Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > თხევადკრისტალიანი ეკრანის ლედ განათებაზე გადაყვანა


Posted by: ZAZAi 24 Dec 2016, 01:02
ძველი მოდელის კომპიუტერის თხევადკრისტალიანი ეკრანების განათება იყო ეკონომნათურებზე. რომლის კვებასაც სპეციალური მაღალძაბვიანი დრაივერი ჭირდება და ბევრ დენს ხარჯავს. როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ეს ეკონომნათურები რომ მოვხსნათ და შუქდიოდები დავუყენოთ, ბევრი წვალება დაჭირდება?

Posted by: RedShark 24 Dec 2016, 02:06
QUOTE
როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ეს ეკონომნათურები რომ მოვხსნათ და შუქდიოდები დავუყენოთ, ბევრი წვალება დაჭირდება?





პირადად არ მიცდია, მაგრამ ამ ვიდეოების მიხედვით საკმაოდ ფაქიზი სამუშაო ჩანს... და შეიძლება მთლად სასურველი შედეგი ვერც მიიღო.
მოკლედ, ჩემი აზრით, დამწვარ ნათურებიან მონიტორზე ცდა შეიძლება...მაგრამ მუშა მონიტორის საამისოდ წვალება არ ღირს.

Posted by: ZAZAi 24 Dec 2016, 02:51
RedShark
მადლობა კარგი ვიდეოებია. საწვალებელი მართლაც ბევრია, მაგრამ დამწვარ მონიტორზე ღირს.
მე ეს ლენტები არ მომწონს. ყველას ჯობია ვიყიდოთ ერთ ვატიანი ბრტყელი შუქდიოდები და ჩვენით ავაწყოთ ეს ლენტა. თუ წვალებაა, ბარემ მეტს იწვალებ, მაგრამ კარგი გამოვა


ლედ განათებას ძალიან ხშირად აქვს ხოლმე სიკაშკაშის განივიმპულსური რეგულატორი, ვითომ დენის ეკონომიის მიზნით. მაგრამ ეს მეთოდი თვალისთვის მავნეა. პრინციპში აქ ისეთ მცირე დენებთან გვაქვს საქმე, რომ უფრო მარტივია სადმე უბრალო პოტენციომეტრი დავუყენოთ სიკაშკაშის რეგულატორად

Posted by: RedShark 24 Dec 2016, 03:37
ZAZAi
QUOTE
ლედ განათებას ძალიან ხშირად აქვს ხოლმე სიკაშკაშის განივიმპულსური რეგულატორი, ვითომ დენის ეკონომიის მიზნით. მაგრამ ეს მეთოდი თვალისთვის მავნეა. პრინციპში აქ ისეთ მცირე დენებთან გვაქვს საქმე, რომ უფრო მარტივია სადმე უბრალო პოტენციომეტრი დავუყენოთ სიკაშკაშის რეგულატორად

კი, გიმ - ი უფრო ენერგოეფექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი გამოყენების მთავარი იდეა სიკაშკაშის მაქსიმალურად მდვორე/ვიზუალურად წრფივი ცვლილებაა, რასაც მხოლოდ პოტენციომეტრით ვერ მიაღწევ...



http://radiolaba.ru/polezno-znat/regulirovka-yarkosti-svetodioda.html

Posted by: Komponent 24 Dec 2016, 11:56
მანდ სინათლის გამფანტველის აწყობაა პრობლემა, შეიძლება ტელევიზორის ან რამე სპეც ლინზიანი შუქდიოდები იყიდება სადმე, რომელიც წინ სუსტად ანათებს და გვერდებზე ძლიერად. აგრეთვე უკან თეთრი ფონი უნდა იყოს და მონიტორისკენ თეთრი ფირფიტა, შუქფილტრი. ეს უკანასკნელები ალბათ ექნება თხევადკრისტალურს.
შეიძლება ჩვეულებრივი თეთრი შუქდიოდები რომ დააწვინო, მაგან გაამართლოს. მაგალითად, თითო წერტილში 4 ცალი რომ დააწვინო, ჯვრის ფორმით, ფეხები ერთმანეთისკენ.

Posted by: ZAZAi 24 Dec 2016, 12:29
QUOTE
მანდ სინათლის გამფანტველის აწყობაა პრობლემა,

არავის დაგიშლიათ ლედ განათებიანი მონიტორი? როგორი ლედები აქვს იმ მონიტორებს?

Posted by: Komponent 24 Dec 2016, 12:36
ZAZAi
მე რაც დავშალე ტელევიზორი, ორი ხაზი იყო შუქდიოდების, თითო ხაზზე 6 შუქდიოდი, მაგრამ ისეთი ლინზა ეყენა შუქდიოდებს, წინ სუსტად ანათებდა, გვერდებზე ძლიერად.

