ ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, წიწაკა.

Posted by: kanonika 4 Apr 2008, 13:11
gabarzgaleba
QUOTE
ეს ფხალი ურთულესი გასაკეთებელია, ამიტომაც იჩაგრება, არადა კაი იქნებოდა დაგვენერგა

ეს წავიკითხე და მეგონა რთული გასაკეთებელი იქნებოდა, თან ვიფიქრე მაღალმთიანრაჭულ კულინარიულ მისტიკას გაგვანდობდი.

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 13:21
kanonika
QUOTE
ეს წავიკითხე და მეგონა რთული გასაკეთებელი იქნებოდა, თან ვიფიქრე მაღალმთიანრაჭულ კულინარიულ მისტიკას გაგვანდობდი.


რთული იმიტომაა, რო იშვიათია ბაზარზე, სპეციალურად არავინ აწარმოებს და არც ისე ხშირია ბოლოკს რო ძალიან ხარისხიანი ფოთოლი ახლდეს თან. მისტიკას რაც შეეხება, ჩემზე კარგად იცი, მისტიკა გულშია და ხელებში და არა ინგრედიენტებში. smile.gif

Posted by: kanonika 4 Apr 2008, 13:37
QUOTE
მისტიკა გულშია და ხელებში


გონებაშიც

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 14:05
kanonika
QUOTE
მისტიკა გულშია და ხელებში

გონებაშიც


ხანდახან ადგილზე და ხალხზეცაა (ანუ თანამეინახეებზე) დამოკიდებული ეგ მისტიკა biggrin.gif ხო, და რაც მთავარია, მისტიკა არ გადაიცემა, მისტიკაში მარტო ხარ smile.gif

Posted by: kanonika 4 Apr 2008, 16:26
QUOTE
მისტიკაში მარტო ხარ


ისიც არის

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 16:50
kanonika
QUOTE
მისტიკაში მარტო ხარ

ისიც არის


კამკრაზ ეგარი მარტოობა biggrin.gif

Posted by: kanonika 4 Apr 2008, 17:08
და + რომელიმე ცხოველი, კატა, ძაღლი, დათვი, მგელი.....

მერე ეს მგელი შიოსთან მივიდა wink.gif

Posted by: BAUSHKE_ 4 Apr 2008, 19:01
ბოლოკი და მისტიკა არ ვიცი, მაგრამ
ბებია აკეთებდა ხოლმე მწვანე ლობიოს ნიგვზით და სუნელებით. ისეთი გემრიელი იყო...

Posted by: nincho_ 5 Apr 2008, 11:08
QUOTE
სვანური მარილი

ძალიან მიყვაააარს,სალათთან ერთად უგემრიელესია

Posted by: samuraj 5 Apr 2008, 12:09
ვა რა მაგარია უნდა ვცადო რეცეპტი

Posted by: samuraj 5 Apr 2008, 12:22
მაგარია მაგარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: August 5 Apr 2008, 13:02
ეს კიდევ ჩემებს რომ უყვართ ის "აჯიქა". ზამთრისთვის ვამზადებდი ხოლმე. არც ბევრი წვალება უნდა და არც ისეთი რამე-რუმეები რომ უცხოეთში ვერ გაკეთდეს. თანაც ყველაფერზე მიდის და თუ რამეა სადილის სანელებლადაც გამოდგება

2 კგ - წითელი ბულგარული წიწაკა (თესლები გამოცლილი)
2,5 კგ - საღი პამიდორი
0,5 კგ - წითელი მწარე წიწაკა (თესლებ გამოცლილი)
300გრ - ნიორი
4 კონა ქინძი
4 კონა ოხრახუში
1ლ - ძმარი
4 მუჭი მარილი

ყველაფერი გავატაროთ მანქანაში ავურიოთ ერთმანეთში დავასხათ ძმარი და ჩავასხასთ ემალირებულ ქვაბში. ვაცალოთ რამოდენიმე დღე და როცა დაიდუღებს გადავიტანოთ ბოთლებში

Posted by: aneri 5 Apr 2008, 13:46
BigCrow
QUOTE
ეგეთი ბალახი ერთი ვიცი მე...

biggrin.gif
QUOTE
მართალია, რომ კუბდარში და ფხალეულში პლანს ურევენ სვანეთში?

კუბდარში არა მაგრამ ხაჭაპურში ურევდნენ კანაფის კაკალს დაფქვილს..
ძალიან გემრიელი იყო
ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი..
გასვენებაზე მულახში გაუკეთებიათ შილა - სადაც კანაფს ეტყობა შეყვა მტვერი ბალახის
მთელი სოფლის მოხუცები თურმე ღობეებთან მიწოლილები ყოფილან biggrin.gif სავადმყოფო გადაჭედილა .. თვითონ ერთი მოხუცი ყვებოდა ! ჰალუცინაციები ჰქონია
მოკლეთ ზოგს გასწორებია... biggrin.gif
ზოგი კიდევ სერიოზულად ცუდად გამხდარა
n_j
QUOTE
სვანური მარილის რეცეპტი
1კგ მარილი
300გრ გარჩეული ნიორი
1ღვინის ჭიქა უცხო სუნელი დასაფქვავი
1-2 ჩ.კ. ხმელი ქინძის მარცვლები
6-7ყვითელი ყვავილი
6-7 მწარე წითელი წიწაკა ხმელი

მგონი მთავარი ინგრიდიენტი დაგავიწყდა ? .. სვანური "გიცრული" ანუ ძირა
იძახიან სახელდობრ სვანური უნდა იყოსო ...
ხო ისე ბევრს მოწონს აქით რომ ჩამოვდივარ 10 კილო მომაქვს biggrin.gif იმდენი შეკვეთები მაქვს ხოლმე ...
პ.ს. სვანური ხომ ყველაფერი განსაკუთრებული და კარგია
სულგუნი მინდა ეხლა sad.gif თუ გინდა სვანურიც არ იყოს biggrin.gif



Posted by: kanonika 5 Apr 2008, 21:59
BAUSHKE_
მერე, რაის ნერვიულობ? დადე მენიუ wink.gif

Posted by: BAUSHKE_ 5 Apr 2008, 22:13
kanonika

მენიუ?
smile.gif შენ დამიზუსტე როდინდელი და რომელი გინდა და მაგას გაწყენინებ?

Posted by: kanonika 6 Apr 2008, 00:04
BAUSHKE_

QUOTE
შენ დამიზუსტე როდინდელი და რომელი გინდა და მაგას გაწყენინებ



QUOTE
ბებია აკეთებდა ხოლმე



აი ეგეთი ამბები ყოველთვის საინტერესოა, ანუ ბებია როგორ აკეთებდა, მაგ, ვიცი რომ ჩემი ერთი ორი ნაცნობი რაღაც საინტერესოდ აკეთებს რაღაცეებს, ნუ აუაუმ რო იცის მისტიკები, მგონი ფორუმზე ვერავინ შეედრება.

ხოდა ინტერესნო, როგორ აკთებდა ლობიოს ბებია

Posted by: auau 6 Apr 2008, 13:00
kanonika
QUOTE
აუაუმ რო იცის მისტიკები, მგონი ფორუმზე ვერავინ შეედრება.

lol.gif
მისტიკის რა მოგახსენო, მაგრამ რაც დავბადებულვარ,58 წელი ქვაბებს და ტაფებს ვუყურებ. სულ სტუმარი იყო ჩვენთან და ეს ტრადიცია თუ ბედისწერა დღემდე მომდევს! რომც არ გინდოდეს, ასეთ სიტუაციაში მაინც გააკეთებ რაღაცას.
ლობიოსთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. თბილისის ცნობილი კოშმარი რომ დაიწყო, იმ ზამთარს 20 კილო ლობიო იჭამა ჩემს სახლში და მგონი შევიძულეთ საერთოდ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ქოთნის ლობიო ცოტა თხელი და ძალიან ბევრი ნედლი მწვანილით და ქელეხებზე რომ ტომატიან ლობიოს აკეთებენ... sleep.gif

Posted by: miau 6 Apr 2008, 18:49
auau
QUOTE
თბილისის ცნობილი კოშმარი რომ დაიწყო, იმ ზამთარს 20 კილო ლობიო იჭამა ჩემს სახლში და მგონი შევიძულეთ საერთოდ.


არც მანადე ამომდიოდა მზე და მთავრე და ეს
QUOTE
მგონი
სრულიად ზედმეტია ჩემთან მიმართებაში biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 6 Apr 2008, 21:26
kanonika

მარტო ინგრედიენტები მახსოვს: "ჭყინტი" ლობიო, ნიგოზი, ნიორი, ძმარი, ხმელი სუნელები და ცოცხალი ქინძი.
მომზადების წესები მაშინ ძალიან ნაკლებად მაინტერესებდა biggrin.gif

მთავარი მისტიკა ბებოს ხელებში იყო, თან ყველაფერი შინაური ბოსტნის იყო (სუნელების გარდა, რა თქმა უნდა).


smile.gif

Posted by: kanonika 6 Apr 2008, 21:51
კაი, მომზადების წესს დაგიწერ,
ლობიო უნდა მოიხარშოს (ალბათ ყველამ იცის, რომ ფხიანი არ უნდა იყოს ლობიო, პირში მოგედება და ყელში გაჩხერვა იცის), მანამდე კი თავი და ბოლო უნდა წაემტვრიოს და ორად ან სამად გაიტეხოს (ბავშვობიდან ვგიჟდები ამ პროცესზე, სულ მე ვარჩვედი ხოლმე).
ხოდა როცა მოიხარშება (წუთებს ვერ დაგიწერთ, ლობიოს გააჩნია, რაც უფრო ნორჩია უფრო ნაკლები ხარშვა უნდა) გადმოიღებ, გადაწურავ და მიყოლებით დააყრი აი იმ ინდრედიენტებს რაც ზემოთ ჩამოწერე, მაგრამ ცოცხალ ქინძთან ერთად ახალი კამა უდება, ზოგადად რაც უფრო ფორფაა მწვანილი, მით უკეესი, ხოდა აქ ერთ მისტიკას გასწავლით, ანუ საიდუმლოს, ოჯახის ახლობელმა ქალმა, ძალიან ნიჭიერმა და კულინარიაში განსწავლულმა, წარმოშობით იმერელმა, ერთმა მშვენიერმა დეიდამ გაგვანდო, ლობიოს გადარევას რომ დაიწყებთ, აი ხელიტ რაღაც უხერხუილად ერევა და შეიძლება ამ ლობიოს ფაფა მიიღოთ, ხოდა ტუ გინდა რომ თანაბრად გადაერიოს ლობიოს ყველა სანელებელი და სუნელი, მაშინ პატარა თეფშით ურიეთ, ეს მეთოდი ეკალაზეც მიდის და აი, რაღაც კარგი შესახედაობა აქვს ფინალში

კეცის მჭადი რომ უხდება, ეგ ჩემმა კატამაც იცის


ჯერ ეს იყოს და მერე მწვანე ლობიოს კახურად მომზადების წესს დაგიწერთ. yes.gif

Posted by: BAUSHKE_ 6 Apr 2008, 22:23
kanonika

smile.gif) ეხლა გამახსენდა , როცა ნადს ან სტუმრებს ელოდებოდა ანუ ბევრ ლობიოს აკეთებდა, მაშინ ბებიაც თეფშით ურევდა.
თანაც გცოდნია ყველაფერი კეცის ჭადების ჩათვლით. კეცებზე შქმერის ფოთოლი ეფარა ხოლმე...


Posted by: Solveig 7 Apr 2008, 13:31
QUOTE
მწვანე ლობიო

ქინძი-ცალკე კაკალი (დანაყილი) და ცალკე ფოთოლი, ოხრახუში, რეჰანი (თუ შაშკვლავი გექნათ, ხომ მთლად უკეთესი), ზაფრანის (ყვითელი ყვავილის) ფოთლები, ქონდარი, დანაყილი ნიორი. ბოლოში-ნიგოზი.

QUOTE
წარმოშობით იმერელმა, ერთმა მშვენიერმა დეიდამ გაგვანდო, ლობიოს გადარევას რომ დაიწყებთ, აი ხელიტ რაღაც უხერხუილად ერევა და შეიძლება ამ ლობიოს ფაფა მიიღოთ, ხოდა ტუ გინდა რომ თანაბრად გადაერიოს ლობიოს ყველა სანელებელი და სუნელი, მაშინ პატარა თეფშით ურიეთ,

მე ხელით მირჩევნია ან კიდევ მოკლეტარიანი სუთით (ჩოგანსაც ეძახიან)-ცოტათი მძიმე უნდა იყოს, რომ ჩაჭყლიტოს პარკი.

კარგი მწვანე ლობიო, მწიფე პამიდორი, შენ ხარ ჩემი ბატონი..და რაღა თქმა უნდა. ჭყინტი ყველი და ცხელი მჭადი.

biggrin.gif აუფ, არ მოვინდომე დაკარგული სამოთხე? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: auau 7 Apr 2008, 14:10
kanonika
QUOTE
მწვანე ლობიოს კახურად მომზადების წესს დაგიწერთ. 

რამდენი ქალიც არსებობს, იმდენნაირი ლობიო გამოდის. კახეთში მრავალნაირი მწვანე ლობიო მიჭამია, მაგრამ 85 წლის დედაჩემი რომ აკეთებს, ის რაღაც სხვაა.
ლობიოს რომ დაამტვრევ, სქელძირიან ქვაბში (ჩვენ ამისთვის თუჯის ქვაბს ვხმარობთ) მოვათავსებთ, ზემოდან ვათავსებთ დაჭრილ ხახვს, დაჭრილ მწვანილს - სურნელოვანი ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი, ცოტა პიტნა, ზაფრანის მწვანე ფოთლები (და არა ყვავილი), ერთი-ორი კბილი ნიორი, ვასხამთ იმდენ წყალს, რომ მოხარშვისას სულ ამოშრეს. 2 კგ-ს თუ ნორჩი ლობიოა, 2 ჭიქაც ყოფნის. თუ დროზე ადრე დაიშრო, ცოტას დავუმატებთ. როცა მოიხარშება და წყალიც ამოშრება, ვუმატებთ კარაქს, მარილს და ვშუშავთ.
ამ პროცესში ვიყენებთ ხის ბრტყელ კოვზს და იმით ჩავკეპავთ. ვუმატებთ დანაყილ ნედლი ქინძის თესლს მწვანე წიწაკასთან ერთად, ზემოდან მოვასხამთ გათქვეფილ კვერცხს, გავუკეთებთ ჩაღრმავებებს და ცოტა ხნით ვტოვებთ ცეცხლზე.


ნიგვზიან მწვანე ლობიოს ასე აკეთებდნენ კახეთში:
ლობიოს არ ამტვრევენ, მარტო თავი და ბოლო ეცლება. ვხარშავთ, ვაწყობთ საწურზე, რომ ზედმეტი წყალი გაუვიდეს. დანაყილი ნიორი, ნიგოზი, ნედლი ქინძი, მწვანე წიწაკა და მარილი გავხსნათ ძმარში.ძმარი და ნიორი უნდა ემჩნეოდეს. მწვანილებიDან - დაჭრილი რეჰანი, შაშკვლავი, ქინძი. წვრილად დაჭრილი ხახვი. ამ ყველაფერს ფრთხილად აურევთ, რომ არ აიზილოს. ლობიო უნდა აისორსლოს ნიგვზიან მასაში. დადგით მაცივარში. სიცხეში არაჩვეულებრივი საჭმელია.






Posted by: didi bege 7 Apr 2008, 14:14
მწვანე გაროხი ჩაშუშული ზეთში , ხახვით და კვერცხით თუ გიჭამიათ, ჭყინტი ლობიოსავითააა

Posted by: auau 7 Apr 2008, 15:52
didi bege
ერბოშიც კარგია.

Posted by: Breaky 7 Apr 2008, 16:07
didi bege
QUOTE
მწვანე გაროხი ჩაშუშული ზეთში , ხახვით და კვერცხით თუ გიჭამიათ, ჭყინტი ლობიოსავითააა


არ მეგონა, თუ კიდევ ვინმეს ვნახავდი, ვინც მაგას ჭამს. ჩემი ქმრის საყვარელი კერძია და პირველად რომ მითხრა,
გამიკვირდა ძალიან. სხვებსაც რომ ვეუბნები ხოლმე, უკვირთ biggrin.gif

Posted by: auau 7 Apr 2008, 17:53
Breaky
აჭარაში არის მიღებული ძალიან.
კახეთშიც აკეთებენ.

Posted by: Breaky 7 Apr 2008, 17:55
auau
QUOTE
აჭარაში არის მიღებული ძალიან. კახეთშიც აკეთებენ.


აშკარად მარტო მაგათი არ ყოფილა და მესხეთშიც იციან biggrin.gif

Posted by: auau 7 Apr 2008, 21:27
Breaky
მესხური და აჭარული საჭმელები ძალიან ჰგავს. მაინც ახლო მეზობლობა აქვთ და...

Posted by: (c)TG 7 Apr 2008, 21:33
მწვანე ლობიო უმი მიყვარს, რომ ჩაყრიან სანამ მოიხარშება ჩემს პორციას მაშინ ამოვჭამ ხოლმე, მერე კვერცხიანი და მოხარშული არ მომწონს user.gif
didi bege
მწვანე გაროხი დაკონსერვებული ხო? ეგ მეც მიყვარს და ზუსტად მასე ვაკეთებ. მასევე ვაკეთებ (ცოტას ვბრაწავსავით) ყვითელ ხმელ ბარდას წინასწარ მოხარშულს. ცოტა მძიმე მოსანელებელია, მაგრამ ზოგჯერ გვეგემრიელება ბლომად სუნელებით

Posted by: kanonika 7 Apr 2008, 22:12
auau
QUOTE
რამდენი ქალიც არსებობს, იმდენნაირი ლობიო გამოდის

yes.gif
აი მეორე რეცეპტი რომ არის, მასეთი ხშირად გამისინჯავს, მაგრამ ნიგვზის გარეშე

Posted by: didi bege 8 Apr 2008, 12:18
©TG
დაკონსერვებულიც კაია ,მარა მე უფრო დიდ პატივს ნედლს ვცემ, როგორც ჭყინტი ლობიო ან ცერცვი ისე იზრდება და ისე კეთდება,

ახლა ვეღარ ვშოულობ ჭყინტს და დაკონსერვებულით ვცვლი ხოლმე

Posted by: (c)TG 8 Apr 2008, 12:48
didi bege
ხოდა მეც დიდ პატივს ვცემ ნედლ მწვანე ბარდას, მაგრამ აქ არ იყიდება ან მე არ მინახავს არასოდეს user.gif მარტო უცხოეთში მაქვს ნაჭამი, ყველგანაა საქართველოს გარდა boli.gif

Posted by: didi bege 8 Apr 2008, 13:25
ყიდვით არ მიყიდია არასდროს, მართალი რო ვთქვა არც მიძებნია, სანამ ცოცხალი იყო ბებიაჩემი თესავდა ხოლმე და მერე გვიგზავნიდა ,



Posted by: auau 8 Apr 2008, 18:57
©TG
QUOTE
ყველგანაა საქართველოს გარდა

ყოველ გაზაფხულს ვყიდულობდი დეზერტირებში. ბათუმში ხომ მიღებულია მისი მომზადება და გვიანობამდე არის ხოლმე.
ერბო-კვერცხით ძალიან გემრიელია, ახალი სურნელოვანი ქინძი უხდება. ნიგვზიანიც მიყვარს.
* * *
kanonika
QUOTE
აი მეორე რეცეპტი რომ არის, მასეთი ხშირად გამისინჯავს, მაგრამ ნიგვზის გარეშე

სხვათაშორის, ნიგვზის გარეშე, ნივრით, ძმრით და ქინძითაც მომეწონა, მაგრამ ჩემი ქმარი უნიგვზოდ არ მიირთმევს და...
ჰო, კიდევ, მახინჯაურში, allegro-ს დედამთილი და ბებია მწვანე ლობიოს აკეთებენ პომიდვრით, წვნიანი სახით. მე ისეთი არ გამომდის. ბებიას რაღაც არაჩვეულებრივი ხელი აქვს და რძლებს ყველაფერი ასწავლა, თუმცა მაინც ჩემპიონია. ჰოდა ქალბატონ allegro-ს ვთხოვ სურბიეს რეცეპტები დაყაროს, ნუ ზარმაცობს! http://casa-latina.ru/s/?cat=100

Posted by: kanonika 8 Apr 2008, 23:45
ჩემი მოხუცი პაპა ერბოკვერხის წესით მომზადებულ მწვანე ლობიოს (აი პირველი რეცეპტი, რომ დაწერე, ოღონდ მხოლოდ კამა, ქინძი და მწვანე ხახვს უშვრებოდა) ნიორს ცოცხლად აყოლებდა და ზედ შოთის პურს user.gif

Posted by: (c)TG 8 Apr 2008, 23:51
auau
QUOTE
ყოველ გაზაფხულს ვყიდულობდი დეზერტირებში.

wow.gif wow.gif wow.gif
ნედლი თუ რანაირად გამოიყურებოდა რომ არასოდეს დამინახავს.................. აუ ეგ რომ გამეგოოო, გარნირად მიყვარს ყველაფერთან, ცალკე ჩაშუშულიც გემრიელია. ხმელზე ხომ არ ამბობთ? ეგ მაინცდამაინც არ მიყვარს

Posted by: auau 9 Apr 2008, 13:16
©TG
QUOTE
ნედლი თუ რანაირად გამოიყურებოდა რომ არასოდეს დამინახავს

ნედლი ჰგავს მწვანე ლობიოს.შიგნით მარცვლები ჯერ არ უნდა იყოს გამაგრებული და კანი უფრო ნაზი Dა თხელი აქვს, ვიდრე ლობიოს. ალბათ არ მიგიქცევია ყურადღება, ან ლობიო გეგონა. ბავრი ადერულ ლობიოდ თვლის.

Posted by: (c)TG 9 Apr 2008, 15:06
auau
QUOTE
ან ლობიო გეგონა. ბავრი ადერულ ლობიოდ თვლის.

ალბათ
უნდა დავაკვირდე.................. ძალია ნ მიყვარს და თან სასარგებლოა. მწვანე ლობიო არ მიყვარს არანაირად მომზადებული და ბარდას ვიყიდი ხოლმე jump.gif

Posted by: GIJPOETA 12 Apr 2008, 20:10
სვანურიმარილი ყველაფერზე კარგად მიდის! (თითქმის)

Posted by: BAUSHKE_ 12 Apr 2008, 20:33
GIJPOETA


მე რაღაც უფრო პოეტურს ველოდი სურნელოვან მარილებზე biggrin.gif

Posted by: iverski 12 Apr 2008, 21:18
ისა და...
სიდედრს ყურში რომ ჩააყარო რას შვრებაო? spy.gif

პს.კანაფის გარეშე რა თქმა უნდა, სადაა სამაგისო კანაფი boli.gif

Posted by: allegro 15 Apr 2008, 17:42
აჭარაში როცა მოხვდებით აუცილებლად გასნჯეთ "სინორი", ნამდვილად გემრიელია.
მე ვაპირებდი რეცეპტის დაგდებას, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ერთ-ერთი კომპონენტი თბილისში არ იყიდება. aba.gif

Posted by: mako-maiko 15 Apr 2008, 17:49
allegro

გთხოვ იქნებ აჭარული ბაქლავის რეცეპტი დააგდო??? აქ რასაც ვაკეთებ თურმე არ ყოფილა ნამდვილი აჭარული ბაქლავა.... sad.gif თუ იცი ძალიან გთხოვ დააგდე კარგი?

Posted by: allegro 15 Apr 2008, 17:56
სუფრის მარილი-1კგ
ნიორი-0.5კგ
მწარე წიწაკა-5ცალი
ნედლი ქინძი-2 კონა
ზაფრანა-100გრ
ხმელი ქინძი-50გრ
უცხო სუნელი-50გრ
ეს ყველაფერი გადავატაროთ ხორც-საკეპ მანქანაში მარილთან ერთად. bis.gif

Posted by: tavadze 15 Apr 2008, 18:01
jurnalistkaa
QUOTE
აჭარულის სამზრეულოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ვგიჟდები აჭრაზეეეე

რას ამბობ, სამზარეულოც მაგარი აქვთ. იქნებ ცოტა სპეციფიკური კია, მაგრამ გემრიელი. მაგალითად, გურიაშიც, აჭარის მეზობლადაც კი ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა ჭამო კეჟერა ფხალში ჩახლილი კვერცხი. biggrin.gif ნუ, იმას სხვა რამეებიც უნდა, რაც, ცხადია, არ ვიცი, მაგრამ მიჭამია და გემრილეია. ბევრს აჭარული საჭმელები იმიტომ არ მოსწონს, რომ ცხიმიანია. სამაგიეროდ, ძაან ნოყიერია, რაც მთაში მომუშავე კაცისთვის მისწრებაა. ბორანოზე, კაიმაღზე და აჭარულ ხაჭაპურზე არაფერს ვამბობ, მაგრამ მაგათ აქვთ ერთი რაღაც ნამცხვრისმაგვარი (სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ), კეცზე აცხობენ - ცომს ზევიდან გადაუსვამენ გამდნარ შაქარს (მგონი, არ მეშლება, მაგრამ თუ ასეა - მომიტევეთ) და ისე აცხობენ.
რა მაგის პასუხია და სულ მიკვირდა, დაწნულ ყველს როგორ აკეთებდნენ. ამას წინათ ტელევიზორში ვუყურე და ძალიან საინტერესო პროცესი ყოფილა.
* * *
სულხანი, შენ ის გეცოდინება, თქვენები ცხვარს როგორ წვავენ ორმოში... პრინციპში, ეგ მთაში ყველგან იციან (მგონი), მაგრამ თქვენები ცოტა განსხვავებულად უნდა აკეთებდნენ. მე არ მიჭამია, მაგრამ აქებენ.

Posted by: allegro 15 Apr 2008, 23:35
2 ჭიქა თბილი წყალი აჭარული ბაქლავა
3-4 კვერცხი
1/3 შაქარი
მარილი
100 გ. გამდნარი და გაციებული მარგარინი
1 ს/კ სპირტი
ფქვილი - რასაც შეიზელს, სქელი ცომი უნდა იყოს დაახლოებით ხინკლის ცომივით
ამ ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში და ვზელთ ცომს დიდი ხნის განმავლობაში, სანამ შიგნით გაჭრისას არ გაუჩნდება ფორები.

ეს ცომი უნდა დავყოთ 45 ბურთულად.

თითო ბურთულა ბრტყელდება დაახლოებით 20 სმ. დიამეტრით, ყოველ ფენას ვაყრით ან ფქვილს ან სახამებელს და ფენებს ერთმანეთისგან გამოვყობთ პოლიეთილენის პარკებით.


ცომამდე მზადდება შიგთავსი.
2,5 ჭიქა თხილი ან ნიგოზი - გარჩეული და კანგაცლილი (წინასწარ მოვატაროთ ცეცხლზე) და მსხვილად დაფქული

ახლა შემდეგი ნაბიჯი:

ვამზადებთ ჟარონკას, აჩმა რაზეც ცხვება. ძირში ვუსმევთ კარაქს და ამის გარდა ცალკე გამზადებული გვაქვს 700 გ. კარქაის ერბო თბილ მდგომარეობაში.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა


(ახლა გამაგრდითთ!)


ვიღებთ ერთ ცომს და ორი ქალი წრიული მოძრაობით ნაპირებიდან ვწელავთ ცომს, ისე, რომ გაიჭიმოს მთელ ჟარონაზე, გადავიდეს მის ნაპირებზე და არ გაიხხესს! ()
ცომი ფრთხილად ატრიალეთ ხელში და თანაბრად გაიწელება.
ვასხამთ გადაჭიმულ ფენას ფუნჯით ერბოს, ასე ვაკეთებთ 4 ფენა, მეხუთე ფენას ვაყრით ნიგოზს და ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. ანუ, ყოველ მეხუთეს ეყრება ნიგოზი და დანარჩენებს ერბო. ზემოთა ფენას ცხიმს არ ვუსმევთ, დავასვენებთ ცომს 20 წუთით და შემდეგ გვერდებს შემოვაჭრით, რაც ჟარონის ნაპირებიდანაა გადასული.
შემდეგ ვჭრით პატარა რომბებად და ვდგამთ ცხელ ღუმელში საშუალო ცეცხლზე.

ახლა ვამზადებთ სიროპს:
2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი დავადუღოთ სიროპის კონსისტენციამდე - კარამელიზაცია არ უნდა განიცადოს.

გამომცხვარი ბაქლავა უნდა შეგრილდეს და შემდეგ ვასხამთ გრილ სიროპს.
დავტოვებთ ცოტა ხნით, რომ შეიწოვოს და მერე მიირთვით, თუ ამის თავი გექნებათ. bis.gif

Posted by: (c)TG 16 Apr 2008, 01:34
allegro
მთავარია სვანური ძირაო მაგ ყველაფერთან ერთად

მე ყველაფერს მაგას ვაყრი რასაც მარილი ჭირდება და არ ჭირდება

Posted by: სულხანი 16 Apr 2008, 09:36
tavadze
QUOTE
ულხანი, შენ ის გეცოდინება, თქვენები ცხვარს როგორ წვავენ ორმოში... პრინციპში, ეგ მთაში ყველგან იციან (მგონი), მაგრამ თქვენები ცოტა განსხვავებულად უნდა აკეთებდნენ. მე არ მიჭამია, მაგრამ აქებენ.

პირველად მესმის ეგეთი რამ user.gif


QUOTE
ბევრს აჭარული საჭმელები იმიტომ არ მოსწონს, რომ ცხიმიანია. სამაგიეროდ, ძაან ნოყიერია, რაც მთაში მომუშავე კაცისთვის მისწრებაა.

მიზეზი არის ხანგრძლივი და ცივი ზამთარი. რომ იცოცხლოს საჭიროა ბლომად კალორიები. ამიტომაცაა აჭარული კერძები კალორიული yes.gif

Posted by: allegro 16 Apr 2008, 13:00
QUOTE ((c)TG @ 16 Apr 2008, 01:34 )
allegro
მთავარია სვანური ძირაო მაგ ყველაფერთან ერთად

მე ყველაფერს მაგას ვაყრი რასაც მარილი ჭირდება და არ ჭირდება

დიახ ძირა გამომრჩა, მომიტევედ yes.gif

Posted by: maferi2 16 Apr 2008, 16:14
სვანური მარილი კარგია. ფეტვის ხაჭაპურიც მაგარია სვანური.

Posted by: tos-ka 16 Apr 2008, 17:28
allegro
QUOTE
ვიღებთ ერთ ცომს და ორი ქალი წრიული მოძრაობით ნაპირებიდან ვწელავთ ცომს, ისე, რომ გაიჭიმოს მთელ ჟარონაზე, გადავიდეს მის ნაპირებზე და არ გაიხხესს


კაია არ გაიხეს!
მგონი სამზარეულოში "შეპარვა"ან ჭუჭრუტანის ძებნა მომიწევს!

Posted by: auau 16 Apr 2008, 21:54
tos-ka
ნუ გეშინია, გაგაკეთებინებ და მერე მასწავლებელსაც დავპატიჟოთ შესამოწმებლად.
მაგარი კაი რამეა ცომის გაწელვა და თუ კარგი მოზელილია, სულ არ არის ძნელი.

Posted by: tavadze 17 Apr 2008, 18:27
სულხანი
QUOTE
პირველად მესმის ეგეთი რამ

მწყემსები აკეთებენ - არ მიჭამია, თორემ ეგ ნაღდად ვიცი.
QUOTE
მიზეზი არის ხანგრძლივი და ცივი ზამთარი. რომ იცოცხლოს საჭიროა ბლომად კალორიები.

მიზეზი კალორიები ნამდვილადაა, მაგრამ ზამთარი რა შუაშია - ზაფხულში არ უნდათ კალორიები? biggrin.gif

Posted by: LOLITA_24 20 Apr 2008, 17:56
ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ აჭარლებს, თითებს ჩაიკვნიტავ alk.gif

Posted by: Neo777 22 Apr 2008, 12:34
QUOTE
1. აჭარული (შავი) ფხალი
2. სინორი
3. ბორანო
4. აქ სადღაც წერია, მაგრამ მაინც - ბაქლავა
5. აჩმა
6. ჰალვა
7. შექერლამა ბრინჯის ფქვილით

რეცეპტი არა მაგრამ სიას დავამატებ
ნაღბი ბორა
ყაისეფე
ბორეგი
დოშორვა


მერე კიდევ დავამატებ

Posted by: auau 26 Apr 2008, 21:27
დღეს გავაკეთე ჭინჭრის წვნიანი და ძალიან გემრიელია, რომ აღარ ვთქვა მის სასარგებლი თვისებებზე.

დაახლოებით 1ან 1.500 კგ ჭინჭარი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 1ლ წყალი და წამოვადუღოთ დარბილებამდე.არ ჩაიხარშოს.
ამოვიღოთ მსუბუქად გაწურული გუნდები და დავჭრათ.
ტაფაზე კარაქში მოვშუშოთ 3-4 თავი ხახვი, ჩავუშვათ ჭინჭარი, დავასხათ თავისივე ნახარში ისე, რომ ჩაქაფულის სისქის გახდეს, დავაყაროთ დაჭრილი ქინძი, მარილი, ცოტა ხანს ვშუშოთ და მზადაა.

Posted by: dzuku21 28 Apr 2008, 17:43
ნებისმიერი ფხალი მევასება,განსაკუთრებით ისპანაზი ნიგვზით და ეკალა

Posted by: Mighty 29 Apr 2008, 21:38
სანური კუბდარი ვიცი და მარილი, კიდე რა აქვთ ?

Posted by: forever`s_NEVER 29 Apr 2008, 23:22
Mighty
ჭიშტვარი, ზისხორა, ლემზირი, ფეტვიანი ხაჭაპური...

Posted by: Mighty 29 Apr 2008, 23:45
QUOTE (forever`s_NEVER @ 29 Apr 2008, 23:22 )
ფეტვიანი ხაჭაპური...

ეს უგემრიელესია 2kiss.gif












































































































































ალბაათ givi.gif

Posted by: mekvle 30 Apr 2008, 10:54
არ ვიცი, ეს თემა ცალკე არის თუ არა გახსნილი. ყოველ შემთხვევაში, მე ვეძებე და ცალკე ვერ ვიპოვე.

შეიძლება ამ საკითხში დილეტანტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ჭაჭა ორიგინალური ქართული სასმელია. და თუ სხვადასხვა ხალხები იწონებენ თავს თავიანთი საამაყო სასმელებით და მათი დამზადების ტექნოლოგიებით, რატომ არ შეიძლება ჩვენც ასეთივე ყურადღებით და სიყვარულით მოვეკიდოთ ამ სასმელს.

ამ თემაში დავწეროთ _ როგორ გამოვხადოთ კარგი ჭაჭა და რა განსაკუთრებული რეცეპტებია ცნობილი.

Posted by: PROLETARIATI 30 Apr 2008, 12:10
mekvle
კაი რამეა ჭაჭა. მე დამილევია ერთი და იმავე ყურძნისაგან სამნაირად გამოხდილი ჭაჭა. სამივეს სხვადასხვანაირი გემო და მუღამი ჰქონდა...

Posted by: forever`s_NEVER 30 Apr 2008, 18:03
Mighty
ჩემის აზრით
QUOTE
ზისხორა

არის ყველაზე სასტიკი (ინგრედიენტებით) და ყველაზე გემრიელი რამ. rolleyes.gif war.gif

Posted by: annak 30 Apr 2008, 18:10
სადაც სვანურ მარილს ვყიდულობ ხოლმე იქ აღმოვაჩინე მეგრული მარილიც და ძალიან გემრიელია.
QUOTE
ჭიშტვარი, ზისხორა, ლემზირი, ფეტვიანი ხაჭაპური...

თბილისში სადმე აკეთებენ? არასდროს მიჭამია. არადა რა გემრიელად ჟღერს დავინტერესდი.

Posted by: mekvle 30 Apr 2008, 20:21
ბოლო დროს მაღაზიებში რამდენიმენაირი ჭაჭა გამოჩნდა. სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვანაირ ჭაჭას გვთავაზობენ, სხვადასხვანაირი შეფერილობითაც კი. თუთის კასრში დაძველებული ჭაჭა ლიმნისფერს იღებს, ხოლო მუხის კასრში დაძველებული _ კონიაკისფერს.

საინტერესოა ფასებიც _ იწყება 6 ლარიდან და ადის 35-4- ლარამდე.

ნეტავ, ის 40-ლარიანი ჭაჭა თუ განსხვავდება ხარისხით ჩვეულებრივი კახელი გლეხის მიერ "ზაოდში" გამოხდილი ჭაჭისაგან, ან ორნახადი იმერული "ოტკისგან" smile.gif

Posted by: Ekaterina Oniani 1 May 2008, 21:20
QUOTE ((c)TG @ 30 Sep 2007, 21:20 )
ShadowCat
გეუბნები ნუ boli.gif კუბდარს ხო უმატებენ... ხოდა ალბათ მარილშიც მიაჩეჩქვავენ ხოლმე. თუ ვნახე ის ქალი, ვკითხავ ბალახის სახელს...

ლოლ
საიდან მოგაქვთ ხალხო

არც კუბდარს და მითუმეტეს არც სვანურ მარილს პლანს არავინ უმატებს

ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ მოუხდება
მეორეც იმიტომ, რომ მანდ ჩასამატებელი პლანი სადაა biggrin.gif თუა იმას ვინ მისცემს დიასახლისს საჭმელში ჩასამატებლად

სვანურ მარილში სხვა ბალახი არის გიცრული, იგივე ძირა, ოღOნდ ოდნავ განსხვავებული. თბილისსშI სვანურ მარილს ძირათი აკეთებენ, იმიტომ რომ მაგდენი გიცრული არ იშოვება.

სვანური მარილის კარგ რეცეპტს ვერ იშოვით, იმიტომ რომ არავინ ჩაგაწერინებთ, თU ჩაგაწერინეს, ესე იგი ეს კარგი რეცეპტი არაა biggrin.gif
რაღაც დაუწერელი კანონივითაა, ყველა უფრთხილდება თავის კარგ ხელს და ინახავს მარილის კარგად დამზადების საიდუმლოს biggrin.gif



ზისხორა არასოდეს მიჭამია და არც ვაპირებ biggrin.gif
(ზისხ = სისხლი, დანარჩენს მიხვდებით biggrin.gif )

ფეტვიანი ხაჭაპური უგემრიელესი რამაა
ასევე ძალიან გემრიელია ქინშაარი - კვახის კაკლის გულებით კეთდება გული და ხაჭაპურივით ცხვება, ცოტა გამოდის, რადგან კვახის კაკალი ძნელი გასარჩევია
ადრე თურმე კანაფის თესლით ამზადებნენ, და ბებიაჩემი მეუბნებოდა, მაგის ნაჭამზე დედა ბავშვს რომ ძუზუს მოაწოვებდა, ბავშვს კარგად ეძინებოდაო smile.gif ვოტ biggrin.gif აბა სად იყო მაშინ ლუმინალი, თბილისში რომ ჭყიპავდნენ ნერვიულ და მტირალა ბავშვებს biggrin.gif
გემო იგივე აქვს თითქმის ქინშაარს, რაც პლანის პურს თურმე, მაგრამ ნუ ამას ეფექტი არ აქვს, რასაკვირველია smile.gif


* * *
annak
QUOTE
ჭიშტვარი


QUOTE
თბილისში სადმე აკეთებენ? არასდროს მიჭამია. არადა რა გემრიელად ჟღერს დავინტერესდი.


ჭვიშტარი ძალიან ადვილია
მოზელ მჭადის ფქვილს, დაუმატებ მსხვილატ დაჭყლეტილ კარგ ყველს, საშუალოდ მარილიანს, და მასის ზომის მიხედვით 1-2 კვერცხს.
შემდეგ საკმაოდ ცხელ ტაფაზე მჭადივით გამოაცხობ ბლომად ზეთში.
ეგაა სულ
მიირთვით ცხლად biggrin.gif (როგორც რეცეპტების წიგნებში წერია ხოლმე biggrin.gif)

Posted by: (c)TG 1 May 2008, 22:37
Ekaterina Oniani
QUOTE
არც კუბდარს და მითუმეტეს არც სვანურ მარილს პლანს არავინ უმატებს

ხოო გიცრული ყოფილა, პლანი აქ ივარაუდეს biggrin.gif თორემ ბალახი რომ იყო რაღაცა, სახელი არ მახსოვდა და მერე რომ დაწერეს გიცრული, გამახსენდა biggrin.gif
ისე კანაფს ხო უმატებენ ღვეზელს? ფორევამ დაწერა

Posted by: აღასპერი 2 May 2008, 00:49
QUOTE
როგორ გამოვხადოთ კარგი ჭაჭა


მე ერთი მეთოდი ვიცი, ალბათ ყველაზე ცნობილი და ბანძი gigi.gif
დაწურავ ყურძებს, აიღებ ღვინოს.
დანარჩენ ნაწილს გიგანტურ ქვაბში ჩაყრი და ცეცხლს შეუნთებ.
ორთქლმა რაღაც მილებში უნდა გაიაროს, რომელიც ცივ წყალშია მოთავსებული, რომ გაცივდეს და სითხედ იქცეს.
ბოლოს არაყი გაჩნდება biggrin.gif
ჭიქაში რომ ჩამოასხამ, რაც მეტრგოლიან ჯაჭვს გაიკეთებს - მით უკეთესია biggrin.gif
user.gif

Posted by: SERJ 2 May 2008, 01:52
მე ვარ ჭაჭის სისტემატიური მომხმარებელი biggrin.gif
კარგი იქნება ეს სასმელი თუ უფრო პოპულარული გახდება და უფრო დიდ ბაზარზე გავა.

Posted by: lasha_alo 2 May 2008, 05:09
რჰ სოფლის ჭაჭა კარგია ზომიერების საზღვრებში smile.gif
-------------------------------------------------

Posted by: Zmuzu 3 May 2008, 17:39
ყველაზე კარგი ჭაჭა გამოდის ღვინისგან, თუ გაიმეტებ ღვინოს

Posted by: gabarzgaleba 3 May 2008, 17:42
Zmuzu
QUOTE
ყველაზე კარგი ჭაჭა გამოდის ღვინისგან, თუ გაიმეტებ ღვინოს


ვა, ბრენდი? biggrin.gif

Posted by: Zmuzu 3 May 2008, 17:52
gabarzgaleba
სხვათაშორის ეგ აღმოჩენა შემთხვევით გავაკეთე დიდი ხნის წინ.
ახლობელმა 60 ლიტრი ღვინო მაჩუქა, რომელიც ძალიან ტკბილი იყო (დასავლეთში ხდება, ალბათ მიხვდი), ვერაფრით ვერ დავლიე, ავდექი და არაყი გამოვხადე, ძაან მაგარი გამოვიდა.
მხოლოდ 5-6 წლის წინ ინტერნეტში ვნახე, კონიაკის მასალა, თურმე ღვინისგან კეთდება

Posted by: mekvle 3 May 2008, 18:19
QUOTE (Zmuzu @ 3 May 2008, 16:52 )
gabarzgaleba
სხვათაშორის ეგ აღმოჩენა შემთხვევით გავაკეთე დიდი ხნის წინ.
ახლობელმა 60 ლიტრი ღვინო მაჩუქა, რომელიც ძალიან ტკბილი იყო (დასავლეთში ხდება, ალბათ მიხვდი), ვერაფრით ვერ დავლიე, ავდექი და არაყი გამოვხადე, ძაან მაგარი გამოვიდა.
მხოლოდ 5-6 წლის წინ ინტერნეტში ვნახე, კონიაკის მასალა, თურმე ღვინისგან კეთდება

ამის შესახებ ფორუმზე სხვა თემა არსებობს _ კონიაკი gigi.gif

Posted by: Ekaterina Oniani 3 May 2008, 21:31
QUOTE
ისე კანაფს ხო უმატებენ ღვეზელს? ფორევამ დაწერა

არაააა lol.gif

ადრე აკეთებდნენ მთლიანად კანაფის პურს, დავწერე ზემოთ, კიდევ აკეთებდნენ კანაფის რძეს (ნუ ალბათ ნეკლებკონცენტრირებული ნაწილებიდან, და არა ფოთლებიდან, მაგდენი არ ვიცი)

სხვა რაიმეში კანაფის დამატების შესახებ არაფერი მსმენია, ეტყობა თანმდევი მითია და ჭორი biggrin.gif

Posted by: forever`s_NEVER 3 May 2008, 22:40
Ekaterina Oniani
და მე რომ ვჭამე ნუთუ მითს და ჭორს გეახლებოდით? biggrin.gif ადრე დავწერე აი ეს:
QUOTE
დაფქვილი კაკალი ერევა ყველში დ გემრიელი ხაჭაპურია, არავიტარი გვერდითი და სპეცეფექტები არ ახასიათებს

ხო, ფეტვში ნამდვილად არ ამრევია. user.gif

Posted by: (c)TG 4 May 2008, 01:10
Ekaterina Oniani
სვანური მარილის რეცეპტი არც მიკითხავს (არ გაგიმხელენო რომ დაწერე), ერთი სვანი ქალი მოდის სამსახურში და იმისგან ვყიდულობთ საოცარ სურნელოვან სუნელებს. ვგიჟდები რა, ფერიც სხვანაირი აქვს უცხო სუნელს და წითელ წიწაკას. ხოდა იმისი და ცხოვრობს მესტიაში (თუ სწორად მახსოვს) და ეს ქალი თბილისში და და უგზავნის სვანეთიდან სუნელებს, ეს კიდევ ჩვენ გვაყიდებს და რამდენი წელი სხვაგან არ მიყიდია არაფერი და არც ვაპირებ. ბაზრის სუნელების სურნელს და გემოს ვეღარც აღვიქვამ. მართლა სხვანაირი გემრიელი სუნელები ჩამოაქვს + სვანური მარილი, მსხვილი ხრეში მარილი

Posted by: Ekaterina Oniani 4 May 2008, 13:49
QUOTE (forever`s_NEVER @ 3 May 2008, 22:40 )
Ekaterina Oniani
და მე რომ ვჭამე ნუთუ მითს და ჭორს გეახლებოდით? biggrin.gif ადრე დავწერე აი ეს:
QUOTE
დაფქვილი კაკალი ერევა ყველში დ გემრიელი ხაჭაპურია, არავიტარი გვერდითი და სპეცეფექტები არ ახასიათებს

ხო, ფეტვში ნამდვილად არ ამრევია. user.gif

ეგ არ წამიკIთხავს მართალი გითხრა, მაგრამ მაგის საწინააღმდეგო მეც არაფერი დამიწერია biggrin.gif უბრალოდ ღვეზელმა დამაბნია, ღვეზელი, პერაშკი და პონჩიკი არ ასოცირდება ჩემთვის სვანურთან და უცებ ვერ მივხვდი biggrin.gif

ეტყობა ყველში გარეული სწორედ ეგაა ის კანაფის პური, ბებია რაზეც მიყვება smile.gif
სამწუხაროდ მე არ მიჭამია, მსგავსი გემოს მქონდე კვახის კაკლის პური მაჭამეს და გემოთი ამას გავსო მითხრეს, ეგ იყო სულ biggrin.gif ოღონდ იმას ყველი არ ჰქონდა.


©TG
QUOTE
Ekaterina Oniani სვანური მარილის რეცეპტი არც მიკითხავს (არ გაგიმხელენო რომ დაწერე), ერთი სვანი ქალი მოდის სამსახურში და იმისგან ვყიდულობთ საოცარ სურნელოვან სუნელებს. ვგიჟდები რა, ფერიც სხვანაირი აქვს უცხო სუნელს და წითელ წიწაკას. ხოდა იმისი და ცხოვრობს მესტიაში (თუ სწორად მახსოვს) და ეს ქალი თბილისში და და უგზავნის სვანეთიდან სუნელებს, ეს კიდევ ჩვენ გვაყიდებს და რამდენი წელი სხვაგან არ მიყიდია არაფერი და არც ვაპირებ. ბაზრის სუნელების სურნელს და გემოს ვეღარც აღვიქვამ. მართლა სხვანაირი გემრიელი სუნელები ჩამოაქვს + სვანური მარილი, მსხვილი ხრეში მარილი



ხო ეგ კი იქნება ნამდვილი ჩვენებური smile.gif თბილისური გაკეთებული , კვასკვასა ყვითელი biggrin.gif ბაზარში რომ იყიდება, ისევე შორსაა ნამდვილი სვანური მარილისგან (თუმცა მაინც არაა ცუდი), როგორც ალბათ სვანეთში გაკეთებული ჩურჩხელა ნამდვილი კახურისგან biggrin.gif

Posted by: magdana 5 May 2008, 18:55
меня терзают мутные сомнения რომ პლანს უმატებდა


არა ჩემო კარგო პლანს არ უმატებენ მარილს. სვანური მარილი ძაან მაგარია

Posted by: kaxelo-1987 9 May 2008, 16:49
აღასპერი
მე ერთი მეთოდი ვიცი, ალბათ ყველაზე ცნობილი და ბანძი
დაწურავ ყურძებს, აიღებ ღვინოს.
დანარჩენ ნაწილს გიგანტურ ქვაბში ჩაყრი და ცეცხლს შეუნთებ.
ორთქლმა რაღაც მილებში უნდა გაიაროს, რომელიც ცივ წყალშია მოთავსებული, რომ გაცივდეს და სითხედ იქცეს.
ბოლოს არაყი გაჩნდება
ჭიქაში რომ ჩამოასხამ, რაც მეტრგოლიან ჯაჭვს გაიკეთებს - მით უკეთესია

აი ეგ არის ყველაზე უკეთესი მეთოდი.

ზაოდს მაინც თავისი მუღამი აქვს.იქვე კაია ღორის ვიჩინა სალა და კომგოსტოს მწნილი თავისი შოთის პურებით.
ჰა როგორია?

Posted by: Esthet-X 9 May 2008, 22:55
ჭაჭა მიყვარს მაგრამ სუნს ვერ ვიტან

Posted by: მამაო ენუქი 9 May 2008, 22:57
QUOTE
ახლობელმა 60 ლიტრი ღვინო მაჩუქა, რომელიც ძალიან ტკბილი იყო (დასავლეთში ხდება, ალბათ მიხვდი), ვერაფრით ვერ დავლიე, ავდექი და არაყი გამოვხადე, ძაან მაგარი გამოვიდა.

ბიძაჩემს 600 ლიტრა ღვინო დაურჩა ტკბილი არ დადუღდა რა, ხოდა სანამ დაძმარდებოდა გამოვხადეთ არყად, კაი რამე გამოვიდა biggrin.gif

Posted by: მატისი 9 May 2008, 23:09
ვგიჟდები ჭაჭის გამოხდის პროცედურაზე biggrin.gif
სოფელში გვაქვს დიდი ჭაჭის სახდელი
და ძალიან მაგარიაა
რაღაც დიდი ქვაბივით უდგათ
მთელი ბავშაობა მეშინოდა იმ ოთახში შესვლა
მარა ახლა აღარ tongue.gif

ისე დასალევად საშინელებააა
კარგად გათრობს, მარა...........
გემო აქვს ცუდი

Posted by: kaxelo-1987 10 May 2008, 10:43
QUOTE
ვგიჟდები ჭაჭის გამოხდის პროცედურაზესოფელში გვაქვს დიდი ჭაჭის სახდელი და ძალიან მაგარიაა

ახალი გამოხდილი რომ ჩამოდის იმას აქვს მუღამი.
კაია რა.ეხლა ოფისში ჯდომას ზაოდში ქეიფი მირჩევნია.თან წვიმს წვიმაში ზაოდში ქეიფს არაფერი ჯობია

Posted by: მატისი 12 May 2008, 13:06
kaxelo-1987
QUOTE
ეხლა ოფისში ჯდომას ზაოდში ქეიფი მირჩევნია.თან წვიმს წვიმაში ზაოდში ქეიფს არაფერი ჯობია


ხოოოო, მაგარიაააააააააააა!
მართალია, მე პირადად არ ვარ ხოლმე გამოხდის მონაწილე, მარა თვალყურის დევნებაც ძალიან მომწონს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს
წვიმაში ნამდვილად სულ სხვაააა biggrin.gif


აუუ, რა ლოთივით დავიწყე ლაპარაკი lol.gif

Posted by: ხორხე 12 May 2008, 13:20
ჭაჭას, როგორც უველა არაყს გამოხდის სწორი ტეხნოლოგია უნდა და ფუსფუსი, მე გამოვხადე შარშან, დამეზარა და აღარ "გადავაბრუნე" ხოდა გამოვიდა მტკლარწე, საზიზღარი გემოს სითხე

Posted by: anatoreli 12 May 2008, 13:28
ხორხე
QUOTE
ჭაჭას, როგორც უველა არაყს გამოხდის სწორი ტეხნოლოგია უნდა და ფუსფუსი, მე გამოვხადე შარშან, დამეზარა და აღარ "გადავაბრუნე" ხოდა გამოვიდა მტკლარწე, საზიზღარი გემოს სითხე

მარგანცოვკა ჩაყარე ბოცაში....აანჯღრიე და დადგი.....რამოდენიმე კვირაში დაილექება და მერე გადაიღე....უკეთესი იქნება smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 May 2008, 13:32
წელს კი დამრჩა გამოუხდელი ნახევარი ტონა ჭაჭა biggrin.gif
ისე ზავოდობა მაგრად ასწორებს ზამთარში, თოვლში, შარშან დილამდე ვქეიფობდით ცეცხლის პირას, თან გვათოვდა, იქვე მწვადი ცეცხლზე , ვოფშემ სამოთხეა biggrin.gif

Posted by: ხორხე 12 May 2008, 13:38
anatoreli

ის ხო არ მითქვამს ეს მტკლარწი საზიზღარი გემოს სითხე არ დაგვილევია მეთქი biggrin.gif

სამიოდ ლიტრი დარჩა და იმისი ნჯღრევა ეხლა

მამაო ენუქი
QUOTE
ისე ზავოდობა მაგრად ასწორებს ზამთარში, თოვლში, შარშან დილამდე ვქეიფობდით ცეცხლის პირას, თან გვათოვდა, იქვე მწვადი ცეცხლზე , ვოფშემ სამოთხეა

დიახ დიახ


საოცარია


Posted by: anatoreli 12 May 2008, 13:41
ხორხე
QUOTE
ის ხო არ მითქვამს ეს მტკლარწი საზიზღარი გემოს სითხე არ დაგვილევია მეთქი

სამიოდ ლიტრი დარჩა და იმისი ნჯღრევა ეხლა

ჰოოო მაშინ ჰოოო....მაგის ნჯღრევაც კუჭს მიანდო ჭობია yes.gif biggrin.gif

Posted by: Middlesbrough 12 May 2008, 14:41
მიყვარს ჭაჭა ზამთარში, ან გვიან შემოდგომაზე, სადმე ბუნებაში რო იწანწალებ, დაიღლები, შეგცივდება და ჩამოუჯდები.. ჭაჭა და ლორი, მეტი არაფერი მინდა wink.gif

Posted by: mekvle 17 May 2008, 01:15
QUOTE (მატისი @ 9 May 2008, 22:09 )
ვგიჟდები ჭაჭის გამოხდის პროცედურაზე biggrin.gif
სოფელში გვაქვს დიდი ჭაჭის სახდელი
და ძალიან მაგარიაა
რაღაც დიდი ქვაბივით უდგათ
მთელი ბავშაობა მეშინოდა იმ ოთახში შესვლა
მარა ახლა აღარ tongue.gif

ისე დასალევად საშინელებააა
კარგად გათრობს, მარა...........
გემო აქვს ცუდი


ამ კვირის დასაწყისში მოვაწყვეთ "ჭაჭა-ფართი" გლდანის სახინკლეში ("თიშები"). ვერაფრით ვერ ვიშოვეთ სიღნაღში ახლახანს ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული "ჭაჭა ტარხუნით" (ოქროს მედალოსანი). ამიტომ "ნაფარეულის ძველი მარანის" მუხის კასრში დაძველებული, ღია კაკლისფერი ჭაჭა დავაგემოვნეთ (ფასი _ 6,5 ლარი). ჩვეულებრივი ძალიან მამა-პაპური გემოს მქონე ნაღდი კახური ჭაჭა იყო. მაგრად გაასწორა!ეგრევე ავარდა თავში. მერე ბოთლს დავხედეთ და არა 42, არამედ 45-გრადუსიანი აღმოჩნდა.

ცოტა ხანში კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა, რომელიც ჭაჭას დიდი მოყვარული არ აღმოჩნდა, პირველ ჭიქაზევე დაიჭყანა და მერე, როცა დავიწვით მისი საცოდაობით, პატარა ბოთლით "გომი" მოვატანინეთ.

მე პირადად სწორედ ჭაჭის სპეციფიკური გემო და არომატი უფრო მომწონს. საეჭვო წარმომავლობის სპირტებზე დამზადებულ ფსევდოხორბლის არაყს ვერ ვსვამ. არა და არ გადადის! ერთი ჭიქის დალევაზეც კი დიდი ძალდატანება მჭირდება.

არა, რა, ნაღდ ჭაჭას არაფერი სჯობია და თუკი მაღაზიაში გადაწყვეტთ ყიდვას, "ნაფარეულის ძველი მარნისა" გასინჯეთ. არ ინანებთ. ეს არის ტყუპი ძმების _ გია და გელა გამტკიცულაშვილების მცირე, მაგრამ ნაღდი წარმოების პროდუქტი.

ახლო ხანებში, ვიდრე "ჭაჭას ტარხუნით" ვიპოვით, ვაპირებთ გავსინჯოთ "ასკანელი ძმების" ჭაჭა "ოქრო", რომელიც გამტკიცულაშვილების ჭაჭაზე ცოტა ძვირი კი ღირს _ 9,5 ლარი, მაგრამ სიღნაღის აღნიშნულ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მიიღო (ოქრომ ვერცხლი მიიღო) და საინტერესოა, რა ჩამოასხეს გურულებმა. აბა, კახელებისას თუ აჯობებს smile.gif

Posted by: kaxelo-1987 17 May 2008, 10:43
mekvle
მე მაქვს ჭაჭა დალეული ცხოვრებაში მისი გემო არ დამავიწყდება.

სახლში ქონდა გაკეთებული კაცს ჭაჭა პიტნის არომატით

Posted by: PROLETARIATI 17 May 2008, 13:49
mekvle
QUOTE
ცოტა ხანში კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა, რომელიც ჭაჭას დიდი მოყვარული არ აღმოჩნდა, პირველ ჭიქაზევე დაიჭყანა და მერე, როცა დავიწვით მისი საცოდაობით, პატარა ბოთლით "გომი" მოვატანინეთ.

კი დაიჭყანა, მაგრამ მაინც დალია! ამაშია საქმე.. biggrin.gif:
.....
მართლა კარგი არაყი იყო!

Posted by: mekvle 18 May 2008, 14:08
ახლა გუშინდელი შთაბეჭდილებებიც უნდა გიამბოთ.

მორიგი "ჭაჭა-ფართი" "თიშებში":

ასკანელი ძმების ჭაჭამ "ასკანელი ძმები ოქრო" მოლოდინს გადააჭარბა.

კახელი ტყუპების (გელა და გია გამტკიცულაშვილები ნაფარეულიდან) მამა-პაპურ, "ზაოდურ" ჭაჭასთან შედარებით, გურული ძმების (გოჩა, ზურა და ჯიმშერ ჩხაიძები სოფელ ასკანადან) საოჯახო რეცეპტების შედეგად მიღებული სასმელი ბევრად დახვეწილი და რაფინირებული გამოვიდა. მას არა აქვს ჭაჭის არაყისათვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი და არომატი და ოდნავ მომჟავო გემო. ამას, როგორც ჩანს, ხელს უწყობს გურიაში ფართოდ გავრცელებული ტექნოლოგიები, რის შედეგადაც კარგი ორნახადი ჭაჭა მიიღება. სიმართლე ითქვას, ეტიკეტზე აღნიშნული "ქიშმიშის არომატი" ვერ ვიგრძენი და შესაძლოა, ეს ხინკლის ბრალი იყოს, რომელსაც ამ სასმელს ვაყოლებდით. თუმცა, ამ არაყმა თავი დაგვამახსოვრა და შემდგომში აუცილებლად მივუბრუნდებით.

ჩემი ღრმა რწმენით, ასკანელი ძმების ჭაჭა "ოქრო", თუკი მას ხინკალთან და მწვადთან ერთად მიირთმევთ, ბევრად სჯობია უკრაინულ "ნემიროვსაც" კი, რომელიც ძალიან პოპულარულია ამ ბოლო დროს საქართველოში. საქმე ის არის, რომ "ნემიროვისათვის" დამახასიათებელი მოტკბო გემო აშკარად შეუსაბამოა მწვად-ხინკალთან. სამაგიეროდ (ცოტა თემიდან გადავუხვიეთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს ესეც) _ "ნემიროვი", შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს არაჟანში ჩაბუჟბუჟებულ უკრაინულ პილმენებთან ერთად.

ასე რომ, ყველა სასმელს თავისი ადგილი და ღირსება აქვს.

ბატონი PROLETARIATI გვარიანად გამოიბრუჟა, თუმცა, ფეხზე ბოლომდე მაგრად იდგა, რის შესახებაც, ალბათ, თვითონვე გვიამბობს smile.gif

* * *

საერთოდ, ძალიან მისასალმებელია, რომ კომპანიები ჭაჭის არაყის დახვეწაზე მუშაობენ. მისასალმებელია, რომ მძაფრ კონკურენციაში, სახელის გატეხვის თავიდან ასაცილებლად, უკვე ნაკლებად გამოიყენება ტექნიკური სპირტები, რამაც წლების განმავლობაში შეიწირა ჩვენი თაობის ჯანმრთელობა. ბევრი კომპანიისათვის, როგორებიც არიან, თუნდაც _ "ნაფარეულის ძველი მარანი" და "ასკანელი ძმები", უკვე მართლაც ღირსების საკითხია ხარისხიანი პროდუქტების წარმოება.

თავადვე მაქვს ნანახი გამტკიცულაშვილების ძველ მარანში ის მამა-პაპური "ზაოდი", საიდანაც ჭაჭას ხდიან. არანაირი ქარხნული ტექნოლოგიები! ჩვეულებრივი სპილენძის ქვაბი ტრადიციული სადინარებით. აი, ეს არის მუღამი, რითაც ბაზარს სთავაზობენ ჭაჭა-ბომბს, თუ შეიძლება ასე ითქვას _ დალევისას რომ დაგჭყანავს და ჯიგარს დაგიწვავს smile.gif ეს არის ნაღდი კახური, კაცური სასმელი, პატარ-პატარა "ზავედენიებში" რომ დალევ დარდების გადასარეკად მძიმე შრომა დღის შემდეგ.

"ასკანელი ძმების ოქრო" კი განკუთვნილია მათთვის, ვინც გაცილებით პრეტენზიულია და ვისაც უფრო დახვეწილი სასმელები მოწონს. შესაძლა ეს არ არის ექსტრა კლასის პროდუქტი, მაგრამ სრულიად აკმაყოფილებს საშუალო ფენის მოთხოვნებს, განსხვავებული სიამოვნებისათვის ცოტა მეტი ფულის გამეტება რომ შეუძლია.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს მიერ გასინჯული ორივე კომპანიის არაყები მუხის კასრებში იყო დაძველებული. ამის მიუხედავად, ასკანელი ძმების სასმელის ფერი, როგორც თავად სასმელი, უფრო დახვეწილი იყო და ნათელი ოქროსფერი, როგორც "ოქროს" შეეფერება. გამტკიცულაშვილების არაყს კი უფრო ღია, ფაქტობრივად, ჩალის ფერი აქვს.

ორივე კომპანია აწარმოებს სხვა დასახელების არაყებსაც, რომლებიც შემდგომ უნდა დავაგემოვნოთ.

Posted by: PROLETARIATI 18 May 2008, 14:38
mekvle
QUOTE
ბატონი PROLETARIATI გვარიანად გამოიბრუჟა, თუმცა, ფეხზე ბოლომდე მაგრად იდგა, რის შესახებაც, ალბათ, თვითონვე გვიამბობს

მართლაც რომ გამოვიბრუჟე
ღმერთმანი...
ფაქტია, რომ გამტკიცულაშვილებს ასკანელებმა გადაუჯოკრეს. საერთოდ, ყოველთვის ვამბობდი, რომ დას.საქართველოში უფრო მაგარ არაყს აკეთებენ, ვიდრე აღმ.საქართველოში მეთქი..
ა ბატონო ფაქტიც..
.
მომავალში ვგეგმავთ დავსინჯოთ "ჭაჭა ტარხუნა". რა თქმა უნდა ისევ "თიშებში"...

Posted by: mekvle 18 May 2008, 14:55
QUOTE (PROLETARIATI @ 18 May 2008, 13:38 )
mekvle
QUOTE
ბატონი PROLETARIATI გვარიანად გამოიბრუჟა, თუმცა, ფეხზე ბოლომდე მაგრად იდგა, რის შესახებაც, ალბათ, თვითონვე გვიამბობს

მართლაც რომ გამოვიბრუჟე
ღმერთმანი... ფაქტია, რომ გამტკიცულაშვილებს ასკანელებმა გადაუჯოკრეს. საერთოდ, ყოველთვის ვამბობდი, რომ დას.საქართველოში უფრო მაგარ არაყს აკეთებენ, ვიდრე აღმ.საქართველოში მეთქი..
ა ბატონო ფაქტიც..

ვერ დაგეთანხმები, რომ _ გადაუჯოკრეს _ ვერანაირად... ზემოთაც დავწერე, რომ ყველა სასმელს თავისი ადგილი და მუღამი აქვს. გააჩნია, რომელს რა ხასიათზე დალევ, საკვებს რას მიაყოლებ, ბოლოს რამდენი კიდურით გამოხვალ "ზავედენიიდან" gigi.gif და ა. შ.

თემა _ დასავლეთ საქართველოს ჭაჭა უფრო მაგარია, თუ აღმოსავლეთისა, ძალიან სადავო და გასარჩევი თემაა და იმედია, საუბარში სხვა ფორუმელებიც შემოგვიერთდებიან.

მანამდე დავაზუსტოთ _ რას ნიშნავს მაგარი. ალბათ გრადუსს გულისხმობ?

თუ ასეა, მე როგორც დასავლეთელი კაცი, ნაწილობრივ დაგეთანხმები. ამაზე გუშინ ვისაუბრეთ კიდეც და აქაც ვთქვათ. დასავლეთ საქართველოს ჭაჭის სიმაგრეს დიდწილად განსაზღვრავს ის, რომ უმრავლეს შემთხვევაში ორნახადია.

აღმოსავლეთ საქართველოში, მაგალითად _ კახეთში, სადაც ყურძნის დიდი მოსავალია და ჭაჭაც ბევრია, კახელი კაცი გამოხდისას აღარ იწყებს გამოხდილი სასმელის უკან ჩაბრუნებას და მეორედ გამოხდას. "ზაოდიდან" მაინც იმდენი არაყი გამოდის, რამდენიც კარგა ხანს ეყოფა და თავზე გადაუვა. ამიტომ კახეთში უფრო მეტად ერთნახადი და ადამიანურ _ 45-50, მაქსიმუმ _ 60 გრადუსზე დაყენებულ ჭაჭს წააწყდებით.

დასავლეთ საქართველოში, სადაც ვენახებს გაცილებით ნაკლები ფართობები უჭირავს და მოსავალიც შედარებით მცირეა, უფრო დიდი ყურადღება ექცევა არა სასმელის რაოდენობას, არამედ სიმაგრეს. ამისათვის სასმელს ქვაბში უკან აბრუნებენ და მეორედ ხდიან, რის შემდეგაც ვიღებთ უფრო ცოტა, მაგრამ სამაგიეროდ მაღალგრადუსიან არაყს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში 90 გრადუსიან გურულ ჭაჭას და თუთის არაყსაც ნახავთ ბევრგან. დასავლეთ საქართველოში სამნახადი არაყიც კი არსებობს და ეს უკვე მეტისმეტია, ალბათ smile.gif

თუმცა, ორნახად და ერთნახად არაყს შორის არა მხოლოდ გრადუსში, ხარისხშიც საკმაო განსხვავებაა. პირველ რიგში, ეს ეტყობა ფერს. ორნახადი კამკამაა, ერთნახადი მღვრიე. ამავე დროს, ეტყობა სუნს და გემოს. ერთნახადს მძაფრი სუნი და სპეციფიკური გემო აქვს, ხოლო ორნახადი ბევრად უფრო დახვეწილია.

ახლა მოდი ისიც ვთქვათ, რომ ორნახადი არაყი კახელებისთვისაც არ არის უცხო, რასაც უფრო მეტად "წამლად" ხმარობენ, ზოგჯერ კი, მუღამისთვის, სასმელადაც ორნახადს ხდიან. ასეთ შემთხვევაში, არა მგონია, რომელიმე დასავლურმა ორნახადმა ჭაჭამ სიმაგრით კახურს "გადაუჯოკროს". თუმცა, ცოდნა _ თუ როგორ უნდა გამოიხადოს ორნახადი ჭაჭა _ დასავლეთელებს მეტი აქვთ. ამის პროფესორები არიან smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 18 May 2008, 19:57
სამჯერ და ოთხჯერ სულ არ უნდა ჭაჭას ხდა, რათა მაღალვოლტიან ძაბვას მიაღწიოთ.
რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე გამოხდით, მით უფრო ცოტა გამოვა, მაგრამ ზატო "ძაბვაც" შესაბამისი ექნება. ოღონდ კარკვეული დროის შუალედებში შეამოწმეთ- როგორც კი დაეცემა ძაბვა, მაშინვე შეწყვიტეთ გამოხდა.
არყის ხდის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო თერმოსტატია- "სივუშნი" ზეთებითაც აღარ მოიწამლავთ თავს

Posted by: Solveig 18 May 2008, 21:46
QUOTE
700 გრამი იმერული ყველი დავფცქვნათ

დავფშვნათ...

დაფცქვნა გამიგია ხახვის, ნივრის..

აჭარული ხაჭაპურის ცომი ჩვეულებრივია? ანუ საფუვრიანი?


* * *
QUOTE
ბევრს აჭარული საჭმელები იმიტომ არ მოსწონს, რომ ცხიმიანია

QUOTE
მიზეზი არის ხანგრძლივი და ცივი ზამთარი. რომ იცოცხლოს საჭიროა ბლომად კალორიები

ამას ისიც დაუმატე, რომ მაგგვარი საჭმელი ძირითადად იციან მთიან აჭარაში, სადაც ხალხი თავიდანვე მეცხოველეობით ირჩენდა თავს და მთელი დღე იალაღზე სახეტიალოდ ენერგია ნამდვილად საჭირო იყო....

Posted by: mekvle 19 May 2008, 01:21
Dr_Zuzumbo

სამჯერ და ოთხჯერ არა, მაგრამ ორჯერ საჭიროა.
ყველამ ვიცით, რომ დიდი განსხვავებაა ერთნახად და ორნახად არაყს შორის და რა თქმა უნდა, ორნახადი ჯობია.

Posted by: TomWaits 19 May 2008, 12:24
ჩემდა გასაკვირად ვერ აღმოვაჩინე თემა რომელიც ამ გენიალურ საჭმელს ეძღვნება.

ეხლა ისე მინდა ისე მინდა რო......... ეჰ სიტყვებით ძნელია გამოთქმა

ისევ ხალხური პოეზიის უნიკალურ ნიმუშს დავჯერდები


ვახ მე ხინკალო ხინკალო
მერმე მარწყვასთან წოლაო
ხელფეხის არ გაჩერება
გათენებამდე ბრძოლაო

მოკლედ, შეიძლება ძალიან გაცვეთილი თემა უკვე ეს ხინკალი მარა იმდენად კარგია რო......... უხხხხხხხხხხხხხხხ





user.gif

Posted by: enagrdzeli 19 May 2008, 13:30
QUOTE
ძალიან გაცვეთილი თემა უკვე ეს ხინკალი მარა იმდენად კარგია რო......... უხხხხხხხხხხხხხხხ

არადა,სულაც არ ვგიჟდები ხინკალზე/სხვა რაღაცეები მირჩევნია boli.gif
კაცია (თუ ქალია) და გუნებაო boli.gif

Posted by: მამაო ენუქი 19 May 2008, 13:33
ადრე მაგრად მიყვარდა სულ სახინკლეში ვეგდე, ამ ბოლო დროს აღარ მევასება, საერთოდ აღარ ვუკვეთავ ხოლმე.

Posted by: TomWaits 19 May 2008, 17:11
როგორც ამ თემიდან ირკვევა ხინკლის პოპულარობა კატასტროფულად შემცირდა mo.gif


კატლეტზეა ხალხი შემჯდარი

Posted by: crimsona 19 May 2008, 21:46
აუ მაგრა მიყვარს ხინკალი მაგრამ ეხლა ისე არ მინდა რო ნიძლავზეც არ შევჭამ boli.gif

Posted by: chaPPek 19 May 2008, 23:14
TomWaits
QUOTE
ვახ მე ხინკალო ხინკალო
მერმე მარწყვასთან წოლაო
ხელფეხის არ გაჩერება
გათენებამდე ბრძოლაო



რაარის ეს სუ ხინკლები და ატმები

შენ კიდე ატმები და მარწყვები გინდა/???

Posted by: TETISA 19 May 2008, 23:24
QUOTE
როგორც ამ თემიდან ირკვევა ხინკლის პოპულარობა კატასტროფულად შემცირდა

კატლეტზეა ხალხი შემჯდარი

biggrin.gif
მე კიდე ძAლიან მიყვარს ხონკალი, მაგრამ დღეს იმდენი ვჭამე, რომ გაგონებაც არ მინდა მაგის. აი ხვალ შემოვალ ფორუმში მშიერი და მერე დავწერ პოემებს ხინკალზე idea.gif

Posted by: MarToo8a 20 May 2008, 13:29
ხინკალი არის ერთი და ის სუფევს ფასანაურის მიდამოებში. ოლიმპიელთა საკვებია ჭეშმარიტად. უბრალო მოკვდავებმა შეიძლება მოიტყუონ თავი თბილისის ფასდაკლებული ხინკლისებრით.

Posted by: annak 20 May 2008, 13:31
MarToo8a
ფასანაურის ხინკალი ძალიან მიყვარს. უგემრიელესია.
მართლა განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ კულინარიაში.

Posted by: TomWaits 20 May 2008, 14:50
QUOTE
უბრალო მოკვდავებმა შეიძლება მოიტყუონ თავი თბილისის ფასდაკლებული ხინკლისებრით.


გეთანხები.

პრიალა თხელ ცომში გახვეული ხორცი, პილმენი უფროა ხინკლის ფორმით

Posted by: TETISA 20 May 2008, 15:16
QUOTE
პრიალა თხელ ცომში გახვეული ხორცი, პილმენი უფროა ხინკლის ფორმით

დორბლები წამომივიდა

Posted by: annak 20 May 2008, 15:24
QUOTE
პილმენი უფროა ხინკლის ფორმით

კარგი პელმენი ნამდვილი, განსაკუთრებით ციმბირული უგემრიელესია.
აქრაც მიჭამია არცერთს არ აქვს გემო

Posted by: TomWaits 20 May 2008, 15:36
annak
QUOTE
კარგი პელმენი ნამდვილი


პილმენს არაფერს ვერჩი, მარა თბილისში გავრცელებული ხინკლის ცომი მაბრაზებს

Posted by: maldini8 21 May 2008, 00:24
მაგრა მიყვარს მარა 6ზე მეტს ვერ ვჭამ

Posted by: Ni-L 23 May 2008, 11:44
ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ხინკალზე,(კოლხეთის ხინკალზე განსაკუთრებით) biggrin.gif

Posted by: auau 23 May 2008, 11:53
ერთხელ ქუთაისში გამიმასპინძლდნენ ხინკლით, თავი მოიკლეს, "სუპერიაო" და უცხო სუნელის გემო რომ მომხვდა ,კინაღამ ცუდად გავხდი. მიმტკიცებდნენ მაგარ ხინკალს აჯიკა უხდებაო.
ყველაფერს თავისი წესი აქვს - ხინკალს უხდება ძირა, პილპილი, ცოტა წითელი წიწაკა და ოდნავ ნიორი - მეტი არაფერი. ცომი უნდა იყოს მაგარი და რომ გადასერავ, ფორები უნდა ჰქონდეს.

Posted by: amadeus 23 May 2008, 12:12
auau
QUOTE
ხინკალს უხდება ძირა, პილპილი, ცოტა წითელი წიწაკა და ოდნავ ნიორი

up.gif

Posted by: TomWaits 23 May 2008, 15:29
QUOTE
ყველაფერს თავისი წესი აქვს - ხინკალს უხდება ძირა, პილპილი, ცოტა წითელი წიწაკა და ოდნავ ნიორი - მეტი არაფერი. ცომი უნდა იყოს მაგარი და რომ გადასერავ, ფორები უნდა ჰქონდეს.



რას მიშვები?! user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 23 May 2008, 15:39
აჰა, ჩემს მიერ "ნაქანდაკარი" და შემდგომ გრაფიკულად უკვდავყოფილი "შედევრი"(შემდგომ ჩანთქმული ლუდის თანხლებით), რომელიც სამზარეულოს კედელს ამშვენებს gigi.gif

Posted by: annak 23 May 2008, 15:44
Dr_Zuzumbo
QUOTE
აჰა, ჩემს მიერ "ნაქანდაკარი" და შემდგომ გრაფიკულად უკვდავყოფილი "შედევრი"(შემდგომ ჩანთქმული ლუდის თანხლებით), რომელიც სამზარეულოს კედელს ამშვენებს

მშვენიერებააა...
ამ სურათის გულგრილად ყურება ძნელია.. yes.gif ჭამა-სმის მოყვარული ადამიანისთვის.

Posted by: fablo 23 May 2008, 15:54
ეუუF!ხო ვიცოდი რა მინდოდა რომ შემოვყავი ცხვირი ამ თემაშიიი!ხო მომკლეს ამ ხაჭო_ს და დიეტურის ჭამით!დღეს ჩუმად აჯიკა დავლანდე და "პაწა" გავიხალისე ცხოვრება!იფ,იფ, რა თემააა

Posted by: WOMAN IN LOVE 23 May 2008, 19:13
თემის ავტორის და ხინკლის ყველა დამფასებლის საყურადღებოდ!
ვინაიდან ქართული, ეროვნული სამზარეულოს ამ მშვენებას უამრავი ფანი ჰყავს და არაერთხელ გაიხსნა (და , შესაბამისად, დაიხურა biggrin.gif ) თემა ხინკალზე, ვუშვებ გამონაკლისს და ამჯერად თემას ხელს არ ვახლებ, ოღონდ იმ პირობით, რომ საუბარი იქნება ხინკლის რეცეპტებსა და თავისებურებებზე, ოფები წაიშლება.
მე კი, ჩემის მხრივ, ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ჩემი უსაყვარლესი მწერლის გენიალური მოთხრობიდან smile.gif

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
- თქვენ ხინკალი თუ გიყვართ, ა, გერასიმე?

- გააჩნია გაკეთებულს, - მაინც ვფრთხილობდი, ავწონ-დავწონე სიტყვა.

- მე კი, გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

- აღმოჩენამდე? - გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე, - რა, ნიუტონის კანონია?

- არა, ეს კუჭის კანონია, - სერიოზულად მომიგო, - ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, - შეუდგა ახსნას, - ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი - ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის - მწვავეს, მადიანს, ველურს - უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია... მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ - ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? - დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ... ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ - რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! - კუჭის კანონია ეს, გერასიმე.


Posted by: INA-INA 24 May 2008, 18:19
კი მიყვარს ხინკალი, მაგრამ მხოლოდ სახლში, ჩემი გაკეთებული. ვერ ვჭამ ამ სახინკლეებში. ან სად აკეთებენ ერთი ნორმალურ ხინკალს,რომ თქვა აუფ მაგარი ხინკალი ვჭამეო. smile.gif



http://imageshack.us

http://imageshack.us

Posted by: Dr_Zuzumbo 24 May 2008, 18:39
ესეც ჩემი მასწავლებლის, ხინკლის დიდოსტატის, ანა ბებოს ისტორიული სურათი(ღუდუშაურების ძირძველი გვარის წარმომადგენელი იყო).
ჯერაც ვერ მიმიღწევია მისი დონისათვის.
გადაღებული 50-იან წლებში

Posted by: TomWaits 24 May 2008, 23:25
Dr_Zuzumbo


თქვენ ბატონი რენო ბრძანდებით? მშვენიერი ნამუშევარია

Posted by: Dr_Zuzumbo 25 May 2008, 00:57
QUOTE (TomWaits @ 24 May 2008, 23:25 )
Dr_Zuzumbo


თქვენ ბატონი რენო ბრძანდებით? მშვენიერი ნამუშევარია

გახლავართ.
yes.gif
***************************

Posted by: BAUSHKE_ 25 May 2008, 02:41


მინდოდა ეხლა მე ამ ხინკლების ნახვა? რას მერჩოდით weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: თოფიჩაM 25 May 2008, 02:54
QUOTE (INA-INA @ 24 May 2008, 18:19 )
კი მიყვარს ხინკალი, მაგრამ მხოლოდ სახლში, ჩემი გაკეთებული. ვერ ვჭამ ამ სახინკლეებში. ან სად აკეთებენ ერთი ნორმალურ ხინკალს,რომ თქვა აუფ მაგარი ხინკალი ვჭამეო. smile.gif



http://imageshack.us

http://imageshack.us

სადისტი ხარ?!

