სილვია პლატი,საკმაოდ ცნობილი პოეტი და მწერალი,ფემინისტებისთვის ფრიად საყვარელი არსება,დაიბადა
1924 წელს,8წლის ასაკში გარდაეცვალა მამა,რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მასზე ,ასევე მის ლექსებზე თუ რომანზე.შემდგომში იგი დაქორწინდა,ბრიტანეთში საკამოდ ცნობილ პოეტზე ტედ ჰიუზზე ,მას ტედი არანორმალურად უყვარდა,მისგან ორი შვილიც გააჩინა,თუმცა კი ვერ გადაიტანა მისი ღალატი,ტედმა იგი მიატოვა,რაც საბოლოოდ სილვიას თვითმკვლელობით დამტავრდა.
ერთი ტვის წინ ვიყიდე სილვიას რომანი ზარხუფი,წიგნი არის წართულ ენაზე(გამომცემლობა იყო სათაურად ფემინისტური ლიტერატურა ),ეს რომანი დაწერილია ტედთან გაშორების შემდეგ,აღწერილია 19 წლის სილვიას ცხოვრება ამერიკაში,წიგნი არის საშინლად დეპრესიული,მთელი წიგნის განმავლობაში თითქოს სილვია ცდილობს თავი დაიხსნას რაღაც უხილავი ხუფებისგან,თუმცა კი არაფერი გამოდის.
მოკლედ ამ რომანის წაკიტხვა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება.
http://www.sylviaplath.info/biography.html ესეც ბიოგრაფია.
ვინც კიდე რამე იცის სილვიაზე ,ვთხოვ დაწეროს.
გამოსარცევია მასზე გადაღებული ფილმი,სილვია,რომელსიც თამაშობს გვინეტ პელტროუ,და მემგონი ამ ადამიანის ყველა ფილმს ერთად აღებულიც ჯობია ეს ,გადმოსაწერი ლინკი -
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...1&search=sylvia მიმზიდველი,ლამაზი და მომხიბვლელია გვინეტი ამ ფილმში,მოუხდა ჩემი აზრით სილვიას.
ეს სადღაც ვიპოვე,სილვიაზე .
"რობერტ ლოუელი პლათის შესახებ წერს : “ ეს პოეზია და ბიოგრაფია არ არის კარიერა: ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება, ყველაზე მოწესრიგებულიც კი, უბრალოდ, არ ღირს ”
სილვია პლათი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე სამყაროს აბსურდულობას ამტკიცებს.
მეოცე საუკუნის მოდერნისტებისგან განსხვავებით, პლათი იშვიათად მიმართავს მითოლოგიურ პლასტებს, თუმცა მის ლექსებში მაინც გვხვდება მეტად ორიგინალურად გამოყენებული მითიური ალუზიები, როგორიცაა ორესთეას ცა – “კოლოსში”, სადაც სილვია – იფიგენია ცდილობს თავიდან აიცილოს შურისგება მამისადმი, რომელმაც იგი სვასტიკას შესწირა. ლეთე – “მიღწევაში”, სადაც ნაცისტური აზროვნება – ჯოჯხეთის შავი მდინარეა, ცერბერი – “ციებ – ცხელება 103” –ში, სადაც პლათი ამბობს, რომ ბოროტება უძლურია, რადგან უმწეოა საკუთარი თავის წინაშე და ამით თვით სიწმინდის ცნებასაც აბუნდოვანებს...
პლათი დაიბადა ბოსტონში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში, 1932წ. 8 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. 1950 წელს მოიპოვა წოდება “მის ამერიკა – ლიტერატორი ქალი”. 19 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. 1955 წელს კემბრიჯში გაემგზავრა. იქორწინა იქვე ბრიტანელ პოეტთან ტედ ჰიუზთან. 1963 წლის 11 თებერვალს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
პლათი საუბრობს თეთრი ლექსით, იყენებს ელიფსს, განსაკუთრებული რიტმული ვარიაციებით ავსებს რითმული სტრუქტურის არარსებობას. უდიდეს ეფექტს ახდენს კომპოზიციურად შეკრული ნოვატორული ფორმა და სემანტიკა, ცნობიერების ნაკადის გადმოცემა. სილვია პლათს, რობერტ ლოუელთან, ანა სექსტონთან და ბერიმენთან ერთად , ე.წ. “აღმსარებლურ პოეზიას” მიაკუთვნებენ."