Posted by: maxo-69 26 Dec 2016, 23:00
რა ხდება ნათურები აღარ იშოვება თუ ?

Posted by: KDI 4 Jan 2017, 00:43
maxo-69
QUOTE
რა ხდება ნათურები აღარ იშოვება თუ ?

როგორ არა, ubralod ლედ განათება უფრო ეკონომიურია, ვიდრე ეგ ეკო ნათება, ვერცხლისწყლის ორთქლია თუ რაღაც...


მობილურის ეკრანი მაქვს დანაშლელი, და წინ ანათებს, ერთი მიმართულებით

ახლობელს ქონდა ძველი ნოუთბუქი, ძირს დავადა და ლამპა დაემსხვრა. გადააკეთა ლედზე, ძან პრიმიტიულად რა, ლედები ფანარიდან ამოიღო . ნორმალურად ანათებდა ეკრან მაინც biggrin.gif

Posted by: ZAZAi 6 Jan 2017, 00:57
დღეს ვიყავი სამთო ქიმიაში როა მაღაზია, პულტი.გე
კარგი მაღაზიაა. უამრავი ნეონის ნათურები ქონდათ მონიტორებისთვის გასაყიდი. ლედები რატომ არ ჩამოგაქვთ მეთქი, ვკითხე.
რა ვიცი, ხალხს ეგ მიაქვსო მითხრა.
მარტივად აზროვნებენ ჩვენი ხელოსნები

Posted by: the undertaker 8 Jan 2017, 14:13
ZAZAi
არადა წინა კვირას გადავყარე ტელევიზორის ლედ ბარები.დაზიანებულები იყო მაგრამ აღდგენა მარტივად შეიძლებოდა....
როგორი ტიპის შუქდიოდებს ეძებ?

Posted by: ZAZAi 12 Jan 2017, 00:39
the undertaker
აღარ ვეძებ, ვიპოვე ალიექსპრესზე
ხო, ასეთი გიჟური იდეა მომივიდა: გლიანცევი მონიტორის ეკრანი წვრილი შკურკით რომ გავხეხო, მატოვი არ გამოვა?

Posted by: Komponent 6 Feb 2017, 15:58
ZAZAi
QUOTE
აღარ ვეძებ, ვიპოვე ალიექსპრესზე

მგონი პულტშიც მოიტანეს, იმ დღეს ვებ გვერდძე დავინახე

Posted by: bacho1313 4 Apr 2017, 11:50
მე ჩვეულებრივი ლედ ლენტა ჩავტენე 22 მონიტორში, მაჩუქეს არ ირთვებაო, მატრიცა მთელი ქონდა და დავიტოვე, მოკლედ კვების ბლოკი, ინვერტერი მომსპარი იყო, კვება მოვხოდე მერე ინვერტერის მიკროსქემას კიარადა ტრანზისტორების ძებნას შევალიე დრო და როცა მოვხოდე მივხვდი რომ ოთახში "ოზონის" სუნი დგებოდა :დ ხოდა მერე ვნახე 4 ლამპიდან 2 დაბრედილი იყო, გამსკდარი კონტექტეში და მაღალი ძაბვა ზუზუნებდა ჩემცხვირწინ :დ ხოდა გავბრაზდი და ავიღე ლენტა შემოვჭერი გვერდები და ვტენე შიგნით. სიკაშკაშეს ვერ ვარეგულირებ ერთი, დც-დცთი ჩამოვიყვანე 12 ვლტამდე და მშვენივრად გრძნობს თავს რამდენი ხანია უკვე smile.gif თუ ინტრიგანი არ ხარ ვერ შეატყობ შეცვლილი რომაა biggrin.gif მაგრამ ვაპირებ ლედების ყიდვას 22 იანისთვის და კონტროლერის ჩემით ჩალიჩს (რაძი ინტერესა), მონიტორის მენიუდანვე, PVM სიგნალი იქნება რომელიმე პინზე და იმას დავამუშავებ და ეგაა smile.gif

Posted by: a58345035 15 Apr 2017, 21:39
ერთი წლის წინ გადავიყვანე ჩემი samsung 743n მონიტორი ლედ ლენტაზე, იდეალურად მუშაობს, თავისი ცივკათოდიანი ნათურის ადგილზე ზუსტად ჩაჯდა 120 ლედიანი ლენტი. ზედ დავაფარე "კალკის" ქაღალდის ზოლი (მეტორტეები იყენებენ ფორმის ძირზე ჩასაფენად). მართვა თავისი სქემიდან გავაკეთე. ჩვეულებრივი 60 ლედიანი ლენტა არ ვარგა ლედები შორიშორს აქვს და განათება არაერთგვაროვანია. მე აქ ვიყიდე: https://www.aliexpress.com/item/RGBZONE-5MM-5M-2835-SMD-LED-Strip-16ft-600LED-120LED-M-Warm-Cool-White-Light-Ultrabright/32600650043.html?spm=2114.13010608.0.0.XVXZSw

Posted by: bacho1313 18 Apr 2017, 09:57
a58345035
QUOTE
ერთი წლის წინ გადავიყვანე ჩემი samsung 743n მონიტორი ლედ ლენტაზე, იდეალურად მუშაობს

ჩემი არაა წელი ჯერ მაგრამ მშვენივრად გრძნობს თავს smile.gif
QUOTE
მართვა თავისი სქემიდან გავაკეთე.