გადავირიე კაცი..... eek.gif

Posted by: kopa 25 May 2008, 02:56
TomWaits
QUOTE
როგორც ამ თემიდან ირკვევა ხინკლის პოპულარობა კატასტროფულად შემცირდა 


კატლეტზეა ხალხი შემჯდარი

ფორუმზე კატლეტი მაგარ ცვეტშია smile.gif

Posted by: infra-red3 25 May 2008, 03:28
კუჭის წვამ შემომიყვანა ამ განყოFილებაში user.gif
მშიააააააააააააა.........
ხინკალი love.gif
წავედი ...................ეგეთი მაზოხისტიც არ ვარ biggrin.gif

Posted by: იკა 25 May 2008, 03:45
ესეც ბებიაჩემის გაკეთებული მთიულური ხინკალი...

http://funkyimg.com
http://funkyimg.com

Posted by: daitio 25 May 2008, 04:01
ცივი ომის დამქაშებს..??smile.gif)

ვაფანატებ ხინკალზე.. ოღონდ კარგ ხინკალზე..
ვსიო, გათენდება და დავბერავ მცხეთისკენ ძმაკაცებთან ერთად..smile.gif გარაჟებში

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2008, 13:47
QUOTE
ფორუმზე კატლეტი მაგარ ცვეტშია

100 წელი არ მომინდება ხინკალი, კატლეტზე კი, ლუარსაბისა არ იყოს, მაძღარიც ვერ ვიტყვი უარს smile.gif

Posted by: ხორხე 25 May 2008, 13:59
WOMAN IN LOVE
შესანიშნავია

ინანიშვილს მივამსგავსე drug.gif


არ წამიკითხავს არასოდეს, მაგრამ ზუსტად ეგ სიტყვები მითქვამს არაერთხელ, მე პირიქით, უფრო მეტი ბითური ვარ ხოლმე "გაძღობის" შემდეგ ვიდრე ვიყავი

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2008, 14:04
ხორხე
ინანიშვილიც ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ეს დოჩანაშვილია smile.gif

Posted by: INA-INA 25 May 2008, 14:11
თოფიჩაM

QUOTE
სადისტი ხარ?!

გადავირიე კაცი..... 



ახა კიდევ, გადარევას მოგაკლებ ეხლა მეე biggrin.gif ეს მთიული გოგო biggrin.gif


http://imageshack.us





Posted by: ხორხე 25 May 2008, 14:28
WOMAN IN LOVE
QUOTE
ინანიშვილიც ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ეს დოჩანაშვილია


მგონი თემა თქვენს საყვარელ მწერლებზე არ არის


ხო დოჩანაშვილი, ეგრეც ვიცოდი


მე მიყვარდა ხინკალი, ძალიან მიყვარდა, მაშინ როცა ფეხზე დასადგომი სახინკლეები იყო თბილისში, მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი გავურჯუკდებოდი ხოლმე და ბიძაჩემს დავყავდი (კეთილი ბიძა მყავს) თითისხელა ბავშვი, მერე წამოვიზარდე, მაინც მიყვარდა, ისევ, მერე გავიზარდე ბოლომდე და ატყდა ბუმი ხინკლის, ხინკალი ყველგან და ყოპველთვის, აუარება სახინკლეები და ერთი რეცეპტით გაყინული ხორცით დამზადებული უზარმაზარი და უგემური ხინკალი, ერთხელ სტუმრად ვიყავი, დიასახლისმა ხინკლები მოიტანა და ერთ-ერთსი ძვალი იყო, შემძულდა, რამოდენიმე ხანი აღარ ვწამდი, ეხლა ისევ შემიყვარდა ოღონდ განსაკუთრებით კარგი უნდა იყოს გემრიელად რომ ვჭამო,, თავს არ ვპატიობ რაც არ უნდა წვნიანი ხინკალი იყოს როცა წვენი დამექცევა, პირველი ხინკლის მერე ვსვამ მიცვალებულების სადღეგრძელოს, უარყოთ უარვყოფ, ბოლო წლებია ვცდილობ ცოტა ვჭამო, რათა არ "გავძღე" ხინკლით, მაქსიმუმ 5-6 ცალი


იყო დრო 20 ცალს ვჭამდი საშუალოზე დიდი ზომისას biggrin.gif

* * *
მიყვარს კარტოფილის ხინკალი


ცხელი ცხიმით


არ მიყვარს სოკოს და ყველის ხინკალი, მიყვარს ასევე ბატის ხორცის ხინკალი

ესეც რეცეპტი:

კარგად გამომშრალ, გამოყვანილ, "დაკაფჩონებულ" ბატს გავათავისუფლებთ ძვლებისგან და დავჭრით ოთხკუთხედ პატარა ნაჭრებათ, შემდეგ ვხრაკავთ ხახვს, ცოტა ნიორს, წითელ წიწაკას და ამ ყვლაფერს ვურევთ ბატის კუბიკებში, შემდეგ ვზელთ ცომს, და ხინალიზე ორჯერ პატარა ნაჭრებათ ვჭრით
ვათავსებთ შიგნით დაახლოებით სამ ცალ კუბიკს და ვგრავთ


ხინკალი უნდა იყოის პატარა, ერთი ლუკმა თითქმის, ვხარშავთ ამ ყველაფერ და მივირთმევთ

უზომოდ გემრიელია

აი გამომშრალი ბატი სად უნდა იშოვოთ არვიცი biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2008, 16:04
ხორხე
QUOTE
აი გამომშრალი ბატი სად უნდა იშოვოთ არვიცი

სხვათა შორის, სამხრეთ საქართველოში აშრობენ ბატებს, არტს ასეთი ტრადიცია... ზამთრისთვის ინახავენ.

Posted by: ხორხე 25 May 2008, 17:00
WOMAN IN LOVE

ზუსტად მაქედან მქონდა "კანალი"



ეხლა კანალი დაკეტილია, გალიაკია ფაქტიურად biggrin.gif


არადა ძალიან გემრიელია ეგრე გამომშრალი ბატი, ისე პირდაპირად

ცხუიმიანი და უგემრიელესი ხორცი აქვს, სამხრეთ საქართველოს მშრალი კლიმატი კი ძალიან ეხმარება გამოშრობაში

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2008, 17:04
ხორხე
რამ დაკეტა, ეგეც ერგნეთის ბაზრობა ხო არაა?

Posted by: ხორხე 25 May 2008, 17:18
WOMAN IN LOVE

დრო მოვიდა და ცოცხალი დიალოგები მკვდარმა მონოლოგმა ჩაანაცვლა user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2008, 17:21
ხორხე
რაო, ვალიკო, რა მინდაო?
spy.gif

Posted by: *tamtam* 25 May 2008, 17:23
QUOTE (INA-INA @ 24 May 2008, 18:19 )
კი მიყვარს ხინკალი, მაგრამ მხოლოდ სახლში, ჩემი გაკეთებული. ვერ ვჭამ ამ სახინკლეებში. ან სად აკეთებენ ერთი ნორმალურ ხინკალს,რომ თქვა აუფ მაგარი ხინკალი ვჭამეო. smile.gif



http://imageshack.us

http://imageshack.us

თავს მოვიკლავ vis.gif

მინდა :დორბლი: ეს ბავშვი ცალკე გადამერია მუცელში gigi.gif

Posted by: ხორხე 25 May 2008, 17:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
რაო, ვალიკო, რა მინდაო?


დაიხოცნენ ადამიანები

მათთან დიალოგი მათზე მონოლოგმა შეცვალა biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 25 May 2008, 17:38
ტაააკს...
Подливаем масло в огонь gigi.gif

Posted by: *tamtam* 25 May 2008, 17:40
რეცეპტი დაწერეთ რა ვინმემ გთხოვთ.. სახლში მინდა გაკეთება..

Posted by: Dr_Zuzumbo 25 May 2008, 17:59
*tamtam*
რისი რეცეპტი, ხინკლის?
ხინკლის კეთებაში 95 პროცენტი არის მრავალი წლის მოხვევაში გავარჯიშებული ხელი. რეცეპტი ხუთი პროცენტია. biggrin.gif

ჩემეულ რეცეპტს ჩამოვწერ:

1. თუ ძროხის(იმენა ძროხის) მსუქანი ხორცი იშოვე, უკეთესი არაფერია ხინკლისათვის. სხვა შემთხვევაში- 70 პროცენტი საქონელი და 30 პროცენტი ღორი
2. ცომი- მხოლოდ იტალიური დურუმის ჟიშის ხორბლის ფქვილისა(პასტას ამ ფქვილისაგან აკეთებენ იტალიელები) მგონი ქართული დოლის პურია.
3. ხახვი
4. სუნელებეად, აი ესა, ნედლად http://www.mobot.org/gardeninghelp/PlantFinder/Plant.asp?code=F970 ცოტა ზირა, შავი პილპილი და მარილი გემოს მიხედვით და პატარა ინტრიგის მისაცემად ერთი კბილი ნიორი(ოღონდ მეტი არა)
5 წყალი იმდენი რამდენსაც ფარში აითვისებს
ცომს თუ დურუმით მოზილავთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ჩაამატეთ და 1 ცალი ქათმის კვერცხი

ნაევარ კილო ფარშზე, მიახლოებით 6 ჭიქა ფქვილი ცომისათვის.
ცომი უნდა კარგად მოიზილოს, რათა ძალიან ელასტიური გახდეს, რომლის გამოც ხინკალი არ დაგისკდებათ. მყარი ჯიშის ხორბლებს, როგორიც დურუმი და დოლის პურია, ძალიან მაღალი ხარისხის წებოვნება აქვთ.

Posted by: madonna_Girl 25 May 2008, 18:17
აუუუუუუუუუუუუუუუუ ხინკალი როგორ მიყვააააააარს
:დორბლისდენისსმილიკი:

givi.gif

Posted by: kostakurta 26 May 2008, 13:26
madonna_Girl

მაგი ხინკალია თუ ჩებურეკი ? დაღესტნური ხინკალის რეცეპტიც არის და დავდებ ახლო მომავალში ,აგრეთვე უზბეკური მანტცის კაი გემრიელია ,იტალიური რავიოლი ხო არის და არის .

Posted by: WOMAN IN LOVE 26 May 2008, 13:58
kostakurta
ჩინელებსაც აქვთ პაწაწინა ხინკლები smile.gif

Posted by: madonna_Girl 26 May 2008, 14:05
kostakurta
რიავიცი აპა რაც არის მადისაღმძVრელად კი გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ უკუჭოა biggrin.gif



აუ ახლა მართლა შევჭამდი ხინკაააააააააააალს sad.gif
როგორ მინდააააააააააა

Posted by: titili 26 May 2008, 16:20
ფანტასტიურია წყნეთის ხინკალი და ბულაჩაურის.ფანტასტიკა თუმცა 3 ზე მეტს ვერ ვჭამ wink.gif

Posted by: Ronnie James Dio 26 May 2008, 16:32
QUOTE
ხინკალი,

წამომივიდა დორბლებიsad.gif

Posted by: tavadze 26 May 2008, 19:01
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩემეულ რეცეპტს ჩამოვწერ:
1. თუ ძროხის(იმენა ძროხის) მსუქანი ხორცი იშოვე, უკეთესი არაფერია ხინკლისათვის. სხვა შემთხვევაში- 70 პროცენტი საქონელი და 30 პროცენტი ღორი

ტაკს... მე ვის რა უნდა ვასწავლო - მწვანილებს ძლივს ვარჩევ ერთმანეთისგან, biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ხინკლის მომზადებაზე ერთი ძალიან მაგარი თუში დიასახლისის აზრი მომისმენია. ხინკალი რომ მთიელებისაა, გეცოდინება, იმ ქალის ნახელავი კი ბევრჯერ მიმირთმევია და მართლაც გამორჩეულია. თუშები მთაში ღორს საერთოდ არ ჭამენ და იქ მარტო ცხვრისგან აკეთებენ, ან - ცხვარი+ძროხა. ოღონდ ასე კომბინირებულში, როგორც იმ ქალისგან გამიგონია, პროპორციები 1:1 უნდა იყოსო. მარტო ძროხის ხორცისგან ისინი არ აკეთებენ, არ იქნება საკმარისად ცხიმიანიო.
kostakurta
QUOTE
დაღესტნური ხინკალის რეცეპტიც არის

დაღესტნელები ძაან ჭრელი ერია და არ ვიცი, შენ რომელზე საუბრობ, მაგრამ თუშებისგან გამიგონია, რომ მათი მოსაზღვრე ლეკები (მანდ ძირითადად დიდოები ცხოვრობენ) ხინკალს ასე აკეთებენ - ფარშსა და ცომს ცალ-ცალკე ხარშავენ და მერე პური და ყველივით ერთმანეთზე ჭამენო. მგონი, წყალში გაძრულ ნიორსაც უსვამენ ზედო. rolleyes.gif

Posted by: ხორხე 26 May 2008, 19:07
tavadze

ხო ცხვრის ხორცის ხინკალს განსაკუტრებულად მაგარი გემო აქვს, უბრალოდ ძროხა რო გაურიო პლუსები იქნება:
1. ის სპეციფიური ცხვრის სუნი მაინც დაკრავს და შედარებით გაუნელდება
2. ცხვრის ქონი ადვილად იყინება, ხინკალშიც შესაბამისად და მოკლე დროში მუღამი ეკარგება ხინკალს ქონი თუ ჩაიყინა, ძროხის ხორცი გაყინვის გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს

Posted by: Dr_Zuzumbo 26 May 2008, 19:16
ბებიაჩემის(ღუდუშაური გახლდათ, მოხევის ქალი, ხინკლისა და ხორცოვნების მეტი არაფერი ეხერხებოდა, მარა ამ ორს ისეთს აკეთებდა როოოომმმ...)ათასჯერ თქმულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ- მსუქანი ძროხის ხორცზე უკეთესი ხინკალში, არც ერთი ხორცი არ არისო. ბავშვობაში მახსოვს, ხინკლის თადარიგს რომ დაიჭერდა და ბაზარში ხორცის საყიდლათ ისე მიდიოდა, როგორც საკრალურ რიტუალზე- ისე გარდაიცვალა ცხონებული, რომ გაყინული ხორცი არ უგემია. ასე ამბობდა: გაყინულ ხორცს როგორ შემოვიტან ოჯახშიო. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ძროხას იშვიათად თუ ვინმე დაკლავს და ამიტომ დეფიციტურია.
* * *
tavadze
ძროხის ხორცს საკმაო ცხიმიანობა აქვს, თუ მართლა ძროხაა, და თუ დიეტაზე არ ჰყავდა პატრონს biggrin.gif
განსაკუთრებით პატარა, ხევის ძროხაა ძალიან ცხიმიანი

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 19:16
ყველაზე გემრიელი ნარევი ცხვარი და საქონლის ხორციათან უვნებელიც ღორის ხორცი მაინც მძიმე მოსანელებელია. მთაში სტუმარს საპატივცემულოთ ცხვარის და ხბოს ხაშლამას ერთად უხარშავენ

Posted by: Fe_male 26 May 2008, 19:28
Dr_Zuzumbo
QUOTE
ხინკლის კეთებაში 95 პროცენტი არის მრავალი წლის მოხვევაში გავარჯიშებული ხელი. რეცეპტი ხუთი პროცენტია.

"წლის მოხვევა" რას ნიშნავს?.........))

...ერთადერთხელ გამიკეთებია, ცომი გამოვიდა თხელი.. ხორცები ხარშვისას გარეთ იყრებოდა, ამიტომ სანამ მოიხარშებოდა მანამდე ამოვიღე........)))) ნახევრად უმი და მოსახარში ვჭამეთ, მაგრამ ისე გვშიოდა ერთმანეთს ვასწრებდით.........))))

ეჰ, კაი დრო იყო..........(((( cry.gif

Posted by: madonna_Girl 26 May 2008, 19:33
QUOTE (Fe_male @ 26 May 2008, 19:28 )

"წლის მოხვევა" რას ნიშნავს?.........))



ანუ წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა ხინკლის მოხვევისა wink.gif
ხელს რომ მიაჩვევ რაა
QUOTE
...ერთადერთხელ გამიკეთებია, ცომი გამოვიდა თხელი.. ხორცები ხარშვისას გარეთ იყრებოდა, ამიტომ სანამ მოიხარშებოდა მანამდე ამოვიღე........)))) ნახევრად უმი და მოსახარში ვჭამეთ, მაგრამ ისე გვშიოდა ერთმანეთს ვასწრებდით.........))))


lol.gif lol.gif

აუ მაგარია
ცომი ძაან გააბრტყელეთ თუ?

აუ დღეს მინდოდა გაკეთება, მაგრამ დამეზარა მაღაზიაში გასვლა Fარშზე
user.gif
ტან გვიანი იყო sad.gif

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 19:40
ცომი მარილიანი წყლით უნდა მოზილო ძალიან მაგარი თითს რო დააჭერ თითქმის არ უნდა ამოდიოდეს, მოხვევა კი რაც უფრო ხშირად აკეთებ უფროდაუფრო იხვეწება

Posted by: Fe_male 26 May 2008, 20:00
madonna_Girl
QUOTE
ცომი ძაან გააბრტყელეთ თუ?


არა ზედმეტი წყალი მომივიდა და თხელი იყო..........)))) givi.gif

QUOTE
ანუ წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა ხინკლის მოხვევისა
ხელს რომ მიაჩვევ რაა

ააჰა, გასაგებია, მე ჯერ ნავიჩოკი ვარ, კიარადა არ ვიცი ეგ ტერმინები, არც საჭმელების კეთება.......))) user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 26 May 2008, 20:17
QUOTE (nu_nuka @ 26 May 2008, 19:40 )
ცომი მარილიანი წყლით უნდა მოზილო ძალიან მაგარი თითს რო დააჭერ თითქმის არ უნდა ამოდიოდეს, მოხვევა კი რაც უფრო ხშირად აკეთებ უფროდაუფრო იხვეწება

კლასიკური შეცდომაა- მაგარი კი არ უნდა იყოს, არამედ დიდი ხნის ზელვით ძალიან ელასტიური, როცა ცომი ხელებს აღარ ეწებება. ისე, საშუალო სიმაგრისა უნდა იყოს.

Posted by: kostakurta 26 May 2008, 20:37
აქ არის ყველა დაღესტნური ნაციის ხინკალი .პ.ს მე მომეწონა მაგრათ

http://hinkal.ru/category/hinkal/

აქ სურათებიც არის http://www.good-cook.ru/proth/proth_051.shtml

Posted by: madonna_Girl 26 May 2008, 22:02
QUOTE (Fe_male @ 26 May 2008, 20:00 )

არა ზედმეტი წყალი მომივიდა და თხელი იყო..........))))

biggrin.gif
ხინკალზე არადა ერთI 4-5 წლის წინ კი დაგვემართა ეგრე მე და ჩემს დაქალს smile.gif ბლინების გაკეთება მოვინდომეთ , რეცეპტი აღარ გვახსოვდა და იქ ისეთი ამბავი ატყდააა biggrin.gif
ყველაFერი ეგრევე ჩავყარეთ და ერთმანეთში ავურიეთ
ისეთი საშIნელება გამოვიდა კაი ხანი არაFრის გაკეთება აღარ გვიცდია biggrin.gif
თან ტაFას ცეცხლი მოეკიდა დაადა ლამის გადავწვით იქაურობა. ჩემი დაქალი ცეცხლმოკიდებული ტაფით დარბოდა მთელს სახლში
მართალია მაშინ კაი შიშI ვჭამეთ, მაგრამ ახლა მაგარს ვხალისობ ეგეთ ამბებზე smile.gif
QUOTE

ააჰა, გასაგებია, მე ჯერ ნავიჩოკი ვარ, კიარადა არ ვიცი ეგ ტერმინები, არც საჭმელების კეთება.......)))  user.gif


მე ხომ ვბურღავ რაა . ე.ი.. მინდა გითხრა რეცეპტები სულ გაზეპირებული მაქვენ givi.gif lol.gif

უბრაოდ რაღაც ამ ბოლო დროს დავინტერესდი საჭმელების მზადებით. გამომადგება მერე givi.gif

Posted by: Fe_male 26 May 2008, 23:25
madonna_Girl
QUOTE
გამომადგება მერე 


როდის მერე?........)))) boli.gif

...............................................

ხინკალი მინდა.. ბლინი კიდევ უფრო მეტად.. მურაბით ჩაისთან... იფ იფ იფ ........)))) chups.gif

Posted by: kostakurta 26 May 2008, 23:39
აი ესეც დაღესტნური ხინკსლი ,უგემრიელესი არის ,და ხაშის პონტში უფრო არის მაგენისთვის.

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 23:55
არა რა საღამოს საათებში აქ შემოსვლა არ შეიძლება უკვე ცუდათ ვხდები ისეთი შიმშილის გრძნობა გამიჩნდა

Posted by: gabarzgaleba 27 May 2008, 00:21
აეხლა მომინდა მაგრა ხინკალი, არადა დიდი ხინკალოფილი არა ვარ.

Posted by: Johnnie Walker 27 May 2008, 01:20
ჩემთვის ხინკალი ჯონჯოლივითაა: თუ არის, ვჭამ, თუ არ არის და არ გამახსენდება smile.gif

მითუმეტეს, ძალიან არ მიყვარს ბლომად ხინკლის დაგემოვნების შემდეგ ის ზანტი მდგომარეობა.... smile.gif

Posted by: gabarzgaleba 27 May 2008, 01:33
Johnnie Walker
QUOTE
ჩემთვის ხინკალი ჯონჯოლივითაა


ბრავო biggrin.gif

QUOTE
ძალიან არ მიყვარს ბლომად ხინკლის დაგემოვნების შემდეგ ის ზანტი მდგომარეობა...


ასიანი ხარ, +3487

Posted by: tavadze 27 May 2008, 11:43
ხორხე
QUOTE
1. ის სპეციფიური ცხვრის სუნი მაინც დაკრავს და შედარებით გაუნელდება

ეგ სპეციფიკური სუნი მაინც თავად ცხვარზეა (თხაზეც) დამოკიდებული - ზოგს აქვს, ზოგს - არა. თხის ხორცს და ყველსაც მაგ სუნის გამო იწუნებენ, მაგრამ ბევრი მიჭამია ისეთი, რომელსაც არანაირი გემო არა აქვს, ასევე ცხვარიც, რომელიც თუშეთში მიღებულ კაცს ბევრი მიმიღია ზვარაკად biggrin.gif biggrin.gif - შენ წარმოიდგინე და ყველიც კი, რომელიც სუნით გამოირჩევა, შემხვედრია აბსოლუტურად უსუნო. და ესეც მთაში, ახლობლების ოჯახში, სადაც მინარევები და ბაზრისთვის ჩვეული მოტყუება-მაიმუნობები გამორიცხულია.
QUOTE
ცხვრის ქონი ადვილად იყინება, ხინკალშიც შესაბამისად და მოკლე დროში მუღამი ეკარგება ხინკალს

სამაგიეროდ, იმ გაყინულ-გაციებულს რომ გააცხელებ, შეაპიწკინებ და გახუხავ... იფ, იფ, იფ... biggrin.gif biggrin.gif
madonna_Girl
QUOTE
ყველაFერი ეგრევე ჩავყარეთ და ერთმანეთში ავურიეთ
ისეთი საშIნელება გამოვიდა კაი ხანი არაFრის გაკეთება აღარ გვიცდია
თან ტაFას ცეცხლი მოეკიდა დაადა ლამის გადავწვით იქაურობა. ჩემი დაქალი ცეცხლმოკიდებული ტაფით დარბოდა მთელს სახლში

lol.gif lol.gif up.gif up.gif
კი მაგრამ რა არბენინებდა, შეეშვირა ის ტაფა ონკანისთვის. biggrin.gif მაგარი საყურებელი კი იქნებოდა. biggrin.gif

Posted by: ხორხე 27 May 2008, 11:49
tavadze
მე ვაბშე ვერ ვგრძნობ ცხვრის ხორცის სუნს, ალბათ მიყვარს და მაგიტომ, ოღონდ ბატკნის ხორცი, დიდი ცხვრის მხოლოდ შილაში, სხვანაირად არა, ცხვრის ყველი არის ძალიან მაგარი, აი ძალიან

მაგრამ მთაში ეს სუნი არ იგრძნობა, პირველ დღეს ჩასვლისას გხვდება ბუკეთი, მეორე დღეს უკვე ეჩვევი და სუნი იკარგება


ოფტოპიკი.


Posted by: gabarzgaleba 27 May 2008, 12:01
აუ დაახლ. 10-12 წლის წინ, ვაკეში ერთი სახინკლე გაიხსნა, ბუხარი, სიმყუდროვე, უყაყანობა. ხოდა ერთხელ პახმელიაზე მივედით ორნი, ლუდი ავიღეთ და დავიწყეთ ხინკლის ლოდინი. მოვიდა, ჩავკბიჩე, ხოდა ეგრევე ავყირავდი კიღანამ, როგორი სუნი გამოვიდა იცით? ერთხელ ბალღობაში "კუხნის" ტილოს ვუსუნე შემთხვევით, ეგეთი საზიზღარი სუნი არაფერს არა აქვს biggrin.gif. ეგეთი სუნი იყო, ხოდა ამ ხინკალზე იმენა ღრიალი მოვრთე, დავუძახე დირექტორს, მეთქი ჭამე შეჩემა, მოვიდა, შეჭამა ბოლომდე, დაიწყო გინება, გასძახა მზარეულკას, მოდი ჭამეო, როგორ არა გრცხვენიაო. თურმე რა ხდება, მაშინ შუქი ქვრებოდა წარამარტა, ხოდა ამჟავდა ე ხორცი როგორც ჩანს. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რო ხინკლის მიმართ თბილი გრძობები შემენარჩუნებინა. მამენტ გამომივიდა. biggrin.gif

Posted by: Gegecha 27 May 2008, 12:11
gabarzgaleba
QUOTE
დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რო ხინკლის მიმართ თბილი გრძობები შემენარჩუნებინა. მამენტ გამომივიდა. 


ბიჯო მერე წამო მცხეთაში, იცი შენ სადაც, ვიხინკლაოთ. smile.gif)

Posted by: annak 27 May 2008, 12:14
nu_nuka
QUOTE
კლასიკური შეცდომაა- მაგარი კი არ უნდა იყოს, არამედ დიდი ხნის ზელვით ძალიან ელასტიური, როცა ცომი ხელებს აღარ ეწებება. ისე, საშუალო სიმაგრისა უნდა იყოს.

იმედია გაითვალისწინებ, yes.gif
კაცმა არ იცის რას მაჭმევდი spy.gif .
მე შენ გენდე და შენ?
თურმე გაკეთებაც არ გცოდნია.

Posted by: gabarzgaleba 27 May 2008, 12:16
Gegecha
QUOTE
ბიჯო მერე წამო მცხეთაში, იცი შენ სადაც, ვიხინკლაოთ.


"გარაჟებში" მწვადი მირჩევნია, უბრალოდ იდეინი ხინკლისტი არა ვარ biggrin.gif თუმცა ყველაზე კაი ხინკალი მართლა ოთარა ძიასთანაა, გარაჟებში. სამაგიეროდ მეზობელ გარაჟებში ან მჟავე აქვთ მაგარი, ან აფხაზურა, ან ქაბაბი, ან მწვადი...

Posted by: tavadze 27 May 2008, 12:33
ხორხე
QUOTE
tavadze
მე ვაბშე ვერ ვგრძნობ ცხვრის ხორცის სუნს, ალბათ მიყვარს და მაგიტომ, ოღონდ ბატკნის ხორცი, დიდი ცხვრის მხოლოდ შილაში, სხვანაირად არა, ცხვრის ყველი არის ძალიან მაგარი, აი ძალიან

მაგრამ მთაში ეს სუნი არ იგრძნობა,

რა მაგის პასუხია და წამო ამ ზაფხულს თუშეთში. wink.gif wink.gif
Gegecha
QUOTE
ბიჯო მერე წამო მცხეთაში, იცი შენ სადაც, ვიხინკლაოთ.

მეც წამიყვანე, ბებერო! wink.gif wink.gif ანდა, შენც წამო ამ ზაფხულს თუშეთში.
gabarzgaleba
QUOTE
"გარაჟებში" მწვადი მირჩევნია, უბრალოდ იდეინი ხინკლისტი არა ვარ  თუმცა ყველაზე კაი ხინკალი მართლა ოთარა ძიასთანაა, გარაჟებში. სამაგიეროდ მეზობელ გარაჟებში ან მჟავე აქვთ მაგარი, ან აფხაზურა, ან ქაბაბი, ან მწვადი...

უყურე შენ გარაჟებს. smile.gif smile.gif არადა, არც ისე კარგი მოგონებები მაკავშირებს მაქაურობასთან, მაგრამ ამას საჭმელების გემო-ხარისხთან არაფერი აკავშირებს.

Posted by: Gegecha 27 May 2008, 12:42
tavadze
სამაგიეროდ მე და ამ gabarzgaleba ყმაწვილს გვაკავშირებს დადებითი მოგონებები :-D

როდის მიდიხარ?

gabarzgaleba
მწვადი "არსენას დუქანშიც " სუცხოო აქვთ smile.gif


Posted by: annak 27 May 2008, 12:51

QUOTE
რა მაგის პასუხია და წამო ამ ზაფხულს თუშეთში.

ხორხე, არ დაუჯერო არ გაყვე.

Posted by: ხორხე 27 May 2008, 13:00
tavadze
QUOTE
რა მაგის პასუხია და წამო ამ ზაფხულს თუშეთში. 

ვეღარ დავდივარ


საშინელი ზარმაცი და მსუქანი გავხდი

ფეხს აი ვაბშე ვეღარ ვადგამ

annak
QUOTE
ხორხე, არ დაუჯერო არ გაყვე.

რომ შემეძლოს რა ჯობია მთას biggrin.gif


Posted by: amadeus 27 May 2008, 13:17
ხინკალა მართლაც კარგი რამეა და არ გინდათ ვიხინკლაოთ
თაფლის ორაყი თავაძეზე იყოს ოღონდ biggrin.gif

Posted by: tavadze 27 May 2008, 13:19
Gegecha
QUOTE
tavadze
სამაგიეროდ მე და ამ gabarzgaleba ყმაწვილს გვაკავშირებს დადებითი მოგონებები :-D

როდის მიდიხარ?

მივესალმები თქვენს მეგობრობას.
აგვისტოს დასაწყისში უკვე იქ ვიქნები, ხინკლის სამშობლოში.

annak
QUOTE
ხორხე, არ დაუჯერო არ გაყვე.

შეგიძლია შენც შემოგვიერთდე, ბოშო. თან, დარწმუნდები, რომ რაჭაზე უკეთესი კუთხეებიც არსებობს საქართველოში. wink.gif (ვაი, რა მწარე ნაკბენია!!! tongue.gif tongue.gif)
ხორხე
QUOTE
ვეღარ დავდივარ


საშინელი ზარმაცი და მსუქანი გავხდი

ფეხს აი ვაბშე ვეღარ ვადგამ

დაატანე თავს ძალა და გადმოადგი ფეხი - ცოტას დაიკლებ წონაში, თორემ რა ბოლო გელის, ვიზუალურად დაგანახე უკვე რამდენიმე გვერდით წინ, სუპერგრაციოზული კაცის სურათით. wink.gif wink.gif
amadeus
QUOTE
თაფლის ორაყი თავაძეზე იყოს ოღონდ

ვა, ეს პოსტი ახლა ვნახე - ვიდრე მე ვწერდი, მაშინ დაგიდია შენც.
ე კაცო, აცალეთ იმ ფუტკარს ჯერ, წელიწადში ერთხელ იძლევა მაგ დელიკატესს. მოდის მაგის სეზონიც - ზაფხული. არადა, მთაში, კარგი ხინკალი, კარგი არაყი და კარგი ხალხი... იფ, იფ, იფ... აბა, კარგი ბუნება, კარგი ჰაერი და კარგი "პონტები" ისედაცაა იქ.

Posted by: nu_nuka 27 May 2008, 13:20
annak
მეც მგას ვგულისხმობდი მაგრამ ხო იცი ჩემი გადმოცემის უნარი ამ ბოლო წლებში მოიკოჭლებს. ისე როცა ვაკეთბ რაღაც არ დაგიწუნებია და ეხლა ეგრევე ხაზი გადამისვი? გიორგიმ,საბამ sa.gif და ლუკამ baby.gif დიდი მოკითხვები

Posted by: gabarzgaleba 27 May 2008, 13:22
amadeus
QUOTE
ხინკალა მართლაც კარგი რამეა და არ გინდათ ვიხინკლაოთ თაფლის ორაყი თავაძეზე იყოს ოღონდ


თაფლის არაყთან სხვა რამე მივაყოლოთ არ სჯობს? ხინკალთან კაი თუთის გულებით დარბილებული ჭაჭა მაქვს, ეგა სჯობია.

Posted by: nu_nuka 27 May 2008, 13:26
tavadze

QUOTE



შეგიძლია შენც შემოგვიერთდე, ბოშო. თან, დარწმუნდები, რომ რაჭაზე უკეთესი კუთხეებიც არსებობს საქართველოში. (ვაი, რა მწარე ნაკბენია!!! )[/quote]
ყველა მხარე ლამაზია მაგრამ სხვაგან სისხლის ყივილი არ აძლიერებს ნანახით აღფრთოვანებას

Posted by: ხორხე 27 May 2008, 13:32
tavadze
QUOTE
დაატანე თავს ძალა და გადმოადგი ფეხი - ცოტას დაიკლებ წონაში, თორემ რა ბოლო გელის, ვიზუალურად დაგანახე უკვე რამდენიმე გვერდით წინ, სუპერგრაციოზული კაცის სურათით


ვნახოთ

ვნახოთ, ისე გეგმაში მქონდა მთის მონახულება

Posted by: tavadze 27 May 2008, 14:26
ხორხე
QUOTE
ვნახოთ

ვნახოთ, ისე გეგმაში მქონდა მთის მონახულება

გარისკე. ძირითადად მანქანებით ვივლით. ჰა-ჰა, 1-2-ჯერ ცხენზეც აგამხედროთ და ეგაა სულ. tongue.gif რომელი ცხენი გაგიძლებს, თორემ... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: madonna_Girl 27 May 2008, 15:08
QUOTE (Fe_male @ 26 May 2008, 23:25 )


როდის მერე?........))))  boli.gif

...............................................

ხინკალი მინდა.. ბლინი კიდევ უფრო მეტად.. მურაბით ჩაისთან... იფ იფ იფ ........))))  chups.gif

როდიის მერე და რომ დავოჯახდები კიარადა გავთხოვდები biggrin.gif

ისე მე მაქვენ ახლა ბლინები. მურაბაც მაქვს და + ჩაიც
ეგრე ,გასკდი გულზე biggrin.gif

QUOTE
კი მაგრამ რა არბენინებდა, შეეშვირა ის ტაფა ონკანისთვის. biggrin.gif მაგარი საყურებელი კი იქნებოდა.

ისევ მე მომაFიქრდა და ჩAვაგდე ცეცხლმოკიდებული ტაფა ონკანშI
ისეთი ბუღი აუვიდა ერთი 5 წუთი თვალებიდან ვერ ვიხედებოდით baby.gif

Posted by: madonna_Girl 27 May 2008, 19:06
yeaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaah მთელი კვირის ოცნებას ვისრულებ biggrin.gif
ხინკალს ვაკეთევ დააააა აბა ვისაც გინდაც მოცუნცულდით ჩემთან wink.gif

Posted by: kostakurta 27 May 2008, 23:16
madonna_Girl
შენ გეტყობა კაი ჭამა გიყვარს ) .პ.ს მარა ფიგურასაც უნდა მიხედოს ქალმა

Posted by: madonna_Girl 27 May 2008, 23:33
kostakurta
მართალი ხარ. მიყვარს კაი ჭამა. თU მადაზე ვარ
შეიძლება მომენტალურად დავკარგო მადა და ერთი კვირა არაFერი ვჭამო, მაგრამ ისიც შემიძLია ეგ დაკარგული კილოგრამები 3 დღეში ავინაზღაურო biggrin.gif


პ.ს. ისე რამდენსაც ვჭამ, მაგის შესაბამისი ფიგურა არ მაქვს .
მგონი არც პუტკუნა ვარ მსუქანი მითUმეტეს yes.gif
1.73 და 57 კილო wink.gif

Posted by: amadeus 28 May 2008, 10:46
დღეს დილით მივირთვი ხინკალა
ნეტამც არ მიმერთვა

Posted by: tavadze 28 May 2008, 10:59
amadeus
QUOTE
დღეს დილით მივირთვი ხინკალა

მე წუხელ, თაღლაურაში, კარაველებმა წავუქეიფეთ და მინდა გითხრა, რომ სულაც არ ვნანობ იმ ხინკალს. tongue.gif tongue.gif

Posted by: amadeus 28 May 2008, 11:02
tavadze
QUOTE
მე წუხელ, თაღლაურაში,

ეჰ თაღლაურაში კი არის კარგი ხინკალი მაგრამ
მე მარტო ვიყავი სახლში და გაყინული ხინკალი ვიყიდე biggrin.gif
QUOTE
კარაველებმა წავუქეიფეთ








:თქვეჭამეთცეცხლიდამოუნელებელი:biggrin.gif

Posted by: tavadze 28 May 2008, 11:35
amadeus
QUOTE
:თქვეჭამეთცეცხლიდამოუნელებელი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
შემო კარავში და შენც გახინკლავებთ - თაღლაურას კარავის ოფისი შევარქვით უკვე. biggrin.gif biggrin.gif
ხორხე, Gegecha - თუშეთში აგვისტოში კი არა, ივლისში მივდივართ. წუხელ დავადგინეთ თვე, მაგრამ რიცხვები ჯერ არ გაგვირკვევია. ასე რომ... biggrin.gif

Posted by: ხორხე 28 May 2008, 11:42
tavadze
QUOTE
შემო კარავში და შენც გახინკლავებთ - თაღლაურას კარავის ოფისი შევარქვით უკვე.

მე ვიყავი ამასწინად მანდ და კარაველები იყვნენ, მაგრამ შენ ვერ აღმოგაჩინე


QUOTE
თუშეთში აგვისტოში კი არა, ივლისში მივდივართ. წუხელ დავადგინეთ თვე, მაგრამ რიცხვები ჯერ არ გაგვირკვევია. ასე რომ... 

ივლისში ვერა

აგვისტოს ბოლოსკენ ან სექტრემბერში მინდა შვებულება

ივლისში მეჯვარე ვარ ქორწილში, ოღონდ გოგოს მეჯვარე lol.gif

Posted by: Fe_male 28 May 2008, 11:50
madonna_Girl
...ჰე მოყევი როგორი გამოგივიდა? ხომ არ დაწამლე ხალხი???........)))) givi.gif

ბოლოს ისეთი საშინელი ხინკალი ვჭამე.. სულ აღარ მინდა მეტჯერ გასინჯვა.........)))) ეგ არის მარტო მარხვის დღეებში მომინდება ხოლმე მაინცდამაინც........)) user.gif
...............
ხორხე

QUOTE
ივლისში მეჯვარე ვარ ქორწილში, ოღონდ გოგოს მეჯვარე 

რა არის მანდ სასაცილო.. გოგო დაქალად გთვლის, უნდა გეამაყებოდეს............)))) chups.gif

Posted by: ხორხე 28 May 2008, 11:58
Fe_male
QUOTE
რა არის მანდ სასაცილო.. გოგო დაქალად გთვლის, უნდა გეამაყებოდეს............))))


mad.gif


აი საკურთხეველთან როგორ დავდგე? lol.gif


ან კიდე ხელის მოწერის დროს, ვარდის ფურცლები უნდა დაგვაყარონ თავზე givi.gif

მუხლს ქვემოთ დაპლისული თეთრი კილტი უნდა ჩავიცვა, ზურნით ხელში biggrin.gif

რა მეშველება : (

Posted by: annak 28 May 2008, 12:04
ხორხე
QUOTE
მუხლს ქვემოთ დაპლისული თეთრი კილტი უნდა ჩავიცვა, ზურნით ხელში

უF როგორ მოგიხდება, ამიტომ ხარ ხო დიეტაზე?
QUOTE
რა მეშველება

რა განერვიულებს მე მომწონს
ისე გოგოც ეყოლება ალბათ მეჯვარე.

Posted by: Fe_male 28 May 2008, 12:15
ხორხე
QUOTE
მუხლს ქვემოთ დაპლისული თეთრი კილტი უნდა ჩავიცვა, ზურნით ხელში

lol.gif lol.gif lol.gif
სანატრელი მეჯვარე იქნები.. ვსო ვიწყებ ფიქრს გათხოვებაზე..........)))) boli.gif

2kiss.gif

Posted by: ხორხე 28 May 2008, 12:15
annak
QUOTE
ამიტომ ხარ ხო დიეტაზე?

გუშინ გავიგე mad.gif


მომიწევს გახდომა

QUOTE
ისე გოგოც ეყოლება ალბათ მეჯვარე.

ხო ყავს, და მეც

აუ რა დამერხა ?!

არადა ძან საკაიფოა biggrin.gif

მეჯვარეების რო დაგვლოცავენ lol.gif
გოგოს მხარეს ყველა, ლამაზ უბეწვო ადამიანს რო ელის და მე, ღიპიანი ბანჯგვლიანი რო წამოვიმართები


აააააააააააააააა

ძალიან მაგარია
* * *
Fe_male
QUOTE
სანატრელი მეჯვარე იქნები.. ვსო ვიწყებ ფიქრს გათხოვებაზე..........))))

vik.gif

მერე ფოტოებს დავდებ givi.gif
* * *
როგორ მეჩალიჩება მთვრალი ბიძა "პატარძლის მეჯვარეს"

Posted by: tavadze 28 May 2008, 12:22
ხორხე
QUOTE
მე ვიყავი ამასწინად მანდ და კარაველები იყვნენ, მაგრამ შენ ვერ აღმოგაჩინე

ეჰ, სად მცალია ეგრე ყოველ ხინკლაობაზე სარბენად, თორემ ეგენი ხშირად არიან მანდ.
Fe_male
QUOTE
რა არის მანდ სასაცილო.. გოგო დაქალად გთვლის, უნდა გეამაყებოდეს

user posted image user posted image user posted image user posted image
QUOTE
გოგოს მხარეს ყველა, ლამაზ უბეწვო ადამიანს რო ელის და მე, ღიპიანი ბანჯგვლიანი რო წამოვიმართები

მარტო გახდომა არ გიშველის, ეპილაციაც გჭირდება. biggrin.gif biggrin.gif user posted image

Posted by: noniko 28 May 2008, 12:30
tavadze
მართლა ძალაინ კარგი ხინკალი იყო, ისე ცუდია ისე ადრე რომ წამოხვედი

Posted by: amadeus 28 May 2008, 15:51
tavadze
QUOTE
შემო კარავში და შენც გახინკლავებთ

კი შემოვალ მარა სადაა მაი კარავი ძამა?
:თაფლისარაყიმივაყოლოთხინკალსთანშენწამოიღე:
ხორხე
QUOTE
როგორ მეჩალიჩება მთვრალი ბიძა "პატარძლის მეჯვარეს"


givi.gif


Posted by: tavadze 28 May 2008, 16:13
amadeus
QUOTE
კი შემოვალ მარა სადაა მაი კარავი ძამა?

აი, ზაფხულში ხორხეს თუ ჩაჰკიდებ ხელს და წამოხვალ თუშეთში, გაიგებ, მაგრამ რაჭველები ისეთი კასტა ხართ, რაჭის გარდა სხვას როგორ აღიარებთ. wink.gif

Posted by: amadeus 28 May 2008, 16:37
tavadze
QUOTE
აი, ზაფხულში ხორხეს თუ ჩაჰკიდებ ხელს და წამოხვალ თუშეთში

ზაფხული დიდია ივლისის თვე მაქვს თავისუფალი
QUOTE
მაგრამ რაჭველები ისეთი კასტა ხართ, რაჭის გარდა სხვას როგორ აღიარებთ

ეგ ის რაჭველებია რომლებიც რიონს გადაურჩნენ თორემ რიონს
ვინც გააყოლეს იმათ სხვა კუთხის სიყვარულიც და
პატივისცემაც ისწავლეს biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 28 May 2008, 16:46
tavadze
QUOTE
მაგრამ რაჭველები ისეთი კასტა ხართ, რაჭის გარდა სხვას როგორ აღიარებთ.


ვა რა ზუსტი ნათქვამია biggrin.gif მართლა ეგრეა, 50 %-იანი რაჭველი ადასტურებს ამ სიბრძნეს.

Posted by: tavadze 28 May 2008, 16:49
gabarzgaleba
QUOTE
ვა რა ზუსტი ნათქვამია  მართლა ეგრეა, 50 %-იანი რაჭველი ადასტურებს ამ სიბრძნეს.

ხორხეც დაადასტურებს მაგას. biggrin.gif
amadeus
QUOTE
ზაფხული დიდია ივლისის თვე მაქვს თავისუფალი

კაკრაზ ივლისში მივდივართ. biggrin.gif

Posted by: annak 28 May 2008, 16:52
QUOTE
მართლა ეგრეა, 50 %-იანი რაჭველი ადასტურებს ამ სიბრძნეს.

იგრძნობოდა ეს. yes.gif
tavadze
ნუ პროვოკატორობთ ამხანაგო yes.gif თანაც ეს თემა ხინკალზეა და არა რაჭველებზე!
მართალია ჩვენს ხიბლს ადამიანი თავს ვერ დააღწევს gigi.gif yes.gif მაგრამ მაინც თემასთან ახლოს თუ შეიძლება. yes.gif

Posted by: amadeus 28 May 2008, 16:55
gabarzgaleba
შენც შეუერთდი ხო აკლდა ამათ გაერთიანებები biggrin.gif
tavadze
QUOTE
კაკრაზ ივლისში მივდივართ

ხოდა მეც მანდ ვარ smile.gif

Posted by: tavadze 28 May 2008, 17:06
annak
QUOTE
tavadze
ნუ პროვოკატორობთ ამხანაგო  თანაც ეს თემა ხინკალზეა და არა რაჭველებზე!
მართალია ჩვენს ხიბლს ადამიანი თავს ვერ დააღწევს  მაგრამ მაინც თემასთან ახლოს თუ შეიძლება.

wink.gif
amadeus
QUOTE
ხოდა მეც მანდ ვარ

wink.gif იყავი ხაზზე.

Posted by: madonna_Girl 28 May 2008, 20:12
QUOTE (Fe_male @ 28 May 2008, 11:50 )
madonna_Girl
...ჰე მოყევი როგორი გამოგივიდა? ხომ არ დაწამლე ხალხი???........))))  givi.gif


რაღა დაგიმალოთ და მშვენიერი იყო givi.gif
არც არავინ მოწამლულა და კარგად, ჯიგრულად ჩავუჯექით და ვიხინკლავეთ

13 ცალი ჩავათოხლავე

:ღორიარგეგონოთპატარახინკლებიიყო: ( gigi.gif )

მეგონა თქვენც დამეწვეოდით user.gif

Posted by: gabarzgaleba 28 May 2008, 20:14
madonna_Girl
QUOTE
13 ცალი ჩავათოხლავე


საღოლ რა (ამისანა პატარა რა იყო, პელმენი იყო?). 1988 წლის მერე 10 ცალი ხინკალი არ მიჭამია, მაქსიმუმ 7 ცალი.

Posted by: Fitzcarraldo 28 May 2008, 20:19
gabarzgaleba
QUOTE
1988 წლის მერე 10 ცალი ხინკალი არ მიჭამია,



რა მოხდა 1988 წელს?

Posted by: madonna_Girl 28 May 2008, 20:30
QUOTE (gabarzgaleba @ 28 May 2008, 20:14 )
madonna_Girl
QUOTE
13 ცალი ჩავათოხლავე


საღოლ რა (ამისანა პატარა რა იყო, პელმენი იყო?). 1988 წლის მერე 10 ცალი ხინკალი არ მიჭამია, მაქსიმუმ 7 ცალი.

givi.gif
არა მართლა პატარები იყოოოო user.gif

ისე 1988 წელს რა ხდებოდა ეგეთი რომ მაქამდე გაქაჩე? baby.gif

Posted by: gabarzgaleba 28 May 2008, 20:40
Fitzcarraldo
QUOTE
რა მოხდა 1988 წელს?


madonna_Girl
QUOTE
ისე 1988 წელს რა ხდებოდა ეგეთი რომ მაქამდე გაქაჩე?


biggrin.gif biggrin.gif არაფერი, უბრალოდ, 1988-1989 წლებში (10-11 კლასელებმა) იმენა რეკორდი დავამყარეთ მეგობრებმა, სუ სახინკლეში ვიყავით, 10 კიარა, 20 ხინკალიც კი გვიჭამია თითო კაცს. შემდეგი წლები მოგეხსენებათ ჩავარდნა იყო, 90-იანი წლებში სოიოს ხინკალი იყო მოდაში biggrin.gif 21-ე საუკუნეში კიდე არააქტუალურია ხინკალი.

Posted by: WOMAN IN LOVE 28 May 2008, 21:00
madonna_Girl
QUOTE
13 ცალი ჩავათოხლავე

მერე, სუნთქავდი?

biggrin.gif

Posted by: Fe_male 28 May 2008, 21:32
madonna_Girl
QUOTE
ვიხინკლავეთ

ვგიჟდები ამ სიტყვაზე.......)))) givi.gif

Posted by: madonna_Girl 28 May 2008, 22:01
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 28 May 2008, 21:00 )
madonna_Girl
QUOTE
13 ცალი ჩავათოხლავე

მერე, სუნთქავდი?

biggrin.gif

ერთI 10 წუთI ვერა gigi.gif
მერე ჩვეულებრივ yes.gif

Fe_male
მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეც jump.gif

Posted by: gabarzgaleba 28 May 2008, 23:44
madonna_Girl
Fe_male
QUOTE
ვიხინკლავეთ

QUOTE
ვგიჟდები ამ სიტყვაზე.......)))) givi.gif

QUOTE
მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეც


მე კიდე ვერ ვიტან ამ სიტყვას, ისევე როგორც კიშკაობას, თოხლაობას და ეგეთ უგემურ სახელზმნებს smile.gif

Posted by: kukuruku 29 May 2008, 01:32
დანით წვრილად დაკეპილი ხინკალი ვის გაგისინჯავთ მარტო ძირათი, პილპილით და მარილით შეზავებული? ამბობენ ასეთია ნამდვილი ხინკალიო, გატარებული ხორცის ხინკალს ვერც შეადარებო.
მე არ გამისინჯავს...ჯერ biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 29 May 2008, 01:48
kukuruku
QUOTE
დანით წვრილად დაკეპილი ხინკალი ვის გაგისინჯავთ მარტო ძირათი, პილპილით და მარილით შეზავებული? ამბობენ ასეთია ნამდვილი ხინკალიო, გატარებული ხორცის ხინკალს ვერც შეადარებო. მე არ გამისინჯავს...ჯერ biggrin.gif


საუკეთესო ხინკალი მაქვს ფშავში ნაჭამი, ცხვრის და ცოტაოდენი ხბოს დაკეპილი ხორცის ნაზავი. ასევე ერთ კაი თუშურ ოჯახში, შავი ფქვილის ცომში იყო გახვეული. ზუსტად იმ ინგრედიენტებით, შენ რო ახსენე. თან ხო იცი, ძირა აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს (თუშების შემთხვევაში ბეგქონდარააა).

Posted by: kukuruku 29 May 2008, 01:59
gabarzgaleba
ხო ხო ხო რა იქნებოდა!!! მარტო ჭამის სიამოვნება არა, მანდ სხვა მუღამია, თუშეთში რომ ხარ და არა ერთ უბადრუკ და აყროლებულ ზაბეგალოვკაში biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 29 May 2008, 08:49
QUOTE (kukuruku @ 29 May 2008, 01:32 )
დანით წვრილად დაკეპილი ხინკალი ვის გაგისინჯავთ მარტო ძირათი, პილპილით და მარილით შეზავებული? ამბობენ ასეთია ნამდვილი ხინკალიო, გატარებული ხორცის ხინკალს ვერც შეადარებო.
მე არ გამისინჯავს...ჯერ  biggrin.gif

დაკეპილი ხინკლის ტრადიცია მეცხვარეებიდან მოდის. მეცხვარეები საკეპ მანქანას არ დაათრევდენ თან, და ამიტომ, როცა ხინკლის ხასიათზე იყვნენ აკეთებდენ ერთ, დიდ(აბა ნორმალური ზომის ხინკლების მოხვევის დრო და შესაძლებლობა სად ჰქონდათ) "მეცხვარულ ხინკალს". ხორცს, ხანჯლით კეპავდენ. სუნელს, ძირა კი არა- "ზირა" ეწოდება. სხვანაირად, მთის ქონდარსაც უწოდებენ ხევში.

Posted by: Tatarashvili 29 May 2008, 08:55
QUOTE (INA-INA @ 24 May 2008, 18:19 )
კი მიყვარს ხინკალი, მაგრამ მხოლოდ სახლში, ჩემი გაკეთებული. ვერ ვჭამ ამ სახინკლეებში. ან სად აკეთებენ ერთი ნორმალურ ხინკალს,რომ თქვა აუფ მაგარი ხინკალი ვჭამეო. smile.gif



http://imageshack.us

http://imageshack.us

ვაიმე help.gif

ამ მშიერ კუჭზე cry.gif

Posted by: TomWaits 29 May 2008, 11:20
ერთი მაგ ქვაბში ჩამაგდო, თავით user.gif




Posted by: annak 29 May 2008, 11:23
TomWaits
QUOTE
ერთი მაგ ქვაბში ჩამაგდო, თავით 

gigi.gif მერე ვინღა ამოგიყვანს!
ესე ძალიან კი არ მიყვარს საერთოდ რაღაც გადამიყვარდა თქო ვფიქრობ.
მძიმე საჭმელია. 5 ცალი სავსებით საკმარისია.

Posted by: Unfinished_Sympathy 29 May 2008, 12:35
დახვევას ვერ ვდავუმუღამე რა sad.gif გუშIნ ვცადე კიდევ ერთხელ, გამეკეთბინა, და ჯერ ერთი ცომი გამოვიდა არამკვირი არა და დიდი ხანი ვზელე, მეორეც ერთი რომ ვახვევდი 7-8 ნაოჭი მაქსიმუმი იყო და როგორ მიხაროდა weep.gif და ბოლოს ქვაბში დაიშალა mo.gif ნაწილი, ნაწილიც კუჭების მიმდებარე ტერიოტრიაზე უმი დარჩა

Posted by: nu_nuka 29 May 2008, 12:35
ამ ქვაბს რო ვუყურებ სუნსაც ვგრძნობ თითქოს და ახალი ამოყრილი ხინკლის ოხშივარსაც...... ეს უკვე მეტისმეტია შემიბრალეთ weep.gif

Posted by: Tikk 29 May 2008, 12:39
ღმერთო რა სადიზმია აქ შემოხედვა...

Posted by: amadeus 29 May 2008, 13:00
მე გაბარძგალებას დავეთანხმები ხინკლის თაობაზე
სტუდენტობისას მართლაც ბევრს ვჭამდით ბიჭები და
ეხლა კი 3-4 და ვსიო მძიმედ ვარ.
ასე რომ კაი ხაშლამა მირჩევნიან ქვეშენიჭირიმე biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 29 May 2008, 13:55
amadeus
QUOTE
ასე რომ კაი ხაშლამა მირჩევნიან ქვეშენიჭირიმე


საქმე რაშია იცი? ხინკალს რო ჭამ, მერე გაცილებით უფრო საინტერესო და გემრიელი რამეების მადასაც კარგავ და ვერც კარგად აგემოვნებ. არ ჯობია, 10 ცალი ხინკლით გაჭყეპას, ჯერ თათარიახნი ჩახვრიპო, მერე 2-3 ნაჭერი თაფლა სუკი დააყოლო, ფხლით ჩაუპერეგაროდკო, მერე ხაშლამა დაურტყა, მოზრდილი ნაჭერი გუდის ყველი, 3 ცალი ბოლოკი და ბლომად მწვანილი ჩაახრამუნო სულის მოსათქმელად, ჭაჭა და ორიოდე მწიკვი ჯონჯოლი დლია ზაპახა (მონელების ამბავშიც) და კიდე თუ რამის თავი გექნა, ვაზის ფოთოლში გახვეული ერთი ცალი კოხტა ტოლმა გადაუძახო (თევზეული და სხვა გონებისამრევი რამეები პრინციპულად არ ვახსენე, ეგ უკვე დიდი ავიაციაა biggrin.gif).

Posted by: annak 29 May 2008, 14:05
QUOTE
ვაზის ფოთოლში გახვეული ერთი ცალი კოხტა ტოლმა გადაუძახო

აი როგორც იქნა ახსენეს ვაზის ფოთლის ტოლმა, ჩემი სისუსტე, რასაც მართლა მზესუმზირასავით ვჭამ "დო დნა" თუ ვინმემ ქვაბი არ გამომტაცა და არ გადამალა სადმე.
ოღონდ მარტო ტოლმას გეახლებით სხვა ყველაფერი იკარგება მის ფონზე. ჩემი პირველიც ეგ არის, მეორეც და დესერტიც yes.gif

Posted by: nu_nuka 29 May 2008, 14:44
gabarzgaleba
ეხლა გონებას დავკარგავ

Posted by: annak 29 May 2008, 14:45
nu_nuka
QUOTE
ეხლა გონებას დავკარგავ

რაზე?
გულის წასვლას და გონების დაკარგვას.
სახლში ხარ, გამოაღე მაცივარი და გაუმასპინძლდი თავს.
რაც გბრძგალებამ აღწერა იმას თუ ვერ მოახერხებ ბოლოკი და მწვანილი მაინც გექნება სახლში.

Posted by: August 29 May 2008, 15:01
QUOTE
ძალიან კი არ მიყვარს

3 ცალი ჩემი რეკორდია.

QUOTE
დახვევას ვერ ვდავუმუღამე

ვერ ვისწავლე და სულ ერთი ფორუმელის wink.gif ხევსურ დედის 2kiss.gif , ჩემი თბილისელი მეზობლის და მეგობრის, ბრალია ... რა მეგრელის საქმეა ხინკალიო და ახლოს არ გამაკარა ... ჩემი და მისი შვილები 2kiss.gif ki "იტიტყნებოდნენ" ერთად ...

QUOTE
ვაზის ფოთლის ტოლმა

წინა შაბათს ვნახე აქ სუპერმარკეტში დაკონსერვებული ვაზის ფოთოლი. ბერძნული იყო. 200 გრ-იანი ქილა 23 სჩემტო ზლოტი ღირდა ... ამის ექსპორტი მაინც ხომ შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის ... ღვინის თუ არა

Posted by: Dr_Zuzumbo 29 May 2008, 15:31
QUOTE (August @ 29 May 2008, 15:01 )
... ამის ექსპორტი მაინც ხომ შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის ... ღვინის თუ არა

სულ მთლად მასეც არაა საქმე: ამ, 3 წლის წინ ფინეთში აიკრძალა ვაზის ფოთლის შემოტანა. უბრალო მიზეზის- შხამქიმიკატების(შაბიაბანი) გამო. შესძლებენ საქართვლოში უშაბიაბნოთ ფოთლის დამზადებას?

Posted by: Oliver 29 May 2008, 15:33
QUOTE
ხინკალი

ვერაზე, "ძველებურში" ქალაქურიც ვჭამე და მთიულურიც (ცხვრის), პირველი უფრო დამევასა smile.gif თუმცა ორივე მაგარი იყო ძალიან.
ხვალაც მივდივარ, წმინდა პარასკევია, ანუ დალევის დღე მაქვს biggrin.gif

Posted by: tos-ka 29 May 2008, 15:41
August
QUOTE
რა მეგრელის საქმეა ხინკალიო და ახლოს არ გამაკარა


smile.gif რა ნაცნობი ტექსტია . . . მაგრამ მე მთიულებზე უფრო ჯიუტი გამოვდექი. ისე ვისწავლე, რომ ჩემს მოხვეულს თავისაში ვეღარ არჩევდნენ lol.gif
ისე, გახსენებაზე მგონი ერეკლე III დაგვპირდა ხინკალს. მეშლება ვითომ? wink.gif

Posted by: TomWaits 29 May 2008, 15:41
annak
QUOTE
მერე ვინღა ამოგიყვანს!



არ მინდა კაცო მანდვე დამტოვეთ


ვაბშე ხინკლის აბაზანებზე რა აზრის ხართ. წარმოიდგინეთ ერთი დიდი ქვაბი, სამი-ოთხი კაცი რო ჩაეტიოს ისეთი, ცხელი წყლით სავსე. ზიხარ და თავი გაქ ამოყოფილი, ამ დროს მოდიოდეს კაი დიდ ძუძუებიანი მზარეული და ზევიდან ხინკალს გაყრიდეს. ეს ხინკალი თან იხარშებოდეს(შენთან ერთადuser.gif ) და თან იქვე ჭამდე. მერე მეორე დიდ ძუძუებიანი მოდიდოეს და გასაგრილებლად ლუდს კათხებით გასხამდეს თავზე. ჰა როგორია?

Posted by: tos-ka 29 May 2008, 15:45
TomWaits
QUOTE
ვაბშე ხინკლის აბაზანებზე რა აზრის ხართ.


ფრთხილად იყა, მანდ სადმე არ გაეხიდო, თორო . . . ვინძლო ქვაბ-ხინკლიანად მოგინელონ lol.gif

Posted by: TomWaits 29 May 2008, 15:49
tos-ka


მაგ ლაპარაკს/... ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი(ხინკლის აბაზანებში) გიჯობს

Posted by: madonna_Girl 29 May 2008, 16:00
TomWaits
აუუუუუუუუუუუუუუუ მინდა მეც . ჩამწერეთ სიაშI biggrin.gif მარტალია გოგო ვარ მაგრამ ჯანდაბას მაგ ძუძუებიან ქალს ზედაც არ შევხედავ. თქვენთვის დამითმია. მე ხინკლის გიჟI ვაააააააააააააააააააააააააააააარ
და თანდათან უFრო ვაFანატებ bis.gif
ახლა ისევ გავაკეთებ. ოღონდ თქვენ კი არ დაგპატიებთ biggrin.gif biggrin.gif
იიიF

Posted by: tos-ka 29 May 2008, 16:03
smile.gif)))
ეჰ, ვინ გადარეული გეტყოდა უარს, მაგრამ ვეჭვობ შენს ნანატრ ქვაბში ჩავეტიო biggrin.gif

smile.gif ეგ ქალები არც მე მაინტერესებს

Posted by: annak 29 May 2008, 16:06
არა მე ხინკლის მუშტარი არ ვარ, არც ფერხორციანი ქალები მაინტერესებს, მაგრამ ისეთი სცენა დახატეთ თუ შეიკრიბეთ საყურებლად მეც წამოვალ.

Posted by: madonna_Girl 29 May 2008, 16:09
annak
მარტო საყურებლად? biggrin.gif
მერე გული გაგიძლებს ისე რომ, შენც არ შემოგვიერთდე ხინკლების ჭამაში ? biggrin.gif

Posted by: annak 29 May 2008, 16:26
madonna_Girl
QUOTE
მერე გული გაგიძლებს ისე რომ, შენც არ შემოგვიერთდე ხინკლების ჭამაში ?

არა მე გული არ მიძლებს ხოლმე ასეთ მომენტებში, ამიტომ შემოგიერთდებით უეჭველი თუ ვიმარჯვე გიგანტების ბრძოლაში.

Posted by: tos-ka 29 May 2008, 16:31
annak
მოი, ბოშო, გიწილადებთ!

Posted by: madonna_Girl 29 May 2008, 16:33
QUOTE (annak @ 29 May 2008, 16:26 )

არა მე გული არ მიძლებს ხოლმე ასეთ მომენტებში, ამიტომ შემოგიერთდებით უეჭველი თუ ვიმარჯვე გიგანტების ბრძოლაში.

lol.gif lol.gif

მინდა ხინკალიიიიიიიიიიიი
გამაგდეთ რაა
user.gif

Posted by: madonna_Girl 29 May 2008, 16:37
tos-ka
ვაიმე eek.gif
მელანდები გოგო? wow.gif

Posted by: mekvle 29 May 2008, 18:02
ვიდრე საქართველოში წარმოებულ ყველაზე ძვირადღირებულ ჭაჭას გავსინჯავთ, საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ _ 10-15 ლარიან საფასო სეგმენტზე გათვლილ ჭაჭაზე მაღაზიებში დეფიციტია. "ჭაჭა ტარხუნით" _ სიღნაღის კონკურსში რომ გაიმარჯვა, საერთოდ ვერსად ვიპოვეთ, მათ შორის, ვერც _ "პოპულის" ქსელშიც, სადაც ფართო არჩევანია . თუკი ვინმე წააწყდა რომელიმე მაღაზიაში, შეგვატყობინოს smile.gif

Posted by: amadeus 30 May 2008, 13:04
ხო ეხლა რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ყინკალში
და ჩემში ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცომი.
ცომის მომზადება ისე როგორიც გვხვდება მრავალ ცნობილ სახინკლეში.
გაურკვეველია როგორ აკეთებენ ეგეთ კარგ ცომს.
იქნებ ვინმემ იცოდეს და აქ დაწეროს მომზადების რეცეპტი
ოღონდ გამართლებული და ისეთი რომ ნაღდად კარგი იყოს.

Posted by: TomWaits 30 May 2008, 13:07
QUOTE
გაურკვეველია როგორ აკეთებენ ეგეთ კარგ ცომს.



რომელ ცომს გულისხმობ თხელს და პრიალას?




Posted by: annak 30 May 2008, 13:59
რაჭაში, ზაფხულში ძალიან მოგვინდა ხინკალი და ხორცი ვერ ვიშოვეთ ვერსად.
არადა ნამდვილი "ხინკლის ლომკა" გვქონდა . (უკაცრავად)

ჰოდა ბოლოს მოვიფიქრეთ რაჭული ვიჩინისგან გაგვეკეთებინა ფარში. ბოლოსდაბოლოს ესეც ხომ ხორცია და
დაუნანებლად გავიმეტეთ ამისთვის ჩვენი სასიქადულო ლორი .
მაგრამ ისეთი საშინელება გამოვიდააა
კარგა ხანს აღარც
ვიჩინა გაგვხსენებია და აღარც ხინკალი.
სამაგიეროდ დამიტოვა დანაშაულის გრძნობა ვიჩინასადმი ასე უდიერად მოპყრობისადაგამო.

Posted by: amadeus 30 May 2008, 15:08
TomWaits
QUOTE
რომელ ცომს გულისხმობ თხელს და პრიალას?

yes.gif

annak
gigi.gif

სწორედ მაგ ამბის მერე დაიხოცა ღორები რაჭაში biggrin.gif
შენი ბრალი ყოფილა აშკარად biggrin.gif

აფსუს boli.gif

Posted by: nu_nuka 30 May 2008, 15:17
amadeus
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეს და

რამდენადაც მე ვიცი ცომს მაცივარში ინახავენ რომ არ გაფუჭდეს. მაცივარში წინადღით შენახული ცომია ელასტიური და დამყოლი

Posted by: TomWaits 30 May 2008, 15:21
amadeus

რას ლაპარაკობ ეგ ცომია თბილისში ხინკლის ჭამას რო შეგაძულებს sad.gif


Posted by: amadeus 30 May 2008, 15:22
nu_nuka
QUOTE
რამდენადაც მე ვიცი ცომს მაცივარში ინახავენ რომ არ გაფუჭდეს. მაცივარში წინადღით შენახული ცომია ელასტიური და დამყოლი

შესაძლოა smile.gif
სხვა რაიმე მოზელისას ხომ არ უნდა რამე რავი დანამატი?

Posted by: kasandra 30 May 2008, 15:43
არ გამომდის ხინკალი.... sad.gif არადა როგორ მიყვარს love.gif ერთადერთი იმას მივაღწიე, რომ არ მეშლება ხარშვისას rolleyes.gif
ბათუმში აკეთებენ ერთ ადგილას შედარებით ნორმალურად, მაგრამ სულ ბიძა კაცები ზიან, სვამენ, ყაყანებებენ და არ გაცლიან ცხოვრებას vik.gif პასანაურის მიყვარს.
ისე გაყინულსაც ვჭამ ხანდახან, ძაან რომ მომენატრება, თუმცა ფაქტია, რომ ეგ არის ხინკლის შეურაცყოფა

Posted by: annak 30 May 2008, 15:47
kasandra
QUOTE
პასანაურის მიყვარს.

მეც, ფასანაურში ჩვენი დიასახლისი რო აკეთებდა ხინკალს ისეთი აღარსად შემხვედრია.

amadeus

QUOTE
სწორედ მაგ ამბის მერე დაიხოცა ღორები რაჭაში
შენი ბრალი ყოფილა აშკარად

აფსუს 
gigi.gif gigi.gif

ე, ბიჯო ახლა ყველაფერს მე კი ნუ დამაბრალებ.
ისე მართლა აფსუს,
რა ვიჩინა იყო.

Posted by: amadeus 30 May 2008, 16:01
თქვენ ვერ გამიგეთ კაცო
ცომი რეზინასავით კი არა, უნდა იდახვეწილი იყოს
და ეგეთი სახლში არ გამოდის მაგის დედაც sad.gif
ფარში შესანიშნავია ხოლმე მაგრამ ცომი no.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 30 May 2008, 17:30
QUOTE (amadeus @ 30 May 2008, 13:04 )
ხო ეხლა რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ყინკალში
და ჩემში ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცომი.
ცომის მომზადება ისე როგორიც გვხვდება მრავალ ცნობილ სახინკლეში.
გაურკვეველია როგორ აკეთებენ ეგეთ კარგ ცომს.
იქნებ ვინმემ იცოდეს და აქ დაწეროს მომზადების რეცეპტი
ოღონდ გამართლებული და ისეთი რომ ნაღდად კარგი იყოს.

ცომის უპირველესი და მთავარი მასალა არის ფქვილი, ფქვილისა კი ხორბალი. ჰოდა, ხორბლის ჯიშზეა დამოკიდებული ცომის ავ-კარგიანობა. ყველაზე კარგი ცომი გამოვა ე.წ. მყარი ჯიშის ხორბლისაგან, რომელსაც ძალიან მაღალი წებოვნება აქვს- მოზელვას რომ იწყებთ საშინლად ადვილად გეწებებათ ხელებზე. ქართული ჯიშებიდან "დოლის პურია" ასეთი

მობეზრებამდე მაქვს ამის შესახებ ამ განყოფილებში ნაწერი. მარა მშრომელთა თხოვნით კიდევ გავიმეორებ: იტალიური პროდუქტების მაღაზია თუ არის მანდ, იკითხეთ "დურუმი" ჯიშის ფქვილი. ნაღდად არ ინანებთ.

Posted by: nu_nuka 30 May 2008, 17:35
ისე კარგი იყო ადრე რაჭაში ბევრი ღორები ყავდათ, იმდენად რომ ზაფხული აუცილებელი ძირითადი რიტუალი მოპარულ გოჭზე ქეიფი და მასზე გოჭის პატრონის დაპატიჟება (რათქმაუნდა სანამ შეიტყობდა გოჭის დაკარგვის ამბავს) იყო.
ეხლა კიდე პირადად ჩემ სოფელში მოსაპარი კი არა ბავშვს რო დაანახო ცოცხალი ღორი იმას ვერ ნახავ

Posted by: TomWaits 30 May 2008, 17:37
ჭაჭა მუხის ნაფოტზე დაყენებული გენიალური რამეა. ხინკალს თუ აყოლებ მაგას უკვე აღარ ვიცი რა ჰქვია. ისე ამ შუა ზაფხულში რა ჭაჭა და ხინკალი ამიტყდა, ზამთარი მომენატრა ალბათ user.gif

Posted by: kaxelo-1987 30 May 2008, 17:38
ხინკალიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.ძაან მაგარია.თან მშია ეხლა 15 ცალი ხინკალი მიშველიდა

Posted by: mekvle 30 May 2008, 17:40
TomWaits
რა შუა ზაფხული, შე კაცო, ვიყინებით smile.gif ასე მგონია, თოვს, ისეთი ქარი და სიცივეა.
და ჭაჭას ხინკალი უნდა დააყოლო, აბა, ნამცხვარს ხომ არ დააყოლებ? wink.gif
მუხის ნაფოტზე დაყენების ტექნოლოგიაც გაგვიშიფრე რა. ეგ რაღაც ახალი უნდა იყოს.

Posted by: nu_nuka 30 May 2008, 17:40
Dr_Zuzumbo
[quote]ცომის უპირველესი და მთავარი მასალა არის ფქვილი[/quot
სოფლის წისქვილში დაფქვილი ხორბლის ფქვილისაგან მოზელილია ყველაზე გემრიელი. ხინკალი და თეთრი ფქვილი შეუთავსებადი რამეა.

Posted by: kasandra 30 May 2008, 17:41
QUOTE
ხინკალი და თეთრი ფქვილი შეუთავსებადი რამეა.

eek.gif

Posted by: TomWaits 30 May 2008, 17:43
mekvle
QUOTE
მუხის ნაფოტზე დაყენების ტექნოლოგიაც გაგვიშიფრე რა. ეგ რაღაც ახალი უნდა იყოს.



ოოო ეგ არი რაც არი. ზუსტი ტექნოლოგია არ ვიცი მარა დაძველების ერთგვარი ფორმაა. ან მუხის ჭურჭელში უნდა შეინახო ან ჩვეულებრივ ტარაში და შიგ მუხის ნაფოტები ჩაყარო. უნდა გედგას ასე სანამ ფერს არ შეიცვლის. ძალიან მაგარ გემოს და არომატს აძლევს

Posted by: gabarzgaleba 30 May 2008, 17:54
TomWaits
QUOTE
ოოო ეგ არი რაც არი. ზუსტი ტექნოლოგია არ ვიცი მარა დაძველების ერთგვარი ფორმაა. ან მუხის ჭურჭელში უნდა შეინახო ან ჩვეულებრივ ტარაში და შიგ მუხის ნაფოტები ჩაყარო. უნდა გედგას ასე სანამ ფერს არ შეიცვლის. ძალიან მაგარ გემოს და არომატს აძლევს


ამ რამდენიმე დღის წინ ყვარელში ვნახე ეგრე, ბოცებში ჩაყრილი თუთის ნაფოტი (სხვატა შორის, მაქეთ თუთას ფურცელს ეძახიან), 2 ლიტრი გამომატანეს კიდეც, იმენა ოქროსფერი აქვს, ძალიან ლაბაზი ფერია. კაი გამახსენეთ, წავიდე ჩავუფინო ერთი ბატარა სირჩა smile.gif

Posted by: TomWaits 30 May 2008, 17:56
gabarzgaleba
QUOTE
თუთის ნაფოტი



მუხა ჯობია მუხა.

Posted by: mekvle 30 May 2008, 18:05
TomWaits
gabarzgaleba
ორივე კარგია, სრულიად სხვადასხვა ფერით, გემოთი და არომატით. თუთას თავის მუღამი აქვს. ეგ ნაფოტები ე. წ. ჩიპსები ხომ არ არის _ ღვინის კასრებშიც რომ ყრიან და ვითომ მუხის კასრში დაძველებულად რომ ასაღებენ? თუ ასეა, არაყის შემთხვევაში მუხის (თუთის) კასრებში ამ სასმელის დაძველება და ნაფოტით გემოს მიცემა უნდა განვასხვავოთ, როგორც სხვადასხვა ტექნოლოგია.

ისე, მე გამიგია კიდევ კაკლის ლებნით არაყის დაფერვა, ოღონდ ასეთი არაყი არ გამისინჯავს და არც ის ვიცი, როგორი გემო აქვს.

Posted by: gabarzgaleba 30 May 2008, 18:05
TomWaits
QUOTE
მუხა ჯობია მუხა.


ორივეს თავისი ღირსება აქვს, თუმცა კარგად ნახად არაყს, რახის მინარევები რო გამოცლილი აქვს და ხრაკის გემოც როცა არ იგრძნობა, საერთოდ არც სჭირდება მუხა-თუთა-ურთხმელა-კაკლის უღელი biggrin.gif მითუმეტე მუხის ამბავში დროს თუ გადააჭარბე, არაყს უცნაური გემო ეძლევა, აი მუხის ტანინებს რო ეძახიან და ჭაჭის სიძლიერეს კიდე ეგ რო ემატება, ისე სასიამოვნო აღარაა ხოლმე.

Posted by: Dr_Zuzumbo 30 May 2008, 20:00
QUOTE (nu_nuka @ 30 May 2008, 17:40 )
Dr_Zuzumbo
[quote]ცომის უპირველესი და მთავარი მასალა არის ფქვილი[/quot
სოფლის წისქვილში დაფქვილი ხორბლის ფქვილისაგან მოზელილია ყველაზე გემრიელი. ხინკალი და თეთრი ფქვილი შეუთავსებადი რამეა.

eek.gif eek.gif eek.gif eek.gif eek.gif eek.gif
იტალიელებბმა ეს რომ იცოდენ, მაშინ ყოველგვარ პასტას მხოლოდ "სოფლის"
ფქვილისაგან გააკეთებდენ.
ისე, "სოფლის" ფქვილი რაიმე ახალი ჯიშის ხორბლისგანაა?
spy.gif
თუ უხეშად დაფქულს ე.ი. ნატურალურად, "გაუშლიფავ" ხორბალს ფქვავ, მაშინ "სოფლურიც" შეიძლება ეწოდოს- ხორბლის ზედაპირის გამო სულ თეთრი არ გამოვა ფქვილი (ცოტა მოყვითალო იქნება), მაგრამ ეს მის თვისებებს საგრძნობლად არა ცვლის.
ხოლოდ ე.წ. "სერი", ან კიდევ "შავი" ხორბლისაგან არ იზილება. ხორბალი "თეთრია"
მთავარია, რომ მყარი ჯიშის იყოს ხორბალი.


Твердая пшеница по морфологии во многом сходна с пшеницей мягкой, но имеет некоторые особенности. Колосья у твердой пшеницы длинные, зерно плотно заключено в цветковые пленки, благодаря чему оно меньше осыпается. Колос плотный, остистый. Зерно более вытянутое, сжатое по бокам, стекловидное. Соломина в верхнем междоузлии обычно выполненная. Листья неопушенные, редко покрыты волосками. Твердая пшеница дает большой выход крупитчатой муки, лучшую манную крупу. Высококачественные сорта этой пшеницы идут на экспорт. Твердая пшеница представлена почти исключительно яровыми формами (встречаются полуозимые формы). Наиболее распространена в мировой культуре мягкая пшеница. В то же время в России в ряде районов на значительных площадях возделывается твердая пшеница. Больше всего ее выращивают на юго-востоке (в Волгоградской, Саратовской, Оренбургской областях); на востоке она возделывается на Алтае, в Омской и Курганской областях; на Урале - в лесостепной части Челябинской области; на юге европейской части твердая пшеница была распространена в Молдавии и в ряде областей Украины; в Центральной черноземной зоне главным образом в Курской области. Твердые пшеницы по качеству зерна более ценные, меньше поражаются болезнями (ржавчиной, мучнистой росой, пыльной головней и т. д.) и вредителями (гнессенской мухой и др.), более устойчивы против полегания. Зерно их почти не осыпается. На плодородных почвах при высокой агротехнике твердая пшеница дает более высокие и устойчивые урожаи, чем мягкая. На землях со средним плодородием урожаи твердой пшеницы несколько уступают урожаям мягкой.
Пшеница, идущая на размол после очистки на мельницах должна содержать, не более: зерен ячменя, ржи и проросшего зерна (в сумме) - 4,0%, в том числе проросшего зерна - 2,0%; вредной примеси - 0,05%, в том числе горчака и вязеля (отдельно или вместе) - 0,04%; куколя - 0,1%. Не допускается примесь семян гелиотропа опушеноплодного и триходесмы инканум. Не допускается использование пшеницы зараженной вредителями зерновых запасов.

Posted by: tavadze 30 May 2008, 20:35
gabarzgaleba
QUOTE
თან ხო იცი, ძირა აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს (თუშების შემთხვევაში ბეგქონდარააა).