ესეც რამოდენიმე ლექსი :
კუდიანის დაწვა
ისინი ბაზრის მოედანზე გამხმარ ჯოხებს დაახვავებენ.
ჩრდილების გროვა უბადრუკი სამოსელია, მე ვეყუჟები
ჩვილისაგან გამოკვეთილ ჩემს არსებას, თოჯინას სხეულს.
აქ სნეულება დაიწყება: სამიზნე ვარ ჯადოქრებისთვის.
მხოლოდ დემონი ამოჭამს დემონს.
წითელ ფოთლების თვეში უნდა შევუცოცდე ცეცხლის სარეცელს.
ღამეს ადვილად აჰკიდებ ცოდვას: კარის პირისღრუ,
სარდაფის ფაშვი. მათ ჩააქრეს ჩემში ნათება.
მფლობს, თუთიყუშის გალიაში გამომწყვდეულს, ქალბატონი შავი მანტიით.
როგორი დიდი თვალები აქვთ მიცვალებულებს!
მიტყუპული ვარ ბანჯგვლიან სულთან.
კვამლის ბორბლები მოგორავენ ცარიელი დოქის ტუჩიდან.
თუ პატარა ვარ, ვერაფერს გავნებთ.
თუ არ წამოვალ, არცერთ გზაზე ავხმაურდები, მე ასე ვამბობ
და ვზივარ ხუფქვეშ ერთიციდა და ინერტული, როგორც ბრინჯის თეთრი მარცვალი.
მიახლოვდება ჩირაღდნები ზარის რეკვისას.
ჩვენ კრახმალით ვართ ამოვსებულნი, ჩემო პატარა მეგობრებო, და ჩვენ ვიზრდებით.
თავიდან გტკივა, მერე სიმართლეს გასწავლიან წითელ ენებით.
ხოჭოთა დედავ, ოღონდ გახსენ მოკუმული ხელისგული და სანთლის პირიდან
ამოვფრინდები, როგორც ჩრჩილი – შეუსრუტავი.
გთხოვ, დამიბრუნე სილუეტი. Mმე მზადა ვარ ვაღიარი, ყოველი წამი –
ოდესღაც მტვერს რომ შევუწყვილე ლოდების ჩრდილში.
ჩემი ტერფები უკვე ელავს, თეძოებსაც ამოწვდა შუქი.
მე დავიკარგე, დავიკარგე სინათლის ფსკერზე.
მამილო
ვეღარასოდეს ვერ ჩაიცვამ, ვეღარასოდეს
შენს შავ ფეხსაცმელს,
მე რომელშიც ოცდაათი წელი ვცხოვრობდი,
როგორც ფეხი – გაცრეცილი, საცოდავი, ხმაგაკმენდილი,
და ვერ ვბედავდი ერთ ამოსუნთქვას.
მამილო, უნდა მომეკალი.
მაგრამ შენ თვითონ მოკვდი, ვიდრე მოვახერხებდი –
ხომ გემძიმება მარმარილო, სკივრი – ღმერთით ამოვსებული
და ერთადერთი, ნაცრისფერი თითი ავი ქანდაკებისა –
სან-ფრანცისკოს ბეჭედივით უზარმაზარი
და კიდევ - თავი – ჩაძირული ატლანტიკაში,
სადაც მწვანე ლურჯში ირევა
და თვალს გტაცებს ნოსეტის წყლები.
შენს მკვდრეთით მოსვლას ვლოცულობდი მამილო,
Aცჰ, Dუ .
მე გერმანულად ვლოცულობდი პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში,
რომელიც მიწას მიასრისა
ომის, ომის ფოლადმა.
იმ ქალაქს ერქვა რაღაც მეტად ჩვეულებრივი.