ბევრი საჩალიჩოა? მგონი რომ არ უნდა იყოს პრობლემა ხო? ჩემი არ მახსოვს რამდენ ლედიანი იყო მაგრამ წვრილი ლედები ქონდა ზედ, კალკა არ მიხმარია, არაერტგვაროოვან განათებაზე თუ ინტრიგანი არ ხარ და არ იცი რომ ლედებზეა ვერ შეატყობ ვერაფერს საერთოდ. სიგანეში არ ეტეოდა ლენტა და გვერდები შემოვაჭერი და ისე ჩავტენე ძლივს biggrin.gif
QUOTE
მე აქ ვიყიდე: https://www.aliexpress.com/item/RGBZONE-5MM...0608.0.0.XVXZSw

120 იანი იქნება ჩემიც აშკარად მაგრამ წვრილი ლედები ქონდა. მოკლედ მერე როცა მაგისთვის მოვიცლი ან გაფუჭდება ან რამე მერე მივხედავ მაგის კონტროლსაც smile.gif

Posted by: a58345035 19 Apr 2017, 20:58
bacho1313
QUOTE
სიგანეში არ ეტეოდა ლენტა და გვერდები შემოვაჭერი და ისე ჩავტენე ძლივს

ჰო და ეგ 5მმ-იანია და ზუსტად ჯდება. ეგ კი არა უკანა მხარე წებოვანია და დამცავს ააძრობ და ჩააწებებ.
QUOTE
ბევრი საჩალიჩოა?

არც ისე მე თავისი გარდამქმნელის კონტროლერი გამოვიყენე და ერთ-ერთი ძალოვანი ტრანზისტორის ზატვორზე მიმავალი ძაბვა მივაწოდე ორ ბიპოლარულ ტრანზისტორზე აწყობილ კომპლემენტარულ წყვილს რომლის ანოდის წრედში ჩავრთე ეგ ლენტები პარალელურად (ზედა და ქვედა). ოღონდ ერთი ნიუანსია: 12 ვ ამ ლენტისათვის ძალიან დიდია თვალებს დაგთხრის ისეთი კაშკაშაა ეკრანი, ამიტომ მიმდევრობით ჩავურთე 5.6ვ-იანი სტაბილიტრონი და მაქსიმალური ძაბვა ტრანზისტორზე დანაკარგიანად 15.6(კვება)-5.6-0.6=9.4ვოლტი რაც საკმარისზე მეტია, რეგულირებისას იცვლება სადღაც 7-დან 9.4-მდე. პანელზე სენსორით გამორთვისას ძაბვა 2.5 ვოლტამდე ეცემა და ლენტი სრულად ქრება.

Posted by: Alameda 26 Jan 2018, 17:50
მეც გადავაკეთე HP-ს 19 ინჩიანი მონიტორი. შორს აქვს ლენტები და ამონათებები ქონდა, მაგრამ იშვიათად ვიყენებდი მაგ მონიტორს, რამდენიმე წუთით და ეგ დავიკიდე.

პრობლემა რაშია, LED განათება არის 12 ვოლტიანი და პირდაპირ 220-ზე შევაერთე რაღაც რეზისტორით. მალევე დაიწვა და შევაგდე კარადაში.
თუ შეგიძლიათ ვინმეს დახმარება, საიდან ავიღო მონიტორის შიგნით 12 ვოლტი ან ლამპების კონტროლერზე როგორ დავაერთო?

Posted by: bacho1313 28 Jan 2018, 13:57
Alameda
ძირითადად 15 ვოლტია ხოლმე და პირდაპირ თუ დასვავ დაიწვება მალე, დც-დც კონვერტერი (დამადაბლებელი) იყიდე და 12 ვოლტზე დააყენე და იმუშავებს. http://pulti.ge/index.php?id_product=2680&controller=product&id_lang=7 5 ლარიღირს და აქვეა დიდუბეში წელიწადი რომ არ ელოდო ჩამოსვლას, ხო ეს უნივერსალია და სანამ ლედებზე დააერთებ ჯერ 12 ვოლტზე დააყენე და მერე დააერთე ლედებზე რომ არ დაგიწვას smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)