ძირა და ბეგქონდარა ვითომ ერთია? რაღაც არა მგონია... ვიკითხო ერთი ხვალ თუშებში... biggrin.gif

Posted by: kukuruku 30 May 2008, 21:01
ხინკლის ბიძაშვილი, პელმენიც ხინკალივით კეთდება ჩვენთან, არა და მთელ მსოფლიოშია ასეთი კერძი, განსხვავება ზომაში და ზოგჯერ ინგრედიენტებშია, გატარებულ ხორცს რომ ამატებენ. biggrin.gif

Posted by: Tikk 30 May 2008, 21:05
ხორხე
QUOTE
პილმენი მინდა !

"ტერემოკში" yes.gif

Posted by: gabarzgaleba 30 May 2008, 21:29
tavadze
QUOTE
ძირა და ბეგქონდარა ვითომ ერთია? რაღაც არა მგონია... ვიკითხო ერთი ხვალ თუშებში...


ვახ კაცო, რა ყველაფერი უნდა დაუღეჭო რა biggrin.gif ძირა არი სხვა რამე, ბეგქონდარა სხვა (ტიმიანი), ზემოთ ხო დავწერე აქ ესაა იქ ის მეთქი?! smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 30 May 2008, 21:47
gabarzgaleba
ზემოთ, სურათიც დავდე ტიმიანის- მოხევეები მთის ქონდარს უწოდებენ და ნედლად მართლა მაგრად უხდება ხინკალს. თუ აქ, ფინეთში არაა პრობლემა მისი ყიდვისა ნებისმიერ სუპერმარკეტში, მაშინ არც საქართველოში არ უნდა იყოს. ზირას კი ძალიან მძაფრი არომატი აქვს და ამიტომ ძალიან ცოტას ვხმარომ. ფინელები და შვედები ზირას გამხმარ თესლს პურს უმატებენ არომატისათვის.

აჰა ბარემ აქაც დავდებ "მთის ქონდარის" სურათს
ლათინურად Thymus vulgaris

ზირა ლათინურად არის Carum carvi
და მსურველს შეუძლია აქ იხილოს http://en.wikipedia.org/wiki/Caraway

Posted by: gabarzgaleba 30 May 2008, 21:57
Dr_Zuzumbo
QUOTE
ფინელები და შვედები ზირას გამხმარ თესლს პურს უმატებენ არომატისათვის.


ვა, საინტერესო რამე იქნება.

Dr_Zuzumbo
QUOTE
ზირას კი ძალიან მძაფრი არომატი აქვს და ამიტომ ძალიან ცოტას ვხმარომ.


ფშავიდან ჩამომქონდა ხოლმე ველური ძირა, იქაურები კვლიასაც ეძახიან, ის ნაკლებად მძაფრია როგორც მახსოვს. ეჰ, 2 წელზე მეტია ფშავში და ხევსურეთში არ ვყოფილვარ, დეკის ჩაიც კაი ხანია არ დამილევია sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 30 May 2008, 22:04
QUOTE (gabarzgaleba @ 30 May 2008, 21:57 )
ფშავიდან ჩამომქონდა ხოლმე ველური ძირა, იქაურები კვლიასაც ეძახიან, ის ნაკლებად მძაფრია როგორც მახსოვს. ეჰ, 2 წელზე მეტია ფშავში და ხევსურეთში არ ვყოფილვარ, დეკის ჩაიც კაი ხანია არ დამილევია sad.gif

თუ ნედლ კვლიას იყენებდი, მაშინ არ ექნებოდა მძაფრი არომატი.
მის თესლს კი მაგარი თერმობირთვული არომატი აქვს. თუმცა რას გიხსნი- თბილისის ბაზარში რომ დაგიფქვავენ, სუნი ორი კვარტალსა ფარავს gigi.gif

Posted by: tavadze 30 May 2008, 22:06
gabarzgaleba
QUOTE
ძირა არი სხვა რამე, ბეგქონდარა სხვა (ტიმიანი),

მეც მაგას ვამბობ, რომ სხვადასხვა რამეებია, რას მეჩხუბები? biggrin.gif
gabarzgaleba
QUOTE
დეკის ჩაიც კაი ხანია არ დამილევია

დეკაზე გამახსენდა - მაგაზე შემწვარი მწვადი დაგიგემოვნებია?
შარსან დიდის ამბით ვათრიე დეკა თბილისიდან - ორეთის ტბაზე დავკრიფე. იქ რაღაც უფრო მზაფრი სუნი და არომატი აქვს, მაგრამ დამრჩა მანქანაში... წინა ასვლაზე დიკლოდან ძირა გამომატანეს და ვერც ის მოვიტანე სახლამდე. sad.gif sad.gif

Posted by: gabarzgaleba 30 May 2008, 22:12
tavadze
QUOTE
დეკაზე გამახსენდა - მაგაზე შემწვარი მწვადი დაგიგემოვნებია?


კი, მაგაზე ერთერთ თემაში გვერდები მაქვს გამსილი biggrin.gif პატარა კახს უყვარდა დეკას მწვადი.

QUOTE
მეც მაგას ვამბობ, რომ სხვადასხვა რამეებია, რას მეჩხუბები?


biggrin.gif მეც ხო ეგა ვთქვი? შენ რაღას მეჩხუბებოდი? biggrin.gif

Posted by: tos-ka 30 May 2008, 23:44
nu_nuka
QUOTE
სოფლის წისქვილში დაფქვილი ხორბლის ფქვილისაგან მოზელილია ყველაზე გემრიელი. ხინკალი და თეთრი ფქვილი შეუთავსებადი რამეა.


ანუ მხოლოდ ქატოგამოცლილი და ოდნავ მსხვილად დაფქვილი . . . დაახლოებით იგივე ეფექტს მიიღებთ, თუ თეთრ და I ხარისხის (პური რითაც ცხვება, რუხი არა) ფქვილს გადაურევთ ერთმანეთში პროპორციით 1:2. თუმცა მე თეთრი ფქვილით ვაკეთებ ხოლმე და ჯერ არ დაუწუნიათ smile.gif

Posted by: katedudu 30 May 2008, 23:47
QUOTE
ხინკალი, ..............


.........ჩაგძინებია ხინკალო,

გამაგაღვიძებ ჭამაში............

მთიულეთში მოვისმინე ბავშვობისას და ტექსტმა გამამხიარულა და დამამახსოვრდა ხოლო მოგვიანებით ჯავახიშვილის თეთრ საყელოში შემხვდა...

Posted by: hirondelle 31 May 2008, 00:35
ამას წინათ ჩინურ რესტორანში (ახლოა და იქ დავდივარ ხოლმე როცა მაგარ პახმელიაზე ვარ ცხარე იხვის სუპით სოკოთი დასახვრეპათ, ისე ჩინური კუხნა არ მიყვარს) საკე მოვითხოვე, რა ატის ერთი გამასინჯეთ მეთქი, ცივი მომიტანეს, არადა ვიცოდი ,ცხელს სვამენ იაპონელები...... დავლიე, სუფთა ჭაჭა , ოღონდ ცუდი ხარისხის;. ვკითხე გრადუსი - 65-იო; ისე მაგრად კი დამიტრიალა biggrin.gif
ისე ვინმემ თუ იცის სხვაობები, ჩვენს ჭაჭას და იტალიურ გრაპას შორის? ამას ვხმარობ ხდლმე აქ ხანდახან ზამინიწელად, არაუშავს, კარგად მიდის smile.gif

Posted by: gabarzgaleba 31 May 2008, 00:59
hirondelle
QUOTE
ისე ვინმემ თუ იცის სხვაობები, ჩვენს ჭაჭას და იტალიურ გრაპას შორის? ამას ვხმარობ ხდლმე აქ ხანდახან ზამინიწელად, არაუშავს, კარგად მიდის smile.gif


მთავარი სხვაობა ისაა რო ნაღდი გრაპას მწარმოებლებმა იციან როგორ გამოაცალონ სასმელს რახის ზეთები და აცლიან კიდევ, ჭაჭის ქართველმა სპეციალისტებმაც იციან, ოღონდ არ აცლიან. biggrin.gif (ისე, თითოოროლა გამონაკლისიც არსებობს ჩვენტან, კაი მეჭაჭეები). ხო და კიდე, დასტოინი გრაპა იხდება ჭაჭიდან, რომელიც არა ორდინარული ღვინის ნარჩენია (სადაც ჭაჭას მაქსიმალურად წნეხენ), არამედ ხარისხიანი ღვინის, რომელსაც ძირითადად პირველ და მეორე ნაქაჩზე აჩერებენ, აღარ ქაჯავენ (როგორც ჩვენში იტყვიან). ეგეთი მასალისგან დამზადებულ გრაპაში ჯიშური არომატებიც მაგრა იგრძნობა. და რაც მტავარია, იტალიელებმა იმდენად გადაგვიჯოკრეს, რომ იქ ჯიშური გრაპები ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, იყიდება სანჯოვეზეს, მალბეკის, კაბერნეს, ტრებიანოს, მუსკატის, ნებიოლოს და ა.შ. ჯიშების ჭაჭიდან გამოხდილი გრაპა. წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა ჩვენთან რო იშოვებოდეს ქისის, რქაწითლის, საფერავის, ცოლიკოურის, ჩხავერის ჭაჭა!!!

Posted by: hirondelle 31 May 2008, 01:48
gabarzgaleba
QUOTE
წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა ჩვენთან რო იშოვებოდეს ქისის, რქაწითლის, საფერავის, ცოლიკოურის, ჩხავერის ჭაჭა!!!

ბელგიაში გრაპა შედარებით იშვიათობაა და კაი ძვირიც ღირს (პატარა ბოთლში ათ ევრომდე, ამ ფასში 2 ბოთლ ნორმალურ ღვინოს იყიდი), მაგრამ გერმანიაში იცოცხლე, ყველგანაა (!პოლლიტრა 6-7 ევროდან ) რომ ჩავდივარ ერთ ბოთლს მაინც გამოვაყოლებ ხოლმე ხელს biggrin.gif
აქაურები მაგას წამლად სვამენ ხოლმე ცოტცოტას.......
ისე ჩვენც რომ ამ დონეზე დაგვეხვეწა ჩვენი ჭაჭა და ღვინო, შთამომავლობა მადლობას გვეტყოდა biggrin.gif

Posted by: ხორხე 31 May 2008, 06:55
Tikk
QUOTE
"ტერემოკში"


თერთმეტი კათხაო თუ რაღაც

თერთმეტსართულიანში

მაგან გადამარჩინა


ვიღრინებოდი საღამოს უკვე biggrin.gif

Posted by: nu_nuka 31 May 2008, 07:39
Dr_Zuzumbo
tos-ka
აქ მეც თეთრი ფქვილით ვაკეთებ, უბრალოდ იმ ფქვილით ცომიც უფრო ადვილად იზილება ისეთი როგორიც უნდა იყოს.
ქალაქის და კახური ოჯახის შოთის პური ერთმანეთისაგან რო გამოირჩევა ალბათ მეთანხმები ეგრევეა Xინკლის ამბავშიც. თეთრისაც გამოდის მაგრამ გემოთი "სოფლის" ფქვილით ჯობია.
სოფლის ფქვილის ვეძახი სოფელში თავის მოყვანილ ხორბალს რო აფრქვევინებენ მართალი ხარ ოდნავ მოყვითალო, ხორბლისფერია.
* * *

Posted by: Tikk 31 May 2008, 10:31
ხორხე
QUOTE
ვიღრინებოდი საღამოს უკვე

უი რას ამბობ, არ მჯერა! eek.gif

Posted by: ხორხე 31 May 2008, 12:40
Tikk
ეგრე იყო


აი ვნაყრდები და სიბრაზეც პარალელურად იკლებს biggrin.gif

Posted by: Tikk 31 May 2008, 14:42
ხორხე
QUOTE
ვნაყრდები და სიბრაზეც პარალელურად იკლებს

biggrin.gif
შენთვის სულ უნდა ჰქონდეს ადამიანს გადანახული ერთი ხინკალი, გაბრაზებისთანავე - "აბი გლუ-კო-ზა"...



ფასანაურის ხინკალი მიყვარს მე, დიდი ხინკლისტი არ ვარ, მაგრამ იქ მახსოვს რომ სასწაული იყო love.gif

Posted by: izabel 31 May 2008, 20:24
ხორხე
QUOTE
აი გამომშრალი ბატი სად უნდა იშოვოთ არვიცი

WOMAN IN LOVE
QUOTE
სხვათა შორის, სამხრეთ საქართველოში აშრობენ ბატებს, არტს ასეთი ტრადიცია... ზამთრისთვის ინახავენ

მაგ დავიჩინებულმა ბატმა და ბატის ხინკალმა ნაღველი არ ;მომისვენა; ბავშობაში...ჭირიანი ქათამივით ვიყავი...
ეხლა არც ღორის ხორცს ვჭამ,არც ბატისას...აღარც არაფერი მტკივა...
ისე ბატის ხინკალია ხინკალი...

Posted by: ხორხე 31 May 2008, 21:45
Tikk
მე მიყვარს ხინკალი


თან ძალიან


მაგრამ ხინკალს ცუდი ტვისება აქვს, ბევრს თუ შეჭამ სხვა კერძების გასინჯვის თავიც არ გაქ და თან გემოს შეგრძნებასაც გიკარგავს


ასე რომ ამ ბოლო დროს 3 მაქსიმუმ 5 ცალს ვჭამ

და კარგ ხინკალს კიდე სახინკლეებში და მსგავს დაწესებულებებში არსად არ აკეთებენ

izabel
QUOTE
ისე ბატის ხინკალია ხინკალი...

სად მიირთმევდით ამხანაგო იზაბელ ამდენ ბატის ხინკალს?

Posted by: nu_nuka 1 Jun 2008, 00:27
QUOTE
WOMAN IN LOVEQUOTEსხვათა შორის, სამხრეთ საქართველოში აშრობენ ბატებს, არტს ასეთი ტრადიცია... ზამთრისთვის ინახავენ

ადრე რაჭაში ზამთრისთვის ამარილებდნენ ქათმებს და ბატებს.

Posted by: kukuruku 1 Jun 2008, 00:28
ხორხე
QUOTE
და კარგ ხინკალს კიდე სახინკლეებში და მსგავს დაწესებულებებში არსად არ აკეთებენ

აბა ელდეპოს ხინკალს რომ აქებენ დეზინფორმაციაა? biggrin.gif

Posted by: ხორხე 1 Jun 2008, 00:41
kukuruku
QUOTE
დეზინფორმაციაა?


ხინკალია biggrin.gif

აქებენ არა რა


სქელი კნი აქვს, ბრაზილიური ფარში, ბღუჯა მწვანილები

ერთი და იგივე რეცეპტია ყველგან, პირველ რიგში უხარისხო ხორცი, მეორე რიგში მანქანით მოზელილი ცომი, მესამე რიგში ფარშის შენელება, სად 2 კილოსი და სად 100-ის

ჯამში ეგ გამოდის რაცაა
ეხლა შენ გინდა პროვოკაცია ეძახე გინდა ხინკალი biggrin.gif


Posted by: izabel 1 Jun 2008, 10:33
ხორხე
QUOTE
izabel

QUOTE
ისე ბატის ხინკალია ხინკალი...


სად მიირთმევდით ამხანაგო იზაბელ ამდენ ბატის ხინკალს?

სოფელში biggrin.gif 20-25 ბატს ვპუტავდით ზამთრისთვის და ვავიჩინებდით...ხინკალი ოჯახში ყველას გვიყვარდა...არც გაკეთება გვეზარებოდა....
მერე ამ ბატის ბუმბულს ღამის თევით მეზობლის ქალები მორიგეობით არჩევდნენ wink.gif და ქეიფობდნენ ბატის ხინკალზე...

Posted by: noniko 1 Jun 2008, 13:31
თბილიში დაკეპილი ხორცისგან აკეთებნე სადმე ხინკალს? არ გამისინჯავს არასდროს და მაინტერესებს როგორია

Posted by: tavadze 1 Jun 2008, 14:20
izabel
QUOTE
ისე ბატის ხინკალია ხინკალი...

ხინკალი არ ვიცი, მაგრამ დამარილებული ან "დავიჩინებული" ბატი კი მაგარია.
gabarzgaleba
QUOTE
მეც ხო ეგა ვთქვი? შენ რაღას მეჩხუბებოდი?

არაფერს, არაფერს, ბატონო - მე და ჩხუბი ვის გოუგონია? biggrin.gif მაგრამ გუშინ, ალვანში, ზეზვაობაზე მაინც დავაზუსტე (ნუ, ძირა ახსენეს და გამახსენდა - თურმე ალუდშიც უმატებენ). ძირა - იგივე წყლის ქონდარი, ბეგქონდარა - მთის ქონდარი.

Posted by: gabarzgaleba 1 Jun 2008, 14:44
tavadze
QUOTE
არაფერს, არაფერს, ბატონო - მე და ჩხუბი ვის გოუგონია? biggrin.gif მაგრამ გუშინ, ალვანში, ზეზვაობაზე მაინც დავაზუსტე (ნუ, ძირა ახსენეს და გამახსენდა - თურმე ალუდშიც უმატებენ). ძირა - იგივე წყლის ქონდარი, ბეგქონდარა - მთის ქონდარი.


ემასე შე კაცო biggrin.gif

QUOTE
მე და ჩხუბი ვის გოუგონია?


ხატობებშიც არა ჩხუბობ ხოლმე? biggrin.gif

Posted by: TomWaits 1 Jun 2008, 14:46
ატრიის თემაც დამიხურეთ? ბარემ ესე დახურეთ ამის დედაც ვატირე.

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Jun 2008, 15:06
TomWaits
მგონი გასაგებად დავწერე, რომ ცალკეულ კერძებზე თემის გახსნა იკრძალება. არაერთი ასეთი თემა გაიხსნა და , შესაბამისად , დაიხურა კიდეც, მაგრამ გავითვალისწინე რა იუზერთა სათუთი და , შეიძლება ითქვას, კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულება ხინკლისადმი , ამჯერად დავუშვი გამონაკლისი და თემა დავტოვე.
ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცალკეულ კერძზე შეგიძლიათ თემის გახსნა.

ატრიის თემას რაც შეეხება, ფქვილეულ-ცომეულობას შეუერთდება yes.gif

პატივისცემით, WOMAN IN LOVE
* * *



ბარემ ხინკლის წარმოშობის ამ ვერსიასაც გადახედეთ smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33698410&view=findpost&p=4396763

Posted by: tavadze 1 Jun 2008, 15:56
gabarzgaleba
QUOTE
ხატობებშიც არა ჩხუბობ ხოლმე?

ხატობებში ჯერ არ ვყოფილვარ - წლეულს ვაპირებ პირველად წასვლას და რას ვიზამ, არ ვიცი... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nu_nuka 1 Jun 2008, 17:26
დღეს ვიყავი მცხეთის სახინკლეში ვიფირე რაც არის არის ერთ ცალს შევჭამ რა უნდა მიქნასთქო, გემრიელად ჩავკბიჩე ისეთი გემრიელი სუნი ქონდა მარგრამ საAშინლად წიწაკიანი აღმოჩნდა და თავი დავანებე sad.gif

Posted by: katedudu 1 Jun 2008, 17:46
noniko
რეკლამაში არ ჩამითვალოთ მაგრამ რესტორან წისქვილში არის ზემოთ სახინკლეში ყველანაირი ხინკალი დაკეპილიც და ქალაქურიც და ძალიან გემრიელია

Posted by: ხორხე 2 Jun 2008, 11:43
izabel
QUOTE
სოფელში  20-25 ბატს ვპუტავდით ზამთრისთვის და ვავიჩინებდით...ხინკალი ოჯახში ყველას გვიყვარდა...არც გაკეთება გვეზარებოდა....
მერე ამ ბატის ბუმბულს ღამის თევით მეზობლის ქალები მორიგეობით არჩევდნენ  და ქეიფობდნენ ბატის ხინკალზე...

ხოდა სოფელი სად იყო თქვა მაგას ვამბობ, კიარადა გეკითხები

Posted by: gabarzgaleba 2 Jun 2008, 12:54
izabel
QUOTE
სოფელში biggrin.gif 20-25 ბატს ვპუტავდით ზამთრისთვის და ვავიჩინებდით...ხინკალი ოჯახში ყველას გვიყვარდა...არც გაკეთება გვეზარებოდა.... მერე ამ ბატის ბუმბულს ღამის თევით მეზობლის ქალები მორიგეობით არჩევდნენ wink.gif და ქეიფობდნენ ბატის ხინკალზე...


აუ რა იქნებააა?! smile.gif ცალკე ბატის ხინკალი, ცალკე ქალების ქეიფი და ცალკე ამდენი ბუმბული (ფედერიკო ფელინის ამარკორდია რა მე ვიყო სკუმბრია biggrin.gif)

Posted by: xashlama 2 Jun 2008, 16:45
აუაუს თხოვნით ბადრიჯანი მაწონში
1 კგ ბადრიჯანიგავფცქვნათ დავჭრათ დავაყარით მარილი და ცოტა გავაჩეროთ, ამოვწუროთ, ტაფაზე მოვწვათ კარაქი და შიგ ჩავყაროთ
ამოწურული ბადრიჯანი , როცა შეწითლდება (ფერს შეიცვლის და დარბილდება) დავასხათ ნახევარ ლიტრა მაწონი რომელშიც იქნება ჩაყრილი 2 კბილი ნიორი ამას ვასხამთჩხელ ტაფაზე და ვადღებთ 3-4 წუთი (მეტი არა)
სესაძლებელია მიირთვათ ცხლად ასევე ცივი.

Posted by: katedudu 2 Jun 2008, 16:55
სახელი ზუსტად არ მახსოვს ჩირბული თუ რაღაც მსგავსი ქვია...

გონიოში ლაზი ნათელა დეიდა აკეთებდა ჩემთვის ყოველ დილას

ტაფაზე დავასხათ წყალი (ღრმა ტაფა) ადუღდება თუ არა ჩავახალოთ კვერცხი სანამ კვერცხი მოიხარშება დავჭრად ნიორი წვრილად ამოვიღოთ ტაფიდან კვერცხი და დავდოთ თეფშზე მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და მოვაყაროთ ცოტა მარილი (ნუ გემოვნებით) და მოვასხათ გამდნარი კარაქი.

ძალიან ნოყიერი საუზმეა და სადილამდე ნამდვილად არ მოგშივდებათ yes.gif

Posted by: amadeus 2 Jun 2008, 18:20
gabarzgaleba
QUOTE
ფედერიკო ფელინის ამარკორდია რა მე ვიყო სკუმბრია

gigi.gif


OFFTOPIC:
აუ დღეს ძლივს შემოვაღწიე ფორუმზე


Posted by: annak 2 Jun 2008, 18:23
amadeus
QUOTE
აუ დღეს ძლივს შემოვაღწიე ფორუმზე

როგორც იქნა, yes.gif დამაწყდა თვალები შენი პოსტის ძებნაში. gigi.gif
მშვიდი გულით ვტოვებ აქოურობას.
ამადეუს წინა პოსტებს გადახედე ხალხი დამარილებული ბატით და ქათმითაც აკეთებს ხინკალს ასე რომ ..

Posted by: mekvle 3 Jun 2008, 02:33
QUOTE (gabarzgaleba @ 30 May 2008, 23:59 )
hirondelle
QUOTE
ისე ვინმემ თუ იცის სხვაობები, ჩვენს ჭაჭას და იტალიურ გრაპას შორის? ამას ვხმარობ ხდლმე აქ ხანდახან ზამინიწელად, არაუშავს, კარგად მიდის smile.gif


მთავარი სხვაობა ისაა რო ნაღდი გრაპას მწარმოებლებმა იციან როგორ გამოაცალონ სასმელს რახის ზეთები და აცლიან კიდევ, ჭაჭის ქართველმა სპეციალისტებმაც იციან, ოღონდ არ აცლიან. biggrin.gif (ისე, თითოოროლა გამონაკლისიც არსებობს ჩვენტან, კაი მეჭაჭეები). ხო და კიდე, დასტოინი გრაპა იხდება ჭაჭიდან, რომელიც არა ორდინარული ღვინის ნარჩენია (სადაც ჭაჭას მაქსიმალურად წნეხენ), არამედ ხარისხიანი ღვინის, რომელსაც ძირითადად პირველ და მეორე ნაქაჩზე აჩერებენ, აღარ ქაჯავენ (როგორც ჩვენში იტყვიან). ეგეთი მასალისგან დამზადებულ გრაპაში ჯიშური არომატებიც მაგრა იგრძნობა. და რაც მტავარია, იტალიელებმა იმდენად გადაგვიჯოკრეს, რომ იქ ჯიშური გრაპები ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, იყიდება სანჯოვეზეს, მალბეკის, კაბერნეს, ტრებიანოს, მუსკატის, ნებიოლოს და ა.შ. ჯიშების ჭაჭიდან გამოხდილი გრაპა. წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა ჩვენთან რო იშოვებოდეს ქისის, რქაწითლის, საფერავის, ცოლიკოურის, ჩხავერის ჭაჭა!!!


დადგება ეგ დრო ჩვენთანაც. მე მაქვს მაგის იმედი. იმიტომ, რომ ეს "დამპალი კაპიტალიზმი" მაინც თავისას იზამს. საბჭოთა პერიოდში ეგ ჯიშური ხარისხობრივი მაჩვენებლები ვის რა ჯანდაბად უნდოდა _ ხუთწლედის გეგმა, მიდი, დაჰკარი, თუ ხარ დამკვრელი... და ასე გაცდა მთელი საუკუნე.

მე-20 საუკუნე გაცდენილი საუკუნეა.

ყველაფერი უნდა დავიწყოთ მე-19-დან, თითქოს მე-20 არც ყოფილა.

ხოდა, 20 წლის შემდეგ შეიძლება იტალიელებსაც გადავუჯოკროთ. მანამდე, ალბათ _ ვერა! sad.gif

ისე, შენ ის "თითოოროლა გამონაკლისი" გვითხარი, ვინ არის, რომ მივაკითხოთ და მაგათი შემოქმედებაც გადავყლურწოთ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Jun 2008, 03:34
mekvle
QUOTE
ისე, შენ ის "თითოოროლა გამონაკლისი" გვითხარი, ვინ არის, რომ მივაკითხოთ და მაგათი შემოქმედებაც გადავყლურწოთ


მაგალითად ბონდო კალანდაძე, ჯივიესის ყველაზე კარგი პროდუქტი დღემდე მგონია რო მაგის ჭაჭაა. სხვა შედევრებიც შექმნა, ტარხუნის არაყი, ქონდრის არაყი (არ იყიდება), ნივრის არაყი (ვაი რომ არც ეგ იყიდება).

Posted by: mekvle 3 Jun 2008, 17:12
gabarzgaleba
აი, მასეთ ხალხს უნდა მოძებნა და ხელის გულზე ტარება. მათი იმედი მაქვს სწორედ. როცა იქნება, გამოვლენ მზის სინათლეზე smile.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Jun 2008, 17:18
mekvle
QUOTE
აი, მასეთ ხალხს უნდა მოძებნა და ხელის გულზე ტარება. მათი იმედი მაქვს სწორედ. როცა იქნება, გამოვლენ მზის სინათლეზე


ნუ გეშინია, ეგ მზის კიარა, იმისანა სინათლეზეა რო... ამასწინათ შექმნა ექსტრა პრემიუმ კლასის არაყი აქედან ძაან შორს, ალტაიში, "მამონტი" ქვია. იმ დღეს ბოთლით ხელში დამადგა, მამონტის ეშვის ფორმისაა, დაბინდული, ვერცხლის და სხვა მრაბალი ფილტრაციით. იტოგში აჩერედნოი შედევრია რა biggrin.gif

Posted by: zen 3 Jun 2008, 23:31
აი კიდევ ერთი ორიგინალური ქართული პროდუქტი. რამდენი ვარიაციის წარმოება და გატანა შეიძლება... თან სახელიც ადვილად დასამახსოვრებელი აქვს: chacha ან чача.

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 00:36
ჩემმა დამ გააკეთა გუშინ ნაიტყემლეიში ტყემალი, ე.ი. კუჭი გამიხდა ჭმაჭივით, ისე მივაძეხი ამ ტყემალს. თან ეს ახალი კატოფილიც რო შემოვიდა ჯინაზე ? biggrin.gif ძმაკაცი მყავს ერთი, გია ჯაფარიძე, ტყემალს განსხვავებული სასმისებით სვამდა, აიღებდა და დედაჩემის ნახელავ ტყემალს ყანწით ჩაათქიშინებდა (ღვინოს მაინცდამაინც არ ეტანებოდა, ტყემალს ერჩოდა მაინცდამაინც). რაჭულ-იმერული ტყემალით განებივრებული ვიყავი მთელი ცხოვრება, მარა მამაჩემის ბიცოლა, კახელი მარო აკეთებდა კაი კახურ, ტანინიან ტყემააალს!!! იმისდედავატირე... მარადონა, ვან გოგი და ჰომეროსი მონაგონია მაროს ტყემალთან შედარებით biggrin.gif

Posted by: patriciia 7 Jun 2008, 01:07
gabarzgaleba
QUOTE
მარადონა, ვან გოგი და ჰომეროსი მონაგონია მაროს ტყემალთან შედარებით

ოხ, რა ენა გაქ, რა ენა! ტყემლიდან სად წაიყვან კაცს! მხოლოდ შენ შეგიძლია ადამიანს ტყემალთან ბიჩეგლაზაია გერა და ვან-გოგის ფეხსაცმელები გაახსენო! lol.gif 2kiss.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 01:20
patriciia
QUOTE
ოხ, რა ენა გაქ, რა ენა! ტყემლიდან სად წაიყვან კაცს! მხოლოდ შენ შეგიძლია ადამიანს ტყემალთან ბიჩეგლაზაია გერა და ვან-გოგის ფეხსაცმელები გაახსენო! lol.gif 2kiss.gif


ვიცოდი რო ქუთეისლები დააფასებდნენ პირველ რიგში ამ თემას biggrin.gif გკოცნის, გეხვევა, შენი ვალიკო მიზანდარი 2kiss.gif alk.gif

Posted by: (c)TG 7 Jun 2008, 01:47
მე დავლიე ერთხელ 3 თუ 4 კოქტეილის ჭიქა ახალმოხარშული წიტელი ტყემალი, ცხელ-ცხელი

როგორ გადავრჩი დღემდე მიკვირს

დაჟე ნიკორაში რომ ლარიანი ტყემლები იყიდება, ისინიც მიყვარს და დასალევად ვყიდულობ გია ჯაფარიძის არ იყოს biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 02:18
©TG
QUOTE
მე დავლიე ერთხელ 3 თუ 4 კოქტეილის ჭიქა ახალმოხარშული წიტელი ტყემალი, ცხელ-ცხელი

როგორ გადავრჩი დღემდე მიკვირს

დაჟე ნიკორაში რომ ლარიანი ტყემლები იყიდება, ისინიც მიყვარს და დასალევად ვყიდულობ გია ჯაფარიძის არ იყოს biggrin.gif


ცხელს მაინც არაფერი სჯობს. ჩაისავით ვსვამ მეც, ლიმონი მაგას არ სჭირდება და მურაბა biggrin.gif

Posted by: kukuruku 7 Jun 2008, 02:35
gabarzgaleba
არა და ამას წინათ ალუჩის საწებელა გავაკეთე, ტყემალივით კეთდება ისიც, ისეთი რო ყანწით კი არა ბოცით დალევდი, ვან გოგიც დაგავიწყდებოდა და გოგენიც ! biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 02:39
kukuruku
QUOTE
არა და ამას წინათ ალუჩის საწებელა გავაკეთე, ტყემალივით კეთდება ისიც, ისეთი რო ყანწით კი არა ბოცით დალევდი, ვან გოგიც დაგავიწყდებოდა და გოგენიც ! biggrin.gif


მერე აქამდე სად იყავი? biggrin.gif 2kiss.gif აის ტყემალი როგორი იყო იცი, ზემოთ რო ვახსენე...? ზუსტად ატმისხელები იყო, ვენახის ატამი როა, მაგოდენები. დანით ვჭრიდი biggrin.gif

Posted by: PANTALONE 7 Jun 2008, 02:44
სამგრელოდან იყო რაც ყველაზე მოშნი გამისინჯავს/ წითელი

Posted by: kukuruku 7 Jun 2008, 02:44
gabarzgaleba
QUOTE
ზუსტად ატმისხელები იყო, ვენახის ატამი როა, მაგოდენები. დანით ვჭრიდი 

მაგი ალუჩაზე დამყნობილი ტყემალი ყოფილა... ან კიდო ატამზე, რა იცი, რას გოუგებ ამ ნეომიჩურინებს.. biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 02:50
PANTALONE
QUOTE
სამგრელოდან იყო რაც ყველაზე მოშნი გამისინჯავს/ წითელი


სენაკთან ერთი სოფელია, იქა ვარ ნამყოფი ეგეთი წითელი ტყემლის ტევრებში (როშჩებს რო ეძახიან ქართულად biggrin.gif), თან იქვე გოგირდის წყალი ამოდის, ეტყობა იქვე ხარშავენ smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 7 Jun 2008, 02:51
გასტრონოსტალგია დამმართეთ. ცუდები ხართ tongue.gif
აი ესე

biggrin.gif

Posted by: didi bege 7 Jun 2008, 11:54
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

ახალი ტყემალი , კაი ბლომად ომბალო შით და მერე ახალი კვატა მაგაში

ვყმუივააააარ

ლაზარეში როა არ გახსოოვთ, "ტყემლით მაინც სულ სხვააა"

Posted by: Unfinished_Sympathy 7 Jun 2008, 17:41
ტყემააალი მიყვააარს კარტოფილთააან jump.gif ისე ახალი ტყემალი ახლა რომელიც კეთდება გამიგია რომ ზამთრისთVის არ შეინახებაო smile.gif ზამთრისთVის შემოდგომაზე უნდა გაკეთდესო და ვერ მივუხვდი რათა ვითOM jump.gif

Posted by: annak 7 Jun 2008, 18:28
PANTALONE
QUOTE
სამგრელოდან იყო რაც ყველაზე მოშნი გამისინჯავს/ წითელი

მეც , ვთვლი რომ ყველაზე კარგდ ტყემლს წითელსაც და მწვანესაც მეგრელები აკეთებენ. სიცხარე ისეთი აქვს მე რომ მიყვარს.
ბავშობაში ერთ ოჯხთან ვისვენებდით სამეგრელოდან და გამაფრთხილეს ცოტა გასინჯე ცხარეა და არ დაიწვაო.
მახსოვს, რომ პირველი ბოთლი ტყემალე მაშინ დავლიე, იმის შემდეგ "ვსვავ"
ისე ეხლა რატომღაც გადამიყვარდა.

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 21:35
annak
QUOTE
მეც , ვთვლი რომ ყველაზე კარგდ ტყემლს წითელსაც და მწვანესაც მეგრელები აკეთებენ.


თავმდაბალი ადამიანი ვარ, ამიტომ მეგრული ტყემალი არც ვახსენე მაგის გამო biggrin.gif

Posted by: amadeus 7 Jun 2008, 22:41
ზოგზოგიერთებს დღეს ტყემლისკენ არც გაუხედავს biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 23:02
amadeus
QUOTE
ზოგზოგიერთებს დღეს ტყემლისკენ არც გაუხედავს biggrin.gif


ველოდი ამ სიტყვებს biggrin.gif

Posted by: amadeus 7 Jun 2008, 23:08
არაარავარი ტყემალი იყოოოოო



:მეცარგამისინჯავსმევიყოქინძმარი:

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2008, 23:13
amadeus
QUOTE
:მეცარგამისინჯავსმევიყოქინძმარი:


არც ტომატი? biggrin.gif

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 15:33
QUOTE (gabarzgaleba @ 30 May 2008, 23:59 )
hirondelle
QUOTE
ისე ვინმემ თუ იცის სხვაობები, ჩვენს ჭაჭას და იტალიურ გრაპას შორის? ამას ვხმარობ ხდლმე აქ ხანდახან ზამინიწელად, არაუშავს, კარგად მიდის smile.gif


მთავარი სხვაობა ისაა რო ნაღდი გრაპას მწარმოებლებმა იციან როგორ გამოაცალონ სასმელს რახის ზეთები და აცლიან კიდევ, ჭაჭის ქართველმა სპეციალისტებმაც იციან, ოღონდ არ აცლიან. biggrin.gif (ისე, თითოოროლა გამონაკლისიც არსებობს ჩვენტან, კაი მეჭაჭეები). ხო და კიდე, დასტოინი გრაპა იხდება ჭაჭიდან, რომელიც არა ორდინარული ღვინის ნარჩენია (სადაც ჭაჭას მაქსიმალურად წნეხენ), არამედ ხარისხიანი ღვინის, რომელსაც ძირითადად პირველ და მეორე ნაქაჩზე აჩერებენ, აღარ ქაჯავენ (როგორც ჩვენში იტყვიან). ეგეთი მასალისგან დამზადებულ გრაპაში ჯიშური არომატებიც მაგრა იგრძნობა. და რაც მტავარია, იტალიელებმა იმდენად გადაგვიჯოკრეს, რომ იქ ჯიშური გრაპები ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, იყიდება სანჯოვეზეს, მალბეკის, კაბერნეს, ტრებიანოს, მუსკატის, ნებიოლოს და ა.შ. ჯიშების ჭაჭიდან გამოხდილი გრაპა. წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა ჩვენთან რო იშოვებოდეს ქისის, რქაწითლის, საფერავის, ცოლიკოურის, ჩხავერის ჭაჭა!!!

ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიების თემა ცალკე სალაპარაკოა და ამაზე კიდევ და კიდევ დაიწერება.

რაც შეხება ჭაჭის ჯიშურ არომატებს, საქართველოში, ამ მხრივ, ალბათ, პირველი მერცხალია კომპანია "მილდიანის" მიერ შემოთავაზებული ორი პროდუქტი _ "საფერავის ჭაჭა" და "რქაწითელის ჭაჭა". სამწუხაროდ, ეს სიახლე მხოლოდ "მილდიანის" სარეკლამო კატალოგში მაქვს ნანახი. თვითონ პროდუქტი მაღაზიაში ჯერ ვერსად ვიპოვე. არც ისაა ცნობილი ჩემთვის, მილდიანებმა ეს ორი სახეობის არაყი რა ნედლეულზე და როგორი ტექნოლოგიით დაამზადეს. კატალოგში წარმოდგენილი ბოთლის ეტიკეტის ინგლისურენოვან წარწერაზე ფიგურირებდა სიტყვა გრაპაც. ეს ეტყობა ევროპელი მომხმარებლისათვის გაკეთდა, რათა მისთვის უფრო საცნობი იყოს, რასთან აქვს საქმე.

მოკლედ, ქართული ჭაჭამ ამ მიმართულებითაც გადადგა ნაბიჯი და ეს ნაბიჯი უთუოდ დასაფასებელია.

Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2008, 15:48
mekvle
QUOTE
ამ მხრივ, ალბათ, პირველი მერცხალია კომპანია "მილდიანის" მიერ შემოთავაზებული ორი პროდუქტი _ "საფერავის ჭაჭა" და "რქაწითელის ჭაჭა". სამწუხაროდ, ეს სიახლე მხოლოდ "მილდიანის" სარეკლამო კატალოგში მაქვს ნანახი. თვითონ პროდუქტი მაღაზიაში ჯერ ვერსად ვიპოვე. არც ისაა ცნობილი ჩემთვის, მილდიანებმა ეს ორი სახეობის არაყი რა ნედლეულზე და როგორი ტექნოლოგიით დაამზადეს. კატალოგში წარმოდგენილი ბოთლის ეტიკეტის ინგლისურენოვან წარწერაზე ფიგურირებდა სიტყვა გრაპაც. ეს ეტყობა ევროპელი მომხმარებლისათვის გაკეთდა, რათა მისთვის უფრო საცნობი იყოს, რასთან აქვს საქმე.


ეგ არც მე დამილევია და მაგრა მაინტერესებს. მილდიანის ბუკლეტში ისეთი კაი რეზერვები მაქვს ნანახი, მარა ბაზარზე ჯერ არ მინახავს. ისე, მილდიანების მეღვინეს კარგად ვიცნობ, მაიცა ვკითხო ერთი ეგ ჯიშური ჭაჭის ამბავი, თუ რამეა გაგასინჯებ.

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 16:14
QUOTE (gabarzgaleba @ 8 Jun 2008, 14:48 )
მილდიანის ბუკლეტში ისეთი კაი რეზერვები მაქვს ნანახი, მარა ბაზარზე ჯერ არ მინახავს. ისე, მილდიანების მეღვინეს კარგად ვიცნობ, მაიცა ვკითხო ერთი ეგ ჯიშური ჭაჭის ამბავი, თუ რამეა გაგასინჯებ.

საერთოდ, ქარხნული ხარისხის ჭაჭას დღეს ერთი პრობლემა აქვს _ მაღაზიებში არ არის. მხოლოდ ბუკლეტებში, გამოფენებზე და ჰა-ჰა _ "პოპული"-"გუდვილში" თუ ნახავთ.

საოცარია პირდაპირ _ ღვინო იმდენია, თუკი ეს ღვინო ყურძნისგან კეთდება, ჭაჭა სად მიაქვთ _ ყრიან?

დღეს, აგერ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე _ დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში სხვადასხვა ადგილას დაახლოებით ათ მაღაზიაში ვიკითხე _ ჰქონდათ თუ არა ჭაჭა. თითქმის ყველგან ჰქონდათ ე. წ. "ჩამოსასხმელი". რაც შეხება ქარხნულს და ეტიკეტირებულს _ არც ერთგან არ ჰქონდათ. ამ დროს დახლები სავსეა დაბალხარისხიანი ვითომ ხორბლის არაყებით, სინამდვილეში კი _ ტექნიკური სპირტებით.

გამყიდველებს არც კი აქვთ ინფორმაცია, რომ ქარხნულად ჭაჭის არაყის წარმოება შესაძლებელია. იძახიან _ აგერ, ეს არის ჭაჭაო და რაღაც ოთხკუთხა მინის აკვარიუმში ჩასხმულ სითხეზე ათითებენ.

მილდიანების ჭაჭას დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი.

ჭაჭას ჯიშური თვისებების ხაზგასმაში "მილდიანი" მართლაც პიონერია.

ძმებ მილდიანებს ასევე პირველობა ეკუთვნით კიდევ ერთ საქმეში _ ბაზარზე პირველად გამოიტანეს სასაჩუქრე ჭაჭა, რომელიც ყურძნის მტევნის გამოსახულებიან, სპეციალური დიზაინით შექმნილ ბოთლშია ჩამოსხმული. ბუკლეტში როგორც ჩანდა, ბოთლი უბრალო მინისა არ უნდა იყოს.

Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2008, 16:21
mekvle
QUOTE
საერთოდ, ქარხნული ხარისხის ჭაჭას დღეს ერთი პრობლემა აქვს _ მაღაზიებში არ არის. მხოლოდ ბუკლეტებში, გამოფენებზე და ჰა-ჰა _ პოპული-გუდვილში თუ ნახავთ.


რას ერჩი, პოპული მაღაზიაა აბა რაა?

QUOTE
დღეს, აგერ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე _ დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში სხვადასხვა ადგილას დაახლოებით 10 მაღაზიაში ვიკიტხე, ჰქონდათ თუ არა ჭაჭა. თითქმის ყველგან ჰქპნდათ ე. წ. ჩამოსასხმელი ჭაჭა. რაც შეხება ქარხნულს და ეტიკეტირებულს _ არც ერთგან არ ჰქონდათ.


თუ დიდ დიღომში იყავი, ბარემ გუდვილში შეგევლო, რაღაცა მაგ მაღაზიებს მიადექი biggrin.gif (აუ ზუსტად 1 ჭიქა დამრჩა ყვარლიდან ჩამოტანილი თუთის ნაფოტზე დაყენებული ჭაჭა, რა ვქნა, რა ვიღონო? smile.gif)

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 16:49
gabarzgaleba
არა, დღეს უბრალოდ, გამოკითხვა მოვაწყვე, დალევა არ მინდოდა, თორემ გუდვილამდე რაღაა? wink.gif

"გუდვილსა" და "პოპულისაც" არაფერს ვერჩი. პირიქით _ მივესალმები ასეთ მაღაზიებს. მე სხვა პრობლემაზე ვამბობ. თუკი ის 3-4-6-ლარიანი ტექნიკური სპირტები შეაქვთ პატარა მაღაზიებში (მინიმარკეტებში), ჭაჭამ რა დააშავა? თანაც, ვისაც ქარხნული ჭაჭა მოუნდება, მაგალითად, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებს, გამოდის, რომ სპეციალურად გუდვილში უნდა წამოვიდეს იქიდან, ან მეტრო "ახმეტელთან" პოპულიში. რატომ? როდესაც იქვე არსებობს მინიმარკეტები...

მილდიანებს, ასკანელებს, გამტკიცულაშვილებსა და სხვებსა და სხვებს ცოტა უფრო კარგი დისტრიბუცია და აწყობილი მარკეტინგი რომ ჰქონდეთ, ყველგან უნდა მიჰქონდეთ თავიანთი პროდუქტი. სხვა საკითხია, რომ ზოგიერთი კომპანიის წარმოება მცირეა (მაგალითად, ცალკე აღებული ნაფარეულის ძველი მარნის ზაოდში გამოხდილი ჭაჭა მთელ საქართველოს ვერ მოიცავს), მაგრამ ჯამში, ყველა კომპანიის წარმოება რომ ავიღოთ _ მე ზემოთაც დავსვი ეს საკითხი _ თუკი ამდენ ღვინოს ასხამენ, ხომ უნდა დარჩეთ შესატყვისი ჭაჭის დასამზადებელი მასალა? ანუ _ ჭაჭა... და თუ უნდა დარჩეთ, მაშინ მინიმარკეტებამდე რატომ არ მიდის ეს პროდუქტები?

აგერ, კონიაკის მწარმოებელმა "სარაჯიშვილმა" ბოლო დროს სერიოზულად ააწყო სადისტრიბუციო ქსელი. "სარაჯიშვილი" დღეს ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ მაღაზიაშია.







Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2008, 17:17
mekvle
QUOTE
მილდიანებს, ასკანელებს, გამტკიცულაშვილებსა და სხვებსა და სხვებს ცოტა უფრო კარგი დისტრიბუცია და აწყობილი მარკეტინგი რომ ჰქონდეთ, ყველგან უნდა მიჰქონდეთ თავიანთი პროდუქტი.


დისტრიბუცია და მარკეტინგი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ იმ მაღაზიებში მუშტარი არა ყავს მაგ ჭაჭას. ასე შენსავით თუ შევა ვინმე და გამოკითხვებს თუ მოაწყობს, თორე ძვირიანი ჭაჭის მყიდველი მანდ ნაღდად არავინ იქნება. smile.gif

Posted by: kukuruku 8 Jun 2008, 20:36
QUOTE
6-ლარიანი ტექნიკური სპირტები შეაქვთ პატარა მაღაზიებში

გეხანგებუ! boli.gif

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 20:58
QUOTE (gabarzgaleba @ 8 Jun 2008, 16:17 )
mekvle
QUOTE
მილდიანებს, ასკანელებს, გამტკიცულაშვილებსა და სხვებსა და სხვებს ცოტა უფრო კარგი დისტრიბუცია და აწყობილი მარკეტინგი რომ ჰქონდეთ, ყველგან უნდა მიჰქონდეთ თავიანთი პროდუქტი.


დისტრიბუცია და მარკეტინგი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ იმ მაღაზიებში მუშტარი არა ყავს მაგ ჭაჭას. ასე შენსავით თუ შევა ვინმე და გამოკითხვებს თუ მოაწყობს, თორე ძვირიანი ჭაჭის მყიდველი მანდ ნაღდად არავინ იქნება. smile.gif


ეგ მეც ვიფიქრე. თუმცა, მე მაინც არ ვფიქრობ მაგას. აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტად დისტრუბუციისა და მარკეტინგის პრობლემა აქვთ.

თავად განსაჯე _ "სარაჯიშვილი" თუ ამარაგებს ამ მაღაზიებს ე. წ. საშუალო საფასო სეგმენტის _ 18-28 და 36 ლარიან კონიაკებით (110-იანები მართლა არ მინახავს), რატომ არ შეიძლება, მაგალითად, 5,5 და 6,5-ლარიანი (ნაფარეულის ძველი მარანი) და 9-ლარიანი (ასკანელი ძმების "ოქრო") ჭაჭაც იყიდებოდეს იქვე.

კარგი, "სარაჯიშვილი" კონიაკია და ჩავთვალოთ, რომ ამ მაღაზიებს დახვეწილი გემოვნების მომხმარებელი ჰყავს და "სარაჯიშვილის" არც თუ იაფ კონიაკებს იაფფასიან კალბასთან არ მიირთმევენ givi.gif

თუმცა, "გომის" პროდუქტებიც რომ მრავლად არის _ 7 ლარიდან დაწყებული 20 ლარამდე დამთავრებული?!
("გომი" რომ იტყვიან, ყველგან ყრია!)

"ნემიროვის" 11 და 18 ლარიანი არაყებიც ასევე მრავლად რომაა?

და რუსული არაყებიც რომაა, ასეთივე ფასის?

ამ არაყების ფასი სულაც არ არის იაფი. ის მაღაზიებიც, მე რომ გეუბნები, ხანიგური მაღაზიები კი არ არის _ საბჭოთა გასტრონომების აჩრდილები. არა, თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებულ მინიმარკეტებზეც მაქვს საუბარი _ დიდ დიღომში რომ მრავლად გაიხსნა ამ ბოლო დროს და იმ შემორჩენილ საბჭოურ გასტრონომებსაც კი დიდ კონკურენციას უწევენ.

ამიტომ, მე მაინც იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ სწორედ მარკეტინგისა და დისტრიბუციის პრობლემაა. ამ მხრივ, გარდა იმისა, რომ ექსპერიმენტი მოვაწყვე და მაღაზიები ჩამოვიარე, ზოგიერთი სხვა ინფორმაციაც მაქვს დამატებით:

"სარაჯიშვილმა" გასულ წელს სერიოზულად იმუშავა დისტრიბუციის დახვეწაზე. საინტერესო ტაქტიკა აქვს _ ორწყებად აგზავნის სადისტრიბუციო მანქანებს: ჯერ მსუბუქი ავტომანქანებით ჩამოივლიან დისტრიბუტორები მაღაზიებს, გამყიდველებს ეთათბირებიან და მოკლედ, "ბაზარს სწავლობენ" smile.gif მერე ამათ მიერ მიტანილი ინფორმაციის შესაბამისად ქალაქში გადის კონიაკით დატვირთული სადისტრიბუციო მიკროავტობუსები და "პოპული"-"გუდვილის" გარდა, მრავალ მინიმარკეტსაც ამარაგებენ.

ასევე იქცევა "გომიც", რომელსაც არანაკლებ კარგად აქვს აწყობილი სადისტრიბუციო საქმე. შეიძლება ითქვას _ ამ კუთხით, ქართული ალკოჰოლური სასმელებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ნემიროვის" წარმომადგენლობაც ასევე არ არჩევს დიდ და პატარა მაღაზიებს.

რაც შეეხება ჭაჭას და მის დისტრიბუციას, აქ ძალიან ცუდად არის საქმე და ეს მარტო დისტრიბუცია-მარკეტინგის პრობლემა არ არის. PR-ის პრობლემაცაა (თუმცა კი ესეც მარკეტინგის შემადგენელი ნაწილია).

"ნაფარეულის ძველ მარანს", რომლებთანაც მე მქონდა ურთიერთობა და ვიცი მაგათი პრობლემები, კიდევ კარგად აქვს დისტრიბუციის საქმე დაყენებული. ეს იმიტომ, რომ მთელი დისტრიბუცია "ნიკორას" გადააბარა და "ნიკორას" ქსელში ყველგან ნახავთ "ნაფარეულის ძველი მარანის" ორნაირ ჭაჭას, ასევე მის რამდენიმე დასახელების ღვინოსაც. მილდიანებთანაც (ლევან მილდიანთან) მქონდა საუბარი ამ თემებზე და მაგათი პრობლემატიკაც ვიცი. მათ ადრე ძირითადი აქცენტი რუსეთის ბაზარზე ჰქონდათ გადატანილი და სამამულო და ევროპის ბაზარზე მუშაობას ახლა იწყებენ.

აი, შენ რომ წერდი სხვა თემაში _ ონიშენკოს ძეგლი უნდა დავუდგათო, ეგ ძალიან კარგი იდეაა.

აგერ, ნახავ შენ _ მომავალ გამოფენებზე როგორი გაუმჯობესებული ხარისხის ჭაჭა ექნებათ წარმოდგენილი ქართულ კომპანიებს. დისტრუბუცია-მარკეტინგ-პიარსაც ისწავლიან.

Posted by: hirondelle 8 Jun 2008, 21:04
mekvle
მე ვფიქრობ ჭაჭა რომ გაიყიდოს სამამულო არაყზე ძვირი არ უნდა ღირდეს.....

Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2008, 21:15
mekvle
QUOTE
ეგ მეც ვიფიქრე. თუმცა, მე მაინც არ ვფიქრობ მაგას.


რაღაც წინააღმდეგობაა ამ წინადადებაში biggrin.gif 2kiss.gif

უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ რეალურად მაგხელა რაოდენობის პროდუქცია არცა აქვთ შენს მიერ ჩამოთვლილ კომპანიებს, სწორედ მაგიტომაც, ყველას ტავისი პარტნიორი ყავს, ნაფარეული მარტო ნიკორაში ყიდის, ვიღაცა კიდე სადღაც და ა.შ. ამასწინათ ჯორჯაძის ღვინის საწარმოს (ვაინმენი) ვკითხე, ქართულ ბაზარზე რატო არა ხართ მეთქი? უცხოეთიდან შეკვეთას (ძირითადად ალბათ უკრაინა იგულისხმებოდა) ვერ ვაკმაყოფილებთ და აქ რა გვინდაო. ანუ აქ მაგათი ღვინო (შეიძლება ითქვას, არაუშავს ღვინო) საერთოდ არ გაყიდულა, უკრაინული ბაზარი ურჩევნიათ და ღმერთმა შეარგოთ. ექსპორტი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს, ისევე როგორც ტურისტული ქვეყნად ჩამოყალიბება ნამდვილად არაა საამაყო, პირიქით.

ქართველ მომხმარებლისთვის თავის მოწონებას ერთიორი გამონაკლისის გარდა არავინ ცდილობს, რაც კომპანიების ბრალიცაა და მომხმარებლისაც.

hirondelle

აჰა, დაიწყო ჩემპიონატი დროშაც გამოჩნდა biggrin.gif ე.ი. ხვალ მედაშენ უნდა დავიწყვიტოთ ნერვები.

Posted by: hirondelle 8 Jun 2008, 21:21
gabarzgaleba
QUOTE
აჰა, დაიწყო ჩემპიონატი დროშაც გამოჩნდა  ე.ი. ხვალ მედაშენ უნდა დავიწყვიტოთ ნერვები

ბედნიერი ციებ ცხელების თვე იქნება, თან იტალიურ რესტოებში ვუყურებ ხოლმე და ეს ვაფშე ამძაფრებს სიტუაციას biggrin.gif დაე ვინც ძლიერია იმან გაიმარჯვოს....

ვა როდის მოვა ხვალინდელი დღე .........

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 22:41
QUOTE (gabarzgaleba @ 8 Jun 2008, 20:15 )
mekvle
QUOTE
ეგ მეც ვიფიქრე. თუმცა, მე მაინც არ ვფიქრობ მაგას.


რაღაც წინააღმდეგობაა ამ წინადადებაში biggrin.gif 2kiss.gif

უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ რეალურად მაგხელა რაოდენობის პროდუქცია არცა აქვთ შენს მიერ ჩამოთვლილ კომპანიებს, სწორედ მაგიტომაც, ყველას ტავისი პარტნიორი ყავს, ნაფარეული მარტო ნიკორაში ყიდის, ვიღაცა კიდე სადღაც და ა.შ. ამასწინათ ჯორჯაძის ღვინის საწარმოს (ვაინმენი) ვკითხე, ქართულ ბაზარზე რატო არა ხართ მეთქი? უცხოეთიდან შეკვეთას (ძირითადად ალბათ უკრაინა იგულისხმებოდა) ვერ ვაკმაყოფილებთ და აქ რა გვინდაო. ანუ აქ მაგათი ღვინო (შეიძლება ითქვას, არაუშავს ღვინო) საერთოდ არ გაყიდულა, უკრაინული ბაზარი ურჩევნიათ და ღმერთმა შეარგოთ. ექსპორტი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს, ისევე როგორც ტურისტული ქვეყნად ჩამოყალიბება ნამდვილად არაა საამაყო, პირიქით.

ქართველ მომხმარებლისთვის თავის მოწონებას ერთიორი გამონაკლისის გარდა არავინ ცდილობს, რაც კომპანიების ბრალიცაა და მომხმარებლისაც.

hirondelle

აჰა, დაიწყო ჩემპიონატი დროშაც გამოჩნდა biggrin.gif ე.ი. ხვალ მედაშენ უნდა დავიწყვიტოთ ნერვები.


ჰო, მაგ წინადადებას ცოტა რედაქტირება სჭირდება wink.gif

თუმცა, ხომ მიმიხვდი... smile.gif

აი, ახლა რასაც ამბობ, ეგ 100 %-იანია. ზუსტი დიაგნოზი დასვი! სწორედ ეგ არის მიზეზი, თუ რატომ ვეძებთ და ვერ პოულობთ სამამულო მაღაზიების დახლებზე საუკეთესო ქართულ პროდუქციას. სამაგიეროდ ოხრად გვაქვს კარბიდის არაყები, ტექნიკურ სპირტებზე დამყაყებული სასმელები და ამ ყველაფრის გამო დაჭიავებულ-დაცეროზიანებული ღვიძლები.

რაც შეეხება უკრაინას, მე როგორც ვიცი, იქ ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. ამიტომ რაც კი რუსეთიდან ფალსიფიცირებული პროდუქცია დაბრუნდა, ყველა იქ გადაისროლეს. თუმცა, მე გული მიგრძნობს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან უკრაინელებსაც ყელში ამოუვათ ჩვენი ძვირფასი ფეკალიები.

რა თქმა უნდა, ამას ყველა კომპანიაზე არ ვამბობ. თუმცა, ამჟამად სწორედ ამ კომპანიების წარმომადგენლებიდან მიღებულ ინფორმაციას ვავრცელებ.

მოკლედ, ასე შევთანხმდით:
თბილისის მაღაზიებში ეტიკეტირებული მაღალი ხარისხის ჭაჭას იმიტომ ვერ ვპოულობთ, რომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებმა სამამულო ბაზრისთვის ჯერ ვერ მოიცალეს. ისინი უფრო ექსპორტს აწვებიან და საქართველოსთვის იმდენად მცირე რაოდენობის პროდუქცია რჩებათ, რომ მხოლოდ "გუდვილ"-"პოპულებში" ჩამოსარიგებლად ყოფნით.

Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2008, 22:46
mekvle
QUOTE
თუმცა, მე გული მიგრძნობს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან უკრაინელებსაც ყელში ამოუვათ ჩვენი ძვირფასი ფეკალიები.


იმედია მანდაც მალე მოეღება ბოლო ამ დარმაედ ბიზნესს smile.gif

QUOTE
მაღაზიებში ეტიკეტირებული მაღალი ხარისხის ჭაჭა იმიტომ არა გვაქვს, რომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებმა სამამულო ბაზრისთვის ჯერ ვერ მოიცალეს. უფრო ექსპორტს აწვებიან და საქართველოსთვის იმდენად მცირე რაოდენობის პროდუქცია რჩებათ, რომ მხოლოდ "გუდვილ"-"პოპულებში" ჩამოსარიგებლად კმარა.


ეზოპეს იგავარაკის მორალივითაა biggrin.gif

Posted by: mekvle 8 Jun 2008, 22:52
QUOTE (hirondelle @ 8 Jun 2008, 20:04 )
mekvle
მე ვფიქრობ ჭაჭა რომ გაიყიდოს სამამულო არაყზე ძვირი არ უნდა ღირდეს.....

ერთი ეგ გვითხარი _ "სამამულო არაყი" რა არის?
ჭაჭა პარაგვაისაა?

Posted by: Zmuzu 8 Jun 2008, 22:56
gabarzgaleba
გაუმარჯოს!
ფირმენი ჭაჭა არც ერთი არ მომეწონა. გემო ჭაჭისა აქვს, მაგრამ ჯიგარი აკლია

Posted by: lasha_alo 8 Jun 2008, 23:02
მეკვლე
QUOTE
ნეტავ, ის 40-ლარიანი ჭაჭა თუ განსხვავდება ხარისხით ჩვეულებრივი კახელი გლეხის მიერ "ზაოდში" გამოხდილი ჭაჭისაგან, ან ორნახადი იმერული "ოტკისგან"

ნატურალნი ლუჩშე. smile.gif
მატისი
QUOTE
ვგიჟდები ჭაჭის გამოხდის პროცედურაზე

სიცხეში მთლად გასაგიჟებელი არაა smile.gif

Posted by: Zmuzu 8 Jun 2008, 23:07
lasha_alo
QUOTE
სიცხეში მთლად გასაგიჟებელი არაა 

ზატო დალევ და აღარ გცხელა

Posted by: PROLETARIATI 9 Jun 2008, 00:09
დღეს მე და ქართული არასამთავრობო სექტორის ახალი თაობის ერთ-ერთმა კორიფემ პოლონური არაყი, "ვარიაკა" დავლიეთ. ნამეტანი კარგი იყო ღმერთმანი... თუმცა, საქმე საქმეზე თუ მიდგება, მე მაინც უფრო ძლიერ არაყს (თუნდას ასკანელების ჭაჭას) ვამჯობინებ. უფრო იაფიცაა და დაშხოშიანიც. არაყმა თუ არ დაგჭყანა, რა არაყია?! biggrin.gif

Posted by: hirondelle 9 Jun 2008, 00:30
mekvle
QUOTE
ერთი ეგ გვითხარი _ "სამამულო არაყი" რა არის?
ჭაჭა პარაგვაისაა?

მე სამამულო წარმოების კლასიკურ ხორბლის არაყზე მაქვს საუბარი, ანუ შირპატრებზე.....

Posted by: gabarzgaleba 9 Jun 2008, 01:18
PROLETARIATI
QUOTE
დღეს მე და ქართული არასამთავრობო სექტორის ახალი თაობის ერთ-ერთმა კორიფემ პოლონური არაყი, "ვარიაკა" დავლიეთ. ნამეტანი კარგი იყო ღმერთმანი... თუმცა, საქმე საქმეზე თუ მიდგება, მე მაინც უფრო ძლიერ არაყს (თუნდას ასკანელების ჭაჭას) ვამჯობინებ. უფრო იაფიცაა და დაშხოშიანიც. არაყმა თუ არ დაგჭყანა, რა არაყია?! biggrin.gif


რადროის მესიჯებია შე კაცო, თან ეგეთი გულისმომკვლელი შინაარსის? არა გრცხვენიან? biggrin.gif 2kiss.gif alk.gif

Posted by: mekvle 9 Jun 2008, 01:43
QUOTE (hirondelle @ 8 Jun 2008, 23:30 )
mekvle
QUOTE
ერთი ეგ გვითხარი _ "სამამულო არაყი" რა არის?
ჭაჭა პარაგვაისაა?

მე სამამულო წარმოების კლასიკურ ხორბლის არაყზე მაქვს საუბარი, ანუ შირპატრებზე.....

ანუ _ კლასიკურ შირპატრებზე... gigi.gif მაგ ფსევდოარაყებს "კლასიკური" ვინ დაარქვა, ძალიან მაინტერსებს.

მერედა სად შირპატრების ფასი და სად ნამდვილი არაყისა? რაც ძვირფასია, ძვირი უნდა ღირდეს. ხოლო რაც იაფია, ჩირის ფასი უნდა ჰქონდეს _ გაიაფებულ ტურფასავითა.

აბა, საცოდაობა არ იქნება, ვაზის ნაჟურ ჭაჭასა და ტექნიკური სპირტის პროდუქტს ერთნაირი ფასი ჰქონდეს?

არ ვიცი, მოკლედ, მე ჭაჭას ვანიჭებ უპირატესობას და სიმართლე გითხრათ, საქართველოში ეს სასმელი უფრო კლასიკურია, ვიდრე რაღაც ოხრობები.

Posted by: hirondelle 9 Jun 2008, 01:56
mekvle
ამაში ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ როგორ გინდა არყის მომხმარებელი..; გადმოიყვანო ტრადიციულ ჭაჭაზე?

მემგონი აქ შორს გათვლილი მარკეტინგული პოლიტიკის გატარება იქნება საჭირო, რომ ქარხნულმა ჭაჭამ თავის ადგილი დაიკავოს ბაზარზე...

თორემ არყის კონკურენციას ვერ გაუძლებს (ამის ბევრი მიზეზები არსებობს) smile.gif

Posted by: mekvle 9 Jun 2008, 02:16
hirondelle
gabarzgaleba
აჰა, ისევ მარკეტინგს და პიარს მივადექით.

ჩემი აზრით, ქართველი მომხმარებლის "ჭაჭაზე გადმოყვანა" ძალიან ადვილია, რადგანაც ის შინაგანად ჭაჭას მომხმარებელი უფროა, ვიდრე შირპატრებისა და კარბიდის არაყებისა. ოღონდაც, საჭიროა მისი მეობის, თუ ჯიგარის, თუ რა ვიცი, რისი, გაღიზიანება (კარგი გაგებით)... ასევე _ მისი მიძინებული ისტორიული მეხსიერების (ასეთი რამ ნამდვილად არსებობს) გაღვიძება... ასევე... მოკლედ wink.gif კარგი პიარია საჭირო _ პ ი ა რ ი !.

P.S. სულ დამავიწყდა wink.gif პიარი პიარად და კარგი პროდუქტებია საჭირო პირველ რიგში. თუ პროდუქტი უვარგისია, მის გაპიარებას არანაირი აზრი არ ექნება. ასე რომ _ ჯერ კარგი პროდუქტი, მერე _ კარგი პიარი.

Posted by: gabarzgaleba 9 Jun 2008, 02:25
mekvle
QUOTE
აბა, საცოდაობა არ იქნება, ვაზის ნაჟურ ჭაჭასა და ტექნიკური სპირტის პროდუქტს ერთნაირი ფასი ჰქონდეს?


შენ რა, გგონია კარგი ხორბლის არაყი ჭაჭაზე ნაკლებია? გრეი გუსი, სტალიჩნაია გოლდი ან ელიტი, კეტელ ვანი, ფრანგებიც კი, პოლონელები, შვედები და ფინელები იცი რა სასწაულებს აკეთებენ? ტანგოს ცეკვავენ არაყთან biggrin.gif მერწმუნე, ეგეთი ხარისხის არაყი ჭაჭისგან არასდროს ჩამოსხმულა, ჭაჭას და გრაპას, განსაკუთრებით ხილის არაყს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი ეგეთ ხარისხამდე, ბოლობოლო მასალაა სხვა, ხორბლის არაყი ყოველთვის სამაგალითოა მაგ ამბავში.

hirondelle
QUOTE
ამაში ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ როგორ გინდა არყის მომხმარებელი..; გადმოიყვანო ტრადიციულ ჭაჭაზე?


ძაან ძნელია ევროპელების გადმოყვანა, თუმცა კაი კულტურულ ფონს თუ შევქმნით, დედას ვუტირებთ. უბრალოდ ერთია სამწუხარო რო საქართველოში გლეხობასთან ასოცირდება ჭაჭა და ბევრი შრომა დაჭირდება ელიტამდე აყვანას.

Posted by: hirondelle 9 Jun 2008, 02:28
mekvle
QUOTE
კარგი პიარია საჭირო _ პ ი ა რ ი !.


და დონის მიხედვით ფასების გრადაცია (როგორც კონიაკს), მაგრამ ყველაზე იაფიც კაი დასალევი უნდა იყოს biggrin.gif

Yან გარეგნული სტილის ჩამოყალიბება აუცილებელია, ამის გადაღება გრაპას ბოთლებისგან და ეტიკეტებისგან პირდაპირ შეიძლება (ძაან მაგარიაà

თუმცა შეიძლება შეირჩეს ტეკილას აგრესიული სტილი ან გრაპას დაXვეწილი, არისტოკრატიული......

Posted by: mekvle 9 Jun 2008, 02:38
hirondelle
"პირდაპირ" გადაღება არაფრის არ შეიძლება. თუმცა, კონკურენტებისგან ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს. ბოთლის დიზაინზე უკვე მუშაობენ ქართველი კომპანიები (ისევ და ისევ დიდება დიდ ონიშენკოს!), ასევე _ ეტიკეტზეც. დახვეწილ სტილს მაინც დრო უნდა. კიდევ უფრო მეტი დრო უნდა ხარისხს. საფასო სეგმენტებზე თამაში კი დაამუღამეს, მაგრამ ახლა ის დროა, მომხმარებელმა რომ უნდა გადაწყვიტოს, რა განსხვავებაა 40-ლარიან და 9 ლარიან ჭაჭას შორის. სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, იმუშავებენ შინაარსობლივ სტილზეც. ეს მთელი ხელოვნებაა. ტარო-ვაინმა მაგალითად ჩამოასხა ჭაჭა, რომელშიც რამდენიმე ყურძნის მარცვალი იყო ჩაგდებული. მართალია, ვერ გავსინჯე, მაგრამ თავისთავად ეს კარგი გარეგნული ეფექტია. აი, ასეთ გარეგნულ და შინაარსობლივ ეფექტებზე წავა აუცილებლად მუშაობა.
* * *
gabarzgaleba
არა, რას ამბობ, ხორბლის არაყზე დაბალი წარმოდგენისა სულაც არა ვარ. თუმცა, კარგი ხორბლის არაყი, ფაქტობრივად, არც გამისინჯავს. ჩემი რადიკალიზმი ეხება ქართულ ხორბლის არაყებს, რომელთა უმეტესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მე, მაგალითად, ამ აცეტონისსუნიან სასმელებს საერთოდ ვერ ვსვამ. ამ მხრივ, თვით ყველაზე პოპულარული "გომის" იაფ საფასო სეგმენტზე გათვლილ არაყებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ. ელემენტარულად, შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ _ აიღოთ "გომის" 8-ლარიანი არაყი და "ნემიროვის" 11 ლარიანი. ფასში კი ცოტა განსხვავებაა, მაგრამ ხარისხში განსხვავება დიდ უფსკრულს გვაჩვენებს. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი, რასაც შედარებისას ადვილად იგრძნობთ, სწორედ ის სპეციფიკური აცეტონის სუნი და გემოა, რომელიც "გომმა" ვერა და ვერ მოიშორა. არადა, ბოთლების დიზაინი გააუმჯობესა, ამას კარგად ვხედავთ.

Posted by: annak 9 Jun 2008, 10:16
QUOTE
თავმდაბალი ადამიანი ვარ, ამიტომ მეგრული ტყემალი არც ვახსენე მაგის გამო

მეც, თქვენს თავმდაბლობას მივაწერე ეს ამბავი. yes.gif
თორე მეგრული ტყემალი ვისაც გაუსინჯავს აუცილებლად აღიარებს მის უპირატესობას. yes.gif

პ.ს. მეგრელებზე ძალიან სასაცილო განცხადება წამაკითხეს, თავს ვერ ვიკავებ აქ ფორუმზე რო არ დავწერო. შესაბამის განყოფილებაში დავწერ თუ მეგრელები ძალიან არ გამინაწყენდნენ.

Posted by: amadeus 9 Jun 2008, 11:05
gabarzgaleba
QUOTE
არც ტომატი?

ყველაზე გვიან მე და შენ შევამჩნიეთ ეგ ორი პუჭურა სატყემლ სატომეტე biggrin.gif
annak
ეს ოფია მაგრამ მაინც biggrin.gif
ვგიჟდები მეგრულ ინგლისურზე gigi.gif

Posted by: PROLETARIATI 9 Jun 2008, 11:09
gabarzgaleba
QUOTE
რადროის მესიჯებია შე კაცო, თან ეგეთი გულისმომკვლელი შინაარსის? არა გრცხვენიან?

რა მესიჯები მახო? ვერ ვხდები დედას გეფიცები...
QUOTE
შენ რა, გგონია კარგი ხორბლის არაყი ჭაჭაზე ნაკლებია? გრეი გუსი, სტალიჩნაია გოლდი ან ელიტი, კეტელ ვანი, ფრანგებიც კი, პოლონელები, შვედები და ფინელები იცი რა სასწაულებს აკეთებენ?

მეც ხშირად ვეუბნები მაგას, მაგრამ მაიც ჭაჭა ჭაჭაო ამბობს.. smile.gif ჭაჭა მართლა დალოცვილია, მაგრამ ხორბლის არყები (გააჩნია ხარისხს) გასხვავებული სუნთქვაა! smile.gif
დიდება მრვალფეროვნებას!


mekvle
QUOTE
არა, რას ამბობ, ხორბლის არაყზე დაბალი წარმოდგენისა სულაც არა ვარ. თუმცა, კარგი ხორბლის არაყი, ფაქტობრივად, არც გამისინჯავს. ჩემი რადიკალიზმი ეხება ქართულ ხორბლის არაყებს, რომელთა უმეტესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

ნიმიროვისა და გომის შედარება რა პონტია? ეგ იგივეა მოსკვიჩი ფერარს რომ შეადარო და იძახო, ფერარი მაინც სულ სხვააო... biggrin.gif

Posted by: annak 9 Jun 2008, 11:12
amadeus
QUOTE
ვგიჟდები მეგრულ ინგლისურზე 


gigi.gif
შენ ბათუმური ინგლისური არ გინახავს და იმიტომ.
მართლა შედევრებია.

Posted by: mekvle 9 Jun 2008, 11:23
QUOTE (PROLETARIATI @ 9 Jun 2008, 10:09 )

QUOTE
შენ რა, გგონია კარგი ხორბლის არაყი ჭაჭაზე ნაკლებია? გრეი გუსი, სტალიჩნაია გოლდი ან ელიტი, კეტელ ვანი, ფრანგებიც კი, პოლონელები, შვედები და ფინელები იცი რა სასწაულებს აკეთებენ?

მეც ხშირად ვეუბნები მაგას, მაგრამ მაიც ჭაჭა ჭაჭაო ამბობს.. smile.gif ჭაჭა მართლა დალოცვილია, მაგრამ ხორბლის არყები (გააჩნია ხარისხს) გასხვავებული სუნთქვაა! smile.gif
დიდება მრვალფეროვნებას!


mekvle
QUOTE
არა, რას ამბობ, ხორბლის არაყზე დაბალი წარმოდგენისა სულაც არა ვარ. თუმცა, კარგი ხორბლის არაყი, ფაქტობრივად, არც გამისინჯავს. ჩემი რადიკალიზმი ეხება ქართულ ხორბლის არაყებს, რომელთა უმეტესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

ნიმიროვისა და გომის შედარება რა პონტია? ეგ იგივეა მოსკვიჩი ფერარს რომ შეადარო და იძახო, ფერარი მაინც სულ სხვააო... biggrin.gif

ნემიროვისა და გომის შედარება მართლაც უადგილო იქნებოდა, რომ არა ამის ერთი აუცილებელი მიზეზი _ აქ საუბარი სამამულო ხორბლის არაყებზე იყო, რომლებსაც ჩვენი მსმელი და დამრტყმელი მოსახლეობა ერთი შეხედვით უპირატესობას ანიჭებს ჭაჭასთან შედარებით (ფაქტი ფაქტად რჩება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მაინც გასარკვევია და საკვლევია).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ჩემი კრიტიკა აქ მხოლოდ სამამულო ხორბლის არაყებს ეხება და არა ზოგადად ხორბლის არაყს.

Posted by: gabarzgaleba 9 Jun 2008, 13:18
PROLETARIATI
QUOTE
რადროის მესიჯებია შე კაცო, თან ეგეთი გულისმომკვლელი შინაარსის? არა გრცხვენიან?

რა მესიჯები მახო? ვერ ვხდები დედას გეფიცები...


ვა ზნაჩიტ რაღაც შემეშალა. მე მაპატიე smile.gif

QUOTE
ნიმიროვისა და გომის შედარება რა პონტია? ეგ იგივეა მოსკვიჩი ფერარს რომ შეადარო და იძახო, ფერარი მაინც სულ სხვააო... biggrin.gif


მე უფრო მასკვიჩსა და ნოლსემს შევადარებდი biggrin.gif

mekvle
QUOTE
არა, რას ამბობ, ხორბლის არაყზე დაბალი წარმოდგენისა სულაც არა ვარ. თუმცა, კარგი ხორბლის არაყი, ფაქტობრივად, არც გამისინჯავს.


არადა ძალიან შორს არიან წასულები, ძალიან. უკვე ვარსკვლავებს ეთამაშებიან, აუცილებლად გასინჯე ჯარგი ხორბლის არაყი.

QUOTE
ამ მხრივ, თვით ყველაზე პოპულარული "გომის" იაფ საფასო სეგმენტზე გათვლილ არაყებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ.


ეგენი სჯობს არც ვახსენოთ.

Posted by: (c)TG 9 Jun 2008, 13:40
amadeus
annak
აი ვიღაცამ დაწერა ადრე ბათუმში რესტორნის მენიუდან: cow language = საქონლის ენა

Posted by: mekvle 9 Jun 2008, 14:33
QUOTE (gabarzgaleba @ 9 Jun 2008, 12:18 )


QUOTE
ნიმიროვისა და გომის შედარება რა პონტია? ეგ იგივეა მოსკვიჩი ფერარს რომ შეადარო და იძახო, ფერარი მაინც სულ სხვააო... biggrin.gif


მე უფრო მასკვიჩსა და ნოლსემს შევადარებდი biggrin.gif

თუ ეროვნული ნიშნით თუ ადარებთ, მაშინ "კაზი" და "ნივა" გამოდის givi.gif

Posted by: August 9 Jun 2008, 14:35
იცოდეთ, ჩემი ცოდვა მოგეკითხებათ!

კინაღამ დამახრჩო ნერწყვმა lol.gif

2kiss.gif

Posted by: gabarzgaleba 9 Jun 2008, 14:45
mekvle
QUOTE
თუ ეროვნული ნიშნით თუ ადარებთ, მაშინ "კაზი" და "ნივა" გამოდის givi.gif


კი, ეგრეა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 9 Jun 2008, 14:52
ნელ-ნელა ტყემლიან კერძებზეც გადავიდეთ, აქ წინა გვერდზე ერთმა ღვთისნიერმა ახსენა ბატი ტყემალში, ხოდა მეც მახსენდება ბიცოლაჩემ ლალის "ქათამი რტყმლით" (მამაჩემი ეძახდა ასე biggrin.gif), სამტრედიული მჭადი (ბელარუსის პაკრიშკასავით მჭადი, დანით დასაჭრელი) და მისი ჯანი biggrin.gif

Posted by: amadeus 9 Jun 2008, 15:05
©TG
QUOTE
cow language = საქონლის ენა

lol.gif lol.gif lol.gif
მაგას გოუხმეს ის ენა biggrin.gif
gabarzgaleba
QUOTE
სამტრედიული მჭადი (ბელარუსის პაკრიშკასავით მჭადი

gigi.gif
ისე მე პირადად ტყემალს ყველაფერზე მივირთმევ.
ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა, დილით როდესაც ავდექით
ჩაი უნდა დაგველია დედაჩემს ლობიანები დაეცხო ხოდა
გადავფურჩქნე biggrin.gif ეს ლობიანი ჩავდე შიგნით ყველი,
ჩავასხი ტყემალი და ბოლო დარტყმა იყო მაგარი, ჩემი მეუღლის
გაფართოებული თვალები, მე კი ვაგრძელებ მშვიდად biggrin.gif
და ბოლოს ხილფაფაც ვატაკე biggrin.gif
ხომ წარმოგიდგენიათ ტყემალი, ლობიანი, ყველი და ხილფაფას biggrin.gif
ჰამბურგერივით ერთად შეკრულ რომ დაინახავდა, ახალმოყვანილი გოგო,
რა წარმოდგენა დარჩებოდა საბოლოოდ ჩემზე gigi.gif


Posted by: mekvle 10 Jun 2008, 15:54
საინტერესო ინფორმაცია "თელიანი ველის" ვებ-გვერდიდან:

http://www.telianivalley.com/cms/news_view.php?id=80&lang=ge

კომპანია “თელიანი ველი” წლის ბოლომე 20 ათასი ბოთლი “ჭაჭის” რეალიზაციას გეგმავს

კომპანია “თელიანი ველი”-ს ახალი პროდუქტი “ჭაჭა” წარმატებული აღმოჩნდა; წლის ბოლომე კომპანია 20 ათასი ბოთლი “ჭაჭის” რეალიზაციას გეგმავს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება; “ჭაჭა” კომპანიამ პირველად 2006 წელს ჩამოასხა და ამავე წელს დაგეგმილი 5 ათასი ბოთლის ნაცვლად, 10 ათასი ბოთლის რეალიზაცია მოახერხა; “ჭაჭას” კომაპანია ღვინის გამოხდის შედეგად აწარმოებს, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძნისგანაა დამზადებული; პროდუქტის ფასი დახლზე 22-24 ლარია; წელს კომპანიამ “ჭაჭა” პირველად ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში გაიტანა. 2007 წლის ბოლომდე ექსპორტი 5 ათას ბოთლს გაუტოლდება; “ჭაჭას” “თელიანი ველი”-ს გაყიდვებში 2% უკავია.