ჩემი ერთი მეგობარი პოლონელია
და ამბობს, კაცი ვერ დაითვლისო ეგეთ ქალაქებს,
და ღმერთმა უწყის, სად იყავი,
სად ჩაიდგი ფეხი, სად ჩაიფესვე.
ვერასოდეს გკითხავდი რამეს. თითქოს ენა მეყლაპებიდა.
თითქოს ენა ჩაებეჭდა უამრავ ჩამრთველს
Iცჰ, Iცჰ, Iცჰ, Iცჰ,
მე ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი.
ყველა გერმანელს შენ გამსგავსებდი.
და ცინიკური იყო ენა
და ძრავასავით
მეც დამყეფდა, როგორც ებრაელს.
ხოლო ებრაელს – ჯოჯოხეთი დაჰაუსი, აუშვიცის და ბელსენისა.
და მეც დავიწყე ლაპარაკი ებრაელივით
და მიკვირდა, ებრაელი რომ არ ვიყავი.
ტიროლის თოვლი და კამკამა ვენური ლუდი
არც თუ ისე უმწიკვლოა, როგორიც მოჩანს
და ჩემი ბოშა წინაპრებით, უცნაური იღბლით,
და ჩემი წითლად დაწინწკლული ბანქოს ქაღალდით –
მე მართლა ვგავარ მგონი ებრაელს.
ჩემში მარადი ჭრილობა ხარ –
ავიაციის ორდენებით გადაფხორილი,
წვრილი ულვაშით,
არიული ლურჯი თვალებით,
კაცი – ბორბლებზე შემდგარი ლულა –
შენ არ ხარ ღმერთი, მხოლოდ სვასტიკა
ისეთი შავი, ცა რომელშიც ვერ გამოჟონავს.
ყოველი ქალი აღმერთებს ფაშისტს,
ჩექმას – ანფასში,
ნაძირალებს ისეთივე წამხდარი გულით, როგორიც შენ გაქვს.
შენ სკოლის მერხთან დგახარ, მამილო,
იმ სურათში, მე რომ ვინახავ,
და ღარი მოჩანს შენ ნიკაპზე – ფეხის მაგიერ.
მაგრამ, ვიცოდე, რა ეშმაკად ვიხსენებ ამას.
რისთვის ვიხსენებ ნეტა იმ შავ კაცს –
რამ გამიხლიჩა ლამაზი და წითელი გული?
ათის ვიყავი, როცა დაგმარხეს,
და ოცი წლისამ სიკვდილი ვცადე,
რათა უკან დაგბრუნებოდი.
მეგონა, ძვლები შეძლებდნენ ამას.
მაგრამ მე მათ ამომთხარეს შავი ტომრიდან
და შემიწებეს ისევ გული
და მე ვიცოდი რასაც ვიზამდი –
მე დავემსგავსე
კაცს Mეინ Kამპფ- ის გამოხედვით, შავი სამოსით
და გისოსებზე შეყვარებულ,
და ვთქვი - ვიქნები.
აი, მამილო, სულ ეს იყო.
ფესვებიდან ამოვგლიჯე ჩემი შავი ტელეფონი
და სადენებში ჩავიყენე ხმები,
და თუ მე კაცი შემომკვდა, მაშინ ორი – შემომკვდომია,
ერთი – ვამპირი – თავის თავს რომ მამას უძახდა
და წოვდა ჩემს სისხლს მთელი წელი,
შვიდი წელი, თუ გსურს იცოდე.
მამილო, ახლა შეგიძლია უკანვე დაწვე.
გაყრილი არის ახლა სარი შენს სქელ, შავ გულში,
ხოლო სოფლელებს არასოდეს არ ყვარებიხარ.
შენს სამარეზე ცეკვავენ და ზედ გაბიჯებენ.
იმათ ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს – შენ იყავი.
ჩემო მამილო, შე უჯიშო, მე დავამთავრე.
ზამთრის ხეები
საღამოს სველი საღებავები ლურჯად ელავენ.
ხეები ნისლის თხელ ტილოზე
ბოტანიკურ ნახატებს გვანან,
ხსოვნაში ისევ იზრდება და ისევ ხმაურობს
გარდასული ქორწინებები.