Posted by: gabarzgaleba 10 Jun 2008, 16:09
mekvle

კარგია თელიანის ჭაჭა, მომწონს. ნაფარეული-ნიკორას ჭაჭაც კარგია, ცოტა მეტად ცხარეა, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელია, მთავარია ჩვენ ვიყოთ ტკბილად biggrin.gif შენი სტატია ხო არსად დაბეჭდილა, ამ ნომერში მინდა გაშვება.

Posted by: mekvle 10 Jun 2008, 16:12
აი, ეს კიდევ "ბინეხის" ვებ-გვერდიდან:

www.binekhi.ge/georgian/products/


ჭაჭა კლასიკი

ორიგინალური ყურძნის ჭაჭა მზადდება ღვინის ორმაგი გამოხდით, რომლის ფერმენტაცია ხდება ჩენჩოზე, კონტროლირებად ტემპერატურაზე. ახასიათებს ჰარმონიული გემო და განუმეორებელი არომატი ისეთი ქართული ვაზის ჯიშებისა, როგორიცაა მწვანე და რქაწითელი. მიირთვით გაცივებული.
ალკოჰოლი — 43%

ჭაჭა "ბინეხი ოქრო"

ორიგინალური ყურძნის ჭაჭა "ბინეხი ოქრო" მზადდება ღვინის ორმაგი გამოხდით. შემდეგ ხდება მისი დავარგება მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში. მას ახასიათებს ჰარმონიული გემო და მინდვრის ყვავილების სასიამოვნო არომატი.

www.binekhi.ge/georgian/products/

ჭაჭა "ბინეხი ტარხუნი"
ორიგინალური ყურძნის ჭაჭა "ბინეხი ტარხუნი" მზადდება ღვინის ორმაგი გამოხდით და ნატურალური ტარხუნის ნაყენის დამატებით. მას ახასიათებს ჰარმონიული გემო და ცივი არომატი.

www.binekhi.ge/georgian/products/

მე მგონი, ეს უკანასკნელი სწორედ ის ჭაჭა უნდა იყოს, ენაგადმოგდებულები რომ ვეძებთ მაღაზიებში და ვერ ვპოულობთ... ანუ _ სიღნაღში რომ პირველი ადგილი აიღო.
* * *
QUOTE (gabarzgaleba @ 10 Jun 2008, 15:09 )
mekvle

კარგია თელიანის ჭაჭა, მომწონს. ნაფარეული-ნიკორას ჭაჭაც კარგია, ცოტა მეტად ცხარეა, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელია, მთავარია ჩვენ ვიყოთ ტკბილად biggrin.gif  შენი სტატია ხო არსად დაბეჭდილა, ამ ნომერში მინდა გაშვება.

რა თქმა უნდა, არსად დაბეჭდილა. შენს ვერდიქტს ველოდები. თუ ამ ნომერში იბეჭდება, ლონგიშვილის ფოტოები უნდა მოგაწოდო როგორმე. პრობლემა ის არის, რომ მეილით ვერ გიგზავნი _ დიდია sad.gif

Posted by: hirondelle 10 Jun 2008, 16:23
gabarzgaleba
mekvle
ნერწყვებს ვყლაპავ biggrin.gif ნერწყვებს.........................!!!!

Posted by: mekvle 10 Jun 2008, 16:26
QUOTE (Zmuzu @ 3 May 2008, 16:39 )
ყველაზე კარგი ჭაჭა გამოდის ღვინისგან, თუ გაიმეტებ ღვინოს

მართალი ყოფილა აგი კაცი, რომ გვეუბნებოდა _ ღვინოსგან იხდება კარგი ჭაჭაო. აგერ, "თელიანისა" და "ბინეხის" ჭაჭა სწორედ ასეა დამზადებული...

Posted by: gabarzgaleba 10 Jun 2008, 16:45
hirondelle
QUOTE
ნერწყვებს ვყლაპავ biggrin.gif ნერწყვებს.........................!!!!


გრაპა მაინც დალიე, თანაც ორივესა გვაქვს დალევის საფუძველი გუშინდელი თამაშის მერე biggrin.gif alk.gif

mekvle
QUOTE
მართალი ყოფილა აგი კაცი, რომ გვეუბნებოდა _ ღვინოსგან იხდება კარგი ჭაჭაო. აგერ, "თელიანისა" და "ბინეხის" ჭაჭა სწორედ ასეა დამზადებული...


კი ბატონო, უფრო კაი გამოდის მარა, ეგ რო მთლად ჭაჭა არაა?

ლონგიშვილის ფოტოები რომელიმე სერვერზე ატვირთე, შედი alldrives.ge-ზე, ან ათას სხვა ასატვირთ სერვერზე bin.ge link.ge და ა.შ. და ლინკი გადმომიგდე, უმარტივესი გამოსავალია.

Posted by: mekvle 10 Jun 2008, 16:46
hirondelle
არადა, ვინ იცის, როდის ჩამოაღწევენ ბელგიამდე smile.gif მანამდე _ ისევ გრაპა და მისი ჯანი wink.gif
* * *
QUOTE (gabarzgaleba @ 10 Jun 2008, 15:45 )
კი ბატონო, უფრო კაი გამოდის მარა, ეგ რო მთლად ჭაჭა არაა?

ლონგიშვილის ფოტოები რომელიმე სერვერზე ატვირთე...

ლონგიშვილის ფოტოები გამოვგზავნე. კიდევ ერთხელ ვცადე და ახლა მიება მშვენივრად. მოკლედ, ახლა მთელი სტატია შენთან არის დაბინავებული და უკვე იმედიანად ვარ. დანარჩენი შენ იცი.

რაც შეეხება ღვინისგან გამოხდილ "ჭაჭას" _ მართალი ხარ შენ _ ეგ მთლად ჭაჭა არ არის. აი, ამაზე ალბათ უნდა ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ პატენტი არავის აქვს ჭაჭაზე აღებული, ალბათ, მაინც მკაცრად უნდა იყოს დადგენილი, რას უნდა ეწოდოს ჭაჭა და რას არა.

ჩემი პოზიცია ამ ეტაპზე მკაცრია _ ჭაჭა მხოლოდ ჭაჭისგან გამოხდილ სასმელს უნდა ეწოდოს.

ასე რომ, "ბინეხისა" და "თელიანის" სასმელები ჭაჭა არ არის!

ასე გამოდის sad.gif

მოდით, სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხი.

აქვე საინტერესოა ცნობა ბინეხის "ჭაჭა კლასიკის" დამზადების ტექნოლოგიიდან:
ორიგინალური ყურძნის ჭაჭა მზადდება ღვინის ორმაგი გამოხდით, რომლის ფერმენტაცია ხდება ჩენჩოზე

ანუ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მაინც ჩენჩოს _ ჭაჭას აქვს დიდი როლი სასმელის დამზადებაში.

Posted by: Rebecca 10 Jun 2008, 21:56
ხინკალი იაპონურად smile.gif

http://de.youtube.com/watch?v=zVVhfXrJesI




Posted by: kaxelo-1987 11 Jun 2008, 16:53
QUOTE
ჩემი პოზიცია ამ ეტაპზე მკაცრია _ ჭაჭა მხოლოდ ჭაჭისგან გამოხდილ სასმელს უნდა ეწოდოს.

+1

Posted by: mekvle 11 Jun 2008, 17:06
kaxelo-1987

ამავე დროს, კარგი იქნება, ჭაჭა ოფიციალურად დარეგისტრირდეს, ადაც ჯერ არს, როგორც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული ბრენდი. ანუ სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ უფლება, აწარმოონ ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელი. ეს ის გზაა, რაც გაიარეს კონიაკმა და კალვადოსმა. ვისურვებდი, რომ ჭაჭას სახელოვანი გზაც აქედან დაწყებულიყოს. ეს იქნებოდა საუკეთესო ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხარისხზე.

Posted by: შიზოფრენია 12 Jun 2008, 01:43
mara icit ratoa gemrieli tyemali ? imitom rom dziritadad ojaxebshi amzadeben. da roca GULIT !! aketeb mashin gamodis gemrieli.
gamigia bevrjer idea tyemlis eqsportis da carmoebis - es daamaxinjebs tyemals. tyemals ro qarxanashi moxarshav da chamoasxav ukve dakargavs im JIGARS rasac saxlshi ketebisas idzens.!!!

ae!

Posted by: CZ88 12 Jun 2008, 03:31
შიზოფრენია
QUOTE
mara icit ratoa gemrieli tyemali ? imitom rom dziritadad ojaxebshi amzadeben. da roca GULIT !! aketeb mashin gamodis gemrieli. gamigia bevrjer idea tyemlis eqsportis da carmoebis - es daamaxinjebs tyemals. tyemals ro qarxanashi moxarshav da chamoasxav ukve dakargavs im JIGARS rasac saxlshi ketebisas idzens.!!!


რუსებმა წაიმარიაჟეს აქ და მაჩუქეს ერთი ბოთლი ტყემალი user.gif რაღაც ტკბილი წვენი იყო...

Posted by: didi bege 12 Jun 2008, 11:49
gabarzgaleba

ბატი არა კაცო, კვატა კვატა, კვატიესაც უძახიენ სამტრედიაში


ისე ტყემლის სამშობლო სამტრედია მეგონა აქამდე, ახლაც მასე ვფიქრობ სამტრედიულ ტყემალს არაფერრი არ ჯობია,
აუ რამდენნაირი ტყემლის ხე გვქონდა სამტრედიაში, ცხონებული ბებიაჩემი, სხვადასხვა ტყემლისგან სხვადასხვანაირს აკეთებდა და არასდროს არ ურევდა ერთანეთში

შედევრები იყო

100 ლიტრაზე ნაკლებს სეზონზე არასდროს არ აკეთებდა,


Posted by: amadeus 12 Jun 2008, 12:53
didi bege
QUOTE
ბატი არა კაცო, კვატა კვატა, კვატიესაც უძახიენ სამტრედიაში

კვატა სხვა რამეა კვატას კვატს ეძახიან ბატი ბატია biggrin.gif

Posted by: noniko 12 Jun 2008, 13:43
QUOTE
ტყემალი

მაგრად მიყვარს, დედაჩემი ისეთ მაგარ ტყემალს აკეთებს bis.gif

Posted by: gvaska 12 Jun 2008, 16:16
gabarzgaleba
QUOTE
ტყემალს განსხვავებული სასმისებით სვამდა

არ მიკვირსsmile.gif
მთელი ბავშვობა, ზაფხულში გურიაში ბებიასთან სტუმრობისას, ასე წყალივით ვსვამდი ტყემალს, ჭიქებით!:P

მარო არ ვიცი, მაგრამ ბებიას ტყემლის გემო ახლაც მახსოვს და მენატრება love.gif

Posted by: xashlama 13 Jun 2008, 11:40
ქალბატონო allegro დზაან მაგარი მზარეული ბრძანდებით აჭარულ სამზარეულოში და არა მარტო აჭარულ სამზარეულოში ეს ნამდვილად ვისი და კიდე მაგრა გეხერხებათ რუსული სამზარეულო........ დზაან გემრიელი გამოგდის შავი ფხალის ტოლმა სამარხო......................... ასე რომ დადე რეცეპტებიიიი

Posted by: miau 13 Jun 2008, 12:23
QUOTE
ქალბატონო allegro დზაან მაგარი მზარეული ბრძანდებით აჭარულ სამზარეულოში და არა მარტო აჭარულ სამზარეულოში ეს ნამდვილად ვისი და კიდე მაგრა გეხერხებათ რუსული სამზარეულო........ დზაან გემრიელი გამოგდის შავი ფხალის ტოლმა სამარხო......................... ასე რომ დადე რეცეპტებიიიი


შენ უყურე xashlama - ს რა ეშმაკი ყოფილა gigi.gif
საიდან იცის ახლა რა შეუძLია allegro -ს ?

ველოდებით სამარხვო ტოლმის რეცეპტს!
QUOTE
ჩირბული


მოვითხოვ, ( biggrin.gif ) ხაშლამამაც და ალეგრომაც დადონ ერთი ამისი ნიგვზიანი რეცეპტი!

ნიგვზიანი მთლად სასწაულია smile.gif
არ ვიცი, აჭარულია, ჩინურია, ფრანგულია, მაგრამ ხაშლამამ ასევე იცის თხილით გაკეთებული მწვანე პომიდვრის სალათა და თუ არ დაეზარება, ინედია არც ამ რეცეპტს დაგვიმალავს smile.gif

Posted by: auau 13 Jun 2008, 15:24
xashlama
QUOTE
........ დზაან გემრიელი გამოგდის შავი ფხალის ტოლმა სამარხო......................... ასე რომ დადე რეცეპტებიიიი

არანაკლებს აკეთებ შენ და ნუ ზარმაცობ! სინორიც დაწერე!
ჰო, კიდევ დედაშენი წვნიან ხაშლამას რომ ეძახის, ისიც დაწერე.

Posted by: CZ88 13 Jun 2008, 16:54
ესეც ჩემი აჩმა (ზემო აჭარაში სუბორეგსაც უწოდებენ და თურქულიდან თარგმანში ნიშნავს წყლის ცხობილას), რათქმაუნდა ისეთი არ არის, ორიგინალური, თუნდაც ყველის გამო, მაგრამ შორეულ პირობებში მაინც მოწონებას იმსახურებს :

http://www.radikal.ru

პ.ს. კეჟერა ფხლის კერძი ვიცი და იმას დავწერ, რაც ძალიან მიყვარს, ასევე კომბოსტოს შეჭამანდი რძით და კაკლით კეთდება. მალახტო ლობიო თუ სადმე არ წერია, დავწერ.

პ.ს.ს. იმ დღეს დიდი სტუმრიანობა მქონდა და დათხუპულ ქურას ნუ შეიმჩნევთ biggrin.gif
გადარბენაზე ვიყავი.

Posted by: deditu 14 Jun 2008, 01:24
მეც ვაკეთებ აჭარულ აჩმას და ბაქლავასაც სხვათაშორის smile.gif
ოღონდ ჩემი აჩმა აჩმის ფორმაში კეთდება, მართკუთხედში smile.gif
ბაქლავის გაკეთება ვინ იცის? ოღონდ ნამდვილის, ქიშმიშებით და ბეზეთი რომ არის იმის არა, ბევრ ფენებიანის? smile.gif

Posted by: CZ88 14 Jun 2008, 02:26
deditu
QUOTE
ოღონდ ჩემი აჩმა აჩმის ფორმაში კეთდება, მართკუთხედში smile.gif


სამწუხაროდ, მასეთი ფორმა აქ არ მაქვს. ისე, ორიგინალური აჩმა "ფეჩში" ცხვება კეცზე ანუ მრგვალ ფორმაში.თუმცა "მოდერნიზაციის" შემდეგ ოთხკუთხედ ფორმებს იყენებენ. აქ მითუმეტეს ძალიან კომპლექსურია აჩმის კეთება, ბევრი მიზეზების გამო. მანდ რომ ვიყავი,აჩმა არასოდეს მე არ გამიკეთებია, არსებობდნენ პროფები , რომლებიც მაგრად აკეთებდნენ და წვეულებების დროს ეხმარებოდნენ მეზობლებს თუ ნატესავებს smile.gif ასევე ბაქლავის მცხობელები. რა კაი იყო sad.gif

Posted by: nanana 14 Jun 2008, 15:35
იმ დღეს გავსინჯე აჭარული ქაბაბი. პატარა ქაბაბუკა იყო და შიგნით მწვანე წიწაკის მწნილთან ერთად იყო შემწვარი. უუუუუუუგემრიელესი!!!!! თან ხინკალ-ქაბაბებზე არ ვგიჟდები და მართლა გაოცებული დავრჩი. რეცეპტი გასაიდუმლოებულიაო ასე მითხრეს და ვინმეს ხომ არ გაქვთ მასებისთვის გასაზიარებლად smile.gif

Posted by: tamuna55 15 Jun 2008, 01:26
ტკემლის რეცეპტებს ხომ არ დაცერდით?

Posted by: Peppi 15 Jun 2008, 11:11
ოო, მეც გავაკეთე გადასახლებაში ალუჩის ტყემალი - პირველად ცხოვრებაშ - ორი კვირის წინ. ეხლა წითელი დიდი ტყემლები ვიყიდე და ხვალ იმას მოვადუღებwink.gif
სპეციალურად ტყემლისთვის დავდივარ თურქების ბაზარში (:


სამტრედიული ტყემალი მირჩევნია ყველანაირს wink.gif
ბებიაჩემი ისეთ ტყემალს აკეთებდა, ოო, თან ომბალო მიყვარს ძალიან ტყემალში, აღმოსავლეთში არც უშვებიან ხშირად(:


Posted by: karaoke 15 Jun 2008, 11:23
უჰ დღეს უნდა ჩამოვიდეს 5 ბოთლი ტყემალი საქართველოდან . გავრბივარ ასაღებად (ათენში ვარ) jump.gif
აქ ქართულ ტყემალს სხვა ფასი აქვს .
აქვე გავაკეთეთ ალუჩისგან და ომბალო ვერ ვიშოვეთ . ნუ კაი იყო მარა...
ეს სულ სხვა იქნება .
ახალ კარტოფილს გაფცქვნილს ვტოვებ სახლში .

Posted by: mekvle 15 Jun 2008, 19:04
ეჰ, მომენატრა ასკანელების ჭაჭა. ასე არაყი აქამდე არ მომნატრებია. თან გემო ბუნდოვნად მახსოვს. კარგად ვერ დავაგემოვნე. მოკლედ, ამ დღეებში უნდა ვქნათ რამე smile.gif

უდროოდ წასული საფრანგეთის ნაკრებისა აღარ უნდა ვთქვათ?!

Posted by: hirondelle 15 Jun 2008, 19:10
mekvle
QUOTE
ეჰ, მომენატრა ასკანელების ჭაჭა. ასე არაყი აქამდე არ მომნატრებია. თან გემო ბუნდოვნად მახსოვს. კარგად ვერ დავაგემოვნე. მოკლედ, ამ დღეებში უნდა ვქნათ რამე

ქენით, ქენით.... აბა მე რა ვქნა? ისევ გრაპას ვიყიდი.... boli.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Jun 2008, 20:13
mekvle
QUOTE
ორიგინალური ყურძნის ჭაჭა მზადდება ღვინის ორმაგი გამოხდით, რომლის ფერმენტაცია ხდება ჩენჩოზე

ანუ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მაინც ჩენჩოს _ ჭაჭას აქვს დიდი როლი სასმელის დამზადებაში.


მემგონი მანდ უბრალოდ წერია, რო ჭაჭაზე დაყენებული ღვინიდან (ანუ კახური, ე.წ. ტანინიანი ღვინიდან) იხდება ეგ "ჭაჭა".

Posted by: mekvle 15 Jun 2008, 20:35
gabarzgaleba
კი, მე მგონი, მასეა. მაშინ, გამოდის, რომ არც ეგ არის ჭაჭა.

შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? მე მგონი, სერიოზული თემაა. უბრალოდ, ჭაჭას (ნამდვილ ჭაჭას) ჯერ არანაირი სახელი არა აქვს არათუ ევროპის, არამედ სამამულო ბაზარზეც კი და ძნელია ისეთი საკითხის აქედანვე გადაწყვეტა, როგორიცაა მწარმოებლების შეთანხმება _ რას უწოდონ ჭაჭა და რას არა.

არადა, ვფიქრობ, სამომავლოდ ეს გაურკვევლობა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის მათ, ვინც ჭაჭას არა ღვინისგან, არამედ სწორედ ჭაჭისგან აყენებს.

Posted by: gabarzgaleba 15 Jun 2008, 21:59
mekvle
QUOTE
კი, მე მგონი, მასეა. მაშინ, გამოდის, რომ არც ეგ არის ჭაჭა.


რა თქმა უნდა არ არის. კანონში კი მხოლოდ გაურკვეველ რამეებს ამოიკითხარვ. მაგალითად აიეს გენიალური წინადადება გამოდგება "ყურძნის ჭაჭიდან მიღებული მაგარი სასმელის დამზადება დასაშვებია დადუღებული ჭაჭის გამოხდით მიღებული სპირტებისაგან." biggrin.gif ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კლასიფიკაციაც მაგრა უცნაურად გამოიყურება:

ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ყურძნის არაყი;
გ) მაგარი სასმელი;
დ) ლიქიორი და ნაყენი.

ამ კლასიფიკაციის განმარტებები კიდე უფრო საინტერესოა biggrin.gif

Posted by: EKIKULI 16 Jun 2008, 23:19
QUOTE
ალუჩის ტყემალი

უგემრიელესია, ძალიან მიყვარს love.gif

Posted by: mekvle 16 Jun 2008, 23:23
QUOTE (gabarzgaleba @ 15 Jun 2008, 20:59 )
mekvle
QUOTE
კი, მე მგონი, მასეა. მაშინ, გამოდის, რომ არც ეგ არის ჭაჭა.


რა თქმა უნდა არ არის. კანონში კი მხოლოდ გაურკვეველ რამეებს ამოიკითხარვ. მაგალითად აიეს გენიალური წინადადება გამოდგება "ყურძნის ჭაჭიდან მიღებული მაგარი სასმელის დამზადება დასაშვებია დადუღებული ჭაჭის გამოხდით მიღებული სპირტებისაგან." biggrin.gif

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კლასიფიკაციაც მაგრა უცნაურად გამოიყურება:

ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ყურძნის არაყი;
გ) მაგარი სასმელი;
დ) ლიქიორი და ნაყენი.

ამ კლასიფიკაციის განმარტებები კიდე უფრო საინტერესოა biggrin.gif

რა უბედურებაა!
ეს ეტყობა, მაინც იმ პერიოდის კანონმდებლობაა, როცა სულ ერთი იყო, სასმელი ჭაჭისგან დამზადდებოდა, თუ ტელეგრეიკისგან.

რაც შეეხება დღევანდელობას, როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ საკანონმდებლო ინიციატივებს და აქტიურობას ნაკლებად ვხედავთ თავად მეღვინებისგან. როგორც ჩანს, მათ მაინც აქვთ რუსული ბაზრის ნოსტალგია და გულის კუნჭულში ოცნებობენ დაბრუნდეს დრო, როცა ყველაფერი ძალიან ადვილი იყო _ ჩამოასხამდი თუნდაც ყველაზე უხარისხო სასმელს და გაყიდდი უკიდეგანო საბრადიაგეთში.

აი, თუნდაც, ეს ჩანაწერი რომ არავის აწუხებს კანონში, დიდი პრობლემაა.

ბ) ყურძნის არაყი;
გ) მაგარი სასმელი;


გამოდის, ყურძნის არაყი მაგარი სასმელი არ არის gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Jun 2008, 23:42
mekvle

გუშინ მუხაში 2 წლ დაძველებით ჭაჭა ვიყიდე ნაფარეული-ნიკორას მარანის up.gif

Posted by: ფეშენი 17 Jun 2008, 00:25
gabarzgaleba
QUOTE
გუშინ მუხაში 2 წლ დაძველებით ჭაჭა ვიყიდე ნაფარეული-ნიკორას მარანის 

რა ღირდა, როგორია? სად იყიდე? გარეუბნებში ვერსად იშოვი მაგნაირ რამეს..

Posted by: gabarzgaleba 17 Jun 2008, 00:35
fuh sheni
QUOTE
რა ღირდა, როგორია? სად იყიდე? გარეუბნებში ვერსად იშოვი მაგნაირ რამეს..


ნიკორებში იყიდება, ძალიან იაფია, დაუვარგებელი 5.60 ღირს, მუხაში დავარგებული 6. საკმაოდ კარგი ხარისხისაა და გემრიელი.

Posted by: mekvle 17 Jun 2008, 00:40
gabarzgaleba

კი, ძალიან მაგარია _ ყველანაირი გაგებით wink.gif მაგაზე დავწერე ზემოთ ჩემი აზრი. აი, მეორენაირი რომაა _ თეთრი ფერის, რომელიც მუხის კასრში არ არის დაძველებული, ეგ ჯერ არ დამილევია.

სხვათაშორის, ნაფარეულის ძველი მარნის ჭაჭა ვნახე რუსთაველის გამზირზე მაღაზიაში და 9,5 ლარი ღირდა. ასე რომ, ვისაც ამ ფირმის "ჭაჭა" დაგაინტერესებთ, გირჩევთ "ნიკორას" ქსელში შეიძინოთ, სადაც 3 ლარით იაფიად _ 6,5 ლარი. თეთრი კი 5,5 ლარი.

ზოგადად, ნაფარეულის ძველი მარნის ჭაჭა მაგარი იმითაა, რომ კარგი მაგალითია _ როგორ შეიძლება ბაზარს შესთავაზო იაფი და კარგი სასმელი. თუმცა, ერთს შევნიშნავ _ მჯერა, რომ პოტენციურად ჭაჭას უფრო დიდი რესურსები აქვს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც რეზო გეთიაშვილის ჭაჭა მუხის კასრში 25-წლიანი დაძველებით (აღარ ვიცი, დარჩა კიდევ თუ არა, რომ გაგასინჯოს smile.gif ) ეს იყო თითქმის კონიაკთან მიახლოებული სასმელი _ რაფინირებული და დახვეწილი. რეზოს მამა პროფესიონალი მეღვინეა და მისი რეცეპტით იყო დამზადებული. ასეთი ჭაჭა ჯერ არ დამილევია და ალბათ, კარგა ხანს ვერ დავლევ. აბა, 25-წლიანი დაძველება ხუმრობა საქმე კი არ არის?!..

Posted by: PROLETARIATI 17 Jun 2008, 00:54
mekvle
ტარხუნიანი ჭაჭა სადმე ნახე ბოლო-ბოლო? ვაა.. რა გახდა კაცო... ვნერვიულობ უკვე...
smile.gif

Posted by: mekvle 17 Jun 2008, 01:02
PROLETARIATI
არა, არსად არაა ეგ. ყველგან, სადაც მოვხვდები, ვკითხულობ შეძლებისდაგვარად. თუმცა, ეგ ტარხუნიანი ჭაჭა, როგორც გული მიგრძნობს "ჭაჭა", როგორც ასეთი, არაა _ ღვინისგან გამოხდილი უნდა იყოს. ეგ უკვე გრაპაა და არა ჭაჭა.

მე და შენ აჯობებს, მილდიანების ჭაჭაზე ვიჩალიჩოთ. იქნებ ვიშოვოთ სადმე. მანამდე კი "ასკანელები" გავიხსენოთ.

Posted by: gabarzgaleba 17 Jun 2008, 01:26
mekvle
QUOTE
მანამდე კი "ასკანელები" გავიხსენოთ.


რო გაიხსნებთ მერე რას შვრებით ხოლმე? გახსენებით თვრებით? biggrin.gif

Posted by: mekvle 17 Jun 2008, 01:45
QUOTE (gabarzgaleba @ 17 Jun 2008, 00:26 )
mekvle
QUOTE
მანამდე კი "ასკანელები" გავიხსენოთ.


რო გაიხსნებთ მერე რას შვრებით ხოლმე? გახსენებით თვრებით? biggrin.gif

gabarzgaleba

ჯერ გასინჯე და მერე _ განსაჯე smile.gif
მე პირადად დათრობის მუღამი ნაკლებად მაქვს. ხოლო ამ ჩემი დოსტის ამბავი კი იცი შენც smile.gif

ისე, რეზოს ვკითხავ, თუ აქვს კიდევ ის თავისი ჭაჭა მუხაში 25-წლიანი დაძველებით, ჩაგაცეცხლებთ შენც wink.gif
"ასკანელებს", "გამტკიცულაშვილებს" და "მილდიანებს" უჩვენოდაც გასინჯავ.

ისე, გამტკიცულაშვილების ჭაჭა კი მართლა ჩასაცეცხლი რამაა. აი, რეზოს ჭაჭათი ყელს ჩაიკოკლოზინებ smile.gif

Posted by: BlackRat 17 Jun 2008, 12:14
ვგიჟდები ტყემალზე, ძალიან ბევრი შემიძლია ვჭამო... ტყემალი და პური,......... ძაან მაგარია...

სხვათაშორის იცით რომ ტყემალი მარტო საქართველოში იზრდება?

ცოტა ხნის წინ გაიტანეს საზღვარგარეთ, მაგრამ სულ სხვანაირი გემო აქვს იმ ტყემალს...

ამ საქმეში განუმეორებელნი ვართ რა...

Posted by: Peppi 17 Jun 2008, 15:27
BlackRat
QUOTE
სხვათაშორის იცით რომ ტყემალი მარტო საქართველოში იზრდება?


არა, არ ვიცი wink.gif

ტყემლის საწებელი შეიძლება მართლაც არ იცოდნენ, მაგრამ ტყემალი და ალუჩა სეზონზე ბლობად არის ჰოლანდიურ ფერმერულ ბაზრობებზე (უფრო თურქები და არაბები ყიდიან) და დარწმუნებული ვარ რომ სულაც არ ხდება მაგათი ექსპორტი საქართველოდან.

ისე ველური ქლიავის სხვადასხვა ჯიშები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, რომელიც მეცნიერულად არ ვიცი, მაგრამ გემოთი და გარეგნულად ძალიან გავს ტყემალსsmile.gif

Posted by: (c)TG 18 Jun 2008, 01:59
Peppi
QUOTE
ისე ველური ქლიავის სხვადასხვა ჯიშები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, რომელიც მეცნიერულად არ ვიცი, მაგრამ გემოთი და გარეგნულად ძალიან გავს ტყემალს

მარტო გავს კი არა, ალუჩა და ტყემალი ქლიავის ჯიშებია

Posted by: auau 18 Jun 2008, 17:06
xashlama და allegro!
"გოგოს ფაფა" -ხავიწი დადეთ თავისი ინსტრუქციებითა!

Posted by: შოკი 19 Jun 2008, 00:31
"ოჯახურის" რეცეპტი დადეთ რა ვინმემ... (არ მითხრად "მაგას რეცეპტი რად უნდა"–ო, ჩემებს რამდენჯერაც გავაკეთებინე ვერც ერთხელ გემო ვერ ჩავატანე...)

Posted by: katedudu 19 Jun 2008, 12:36
კვლავ დავდებ ნათელა დეიდას ერთ ერთ ჩემთვის უსაყვარლეს კერძს (ნათელა ლაზია და არ ვიცი ეს აჭარულია თუ ლაზური)

ბრინჯი შეწითლებული და შენელებული სუნელებით და შემწვარი ქათმის დაჩილული ნაჭრებით

უგემრიელესია user posted image

Posted by: CZ88 19 Jun 2008, 12:52
katedudu
QUOTE
შემწვარი ქათმის დაჩილული ნაჭრებით


აჭარულიც იქნება smile.gif ოღონდ "ხმელი" ქათმით აკეთებენ, ანუ როგორც ვიჩინა ისე გამხმარი ქათმის ხორცით და კაზმავენ ზაფრანით ასევე ბრინჯს.

Posted by: katedudu 19 Jun 2008, 12:59
აჰაა გასაგებია იმიტომაც იყო ქათმის ხორცი გემრიელი smile.gif მე არ მიყვარს ქათმის ხორცი და მხოლოდ ამ კერძში მივირთმევ ხოლმე smile.gif ანუ წელიწადში ერთხელ ისიც გონიოში smile.gif

Posted by: CZ88 19 Jun 2008, 13:08
katedudu
QUOTE
აჰაა გასაგებია იმიტომაც იყო ქათმის ხორცი გემრიელი


კი, თავისებურ არომატს და გემოს აძლევს ეს "გამხმარი" ქათმის ხორცი. სამწუხაროდ რა ქვია მაგ კერძს არ მახსოვს sad.gif მე ბრინჯიან ქათამს ვეძახდი biggrin.gif დედაჩემი ოდნავ გატარებულ ნიგოზსაც ურევდა ხოლმე. ბრინჯი კი მშრალი არ იყო,არც წვნიანი smile.gif

Posted by: katedudu 19 Jun 2008, 13:13
CZ88

ბრინჯიანი ქათამი- ასე ვეუბნები რომ ჩავდივარ ნათელას და სახელი ამ კერძს ისეთი უცნაური აქვს რომ 10 წელია ვერ დავიმახსოვრე smile.gif ნიგოზი მოუხდება ნამდვილად და სოკოც smile.gif

Posted by: CZ88 19 Jun 2008, 13:21
katedudu
QUOTE
სახელი ამ კერძს ისეთი უცნაური აქვს რომ 10 წელია ვერ დავიმახსოვრე


იქნებ ამ გახსენებაზე არ დაგეზაროს და დაადგინო რა ქვია, მეც დამაინტერესა smile.gif

სოკოთი კი რაღაცით იტალიურ რიზოტოს დაემსგავსება, მარხვისას უხორცოდ ვაკეთებ მაგას, სოკოს, გაროხს, დაკეპილ პომიდორს, ბადრიჯანს ვურევ. ბულგარული არ უხდება ოღონდ.

Posted by: mekvle 20 Jun 2008, 13:39
ტარო ვაინის ე. წ. "ჭაჭა" ორმაგად ეგრეთწოდებული გამოდგა. ჯერ ერთი, ჭაჭით არც ეს არის გაკეთებული _ ყურძნის ღვინის დისტილაციითაო, თუ რაღაც ასეთი ეწერა ეტიკეტზე. მეორეც _ საკმაოდ საგრძნობი იყო არა ჭაჭის, არამედ სრულიად სხვა და ჩემი აზრით, საეჭვო წარმომავლობის სპირტის გემო, 90-იანი წლებიდან რომ კარგად დაგვამახსოვრა თავი. ეტიკეტზე გაკეთებული სამენოვანი წარწერა _ რუსულ, ქართულ, ინგლისურად მიგვანიშნებს, რომ ამ არაყის სამიზნე ბაზარი მაინც უფრო რუსეთია. რუსულენივან წარწერაში რეკლამირების მიზნით ჩართულია ნანი ბრეგვაძის სახელი, რომ თითქოსდა ყურძენი, რისგანაც ეს არაყი დამზადდა, მის ვენახებში დაიკრიფა. ქართულ წარწერაში ნანი ბრეგვაძის სახელი არ არის ნახსენები. როგორც ჩანს, სასმელზე ამოტვიფრული სახელი _ ნანი ბრეგვაძე მხოლოდ რუსებზე ახდენს ეფექტს. ქართულენოვან წარწერაში მითითებულია, რომ არაყი ხორნაბუჯში დაკრეფილი ყურძნისგან დამზადდა.

საინტერესოა ფასი _ 5,40 ლარი.

შეგიძლიათ ეს სასმელი გასინჯოთ და შეადაროთ "ნაფარეულის ძველი მარნის" იგივე საფასო სეგმენტზე გათვლილ "ჭაჭას" (რომელიც მართლაც ჭაჭაზეა დამზადებული). მე პირადად ძალიან დიდი სხვაობა ვიგრძენი. "ნაფარეულის ძველი მარნის" "ჭაჭა" ხარისხით ბევრად ჯობია "ტარო ვაინის" ე. წ. "ჭაჭას", რომელიც რაკი ღვინისგან არის გამოხდილი, როგორც ვიცი, წესით, უკეთესი ხარისხის უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, ლაბორატორიული ანალიზი არ ჩამიტარებია, მაგრამ ამ სასმელის მიმართ უარყოფითად განვეწყვე.

სხვების აზრს სიამოვნებით მოვუსმენ.

Posted by: gabarzgaleba 20 Jun 2008, 16:12
mekvle
ზუსტად მახსოვს, მაგ ჭაჭაზე გადაჭრით უარი 2002 წელს ვთქვი, პირველად და უკანასკნელად როცა გავსინჯე. ეგეთი ხრაკიანი და რახის ზეთებით გამოჭედილი არაფერი დამილევია. თუმცა ერთიორჯერ მაქვს დალეული ტარო ვაინისავე 250 გრ. "ყურძნის არაყი", რომელიც ყურძნის კუმპლებით იყო სავსე. როცა ცამოასხამდი, 250 კიარა, 100 გრამი ძლივს გამოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ კარგი სასმელი იყო, "ჭაჭისგან" განსხვავებით.

Posted by: kukuruku 20 Jun 2008, 18:26
ბუზის არაყი ვის გიყვართ აბა? უჰ რა კაია! chups.gif

Posted by: mekvle 21 Jun 2008, 00:55
QUOTE (gabarzgaleba @ 20 Jun 2008, 15:12 )
mekvle
ზუსტად მახსოვს, მაგ ჭაჭაზე გადაჭრით უარი 2002 წელს ვთქვი, პირველად და უკანასკნელად როცა გავსინჯე. ეგეთი ხრაკიანი და რახის ზეთებით გამოჭედილი არაფერი დამილევია. თუმცა ერთიორჯერ მაქვს დალეული ტარო ვაინისავე 250 გრ. "ყურძნის არაყი", რომელიც ყურძნის კუმპლებით იყო სავსე. როცა ცამოასხამდი, 250 კიარა, 100 გრამი ძლივს გამოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ კარგი სასმელი იყო, "ჭაჭისგან" განსხვავებით.

კი, ეგ ყურძნიანი არაყი მეც მინახავს, მაგრამ არ გამისინჯავს. საინტერესო გადაწყვეტაა, გარეგნული ეფექტის თვალსაზრისით და ალბათ, ის ყურძნის მარცვლები გემოზეც მოახდენდა გავლენას.

რახის ზეთების გემო, როგორც სენ ამბობ, როგორც ვხვდები იმერეთში რომ "რახ არაყს" ეძახიან, მის გემოს უნდა ჰგავდეს. ამ არაყს კი ცმი აზრით სხვა მინარევები უნდა ჰქონდეს _ სულ სხვა, საეჭვო წარმომავლობის სპირტი ურევია, კარგად ნაცნობი აცეტონის არომატით და გემოთი.

ხრაკიანობა და რახის ზეთების გემო უვიცობის ნიშანია, აცეტონისებური არომატი და გემო კი _ ფალსიფიკაციის. ჩემი აზრით, ამ არაყს მეორე პრობლემა უფრო აქვს.

Posted by: gabarzgaleba 21 Jun 2008, 01:48
mekvle

ხო ალბათ, ეგრე კარგად არ მახსოვს გემო. უბრალოდ ვიცი რო ყველანაირი უბდურება ერთად იყო თავმოყრილი, თუმცა მაინც მგონია რო ხრაკის და უვიცობის გემო უფრო ქონდა biggrin.gif (მაგათ ხოიცი, სხვადასხვა გრადუსიანი ჩამოსხმები აქვთ, წლების განმავლობაში კიდე უფრო დახვეწდნენ ფალსიფიკაციას smile.gif ასე რომ ორივე ვარიანტია შესაძლებელი).

Posted by: hirondelle 21 Jun 2008, 10:46
kukuruku
QUOTE
ბუზის არაყი ვის გიყვართ აბა? უჰ რა კაია!

ბუზის ანუ სანთლის ანუ თაფლის არყით დამთვრალვარ ხოლმე გურიაში.... biggrin.gif
ძალიან საიამოვნო დასალევია, რომ თვრები თავი ისევ ფხიზელი გგონია.. უბრალოდ კარგ ხასიათზე smile.gif
ამბობენ ჯანმრთელობისთვისაც კარგიაო.....
აი ეგ მაგრად გაქაჩავდა ევროპაში აპერიტივად ან დიჟესტივად... ძალიან სასიამოვნო დასალევია...

Posted by: kukuruku 21 Jun 2008, 13:39
hirondelle
QUOTE
აი ეგ მაგრად გაქაჩავდა ევროპაში აპერიტივად ან დიჟესტივად... ძალიან სასიამოვნო დასალევია...

ძალიან საინტერესოა, ნეტავ თუა მართლა ევროპაში თაფლის არაყი? თაფლის ღვინო კი, დამილევია კიდეც გერმანიაში, აპითერაპიის კონგრესსზე ფუტკრის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა იყო და იქ გაგვასინჯეს. აი, არაყი კი აქ მაქვს გასინჯული და გენიალური რამეა, მართლა!
ხო, გურიაში ეძახიან თურმე ბუზის არაყს biggrin.gif

Posted by: hirondelle 21 Jun 2008, 14:18
kukuruku
QUOTE
ხო, გურიაში ეძახიან თურმე ბუზის არაყს

ხო გურულები ყველა მწერს მგონი ფუტკარსაც ბუზს ეძახიან biggrin.gif

Posted by: mekvle 21 Jun 2008, 20:24
hirondelle
kukuruku
საინტერესო თემაა _ ბუზის არაყიც, პანტისაც და ასკილისაც, მაგრამ მოდით, აქ მხოლოდ ჭაჭაზე ვილაპარაკოთ. სხვა სახეობის არაყებს ცალკე თემა ეკუთვნით.

ჭაჭა განსაკუთრებულია _ ეს ქართული სახელია _ ბრენდი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა აქვს მომავალი, თუკი ჩვენ, ქართველები, მოვინდომებთ ამას.

ასე რომ, ნუ გააოფებთ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 21 Jun 2008, 22:28
mekvle
QUOTE
ჭაჭა განსაკუთრებულია _ ეს ქართული სახელია _ ბრენდი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა აქვს მომავალი


ბუზი არაა ქართული სახელი და ბრენდი? სად იყო ჭაჭა კაფკასიონის გადმოღმა ბუზები რო დაბზუილობდნენ? biggrin.gif და ადამიანებს სადა გვაქვს ეგეთი მომავალი, ბუზებს რო აქვთ! smile.gif

Posted by: hirondelle 21 Jun 2008, 22:37
kukuruku
QUOTE
ძალიან საინტერესოა, ნეტავ თუა მართლა ევროპაში თაფლის არაყი?

არსად შემხვედრია გურიის და ვანის რაიონის გარდა...
mekvle
QUOTE
ასე რომ, ნუ გააოფებთ

უკაცრავად wink.gif

Posted by: mekvle 22 Jun 2008, 02:25
gabarzgaleba
კი, ეგრეა და ლუარსაბ თათქარიძე ხომ ბუზებს ითვლიდა და ითვლიდა, მაგრამ ილია ჭავჭავაძე რომ ბრუნდებოდა სამშობლოში, მავანი რუსი სამხედრო რომ დაემგზავრა და თავის "აღმოჩენებზე" ებაასებოდა, აი, მისი ტვინიც რაღა მაინცდამაინც ამ ბუზებს უტრიალებდა?! ეტყობა, ბუზის არაყი ჰქონდა დალეული wink.gif

(მეტს აღარ გავაოფებ და მოდერატორს ნუ შეატყობინებთ რა smile.gif )

Posted by: Tiko-Tiko 23 Jun 2008, 12:33
QUOTE
ტყემალი, საქართველოს ჰიმნიც, გერბიც და დროშაც ეგაა


ამინ ! biggrin.gif
ოღონდ ე.წ. "ახალი ტყემალი" love.gif
პრინციპში, მე მთელი წლის მანძილზე 'ახალი' მაქვს, ზამთრისთვის ვიმარაგებთ მოხუფულ ქილებში მთელ-მთელ ტყემლებს.
ოღონდ უომბალოო ტყემალი არ დამანახოთ no.gif ერთხელ გააკეთა დედაჩემმა და უდღლენწესი იყო.

Posted by: Esthet-X 23 Jun 2008, 12:35
უმმმ ვგიჟდები ტყემალზე დაჟე ვიპარავ ხოლმე

biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: GlobalSoft 23 Jun 2008, 22:45
მაგრა მევასება რა ტყემალიიიიიიიი რავი რომელი საჭმლის ერთად არ ვჭამ და ისეც მაგრა მევასებაააა ტყემალი biggrin.gif

ტყემლის მოყვარულთა კლუბი არ გავაკეთოოოოთ? biggrin.gif

Posted by: GIO_I 23 Jun 2008, 22:51
QUOTE (GlobalSoft @ 23 Jun 2008, 22:45 )
ტყემლის მოყვარულთა კლუბი არ გავაკეთოოოოთ? biggrin.gif

კაი იდეაა
ბებიაჩემის გაკეთებულს წამოვიღებ და დავაგემოვნოთ wink.gif

Posted by: mekvle 26 Jun 2008, 17:04
ტარო ვაინის მიერ ჩამოსხმული ჭაჭის თაობაზე ახალი ინფორმაციები მაქვს. იმ არაყის გარდა, რომელიც ამასწინათ გავსინჯე და ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, თურმე, არსებობს "ტარო ვაინის" კიდევ ორნაირი "ჭაჭა". ერთს აწერია 60 %-იანი, მეორეს 50%-იანი (ეს ალბათ გრადუსს აღნიშნავს). ფასი შესაბამისად 6 და 7 ლარი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთ-ერთს ეტიკეტზე ეწერა, დამზადებულია ძველი კახური ტექნოლოგიით ჭაჭისა და ღვინის ერთობლივი დისტილაციითო.

იქნებ ვინმემ იცოდეს, ასეთი წესი არსებობდა ძველად კახეთში _ ღვინისა და ჭაჭის ერთად გამოხდა? დისტილაცია, ალბათ, გამოხდას ნიშნავს, არა?

ამ ორი სახეობის "ჭაჭას" არ გავსინჯავ, რადგანაც "ტარო ვაინის" "ჭაჭას", რაც არ უნდა ეწეროს ზედ, უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ.

Posted by: gabarzgaleba 26 Jun 2008, 17:17
mekvle
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეს, ასეთი წესი არსებობდა ძველად კახეთში _ ღვინისა და ჭაჭის ერთად გამოხდა? დისტილაცია, ალბათ, გამოხდას ნიშნავს, არა?


ალბათ თავადები ხდიდნენ ეგრე, რავი. ისე, ზოგადად, ჭაჭა გლეხების გამონოგებაა, როგორც ამბობენ, უბრალოდ თავადებმა მერე აპარატურა იყიდეს და დახვეწეს ტექნოლოგია. smile.gif

Posted by: mekvle 26 Jun 2008, 17:20
gabarzgaleba

ანუ როგორ?
არსებობს რამე ცნობები ამაზე?
ღვინო და ჭაჭა ერთად როგორ უნდა გამოხადო?

რაღაც განსხვავებული და საინტერესო ტექნოლოგიაა.

ეგრე, გამიგია, გლეხების გამოგონებაა ხაში. თავადები საქონლისაგან მარტო თავფეხს უტოვებდნენ და ისწავლეს მერე ამ თავფეხისგან ისეთი საჭმლის გაკეთება, ბოლოს თავადებმაც რომ ჩაიკვნიტეს თითები smile.gif

Posted by: gabarzgaleba 26 Jun 2008, 17:46
mekvle
QUOTE
ღვინო და ჭაჭა ერთად როგორ უნდა გამოხადო?


როგორ და ჩვეულებრივად. თუ მარტო ჭაჭისგან ან მარტო ღვინისგან იხდება სპირტი, ორივეს ერთად გამოხდას რა უდგას წინ? biggrin.gif უბრალოდ ტრადიციულად ჭაჭა არი ჭაჭისგან, თუმცა ასე მგონია, შეძლებულები ღვინისგანაც ხდიდნენ, ანუ შერევით. ზოგი ალბათ მაგარი გამოქაჯული, უკვე გამომშრალი ჭაჭიდან ხდიდა, კლერტსაც აყოლებდა, ზოგის ჭაჭაში წვენი, შაქრიანობა და მარგებელი რამეები უფრო მეტი იყო შერჩენილი, ძალიან ხშირი იყო ღვინის ლექის (თხლე) დამატება, ე.წ. შამანა ღვინოსაც ამატებდნენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას რო ჩვეულებრივ ღვინოსაც უმატებდნენ. უბრალოდ კაი წარაფს ან რომელიმე საუკეთესო ადგილის ხარისხიან ღვინოს არა რა თქმა უნდა biggrin.gif. ზოგიერთ რეგიონში, სადაც უხარისხო ღვინო იყო (მაგ. დასავლეთ საქართველოში, იზაბელა და ა.შ.), იმ იზაბელას ღვინოს საერთოდ არ იყენებდნენ, სახარჯოდაც კი. სულმთლიანად ღვინიდან ხდიდნენ არაყს ან ჭაჭის და ღვინის შერევით. იმასაც ჭაჭას ეძახდნენ.

Posted by: mekvle 26 Jun 2008, 18:21
gabarzgaleba
აჰა, გასაგებია ყველაფერი! პროფესორი ხარ wink.gif ხოდა, მაქედან მოდის ეს არევ-დარევა სახელწოდებასთან დაკავშირებით. მე მაინც მგონია, რომ "ჭაჭა" უნდა ერქვას ჭაჭისგან გამოხდილ არაყს. შეიძლება ჭაჭისგან და ღვინისგან გამოხდილ არაყსაც "ჭაჭა" ერქვას, მაგრამ დანარჩენს უნდა ერქვას ყურძნის არაყი.

ამ ბოლო დროს, მოგეხსენება, მაღაზიებში ვკითხულობ ამ ჭაჭის ამბებს და სუპერმარკეტის გამყიდველმა, სადაც იმ დღეს "ტარო ვაინის" "შედევრი" შევიძინე, მითხრა, ასე შენსავით მარტო ვილნიუსელმა ტურისტებმა გამომკითხეს ჭაჭაზე ამბებიო და რა ხდებაო. არაფერი, უბრალოდ, სახელი აქვს ამ ჭაჭას ასეთი-მეთქი და მართლაც ასეა. ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ სახელის ხსოვნა პოსტსაბჭოთა სივრცეში (თქვენ წარმოიდგინეთ _ ვილნუსშიც კი) და აბა, საცოდაობა არ არის, რომ ამ სახელს სათანადოდ ვერ ვიყენებთ? ხოლო საქართველოში დამზადებულ ყურძნის არაყს რომ გრაპა აწერია, ამას, ალბათ, მატრაკვეცობა ჰქვია. ზოგს ერთად აწერია _ გრაპა-ჭაჭა. არავინ ზრუნავს, შექმნას სასმელის ეროვნული სახელი _ "ჭაჭა", რომლითაც ხარისხიანი ქართული არაყი ყველა ქვეყანაში იქნება საცნობი.

Posted by: Peppi 27 Jun 2008, 12:31
auau
QUOTE
"გოგოს ფაფა" -


უი, მე კიდე "ბიჭის ფაფა" ვიცი.
ნეტა გოგოს ფაფა როგორია? "ბიჭის" - კიდე პურის ფქვილია წყალში ან რძეში მოდუღებული + შაქარი (როგორც მოხარშული კრემი) და მერე შუაგულში გამდნარი ერბოა ჩასხმული.
ქალი რომ ბიჭს გააჩენს მაშინ მიართმევენო smile.gif

Posted by: CZ88 27 Jun 2008, 12:45
იქნება გოგონებო ჰასუთის რეცეპტი დაწეროთ user.gifkatedudu

QUOTE
დღეს მესტუმრება ნათელას შვილი და აუცილებლად ვკითხავ


გკოცნი 2kiss.gif

Posted by: miau 27 Jun 2008, 12:55
Peppi
QUOTE
უი, მე კიდე "ბიჭის ფაფა" ვიცი.
ნეტა გოგოს ფაფა როგორია? "ბიჭის" - კიდე პურის ფქვილია წყალში ან რძეში მოდუღებული + შაქარი (როგორც მოხარშული კრემი) და მერე შუაგულში გამდნარი ერბოა ჩასხმული.
ქალი რომ ბიჭს გააჩენს მაშინ მიართმევენო 

მასეთივეა, ოღონდ წყალზე გაკეთებული შაქტრის გარეშე, შუაში კი მარილიან დამწვარ კარაქს (როგორც აჭარლები იტყოდნენ) უდებენ და მიართმევენ ქალსგოგონას რომ გააჩენს. smile.gif

Posted by: tos-ka 27 Jun 2008, 13:57
miau
QUOTE
მიართმევენ ქალსგოგონას რომ გააჩენს.


რა გამახსენე! lol.gif მე გამიმასპინძლდნენ, ოღონდ რომელი მელოგინე ვიყავი! smile.gif ძალიან ყუათიანია, ხათრით რამოდენიმე კოვზი გეახელით და მერე ორი დღე საჭმლისკენ აღარ გამიხედავს! smile.gif

Posted by: NIGHT_ANGEL 27 Jun 2008, 14:49
allegro
ძაან დამაინტერესა სამარხვო შავი ტოლმა როგორ კეთდება და იქნებ რეცეპტი დადო თუ მოახერხებ?
და აჭარული ხაჭაპურის რეცეპტსაც თუ დადებ, დიდად მოხარული დავრჩები wink.gif jump.gif jump.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Jun 2008, 22:18
ესე იგი, ბიჭზე ტკბილ ფაფას გაჭმევენ და გოგოზე მარილიანს? უყურე მაგათ biggrin.gif

Posted by: auau 28 Jun 2008, 09:20
WOMAN IN LOVE
უი, რომ იცოდე, ის მარილიანი ისეთი კარგიააააააააა..............

Posted by: izabel 28 Jun 2008, 19:20
ხორხე
QUOTE
ხოდა სოფელი სად იყო თქვა მაგას ვამბობ, კიარადა გეკითხები

დედაქალაქთან ძალიან ახლოს. wink.gif ამჯერად რომ არ ვთქვა დამაპატიმრებ? help.gif
თუ ბატს ეძებ ხინკლისთვის?
* * *
gabarzgaleba
QUOTE
ცალკე ბატის ხინკალი, ცალკე ქალების ქეიფი და ცალკე ამდენი ბუმბული

და ცალკე ამდენი ბატის ბუმბულის ბალიშები wink.gif

Posted by: mekvle 28 Jun 2008, 19:23
QUOTE (gabarzgaleba @ 20 Jun 2008, 15:12 )
mekvle
ერთიორჯერ მაქვს დალეული ტარო ვაინის 250 გრ. "ყურძნის არაყი", რომელიც ყურძნის კუმპლებით იყო სავსე. როცა ცამოასხამდი, 250 კიარა, 100 გრამი ძლივს გამოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ კარგი სასმელი იყო, "ჭაჭისგან" განსხვავებით.

"გუდვილში" ვნახე "ტარო ვაინის" ნახევარლიტრიანი ჭაჭა, რომელშიც ორი-სამი ცალი ყურძენია ჩაგდებული. ღირს ვითომ ამის გასინჯვა?

Posted by: kukuruku 28 Jun 2008, 19:51
ჭაჭაზე გამახსენდა ,,დაკარგული სამოთხე". ლაზარია ერთ გოდორ ჭაჭას რომ დაუყრის მდიდარი მეზობლის ინდაურებს და რო დაყრის ყველას. მერე ის ,ლამაზისეულის' ტიპის ქალი რო ყვირის ,დომენტია, გრამიტონა, ვაიი უიი! biggrin.gif biggrin.gif


არ თქვათ ახლა თემასთან შეუსაბამო პოსტიაოbiggrin.gif

Posted by: ბურზო 28 Jun 2008, 20:14
katedudu
QUOTE
რესტორან წისქვილში არის ზემოთ სახინკლეში ყველანაირი ხინკალი დაკეპილიც და ქალაქურიც და ძალიან გემრიელია

კი კაია და კავკაზშიც ძაან კაი ხინკალი აქვთ wink.gif

Posted by: Anie 28 Jun 2008, 20:20
user posted image

Posted by: katedudu 28 Jun 2008, 20:39
ბურზო
მანდ არ ვიცი და ამიტომ გენდობი 2kiss.gif წისქვილი იმიტომ ვთქვი რომ მე სხვაგან ხინკალს არ შევჭამ შიშის გამო, წისქვილში ნამდვილად ვიცი ხორციანი ხინკალია და ქაბაბიც ხორცისაა და არა სოიოს როგორც ბევრ "ცნობილ" რესტორანში და ასევე ვიღაცის მორჩენილ ხინკალს ცხელ წყალში არ აცხელებენ...........

........ისე კი დედაჩემის გაკეთებულ ხინკალს არაფერი არ სჯობს smile.gif თან კვირაში 3-ჯერ მაინცაა და ჩვენს ოჯახში დესერტად მიირთმევენ biggrin.gif

Posted by: miau 28 Jun 2008, 20:42
gabarzgaleba
QUOTE
აუ რა იქნებააა?!  ცალკე ბატის ხინკალი, ცალკე ქალების ქეიფი და ცალკე ამდენი ბუმბული (ფედერიკო ფელინის ამარკორდია რა მე ვიყო სკუმბრია )


biggrin.gif დასცინი არა ქალების ქეიფს! vik.gif

QUOTE
მე ვიყო სკუმბრია


ნწუუ... no.gif კარასი!

Posted by: Shadows In Silence 28 Jun 2008, 20:59
შეხვევა ვერ დავუმუღამე ხინკალს sad.gif ან კიდე, რომ ვახვევ მერე წყალში იშლება cry.gif იმ დღეს რაღაც სერი ფერის ფქვილი იყო და სულ ჩაიშალა რომ გავაკეთე, sad.gif

Posted by: CZ88 28 Jun 2008, 21:06
auau
QUOTE
უი, რომ იცოდე, ის მარილიანი ისეთი კარგიააააააააა..............



კი, დამწვარ ერბოსთან ან კარაქთან ერთად , როგორ მომენატრა sad.gif

Posted by: ბურზო 28 Jun 2008, 21:35
katedudu
QUOTE
მანდ არ ვიცი და ამიტომ გენდობი  წისქვილი იმიტომ ვთქვი რომ მე სხვაგან ხინკალს არ შევჭამ შიშის გამო, წისქვილში ნამდვილად ვიცი ხორციანი ხინკალია და ქაბაბიც ხორცისაა და არა სოიოს როგორც ბევრ "ცნობილ" რესტორანში და ასევე ვიღაცის მორჩენილ ხინკალს ცხელ წყალში არ აცხელებენ...........

ეგეთებიც ხდება კი მარა? biggrin.gif
QUOTE
ისე კი დედაჩემის გაკეთებულ ხინკალს არაფერი არ სჯობს  თან კვირაში 3-ჯერ მაინცაა და ჩვენს ოჯახში დესერტად მიირთმევენ

მიშვილეთ biggrin.gif

Posted by: katedudu 29 Jun 2008, 10:51
ბურზო

ნუ აბა თუ ხინკალი კეთდება სხვა კერძი აუცილებლად უნდა იყოს ისე მამაჩემი გამოაცხადებს რომ მშიერი იყო მთელი დღე
lol.gif

QUOTE
ეგეთებიც ხდება კი მარა?



yes! yes! გაიკითხე
biggrin.gif

Posted by: Servie 29 Jun 2008, 11:25
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ tongue.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Jun 2008, 12:57
miau
QUOTE
biggrin.gif დასცინი არა ქალების ქეიფს! vik.gif


არა რატო, პირიქით, ეგეთი პოეტური რამე ძნელად წარმოსადგენია. biggrin.gif

Servie
QUOTE
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ tongue.gif


ხინკლის რა მოგახსენო, მარა ყველაზე კაი ბოზბაში მართლა მაქეთ იციან. ხინკლისთვის კი იმხელა ტერიტორიები არსებობს მთიულეთ-ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში რო თელავი და ახმეტა რა მოსატანია smile.gif

Posted by: miau 29 Jun 2008, 13:53
QUOTE
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ


და თუშ-ფშავ-ხევსურეთმა რაღა თქვას? smile.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Jun 2008, 13:59
miau
QUOTE
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ

და თუშ-ფშავ-ხევსურეთმა რაღა თქვას? smile.gif


რა კაია, როცა ამას თელაველისგან ისმენ smile.gif

Posted by: ბურზო 29 Jun 2008, 14:50
katedudu
QUOTE
ნუ აბა თუ ხინკალი კეთდება სხვა კერძი აუცილებლად უნდა იყოს ისე მამაჩემი გამოაცხადებს რომ მშიერი იყო მთელი დღე

biggrin.gif biggrin.gif
Servie
QUOTE
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ

ხევსურების აჯაბსანდალია ხო ყველაზე კაი? biggrin.gif

Posted by: miau 29 Jun 2008, 14:53
gabarzgaleba
QUOTE
რა კაია, როცა ამას თელაველისგან ისმენ

მასეა და რა ვქნა?! biggrin.gif

ბურზო
QUOTE
ხევსურების აჯაბსანდალია


და კახური ხაჭაპური gigi.gif

Posted by: ბურზო 29 Jun 2008, 15:05
miau
QUOTE
კახური ხაჭაპური

იმერულიც ხაშლამა yes.gif

Posted by: Rebecca 30 Jun 2008, 02:29
დღეს ჩამომიტანეს თბილისიდან, უზარმაზარი ბოთლი, ახალი, მწვანე ტყემალი, უგემრიელესი!.. კინაღამ დღესვე დავამთავრე მთელი ბოთლი. ძალიან მომნატრებია

Posted by: luiji 30 Jun 2008, 14:28
მე თითქმის ყველა მომწონს, კახურიც, მეგრულიც სვანურიც და ა.შ. მარა მაინც ხაშლამა მიყვარს ყველაზე ძალიანsmile.gif ცჰამოთვლა შორს წამიყვანს. ვინმეს თუ აქვს გასინჯული ჩანახი და როგორ კეთდება თუ იცით

Posted by: kvis 30 Jun 2008, 14:56
QUOTE
ჩანახი

ეგ რაღა უბედურებაა?

biggrin.gif


Posted by: nanana 30 Jun 2008, 15:20
QUOTE
ვინმეს თუ აქვს გასინჯული ჩანახი და როგორ კეთდება თუ იცით


მე მაქვს გასინჯული და არ მიყვარს. პადრიჯანი, პომიდორი და ბულგარულია ცხვრის დუმასთან და ხორცთან ერთად ჩაშუშული. იდეალურ ვარიანტში თიხის ქოთანში.

ყველაფერი მიყვარს და ყველაფერი მომბეზრდა უკვე yes.gif არც მომნატრებია ხაჭაპურის, ტყემლის და ხინკლის გარდა არაფერი როცა საზღვარგარეთ ვცხოვრობდი.

Posted by: miau 30 Jun 2008, 16:36
ტყემალს რად უნდა რეცეპტი? ისედაც გემოვნებით და თვალით უნდა შეუხამო ომბალო, ქინძი, ნიორი, წიწაკა და ცერეცო smile.gif
რამდენი დიასახლისიცაა, იმდენი ტყემალი არსებობს smile.gif

Posted by: kasandra 30 Jun 2008, 19:08
ტყემალი არ არის ალუჩა!
სად გაგონილა ალუჩის ტყემალი sa.gif
ტყემალს უნდა საშუალო ზომის კარგი ჯიშის ნანდვილი ტყემალი და არა ალუჩაზე, ატამზე და ფეიხოაზე დამყნული! მერე ბლომად ახალი ქინძი, წიწაკა, ზომაზე მარილი, ომბალო და იფ იფ...
ხო კიდე, ტყემალი არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი და რაც სქელი, საშუალო სისქის უნდა იყოს. კარგია წითელი ფერის, მწვანე, ანუ ახალი ტყემალი მანდამაინც კარგად არ ინახება ჩემი დაკვირვებით war.gif

Posted by: auau 30 Jun 2008, 21:57
kvis
QUOTE
QUOTE
ჩანახი


ეგ რაღა უბედურებაა?

უბედურება კი არა, ბეეეეეედნიერება და ნეტარებაა!

Posted by: Dzin-Dzin 1 Jul 2008, 01:38




მწვადი-კახური.
ხინკალი-მთიულურ,ფშავურ,ხევსურული.
ხაჭაპური-მეგრული.
ჩურჩხელა-კახური.
აჯიკა-მეგრული.
ლორი-რაჭული.
ღვინო-კახური.
საცივი-მეგრული.
ჭვიშტარი-სვანური.......................





:პუკე: სმაილიკები ამ განყოფილებაში აკრძალულია!
მოდერი.

Posted by: (c)TG 1 Jul 2008, 02:53
Dzin-Dzin
თქვენთანაც დიდი ბოდიში, მაგრამ
QUOTE
აჯიკა-მეგრული.

კი არა
აჯიკა აფხაზური, ნუ გვეშინია მაგ სიტყვის

P.S. მეგრელი ვარ

Posted by: kactus 1 Jul 2008, 08:57
QUOTE
ქართული კერძები, რომელი კუთხის კერძებს ანიჭებთ უპირატესობას


მეგრული სამზარეულო love.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Jul 2008, 11:15
საიდან მაიტანეთ, რომ ჩანახი ქართულია. ისე, როგორც ჩიხირთმა, ბოზბაში, ბუღლამა, ფითი და სხვა ასეთები- ჩანახიც აღმოსავლური კერძია.

Posted by: nanana 1 Jul 2008, 11:25
კახური ჩურჩხელა და გოზინაყი love.gif love.gif love.gif

Posted by: ჯურხაი 1 Jul 2008, 13:17
QUOTE (Dzin-Dzin @ 1 Jul 2008, 01:38 )
მწვადი-კახური.
ხინკალი-მთიულურ,ფშავურ,ხევსურული.
ხაჭაპური-მეგრული.
ჩურჩხელა-კახური.
აჯიკა-მეგრული.
ლორი-რაჭული.
ღვინო-კახური.
საცივი-მეგრული.
ჭვიშტარი-სვანური.......................

კახეთი - მწვადი (წალამზე შემწვარი), ხაშლამა და რაც ყველაზე მთავარია რქაწითელი
მთიულეთ-ფშავ-ხევსურეთი - ხინკალი
იმერეთი - ხაჭაპური
სამეგრელო - ელარჯი, სულგუნი, კუპატი, კუჭმაჭი, აჯიკა, ოჯალეში
რაჭა - ლორი, ლობიანი, ხვანჭკარა
სამაჩაბლო - ხაბიზგინა
სვანეთი- კუბდარი, ჭვიშტარი
გურია - სანთლის არაყი, ადესა

ქართლი - კასპიცემენტის მეტი ვერაფერი გავიხსენე არ გეწყინოთ smile.gif

Posted by: mekvle 1 Jul 2008, 13:54
გუშინ მე და ჩემმა მეზობელმა "ასკანელი ოქრო"-ზე ვისიამოვნეთ. მე მეორედ გავსინჯე და აზრიც საბოლოოდ ჩამომიყალიბდა _ დახვეწილი არაყია, არომატებით (მგონი, ქიშმიშის არომატიც მართლა ვიგრძენი). ცოტა ექსტრაქტულია _ აი, თითქოს სქელია და რაღაცნაირი ცოტათი ზეთისებური.

ბარემ აქ გადმოვიწერ საინტერსო წარწერას ეტიკეტიდან: "ჭაჭა _ ასკანელი ოქრო. მზადდება ძველი საშინაო რეცეპტების გამოყენებით, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ძველდება მუხის კასრებში არანაკლებ 1 წლის მანძილზე. ფერით ბაცი ოქროსფერია, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ბუკეტი, ჰარმონიული, სრული გემო ქიშმიშის არომატით და მსუბუქი სიცხარით".

მოკლედ, ინფორმაცია ამ სასმელზე მართლაც ზუსტად შესებამება იმას, რასაც მისი დალევისას გრძნობ. თუმცა, აი, ეს ინფრომაცია ჩემთვის, როგორც მომხმარებლისათვის, ბუნდოვანია: "მზადდება ძველი საშინაო რეცეპტების გამოყენებით, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა". დამაინტრიგებელია და სასმელის ყიდვისკენ გიბიძგებს, მაგრამ ამის შემდეგ მაინც მჭირდება კონკრეტიკა, კერძოდ _ ღვინისგან გამოიხადა თუ მართლა ჭაჭისაა. რა თქმა უნდა, აქ გასაიდუმლოებულ საოჯახო რეცეპტზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ მაინც არაფერი უშლის ხელს კიდევ უფრო დაკონკრეტდეს, როგორი წესით არის დამზადებული.

"გუდვილში" ამის გვერდით აღმოვაჩინე "ჭაჭა ასკანელი პლატინა", რომელსაც თვალი დავადგი და სამომავლოდ პირველ რიგში მაგას გავსინჯავ. ოქროზე _ 3-4 ლარით ძვირი ღირს და წესით, უფრო კარგი ხარისხის უნდა იყოს. ვნახოთ! საინტერესო იქნება "ოქროსა და პლატინის" შედარება.


Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 13:57
mekvle
QUOTE
გუშინ მე და ჩემმა მეზობელმა "ასკანელი ოქრო"-ზე ვისიამოვნეთ. მე მეორედ გავსინჯე და აზრიც საბოლოოდ ჩამომიყალიბდა _ დახვეწილი არაყია, არომატებით (მგონი, ქიშმიშის არომატიც მართლა ვიგრძენი). ცოტა ექსტრაქტულია _ აი, თითქოს სქელია და რაღაცნაირი ცოტათი ზეთისებური.

ბარემ აქ გადმოვიწერ საინტერსო წარწერას ეტიკეტიდან: "ჭაჭა _ ასკანელი ოქრო. მზადდება ძველი საშინაო რეცეპტების გამოყენებით, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ძველდება მუხის კასრებში არანაკლებ 1 წლის მანძილზე. ფერით ბაცი ოქროსფერია, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ბუკეტი, ჰარმონიული, სრული გემო ქიშმიშის არომატით და მსუბუქი სიცხარით".

მოკლედ, ინფორმაცია ამ სასმელზე მართლაც ზუსტად შესებამება იმას, რასაც მისი დალევისას გრძნობ. თუმცა, აი, ეს ინფრომაცია ჩემთვის, როგორც მომხმარებლისათვის, ბუნდოვანია: "მზადდება ძველი საშინაო რეცეპტების გამოყენებით, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა". დამაინტრიგებელია და სასმელის ყიდვისკენ გიბიძგებს, მაგრამ ამის შემდეგ მაინც მჭირდება კონკრეტიკა, კერძოდ _ ღვინისგან გამოიხადა თუ მართლა ჭაჭისაა. რა თქმა უნდა, აქ გასაიდუმლოებულ საოჯახო რეცეპტზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ მაინც არაფერი უშლის ხელს კიდევ უფრო დაკონკრეტდეს, როგორი წესით არის დამზადებული.

"გუდვილში" ამის გვერდით აღმოვაჩინე "ჭაჭა ასკანელი პლატინა", რომელსაც თვალი დავადგი და სამომავლოდ პირველ რიგში მაგას გავსინჯავ. ოქროზე _ 3-4 ლარით ძვირი ღირს და წესით, უფრო კარგი ხარისხის უნდა იყოს. ვნახოთ! საინტერესო იქნება "ოქროსა და პლატინის" შედარება.


აჰა, დაიწყო ისევ... biggrin.gif

QUOTE
ცოტა ექსტრაქტულია


ეგ არაფერი...

QUOTE
აი, თითქოს სქელია და რაღაცნაირი ცოტათი ზეთისებური.


ეგ კი არ ვარგა smile.gif

Posted by: ჯურხაი 1 Jul 2008, 14:13
QUOTE
ჭაჭა

სახლში მაქვს ჩემი ხელით გამოხდილი ჭაჭა, 60-70 გრადუსიანი... მაგრამ მე ვერ ვსვამ... ძალიან ძლიერია და მალე მათრობს... სტუმარი რომ მომივა თუ მოუნდებათ მათ ვასმევ ხოლმე...

ჭაჭას არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება კიდეც გურული სანთლის არაყი... მართლაც უნიკალური რამაა

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 14:19
mekvle

forum.vinoge.com-ზე რატო არ პოსტავ ამხანაგო? ეჭვი არ შეგეპაროს რო იქ მაგარი პროფესიონალები დაგხვდება, ისეთები, ვისაც ცალი თვალითაც არ შემოუჭყეტია ამ ფორუმზე ... smile.gif

Posted by: amadeus 1 Jul 2008, 15:08
gabarzgaleba
ბარძგალ მაგას რეგისტრაციასთან ქონდა რაღაც პრობლემები და იქნებ დაეხმარო

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 15:21
amadeus
QUOTE
ბარძგალ მაგას რეგისტრაციასთან ქონდა რაღაც პრობლემები და იქნებ დაეხმარო


რა პრობლემები აბა? მომწეროს პიემში... smile.gif

Posted by: amadeus 1 Jul 2008, 15:47
gabarzgaleba
ადრე კი ვუთხარი მაგრამ შეიძლება ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი შენ დაუპიემე აბა

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 16:45
amadeus
QUOTE
ადრე კი ვუთხარი მაგრამ შეიძლება ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი შენ დაუპიემე აბა


პირადად ვიცნობ biggrin.gif

Posted by: (c)TG 1 Jul 2008, 16:47
ჯურხაი
QUOTE
ქართლი - კასპიცემენტის მეტი ვერაფერი გავიხსენე არ გეწყინოთ 

ხილი, ვაშლი, ატამი მაგათია

Posted by: amadeus 1 Jul 2008, 17:03
gabarzgaleba
QUOTE
პირადად ვიცნობ

უF მერე შენ რად არ გითხრა? biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 17:04
amadeus
QUOTE
უF მერე შენ რად არ გითხრა? biggrin.gif


ოკრიბელია და მეერიდა biggrin.gif

Posted by: kvis 1 Jul 2008, 17:15
auau
QUOTE
უბედურება კი არა, ბეეეეეედნიერება და ნეტარებაა!

ხოდა, გამაბედნიერეთ თუ შეიძლება და ამიხსენით როგორ კეთდება, ვა biggrin.gif

Posted by: amadeus 1 Jul 2008, 17:21
gabarzgaleba
QUOTE
ოკრიბელია და მეერიდა


ოკრიბა ტყიბულია ხომე gigi.gif

დამაბოლა მაშინ მაგან რაღაცაgigi.gif

ადრე არ თქვი არ ვიცნობო? როდის გაიცანი ?

Posted by: ჯურხაი 1 Jul 2008, 17:39
მეგრული სამზარეულო ვინ იცით გემრიელ საჭმელებს რომ აკეთებდნენ?

სასურველია საბურთალოზე

Posted by: gabarzgaleba 1 Jul 2008, 17:43
amadeus
QUOTE
ოკრიბა ტყიბულია ხომე gigi.gif

დამაბოლა მაშინ მაგან რაღაცაgigi.gif

ადრე არ თქვი არ ვიცნობო? როდის გაიცანი ?


90-იანი წლების დასაწყისში ლამის biggrin.gif მაგას არ გეტყოდი, ვარიანტი არაა smile.gif

Posted by: amadeus 1 Jul 2008, 17:56
gabarzgaleba
რავი რაღაც ესე მახსოვდაsmile.gif

Posted by: mekvle 2 Jul 2008, 00:21
amadeus
და შენ რომელი ხარ, კაცო. შენც გიცნობ? როდის რა დაგაბოლე?
gabarzgaleba
კი დავრეგისტრირდი შენს საიტზე, მაგრამ ვერ ვპოსტავ. არადა, ფორუმი ლიტერატურა.გე-ს ჰგავს და წესით არ უნდა გამჭირვებოდა ეგ ამბავი. ვერ გავიგე, რატომ ვერ ვპოსტავ. ამ პრობლემებში ვიყავი, როცა პაროლიც დამავიწყდა და ახლა ვეღარც შევდივარ. გამოდის სხვა ნიკით უნდა დავრეგისტრირდე თავიდან.

Posted by: gabarzgaleba 2 Jul 2008, 00:53
mekvle
QUOTE
amadeus და შენ რომელი ხარ, კაცო. შენც გიცნობ? როდის რა დაგაბოლე? gabarzgaleba კი დავრეგისტრირდი შენს საიტზე, მაგრამ ვერ ვპოსტავ. არადა, ფორუმი ლიტერატურა.გე-ს ჰგავს და წესით არ უნდა გამჭირვებოდა ეგ ამბავი. ვერ გავიგე, რატომ ვერ ვპოსტავ. ამ პრობლემებში ვიყავი, როცა პაროლიც დამავიწყდა და ახლა ვეღარც შევდივარ. გამოდის სხვა ნიკით უნდა დავრეგისტრირდე თავიდან.


biggrin.gif მიდი, ახალი ნიკი ხიე, თუარადა ძველის სახელი მომწერე smile.gif

Posted by: tevdore 2 Jul 2008, 00:58
QUOTE
ყველაზე კაი ხინკალი თელავშია რა მოკლედ რო ვთქვათ


კურდღელაურის გზაზე......აეროპორტთან?
smile.gif

Posted by: amadeus 2 Jul 2008, 09:21
mekvle
lol.gif
გამახსენდა რომ დაწერე ვერ ვპოსტავ მაგ საიტზეო იქ ხელოვნებაში მარნის თემა რომ გახსენი biggrin.gif
დაბოლება ისე დავწერე ხუმრობით შე კაცო biggrin.gif

Posted by: thug 2 Jul 2008, 15:42
ძაან მაგარია ნამდვილი ჭაჭა!!!!!!!!!!!!!! დავლევდი ეხლა!

Posted by: thug 2 Jul 2008, 15:51
ხინკლის ფანი ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: levanovna 3 Jul 2008, 09:12
იფ, მეც მიყვარს ხინკალი და კარგიც გამომდის როგორც მეუბნებიან, ასე 20დან 25 ნაოამდე ვაკეთებ, ის კი არა ამერიკელ მეზობლებსაც ვასწავლე და ახლა გაკეთებაშიც მეხმარებიან აბააsmile.gif

Posted by: შოშია 3 Jul 2008, 09:40
არ მიყვარს ხინკალი user.gif ტოლმა მირჩევნია love.gif

Posted by: thug 3 Jul 2008, 09:52
levanovna
მერე დამპატიჟე smile.gif) ქართველი მაინც სხვანაირად შეგიფასებს ამერიკელებმა რა იციან ხინკალი biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Jul 2008, 10:23
შოშია
QUOTE
არ მიყვარს ხინკალი user.gif ტოლმა მირჩევნია love.gif


მეც მირჩევნია, ოღონდ ვაზის ფოთოლში smile.gif

Posted by: strixnina 3 Jul 2008, 11:55
ხინკალს პელმენი უხურავს. და არ შემეკამათოთ!
biggrin.gif

Posted by: შოშია 3 Jul 2008, 14:06
QUOTE (gabarzgaleba @ 3 Jul 2008, 10:23 )
მეც მირჩევნია, ოღონდ ვაზის ფოთოლში smile.gif

ნუ მაგას რა თქმა უნდა yes.gif + მაწონი იF იF იF

Posted by: Servie 3 Jul 2008, 14:38
გეუბნებით ყველაზე კაი ხინკალია თელავში. და გაიგეთ რა. როცა არ იცით მე დამიჯერეთ. biggrin.gif
ეს ხუმრობით მაგრამ მე თელავის გარდა ხინკალს არსად არ შევჭამ. ფშავ-ხევსურული ხინკალი რითი ჯობია თელავურს? ცხვრის ხინკალი სქელი ცომით როგორ უნდა ვჭამო biggrin.gif ვისაც არ ჯერა დავპატიჟებ თელავში წიწმატიანის ხინკალზე tongue.gif tongue.gif tongue.gif
* * *
tevdore

აეროპორტთანაც კაია, ხერგილზეც, წიწმატიანზეც და "ცივში". და "მოდი მნახე"-შიც

strixnina

QUOTE
ხინკალს პელმენი უხურავს. და არ შემეკამათოთ!


მე უნ შეგეკამათო. ერთხელ ჩამო თელავში და ისეთ ხინკას გაჭმევ რო მაგას აღარ იტყვი. მართლა ჩამო ჭირიმე.

Posted by: strixnina 3 Jul 2008, 19:58
Servie
მიპაიჟებისთვის მადლობელი!
ეხა საქმე რაშია: biggrin.gif ხორცი რაშიც შეინიშნება, იმას მარტო არყის სიყვარულში თუ გავკრავ კბილს და მაგ შემთხვევაში პელმენი განუმეორებელია: biggrin.gif ხუხავ, ჩანგალს დაარჭობ და ვსიო, შემდეგ ჭიქამდე აღარც გახსოვს. ხინკალს კიდე მიდი და ეჩალიჩე. ვაბშე ლიოტჩიკების პაიოკი უნა ეძრობოდეს ზავიდენიებში biggrin.gif

Posted by: mekvle 3 Jul 2008, 22:22
QUOTE (gabarzgaleba @ 1 Jul 2008, 23:53 )
mekvle
QUOTE
amadeus და შენ რომელი ხარ, კაცო. შენც გიცნობ? როდის რა დაგაბოლე? gabarzgaleba კი დავრეგისტრირდი შენს საიტზე, მაგრამ ვერ ვპოსტავ. არადა, ფორუმი ლიტერატურა.გე-ს ჰგავს და წესით არ უნდა გამჭირვებოდა ეგ ამბავი. ვერ გავიგე, რატომ ვერ ვპოსტავ. ამ პრობლემებში ვიყავი, როცა პაროლიც დამავიწყდა და ახლა ვეღარც შევდივარ. გამოდის სხვა ნიკით უნდა დავრეგისტრირდე თავიდან.


biggrin.gif მიდი, ახალი ნიკი ხიე, თუარადა ძველის სახელი მომწერე smile.gif

აჰა, ახალი ნიკიც ვხიე _ ნამდვილი მასაი.
წინა იყო _ მეკვლე

არაფერიც არ გამოდის. ახლა გამახსენდა, რომ წინათაც იგივე პრობლემები მქონდა. მარტო თავფურცელზე შევდივარ. მერე მინდა ვნახო ახალი პოსტები და აი, მანდ უკვე წყდება ჩემი არსებობა ფორუმზე.

მეილზე 10 წუთის მანძილზე დადასტურება არ მომდის, რომ დავრეგისტრირდი. 10 წუთის კი არა, წინაზე მახსოვს, 3 დღე ვუცადე ამ დადასტურებას. მერე ვიფიქრე, ალბათ ფორუმს პრობლემები აქვს ჯერ-მეთქი და დავანებე თავი.

არადა, ფორუმ.გე-დან ისე გაიკრიფეთ ყველანი, ალბათ, მანდ გჰადაბარგდით. მე კი აქ დავრჩი მარტო sad.gif

მოკლედ, "ახალი პოსტები" რომ წერია, მანდ ვაწკაპებ და აი, ამას მიწერს:

"მოხდა შეცდომა. თუ თქვენ არ იცით, თუ როგორ გამოიყენოთ რომელიმე ფუნქცია ან არ ხართ დარწმუნებული მისი მოხმარებისას თქვენს კომპეტენტურობაში, გთხოვთ გადახედეთ ფორუმის დახმარებას ან მიმართეთ ადმინისტრაციას".
"თქვენ არ ამოგირჩევიათ საძებნი განყოფილებები ან ამორჩეული განყოფილებები პაროლითაა დაცული. თუ ეს ასეა, ჯერ შებრძანდით პაროლით დაცულ განყოფილებებში, ხოლო ძიება უკვე შემდეგ განახორციელეთ".

ბოდიშს კი ვიხდი, რომ ამ თემაში მიწერს ამის წერა, მაგრამ PM-შიც ვერ მოგწერე.

Posted by: gabarzgaleba 3 Jul 2008, 22:26
mekvle

კი მარა გხედავ ვინოჯის ფორუმზე... ნახე აბა იმეილი.

Posted by: CZ88 3 Jul 2008, 23:22
დღეს ტყეში ვნახე ტყემლის დაბალი ხეები, დახუნძლული ყვითელი და წითელი ტყემლებით sad.gif დრო არ მქონდა მოკრეფის, ლამის ვიტირე, ისე შემენანა. მერე ვიფქრე, ხომ არ მოვჭრა და ხეები ხომ არ წავიღო თქვა, მარა ამ დონის ბრაკონიერი ვერ ვიქნებოდი sad.gif ტყემალს აქ მაინც ვერ გავაკეთებ, არ არის შესაბამისი საკაზმი, თუმცა მურაბა შეიძლებოდა.

Posted by: mekvle 3 Jul 2008, 23:48
აი, ახლაც ვნახე, მაგრამ არ მოდის. მე მგონი, მაგიტომ ვერ ვახერხებ დაპოსტვას _ თავფურცელის იქით ფორუმში ვერ შევდივარ. შენ იმიტომ მხედავ, რომ დარეგისტრირებით დავრეგისტრირდი და სულ ესაა sad.gif

Posted by: gabarzgaleba 4 Jul 2008, 00:57
mekvle
QUOTE
აი, ახლაც ვნახე, მაგრამ არ მოდის. მე მგონი, მაგიტომ ვერ ვახერხებ დაპოსტვას _ თავფურცელის იქით ფორუმში ვერ შევდივარ. შენ იმიტომ მხედავ, რომ დარეგისტრირებით დავრეგისტრირდი და სულ ესაა sad.gif


მეილს რო გახსნი, იქიდან უნდა გააქტიურო...

Posted by: mekvle 4 Jul 2008, 02:36
masai74@mail.ru-ზე არ უნდა მოვიდეს დადასტურება? ჯერ არაფერი მოსულა. აბა, არ მოსულა და რა გავააქტიურო?

Posted by: gabarzgaleba 4 Jul 2008, 02:41
mekvle

აბა ეხლა შედი ფორუმზე... smile.gif

Posted by: levanovna 4 Jul 2008, 08:08
thug მობრძანდით ბატონო და ჩემი თავი გენაცვალოთ,ხინკალიც ჩემზე იყოს და სხვა დანარჩენიც yes.gif

Posted by: irmakuna 4 Jul 2008, 08:28
იცით,რომ ჩინელებსაც ააქვთ,ასეთი საჭმელი??

პირველად,რომ ვნახე,რამის შევძახე _ხინკალი მეთქი.

sad.gif

ძალიან მიყვარს ხინკალი,განსაკუთრებით ეხლა მენატრება,ხოლმე ქართული ხინკალი,საქართველოში გაკეთებული,რადგან სხვა გემო აქვს.

Posted by: thug 4 Jul 2008, 16:30
levanovna
QUOTE
მობრძანდით ბატონო და ჩემი თავი გენაცვალოთ,ხინკალიც ჩემზე იყოს და სხვა დანარჩენიც

სად ბრძანდებით??? biggrin.gif

irmakuna
რაზე ამბობ??? სუპი როა ჩინური??? Wonton Soup smile.gif

Posted by: auau 4 Jul 2008, 17:11
CZ88
რა ქენი იცი? გახეხე, მოადუღე, მარილთან,წიწაკასა და ნიორტან ერტად შეინახე და დანარჩენი საკმაზი მერე გამოჩნდება. მე ზუსტად გავიგებ გერმანიაში ჩვენი სუნელების რომელი ანალოგიებია დარა აწერია, ან ჩამოვა ვინმე და გამოგიგზავნით!

Posted by: tos-ka 4 Jul 2008, 17:32
kasandra
QUOTE
სად გაგონილა ალუჩის ტყემალი


გაგონილა და მერე როგორ! გემრიელია და მერე როგორი! smile.gif ფერიც განსხვავებული ხასხასა მწვანე აქვს და კარგადაც ინახება.

CZ88
QUOTE
ტყემალს აქ მაინც ვერ გავაკეთებ


როგორ ვერ გააკეთებ. მოადუღე, გახეხე თუშფალანგზე (კანი და კურკა არ გაყვება), მარილით შეაზავე, სასურველ სისქეზე დააყენე და თუ სანელებლები არ გაქვს ისე შეინახე. როცა დაგჭირდება მაშინ შეკაზმე სანელებლებით - ახალივით იქნება.
წითელი ტყემალი (თუ გულიც წითელი აქვს) ცალკე მოადუღე, ეგ განსაკუთრებულად გემრიელია.

Posted by: amadeus 4 Jul 2008, 17:40
tos-ka
QUOTE
მარილით შეაზავე, სასურველ სისქეზე დააყენე და თუ სანელებლები არ გაქვს ისე შეინახე. როცა დაგჭირდება მაშინ შეკაზმე სანელებლებით - ახალივით იქნება.
წითელი ტყემალი (თუ გულიც წითელი აქვს) ცალკე მოადუღე, ეგ განსაკუთრებულად გემრიელია.

და ისიც უთხარი რომ ომბალო არ დაავიწყდეს თორემ ტყემალი ისე კარგავს ფასეულობას smile.gif

Posted by: tos-ka 4 Jul 2008, 17:50
amadeus
QUOTE
და ისიც უთხარი რომ ომბალო არ დაავიწყდეს თორემ ტყემალი ისე კარგავს ფასეულობას 


თქმა არ უნდა, ვეტყვი, smile.gif ოღონდ მე შესაზავებლად გამზადებული სატყემლე მასის შენახვა ვურჩიე. ასე შენახული "არ ბერდება" და სანელებლები, ომბალოს ჩათვლით, ჯობია ერთდროულად გაუკეთოს. ახალი არომატი ხო კარგია? იმიტომაც გიყვართ ახალი ტყემალი. ჩვენ უმეტეს მასას ასე ვინახავთ და მერე შევაზავებთ ხოლმე, როცა დაგვჭირდება. ბევრი ახალში ვერ ასხვავებს და სულ კითხულობენ ამ დროს ახალი ტყემალი საიდანო smile.gif
სხვათა შორის "თინა დეიდამ" იცის ასეთი ტყემლის გემო wink.gif

Posted by: kasandra 4 Jul 2008, 18:00
tos-ka
QUOTE
გაგონილა და მერე როგორ! გემრიელია და მერე როგორი!  ფერიც განსხვავებული ხასხასა მწვანე აქვს და კარგადაც ინახება.


ფერი შეიძლება კარგი აქვს, მაგრამ ტკბილია და წყალწყალა. არომატი არა აქვს. ტყემალს იმიტომ ქვია ტყემალი, რომ ტყემლისგან უნდა მომზადდეს. ეგ არის ალუჩას საწებელი, შეკმაზული ტყემალივით.
მიჩვევის ამბავია ისე, მე გურული ბებია მყავს უუუმაგრეს ტყემალს აკეთებს. მის შემდეგ არც კი გასინჯავ მოხარშულ და წყალწყალა ალუჩას smile.gif

Posted by: amadeus 4 Jul 2008, 18:02
მოდით ქართული ტყემლისა და საწებლის პრეზენტაცია მოვაწყოთ და მერე ნახეთ როგორ შედეგებით
დამთავრდეს ჩემს მიერ მოტანილი ტყემალსაწებლები biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jul 2008, 18:14
irmakuna
ეს და ამის მომდევნო პოსტები ნახე:
http://forum.ge/?showtopic=33695387&view=findpost&p=10214981

Posted by: tos-ka 4 Jul 2008, 18:47
kasandra
QUOTE
მიჩვევის ამბავია


აი, ამაში გეთანხმები. და იმაშიც, რომ გემოვნებაზე არ დაობენ.
მე "არც ერთ ტყემალს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა" smile.gif

amadeus
შენს ნაქებ (მოტანილ) ტყემალსაწებელსაც დავაგემოვნებ, მაგაზე უარს როგორ გეტყვი! smile.gif

აუაუს ალუბლის საწებელსაც მივეპარები wink.gif

მიყორს! და იმიტომ!

Posted by: CZ88 4 Jul 2008, 19:45
აქედან ბოთლებს მაინც ვერ წავიღებ გერმანიაში ტოსკა და აუაუ sad.gif შივილურა უნგრელები მაგრა შმონავენ. აქ კი ამათმა რა იციან გემო biggrin.gif

Posted by: auau 4 Jul 2008, 21:38
tos-ka
QUOTE
სხვათა შორის "თინა დეიდამ" იცის ასეთი ტყემლის გემო 
· ^


ხომ არ გვეთხოვა მოდერისთვის აუაუ თინა დეიდათი შეგვეცვალა?
მაგრამ იმდენად შევეჩვიე აუობას, რომ ვერ გადავირქმევ! ჩემს ბიჭს რომ ხმამაღლა რამეს ვეტყვი, დედაჩემი შორიდან "სხვათაშორის კომენტარს" აკეთებს და სანდროს ეუბნება ხოლმე, ბებიაშენმა რა სწორი სახელი შეირქვაო!

Posted by: irmakuna 4 Jul 2008, 21:50
WOMAN IN LOVE

დიახ,მართალია ჩინელებს ააქვთ ხინკალის და მაგვარი კერძი.

ჩვენი ხინკლას ჰგავს ძალიან.
სახელს მოვიგონებ და დავწერ,არ მახსოვს ზუსტად.რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

დიდი მადლობა.
thug
QUOTE
irmakuna
რაზე ამბობ??? სუპი როა ჩინური??? Wonton Soup


ეგც არის ,მაგრამ ჩინური კულინარია,იმ ''Fასტ Fუდისგან'' განსხვავდება.
და გემოთიც სხვა არის ჩინელების სახლის სამზარეულო.



Posted by: CZ88 4 Jul 2008, 22:20
auau

საკაზმებს ერთი ბოთლი შენი ტყემალი მირჩევნია user.gif 2kiss.gif love.gif

პ.ს. ნაგლოსტ უკრაშაეტ ჩელავეკა biggrin.gif

Posted by: levanovna 6 Jul 2008, 11:35
. thug მე შორს ვარ, ოკეანის გადაგმა wink.gif irmakuna ჩინურ ხინკალს დამპლინს ეძახიან. გემრიელი კი არის ,მაგრამ ჩვენი ხინკალი მირჩევნია მე პირადად wink.gif

Posted by: Makulatura 6 Jul 2008, 13:29
ხინკალზე ბევრად უკეთესი საჭმელები გვაქვს!

მაგრამ მე ხევსურეთში ხინკალი ვჭამეე? მასეთ იარაფერი გამისინჯია არასოდეს!

იმისდა მიუხედავად რომ ხინკალი ჩემთვის საჭმელებს შორის ხუთეულშიც არ შედის! biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jul 2008, 16:20
მოკლედ, არც სარჩევში (ცომეულ-ფქვილეულობაში) და არც ამ თემაში არ დევს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი!
გვეკადრება ახლა ეს ამბავი?

Posted by: BEKO 6 Jul 2008, 17:04
აჭარული ბეკოსგან

საფუარიანი ნახი ცომი. აუცილებლად ვუმატებ მარგარინს და თუ მაქვს, არაჟანს, მაწონს ან რძეს. თუ არა მაქვს და, წყალზე და ზეთზეც მშვენიერი გამოდის. ისე, მაცივარში ყოველთვის მომეპოვება ხოლმე ნარჩენები და ეგრე გამოვდივარ იოლას.
ვიღებთ პატარა გუნდას, ვდებთ ყველს და ნავისებურად მოვუკრავთ თავს, შემდეგ ღუმელში 250 გრადუსზე. რომ მოიბრაწება, (დაახლოებით 15 წუთში) დავახლით კვერცხს და 5 წუთში მზადაა. გამოვიღებთ, ვადებთ კარაქს და გვედებზეც ვუსვამთ, რომ დარბილდესsmile.gif

სულ ეგააsmile.gif

Posted by: tos-ka 6 Jul 2008, 17:58
CZ88
QUOTE
auau

საკაზმებს ერთი ბოთლი შენი ტყემალი მირჩევნია


wink.gif მართალი ხარ! 2kiss.gif

Posted by: C Agent 6 Jul 2008, 19:07
არასდროს არ მიყვარდა ხინკალი და მწვადი, არც ხაჭაპური და კიდე რა დარჩა არც ეგენი kar.gif

განსაკუთრებით დიდი ხინკლებს რომ აკეთებენ ზლაზვნებს იმათ ვერ ვიტან kar.gif

Posted by: irmakuna 6 Jul 2008, 21:14
levanovna
QUOTE
irmakuna ჩინურ ხინკალს დამპლინს ეძახიან. გემრიელი კი არის ,მაგრამ ჩვენი ხინკალი მირჩევნია მე პირადად


არა,ეგ ის ჩვენ ხინკალს ჰგავს და გემოთიც განსხვავდება,ზემოთა ფოსტები ნახე და შედი,აქ:
QUOTE
კულინარიის ინტერნეტ-რესურსების ბიბლიოთეკა (post #10214981)



C Agent
რა სასაცილო ხარ.2kiss.gif

Posted by: Servie 6 Jul 2008, 21:24
C Agent

მწვანილი და გერკულეზი და კორჟიკი გეყვარება შენ დეიდ

Posted by: thug 7 Jul 2008, 08:02
levanovna
მეც ოკეანის გადაღმა ვარ wink.gif
...................

Posted by: Peppi 8 Jul 2008, 00:33
miau
QUOTE
მასეთივეა,

გასაგებიაsmile.gif

tos-ka
ხო, ყუათიანია, მე ტკბილი - მოხარშულ კრემს მაგონებს ძალიანsmile.gif

BEKO
ერთი აჭარული ხაჭაპური უნდა ვცადო.
იმერულს უგემრიელეს და უმაგრეს ვაკეთებ აქ, ჰოლანდიაში (გამოვიყვანე ქართული ჯიშის ყველის მიქსი)

Posted by: miau 8 Jul 2008, 06:54
Peppi

ადრე allegro-მ მასწავლა, სანამ ყველს ჩადებ, მანამდე წყალში გახსენი, რომ სქელი ფაფასავით იყოსო და ისე გამოაცხეო smile.gif
არაჩვეულებრივი ხაჭაპურები გამოვიდა. up.gif

Posted by: cooldadie 8 Jul 2008, 14:06
QUOTE (Tikk @ 31 Mar 2008, 02:39 )
ბორანო, ფახლავა, აჩმა და ხაჭაპური ვიცი, უგემრიელესია, მაგრამ შარშან აჭარაში ხინკალი მაჭამეს ისეთი, რომ დღემდე მახსოვს ის სასოწარკვეთილების წუთები, როცა მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეჭამა - სპეციალურად ჩემთვის იფუსფუსეს მთელი დღე და საღამოს ვახშმად მომართვეს პატარა უცნაური ზომის ხინკლები, ქვაბით, თან ბლომად კარაქიც ჩაუყრიათ... აი ყველაზე უსიამოვნო ვახშამი მქონდა მაშინ ცხოვრებაში. user.gif
მას მერე აჭარაში რესტორნის ხინკლის დაგემოვნებაც არ მომსვლია აზრად.

ისევ აჭარულ კერძებს შევჭამ ხოლმე იქ, აჯობებს.

ეჭვი მაქვს აპოხტის ხინკალი გაჭამეს...ეგ მოყვარულზეა, მე მაგალითად მომწონს gigi.gif

Posted by: chaPPek 8 Jul 2008, 14:28
ვგიჟდები წითელ ტყემალზე......

ერთადერთი ვერ ვიტან მოტკბო გემო რო აქბს ტყემალ.. მგონი ალუჩისგან აკეტთებენ. ტყემალი უნდა იყოს მწარე და მჟავე და ცივი love.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Jul 2008, 15:55
miau
QUOTE
ადრე allegro-მ მასწავლა, სანამ ყველს ჩადებ, მანამდე წყალში გახსენი, რომ სქელი ფაფასავით იყოსო და ისე გამოაცხეო

გახეხილი ყველი უნდა გავხსნათ წყალში?

Posted by: n@tia_ 8 Jul 2008, 16:02
BEKO
QUOTE
აჭარული ბეკოსგან

საფუარიანი ნახი ცომი. აუცილებლად ვუმატებ მარგარინს და თუ მაქვს, არაჟანს, მაწონს ან რძეს. თუ არა მაქვს და, წყალზე და ზეთზეც მშვენიერი გამოდის. ისე, მაცივარში ყოველთვის მომეპოვება ხოლმე ნარჩენები და ეგრე გამოვდივარ იოლას.
ვიღებთ პატარა გუნდას, ვდებთ ყველს და ნავისებურად მოვუკრავთ თავს, შემდეგ ღუმელში 250 გრადუსზე. რომ მოიბრაწება, (დაახლოებით 15 წუთში) დავახლით კვერცხს და 5 წუთში მზადაა. გამოვიღებთ, ვადებთ კარაქს და გვედებზეც ვუსვამთ, რომ დარბილდეს

სულ ეგაა

ამას დავამატებდი რომ...მთელი მუღამი აჭარული ხაჭაპურის არის ის რომ ყველი რაღაც დონეზე გათხელებული უნდა იყოს(მთლად წყალივით არ) და კვერცხი კიდე ნახევრად უმი ... wink.gif მაგრამ გვერდები დარბილებული კი არა კარგად დაბრაწული და გამაგრებული უნდა იყოს... და რაღა თქმა უნდა კალაპოტიდან არ უნდა ამოვარდეს არც ყველი, არც კვერცხი smile.gif

Posted by: სულხანი 8 Jul 2008, 18:10
n@tia_
QUOTE
ამას დავამატებდი რომ...მთელი მუღამი აჭარული ხაჭაპურის არის ის რომ

დანაჩანგლით არ უნდა ჭამოთ ეგა

მუღამია ეგეც smile.gif

Posted by: Peppi 8 Jul 2008, 18:33
miau
QUOTE
სანამ ყველს ჩადებ, მანამდე წყალში გახსენი

ეს აჭარულში? - ვცი, თუმცა ჩვეულებრივ იმერულ ხაჭაპურშიც (ნუ იმერეთში ისეთი იმერული არ კეთდება, როგორსაც თბილისში ეძახიან იმერულს) გათხელებულ ყველს ვდებ:

სულგუნი 200 გრ, იმერული 200 გრამი, ხაჭო ახალი (სპეციფიური სიმჟავის გარეშე) 50-100 გრამი, კარაქი - თხევადი ან დარბილებული - 50 გრამი +ერთი ცალი კვერცხი. ერთიანი მასად იქვეცა და მერე ადვილად და თანაბრად ნაწილდება ცომში.

ამ გულსართის მასას ცოტას ვიტოვებ და ვუმატებ 1 ცალ კვერცს და თუ საჭიროა რძეს, აუცილებლად კარაქს და ვუსმევ მერე ზემოდან. 8-10 წუთი ღუმელში და ხაჭაპურის ნებისმიერ კონკურსშI გაიმარჯვებს ამის გამომცხობი.

Posted by: miau 8 Jul 2008, 18:58



WOMAN IN LOVE
QUOTE
გახეხილი ყველი უნდა გავხსნათ წყალში?

Peppi
QUOTE
ეს აჭარულში?

კი

Posted by: westsider 8 Jul 2008, 19:10
auau
QUOTE
რაკი შენ გამოჩნდი, ეშველა აჭარულ სამზარეულოს! ახლა ფორუმის სახელით გაძლევ შეკვეთას რეცეპტებზე: 1. აჭარული (შავი) ფხალი 2. სინორი 3. ბორანო 4. აქ სადღაც წერია, მაგრამ მაინც - ბაქლავა 5. აჩმა 6. ჰალვა 7. შექერლამა ბრინჯის ფქვილით

რა ვიცი, ვეღარ ვიხსენებ... სურბიე ბებიასებურად ბადრიჯანი მაწონში... მოკლედ, ველოდებით!

ოსმანური სამზარეულოს რიმეიქია თ ურაა

Posted by: BEKO 8 Jul 2008, 20:03
წყალში ნამდვილად არ ვხსნი, მაგრამ, ყველს ასე ვაზავებ. ვიღებ ნახევარს მარილიანს, რომელაც წინასწარ ვალბობ წყალში და ნახევარს, ჭყინტს. მერე ჩოფერში ვატარებ, ერთგვაროვანი მასა რომ იყოს. სულ ცოტა არაჟანს და ერთ კვერცხს ვუმატებ ხოლმე smile.gif


ერთი უნდა ვცადო თქვენებურადაც....

Posted by: tos-ka 8 Jul 2008, 21:46
Peppi
QUOTE
ამ გულსართის მასას ცოტას ვიტოვებ და ვუმატებ 1 ცალ კვერცს და თუ საჭიროა რძეს, აუცილებლად კარაქს და ვუსმევ მერე ზემოდან. 8-10 წუთი ღუმელში და ხაჭაპურის ნებისმიერ კონკურსშI გაიმარჯვებს ამის გამომცხობი.


ეგ რომ უკვე იმერული ხაჭაპური არ არის? aba.gif 2kiss.gif

Posted by: Neo 9 Jul 2008, 14:10
ჰაჰა რა მაგარია smile.gif

http://fr.youtube.com/watch?v=zVVhfXrJesI

Posted by: gvantsuli 12 Jul 2008, 18:20
ხინკალი კი კარგია მარაა მე თუ მკიტხავთ მწვადი და ხაჭაპურის ნებისმიერი სახეობა ბეეევრად ჯობია ხიკალს!! ხინკალს "პროსტო" მაგარი პიარი აქვს biggrin.gif სახელი აქვს განთქმული... თორე ისე არაფერი დიიიდი tongue.gif

მითუმეტეს ხევსურეთში თურმე ცხვრის ხორცისგან აკეთებენ drug.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 12 Jul 2008, 18:38
ხაჭაპურს ხინკალი მირჩევნია yes.gif სხვათაშორის მწვადსაც, ხინკალს ყოველ დღე შევჭამდი, მწვადს ვერა, აა გაწელე გამოწელე კვირაში 1-ხელ, მერე მომბეზრდება yes.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Jul 2008, 19:02
Unfinished_Sympathy

უდროოდ გარდავიცვლები ყოველდღე ხინკალი რო მქონდეს

smile.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 12 Jul 2008, 19:08
BAUSHKE_
სიხარულსგან chups.gif ვგონებ smile.gif)))))

Posted by: BAUSHKE_ 12 Jul 2008, 19:10
Unfinished_Sympathy

არა. ხინკალსაც კი აქვს საზღვარი biggrin.gif

Posted by: შაბეშა 12 Jul 2008, 22:48
QUOTE (gvantsuli @ 12 Jul 2008, 17:20 )
ხინკალი კი კარგია მარაა მე თუ მკიტხავთ მწვადი და ხაჭაპურის ნებისმიერი სახეობა ბეეევრად ჯობია ხიკალს!! ხინკალს "პროსტო" მაგარი პიარი აქვს biggrin.gif სახელი აქვს განთქმული... თორე ისე არაფერი დიიიდი tongue.gif

მითუმეტეს ხევსურეთში თურმე ცხვრის ხორცისგან აკეთებენ drug.gif

რაღაც ვერ ჩაგიწვდი აზროვნებაში და ვერ განმიმარტავ რასქვია პიარი აქ და სახელი აქ განთქმული საჭმელს ვითომ პიარის და რეკლამის გამო ჭამენ თუ გემოვნების მიხედვით?

Posted by: rtuli 12 Jul 2008, 23:04
annak
QUOTE
კარგი პელმენი ნამდვილი, განსაკუთრებით ციმბირული უგემრიელესია

პილმენი სახლში გააკეთე,მოხარშე,ქოთანში გადაიტანე,ქამა სოკო დაჭრილი მოაყარე ,ზემოდან სმეტანა და დუხოვკაში შედგი!უგემრიელესია jump.gif

Posted by: gvantsuli 13 Jul 2008, 14:33
QUOTE
რაღაც ვერ ჩაგიწვდი აზროვნებაში და ვერ განმიმარტავ რასქვია პიარი აქ და სახელი აქ განთქმული საჭმელს ვითომ პიარის და რეკლამის გამო ჭამენ თუ გემოვნების მიხედვით?


რა თქმა უნდა გემოვნებიდ მიხედვით მაგრამ, ხალხს ხო იცი, მასას რასაც ეტყვი კაიაო ის მოეწონება smile.gif პიარი ხო იცი რაცაა smile.gif

მაგრამ მე ეხლა იმას კი არ ვამბობ ხინკალი ცუდიათქო და არაა გემრიელი, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით თუნდაც ხაჭაპური ჯობია smile.gif და იგივე ხაჭაპურისთვისაც რომ ამხელა "რეკლამა" გაეკეთებინა ხალხს, იგივენაირად ეყვარებოდათ და ისევე ოპულარული იქებოდა როგორც ხინკალი (თუმცა ამასაც არ აკლია პოპულარობა და აღიარება biggrin.gif )

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, ხინკალი ესოდენ აღიარებულია არა იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, არამედ უფრო იმიტომ რომ გაპიარებულია biggrin.gif

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია wink.gif

Posted by: imichael 13 Jul 2008, 14:54
QUOTE
ხინკალი

iძალიან მიყვარს love.gif jump.gif boli.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jul 2008, 15:59
gvantsuli
QUOTE
ხალხს ხო იცი, მასას რასაც ეტყვი კაიაო ის მოეწონება

keh.gif

Posted by: ბურზო 13 Jul 2008, 16:21
rtuli
QUOTE
პილმენი სახლში გააკეთე,მოხარშე,ქოთანში გადაიტანე,ქამა სოკო დაჭრილი მოაყარე ,ზემოდან სმეტანა და დუხოვკაში შედგი!უგემრიელესია

კარგი რა კარგი რააა კარგიიიი რაააააააააააააააააააააა weep.gif

Posted by: didi bege 14 Jul 2008, 16:17
ხინკალი ყოველდღე შემიძლია ვჭამო და თუა საშუალება ვჭამ კიდეც


Posted by: chupa82 15 Jul 2008, 15:28
ესეც ხინკლის თემას მოუხდება biggrin.gif yes.gif

Posted by: Anie 15 Jul 2008, 15:40
მცხეთა+
ხინკალი+
ლუდი+
ხაჭაპური+
...

Posted by: CZ88 17 Jul 2008, 01:34
აი, ის ტყემალი, მე რომ ვთქვი , როგორ მებრალება ასე ტყეში, დახუნძლული იყო წითლებიც და ყვითლებიც user.gif

http://www.radikal.ru

Posted by: ხუტა 17 Jul 2008, 02:40
gabarzgaleba
QUOTE
ჩემმა დამ გააკეთა გუშინ ნაიტყემლეიში ტყემალი, ე.ი. კუჭი გამიხდა ჭმაჭივით, ისე მივაძეხი ამ ტყემალს

biggrin.gif

კაი ტყემალი რო გამოვიდეს, ჯერ კაი ბრაგვანი უნდა გაადინო ტყემლის კრეფისას ხის ძირში (დედაჩემის გამოცდილებიდან) biggrin.gif

Posted by: GlobalSoft 17 Jul 2008, 02:52
amadeus
QUOTE
მოდით ქართული ტყემლისა და საწებლის პრეზენტაცია მოვაწყოთ და მერე ნახეთ როგორ შედეგებით


შეხვედრა მოვაწყოთ ფორუმელების სადაც იქნება გამახვილებული ყურადღება ტყემალზე biggrin.gif სახელწოდებით: "ტყემალი, საქართველოს ჰიმნიც, გერბიც და დროშაც ეგაა" შემდეგ 1 საიტი დავამზადოთ ტყემალზე biggrin.gif lol.gif

Posted by: BAUSHKE_ 17 Jul 2008, 02:55
QUOTE (GlobalSoft @ 17 Jul 2008, 02:52 )
"ტყემალი, საქართველოს ჰიმნიც, გერბიც და დროშაც ეგაა" შემდეგ 1 საიტი დავამზადოთ ტყემალზე biggrin.gif lol.gif

ჰიმნის ტექსტი გვაქვს? gigi.gif

______________________

Posted by: amadeus 17 Jul 2008, 08:28
BAUSHKE_
მე მაქვს biggrin.gif

იზარდეთ მარად ტყემალთ ხეებო
და შეძელთ მოგვცეთ ნაყოფი მჟავე,
რათა ჩვენ შევძლოთ დაკრეფა შენი
მე კი შენ გარჩევ ქათმისას ბაჟეს.

მრავალს შეეძლოს შენგან ბრაგვანი,
მრავალი კიდევ შენ ჩაგბურჯღნავდეს
შემდგომ ომბალო და მისი ჯანი,
გოჭსა, ქათამსა მარად გვიწვავდე.

ეს ტყემალი რა ყოფილა
ერთი გოჭიც მამყოფინა
პახმელიით აბა რას სჯობს,
ტყემლის ბოთლსა საამაყოს.
biggrin.gif

მაგის დედავატირე ხილი მიდა გავსინჯო და
არაფერს არ ასხია, უნამუსო ვიყო მთელს სოფელში მარტო ტყემალს ასხია. თუ ვინმეს გინდათ ჩამოდით და მეშოკებით გაგატანთ biggrin.gif


Posted by: ხუტა 17 Jul 2008, 13:39
amadeus

QUOTE
გაკონტრევოლუციონერებულებისათვის


31
no.gif



გამაკონტრრევოლუციონერებულებისთანებისთვისაც

42

yes.gif

Posted by: amadeus 17 Jul 2008, 16:02
ხუტა

შენღა მაკლდი ეხლა რა gigi.gif
შეეშვით კაცო რაც არის ეგ უნდა იყოსwink.gif


აი ტყემალს ქე ვაყოლებ ეხლა ვიჩინას.

Posted by: BAUSHKE_ 17 Jul 2008, 16:13
QUOTE (amadeus @ 17 Jul 2008, 08:28 )
BAUSHKE_
მე მაქვს biggrin.gif

იზარდეთ მარად ტყემალთ ხეებო
და შეძელთ მოგვცეთ ნაყოფი მჟავე,
რათა ჩვენ შევძლოთ დაკრეფა შენი
მე კი შენ გარჩევ ქათმისას ბაჟეს.

მრავალს შეეძლოს შენგან ბრაგვანი,
მრავალი კიდევ შენ ჩაგბურჯღნავდეს
შემდგომ ომბალო და მისი ჯანი,
გოჭსა, ქათამსა მარად გვიწვავდე.

ეს ტყემალი რა ყოფილა
ერთი გოჭიც მამყოფინა
პახმელიით აბა რას სჯობს,
ტყემლის ბოთლსა საამაყოს.
biggrin.gif

მაგის დედავატირე ხილი მიდა გავსინჯო და
არაფერს არ ასხია, უნამუსო ვიყო მთელს სოფელში მარტო ტყემალს ასხია. თუ ვინმეს გინდათ ჩამოდით და მეშოკებით გაგატანთ biggrin.gif

ამადეუს biggrin.gif

შენგან მუსიკას უფრო ველოდი

cry.gif

Posted by: GlobalSoft 17 Jul 2008, 19:59
amadeus
ძაან მაგარი ტექსტია biggrin.gif ტყემლის ჰიმნიც გვაქვს, დროშა გვინდა და პრეზენტაციაც გავაკეთოთ ტყემლის biggrin.gif

Posted by: dalidali 19 Jul 2008, 00:53
ხინკალის ხსენებაზეც კი ბედნიერი ვხდები
ძალიან მიყვარს

Posted by: little akacia 19 Jul 2008, 12:26
ტყემლლის ფანკლუბი მაქ სახლში.ერთხელ ეზოდან ტყემალი ამოვიტანი ორი ცალი და სახლში ხატებთAნ დავდე.დედაჩEმმა ლამის მომკლა.
გუშინ მამაცჰემმა ლამის ამკუწა რო დამინახა მაწონს და ტყემალს როგორ ვჭამდი.
მაგრამ მე მაინც არ ვაპირებ თავის დანებებას.

სიგარეტს არ ვეწევი მაგრამ ტყემალს ვჭამ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Zmuzu 19 Jul 2008, 20:14
QUOTE
ადრე მაგრად მიყვარდა სულ სახინკლეში ვეგდე, ამ ბოლო დროს აღარ მევასება, საერთოდ აღარ ვუკვეთავ ხოლმე.

მეც ეგ დამემართა

Posted by: BEKO 19 Jul 2008, 22:54
სახინკლის ხინკალი არასდროს მყვარებია.
ისე, ხაჭოს ხინკალი მირჩევნია, აი, ისა, ნაღდი მთიულური! ოღონდ კარაქით. ისე, წესით, ერბოთი იჭმევა.

Posted by: strixnina 19 Jul 2008, 23:26
BEKO
QUOTE
ისე, ხაჭოს ხინკალი მირჩევნია

ვარენიკებიი cry.gif

Posted by: BEKO 20 Jul 2008, 00:00
strixnina
QUOTE
ვარენიკებიი

არავითარი ვარენიკები!
ხაჭოს ხინკალი!
biggrin.gif

Posted by: ზურა 22 Jul 2008, 11:39
QUOTE
ხაჭოს ხინკალი!

კართოფილისაც კარგია, ერბოში ამოთრეული! biggrin.gif


პაპაი ცოხცალი რო იყო ხშირად ავდიოდიკე მთაში. გამაათრევდა ვლადიმეროვიჩი ფარიდან ერთ ბატკანას, ამაიღებდა დანას, დააფურთხებდა სიპ ქვაზედ გაუსმევდა ერთი-ორს და ხელად ცულით კუნძზე დაйკაფავდისკე ვარდივით ხორცსა biggrin.gif მემრე ბაბუას დაუძახდება: დადგი ქალო ქობიო და სანამ ის ხინკალს ახვევდა პაპაი თოფის სწორედ დაჭერას და სროლას მასწავლიდისკე. მიუსხდებოდით მერე ფეჩსა, დაიდგამდა პაპაი ბოთლიას და გათენედამდე მთისას და ბარისას მიყვებოდა biggrin.gif დილით ცხორის გასარეკად რო გადიოდა ბაბუას მიაძახებდა: ბალღი რო გაიღვიძებს ხინკლები დაუფიცხე და ახალი ყველი გამაიტანე დედა კი მოვტყან შენიო და გაივლიდა კარზე. მივყვებოდი მეც თოლების ფშვნეტითა gigi.gif

Posted by: ხორხე 22 Jul 2008, 11:55
ზურა
QUOTE
პაპაი ცოხცალი რო იყო ხშირად ავდიოდიკე მთაში. გამაათრევდა ვლადიმეროვიჩი ფარიდან ერთ ბატკანას, ამაიღებდა დანას, დააფურთხებდა სიპ ქვაზედ გაუსმევდა ერთი-ორს და ხელად ცულით კუნძზე დაйკაფავდისკე ვარდივით ხორცსა  მემრე ბაბუას დაუძახდება: დადგი ქალო ქობიო და სანამ ის ხინკალს ახვევდა პაპაი თოფის სწორედ დაჭერას და სროლას მასწავლიდისკე. მიუსხდებოდით მერე ფეჩსა, დაიდგამდა პაპაი ბოთლიას და გათენედამდე მთისას და ბარისას მიყვებოდა  დილით ცხორის გასარეკად რო გადიოდა ბაბუას მიაძახებდა: ბალღი რო გაიღვიძებს ხინკლები დაუფიცხე და ახალი ყველი გამაიტანე დედა კი მოვტყან შენიო და გაივლიდა კარზე. მივყვებოდი მეც თოლების ფშვნეტითა 

up.gif


gigi.gif

Posted by: Breaky 22 Jul 2008, 12:10
ხინკალი მშია user.gif

Posted by: ხორხე 22 Jul 2008, 12:14
Breaky
აუ მეც


თან ძალიან user.gif


უხ !


Posted by: Breaky 22 Jul 2008, 12:26
ხორხე

user.gif user.gif მეც ძალიან user.gif სხვა არაფერი მშია თან, მარტო ხინკალი biggrin.gif

Posted by: ხორხე 22 Jul 2008, 12:44
Breaky
ვითომ ცხელაო

არადა ხო შეიძლება გრილოდეს იქ სადაც ხინკალს შეჭამ, გემრიელი, წვნიანი, ცხელი ხინკალი sad.gif

Posted by: NorwayFun 22 Jul 2008, 12:49
ზურა
QUOTE
პაპაი ცოხცალი რო იყო ხშირად ავდიოდიკე მთაში. გამაათრევდა ვლადიმეროვიჩი ფარიდან ერთ ბატკანას, ამაიღებდა დანას, დააფურთხებდა სიპ ქვაზედ გაუსმევდა ერთი-ორს და ხელად ცულით კუნძზე დაйკაფავდისკე ვარდივით ხორცსა  მემრე ბაბუას დაუძახდება: დადგი ქალო ქობიო და სანამ ის ხინკალს ახვევდა პაპაი თოფის სწორედ დაჭერას და სროლას მასწავლიდისკე. მიუსხდებოდით მერე ფეჩსა, დაიდგამდა პაპაი ბოთლიას და გათენედამდე მთისას და ბარისას მიყვებოდა  დილით ცხორის გასარეკად რო გადიოდა ბაბუას მიაძახებდა: ბალღი რო გაიღვიძებს ხინკლები დაუფიცხე და ახალი ყველი გამაიტანე დედა კი მოვტყან შენიო და გაივლიდა კარზე. მივყვებოდი მეც თოლების ფშვნეტითა


smile.gif)))
ჩემთანაც თითქმის იგივე, მარა აი მე პაპაჩემზე ადრე ვდგებოდი კაცი გიჟს გავდა ხოლმე, და კახური კილოს მაგიერ სუფთა უაქცენტო ქართულით მეუბნებოდა შენ შვილო ფსიქიატრთან ხარ წასაყვანიო biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 2 Aug 2008, 23:33
რაღაც ძალიან ქართულად მომშივდა rolleyes.gif

Posted by: (c)TG 3 Aug 2008, 17:43
BAUSHKE_
QUOTE
რაღაც ძალიან ქართულად მომშივდა 

ტყემლებით, ხაჭაპურით, შემწვარ-მოხრაკული ქათამ/გოჭით და ბლომად ნიგვზიანებით? აქედან მარტო ტყემალი მიყვარს, დასალევად ისიც biggrin.gif

Posted by: FALCONE 9 Sep 2008, 23:01
Georgian national cuisine is notable for an abundance of all possible kinds of meat, fish and vegetable hors d’oeuvres, various sorts of cheese, pickles and pungent seasonings, the only ones of their kind.
* * *
Lovers of soups will be delighted with the fiery rice and mutton soup “kharcho”, the tender chicken soup “chikhirtma” with eggs whipped in vinegar and the transparent light meat broth flavoured with garlic, parsley and fennel.

Posted by: auau 10 Sep 2008, 09:05
ჯურხაი
QUOTE
მეგრული სამზარეულო ვინ იცით გემრიელ საჭმელებს რომ აკეთებდნენ?

სბურთალოზე არ ვიცი, მაგრამ ორთაჭალაში, არმისული გამგეობასთან, ორთაჭალჰესის მიდამოებში, მარჯვენა მხარეს არის "ოდოია"და გადასარევად ამზადებენ. ნაღდი საოჯახო სამზარეულო გეგონება. ბაღიც არის და შენობაც. პატრონს დარეჯანი ჰქვია. ელარჯის, ხარჩოს და კუჭმაჭისთვის ხშირად წავსულვართ.

Posted by: allegro 17 Sep 2008, 16:25
QUOTE (miau @ 27 Jun 2008, 12:55 )
Peppi
QUOTE
უი, მე კიდე "ბიჭის ფაფა" ვიცი.
ნეტა გოგოს ფაფა როგორია? "ბიჭის" - კიდე პურის ფქვილია წყალში ან რძეში მოდუღებული + შაქარი (როგორც მოხარშული კრემი) და მერე შუაგულში გამდნარი ერბოა ჩასხმული.
ქალი რომ ბიჭს გააჩენს მაშინ მიართმევენო 

მასეთივეა, ოღონდ წყალზე გაკეთებული შაქტრის გარეშე, შუაში კი მარილიან დამწვარ კარაქს (როგორც აჭარლები იტყოდნენ) უდებენ და მიართმევენ ქალსგოგონას რომ გააჩენს. smile.gif

მიაუ ეს შენ არ უნდა შეგშლოდა, ბიჭის ფაფა- ფლავია და გოგოს კი ფაფა ერბოთი. 2kiss.gif

Posted by: miau 17 Sep 2008, 17:13
allegro
QUOTE
მიაუ ეს შენ არ უნდა შეგშლოდა, ბიჭის ფაფა- ფლავია და გოგოს კი ფაფა ერბოთი


biggrin.gif
რაც იყო აღწერილი, იმის მიხედვით ვუპასუხე, ბიჭის ფაფა არ ვიცი როგორია, არ მაჭმევენ ხოლმე აჭარლები! wink.gif tongue.gif

ისე როგორ ხარ, მორჩი გადმობარგებას? smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 17 Sep 2008, 17:19
წელს ბათუმში რო ვიყავი, სადღაც რესტორანში დაგვპატიჟეს, მაჭახელა ერქვა მგონი, იქ რაც ვჭამე არცერთის სახელი არ მახსოვს, კაიმაღის გარდა biggrin.gif ისე არაფერი არ მომეწონა რო გავგიჟებულიყავი biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Sep 2008, 15:03
უერთდება ქართულ სამზარეულოს ( ნეტა ასე უმტკივნეულოდ აჭარის ავტონომიაც გაუქმდებოდეს biggrin.gif )

Posted by: miau 18 Sep 2008, 15:15
QUOTE
ჯურხაი

QUOTE
მეგრული სამზარეულო ვინ იცით გემრიელ საჭმელებს რომ აკეთებდნენ?


აი, tos-ka და მისი ოჯახი რაღაც სასწაულ მეგრულ საჭმელებს აკეთებენ და ესტუმრე wink.gif

smile.gif
WOMAN IN LOVE
QUOTE
უერთდება ქართულ სამზარეულოს ( ნეტა ასე უმტკივნეულოდ აჭარის ავტონომიაც გაუქმდებოდეს

ვააა, ახლავე გავხსნი ცალკე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის თემებს და აქ მაინც შემუერთე , სხვაგან შანსი აღარ დაგვიტოვეს და gigi.gif

Posted by: MEZGVAURI 18 Sep 2008, 15:30
auau
მეგრულ სამზარეულოზე ლაზათიანი არც მეგულება, ცხარეები მიყვარს, უნდა წავიდე...

Posted by: RENE_Z 18 Sep 2008, 16:36
ვეგეტრიანული კერძებიდან რას შემომთავზებდით? მაგ
ნიგვზიანები ხო, კიდევ?
ჩაქაფული ქამა სოკოთი ალბათ უფრო თბილისური ვარიანტია


Posted by: MEZGVAURI 18 Sep 2008, 17:05
RENE_Z
ქამა სოკოთი და კვერცხით! მმმაგარია. ვეგეტარიანული - ბადრიჯნის იკრა, ან ბულგარული ბრინჯის სატენით! სალათებშიცაა ქვეყანა ვეგეტარიანული რაღაცეები-შეიხედე

Posted by: RENE_Z 18 Sep 2008, 17:29
MEZGVAURI
ჰო, ეგ რა კარგი იდეაა
http://smiles.rc-mir.com/smile.117784.html

Posted by: GlobalSoft 23 Sep 2008, 12:05
ეს თემა უნდა აიპინოს! biggrin.gif

ტყემალი!

Posted by: Anie 23 Sep 2008, 13:00
ძალინ მიყვარს ტყემალი
განსაკუთრებით წითელი tongue.gif

Posted by: MEZGVAURI 23 Sep 2008, 13:11
GlobalSoft
QUOTE
ეს თემა უნდა აიპინოს!

ტყემალი!

გეთანხმები, არ დაიმსახურა თუ?, გუშინწინ გავაკეთეთ მე და დედაჩემმა 20 ბოთლი ტყემალი სულ ერთნაირ ბოთლებში-აი ლუდი ჰერცოგის ბოთლები როა, ჩემი მეუღლე გვამარაგებს მაგით, იფ იფ რა სანახავი იყო ჩამწკრივებული წითელი ტყემალი alk.gif

ის ეყველა ფერის ტყემალი მიყვარს, ოღონდ გემრიელი იყოს და, ჩვენ ჭანჭურიც შევურიეთ-უხდება ძაან.
აწი პამიდვრის საწებელას დავიწყებთ biggrin.gif
ერთხელ მეგობარმა გამომიგზავნა სოფლიდან ტყემალი ბოთლით-შებოლილის არომატი და გემო ქონდა რახან ცეცხლზე კეთდებოდა თურმე-ნუ ეგ გემო არ დამავიწყდება

Posted by: Anie 23 Sep 2008, 13:16
QUOTE
იფ იფ რა სანახავი იყო ჩამწკრივებული წითელი ტყემალი


ჩამწკრივებული ტყემლის ქილები მილაგია სახლში

QUOTE
ჩვენ ჭანჭურიც შევურიეთ-უხდება ძაან.


ღოღონაშოს ტყემალიც კარგია tongue.gif

Posted by: MEZGVAURI 23 Sep 2008, 13:23
Anie
QUOTE
ღოღონაშოს ტყემალიც კარგია

ძაან-ვგიჟდები ღოღნაშოზე! სხვათაშორის ტყემალი ძაან სასარგებლო ყოფილა! წმინდავსო ორგანიზმს

Posted by: მამაო ენუქი 23 Sep 2008, 13:27
ერთადერთი ახალი მწვანე ტყემალი მევასაება, ისე მევასება ვსვამ ხოლმე ჭიქიდან, აი დანარჩენი ტყემლების რა მოგახსენოთ საწებელა მირჩევნია biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 23 Sep 2008, 13:33
ტყემალი და საწებელაც ცხარე მიყვარს! იიიიიიფ

Posted by: Anie 23 Sep 2008, 13:37
კაი საწებელი და შემწვარი კარტოფილი tongue.gif
* * *
QUOTE
ძაან-ვგიჟდები ღოღნაშოზე! სხვათაშორის ტყემალი ძაან სასარგებლო ყოფილა! წმინდავსო ორგანიზმს


პოტრომბინს წევს მაღლა

Posted by: ia_Baggins 25 Sep 2008, 16:56
QUOTE
ტყემალი, საქართველოს ჰიმნიც, გერბიც და დროშაც ეგაა

bis.gif


QUOTE
აიღებდა და დედაჩემის ნახელავ ტყემალს ყანწით ჩაათქიშინებდა

ყანწით ვერა, მარა პატარა არყის ჭიქებით ვსვავთ (თუ ვჭამთ) ხოლმე მე და ჩემი მამიდაშვილი biggrin.gif

Posted by: Kongostan Ertad 25 Sep 2008, 17:40
ეხხხხხ......
ტყემალი
.......

ტყემალი და მე, მე და ტყემალი

Posted by: amadeus 25 Sep 2008, 17:57
აუ ტყემალი წამოვიღე კვირას ზესტაფონიდან რაღაც სასწაული ზეა რა ზეზე ზე მამაა ტყემლების...

კიდე კაი გოჭი არ მაქვს თორემ ხომ შემაჭმევდა მთელ გოჭს

Posted by: Fe_male 25 Sep 2008, 18:11
QUOTE
აუ ტყემალი წამოვიღე კვირას ზესტაფონიდან რაღაც სასწაული ზეა რა ზეზე ზე მამაა ტყემლების...

არადა მე რა ტყემალი გავაფუჭე.....(((( იმდენი ესხა იმდენი იმდენი რომ მარტო მაგ ტყემლის გულისთვის მივდიოდი სოფელში... მაგრამ რად გინდა ომი დაიწყო, ვიღას ადარდებდა ჩემი ტყემალი.........(((( cry.gif

Posted by: MEZGVAURI 26 Sep 2008, 12:36
amadeus
ეგ რა გამახსენე : გოჭი და ტყემალი-ნამდვილი სიყვარულის კონა და კავშირია! ნიამ-ნიამ, შობა გამახსენდა!

ღომიც წავა იმ გოჭთან და ტყემალთან კაი შებოლილი ყველით, იფ იფ, გადავიჭერი დაუკრეფავში! biggrin.gif

Posted by: allegro 30 Sep 2008, 00:41
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 18 Sep 2008, 15:03 )
უერთდება ქართულ სამზარეულოს ( ნეტა ასე უმტკივნეულოდ აჭარის ავტონომიაც გაუქმდებოდეს biggrin.gif )

war.gif საერთოდ უპრეტენზიო ვარ და ამიტომ უმტკივნეულოდ გადავიტანე ჩემი თემის გადმოტანას yes.gif აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე რა მოგახსენოთ gigi.gif

Posted by: TomWaits 4 Oct 2008, 02:14
უფ ვენაცვალე

ჭაჭა მუხაზე დაყენებული მაქ მირთმეული და ეხლა ჩემზე კარგად არცერთი არ ხართ

მანანა მენაბდე დამმღერის თავზე თან

აბა როგორ იქნება

მთვარე ე დაბრუნდა ბინაზე

ნახვამდის

Posted by: psyxo 4 Oct 2008, 02:43
hirondelle
QUOTE
QUOTE
ძალიან საინტერესოა, ნეტავ თუა მართლა ევროპაში თაფლის არაყი?


არსად შემხვედრია გურიის და ვანის რაიონის გარდა...

"მედოვუხა" რუსებს აქვთ
ეგეთი არაყია, ტყის(გარეული ფუტკრის)თაფლისაგან ხდიან.
ადრე პირდაპირ სვამდნენ "ბრაჰას", მერე გამოხდა რომ ისწავლეს არყის სახითაც ურტყამდნენ, მარა სადა სამაგისო თაფლი, სანთლითაა საძებნი ....

Posted by: luiji 4 Oct 2008, 10:42
QUOTE
როგორ გამოვხადოთ კარგი ჭაჭა


ეხ ჯიგარო მაგი რომ აგიხსნა ეხლა მაგას ჯობია ჩემთან სოფელში გამომყვე და შენი თვალით ნახო და ყურით მოისმინო მაგ სითხის ამბავი

თან სიტყვას გადძლევ კარგად გვარიანად იგემებ ჭაჭას biggrin.gif





ხო კიდე ტან ჯობია რამდენიმე დღიანი შვებულება აიღო თორემ რამდენიმე დღე უნდა მაგ სითხის აბის სა საიდუმლოს ჩაწვდომას alk.gif

Posted by: jarjosini 9 Oct 2008, 22:48
აუუუუჰ რა გაასწორებდა ეხლა კარგი ბარის პივა და მლეთის სანაქებო ხინკალი. გავარტყი თბილისურ მწვანილიან ხინკლებს, უმეტესობას ტოლმის და კატლეტის გემო რომ აქვს. დორბლები წამომივიდა უკვე

Posted by: Johnnie Walker 22 Oct 2008, 12:48
მოკლედ, ლობიოს თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ ვხსნი ახალს smile.gif

ლობიოს მოხარშვისას მთავარია თვითონ ლობიოს ხარისხი, ამიტომ უნდა საქმის ცოდნით შეიძინოთ.

თუ ლობიო არ ვარგა, არაფერი არ გამოვა smile.gif

მე პირადად მიყვარს მსხვილი, წითელი, რომბებს რომ ჰგავს, ამბროლაურის ლობიო biggrin.gif

მოკლედ, ვდგამთ და ვადუღებთ.... რომ მოიხარშება, წყალს გადავწურავთ და ვინახავთ. მანადე შემწვარ ხახვს (ძალიან კარგი იქნება თუ კარაქში შევწვავთ და არა ზეთში) ვუმატებთ და "მშრალად" ვზილავთ. აზივისას ვუმატებთ ბლომად ქონდარს.

მერე - უმატებთ იმ შენახულ ნახარშ წყალს იმ რაოდენობით, როგორი კონსისტენციაც გავწყობს. წამოვადუღებთ და მზად რომ არის, მერე უმატებთ ქინძს, ცოტა ნიახურს და გემოზე - რეჰანს. ვუმატებთ წითელ წიწაკას, უხეშად დაფქვილს biggrin.gif
აურევთ, წამოვადუღებთ და - მზადაა biggrin.gif

პროპორციები არ არსებობს - ყველაფერი გემოზე biggrin.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 13:05
ბლენდერით რო ამოზილო ერთი უნდა ვსინჯო biggrin.gif

ყველაზე მეტად ეგ ამოზელა არ მიყვარს

ქოთანში ვცადე გაკეთება, გამანაწილებელიც ვიყიდე გაზის, ქოთანიც შროშის გადასახვევში, მაგრამ ეტყობა გამოსაწვავი იყო და გასკდა : ))

ქოთანში სუ სხვა გემო აქ


Posted by: ikebana 22 Oct 2008, 13:11
ხორხე
აბა შენა ხარ რა.
ახალ ქოთანში ჯერ წყალი უნდა აადუღო. რამდენიმე მოხარშვაში მაინც სკდება მარა....

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 13:19
ikebana
ხოოო?


მე პირდაპირ ცჰავყარე, უფრო გამოწვავიაო ეგრე ამბობენ

აი ბორჯომში იყო ძაან მაგარი ლობიო ქოთნებში, პატარა ქოთნებითვე ხარშავდნენ

იმისი არომატი ეხლაც მახსოვს

Posted by: Peppi 22 Oct 2008, 13:39
ლობიოს ჩემებურ ვარიანტს შემოგთავაზებთ: ვთუშავ ხახვს და ნიახურის ძირებს ერთად და ბლომად ზეითუნის ზეთში, ვუმატებ ტომატს (ცოტას) და წყალ-გადაწურულ უკვე მოხარშულ წითელ ლობიოს, ვაბლენდერებ და შემდეგ ვუმატებ მდუღარე წყალს, წიწაკას, მარილს, ცოტა ნიორს. 10-15 წუთი ხარშვის შემდეგ გადმოვდგამ ცეცხლიდან და ვუმატებ ბლომად ქონდარს, ხმელ რეჰანს და ისევ ზეითუნის ზეთს. სუფრაზე მიტანისას ვაყრი ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს და მწვანილს.

პ.ს. ეს კერძი მჭადისა+იმერული ყველის, მჟავის და კიტრი-პომიდორის სალათის გარეშე დაუსრულებელი სახის შედევრია მგონი wink.gif


ხორხე
QUOTE
ბლენდერით რო ამოზილო ერთი უნდა ვსინჯო

მე ბლენდერით ვაკეთებ და რეკომენდაციასაც ვუწევ wink.gif


პ.ს.ს. ბებიაცემი აკეთებდა ამოლესილ ლობიოს ოღონდ ნიგვზით, თუმცა აღარ მახსოვს არც გემო და არც მომზადების წესი (იმ დროსს ლობიოს ფანი არ ვიყავი )


პ.ს.3. ხოდა წვედი ეხლა მე ლობიოს საყიდლად wink.gif



Posted by: Johnnie Walker 22 Oct 2008, 13:40
ikebana
QUOTE
. რამდენიმე მოხარშვაში მაინც სკდება მარა....

ყიდვა უნდა იცოდე, უნდა ქვა დაარტყა, ან ფანქარი და ხმა უნდა ჰქონდეს მთლიანი ქოთნის. თორემ ისე გაბზარულს შემოგატენიან.

ქოთნებს სულ ვყიდულობ შროშაში, ამდენი წელი არც ერთი არ გამსკდარა.

ხორხე
ბლენდერით ლობიო რა უბედურებაა................. lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 22 Oct 2008, 13:41
ეხ, კი მიყვარს ლბოია მარა მწყენს sad.gif

Posted by: Johnnie Walker 22 Oct 2008, 13:47
მამაო ენუქი
QUOTE
მარა მწყენს

მე ეგ პრობლემა იცი როგორ გადავწყვიტე?

ათასში ერთხელ - მაწყინოს, მაგის დედაც ვატირე biggrin.gif

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 13:49
Johnnie Walker
QUOTE
ქოთნებს სულ ვყიდულობ შროშაში, ამდენი წელი არც ერთი არ გამსკდარა.

თუ არ სკდება მაშ ამდენს რაღას ყიდულობთ smile.gif

Posted by: ikebana 22 Oct 2008, 13:50
Johnnie Walker
მონიკა
აი ეგ კითხვა გამიჩნდა ზუსტად smile.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 13:59
ჯონივოლკერიგაიშიფრა ! biggrin.gif




Posted by: abelo 22 Oct 2008, 14:06
მე მგონი ამოზელილი ლობიოს მთელი გემო იმ მწვანილებშია -რასაც უშვრები.
ვხარშავ ლობიოს 1 წითელ მწარე წიწაკასთან ერთად და ამოვზილავ (ან დავაბლენდერებ). დანაყილი ნიორი+ქონდარი+ომბალო+ცოტა პიტნა+ქინძი. ძალკე მოვშუშავ ხახვს+1 კოვზი ტომატი და მარილიც გემოვნებით.
ძალიან გემრიელია, დღეს საღამოს ჩავადგავ ალბათ ლობიოს, ნერწყვს ვეღარ ვყლაპავ smile.gif

Posted by: didi bege 22 Oct 2008, 14:06
ნიგვზიანი ლობიო შედევრია

კვაწარახიანიც,

სად იცოდნენ ადრე ლობიო ზეთში

ნიგვზიანის რეცე პტი ზუსტად არ მახსოვს მარა როგოც ვიცი, ხახვი ლობიოში უნდა ჩავხარშოთ , ნიგოზს ვნაყავთ მერე ვურევთ სუნელებში და ძმარში კარგად და ვუშვებით ხარშვის პროცესში ლობიოს, რაღათქმაუნდა ქინძი ნიორი და წიწიკა დანაყული ერთად, ეს აუცილებელია, ქინძი და ნიორი თუ არ დაინაყა ისე გემო არ ექნება

სასწაულია ლობიო

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 14:09
მამაო ენუქი
QUOTE
ეხ, კი მიყვარს ლბოია მარა მწყენს 

ცოტა შეღავათიანი ვარიანტიც არსებობს, პირველი წამოდუღებისას წყლის გამოცვლა, თუმცა გემო ისეთი ვეღარაა.smile.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 14:10
ლობიო

რაც არ უნდა კარგად შეზავებული იყოს, მაინც ვამატებ მარილს და წიწაკას, ხმელს, წითელს

ისე კი სუნელებს ვუკეთებ ბლომად და ეგზოტიკური გემო აქვს ხოლმე

Posted by: მამაო ენუქი 22 Oct 2008, 14:11
QUOTE
ცოტა შეღავათიანი ვარიანტიც არსებობს, პირველი წამოდუღებისას წყლის გამოცვლა, თუმცა გემო ისეთი ვეღარაა.

ბებიაჩემი აკეთებდა ის არ მწყენდა, ამასწინ გურიაში ვჭამე კიდე ლორით, არც იმან მაწყინა, მარა ძირითადად მაინც მწყენს, მეორე დღეს მერე ვერაფერს ვერ ვჭამ, დაჟე ლობიანიც მწყენს biggrin.gif ამიტო ვერიდები, მარა გუშინწინ მაინც ვჭამე biggrin.gif

Posted by: abelo 22 Oct 2008, 14:14
ხორხე
QUOTE
ისე კი სუნელებს ვუკეთებ ბლომად და ეგზოტიკური გემო აქვს ხოლმე

ჰო, გვიყვარს ქართველებს სუნელები და ყველაფერს ვამატებთ, ზოგჯერ 3 სხვადასხვა კერძს ერთი გემო აქვს ხოლმე rolleyes.gif

Posted by: Johnnie Walker 22 Oct 2008, 14:16
მონიკა
QUOTE
თუ არ სკდება მაშ ამდენს რაღას ყიდულობთ

რა არის იცი, მორალურად ძველდება, შავდება და ა.შ. და მაგიტომ ვყიდულობ ხოლმე და ძველებს ვაგდებ.

ხო, კიდე ერთი: თუ ქოთანი ნორმალურია და მაინც სკდება, მე ვფიქრობ, ეგ იმის ბრალია, რომ მოხმარება არ ვიცით.

ქოთანი გაზის კანფორკაზე არ უნდა დადგა, ეგ ქვაბი არ არის, მისი ადგილია აირღუმელი, ან ფეჩი, ან ოთახის ღუმელი (Fireplace) biggrin.gif

ანუ, ცეცხლი ერთნაირად უნდა ედებოდეს მთლიანად.

სხვანაირად კიდე გასკდება, აბა რა მოუვა biggrin.gif
* * *
ხორხე
QUOTE
ჯონივოლკერიგაიშიფრა !

ხორხე-ბატონო, მე ამ ფორუმზე თითქმის ყველა პირადად მიცნობს და თუ კიდევ გაშიფრვა მაკლია................... lol.gif

ისე კი ვფიქრობ, ამ ჩემს ნიკს დავეთესო და შემოვიდე ხოლმე ვინმე "მობუტუს" ანდ "პატრის ლუმუბას" ნიკით, მაგრამ მეზარება smile.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 14:27
abelo
QUOTE
ჰო, გვიყვარს ქართველებს სუნელები და ყველაფერს ვამატებთ, ზოგჯერ 3 სხვადასხვა კერძს ერთი გემო აქვს ხოლმე rolleyes.gif

უპს უპს

ძალიან ცდები

სუნელიც იგივე ინგტრედიენტია როგორიც ვთქვათ ტყუილბორშში ( gigi.gif ) კომბოსტო, მე მაგალითად ვგრძნობ პირში გემოს, აი ლობიოს რო რომელიმე კონკრეტული სუნელი დავუატო რა გამოვა biggrin.gif


ამიტომ ყველა ერთნაირი ნამდვილად არ გამომდის

ეგ ვაიკულინარებს მოსდით ეგრე

Johnnie Walker
QUOTE
ხორხე-ბატონო, მე ამ ფორუმზე თითქმის ყველა პირადად მიცნობს და თუ კიდევ გაშიფრვა მაკლია................... lol.gif

გაიშიფრე, ანუ ქოთნები არ სკდება ჩემს ხელშიო და მერე ხშირად ვყიდულობო რო თქვით მაგ პონტში გითხარით პატივცემულო biggrin.gif

QUOTE
ისე კი ვფიქრობ, ამ ჩემს ნიკს დავეთესო და შემოვიდე ხოლმე ვინმე "მობუტუს" ანდ "პატრის ლუმუბას" ნიკით, მაგრამ მეზარება

ვერ მოგიწონებთ მაგ გადაწყვეტილებას, თუმცა კი მალევე გასკდება ეგ კონსპირაცია biggrin.gif

Posted by: lyccifer 22 Oct 2008, 14:27
ამბროლაურის ლობიოზე იყო თავიდან საუბარი, ძააან მაგარია მარა რაჭულ ლორთან ერთათ უნდა მოხარშოთ, ლორს ავაჭრით ქონს დავყრიტ ტაფაზე და ცხიმს რო გამოუშვებს იმაში ვთუშავთ ხახვს, პრიპრავები გემოვნების მიხედვით.
ასე გამოდის ლობიო ლობიოთა შორის ულობიოვესი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




P.S. რაჭული ლობიანიც ლორთან ერთათ მოხარშული ლობიოთი კეთდება up.gif

Posted by: abelo 22 Oct 2008, 14:37
ხორხე
QUOTE
ამიტომ ყველა ერთნაირი ნამდვილად არ გამომდის

მარტო მე ვჭამ ხოლმე სტუმრად ხმელ ქინძიან ხორცის ბლინებს და სოკოს სუნელებით? ორივეს რაღაც ხის გემო აქვს ხოლმე და სასტიკად ვაპროტესტებ aba.gif
QUOTE
ეგ ვაიკულინარებს მოსდით ეგრე
- აბა სცადე და ეგ უთხარი, იქით დაგარიგებენ დედიკო შვილიკოს ძახილით biggrin.gif

lyccifer

მაგარია ლორით, მაგრამ თბილისში სად იყიდება : ნამდვილი რაჭული ლორი?:baby

Posted by: Johnnie Walker 22 Oct 2008, 14:44
lyccifer
QUOTE
ამბროლაურის ლობიოზე იყო თავიდან საუბარი, ძააან მაგარია მარა რაჭულ ლორთან ერთათ უნდა მოხარშოთ, ლორს ავაჭრით ქონს დავყრიტ ტაფაზე და ცხიმს რო გამოუშვებს იმაში ვთუშავთ ხახვს, პრიპრავები გემოვნების მიხედვით.
ასე გამოდის ლობიო ლობიოთა შორის ულობიოვესი   
P.S. რაჭული ლობიანიც ლორთან ერთათ მოხარშული ლობიოთი კეთდება 

აუ ეს რა კაი რამე დაწერე - დავიმახსოვრებ. smile.gif

ერთ რამეში გამარკვიე მხოლოდ. ამბროლაურის ლობიო რაჭული არ არის, აბა რაა? მე რომ მკითხო, რაჭულ ლობიოთაგან ულობიოესია biggrin.gif

ისე, მაინც რა არის, აცივდასავით, შემოდგომა დადგა და ყველა ლობიოზე და ლორზე ავლაპარაკდით biggrin.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 15:05
abelo
QUOTE
მარტო მე ვჭამ ხოლმე სტუმრად ხმელ ქინძიან ხორცის ბლინებს და სოკოს სუნელებით? ორივეს რაღაც ხის გემო აქვს ხოლმე და სასტიკად ვაპროტესტებ aba.gif

ვახ

მე არ გამოდის ხოლმე ეგრე ვა biggrin.gif

QUOTE
- აბა სცადე და ეგ უთხარი, იქით დაგარიგებენ დედიკო შვილიკოს ძახილით biggrin.gif

biggrin.gif


არადა სახში მაქვს უგემრიელესი ლობიო, მართლა, წეღან ვრეკავდი, მეთქი საღამოს დამახვედროს ვინმე კეთილმა ადამიანმა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ დღეს პატრონი არ მყავს biggrin.gif

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 15:16
abelo
QUOTE
ჰო, გვიყვარს ქართველებს სუნელები და ყველაფერს ვამატებთ, ზოგჯერ 3 სხვადასხვა კერძს ერთი გემო აქვს ხოლმე 

ჩემი ქმრის ბებიას ქონდა კლასიფიკაცია: ლობიოს სუნელები, ხორცის სუნელები smile.gif

Posted by: abelo 22 Oct 2008, 15:25
მონიკა
QUOTE
ჩემი ქმრის ბებიას ქონდა კლასიფიკაცია: ლობიოს სუნელები, ხორცის სუნელები

yes.gif
მართალია, ისე მწვანილებზეც იგივე შემიძლია ვთქვა. ყველა ხორცს და ბოსტნეულს თავის მწვანილი-ები აქვს.
საკმაზი (სუნელებს და მწვანილს ვგულისხმობ) კერძს უნდა ხვეწავდეს და არა თავის გემოზე მიყავდეს.
P.S. ამონარიდი გურმანის მონოლოგიდან biggrin.gif

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 15:25



სადილის გაკეთების იშტაზე მომიყვანეთ biggrin.gif

Posted by: Anie 22 Oct 2008, 15:33
QUOTE
საკმაზი (სუნელებს და მწვანილს ვგულისხმობ) კერძს უნდა ხვეწავდეს და არა თავის გემოზე მიყავდეს.



ამიტომ ყველაფერი ნორმაზე უნდა უქნა
არ მიყვარს როცა საჭმელში იგრძნობა სანელებლების გემო

Posted by: auau 22 Oct 2008, 16:04
მონიკა

QUOTE
თუ არ სკდება მაშ ამდენს რაღას ყიდულობთ 


ჩემო კარგო, 2kiss.gif საქმე იმაშია, რომ სერ ჯონმა იცის რას ნიშნავს ქოთანი და ის, რომ მთავარი ქოთანია lol.gif


Johnnie Walker

დღეს დედაჩემმა გააკეთა კუჭშავა ლობიო. ეს არის პაწაწინა, კრემისფერი მარცვლები პაწია შავი "კუჭებით". იხარშება მალე, ამოლესვა არ უნდა. კარაქზე მოშუშული ხახვი (ზეთიც შეიძლება), შავი პილპილი, ქინძი, ცოტა პიტნა და ესეც შენი სადილი!

Posted by: abelo 22 Oct 2008, 16:14
auau
QUOTE
დღეს დედაჩემმა გააკეთა კუჭშავა ლობიო.

ძალიან გემრიელია, დიდი ხანია არსად შემხვედრია.
მაგის ლობიანიც ძალიან გემრიელია.

Posted by: ლაბუ 22 Oct 2008, 16:52
მეც ძალიან მიყვარს ლობიო smile.gif ხახვს ვშუშავ ლორთან ერთად, და ისე ვზილავ ლობიოს, რომ მარცვლები ბოლომდე არ დაიშალოს. ვუკეთებ ბლომად მწვანე ქინძს, ნიორს, ცოტა ნიახურს და ქონდარს, ცოტა სუნელებს, წითელ წიწაკას თავიდანვე ვახარშავ.

ლობიოს ჭამის შემდეგ უხერხულმა შეგრძნებებმა რომ არ შეგაწუხოთ, დალიეთ 2 აბი ნახშირი biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 22 Oct 2008, 17:38
ლაბუ
მაგარია, მეც მიყვარს ეგრე

QUOTE
ლობიოს ჭამის შემდეგ უხერხულმა შეგრძნებებმა რომ არ შეგაწუხოთ, დალიეთ 2 აბი ნახშირი

მომეწონა givi.gif 100%

Posted by: ხორხე 22 Oct 2008, 17:42
ლაბუ
QUOTE
ლობიოს ჭამის შემდეგ უხერხულმა შეგრძნებებმა რომ არ შეგაწუხოთ, დალიეთ 2 აბი ნახშირი

მაინც დაიყვანე ეს დიდი თემა ყოფით ცხოვრებამდე biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Oct 2008, 17:51
ქოთნის ლობიო სხვა გემოა რა......

მე არ დამავიწყდება წელს შობაზე უდიდესი ქოთნით ლობიო რომ მივირთვი.... ორჯერ გადმოვიღე თეფშზე და მერე მომერიდა...sad.gif

boli.gif

Posted by: lyccifer 22 Oct 2008, 18:50
Johnnie Walker
QUOTE
ერთ რამეში გამარკვიე მხოლოდ. ამბროლაურის ლობიო რაჭული არ არის, აბა რაა? მე რომ მკითხო, რაჭულ ლობიოთაგან ულობიოესია

ისე, მაინც რა არის, აცივდასავით, შემოდგომა დადგა და ყველა ლობიოზე და ლორზე ავლაპარაკდით


რა თქმა უნდა რაჭულია biggrin.gif ლობიო და ლორი მაგარია მარა შეიძლება მოგწამლოს წითელი ღვინო თუ არ დააყოლე alk.gif

Posted by: ლაბუ 22 Oct 2008, 18:53
QUOTE
მაინც დაიყვანე ეს დიდი თემა ყოფით ცხოვრებამდე

აბა აბა biggrin.gif მე მაპატიეთ biggrin.gif ლობიოს უკუჩვენება ეგაა და biggrin.gif

Posted by: lyccifer 22 Oct 2008, 19:01
abelo
QUOTE
მაგარია ლორით, მაგრამ თბილისში სად იყიდება : ნამდვილი რაჭული ლორი?:


სიმართლე რო გითხრა ბაზარში არასდროს არ მიყიდია, ძმაკაცები მყავს რაჭველები ხოდა ისინი მაღებინებდნენ ხოლმე მაგარ ლორს, ტიპებს ჩამოქონდათ და ყიდიდნენ, ძირითადათ ზამთარში biggrin.gif ეხლა თბილისში აღარ ვარ და არ ვიცი რა ხდება sad.gif

Posted by: Peppi 22 Oct 2008, 20:25
Johnnie Walker
QUOTE
აუ ეს რა კაი რამე დაწერე - დავიმახსოვრებ

დიდო მასტერო, ეს რა ხდება? ნუთუ . . wink.gif

ბებიაჩემი აკეთებდა მასე და თან რატომღაც ამ ლობიოში კარტოფილს ხარშავდა, ლობიოს ფერს კი ღებულობდა ბოლოს ეს კარტოფილი, თUმცა უგემრიელესი იყოsmile.gif ხო, ეს როცა იხარშებოდა ამოალაგებდა ცალკე, ლობიოსთან ერთAდ არ კმაზავდა.

lyccifer
QUOTE
ასე გამოდის ლობიო ლობიოთა შორის ულობიოვესი

ოო, ნანადირევი ირმის ხორცით შეკაზმულ ლობიოს ნამდვილად არ "შერცხვება" ლორიან ლობიოს "გაუსწოროს თვალი" wink.gif

Posted by: Vika 22 Oct 2008, 21:10
მეც მომინდა ლობიო biggrin.gif givi.gif

უნდა გავაკეთო..

Posted by: შაბეშა 22 Oct 2008, 21:19
ვეძებ მდედრს ვინც აკეთებს კაი ლობიოს ბეჭედი მაქ უკვე

Posted by: niki_ niki 22 Oct 2008, 22:34
ლობიო მაგარია, ერთ დროს ჩემი საყვარელი საჭმელი იყო მაგრამ.......................................


sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: lyccifer 23 Oct 2008, 00:08
Peppi
QUOTE
ოო, ნანადირევი ირმის ხორცით შეკაზმულ ლობიოს ნამდვილად არ "შერცხვება" ლორიან ლობიოს "გაუსწოროს თვალი" 


დარწმუნებული ვარ სირცხვილისაგან გაწითლდება კიდეც biggrin.gif იმიტო რო აქ იმდენათ ხორცის ეფექტი არაა რამდენათაც შებოლილის, ეხლა არ მითხრა შებოლილი ირმის ხორცითო lol.gif

Posted by: miau 23 Oct 2008, 00:33
შაბეშა
QUOTE
ვეძებ მდედრს ვინც აკეთებს კაი ლობიოს ბეჭედი მაქ უკვე


გაიარე რეგისტრაცია WOMAN IN LOVE -ს დაქორწინების ბიუროში და შედეგი გარანტირებულია! gigi.gif

ისე, ხორხეს ამ ლოგიკით ისეთი ქალი უნდა, კატლეტის სპეციალისტი რომ იქნება და სადოქტორო რომ ექნება კატლეტის თემაზე დაცული! gigi.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Oct 2008, 08:34
auau
QUOTE
დღეს დედაჩემმა გააკეთა კუჭშავა ლობიო. ეს არის პაწაწინა, კრემისფერი მარცვლები...........
lol.gif

მოკლედ, ახლა ვკითხულობ ამ ფორუმს და კაცი იფიქრებს (შემთხვევით შემოსული), ეს რა ღორმუცელა ხალხია, ჭამა-სმის მეტი საქმე არაფერი აქვთო lol.gif

არც დარდი, არც პრობლემა, ოღონდ ჭამით გასკდნენო biggrin.gif

ისე, ლობიო რა სასწაულია, ხალხო, არა?

ადამიანის გარდა არავინ არ ეკარება, არავინ არ ჭამს (ღორიც კი!!!) მაგრამ რა გემრიელია....

მოკლედ, კიდევ ერთი კაი რეცეპტი, უმარტივესი (საწყალ ბებიაჩემს უყვარდა, ეძახდა "კირკაშს"): მოხარშავთ ლობიოს, შეწვავთ ბლომად ხახვს კარგ კახურ ზეთში და მერე ამ ხახვში იმ ლობიოს გადმოუძახებთ, წვნიანად. მარილს დააყრით. მოადუღებთ ასე 5-10 წუთი და გააცივებთ, მერე მაცივარში შედგამთ.

გაითვალისწინეთ, რომ სქელდება და იმდენი უყავით ნახარში წყალი, რომ მშრალი არ გამოვიდეს,

ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: camomle 23 Oct 2008, 09:25
Johnnie Walker

კირკაში თუ ერქვა არ ვიცოდი..
მასთე ვაკეთებ მასაშადამე მე

მარა მაგას პირდაპირ ტაფიდან ჭამა უხდება
biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Oct 2008, 09:26
lyccifer
QUOTE
ლობიო და ლორი მაგარია მარა შეიძლება მოგწამლოს წითელი ღვინო თუ არ დააყოლე 

lol.gif up.gif

Posted by: auau 23 Oct 2008, 10:43
Johnnie Walker
QUOTE
მოკლედ, კიდევ ერთი კაი რეცეპტი, უმარტივესი (საწყალ ბებიაჩემს უყვარდა, ეძახდა "კირკაშს"):

კახეთში ეძახიან კირკაჟს, ოღონდ სალათივით მზადდება:
ნოხარშული ლობიოს მარცვლებს ამოვწურავთ, მოვაყრით ალყად დაჭრილ ხახვს, მარილს, შავ პილპილს, ქინძს, ლობიოს ნახარშს და ძმარს გემოვნებით. ბოლოს შევაზავებთ კახური ზეთით

Posted by: Peppi 23 Oct 2008, 11:11
ერთი ამბავი გამახსენდა, 90-იანი წლების. ერთი ჩემი მეზობელი იძახდა - "დაჯდომის მეშიანია, ფესვები არ გავიდგა - იმდენი ლობიო მაქვს ნაჭამია". smile.gif


lyccifer
QUOTE
ირმის ხორცითო

როცა გასინჯავ - მერე შევაფასოთ wink.gif


Posted by: ხორხე 23 Oct 2008, 11:12
გუშინ ჩემს ახლობელთან გავიარე, საღამოს, ზუსტად 15 წუთი მქონდა დრო და მთელი დღის ლობიოზე ნაოცნებარი ქურაზე იხარშებოდა biggrin.gif

ეგ მარცვლები ამოვიღე, და რაც კი რამ ვიპოვე ზევაზვიე იმით, მიუხედავად იმისა რომ ნახევრად უმი იყო მაინც ძალიან გემრიელი გამომივიდა biggrin.gif


Posted by: Peppi 23 Oct 2008, 11:15
auau
QUOTE
ლობიოს მარცვლებს ამოვწურავთ, მოვაყრით ალყად დაჭრილ ხახვს, მარილს, შავ პილპილს, ქინძს, ლობიოს ნახარშს და ძმარს გემოვნებით. ბოლოს შევაზავებთ კახური ზეთით


კარგია ნამეტნავადsmile.gif მე კარტოფილიანი ეგზემპლიარიც მახსენდება smile.gif

რა გამოვა ნეტა: "კარკირკაჟი"?, არა არა, ფანტაზია ან დილით მღალატობს (:

Posted by: ხორხე 23 Oct 2008, 11:18
აი დებილი ვარ რა


დღეს ვშიმშილობ, მხოლოდ გამოხდილი წყალი მთელი დღის განმავლობაში, ე.წ "განტვირთვის დღე" მაქვს, ხოდა შემოვვარდი დილიდან და გაცხარებული ვკითხულობ biggrin.gif

Posted by: balenciaga 23 Oct 2008, 11:33
იფფფფფ, ამოლესილი ლობიო მჭადით Mmmmmmmmmmm
ბოლოკი უხდება კიდევ ძალიან და მწნილეულობა ....