არც ჩვილთა ჩაკვლა იციან და არც კიდევ სიძვა.
ქალებს ჯობიან
და ლაღად ქსოვენ,
და უსხეულო, და წარსულში ჩაბუდებული
ქარიშხლებით იკვებებიან.
ეს სხვა სივრცეა, ფრთებით სავსე
აქ ჰგვანან ლედას.
სიტკბოების და ფოთოლთა დედავ,
ვინ არიან ეს პიეტები,
ჩიურ ფრინველთა ჩრდილებად რომ მარად გალობენ,
მაგრამ ვერაფერს ამსუბუქებენ.
მაყვალზე
არავინ არის ამ ბილიკზე და არაფერი, მაყვლების გარდა.
ორივე მხარეს მაყვლებია, უფრო კი – მარჯვნივ.
მაყვლების ზოლი თავქვე მიდის, მიიკლაკნება, და ზღვაა
სადღაც, მის დასასრულს, და მძიმედ იძვრის. მაყვლები –
დიდნი როგორც ცერა თითის ბალიში, მუნჯნი,
როგორც თვალის გუგა – წრეში, სავსენი
მოწითალო – მოლურჯო წვენით. აი, თითებზე რა მესხმება.
მე მათთვის სისხლით დად შეფიცვა არ მითხოვია, ალბათ ვუყვარვართ,
ჩემს სარძევეს ეგუებიან; ცვივიან; გვერდებს იბრტყელებენ.
თავსზემოთ შავად მიაქვთ ფრთები მჩხავანა გუნდებს –
ქაღალდის ნამწვი ჩამქრალ ცაში მიედინება.
აქ არის მხოლოდ ხმა - ყველაფრის უარმყოფელი.
აღარ მგონია, ზღვა გამოჩნდეს.
მაღალი, მწვანე მდელოები კაშკაშებენ, თითქოს შიგნით რაღაც ანთია.
ვუახლოვდები მაყვლის ერთ ბუჩქს; სიმწიფისგან ბუზების ბუჩქს უფრო წააგავს,
ჰკიდია მათი ლურჯი - მწვანე სტომაქები;
ფრთები – მინა – ჩინურ ეკრანში.
მაყვლების ტკბილმა წვეულებამ გააბრუა. სამოთხის სჯერათ.
უკანასკნელი მოსახვევი – აღარ ჩანან მაყვლის ბუჩქები.
ახლა ზღვა არის ერთადერთი, რაც უნდა დამხვდეს.
უეცრად ქარი – ორ მთას შორის დერეფნიდან – შემეფეთება
და შიგ სახეში მიტყლაშუნებს უხილავ პერანგს.
ეს მთები მეტად მწარეა და ტკბილი, რათა მლაშე ეგემნათ.
მე ცხვრების ნატკეპნ ბილიკს მივდევ, მათ შორის ბოლო მოსახვევი
მთის ჩრდილოეთ სახეს მიჩვენებს. სახე – კლდეა – ნარინჯისფერი
და ერთადერთი, რასაც უმზერს, არის სივრცე – უზარმაზარი,
ვერცხლისფერი და თეთრი შუქის; და გრუხუნი, თითქოს მწედელი
ჯიუტ ლითონს ურტყამს და ურტყამს.
ცხვარი ნისლში
შეაბიჯებენ მტები თეთრში
სევდიანად მმწყემსავს
ხალხი, თუ – ვარსკვლავები, მე ვარ მათი სევდის მიზეზი.
მატარებელი სუნთქვის ზოლს ტოვებს
ო, ნელი
ცხელი, ჟანგისფერი.
ფლოქვები და მტკივნეული ზანზალაკები.
მთელი სილაა –
დილა შავდება.
ყვავილი ჩაქრა.
ჩემი ძვლები წყნარად არიან;
შორი მინდვრები გულს მილევენ.
მემუქრებიან,
რომ მათ მიღმა მელოდება
უვარსკვლავებო და უმამო ცა, შავი წყალი.
ლელა სამნიაშვილის ნათარგმნი This post has been edited by LifeBloom on 17 Sep 2017, 20:25