ლობიანიც კარგი რამეა.
დედაჩემი აკეთებს უგემრიელეს და უნაზეს ლობიანს გაფრცქვნილი ლობიოთი. მდუღარე წყალს ასხამს ლობიოს და რო დარბილდება ძალიან ადვილად ძვრება კანი. ძალიან გემრიელი თეთრი ლობიანი გამოდის და თან მავნებელიც არ არის.

უგემრიელესი რაჭული ლობიანი შეგიძლიათ "რაჭის უბანში" მიირთვათ. არის ესეთი რესტორანი კუს ტბის გზაზე, ეთნოგრაფიულის ზემოთ. თუმცა ზამთარში ეს რესტორანი ცოტა ჟუტკია biggrin.gif ზაფხულში კიდევ შეიძლება, აივანზე მშვენიერი ხედი აქვთ და რაჭული ლობიო/ლობიანიც თავისი ლორით, უგემრიელესი smile.gif

Posted by: miau 23 Oct 2008, 11:39
ხორხე
QUOTE
აი დებილი ვარ რა


დღეს ვშიმშილობ, მხოლოდ გამოხდილი წყალი მთელი დღის განმავლობაში, ე.წ "განტვირთვის დღე" მაქვს, ხოდა შემოვვარდი დილიდან და გაცხარებული ვკითხულობ



მოდი ხორხე, მოდი კატლეტი გაჭამო gigi.gif

Posted by: ხორხე 23 Oct 2008, 11:51
balenciaga
QUOTE
უგემრიელესი რაჭული ლობიანი შეგიძლიათ "რაჭის უბანში" მიირთვათ. არის ესეთი რესტორანი კუს ტბის გზაზე, ეთნოგრაფიულის ზემოთ. თუმცა ზამთარში ეს რესტორანი ცოტა ჟუტკია biggrin.gif ზაფხულში კიდევ შეიძლება, აივანზე მშვენიერი ხედი აქვთ და რაჭული ლობიო/ლობიანიც თავისი ლორით, უგემრიელესი smile.gif

ვახ

აქვთ მანდ ეგეთი რამეები?

მინდა რაჭისუბანი !
miau
QUOTE
მოდი ხორხე, მოდი კატლეტი გაჭამო

gigi.gif

შენ გამოიარე აქეთ და კაი გამოხდილ წყალს დაგალევინებ !

Posted by: miau 23 Oct 2008, 11:55
ხორხე
QUOTE
შენ გამოიარე აქეთ და კაი გამოხდილ წყალს დაგალევინებ !


კაი გამოხდილი წყალი დელიკატესია ალბათ, თორემ ხორხე ახლა კატლეტში გაცვლიდა? wink.gif


gigi.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Oct 2008, 12:01
auau
QUOTE
კახეთში ეძახიან კირკაჟს

ხო, ბებია კახელი მყავდა კონდოლიდან, იმან მასწავლა მაგის სიყვარული.

საერთოდ, კახურ სუფრაზე ტვინი მეკეტება (იცი შენ) biggrin.gif

Posted by: Anie 23 Oct 2008, 12:19
QUOTE
კახეთში ეძახიან კირკაჟს, ოღონდ სალათივით მზადდება:
ნოხარშული ლობიოს მარცვლებს ამოვწურავთ, მოვაყრით ალყად დაჭრილ ხახვს, მარილს, შავ პილპილს, ქინძს, ლობიოს ნახარშს და ძმარს გემოვნებით. ბოლოს შევაზავებთ კახური ზეთით



არაჩვეულებრივია up.gif
ამოზელილს მირჩევნია

ლობიო უფრო კალორიულია
ვიდრე ხორცი
მწნილს იმიტომ ატანენ ლობიოს
რომ იგი მონელებაში ეხმარება ორგანიზმს smile.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Oct 2008, 21:04
auau
კარგები ხართ, ეს კახელები... პირის გემო გაქვთ, რასაც ჰქვია biggrin.gif

ისე გემრიელად, როგორც კახეთში, არსად არ მიჭამია... ის დასავლური პურმარილი სულ სიაბანდია biggrin.gif

(მე თვითონ დასავლელი ვარ ამ დროს biggrin.gif)
* * *
ერთი რამ ამიხსენით, საცივი რომელი კუთხიდანაა (საკუთარ თემას ვაოფტოპიკებ, მაგრამ მაინც biggrin.gif)

Posted by: kanonika 23 Oct 2008, 21:36
auau
QUOTE
კახეთში ეძახიან კირკაჟს, ოღონდ სალათივით მზადდება:
ნოხარშული ლობიოს მარცვლებს ამოვწურავთ, მოვაყრით ალყად დაჭრილ ხახვს, მარილს, შავ პილპილს, ქინძს, ლობიოს ნახარშს და ძმარს გემოვნებით. ბოლოს შევაზავებთ კახური ზეთით
givi.gif
მხოლდო ესეთ ლობიოს ვჭამ,

მაგას სირსველას ან სრისველასაც ეძახიან ქიზიყში


QUOTE
ერთი რამ ამიხსენით, საცივი რომელი კუთხიდანაა

ერთმნიშვნელოვნად იმერეთიდან, მეგრელებმა მერე მოიპარეს

Posted by: მონიკა 23 Oct 2008, 21:53
QUOTE
საცივი რომელი კუთხიდანაა

რაღაც ეჭვი მეპარება საცივზე საავტორო უფლებები რომელიმე ჩვენს კუთხეს ქონდეს, უფრო აზიურტ სტილშია, ტაილანდურ სამზარეულოში მინახავს მსგავსი კერძი, სადღაც კიდევ უნდა იყოს

Posted by: rtuli 23 Oct 2008, 22:26
auau
QUOTE
ბოლოს შევაზავებთ კახური ზეთით

აი ამ გემრიელი ზეთის გამო ვაკეთებ კირკაჟს,სულ სხვა ეფეკტი აქვს!!! მიკვირს დასავლეთში უმ ზეთს ერიდებიან ,არადა რა გემრიელი მზესუმზირის გემო აქვს up.gif ,ზოგჯერ მარილს მოვაყრი,ცოტათი ნიორს ვაჭყლეტ და ცხელ შოთს ვაწობ,ისე მივირთმევ smile.gif

Posted by: amadeus 23 Oct 2008, 22:27
Johnnie Walker
საცივი საერთოდ მეგრულია თუ არ ვცდები smile.gif

საცერში ნიგოზს ატარებენ და ისეთი რიტუალით აკეთებენ გეგონება შამანები არიანო biggrin.gif

ისე დასავლურ პურმარილს რას უწუნებ ჯონი ბატონო?

აბა წარმოიდგინე ყოველდე ხინკალი, მჭვადი, კატლეტი და ფენოვანი ხაჭაპური biggrin.gif

წარმოიდგინე, აცივდა უკვე:
ჯიგრული ბუხარი, შიგ გუზგუზებს ჯირკები და ისეთ სითბოს გასმოცემს, რომ ლამისაა ჩაეხუტო შენს გამათბობელ ბუხარს.
ამ დროს დიასახლისი ფუსფუსებს და იქვე სახელდახელოდ პატარა მაგიდას დგამს გვერდით სამ ოთხ სკამუკას მიუდგამს.
ქოთნით მოაქვს ლობიო, რომელიც ეს ესაა სამფეხიდან გადმოდგა, ბუხარში მყოფი სამფეხიდან, რომელ ბუხარსაც ეს-
ესაა ახალი ჯირკი მიართვეს რათა უკეთ აგრძნობინონ სტუმარს "კუხნის" სითბო.
ხოოდა სტოლუკასთან ვიყავით შეჩერებულნი ჩემო ბატონო, სტოლუკასთან რომელსაც სკამუკები ამშვენებს.
ამავდროულად საშობაოდ შებოლილი ლორი მოაქვს დიასახლისს, რომელიც ლობიოსთან ერთად ჩაეხარშა, ეს უკანასკნელი გადაურჩა
"დაჩნიკების" რისხვას და თავშენახულმა დიასახლისმა სუფრას შეჰმატა, ზუსტად ამ ლორის წყალობით დგას ის ქოთანი ამაყად,
სახელდახელოდ იშლება სუფრა : ლობიო, ლორი, კომბოსტოს მჟავე, პრასი, ოხრახუში...
რას მიირთმევთო მასპინძელმა-თეთრი? შავი? და რათქმა უნდა ამ ყველაფერს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის
მშვენიერი კუპაჟი " ხვანჭკარა" მოსდევს ხოლმეyes.gif არა თუ შავი არ გესიამვნებათ "წულუკიძის თეთრას" მოგართმევთ ბატონო, ან თუ გინდათ დარჩეთ ზღაპარში "ხიხვი" ინებეთ, ჩემებმა ამომიტანეს ჯვარისიდან smile.gif
მე ამ შემთხვევიდან რა თქმა უნდა ხიხვს ვარჩევდი, რათა ეს ზღაპარი არ დამთავრებულიყო smile.gif
თუ კი "ხვანჭკარის" მირთმევას დააპირებთ სთხოვეთ მასპინძელს "კვანჩხით" მიირთვათ, ასე სჯობს რათა არ
გაიზიაროთ ექიმ სამუშკინის ბედი. smile.gif

Posted by: camomle 23 Oct 2008, 22:32
პრასიო? love.gif

Posted by: rockataka 24 Oct 2008, 00:03
ამასწინათ. ერთ ქართველ ემიგრანტების ოჯახში მივირთვი, ძალიან გემრიელი ამოკმაზული ლობიო.
სუნელებთან ერთად, შეურიეს: ნიახური, ქათმის ბულიონის ფხვნილი და ცოტა გათქვეფილი პამიდორის წვენი.
კომბოსტოს წითელი მწნილი და წითელი ღვინოც წაუმძღვავრეთ და ჩავესიყვარულეთ ერთმანეთს. smile.gif

Posted by: Johnnie Walker 24 Oct 2008, 09:40
amadeus
QUOTE
ისე დასავლურ პურმარილს რას უწუნებ ჯონი ბატონო?

არაფერსაც არ ვუწუნებ, უბრალოდ ის პოსტი რომ დავწერე, ისეთ ხასიათზე ვიყავი biggrin.gif

თორემ ქუთაისური წიწილა და იმერული ხაჭაპური და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ უგემრიელესია+ ფხალეულობა მთლად გადასარევი... "სვირიც" მიყვარს ძალიან, მშვენიერი ღვინოა smile.gif

ვიცი და მიყვარს ეგ ყველაფერი biggrin.gif

ეეჰ დღეს კი მელოდებოდნენ ქუთაისში და ვერ წავედი, ბევრი საქმეები მაქვს აქ და მაგარ პურმარილს გამოვაკლდი (ვ სმისლე, გადავურჩი lol.gif).

ახლა დასავლურ-აღმოსავლურ პურმარილს რაც შეეხება... ორივე გადასარევია, მაგრამ მე მაინც კახური სუფრა მირჩევნია. თავის ბლომად ხორცით, დანდურით, ღანძილით, ხაშლამით (უნდა თანთალებდეს, როცა შემოაქვთ), ბოზბაშით, მწვადით და კახური მრავალჟამიერით (C-dur biggrin.gif).

მოკლედ, კაცია და ბუნება... ახლა "კულინარიის ფილოსოფიაში" რომ გადავვარდე, ვიტყოდი, რომ დასავლური (მეგრული, იმერული) სუფრა აპოლონურია, აღმოსავლური (კახური, ქართლური) – დიონისური. ნიცშეს ამბავში (არ გაგეცინოთ! biggrin.gif).

ბუნებაც შესაფერისია: დასავლეთის გაპიწკინებული ეზოები, სიმწვანე და მოვლილობა ძალიან ლამაზ ქალსა ჰგავს (პურმარილიც ეგეთია). აღმოსავლეთის კიდევ – ძალიან მკაცრი, მაგრამ უხვი ბუნება "მოაზროვნე" ბუნებაა, უფრო "მისტიკური", უფრო "მამაკაცური" (და სუფრაც შესაბამისია) smile.gif

რავი, ალბათ სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ასე აღვიქვამ.

ხოდა ამ "აპოლონურ" დასავლეთში არის "შპიონივით" გამოკვეხებული ჩემი პაწაწა კუთხე – რაჭა, რომელიც აგრეთვე დიონისურია (ტყუილად კი არა ჰგვანან ბევრ რამეში რაჭველები კახელებს biggrin.gif)

ხოდა ყველაფერი ზემოთთქმულის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ინდაურის საცივი ქართული სუფრის მეფეა, საცივი კი დასავლურია smile.gif

Posted by: miau 24 Oct 2008, 10:43
ახლა არ მალაპარაკოთ ლობიოზე - ლობიო ჩემთვის ასოცირდება 90-იან წლებთან, ერთ ზამთარს რომ მივირთვის 15 კგ. ლობიო.
ასოცირდება სიცივესთან, უბედურებასთან, უშუქობასთან, უფულობასთან...
ამიტომ დიდად გულზე არ მეხატება და შესაბამისად ძალიან იშვიათად თუ მივირთვი, ისიც აჭარაში. smile.gif

რაც შეეხება შემწვარ წიწილას - ოოოო, მელანო მელანოოოოოოოოო biggrin.gif

PS. წინა ცხოვრებაში მელია ვიყავი! gigi.gif

Posted by: amadeus 24 Oct 2008, 10:51
Johnnie Walker
მე მესმის თქვენი biggrin.gif


Posted by: abula 24 Oct 2008, 10:53
ვგიჟდები ლობიოზე biggrin.gif



yes.gif მართლა 2kiss.gif


Posted by: Johnnie Walker 24 Oct 2008, 11:10
amadeus
QUOTE
მე მესმის თქვენი

იმიტომ, რომ გენეტიკურად რაჭველი პოვრები ვართ ორივე lol.gif
* * *
miau
რავი, ეგ დრო მეც მშვენივრად მახსოვს, მაგრამ ლობიო ყველა ფორმით ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: amadeus 24 Oct 2008, 12:02
Johnnie Walker
smile.gif

ანტიფო სატვირთო მანქანის მძღოლია. დიდ რეისებზე დადის. ერთხელ გზისპირა სასდილოში შევიდა წასახემსებლად. "რა გაქვთ საჭმელი?" - ეკითხება ოფიციანტს. "მარტო ლობიოა დღეს". "უჰ, მაშინ მჟავე გექნებათ მისაყოლებელი რამე!" -. არაო, - უთხრეს. შეწუხდა ანტიფო "მწვანე ხახვი?" - იკითხა ანტიფომ. ისევ უარი მიიღო. "პიმპილა?" - კვლავ უარი. "აბა, მეიტანე ლობიო, მოდი და მიპწკინე, თვარა მარტო ლობიოს რა მაჭმევს, ბოშო?!" - აღშფოთდა ანტიფო. givi.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Oct 2008, 13:32
amadeus

კარგი იყო
lol.gif

Posted by: Johnnie Walker 24 Oct 2008, 16:53
amadeus
.............................. lol.gif up.gif
* * *
მონიკა
QUOTE
ცოტა შეღავათიანი ვარიანტიც არსებობს, პირველი წამოდუღებისას წყლის გამოცვლა, თუმცა გემო ისეთი ვეღარაა.

მალადეც, იგრძნობა პროფესიონალი biggrin.gif

მოკლედ, გემო რომ იგივე დარჩეს, თან "შეღავათიანი" ვარიანტი გამოგივიდეს, საღამოს უნდა ჩადო ქვაბში და დაასხა წყალი, მეორე დღეს გასაკეთებლად. მაშინ პირველი წყლის გადაღვრა არ დაგჭირდება, თან უკეთ მოიხარშება, თან უფრო გემრიელიც იქნება smile.gif

Posted by: auau 24 Oct 2008, 18:40
rtuli
QUOTE
აი ამ გემრიელი ზეთის გამო ვაკეთებ კირკაჟს,სულ სხვა ეფეკტი აქვს!!! მიკვირს დასავლეთში უმ ზეთს ერიდებიან ,არადა რა გემრიელი მზესუმზირის გემო აქვს  ,ზოგჯერ მარილს მოვაყრი,ცოტათი ნიორს ვაჭყლეტ და ცხელ შოთს ვაწობ,ისე მივირთმევ 

ცხელ კერძებზე არ მიყვარს, მაგრამ პამიდვრის სალათაზე, მოხარშულ კარტოფილთან, მჟავე კომბოსტოსა და სირსველ ლობიოსთან ძალიან კარგია. შენ ეტყობა კახეთს კარგად იცნობ! ქიზიყში ახალგამოხდილ ზეთში ცხელი შოთოის ჩაწობა დელიკატესია!

Posted by: lyccifer 27 Oct 2008, 15:28
amadeus
QUOTE
"დაჩნიკების" რისხვას და თავშენახულმა დიასახლისმა სუფრას შეჰმატა, ზუსტად ამ ლორის წყალობით დგას ის ქოთანი ამაყად,სახელდახელოდ იშლება სუფრა : ლობიო, ლორი, კომბოსტოს მჟავე, პრასი, ოხრახუში... რას მიირთმევთო მასპინძელმა-თეთრი? შავი? და რათქმა უნდა ამ ყველაფერს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მშვენიერი კუპაჟი " ხვანჭკარა" მოსდევს ხოლმე არა თუ შავი არ გესიამვნებათ "წულუკიძის თეთრას" მოგართმევთ ბატონო, ან თუ გინდათ დარჩეთ ზღაპარში "ხიხვი" ინებეთ, ჩემებმა ამომიტანეს ჯვარისიდანმე ამ შემთხვევიდან რა თქმა უნდა ხიხვს ვარჩევდი, რათა ეს ზღაპარი არ დამთავრებულიყოთუ კი "ხვანჭკარის" მირთმევას დააპირებთ სთხოვეთ მასპინძელს "კვანჩხით" მიირთვათ, ასე სჯობს რათა არგაიზიაროთ ექიმ სამუშკინის ბედი.


კარგით რა ხალხი არა ხართ ცოთა ჩვენც შეგვიცოდეთ sad.gif ამის წაკითხვის მერე რა უნდა ვჭამო ან რა უნდა დავლიო რო გემო ქონდეს ამ დაწყევლილ ქვეყანაში givi.gif რაჭაში მინდაააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: miau 27 Oct 2008, 16:25

amadeus
QUOTE
ან თუ გინდათ დარჩეთ ზღაპარში "ხიხვი" ინებეთ


ხიხვი ბავშვობაში პაპაჩემმა გამასინჯა, უფრო სწორად სახლში გვქონდა და ცოტ-ცოტას მასმევდა და მაგის შემდეგ დავეძებ, როგორც გერდა დაეძებდა კაის თოვლის დედოფლის სასახლეში biggrin.gif


Posted by: BigCrow 28 Oct 2008, 05:53
შეწყვიტეთ პროვოკაცია user.gif
და საერთოდ შემომაქვს იდეა, ღამ-ღამობით დაიხუროს კულინარიის განყოფილება givi.gif

ნიგუმანნა ტაკ...

Posted by: DODI 28 Oct 2008, 09:09
QUOTE (BigCrow @ 28 Oct 2008, 06:53 )
შეწყვიტეთ პროვოკაცია user.gif
და საერთოდ შემომაქვს იდეა, ღამ-ღამობით დაიხუროს კულინარიის განყოფილება givi.gif

ნიგუმანნა ტაკ...

"ჟესტოკო ნო გუმანნო" .............. lol.gif

Posted by: Ulfserker 28 Oct 2008, 09:12
თემას ნუ აოფებთ.

ქოთანში ამოზელილ ლობიოზე აქ ლაპარაკი და არა ხიხვზე.

რატომ გამახსენეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთ!

არ შეგრჩებათ, არააააააააააააააააააააააააააააა!

გაბოროტებულო პოვარებო თქვენა!

მშიიიიიიიიიიიიიიიიიიიააააააააააააააააააააააა!
მწყურიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

Posted by: auau 28 Oct 2008, 10:11
amadeus
QUOTE
"ხიხვი" ინებეთ

რამდენი წელია მენატრება sad.gif

Posted by: tavadze 28 Oct 2008, 14:27
Johnnie Walker
QUOTE
ის დასავლური პურმარილი სულ სიაბანდია

ეუფ... არ ვიცოდე მაინც, რა კულინარი ბრძანდებით და გეკადრებათ მაგის თქმა? მხოლოდ საცივის მომზადება მთელი ხელოვნებაა.
და საცივი, გავრცელებული ვერსიით, იმერულია, მაგრამ გურულები ჩვენი ვარიაციით ვაკეთებთ. ყველა ნიუანსი არ ვიცი, მაგრამ ერთი ისაა, რომ მოხარშულ ინდაურს ცეცხლზე ბრაწავენ... იფ, იფ. up.gif up.gif

Posted by: gabarzgaleba 28 Oct 2008, 23:29
მემგონი ჯენერალში იყო ეს თემა გახსნილი, მარა მოიქესტა. ესარი ყველაზე საჯიკაო ენის დასაწობელი, გემრიელი, ცეცხლოვანი, პაჟრისწამკიდებელი. აჯიკა აფხაზურია, ქართულად ალბათ ჯიკაა givi.gif

ბებიაჩემის ძმა, ხარიტონ კუპრავა აკეთებდა სასთაულ აჯიკას, მწვანეს, არსებობს ასევე წითელი, ვარდისფერი, შავი, ლურჯი აჯიკა (ჯონი ვოკერივითაა რა biggrin.gif). მარგალ ქურდებს იასნია შავი აჯიკა უყვარდათ biggrin.gif

აჯიკა სამარგალოს განსხვავებული სასმისივითაა. აჯიკას ვჭამ, მაშდამე ვაზროვნებ, ვაჟკაცი ვარ, ვანგრევ, ვაშენებ და ა.შ.

მწვანე აჯიკაში მთავარია მწვანილი და წიწკის უკურკობა, წითელში ბულგარულიც ერთვება საქმეში, ხმელი სუნელები.

ეს თემა ისთე, ადგილის მოსასინჯად და კუჭგამძლეობის შესამოწმებლად გავხსენი, თუ ინტერესიც იქნა, ხვალიდან რეცეპტებს დავაგდებ: იოსელიანების, ფარცვანიების, გუნიების, დოჩიების, ეშბების.

იყო დრო, პავიდლოსავით ვჭამდი აჯიკას, პურზე წავუსვამდი და ჰაიდა პაშოლ.... biggrin.gif

Posted by: miau 28 Oct 2008, 23:31

tavadze
QUOTE
საცივი, გავრცელებული ვერსიით, იმერულია



გაუვრცელებელით - ინდური! wink.gif


gigi.gif

Posted by: miau 28 Oct 2008, 23:39
gabarzgaleba

შენ მე გამაგიჟებ, ხომ იყო წიწაკის "ფანკლუბი" თU აჯიკა ცალკე ფენომენია? biggrin.gif


მაგარი პოსტია! up.gif
lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
ყველაზე საჯიკაო ენის დასაწობელი



ანუ მეგრულის? wink.gif gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Oct 2008, 00:56
miau

ყველაზე მთავარი დამავიწყდა: გათბობის საუკეთესო საშუალებაა აჯიკა. ათბობს გულბოყვს და ჯიგარიზაციას biggrin.gif

აფხაზურ-მეგრული ტაბასკო smile.gif

Posted by: Johnnie Walker 29 Oct 2008, 09:06
miau
QUOTE
გაუვრცელებელით - ინდური!

კი, მსოფლიოში გავრჩელებულითაც ინდურია biggrin.gif, მაგრამ საცივი არ ჰქვია და ცოტა სხვა გემოა აქვს, უფრო განელებულ-შეზავებულია, ცხარეა, თანაც ცხელია.

მაგრამ ეგრე რომ მიუდგეთ ქართულ სამზარეულოს, მჭადის და ყველის მეტი არაფერი დაგვრჩება, ხო, კიდევ მხოლოდ ჯონჯოლი ალბათ biggrin.gif

ქართული სუფრა ერთადაა მაგარი და ქართული, ცალკეურ კერძებს 90% უცხოური წარმომავლბა აქვს.

სხვათა შორის, მსოფლიოს ყველა ეროვნული სამზარეულო ეგეთია, გარდა "საავტორო" კერძების, მაგალითად სალათ "ოლივიეს" გარდა, რომელიც რუსეთში მოღვაქწე ვინმე "ოლივიემ" ჰგამოიგონა, ან ვთქვათ "მაიონეზის", რომელიც, როგორც ამბობენ, მარშალ რიშელიეს შეუქმნია smile.gif

Posted by: miau 29 Oct 2008, 11:14
Johnnie Walker
QUOTE
ეგრე რომ მიუდგეთ ქართულ სამზარეულოს, მჭადის და ყველის მეტი არაფერი დაგვრჩება


არც ეგ დაგვრჩება - სიმინდიც კოლუმბმა შემოიტანა gigi.gif

Posted by: PING 29 Oct 2008, 11:42
:ნერწყვისმოსვლისსმაილიკი: .

Posted by: rinow519 1 Nov 2008, 12:41
“ შეიცანი მწარე განცხრომა“
ნიგვზიანი აჯიკის შესახებ რას იტყოდი მეგობარო?

Posted by: gabarzgaleba 1 Nov 2008, 12:43
rinow519
QUOTE
“ შეიცანი მწარე განცხრომა“ ნიგვზიანი აჯიკის შესახებ რას იტყოდი მეგობარო?


კარგია, ოღონდ მომენტალურად მოსახმარად. შესანახად არ ვარგა smile.gif

Posted by: kanonika 1 Nov 2008, 13:25
აჯიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია,
აჯიკას ვხმარობ, როგორ სანელებელს, ასევე, როგორც აჯიკას biggrin.gif და ვჭამ ცარიელსაც, პურთან ერთად.
შესაძლოა არ დამიჯეროთ, მაგრამ ვცდილობ აფხაზეთიდან გამოვაგზავნინო აჯიკა, რადგან ჩემი ახირების გამო, მგონია და მჯერა კიდეც, რომ აჯიკა საუკეთესო გამოდის მხოლოდ აფხაზეთში მოყვანილი წიწაკისგან და სუნელებისგან, თუმცა იქაც გააფერისტდნენ. გალში აკეთEბენ კარგ აჯიკას.
და აი ისეთი აჯიკა მიყვარს, გამომშრალი რომ არის, და წვენი რომ არ გასდის, ქვაზე გადაზელილი და ქილებში ჩადებული.


ეხლა ბლუდები:

აჯიკა გადაზილეთ ყველთან და ღომის გულში ჩადეთ და ისე მიირთვით.
აჯიკასთან ერთად ათქვიფეთ კვერცხი და ისე შეწვით. თუ აჯიკა ნამდვილად აფხაზურია, იგი ცოტა მშრალი უნდა იყოს და სასურველია ცოტაოდენ წყალში გაიხსნას და მერე გადაერიოს კვერცხი.

ვისაც არ გიცდიათ, ეხლავე სცადეთ. რა ფრანგული ომლეტი, რის კონტინენტალური ერბო-კვერცხი? აი ნახეთ უკვე სიცივე შეპარულ შემოდგომის დილას როგორ გაგითბობთ გულს-ღვიძლს აფხაზური ერბო-კვერცხი.
შეგარგოთ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 1 Nov 2008, 14:02
kanonika
QUOTE
გალში აკეთEბენ კარგ აჯიკას. და აი ისეთი აჯიკა მიყვარს, გამომშრალი რომ არის, და წვენი რომ არ გასდის, ქვაზე გადაზელილი და ქილებში ჩადებული.


სამურზაყანოს აჯიკას მართლა არაფერი სჯობს. ჩემი მეგობრის ბებია ცხოვრობს გალში და მის ოჯახში რო მივდივარ ყოველთვის მოიძიება ეს საოცრება. თან ეგეთი განუმეორებელი ფერი არაფერს არა აქვს smile.gif

Posted by: didelfadori 2 Nov 2008, 04:31
კაცს რომ ლობიო მოგენატრება,ესაა ცხოვრება ??? biggrin.gif ქოთანში თავის დედმამიშვილებით.. ხოხოხოოხხოოოო alk.gif

Posted by: tavadze 2 Nov 2008, 11:30
gabarzgaleba, შენ გაიხარე ამ თემის გახსნისთვის. ლამის მოდერს მივწერე, მოგვეჭრა თავი, ამხელა განყოფილებაში აჯიკის თემა არა გვაქვს-მეტქი.
ისე, წუხელაც გეახელით აჯიკა - ჩემი უსაყვარლესი საჭმელი. ცხადია, ისევ ყოველგვარი ნორმა-დოზების დარღვევით და, შენი თქმის, არ იყოს, ჯერაც მიხურს გულ-მუცელი. biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 12:03
გუშინ ვეძებდი და... ვერა ვნახე ვერსად ქალაქში კარგი ლობიო, ხელი ჩავიქნიე.

ვინმემ ხომ არ იცით სადმე მსხვილი, მუქი წითელი, რაჭული ლობიო რომ იყიდებოდეს,

აი წაგრძელებული რომბის მაგვარი მარცვალი რომაა, ის?

Posted by: rtuli 2 Nov 2008, 17:58
Johnnie Walker
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით სადმე მსხვილი, მუქი წითელი

ნათლუხის ბაზარში შემხვედრია ეგეთი ლობიო.გემრიელია?მე გურულ და მინდვრის ლობიოს ვყიდულობ,გემრიელია.

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 18:05
rtuli
QUOTE
ნათლუხის ბაზარში შემხვედრია ეგეთი ლობიო

აუ, მადლობა, ნავთლუღის ბაზარი სულ არ გამხსენებია....

გემრიელი კი არა, ლობიოების მეფეა, მეფე! biggrin.gif

Posted by: amadeus 2 Nov 2008, 23:00
Johnnie Walker

ამას ხომ არ ეძებთ მისტერ ჯონი?

ისე მაგარი ფეირვერკურია რაჭული ლობიო biggrin.gif


Posted by: didelfadori 2 Nov 2008, 23:26
Johnnie Walker
ხომ არ აჯობებდა პირველი წყალი გადაიღვაროს ?

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 23:31
amadeus
QUOTE
ამას ხომ არ ეძებთ მისტერ ჯონი?

კი, დაახლოებით ეგ არის, მაგრამ მთლად ის არა biggrin.gif

ეგეც ვიცი და ვიცი, რომ ძალიან მაგარია.
ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვიცი, რომ ძალიან მაგარია, იმას ჰგავს (მარცვალი უნდა იყოს მსხვილი და მოგრძო) smile.gif

Posted by: amadeus 2 Nov 2008, 23:37
Johnnie Walker

სამწუხაროდ ჩემი საპარკე ადგილი სოფელში 10 წელია ცარიელია თორემ მოგიკითხავდი smile.gif

აი ჩემი საპარკეც რომელიც ხოშიანად დავასვენე და გაისად ვენახსაც ჩავყრი და ლობიოს ნაცვლად წითელ "ხოტეურს" მოვიყვან smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 23:39
ეს არის, მოკლედ, ოღონდ ცოტა უფრო მუქი, ანუ სურათში მუქ მარცვლებს რომ ხედავ, იმ ფერის:

user posted image

Posted by: amadeus 2 Nov 2008, 23:41
Johnnie Walker

ვიცი ვიცი მაგის მეტი რა მოუყვანია ბაბუას და ბებოს სოფლად აუფ რა დრო იყოო smile.gif

Posted by: ინფინიტი 2 Nov 2008, 23:42
იცით, რა მიკვირს? სალობიე რომ ჰქვია ზავიდენიას, იქ ხომ ყველაზე კარგი ლობიო უნდა იყოს და თან სხვადასხვანაირად მომზადებული? სადაც შევედი სალობიეში, ყველგან ლობიოს პროვოკაცია დამხვდა

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 23:43
amadeus
აგაშენა ღმერთმა, ძლივს ერთ კაცს არ მივახვედრე, რას ვგულისხმობ... biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 2 Nov 2008, 23:44
amadeus
QUOTE
აი ჩემი საპარკეც რომელიც ხოშიანად დავასვენე და გაისად ვენახსაც ჩავყრი და ლობიოს ნაცვლად წითელ "ხოტეურს" მოვიყვან smile.gif


ბარაქა ამად, ბარაქა მოგცეს...

Posted by: ინფინიტი 2 Nov 2008, 23:46
მე უფრო გემრიელად ვამზადებ ბევრად. ამოვზელ ხოლმე, მერე ხახვს მოვხრაკავ ცოტა პამიდორთან ან ტომატთან ერთად და ჩავუშვებ ლობიოში. მერე უნდა ბლომად ქონდარი, ქინძი და ცოტა უცხო სუნელი, კარგი წიწაკაც, მერე კარგი შოთის პური და ცოტა წითელი ღვინოც კარგია. უუუუუუუუუჰ მომშივდა ამ შუაღამისას

Posted by: Johnnie Walker 2 Nov 2008, 23:46
QUOTE
ბარაქა ამად, ბარაქა მოგცეს...

yes.gif yes.gif

Posted by: amadeus 2 Nov 2008, 23:49
gabarzgaleba

რთვლობაზე ხომ დამეხმარები ხომე ბარძგალ?

უხვად იცის მოსვლა თურმე

წელს ისეთი რთველი ვნახე რაჭაში აღარ ღირდა კომენტარების დაწერა ეგეთი უშნო რთველი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს
სოფელში,

Posted by: gabarzgaleba 2 Nov 2008, 23:53
amadeus
QUOTE
რთვლობაზე ხომ დამეხმარები ხომე ბარძგალ?

უხვად იცის მოსვლა თურმე

წელს ისეთი რთველი ვნახე რაჭაში აღარ ღირდა კომენტარების დაწერა ეგეთი უშნო რთველი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს სოფელში,


დაგეხმარები აბა რა...

მთელი იმერეთი და რაჭა მოვიარე, ყველგან ეგეთი უგემური რთველი იყო sad.gif

შენი სავენახეს ფოტოს ეხა დავუკვირდი, ქვემოთ რო გადაიხედავ, თევზის საგუბარი ხომ არაა? აი გზის მარჯვნივ რომაა?

Posted by: Johnnie Walker 3 Nov 2008, 00:15
მოკლედ, მავნეა, მავნე, კულინარიაში ფოსტვა და სხვათა ფოსტების კითხვა ღამ-ღამობით.... smile.gif

ვეღარ გავძელი, მაცივარს მივადექი ამ შუაღამისას და ახლა მწარედ ვნანობ.............. biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 3 Nov 2008, 00:36
Johnnie Walker
QUOTE
მოკლედ, მავნეა, მავნე, კულინარიაში ფოსტვა და სხვათა ფოსტების კითხვა ღამ-ღამობით.... smile.gif

ვეღარ გავძელი, მაცივარს მივადექი ამ შუაღამისას და ახლა მწარედ ვნანობ.............. biggrin.gif


ეჰ, ჩემო ჯონი, მე კიდე ამ დროს ვიწყებ ხოლმე მაცივართან ბირჟაობას smile.gif

Posted by: amadeus 3 Nov 2008, 10:00
gabarzgaleba
არა ბარძგალ მანდ კაკუნიკას გასაცოდავებული ვენახებია biggrin.gif

კაკლის ხე რომ დგას იმ მხარეს იძახი ხო?

Posted by: auau 3 Nov 2008, 15:31
tavadze

ვასრულებ შენს თხოვნას:

1კგ დაფქვილი წითელი მწარე წიწაკა, 500გ გაატარებული ან დანაყილი ნიორი, 200გ უცხო სუნელი, 150 გ ხმელი ქინძი, 50გ ხმელი ქონდარი, 1ჩაის ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (მე ამას ბლენდერში ვახერხებ), 1 ჩაის ჭიქა ძმარი, სასურველია 1-2 ჭიქა გატარებული ნიგოზიც დაემატოს, მარილი ისე, რომ კარგად ემჩნეოდეს. ეს ყველაფერი სამედიცინო ხელთათმანებით კარგად აურიეთ და ცოტ-ცოტა რაფინირებული მაღალი ხარისხის უსუნო,უგემო ზეთი უმატეთ ისე, რომ მოიზილოს ცომივით. შემდეგ ჩავდოთ ქილებში.

თუ ნიგოზს და ზეთს არ გაუკეთებთ, მაშინ მშრამი აჯიკა იქნება.

Posted by: rtuli 3 Nov 2008, 20:00
auau
QUOTE
შემდეგ ჩავდოთ ქილებში.

დუღს ქილებში?ანუ ბოლომდე შეივსოს ქილა?

Posted by: tamunia_ch 4 Nov 2008, 00:31
gabarzgaleba
ჩემნაიროოოო 2kiss.gif

ესე იგი საჭმელს ვერ ვჭამ გემრიელად თუ მწარე არაფერი მივატანე biggrin.gif

ტყემალმა გოჭი შემაჭამაო ხოა გამოთქმა biggrin.gif ჩემზეც იგივე შეიძლება ითქვას ოღონდ აჯიკაზე gigi.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 4 Nov 2008, 00:37
აჯიკა....მიყვარს ნუ გოჭთან და ღომთან რათქმაუნდა მაგრამ კარაქიან პურზე მოსმულია უგემრიელესიიიი

Posted by: auau 4 Nov 2008, 09:43
rtuli
QUOTE
დუღს ქილებში?ანუ ბოლომდე შეივსოს ქილა?

არ დუღს,მაგრამ მე ერთი დღე ვტოვებ მარილის გასაჯდომად, თუ ნიგვზის და ზეთის გარაშე მშრალს ვაკეთებ

Posted by: psyxo 5 Nov 2008, 22:15
როგორ უნდა მოვხარშოთ თათარა, ფელამუში, რომ თან რბილიც იყოს და თან არც დასკდეს?
უნდა მოიხალოს თუ არა წინასწარ თხილი, ნუში, ნიგოზი.
არადა ყველა ოჯაში დამზადებულ ჩურჩხელას თავისებური გემოვნებითი ელფერი აქვს. user.gif
cry.gif

Posted by: BAUSHKE_ 6 Nov 2008, 00:09
ყველაზე გემრიელი თემა რატოა ესე მიტოვებული?

Posted by: niki_ niki 6 Nov 2008, 00:10
ნამდვილად, ყველაზე გემრიელი

ვგიჟდები ჩურჩხელაზე, შვილსაც კი ვუმალავ რომ არ შემიჭამოს lol.gif

Posted by: nanana 6 Nov 2008, 00:35
QUOTE
ვგიჟდები ჩურჩხელაზე, შვილსაც კი ვუმალავ რომ არ შემიჭამოს


lol.gif

ვაიმეეეეე ვგიიიიიჯდეეეეებიიიიიი ჩურჩხელაზე!!!!!!!!!!!!! ვინმეს თუ უნდა ჩემი გული მოიგოს ნამვილი კახური ჩურჩხელა უნდა მაჩუქოს. კარგად გამომშრალი, მაგრამ თან რბილი . . .გოზინაყთან ერთად ერთ ერთ იმ თითზე ჩამოსათვლელ ეროვნულ ღირშესანიშნაობად მიმაჩნია რაც გაგვაჩნია ( ჩემს ჭკუაში რა თქმა უნდა. რა თქმაუნდა!:gigi: )

ერთხელ ჩემი დაქალი ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად გერმანიიდან და დედაჩემმა იმდენი იჩალიჩა რომ 10 ცალი ჩურჩხელა ვიღაცას გაატანა გერმანიაში რომ იმას ჩემთვის ინგლისში ჩამოეტანა. ცალყბად კი შევთავაზე ჩემს მეორე დაქალს რომელსაც ქართული არაფერი არ ქონდა გასინჯული და ის ათივე ერთ დღეს გავანადგურე. უბედნიერესი ვიყავი bis.gif

Posted by: auau 6 Nov 2008, 00:36
კახური ჩურჩხელის უმთავრესი პრინციპია:
კარგად დადუღებული ბადაგი (1/3-ზე უნდა დადგეს წვენი)
რუხი ფქვილი, სასურველია ქართული ხორბლის,გლეხურად დაფქვილი
დიდი ხანი გულმოდგინედ ჩაზელვა...

Posted by: gabarzgaleba 6 Nov 2008, 00:43
auau

გეხვერწები ერთი შენებურად, გემოანად აღწერ-დაგვირეცეპტე რა ეგ ამბავი...

Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Nov 2008, 00:53
ჩურჩხელა რა სიმძაფრით მიყვარს აქ რომ დავწერო არ მეყოფა მთელი ფორუმის ტექ.საშუალებები და თან ჩურჩხელის რეცეპტზეა აქ საუბარი და გეტყვით რომ მე როგორც იმერელს მიყვარს იმერული ჩურჩხელა მაგრამ თბილისში თუ ვაკეთებთ იმერული ჩურჩხელის ფელამუშს ვამატებთ მჭადის ფქვილს და ასევე პურის ფქვილს, ხოლო თხილი არის კანგამძვრალი - ანუ მდუღარე წყალში ყრის დედაჩემი ცოტა ხნით რის შემდეგაც კანი ადვილად ცილდება ოღონდ გადახარშვა არ უნდა ნამდვილად (მერე ნესტს აიკიდებს) ხოლო ნიგოზი უნდა საგულდაგულოდ დარჩეული. ვავლებთ რამოდენიმე ფენას და არ გამოდის მთლად იმერულად "გადამწლეული" (გამხდარი-იმერულად) არც მთლად კახური ჩურჩხელის სისქე - საშუალოა და არის უსაშველოდ გემრიელი...და დავრჩი წელს ამ ჩურჩხელის გარეშე....

მოგიყვებით და გაგახალისებთ ეხლა

ბუდაპეშტში ვიყავი სასწავლებლად და იყო გაცნობის პირველი საღამო. ნუ მე რათქმაუნდა წავიღე ღვინო ჩურჩხელებიც თავისთავად და ეს ყველაფერი განვათავსე საქართველოსთვის განკუთვნილ კუთხეში. ეს ყველა (ევროპელები იყვნენ) მოვიდა და ღვინო კი დააგემოვნეს და ბოლოს ლამის ბოთლები დალეწეს რომ შიგნით კიდევ რამე ხომ არ დარჩაო და აი ჩურჩხელას უტრიალებდნენ და მე ჩურჩხელისადმი უდიდესი სიყვარულის გამო დიდად თავი არ მომიკლავს ახსნით (თვენახევარი იქ უნდა ვყოფილიყავი და უჩურჩხელოდ??!!) და მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო სანამ მე ფრანგების კუთხეს ვეცნობოდი smile.gif ჩემს რამოდენიმე ჩურჩხელას ვხედავ რომ 3 ინგლისელი სერიოზული სახეებით ცეცხლს უკიდებს და ბოთლში უნდა რომ გაარჭოს - მივხვდი რომ სანთელი ეგონათ და მერე იცოცხლე ვიკივლე რას აკეთებთთქო და ავუხსენი რისგან კეთდებოდა smile.gif კი მოეწონათ მაგრამ მერე დავმალე და რომ მომაკითხეს გვაჭამე ჩურჩხელაო გათავდათქო ვპასუხობდი smile.gif))))

Posted by: miau 6 Nov 2008, 01:58
gabarzgaleba
QUOTE
გეხვერწები ერთი შენებურად, გემოანად აღწერ-დაგვირეცეპტე რა ეგ ამბავი...


ჩურჩხელის პრეროგატივა ბებიას ეკუთვნის და როგორც კი მოვა, მაშინვე დაწვრილებით რეცეპტს დავდებ smile.gif
ერთ ვიცი, რომ უნდა ქართულიხალხური რუხი ფქვილი და ძალიან კარგად ნახარში ბადაგი smile.gif


უიიიი, აუასაც იგივე დაუწერია biggrin.gif

Posted by: ხუტა 6 Nov 2008, 07:02
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
გეტყვით რომ მე როგორც იმერელს მიყვარს იმერული ჩურჩხელა


მიტუა იმერეთში მოხვდა სტუმრად. სუფრაზე ჩურჩხელაც გამოუტანეს. მიტუამ აიღო ჩურჩხელა და არ მოეწონა: აი, ბებიაჩემი ჩურჩხელას აკეთებს, ქალებთან ბოდიში მამითხოვია, ვერც გადაიღუნამო biggrin.gif

Posted by: izabel 6 Nov 2008, 09:39
თქვენ მოგეცეთ ჩემი ცოდვა sad.gif

რამ შემომიყვანა აქ ამ დილა ადრიან rolleyes.gif

Posted by: rtuli 6 Nov 2008, 10:05
სურათი არდევს სრული იდილიისთვის biggrin.gif

Posted by: pipa 6 Nov 2008, 10:21
ორივე ჩემს შვილს ვასწავლე, რომ ჩურჩხელა არ უყვართ, ვუმეორე დიდხანს.ჩემს ძიძას ჩამოაქვს საგარეჯოდან აგერ უკე 3 წელია, რაღაც წარმოუდგენელი ჩურჩხელა, მაგარი ფელამუშით, მაგრამ რბილი როა, ოდნავ მომჟავო და გაძეძგილი ნიგვზით
თხილიანიც ძალიან მიყვარს.
საერთოდ ახალ წელს ისეთ უსაქციელობას ვიმართებ, რომ შემდეგ ნაღვლის ბუშტი გამირბის

ისე, ჩურჩხელაში სომხები გვედავებიან, ჩვენია ეგ ტკბილეულიო lol.gif

Posted by: BEKO 6 Nov 2008, 10:48
pipa
QUOTE
ისე, ჩურჩხელაში სომხები გვედავებიან, ჩვენია ეგ ტკბილეულიო

ფანტასტკურია სომხური ჩურჩხელა. თუ არ მეშლება, სუჯუკს ეძახიან მაგასაც. დარიჩინით დ მიხაკითაა შენელებული თათარა, რბილია და მთელ-მთელი ლებნებია ნიგვზის. გრძლია და რომ ყიდულობ, ბაზრში გიჭრიან, კილოობით ყიდიან.
up.gif

ჰო, ისა, არსებობს ჩურჩხელა და კიდევ არსებობს - ჯანჯუხა, ანუ ჩონჩხელაsmile.gif
ყველანაირი მიყვარს, მაგრამ სომხურმა გადამრია, სასწაულია.

Posted by: pipa 6 Nov 2008, 11:09
BEKO

QUOTE
თუ არ მეშლება, სუჯუკს ეძახიან მაგასაც


კი, მაგას ეძახიან.ჩვენთან სომეხ კოლეგას ჩამოაქვს ხოლმე ერევნიდან და მიმტკიცებს ქართველებმა მოიპარეთოsmile.gif
კიევიდან დაქალი ჩამომივიდა და იმან მითხრა იალტაში იყიდება ჩურჩხელა, ვიცით რომ სომხური ნუგბარიაო, ოღონდ სუჯუკის სახელად არაა ცნობული იქ, არამედ ჩურჩხელის

Posted by: BAUSHKE_ 6 Nov 2008, 11:15
ჩურჩხელას თურქებიც ყიდიან, ღია ფერის და გამჭვირვალეა.
გემრიელიც არის, ოღონდ რას ეძახიან, არ ვიცი

Posted by: tos-ka 6 Nov 2008, 11:26
BAUSHKE_
QUOTE
ჩურჩხელას თურქებიც ყიდიან, ღია ფერის და გამჭვირვალეა.
გემრიელიც არის, ოღონდ რას ეძახიან, არ ვიცი


დამასწარი . . . მე რომ ვიკითხე - ლუქუმიო, მითხრეს. ისე ეგ "ჩურჩხელა" არ გაიშვა, კახელ ბებოს ყველაზე საშინელ სიზმარშიც არ დაესიზმრება ისე რეზინასავითაა და საშინლად უგემური.

Posted by: ხორხე 6 Nov 2008, 11:29
სანთლებზე და ჩურჩხელებზე უნდა მომეყოლა მაგრამ იმდენად მოძველებული და მრავლად ნაღლიცინარია რომ არ ღირს smile.gif

Posted by: nanana 6 Nov 2008, 11:55
ჩვენ ვართ იმერულ-გურული ოჯახი და ყოველ ახალ წელს გვაქვს უბადრუკი მცდელობა გავაკეთოთ კახური ჩურჩხელა. . . არც კახური ბადაგი გვშველის და არც საათობით ხარშვა. ეს რუხი ფქვილი სად ვიყიდოთ არ ვიცი . . .

რა თქმა უნდა შეუჭმელს მაინც არ ვტოვებთ. ეგ კი არა დედაჩემი რამოდენიმეჯერ ავლებს და რაღაც ბეჰემოთ ჩურჩხელებს აკეთებს, იმიტომ რომ იცის რომ, რომ შეშრება ოდნავ ზედაპირი, ვატყავებთ ჩუმად . . . რა მაყურებინებს ჩურჩხელის გამოშრობას . . .

Posted by: Björk 6 Nov 2008, 13:03
gabarzgaleba
QUOTE
auau

გეხვერწები ერთი შენებურად, გემოანად აღწერ-დაგვირეცეპტე რა ეგ ამბავი...

+1
ველოდებით რეცეპტს!
დაწვრილებით smile.gif

BEKO
QUOTE
ფანტასტკურია სომხური ჩურჩხელა. თუ არ მეშლება, სუჯუკს ეძახიან მაგასაც. დარიჩინით დ მიხაკითაა შენელებული თათარა, რბილია და მთელ-მთელი ლებნებია ნიგვზის. გრძლია და რომ ყიდულობ, ბაზრში გიჭრიან, კილოობით ყიდიან.

ვა რა საინტერესოა!


მე მაინეტერესებს:

1) 1 ლიტრზე რამდენი პურის ფქვილი უნდა და
2) ფქვილის დამატების მერე რამდენ ხანს უნდა ვადუღოთ, სანამ ჩურჩხელის ამოვლებას დავიწყებთ?

ვისაც გაუკეთებია ან ნამდვილად იცის, დაწეროს რაა. პლზ

Posted by: catherina_10 6 Nov 2008, 14:42
2 დღის წინ დაგვიანებით ამოვავლეთ ჩურჩხელები. ისეთი ლამაზები გამოვიდაააააააა, მაგრამ ნამგვილ კახურ ჩურჩხელას მაინც არაფაფერი შეედრება,

Posted by: niki_ niki 6 Nov 2008, 15:05
pipa

ჩემნაორო?! მე ვუმალავ lol.gif

მიუხედავ იმისა, რომ ჩურჩხელა ძალიან, ძალიან მიყვარს და ჩემი გულის მოგებაც ადვილი თუ ჩურჩხელას მაჭმევენ biggrin.gif
მაინც კახურს ვანიჭებ უპირატესობას, იმერული არ მიყვარს, სომხური საერთოდ არ გამისინჯია biggrin.gif

Posted by: Björk 6 Nov 2008, 15:33
უკვე გავაკეთე smile.gif

___________________________

Posted by: BadbadGirl 6 Nov 2008, 17:48
დედამ ამოავლო ჩურჩხელები ჩემთვის და საახალწლოთ გამომიგზავნის . smile.gif 2kiss.gif

Posted by: auau 6 Nov 2008, 18:10
BEKO
QUOTE
ფანტასტკურია სომხური ჩურჩხელა. თუ არ მეშლება, სუჯუკს ეძახიან მაგასაც


არააა, არააააა, ეგ ხორცისგან მზადდება და თან განა
QUOTE
სუჯუკი
- სუჯუხი. smile.gif


pipa
QUOTE
ჩვენთან სომეხ კოლეგას ჩამოაქვს ხოლმე ერევნიდან და მიმტკიცებს ქართველებმა მოიპარეთო


იქნებ ღვინის სამშობლოც სომხეთიაოოო? wink.gif


Posted by: Anie 6 Nov 2008, 18:13
QUOTE
1) 1 ლიტრზე რამდენი პურის ფქვილი უნდა და
2) ფქვილის დამატების მერე რამდენ ხანს უნდა ვადუღოთ, სანამ ჩურჩხელის ამოვლებას დავიწყებთ?



1 ლიტრზე 2.5 ჭიქა ფქვილი

რო ნახავ რო ძალიან ჩასქელდა და
უკვე ისეთია
აცმულ ნიგოზს რო ამოავლებ არ ჩამოვა
მანამდე wink.gif


user posted image

Posted by: Björk 6 Nov 2008, 18:52
Anie
დიდი მადლობა 2kiss.gif

უკვე გავაკეთე და სურათიც დავდე smile.gif
პირველად რამდენიმე წლის წინ გავაკეთე და აღარ მახსოვდა რეცეპტი,

Posted by: shtori 6 Nov 2008, 19:58
QUOTE
ბეჰემოთ ჩურჩხელებს აკეთებს

lol.gif

მიყვარს jump.gif
* * *
Anie
QUOTE
1 ლიტრზე 2.5 ჭიქა ფქვილი

რამდენ გრამიანი ჭიქა?

Posted by: gabarzgaleba 6 Nov 2008, 20:10
რადგან ვერ ვეღირსეთ ჩვენი ფორუმის კორიფეების რეცეპტებს, მოდით ჩვენს ძველებს მოვუსმინოთ: მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბარბარე ჯორჯაძე და ბენდი "ფალუსტაკი" სიმღერით.

http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/CurCxela-barbare-jorjaZisagan

თეთრი ყურძნის ტკბილი აიღეთ (ბოლოს წვენი, - წინა წვენი არ ვარგა), იქამდინ ადუღეთ, სანამდის ცოტათი სუნი მიეცემა ბადაგის; ას ჩურჩხელაზე ტკბილი აიღეთ ერთი ჩაფი (16 ლიტრია) და ერთი თუნგი (4 ნახევარი ლიტრი - მ.ხ.).....


ტანცუიუტ ვსე. გაუგზავნეთ მეგობრებს, ნათესავებს, უფროსობას, უმცროსობას. biggrin.gif

user posted image

Posted by: pipa 7 Nov 2008, 10:15
QUOTE
იქნებ ღვინის სამშობლოც სომხეთიაოოო?


ეგენი რა ტიპები არიან, მოგეხსენებათ, ყველაფერს მიიწერენ საკუთარ თავზე.ერთხელ სამსახურში მოგვყავს სადილიდან და ცირკის მოპირდაპირე ამოსახვევში ადრე რა ამბავი იყო მოგეხსენებათ(არც ეხლაა ნაკლები), ამოგვყავს მანქანით მაგ ამოსახვევიდან და ვამბობთ:ნუ ძალიან უხერხულია აკადემქალაქის ამოსახვევთან ეს ამდენი სუსტი ყოფაქცევის ქალბატონი, ხედავთ რამდენი არიან მეთქი?
და ტიპი გვპასუხობს:у нас больше lol.gif
ყველაფერზე გამომუშავებული აქვთ, რომ უნდა თქვან-ჩვენ უფრო მეტი ან უკეთესი გვაქვს

Posted by: nanana 7 Nov 2008, 11:27
მე მაქვს გასინჯული სომხური ჩურჩხელა, ოღონდ ფელამუში იყო საზამთროს ბადაგისგან გაკეთებული. არ იყო სუდი სხვათაშორის. :უსერ:

Posted by: Anie 7 Nov 2008, 12:55
shtori

QUOTE
რამდენ გრამიანი ჭიქა?


ჩვეულებრივი ჩაის ჭიქები რომაა
200 მლ მგონი rolleyes.gif

Posted by: აღასპერი 9 Nov 2008, 19:26
QUOTE
იყო დრო, პავიდლოსავით ვჭამდი აჯიკას, პურზე წავუსვამდი და ჰაიდა პაშოლ....

ახლაც მასე ვჭამ. ქათმის ხორცის და აჯიკის საზოგადოებაში ზომა - წონა, სინდისი - ნამუსი, სირცხვილი და თავმოყვარეობა - აბსოლუტურ დავიწყებას ეძლევა, biggrin.gif მაგრამ თუ ეს ორი ერთადაა ან, მით უარესი, თუ წინ აჯიკიანი, 'დუხოვკაში' შემწვარი ქათამი ან კურდღელი მიდევს, მაშინ კი.. მაშინ... ვინმემ თავისი არსებობა რომ შემახსენოს, შეიძლება საბედისწეროდ დაუჯდეს biggrin.gif და ველოდები გასტრიტს, საჭმლისმომნელები სისტემის რომელიმე მონაკვეთის ავთვისებიან სიმსივნეს და ა.შ. gigi.gif
mo.gif
POMPADOUR MADAM DE
ღომთან ერთად არასდროს მიჭამია, დავაგემოვნებ chups.gif


Posted by: forever`s_NEVER 9 Nov 2008, 19:52
ოო, ა.ჯ.ი.კ.ა.

QUOTE
იყო დრო, პავიდლოსავით ვჭამდი აჯიკას, პურზე წავუსვამდი

აა, მე ეხლაც ასე ვჭამ, შავი, კარაქწასმული პურით, რატომღაც ჩაისთან.

Posted by: givillo 9 Nov 2008, 22:02
niki19m
QUOTE
ვგიჟდები ჩურჩხელაზე, შვილსაც კი ვუმალავ რომ არ შემიჭამოს

+1 მასე ვარ მეც biggrin.gif biggrin.gif

მიუხედავად 5-ე სართულელობისა 100-მდე ამზადებს ჩემი მეუღლე ყოველ შემოდგომაზე smile.gif

Posted by: miau 10 Nov 2008, 15:24
ბარემ ბებიას გოზინაყის რეცეპტსაც აქ დავდებ smile.gif

1 ჭიქა თაფლი

5 ჭიქა დათლილი ნიგოზი


ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით.

თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავსაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.
შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზასც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ ნიგვზის მასას სველი კატალკით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.
თუ არ გვინდა მოხალული ნიგოზით გაკეთებული გოზინაყი, მაშინ ნიგოზს რომ ჩავყრით თაფლის მასაში კიდევ 2-3 წუთი გავაჩერბთ ცეცხლზე.


ამის შემდეგ დაფა საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ - ეს ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ვინაიდან დაინტერესებული პირები ახალ წლამდე 1-2 ნაჭერს დუ დაგიტოვებენ ზრდილობის გულისთვის! wink.gif gigi.gif


რაც შეეხება ჩურჩხელას - ასე განმიცხადა ძვირფასმა ბებიამ, მე თვალის ზომით ვაკეთებ და ზუსტ რეცეპტს ნუ მომთხოვ, ყველაფერი მაინც ბადაგზეა დამოკიდებული და თუ ვინმეს აინტერესებს, როცა გავაკეთებ, მიყუროს და თავად ისწავლოსოოოოო! wink.gif (ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი აშკარად! gigi.gif )

Posted by: gabarzgaleba 11 Nov 2008, 18:12
miau
QUOTE
1 ჭიქა თაფლი

5 ჭიქა დათლილი ნიგოზი


ერთ ჭიქა თაფლზე 5 ჭიქა ნიგოზი რეამბავია? ორჯერ მეტი გამიგია მარა ამდენი? მართლა ეგრეა?

Posted by: (c)TG 11 Nov 2008, 18:44
მგონი ჩემს გარდა ყველას უყვარს ჩურჩხელა

ვერ ვიტან, თხილის გახრიკინებულს კიდევ როგორღაც გავსინჯავ და ნამდვილ კახურ, სქელ ჩურჩხელას ვერ ვჭამ ბავშვობიდან. არადა კარდანახიდან და ძველი ანაგიდან გვიგზავნიდნენ პაპიდა და ბებიას ძმა და მე კიდევ ვერ ვჭამდი user.gif მერე ნათლიებს ვუგზავნიდით პეტერბურგში, გიჟდებოდნენ ისე მოსწონდათ

ახალ წელს სავალდებულო რომ არ იყოს, არც ვიყიდიდი

ჩურჩხელა რომ დაგიობდება კაცს................

Posted by: miau 11 Nov 2008, 19:35
gabarzgaleba
QUOTE
ერთ ჭიქა თაფლზე 5 ჭიქა ნიგოზი რეამბავია? ორჯერ მეტი გამიგია მარა ამდენი? მართლა ეგრეა?


რა გითხრა აბა, ბებია 85 წლისაა და აქედან მინიმუმ 60 წელია ამ რეცეპტით აკეთებს გოზინაყს და კი გამოდის გემრიელი biggrin.gif
მეტიც - ყველა მას ეკითხება ხოლმე თუ როგორ მოამზადონ გოზინაყი.

Posted by: gabarzgaleba 11 Nov 2008, 20:38
miau
QUOTE
რა გითხრა აბა, ბებია 85 წლისაა და აქედან მინიმუმ 60 წელია ამ რეცეპტით აკეთებს გოზინაყს და კი გამოდის გემრიელი biggrin.gif მეტიც - ყველა მას ეკითხება ხოლმე თუ როგორ მოამზადონ გოზინაყი.


ოკ smile.gif უბრალოდ ვიკითხე, მეთქი ხო არ შეეშალა... 1X5-ზე ბევრი მეჩვენა :ხელებიამიწევია:

Posted by: Björk 11 Nov 2008, 21:53
თაფლის ჩურჩხელა თუ გაგისინჯიათ?
არ ვიცი ზუსტად როგორ მზადდება, მგონი უბრალოდ თაფლიანი წყლით.
ბავშვობაში მიყვარდა ძალიან, ბებიაჩემი აკეთებდა.

Posted by: niki_ niki 11 Nov 2008, 22:21
miau
ბებიაჩემიც ეგრე აკეთებდა ბავშვობა გამახსენდა, კახელი ხარ? biggrin.gif

©TG
მე დამიძახე და 5 წუთში აღარ გექნება lol.gif

Björk

თაფლის?! no.gif ეგ როგორია?

Posted by: Björk 11 Nov 2008, 22:27
niki19m
რა ვიცი, თაფლის კი იყო smile.gif მგონი თაფლიანი წყლით ამზადებდა თათარას.

Posted by: miau 12 Nov 2008, 00:15
niki19m
QUOTE
ბებიაჩემიც ეგრე აკეთებდა ბავშვობა გამახსენდა, კახელი ხარ?


დედა მყავს კახელი და საერთოდ თელავში ვარ გაზრდილი smile.gif

Posted by: Fe_male 12 Nov 2008, 00:55
დედაჩემმა ცხოვრებაში პირველად გააკეთა აჯიკა.......)))) რაღაც სასწაული რამეა... ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მინახავს......))))

ჯერ არაფერს ვამბობ იმაზე რომ წყალწყალაა... არადა აჯიკა ხომ სქელი მასაა? spy.gif
...ერთი კვირაა ქვაბით დგას და ქილებში არ გადაანაწილა ... ვითომდა დუღსო... არადა მემგონი სიზარმაცის გამო........)))) biggrin.gif
და ახლა გემო არ გაინტერესებთ?... ცხარე საერთოდ არ არის, აჯიკამ რომ იცის პირს დაგწვავს აი ეგეთი ... სამაგიეროდ არის მჟავე... მემგონი აუმჟავდა........))))) biggrin.gif

მოკლედ მთელი თავისი ბრწყინვალებით ქვია ა ჯ ი კ ა... აბა სცადეთ და შეედავეთ დედაჩემს რომ აჯიკა არ გაუკეთებია... ახლა შეუძლია იტრაბახოს კიდეც... რომ თავისი ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე გაუკეთებია აჯიკა.......))))

Posted by: მამაო ენუქი 12 Nov 2008, 00:57
QUOTE
მწვანე აჯიკაში მთავარია მწვანილი და წიწკის უკურკობა

მწვანე აჯიკა ნიგვზით, პამიდორი და ყველი, ამის მეტს არც აფერს ვჭამ ზაფხულობით სახლში biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Nov 2008, 02:28
QUOTE (Fe_male @ 12 Nov 2008, 00:55 )
[color=green][b]დედაჩემმა ცხოვრებაში პირველად გააკეთა აჯიკა.......)))) რაღაც სასწაული რამეა... ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მინახავს......))))

ჯერ არაფერს ვამბობ იმაზე რომ წყალწყალაა... არადა აჯიკა ხომ სქელი მასაა? spy.gif
...ერთი კვირაა ქვაბით დგას და ქილებში არ გადაანაწილა ... ვითომდა დუღსო... არადა მემგონი სიზარმაცის გამო........)))) biggrin.gif

user.gif smile.gif))))

----------------------------------

Posted by: chorven:) 12 Nov 2008, 02:42
Fe_male
რა გინდა ერთი, რას ერჩი
აბა დედაჩემს საერთოდ არ გაუკეთებია და არც აპირებს, მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ეტანება ცხარე რაღაცეებს და სულ არ ანაღვლებს, რომ მე მიყვარს biggrin.gif
გააკეთე თუ გინდაო და მართალიც არის biggrin.gif

Posted by: შაბეშა 12 Nov 2008, 04:24
ერთხელ გავაკეთებინე ზმაკაცის ბებიას ძალიან მწარე ქალია და დარწმუნებული ვიყავი რო კაი აჯიკა იქნებოდა არ შევმცდარვარsmile.gif

Posted by: (e)kaa 13 Nov 2008, 01:17
სამწუხაროდ, დედა ამზადებს და მე მხოლოდ მივირთმევ.

სამაგიეროდ, გოზინაყი გამომდის კარგი. დაახლოებით იმ რეცეპტით ვაკეთებ, მიაუს რომ უწერია, მაგრამ 1 ჭიქა თაფლზე 6 ჭიქა ნიგოზს ვიღებ.

სანამ ბებია ცოცხალი იყო, მე და ის ვარჩევდით ხოლმე მზესუმზირას გოზინაყისთვის. ეჰ, რა გემრიელი გოზინაყი იყო. user.gif


Posted by: ARTEMM CHACHANIDZE 18 Nov 2008, 17:43
QUOTE
ამბროლაურის ლობიო


ძაან მაგარია!! მაქაურ ლორსაც თუ ჩაახარშავ ხო ჩემპიონი იქნება!!

Posted by: 13eqman 20 Nov 2008, 15:31
ალიან მიყვარს მზესუმზირა, მისი გოზინაყი არ გამიგონია, ალბათ გემრიელია.

Posted by: nanana 20 Nov 2008, 16:53
რუხი ფქვილი სად იყიდება?
.....................................................

Posted by: miau 20 Nov 2008, 17:22
nanana
QUOTE
რუხი ფქვილი სად იყიდება?


ეჰ, ჩვენც მაგას ვეძებდით, მაგრამ ნამდვილი რუხი ფქვილი ვერ ვიშოვნეთ და ამიტომ თეთრი ფქვილით გვიწევს თატთარის მომზადება sad.gif

Posted by: tos-ka 21 Nov 2008, 13:13
nanana
QUOTE
რუხი ფქვილი სად იყიდება?



სამწუხაროდ არ იყიდება. sad.gif
შავი რაც არის - ეგ ჭვავის ფქვილია, თათარასთვის არ გამოდგება, "გლეხურად" კი თბილისში არც ერთი წისქვილი არ ფქვავს . . . ისევ კახეთის სოფლებში თუ იშოვით

Posted by: DOLPHIN 21 Nov 2008, 13:18
აბა, ენის გასატეხი:
ჩურჩხელა გაჩურჩხელებულა, საჩურჩხელეში ჩაჩურჩხელებულა.
http://smiles.rc-mir.com/smile.113933.html http://smiles.rc-mir.com/smile.113933.html http://smiles.rc-mir.com/smile.113933.html http://smiles.rc-mir.com/smile.113933.html

Posted by: ჩიტუციო 22 Nov 2008, 11:09
Björk
გემრიელი ჩურჩხელები გაგიკეთებია chups.gif

Posted by: Björk 22 Nov 2008, 22:00
ჩიტუციო
QUOTE
Björk
გემრიელი ჩურჩხელები გაგიკეთებია 

მოგეწონა? 2kiss.gif
უფრო სქელი უნდა ყოფილიყო, დღეს გააკეთა დედაჩემმა და უკეთესი გამოუვიდა.

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2008, 22:03
აუუუუუუუუუ, დღეს ვნახე თურქების მაღაზიაში ჩურჩხხელაა... გადავირიე, მწარმოებელი ქვეყანა გერმანია.
დამზადებულიაო: ნიგოზი და ყურძნის წვენი. შეფუთული იყო ვაკუუმიან პარკში. მოკლეთ ყბა ჩამომივარდა. არ მიყიდია... არ ვიცი ვერ გავრისკე.

Posted by: Björk 22 Nov 2008, 22:15
BadbadGirl
QUOTE
მწარმოებელი ქვეყანა გერმანია.

eek.gif

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2008, 22:16
Björk
QUOTE
eek.gif

აბა biggrin.gif
მერე ვიფიქრე რომ იქ ხო ბევრი თურქები არიან და შეიძლება ისინი აკეთებენ

Posted by: Björk 22 Nov 2008, 22:20
BadbadGirl
ხო, თურქები რომ აკეთებდნენ, კიდევ არ გამიკვირდებოდა. მარა, ტყემლის საწებელა რუსეთში, ჩურჩხელა გერმანიაში...smile.gif

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2008, 22:24
Björk
QUOTE
ტყემლის საწებელა რუსეთში,

biggrin.gif ეს არ ვიცოდი biggrin.gif

Posted by: Björk 22 Nov 2008, 22:38
BadbadGirl
მართალია ეს ჩურჩხელის თემაა და არა ტყემლის, მაგრამ, აი, ინებეთ:

знаменитые грузинские соусы ТКЕМАЛИ и САЦЕБЕЛИ, созданные по старинным рецептам, точно соблюдая традиции их домашнего приготовления.

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2008, 22:40
QUOTE
მართალია ეს ჩურჩხელის თემაა და არა ტყემლის, მაგრამ, აი, ინებეთ:

vis.gif

Posted by: rockataka 23 Nov 2008, 01:38
თქვენ გახარებას. თუ არ დაიზარებთ, გემრიელი,წვნიანი აჯიკის რეცეპტი დამიწერეთ.
ძალიან ცხარე რომ არ იყოს. აი ისეთის, კრუშკით რომ მოიყუდებ კაცი და დადნები smile.gif

Posted by: ჩიტუციო 23 Nov 2008, 07:53
Björk
QUOTE
მოგეწონა?

yes.gif თხილის მომეწონა ძალიან.

Posted by: Solveig 23 Nov 2008, 17:10
მე მიცდია ხილის ფელამუშში ამოვლებაც (კახური ჩურჩხელა არ მიყვარს დიდად, იმერელი ვარ მაინც biggrin.gif)-ალუბლის ან ვაშლის ფელამუში ძალიან გემრიელია და ჩურჩხელაც კარგი გამოდის-ნიგვზისაც, კვახის გულისაც და თხილისაც.


tos-ka
QUOTE
სამწუხაროდ არ იყიდება


ადრე იყიდებოდა ხოლმე ნაღერღი ხორბალი და ის რომ გაცრას (თუ არის კიდევ) და თეთრ ფქვილს შეურიოს?

Posted by: nanana 24 Nov 2008, 10:53
მეც იმერელი ვარ მაგრამ ქედს ვიხრი კახური ჩურჩხელის წინაშე bis.gif bis.gif bis.gif

გემრიელ ჩურჩხელას რომ მაჭმევენ, მიყვარდება ხოლმე ის ადამიანები user.gif

რაც ხორხესთვის კატლეტია ის არის ჩემთვის ჩურჩხელა cry.gif

Posted by: levanovna 25 Nov 2008, 02:25
ოხოხოხხხ, ჩამომივიდა კახური ჩურჩხელა თბილისიდან, 60 ცალი, დიდი, ბუთხუზა და გემრიელი მნიამ.... yes.gif

Posted by: gabarzgaleba 25 Nov 2008, 02:43
levanovna
QUOTE
ოხოხოხხხ, ჩამომივიდა კახური ჩურჩხელა თბილისიდან, 60 ცალი, დიდი, ბუთხუზა და გემრიელი მნიამ.... yes.gif


ე.ი. 20 კილოიანი პასილკა მიგიღია... biggrin.gif სადა ხარ, რომე ქუეყანაში?

Posted by: levanovna 25 Nov 2008, 10:52
gabarzgaleba
პასილკა არ იყო, ჩემოდანი იყო დიიიიდი, ახლობელმა ჩამოგვიტანა, და 20 კი არა 60 კილო იყო,მართლა, დედას გეფიცები.ამერიკაში ვარsmile.gif

Posted by: gabarzgaleba 25 Nov 2008, 12:46
levanovna
QUOTE
პასილკა არ იყო, ჩემოდანი იყო დიიიიდი, ახლობელმა ჩამოგვიტანა, და 20 კი არა 60 კილო იყო,მართლა, დედას გეფიცები.ამერიკაში ვარsmile.gif


კილოიანი ჩურჩხელა რაამბავია, პერშინგია? biggrin.gif

Posted by: Anie 25 Nov 2008, 12:50
თხილის ჩურჩხელა მიყვარს
რაც ბუთხუზაა მით უკეთესი smile.gif
ორჯერ ვავლებ ხოლმე ჩემთვის

Posted by: gabarzgaleba 25 Nov 2008, 13:05
Anie
QUOTE
ორჯერ ვავლებ ხოლმე ჩემთვის


გასაყიდად თუ გინდა, ერთხელ ავლებ ხოლმე? biggrin.gif

Posted by: nanana 25 Nov 2008, 13:27
gabarzgaleba
QUOTE
გასაყიდად თუ გინდა, ერთხელ ავლებ ხოლმე? 

lol.gif lol.gif

Posted by: Anie 25 Nov 2008, 13:47
QUOTE
გასაყიდად თუ გინდა, ერთხელ ავლებ ხოლმე?


არა ნახევრად biggrin.gif

ისა და
ჩურჩხელას ორჯერ ავლებენ rolleyes.gif


ორნახადი არაყი გამიგია
და ორნავლები ჩურჩხელა არა biggrin.gif

Posted by: (c)TG 25 Nov 2008, 15:02
Anie
QUOTE
ორნახადი არაყი გამიგია
და ორნავლები ჩურჩხელა არა

რა ლაპარაკობ, კარდანახში პაპიდაჩემი სულ 2ჯერ ავლებდა, არადა მე ვერ ვიტან და თხელი კანი თუ აქვს, მაშინ ვჭამ გახრიგინებულს. კახური ჩურჩხელა მაგიტომ არ მიყვარს სქელი რომ არის და მერე თეთრად იფიფქება. ჩემი დედამთილი აკეთებს თხილით წვრილ ჩურჩხელებს (გურულია და ალბათ ჩურჩხელაც გურულია) და ეგ მომწონს

Posted by: nanana 25 Nov 2008, 15:19
©TG

QUOTE
თხელი კანი თუ აქვს, მაშინ ვჭამ გახრიგინებულს. კახური ჩურჩხელა მაგიტომ არ მიყვარს სქელი რომ არის და მერე თეთრად იფიფქება

გავცვალოთ ჩურჩხელები biggrin.gif

Posted by: (c)TG 25 Nov 2008, 15:35
nanana
QUOTE
გავცვალოთ ჩურჩხელები

ნეთუ mo.gif

Posted by: მამაო ენუქი 25 Nov 2008, 15:36
ჩურჩხელა გემრიელია სანამ მთლად გამოშრება, არ უნდა აცადო, მანამდე უნდა შეჭამო biggrin.gif

მე 40 ფენიან ჩურჩხელას ვაკეთებ, 40 ჯერ ვავლებ.

Posted by: nanana 25 Nov 2008, 15:40
მამაო ენუქი
QUOTE
არ უნდა აცადო, მანამდე უნდა შეჭამო


და ვინ აცლის რო . . . :უსერ:

QUOTE
მე 40 ფენიან ჩურჩხელას ვაკეთებ, 40 ჯერ ვავლებ.


პირს რამხელაზე აღებ მერე . . .

Posted by: მამაო ენუქი 25 Nov 2008, 15:42
nanana
QUOTE
პირს რამხელაზე აღებ მერე . . .

რულეტს სიგრძეზე ჭამ ? biggrin.gif


Posted by: nanana 25 Nov 2008, 15:47
მამაო ენუქი
QUOTE
რულეტს სიგრძეზე ჭამ ?


lol.gif ხო cry.gif

მაგრამ 40-ჯერ ამოივლებული ჩურჩხელის დიამეტრი ჩემს რულეტზე უფრო ზვიადია biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 25 Nov 2008, 16:33
ერთი მითხარით რა როგორ კეთდება ლობიო ისე რომ გაზები არ დააგროვოს lol.gif ერთი თვის წინ ვჭამე და არაფერი არ ქონდა, გუშინწინ კიდევ ჩემი თავის მეთვითონ შემრცხვა lol.gif

Posted by: ხორხე 25 Nov 2008, 16:36
რუსთაველი
QUOTE
გუშინწინ კიდევ ჩემი თავის მეთვითონ შემრცხვა

gigi.gif gigi.gif

Posted by: rtuli 25 Nov 2008, 16:42
რუსთაველი
QUOTE
ერთი მითხარით რა როგორ კეთდება ლობიო ისე რომ გაზები არ დააგროვოს

ჩვენმა მადამ პომპადურმა სწორედ მიგასწავლა და მე დაგიკონკრეტებ.ანუ საღამოთი ალბობ ლობიოს ცივ წყალში,დილით გადაღვრი,დაასხავ წყალს,აადუღებ ლობიოს 5 ჭუთის განმავლობაში და ისევ გადაწურავ წყალს,დაასხავ ადუღებულს და ხარშავ.

პ.ს. არის ისეთი ჯიშის ლობიო რომელზეც არაფერი ჯრის და მაინც გარცხვენს biggrin.gif .მაგალითად გურულა ჯიშის ლობიოს გირჩევ,არშეგარცხვენს. yes.gif

Posted by: რუსთაველი 25 Nov 2008, 16:43
ხორხე

lol.gif

ყველაზე კარგი სალობიე სად არის თბილისში ან თბილისის მახლობლად? მომავალ სამშაბათს მოვფრინავ და აეროპორტიდან ემ საათში უნდა ვჭამო კარგი ლობიო lol.gif

Posted by: nanana 25 Nov 2008, 16:44
მამაჩემი აკეთებს მაგარ ლობიოს yes.gif თვითონ ემსახურებოდა თავს ექსპედიციებში მთელი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ არ გვანებივრებდა რატომღაც და პირველად რომ გააკეთა იმდენი ვუქეთ და ნათესავებსაც ვაქებინეთ რომ იმის მერე დედაჩემს აღარ გაუკეთებია biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 25 Nov 2008, 16:47
rtuli

რა გურულა, რა არჩევანი.. ლობიო რომ არის აქ საერთოდ არ გიკვირს? lol.gif lol.gif რაც არის იმას ვჭამ.. ხოდა.. ნამეტანი უხერხული საჭმელია lol.gif

კარგი, აწი მასე გავაკეთებინებ ჩემს ცოლს.. და სალობიეებშიც მასე აკეთებენ თუ იცი?

nanana

კაი აბა აეროპორტიდან მოვდივარ მამაშენთან lol.gif

Posted by: ხორხე 25 Nov 2008, 16:49
რუსთაველი
სწორი გადაწყვეტილებაა ! biggrin.gif


იაფი და ორიგინალური biggrin.gif

Posted by: nanana 25 Nov 2008, 17:24
რუსთაველი

მობრძანდით smile.gif მეც წავიკრავ თავზე , ცომს მოვხელ ხაჭაპურისთვის და ფქვილიანი ხელებით შემოგებებებით. . . .

ვაიმეეე სორი რომ ვაოფებ . . . ერთხელ დაქალი მყავს სტუმრად და უცებ მამაჩემი წამოგვადგა თავზე, ეხლა გინდა თუ არა წამოდით გარგარი გარეცხეთ და კამპოტი გავაკეთოთო yes.gif . . . თურმე მთელი გარგრის მოსავალი შეუსყიდია და ერთი საათიც ვერ მოითმინა ( დედაჩემი სახლში არ იყო) რომ არ შეექმნა კომპოტი . . . რა თქმა უნდა აზრზე არ იყო როგორ. მოკლედ გვარეცხინა, ჩაგვაყრევინა დიდ ქილებში და სასწრაფოდ მოხარშა და მოხუფა. ჩემს დაქალს შუბლზე აუვიდა თვალები - რა მამა გყავს, მამაჩემს მაცივრის გაღება ეზარებაო.

დედაჩემი რომ მოვიდა გული წაუვიდა, იმიტომ რომ გარგრის კურკა ხო ციანიდს შეიცავს და კომპოტის კურკით გაკეთება რეკომენდირებული არ არის. ადგა და გადაასხა biggrin.gif

ჩემს დაქალს ეხლაც გონია რომ მამაჩემი კამპოტებს, შუებს და ეკლერებს აკეთებს . . .

Posted by: ხორხე 25 Nov 2008, 17:42
nanana
QUOTE
ჩემს დაქალს ეხლაც გონია რომ მამაჩემი კამპოტებს, შუებს და ეკლერებს აკეთებს . . .

up.gif biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 25 Nov 2008, 21:47
nanana

პირდაპირ აეროპორტიდან უხერხულია.. სხვა დროს დამპატიჟე და მოვალ(თ) lol.gif

ეთერ კაკულიამ, რომ გადაწყვიტა ქლიავის ჯემის გაკეთება იცით ეგ ამბავი? lol.gif


მიყვარს კაცი სამზარეულოში.. კარგი მამა გყავს smile.gif

Posted by: levanovna 26 Nov 2008, 07:17
gabarzgaleba
არა, იმ ჩურჩხელებს სხვა რაგაცეებიც მოყვა smile.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Nov 2008, 00:39
მემგონი დადგა დრო ამოლესილი ლობიოს ჩემეული ვერსიაც შემოგთავაზოთ.

აგერ ლინკიც, მარა ფოტო არა მაქვს, ჩემი მობილურით ხარისხიანი არ გამოდის. მადლობელი დავრჩები თუკი ვინმე კაი ხარისხის ფოტოს მომაწვდის.

http://vinoge.com/samzareulo/bostneuli/fxaleuli/amolesili-lobio

საუკეთესო ამოლესილი ლობიო ე.წ. მინდვრის ლობიოსგან მზადდება. ვადგამთ 1 კგ. მინდვრის ლობიოს და 3–4 საათის შემდეგ, როცა კარგად მოიხარშება, დავამატებთ დაფნის ფოთოლს, ჩავაჭრით 2 თავ ხახვს, დავამატებთ 2 სუფრის კოვზ ზეთს (შესაძლებელია ხახვის ცალკე ზეთში მოშუშვა, ტომატიც მოშუშვისას შეიძლება დაემატოს), ერთ ჩაის კოვზ ტომატ პასტას. შემდეგ დავნაყავთ 2 კბილ ნიორს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ქონდარს, წიწაკას. ჩავაჭრით მწვანილს – ქინძსა და ნიახურს, ცოტა ნაკლებს ოხრახუშსა და ცერეცოს. მარილით შევაგემოვნებთ და დავიწყებთ ლობიოს ამოლესვას.

თუკი კვაწარახით გავაკეთებთ ლობიოს, უნდა გამოვრიცხოთ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ზეთიც ნაკლები უნდა ვუქნათ, არც მოხრაკული ხახვი დასჭირდება, არამედ პირდაპირ ჩავაჭრით, ნედლად. ნიახური და მწვანე ქინძი მეტი უნდა ვუქნათ კვაწარახიან ლობიოს.

საქმის გამარტივების მიზნით კატეგორიულად იკრძალება აჯიკისა და ტყემლის დამატება.

გახსოვდეთ, ლობიოს იდეალური მეწყვილე თხელი წითელი ღვინო და მწვანე პამიდვრის ნიახურიან–ნივრიანი მწნილია, ასევე კარგია ბოლოკი, წითელი კომბოსტოს მწნილი, ქორფა წიწმატი და სხვა მწვანილეულობა.


Posted by: tavadze 29 Nov 2008, 01:42
infinity-infinity
QUOTE
ცოტა წითელი ღვინოც კარგია.

ძმარიც უხდება. ვერ დავიჩემებ, მაგრამ, მგონი, საშკვლამსაც უშვებიან ჩვენში.. მაგრამ ვერ დავიჩემებ...
amadeus
QUOTE
წელს ისეთი რთველი ვნახე რაჭაში აღარ ღირდა კომენტარების დაწერა ეგეთი უშნო რთველი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს
სოფელში,

ყველგან მასე იყო...
rtuli
QUOTE
მაგალითად გურულა ჯიშის ლობიოს გირჩევ, არშეგარცხვენს. 

up.gif up.gif იცის ამ ქალმა საქმე. biggrin.gif
nanana
QUOTE
დედაჩემი რომ მოვიდა გული წაუვიდა, იმიტომ რომ გარგრის კურკა ხო ციანიდს შეიცავს და კომპოტის კურკით გაკეთება რეკომენდირებული არ არის. ადგა და გადაასხა 

ჩემს დაქალს ეხლაც გონია რომ მამაჩემი კამპოტებს, შუებს და ეკლერებს აკეთებს . . .

biggrin.gif up.gif

Posted by: levanichi 1 Dec 2008, 02:13
ჩურჩხელა მიყვარს-იმერულიც, კახურიც, გურულიც, ნიგვზიანიც, თხილიანიც, სქელიც, თხელიც, გამომშრალიც, სულ ახალთახალიც, რბილიც, არც ისე რბილიც, ზამთარშიც, ზაფხულშიც.

მოკლედ ჩურჩხელების მთელი წლის მარაგს, ერთ დღეში ვანადგურებ ხოლმე სახლში, ამიტომ სულ მიმალავენ biggrin.gif (პატალა კი აღარ ვარ, მარა 60 წლისაც რო ვიქნები ეგრე იქნება, თუ არ დამიმალეს ჩურჩხელის ჭამაში მოვკვდები biggrin.gif )

თუ არსებობს დაავადება "ჩურჩხელის ქრონიკული სურვილი" მე ბოლო სტადია მჭირს.

სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩურჩხელების ფაბრიკაში biggrin.gif

Posted by: camomle 1 Dec 2008, 09:25
QUOTE (levanichi @ 1 Dec 2008, 02:13 )

სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩურჩხელების ფაბრიკაში biggrin.gif

გააკოტრებდი gigi.gif

Posted by: levanichi 3 Dec 2008, 00:29
QUOTE (camomle @ 1 Dec 2008, 09:25 )
QUOTE (levanichi @ 1 Dec 2008, 02:13 )

სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩურჩხელების ფაბრიკაში biggrin.gif

გააკოტრებდი gigi.gif

მე რა ფაბრიკის დირექტორმა იკითხოს gigi.gif

Posted by: niki_ niki 3 Dec 2008, 00:42
levanichi
QUOTE
თუ არსებობს დაავადება "ჩურჩხელის ქრონიკული სურვილი" მე ბოლო სტადია მჭირს.


მეტი თუ არა ნაკლები არც მე მჭირს, მე და შენ ჩურჩხელების გამო ვიჩხუბებთით
biggrin.gif lol.gif

Posted by: levanichi 3 Dec 2008, 00:59
niki19m
QUOTE
მე და შენ ჩურჩხელების გამო ვიჩხუბებთით

არავის არ დავუთმობ ჩურჩხელას, გოგოსაც კი tongue.gif


ისე ალბათ ამ თემასთან კავშირშია, ბადაგი მაქვს მმმაგარი და კაი თათარას გაკეთება მასწავლეთ რა ვინმემ.
კისელი გამიკეთებია და ეგეც ალბათ ეგრე კეთდება ოგონდ მეტი ფქვილით ხომ?

Posted by: ნაცარქექია 3 Dec 2008, 05:23
QUOTE (Johnnie Walker @ 22 Oct 2008, 12:48 )
მოკლედ, ლობიოს თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ ვხსნი ახალს smile.gif

ლობიომ შეკრულობა იცის

Posted by: levanovna 3 Dec 2008, 07:26
levanichi
ისა , უკაცრავად, ხალი ხომ არ გაქვს კისერზე? biggrin.gif თან ჩურჩხელაც გყვარებიაsmile.gif

Posted by: amadeus 3 Dec 2008, 10:10
ნაცარქექია
gigi.gif

ჭყინტი ყველი გაქვს? ლობიოს უხდება ძაან biggrin.gif


ამით კიდე რისი თქმა მსურდა tavadze კარგად მიხვდება

და BAUSHKE_-ც

biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nanana 3 Dec 2008, 12:23
levanichi
QUOTE
არავის არ დავუთმობ ჩურჩხელას, გოგოსაც კი


biggrin.gif

Posted by: amadeus 3 Dec 2008, 13:14
levanichi
levanovna
biggrin.gif

ერთი ხელწერაა gigi.gif

lol.gif

Posted by: tos-ka 3 Dec 2008, 15:13
Solveig
QUOTE
tos-ka

QUOTE
სამწუხაროდ არ იყიდება



ადრე იყიდებოდა ხოლმე ნაღერღი ხორბალი და ის რომ გაცრას (თუ არის კიდევ) და თეთრ ფქვილს შეურიოს?


დაღერღილი ხორბალი არ გამოდგება, იმიტომ რომ ქატო არ აქვს გამოცლილი

Posted by: niki_ niki 3 Dec 2008, 22:08
levanichi
QUOTE
არავის არ დავუთმობ ჩურჩხელას, გოგოსაც კი


გოგს კი არა მე ჩემ შვილებს არ ვუთმობ lol.gif 2kiss.gif

Posted by: Solveig 3 Dec 2008, 22:49
tos-ka
QUOTE
იმიტომ რომ ქატო არ აქვს გამოცლილი

საცერი აიღებს მაგას.

Posted by: levanichi 4 Dec 2008, 01:10
levanovna
QUOTE
ისა , უკაცრავად, ხალი ხომ არ გაქვს კისერზე?

მაქვს yes.gif
რამეს ხომ არ ეჭვობ? biggrin.gif



niki19m
QUOTE
გოგს კი არა მე ჩემ შვილებს არ ვუთმობ

სწორია, ბევრი ტკბილეული არ შეილება ბავშვებისთვის biggrin.gif

ფელამუშის რეცეპტს არავინ დადებთ?
ის მაინც მითხარით 3 ლირტიან ბანკას რამდენი და რა ხარისხის ფქვილი უნდა? ხოდა მჭადის ფქვილი აუცილებლად უნდა დავამატო? მჭადის ფქვილს ვერ ვიშოვნი და რითი შეილება შევცვალო?

Posted by: levanovna 4 Dec 2008, 05:07
amadeus
no.gif აზრზე არ ვარ ვინაა...მეც დამაინტერესა რაღაც, არ მეცნობა თAნ ნიკიsmile.gif
levanichi
ხო, ხალი თუ გაქვს მაშინ არაფერი, biggrin.gif

Posted by: Tasso 4 Dec 2008, 09:39
BadbadGirl
QUOTE
შეფუთული იყო ვაკუუმიან პარკში. მოკლეთ ყბა ჩამომივარდა. არ მიყიდია... არ ვიცი ვერ გავრისკე.


მე გავსინჯე ერთხელ თან რა მონატრებული ვიყავი ჩურჩხელას რომ იცოდე. რომ მომქონდა გზაში უკვე წარმოვიდგინე როგორ გადავსანსლავდი სახლში. ჰოდა რომ შევჭამე რავიცი რა გითხრა, რაღა ეგ ჩურჩხელა გიჭამია და რაღა კაუჩუკი დაგიღეჭია.

ახლა ზამთარში რომ ამოვავლო შეიძლება ნეტა? როგორ უნდა გავახმო/ გავაშრო? მზე უნდა? დუხოვკაში არ შეიძლება გამოშრობა?

Posted by: Solveig 4 Dec 2008, 17:21
Tasso
QUOTE
დუხოვკაში არ შეიძლება გამოშრობა?

არა, დასკდება.

QUOTE
მზე უნდა

აუცილებელი არაა...კარგად უნდა ნიავდებოდეს და თბილოდეს.

Posted by: Tasso 4 Dec 2008, 18:34
Solveig

გარეთ უნდა თბილოდეს მაინცდამაინც? ახლა რომ გავაკეტო ზამთარში გამოვა რამე?

Posted by: kasandra 4 Dec 2008, 19:52
ჯანჯუხა მიყვარს უფრო მეტად, გურულობის ბრალია როგორც ჩანს.

შოკილადის ჩურჩხელა გიჭამიათ? თუ იცით, როგორ უნდა მომზადდეს შოკოლადი ამოსავლებად, დაწერეთ, გთხოვთ...

Posted by: BadbadGirl 4 Dec 2008, 20:09
Tasso
QUOTE
როგორ უნდა გავახმო/ გავაშრო?

უპრობლემოდ გაშრება. ამოვლებულ ჩურჩხელებს დაკიდებ მაგ, სამზარეულოში და გაშრება. თუ რათქმაუნდა ბოლომდე გაშრობას დააცდის ვინმე
biggrin.gif
დედამ ამომივლო ამ ზამთარში და გამომიგზავნის ქართულ საშობაოდ
smile.gif

Posted by: Tasso 5 Dec 2008, 10:42
BadbadGirl
QUOTE
თუ რათქმაუნდა ბოლომდე გაშრობას დააცდის ვინმე
biggrin.gif


ჩემს გულში იჯექ დედაკაცო? გულთმისანი ხარ პირდაპირ biggrin.gif
* * *
ისა და ამოვლება როგორ ხდება ერტხელ რომ ამოვავლებ უნდა შეშრეს და მერე კიდევ და კიდევ თუ იმსისქე თათარა უნდა მოიხარშოს რომ ერთი ამოვლებით კაი მსუქანა ჩურჩხელა გამოვიდეს?

უფფ.. გუშინ ვიყიდე ნატურალური ყურძნის წვენი და ნიგოზი, ვნახოთ რა გამოვა. ტყემლის გაკეთება უკვე დავამუღამე გერმანული პრიპასებით, ჩურჩხელაც თუ გამომივიდა ხომ სულ მთლად გადასარევი იქნება... მნიამ მნიამ...

Posted by: Anie 5 Dec 2008, 11:57
QUOTE
ისა და ამოვლება როგორ ხდება ერტხელ რომ ამოვავლებ უნდა შეშრეს და მერე კიდევ და კიდევ თუ იმსისქე თათარა უნდა მოიხარშოს რომ ერთი ამოვლებით კაი მსუქანა ჩურჩხელა გამოვიდეს?


თათარა ისედაც სქელი უნდა მოხარშო რომ ამოავლებ რო შერჩეს ზედ და არ ჩამოვიდეს წყალივით
და თუ სქელი ჩურჩხელა გინდა ცოტა დიდხანს გააჩერე ამოვლებისას და მერე ამოწიე ნელნელა smile.gif

Posted by: Tasso 5 Dec 2008, 14:46
Anie
დიდი მადლობა. bis.gif

Posted by: Tasso 5 Dec 2008, 19:12
აი რა გამომივიდა .... კაშმაარ.................................

Posted by: nanana 5 Dec 2008, 22:24
Tasso
ჰაჰა, ძალიან საყვარლებია smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: niki_ niki 5 Dec 2008, 22:54
Tasso

სამაგიეროდ შენი გაკეთებული ხომ არის smile.gif 2kiss.gif

Posted by: levanichi 6 Dec 2008, 18:52
Tasso
QUOTE
აი რა გამომივიდა .... კაშმაარ

მართლაც და.... რასგვანან biggrin.gif

მთავარია გემრიელი იყოს და smile.gif

Posted by: n_j 7 Dec 2008, 11:31
Tasso
ვარდისფერი რატოა?

Posted by: ippon 7 Dec 2008, 11:52
კახური ჩურჩხელა კეთდება ასე: 10 ლიტრ ბადაგს უნდა 2.5 ფქვილი უკეთესია რუხი და თეთრის ნარევი. გამოდის რბილი და მალე იშაქრება თუ რა თქმა უნდა კარგად ნაბადაგები ბაქმაზია. მენდეთ ყოველ შემიდგომას 300ჩურჩხელას აკეთებს ჩემი დედიკუნა. თ_ე_ლ_ა_ვ_ი yes.gif

Posted by: bachi24 7 Dec 2008, 13:30
ეხლა მომიტანეს ჩურჩხელა jump.gif ,გურული ვარ მაგრამ მიყვარს კახური და თქვენ წარმოიდგინეთ სომხური ჩურჩხელა.გემრიელი ჩურჩხელა აქვთ სომხებს, კახურს გავს,მაგრამ უფრო რბილიაsmile.gif

Posted by: ხუტა 7 Dec 2008, 15:11
Tasso
QUOTE
აი რა გამომივიდა .... კაშმაარ.................................

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Enigmatic Soul 7 Dec 2008, 16:46
ჩურჩხელა მაგარია თხილის givi.gif ნუ ეხლა თხილს რო დავაყუმბარებ მერე გადვალ ნიგოზზეც სხვა რა გზაა....

უკაცრავად Tasso ეგ ჩურჩხელაა? help.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 7 Dec 2008, 17:58
დღეს გავაკეთე კახური ჩურჩხელა biggrin.gif

25 ცალი boli.gif იქით კვირას ალბათ კიდევ 25 ცალს გავაკეთებ ...

პ.ს. მოწმეები: აუაუ და მიაუ 2kiss.gif

Posted by: auau 7 Dec 2008, 19:02
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
დღეს გავაკეთე კახური ჩურჩხელა 

25 ცალი  იქით კვირას ალბათ კიდევ 25 ცალს გავაკეთებ ...

პ.ს. მოწმეები: აუაუ და მიაუ

ესეა, ესეეეეეეეეე!

Posted by: atinnati 8 Dec 2008, 00:14
ჩურჩხელა ხომ მიყვარს ძალიან, ძალიან, მაგრამ იმის დრო ნამდვილად არა მაქვს ნიგოზს დავუწყო აცმა ძაფზე, ხოდა ვიფიქრე ფელამუშს გავაკეთებ ჩავყრი ნიგვზებსა და თხილს თქო და ტყლაპის ვარიანტში გავაშრობ... მაგრამ ეს ყველაფერი პრაქტიკაში როგორ მოვიყვანო სახლის პირობებში ვეღარ წარმოვიდგინე. იქნებ ვინმეს გაგიკეთებიათ?

Posted by: Makulatura 8 Dec 2008, 05:11
QUOTE
ჭაჭა

ყველაზე საშინელი სასმელია რაც კი ისმევა

Posted by: nanana 8 Dec 2008, 10:47
დღეს საღამოს ვაკეთებთ ჩურჩხოს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: miau 8 Dec 2008, 12:21
atinnati
QUOTE
ჩურჩხელა ხომ მიყვარს ძალიან, ძალიან, მაგრამ იმის დრო ნამდვილად არა მაქვს ნიგოზს დავუწყო აცმა ძაფზე, ხოდა ვიფიქრე ფელამუშს გავაკეთებ ჩავყრი ნიგვზებსა და თხილს თქო და ტყლაპის ვარიანტში გავაშრობ... მაგრამ ეს ყველაფერი პრაქტიკაში როგორ მოვიყვანო სახლის პირობებში ვეღარ წარმოვიდგინე. იქნებ ვინმეს გაგიკეთებიათ?


ბებია აკეთებს მაგას და კვრებს ვეძახით. smile.gif
გაშალე სინზე, სადღაც ასე - 2-3 სმ. სისქეზე გაშალე ნიგოზარეული თათარა და დადგი... მეორე დღეს დაჭერი პატარა კუბიკებად ან რომბებად, ერთმანეთს დააცილე, დააწყვე ასე ლანგარზე და გააშრე smile.gif

POMPADOUR MADAM DE
QUOTE
დღეს გავაკეთე კახური ჩურჩხელა 


ჰოო, ჩვენ ასე - 30 გავავლეთ და კიდე უნდა გავავლოთ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთოდ, არა მადამ? gigi.gif

Posted by: atinnati 8 Dec 2008, 12:33
QUOTE
გაშალე სინზე, სადღაც ასე - 2-3 სმ. სისქეზე გაშალე ნიგოზარეული თათარა და დადგი... მეორე დღეს დაჭერი პატარა კუბიკებად ან რომბებად, ერთმანეთს დააცილე, დააწყვე ასე ლანგარზე და გააშრე


დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე...
2kiss.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 8 Dec 2008, 13:19
miau
QUOTE
ჰოო, ჩვენ ასე - 30 გავავლეთ და კიდე უნდა გავავლოთ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთოდ, არა მადამ?


რათქმაუნდა და ჩურჩხელის გარეშე ახალი წელი არ მოდის საქართველოში 2kiss.gif

Posted by: Tasso 8 Dec 2008, 14:17
n_j
QUOTE
Tasso
ვარდისფერი რატოა?


შავი ყურძნის წვენი ავიღე და მაგიტომ ალბათ.

* * *
n_j
QUOTE
Tasso
ვარდისფერი რატოა?


შავი ყურძნის წვენი ავიღე და მაგიტომ ალბათ.
Enigmatic Soul


QUOTE
უკაცრავად Tasso ეგ ჩურჩხელაა? help.gif


ჰოო მეც ვიფიქრე ხომ არ დავაპატენტო რეცეპტი და გრიმების გამკეთებლებს მივყიდო, საშინელებათა ფილმებისათვის მასკებს დაამზადებდნენ მაგ რეცეპტით. ჩემმა ქმარმა რიდლეი სკოტის ელიენს მიამსგავსა ემბრიოს სტადიაში lol.gif


Posted by: mamalo 8 Dec 2008, 14:27
Makulatura
QUOTE
ყველაზე საშინელი სასმელია რაც კი ისმევა


პირადად მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3 ისეთი ჭაჭა დავლიე მიმიქარავს აბსოლუტები და სმირნოვები.
პრობლემა იმაშია რომ კარგად არ წმინდავენ მიღებულ სითხეს, თორე აგერ ბულგარელებს აქვთ შესანიშნავი ჭაჭა, ქარხნულად დამზადებული, "რაკია" ქვია სახელად.

Posted by: Enigmatic Soul 8 Dec 2008, 19:14
Tasso
QUOTE
საშინელებათა ფილმებისათვის მასკებს დაამზადებდნენ მაგ რეცეპტით. ჩემმა ქმარმა რიდლეი სკოტის ელიენს მიამსგავსა ემბრიოს სტადიაში

უკვე შასშჭამე? biggrin.gif გემრიელი მაინც იყო? givi.gif

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2008, 01:30
დაგეხმარებით ჩურჩხელების ჭამაში smile.gif
მსურველები დამიკვშირდით PM ით biggrin.gif

Posted by: minerva 9 Dec 2008, 03:37
BadbadGirl
QUOTE
დაგეხმარებით ჩურჩხელების ჭამაში
მსურველები დამიკვშირდით PM ით

მეც ოქტომბრიდან მოყოლებული ვეძებ ვინმეს, რომელიც საქართველოდან ჩურჩხელებით დამაფინანსებს და თუ ვიპოვე დაგიხმარ ჭამაში biggrin.gif

Posted by: Tasso 9 Dec 2008, 03:37
Enigmatic Soul
QUOTE
უკვე შასშჭამე? biggrin.gif გემრიელი მაინც იყო? givi.gif


კიი ვშთანთქე, ნიგოზი კაი იყო და აი თათარის რა მოგახსენო alk.gif

Posted by: rtuli 9 Dec 2008, 11:09
Tasso
QUOTE
ნიგოზი კაი იყო და აი თათარის რა მოგახსენო

ამ ამბავს გამეორება ჭირდება biggrin.gif

ახალწლამდე კიდევ გაქვს დრო

wink.gif

Posted by: Tasso 9 Dec 2008, 13:08
rtuli
QUOTE
ამ ამბავს გამეორება ჭირდება biggrin.gif


კი თან ჩემ შვილს ნიგოზის აცმა დაევასა მაგრა და რა მენაღვლება... biggrin.gif

Posted by: Zmuzu 9 Dec 2008, 17:59

pipa
QUOTE
ისე, ჩურჩხელაში სომხები გვედავებიან, ჩვენია ეგ ტკბილეულიო lol.gif

ჩურჩხელაში, სომხური შეიძლება იყოს, მხოლოდ ძაფი.

Posted by: niki_ niki 9 Dec 2008, 18:04
ჩ უ რ ჩ ხ ე ლ ა

ყველაზე მაგარია და მე მარტო კახური მიყვარს biggrin.gif

არანაირი სომხური (არც მიჭამია) და გურული

Posted by: BAUSHKE_ 9 Dec 2008, 18:05
QUOTE (minerva @ 9 Dec 2008, 03:37 )
BadbadGirl
QUOTE
დაგეხმარებით ჩურჩხელების ჭამაში
მსურველები დამიკვშირდით PM ით

მეც ოქტომბრიდან მოყოლებული ვეძებ ვინმეს, რომელიც საქართველოდან ჩურჩხელებით დამაფინანსებს და თუ ვიპოვე დაგიხმარ ჭამაში biggrin.gif

ჩამწერეთ რა სიაში თებერვლამდე user.gif

Posted by: kasandra 9 Dec 2008, 18:39
QUOTE
არანაირი სომხური (არც მიჭამია) და გურული


სომხური არ ვიცი, მაგრამ გურულ ჯანჯუხას პატივისცემით მოექეცით თუ შეიძლება aba.gif

Posted by: niki_ niki 9 Dec 2008, 18:45
kasandra

პატივისცემით ვექცევი, მაგრამ არ მიყვარს და რავქნა?!


baby.gif

Posted by: miau 9 Dec 2008, 18:49
niki19m
QUOTE
ყველაზე მაგარია და მე მარტო კახური მიყვარს


ჩურჩხელა ჰო და ფრელამუში კი მიყვარს გურული smile.gif

Posted by: kasandra 9 Dec 2008, 19:28
niki19m
რას ამბობ, რა სჯობს გურულ გახრიკინებულ ჯანჯუხას, ოდნავ რომ არის დაშაქრული და გაგემრიელებული. ჭაჭა უხდება ძალიან და გარეთ თოვლი love.gif

Posted by: miau 9 Dec 2008, 19:30
kasandra
QUOTE
რას ამბობ, რა სჯობს გურულ გახრიკინებულ ჯანჯუხას


biggrin.gif
მე არ მიჭამია, მაგრამ მსმენია, რომ ჯანჯუხა რბილიც არსებობს biggrin.gif

ჩურჩხელა მიყვარს რბილი, დაშაქრული, ძალიან ტკბილი და პირში რომ დნება, ისეთი biggrin.gif
აი, ფელამუშისა კი სწორედ ადესის არომატი და ნაკლები სიტკბო მიყვარს smile.gif

Posted by: kasandra 9 Dec 2008, 19:39
miau
QUOTE
მე არ მიჭამია, მაგრამ მსმენია, რომ ჯანჯუხა რბილიც არსებობს

რათქმაუნდა არსებობს yes.gif მე უბრალოდ მაგარი უფრო მიყვარს, შეშის ფეჩთან ხმება სოფელში, გემოც რაღაც სხვანაერი აქვს... აუ მინდა sad.gif

Posted by: gvaska 9 Dec 2008, 19:46
QUOTE (POMPADOUR MADAM DE @ 7 Dec 2008, 16:58 )
დღეს გავაკეთე კახური ჩურჩხელა  biggrin.gif

25 ცალი  boli.gif იქით კვირას ალბათ კიდევ 25 ცალს გავაკეთებ ...

პ.ს. მოწმეები: აუაუ და მიაუ  2kiss.gif

2 მოწმე საკმარისია, მაგრამ 1 ექსპერტი ხომ აუცილებელია, გთავაზობ საკუთარ კანდიდატურასboli.gif

BadbadGirl
QUOTE
დაგეხმარებით ჩურჩხელების ჭამაში

მეც
მეც
მეც
jump.gif jump.gif jump.gif
უფასოდ, უანგაროდ user.gif




ჩავალ, ვიყიდი ახლა, საშინლად მომინდა
რა სადიზმია, თან სურათებსაც რომ დებენ vik.gif


Posted by: POMPADOUR MADAM DE 9 Dec 2008, 20:08
gvaska

ჩემო გვასკინო ექსპერტი კიარა მოვიტანე სახლში თუ არა ისე გადამალა რომ 2 დღე ვეძებეთ მე და ჩემმა დამ და ვერ ვიპოვეთ
mad.gif

Posted by: gvaska 9 Dec 2008, 20:25
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
2 დღე ვეძებეთ მე და ჩემმა დამ და ვერ ვიპოვეთ

აღშფოთებული ვარ მოსმენილით lol.gif


ბავშვობა გამახსენდა love.gif

გურიაში, მე და ჩემს ბიძაშვილებს მთელი ოდა გადატრიალებული გვქონდა იმ ადგილების ძებნაში, სადაც ჯანჯუხებს მალავდა (რომ გეკითხა, ინახავდა) მამიდა biggrin.gif

მე დაგპატიჟებ, შენ ოღონდ გამოეტიე 2kiss.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 9 Dec 2008, 20:40
gvaska

ეგ ტერორისტი ოჯახში დედაჩემია დღემდე მიმალავს შოკოლადებს და ჩურჩხელას love.gif

გამოვეტევი ერთი ჩავამთავრო ეს დიეტა vis.gif

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2008, 00:21
gvaska
აუუუ, ბებიაჩემიც გვიმალავდა ხოლმე ჩურჩხელებს smile.gif
შემთხვევით ვინმე რომ შემოდიოდა სახში მოსაკითხად ჭაჭასა და არაყზე გაატარებინებდა ხოლმე დროს სანამ თავად რამე საჭმელს აზადებდა.
მახსოვს რამოდენიმეჯერ ჩურჩხელას ჭიაც კი უჩნდებოდა ისე ძველდებოდა ამ "თავშემონახულობაში"

biggrin.gif

პ.ს. ბებიაჩემი ყოველთვის ჯანჯუხას აკეთებდა და აკეთებს . ანუ თხილი და ფელამუში smile.gifნუ ძაფი თავისთავად.

Posted by: zXXXz 10 Dec 2008, 01:20
ჯანჯუხი ჯობიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: maknatuna 10 Dec 2008, 01:24
QUOTE
ვგიჟდები ჩურჩხელაზე, შვილსაც კი ვუმალავ რომ არ შემიჭამოს

biggrin.gif
მე საშინელი რეაქცია მაქვს, ვინმემ თუ ჩამომიხსნა, სანამ გაშრება. მე თუ ჩამოვხსენი, ეგ არაფერი user.gif რა ვქნა, ამოვლებიდან მე-3, მე-4 დღეს მიყვარს love.gif

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2008, 01:46
აუუუ , რა საასცილო რამე გამახსენდა.

მოკლეთ დედის მხრიდან ბებიასთან დიდის ამბით ავაცვით ნიგოზის მთლიანი ლებნები (ჯერ წარმოიდგინეთ რა ფრთხილად უნდა დაამტვრიო კაკალი რომ შიგთავსი მთლიანი დარჩეს) მოკლეთ ვიცოდვილეთ ბევრი, მოვამზადეტ საფერავის თათარა და ეს ჩვენი სქელი ჩურხელები ამოვავლეთ. დავკიდეთ სარზე და გავიტანეთ ეზოში biggrin.gif ნეტა არ გაგვეტანა , მაგრამ რას ვიფიქრებდით რომ ჩემი მეზობლის კავკასიური ნაგაზი "მურა" ჩურჩხელებს ყვარობდა. მოკლეთ შემოსულიყო ეზოში და ამ ჩურჩხელებს მიირთმევდა smile.gif

(პ.ს. უცნაური ძაღლი იყო მურა. დღისით ჩვეულებრივად დადიოდა, სადაც უნდოდა კაციშვილს არ ერჩოდა. ღამით კი პატრონი ყოველთვის აბავდა. ნაცნობიც რომ მისულიყო ღამით შეეძლო "შეეჭამა" ისე იყეფებოდა)

Posted by: minerva 10 Dec 2008, 02:25
BAUSHKE_
QUOTE
ჩამწერეთ რა სიაში თებერვლამდე

ჩაწერილი ხარ jump.gif

Posted by: Tasso 10 Dec 2008, 03:09
ვინც საზღვარგარეთ ამზადებთ ჩურჩხელებს გაგვანდეთ სპეცეფექტები პლზზზ.... მაგალითად რომელი წვენისაგან ამზადებთ და როგორ... აღარ მინდა ექსპერიმენტები.

Posted by: irinka1983 10 Dec 2008, 09:49
Tasso


მე "გავბედე" და შარშან ამოვავლე 30 ცალი. ორსულად ვიყავი და ისე მომინდა გადაკეტილი მქონდა. გამოვიყენე ბოთლის ყურძნის წვენი, ნატურალურიაო კი აწერია დიდი ასოებით, და კარგები გამომივიდა, უბრალოდ სანამ კარგად გამოშრა, ძაან გემრიელი იყო, მარა 2-3 ცალი გაბრიკინდა და ვეგარ ვჭამე.
რაც მთავარია არავისთვის მიწილადებია, სულ მე მივირთვი.

წელსაც ვაპირებ გაკეთებას, თუ ჩემი ცელქი გოგო დამაცდის, წინა გვერდებზე წავიკითხე რომ ბადაგს დუღილი უნდა, ისე რომ განახევრდესო და ეგრე უნდა ვცადოwink.gif
იმედია უკეთესი გამომივა


პ.ს. ამერიკაში ვარbiggrin.gif

Posted by: miau 10 Dec 2008, 15:57
irinka1983
QUOTE
ბადაგს დუღილი უნდა, ისე რომ
მესამედზე დავიდეს smile.gif
დუღილი უნდა იმისათვის, რომ წვენი უფრო ტკბილი იყოს, თათარა უფრო ელასტიური და არ დაგავიწყდეს რუხი ფქვილის გამოყენება, ვინაიდან სირბილეს თათარას სწორედ ეგ სძენს smile.gif

ჩვენ გვაქვს 2 ბოთლი ბადაგი სახლში და ვუფრთხილდები biggrin.gif ჩურჩხელა რომ გამოგველევა, რეზერვებს მაშინ ავამუშავებ და ბებიაჩემსაც დავასაქმებ სლოგანით - "დასაქმებული მოხუცები - დასაქმებული საქართველო!" biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2008, 16:02
miau
QUOTE
ბებიაჩემსაც დავასაქმებ სლოგანით - "დასაქმებული მოხუცები - დასაქმებული საქართველო!" biggrin.gif


biggrin.gif

Posted by: pipa 10 Dec 2008, 16:27
QUOTE
მეზობლის კავკასიური ნაგაზი "მურა" ჩურჩხელებს ყვარობდა. მოკლეთ შემოსულიყო ეზოში და ამ ჩურჩხელებს მიირთმევდა


რა შუაშია, მარა სასაცილო ოფტოპიკი გამახსენდა

ასე 6 ტვის ფეხმძიმე ვარ(4 წლის წინ) და მომინდა ვაშლის ღვეზელი, თებერვალი და გიჟივით მინდა.არც გამოცხობა ვიცოდი მაშინ და არაფერი, ჩემმა ქმარმა მომიტანა ოთხნაირი ღვეზელი სხვადასხვა ადგილიდან , არც ერთი არ მომეწონა
მისი მეგობრის დედა აცხობდა უგემრიელეს და რეცეპტი ვთხოვე
რისი ვაი ვაგლახით გამოვაცხვე, და ხელები მიკანკალებს ისეთ დღეში ვარ, ცხელი შევჭამე 2 ნაჭერი და წავედით კინოში, ეს ღვეზელი დავტოვე მაგიდაზე გასაციებლად

კინოდან ძლივს მოვაღწიე, გეგმებს ვაწყობ ჩაისთან ერთად როგორ მივირთმევ, შევედი სახლში და ჩვენს ძაღლს მთლიანი ღვეზელი უჭამია ისე, რომ ფორმას გარეცხვა არ უნდოდა.რაც მთავარია, მაგ ამბის მერე კიდევ 2ჯერ გამიკეთა ეგრე, მაგრამ ჩემი ბრალი იყო, მავიწყდებოდა ზემოთ დადება

Posted by: irinka1983 10 Dec 2008, 18:33
miau
უი გაიხარეეე, მგონი მაგ მიზეზით არ გამოვიდა წინა წლის ჩურჩხელები რბილები. არც წვენი მიდუღებია დიდ ხანს და არც რუხი ფქვილი გამომიყენებიაbiggrin.gif
მოკლედ ამ წელს უკეთესი ჩურჩხელა მექნება

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2008, 18:45
pipa
ლაბრადორი გყავს თუ დალმატინელი ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kopa 10 Dec 2008, 18:58
Tasso
QUOTE
ვინც საზღვარგარეთ ამზადებთ ჩურჩხელებს გაგვანდეთ სპეცეფექტები პლზზზ.... მაგალითად რომელი წვენისაგან ამზადებთ და როგორ... აღარ მინდა ექსპერიმენტები.

სხვადასხვა ყურძნის კონცენტრირებული წვენები იყიდება, წყალში უნდა გახსნა და მშვენიერ ყურძნის წვენს მიიღებ. დანარჩენი კი ჩვეულებრივად. ჩვენ ესე ვაკეთებდით.

Posted by: pipa 10 Dec 2008, 19:35
BadbadGirl

პიტბული მყავდა, ტკბილეული უყვარდა და კატებთან მეგობრობდა, ერთი არ დაუყეფია და არ უკბენია არავისთვისsad.gifუკეთილესი იყო

Posted by: Tasso 10 Dec 2008, 19:52
irinka1983
kopa

ბოთლის ნატურალური ყურძნის წვენით გავაკეთე მეც, მაგრამ რაღაც რეზინა გამოვიდა,, თან ფქვილი (თეთრი ჩავყარე) დაკურკუშელავდა... როდის უნდა გავურიო ფქვილი რომ გაცივდება? თუ დუღილის დროს?

Posted by: kopa 10 Dec 2008, 20:32
QUOTE
ბოთლის ნატურალური ყურძნის წვენით გავაკეთე მეც, მაგრამ რაღაც რეზინა გამოვიდა,, თან ფქვილი (თეთრი ჩავყარე) დაკურკუშელავდა... როდის უნდა გავურიო ფქვილი რომ გაცივდება? თუ დუღილის დროს?

ფქვილი ცალკე ცივ ყურძნის წვენში უნდა გახსნა და მდუღარე წვენს უნდა შეურიო. პირდაპირ რომ დააყრი ფქვილს დაკურკუშელავდებოდა, აბა რა მოუვიდოდაsmile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2008, 21:07
pipa
QUOTE
იტბული მყავდა, ტკბილეული უყვარდა და კატებთან მეგობრობდა

ყბა ჩამომივარდა!

венчик
user posted image

Posted by: rtuli 10 Dec 2008, 21:32
Tasso
QUOTE
ბოთლის ნატურალური ყურძნის წვენით გავაკეთე მეც, მაგრამ რაღაც რეზინა გამოვიდა,, თან ფქვილი (თეთრი ჩავყარე) დაკურკუშელავდა... როდის უნდა გავურიო ფქვილი რომ გაცივდება? თუ დუღილის დროს?

სწორი მითითება მოგცა კოპამ,ცივ ყურძნის წვენში უნდა გახსნა ფქვილი და ჩასხმის დროს ყველაზე კარგია ვენჩიკი იხმარო,ქართულად არვიცი მოკლედ ასათქვეფი,ის კარგად გაგიხსნის ფქვილის ნარევს,სულ უნდა ურიო,თორე ძირზე დაილექება ფქვილი და მიგეწვება თათარა(ფელამუში).

Posted by: irinka1983 10 Dec 2008, 21:54
Tasso

მეც ცოტა ცივ ცყალში გავხსენი ფქვილი და საერთო მასას ისე შევურიე

Posted by: rtuli 10 Dec 2008, 21:57
BadbadGirl
QUOTE
венчик

ქართულად? rolleyes.gif

Posted by: niki_ niki 10 Dec 2008, 22:02
miau
QUOTE
"დასაქმებული მოხუცები - დასაქმებული საქართველო!"

up.gif

kopa
rtuli
მშურს თქვენი, კარგი გაგებით 2kiss.gif
ვერ ვრისკავ ჩურჩხელის გაკეთეთებას, იმიტომ რომ თათარც ვერ გავეკეთე ნორმალურად
წარმომიდგენია ჩურჩხელა რა გამომივა sad.gif
არადა ჩურჩხელაზე ვგიჟდები, ვაფრენ და ა.შ lol.gif

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2008, 23:03
rtuli
QUOTE
ქართულად

არ ვიცი

:მხრების აჩეჩვის სმაილიკი biggrin.gif :

იმ მეორეს რა ქვია , დაბლა წრესავით მავრთული რომაა და ამ მავრთულს სპირალივით კიდევ მავრთული აქვს გახდავეული?ამასაც სათქვეფად იყენებენ smile.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 12 Dec 2008, 22:50
წინა გვერდზე იყო დაწერილი (ვეღარ მოვძებნე) სინზე დაასხით გააციეთ და მერე დაჭერით რომბიკებადო biggrin.gif ხოდა მასეთის გაკეთებას ვაპირებ smile.gif და მიწის თხილით გამოვა?

ჩურჩხელა არ მიყვარს, ახლა სასაცილო კი გამოვა მარა, ისე კაკალიც მიყვარს და თათარაზეც ვგიჟდები biggrin.gif და ისიც ვიცი რომ ძაფს არც თქვენ ჭამთ მაგრამ რატომღაც მაინც არ მიყვარს ჩურჩხელა, ხოდა smile.gif ვაპირებ ასე გავაკეთო, ანუ ძაფის გარეშე, და სხვა ფორმა მივცე. ვიცი ასე უფრო მომეწონება და მიწისთხილით რომ ვქნა არაუშავს? user.gif

Posted by: papa_raci 13 Dec 2008, 00:46
dzz magaria ............................
* * *
dzz magaria ............................

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2008, 22:58
ეეჰ, მთავარი ამ თემის თავი და ბოლო არის ქონდარი smile.gif

ქონდარი თუ არ იქნა, კაპიკია იმ ლობიოს ფასი.

და კიდევ: ლორი თუ არ არის რაჭული, თუ გინდათ, რომ ლობიო გემრიელი გამოვიდეს, უნდა უქნათ კარაქი. მაგრამ მირთმევისას, მათლაფაში, აი მარილს რომ აყრით, მაშინ (არ მიყვარ ეს სიტყვა - მათლაფა, - მაგრამ სხვა არ არის biggrin.gif).

სხვა სანელებელზე არაფერს ვამბობ - იცით smile.gif

Posted by: rtuli 13 Dec 2008, 23:21
Johnnie Walker
QUOTE
ლორი თუ არ არის რაჭული

ხიწიწი+პიტნა yes.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2008, 23:41
rtuli
QUOTE
ხიწიწი

ეტო ჩტო ტაკოე? biggrin.gif

Posted by: rtuli 14 Dec 2008, 01:23
Johnnie Walker
QUOTE
QUOTE
ხიწიწი


ეტო ჩტო ტაკოე? 



это шкварки сэр biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 14 Dec 2008, 23:26
rtuli
QUOTE
это шкварки сэр

ცპასიბოჩკი, ვოტ ტეპერ' დოპёრ biggrin.gif

ისე, პირველად თუ არ მესმოდეს "ხიწიწი" ცხოვრებაში, უკანასკნელი კაცი ვიყო smile.gif

Posted by: რუსთაველი 15 Dec 2008, 22:15
აუფ, რაც ჩამოვედი არ მიჭამია და სულ მინდა.. და ვერ მოვახერხე. "შემოიხედე გენაცვალეში" ვიყავი და რამდენჯერაც წავედი ლობიოს საჭმელად, იმდენჯერ ხინკალი მომინდა lol.gif

კარგია ლობიო.. იფ, იფ, იფ

Posted by: niki_ niki 16 Dec 2008, 00:40
ლობიო.........
ქინძი, ქონდარი, ხახვი, წიწაკა და კახური ზეთი
მაგარია up.gif
ჯერ რა უნად გავაკეთოთ ეგ ყველამ ვიცით biggrin.gif

Posted by: nanana 16 Dec 2008, 12:50
მოკლედ იმდენად შევაწუხე ყველა, რომ ჩემი თანამშრომლის დის დედამთილის მეზობელს ჰქონია ეს ჩურჩხელისთვის აუცილებელი რუხი ფქვილი ქალაქ ახალციხეში და ჩამომიცუნცულეს 2 კგ და გავაკეთეთ ჩურჩხოები და ვართ ბედნიერად bis.gif

Posted by: რუსთაველი 16 Dec 2008, 12:51
niki19m
QUOTE
ჯერ რა უნად გავაკეთოთ ეგ ყველამ ვიცით


მე არ ვიცი.. tongue.gif

Posted by: ♫♫♫ 16 Dec 2008, 13:01
niki19m
QUOTE
ჯერ რა უნად გავაკეთოთ ეგ ყველამ ვიცით 


არც მე ვიცი tongue.gif

Posted by: რუსთაველი 16 Dec 2008, 13:21
♫♫♫

რაღაცა სასწაულს დაწერს.. გული მიგრძნობს..

Posted by: ♫♫♫ 17 Dec 2008, 11:31
რუსთაველი
ჰო მართლა ლობიოს ქოთანში ზელენ ზელენნ....... biggrin.gif თუ, სხვაგან და მერე ასხავენ ქოთანში შესახედაობა რომ ჰქონდეს კარგი?

Posted by: amadeus 17 Dec 2008, 11:38
აბა მოვიდა ბარბარობა, ამოზილეთ ლობიო, დააცხვეთ ლობიანები smile.gif

2kiss.gif

Posted by: Peppi 17 Dec 2008, 12:43
♫♫♫
QUOTE
ჰო მართლა ლობიოს ქოთანში ზელენ ზელენნ.......


მე არაფერსაც არ "ვზელ" . . ჩავუშვებ ქვაბში ხელის ბლენდერს და კია მერე ლობია ამოლესილ-გაგლესილი wink.gif

თუ მიხვდეს რომელიმე ჩემმა ოპონენტმა - როგორაა ლობიო გაგლესილი - დამტოვეთ მაშინ ლობიოს გარეშეwink.gif

Posted by: რუსთაველი 18 Dec 2008, 05:35
♫♫♫

არა, მე მგონი ქოთანში იწყებენ და ამთავრებენ lol.gif

amadeus

ლობიო არ გაუკეთებიათ ჩემთან, მაგრამ ლობიანები კი მივირთვი.. კარგი იყო ძალიან..

დღეს გარეთაც ხაჭაპურს არავინ აცხობდა.. მარტო ლობიანებიო..

Posted by: Breaky 18 Dec 2008, 12:06
Johnnie Walker
QUOTE
მოკლედ, გემო რომ იგივე დარჩეს, თან "შეღავათიანი" ვარიანტი გამოგივიდეს, საღამოს უნდა ჩადო ქვაბში და დაასხა წყალი, მეორე დღეს გასაკეთებლად. მაშინ პირველი წყლის გადაღვრა არ დაგჭირდება, თან უკეთ მოიხარშება, თან უფრო გემრიელიც იქნება


ზუსტად ასე ვაკეთებ ხოლმე. თან გაცილებით უფრო მალეც იხარშება. ისე, მოხარშვისას წყალს რომ იშრობს, ცივ კრანის წყალს ვამატებ,
გამიგია, ეგეც აჩქარებს მოხარშვის პროცესსო.
ზუსტად გუშინ გავაკეთე ლობიო სადილად და დღეს ამ თემაშიც ამიტომ შემოვედი. მინდვრის ლობიოთი გავაკეთე. აუცილებლად ხის დიდი კოვზით ამოვზილავ ხოლმე, თუმცა ქოთანი არ მაქვს და ამიტომ ქვაბში (დიდ ბოდიშს მოვითხოვ ამის გამო სერ ჯონი ვოკერთან lol.gif). ხოდა ნუ, წიწაკა, ქონდარი, ხახვი, ნიორი, ნიახური და ქინძი up.gif
თან მისაყოლებლად მქონდა: მწვანე ხახვი, პომიდვრის მჟავე, კიტრის მჟავე და დამჟავებული სალათი (ნუ, სხვადასხვა ბოსტნეულს, წვრილად დაჭრილს რომ ამჟავებენ ხოლმე და ზეთიც რომ აქვს, არ ვიცი მაგას რა ქვია). ხო, კიდევ კაი შოთის პური ვიყიდე და გუშინ ისე გემრიელად ვისადილეთ მე და ჩემმა ქმარმა, თითქოს კაი ხნის ნაშიმშილები ვიყავითო biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 18 Dec 2008, 13:32
Breaky

მერე.. ვერ დაგვპატიჟე? user.gif

რატომ მემართება არ ვიცი.. რესტორანში რამდენჯერაც წავედი ლობიოს საჭმელად, იმდენჯერ ხინკალი მომინდა.. lol.gif

Posted by: Johnnie Walker 18 Dec 2008, 13:50
გუშინ მომიკითხეს სასწაული ნობათით, ჩემი რამდენიმე წლის ოცნებით, ნაღდი ამბროლაურის ლობიოთი, რომელიც ლობიო კი არ არის, სასწაულია....

სულ სხვა რამაა ფორმით, ზომით, გემოთი. თბილისშI ეგეთს ვერსად ნახავ და ვერსად იყიდი. ვუყურებ და ვეფერები.... უნდა ლორი ვიშოვო (ამას ვფიქრობ ინტენსიურად) და თან თაროზე დადგმულ დიდრონ ქოთანს სიყვარულით ვუმზერ biggrin.gif

მეზარება ამ ჯიშის ლობიოს სურათის დადება, მაგრამ თუ მოითხოვთ, მაგასაც დავდებ... smile.gif

Posted by: naina25 18 Dec 2008, 13:56
Johnnie Walker
დადე აბა მეც რაჭული ლობიო მაქვს სახლში. ხოდა მაინტერესებს ისაა თუ არა. თან ჩემი მეუღლის ბაბუის მოყვანილია სასცაული ლობიოა. და მაინტერესებს ეგაა თუ არა

Posted by: I-K-A 18 Dec 2008, 14:05
სამეგრელოში რო ლობიო კეთდება ეგეთი არ ვიცი თუა სადმე სხვაგან?! rolleyes.gif yes.gif

Posted by: mainc 18 Dec 2008, 16:02
აუჰ
მომშივდა რომ წარმოვიდგინე
ქოთნის ლობიო
გემირიელი
თავის ასორტიმენტ-მჟავეულით

biggrin.gif




Posted by: ninuca13 22 Dec 2008, 20:59
ყველაზე მაგრად ჭაჭას ვსვავ
მართალია მერე სუშნიაკი მკლავს მარა ეგ არაფერი
აუუ ეხლა დვლევდი jump.gif

Posted by: Sidonia 23 Dec 2008, 16:20
თელიანი ველის ჭაჭა გასინჯეთ smile.gif კმაყოფილები დარჩებით smile.gif ორივე აქვთ მუხის კასრშიც და ჩვეულებრივიც, ფასიც მსჰვენიერი აქვს 15 და 17 ლარი smile.gif

Posted by: rockataka 23 Dec 2008, 21:22
ჭაჭას, გემო - არომატის გულისთვის უფრო ვსვავ. ძალიან გემრიელია, თუ ზომიერად დალევ.
რომელ ქვეყანაშიც ვიმყოფები, ძალიან იშვიათად თუ შეხვდები მაღაზიებში.
ნამდვილად არ ვიცი საქართველოდან შემოაქვთ თუ ადგილზე ასხავენ, მაგრამ საკმაოდ კარგია.
ორი სახისაა. 1. ჩვეულებრივი თეთრი. 2. მოყავისფრო. ორივე 50%-იანია.
ფასი ორივეს ერთი აქვს 15$

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 12:43
ღომის ფანებო ეს თემა თქვენია!!! love.gif

Posted by: bachi24 26 Dec 2008, 12:56
მე მიყვარს ღომიlove.gif ოღონდ ფქვილ გარეული ნაკლებად no.gif
ღომი მიყვარს სულგუნით,ბაჟეთი,საცივით და სოკოთიsmile.gif სამეგრელოში რომ ვისვენებდი ყოველდღე აკეთებდნენsmile.gif ელარჯიც მაგარია,და საერთოდ მეგრული კერძები ყველას მირჩევნიაsmile.gif
მომშივდა user.gif








1st:)

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 12:59
bachi24
QUOTE
ოღონდ ფქვილ გარეული ნაკლებად

აბა მაშინ თხელი იქნება

QUOTE
მიყვარს სულგუნით

იიფ კაპჩონი სულგუნს რომ ჩაალბობ love.gif

QUOTE
საერთოდ მეგრული კერძები ყველას მირჩევნია

ცხარე გყვარებია biggrin.gif

Posted by: bachi24 26 Dec 2008, 13:03
ლოთი
QUOTE
აბა მაშინ თხელი იქნება

არ იქნება თხელი თუ დიდხანს გააჩერებ ცეცხლზე, ფქვილის გარეშე უფრო მსუბუქი გამოდისsmile.gif ფქვილი გბერავსbiggrin.gif
QUOTE
ცხარე გყვარებია 

ფანი ვარ love.gif

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 13:07
bachi24
QUOTE
ფქვილი გბერავს

მერე რომ გაიბერები
QUOTE
უფრო მსუბუქი

იქნები biggrin.gif

QUOTE
ფანი ვარ

პატარაობაში სულ ცრემლები მომდიოდა, მაგის გულისთვის მეზარებოდა ჩასვლა სამეგრელოში biggrin.gif

Posted by: bachi24 26 Dec 2008, 13:12
QUOTE
QUOTE
ფქვილი გბერავს


მერე რომ გაიბერები

QUOTE
უფრო მსუბუქი


იქნები

gigi.gif

Posted by: folkman 26 Dec 2008, 13:28
ღომი არა მაგრამ ელარჯიიიიიიიი.......... იფფფფფფფფფფფფფ.............. tongue.gif

Posted by: mainc 26 Dec 2008, 13:33
აუუ
ელარჯი მომინდა როგოორ



არა რა
არ უნდა შემოვიდე აქაურობაში მე biggrin.gif

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 13:47
ახალ წელს ვეღირსები ყველაფერს biggrin.gif

Posted by: folkman 26 Dec 2008, 13:51
QUOTE
აუუ ელარჯი მომინდა როგოორ

biggrin.gif

კაი მეგრული ხაჭაპური არ გინდა? სულგუნით გაჟღენთილი როა და ერბო რომ მოწურწურებს ჩაკბეჩისას.... ყველი რომ კრაჭუნებს კბილებში...... lol.gif lol.gif

Posted by: mamalo 26 Dec 2008, 14:01
folkman
QUOTE
კაი მეგრული ხაჭაპური არ გინდა? სულგუნით გაჟღენთილი როა და ერბო რომ მოწურწურებს ჩაკბეჩისას.... ყველი რომ კრაჭუნებს კბილებში...... 


კაი რა, ნამუსიც კაი საქონელია, ამ შუაგულ მარხვაში ცოდვები ვართ

Posted by: folkman 26 Dec 2008, 14:15
mamalo
QUOTE
კაი რა, ნამუსიც კაი საქონელია, ამ შუაგულ მარხვაში ცოდვები ვართ

მომიტევეთ...... biggrin.gif

პ.ს სხვა კერძებს აღარ მიმოვიხილავ..... biggrin.gif

Posted by: nanana 26 Dec 2008, 14:25
ელარჯი მიყვარსchups.gif
წელია ყვითელი სულგუნი და ღერღილის ღომი. აი მსხვილად დაღერღილი სიმინდები რომ არის, ალაგ ალაგ მთელიც თუ შეგხვდა ეგ ხომ საერთოდ. . .. chups.gif და სულგუნი ორივეს მიქსი უნდა იყოს, შებოლილი და ჩვეულებრივიც user.gif

რა მეშველება მე . . . user.gif givi.gif
.................................................

Posted by: bachi24 26 Dec 2008, 14:46
mamalo
QUOTE
კაი რა, ნამუსიც კაი საქონელია, ამ შუაგულ მარხვაში ცოდვები ვართ

ნიგვზიანი სოკოს ხარჩო გააკეთე, უხდება ღომსsmile.gif

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 14:47
მოკლედ მშიერმა კაცმა აქ არ უნდა შემოიხედოს biggrin.gif

Posted by: niki_ niki 26 Dec 2008, 14:51
ღომი ტყემალთანაც, ბაჟესთანაც და რა თქმა სულგუნთან
ვგიჟდები და საერთოდ რა გამაგიჟა ეს კახელი ქალი?! lol.gif

Posted by: CZ88 26 Dec 2008, 15:24
იქნებ რეცეპტიც დაწეროთ smile.gif მე არასოდეს გამიკეთებია ღომი, უნდა ვცადო, არა და მიყვარს user.gif რეცეპტი მინდა ამიტომ, აღარ მახსოვს ზუსტად...

Posted by: Princess 26 Dec 2008, 15:34
http://forum.ge/?showtopic=33695676&f=&st=15&#entry4692182

აქ ნახე smile.gif

Posted by: nin75 26 Dec 2008, 15:35
CZ88

უნდა აიღო დიდი თუჯის ქვაბი და ჩაყარო კარგი ღომი (შენ აქ როგორც ვიცი არ ხარ და ღერღილი კარგი გასუფთავებული ფიქინა თუ იშოვე კარგია) გაავლებ წყალს კარგად ამ ქვაბის მეოთხედზე ცოტა მეტი უნდა ღერღილი და რომ გარეცხავ აავსებ წყლით ანუ რამდენიც ღომი ყრია შიგნით 3-ჯერ მეტი წყალი.. შემოდგავ დიდ ცეცხლზე და ოდნავ რომ მოიხარშება დაიწყებ მორევას ხის ჩოგნით რომ არ შეიკრას ალაგალაგ. მოკლედ უკვე რომ მოიხარშება დაახურე თავსახური და პერიოდულად ამოურიე
სისქე შენ როგორც გიყვარს ისე შეგიძლია გააკეთო ანუ თუ თხელი ნახავ მოკლედ გემოს რომ გაუსინჯავ და თუ სქელი გინდა ბოლოსკენ უკვე ჩაის ლამბაქის ნახევარი მანი კრუპა შეაზილე და თან გაათეთრებს და თან ცოტა შეკრავს. ელარჯიც იგივეა ფაქტიურად როდესაც ღომი მზად იქნება ამ დროს აიღებ კარგ სულუგუნს და ჩააჭრი თხელ ნაჭრებად და პარალელურად ამოზელ

smile.gif
2kiss.gif

Posted by: niki_ niki 26 Dec 2008, 16:16
nin75

QUOTE
მანი კრუპა


მე სიმინდის ფქვილს ვხმარობ
baby.gif

Posted by: CZ88 26 Dec 2008, 16:38
Princess
nin75
niki19m
მადლობთ, ლამაზებო 2kiss.gif

Posted by: rtuli 26 Dec 2008, 17:29
nin75
QUOTE
მანი კრუპა

მეც მანს უკეთებ და საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია.

მე არვიცი რატომ მომწონს ღომი ყაურმასთან ერთად .

და რათქმაუნდა ღომი + გებჟალია. გემრიელიააააააააააააააააააააააააა ძალიან!!!

Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 18:04
niki19m
QUOTE
მე სიმინდის ფქვილს ვხმარობ

რა თქმა უნდა სუფთა ღომს სიმინდის ფქვილი უნდა

Posted by: რუსთაველი 26 Dec 2008, 18:27
rtuli

რაც ეხლა სურათი დადე - ეგ ღომია? მაწვნის სუპს ჰგავს.. მაგას ნამდვილად ვერ შევჭამ..

ისე კი შევჭამდი ეხლა ღომს.. დამპატიჟეს ერთ მეგრულ ოჯახში, მაგრამ დრო და რიცხვი არ უთქვამთ და.. როდის იქნება ეგ ნეტავ lol.gif

ვერის ბაღთან ვიცი კარგი რესტორანი, იქ არის კარგი ღომი..

Posted by: ლაბუ 26 Dec 2008, 18:42
ღომს კარგად გარეცხვა უნდა, რომ თეთრი გამოვიდეს. რომ წამოდუღდება, უნდა ამოურიოთ კარგად, ჩაზილოთ ესე ვთქვათ, და მერე რომ ჩაშრება, მოიხარშება, მეორეჯერ ჩაზილავთ, აუცილებლად სიმინდის თეთრი, კარგად გაცრილი ფქვილი უნდა. მეგრელი ვარ და ხშირად მიწევს ღომის გაკეთება smile.gif მერე კარგი სულგუნი, ჩვეულებრივი ან შებოლილი, ან ორივე ერთად.

Posted by: nin75 26 Dec 2008, 19:10
QUOTE
ღომს კარგად გარეცხვა უნდა, რომ თეთრი გამოვიდეს


ნუ რათქმაუნდა, მაგრამ მე სანამ ერთ ქალს მივაგნებდი დეზერტირებზე ვისთანაც უკვე გასუფთავებულ ღომს ვყიდულობ - მანამდე იმდენ ხანს ვრეცხავდი რომ მერე ხელები ისე მქონდა გაყინული რომ ღომის გაკეთების თავი აღარ მქონდა smile.gif

Posted by: tos-ka 26 Dec 2008, 19:20
CZ88
QUOTE
იქნებ რეცეპტიც დაწეროთ  მე არასოდეს გამიკეთებია ღომი, უნდა ვცადო, არა და მიყვარს  რეცეპტი მინდა ამიტომ, აღარ მახსოვს ზუსტად...

PM-ზე მოგწერე მთელი მოხსენება smile.gif)))

Posted by: rtuli 26 Dec 2008, 19:21
რუსთაველი
QUOTE
რაც ეხლა სურათი დადე - ეგ ღომია? მაწვნის სუპს ჰგავს.. მაგას ნამდვილად ვერ შევჭამ..

ეს გებჟალიაა!

ახალი ამოყვანილი ყველი იზილება ცხელ წყალში(სულგუნის ამოყვანის პროცესია) ,მერე ცხელივე იშლება ცომივით თხლად,ზედ იდება წვრილად დაჭრილი პიტნა,რულეტივით იხვევა,ცოტათი პრტყელდება,იჭრება და მაწონში ან ნაღებში იდება პიტნა მოყრილში yes.gif

Posted by: tos-ka 26 Dec 2008, 19:26
რუსთაველი
QUOTE
რაც ეხლა სურათი დადე - ეგ ღომია? მაწვნის სუპს ჰგავს.. მაგას ნამდვილად ვერ შევჭამ..


ღომის ულუფას გავს, გებჟალიას წვენმოსხმულს . . . უგემრიელესი რამეა, თუ ერთხელ გასინჯავ, მერწმუნე, მაგ "ბნელ" აზრებს მოიშორებ smile.gif)))

rtuli
QUOTE
მეც მანს უკეთებ და საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია.


ეგ სულ სხვა ოპერიდანაა, ძვირფასო. სიმინდის და ხორბლის დუეტი smile.gif))
ღომის ღომს საერთოდ ვერც ერთი ვერ შეედრება, მაგრამ მანანის ბურღულით და კიდევ უარესი, ბრინჯით გაკეთებული - ღომი არაა და, საერთოდ, მოტკბო გემო აქვს smile.gif

Posted by: niki_ niki 26 Dec 2008, 19:28
rtuli

მე შენ რა უნდა გასწავლო, შენგან ვსწავლობ ყველაფერს 2kiss.gif

მაგრამ ღომს სიმინდის ფქვილი უნდა biggrin.gif

მე ისე ბრინჯით გაკეთებული ღომიც მიჭამია, მაგრამ ეს ღომი არ იყო biggrin.gif

Posted by: rtuli 26 Dec 2008, 19:31
tos-ka
QUOTE
ღომის ღომს საერთოდ ვერც ერთი ვერ შეედრება

100% მართალიხარ,ღომის ღომი სულ სხვაა.
ფერითაც,გემოთიც და მომზადების პროცესით.


პ.ს. მოვსპოთ დაპატენტებული კერძები და არდაუკარგოთ ორიგინალებს იერსახე sa.gif

Posted by: tos-ka 26 Dec 2008, 19:34
rtuli
QUOTE
ეს გებჟალიაა!


ყველში მოუტყუვებიხართ! wink.gif როცა გააკეთებ, მკვრივად, რულეტივით დაახვიე და გაციებული დაჭერი, ფორმას არ დაკარგავს და საკმაზი ლამაზ ზოლებად დაეტყობა ყველა ნაჭერს 2kiss.gif

Posted by: rtuli 26 Dec 2008, 19:39
tos-ka
QUOTE
ყველში მოუტყუვებიხართ!


ვფიქრობ ძროხის ყიდვას yes.gif biggrin.gif

მერე ვინღა მომატყუებსსსსსსსს biggrin.gif

Posted by: tos-ka 26 Dec 2008, 19:40
rtuli
QUOTE
ვფიქრობ ძროხის ყიდვას 

მერე ვინღა მომატყუებსსსსსსსს 


ან მაშინ ვინ გაგიბედა? biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Dec 2008, 21:02
მეგობრებო, ღომი კარგია, მაგრამ ნამდვილი, და არა სიმინდის ღომი - უკეთესია- http://en.wikipedia.org/wiki/Panicum_italicum
კიდევ თუ მოჰყავთ ეს მცენარე სამეგრელოში?



Posted by: ლოთი 26 Dec 2008, 23:09
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეგობრებო, ღომი კარგია, მაგრამ ნამდვილი, და არა სიმინდის ღომი - უკეთესი

ბიძია ღომი ის ღომია რომელიც ჩვენ ვიცით დღესდღეობით და რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ და მითიურ ღომზე რა მოგახსენო აბა smile.gif

Posted by: kompi 27 Dec 2008, 00:23
QUOTE
მეგობრებო, ღომი კარგია, მაგრამ ნამდვილი, და არა სიმინდის ღომი - უკეთესია- http://en.wikipedia.org/wiki/Panicum_italicum
კიდევ თუ მოჰყავთ ეს მცენარე სამეგრელოში?

არა არ მოყავთ მაგრამ სიმინდის ღომიც ძალიან კარგია

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Dec 2008, 01:21
QUOTE (ლოთი @ 26 Dec 2008, 23:09 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეგობრებო, ღომი კარგია, მაგრამ ნამდვილი, და არა სიმინდის ღომი - უკეთესი

ბიძია ღომი ის ღომია რომელიც ჩვენ ვიცით დღესდღეობით და რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ და მითიურ ღომზე რა მოგახსენო აბა smile.gif

მითიური ღომი რას ჰქვია?
სურათზე რაცაა მაგას ეძახიან სამეგრელოში ღომს, რომლისგანაც "ღომის ღომს" ამზადებენ. აბა სიმინდის ფქვილისაგან მოხარშული არის "მამალიგა"

Posted by: DonCaredo 27 Dec 2008, 01:34
ღომი მეც მაქვს ნაჭამი, ცუდი ნაღდათ არაა, ხალხო, ელარჯი რომელია? აი ღომში რო ყველს დებენ? თუ რამე სხვა კერძია?

Posted by: folkman 27 Dec 2008, 02:34
DonCaredo

QUOTE
ელარჯი რომელია? აი ღომში რო ყველს დებენ? თუ რამე სხვა კერძია?

ღომში დებენ ყველს. მაგრამ ელარჯია როცა ღომში იხარჯება ყველი...... biggrin.gif

Posted by: maknatuna 27 Dec 2008, 02:36
QUOTE
სურათზე რაცაა მაგას ეძახიან სამეგრელოში ღომს, რომლისგანაც "ღომის ღომს" ამზადებენ. აბა სიმინდის ფქვილისაგან მოხარშული არის "მამალიგა"

ამასთან დაკავშირებით სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ მიყვებოდა ერთი მეგრელი მეგობარი.
ამ მცენარით, მხოლოდ ძალიან ღარიბი ხალხი ამზადებდა ღომს.

Posted by: I-K-A 27 Dec 2008, 04:58
maknatuna
QUOTE
ამ მცენარით, მხოლოდ ძალიან ღარიბი ხალხი ამზადებდა ღომს.


არამგონია ღომს სუღარიბესთან რაიმე კავშირი ქონდეს, უბრალოდ სამეგრელოში სიმინდი ხარობს კარგად და პურის მაგივრად ღომს აკეთებდნენ და აკეთებენ

P.S. ღომი კერძი არაა! wink.gif ( როგორც: მჭადი და პური )

Posted by: Johnnie Walker 27 Dec 2008, 07:56
ორად ორი რამ არსებობს ქართულ სუფრაზე, რაც ვერ დავამუღამე და ვერ შევეჩვიე და რაც ჩემთვი უაზრო რამ არის - ღომი და ჯონჯოლი biggrin.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 27 Dec 2008, 11:05
smile.gif ღომი მეც ძალიან მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა 'ღომის ღომი' იქნება თუ სიმინდის ღომი თუ რაიმე სხვა, მთავარია ღომი ერქვას, თავისივე ჩამდნარი სულგუნით love.gif


ისე კი, მეგრული საჭმელი თითქმის ყველა მიყვარს smile.gif ნუ, თითქმის ყველა იმიტომ რომ , ყველა არ გამისინჯია ჯერ tongue.gif

Posted by: რუსთაველი 28 Dec 2008, 04:23
rtuli
tos-ka

ჰო, სადმე აკეთებენ? დავინტერესდი..

Johnnie Walker

რას ამბობ.. ღომი კიდევ ხო, ბევრისგან გამიგია, მაგრამ.. ჯონჯოლი? ჰეჰ.. მაგარი რამეა.. ოღონდ კარგი ჯონჯოლი..

Posted by: Unfinished_Sympathy 28 Dec 2008, 11:39
ჯონჯოლი არც მამაჩემს უყვარდა no.gif არც მე ვგიჟდები tongue.gif

Posted by: Levana_brzeni 29 Dec 2008, 22:54
ვძებნე და გოზინაყზე არ გვაქვს თემა.
მოკლედ, მე გოზინაყის სტაჟიანი მკეთებელი(სხვა სიტყვა ვერ შევუსადაგე biggrin.gif ) ვარ. გოზინაყი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი სიყვარული იყო და ტკბილეულთა შრის დღემდე რჩება უსაყვარლესად.
დავდოთ გოზინაყის ჩვენეული რეცეფტები და მოგვიანებით ფოტოები

Posted by: Anie 29 Dec 2008, 23:00
QUOTE
დავდოთ გოზინაყის ჩვენეული რეცეფტები


0.6 კგ თაფლი
1 კგ ნიგოზი
1 ჩ/ჭ შაქარი (პუდრა)

Posted by: Levana_brzeni 29 Dec 2008, 23:02
Anie
თაფლის ხარშვის ხანგრძლივობაც გვაინტერესებს. ასევე, ხალავ თუ არა ნიგოზს?

პუდრა პირველდ გავიგე smile.gif

Posted by: rtuli 29 Dec 2008, 23:03
Levana_brzeni
QUOTE
მოკლედ, მე გოზინაყის სტაჟიანი მკეთებელი

ერთარდერთია რასაც მე არვაკეთებ biggrin.gif

არმიყვარს war.gif

პ.ს. ჩემი მეუღლე აკეთებს და ვიცი რომ ბოლოში ცოტაოდენ შაბს ამატებს,რომ გამაგრდეს გრილიაჟივით yes.gif

Posted by: Levana_brzeni 29 Dec 2008, 23:06
rtuli
QUOTE
პ.ს. ჩემი მეუღლე აკეთებს და ვიცი რომ ბოლოში ცოტაოდენ შაბს ამატებს,რომ გამაგრდეს გრილიაჟივით yes.gif

რამდენს ამატებს და გადგმოდგმამდე რამდენი ხნით ადრე?

Posted by: ლოთი 29 Dec 2008, 23:13
მოდერ
რომ ხურავ ამხელა ტოპიკს ან განმარტება დაწერე რატომ ხურავ ან კიდევ რამე ახსნა smile.gif

Posted by: noniko 29 Dec 2008, 23:19
ღომი მიყვარს საცივით და შემობილი სულგუნით love.gif

Posted by: ლოთი 29 Dec 2008, 23:31
ერთ მეგრელ ბიჭს ვიცნობდი მაგი იძახდა- ღომი შემიძლია პურთან ერთადაც ვჭამოო biggrin.gif

Posted by: noniko 29 Dec 2008, 23:48
QUOTE
ერთ მეგრელ ბიჭს ვიცნობდი მაგი იძახდა- ღომი შემიძლია პურთან ერთადაც ვჭამოო

lol.gif

Posted by: ლოთი 30 Dec 2008, 00:29
noniko
შენც ეთანხმები არა? biggrin.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 01:00
Levana_brzeni

QUOTE
Anie
თაფლის ხარშვის ხანგრძლივობაც გვაინტერესებს. ასევე, ხალავ თუ არა ნიგოზს?


თაფლს დადგავ დაბალ ცეცხლზე და ურევ
სანამ ძალიან არ გათხელდება მანამდე
მერე გადმოდგამ და განაგრძობ რევას სანამ
არ გაქვავდება ისე რომ მორევა შეუძლებელი იყოს
მერე ისევ დაგავ გაზზე და გაათხელებ
მერე ისევ გაასქელებ რევაში და ასე გააკეთებ მანამ სანამ
თაფლი არ დაიწყებს რევისას ტკაცარკუცს და რეზინასავით არ გახდება
მე მაგალითად ეს პროცედურა გავიმეორე 12- ჯერ
ნიგოზს რაც შეეხება უნდა მოხალო
მერე მოხალვის შემდეგ რაც მოცილდება კანი ის უნდა მოაცილო
მგონი ყველაფერი გასაგებია
თუ კიდევ არის შეკითხვები მზად ვარ გიპასუხოთ



ისე მე წელს გავაკეთე პირველად გოზინაყი და დიდი პროფესიონალი არ ვარ biggrin.gif

* * *
QUOTE
პუდრა პირველდ გავიგე


აუცილებლად უნდა
მომწარო გემოს ანეიტრალებს
რაც შეიძლება ქონდეს მოხალული ნიგოზისგან
yes.gif

Posted by: F_R_E_Y_A 30 Dec 2008, 01:08
მე არ მექნება გოზინაყი, დედაჩემს ვუთხარი არ გვინდა მეთქი და ეხა მომინდა

გვიანღაა თითზე კბენანი biggrin.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 01:23
F_R_E_Y_A

QUOTE
მე არ მექნება გოზინაყი, დედაჩემს ვუთხარი არ გვინდა მეთქი და ეხა მომინდა

გვიანღაა თითზე კბენანი



დღეს მგონი 30-ია
ჯერ კიდევ არაა გვიანი smile.gif

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 01:36
Anie
QUOTE
Anie თაფლის ხარშვის ხანგრძლივობაც გვაინტერესებს. ასევე, ხალავ თუ არა ნიგოზს?

თაფლს დადგავ დაბალ ცეცხლზე და ურევ სანამ ძალიან არ გათხელდება მანამდე მერე გადმოდგამ და განაგრძობ რევას სანამ არ გაქვავდება ისე რომ მორევა შეუძლებელი იყოს მერე ისევ დაგავ გაზზე და გაათხელებ მერე ისევ გაასქელებ რევაში და ასე გააკეთებ მანამ სანამ თაფლი არ დაიწყებს რევისას ტკაცარკუცს და რეზინასავით არ გახდება მე მაგალითად ეს პროცედურა გავიმეორე 12- ჯერ ნიგოზს რაც შეეხება უნდა მოხალო მერე მოხალვის შემდეგ რაც მოცილდება კანი ის უნდა მოაცილო მგონი ყველაფერი გასაგებია თუ კიდევ არის შეკითხვები მზად ვარ გიპასუხოთ


გასაგებია

QUOTE
ისე მე წელს გავაკეთე პირველად გოზინაყო და დიდი პროფესიონალი არ ვარ

მე კი პრეტენზია მაქვს ყოფნაზე


F_R_E_Y_A
მესტუმრე biggrin.gif : )

Posted by: Anie 30 Dec 2008, 01:43
Levana_brzeni

QUOTE
მე კი პრეტენზია მაქვს ყოფნაზე



მერე და რა გიშლის ხელს

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 01:45
Anie
QUOTE
მე კი პრეტენზია მაქვს ყოფნაზე



მერე და რა გიშლის ხელს

არ ვიცი, უნდა დავუხვეწო არომატი ალბათ. ასევვე, მოუხეშავია ჩემი. თეფშიდან აღებაც პრობლემაა და მირთმევა

Posted by: პერწკლი 30 Dec 2008, 01:52
უიმე რა რთული რეცეპტი გცოდნიათ, ჩემი გაცილებით მარტივია,biggrin.gif
დიდხანს უნდა ურიო ნელ ცეცხლზე დამდგარ თაფლს, სანამ წვეთი წყლიან ჯამში ჩაგდებისას მაშIნვე არ შეიკვრება და ძირზე აღარ დაეტყეპნება, მერე ჩაყრი დაჭრილ ნიგოზს, ცოტა ხანი კიდევ გედგება ცეცხლზე, აურდაურევ კარგად, მოშუშ-მიშუშავ 1-2 წუთი და ჰაიდა ფიცარზე გასაბრტყელებლად სველი კოვზებით.

არც თეფშს ეწებება და გემრიელიცაა chups.gif


ისადა ნიგოზს მოხალვა რად უნდა spy.gif
ან შაბი და ეგეთები, ისედაც კნაწუნობს ხოლმე spy.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 02:04
QUOTE
ისადა ნიგოზს მოხალვა რად უნდა 
ან შაბი და ეგეთები, ისედაც კნაწუნობს ხოლმე 


ყველას თავის რეცეპტი აქვს

QUOTE
უიმე რა რთული რეცეპტი გცოდნიათ, ჩემი გაცილებით მარტივია



ზოგი 12-ჯერ კი არა 3-ჯერ აკეთებს მაგ ყველაფერს
და გოზინაყიც შესაბამისია biggrin.gif

ზოგი გატარებული კაკლითაც აკეთებს
დაჭრა რო ეზარება ეგეთიც გამისინჯავს
biggrin.gif

Posted by: პერწკლი 30 Dec 2008, 02:11
Anie

მე მიჭამია გატარებული საშინელება იყო vis.gif

მოხალული თხილითაა ძაან მაგარი, ოღონდ შესახედადაა ცოტა ისეთი, დამაფრთხობელი user.gif





ჩემი 12-ს გარეშეც კნატუნა გამოდის bis.gif
12-ჯერ რომ გადმოვდგა-დავადგა კაკ მინიმუმ ცხოვრების ხალისი დამეკარგება და წავალ თოკს მოვნახავ tom.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 02:21
QUOTE
12-ჯერ რომ გადმოვდგა-დავადგა კაკ მინიმუმ ცხოვრების ხალისი დამეკარგება და წავალ თოკს მოვნახავ



მე ეგრე გავაკეთე მაგრამ იცი რა ცოტა დრო მოვანდომე
და ცხოვრების ხალისიც არ დამიკარგავს და იცი როგორ
გადმოვდგავდი ამ ქვაბს და ვდავდი ცივ წყალში და ვურევდი
1-2 წუთში უკვე ქვავდებოდა biggrin.gif


ჩემმა მეზობელმა შარშან 1 კილო ნიგოზი ცხელ წყალში ჩაყარა და თითი-თითო ლებანი ფრცქვნა
ისეთი თეთრი გოზინაყი გამოუვიდა
ანათებდა biggrin.gif
აი ესე რო გააკეთო ნამდვილად დაკარგავ ცხოვრების ხალისს და სამუდამოდ შეიძულებ გოზინაყს biggrin.gif

Posted by: პერწკლი 30 Dec 2008, 02:31
Anie


არა რა , არასოდეს აზრად არ მომივიდოდა ალბათ ეგ biggrin.gif
გენიოს 2kiss.gif


პ.ს. მშია რადროს გოზინაყი და ოფტოპიკობაა

Posted by: SeNioRiTa* 30 Dec 2008, 03:43
აუ ძალიან მიყვარს ღომი. კარგ ყველთან ერთად იფიფ.
ჩემი ერთ ერთი საყვარელი საჭმელია

Posted by: Anie 30 Dec 2008, 13:32
ესეც ჩემი გაკეთებული გოზინაყი
გარეგნულად დიდი არაფერი
მაგრამ უგემრიელესია

baby.gif


user posted image

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 13:52
Anie
პერწკლი
ეს წლევანდელის ფოტოებია? biggrin.gif უკვე? biggrin.gif

მე 31-ში ვკეთებ ხოლმე biggrin.gif ისევე როგორც, პასკას, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს, აღდგომის დადგომამდე არ ვსინჯავ biggrin.gif


Anie
ჩემი გოზინაყი შენსას გავს ხოლმე smile.gif უფრო სწორად, ადრე უფრო გავდა. ახლა უფრო სქლად ვჭრი ნიგოზს

Posted by: masha 30 Dec 2008, 14:00
რა კარგია თემა რომ გახსენით; მეც გავაკეთე და სულ მაინტერესებს

1. რას ეძახიან კარგ გოზინაყს.
2, შაქარი უნდა თუ არა?

მეც უკვე გავაკეთე; რადგან 31-ში ვერ მოვიცლი, არა უშავს გამოვიდა.

Posted by: rtuli 30 Dec 2008, 14:05
Levana_brzeni
QUOTE
რამდენს ამატებს და გადგმოდგმამდე რამდენი ხნით ადრე?

გოზინაყი ნახევრად როცა მოიშუშება,პატარა ნატეხი ,ალბათ 2-3 გრ. შაბი უნდა ცოტა წყალში გახსნა და გოზინაყს დაუმატო.

კარგია შაბის დამატება,იმიტომ რომ კრავს გოზინაყის მასას.
არიწელება.
გრილიაჯივით კრაწუნობს.
თუ უხარისხო თაფლი შემოგაპარეს ,გარანტირებულიხარ კრახისაგან wink.gif

Posted by: miau 30 Dec 2008, 14:18

Levana_brzeni

გოზინაყის შესახებ შეგიძLიათ ისაუბროთ ტკბილეულის განყოფილებაში, ახლა ამ თემას შევუცვლი სათაურს - "საახალწლო სუფრა და ყველაფერი საახალწლო ტრადიციების შესახებ"

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 14:28
miau
რა ვიცი, ჩემი აზრით გოზინაყს ეკუთვნის ცალკე თემა, ისევე როგორც არის თემები ცალკეულ რაღაცებზე

Posted by: miau 30 Dec 2008, 14:32
Levana_brzeni
QUOTE
რა ვიცი, ჩემი აზრით გოზინაყს ეკუთვნის ცალკე თემა, ისევე როგორც არის თემები ცალკეულ რაღაცებზე


ასე ყველა კერძზე ცალცალკე რომ გაიხსნას თემები, ძალიან შორს წავალთ 2kiss.gif

ჩურჩხელის თემაც ტკბილეულში უნდა გავაერთიანო და სხვა დანარჩენებსაც თავისი ადგილი მივუჩინო smile.gif

გოზინაყი ასევე თამამად შეგვიძლია ქართული კულინარიის განყოფილებას მივაკუთვნოთ.
საახალწლო მენიუს თემა კი გახსნილი ყოპფილა smile.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 14:54
masha

QUOTE
2, შაქარი უნდა თუ არა?


კი, უნდა
ოღონდ დაფქვილი
ერთ კგ ნიგოზზე 1 ჩ/ჭ

Posted by: miau 30 Dec 2008, 14:57
აქ გაერთიანდება ყველა ის თემა, რომლებიც ცალცალკეა გახსნილი სხვადასხვა ქართულ კერძებზე.

Posted by: nanana 30 Dec 2008, 14:59
დედაჩემის დაქალი აკეთებს ძაან ეგზოტიკურ გოზინაყს. თეთრია ნუგასავით. 2 საათი დაბალ ცეცხლზე თაფლს მიქსერით თქვიფავს და მერე ჩვეულებრივად. მაგარი რამეა yes.gif

Posted by: Anie 30 Dec 2008, 15:01
Levana_brzeni

QUOTE
ეს წლევანდელის ფოტოებია?


yes.gif

QUOTE
ახლა უფრო სქლად ვჭრი ნიგოზს


მე ისე დავჭერი ფურცელივით biggrin.gif
ეგრეც არ ვარგა, მერე სულ იფხვნება
ნამეტანი მომივიდა

Posted by: ika23 30 Dec 2008, 15:02
მე პირველად გავაკეთე წელს და კარგი გამოვდა ძალიან.
პ.ს. ნიგოზი მოვხალე, ოღონდ ოდნავ შეყვითლებამდე, არ უნდა დაანახშირო.

Posted by: miau 30 Dec 2008, 15:14
აქ ვისაუბროთ ქართული კერძებოს შესახებ და ცალ-ცალკე თემებს ნუღარ გავხსნით. smile.gif

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 16:41
rtuli
დავამატებ ცოტა შაბს და ვნახოთ რა გამოვა : )

nanana
ნუგასავით მოთეთრო მინდა წელს და ესეიგი თაფლის ხარშვაზეა დამოკიდებული. უფრო დიდხანს მოვხარშავ და მიქსერით მოვურევ, ჩემი რა მიდის biggrin.gif

მაგრამ, როცა ცეცხლზე დგას თაფლი მაგ დროს ურევს მიქსერით?

Posted by: BAUSHKE_ 30 Dec 2008, 17:54
Levana_brzeni
smile.gif

რა დღეში ხარ smile.gif მიქსერი და გოზინაყი ...

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 17:59
BAUSHKE_
QUOTE
რა დღეში ხარ smile.gif მიქსერი და გოზინაყი ...

ნინომ მითხრა კარგი გამოდის მასეო biggrin.gif

შენ როგორ ემზადები, დაგვიწერე ერთი smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 30 Dec 2008, 18:06
Levana_brzeni
smile.gif მე სტუმრად მივდივარ.
არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც მომიწევს პირველისთვის, მე ზარმაცსbiggrin.gif

Posted by: nanana 30 Dec 2008, 20:18
Levana_brzeni
QUOTE
მაგრამ, როცა ცეცხლზე დგას თაფლი მაგ დროს ურევს მიქსერით?


ჰო, თან დაბალ ცეცხლზე დგას და თან მიქსერით თქვეფ დიდხანს დიდხანს. ერთი 3 სუფრის კოვზი შაქარიც რომ კრაწუნა იყოს.:უსერ:

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 21:01
nanana
QUOTE
მაგრამ, როცა ცეცხლზე დგას თაფლი მაგ დროს ურევს მიქსერით?

ჰო, თან დაბალ ცეცხლზე დგას და თან მიქსერით თქვეფ დიდხანს დიდხანს. ერთი 3 სუფრის კოვზი შაქარიც რომ კრაწუნა იყოს.:უსერ:

იმისთვის რომ კრაწუნა იყოს, შაბი მირჩიეს და შაქარს მირჩევნია

კაი, ნინო, მასე ვიზამ

Posted by: EKIKULI 30 Dec 2008, 22:30
ესეც ჩემი გოზინაყი

http://www.radikal.ru

Posted by: Unfinished_Sympathy 30 Dec 2008, 22:35
EKIKULI
რა მაგარია smile.gif

თუ გამომივიდა ხვალე jump.gif მეც განახებთ ჩემს გაკეთებულს chups.gif

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 22:36
EKIKULI
რითი პრიალებს ასე?

მე არ მიყვარს, როცა რამე პრიალებს

ნუ, თმა და კანი კი მომწონს biggrin.gif

Posted by: EKIKULI 30 Dec 2008, 22:43
Levana_brzeni
QUOTE
რითი პრიალებს ასე?

თაფლით wink.gif
მაგრამ არც ძალიან პრიალებს სურათში ჩანს ასე rolleyes.gif

Posted by: rtuli 30 Dec 2008, 23:01
Levana_brzeni
ხვალ აკეთებ გოზინაყს?

არდაგავიწყდეს რეცეპტის გაზიარება და სურათის დადება smile.gif

პ.ს. იმდენი რეცეპტები დაგიწერეთ რომ,ერთი ლევანა-ბრძენის რეცეპტი გამოგივა იტოგში biggrin.gif

Posted by: Levana_brzeni 30 Dec 2008, 23:12
rtuli
ჰო, ხვალ.

ჩემიც მქონდა მე, მაგრამ იცი რა თვისება მხდის ბრძნად? ღრუბელივით ვისრუტავ ყველა სასარგებლო ელემენტს biggrin.gif © ჩემი გერმანულის მას.
ჩემს რეცეფტს დავამატებ თქვენ მიერ გამხელილებს, ჰოდა ფოტოებსაც დავდებ და გემოზეც მოგახსენებთ

Posted by: xorumi 29 Apr 2009, 18:24
ხალხო, ჩურჩხელა რო გახმება და გამაგრდება მაგის დარბილების რაიმე მეთოდი არ იცით?


ნუ გადამაყრევიებთ ამდენ ჩურჩხელას, არადა ისე ჯავშნიან კაცს შუაზე აპობს biggrin.gif

Posted by: rtuli 29 Apr 2009, 18:32
xorumi
QUOTE
ნუ გადამაყრევიებთ ამდენ ჩურჩხელას, არადა ისე ჯავშნიან კაცს შუაზე აპობს 

მიკროვალნოვკაში შეაგდე 1-2 წუთით და მაშინვე მიირთვი თორე,ისევ გახმება და კბილები ზედ დაგჩება biggrin.gif .

ან ფეჩზე გახუხე wink.gif უფრო მამაპაპური ვარიანტია!

Posted by: xorumi 29 Apr 2009, 19:00
rtuli
QUOTE
მიკროვალნოვკაში შეაგდე 1-2 წუთით და მაშინვე მიირთვი თორე,ისევ გახმება და კბილები ზედ დაგჩება

აუ გაგახარებს ღმერთი smile.gif

ახლა ვცადე, სულ ნახევარი წუთი შევდე მიკროტალღოვანშI და დარბილებით კი დარბილდა მარა თან გამოცხვა გონია biggrin.gif
ფერი შეეცვალა და ისეთი ცხელი იყო ასფალტად დააგებდა კაცი biggrin.gif

Posted by: rtuli 29 Apr 2009, 21:59
xorumi
QUOTE
ფერი შეეცვალა და ისეთი ცხელი იყო ასფალტად დააგებდა კაცი

ვაა,ქამელიონი ჩურჩხელები გქონია biggrin.gif ,გემოც ხომ არეცვალა?


ისე,კარგი ჩურჩხელა,ანუ სწორად დამზადებული არხმება yes.gif

Posted by: xorumi 29 Apr 2009, 23:28
rtuli
QUOTE
გემოც ხომ არეცვალა

გემოც, სუნიც და მოკლედ გადავაგდე biggrin.gif

რაღაცა ეს მიკროთალღოვანები არ მევასება, და ჩვეულებრივ ღუმელში რო შევათბო ... არა? biggrin.gif
QUOTE
ისე,კარგი ჩურჩხელა,ანუ სწორად დამზადებული არხმება

რავიცი ვიყიდე მარა დიდი ხალხის ჩარევით biggrin.gif მომყიდეს როგორც სუფთა კახური user.gif მე მეგონა ჩემი ბრალი იყო, ცუდად შევინახე მეთქი smile.gif

Posted by: Baltimore 30 Jul 2009, 22:04
©TG
QUOTE
ღანძილი არ გამაგონოთ! კინაღამ დავიხრჩვი ბავშვობაში, ძალიან გრძელი ღანძილი მომხვდა ეტყობა................................


რას ამბობ, ფანტასტიური რამეა.
შეზავებამდე უნდა დაჭრა, და ეგეთი საშიშროება აღარ იქნება!

Posted by: gabarzgaleba 14 Sep 2009, 23:32
ამხელьა გიგანტი დო მუშგემუშა გასტრონომიულь კუნტურაზე რატომ ვერ ვხედავ მე აქ თემას?

რა დააშავა მარგალ ქუხნამ?

ჰოდა დავიწყოთ ფორიკზამპლь!

ამასწინათ ოჯახში დავიწუწუნე, ამდენი ხანია ნაღდი ღომი (ღომის ღომი) არ მიჭამიამეთქი, ხოდა დღეს ჩემმა დამ სურპრიზად ღომი, იგივე ღომის ღომი, იგივე ჩხორი, იგივე ღუმუ, იგივე ქურუმი, იგივე setaria italica მოიტანა. ახლა მზადდება, ვინაც არ იცით რა რის, ხვალ მესტუმრეთ და გაგასინჯებთ, მანამდე ფოტოებს დავაგდებ, მერე დაგებული ღომის ფოტოებსაც დავყრი smile.gif

user posted image

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 00:17
gabarzgaleba
QUOTE
ახლა მზადდება, ვინაც არ იცით რა რის, ხვალ მესტუმრეთ და გაგასინჯებთ

მუჭო რექ წიე?

http://vinoge.com/samzareulo/megrelebi-t-amarashvilze

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 00:24
love.gif

ყველაზე მაგარი სამზარეულო : )


Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 00:31
ესეც უკვე ტაბლьაზე დაგებული smile.gif

ზედ კაი ღვინოც მივაყოლე + ჭითა ტყემალь, შემწვარი ღორჯო, აბაშის მურწა – დაფნაში მოხარჩული, ტაბაკა ბუხრის...

user posted image

user posted image

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 00:33
gabarzgaleba
QUOTE
ახლა მზადდება, ვინაც არ იცით რა რის, ხვალ მესტუმრეთ და გაგასინჯებთ

ბარემ მისამართიც დაგეწერა შე კაცო chups.gif
QUOTE
ესეც უკვე ტაბლьაზე დაგებული 

up.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 00:36
rtuli
QUOTE
ბარემ მისამართიც დაგეწერა შე კაცო 


პიემწი გენცვალე, პიემწი biggrin.gif

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 00:49
სა იპოვე აბაშელი მურწა??????????????
ყველი არ ჩანს რაცხა მეგრული, დურთე ხომე ფშავური?

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 00:52
ეგ ღომი ნაღდი მეგრულია? biggrin.gif

თან არამეგრულად არის დაგებული yes.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 00:57
amadeus
QUOTE
ყველი არ ჩანს რაცხა მეგრული, დურთე ხომე ფშავური?


არა, სვანურია smile.gif

QUOTE
სა იპოვე აბაშელი მურწა??????????????


რასქვია ვიპოვე...

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 00:58
Moreira
QUOTE
ეგ ღომი ნაღდი მეგრულია?

არადა მოსკოვს შეეკითხებოდა boli.gif

თუ გინდა მიდი და გაიგებ როგორია, მე დარწმუნებული ვარ უკვე რახან ეკას გაკეთებულია , ბევრჯერ გავუკვირვებივარ.

gabarzgaleba
QUOTE
რასქვია ვიპოვე...

იყავი თუე?

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 01:04
amadeus
QUOTE
იყავი თუე?


ჭინჭართან ჩახუტებით ჩამომიტანეს smile.gif

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 01:08
gabarzgaleba
QUOTE
ჭინჭართან ჩახუტებით ჩამომიტანეს

ვენაცვალე მაგის ჩამომტანსა და მეგრულ სამზარეულოს!

აბა ჯურჯანი მოიდა+ღომი+ტომატი(მეგრული) და კამბეჩის სულგუნი გინდა შებოლილი გინდა დავარგებული ობშია.

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 01:45
amadeus
გემრიელი ნამდვილად იქნება, მაგრამ არც ფერითაა მეგრული და არც მასა უნდა იყოს ასეთი : )

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 01:47
Moreira
QUOTE
გემრიელი ნამდვილად იქნება, მაგრამ არც ფერითაა მეგრული და არც მასა უნდა იყოს ასეთი : )


ღომის ღომს გულისხმობ შენ თუ ღერღილის ღომს? smile.gif აგერ ვარ და მეკამათე თუ გინდა დაგებაზე, გინდა ფერზე, გინდა შემადგენლობაზე biggrin.gif

ბოისკუავორდა

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 01:56
gabarzgaleba
ჩემი სიკვდილი user.gif ღერღილის, მომიტევეთ ))

სი მარგალ' რექო, ჯიმა? biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 02:02
Moreira
QUOTE
სი მარგალ' რექო, ჯიმა? 


აბა მუჭო...

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 02:13
gabarzgaleba
მეგრული ხორცის სუნელი ჩამოვიტანეთ სამეგრელოდან და ამ დღეებში მეგრული პამიდვრის წვენი უნდა გავაკეთოთ

chups.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 02:22
Moreira
QUOTE
მეგრული ხორცის სუნელი ჩამოვიტანეთ სამეგრელოდან და ამ დღეებში მეგრული პამიდვრის წვენი უნდა გავაკეთოთ


პამიდორი ალბათ მარნეულის გექნება ხომ? biggrin.gif

Posted by: marilis 15 Sep 2009, 02:54
ქალი დავბერდი და ლამის ოცნებად მექცა ელარჯის გასინჯვა,
ელარჯი!!! biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 03:02
marilis
QUOTE
ქალი დავბერდი და ლამის ოცნებად მექცა ელარჯის გასინჯვა,
ელარჯი!!! 


მართლა თუ ხუმრობ? თუ არ ხუმრობ გეხვანხვალოს ბარძგალა, იმისთანა ელარჯი გაჭამოს რო... biggrin.gif

Posted by: marilis 15 Sep 2009, 03:14
gabarzgaleba
QUOTE
მართლა თუ ხუმრობ? თუ არ ხუმრობ გეხვანხვალოს ბარძგალა, იმისთანა ელარჯი გაჭამოს რო... biggrin.gif

არა, რას ვხუმრობ,
მოვდივარ!!! bis.gif

Posted by: Frankens†ein 15 Sep 2009, 11:07
იმდენად მომწონს მეგრული სამზარეულო, შეიძლება ისეთი ცოლი მოვიყვანო, სიდედრი რო მეგრელი მყავდეს biggrin.gif

Posted by: rockataka 15 Sep 2009, 11:20
ღომის გარდა, კიდევ რა გაქვთ მეგრელებს რაიმე გამორჩეული? ნაღდათ მაინტერესებსsmile.gif ეხლა დავფიქრდი და ღომის და ელარჯის მეტი, ვერაფორი მომივიდა თავში.

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 11:25
rockataka
QUOTE
ღომის გარდა, კიდევ რა გაქვთ მეგრელებს რაიმე გამორჩეული?

ქათმის ხარჩოს ამზადებენ არაჩვეულებრივს,მეგრული ხაჭაპური დაცემაა love.gif

Posted by: annak 15 Sep 2009, 11:34
rtuli
QUOTE
მეგრული ხაჭაპური დაცემაა 

მართლა ძალიან გემრიელია. yes.gif
Frankens†ein
QUOTE
სიდედრი რო მეგრელი მყავდეს

თვითონ რო იყოს მეგრელი? არა ? smile.gif

August
QUOTE
გაგიჟდება კაცი!!!
კუპატს არავინ ახსენებს? მეგრულ კუპატს? არც კვარაცხელიების მეგრული ჯოგის "სილეგინს"? არც გებჟალიას? ... მეგრული საკმაზისნაირი არაფერი მოიპოვება დედამიწის ზურგზე ...

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: August 15 Sep 2009, 11:47
გაგიჟდება კაცი!!!
კუპატს არავინ ახსენებს? მეგრულ კუპატს? არც კვარაცხელიების მეგრული ჯოგის "სილეგინს"? არც გებჟალიას? ... მეგრული საკმაზისნაირი არაფერი მოიპოვება დედამიწის ზურგზე ...
გაგიჟდება კაცი!!! რა გაქვთ კარგი მეგრელებსო? ვავა biggrin.gif

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 11:54
August
QUOTE
გაგიჟდება კაცი!!! რა გაქვთ კარგი მეგრელებსო? ვავა 

არაფერია გასაგიჟებელი მემგონი.
თუ მეგრელებთან არგქონია შეხება როგორ გასინჟავდი კუპატს ან სხვა რამეს.
თუმცა კუპატს იმერლები კმაზავენ არაჩვეულებრივად.


QUOTE
არც კვარაცხელიების მეგრული ჯოგის "სილეგინს"?

აი ეს მაგალითად არვიცი რა არის rolleyes.gif

Posted by: rockataka 15 Sep 2009, 11:59
August
QUOTE
გაგიჟდება კაცი!!! რა გაქვთ კარგი მეგრელებსო?

მე ვიკითხე, რა გაქვთ ღომის და ელარჯის გარდა სხვა რამე გამორჩეულითქო.
ჭაპურს თუ მეგრელი იმერელზე კარგს გააკეთებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ხაჭაპური მეგრულია?
იგივეს ვიტყვი, მეგრული კუპატზეც?
მე აქცენტი მაქვს ისეთ კერძზე, რომელიც მოდის სამეგრელოს კუთხიდან. მაგალითად "ღომი". კახეთიდან, ხაშლამა და ბოზბაში. მთიულებიდან ხინკალი და ა.შ.
smile.gif

Posted by: August 15 Sep 2009, 12:07
rockataka
rtuli

უკაცრავად და თქვენ სმაილიკებს ვერ ხედავთ თუ მათი მნიშვნელობაა ასახსნელი biggrin.gif

ხაჭაპური ჯერ ერთი მე არ მიხსენებია ... მე თუ ვიტყოდი ჭვიშტარს ...
და თუ ეგრეა მაშინ არც ხაჭაპურზეა სალაპარაკო ბოლოს და ბოლოს ცომი და ყველია ისევე როგორც ხინკალი ცომი და ხორცია მოხარშული...
ეგრე ბოლოს სად ჩვალთ არ ვიცი...

სამზარეულო მხოლოდ საწყისი პროდუქტი არა და არც მხოლოდ ამ პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიაა
სამზარეულო ის სფეროაა სადაც ერთი პატარა კომპონენტის დამატებამ შეიძლება სულ შესცვალოს კერძის გემოც არომატიც და საბოლოოდ თავად ადამიანიც ...

ეჰჰ lol.gif


Posted by: rockataka 15 Sep 2009, 12:12
August
QUOTE
უკაცრავად და თქვენ სმაილიკებს ვერ ხედავთ თუ მათი მნიშვნელობაა ასახსნელი

სმაილიკით თუ მივუდგებით თქვენს დაწერილს, გამოდის რომ დასცინით მეგრულ სამზარეულოს.

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 12:12
August
QUOTE
უკაცრავად და თქვენ სმაილიკებს ვერ ხედავთ თუ მათი მნიშვნელობაა ასახსნელი


QUOTE
სამზარეულო მხოლოდ საწყისი პროდუქტი არა და არც მხოლოდ ამ პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიაა
სამზარეულო ის სფეროაა სადაც ერთი პატარა კომპონენტის დამატებამ შეიძლება სულ შესცვალოს კერძის გემოც არომატიც და საბოლოოდ თავად ადამიანიც ...

ეჰჰ

მადლობთ ჩატარებული ლექციისთვის lol.gif

Posted by: ბაჭი24 15 Sep 2009, 12:17
მიყვარს მეგრული სამზარეულო

მაგათი აჯიკა მიყვარს, ელარჯი, გებჟალია, ხაჭაპური, მოკლედ ყველაფერი

Posted by: August 15 Sep 2009, 12:21
ეჰჰ, ფორუმის კულგანყი რეალიზაციის ერთადერთი საშუალება ...

Posted by: pipa 15 Sep 2009, 12:26
ვაიმე, ჩემი ყოფილი დედამტილი აკეთებდა კერძებს...

ვაიმე მეთქი, ეს რა გამახსენეტ, მშია-ვკვდები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეგეთი ხელი ალბათ იშვიათია ვინმეს ქონდეს

ვერანაირ მეგრელებში, ეგეთი ელარჯი და ღომი ვერ გჭამე. გებჟალია love.gif

დოდო, მიყვარხარ!!!

Moreira
QUOTE
მეგრული ხორცის სუნელი ჩამოვიტანეთ სამეგრელოდან და ამ დღეებში მეგრული პამიდვრის წვენი უნდა გავაკეთოთ

მომკალი და ეგააა

August
კატეგორიული ბრძანდებით

Posted by: Did_Giorgi 15 Sep 2009, 12:31
Frankens†ein
QUOTE
შეიძლება ისეთი ცოლი მოვიყვანო, სიდედრი რო მეგრელი მყავდეს


biggrin.gif

მთლად მეგრელ ცოლს ვერ გარისკავ ხო, მაქსიმუმ სიდედრი givi.gif

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 12:33
rockataka
QUOTE
ღომის გარდა, კიდევ რა გაქვთ მეგრელებს რაიმე გამორჩეული?

ჯურჯანი yes.gif

Posted by: rockataka 15 Sep 2009, 13:28
amadeus
ხორციანი კერძია?

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 13:56
gabarzgaleba
ნურას უკაცრავად, სამეგრელოშიც მოყავთ პამიდორი, ბაბუაჩემს მაგალითად biggrin.gif

pipa
გაჩუქებ ერთ დიდ ბოთლს, მაინც ყველას ვჩუქნით და როგორ გაწყენინებ user.gif


Posted by: August 15 Sep 2009, 14:34
ფუჩხოლია თუ გაგიგიათ biggrin.gif

დიდი არაფერია რძეში (ცოტა მარილი უნდა) ჩატეხილი მჭადია, მაგრამ ახლა არ მითხრათ დღევანდელი ასე საქვეყნოდ აღიარებული corn flakes -ის წინაპარი არ არისო ... ვინ დაგიჯერებთ მაგას...

და კიდო wink.gif ოჯალეში ბატონო ჩემო

Posted by: Moreira 15 Sep 2009, 14:48
August
მე ფუჩხოლია ვიცი რომ სხვას ჰქვია, ნუ, სულ ასე ვიცოდი :

ჭყინტი ყველი უნდა დააქუცმაცო და პიტნის აჯიკაში არიო, გებჟალიას მშრალი ვარიანტია : )

Posted by: tos-ka 15 Sep 2009, 15:06
August
QUOTE
ფუჩხოლია თუ გაგიგიათ

Moreira
QUOTE
August
მე ფუჩხოლია ვიცი რომ სხვას ჰქვია, ნუ, სულ ასე ვიცოდი :

ჭყინტი ყველი უნდა დააქუცმაცო და პიტნის აჯიკაში არიო, გებჟალიას მშრალი ვარიანტია : )


August
QUOTE
ფუჩხოლია თუ გაგიგიათ


ფუჩხოლია (ფუჩხოლილი) დაქუცმაცებულს ნიშნავს . . . ასე, რომ თავისუფლად შეიძლება რძეში ჩაფშვნილი მჭადიც იგულისხმო და დაფშვნილი ყველიც. თუმცა მე პრიორიტეტს ცხელ ღომში ჩამდნარ პიტნაგარეულ ჭყინტ ყველს ვანიჭებ, მაგალ'ითად biggrin.gif
ჰო, მართლა! ბარძგალ ჩემი აღფრთოვანებული ოვაციები შენს დას! დიდი ხანია ტაბლაზე ასე ოსტატურად დაგებული ღომი არ მინახავს! თან რა გემრიელი იქნებოდა . . .

Posted by: amadeus 15 Sep 2009, 15:16
rockataka
QUOTE
ხორციანი კერძია?

წელებია

Posted by: August 15 Sep 2009, 15:18
Moreira
რაც ტავი მახსოვს, არა და არ ვარ პატარა biggrin.gif , ასეთი ფუჩხოლია კეთდებოდა ჩვენთან ჯერ ბებიაჩემებისგან და მერე ჩემი ბიწებიც გიჟდებოდნენ ცხელ მარილიან რძეში ჩატეხილ ძალიან თხელ მჭადზე.

მეგრული სამზარეულოს მთავარი ღირსება არის მისი პროდუქტები ...
სიმინდზე გაზრდილი საქონელი ... ზოგმა ახლა რომ აღმოაჩინა ეს ფენომენი ეგ ისეა როგორც "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო ...

მერე კიდენა შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ვარ სენი ხელმწიფე ... ასე სიმინდზე გამოზრდილი საქონლის (მათ შორის კამეჩის) მოუხდელი რძე ... სამეგრელოში ერბო არ კეთდება და ამდენად რძეს ყველა თავისი უმთავრესი სიკეთე შენარჩუნებული აქვს აქედან მეგრული მაწონი, ნადუღი, ჭყ.ყველი და სულგუნი არის უგემრიელესი... შებოლილი სულგუნი ხომ ცალკე "სიმღერაა" და
არაფერს ვამბობ თხებსა და ციკნებზე ... ისე სულგუნით "ფარშირებული" ციკანი თუ არ გიჭამიათ არ თქვათ სამეგრელო მინახიაო, ან მეგრული კუჭმაჭი თუ არ გაგისინჯავს
rockataka
QUOTE
ჯურჯანი

აი, ეგაა მეგრული კუჭმაჭი ... ხახვ- ნიორ-წიწაკა-ქონდარ- ბროწეულებით ... ცხელი, ცხელი ღომითა და ოჯალეშით

"ჯა" მეგრულად ხეს ნიშნავს "ოჯალეში"-ს ზუსტი თარგმანი "სა-ხე-ო " იქნება

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 15:30
არ იჩხუბოთ! მეგრული სამზარეულო ვერ იტანს გაუგებრობებს, იგი გასტრონომიული სამოთხეა biggrin.gif

rtuli
QUOTE
ღომის გარდა, კიდევ რა გაქვთ მეგრელებს რაიმე გამორჩეული?

ქათმის ხარჩოს ამზადებენ არაჩვეულებრივს,მეგრული ხაჭაპური დაცემაა 


და საქონლის ხარჩო? ეგაა რაცაა.

August

QUOTE
გაგიჟდება კაცი!!!
კუპატს არავინ ახსენებს? მეგრულ კუპატს?


თემის სათაურშია გამოტანილი კუპატიცა და კამბეჩის სულგუნიც, დანარჩენები იმედია გემოანად დაკონკრეტდება smile.gif

Posted by: annak 15 Sep 2009, 15:32
gabarzgaleba-
QUOTE
არ იჩხუბოთ! სამზარეულო ვერ იტანს გაუგებრობებს, იგი გასტრონომიული სამოთხეა

yes.gif yes.gif smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif
QUOTE
დიდი არაფერია რძეში (ცოტა მარილი უნდა) ჩატეხილი მჭადია,

მიყვარს რაჭაში და იმერეთშიც აკეთებენ.
და მდოში ჩაყრილ მჭადებსაც.

Posted by: tos-ka 15 Sep 2009, 15:34
gabarzgaleba
QUOTE
არ იჩხუბოთ! მეგრული სამზარეულო ვერ იტანს გაუგებრობებს, იგი გასტრონომიული სამოთხეა

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif 2kiss.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 15:35
ეს 2007 წლის დეკემბერში დამიწერია, ეგდოს აქაც smile.gif

"როცა ნაღდი კამეჩის სულგუნი მახსენდება, ყველაფერი მავიწყდება. არც ერთ ყველს არა აქვს ეგეთი სურნელი, როგორც კამეჩის სულგუნს, ეგეთი თეთრი ფერი ბუნებაში არ არსებობს, კამეჩის სულგუნის როა, ახალი კამეჩის ყველივით ცოცხალი და უსასრულო გემოს მქონე არცერთი ახალი ყველი არაა. ხალამში დავარგებული კამეჩის ყველიც ძალიან მაგარია. არაერთხელ მინახავს ჩემი თვალით კამეჩის ყველის ამოყვანა, ჩემი ბიცოლების ხელით ნაფერები კამეჩის ყველი არაერთხელ დამიგემოვნებია ბავშვობიდან მოყოლებული და ამიტომ, ამ ყველს მე ვერ ვუწოდებ მხოლოდ კამეჩის ყველს, ეს არაა უბრალოდ ყველი, ესაა სიცოცხლის ფსალმუნი, გემოვნების ქება-ქებათა და მოგონებათა ეკლესიასტე."
* * *
მდაა

აქ თუ არ ვპოსტო მეგრულ კულინარიაზე, სკუმბრია ვიყო!

http://forum.ge/?showtopic=33800012&st=0&hl=

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 20:00
http://forum.ge/?showtopic=33800012&st=0&hl=

აქეთ გადავინაცვლოთ მეგრელებმა biggrin.gif

ან აქ:

http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=298&st=0

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 20:26
gabarzgaleba
QUOTE
არ იჩხუბოთ! მეგრული სამზარეულო ვერ იტანს გაუგებრობებს, იგი გასტრონომიული სამოთხეა

no.gif
ჩემი პოზიცია გამოვხატე yes.gif

პ.ს. ჩხუბი არა მაგრამ,კამათი შემიძლია ღირსეულ მეთოკესთან yes.gif smile.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 20:35
ბარდაგია ამ "ქართულ კულინარიაში", აჯაფსანდალი, უგემური აჯაფსანდალი.

დასაყოფია მემგონი ყველაზე გამორჩეულ სამზარეულოებად ეს თემა.

ჩემი გახსნილი 3-4 თემა უკვე მიუერთეს ამ "სალაფავ", მანიფაფა თემას.

სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს განურჩევლობა, ძველი მოდერისგან მემკვიდრეობით მიღებული?

მეგრულ, რაჭულ, კახურ, თუშურ, სვანურ და სხვ. სამზარეულოებზე ხშირად მინდება ხოლმე დაპოსტვა, მაგრამ არასდროს მიმდის გული ამ ამორფულ თემაში დავპოსტო რამე.

Posted by: vavano 15 Sep 2009, 20:48
QUOTE
ჭაპურს თუ მეგრელი იმერელზე კარგს გააკეთებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ხაჭაპური მეგრულია?

1000%,
მეგრულ ხაჭაპურს რომ ახსენებენ მეგრელებო არ გეწყინოტ და მეცინება ძალიან გავს ცოტა ხნის წინ ტელევიზპრში გასუილ რეკლამას
აჭარული ლობიანის შესახებ. ბავშვობაში სამეგრელოში რომ დავდიოდი არასდროს არ გამიგია რომ ოჯახში ვინმეს ეტქვას ეხლა მეგრულ ხაჭაპურს დავაცხობო. აკეტებდნენ ჩვეულებრივ იმერულ ხაჭაპურს. პირველად დაახლოებიტ 7-8 წლის წინ გამოჩნდა ტბილისის საცხობებში ე.წ. მეგრული ხაჭაპური მაშინ 30 წლის ვიყავი (ანუ 20 წელი ტბილისში და საქართველოში არ არსებობდა ან არ გამიგია ასეტი ხაჭაპური. დავიჯერო თბილისში ამდენი რესტორნები იყო ეხლაც და კომუნისტების დროს და ერთი მაინც არ აცხობდა მეგრულ ხაწაპურს? და განსხვავება არის მხოლოდ ზემოდან ყველის მოყრა.
მეგრელებს ძალიან კარგი სუფრა აქვტ. დიდ ახნია არ ვყოფილვარ ორტაჭალაში დავდიოდიტ სულ ეკოს ბენზინგასამარტ სადგურტან. ფანტასტიკური ელარჯი, კუპატი და გოჭის ხორცი ქონდატ. ეგეტი კოჭის ხორცი ტბილისში არავის ქონდა. სამწუხაროს კარგა ხანია არ ვყოფილვარ.
ძალიან მაგარი აქვტ მეგრელებს ციკანი. უგემრილესი. და კუჭმაჭს აკეტებენ მაგრა.

Posted by: miau 15 Sep 2009, 21:40

gabarzgaleba
QUOTE
ჩემი გახსნილი 3-4 თემა უკვე მიუერთეს ამ "სალაფავ", მანიფაფა თემას.


ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ, ვინ რა აზრს გამოხატავს ამათუ იმ საკითხზე და რამდენად კომპეტენტურია ... wink.gif

თემების რაოდენობა იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კუთხე გვაქვს საქართველოში :

მეგრული
იმერული
რაჭული
სვანული
კახური
ქართლური
აფხაზური
თუშური
ფშავური
ხევსურული
აჭარული
მესხეთ-ჯავახეთი


მე ვფიქრობ, რომ ქართული კულინარია ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი მთლიანობა. საბოლოო ჯამში, მაინც ერთი ქვეყანაა და ზალიან ბევრი რამ აერთიანებს სხვადასხვა კუთხეს. თუ თუ თქვენთვის, ყველასთვის მისაღებია რომ იარსებობს 12-მა თემამ, ასეც იყოს, მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ - მოდი, ჩამოვთვალოთ თითო კუთხეს რამდენი კერძი აქვს და მერე ნათელი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია თითოეულ კუთხეს თითო თემა მივუძღვნათ. საბოლოოდ შეგვრჩება რამოდენიმე კერძი და გაუთავებელი ჩატი. თუ გნებავთ, ვცადოთ და თუ მართალი აღმოვჩნდები, იმედია სადავო აღარაფერი იქნება wink.gif








* * *
PS. გურული კერძები გამომრჩა - ესეც 13-ე gigi.gif

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 21:49
miau
QUOTE
გურული კერძები გამომრჩა - ესეც 13-ე

აუ რა მეცამეტე გოჭივით გაგახსენდა punch.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 21:53
miau
QUOTE
მე ვფიქრობ, რომ ქართული კულინარია ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი მთლიანობა. საბოლოო ჯამში, მაინც ერთი ქვეყანაა და ზალიან ბევრი რამ აერთიანებს სხვადასხვა კუთხეს.


ვერ დაგეთანხმები, აუაუს კითხე თუ გინდა და გეტყვის რამდენი რამე აქვთ "საერთო" მაგალითად მეგრულ და კახურ სამზარეულოს, ანდა სვანურს და ფშავურს (რაღა აუაუ, ეგ ხო შენც კარგად იცი smile.gif). არ არის აუცილებელი ყველაფერს გავუხსნათ თემა. როცა ვინმე გახსნის კონკრეტულ თემას ამათუიმ კუთხეზე + თუკი შეუძლია რეცეპტებიც დაყაროს და იმ კუთხის ფილოსოფიაზეც ისაუბროს, რატო უნდა გავაერთიანოთ ამ "ობშეპიტ" თემაში არ მესმის. დავუშვათ გახსნა ხო ვიღაცამ მესხურ სამზარეულოზე თემა... შეხედე ერთიორი დრე, თუ ვერ ქაჩავს ვერც ავტორი და ვერ თანაავტორებიი, უკარი თავი ამ "აბშიაკში", თუარადა იყოს, იარსებოს. ეს პატარა ქვეყანა სწორედ მრავალი ფერით არის საინტერესო და თითოეულ ამ ფერს თავისებური მიდგომა უნდა.

თუარადა ბოლოს მიიღებ იმას, რაც დღევანდელ საქართველოში ისედაც თავზე საყრელად გვაქვს: ხინკალს ქუთაისურად, მარნეულის სულგუნს, ქიზიყურ ხაჭაპურს, აჭარულ ჩაქაფულს biggrin.gif

Posted by: miau 15 Sep 2009, 22:06
gabarzgaleba


იცი რა, სადაც კახეთს აქვს არსებობის უფლება, იქვე აქვს უფლება იარსებოდს ნებისმიერმა სხვა თმამ კონკრეტულ კუთხეზე. smile.gif შეიძლება არა აქვს საერთო თუშურს და მეგრულს, მაგრამ მეგრულს, გურულს და იმერულს აშკარად აქვს საერთო. smile.gif ასევე ქართლურს და კახურს; თუშურს, ფშავურს და ხევსურულს; კარტოფილის ხინკალს აკეთებენ სამხრეთ საქართველოშიც, პარალელების პოვნა შეიძლება მასსა და აჭარულ კულინარიას შორისაც. აქ მარტო კერძებზე ხომ არ არის საუბარი, ზოგადად ტრადიციებიც იგულისხმება, სხვანაირად კუჭს ვერ გავცდებოდით და კულინარიაც ხელოვნება არ იქნებოდა biggrin.gif
ვცადოთ, კი ბატოინო, მე განა რაღაც განსაკუთრებული პრინციპები მაქვს ამ საკითხთან, მაგრამ მგონი გაუგებრობებს გამოიწვევს.
მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთი თემა, სადაც თავს მოიყრის საქართველოს ყველა კუთხე და და განხილული იქნება პარალელები და განსხვავებები სხვადასხვა კუთხის სამზარეულოებს შორის. თუ ტემა არ ივარგებს, უნდა წაიშალოს და არა რამეს მიუერთდეს smile.gif

გამოთქვან სხვებმაც აზრი, მაგის მიხედვით მივიღებთ მე და მოდერი გადაწყვეტილებას smile.gif

Posted by: hirondelle 15 Sep 2009, 22:07
gabarzgaleba
QUOTE
ხინკალს ქუთაისურად, მარნეულის სულგუნს, ქიზიყურ ხაჭაპურს, აჭარულ ჩაქაფულს

რა პოეტურად გამოგივიდა biggrin.gif

Posted by: miau 15 Sep 2009, 22:10
QUOTE
თუარადა ბოლოს მიიღებ იმას, რაც დღევანდელ საქართველოში ისედაც თავზე საყრელად გვაქვს: ხინკალს ქუთაისურად, მარნეულის სულგუნს, ქიზიყურ ხაჭაპურს, აჭარულ ჩაქაფულს



...და გგონია არ იციან ხინკალი სადაურია? - უბრალოდ, ჰგონიათ, რომ როგორც ამზადებენ, ისე ჯობს, ზუსტადაც ესაა მთავარი უბედურება. smile.gif

Posted by: ფელამუში- 15 Sep 2009, 22:17
თათარა და ფელამუში ქართული სამზარეულოს გარდა სადმე გვხვდება?


საინტერესოა

Posted by: rtuli 15 Sep 2009, 22:19
gabarzgaleba
QUOTE
თუკი შეუძლია რეცეპტებიც დაყაროს და იმ კუთხის ფილოსოფიაზეც ისაუბროს

მე მხოლოდ ფილოსოფია მოვისმინე დღეს.
არცერთი რეცეპტი და განსაკუთრებული კერძის დასახელება არგვეღირსა user.gif

Posted by: miau 15 Sep 2009, 22:26
ფელამუში-

წინა თემა წავშალე და მეგონა მიხვდებოდით, რომ ცალკეულ კერძებზე აქ თემებს არ ვხსნით smile.gif
არსებობს ქართული კულინარიის თემა, გირჩევტ იქ შემობრძანდეთ, სწორედ მაგ საკითხებზე ვსჯელობთ ახლა smile.gif ეს თემა კი მიუერთდება ქართულ კულინარიას .

smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Sep 2009, 22:53
აი, მიუერთდა კიდეც wink.gif biggrin.gif












............................

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 23:23
rtuli
QUOTE
მე მხოლოდ ფილოსოფია მოვისმინე დღეს.
არცერთი რეცეპტი და განსაკუთრებული კერძის დასახელება არგვეღირსა 


ხოდა იყავით მაშინ ამ საერთოქართულ აჯაფსანდალში, გკოცნით გეხვევით smile.gif

Posted by: ფელამუში- 15 Sep 2009, 23:29
მართლაც რომ აჯაფსანდალია მგონი და ვის ცალია ფელამუშზე სალაპარაკოდ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2009, 23:31
miau
QUOTE
იცი რა, სადაც კახეთს აქვს არსებობის უფლება, იქვე აქვს უფლება იარსებოდს ნებისმიერმა სხვა თმამ კონკრეტულ კუთხეზე.  შეიძლება არა აქვს საერთო თუშურს და მეგრულს, მაგრამ მეგრულს, გურულს და იმერულს აშკარად აქვს საერთო.  ასევე ქართლურს და კახურს; თუშურს, ფშავურს და ხევსურულს; კარტოფილის ხინკალს აკეთებენ სამხრეთ საქართველოშიც, პარალელების პოვნა შეიძლება მასსა და აჭარულ კულინარიას შორისაც. აქ მარტო კერძებზე ხომ არ არის საუბარი, ზოგადად ტრადიციებიც იგულისხმება, სხვანაირად კუჭს ვერ გავცდებოდით და კულინარიაც ხელოვნება არ იქნებოდა 
ვცადოთ, კი ბატოინო, მე განა რაღაც განსაკუთრებული პრინციპები მაქვს ამ საკითხთან, მაგრამ მგონი გაუგებრობებს გამოიწვევს.
მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთი თემა, სადაც თავს მოიყრის საქართველოს ყველა კუთხე და და განხილული იქნება პარალელები და განსხვავებები სხვადასხვა კუთხის სამზარეულოებს შორის. თუ ტემა არ ივარგებს, უნდა წაიშალოს და არა რამეს მიუერთდეს გამოთქვან სხვებმაც აზრი, მაგის მიხედვით მივიღებთ მე და მოდერი გადაწყვეტილებას 


არ მესმის რა გაუგებრობა უნდა გამოიწვიოს. ადრე ამ განყოფილებაში იყო ასეთი წესები. მაშინდელმა მოდერმა სულ რამდენიმე დღეში ერთმანეთის მიბმით გახსნა თემები, ხორციანი, პოსტნეული, ბურღულეულიდა ა შ. ანუ მოვლენების განვითარებას კიარ დაელოდა, დაყარა რა თემები, რაიცი რაში გამომადგებას ამბავში. ხოდა ახლა მაინც სჯობს ბუნებრიობისკენ შეიცვალოს ეს ამბავი. გავხსნათ რამე თემა, მაგალითად, კახურ სამზარეულოზე (შეგახსენებთ, ლაზურ სამზარეულოზე თემა არსებობს და ასეთუისე ვითარდება, რა, გიორგი კალანდიას ხათრით დატოვეთ თუ მის ჯინაზე? biggrin.gif), ხოდა ნახავ რა აქვს თუ არა აზრი ეგეთი თემის დატოვებას.

"ქართული სამზარეულო" არი სისულელე, უკრაინული ფორუმია თუ რა უბედურებაა? ისედაც ქართული არაა ეს ყველაფერი? მოდი რა დავაკონკრეტოთ, თორე თავი მოსკოვის ყველაზე კიჩურ ქართულ რესტორანში მგონია smile.gif

Posted by: miau 15 Sep 2009, 23:58
gabarzgaleba
QUOTE
ლაზურ სამზარეულოზე თემა არსებობს და ასეთუისე ვითარდება, რა, გიორგი კალანდიას ხათრით დატოვეთ თუ მის ჯინაზე


ალბათ იმიტომ, რომ დღემდე ბევრი ლაზი თავს ქართველად არ მიიჩნევს gigi.gif


ველოდები კულინარიის აქტიური წევრების აზრებს smile.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 00:02
აი გურული ვარ და გურულ სამზარეოლოში რა შედის კი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 00:03
QUOTE
აი გურული ვარ და გურულ სამზარეოლოში რა შედის კი არ ვიცი 


აჰა, ესეც მე ვარ? არადა აქამდე კაცი დაიზეპირებდა თავის სამზარეულოს, რომ არა ეს "ქართული სამზარეულო" biggrin.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 00:05
hirondelle

ყვავილოვანი კომბოსტო wink.gif

tavadze ხშირად ამზადებს ხოლმე



gigi.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 00:12
არადა მემგონი იგივე საჭმელები გვაქვს რაც იმერლებს და მეგრელებს, "დათა თუთაშხიაში" კია გურულ ხაჭაპურს რა სჯობსო მარა იმერელი იტყვის ჩვენი ჯობიაო biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 00:25
QUOTE
აი გურული ვარ და გურულ სამზარეოლოში რა შედის კი არ ვიცი 

მაგათი პატალოკია კეჟერა ფხალი biggrin.gif



პ.ს. არადა, მხოლოდ გაგონილი მაქვს, აზრზე არა ვარ როგორია ეს კეჟერა ფხალი wink.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 00:34
hirondelle
QUOTE
არადა მემგონი იგივე საჭმელები გვაქვს რაც იმერლებს და მეგრელებს, "დათა თუთაშხიაში" კია გურულ ხაჭაპურს რა სჯობსო მარა იმერელი იტყვის ჩვენი ჯობიაო 


ე ბიჯო მაგია მთავარი. ჩაი ჩინელების ხოა? მარა იაპონელებისაც ხოა? კორეელებისაც ხოა? ინდოელებისაც? (ჰე ახა, ამეიღეთ ხმა გურულებმა და მეგრელებმაც biggrin.gif) მარა ხოარ ქვია პროსტო "ჩაი", არამედ ... ჩაი, ... ჩაი და ა.შ. კულტურაა მაი, კულტურა. ამიტომ, ხოარი იმერული ხაჭაპური? მაგრამ სამეგრელოშიც კულტურის ნაწილი გახდა ხაჭაპური, გურიაშიც... მჭადი, აჯიკა, ფხალეული, ჩაქაფული ხო აღმოსავლურია, მარა ტელეფაში როა ცხვარი? იმერული ჩაქაფულიც როა?

Posted by: niki_ niki 16 Sep 2009, 00:37
კახელების ხაშლამა


rolleyes.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 00:45
gabarzgaleba
გამახსენდა, ბებიაჩემი აკეთებდა საშობაოდ გურულ ღვეზელს ვოტ...

ხაჭაპურს ასი თავით ჯობია სხვათაშორის

Posted by: miau 16 Sep 2009, 00:52
WOMAN IN LOVE
QUOTE
პ.ს. არადა, მხოლოდ გაგონილი მაქვს, აზრზე არა ვარ როგორია ეს კეჟერა ფხალი


ამწნილებენ და ნიგვზით აკეთებენ, კარგია smile.gif აჭარაში კიდევ კეჟერას ფოთლებში საოცარ ტოლმას ამზადებენ მოშუშული ფარშით, კიდევ ჭადის ფქვილთან და კარაქთან ერთად აკეთებენ ფხალს - ეს მთლად საოცრებაა, აჭარულ ფხალზე ვგიჟდები. smile.gif

gabarzgaleba
QUOTE
ჩაქაფული ხო აღმოსავლურია, მარა ტელეფაში როა ცხვარი? იმერული ჩაქაფულიც როა?

აი, მგონი უკვე მივედით ქუთაისურ ხინკლამდე gigi.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 00:52
miau
გოგო, ხინკალი ქუთეისურია კაი, აბა მოხევური ვარგა? biggrin.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 00:57
miau
QUOTE
აი, მგონი უკვე მივედით ქუთაისურ ხინკლამდე

ეგ რომელი? ფხალი როა შით ხორცის მაგივრად? biggrin.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 01:02
hirondelle
QUOTE
ეგ რომელი? ფხალი როა შით ხორცის მაგივრად? 

biggrin.gif
არააა, კეჟერა ფხალია არის იგივე შავი ფხალი და მის ფოთლებში აკეთებენ ხორცის ფარშის ტოლმას smile.gif ფარშში კიდევ უკეთდება პრასი და მწვანილი

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 01:03
miau
არა მე ქუთაისურ ხინკალზე ვთქვი biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 01:04
miau
QUOTE
აი, მგონი უკვე მივედით ქუთაისურ ხინკლამდე


ქუტაისური ხინკალი აბსურდია, ტელეფას ცხვრის ცაქაფული კი კუნტურა.

მოკლედ რაც გინდათ ის ქენით, მე აქ თემის გამხსნელი აღარა ვარ, იმდენი თემა დამიმახინჯეთ უკვე...

Posted by: miau 16 Sep 2009, 01:06
hirondelle
ქუთეისური ხინკალი? - უცხო სუნელის თანხლებით smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 01:06
gabarzgaleba
რათ გვიბრაზდები, მახოჯან? sad.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 01:08
სხვათაშორის უნივერსიტეტში ჩემს ჯგუფელს ქონდა სადიპლომო "აჭარული სამზარეულო"
და მახსოვს ათასხუთასზე მეტი რეცეპტი მოაგროვა, აბა არ ღირს ცალკე თემად?! yes.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 01:14
ვიძახი ასეთ რამეს - შემოვიდნენ კსხვა ფორუმელებიც და ტავისი აზრი გამოხატონ, მაგის შემდეგ გადავწყვიტოთ ხმათა უმრავლესობით ეს სადავო საკითხი - მე ასეთი აზრი მაქვს.

რა არის აქ საწყენი, ნამდვილად არ მესმის. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 01:16
hirondelle
QUOTE
სხვათაშორის უნივერსიტეტში ჩემს ჯგუფელს ქონდა სადიპლომო "აჭარული სამზარეულო"
და მახსოვს ათასხუთასზე მეტი რეცეპტი მოაგროვა, აბა არ ღირს ცალკე თემად?! 


მეც მაგას არ ვამბობ? მარა შემოგიბრუნებიან და გეტყვიან, "სეპარატისტ, სიდი დვა გოდა" smile.gif

WOMAN IN LOVE

მითხარი, სასადილო გირჩევნია ნახერხიან "იაშიკებში" ბორჯმებით და სამიდღისწინანდელი გულიაშებით თუ ოჯახში, ბუხრის პირას ჭუკჭუკი?

არა მითხარი, მითხარი...

biggrin.gif

miau
QUOTE
ვიძახი ასეთ რამეს - შემოვიდნენ კსხვა ფორუმელებიც და ტავისი აზრი გამოხატონ, მაგის შემდეგ გადავწყვიტოთ ხმათა უმრავლესობით ეს სადავო საკითხი - მე ასეთი აზრი მაქვს.


რიგში დგანან smile.gif

ჩემი თემები რო ამ ობშეპიტს მიაწეპეთ, მკვდარი ბუზივით, ხმათა უმრავლესობით მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება? biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 01:17
hirondelle
QUOTE
სხვათაშორის უნივერსიტეტში ჩემს ჯგუფელს ქონდა სადიპლომო "აჭარული სამზარეულო"

თუ საიდუმლო არაა, სად სწავლობდი? rolleyes.gif boli.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 01:22
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 16 Sep 2009, 01:17 )
hirondelle
QUOTE
სხვათაშორის უნივერსიტეტში ჩემს ჯგუფელს ქონდა სადიპლომო "აჭარული სამზარეულო"

თუ საიდუმლო არაა, სად სწავლობდი? rolleyes.gif boli.gif

საპოვროზე givi.gif


არაა, ეთნოგრაფიულზე war.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 01:22
gabarzgaleba
QUOTE
ჩემი თემები რო ამ ობშეპიტს მიაწეპეთ სხვადასხვა დროს მკვდარი ბუზივით, ხმათა უმრავლესობით მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება? 


ვააა, ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს (რომ ნორმალურ სიტუაციაში ერთი თემა საქართველოს კულინარიას უნდა ეყოს )და ჩვენი წესები, რომელიც წინა მოდერებმა დაგვიტოვეს biggrin.gif (შეგიძლია გადახედო წესებს ) და თუ ასე მიუღებელია და გულსატკენი, მაშინ ვნახოთ სხვაც რას ფიქრობს.,

სულ ესაა. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 01:26
miau
QUOTE
რომ ნორმალურ სიტუაციაში ერთი თემა საქართველოს კულინარიას უნდა ეყოს


ახლა რაც საქართველოში ხდება, ნორმალური სიტუაციაა? biggrin.gif

(განყოფილებაში 217 თემაა, აქედან ერთია ქართულ კულინარიაზე, საქმეა ახლა ეს?)

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 01:30
ერთი იტალიური ფორუმი ვიცი, კულინარიის განყოფილებაში, ყველა პროვინციას თავისი თემა აქვს ისე განსხვავდება ერთმანეთისგან smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 01:30
gabarzgaleba
თვით ქართული სამზარეულოს თემაც კი ვერ ქაჩავს და ვთქვათ, გაიხსნა კუთხური სამზარეულოების თემა, განა რას გაჩაქავს? დაიწერება თითოში ასე 2-3 გვერდი, ისიც ძირითადად უაზრო კომენტარებით, როგორიცაა: უჰ, ეგ ძაან მაგარია!!! იფ, იფ, იფ.. რას შევჭამდი ახლა მაგას?! და ეს თემებიც ჩაიძირება ფსკერზე (როგორც არაერთი ჩაძირულა)... შეიძლება ვცდები, არ ვიცი, ექსპერიმენტიც მაქვს აგერ ლაზური სამზარეულოს თემის სახით, სადაც კარგა ხანია აღარავის შეუხედავს yes.gif

რა მაგის პასუხია და კუტზეესი რამე არ გაქ? მათხოვე rolleyes.gif

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 01:35
WOMAN IN LOVE
QUOTE
თვით ქართული სამზარეულოს თემაც კი ვერ ქაჩავს და ვთქვათ, გაიხსნა კუთხური სამზარეულოების თემა, განა რას გაჩაქავს

დღეს გავაკეთე ხომ ქაჩავს biggrin.gif

Posted by: strixnina_ 16 Sep 2009, 01:35
რამდენია საჭირო? chups.gif
http://www.radikal.ru

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 01:42
WOMAN IN LOVE
QUOTE
თვით ქართული სამზარეულოს თემაც კი ვერ ქაჩავს და ვთქვათ, გაიხსნა კუთხური სამზარეულოების თემა, განა რას გაჩაქავს? დაიწერება თითოში ასე 2-3 გვერდი, ისიც ძირითადად უაზრო კომენტარებით, როგორიცაა: უჰ, ეგ ძაან მაგარია!!! იფ, იფ, იფ.. რას შევჭამდი ახლა მაგას?! და ეს თემებიც ჩაიძირება ფსკერზე (როგორც არაერთი ჩაძირულა)... შეიძლება ვცდები, არ ვიცი, ექსპერიმენტიც მაქვს აგერ ლაზური სამზარეულოს თემის სახით, სადაც კარგა ხანია აღარავის შეუხედავს 


ხომარა არც ერთხელ არ ჩაგიტარებია ექსპერიმენტი, მეგრული მეორე დრესვე მიუერთეთ ეორჯერ, რაჭულიც მიუერთეთ. დააცადეთ რო? იმიტომაც ღაფავს სულს ეს უსახური თემა ასე როა ალუფხული ყველაფერი, თორე, აბა გენახა, როგორ აღყვავდებოდა მაგ. კახური სამზარეულოს თემა.

სამაგიეროდ ახლა ისე გაქვთ მოწყობილი საქმე, ბოზბაშზე რო მოუნდეს კაცს დაწერა, წვნიანებში უნდა დაპოსტოს (!!!!), ხაჭაპურზე ცომეულ-ბურღულეულში (ფუ ჩემი!!!!), აბა მიხვდი კუბდარზე სად უნდა დაპოსტო? biggrin.gif

QUOTE

რა მაგის პასუხია და კუტზეესი რამე არ გაქ? მათხოვე 


რა მეკუტზეება თუ და ხარ, ქართული გასტრონომია თავზე გვენგრევა biggrin.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 01:52
gabarzgaleba
QUOTE
იმიტომაც ღაფავს სულს ეს უსახური თემა ასე როა ალუფხული ყველაფერი, თორე, აბა გენახა, როგორ აღყვავდებოდა მაგ. კახური სამზარეულოს თემა.


რაც სხვა თემებში ხდება, ის მოხდებოდა - აუ, როგორ მიყვარს! აუ, რა გემრიელია ! ან დაიწყება VS თემები - მეგრული ჯობია თუ კახური და ა.შ. მარტო 1-2 თუ წერს რაიმე ფასეულს და თუ უშინაარსო პოსტებს წაშლი, იწყება მერე პრეტენზიების მთელი ნაკადი. smile.gif ცალკე ფორუმი რომ იყოს კულინარიის, კიდევ ჰო - ადამიანს ეცოდინებოდა სად არის გაერთიანებული, მაგრამ ეს საერთო ფორუმია და ძალიან ბევრი ან პოსტების დასაგროვებლად შემოდის, ან მშიერი კუჭისთვის ფოტოებით ნუგეშის მისაცემად biggrin.gif ან მხოლოდ რეცეპტებისთვის. კულინარიული ფილოსოფიისადმი მიდრეკილება აშკარად ნაკლებია. smile.gif
ძალიან კარგი თემაა კულინარიული ლეგენდები, რამდენჯერ ვცადე, რომ ამომექაჩა, მაგრამ იძირება ზუსტად ამ მიზეზებისდა გამო. smile.gif

Posted by: August 16 Sep 2009, 01:58
rtuli
QUOTE
მე მხოლოდ ფილოსოფია მოვისმინე დღეს.


miau
QUOTE
კულინარიული ფილოსოფიისადმი მიდრეკილება აშკარად ნაკლებია.


აპრედელიტეს, ტავარიშჩი, რა გინდებლარიენ lol.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 02:02
miau
QUOTE
კულინარიული ფილოსოფიისადმი მიდრეკილება აშკარად ნაკლებია.

QUOTE
ძალიან კარგი თემაა კულინარიული ლეგენდები, რამდენჯერ ვცადე, რომ ამომექაჩა, მაგრამ იძირება ზუსტად ამ მიზეზებისდა გამო. 


მოუკვდა პატრონი ფილოსოფიასაც და ლეგენდებსაც. სხვა რამეს ვგულისხმობ სხვას, ვააჰ. ლეგენდა კიარა, უხერხულია, ჩაქაფული რო სადღაც წვნიანებში კერძებშია ჩაკარგული, ქაბაბი კიდე ხორცეულში biggrin.gif ფორუმია თუ კულინარიული საიტი? მაშინ რა საჭიროა განყოფილება? დავტოვოთ "დღეს გავაკეთე" და აგროვოს ხალხმა პოსტები, მერე კიდე 100-მდე რო ავა ხოლმე თემა ყოველ მეორე დღეს, ერთმანეთს დაასწრებენ ვინ უფრო მალე გახსნის თემას და ა.შ.

+

არსებობს მოგონებები, პირადი გამოცდილება, სურვილები, ოცნებები და ა.შ.

ფილოსოფიას არ ვაწვები, ვიმეორებ, მე მხოლოდ ხაზგასმის მომხრე ვარ, სწორი მიწოდების...

Posted by: miau 16 Sep 2009, 02:11
gabarzgaleba

სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, სულ 5-6 იუზერი წერს თავისი სურვილით შესაბამის განყოფილებაში რეცეპტებს, დანარჩენი "დღეს გავაკეთე"-დან ჩვენ გადაგვაქვს biggrin.gif ქაჩავს კიდევ რჩევების თემა, მეტ-ნაკლებად - სად რა იყიდება და რა პროდუქტია კარგი... smile.gif
დანარჩენი თემები, შეიძლება ძალიანაც საინტერესო იყოს, ძალიან მალე იძირება, შენ ვერ ამჩნევ?
რა ვიცი, ვფიქრობ ახლა, სხვა რა ფორიმით სეიძლება თემის გახსნა, მაიმუნობად რომ არ გადაიქცეს. ქართული ღვინის ტემაც ჩაძირულია, ეგეც არ აინტერესებთ აშკარად. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 02:12
gabarzgaleba
ასეთ პოსტებს დადებენ აქ?

http://www.facebook.com/note.php?note_id=132821758736

rolleyes.gif


Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 02:20
WOMAN IN LOVE
QUOTE
ასეთ პოსტებს დადებენ აქ?


უკეთესებსაც დადებენ, თქვენზეა დამოკიდებული smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 02:23
gabarzgaleba
დათო უნდა შემოვიტყუო აქ (უკვე მივწერე biggrin.gif) და ორ ხმაში დასჭექეთ ხოლმე თქვენებურად 2kiss.gif

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 10:55
ა ტელეფას ცხვარსაც გადაწვდენ უკვე. მახო ვინ გითხრა მოკვდაო?
მაშ ტელეფაში თათრების ცხორები დარბიან? უნდა გადავრეკო სკანდეში და გადავამოწმო ინფორმაცია.

ისე გურულებს ნამდვილად რომ არ აქვთ სამზარეულო ეს ცხადია. გურული ღვეზელია და მორჩა მაგით, ხოლო კეჟერა ფხალი იმერულია!




Posted by: annak 16 Sep 2009, 11:02
ქართულ სამზარეულოს თემას რეგიონების ქვეთემები რო გაუკეთდეს ესე ვერ გამოვა ალბათ არა ? smile.gif
მართლა უფრო საინტერესო იქნებოდა IMHO ოღონდ პერიოდულად "ჩაძირვადი" როგორც ყველა თემა 1-2-ის გარდა. smile.gif

QUOTE
ანნაკ + ალტერნატიული იდეა

მიაუ გამოვა? smile.gif არის ამის ტექ. საშუალება?.
rolleyes.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 11:09
annak + ალტერნატიული იდეა
gabarzgaleba
hirondelle

3 მომხრე ცალკე თემებს


WOMAN IN LOVE
miau

2 მოწინააღმდეგე ( biggrin.gif )


დანარჩენებმა დააფიქსირონ აზრი smile.gif

Posted by: Did_Giorgi 16 Sep 2009, 12:29
miau
QUOTE
3 მომხრე ცალკე თემებს


ჩემს სიტყვას თუ ფასი აქვს თქვენთვის, მეც მომხრეებში მიმათვალეთ. მართალია პოსტებით თავს არ შეგაწყენთ ხოლმე, მაგრამ სულ გკითხულობთ user.gif

იმას რაც შეეხება რომ ვთქვათ ხაჭაპურს და ხინკალს ყველა კუთხე იჩემებსო, რაა მაგაში ცუდი? თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ კერძს და ახალი კერძი წარმოიქმნება საბოლოოდ. სამზარეულოსაც ხომ უნდა განვითარება?
ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება ასე, სადღაც XVIII - XIX საუკუნის შემდეგ ახალი ქართული კერძები აღარ შექმნილა ალბათ.

ხოდა ამიტომ უნდა მივცეთ სხვადასხვა კუთხეების სამზარეულოებს განვითარების საშუალება smile.gif ჩემი აზრით რაღათქმაუნდა.

პ.ს. თან კიდე მემგონი ფორუმს არაფერი დააკლდება თუ 5-6 (ან თუნდაც 13 თემით მეტი იქნება სერვერზე yes.gif
პოლის დამატება თუ შეგიძლიათ, გაგიადვილდებათ საქმე და ხელით თვლა არ მოგიწევთ wink.gif

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 12:59
miau
+1 მე მხარს ვუჭერ !

Posted by: miau 16 Sep 2009, 13:04
amadeus
QUOTE
miau
+1 მე მხარს ვუჭერ !


რას უჭერ მხარს? smile.gif

Posted by: tos-ka 16 Sep 2009, 13:19
annak
QUOTE
ქართულ სამზარეულოს თემას რეგიონების ქვეთემები რო გაუკეთდეს ესე ვერ გამოვა ალბათ არა ?
მართლა უფრო საინტერესო იქნებოდა IMHO ოღონდ პერიოდულად "ჩაძირვადი" როგორც ყველა თემა 1-2-ის გარდა.


QUOTE
ანნაკ + ალტერნატიული იდეა


მიაუ გამოვა?  არის ამის ტექ. საშუალება?.


ამ შეხედულებას ვუერთდები, თუ ჩემს აზრს რამე მნიშვნელობა აქვს. smile.gif

Posted by: ბაჭი24 16 Sep 2009, 13:22
QUOTE
ან მშიერი კუჭისთვის ფოტოებით ნუგეშის მისაცემად

აი აი აიაი biggrin.gif

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 13:28
მე ყველანაირ ახალ საინფორმაციო თემას მხარს ვუჭერ.
ოღონდ ისე კიარა,მე მგონი ასე გამიგია და მე მგონი ასე უნდა იყოს .
სერიოზული ისტორიით+რეცეპტით.მხოლოდ ზოგადათ კერძზე საუბარი მე პირადათ არმაინტერესებს.
თან უნდა იყოს ნამდვილად იმ კუთხიდან წამოსული რეცეპტი და არა საკამათოდ გაგვიხდეს მისი წარმომავლობა+მითვისება smile.gif

მე მგონი გარკვეულად გადმოვიტანე ჩემი პოზიცია chups.gif

Posted by: CZ88 16 Sep 2009, 13:43
მე ვფიქრობ, რეგიონების მიხედვით უნდა არსებობდეს სამზარეულოს თემები, ასე რომ + კუთხურ კულინარიას. ეს გამოიწვევს ძებნის გაადვილებასაც.

Posted by: miau 16 Sep 2009, 13:58
QUOTE
სერიოზული ისტორიით+რეცეპტით.მხოლოდ ზოგადათ კერძზე საუბარი მე პირადათ არმაინტერესებს.
თან უნდა იყოს ნამდვილად იმ კუთხიდან წამოსული რეცეპტი და არა საკამათოდ გაგვიხდეს მისი წარმომავლობა+მითვისება 


სულ 2-3 იუზერი მეგულება, ვინც ამ საკითხს მასეთი ფორმით მიუდგება . smile.gif

Posted by: ბაჭი24 16 Sep 2009, 14:05
QUOTE
მე ყველანაირ ახალ საინფორმაციო თემას მხარს ვუჭერ.

+11
მიგულეთ ერთგულ მკითხველად bis.gif

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 15:15
miau
QUOTE
რას უჭერ მხარს?

rtuli
QUOTE
სერიოზული ისტორიით+რეცეპტით.მხოლოდ ზოგადათ კერძზე საუბარი მე პირადათ არმაინტერესებს.

აი ამას yes.gif

Posted by: chxebiani 16 Sep 2009, 15:18
amadeus
QUOTE
სერიოზული ისტორიით+რეცეპტით.მხოლოდ ზოგადათ კერძზე საუბარი მე პირადათ არმაინტერესებს.


აი ამას 


მაგას მეც ვუჭერ მხარს, ოღონს მაგას biggrin.gif

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 15:20
chxebiani
QUOTE
მაგას მეც ვუჭერ მხარს, ოღონს მაგას

ჩხები ააჭერი უკვე ვაზს? gigi.gif

Posted by: chxebiani 16 Sep 2009, 15:36
amadeus

QUOTE
ჩხები ააჭერი უკვე ვაზს?

არ ჩავსკავნჩე რო

და ცალკე პატარა განყოფილება რო გაკეთდეს ქართული სამზარეულოსი და იქ რომ ქვეთემები იყოს არა მარტო კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი და სხვა, აი, მაგალითად ხაჭაპური - ხოომ არსებობს სხვადასხვანაირი ხაჭაპური? იქ იქნება აჭარული, იმერული, ოსური, გურილი ღვეზელი რომ არის, ეგეც ხომ ხაჭაპურია? კიდევ ჩურჩხელაა ბევრნაირი, ქართულუი ყველი, ქართული პროდუქტები, ჩვენთან რომ აწარმოებენ. მერე სუპერმარკეტები და მაღაზიები რაც საქართველოშია, ყველაფერი რო გაერთიანდეს

Posted by: miau 16 Sep 2009, 17:29
gabarzgaleba
annak
Did_Giorgi
amadeus
ბაჭი24
CZ88
rtuli
tos-ka

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა:
ვისაც სურვილი აქვს, გახსნას თემები მეგრულ, კახურ, და ა.შ. სამზარეულოებზე, ოღონდ ცალკე თემები ჩურჩხელაზე, ცალკეულ ხილზე, ცალკეულ ტრადიციებვზე და კერძებზე უპირობოდ დაიხურება!

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 17:31
აბა, მიდით!!!
biggrin.gif



...................................

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 17:39
დემოკრატიის ნაზი სურნელი მეცა საქართველოდან biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 20:49
miau
QUOTE
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა:
ვისაც სურვილი აქვს, გახსნას თემები მეგრულ, კახურ, და ა.შ. სამზარეულოებზე, ოღონდ ცალკე თემები ჩურჩხელაზე, ცალკეულ ხილზე, ცალკეულ ტრადიციებვზე და კერძებზე უპირობოდ დაიხურება!


2kiss.gif 2kiss.gif მოდი რა ვქნათ იცი, მე ახლა შევცდები ჩემი ადრინდელი გახსნილი თემები ვიპოვო "ქართულ კულინარიაში" და შენ რო იქ პოსტები გადმოიტანო აქქედან, ხო მოსულა, ადვილია როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემს ფორუმზე ბეზპრაბლემ გამოდის smile.gif

უფრო სწორად, გადაავლე თვალი თემას და თუ ნახავ რო ძალიან ბევრია მეგრულზე ან რაჭულზე ან კახურზე (სულ ორი ან სამი იყოს, რომელზეც ყველაზე მეტი იქნება) იმას ცალკე გაუხსენი და პოსტებიც გადმოყარე ნელნელა.

Posted by: miau 16 Sep 2009, 20:53
gabarzgaleba



ჰო, მეც ვფიქრობ მაგას. yes.gif ახლა მთლად ვერ მოვიცლი საამისოდ და რასაც ფასეულს ვნახავ, ყველაფერს ეტაპობრივად თავისი კოპირაითით გადავიტან smile.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 21:11
miau
QUOTE
ჰო, მეც ვფიქრობ მაგას.  ახლა მთლად ვერ მოვიცლი საამისოდ და რასაც ფასეულს ვნახავ, ყველაფერს ეტაპობრივად თავისი კოპირაითით გადავიტან 


კოპირაიტი რად უნდა მაგას? პოსტები გადაანაწილე და თავისით დაეწყობა მემგონი smile.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 21:30
gabarzgaleba

ირმას ვკითხავ, არ ვიცი მე როგორ გავაკეთო, ახლა რამოდენიმე თემა გავხსენი და იქნება თავიდან დავიწყოთ? აქედან ყველა პოსტს მაინც არ გადავიტან, შეიძლება შენი რამოდენიმე პოეტური პოსტის გადატანა, დანარჩენი დიდი არაფერია. smile.gif
შენც გახსენი თემები, მაგაში ვერ შეგეცილები biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 21:32
miau
QUOTE
შენც გახსენი თემები, მაგაში ვერ შეგეცილები 


არა გრცხვენია? თემების ხამი ხოარავარ? biggrin.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 21:33
gabarzgaleba
QUOTE
არა გრცხვენია? თემების ხამი ხოარავარ?


არა, რა ხამი კაცო, ეფექტურად გამოგდის ეგ საქმე biggrin.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 21:40
არ შეიძლება გაკეთდეს აპინული თემა "ქართული სამზარეულო" და შით გაიხსნას ქვეთავები სხვადასხვა კუთხისთვის? smile.gif

Posted by: miau 16 Sep 2009, 21:46
hirondelle

ეგ ჩემს კომპწეტენციაში არ შედის, როგორც ვიცი, ადმინისტრაციის გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ, არ ვიცი, ვიკითხავ.

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 21:50
მაგარ არეულობას გამოიწვევს ეს რეგიონები ნახეთ თუ გინდათ, მაგათ სამსახურში გამიშრეს სისხლი და აქ რა იქნება biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 21:51
amadeus
QUOTE
მაგარ არეულობას გამოიწვევს ეს რეგიონები ნახეთ თუ გინდათ, მაგათ სამსახურში გამიშრეს სისხლი და აქ რა იქნება 


ჰაააიტ, როგორ დაგეტყო გურულები რო ლიდერობენ biggrin.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 21:55
QUOTE (amadeus @ 16 Sep 2009, 21:50 )
მაგარ არეულობას გამოიწვევს ეს რეგიონები ნახეთ თუ გინდათ, მაგათ სამსახურში გამიშრეს სისხლი და აქ რა იქნება biggrin.gif

იატომ ვითომ? gigi.gif .............................

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 21:59
miau

რა იყო ბოშო, რავა მიაყარე, გეცლია, ხალხი თავად გახსნიდა თემებს, ნელ-ნელა... biggrin.gif

Posted by: rockataka 16 Sep 2009, 22:00
amadeus
QUOTE
მაგარ არეულობას გამოიწვევს ეს რეგიონები ნახეთ თუ გინდათ

+1
რა საჭიროა სათითაოდ ჩამოთვლა, მაინც არ მესმის.. ყველა თავისკენ გაიწევს ამა თუ იმ კერძს: არა ჩემია, არა ჩემიო gigi.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Sep 2009, 22:01
miau
gabarzgaleba
ესეც თქვენი დემოკრატია, იხმალავეთ ეხლა, მე ვიძინებ yes.gif

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 22:04
QUOTE
ყველა თავისკენ გაიწევს ამა თუ იმ კერძს: არა ჩემია, არა ჩემიო 

ა მნე ვსიორავნო,მთავარია გემრიელი იყოს biggrin.gif

პ.ს. საინტერესო იქნება ძალიან კერძების წარმომავლობის ისტორიები,თუ რათქმაუნდა მოიპოვება მსგავსი ინფორმაცია yes.gif ,ოღონდ დადასტურებული და არა ფითური.

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 22:06
gabarzgaleba
QUOTE
ჰაააიტ, როგორ დაგეტყო გურულები რო ლიდერობენ

biggrin.gif
rockataka
QUOTE
ყველა თავისკენ გაიწევს ამა თუ იმ კერძს: არა ჩემია, არა ჩემიო

საცივისა არ იყოს მიაკრეს გურიას თონის პურივით biggrin.gif
WOMAN IN LOVE
QUOTE
ესეც თქვენი დემოკრატია, იხმალავეთ ეხლა, მე ვიძინებ

lol.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: rockataka 16 Sep 2009, 22:08
rtuli
დასაბუთებებით თუ ავიღებთ, ხინკალი არ არის ქართული და მოდის აზიიდან. კერძოდ, ძველი ჩინეთიდან chups.gif
ეხლა შემომივარდება ვინმე მთიული და დამიწყებს ხანჯლების ტრიალს gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 22:09
rtuli
QUOTE
ა მნე ვსიორავნო,მთავარია გემრიელი იყოს 


მაგ მხრივ არც მე მაქვს პრობლემები, ეგ კიარადა, ხანდახან კუთხურობისკენ მიდრეკილი ჩემი მეგრელები და რაჭველებიც გადმომკრავენ ხოლმე მწარე–მწარეებს როცა კუთხურ ღირსებაზე მაღლა გენიას ვაყენებ biggrin.gif

rockataka
QUOTE
დასაბუთებებით თუ ავიღებთ, ხინკალი არ არის ქართული და მოდის აზიიდან. კერძოდ, ძველი ჩინეთიდან 
ეხლა შემომივარდება ვინმე მთიული და დამიწყებს ხანჯლების ტრიალს 


ნუ გეშინია, მაგ აზრს რამდენიმე წელია ვამკვიდრებთ ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალით biggrin.gif

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 22:18

rockataka
QUOTE
ხინკალი არ არის ქართული და მოდის აზიიდან

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,აზიური დამპლინგები,ძირითადათ კეთდებოდა ბრინჯის ფქვილის ცომით და იხარშებოდა ორთქლზე+მოხვევის ტექნოლოგია სულ სხვანაირი აქვთ,ნუ ფარშის შეკმაზვაზე აღარ განვამახვილებ ყურადღებას. smile.gif
ჩვენი ხინკალი უდაოთ ჩამოტოვა აზიური დამპლინგები!

gabarzgaleba
QUOTE
როცა კუთხურ ღირსებაზე მაღლა გენიას ვაყენებ 

biggrin.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 22:58
amadeus
QUOTE
საცივისა არ იყოს მიაკრეს გურიას თონის პურივით

ხოდა თუ რაჭულია ედავეთ მეგრელებს მაგის თაობაზე, მე არ ჩავერევი
ჩვენ მაინც ყველაზე გემრიელი გამოგვდის biggrin.gif

Posted by: amadeus 16 Sep 2009, 23:03
hirondelle
QUOTE
ხოდა თუ რაჭულია ედავეთ მეგრელებს

არა ვინ ამბობს მაგას. მეგრული უფრო მგონია smile.gif
გოზინაყი სადაურია? biggrin.gif

rtuli
QUOTE
ჩვენი ხინკალი უდაოთ ჩამოტოვა აზიური დამპლინგები!

100%-ით გეთანხმები. yes.gif

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 23:16
amadeus
QUOTE
გოზინაყი სადაურია?

შუააზიური იყოს ჯობია biggrin.gif

Posted by: mekvle 25 Oct 2009, 03:08
QUOTE (rockataka @ 16 Sep 2009, 21:08 )
rtuli
დასაბუთებებით თუ ავიღებთ, ხინკალი არ არის ქართული და მოდის აზიიდან. კერძოდ, ძველი ჩინეთიდან chups.gif
ეხლა შემომივარდება ვინმე მთიული და დამიწყებს ხანჯლების ტრიალს gigi.gif

ის ჩინური რაღაცა, ხინკალს რომ ჰგავს, ვინც გასინჯა, ის ამბობს _ მარტო გარეგნულად ჰგავს ხინკალს, დანარჩენი სრულიად სხვა კულტურა და გემოა, არაფერი საერთო ხინკალთან არა აქვსო.


საგულაში რომ ზეთი ჩაასხა, გაგონილა?!

Posted by: W-G1 17 Feb 2013, 23:32
QUOTE
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,აზიური დამპლინგები,ძირითადათ კეთდებოდა ბრინჯის ფქვილის ცომით და იხარშებოდა ორთქლზე+მოხვევის ტექნოლოგია სულ სხვანაირი აქვთ,ნუ ფარშის შეკმაზვაზე აღარ განვამახვილებ ყურადღებას. 
ჩვენი ხინკალი უდაოთ ჩამოტოვა აზიური დამპლინგები!

ეგრეა ეგრე, ისე მონღოლების ''ბუუზ'' უფროა არის ხინკალთან ახლოს, თუმცა სხვანარად არის მოხვეული და შიგთავსიც განსხვავდება, თორე შეიძლება მოლდოველებსაც ჰქონდეთ ხინკლის მსგავსი.

Posted by: ninicool 20 Feb 2013, 19:45
mekvle
QUOTE
ის ჩინური რაღაცა, ხინკალს რომ ჰგავს, ვინც გასინჯა, ის ამბობს _ მარტო გარეგნულად ჰგავს ხინკალს, დანარჩენი სრულიად სხვა კულტურა და გემოა, არაფერი საერთო ხინკალთან არა აქვსო.

ვადასტურებ, საფუარიანი ცომით იყო გაკეთებული და ორთქლზე მოხარშული. გემო, ბუნებრივია, სხვა ექნებოდა, რადგან ხორცში მოთუშული ხახვი და სხვა სუნელები ჰქონდა. პირველი ლუკმა შევჭამე ხინკლის გემოზე, რადგან ძალიან მონატრებული ვიყავი ხინკალს, მაგრამ მერე და მერე სულ სხვა გემოზე წავიდა.

თუმცა წარმოშობით შეიძლება მართლა ჩინური იყოს ხინკალი. ალბათ ჩვენებს ჯერ საფუარი დაავიწყდათ, შემდეგ ორთქლზე მოხარშვა დაეზარათ და ფერი იცვალა biggrin.gif

Posted by: nia4u 21 Feb 2013, 17:10
ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახე სხვადასხვა წარმოშობის ხინკალ-პელმენზე და საერთოდ მათ სადაურობაზე.
მიხაილ შირვინდტის გადაცემა "хочу знать" 2010 წლის 2 დეკემბრის გამოშვება.
19.55 წუთიდან smile.gif

http://www.1tv.ru/prj/vseznat/vypusk/6326


Posted by: DORABELLA 22 Feb 2013, 00:37
გოგოებო მოგესალმებით.
არასოდეს გამიკეთებია ხაჭაპური და გადავწყვიტე რომ უკვე დროა ვისწავლო.
უფრო კი, ხაბიზგინები მინდა გამოვაცხო, მაგრამ არ ვიცი როგორი ყველი უნდა გავუშვა.
თუ შეიძლება რომ მირჩიოთ, სად ვიყიდო სახაჭაპურე ყველი და როგორი უნდა იყოს იგი?
აი ძალიან არიფი ვარ ამ საქმეში და არ მინდა რომ გამაცურონ ყველის გამყიდვლებმა...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)